შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სინდისის ამოძახილი(სრულად)


11-12-2018, 22:49
ავტორი მელანია
ნანახია 1 932

სინდისის ამოძახილი!
გარეთ წვიმდა.წვიმის წვეთები,დედამიწას მთელი ძალით ეხეთქებოდნენ,ისე უმოწყალოდ,შეუბრალებლად.მირზა შაჰის ქუჩაზე მდებარე,სახლში კი,სიჩუმე გამეფებულიყო.მხოლოდ წვიმის წვეთების ხმა და ბუხარში ათნებული ცეცხლის ტკაცუნის ხმა არღვევდა,სამარადისებურ სიჩუმეს.
სახლი ორსართულიანი იყო,მისი წინა ფანჯრები პირადაპირ ქუჩას უცქერდნენ.მეორე სართულზე ფართო აივანი იყო მიშენებული,მოაჯირზე მდგარი ყვავილიანი ქოთნებით.ამ ქუჩაზე მცხოვრებლებს მშვენივრად მოეხსენებოდათ,როგორი სტუმართმოყვარე ოჯახი ცხოვრობდა,მწვანე სახლში.სულ სამნი:დედა,მამა და შვილი.არაჩვეულებრივი ოჯახი გახლდათ,მათი სახლიდან არასდროს ისმოდა ხმამაღალი საუბარი.
თვითონ სახლი თანამედროვედაა გაწყობილი.სქელი წითელი ნოხები ფარავს იატაკს,კედლიდან კედლამდე.კარზე კიდია მეწამული ხავერდის პორტიერები და ოთახებში დგას უახლესი მოდის,კაკლის შავი ავეჯი.პირვველ სართულზე სულ სამი ოთახია:მისაღები,სამზარეულო და კაბინეტი,სადაც ყველაზე ხშირად შეხვდებით,ოჯახის უფროსს:თომა ბენდელიანს.

კაბინეტის კარები გაიღო და შიგნით თომამ შემოაბიჯა.ეთიანად გათოშილი და სულ მთლად მილეული იყო.პალტო გაიძრო და საკიდზე დაკიდა.ბუხრისკენ გაემართა,იქვე მდგარ სავარძელში უღონოდ ჩაესვენა.დროდადრო ფეხებს ხის იატაკზე აბაკუნებდა,სივრცეს მიშტერებოდა და მისი ფიქრები რბოდნენ შორს,იმეზე უფრო შორს,ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.ოთახში მხოლოდ,წვიმის წვეთების ხმა,ცეცხლის ტკაცუნი და თომას გულის ცემის ხმა ისმოდა.ერთ წამს,ისიც გაიფიქრა,რომ გული საგულიდან ამოუვარდებოდა და გათავისუფლდებოდა "ყოფის აუტანელი სიმსუბუქისგან".ერთი ღრმად ამოისუნთქა და ფეხზე წამოდგა.ხის კარადასთან მივიდა,გამოაღო და იქიდან პატარა,ხის ზარდახშა ამოაძვრინა.ისევ სავარძელს დაუბრუნდა,ზარდახშა მაგიდაზე დადო და თავად კაბინეტი დატოვა.მისაღბ ოთახში შეაბიჯა,დიდი ხის კარადა გამოაღო და ხელი ყველა ძვირად ღირბეულ(მის კარადაში) სასმელს,johnnie walker-ს დაავლო.კარები დახურა,ვისკით და ჭიქით ხელში გაემართა,კაბინეტისკენ.

ზარდახშასთან ერთად დევს ბოთლი,რომელზეც კაცი შავი პიჯაკით,ასეთივე შლაპით და ხელჯოხით არის გამოსახული.თომამ ბოთლს საცობი მოხსნა და ჭიქაში სიცოცხლის სასმელი(ასე უწოდებენ,ვისკს.) დაასხა.შემდეგ ზარდახშას მიუბრუნდა.სახურავსა და ყუთს შორის არსებული,პატარა რკინა გადაატრიალა და ზარდახშაც გაიხსნა.თომამ წამით თვალი დახუჭა,მერი კი ყუთში არსებულ წერილების კოლექციას დააკვირდა.ხელით ფრთხილად ამოიღო,გვერდით დაიდო და ისევ ჩაფიქრდა.
წერილები ერთად იყო შეკრული.რეზინსა და წერილებს შორის,პატარა ფურცელი იყო ჩატოვებული.თომამ ეს ფურცელი,სხვა წერილებს მოაშორა და კარგად დააკვირდა.

"უმისამართო,მაგრამ ადრესატიანი წერილები.უპატრონო,მაგრამ მოვლილი წერილები."-თომამ გადაიკითხა და ჩაეღიმა.სიცოცხლის სასმლით გავსებული ჭიქა აიღო,მხოლოდ ერთი ყლუპი მოსვა და შემდეგ ისევ უკან დააბრუნა.

-ხოო,ახლა ეს წერილები უნდა წავიკითხო,უარესად უნდა დავიტანჯო თავი.-თავისთავს ელაპარაკებოდა კაცი.-არაუშავს,ისინი ხომ თავად დავწერე,დიდი ხნის წინ.
კაცმა წერილები ერთმანეთს დააშორა,სულ ექვი წერილი იყო.თომამ ხელი სულ პირველად დაწერლს დაავლო და კითხვა ხმამაღლა დაიწყო.

"თომა ბენდელიანი,თორმეტი წლის.
ძვირფასო...,არა,არა,ასე არ უნდა დავწერო,რადგან ჩემთვის ძვირფასი ადამიანი აღარა ხარ.მაგრამ არც ის ვიცი,რა უნდა დავწერო.ანდა სულაც,არაფერსაც არ დავაწერ,ეს წერილები ხომ მაინც ვერ მოახწევს შენამდე.მე არც კი ვიცი,სადა ხარ.ეგეც უმნიშვნელოა,რომც ვიცოდე,მაინც არ გამოგიგზავნიდი.
ორი წელი გავიდა,მას შემდეგ რაც ჩვენი ოჯახი დატოვე.არ ვიცი რატომ მოიქეცი ასე და არც მინდა ვიცოდე,მთავარია რომ ეს გააკეთე,შენ ოჯახი დატოვე.
ამბობენ,ოჯახი ადამიანის ციხესიმაგრეაო და იმასაც ამბობენ ციხეს გარედან რა გატეხავს,იგი შიგნიდან ტყდებაო.ჰოო,მართალი ყოფილა.ჩვენი ციხე,შენ გატეხე.კი,ნამდვილად ასეა.
პირველად განვიცდიდი,არა,ახლაც განვიცდი,მაგრამ ისე აღარ.ეს მიხარია. ე.ი რაც დრო გავა,უფრო ნაკლებად ვიფიქრებ ამ საკითხზე და უფრო ნაკლებად დამწყდება გული.დარწმუნებული ვარ,ასე იქნება.
ვფიქრობ ხოლმე,თუ რატომ წახვედი.მინდა რამე,ახსნა ვუპოვო შენს საქციელს,მაგრამ არ გამომდის.მერე სულ ვფიქრობ,რომ ცუდი ხარ.ახლა უნდა წავიდე,დედა მეძახის.მე და დედამ,შენს გარეშე უნდა ვივახშმოთ."

ორი დღე გავიდა,როცა პირველად მოგწერე.დავგეგმე,რომ რამდენიმე წლის შემდეგ დავწერ შემდეგ წერილს.ყოველდღიურად,რომ ვწერო,სულ ვიფიქრებ და ჩემთვის სულ ცუდი იქნები.
რაღაც მოხდა და უნდა დავწერო,რადგან დღეს კიდევ ერთხელ შემრცხვა შენს გამო.
დღეს კლასში შევედი,იქ მხოლოდ ჩემი ამხანაგი ბიჭები დამიხვდნენ,რაღაცაზე გულმხურვალედ ლაპარაკობდნენ.მერე მე დამინახეს და საბა,რომელიც იქვე სხვა ბიჭებთან ერთად ბაასობდა,მე მომიბრუნდა.
-თომა,მამაშენს რამე ისეთი აქვს?აი მაგალითად,მამაჩემს სანადირო თოფი აქვს,ლუკას მამას კი,დათვის ფიტული აქვს,რომელიც თვითონ მოკლა.აი,სანდროს მამა,თედო ძია კი,პოლიციელია და სახლში იარაღი აქვს.რა მაგარია არა?-გაიცინა საბამ.შემრცხვა და თავი დავხარე,მერე კი გავიღიმე და საბას ვუპასუხე.
-არა საბა,ეგეთი რაღაცეები არ მაქ სახლში.მამაჩემი მაგათგარეშეც ძლიერია.
სულ ეს იყო,რაც მინდოდა რომ დამეწერა.შეიძლება წლების მერე დავფიქრდე და მივხდე,რომ ეს ძალიან ბავშური სიტუაცია იყო,მაგრამ გული კი ძალიან მატკინა"

შემდეგ მეორე წერილის ჯერი დადგა,თომამ მაქამდე ისევ ერთი ყლუპი ვისკი მოსვა.მეორე წერილში კი,აი ეს ეწერა:

"თომა ბენდელიანი,თხუტმეტი წლის.
რა სულელი ვიყავი,თორმეტი წლისა.საერთოდ როგორ ვეძებდი,შენს გასამართლებელ საბუთს.ადამიანი იმას ვერ იპოვის,რაც არ არსებობს.შენ წახვედი და ოჯახი დატოვე,მითხარი ერთი,ამას რა გამართლება უნდა მოუძებნოს კაცმა.
სულ ვფიქრობდი,რომ დედამიწაზე ზედმეტი ადამიანები ცხოვრობდნენ.საწყალი დედამიწა,ალბათ როგორ უჭირს,შენნაირი ადამიანების თრევა.გულწრფელად ვიზიარებ,მის ტკივილს,რადგან მეც მიწევს შენი ატანა.დავამთავრე,წერილებს აღარ დავწერ.ვფიქრობ,რომ ეს დიდი სისულელეა.ღმერთს ერთად რამეს ვევედრები,რომ შენ არ დაგემსგავსო.

ჯერი მესამე წერილზე მიდგა და ისევ ერთი ყლუპი სიცოცხლის სასმელი.

"თომა ბენდელიანი,თვრამეტი წლის.
ვიცი,ვთქვი,წერილებს აღარ დავწერ თქო.მაგარამ არ გამომდის მინდა ვწერო,რადგან ისე ვერ გეუბნები,ასე მაინც დავწერ,დარწმუნებული ვარ როგორმე იგრძნობ ჩემს სიძულვილს შენდამი.
გუშინ სკოლა დავამთავრე და ჩემთვის ბოლო ზარიც დაირეკა.შემდეგ ბანკეტი გადავიხადეთ,დავიჯერო ერთხელ მაინც არ დაინტერესდი,შენი შვილი როგორ იყო,ამდენი წელი.ალბათ არა,თორემ შვილის გამო კაცი,მთებსაც გადადგამს.
ადრე მეგონა,რომ ჩემს გამო წახვედი.ოჰჰ,როგორი სულელი ვყოფილვარ.რაც ეგ ბავშური,სულელური აზრი ამეკვიატა,სულ ვცდილობ საუკეთესო ვიყო.ვიცი სისულელეა,მაგრამ თუ საუკეთესო ვიქნები,შენ ინანებ,რომ მე უარგყავი.ამასთან ერთად,საუკეთესო თუ ვიქნები,შენ არ გემგვანები.მეც გავდივარ,შენ მიერ განვლილ გზას და ღმერთს ისევ,ერთს ვთხოვ:შენ არ დაგემსგავსო."

მეოთხე წერილიც და ტრადიციულად,ერთი ყლუპი ვისკი.

"თომა ბენდელიანი,ოცდასამი წლის.
მგონი ხუთი წელია,რაც წერილი აღარ დამიწერია.უფრო ლაღად ვცხოვრობ,ის თინეიჯერობა და გიჟური ცხოვრება უკან მოვიტოვე.მშვიდად ვარ.გულწრფელად ვიტყვი,თავშიავარდნილი თინეიჯერი ვიყავი,მაგრამ დედას არასდროს ვანერვიულებდი.შენ არ გგავარ,მიხარია,თანაც ძალიან.
წარმოდგენა არა მაქ,სად ხარ შენ.მაგრამ,მგონი ცოცხალი ხარ.საიდან უნდა ვიცოდე,მაგრამ ასე მგონია,რომ შენს სიკვდილს ვიგრძნობ.მაგრამ არ ვიცი,რას ვიგრძნობ.ჯანდაბა,არ ვიცი რა ემოციები და განცდები მექნება.მაგას არ ვჯავრობ,ოდესმე გავიგებ მაგასაც,მთავარი ისაა,შენ არ დაგემსგავსო."

ბოლო ორი წერილი,თომასთვის უფრო ახლობელი იყო.ახსოვდა და გრძნობდა.ერთი ყლუპი ვისკი მოსვა და მეხუთე დაგრაგნილი წერილი გაშალა.

"თომა ბენდელიანი ოცდარვა წლის.
ორი დღის წინ,იტალიიდან დავბრუნდი.იქ თაფლლობის თვე გავატარე,რაც იმას ნიშნავს,რომ დავქორწინდი.ახლა გავაცნობიერე,რომ სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი და ყოველი ღვთიური კანონის არსია.ქვეყნად რამდენი გრძნობა არსებობს,მაგრამ ოჰჰ,ამ სიყვარულს ვერცერთი ვერ შეედრება.
ჩემი ქორწილი,შენს გარეშე ჩატარდა.ვფიქრობდი,ნეტავ მკვდარი მაინც იყოს,ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ვუსურვებდით-თქო.ეს ისეთი დღეა,კაცმა მხოლოდ ამ დღეზე რომ უნდა იფქროს,მაგრამ რატომღაც ჩემს ფიქრებში შენც ჩნდებოდი ხოლმე,განსაკუთრებით მაშინ როცა სასმელი მომეკიდა.
აქამდე მხოლოდ შვილი ვიყავი,ახლა ქმარიც ვარ,დიდი პასუხისმგებლობაა,მაგრამ ნატალი არაჩვეულებრივია,ერთმანეთას უსიტყვოდაც ვუგებთ.აი ასეა ყველაფერი,მაგრამ მაინც ვერ ვხვდები,რატომ გააკეთე ეს.მგონი,ვერც ვერასდროს მივხდები.როცა ცოლ-ქმრული თანაცხვორება ჩემთვის ჩვეულება გახდება,მაშინაც შევეცდები შენი წასვლის მიზეზის პოვნას.მთავარია,კარგი ქმარი ვიყო და შენ არ დაგემსგავსო."

სულ ბოლო წერილი დარჩა წასაკითხი და ბოლო ყლუპი ვისკი ჭიქაში.

"თომა ბენდელიანი,ოცდაათი წლის.
დღეს მამა გავხდი.
ღმერთო,ეს სასწაული გრძნობაა.სიტყვებით ვერც კი ავღწერ.ნეტავ,შენც ასეთი რეაქცია გქონდა,ჩემი დაბადებისას.კარგი იქნებოდა,დღეს ჩემს გვერდით ყოფილიყავი,გვერდით დგომა ნამდვილად მჭირდებოდა.
ახლა უკვე გავთანაბრდით.შვილი იყავი,მეც ვიყავი.ქმარი გახდი,მეც გავხდი.და აი ახლა,ორივე მამა ვართ.მე ახლა ვიწყებ და ზუსტად ვიცი,რა გზით უნდა ვიარო.სულ მარტივია,იმ გზით,რომელსაც შენ გადაუხვიე.
მინდა,რომ ჩემს გოგონას ყველაფერი შევუსრულო,მინდა რომ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი იყოს.როცა ნატალი გაუჯავრდება,ჩემთან გამოიქციეს.მე არასდროს გავუჯავრდები,ის ხომ ისეთი პატარა და სათნოა.მოკლედ,ძალიან მინდა,რომ კარგი მამა ვიყო,მეტიც,საუკეთესო.
დღეს გადაწყვეტილება მივიღე,მომდევნო წერილს დავწერ მაშინ,როცა ჩემი გოგონა ათი წლის გახდება.მაშინ იმ ასაკისა იქნება,რა ასაკშიც ვიყავი მე,როცა დამტოვე.მაქამდე კი ერთი რაღაც მივხვდი,მე შენნაირი არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები.ღმერთს კი ერთს ვთხოვ,ჩემი გოგონა მიმყოფოს კარგად."

თომამ კითხვა დაამთავრა,ვისკი ჭიქაში დაისხა და ერთიანად გადაკრა,შეარჟოლა,ყელი დაეწვა,თვალები აუწყლიანდა,მაგრამ მაინც სიამოვნებდა ცივი ვისკის მოქმედება.
ოცდასამი წლისამ,არ იცოდა,რა ემოციები იქნებოდა,როცა ის აღარ იქნებოდა.ახლა უკვე იცის,დღეს გაიგო,უფრო სწორად იგრძნო.ამ წვიმაში,მისი დაკრძალვიდან ბრუნდებოდა.
ემოციები არ იცის,მაგრამ ერთი კი იცის,რომ მის სხეულში რაღაც დადის და მთელს სხეულს ჩიჩქნის.სხეულსაც და სულსაც.
თომამ თვალები დახუჭა და გაახსენდა ამ რამდენიმე თვის წინ,მომხდარი ამბავი.
"თომა მისაღებ ოთახში,ტელევიზორთან ახლოს იჯდა და გადაცემას უყურებდა.ნატალი სამზარეულოში,ჭურჭელს რეცხავდა.პატარა გოგონას კი,მეორე სართულზე ეძინა.
ცოტა ხანში,კარზე ზარის ხმა გაისმა.
-თომა,ძვირფასო,არ გესმის?-სამზარეულოდან დაიყვირა,ნატალიმ,რადგან ონკანიდან მომავალი წყლის ხმა,მისას ახშობდა.-ადექი,გააღე.
-კარგი,კარგი.-თომა ფეხზე წამოდგა.-აი ვაღებ.

მისაღები გადაჭრა და შემოსასვლელი კარის საკეტი გადაატრიალა.კარის ზღრუბლთან,ჩია ბერიკაცი იდგა.თავი დაბლა დაეხარა.თომა გაკვირვებით მიაჩერდა.
-სალამი,-გაიღიმა თომამ.-რა გნებავთ?
ბერიკაცმა თავი ასწია და წამით მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხნენ.თომას მუდამ ახსოვდა,ეს ზღვისფერი თვალები.ათასიდანაც კი,გამოარჩევდა.შეარჟოლა,ვერაფერს გრძნობდა...წამით სიჩუმე ჩამოწვა,მერე ისევ თომამ დაარღვია ეს გაუსაძლისი სიჩუმე.
-შენ...აქ რა გინდა?-ლუღლუღებდა იგი.
-შენთან მოვედი,შვილო.-ხმა ამოიღო,კაცმა.-დავილაპარაკოთ,გთხოვ.
-კარგი,ვილაპარაკოთ.-თომა შინაგანად კი ღელავდა,მაგრამ ისე ვერაფერს შეატყობდით.თომა გვერდით გაიწია და სტუმარი,სახლში შეუშვა.
-ნატალი,-დაიძახა თომამ და როცა ცოლის ხმა გაიგონა,დაამატა.-ჩემთან ძველი ნაცნობი მოვიდა,მარტო უნდა ვიასაუბროთ.კაბინეტში ვიქნებით.
-კარგი...-დაეთანხმა ნატალი.-რა მოგართვათ?-სამზარეულოდან გამოვიდა და ბერიკაცს დააკვირდა.
-არაფერი,შვილო.მე არაფერი მინდა.-თავი გააქნია მოხუცმა.
-არა,რას ამბობთ,ყავა გირჩევნიათ თუ...-თომამ ნატალის გააწყვეტინა.
-დაანებე ნატალი,არაფერია საჭირო.ვისაუბრებთ და ის წავა.
ნატალი გაკვირვებული დარჩა,თომას სიუხეშის შემდეგ.თავი მაინც დააქნია და გვერდით ოთახში შემავალ,სტუმარს და ქმარს დააკვირდა.

თომა სავარძელში ჩაჯდა და მის წინ,მისი სტუმარი იჯდა.
-გისმენ,რამ შეგაწუხათ?-იკითხა თომამ და სიმწრით ჩაიღიმა.
-სინდისმა შვილო,სინდისმა.-ამოილუღლუღა მოხუცმა.-სინდისის ამოძახილი მესმის და შემდეგ მისი სიტყვები ჩემში,სინანულის სახით იდგამენ ფესვებს.
-რაც მართალია,მართალია.კარგი რამეა,ეგ სინდისი.-წარბები მაღლა აზიდა ახალგაზრდა კაცმა.-აქ სინდისის,დასაწყნარებლად მოხვედი?
-არა,არა.ამ სინდის რა დაამშვიდებს?-თავი გააქნია მოხუცმა.-ორი დღის სიცოხლე მაქ დარჩენილი,არ შემეძლო,ისე ვერ მოვკვდებოდი,რომ არ მენახე.
-მე კი,უკვე მკვდარი მეგონე.-იცრუა თომამ.
-მომიტევე შვილო.ამ მოხუც კაცს,სიკვდილის წინ,მიუტევე.
-ოჰჰ,რა კარგი იქნებოდა,ცოდვები სიკვდილის წინ,რომ არ იწყებდნენ ხმაურს.
-მართლა ვნანობ.-თქვა კაცმა.-რა იქნება,მომიტევო.
-ეს სინანული,ყველაზე უსარგებლო რამაა ქვეყანაზე.-გაიღიმა თომამ.
-არ არის ასე.-არ დაეთმანხმა ბერიკაცი.-სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით.
-ეგ,შენს დანაშაულს არ ამსუბუქებს.-თავი გაიქნია თომამ.-დანაშაული მაინც ჩადენილია და დამნაშავე მაინც,შენ ხარ.
-მხოლოდ ერთი სიტყვა,რომ ჩემი სული დამშვიდეს.
-რა გინდა რა?-ხმას აუწია თომამ და შეატყო,როგორ აკანკალდა მოხუცი.-მე ვერ გაპატიებ.სინდისიო იძახი და მე მგონია,რომ საერთოდ არ გაგაჩნია ეგ.ჩემთან,მართლა რა სინდისით მოხვედი?
-რა კარგს აკეთებ,რომ წარსულზე არ მელაპარაკები.
-იცი რა,მე რომ ლაპარაკი მნდომოდა,აქამდე გიპოვიდი.
-აკი,მკვდარი გეგონე?-გაიღიმა კაცმა.
-ჩემთვის სულ ერთია,შემიძლია გითხრა ეგ სიტყვა,მაგრამ ეგ მხოლოდ წამოძახილი იქნება.დაამშვიდებს ეგ შენს სულს?
-ეგრეც ვიცოდი,რომ არ მაპატიებდი.ამ ცოდვით დამძიმებული,მომიწევს იმ ქვეყნად წასვლა.-უცებ მეორე სართულიდან,ბავშვის ტირილის ხმა მოესმათ.
-შენი წასვლის დროა,-ფეხზე წამოდგა თომა.
-პატიებით არ მპატიობ,მისინახვის უფლება მაინც მომეცი.-შეევედრა კაცი.
-მე არ ვარ ვალდებული,რომ გაპატიო.საერთოდ შენს წინაშე,ვალდებულებას ვერ ვგრძნობ.
-რაც არ არსებობს,იმას ვერ იგრძნობ.
-ალბათ,ეგრეა.-დაეთანხმა თომა.
ბერიკაცი ფეხზე წამოდგა და თომასთან ერთად დატოვა კაბინეტი.
-უკვე მიდიხართ?-კიბეები ჩამოირბინა ქალმა.
-დიახ,ჩემი წასვლის დროა.-გაიღიმა ბერიკაცმა.-თომა,ულამაზესი მეუღლე გყავს.
-მადლობა,ვიცი.-თქვა თომამ.-ნატალი,სტუმარს გავაცილებ.

ნატალიმ ისევ ბავშვთან აირბინა,იქ მყოფებმა კი შემოსასვლელთან გადაინაცვლეს.
-სამყარო მხოლოდ მზის სხივებითა და ცისარტყელებით სავსე არ არის. ის უფერული და საზიზღარი ადგილია. არა აქვს მნიშვნელობა როგორი მაგარი ხარ,ის წაგაჩოქებს და ასეც დაგტოვებს, თუ ნებას მისცემ. არც შენ, არც მე და არც სხვა ვინმეს არ შეგვიძლია მასსავით ძლიერ დარტყმა. თუმცა საქმე იმაში კი არაა, რამდენად ძლიერად არტყამ, არამედ იმაში, თუ როგორ იღებ დარტყმებს და განაგრძნობ წინსვლას. რამდენ დარტმას მიიღებ და გზას განაგრძნობ. ასე ყალიბდება გამარჯვება!და იცი რისი ღირსი ხარ, წადი და მიიღე, რაც გერგება. მაგრამ უნდა მზად იყო დარტყმებისთვის და თითები არ უნდა გაიშვირო იმის თქმით, რომ რაღაც არ გამოგივიდა, იმის, ამის ან საერთოდ ვინმეს გამო.მხოლოდ მხდალები იქცევიან ასე, შენ კი მათზე უკეთესი ხარ!მე ვერ შევძელი ეს,მხდალი ავღმოვჩნდი.არ ვიცი,რა დამემართა.სამყარომ მშთანთქა.ვიცი შენ ჩემზე უკეთესი ხარ,უფრო ძლიერი ხარ.ამიტომ მინდა იცოდე,რომ სანამ საკუთარი თავის რწმენა არ გექნება, ცხოვრებაც არ გექნება.-მოხუცმა სიტყვა დაასრულა,გაიღიმა.-მშვიდობით.-თქვა და კარები გაიხურა"

ასე იყო,ეს ამბავი.უკანასკნელად მაშინ ნახა თომამ მამა.
-შენ აღარ ასებობ,რაც არ არსებობს კი,იმას ვერ იგრძნობ.-თავისთვის ლაპარაკობდა თომა.-სულ ვცდილობდი,ამომეხსნა ცხოვრებისეული უტოლობა და შემდეგ მივიღებდი პასუხს,იმაზე თუ რატომ დამტოვე.მაგრამ თურმე,პასუხი არ არსებობს.იგი ცარიელი სიმრავლეა.ახლა უკვე თავისუფლად ვისუნთქებ,შენ აღარ არსებობ და მეც აღარ ვიფიქრებ შენზე.ყველაფერი დამთავრდა,აი ასე,უპასუხოდ.

კაბინეტის კარის საკეტი ჩამოწია და ოთახში პატარა სალი შემობაჯბაჯდა.მამამისი ფიქრებში იყო გართული და მისი შემოსვლა ვერ გაიგო.
-მამიკო,-დაიძახა გოგონამ და თომასკენ გაემართა.კაცმა შვილს შეხედა და ხელი გაშალა,გოგონა მამის კალთაში კომფირტულად მოკალათდა.
__შევცდი,წეღან ვთქვი ვეღარ გიგრძნობ თქო.ახლა რადგანაც არავის შვილი აღარ ვარ და ვარ მხოლოდ მამა,ყველაფერს სხვანაირად შევხედავ.არა შვილის მხრიდან,არამედ მამის მხრიდან.და ყოველთვის როცა,ჩემი პატარა გოგონა,მამას დამიძახებს,მე გიგრძნობ შენც და შენი სინდისის ამოძახილსაც.



№1  offline მოდერი Mathew

სათაური როცა დავინახ ჩვენი საუბარი გაახსენდა,
შემდეგ შეი ნიკი ვნახე და თვალებს ვერ დავუჯერე.
ახლა წავიკითხე და უფრო გავიაზრე,
ჩვენი საუბრის და ამ ისტორის შემდეგ სინდისის არსი.
ჩვენ ვთქვით,რომვისწავლით შეცდომებზე.
ჩვენ ვთქვით,რომ სნიდისი ადრე თუ გვიან იღვიძებს ადამიანში და არ ასვენებს.
სულსაც და სხეულსაც რაღაც არარეალური ძალით უღრღნის.
ვერ წარმოვიდგენდი,ასე მცირე დროში ასეთ რაღაცას თუ ვიხილავდი შენს მიერ დაწერილს.
მიხარია,მართლა ძაიან მიხარია.
მადლობა დღევანდლისთვის!
იცოდე,მე და შენ ფილოსოფიურზე გველიან wink
მიყვარხარ heart_eyes

 


№2  offline წევრი მელანია

Mathew
სათაური როცა დავინახ ჩვენი საუბარი გაახსენდა,
შემდეგ შეი ნიკი ვნახე და თვალებს ვერ დავუჯერე.
ახლა წავიკითხე და უფრო გავიაზრე,
ჩვენი საუბრის და ამ ისტორის შემდეგ სინდისის არსი.
ჩვენ ვთქვით,რომვისწავლით შეცდომებზე.
ჩვენ ვთქვით,რომ სნიდისი ადრე თუ გვიან იღვიძებს ადამიანში და არ ასვენებს.
სულსაც და სხეულსაც რაღაც არარეალური ძალით უღრღნის.
ვერ წარმოვიდგენდი,ასე მცირე დროში ასეთ რაღაცას თუ ვიხილავდი შენს მიერ დაწერილს.
მიხარია,მართლა ძაიან მიხარია.
მადლობა დღევანდლისთვის!
იცოდე,მე და შენ ფილოსოფიურზე გველიან wink
მიყვარხარ heart_eyes

წარმოგიდგენია,როგორ დავწერე,ის რომ შენც არ იცოდი.ჰოო,მართლაც კარგი რამეა სინდისი.მადლობა,ჩემო გოგო heart_eyes heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent