შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავია მთვარე


9-12-2018, 03:02
ავტორი ნიანო
ნანახია 992

უნდა წავიდე _ვთქვი და ასე მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა სანამ მიპასუხებდა..
-ვერ წახვალ_არც შემოუხედავ ჩემთვის ისე მიპასუხა და კვამლის ღრუბელს გააყოლა თვალი
-არ შეიძლება
-როგორ არა, შეიძლება_ისევ სადღაც უაზროდ იყურებოდა არადა მინდოდა ჩემთვის შემოეხედა. ეყვირა. გავეგდე მაგრამ არა.. მხოლოდ მოკლე პასუხები და გაყინული მზერა..
-შენ გინდა რომ დავრჩე?_ვიცოდი პასუხი მაგრამ მაინც ვეკითხებოდი, ყოველდღე უაზროდ, გაუთავებლად და ველოდებოდი როდის მივიღებდი სხვა პასუხს..
დუმილი..
ფეხზე წამოდგა , აქეთ იქით დაიწყო სიარული და თან რაღაც მელოდიას ღიღინებდა..
ისევ დუმილი
ბოლოს მოთმინება ამომეწურა და დავუყვირე
-მარიამ
წამიერად შემოტრიალდა
-რა?! _თითქმის ჩურჩულით მკითხა.. მაგრამ ეს სარკაზმი იყო, ეს დაცინვა იყო.. მისი მზერიდან კარგად ჩანდა ის რისი თქმაც სურდა, შენ ჩემი ხარ და ვერსად წახვალო
-რას ვაკეთებთ ?
ისევ არაფერი მიპასუხა, ტუჩის კუთხე ჩაიტეხა და სიგარეტს გაუკიდა.
-ნუ ეწევი
-შენ არ ეწევი არა?!_ მომიახლოვდა , სიგარეტის კვამლი თვალებს მწვავდა მაგრამ ვერც ვგრძნობდი..
-მოწიე_ სიგარეტი თვალწინ ამიტრიალა
-არ მინდა, ხომ იცი რომ ვერ ვიტან?!
-მაშინ მე მოვწევ_ღრმა ნაფასი დაარტყა და მაკოცა.. ვიგრძენი როგორ ამევსო ფილტვები მხუთავი აირით და მისი სუნით ერთად..
-უნდა წავიდე მარიამ
-წადი.. თუ შეძლებ
....

პირველად სკოლის ეზოში შევამჩნიე, კედელს მიყუდებული მომშტერებოდა.. ასეთი ჩვევა ქონდა, ნაწნავს ხელში აწვალებდა , კევას გამომწვევად ღეჭავდა თავს ოდნავ გვერდზე გადაწევდა და თავისი მზერით გაიძულებდა მასზე მიჯაჭვული ყოფილიყავი. მაშინაც ასე მოხდა. მუქი ლურჯი ზედა ეცვა. იმდენად უხდებოდა რომ მომინდა იქვე შემომეხია ტანზე.
ძაალიან ლამაზი იყო .. არა ლამაზზე მეტად, მიმზიდველი უფრო იყო.. რაღაც ისეთი ქონდა რითიც დამაბა.. დაბამა და აღარ გამიშვა.
იმ დღის შემდეგ მხოლოდ მაშინ ვხედავდი როდესაც მას უნდოდა . სხვანაირად მისი პოვნა შეუძლებელი იყო. ყოველთვის ვგრძნობდი მის მზერას შორიდან , სკოლის ეზოში გამოსული თვალებით ვეძებდი მაგრამ ვერ ვპოულობდი . შემდეგ მოულოდნელად გამოჩნდებოდა და თვალებით მესალმებოდა
აი გამოვჩნი რომ მეძებდიო.
.....
-არ მიდიხარ არა?
-ვერ მივდივარ
-ჩემგან ვერავინ მიდის, იცოდი?
-ყველას ურჩევნია გზაზე ჩამომეცალოს
-კონკურენცია დიდია
-ყველას გადავწვავ შენს გამო.. და კიდევ ამის .._ სიტყვა აღარ დაუმთავრებია წამში დავეუფლე იმ სისხლიან ტუჩებს რომელიც ჩემი იყო,, მხოლოდ ჩემი და სხვა არავისი.. მარიამი ჩემი იყო .. იყო..
....
პირველად როდესაც პირისპირ ველაპარაკე იანვარი დგებოდა, სკოლის ეზოში როგორც ყოველთვის თვალებით მეფლირტავებოდა შემდეგ წავიდა და მეც ინსტიქტურად გავყევი, დიდხანს იარა შემდეგ გაქრა. მიტოვებული არქივის შენობაში ამოვყავი თავი, არც ვიცი იქ რა მინდოდა, უკვე წამოსვლას ვაპირებდი როდესაც ჩემ წინ მარიამი გაჩნდა
-მეძებდი ტკბილო?_ისევ ისე მიყურებდა როგორც ყოველთვის, ოდნააავ გვერდზე გადახრილი თავით ცალი მხრით კედელზე იყო მიყრდნობილი
-გეძებდი_ძლივს ამოვიხრიალე და მე თვითონ გამიკვირდა ჩემი ხმის
-რისთვის მეძებდი?_არაამქვეყნიურად ლამაზი და სექსუალური ხმა ქონდა
-არვიცი
-მე ვიცი _წამიერად მომიახლოვდა და ნიკაპზე მაკოცა. გაოგნებისგან და სიამოვნებისგან თავი ვეღარ შევიკავე და ზედ მის ხელებზე ჩამოვდნი, ისიც თან ჩამომყვა, დიდხანს ვიწექით იატაკზე უსიტყვოდ, მე მარიამის მკერდზე ის კი ჩემ თმაში.
.....
-პატარა ბავშვი ხარ
-შენ მეუბნები მაგას?საკუთარ თავს შეხედე, ჩამოუყალიბებელი ხარ
-მე ვარ ჩამოუყალიბებელი?! პირიქით, მინდა რომ შენც ჩამოყალიბდე ზუსტად ამიტომ უნდა წავიდე
-და სად მიდიხარ ნინა? უჩემოდ სად მიდიხარ? ჩემგან სად მიდიხარ? სულელი ხარ?
-ბავშვი ხარ, არ იცი რა გინდა..
-საკმარისად დიდი ვარ იმისთვის რომ ვიცოდე ვისთან მინდა და რა მინდა
-არ იცი მარიამ..
გამოვბრუნდი და ნაბიჯები ისე მძიმედ გადავდგი თითქოს ზედ ლოდები მეკიდა.. მერჩივნა იქვე მოვმკვდარიყავი ვიდრე წამოვსულიყავი
-ნინა_ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული რომ მარიამმა დამიძახა- არ წახვიდე რა_ ჩემი პატაარა სულელი გოგო, ვიცოდი რომ ვერ გაძლებდა, ვიტომ ამაყი და ძლიერი გოგო მაგრამ მაინც ვერ გაძლებდა
...
ჩვენი პირველი შეხვედრის მერე მარიამი გაქრა, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო, ვერსად ვპოულობდი.. ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვის მანძილზე, მენატრებოდა . მის ნახვას ითხოვდა გული, სიახლოე სჭირდებოდა სულს. მარამის გარეშე ცარიელი გავხდი, არავინ გავხდი.. ვხვდებოდი რომ რაღაც მაკლდა..
ამასობაში გაზაფხულიც მოვიდა მაგრამ მარიამი ისევ არ ჩანდა.. ნუშის პირველი ყვავილის აფეთქებას მოყვა მარიამი.. ატმისფერი კაბით და ნუშის ყვავილით თმაში. სკოლაში შემოსვლისთანავე ვერ მოვითმინე ხელი ჩავავლე და მთელი ძალით ჩავიხუტე.. მაშინ პირველი შეცდომა დავუშვით. დიდხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს და ვგრძნობდი გაოგნებული მზერები როგორ მიწვავდა ზურგს..მივხვდი რომ რაღაც რიგზე არ იყო მაგრამ მარიამი ჩემთან იყო და სხვა ყველა ფეხზე მეკიდა.ხელი ჩავკიდე და ისე მივიყვანე კლასამდე..
ყველა მარიამს უყურებდა ისეთი ლამაზი და სათნო ჩანდა.. მხოლოდ მე ვიცოდი მისი ნამდვილი სახე მხოლოდ მე ვიცნობდი იმ ცხოველს რომელიც მასში ბუდობდა და სიცცოცხლისკენ ისწრაფოდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent