შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დადიანი და გირგვლიანი?! (თავი 1)


5-12-2018, 04:23
ავტორი Life is wonderful
ნანახია 2 894

დადიანი და გირგვლიანი?!

იცით?! ამ ცხოვრებაში ოჯახზე მთავარი არავინ და არაფერია... ოჯახი, სადაც არის სითბო, სადაც მუდამ იდეალია, სადაც გრძნობებს არ მალავენ, სადაც ყველა ბედნიერია, სადაც ყველას ყველა უყვარს, სადაც ურთიერთგაგებაა, სადაც იციან გვერდში დგომა, სადაც სიკეთე სუფევს, სადაც შესვლა რაც არ უნდა ცუდ გუნებაზე იყო გაგაბედნიერებს, სადაც... სადაც... სადაც... სადაც... და ასე უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს...

ჩემთვი იდეალი ქალი დედაა, დედა, რომელის მუდამ მზადაა ოჯახს თავი შესწიროს და მგონი ამაზე მეტი არც უნდა თქვა ამით ხომ უკვე ყველაფერი ნათქვამია არა?! მეტის თქმა მგონიიი... დანაშაულიც კია...

და ბოლოს... ჩემთვის პირველი მამაკაცი, რომელიც აი სუსუ პირველად რო თვალები გავახილე და იმ წამსვე შემიყვარდა მამაა... მამა, რომელიც ყოველთვის ჩემს "სუპერგმირად" ითვლებოდა და ითვლება...

აი სწორედ ეს არის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და მყუდრო ადგილი მთელს მსოფლიოში... ეს არის ყველაზე დიდი საგანძური რაც კი გამაჩნია...

მოდი ახლა დროა გაგეცნოთ:
ნია დადიანი, ოცი წლის, მესამე კურსზე, მამა ლევანი, დედა ნინა, ასევე მყავს ოცდახუთი წლის ძმა მათე... ვარ წითური, მაქვს კურნოსა ცხვირი თაფლისფერი თვალები რომელიც წითელში გადადის და დიდი მარწყვივით წითელი ტუჩები.......

-აუუუ გოგო მოდი ახლა ხო გაგანია აგვისტოა ხოდა ზღვაზე დავაწვეთ რაა...- მეწუწუნება ანიტააა... მე კიდევ მის საწოლზე ვგდივარ "ვარსკვლავის" ფორმაში, საცვლების ამარა და ვცდილობ სიცხისგან შეწუხებული არ გავმოძრავდე, რომ არ დამცხეს... -აუუუ ნიააა ნერვებს მიშლი ხმა მაინც ამოიღე ვიცი გცხელა მარა ხმის ამოღება არაფერს გიზავს...
-ჩართე კონდინციონერი და ადამიანურად ვიცხოვრებ...- ამოვილაპარაკე ჩუმად...
-ხო იცი არა კონდინციონერის ჰაერზე ცუდად რო ვხდები?-გამახსენა თავისი პრობლემა, არა ვითომ არ ვიცოდე რაა.. ამიტომ წამოვჯექი...
-აბა რა გინდოდა?- ვკითხე ჩვეულებრივი სახით...
-გოგო შე რა გინდა რო გცემო? საერთოდ არ მისმენდი?-არადა როგორ არ ვუსმენდი მარა ხო უნდა ავაწუწუნო და მოვუშალო ნერვები არა?!
-ნწუ რამე მითხარი?- ისევ ისე ვკითხე...
-მოგკლავ ნია დადიანოოო...- მითხრა და ბალიში უნდა გამოექანებინა, რომ წივილი მოვრთე...
-არააა... ააა არ მესროლო გისმენდიიი..- უკვე ჩემთვის გამოქანებული ბალიში მაინც მივიღე...
-აბა რა გითხარი გამიმეორე თუ მისმენდი...
-ის, რომ გინდა ზღვაზე წავიდეთ...
-აჰამ ანუ მართლა მისმენდი კკაი აბა წავიდეთ?
-არ ვიცი ჩემ ძმას ვკითხოთ ხო იცი რა ტიპია თუ მაგან არ გვითხრა წადითო ისე ვერსად ვერ წავალთ...
-ხო ხო ვიცი მიდი დაურეკე..- ზუსტად ამ დროს დარეკა მათემაც...
-ვახსენეთ დააა..- ტელეფონზე სპიკერი ჩავრთე...-ჰოუუ რა იყო?
-ნია საყვარელო გამოგიარო? სახლში მივდივარ ისედაც...
-აუ კი მიდი რა.. აუ რაღაც რო გთხოვო შემისრულებ?
-აბა თქვი სად გინდა შენ და ანიტას წასვლა...- არა რა ხუთი თითივით მიცნობს...
-ზღვაზე!- წამოვიყვირე...
-კაი წადით...
-მართლა? ასე ჩვეულებრივ? არ მეღადავები?
-რათქმაუნდა გეღადავები! აბა თქვი ვისთან ერთად? როდის? ზუსტად სად? ურეკში, ბათუმში თუ ქობულეთში...
-მხოლოდ მე და ანიტა და ბათუმში, მარა ურეკშიც გადავალთ და ქობულეთში... და ხო ზეგ გვინდა...
-კარგი თანახმა ვარ იცოდეთ ჭკვიანად, ყოველ დღე დამირეკავთ და ახლა ჩამოდი მოვედი უკვე...
-ჯერ ხო არ წავსულვარ და უკვე დაიწყე...
-არ მიცნობდე მაინც... მიდი მიდი მალე ჩამო გელოდები...
-უუუუ"FFF" - დავუკიდე ყურმილი...
-ესეიგი ხვალ მივდივართ საყიდლებზე, ვყიდულობთ ყველაფერს რაც კი მოგვეწონება და ზეგ მიდივართ... აუუუ რა მაგარია როგორ დავიღალე იცი მთელი ზაფხულია თბილისში რო ვართ?!- მითხრა უცებ და ჩამეხუტა...
-აუუუ მცხელააა...
-ნუ წუწუნებ...- მითხრა და გემრიელად მაკოცა.- აბა კარგად ტკბილოო...
-კარგად ჩიტოოო...- მივაძახე, ტანსაცმელი გადავიცვი, გარეთ გავედი და მათეს ჩავუხტი მანქანაში.
-აბა ძამიკო რა ქენი დღეს?
-რავი წითურო დავიღალე დღეს კომპანიაში შენ?
-ჰმ... მე ჯერ ანიტასთან ერთად ვიყავი, მერე ანიტასთან ერთად და მერე ანიტასთან ერთად...
-როგორც ყოველთვის ანიტა... არ გინდა მუშაობა დაიწყო?
-ნწუუ... ალბათ სექტემბრიდან უფრო...
-კარგი როგორც შენ გინდა ნიაკუკ...
-აუუუ ნიაკუკს მუ მეძახიი...- საყვარლად გამოვბურცე ტუჩები...
-ისევ პატარა ნიაკუკი ხარ რა საერთოდ არ გაიზარდე...
-აუუუ გაგებუტეე...
-მაშინაც იქნები გაბუტული თუ გეტყვი, რომ წამო კარფურში შევიდეთ და ყველაფერი რაც შენ გინდა რომ ვიყიდოთ-თქო?
-მართლა?- წამოვიყვირე პატარა ბავშვივით, აი ისეთით შოკოლადს, რომ მიუტანენ და უხარია..
-მართლა...- მითხა და გაეცინა.
-კაი აღარ ვარ გაბუტული...
-ხოდა მაკოცე.
-ახლავე.- ბედნიერი გადავიწიე და ძალიან მაგრად ვაკოცე... მალევე კარფურთან გააჩერა და მეც მაშინვე გადავხტი. მათე სიცილით გადმოვიდა.
-არანორმალური თუ არ იყო რაა..
-ვიცი.. მოემზადეეე.- უცბათ ვუთხარი და ზურგზე შევახტი...
-ამხელა გოგო ნორმალური რო არ ხარ ეგეც იცი? შეხედე ხალხი, როგორ გვიყურებს რამსიმძიმე ხარ რა უბედურებაა...
-აუუუ მორჩი წუწუნს და შევედით...- ვუთხარი და ლოყაზე გემრიელად ვაკოცე. შიგნით, რომ შევედით ყველა სიცილით გვიყურებდა, ბოლოს ჩამოვხტი და „ურიკაში“ ჩავსკუპდი, აი რაც კი ყველაზე მეტად მიყვარდა ყველაფერი ავიღე... შოკოლადებიდან დაწყებული წვენებით დამთავრებული... ბოლოს უკვე ძლივს მივაღწიეთ სალარომდე და გოგონამ სიცილით დაიწყო გატარება, ბოლოს დათვალა და თქვა...
-ას ხუთი ლარი და სამოცდახუთი თეთრი...- სიცილით გვითხრა, მე ამაზე მაგრად გამეცინა...
-რაო მათე გაკოტრებ? აბა რა გეგონა ჩემი შემორიგება იაფი დაგიჯდებოდა?- მუცელი მეჭირა ხელით და „ვკაკანებდი“.
-ნეტა რომელ ჯერზე წამომიყვანიხარ შესარიგებლად და ას ლარზე ნაკლები დამიხარჯავს? მაგრამ ახლა შენ იხდი...- ენა გამომიყო და ყელში მაკოცა...
-აუუუ ეგ, რომ მდომოდა გიჟი ვიყავი ამდენი ამეღო? ხოიცი ისედაც ამდენს ვერ შევჭამ!
-ხო ვიცი ამიტომ შენ იხდიი...- იესევ ენა გამომიყო და მაკოცა..
-კაი მე გადავიხდი...- ენა გამოვუყავი და ჩანთიდან ბარათი ამოვიღე...- აუუ რომელია ჩვენი კომპანიის ბარათი? აღარ მახსოვს...
-სხვა ბარათით გადაიხადე...
-არა სხვით არ მინდა... ამაზე ულიმიტოა და იმაზე დარიცხული მაქვს...
-ხო კაი...
-აიი ვიპოვეეე..- ბედნიერმა ამოვთქვი და მოცინარ მოლარეს მივაწოდე...- ისე მითხარი გადაიხადეო თითქოს ჩემს ფულს ვხარჯავდე...- ენა გამოვუყავი, „ურიკიდან“ ჩამოვხტი და ჩემი პარკები ავიღე...
-მომეცი მე მძიმეა... შენზეე...- სიცილით მითხრა და გამომართვა. ბოლოს მივაღწიეთ მანქანამდე, შიგნით ჩავაწყვეტ და წამებში მოვწყდით ადგილს...

ნია?! ნია?! ნია?! ეს ის ულამაზესი არსებაა, რომლის დანახვისას შეუძლებელია არ შეგიყვარდეს, ყველაზე საყვარელი, ყველაზე თბილი და საუკეთესო. დიდი გრძელი ძალიან ხუჭუჭა წითური თმები, ძალიან დიდი და მარწვივით ტუჩები, კურნოსა ცხვირი და ულამაზესი სხეული, საოცარ კონსტრაქტს ქმნის. ყველა ბიჭი მასზე აბოდებს, მაგრამ თვითონ ჯერ არცერთი ბიჭი არ მოსწონებია, ვერ პოულობს თავის მოსაწონს და რა ქნას... განა იმიტომ, რომ მასთან ვერავინ ვერ მივა, არა უბრალოდ ყველას მეგობრული თვალით უყურებს, ყველა უყვარს ოღონდ როგორც მეგობარი. ჯერ ბიჭისთვის სიყვარულის თვალით არ შეუხედავს და რა ქნას... ასე ვთქვათ მისი „წიკი“ თუ „ჰობი“ თუ უბრალოდ სიკეთე, არ ვიცი რაც გინდათ ის დაარქვით იმას, რომ არ შეუძლია ყოველ კვირა ბავშვთა სახლში არ წავიდეს. უკვე ყველა თავშესსაფარში არის ნამყოფი, ყველა იცნობს და ყველას უყვარს. იმ ადგილს ყოველთვის დიდ ოჯახს უწოდებს, დღესაც უწევს იქ წასვლა, აბა რა გგონიათ რატო აიღო ამდენი სასუსნავები, სწორედ მაგიტომ, რომ მათ წაუღოს. საოცარი ადამიანია რომლის მსგავსაც მეორეს ვერ იპოვი. სამეგობროში მხოლოდ ანიტა ყავს, ყველას ვერ ენდობა, მხოლოდ მას. ისეთი დიდი თვალები აქვს უგრძელესი და ხშირი წამწამებით... არ ვიცი ამ გოგოზე შეყვარებული ვარ და ნაკლს ვერ ვპოულობ... და იმედი მაქვს თქვენც ასე შეგიყვარდებათ...

მალევე მივედით მე და მათე სახლთან, მანქანიდან გადმოვედით. მათეს იმდენი პარკი ეჭირა ვკვდებოდი სიცილით, ჭიშკარში შევედით, ეზო გავიარეთ და სახლში შევაჭერით.
-დედიკოო, მამიკოო მოვედიით...- დღეს შაბათი არის და ყველა სახლში ვართ...
-ჩემი ბავშვები მოვიდნეენ...- თბილად შეგვხვდა დედა.-ამდენი რაღაცეები რად გინდოდათ? აჰ... მოდი გამოვიცნობ მათე შენ ნიას შემორიგება მოგიწია და თან დღეს ბავშვთა სახლში მიდის ნია და ამიტომ გაყიდინა ამდენი რამე ხომ?- ამაზე ყველას გაგვეცინა, ძალიან მაგრად გვიცნობს დედა.
-რათქმაუნდა დეე ეს ხო იცი როგორი გიჟიცაა...- ამაზე ენა გამოვუყავი და მისაღებში მჯდომი მამა გემრიელად ჩავკოცნე...
-ეეეე ჩემი მარუსა სადააა...- უი სულ დამავიწყდა მეთქვა ერთი ყველაზე პატარა და ხმაურიანი ოჯახის წევრის შესახებ, რომელიც სულ რაღაც სამი წლისაა, მარიამი ნიას დაიკო, რომელიც არაამქვეყნიურად საოცარი და ლამაზია, ისიც დაიკოსავით ხუჭუჭაა, დიდი თვალები გრძელი წამწამებით, დიდი ტუჩები და კურნოსა ცხვირი აქვს, იმ განსხვავებით, რომ მისი თმა ყავისფერია და ცისფერი თვალები აქვს.... აქეთ იქეთ ვიყურებოდი და ვეძებდი.
-თავისოთახშია იპრანჭება დღეს თავშესაფარში წამოსვლა მასაც უნდააა..- მითხრა მამამ..
-ვაიმეე ჩემი გოგო წავედი მე, მეც მასთან ერთად გავიპრანჭები.- წამოვიყვირე, მეორე სართულზე ავირბინე და მასთან შევაჭერი, შიგნით, რომ შევედი ვარდისფერი დავარდნილი, მოკლე ულამაზესი კაბა ეცვა, ფეხზე ვარდისფერი ბალეტკები და ცდილობდა თმა გაესწორებინა.
-ვაიმეე ჩემი პატარა გოგო რა ლამაზი ხაარ- მივედი და მაგრად ჩავკოცნე.
-ნიაა ეშ მალაზიაა?- დიდი თვალები უფრო დაჭყიტა, უსაყვარლესად ამომხედა და ყელსაბამზე მიმითითა რომელიც უნდაზესი და ულამაზესი იყო.
-ხო ძალიან ლამაზია მოდი დაგეხმაროო.- გავუკეთე და თმაც გავუსწორე.- ლამაზია მაგრამ შენ უფრო ლამაზი ხარ.- ვკოცნიდი და ვკოცნდი. მასაც მეტი რა უნდოდა კისკისებდა და კისკისებდა..
-მეგუტუნეე, ნია მეგუტუნებაა.- ძლივს იძახოდა. ბოლოს დავნებდი.
-შენ რომ გაიპრანჭე მე არ მინდა? წამო ახლა მე დამეხმარე.
-აქლავეე.- ბედნიერი გაიქცა ჩემი ოთახისკენ. მეც სიცილით გავეკიდე ხელში ავიტაცე და ისე შევიყვანე.
-მოდი შენ აქ დაჯექი- „პუფზე“ მივუთით ისიც საყვარლად ჩასკუპდა.- ხო ეგრე მე ახლა ჩავიცვავ კაბებს და მითხარი რომელი ჯობია კარგი?
-კალგი...- საყვარლად ჩამოადო იდაყვი მუხლებს და თავით ხელებს დაეყრდნო. პირველი ჩავიცვი შავი ტყავის მაღალწელიანი ქვედაბოლო და ზემოდან ასეთივე შავი ტყავის ტოპი და ფეხზე თეთრი მაღლები... და მასთან გავედი...
-აბა კარგიაა?-მის წინ დავტრიალდი, მან კი სახე მოჭმუხნა და თავი გააქნია.
-ძალიან კი გიქდება მალა ეს ალა.
-კარგი მაშინ აბა სხვას ჩავიცმევ.- ამჯერად არჩევანი ძალიან ღია ფერის მაღალწელიან შორტზე, თეთრ ბრეტელებიან თავისუფალ მაიკაზე რომელსაც „perfect” ეწერა და თეთრ მაღლებზე შევაჩერე და მასთან „გავბაკუნდი“.
-ვაააუუუ, ეშ ჯალიან კალქიაა. ეს ცაიცვი ლა ნია გთქოოვ.- საყვარლად მითხრა და გაბრწყინებული სახით წამოხტა მას შემდეგ რაც თავი დავუქნიე.
-კარგი, მოდი ახლა მაკიაჟი გავიკეთო და წავედით.- მაკიაჟის გაკეთება დავიწყე ის კი გაოცებული მიყურებდა და მეკითხებოდა რაღაცეებს.
-ნია ეშ ლა ალის?
-„ჰაი ლაითერი“ მარუს რომ გაიზრდები მერე შეგიძლია შენც გამოიყენოო...
-ეე ლა მაგალიაა.- მითხრა გაოცებულმა, მალევე მოვრჩი და მარუსას მივუბრუნდი.
-აბა წავედით მარუს?
-ქო.- მითხრა ბედნიერმა და ხელი მომკიდა. ასე ჩავედით ქვემოთ და დედას და მამას წინ დავდექით.
-აბა შეგვაფასეთ...
-ჩემი ორი გოგო რა ლამაზები ხართ.- გვითხრა მამამ და ჩაგვეხუტა.
-როგორ გავხართ ერთმანეთს ნეტა იცოდეთ.- დედამაც თბილად გვითხრა და გადაგვკოცნა.
-ოჰო რა დები მყავს რა დები.. მეც მოვდივარ აბა წავედით?- ვაუ პირველად ხდება, რომ ჩვენ სამი მივდივართ ერთად თავშესაფარში.
-ოჰო ძამიკო რამ გადაგაწყვეტინა?
-აბა ამ ორ უმშვენიერს გოგოს მარტო ხომ არ გავუშვებ?
-ეეე ლა მაგალიაა მაჩეე.- მარუსა გაიქცა და მათეს შეახტა, მათემაც სიცილით აიყვანა და გემრიელად ჩაკოცნა.
-აბა მივდივალთ?
-ხო მარუსა წავედით.- უთხრა მათემ და გარეთ გავედით.
მარუსა უკან ბავშვის სავარძელში ჩავსვით, მათემ მძღოლის ადგილი დაიკავა და მეც გვერძე მივუსკუპდი. გზაში მათემ სიმღერები ჩართო და მე ვღიღინებდი.
-ნია „თავსეფალშასი“ ძალიან ბევლი ბასები ალიან?-მკითხა საყვარლად მარუსამ, ის პირველად მიმყავს იქ აქამდე სულ მარტო დავდიოდი.
-კი ძალიან ბევრი ბავშვები, შენხელებიც არიან.
-და იქ ლატო ალიან? მშობლებმა ლატო დატოვეს? აგალ უკვალდათ?
-კი ძალიან უყვარდათ მაგრამ ზოგს გარდაეცვალა და მარტო დარჩნენ.
-აამ.. აქლა გასაგებია ცოდოები ალიან.
-ხო მაგრამ ისინიც შენნაირები არიან, უყვართ გამოპრანჭვა და თამაში.
-ქო შეილება მე ლო ვეთამაშო?
-რათქმაუნდა.
-ლა მაგალიაა.-ტაში შემოკრა ბედნიერმა. მალე მივედით, მე მარუსა გადმოვიყვანე, მათემ პარკები აიღო და შიგნით უნდა შევსულიყავით, რომ იისევ ის გრძნობა ისევ ის რომელიც ყოველ მისვლაზე მიპყრობს, ვნერვიულობ, ბედნიერი ვარ, არ ვიცი რაღაც საოცარ გრძნობები მეუფლება. შიგნით, როგორც კი შევედით ბავშვები ეგრევე შემომეხვივნენ.
-ნიაა, ნიაა როგორ მოგვენატრეე.- მარტო ამათი ბედნიერი სახეების დანახვის გამო უნდა მიხვიდე იქ.
-ბავშვებო მეც ძალიან მომენატრეეთ.- ყველას ჩავეხუტე, ამ დროს მათეს და მარუსა გავხედე, მარუა მათეს ახუტებოდა და გაოცებული და ბედნიერი სახით იყუებოდა.- ბავშვებო მოდით ვინები უნდა გაგაცნოთ...- მათესთან და მარუსასთან მივიყვანე.- ეს ჩემი დაიკოა მარიამი იგივე მარუსა, დღეს თქვენთან წამოსასვლელად განსაკუთებულად ემზადებოდა და უხაროდა, ეს კი ჩემი ძმა მათეა, ისიც წამოგვყვა თქვენს სანახავად.- ძალია კარგად შეეწყო მარუსა ბავშვებს, საჩუქრებიც მისცა და რაც მთავარია ისინი ჩვეულებრივად მიიღო არავიზე მაღლა თავი არაფრით დაუყენებია, ამაზე სიამაყის გრძნობა დამეუფლა, რადგან მან იცოდა, რომ მათ სტკიოდა და თავს მათზე უკეთესად არ წარმოაჩენდა. მე მათეზე ვიყავი ახუტებული და ბედნიერებისგან გაბადრული ვუყურებდი მათ.
-როგორ კარგად შეეწყო არა?(მათე)
-ხოო ძალიან გამაკვირვა და ძალიან ბედნიერი ვარ.
-ჩემო წითურო საუკეთესო პიროვნება ხარ და ეს ბავშვიც შენ გემსგავსება.
-როგორ ძალიან მიყვარხარ ნეტა იცოდე.- ვუთხაი და ყეელში ვაკოცე.
-მე ძალიან ძალიან...- უფრო მაგრად ამიხუტა სხეულზე და ასე გაბადრულებმა გავაგრძელეთ მათი ყურება...


ხელოუუ გაიზ... ძალიან მომენატრეთ ტკბილებო, აი მეც დავბრუნდი ახალი ისტორიით, რომელიც სულ პოზიტივით იქნება სავსე. ძალიან მომენატრეთ თქვენ დათქვენი უტკბილესი კომენტარები... იმედი მაქვს აქაც ისე გამახარებთ და მომცემთ სტიმულს, როგორც წინა იტორიაზე იყო. იმედი მაქვს მოგეწონებათ. აბა შემიფასეთ....

დ ა დ ი ა ნ ი
დ ა
გ ი რ გ ვ ლ ი ა ნ ი ? !
სიყვარულით:“მე“



№1  offline წევრი Life is wonderful

Daldoni Daldoni- ძალიან დიდი მადლობაა.
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№2  offline წევრი lamazi tvalebi

ჩემო ტკბილო რა კარგია რომ მალევე დაგვიბრუნდი. მომენატრა უკვე შენი ისტორიები.... კარგი დასაწყისია, მომეწონა.. წარმატებები... ❤❤❤

 


№3  offline წევრი Life is wonderful

ჰაიკო
გრამატიკული შეცდომები გაქვს აქა-იქ და გამოასწორებ იმედია.
"კურნოსა ცხვირი" როგორია? რას ნიშნავს?
სიტყვებს რატომ აგრძელებ?
"ხოდა" თუ "ჰოდა"?
საერთო ჯამში კარგია.


ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გამოვასწორებ. ❤️❤️

lamazi tvalebi
ჩემო ტკბილო რა კარგია რომ მალევე დაგვიბრუნდი. მომენატრა უკვე შენი ისტორიები.... კარგი დასაწყისია, მომეწონა.. წარმატებები... ❤❤❤

ვაიმეე ტკბილოო მე კი მალე დავბრუნდი მარა შენ? შენი ისტორიებიც ძალიან მოვენატრაა.. მალე რაა.. ძალიან დიდი მადლობაა... ❤️❤️❤️
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 


№4  offline წევრი fluctus Oceani

აჰა მგონი შენს ისტორიას ირველად ვკითხულობ მაგრამ რაც წავიკითხე საოცრად მომეწონაააა

 


№5  offline წევრი Life is wonderful

I love you baby
აჰა მგონი შენს ისტორიას ირველად ვკითხულობ მაგრამ რაც წავიკითხე საოცრად მომეწონაააა

პირველად არა საყვაელოო უკვე მეორეააა... როგორც ჩანს ჩემს სახელს არ დააკვირდი... მარა არაუშავს... heart_eyes joy
--------------------
Every day, every night, you have to wait for a new test and pass it successfully." - "Life is exam."

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent