სტაჟიორი პირველი თავი
სტაჟიორი -გესმის ჩემი ხმა? -კი მესმის, გხედავ უკვე, როგორ ხარ ჩემო პატარა? -არამიშავს დე, ახლა მოვედი სამსახურიდან, სკაიპი ჩავრთე და დარეკე კიდეც, ჭამაც ვერ მოვასწარი… -არაუშავს, ცოტა მეჭორავე მალე გავთიშავ, რა ხდებოდა სამსახურში? -რა გითხრა დე, ახალი არაფერი, რაც ყოველდღე ხდება, უამრავი მომხმარებლები და დატვირთული წუთები, ეს სტაჟიორებიც რომ დაგვემატა, ვითომ ისე არ გვყოფნიდა ჩვენი საქმე. -შენ ყველაფერს გაუძლებ დედი, ყოჩაღი გოგო ხარ, ბინის რა ხდება? -ჯერჯერობით არაფერი, თანამშრომლებსაც ვუთხარი, რომ ბინას ვეძებ , ამანაც დამღალა ყოველ დღე მეკითხება როდის დაცლი ბინასო… -ეგ ნუ გეფიქრება დედას სიხარულო, დაგელოდა ცოტა ხანს აბა სხვა რა გზა აქვს, დღესაც ხომ უნდა გენახა ბინა? -ვნახე, მაგრამ სათქმელადაც არ ღირს. -რატო დედი რა იყო ასეთი? -1 ოთახიანი, ურემონტო და ძალიან ბინძური ბინა, თან მაღალი სართული იყო, ხომ იცი რომ სიმაღლის მეშინია, ხვალ კიდევ უნდა ვნახო სამსახურის მერე ერთი. -სამსახურის მერე რაღა უნდა მოასწრო, თუმცა ხვალ შაბათია და ადრე ამთავრებ მუშაობას, რომელ უბანშია? სამსახურთან ახლოს რომ გაპოვნინა რამე… -ხო, ლაშამ რომ მითხრა აქვეა, სამსახურთან ახლოსაა, მისი მეზობელი ყიდის, სალომ რომ თქვა ის სხვა უბანშია, მაგრამ არ დავეძებ ოღონდ აქაურობას გავეცალო. -იქნებ მოგეწონოს, კარგია თუ სამსახურთან ახლოსაა დილით ადრე ადგომა აღარ მოგიწევს, და ლაშა ვინ არის? აქამდე არ გიხსენებია ჩემთან? -სულ ტყუილად იცინი ეგრე, ჩემი სტაჟიორია, ეგეც რომ არ იყოს ჩემზე ოთხი წლით პატარაა, 21 წლის არის, ასე რომ უნდა გაგაწბილო. -შენ ხომ დიდი ხარ ძალიან, კარგად კი გამაცინე, ნეტავ მეც მანდ ვიყო და გეხმარებოდე, გული მიკვდება, მარტო რომ გიწევს ყველაფრის კეთება. -შენ მაგაზე ნუ იჯავრებ დე, მე ყველაფერს მოვაგვარებ, ახლა გავთიშავ, ცოტას დავისვენებ და ძილის წინ შეგეხმიანები. -კაი გაკოცე ჩემო ლამაზო, დედიკოს ცხოვრება ხარ იცოდე… ნინიმ სკაიპი გათიშა და ფეისბუქზე გადაინაცვლა, მაგრამ, კუჭმა რომ ისევ შეახსენა თავი, ადგა და სამზარეულოს მიაშურა. ქურაზე, წვნიანი დადო გასათბობად, თბილი წვნიანი ხომ მართლაც უხდებოდა დეკემბრის ცივ, სუსხიან საღამოს, ვახშმის შემდეგ შხაპი მიიღო, სარეცხი მანქანა ჩართო, ზალაში შევიდა და დივანზე წამოწვა, დაღლილს მაშინვე ჩაეძინა, ალბათ მთელი ღამე იქვე იძინებდა, სკაიპის ზარს რომ არ გაეღვიძებინა, ცოტა ხანს ელაპარაკა დედას, მერე კი საძინებელს მიაშურა. თბილ, ფუმფულა, საბანში გამოეხვა და ტკბილ ძილს მიეცა. ოჰ, თქვენ არ იცით, როგორ ეჯავრებოდა დილით მაღვიძარას ხმა, რომელიც აიძულებდა, მისი ნების საწინააღმდეგოდ ემოქმედა, დაეტოვებინა თბილი საწოლი და ამდგარიყო, ჩაბმულიყო კვლავ დატვირთული და დამღლელი დღის ფერხულში. სწრაფად მოწესრიგდა, ყავა დალია და სწრაფი ნებიჯით გავიდა სახლიდან, თან დედას წერდა მესიჯს, მობილური და სიცივით გაყინული ხელები, ჯიბეში ჩაიდო და გზის პირას გაჩერებისკენ აიღო გეზი. დღეს გაუმართლა, მალევე მოვიდა სამარშრუტო ტაქსი, ნახევარ საათში უკვე სამსახურში იყო. მიესალმა თანამშრომლებს და თავის სამუშაო მაგიდას მიაშურა, მოაწესრიგა ყველაფერი და დაელოდა სამუშაო დღის დაწყებას. ზუსტად ათის ნახევარზე, მენეჯერმა კარები გააღო, ხალხი ჯერჯერობით არ ჩანდა, მხოლოდ ლაშა მოდიოდა სწრაფი ნაბიჯით, რომელსაც ესეს იყო მანქანა დაეყენებინა ბანკის წინ სადგომზე. -სად ხარ აქამდე? ხომ იცი, დილით როცა კარი იღება, ყველა თანამშრომელი უკვე თავის მაგიდასთან უნდა იჯდეს. -მაპატიე უფროსო, ღიმილით ჩაილაპარაკა ლაშამ, სულ რაღაც ერთი წუთით დავაგვიანე, ისიც მანქანის გამო, ვერ დავაყენე, ადგილი არ იყო. -ერთი არა, ორი წუთი დააგვიანე, თქვა და საათზე მიანიშნა ფიქრიამ. შემდეგში მსგავსი არ განმეორდეს, ამ რეჟიმს სტაჟიორობიდანვე უნდა მიეჩვიო, ახლა კი მიუჯექი შენ მაგიდას. -რა ხასიათზეა დღეს ფიქრია, რამე მოხდა ჩემს მოსვლამდე? იკითხა ლაშამ, როცა მაგიდას მიუახლოვდა. -რატომ გიკვირს, როდის იყო დაგვიანებას გვპატიობდა, არ იცი რა ტიპია მიზეზი თუ მიეცა უყვარს შენიშვნების უხვად გაცემა. -ნუ ეგ გასაგებია, მაგრამ მისალმება მაინც ეცდია, შემოვაბიჯე თუ არა ეგრევე დამაყარა, თქვა და ჩუმად გაიცინა . -კარგი, ნუ მაიმუნობ სირცხვილია ხალხი გვიყურებს. -მორჩა, აღარაფერს ვამბობ მაგაზე. დღეს მოდიხარ ხო ბინის სანახავად? -კი, სალომაც მითხრა რაღაც, მის უბანშიც ყოფილა, ისიც უნდა ვნახო, კაი ამაზე მერე ვილაპარაკოთ ვიღაც მოდის, შენ კი მონიტორს დააკვირდი ყურადღებით და დაიმახსოვრე. ლაშა კი იჯდა და თვალს არ აშორებდა ნინის. -მე კი არა, მონიტორს დააკვირდი გიჟო, ჩუმად ჩასჩურჩულა ნინიმ და ორივეს გაეცინათ. შესვენებაზეც ერთად გადიოდნენ და დღის ბოლოსაც ერთად ტოვებდნენ სამსახურს, დღესაც ტრადიციისამებრ ერთად გამოვიდნენ ბანკიდან ნინი ლაშა და სალომე.(ეს უკანასკნელი ნინის ერთადერთი საუკეთესო მეგობარია,სტუდენტობიდან ერთად მოდიან დღემდე). -აუ ნიინ, ჯერ ლაშას კორპუსში რომ არის, ის ბინა ვნახოთ და მერე წავიდეთ ჩემსკენ ხო? -კაი ხო, წამოდი ოღონდ შენ ნუ იჭუჭყუნებ. -თქვენ კი მოილაპარაკეთ მაგრამ მეც მაქვს შემოთავაზება, ჩაურთო სიტყვა ლაშამ. -………ორივე სმენადქცეული სახეებით მიაჩერდნენ. -მოკლედ ჩემი მანქანით წავიდეთ, ჯერ სალოს უბანში ვნახოთ და მერე აქ, ჩემს მეზობლად, მერე კი სახლში გაგიყვან რა… -მაინცდამაინც კარგი აზრი არ უნდა იყოს … -ვითომ რატომ? მე ძალიან მომწონს ეს იდეა, მაინც მეზარებოდა ამ სიცივეში ტრანსპორტის ლოდინი, თქვა და მანქანაში ჩასკუპდა სალომე. - უხერხულია, მთელი დღე სამსახურში ვართ და ახლა რა გამოდის, ჩემს გამო, საღამოსაც ვეღარ დაგისვენია. -აუუ, ნიინ, ნუ მაგიჟებ ახლა,რატო გიყვარს ასე ყველაფრის გართულება, მოდი რა დაჯექი, ამდენ ხანში ნახევარი გზა გავლილი გვექნებოდა. ბუზღუნებდა სალომე. -ეგ რა სათქმელია, არა გრცხვენია ნი? უცხოები ხომ არ ვართ, თქვა და მანქანის კარი გაუღო ლაშამ. აღარც ნინიმ გაიდო თავპატიჟი, როგორც იტყვიან და ისიც მაშინვე მოკალათდა სალომეს გვერდით. -რა ორივე უკან დაჯექით, მე განა ვიკბინები, ჩაილაპარაკა ლაშამ. -მაგაზე არც მიფიქრია, ისე გამორიცხული არაფერია, გამოეპასუხა ნინი. -გინდა ვცადოდ გადმოხვალ წინ? -კარგი, მორჩი მაიმუნობას და წინ იყურე, აქაც მშვენივრად ვზივარ. 20 წუთში უკვე ადგილზე იყვნენ და ბინას ათვალიერებდნენ, ნინის სახეზე კმაყოფილება არ ეტყობოდა, ბინის პატრონს გამოემშვიდობნენ და ჩქარი ნაბიჯით დაბრუნდნენ მანქანასთან, ბევრი თხოვნის მიუხედვად სალომე ვერ დაიყოლიეს წასვლაზე, გზად განიხილავდნენ ლაშა და ნინი ბინი ამბებს, რომელიც როგორც ნინი ამბობდა ბუნაგს უფრო გავდა. -ბინაზე რატომ არაფერს ამბობ? რაღაც ვერ გატყობ კმაყოფილებას… -რა კმაყოფილება, სალო რომ აქ იყოს, აქვე გავგუდავდი, რაში დამაკარგვინა დრო. -იმას რას ერჩი, რა იცოდა ბინაში რა ხდებოდა. ისე ხვალ სამსახურშიც შეგიძლია ჩანაფიქრი სისრულეში მოიყვანო, თქვა და ღიმილი შეეპარა ლაშას. -არა ჩემ გოგოს არაფრისთვის გავიმეტებ, ისე კი იყო ღირსი დღევანდელის გამო. -ხუმრობა იქით იყოს და არ იფიქრო მანდ გადასვლა, რამე გამოჩნდება, სამსახურიდანაც შორს არის. ასე რომ აჩქარებას არ გირჩევ. -არ მინდა ავჩქარდე, მაგრამ დროც არ იცდის, 3 დღეში ბინა უნდა დავუცალო, შემჭამა რა იმ ქალმაც იმის წიკვინის თავი აღარ მაქვს. თქვა და ამოიხვნეშა ნინიმ. ამ ლაპარაკში მიადგნენ ლაშას კორპუსს, მოლოდინი გაუმართლდა, 2 ოთახიანი სუფთა ბინა იყო, რკინის კარით, ნინი მისი პანიკური სიმაღლის შიშიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად იმით მოიხიბლა, რომ ბინა მეორე სართულზე იყო. გვერდით კარებში ლაშა ცხოვრობდა მშობლებთან ერთად, რადგან ბინა მოეწონა, ბევრი აღარ უფიქრია, ბინის მფლობელს მოელაპარაკა და შეთანხმდნენ, რომ ზეგ(ორშაბათს)გადაიფორმებდა ბინას ნინი. - მადლობა ლაშა, უთხრა ნინიმ როცა მანქანა მის სადარბაზოსთან გაჩერდა. -კარგი რა, რა სათქმელია… -დღესვე ჩავალაგებ ყველაფერს, რაც დამრჩა ჩასალაგებელი ყუთებში, დილით კი გადავიტან ახალ ბინაში, რადგან გასაღები უკვე მომცა, თქვა ბედნიერი სახით და ხელში შეათამაშა გასაღები. ალაგებდა ნივთებს, თან დედას ელაპარაკებოდა სკაიპით, უყვებოდა დღის ამბებს, ახარებდა ახალ ბინაში გადასვლა, თუმცა, ამავდროულად იმ ბინის დატოვებაც ენანებოდა, სადაც თითქმის ექვსი წელი გაატარა. მას მერე რაც დედა წავიდა საზღვარგარეთ, რომ გაჭირვებიდან და სიდუხჭირისგან ეხსნა შვილები, მისი წასვლიდან ორ წელში, ნინის უმცროსი და, მაგდაც გათხოვდა კახეთის ერთერთ სოფელში, მას მერე ცხოვრობს იქ და პატარა ბარბარეს ზრდის, რომელიც უკვე სამი წლისაა. ზოგჯერ, ჩამოდის ხოლმე მაგდა რამდენიმე დღით, მაგრამ ხშირად ვერ ახერხებს, მისი თავქარიანი ქმარი, როდის აძლეს ასე თავისუფლად სიარულის საშუალებას…პირველი სრულდებოდა ნინიმ, რომ დაასრულა ნივთების ჩალაგება, ფანჯარაში გაიხედა ქალაქი უცნაურ სიწყნარეს მოეცვა, აქა-იქ გამვლელი მანქანა თუ დაარღვევდა ხოლმე ზამთრის ცივი ღამის სიჩუმეს, ესეც ასე ჩაილაპარაკა და ღრმად ამოისუნთქა, თითქოს მძიმე ტვირთი მოიხსნაო, დივანზე წამოწვა და მაშინვე ჩაეძინა, დილამდე არც განძრეულა ისეთი დაღლილი იყო, განაგრძობდა ასე მშვიდ ძილს, მობილურის ხმას, რომ არ გაეღვიძებინა, ხელით დაწვდა იქვე დივანთან ახლოს, იატაკზე დადებულ მობილურს,ცალი თვალით გახედა ლაშა რეკავდა. -ხო ლაშა გისმენ, ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა. -გაგაღვიძე ძილისგუდავ? რა დროს ძილია სწრაფად ადექი. -რა ხდება რო? ხომ მშვიდობაა? -ყველაფერი რიგზეა, შენ კორპუსთან ვარ მანქანა მოვიყვანე ნივთების გადასატანად. ნინი მაშინვე ფანჯარას მიეჭრა და ეზოში გადაიხედა, მართლაც დაინახა ლაშა, რომელიც მცირე ზომის სატვირთოს მიყრდნობოდა და თავაწეული შესცქეროდა. ახალი ისტორიით დავბრუნდი მეგობრებო, წაიკითხეთ, შეაფასეთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი,შენიშვნები, ემოციები და ბოლოს გავაგრძელო თუ არა:) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.