შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოცნის ვალი (9)


17-12-2018, 13:39
ნანახია 6 277

-ესე იგი, პირობებზე თანახმა ხართ?-დასაზუსტებლად კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა ალექსანდრემ.
-დიახ, როგორც უკვე გითხარით, მზად ვარ თქვენთან ვითანამშრომლო-ფრანგულად მიუგო ბოჟაკმა და ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.
-შენი ხელის წყალობითაა ახლა ასეთი გულუხვი-გადავჩურჩულე ალექსანდრეს ქართულად.
-რას ბოდიალობ?
-ხელი რომ არდაგწვოდა, ასე ადვილად არ დაგვთანხმდებოდა.ახლა, დანაშაულის გრძნობა აიძულებს, დათმობაზე წავიდეს და გამოსასწორებლად ჩვენს წამოჭრილ პირობებზე დაგვთანხმდეს.
უცნაური სახით გამომხედა და ღიმილით გააქნია თავი. მალე მიმტანი მოგვიახლოვდა და გვკითხა:
-რას შეკვეთავთ?
მენიუ ხელში მეჭირა და საჭმელებიდან რაც შეიძლება საინტერესოს ვარჩევდი.
-მოიფიქრე, თუ ისევ ფიქრობ?-მკითხა ალექსანდრემ და დამაკვირდა.
-ზღვის პროდუქტებიდან რამეს ავირჩევ.
-კრევეტები აიღე-მირჩია და მიმტანს თავისთვის შეუკვეთა.
ქალმა შეკვეთა ჩაიწერა და დესერტზე გადავედით.
-ბრაუნი-გავუღიმე ქალს და ისიც თავის დაკვრით გატრიალდა უკან.
-ტკბილეული გიყვარს,არა?-გადმომილაპარაკა გაღიმებული სახით.
-ვერც კი წარმოიდგენ, როგორ-დავუმოწმე და ჩვენკენ ცნობისმოყვარედ მომზირალ ბოჟაკს თავაზიანი მზერით გავხედე.
-ალბათ, ბედნიერები ხართ იმით, რომ ერთმანეთი იპოვეთ-ჩვენ ორს მიგვმართა და გულში ამოვიოხრე.-თქვენს ქვეყანას, საქართველოს სწორედ თქვენ გამო მინდა ვესტუმრო და მისი ტრადიციები გავიცნო. დარწმუნებული ვარ, სხვა ქართველი წყვილებიც თქვენნაირად მომაჯადოებენ.
ალექსანდრეს გადავხედე სიცილნარევი მზერით,მაგრამ გამიკიკვირდა, რომ ის სერიოზული სახით მჯდარი, სწორედ ჩემკენ იყურებოდა სასწაულად თბილი მზერით.
მიმტანმა შეკვეთა მოიტანა და კრევეტები წინ დამიდო. სხვა დროს არასოდეს გამესინჯა, მხოლოდ იმიტომ, რომ ზღვის პროდუქტების ჭამა მანამდე არ მომნდომებია. ალექსანდრეს გავხედე მორცხვი ღიმილით და წამში მიხვდა, რაც მაწუხებდა. სკამი ჩემკენ მოაჩოჩა და საკმაოდ ახლოს მომიჯდა.
მაგალითი თავად მანახა, როგორ უნდა მეჭამა და მერე ჩემში დარწმუნებულმა, მზერით მანიშნა-ახლა შენო.
კრევეტი ხელში ავიღე და გავსინჯე. რეალურად, გემო იმდენად ვერ გავიგე, რამდენადაც ჩემ გვერდით მჯდომთან სიახლოვით გამოწვეული სიამოვნება ვიგრძენი. სითბო მოდიოდა ალექსისგან, უცნაური მუხტი და განწყობა გადმოჰქონდა თითოეული მისი მზერით ჩემზე. და მერე, უეცრად მივხვდი, რომ თიკას სანაძლეო პირიქით ხდებოდა. მე კი არა, ის მაყვარებდა თავს. მას კიარა, მემიყვარდებოდა, მთელი გულითა და გონებით, ყოველი მისი ქცევითა და მანერით, უარყოფითითადა დადებითით, ყველანაირი განუსხვავებლად მიყვარდებოდა. გონებაში პატარა, უბრალო გვირილასავით ამომსვლოდა აზრი, რომ უკვე მიყვარდა და ეს აზრი, ყვავილივით, ნელ-ნელა იზრდებოდა, ლამაზდებოდა და უფრო კარგადაც ჩანდა შორიდან.
******************************************************************************
-არაფერი მომხდარა-ვარწმუნებდი თიკას ჩემს ოთახაში შეკეტილი, ტელეფონზე საუბრისას.-ამ ორ დღეში რა უნდა მომხდარიყო ისეთი, რომ მე და ალექსანდრეს ქორწილი დაგვეგეგმა, ნუ გამაგიჟე!
ჩურჩულით ვუყვიროდი, მასზე ვბრაზობდი, მაგრამ თან არ მინდოდა, ხმა დერეფანში გასულიყო და ჩვენი მზაკვრული გეგმის შესახებ ვინმეს გაეგო.
-რომ ჩამოხვალ, სახეზე შეგატყობ, ხომ კარგად იცი?-დამემუქრასავით და მერე დამტკბარი ხმით განაგრძო-რა ხდება მანდ, მოგწონს ნიცა?
-საოცრად.-გამეღიმა და ისე გადავფრინდი ოცნებებში, ვერც კი კი მივხვდი.
-დაათვალიერეთ რამე?
-ჰომ... არა.. არა, როგორ არა-ბრინჯივით დავიბენი და ახლა თითქოს საკუთარი თავის აკრეფვას ვცდილობდი.- ჯანდაბა! ჰო, ვიყავით სადღაც.
-და სად?-სიტყვები სპეციალურად გაწელა თიკამ და ზუსტად ვიცოდი, როგორ მზაკვრულად იღიმოდა ყურმილის მეორე მხარეს.
-მერე გეტყვი.
-როდის მერე?
-რომ გნახავ. დამაცადე ახლა, პიჟამოები უნდა ჩავიცვა და დავწვე.-ამოვიწუწუნე. მასთან საუბარი ჩემთვის შვება იყო, მაგრამ მისი მოუთმელენი კითხვებისა და შეუჩერებელი ლაქლაქის გათვალისწინებით, ძალიან მღლიდა და ქანცს მაცდიდა თუნდაც ხუთწუთიანი საუბარი.
-მიდი, ოღონდ თუ რამე მოხდა დამირეკე იცოდე, ისე არ დაიძინო.
-რა უნდა მოხდეს?-შევიცხადე.
-რავიცი...-ჩაიბუტბუტა-აი, მაგალითად, თუ ალექსანდრე შემოგივარდა ოთახში შუაღამით და სიბნელის შიშით შენ მოგიწვა გვერდით..
-თიკა, ამდენი წელია გისმენ და მაინც ვერ მივხვდი, სადამდე გაქაჩავ შენი ფანტაზიით. მგონი, ტვინი უკუღმა გეზრდება შენ.
-რას იკბინები ერთი-ბუზღუნით ჩამძახა და პასუხის მოუსმენლად გამითიშა, თითქოს მე ვყოფილიყავი ყველაფრის თავი და თავი.
-ოჰ თიკა, რა აფერისტი ხარ...
ჩემი ირემის თავიანი პიჟამო და პიჟამა-შორტი ჩავიცვი და კმაყოფილი გავწექი საწოლზე. სიამოვნებისგან თვალგახელილი ვიწექი და მომხდარს მოვლენებს ვაანალიზებდი. როცა გავიაზრე, რომ არაფერი მომხდარიყო ისეთი, რაც ამდენად გამახარებდა, მივხვდი, რომ ადამიანს ბედნიერებისთვის სულ პაწაწინა ნაპერწკალიც ჰყოფნის, შემდეგ კი გულში ცეცხლი თავისით ღვივდება და აალდება. სწორედ ასეთი ცეცხლი ენთო ჩემი გრძნობების სახით. ჩემი სული იწვოდა გრძნობების ცეცხლში და ვერც კი ვხვდებოდი, როგორ აალდა ასე ძლიერ, ვერ ვხვდებოდი, რადგან უბრალო იყო მასთან გატარებული ყოველი წამი, მაგრამ ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობის. შეუძლებელი იყო, ეს ყველაფერი სიყვარულის გარეშე ასე რეალურად მეგრძნო. ალბათ, ამიტომაა, რომ შეყვარებული ადამიანი ორმაგად ტკბება სიყვარულის სიამოვნებით.

საწოლზე ვიწექი და დაძინებას არ ვჩქარობდი, რაც შეიძლება დიდხანს ვწელავდი მომენტს. ბოლოს, როცა ვერა და ვერ მოვითენთე, დაპროგრამირებულივით წამოვდექი და საათი გადავამოწმე. ორი ხდებოდა, მე კი ვერ ვიძინებდი. გავიფიქრე-ძილის წამალი ხომ არ დამელია-მეთქი, მაგრამ წამლებზე გართულება მქონდა, ამიტომ ვარჩიე, ავმდგარიყავი და წამოვდექი. ხან ოთახში დავბოდიალობდი, ხან სარკის წინ ვიდექი და საკუთარ თავს შევყურებდი. ბოლოს, როცა ამანაც დამღალა, გადავწყვიტე, ოთახიდან გავსულიყავი. ფეხშიშველი გავიპარე ოთახიდან და ფეხაკრეფით გავუყევი დერეფანს. როცა ალექსანდრეს ოთახს გავცდი, თავისუფლად გავუყევი დერეფანს, რადგან ვიცოდი, რომ ყველას ეძინა და ჩემნაირი მთვარეული არავინ იყო.
როცა მთელი სართული მოვათვალიერე და საინტერესო ვერაფერი ვიპოვე, პირველ სართულზე ჩავირბინე კიბე და ვრცელ ჰოლში გავაბიჯე. საოცრად ლამაზი იყო ცარიელი დარბაზი, კედლებზე ძველებური პეიზაჟები სა პორტრერები ეკიდა, რენესანსის ეპოქის ორნამენტებით გაეფორმებინათ ყოველი კუთხე და იატაკი საციგურაო მოედანს ჰგავდა თავისი სითეთრითა და მბზინვარებით.
საცდელად ორივე ფეხით გავსრიალდი და როცა მივხვდი, რომ ციგურაობა მომწონდა, გზა სრიალ-სრიალით განვაგრძე. მანამ ვსრიალებდი, სანამ უცნაური ჭრაჭუნის ხმაარ მომესმა და შევკრთი. გავიფიქრე-მოჩვენებები ხომ არ ბინადრობენ აქ-მეთქი, მაგრამ სასწრაფოდ უკუვაგდე ეს აზრი, სანამ მთლიან გონებას დაეპატრონებოდა. თვალების ცეცებითა და მოკლე ნაბიჯებით, მთელი სიფრთხილით განვაგრძე გზა და გზადაგზა უკან ვიხედებოდი.
-ჯანდაბა, მომეჩვენა ალბათ-საკუთარი თავი დავაიმედე და ამოვისუნთქე-უძილობის ბრალი იქნება...
როგორც კი შიშის ოფლისგან დაცვარულ შუბლზე ხელი გადავისვი, წელზე ვიღაცის თუ რაღაცის ხელები ჩემომეჭდო და ჰაერში ამიტაცა. ვინაიდან და რადგანაც უკან ანუ თავისკენ დამწია, ვიფიქრე, ნამდვილად მოჩვენებას ავეტაცე და მივყავდი, ამიტომ ძლიერად, მთელი ხმით ვიკივლე და ავფართხალდი. ჯერ მთელი ტანით ვფართხალებდი, მერე კი, როცა იმ ვიღაცამ მხრებიც გამიკავა, მარტო ფეხებს ვიქნევდი. საბედნიეროდ, ერთი ფეხი მუხლშიც მოვარტყი და ძირს დამსვა. უკან რომ შევტრიალდი, ჩვენი ძვირფასი მეწყვილე დაგვიხვდა. გამწარებული სახით მოხრილიყო და მუხლს ხელისგუკით იზელდა. მხრები ავიჩეჩე:
-შენი ბრალია.
შეშლილის თვალებით ამომხედა.
-არ უნდა შეგეშინებინე-გავაგრძელე საკუთარ სიტყვებში დარწმუნებულმა და მის მძვინვარე სახეს ჩემი მშვიდი ღიმილით შევხვდი-რომ მოიპარე და ჰაერში ამაფრიალე, რა გეგონა, მოგეფერებოდი და ისე გამოგყვებოდი?
წელში გასწორდა და გამაღლდა კიდეც. სახეში მომაჩერდა.
-არ ვიცი, რა მეგონა, მაგრამ ის ნამდვილად არა, რომ ასე ველურივით იქნევდი ფეხებს.
-აჰა, ესე იგი, ამას შენ ამბობ? შენ, რომელმაც ხელში დაუკითხავად ამიტაცე და გული გამიხეთქე...
-ნებართვა უნდა ამეღო?-შეიცხადა და ჩაიცინა-ძალიან საყვარელი პატარა ბავშვი ხარ.
-ბავშვი რა შუაშია?-თვალებგაფართოებული მივაშტერდი და თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეყვირა.
-შუაში?-ირონიული მზერა მომაპყრო-სოფი, სულ ბავშვივით რატომ იქცევი?
-ნეტავ შენ თვითონ იცოდე, რა გინდა-დაღლილმა ჩავილაპარაკე.
-მე ვიცი, მაგრამ შენ ვერ მივხდები.
-გმადლობ, იქნებ არც მინდა, რომ მივხვდე?-მკვახედ ვუთხარი.
უხმოდ დამაკვირდა. ჯიბრით ვუყურებდი თვალებში, ის კი ჩემზე მეტ სიდინჯეს იჩენდა რატომღაც. მერე, თანდათან მზერდა ჩემს ტანზე გადაიტანა და ღიმილივერ შეიკავა:
-ეს რა გაცვია?
-რა მაცვია?-დოინჯშეკორტყმული დავუდექი წინ.
-არაფერი, უბრალოდ ირემი ზედმეტად მესაყვარლება.-მომიგო და ირმის წინ წამყოფილ თავს თითებით გაეთამაშა.
-ნუ დამცინი.
-არ დაგცინი-ბუნებრუვი ტონით მიპასუხა და მხარზე ხელი გადამხვია. ხელს გაკვირვებულმა დავხედე და მერე მზერა ისევ ალექსიზე გადავიტანე.
-აბა, ახლა მაინც არ მეტყვი, რას დასეიენობ აქ?-მეგობრულას მკითხა და მეც კითხვითვე ვუპასუხე:
-შენ რას აკეთებ?
-ეგ რა პონტია, ჯერ ხომ მე გკითხე.-წარბაწეულმა ჩაიღიმა, თანაც ისე, რომ მისი ღიმილის დანახვაზე მეც გამეღიმა, თუმცა მას რომ არ შეემჩნია და არ ეფიქრა, რომ ჩემი ღიმილის მიზეზი ის იყო, თავი ჩავხარე.
-ლოყები ჩაგეჩვრიტა-ნაჩვრეტზე ნეკა დამადო და თავი ჩემკენ დახარა. საკმაოდ სწრაფად ავხედე, ისე, რომ ვერც მან მოასწრო თავის აწევა და ვერც მე-გააზრება. ერთმანეთს თვალებში გაუაზრებლად დისხანს და ღრმად ჩავაშტერდით სულ ხუთიოდე სანტიმეტრის სიშორიდან. გული ისეთი ბაგა-ბუგით მიცემდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ თუ ვერ გაიგებდა, იგრძნობდა მაინც. თუმცა, იმ მომენტში სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, თუ როგორი ღრმა და საინტერესო თვალები ჰქონია ,სინამდვილეში რამხელა სითბო იყო მათში და რაც უფრო დიდხანს ვუყურებდი, მით უფრო მაინტრიგებდნენ, სურვილი მიჩნდებოდა, მეტი და მეტი გამეგო იმ ადამიანზე, რომელიც წინ მედგა.
-კარგად ხარ?-ჩემი გაფართოებულ თვალებისა და შეშინებული სახის გამო მკითხა.
თავი დავუქნიე და გავსწორდი. ისიც გაიმართა მხრებში და შეფარვით ჩამომხედა. მზერა წინ მიმემართა დერეფნისთვის და სპეციალურად არ ვუსწორებდი თვალს მის დამყოლ მზერას.
-რატომ ადექი?-ვკითხე და თავი მისკენ მივაბრუნე.
-არ მეძინა და შენი ფეხის ხმა რომ გავიგე, გამოგყევი.
სერიოზულად მომზირალს დავაკვირდი. არ ცრუობდა, საკმაოდ გულწრფელი ბარიტონი და თვალები ჰქონდა. -შენ რატომ არ გეძინა?
-ვერ დავიძინე-ამოვიოხრე-უცხო ადგილას მიჭირს დაძინება. ადვილად ვერ ვეჩვევი ახალ გარემოს.
გასაგებიაო-თავი დამიქნია და ხელი გამომიწოდა. ჯერ მის ხელისგულს დავხედე, მერე კი სახეზე დავაკვირდი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ღამესავით შავი თვალები ტუჩების ნაცვლად მიღიმოდნენ და არანაირი სარკაზმი არ ჩანდა მათში.
ხელი ჩავკიდე და წავყევი.
-საით?-ინტერესით ვკითხე.
-სანაყინეში.
მისმა პასუხმა გამაკვირვა და გავიოცე:
-სანაყინეში ვინ შეგვიშვებს?
-ჩვენ თვითონ შევალთ-დარწმუნებითა და ღიმილით მომიგო და წინ გაიხედა.
სასტუმროს სამზარეულოს, როგორც იქნა მივაგენით და თვალები გამიბრწყინდა. ეს, რათქმაუნდა ალექსანდრემაც შენიშნა და გაეცინა. კარის სახელური პირველმა მოვქაჩე, მაგრამ არ გაიღო. მხრები ავიჩეჩე და უკან დავიხიე.
-იმედია, ასე ადვილად არ დანებდი-წარბაწეულმა მომიგო და კარს გასაღები მოარგო. კარი მაშინვე გაიღო და ბიჭს მოჭუტული თვალებით გავხედე.
-გასაღები გქონდა და მაინც მაწვალებდი?-სკეპტიკურად ვკითხე.
-არაუშავს, ახლა შენც დამსახურებულად შეჭამ ნაყინს. მთავარია, სცადე.
წარბები ავზიდე და კარში პირველი შევედი.
ირგვლივ მიმოვიხედე, საყინულეს ვეძებდი, მაგრამ კვლავ ალექსანდრემ დამასწრო საყინულის კართან მისვლაც.
-აქ ადრეც ყოფილხარ?-ეჭვით ვკითხე.
-პირველად ვარ-მხრები აიჩეჩა-უბრალოდ ყველა სასტუმროს თითქმის ერთნაირი სამზარეულო აქვს, მე კი ჩემი სასტუმროს მოწყობით გავთვალე.
თავი დავუქნიე. გამიღიმა და შოკოლადის ნაყინი გამომიწოდა პლასტმასის ჭიქითა და თავისი კოვზით.
-რა იცი, რომელი მიყვარს?
მხრები აიჩეჩა და თავისთვის ვანილის აიღო:
-უბრალოდ, მივხვდი. გოგოს, რომელსაც ბრაუნი უყვარს, შოკოლადის ნაყინიც ეყვარება. მარტივი ლოგიკაა.
-გოგოების ამოცნობის მარტივი ლოგიკა.-შევუსწორე და ნაყინი გავსინჯე. გამაოცა იმან, რომ სრულიად განსხვავებული გემო ჰქონდა იმ ნაყინს საქართველოში გაყიდული ნაყინისგან.-ასე ადვილად ახარისხებ გოგოებს?
-გააჩნია, შენ როგორ გაიგებ ამას.-სერიოზულ სახეზე ხუმრობის ნატამალიც არ ეტყობოდა.-შეგიძლია ისიც იფიქრო, რომ რადგან შენი საყვარელი ნაყინი გამოვიცანი, ყველა გოგოსთან ამ მეთოდს ვიყენებ. შენი გადასაწყვეტია, მაგრამ თუ ჩემი რეალური აზრიც გაინტერესებს, მე დანარჩენ გოგოებს ჩვენს ურთიერთობაში არ ვრევ და არც რამენაირად ჰგავხარ მათ, ვისაც ვიცნობ. ამიტომ, არც ასეთი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან.
ჩამეღიმა და კოვზით ნაყინი ამოვიღე.
-გასინჯავ?-კოვზი მისი სახის სიმაღლეზე ავწიე და ტუჩებთან ახლოს მივუტანე. ნაყინი ისე შეჭამა კოვზიდან, ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. სახეზე ოდნავმა სიწითლემ გადამირბინა მისი მზერისგან დაბნეულს და საკუთარ შიშველ დეხებს დავხედე. ხალიჩაზე ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ცივ მეტლახზე, საყინულეში, საგრძნობლად გამყინვოდა შიშველი ფეხისგულები. გამაკანკალა, როცა გავიაზრე, რამდენი ხანი ვიდექი იქ და მხოლოდ ახლა ვიგრძენი სიცივე.
-შეგცივდა?-მკითხა, როცა ჩემი კანკალი შენიშნა.
თავი გავაქნიე, თუმცა რას გამოვაპარებდი მის დაკვირვებულ მზერას.
-როგორ არა, როცა კანკალებ.-გამომეპასუხა და გაყინულ, შიშველ მხარზე თბილი ხელი ჩამომისვა-სულ გაყინულხარ.
ხმა არ გავეცი. ჩემს მოკლე შორტებს უკმაყოფილოდ დახედა.
-შენ აქ თუ სულ ასე იარე, ძალიან მალე გაცივდები. -არ ვცივდები ადვილად-კანკალით ვუპასუხე, მაგრამ მისი მკაცრი მზერა რომ შევნიშნე, გაჩუმება ვარჩიე.
-ფეხშიშველი წამოხვედი? პატარა ბავშვივით ხარ, ყველაფერზე გაფრთხილება და დარიგება გჭირდება. თავს რატომ არ უვლი?-მისაყვედურა წარბშეჭმუხნულმა, მე კი მის მკაცრ და გამჭოლ მზერას რომ ვეღარ გავუძელი, გვერდით გავიხედე და მაშინვე ცრემლით ამევსო თვალი. ჩემი თავის მიკვირდა, არც ერთ საყვედურზე არ ამტირებია, ძნელად თუ შეეძლო ვინმეს ჩემი ატირება, თუმცა ამჯერად ნამდვილად გულჩვილი ბავშვივით გამოვიყურებოდი და დარწმუნებული ვიყავი, ეს ეფექტი ჩემზე ალექსანდრეს მზუნველმა სიტყვებმა მოახდინეს.
-შემომხედე-ნიკაპზე ხელი მომკიდა და თავი მისკენ შემატრიალებინა. თვალებში არაფრის დიდებით ვუყურებდი, არ მინდოდა, შეენიშნა, როგორი სუსტი ვიყავი იმ წამში.
-სოფი... შენ რა, ტირი?-ხმაში გაოცება დაეტყო და ხმის ტონიც უფრო დაუბოხდა. მისმა სიტყვებმა უფრო გამიმძაფრა დრამატული აურა და ყელში ბურთი მომებჯინა.
-რა გატირებს, მითხარი...
ხმას არ ვცემდი, რადგან მეშინოდა, რომ ხმა უფრო მეტად გამებზარებოდა და ტირილიც ხმამაღლა ამიტყდებოდა.
-გეწყინა?
თავი გავაქნიე, არ მინდოდა ჰგონებოდა, რომ მისმა სიტყვებმა მაწყენინეს.
-აბა, ჩემი შეგეშინდა?
-შენი არ მეშინია-შედარებით დასუსტებული ხმით ვუთხარი-ძალიანაც რომ ეცადო, არ შემეშინდება.
-ჰო, რათქმაუნდა, შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ-ხუმრობით მანიშნა ცრემლიან თვალებზე და მეც გამეცინა.
-კარგი ჰო, მოვრჩი-ცრემლები მოვიწმინდე, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, თვალები კვლავ დაწითლებული მქონდა ტირილისგან.
-რა ლამაზი თვალევი გქონია, როცა ტირი-სახე ახლოს მომიტანა და გუგებში ჩამაშტერდა.-ოღონდ ახლა ამის გამო არ დაიწყო ტირილი, ძალიან გთხოვ.
ხმა არ გამიცია, მეც ისევე მშვიდად და აუღელვებლად ვუყურებდი მისგან მონუსხული, როგორც ის-მე.
უეცრად, დერეფნიდან შემოსული ფეხსაცმლის ხმა გავიგეთ და მივხვდით, რომ ვიღაც მოდიოდა.
-წამოდი-ხელი მომხიდა მაჯაში და ნაყინის კონტენერებს ამოვეფარეთ. ოთახში სასტუმროს დაცვა შემობაკუნდა და მიმოათვალიერა. ბოლოს, ზედაპირული შემოწმების შემდეგ, როცა ვერაფერი აღმოაჩინა, ისევ უკან გავიდა. შვებით ამოვისუნთქე და ალექსანდრესთან ერთად წამოვდექი მაღალ მაცივრებს ამოფარებული. სანამ შვებამოგვრილი დავტოვებდი სამზარეულოს, გარედან გასაღების გაჩხაკუნება გაისმა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინვე მივხვდი, რაც მოხდა, გულის სიღრმეში მაინც იმედს ვიტოვებდი, რომ ეს არ მომხდარა.
-შენც გაიგე?-მივაშტერდი ალექსს და მანაც უხმოდ გამომხედა. სწრაფად წავიდა კარისკენ და სახელური ძლიერად მოქაჩა. ბოლოს, ვერაფერს რომ გახდა, კარი შეანჯღრია.
-არ იღება-უემოციოდ ამოილაპარაკა და ჩემკენ მოტრიალდა.-მაგრამ რამეს ვიზამთ.
-და თუ ვერ ვიზამთ?
-მაგაზე არ იფიქრო.
ჯიბეზე ხელი მოისვა და როცა ტელეფონი ვერცერთ ჯიბეში ვერ მონახა, უკმაყოფილოდ ამოიოხრა.
-არამგონია, რამემ ან ვინმემ გვიშველოს.-ჩავილაპარაკე უფრო საკუთარი თავის დასარწმუნებლად და იქვე კედლის კუთხეში ჩამოვჯექი.-სანამ გავიყინები, სასიამოვნო მომენტებზე მაინც ვიფიქრებ.
-რომელ მომენტებზე?- გაეღიმა და გვერდით მომიჯდა ჩემსავით მუხლმოკეცილი.
-გაინტერესებს, შენც ხარ თუ არა მათში?-ჩამეღიმა.
არაფერი უპასუხია, მხოლოდ დაჟინებით მომაშტერდა თვალებში.
მხრები ავიჩეჩე და განვაგრძე:
-ხუთი წლის რომ ვიყავი,დედა საღამოობით ტკბილეულს არ მაჭმევდა ხოლმე. ჰოდა, როცა ყველა იძინებდა, სამზარეულოში ვიპარებოდი და შოკოლადებს ვჭამდი.
-ანუ ბავშვობიდან გიყვარს.
თავი დავუქნიე:
-დილით, როცა ტკბილეული აღარ ხვდებოდათ, დედა ყველაფერს ხვდებოდა ხოლმე, მაგრამ არაფერს ამბობდა, თავს ისულელებდა, თითქოს არაფერი იცოდა.
-მგონი, ვხვდები, რატომაც-ჩაეღიმა.
-ჰო, ძალიან ვუყვარდი, მაგრამ არასოდეს მაძლევდა ნებას, ეს სიყვარული ბოროტად გამომეყენებინა. ის რომ არა, ახლა ექვსი უცხო ენა არ მეცოდინებოდა. სიმართლე რომ გითხრა, იმით უფრო ვამაყობ, ზუსტად მისნაირი თმა რომ გამომყვა და თვალები.
-ლამაზი თვალები გაქვს-სერიოზული მზერით შემომხედა და მეც თვალი თვალში გავუყარე. მანაც, განაგრძო-ალბათ, დედაშენიც ლამაზი ქალი იყო და შენ მას დაემსგავსე.
-ჩემზე ლამაზი და მშვიდი იყო, რათქმაუნდა, უყვარდა, როცა მის გარშემო წესრიგი იყო და ზოგჯერ მეგონა,რომ წესრიგი ერთხელაც გააგიჟებდა.
-უმეტეს შემთხვევაში, ადამიანს წესრიგი არ აგიჟებს. უბრალოდ ზოგჯერ მოწესრიგებულობაა სიგიჟის ნიშანი.
თავი დავუქნიე. იცოდა, ვფიქრობდი მის აზრთან დაკავშირებით და ღიმილით მომჩერებოდა. ცივ იატაკზე ყველაფერი მომეყინა. სიცივისგან თითებს უკვე ვეღარ ვგრძნობდი.
-გაიყინე?-თბილად მკითხა და ჩემი ხელი თავის ხელისგულებში მოიქცია. მის შეხებაზე შევკრთი, რადგან არ ველოდი. მასთან ფიზიკური სიახლოვე იმაზე მეტად მოქმედებდა ჩემზე, ვიდრე ველოდი.
მისი ხელების სითბო ჩემსაზე გადმოვიდა და სხეულში მუხტმა დამიარა. მაინტერესებდა, რას ფიქრობდა, რას გრძნობდა ჩემ მიმართ, მაგრამ როგორ მეკითხა ასე პირდაპირ? მხოლოდ მისი საქციელიდან უნდა მემსჯელა და მეცადა, დასკვნა გამომეტანა.
-შენ არ გცივა?-მის თბილ ხელებს დავხედე.
-მე თბილსისხლიანი ვარ-ჩაიღიმა და კედელს თავი მიაყრდნო.
-მეძინება-ამივიჩურჩულე და დამამთქნარა. თავი კედლიდან მისრიალდებოდა მოთენთილს. თვალდახუჭულს მარჯვნივ გადამივარდა და საოცარი კომფორტი ვიგრძენი, როცა ალექსანდრეს მხარზე ჩამოვდე. მხარზე ხელისგული გამიხახუნა, რომ გავეთბე, თუმცა მე მის სითბოს ისედაც ვგრძნობდი. ნახევრად მძინარეს, თვალწინ კვლავ მისი თვალები მელანდებოდა, ხელებში კი მის გამოთლილ თითებს ვგრძნობდი.
***********************************************************************************
გამეღვიძა. ჩემს საწოლში ვიწექი, სასტუმროში, როგორც გავიხსენე, ჯერ კიდევ ნიცაში. წინა ღამე გამახსენდა და თავზე ხელი ვიტაცე. როგორ მოხდა რომ უკვე ჩემს საწოლში ვიწექი იმის შემდეგ, რაც სამზარეულოში ჩავიკეტეთ. "ალექსანდრე?"-პირველად ეს გავიფიქრე და საწოლიდან ნელა წამოვდექი დისორიენტირებული. კედლის საათი თორმეტს მიჩვენებდა, სავარაუდოდ შვიდი საათი მეძინა.
-ნეტავ, როდის გადმომიყვანა ჩემს საწოლში?-ჩემთვის ჩავილაპარაკე და საკუთარ პიჟამაზე დავიხედე. ჯერ კიდევ ირმისთავიანი ზედა და შორტი მეცვა ტანზე, დრო იყო, გამომეცვალა.
ამოულაგებელ ჩემოდანთან მივედი და ხელში მოხვედრილი პირველივე სარაფანი გადავიცვი. სარკეში არც ჩამიხედავს, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი, თავზე თმა კი არა, აბლაბუდა მედო. ნომრიდან პირდაპირ დერეფანში გავიჭერი და ალექსანდრეს ოთახისკარზე დავაკაკუნე, თუმცა არ გამიღო.
-მაიგნორებს?-ჩავილაპარაკე-გირჩევნია, გამიღო...
კიდევ ერთხელ დააკაკუნე, მაგრამ ეფექტი არც ამჯერად ჰქონია. ჩემი პრინციპების თანახმად, კარი პირდაპირ შევაღე და ალექსანდრე არსად დამიხვდა. მისი ნივთები უმიზეზოდ გადავქექე და არეული ოთახი დავტოვე.
გამოსული, ლიფტით ჩამოვედი ქვემოთ და დაცვას ვკითხე, ხომ არ დაუნახავს.
-კაფეტერიაშია, მალე მისიე ბოჟაკს უნდა შეხვდეს.
-კარგი, გმადლობ.
ამჯერად კაფეტერიაში შევბრუნდი და მაგიდასთან მარტო მჯდომი ნაცნობი სახე შევნიშნე, ჰოდა სწორედ მისკენ გავწიე.
-გაიღვიძე?-თავდაჯერებული ღიმილით ამომხედა და სკამის საზირგეს კომფორტულად მიეყრდნო.-მეგონა, აღარასოდეს დადგებოდა ეს მომენტი.
-რა მომენტი?-ინტერესით ჩავეკითხე უსაფუძვლო მოლოდინით, რომ რამე საინტერესოს იტყოდა, მაგრამ სრულიად უშედეგოდ.
-შენი გაღვიძების.
უინტერესოდ მივაჩერდი და მის წინ სკამზე ჩამოვჯექი.
-არასწორ ადგილას დაჯექი.
-რას მელაპარაკები?-უემოციოდ ვიკითხე მხოლოდ ირიბად და მაგიდაზე დადებული მენიუ გადავშალე, რომ დამეთვალიერებინა.
-სოფი, ბოჟაკს ველოდები-შედარებით სერიოზულად გამიმეორა და მზერა ნელა მივაბყარი.
-ესე იგი, ჩემი ადგილი აღარ არის?-ჩავეკითხე დასაზუსტებლად.
თვალები გადაატრიალა დაღლილი სახით. ნუთუ ჩემთან მოკლევადიანმა დიალოგმა ამდენად დაღალა?
-შეგიძლია ცოტა ხანი გარეთ რომ დამიცადო? ან შენს ოთახში ადი, როგორც გინდა. ბოჟაკთან სერიოზული საქმე მაქვს, საბოლოო გადაწყვეტილებაზე უნდა დავითანხმო და ამისთვის დროც მჭირდება და გარემოებაც.
თვალებში მივაჩერდი. წყენა არ დამეტყო, თუმცა საკმაოდ მტკიცე მზერით წამოვდექი და სანამ გამოვტრიალდებოდი, გავაფრთხილე:
-მაშ კარგი, სასტუმროში აღარ მეძებო, გავდივარ და არ ვიცი, სად ვიქნები. თვითონ დავბრუნდები, შენ თავი არ შეიწუხო ჩემზე ნერვიულობით.
-და მერე ვინგითხრა, რომ ვნერვიულობ ხოლმე?-სკეპტიკური კითხვა დამისვა და ვეცადე,რომ სახე არ ამლეწვოდა, ამიტომ უემოციო ნიღაბი ავიფარე.
-სულაც არ გჩვევია უდარდელად ჯდომა და ლოდინი, მაგრამ თუ აღიარება არ გსურს, შენი ნებაა-მხრები ავიჩეჩე და ზურგი ვაქციე. თუმცა, სანამ საკმარის მანძილზე მოვშორდებოდი, უკან მისი ხმა დამეწია:
-თუ სადმე გასვლას აპირებ, არგონია ნიცაში ხალხი მაგ ვარცხნილობას შეჩვეული იყოს, თმა მაინც დაივარცხნე.
სახე ნახევრად შევატრიალე და ენა გამოვუყავი, მაგრამ მხოლოდ ჩემივე ნერვების დასაწყნარებლად, თორემ ის უკვე ვერაფერს დაინახავდა, მითუმეტეს ჩემს გამოყოფილ ენას.
მიუხედავად ალექსანდრეს რჩევის გაუთვალისწინებლობის დაუკობელი სურვილისა, მაინც არ გამიშვა სიამაყემ ასეთი თმით გარეთ. ჩემს ნომერში ავედი და თმის უთო ჩავრთე. სანამ უთო გაცხელდებოდა და ნორმალურ ფუნქციონირებას დაიწყებდა, ტელეფონი სატენიდან გამოვაერთე და საწოლზე წამოგორებულმა თიკას ნომერი ავკრიფე:
-ალო, რომელია?-ყურმილში მისი ხმა მოისმა-თქვენი ხმაწყდება... ნესტან-დარეჯანი გნებავთ? არა, რასამბობ, აქ ნესტანი და ავთანდილი არ ცხოვრობენ, სხვაგან მოხვდით.
-კარგი რა თიკა, რას მაიმუნობ, არ მოგენატრე მაინც?
-ჰოდა, თავი რომ მომანატრე მაგიტომაც აღარ მახსოვხარ-მტკიცედ ჩაილაპარაკა.დარწმუნებული ვიყავი, ამ დროს ნებისმიერ ადგილას ხელებგადაჯვარედინებელი იდგა და კედლებს შეჰყურებდა, როგორც ყოველი გაბუტვისას სჩვევია ხოლმე.
-მშვენიერო ჯულიეტავ, რა გიყო, რომ ხშირად ვერ გნახულობენ ჩემი თვალები?-ჩავიხითხითე და მალე მისი მოწუწუნე ხმა ჩამესმა ყურებში:
-ნეტავ რომელ რომეოს შენ ჰგავხარ?!
-აჰა, ესე იგი, შენ ჯულიეტას როლს იფერებ და მე რომეოც ვერ მოვიპოვე?
-კარგი ახლა, რას აკეთებ მანდ ამდენ ხანს, არ ჩამოდიხართ?
-არ ვიცი თიკა, დღეს ვაჟბატონმა გამომიშვა კაფეტერიიდან, ბოჟაკს უნდა შევხვდე და შენ აქ არაფერი გესაქმებაო.-ოდნავ გავაბუქე, აბა, ცოტა მხატვრულად ხომ უნდა მომეყოლა თიკასთვის.
-აჰა, ესე იგი, ცუდად გექცევა.
-დიახ-დავუდასტურე. ძლივს სიმართლე გავაგებინე და ახლა რაღა გამაჩერებდა. გამუდმებით იმ აზრზე იყო, რომ ალექსანდრე უნაკლო პიროვნება გახლდათ და მე საწუწუნო არაფერი უნდა მქონოდა. აბა, როგორ უნდა დამეყოლიებინა ასეთი დაქალი რამეზე?
-აბა გაიხსენე, რისთვის ხართ მანდ-მაინც გამოუძებნა გასასამართლებელი საბუთი მის საქციელს.-საქმე ბევრია და მალე რომ მორჩეთ, ამიტომ გითხრა ასე. შენ არ გესმის. ის უბრალოდ იძულებული იყო.
-კარგი თიკა, მორჩი დრამების დადგმას-ამოვიფრუტუნე აბსურდების მოსმენით დაღლილმა და უცებ გამახსენდა, რეალურად რისთვის ამოვედი ოთახში-ჯანდაბა, თმა, უთო, ჩემი გეგმები...
საწოლიდან წამოვხტი და გაცხელებულ უთოს ხელი დავტაცე.
-თიკა, უნდა წავიდე, სასწრაფოდ თმა უნდა გავისწორო, ხომ იცი ჩემი ამბავი, თუ ვერ გავისწორე, ასეთი თმით...
-ვიცი ჰო, ასეთი თმით ალექსანდრეს ვერ დაენახვები-დაასრულა თავის ჭკუით.
-ალექსანდრე არა შემწვარი გოგრა... უნდა მეთქვა, ასეთი თმით გარეთ ვერ გავალ-მეთქი.
-აჰა, წადი ჰო, ჯერ ხომ საერთოდ არ მირეკავ და მერე თუ მირეკავ, ორ წითზე მეტ ხანს ვერ ვეღირსები ხოლმე შენთან ლაპარაკს...-ჩაილაპარაკა მოწყენილი ხმით.
-ოოფ თიკა,რა სულელი ხარ ხოლმე ხანდახან. მე ნაკლებად მენატრები?!
-კარგი, იმედია მალე გნახავ, თორემ აღარ ვიცი, ვის მოვუყვე ამდენი ჭორი.
-ჭორების მეტი სალაპარაკო არ გაქვს?-გამეცინა.
-სალაპარაკო დამელევა?-მანაც ჩაიცინა და დამემშვიდობა.
თმას მივუბრუნდი და როგორც იქნა, მოვწესრიგდი. ხელში მხოლოდ ტელეფონი დავიჭირე და მზის სათვალე გავიკეთე. ნიცას ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად უკვე მზად გახლდით.
*********************************************************************************
მანქანა სულაც არ დამჭირვებია იმ ულამაზესი ქუჩების სანახავად, რომელიც ქალაქში ჩამწკრივებულიყვნენ რიგებად. სანაპიროსგან ოდნავ მოშორებით, ნავსადგურის ზევით, ძველი, ცოცხალი უბანი შერეული ქუჩებისა და შესახვევების თვალწარმტაც ლაბირინთს გვიშლიდა თვალწინ, უამრავი მრავალფეროვანი სახლითა და ქუჩების თავისებურებებით. როგორც სეირნობისას შევნიშნე, მრავლად მოეყარათ თავი ვილებისა და სასტუმროებისათვის, არც ისეთი იაფი დაჯდებოდა აქ სიამოვნების მიღება და თუნდაც ორი დღით შვებულებაზე ჩამოსვლა დასვენების მიზნით.
მალე წინ მომეგება რუსული საკათედრო ტაძარი, რომელიც საფრანგეთის ეროვნული ძეგლი გახლდათ და ერთ-ერთ ძვირფას ღირსშესანიშნაობად ითვლებოდა.
სიარულში, ახლოს ავტობუსის გაჩერება შევნიშნე და მეც ჩვეულებრივ მაცხოვრებლებს შევუერთდი ტრანსპორტის მოლოდინში.
ავტობუსს სადამდე მივყვევი, არც გამიაზრებია, ამ გაჩერებაში ჩამოვედი და გზას გავუყევი, სადაც ჩამწკრივებული ყვითელი და აგურისფერი სახლები კლასიკური, მდიდრული ფერებით შეღებილი კედლებით ყოველი ტურისტის ყურადღებას იქცევდნენ. დარწმუნებული ვიყაი, მარტოც მშვენივრად გავართმევდი თავს ამ მშვენიერ, მშვიდ და განსატვირთავ მოგზაურობას საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და დატვირთულ ქალაქში და სულაც არ მჭირდებოდა ალექსანდრე ჩემი გვერდი დასამშვენებლად, რათა ყოველ ორ წამში ჩემთვის ნერვები ეშალა თავისი ზედმეტად სერიოზული, დამცინავი სახითა და ირონიული, არაკორექტული რეპლიკებით, ყოველ ნაბიჯზე რომ წამომაძახებდა ხოლმე.
და მაინც, წინ მიმავალი, თვალებით ჩემ წინ აღმართულ დანგრეულ ციხესიმაგრეს ავყურებდი, გონებით კი ჩემს უცნაურ პარტნიორზე ვფიქრობდი. ბედმა შემირჩია თუ დიმიტრიმ? ალბათ, ჩვენს ბედს ჩვენვე ვქმნით და საჭირო არაა ასეთი რამეების სხვისთვის გადაბრლება, რაც არ უნდა დიდი ფიზიკური წვლილი მიუძღოდეს დიმიტრის ჩემსა და ალექსანდრეს გაცნობაში. სწორად ვიქცეოდი, მარტო რომ წამოვედი ამდენი სილამაზის სანახავად? "თუმცა, რატომ ვდარდობ, მას ხომ ეს ყველაფერი ნანახი აქვს"-გავიფიქრე, მაგრამ ჩემმა შინაგანმა ხმამ, რომელიც მაინცდამაინც მუდამ ადამიანების მიმართ გამოჩენილ პატივისცემას მოითხოვდა, ასეი თავისგასამართლებელი ფიქრები წამში ჩამიხშო და მაიძულა, ცოტახნით მაინც დავფიქრებულიყავი, შეცდომა ხომ არ ჩავიდინე, მარტო რომ წამოვედი.
-ოჰ, ალექსანდრე-ამოვიოხრე და ნაწილობრივ ჩემს თავზე გაბრაზებულმა საუბარი წამოვიწყე.-შენ რომ არა, ახლა არაფერს ვინანებდი და მშვენივრად დავტკბებოდი ნიცათი... მაგრამ, ახლა შენი წყალობით, დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, რომ არ წამოგიყვანე, ან შენთან არ დავრჩი. ან, რატომ უნდა დავრჩენილიყავი, როცა თავად გამომაგდე?იცი რა, მე სულაც არ ვარ დამნაშავე ჩვენს ხანმოკლე და ბევრირამი მომცველ კამათში. აბა, დაფიქრდი, შენ არ მთხოვე, წამოვსულიყავი? და როდესაც მე გითხარი, რომ მივდიოდი, ხმა არ ამოგიღია, სრულიად უემოციო, უდარდელი სახით გამომხედე და არ შეგიჩერებივარ. ამიტომ, შენს თავს დააბრალე ახლა მარტო ყოფნა რომანტიკულ ვახშამდე მისიე ბოჟაკთან. ტუტუცი...-ჩავიბურტყუნე და სულაც არ დავკვირვებივარ, როგორც უცნაურად და მწიკვი ინტერესით მომჩერებოდნენ ფრანგი გამვლელები, რომლებსაც ჩემი ქართული ბურტყუნი სულაც არ ესმოდათ, რას ნიშნავდა.
თავი ავწიე და გვერდით მიმავალთ მოწიწებული, სამარცხვინო ღიმილით მივაჩერდი რა, ახლა ისევ ჩემი თავი უნდა დამეტუქსა, ალექსანდრეს გალანძღვა ხმამაღლა რომ მომიწია?
ბოლოს, როცა მუზეუმებთანაც მივაღწიე, თვალები გამიშტერდა მათი დახვეწილობითა და მეთრამეტე საუკუნის შესაფერისი მდიდრული გაფორმებით. არტერიული სისხლი ძლიერ მიცემდა ვენებში მათ სილამაზისგან გაოცებულსა და აღტკინებულს. გადავწყვიტე, ერთ-ერთი მაგანი მაინც მომენახულებინა შიგნიდან.
ბოლოს, ემოციებით დაღლილი, ნაცნობ სანაპიროს გავუყევი რომელსაც ფრანგები Bernardo Vittone-ს ეძახდნენ ჰაერში დატრიალებული სასიამოვნო სურნელისა და უნიკალური ბუნების გამო. ლაჟვარდოვანი სანაპირო გართობისა და დასვენების ერთ-ერთი არაჩვეულებრივი შესაფერისი ადგილი იყო, სააც დამსვენებლებიც ბლომად იყვნენ და იქ მაცხოვრებლებიც.
-Bienvenue à Nice!-გავიგონე ერთ-ერთი გადაცმული ფრანგის ხმა და მისკენ გავიხედე. მივხვდი, მსახიობი იყო და ხალხის გართობა ევალებოდა. აქ ბევრ ასეთს შეხვდებოდით და საოცრად სასიამოვნო იყო ისეთ სანაპიროზე სეირნობა სადაც ხალხი თავის ემოციებს ფანტავდა, დაღლილობას შორს უშვებდა და თავისი გამოცოცხლებული ხასიათით ტკბებოდა. მალე ცნობილ ფენოჩიოს სანაყინეს მივადექი და გაბრწყინებული თვალებით მივაჩერდი გამყიდველს.
-რომელი გნებავთ?-მკითხა და მომლოდინე მზერა მტყორცნა.
ჩამონათვალი ვთხოვე და სახელწოდებებს ცნობისმოყვარედ დავაკვირდი.
-ღმერთო, მგონი ხელში სასწაულების სია მიჭირავს-ამოვთქვი ჩურჩულით და გამყიდველ ღიმილით ავხედე:
-ნაყინი კაკტუსის არომატით?
-დიახ, ბევრს გაუსინჯავს და ამბობენ, საუცხოო გემო აქვსო.-მომიგო მან.
-კარგი, მაშ მაგას ავიღებ-მხრები ავიჩეჩე და ტელეფონის ქეისიდან რამდენიმე ევრო ამოვიღე. მივხვდი, რომ ძალიან ცოტა წამომეღო, ამიტომ გადაუთვლელად მივაჩეჩე ხელში გამყიდველს დამნაშავი ღიმილით.
უხმოდ გამომართვა და ნაყინი ჩამომისხა.
-გმადლობთ მისიე-თავი დავუკარი და ბედნიერი გამოვტრიალდი სანაყინიდან.
რამდენიმე ნაბიჯი მქონდა გავლილი, როცა ჩემი ტელეფონის გაბმული ზმუილი მომესმა ხელში და გულში საკუთარ თავს მალობა გადავუხადო, ხმა ბოლომდე რომ არ გამომერთო.
-გისმენ-ნომრის დაუხედავად ვუპასუხე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, "ის" იქნებოდა.
-მისმენ?-ჩახლეჩილი ხმით ჩამძახა ყურმილში და ლამის ხელიდან გამაგდებინა ტელეფონი. ნაყინის ვაფლი ხელში მყარად დავიჭირე და გამკაცრებული სახით მივუგე:
-თუ არ გინდა, რომ მოგისმინო, პრობლემა არაა!
-ღმერთო, სოფი,-ამოიოხრა და დაღლილმა ამოთქვა-იცი,უკვე რომელი საათია?
-რომელი?-ტელეფონზე საათის დაუხედავად ვკითხე უინტერესოდ. რაში მაინტერესებდა, რომელი საათი იყო, როცა ასე გავერთე სეირნობაში?
-ექვსი ხდება-მიპასუხა და თვალები გაოცებისგან ერთ წერტილზე გამიშტერდა.-რა იყო, ენა გადაყლაპე? რას აკეთე ამდენ ხანს, ნეტავ გამაგებინა.. იცი, ახლა სად უნდა ვიყოთ?
-სად?-ხმის კანკალით ვკითხე.
-აეროპორტში.ისევ ვაგვიანებთ შენ გამო.-ბრაზიანად შესძახა.
ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, ახლა პანიიკის დრო არ იყო.
-და ახლა რა უნდა ვქნათ?-მშვიდად ვკითხე.
-ჯერ არ ვიცი. სასტუმროში მალე დაბრუნდები, თუ როგორც ყოველთვის უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გახსოვს და მოგაკითხო?
-დამცინი არა, ალექსა...
-სოფი, დასაცინი დროც კი აღარ გვაქვს-მკაცრად შემაწყვეტინა და ტელეფონში გავიგე, როგორც გაისმა ძრავის ღმუილი. აშკარა იყო, უკვე ჩემს წასაყვანად მოდიოდა.-სად ხარ მითხარი, მოვალ და წამოგიყვან.
-სანაპიროზე გაშენებულ პარკში-მივუგე და იქვე ხის დაწნულ სკამზე ჩამოვჯექი.-მალე მოხვალ?
-ვეცდები, რაც შეიძლება მალე მოგაგნო.-მიპასუხა. ყურმილში მანქანის ბორბლებისგან გამოროლილი ხმა მესმოდა და მივხვდი, რომ სწრაფად მოემართებოდა.-შენ არსად წახვიდე, მანდ დამელოდე, რაც მალე გიპოვი, მით უკეთესი.
-კარგი ჰო. დაგელოდები.
ტელეფონი გათიშა და მეც უაზროდ მივაჩერდი ზღვის ლაჟვარდისფერს. ნეტავ, ყველა ზღვა ასეთი ლურჯია, როგორც ხმელთაშუა? თუმცა, ერთი რამ აშკარა იყო-ნიცაში ზღვაც კი ცაზე ღრმა და ვრცელი ჩანდა, მეტი ცისფერი ფერითა და ზურმუხტისფერით გადაპენტილი, თითქოს ყველას მზერას იზიდავდა, ყოველი მისკენ მომზირალის გული და სული უნდა დაეპყრო, აეტაცა და საკუთარ წიაღში გადემალა, ან უბრალოდ მათი სულები ჩაეძირა თავის ფსკერზე, სადაც დარწმუნებული ვიყავი, უფრო მეტი განსაცვიფრებელი სილამაზე მოელოდათ მნახველებს.
ზღვაზე ფიქრში თვალები დამეხუჭა და წარმოვიდგინე, როგორ ვცურავდი, მიუხედავად იმისა, რომ ცურვის ნატამალიც კი არ ვიცოდი, ალბათ წყალში მოხვედრისთნავე, თუნდაც ერთი ფეხის ჩადგმისას ჩავიძირებოდი და წყლიდან მხოლოდ ჩემი დახრჩობის დამადასტურებელი ბუშტუკები ამოჭრიდნენ ზედაპირს.
ჩემივე ფიქრებზე გამეცინა და ამ სიცილმა ძილის მორევიდან გამომაფხიზლა. რა დროს ძილი იყო, მე ჩემს პრინცს ველდო, თავ, კლასიკური მოდელის მანქანაზე ამხედრებულსა და მკაცრი, გამძვინვარებული სახით ჩემკენ მომავალს, რომ კიდევ ერთხელ ჩაევლო მხარში ხელი და თვითმფრინავისკენ გავექროლებინე სავარაუდოდ ბუგატით, ან ახალთაახალი პორშეთი. ეს ოცნება სულაც არ იყო, ეს ალექსანდრეს გაბრაზებული სახის შიში იყო.
-ნეტავ არ მეჩუბოს-ჩავიჩურჩულე-არა, როგორ არ ვიცი, რომ ჩემი ბრალია, მე რომ არა, არც არსად დავიგვიანებდით, მაგრამ არა რა, არ მეჩხუბოს...
ლამის ლოცვა და გოდება დავიწყე, როცა ჩემს უკან მანქანის დამუხრუჭების ხმა გავიგე და ფეხზე წამოვხტი. უკან როგორც კი შევტრიალდი, დავინახე, როგორ გადმოვიდა ალექსანდრე მანქანიდან და კარი სწრაფად მიაჯახუნა. ჩემკენ წამოსულს თვალებში არანაირი ბრაზი არ უტრიალებდა და ამან გამაკვირვა.
-როგორც იქნა, მოგაგენი-ამოიხვნეშა და წინ დამიდგა.
-რატომ არ ჩხუბობ?-ქვემოდან ავხედე გაკვირვებული, ოდნავ გაფართოვებული თვალებით და მის შავ გუგებს დავაკვირდი, რომლებიც უკვე ლამპიონების სინათლეს ირეკლავდნენ და თავადაც ციმციმებდნენ, ოღონდ უფრო ძლიერად და ცოცხლად.
-რატომ უნდა ვიჩხუბო?-ისიც დამაკვირდა და უჩის კუთხე შეუტოკდა. რომ შევატყე, ჩხუბსა და ოდნავ გაბრაზებასაც არ აპირებდა, დაძაბული მხრები ჩამოვუშვი და ღიმილით მივაშტერდი.
-ჩვენ ხომ ვაგვიანებთ?-ვკითხე დასაზუსტებლად. ჩემდა გასაკვირად, არც ამაზე მოშლია ნერვები.
-დაივიწყე-მომიგო და სახეზე ჩამოვარდნილი თმის რამდენიმე ღერი ყურთან გადამიწია. გაშტერებული მივაჩერდი მის თბილ თითებს. ცოტა მაკლდა, რომ მისი ხასიათის ცვლილებისგან შეშინებულს უკან მოუხედავად გამერბინა მისგან შორს.
-თვითმფრინვით აღარ დავრუნდებით-განაგრძო და ჩაიღიმა.
-რა?-განცვიფრებით შევხედე-მაშ აქ დავრჩებით სამუდამოდ? არა, ასე არ მინდა. ალექსანდრე, გთხოვ, ეს არ გააკეთო.
-დაწყნარდი-გაეცინა და მანქანიკენ მიბიძგა ზურგზე ხელის მობჯენით.-უბრალოდ მატარებლით დავბრუნდებით უკან. შენს აქ დატოვებას არავინ აპირებს.
შვებით ამოვისუნთქე და მადლიერი თვალებით მივაშტერდი.
მანაც გამომხედა და კიდევ ერთხელ გაეცინა ჩემს მზერაზე.
-ღვედი შეიკარი-შემახსენა და მანქანა მშვიდად დაძრა ლამპიონების შუქით ყვითლად განათებულ გამთბარ ასფალტზე. ჩვენ კვლავ ნიცაში ვიყავით და ერთად მივუყვებოდით ლაჟვარდოვან სანაპიროს, თუნდაც მანქანით.


ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი ხანი გალოდინეთ, ჩემი ავადმყოფობის გამო. კომენტარებისა და შეფასებებისთვის დიდი მადლობა ყველა მკითხველს kissing_heart ძალიან მომენატრეთ და იმედი მაქვს, ეს ახალი თავი ხასიათს გამოგიკეთებთ (წერისას მეც ძალიან ვისიამოვნე).



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

როგორ გამიხარდაა რომ დადე ♥️ გელოდებოდი ♥️
ჰო როგორც ყოველთვის მიყვარს ალექსანდრე მაგრამ მინდა რომ მათი ურთიერთობა ცოტა წინ წაწიო თორემ სულ წრეზე ვტრიალებთ ...
პლიუს მომწონს ალექსანდრე როგორც აწვალებს და რავქნა სადისტივარ და მიხარია მაგრამ მინდა უფრო მეტი გამოჩნდეს ♥️♥️♥️ ჰო რაც შეეხება დანარჩენს უველაფერი კაია და დიდი თავია უბრალოდ ძაან აგვიანებ მაგრამ გეპატიება პირველ როგში ჯანმრთელობას უნდა მიხედო და გაუფრთხილდე იმედია ყველაფერი კარგად გექნება ♥️
და რაც მთავარია მეც ძალიან ვისიამოვნე კითხვისას♥️♥️♥️ გელოდები მოუთმენლად და წარმატებები ♥️

 


№2  offline წევრი Shpliyvi

კარგად აგრძელებ! მაგრამ დავეთანხმები ზემოთ თქმულს=) და ველოდები დაბრუნების შემდეგ მათი ურთიერთობის განვითარებას... ამ თიკას და დიმიტრისაც მიხედე ცოტა..))
ჯანმრთელად იყავი პირველ რიგში, წარმატებები და ველოდები შემდეგს=)

 


ტკბილიწიწაკა
როგორ გამიხარდაა რომ დადე ♥️ გელოდებოდი ♥️
ჰო როგორც ყოველთვის მიყვარს ალექსანდრე მაგრამ მინდა რომ მათი ურთიერთობა ცოტა წინ წაწიო თორემ სულ წრეზე ვტრიალებთ ...
პლიუს მომწონს ალექსანდრე როგორც აწვალებს და რავქნა სადისტივარ და მიხარია მაგრამ მინდა უფრო მეტი გამოჩნდეს ♥️♥️♥️ ჰო რაც შეეხება დანარჩენს უველაფერი კაია და დიდი თავია უბრალოდ ძაან აგვიანებ მაგრამ გეპატიება პირველ როგში ჯანმრთელობას უნდა მიხედო და გაუფრთხილდე იმედია ყველაფერი კარგად გექნება ♥️
და რაც მთავარია მეც ძალიან ვისიამოვნე კითხვისას♥️♥️♥️ გელოდები მოუთმენლად და წარმატებები ♥️

ვგიჟდები შენს კომენტარებზე smile იმიტომ, რომ ძალიან მახარებ ხოლმე ასეთი შეფასებებით heart_eyes გავითვალისწინებ შენს რჩევებს და ვეცდები შემდეგ თავში უფრო საინტერესოდ განვითარდეს მოვლენები. (ვიცი, რომ მათი ურთიერთობის ახალ ეტაპს ელი) blush

Shpliyvi
კარგად აგრძელებ! მაგრამ დავეთანხმები ზემოთ თქმულს=) და ველოდები დაბრუნების შემდეგ მათი ურთიერთობის განვითარებას... ამ თიკას და დიმიტრისაც მიხედე ცოტა..))
ჯანმრთელად იყავი პირველ რიგში, წარმატებები და ველოდები შემდეგს=)

გმადლობ რჩევებისთვის heart_eyes თიკას და დიმიტრისაც მივხედავ, რა თქმა უნდა, ცოტა კი დავჩაგრე ეგენი მთავარი წყვილის ხარჯზე smile და რაც მთავარია, მიხარია, რომ ასეთი თბილი კომენტარები მხვდება ხოლმე kissing_heart

 


აუუუ რა საყვარლობაა ❤❤ ვგიჟდები ამ ისტორიაზე და გთხოვ ძაან არ დააგვიანო რა ???? ჰოდა ჯერ ჯანმრთელობას გისურვებ, იმედია ყველაფერი კარგად გექნება ???? კიდევ უნდა გითხრა, რომ საოცრად წერ, აღფრთოვანებული ვარ ❤❤

 


მეოცნებე ლამაზმანი
აუუუ რა საყვარლობაა ❤❤ ვგიჟდები ამ ისტორიაზე და გთხოვ ძაან არ დააგვიანო რა ???? ჰოდა ჯერ ჯანმრთელობას გისურვებ, იმედია ყველაფერი კარგად გექნება ???? კიდევ უნდა გითხრა, რომ საოცრად წერ, აღფრთოვანებული ვარ ❤❤

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ასეთი კომენტარი, იმიტომ, რომ მთავარი, რაც წერის გაგრძელების სტიმულს მაძლევს, მკითხველისგან მიღებული დადებითი ემოცია და კონტაქტია. გმადლობ, კითხულობ და მიფასებ heart_eyes

 


№6  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ძალიაააან აგვიანეეებ.... და მართლაც არ ხდება არაფერი მნიშვნელოვანი

 


№7  offline წევრი fluctus Oceani

მე ვგიჟდები ალექსანდრეზე მიყვარს მეც მინდა რომ გამოჩნდეს ვინმე მაგის მსგავსი თორე რა მეშველება დავრჩი შინაბერა

 


ანი ანი
ძალიაააან აგვიანეეებ.... და მართლაც არ ხდება არაფერი მნიშვნელოვანი

ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტად საინტერესო გავხადო.

I love you baby
მე ვგიჟდები ალექსანდრეზე მიყვარს მეც მინდა რომ გამოჩნდეს ვინმე მაგის მსგავსი თორე რა მეშველება დავრჩი შინაბერა

მისი მსგავსი? smile ხომ არ გინდა, სოფიმ გათხოვოს ცოტა ხანი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent