Deadly love (საცდელი თავი)
იმედია ისიამოვნებთ ___________________________ უკვე მეორე წელია რაც ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ.თავიდან როცა ეს საგანი ავირჩია ბევრი სიცილი იყო. „გიჟებს უნდა უმკურნალო?“-იყო ასეთი კითხვებიც, ამიტომ ისტორიის დასაწყისში გეტყვით რომ თუ თქვენ ფსიქოლოგი მხოლოდ ეს გგონიათ გთხოვთ უბრალოდ ზევით მარჯვენა კუთხეში წითელ იქს დააჭირეთ და შეწყვიტეთ ამ ისტორიის კითხვა. საერთოდ ადამინები როცა განსხვავებულს ხედავენ თვალის გუგები უფართოვდებათ და დიდხანს აღარ უხამხამდებათ.რატომ? ალბათ ქართველები ზედმეტად არ ვართ მიჩვეული იმის დანახვას რაც ჩვენგან განსხვავდება. „საქართველოს,რომ მოერგო შვილი აქ მცხოვრები ხალხის ფეხის ზომას უნდა მოერგო“-ასე მეუბნებოდა ცხონებული ბებიაჩემი,რომელიც გასულ ზაფხულს გარდაიცვალა და ადამიანი რომელსაც ჩემში ჩემი სხვანაირობა მოსწონდა გაქრა. ხანდახან ვუფიქრდები და ვიხსსნებ საიდან დაიწყო ჩემი ამბავი. არც განსაკუთრებული არ ვარ ,არც ლამაზი არ ვარ, უბრალოდ როგორ მოხდა იცით? სუპერმარკეტში შესვლისას უცებ უცხო ხილს დაინახავ კარგად ნაცნობ ხილის გვერდზე და დიდხანს რომ აკვირდები აი ასე მომივიდა. 16 წლის ვიქნებოდი პირველად რო ერთ-ერთი ქართული ჯგუფის (რომელიც ჩემთვის პირველი ჯგუფი იყო) სიმღერების მოსმენა დავიწყე.თავიდან ზედმეტად შევისწავლე ეს ჯგუფი,შემდეგ იყო ინგლისური ჯგუფები, ბევრი და ბევრი , წლები გადიოდა და აი მეც ასე მოვედი აქამდე. სრულყოფილი გოგო რომელსაც სამსახური ჰქონდა და უნივერსიტეტში სწავლობდა, გოგო რომელიც მეტალს და როკს უსმენდა. საქმე მხოლოდ იმაში არ არის რა მუსიკის ჟანრს უსმენ (მაგრამ ხანდახან საზოგადოებაში ესეც პრობლემას ქმნის) მთავარია ამის შემდეგ რა ხდება. 16 წლიდან დავიწყე შავი შარვლებით,ბენდის მაისურებით სიარული,ამას ემატებოდა ჩემი მუქი მაკიაჟი, სეპტუმი და ისეთ ხალხთან ურთიერთობა რომელიც „საზოგადოებისგან გარიყული იყო“. სიმართლე,რომ ვთქვა თავიდან ყველაფერი გამიჭირდა. როგორც ბევრი თქვენგანი ისე მეც ისეთი ქართველი მამაკაცის ქალიშვილი ვიყავი რომელსაც ეს მეტალი და რაღაცები არ შეესაბამებოდა. არც ასეთ ხალხთან ურთიერთობა იყო დიდად მოსაწონი.პრობლემები მქონდა თუ არა ოჯახში? ამაზე სულ მეცინება,რადგან ძალიან ბევრი ამბობს რომ არ ჰქონიათ,მაგრამ მე მქონდა. თანაც ძალიან დიდი პრობლემები. მამაჩემი (და არა მარტო მამაჩემი) ქართველი „ვაჟკაცი“ იყო. მე მისი ქალიშვილი, რომელსაც ოჯახი და საერთოდ საქართველო, ანუ ჩემი მამული (ამას დამატებული ჩემი გვარი) არ უნდა შემერცხვინა.ყველაფერში ნომერ პირველი უნდა ვყოფილიყავი. ისეთ საზოგადოებაში უნდა მეტრიალა სადაც ზნეობა და განათლება მაღალი იყო. წინა აბზაცებიდან კი ჩანს რომ პირიქით ვაკეთებდი ყველაფერს,მაგრამ ამ ყველაფერს ჩემი განათლებისთვის ხელი არ შეუშლია.როგორც წინა კლასებში ისევ ისე ვიკლავდი თავს რომ მესწავლა და რამე ცოდნა მაინც წამომეღო იმ 12 წლის მანძილზე.ამაზე არავის არ ჰქონია პრობლემა,მაგრამ ურთიერთობას მიშლიდნენ მეგობრებთან, არსად არ მიშვებდნენ. როცა 18 წლის გავხდი ქუჩაში გავლისას ვხვდებოდი რო ხალხი უცნაურად მიყურებდა. თვალს მაყოლებდა და მაშტერდებოდა. ვინაიდან ამ ასაკშიც ბავშვი ვიყავი ვერ ვხვდებოდი მიზეზს,მაგრამ თანდათან დავიწყე იმის განალიზება რომ თურმე ხალხს შენი განსხვავებულობა ძალიან მალე იზიდავს ისევე როგორც დაბალი ფასისს მქონე საქონელი. განა საქონელი ვიყავი? თანაც დაბალი? არა,არა... „როგორ შეხვდი ხალხის რეაქციას?“-წარმოიდგინეთ პირველად ამას მეკითხებიან როცა ვინმესთან დაახლოებას ვცდილობ. თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდი (ალბათ იმიტომ რომ არ ვიცოდი რის გამო ვიზიდავდი ხალხს ასე, შემდეგ დეპრესია მომაწვა და ვფიქრობდი რო თავი უნდა დამენებებინა ყველაფრისთვის, მაიკები უნდა მომესროლა და ჩვეულებრივ ქართველ გოგონას დავმსგავსებოდი,შემდეგ კი მივხვდი რომ ხალხის აზრს დიდი მნიშველობა არ აქვს. სკოლა დავამთავრე,საყვარელ ფაკულტეტზეც მოვეწყე ჯავახიშვილში და დიდად აღარ მადარდებდა იმ ხალხის მზერა რომელსაც ასე ვიზიდავდი. „და სიყვარული ნინაკა?“-მახსენებს ჩემი ქვეცნობიერი. კარგად მოკალათდით რადგან ერთი ჩვეულებრივი ამბავი უნდა მოგიყვეთ განსაკუთრებულ სიყვარულზე. ______________________________ „როგორ გავიცანი დავიდი?“ სიმართლე ვთქვა ამაზე ბანალური ისტორია დამიჯერეთ არ გექნებათ მოსმენილი. ერთხელ ერთ-ერთი ქართული ჯგუფის კონცერტზე ვიყავი მეგობრებთან ერთად. ბევრი სასმლით გაჭყეპილს მივხვდი რომ ახლა საპირფარეშოში გასვლის დრო იყო. კარები ბოლო ხმაზე შევგლიჯე მაგრამ მივხვდი რომ უხერხულ სიტვაციაში მოვხვდი. პირველად რომ დავინახე დავიდი სიმართლე ვთქვა ცოტა წარმოდგენა მქონდა დაკარგული. რატომ? ალბათ იმიტომ რომ ამილიასთან,რომელსაც თითქმის მთელ სასტავში ყველასთან ჰქონდა ს**სი,ზასა*ბდა. კარების ხმაზე კოცნა შეწყვიტა და უხეში თვალებით შემომხედა. ამილია ჩემზე ორი თავით მაღალი გოგო იყო, ქერა თმით და ცისფერი თვალებით,მაგრამ დიდად ლამაზი არ იყო. დავიდი როგორი იყო?ამილიაზე 2 თავით მაღალი,წვრილი კურნოსა ცხვირით,მუქი თვალებით და გრძელი თმით ისეთი მომნუსხველი იყო,რომ ალბათ მაშინ მთვრალი რო არ ვყოფილიყავი მომეწონებოდა. ხო. ეს იყო და ეს. იმ კონცერტზე თვალი კიდევ რამდენჯერმე მოვკარი მაგრამ ყურადღება არც მე და არც იმას მიგვიქცევია ერთმანეთისთვის. როცა ჩვენი ურთიერთობის დასაწყისის მოყოლას მთხოვენ ყოველთვის აქედან ვიწყებ მოყოლას: (1 თვის შემდეგ) მე და ბექა დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ზემდეტად კარგი მეგობრები. ხშირად ვრჩებოდი მასთან. დედამისსაც ზედმეტად ვუყვარდი. არც დედაჩემს და მამაჩემს ჰქონდათ პრობლემა,რომ ბექასთან დავრჩენილიყავი რადგან ბექას დიდი ხანია იცნობდნენ. იმ დღეს ბექა სახლში მარტო უნდა ყოფილიყო. ,,vodka vtraiom“ის კონცერტი იყო და ჩვენც იქ ვიყავით. იქიდან ბექასთან ავიდოდით სასტავი და იქ გავაგრძელებდით დალევას. სასტავში ძირითადად ბიჭები იყვნენ. ცოტანი ვიყავით და უფრო სახალისო,რომ ყოფილიყო ბექამ სხვებიც დაპატიჟა. უთხრა „მაგარი კუში გვაქვს, ჭაჭა და საჭმელი“. ამ შემოთავაზებას კიდევ ბევრი დასთანხმდა. მოკლედ კონცერტზე თავზე დავიმხეთ ყველაფერი და ბექასთან გადავედით. 15 კაცამდე ვიყავით სადღაც. მახსოვს მოკლე შავი შორტი და Queen-ის ტოპი მეცვა,რომელიც ადრე მაიკა იყო. სილამაზით დიდად არ გამოვირჩეოდი.მოყავისფრო გრძელი თმა და მწვანე თვალები მქონდა. ცხვირს არაუშავდა. აი ფეხები კი, იცოცხლე. გრძელი და წვრილი. თან მაშინ მაგარი ზაგარი მქონდა რაც უფრო მომწონდა ჩემს ტანზე. ბევრმა სმამ ჭკუიდან გადამიყვანა და აივანზე გავედი. ღრმად ჩავისუნთქე თბილისის კვამლით სავსე ჰაერი და ხედს მივაჩერდი. ამ ყველაფერს კიდევ ვიღაცის მჭიდროდ მოხვეული თბილი ხელები დაემატა. ეს ყველაფერი ისეთი ჰარმონიული იყო. -მაშინ,მეგონა რომ 15 წლის ბავშვი იყავი ისე გამოიყურებოდი. ახლა კიდევ სრულყოფილი ხარ-ნიკაპი მხარზე ჩამომდა. ბოხი ხმა ჰქონდა,რომელიც ყურს სასიამოვნოდ მოხვდა. მოვტრიალდი. ხელები არ გაუშვია. ცხვირი ცხვირზე მომადა. სახეზე ვგრძნობდი თბილ ჰაერს. -უბრალოდ ცოტა შეშფოთებული ვიყავი სანახაობით-გავიხსენე ამილიასთან ზასაობის მომენტი და ისე ვუპასუხე. ჩაიცინა. დიახ, ჩაიცინა და იცით რა ქნა. ხელები მომაშორა და წავიდე. მაშინ ალბათ დაბნეული უნდა ვყოფილიყავი და ცოტა შეშფოთებულიც,მაგრამ სინამდვილეში არცერთი არ ვიყავი. წყანარად შევედი შიგნით და ბექას გვერდით დავჯექი. ამ ყველაფრის შემდეგ სადღაც 1 წელი გავიდა. არ დაგიმალავთ, საერთოდ არ ვფიქრობდი დავიდზე. 15 აგვისტო იყო. სიცხე ყელში მაჭერდა. ღამის 3 საათი იყო. ლეპტოპს ჩავყურებდი და გამალებით რაღაცას ვწერდი. ტელეფონმა რეკვა დაიწყო. უცხო ნომერი იყო. -გისმენთ? -არ ინერვიულო-ისევ ბოხი ხმა იყო. თავიდან დავიბენი. რაზე უნდა მენერვიულა?! -საიდან გაიგე ჩემი....-სიტყვა შუა გზაში გამაწყვეტინა და მომახლა -ბექა დაჭრეს-ისეთი ხმა ჰქონდა,რომ დარწმუნებული ვარ დღემდე იმ დროს სახე არ შეტოკებია. -რას ქვია დაჭრეს?-ოდნავ ჩავიცინე. -სახლთან ლობჟანიძე მოგაკითხავს. ბექას შენი ნახვა უნდა. ჩამოხვალ და ნახავ.-ბრძანებული ტონი ჰქონდა. -მეხუმრები?-შიშმა ამიტანა. პირველად ვიყავი ასეთ მდომარეობაში. ვხვდებოდი როგორ მომაწვა სახეში სისხლი, სახე გამიოფლიანდა და ხელები გამეყინა. -დროზე-ხმა გაუმკაცრდა და ტელეფონი გათიშა. რა მექნა? ხელი ვტაცე იქვე მიგდებულ ჟაკეტს და დაბლა ჩავედი. კორპუსთან ლობჟანიძე მელოდები. პირველად ვხედავდი ასეთ ანერვიულებულს. დედაჩემს მესიჯი გზაში მივწერე. იცით ასეთ მომენტებში (რომელიც ამის შემდეგ ბევრი იყო) დედაჩემი სულ მხარში მედგა. მესიჯი 2 წუთში მომწერა. -გინდა მოვიდე? -არა-სწრაფად დავუბუნე პასუხი. 180-ით მიდიოდა ლობჟანიძე და შესაბამისად მალევე ვიყავით ადგილზე. საავანდმყოფოს ნაცრისფერი კედლები ტვინში მირტყამდა. კიბეებზე ასვლისას ყველა წამს გადავხედე სადაც ბექა იყო. ბექა ყველგან იყო. ვცდილობდი თავიდან ამომეგდო ის მომავალი,როცა ბექა არ იქნებოდა ჩემს გვერდით. ბოლო სართულის დერეფანი სირბილით გავიარე. ცრემლები მახრჩობდა მაგრამ არ ვტიროდი. ყელი გამშროდა და ხელები გამცივებოდა. სიცხეს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი, პირიქით უფრო მციოდა. დერეფანი გაიწელა. მე ისევ მივრობდი. მივრობიდი რადგან ბექა ჩემთან დარჩენილიყო. მივრობდი რადგან არ მინდოდა მელოდინებინა მისთვის. დერეფნის ბოლოს ბევრი ხალხი იყო. ბევრი ნაცნობი სილუეტი. ნელი ნაბიჯით დავიძარი. ლობჟანიძემ ხელი მომხვია. ერთად მივდიოდით უბედურებისკენ. ყველა აქ იყო. რამოდენიმე გადამეხვია. ყველამ კარგად იცოდა ვინ იყო ბექა ჩემთვის. -რა მოხდა?-რეზის მივაჩერდი. თავი დახარა და ხმა ვერ ამოიღო. დავიდს თვალი მოვკარი. სერიოზული სახე ჰქონდა, არ ნერვიულობდა. -„ანარეკლის“ კონცერტი იყო და იქ-ბექას ძმამ მშვიდად დაიწყო ლაპარაკი. ცდილობდა ხმაში ნერვიულობა არ შესტყობოდა. -კომაშია-ყოლბაიამ ათრთოლებული ხმა გამაგონა. მივხვდი როგორ დატრიალდა იქაურობა. ლობჟანიძეს ხელს დავეყრდენი. -სუფთა ჰაერზე გავალ-ხელი გავუშვი და საავანდმყოფოს გასასვლელისკენ წავედი. ფეხს ავუჩქარე რადგან ახლა ჰაერი რომ არ მიმეღო შეიძლებოდა ცუდად გავმხდარიყავი. ვგრძნობდი როგორ მომყვებოდა ვიღაც. კარებს გავცდი და გადავიხარე. მაშინვე თმები დამიჭირა და საშვალება მომცა გული ამრეოდა. დავიდის მანქანაში ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. ვტიროდი. ამდენი წლის შემდეგ პირველად ვტიროდი. მუხლზე ხელი დამადო და ოდნავ მომიჭირა. ხელი ხელზე დავადე. -რატო ნერვიულობ?-ისევ ის წყნარი ხმა. სახე მისკენ შევაბრუნე. წარბები შევჭმუხნე. ისე ძლიერად შევკარი მუშტი,რომ ფრჩხილებმა კანი გამიჭრა. -განა არ უნდა ვნერვიულობდე?-ოდნავ გაბრაზებული ხმა მქონდა. -რა ჯანდაბა უნდა მოუვიდეს? კომაშია-წინ გაიხედა. მთელი 10 წუთი ასე ვუყურებდი. შემდეგ მანქანიდან გადმოვედი. სახე ახურებული მქონდა. წინ მივიწევდი . ცხელი ჰაერი სახეში მეცემოდა და სუნთქვის საშვალებას არ მაძლევდა. მაშინ მე თვითონაც არ ვიცოდი რამ გამაბრაზა ასე. ნელი ნაბიჯით ავუყევი საავნდმყოფოს კიბეებს და რეზის გვერდით დავჯექი. გამეცინა და რეზის შევხედე. -შენ რომ არ წაგეყვანა იმ კონცერტზე ნეტა ისევ ასე იქნებოდა?- ხმაში გაბრაზება მეტყობოდა. კითხვაზე ყველას ყურადღება მივიპყარი ,მაგრამ მე მხოლოდ რეზის ვუყურებდი. რეზიმ დარცხვენილი ბავშვივით ასწია თავი და ამომხედა. -ბოდიში ღრმად ჩავისუნთქე და მივხდვი რომ უაზრობა წამოვროშე. ხელები მოვხვიე და უფლება მივეცი ეტირა. ცხოვრებაში პირველად ვხედავდი რეზის ცრემლებს. საყვარელი ადამიანს დაკარგვა ცხოვრების აზრის დაკარგვის ტოლფასია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.