შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟად შერაცხული თავი 4


4-12-2018, 22:41
ავტორი Mari S
ნანახია 1 001

მესამე დღე და წესით, უფრო მსუბუქი უნდა იყოს ეკატერინესთვის, მაგრამ რაღაც ყელში უჭერს და გონებას უბინდავს, სად წავიდეს და რა ქნას? ამდენ ბავშვეს ვერ გაუძლებს, მაგრამ არც შორს შეუძლია ყოფნა, რადგან გზა მარტო უნივერსიტეტიდან სახლმადე იცის. დაჯდა კვლავ იგივე კაფეში და კვლავ იგივე შეუკვეთა, შავი ჩაი და ამით დაკმაყოფილდა.
უკვე მეხუთე ჩაის ჭიქას სვამდა, როდესაც ვიღაც შემოვარდა ყვირილით, თავიდან ყურადღებაც კი არ მიაქცია, მაგრამ როდესაც ცხვირწინ იარაღი დაუტრიალა და სხვა კლიენტებთან ერთად კუთხეში წასვლა უბრძანა, ფერი სულ დაკარგა და გული გაეპარა, ფეხები აღარ ემორჩილებიდნენ და ძლივს მიბობღავდა კუთხემდე. თვალებზე ბინდი გადაეკრა და სადაც იქნებოდა გული წაუვიდოდა , რომ არა ვიღაცის ხელები. გულზე მიიხუტა ვიღაცამ და რაღაც ჩასჩურჩულა , მაგრამ სიტყვაც ვერ გაიგო. სირენების ხმა ისმის და მძარცველიც გამაფრთხილებლად ისვრის. ამაზე ყველამ ერთხმად შეჰყვირა, ეკატერინეს ცრემლები წასკდა თვალებიდან , ვიღაცა ზურგზე ხელს უსმევს და თავისებურად წყნარდება კიდეც, ალბათ ასეა , როცა ექსტრემალურ სიტუაციაში ხვდები გინდა რომ ვიღაცის სითბო იგრძნო და ამიტომაც აღარ მოიშირა უცნობი.
მძარცველი სულ რაღაც 10 წუთის განმავლობაში იყო კაფეში და გეგონებოდა თითქოს მთელი საუკუნე დაჰყო.

პოლიცია, სასწრაფო ყველა ერთად მოვიდა. ქაოსი ტრიალებდა ეკატერინეს გარშემო და თავისდა გასაოხრად წყნარადაა და არაფერზე დარდობს, არც კი ფიქრობს და ეს ყველაზე მეტად უხარია, ფიქრები, ის დაწყევლილი ფიქრები არ აწუხებენ. ექიმი მათკენ მორბის და სასწრაფოს მანქანისკენ მიჰყავს,მხოლოდ ახლა დაინახა თავისი ,,ნერვების დამაწყნარებელი".
- მადლობა- შეშინებული თვალებით შეხედა უცნობს და თვალებით თხოვდა დარჩენას, მაგრამ მან მხოლოს არაფრის უთხრა და უკან მოუხედავად წავიდა.
ალბათ ეს ის გრძობა, რასაც მონატრებას ეძახიან და პირველად მისი ნამდვილი მნიშვენელობით ეთქმოდა ეკატერინეს , რომ მას ის უცნობი სჭირდებოდა. მან ხომ შეძლო ის, რაც ვერავინ მოახერხა: ეკატერინე დააწყნარა სულიერად.

მეხუთე დღე და ეკატერინე თვალებს ძლივს აშორებს ერთმანეთს, მთელი ღამე პოლიციის განყოფილებაში გაატარა, ის იმედი მაინც ჰქონდა, რომ მას შეზვდებიდა და სახეზე მაინც დაიმახსოვრებდა.
ახლაც მისი სახის გახსენებას ცდილიბს და ვერაფრის დიდებით ვერ ახერხებს.

უნივერსიტეტში ელენე შეხვდა, რომელიც გაუჩერებლივ ლაპარაკობდა გუშინდელ შემთხვევაზე, ეკატერინე როგორც ყოველთვის ხმას არ იღებდა და მხოლოდ რამდენჯერმე თავს დაუქნევდა თანხმობის ნიშნად, ახა მისი ფიქრები დედის ნათქვამისკენ იყო მიქცეული, რომელიც დაჟინებით ითხოვდა ბატონ ლევანისთან წასვლას, ეკატერინე კი დედას ვერ აჯერებდა, რომ მასზე არ იმოქმედა ამ შემთხვევამ და არ საჭიროებდა ფსიქოლოგს. ამ სიტყვების თქმის შემდეგ, მაშინ გაანალიზა რომ იმ უცნობმა ბუფერის როლი ითამაშა ცხოვრებაში და ყველანაირი ნეგატიური მოაშორა.
- ჰეი , გესმის ჩემი?- თითებს ელენე თვაკების წინ უტრიალრბს ეკატერინეს და მის გამოფხიზლებას ცდილბს
- კი მესმის, რა არის?
- დღეს წამოხვალ თქო?
- სად?
- უნივერსიტეტის წვეულებაა, სხვადასხვა კურსის და ფაკულტეტის ბავშვები ვიქნებით
- იცი, ელენე, არ ვიცი , არა მგონია, საშინლად დაღლილი ვარ და
- კაი რაა, არსად დადიხარ, ამ ერთხელ წამო და თუ არ მოგეწონება წავიდეთ და მეც გამოგყვები
- კაი, მაგრამ მართლა წამოხვალ ჩემთან ერთად
- პირობას გაძლევ, აბა ამხელა გოგო ხომ არ მოგატყუებ


ესეც მეოთხე თავი და იმედია მოგეწონებათ, უფრო ადრე მინდოდა დადება მაგრამ საიტზე ატვირთვასთან რაღაც პრობლმები იყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent