შავ-თეთრი გრძნობები (ნაწილი პირველი)
მამაკაცი - ნერსე გამყრელიძე. ასაკი- 30 წლის. პროფესია - ღამით ქილერი, დღისით კი გათამამებული მამიკოს ბიჭი. ჰობად კრივი, ბრძოლა წესების გარეშე. მშობლები - ლელა ახალკაცი და მამუკა გამყრელიძე. და - ანანო გამყრელიძე. მამუკა გამყრელიძე - პროფესიით ქირურგი, საკუთარ კლინიკებს მართავს. ლელა ახალკაცი - პროფესიით იურისტი, მაგრამ ახლა უბრალოდ დიასახლისი. ანანო გამყრელიძე - მომავალი პროკურორი. ასაკი - 22 წლის. გოგონა - თინათინ ამაღლობელი. ასაკი - 26 წლის. პროფესია - ექიმი, განხრა ნეირო ქირურგი, განყოფილების უფროსი. მშობლები - პატარაობაში გარდაეცვალნენ, ავტოავარიაში. დარჩა თავისზე უფროსი ძმა. ძმა - ვაჟა ამაღლობელი. პროფესია - გამომძიებელი. ასაკი - 33 წელი. ...................... წვიმის წვეთები ხმაურით ეხეთქებიან ფანჯრის მინებს. გამძვინვარებული მხეცივით დაჰქროდა ქარი, რაც გზად შეხვდებოდა ყველაფერს ჰაერში იტაცებდა. შუადღეს ოდნავ იყო გადაცილებული, მაგრამ ისე იყო ჩამობნელებული, როგორც დამდგარი უბედურება აშავებს ყველაფერს. ქუჩებში ხალხი სწრაფი მოძრაობით მიდი მოდიოდნენ. ზოგი ქოლგას აფარებდა თავს, ზოგი ჩანთებს იფარებდნენ თავზე, თითქოს წვიმისგან იხსნიდნენ თავს. იყვნენ ხალხის მცირე რაოდენობა რომელთაც ეს სიტუაცია მოსწონდათ და ნელა მისეირნებდნენ. ოთახში, სადაც ავის მომასწავლებელი სიჩუმე ჩამომდგარიყო, კუთხეში მდგარ კრესლოში მჯდარი, შავებში ჩაცმული მამაკაცის ღრმა სუნთქვა ისმოდა. ისე ელოდა ვიღაცის მოსვლას, როგორც ჩასაფრებული აფთარი, რომელიც მსხვერპლს უდარაჯებს, რათა თავს დაესხას. კარები გაიხსნა და მძიმე ნაბიჯებით შემოვიდა მამაკაცი სახლში. კალიდორი გაიარა და მისაღებში გადაინაცვლა. არ უფიქრია შუქების ანთება, მის სულში იმდენად იყო მიჩვეული სიბნელეს. მისაღების კუთხეში გაკეთებული ბარისკენ წავიდა. ამ დროს ოთახი სითეთრეში შერეული ყვითელი ფერით განათდა. - როგორც იქნა გამოჩნდით, ბატონო მალხაზ.. - მშვიდი, ირონია შერეული ხმით ამოილაპარაკა. - შ..ნნ.. შშეენ.. აქ რას აკეეთეებ ?! - შიშით და გაოცებით ამოილაპარაკა. - კარგი რაა.. მალხაზ.. - დამცინავი ღიმილით უყურებს. - არ თქვა შემეშინდაო, მე უფრო მაგარი მეგონე. - იმედ გაცრუებით ამოილაპარაკა. - რა ჯანდაბა გინდა აქ ?! - ხმას აუწია, შიშის გადასაფარად. - ნწ.. ნწ.. ჩვენი მალხაზიტო გაბრაზდაო.. - ხმამაღლა გადაიხარხარა. - შენი გოშიების გარეშე, რაღაც ვერ ხარ დიდ გულზე, არა ?! არც გაბედო თუ არ გინდა ტვინი გაგასხმევინო ! - მამაკაცს იარაღისკენ წაღებული ხელი გაუშეშდა, პირზე მომდგარი ნერწყვი ძლივს გადააგორა ყელში. - ჯერ ადრეა შენი სიკვდილი. - დაჯექი .. - სკამზე მიუთითა, თვითონ წამოდგა და ბარისკენ წავიდა. - სასმელებში კარგი გემოვნება გქონია. - ირონიით ამოილაპარაკა. - მე რა კაცი ვიქნები სიკვდილამდე თუ არ დაგალევინებ ?! - ორ ჭიქაში გაანაწილა ვისკი და ფერ დაკარგულ მამაკაცს გაუწოდა. - რა გინდა ჩემგან ?! - სიმწრისგან ყელში მყესები დასჭიმოდა, გრძნობდა როგორ აიტანა საშინელმა კანკალმა. - გახსოვს 21 დეკემბერი ?! მაშინ დაგპირდი რომ ინანებდი, მკვლელის ხელის დაფარებას და ყველაფრის მიჩქმალვას. - თბალები ჩაუსისხლიანდა, კისერზე ძარღვები სიმებივით დაეჭიმა. - დაგპირდი ჩემი ძმაკაცის სიკვდილის გამო შენც და შენს ნაბი.ვარ შვილსაც მოგაკითხავდით. მაშინ დამცინავი ღიმილით შემომხედე, მაგრამ როგორც ხედავ ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდა. - სიბრაზისგან კბილები დააჭრიალა. - რის გამო მოკლა, შენმა ძაღლის გაგდებულმა შვილმა ჩემი ძმაკაცი ?! იცი ?! რომ გეკითხები მიპასუხე.. - იღრიალა ნერსემ და ფეხზე წამოიჭრა, დაჭრილი მხეცივით. ფეხში ესროლა, უნდოდა დატანჯულიყო ისე როგორც მისი ძმად ნაფიცი. მამაკაცმა ტურასავით დაიწყო წკმუტუნი. - არა.. არ ვიცოდი .. - ხმა წართმეულმა ამოიკნავლა. - მაპატიე.. მაპატიე გთხოოვ.. - ფეხზე წამოდგა. - ენა ჩაიგდე, ბებერო ძაღლო ! - შემზარავი ხმით დაიღრიალა გამყრელიძემ. - გაპატიო ხო ?! - ხმამაღლა გადაიხარხარა. იარაღი დაუმიზნა, თვალებში პატარა ეშმაკუნები დათარეშობდნენ. შეშინებული მამაკაცი უყურებდა გამყრელიძის არაადამიანურ სახეს, მისი თვალებიდან წამოსული სიძულვილი, და ამ სიტუაციიდან მიღებული სიამოვნება სისხლს უყინავდა. - რა გაპატიო?! როგორ დატოვა შენმა არაკაცმა შვილმა, ბავშვები მამის გარეშე ?! ცოლს კი დასაყრდნობი წაართვა. მხოლოდ იმის გამო რომ უცოდველი გოგონა იხსნა შენი ნარკომანი შვილისგან. - არ მომკლა, გთხოოვ.. ყველაფერს გავაკეთებ რასაც მთხოოვ.. - სასოწარკვეთილი ცდილობდა რომ ეცოცხლა. - ენა ჩაიგდე თქო ! - იღრიალა და ძლიერად მოუქნია ხელი, მამაკაცმა თავი ვერ შეიკავა და იატაკზე გადაწვა. ღიმილით შეათამაშია ახალგაზრდა კაცმა ხელში იარაღი, თითქოს ტკბებოდა და უნდოდა დაემახსოვრებინა თითოეული მომენტი. სიამოვნებდა მისი მონადირებული სამიზნის სასოწარკვეთილი სახე, თვალებში ჩაბუდებული შიში, რომელსაც მის მიმართ განიცდიდა. იარაღის გადატენის ხმამ ჰაერში დასჭექა, მამაკაცის სხეულში სისხლმა მოძრაობა შეწყვიტა. ადამიანები სიკვდილის წინ რაღაცას ნანობენ, ან არ ნანობენ, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ამით ხომ ვერაფერს გამოისყიდიან. ცხოველები კი ვერასდროს მიხვდებიან რა დააშავეს. - გთხოოვ.. გემუდარები არ გინდა.. - მუხლებზე დადგა და ამაღლობელის ფეხებს შემოხვია ხელები. სიკვდილის შიში რას არ გაგაკეთებინებს, ერთ დროს უშიშარს, თვით კმაყოფილ კაცსაც დაახეთქებს მიწაზე. ნერსზემ ღიმილით შეათვალიერა კიდევ ერთხელ და სასხლეტს გამოჰკრა თითი. ტყვიას წამების არ დასჭირვებია სხეულის დასაცემად. იარაღი შეინახა, მისი იქ ყოფნის კვალი გააქრო და სახლი დატოვა. თითქოს განთავისუფლდა, მხრებიდან მძიმე ტვირთი მოეხსნა. ძმაკაცს დაჰპირდა რომ იძიებდა მის გამო აუცილებლად შურს. ყველაფერი დალაგდა, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. მართალია საქმე ბოლომდე არ მიუყვანია, მაგრამ ამითაც კმაყოფილი იყო. წვიმდა, ელვა დაიკლაკნებოდა ცაზე, თითქოს ამით ცდილობდნენ მამაკაცისთვის ცოდვები ჩამოერეცხათ. ბევრი ადამიანის სიცოცხლე იყო მის სინდისზე, მაგრამ საერთოდ არ ქენჯნიდა ნანობდა. მათი სიკვდილით დედამიწას ამსუბუქებდა, ისინი იმსახურებდნენ სიკვდილს. იცოდა ღმერთი არ იყო და არ ჰქონდა უფლება მსგავსი გადაწყვეტილების მიღების, მაგრამ ერთი ადამიანის მოშორებით, სხვა სიცოცხლეებს არჩენდა. ერთ-ერთი სახლის კარს მიადგა და ძლიერ დააკაკუნა. კარები გაიღო, ისიც უთქმელად შევიდა. თითქოს მისი მისვლა ყველაფერს ამბობდა, ყველაფერი გასაგები იყო. - ესეიგი დასრულდა.. - ახალგაზრდა მამაკაცმა ტუჩის კუთხე ჩატეხა. - დღეს კი.. - სავარძელში ჩაეშვა და ჭერს გაუსწორა მზერა. - როგორ გგონია მათი სიკვდილით მოვიპოვებთ შვებას ?! - თითქოს საკუთარ თავს უფრო ეკითხებოდა. - ყველამ უნდა მიიღოს ის რაც დაიმსახურა.. - დუმილის შემდეგ ამოილაპარაკა. ძმაკაცს ვერაფერი დაუბრუნებდა, მაგრამ არასდროს ინანებდა. - არ მინდა ეს ტვირთი მხოლოდ შენ ზიდო.. - დანანებით ამოილაპარაკა არველაძემ. - დაიკიდე, ერთით ნაკლები იქნება თუ ერთით მეტი, უფრო მეტად არ დამძიმდება ჩემი სული. - ღიმილით ამოილაპარაკა. - მიდი ახლა ორმაგი ვისკი გაასწორებდა დათუჩა. - სულ ღადავის ხასიათზე როგორ ხარ, ტოო.. თითქოს მე მოვკალი კაცი. - ბოლოს მასაც გაეცინა. - დიდი, დიდი , ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვა. - ხმამაღლა გადაიხარხარა. უხაროდა მისნაირი ადამიანის ყოლა გვერდით. იმის მიუხედავად რომ ყველაფერი იცოდა, მაინც არ მიდიოდა მისგან. - დაე, სამჯავროზეც ერთად წარვსგეთ.. - ჭიქა გაუწოდა. - ჩვენს ჩამპალ სულებს გაუმარჯოს. - გაუმარჯოს.. - თქვა და მწარე სითხე ყელში ჩაუშვა. - კარგი წავედი სახლში, თორემ საყვარელი მამიკო გადაამოწმებს სად ვარ. - სიცილით თქვა და ფეხზე წამოდგა. - აბა ჰე.. - ხელი აუქნია და ოთახიდან გაუჩინარდა. მანქანაში ჩაჯდა, ტელეფონში არსებულ პირველივე ნომერზე დარეკა, დაუბარა მზად დახვედროდა. დიდი ჭიშკრის კარებთან შეაჩერა და პარტნიორს დაელოდა. - სად ხარ ამდენ ხანს ?! ხომ იცი ვერ ვიტან ლოდინს.. - მკაცრად მიმართა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა. - მაპატიე, ვემზადებოდი. - მორიდებით ამოილაპარაკა. რამოდენიმეჯერ დაასიგნალა და დაელოდა დაცვა როდის გაუღებდა ჭიშკარს. სახლში შესვლისთანავე, გოგონა კედელს ააკრო, უხეშად კოცნიდა, ჟინის მოკვლას ცდილობდა. ორივე ხელი საჯდომზე მოჰკიდა და ზედ აიკრა. ოთახში გადაინაცვლეს, ქალის კვნესის და ქუხილის ხმა ერთმანეთს ერწყმოდა. საწოლზე დაღლილი გადაწვა, ღრმად სუნთქავდა. ეღიმებოდა ქალის სიამოვნებით სავსე სახეზე. იქვე გადაკიდებული ხალათი მოიცვა და ფეხზე წამოდგა. რაც იმის მანიშნებელი იყო რომ გოგონა იქიდან უნდა აორთქლილიყო. მეორე სართულზე ერთ-ერთ ჩაბნელებულ ოთახში შევიდა. ხელის მოძრაობით ჩამრთველი მოძებნა და ოთახი გაანათა. მის წიმ მდგარ თეთრ როიალს უყურებდა, რომელიც დიდ ისტორიას იტევდა. თითქოს მხოლოდ ეს როიალი აგრძნობინებდა ადამიანად თავს. მხოლოდ ეს ჰქონდა მისი საყვარელი ადამიანისგან, დედისგან შემორჩენილი, რაც მის თავს ახსენებდა. მძიმე ნაბიჯებით მიუახლოვდა, თითქოს მისი მეორე მე ოთახის კარს მიღმა დატოვა. მისი სული თეთრი და შავი ნაწილებისგან შესდგებოდა. ორი ადამიანი ცხოვრობდა მასში. თითები კლავიშებს შეეხო, თითქოს მისგან წამოსული მუხტები შეიგრძნო, რაც დაკვირსკენ უბიძგებდა. მთელი გულით დაიწყო დაკვრა, თითქოს მთელი სხეულით გრძნობდა მუსიკას. თითქოს მუსიკით განვლილი დღის ჩამორეცხვას ცდილობდა. რა იყო მისთვის ცხოვრება ?! - ტანჯვა, სიცოცხლისთვის, გადარჩენითვის ბრძოლა. ხშირად ცხოვრება მუხლებზე სცემდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ფეხზე დგებოდა. არაფერს და არავის აძლევდა მისი განადგურების უფლებას. ცხოველური ჟინით უკრავდა, თითქოს სხეულის ნაწილების მოგლიჯვას და მასში ჩადებას ცდილობდა. მუდამ სჯეროდა რომ არ იყო ცუდი ადამიანი, არაფერს ნანობდა, მეორე სიცოცხლესაც ასე გაანლევდა. სწამდა რომ გამოჩნდებოდა ისეთი ადამიანი ვინც გაუგებდა, მის ჩამპალ სულს შეიყვარებდა. მის გულში შეძლებდა ჩახედვას და ამოცნობას. ყოველი დღის დასასრულს, ის იყო ვინც რეალობაში. ერთი ვისკი და როიალი კურნავდა მის სულს. ქალბატონი თინათინისთვის რომ გეკითხათ ყველაზე ძალიან რა გიყვარსო გიპასუხებდათ - ორი რამ ,,საყვარელი ძამიკო” და ,, ძილი “ -ო. უყვარს მაგრამ ყოველთვის საყვარელი ძამიკო ურღვევს ძილს, უფანტავს ტკბილ სიზმრებს. პატარაობიდნ მოყოლებული უჭირდა დილის ძილისგან თავის დაღწევა, მარო ბებო რომ არა ყველგან დააგვიანდებოდა. მართალია მარო ბებო მათთან აღარ ცხოვრობს, მაგრამ მის მაგივრობას ვაჟიკო უწევდა. საძინებლის კარები ხმაურით იხსნება და მამაკაცი საწოლთან ახლოს მიდის. - ხანძააარიიიაა.. ხაამძარიიი.. თაავს უშველეეეთ.. - მთელი ხმით დასჭექა ამაღლობელმა. - რაა... საად ?! როდიის ?! - დაფეთებული ლოგინიდან ძირს ებერტყება. შეშინებული, ძილით გაბრუებული იყურება აქეთ-იქით. - ადექი სამსახურში დაგაგვიანდება .. - მშვიდად ეუბნება ვითომც არაფერიო და ოთახს ტოვებს, სანამ თავში რამე მოხვდება. - იდიოოოტოოო.. რეგვეენოოოო.. - გამოფხიზლებული ხმამაღლა ღრიალებს. - ვაიმე ხეელიი.. ჩემი ფუმფულა საჯდომი. - კრუსუნებს და ფეხზე წამოდგომას ცდილობს. - გაგანადგურებ.. - შუბლ შეკრული ბუზღუნებს. სააბაზანოში ინაცვლებს, შხაპს იღებს და ოთახში ბრუნდება. კარადის კარებს ხსნის და ფიქრობს რა ჩაიცვას. გარეთ წვიმს, მაგრამ არ აშინებს. ყვავილებიან მუხლებამდე გაშლილ კაბას იღებს და იცმევს. ფეხზე თეთრი ბალეკები მოირგო. სარკეს წინ ტრიალებს და საკუთარი თავით კმაყოფილი იღიმის. გრძელ, შავ ზურმუხტის ფერ თმებს, ცხენის კუდივით იკრავს. მკრთალ მაკიაჟს იკეთებს, ყვავილების სურნელს იპკურებს. კიბეები ჩაირბინა და სამზარეულოში შევიდა. - დილა მშვიდობისა, ჩემო საყვარელო და ერთადერთო ძამიკო. - მიდის და ლოყაზე კოცნის. - რა ჩაიფიქრე ?! - ეცინება დის საქციელზე. - არაფერი, უბრალოდ შენ მყავხარ მარტო. ჩემთვის დედაც ხარ და მამაც, ძალიან მიყვარხარ. - მშობლების გახსენებისას სახე მოეღუშა, მაგრამ წამებში გაებადრა სახე. - მეც მიყვარხარ, მაგრამ მაინც ეჭვები მაქვს შენს ასეთ დატკბობაზე. - ეჭვისთვალით უყურებდა. - როგორ შემიძლია რამე გავაკეთო, როცა ასეთი სადილი მომიმზადე. - თვალების ფახულით ეუბნება. - ყავას დალევ? - კი, დავლევ, ოღონდ უნალექოს. - კარგი, ახლავე მოვამზადებ. - ყავას ამზადებს და ფიქრობს, როგორ უფრო გემრიელი იქნება, მეტი პილპილით თუ მარილით. ნუ ბევრი რომ არ ეფიქრა ორივე ბლომად ჩაყარა. ძმას მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ტელეფონზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი. - მადლობა. - ღიმილით ეუბნენა. - დღეს მორიგე ხარ თუ ? - კი, ღამე იქ ვიქნები, თანამშრომელმა მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. - კარგი. - მაგვიანდება, ცხელია ყავა, თერმოსში ჩავასხავ და გზაში დავლევ. - ფეხზე დგება და სწრაფად აკეთებს ყველაფერს, რათა გაასწროს. მანქანის გასაღებს იღებს და კარები უნდა გააღოს, ძმის ღრიალი რომ ეწევა. - თინათიიიიინ.. მოოგკლააავ.. ფუუუ.. - 1-1 -ი .. - სიცილით იძახის და სწრაფად ტოვებს სახლს. წითელ ჯიპში ჯდება და უმალ ადგილიდან წყდება. უყვარს სიჩქარე, თან სარგებლობს, ჯარიმების გადახდა რომ არ უწევს. ძმის გამო ყველამ იცის მისი მანქანის ნომრები და არც აჩერებენ ხოლმე. რათქმაუნდა ზღვას არასდროს გადასულა. როგორც საკუთარ სიცოცხლეს უფრთხილდება, ისე სხვის სიცოცხლეს არ ჩააგდებს საფრთხეში. - გისმენ თაკოო.. - ეღიმება მეგობრის ხმის გაგონებისას. - მისმენ ?! სად ჯანდაბაში გაქვს გოგო ტელეფონი ?! გუშინდელიდან გირეკავ. - კარგი, დაწყნარდი. - მეგობრის სახე რომ წარმოიდგინა, ხმამაღლა გაეცინა. - დამიჯდა და გვიან შევამჩნიე. - დამცინი კიდეც ?! - უფრო გაბრაზდა ჯაყელების ქალიშვილი. - არსად დამენახო, თორემ ჩემი ხელით მოგკლავ. - გაბრაზებულმა ამოიბურტყუნა და ტელეფონი გათიშა. - ოჰ, თამუსია, თამუსია.. რა შემოგირიგებს.. დღეს ყველა როგორ მემუქრება. - სიცილით იძახის და სადგომზე აჩერებს მანქანას. წინასწარ გლოვობდა საკუთარ თავს, დღეს ბლომად პაციენტები ეყოლებოდა, მას მოუწევდა თანამშრომლის ოპერაციების გაკეთებაც. მართალია ძალიან უყვარდა თავის საქმე, მაგრამ ხან ძალიანაც ღლიდა ხოლმე. კაბინეტში შევიდა და თეთრი ხალათი მოირგო. დილით პაციენტების შემოვლა დაიწყო რეზიდენტებთან ერთად. მათ აკითხებდა ისტორიას და რჩევებსავ აძლევდა. ოპერაციები ჩაატარა, გართულებაც იყო, მაგრამ ბოლოს ყველაფერი კარგად დასრულდა.გვიან პაციენტები არ ყოლია, თითქის მთელი ღამე მშვიდად ეძინა საყვარელ დივანზე. ღამე უკვე გადასულიყო, წვიმის წვეთების ხმა არღევდა მხოლოდ სიწყნარეს. თბილისის მკვიდრებს მშვიდი ძილით ეძინათ, ზოგნი კი ახლა მიდიოდნენ სახლში სამსახურიდან დაღლილნი. ქუჩებს კი გარე განათება ანათებდათ, მათ სინათთლეს ნელ-ნელა დღის სინათლე შთანთქავდათ. ოთახი, სადაც მხოლოდ პატარა ნაჩნიკით მცირედით იყო განათებული, გამომძიებელი ამაღლობელი ჩასცქეროდა, მაგიდაზე დახვავებულ საბუთებს, მაგრამ ფიქრებით მათ მიღმა იყო. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს, მხოლოდ გარედან შემოსული წვიმის ჰარმონიული წკაპა-წკუპი არღვევს. კარებზე რამოდენიმეჯერ კაკუნს გამოჰყავს გამომძიებელი ფიქრებიდან. კარში ახალგაზრდა ოცდაექვს წლამდე ქალი გამოჩნდა, ყავის ფინჯნებით ხელში. ფინჯანი გაუწოდა მამაკაცს და შემდეგ სავარძელში ჩაეშვა. - უკვე მერამდენე ჭიქას სვავ ვაჟა ? - ღიმილით და არაფორმალურად მიმართა მეგობარს და თან უფროს. - აღარც მახსოვს.. - სიცილით უთხრა. - მაგრამ კოფეინი მეხმარება ფხიზლად ყოფნაში. - ახლა თინა აქ რომ იყოს გეტყოდა, ,, ყავა მოგკლავთ შვილო და არ გეგონოთ დაგიტირებთო” - მეგობრის გახსენებისას გაეცინა თამოს. - ისეთი გაბრაზებული ვარ მასზე, ნუ მიხსენებ. - გაბრაზებით ამოილაპარაკა, თან ამბის გახსენებისას გაეცინა. - მეც ვემუქრებიი.. ალბათ დასწრებაზეა, პირველი რომელი მივახრჩობთ. - გადაიკისკისა. - ჰო .. - მონუსხული უყურებდა მის წინ მჯდომ ქალს ამაღლობელი. - დღეს, მოსამართლე მალხაზ ამირეჯიბი რომ მოუკლიათ, გაიგეთ ?! - კი, გავიგე, ალბათ რომელიმე გაბრაზებულმა პატიმარმა მოიშორა. თან როგორც ცნობილია კორუმპირებული მოსამართლე იყო. მე სხვა მკვლელობები უფრო მაინტერესებს, ქილერი რომელიც მხოლოდ გვამებს ტოვებს. ჯერ შეცდომა არ დაუშვია.. - ჩაფიქრებულმა ამოილაპარაკა. - უშეცდომო არავინ არის ! აუცილებლად დავიჭერთ. - დარწმუნებით ამოილაპარაკა. - დაველოდები როდესაც დაუშვებს შეცდომას, მაშინ აუცილებლად შევხვდებით ! კარგი გვიანია დროა წავიდეთ, მანქანით ხარ ? - კი.. - ღიმილით მიუგო. - მაშ ხვალამდე. - ერთად დატოვეს კაბინეტი. დილით პაციენტები მოინახულა, შემცვლელს გადააბარა და კლინიკა დატოვა. სახლში მისულმა პირდაპირ აბაზანას მიაშურა. წყლის წვეთებმა მაგიური ძალა გამოავლინეს და დაღლილობა მოუხსნეს. რამოდენიმე საათი ისე გავიდა ვერც გაიგო. ენერგიით დამუხტული გამოვიდა, შორტი და მაისური ჩაიცვა და ლოგინში შეწვა. დაღლილობამ თავისი ქნა, მალე ჩაეძინა. ესეც ჩემი პირველი ისტორია ამ გვერდზე. იმედია მოგეწონებათ. იმედია ბევრი შეცდომები არ მექნება :დ მივიღებ თქვენს რჩევებს. კეთილი იყოს ამ გვერდზე ჩემი ფეხი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.