შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოპარული კოცნა (2 თავი)


24-12-2018, 16:30
ავტორი artificial
ნანახია 3 192

უნივერსიტეტში დღეები ჩვეულებრივად გადიოდა, ნელ-ნელა უფრო დავუახლოვდით გიოს და ელენას. გიო ჩვენსავით გიჟი არის, ელენა კიდე ვაფშე გასულია ამ სამყაროდან წამში ისეთ რაღაცას დააბრეხვებს ხოლმე, მაგ: ვჭამთ ტორტს და ელენა იძახის: აუ ახლა ხაში მაგრად გაასწორებდა. ჯერ ერთმანეთს ვუყურებთ ხოლმე გაკვირვებულები, მერე ელენას და რომ ვხვდებით რო სერიოზულად თქვა რასაც ქვია ვიჭაჭებით იმდენს ვიცინით.
აუდიტორიის გზას მივუყვებოდით და ვლაპარაკობდით
-ეეე მაგარი იდეა მაქვს- წამოენთო ელენა
-კუმ ფეხი გამოყო მეც აქ ვარო - დასცინა გიომ. ეს ორი ერთმანეთს სულ ეკინკლავება მაგრამ ერთმანეთი საოცრად უყვართ
-იდი ნა მორე რა - დაეჭყანა ელენა
-რა იდეაა - ჩაერთო ნატული
-ესეიგი - გაწელა პაუზა და გაბრწყინებული თვალებით გადმოგვხედა - მე ხო აგარაკი მაქვს წყნეთში, ხოდა დღეს ლექციების მერე დავაწვეთ და კვირას ღამით ჩამოვიდეთ, თან ჩემს ძმასაც გაგაცნობთ იმასაც ვეტყვი ძმაკაცები აყაროს და მაგრად გავერთობით
-აუ მე არ ვიცი წამოვალ თუ არა - წამოვიბუზღუნე მაგრამ ელენამ ისეთი მკვლელი მზერა მესროლა სერიოზულად დავშინდი - კაი წამოვალ - ხელები ავწიე დანებების ნიშნად
-ხოდაა ეგრე - ყველას გადმოგვხედა- იტოგში, დღეს შვიდზე წავიდეთ, ოღონდ რითი თქვენ მოიფიქრეთ
-ჩემი მანქანით წავიდეთ რა - წამოვენთე მე
-აუ თუ და ხარ არ გვინდა რა - ჩაერთო გიოლა - შენ ისე სწრაფად ატარებ რამეს არ მიგვაფშვნიტო, მადლობა მაგრამ მე ჩემი თავი მიყვარს და ჯერ ჩემი შთამომავალიც არ დამიტოვებია დედამიწაზე
-აუ კაი რა გიოლ რეებს ბოდიალობ - გამეცინა გიოს ლაპარაკზე - მოკლედ, დღეს შვიდზე გამოგივლით და მეტი არ მინდა მომზადებულები არ დამხვდეთ თორე ხოიცი ლოდინს არ დაგიწყებთ და წავალ.
კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე თუ ვის რა უნდა წაგვეღო და როგორ გაგვეტარებინა დრო. სახლში მისულმა ტანსაცმელები ჩავალაგე ჩემს ბუნჩულა მშობლებს ფული გამოვართვი, წასვლის შესახებ შევატყობინე და ჩავიცვი. ამჯერად შინდისფერი ძალიან მოტკეცილი ტყავის ელასტიკი მეცვა, ზევიდან თეთრი ჰუდი და ფეხზე fila-ს თეთრი ბოტასები. მანქანის გასაღები ავიღე, მშობლები გადავკოცნე, მეგობრებს გავუარე და ერთად დავადექით წყნეთის გზას, გზაში მთელი მანქანა თავზე დავიმხეთ, ბოლო ხმაზე გვქონდა vini vici-ს რემიქსები ჩართული, მომენტებში გიოსაც ვაშინდებდი მკვეთრი სიჩქარის მატებით და ცალკე მაგაზე ვხალისობდით (რა ვქნა სისწრაფე და ტარება სიგიჟემდე მიყვარს, როგორც კი 17 წლის გავხდი მაშინვე პრავა ავღე). წყნეთშიც მალევე ჩავედით. როგორც კი, მანქანა ეზოში შევაყენე გაჩერებაც არ მაცადა ისე გადმოხტა გიოლა ავტომობილიდან მიწაზე დაიჩოქა და ხელები ზეცაში ააპყრო
-აქმდე ხომ მწამდა ღმერთო შენი და ახლა უფრო მჯერა რომ მართლა არსებობ - თან ჯვარს კოცნიდა - მადლობა ღმერთო რომ გადამარჩინე.
ამაზე მე და გოგოები ვიფხრიწებოდით და მიწაზე ვგორავდით უკვე იმდენი ვიცნით
-რა გინდა გიო ძაან კარგადაც ვატარებ-სიცილისგან გულ შეწუხებულმა მძლივს ვუთხარი და წამოდგომა ვცადე.
-არ ატარებ გოგო ცუდად პირიქით კარგად ატარებ მაგრამ ძაან სწრაფად დაგყავს- გამომესარჩლა ნატა
-აუჰ კაით რა ნუ აბუქებთ 130-ს არ ამიცილებია - უდარდელად ჩავილაპარაკე და მუხლების დაბერტყვა დავიწყე
-მერე 130 ცოტაა შე შეშლილო - გადმომყვირა გიომ სასოწარკვეთილი სახით.
-აუ რა მშიშრები ხართ რაა, ამის მერე მეხვეწეთ მანქანაში რო ჩაგისვათ - თავ აწეულმა წამოვიბრტყუნე
-მე შენთან ვარ ნოკოლლ - ხელი გადმომხვია ელენამ - ჩემი ძმის ხელში სისწრაფის ნამდვილად არ მეშინია - თვალი ჩამიკრა და წაიღიღინა - "წამოდი მომენდე ერთად ვიაროთ" -
-"მზეო ამოდი" - ეს სიმღერა მეც მიყვრას, მართალია აცდენილად მაგრამ მაინც ავყევი (სხვათაშორის კარგი ხმა მაქვს)
-"ამოანათე"- გააგრძელა ნატულამ
-"მზეო ნუ დაგვწვავ" - ჩაგვერთო გიო
-"მზეო გაგვათფე"- მთელი ემოციით წავიმღერე
-გაგვათფე არა გაგვათბე - მომესმა მკაცრი ბარიტონი.
მეც გავიხედე ხმის მიმართულებით და კარებში მდგარი ჩემი კოცნის ქურდი რომ დავლანდე ლამის გულმა ჩხერი მიყო
-შენ?! - გაოცებულმა წარმოვთქვი - ვიცი რომ გამათბეა შენი შესწორება არ მჭირდება- დავუსერიოზულე ხმა და ახლა უკვე ელენას გადავხედე - ამას აქ რა უნდა? - თითის გაშვერით ბიჭზე მივანიშნე.
-თქვენ რა იცნობთ ერთმანეთს? - ორივეს გადმოგვხედა - ეს ჩემი ძმაა გაბი- ცალ წარბ აწეულმა კითხვა ნარევი ტონით მითხრა
-შენთვის გაბრიელი - ირონიით მომმართა
-აუ მე წავედი კარგი აბა ჰეთ - უცებ შევტრიალდი და ვითომც აქ არაფერიო ისე გავეშურე მანქანისკენ მაგრამ ვინ მაცდიდა
-ამან თავი რამეს ხო არ მიარტყა - გადახედა ბავშვებს ნატამ- გოგო გაჩერდი სად მიდიხარ მოდი აქ - სიცილით გადმომძახა, მიხვდა გაბრიელი ვინ იყო და ეშმაკურად აჟუჟუნებდა თვალებს.
მეც მივბრუნდი და სრული იგნორი გავუკეთე გაბრიელს რომელიც ჩემს მეგობრებს ეცნობოდნენ. სახლი საკმაოდ დიდი და მყუდრო აღმოჩნდა. შიგნით შესვლისას სამი ბიჭი დაგვხვდა გაბრიელის ძმაკაცები, სამივე ერთმანეთზე უკეთესი მაგრამ ჩემი ზევსი კაცი სამივე ძმაკაცს ჯობდა.
-ბიჭებო- პარკები დაყარა ელენამ და სამივეს მიახტა- ასე უნდა დამივიწყოთ?-ნაწყენმა ამოილაპარაკა- თქვენგან ამას არ ველოდი
-კაი რა ელენჩიკ არ გრცხვენია - გაიჟღერა ქერა ხუჭუჭთმიანის ხმამ - შენ როგორ დაგივიწყებთ- იმის ნიშნად რომ ყველა ქერას აზრს ეთანხმებოდა თავები დააქნიეს დაახლა ჩევნ მოგვიბრუნდნენ
-ელენჩიკ არ გაგვაცნობ ბავშვებს- გამოეპასუხა შავ თმიანი და ყავისფერთვალება ბიჭი რომელიც ჩვენს ნატულას ისე უყურებდა პირდაპირი მნიშვნელობით თვალებით ჭამდა.
-გამარჯობა - გამოვეყავი მეგობრებს- მე ნიკოლი თქვენ? -სამივეს გავუღიმე
-მე ერეკლე ვარ - მითხრა ქერა ხუჭუჭამ
-ნიკა - გამეკრიჭა თავხოტორა მაგრამ ულამზეს ლურჯთვალება ბიჭი
-მე ათონასე - გამომეხმაურა ყავისფერ თვალება - მეგობრები ანთის მეძახიან და შენც შეგიძლია ასე მომმართო- ისევ ნატას თვალიერება დაიწყო - თქვენს დაქალს რა ქვია არ მეტყვით?
-ამათი დაქალი წინ გიდგას და შეგიძლია პირდაპირ კითხო - ნიშნის მოგებით გადახედა ანთის და ბიჭებს გაეკრიჭა- მე ნატა სასიამოვნოა
-მეც აქ ვარ - გამოგვეხმაურა გიორგი
-კუმ ფეხი გამოყო მეც აქ ვარო - ენა გამოუყო გიორგის და ცოტა ხნის წინანდი ნათქვამი ფრაზა ნიშნის მოგებით გაუმეორე
-შე*ჩემა გიცნობთ შენ და გვაცადე ახლა გოგოებსი გაცნობა - ნიკა მივიდა გიოსთან და რასაც ქვია იღლიაში ამოიდო
-გაცნობას მერეც მოასწრებთ დავლაგდეთ ახლა - სერიოზული სიფათით გადმოგვხედა გაბიმ რომელიც აქამდე ჩუმად იყო
-რაუჟმურია. ეს მართლაშენი ძმაა?- გადავხედე მუდამ მხიარულ ელენას რომელსაც ჩემს კითხვაზე სიცილი დაეწყო
-კი კი ჩემი ძმაა - სიცილით მითხრა
-დარწმუნებული ხარ? იქნებ შსს-ს აგენტია და თქვენს ოჯახში შემოაპარეს? - მაინც არ ვეშვებოდი ელენას რომელიც ჩემს სერიოზულ სახეზე უფრო და უფრო ხმამღლა იცინოდა.
-დაგარწმუნებ როცა მაგ ენას ამოგაცლი- შემიღრინა გაბიმ
-რაიყო შენ ყურები გაქვს თუ სასმენი აპარატი- გაოცებულმა გადავხედე- ნელა იყავი ხელი არ გეტკინოს- ლ სპეციალურად ჩავარტყი და ნაგლურად გავუღიმე.
ჩემს პასუხზე ბავშვებმა სიცილი დაიწყეს, ბოლოს ყველა დავბინავდით და უკვე თერთმეტი ხდებოდა მისაღებში რომ შევიკრიბეთ. ჯერ ვჭამეთ მერე გოგოებმა სუფრის ალაგება დავიწყეთ, ბიჭები ამ დროს მისაღებში იჯდნენ და რაღაც თემაზე გაცხარებით საუბრობდნენ, ჩვენც მალევე მოვრჩით ალაგებას და ბიჭებს შევუერთდით.
-რაზე საუბრობთ- ნიკაზე მიხუტებულმა დაუსვა ელენამ ბიჭებს კითხვა
-ყველა გოგო მანქანას ცუდად მართავსო გვიმტკიცებენ გაბი და ანთი. მე, ნიკა და გიორგა კიდე ვუმტკიცებთ რომ არ არის ეგ სტერეოტიპი სიმართლე-მოკლედ მოახსენა ნიკამ ელენას
-დარწმუნებული ხარ რომ ყველა გოგო ცუდად მართავს ავტომობილს- სავარძელში კარგად მოვეწყვე და გაბრიელს გადავხედე.
-კი და რა არის რომ? - ირონიულად მიპასუხა გაბიმ
-ეჰ მეცოდები - თვალებიდან არარსებული ცრემლი მოვიწმინდე - ამდენი ხანი სიცრუეში გიცხოვრია
-ეს რატო ტლიკინებს ამდენს - გადახედა გაბიმ თავის დას
-იმიტომ ძმაო რომ თვალ წინ გიზის ამ სტერეოტიპის დამსხვრევი გოგონა რომელიც, შენსანიშნავად და რასაც ქვია the დონეზე ატარებს მანქანსა - წარმოთქვა ელენამ და მეც შექებით გათამამებული გავიბღინძე.
-ვერ დავიჯერებ რომ ეს მანქანას კარგად მართავს - დამცინავად გამოიშვირა თითი ჩემსკენ
-აქვე და ამ წამს თანახმა ხარ? ნუ რათქმაუნდა თუ არ გეშინია - ირონიულად მივმართე გაბის რომელიც გაღიზიანდა ჩემს პასუხზე
-რატომაც არა - წამოენთო
-აუ კაით რა საშიშია- გადმოგვხედა ნატამ, და კნუტის თვალები მომანათა
-ნუ გეშინია ნატული ღამის ორი საათია და ცარიელი იქნება ტრასა - დაქალის დამშვიდება ვცადე - თან აშკარად ჭირდება ვიღაცას გაკვეთილი - გაბრიელს გადავხედე - მზად ხარ იგემო დამარცხება?
-შენს ადგილას ასეთი თავდაჯერებული არ ვიქნებოდი - გამომეხმაურა ანთი რომელიც აშკარად ძმაკაცის მხარეს იყო
-ესენი ამას მე მეუბნებიან - გაოცებულმა გადავხედე ბავშვებს
-აუ ნიკოლ გთხოვ დაინდე ცოდოა - გამიღიმა ნატამ და გაბრიელზე მიმანიშნა რომელიც განრისხებული და დამცირებული მელოდა კარში.
-აქ სანახაობა აიწევა დედა შვილს კი არა ვერავინ ვერავის ვერ აიყვანს ხელში- გადაიკისკისა ელენამ
-ხო ვიძახდი პოპკორნი უნდა წამოვიღოთთქო მაგრამ ვინ დამიჯერა - დანანებით ჩაილაპარაკა ნიკამ და ელენას სიცილში მხარი აუბა
-მზად ხარ წაგებისთვის - გადმომხედა გაბიმ
-ეჰ მეცოდები ასეთ ახალგაზრდას მწარე წაგება რომ გაგემო მაგრამ რა ვქნა შენ გამომიწვიე - ჩემი მანქანის გასაღებს დავწვდი და ბავშვებთან ერთად გავედი კარებში.
ორივე ჩვენ ჩვენს მანქანებში მოვთავსდით, ძრავა ჩავრთეთ და ნატულის დაველოდეთ რომელსაც "მანდილი" უნდა აეფრიალებინა.
ჩემმა მანქანამ ისეთი ხმა გამოსცა თოთქოს ოპონენტს წინასწარ დასცინოდა წაგების გამო, ორმა გამწარებულმა ადამიანმა ერთმანეთს შევხედეთ, მე მუსიკას ბოლომდე ავუწიე ირონიული ღიმილი ვაჩუქე გაბის და როგორც კი ნატამ "მანდილი" რბოლის დაწყების ნიშნად ძირს დაუშვა ელვის სისწრაფით მოვწყდი ჩემს ადგილს
-ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო - საკუთარ თავს ჩავულაპარაკე და მოწონააღმდეგეს ისეთი სისწრაფით ჩავუქროლე ეჭვი მაქვს თავისი 4მმ თმა ავუწეწე



№2  offline წევრი artificial

მარტო სახლში
dzaan magaria yochag

მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ვგიჟდები გიჟ მძღოლებზეეეე :დ ასე განაგრძე... და ძაააალიან მინდა გოგომ მოიგოს აი მართლა ძალიაან <3

 


№4  offline წევრი artificial

ანი ანი
ვგიჟდები გიჟ მძღოლებზეეეე :დ ასე განაგრძე... და ძაააალიან მინდა გოგომ მოიგოს აი მართლა ძალიაან <3

გოგო ისეთი გიჟი გვყავს მოგებას არ დაუთმობს გაბის ❤️

 


№5  offline წევრი Niniko11

აუუ ძაან მაგარიააა მაგრამ შემდეგ თავსს როდის დადეებ ვეღარ ვითბეენ

 


№6  offline წევრი artificial

Niniko11
აუუ ძაან მაგარიააა მაგრამ შემდეგ თავსს როდის დადეებ ვეღარ ვითბეენ

დღესვე დავდებ ოღონდ ცოტა მოგვიანებით უნდა გადავხედო დაა.. მიხარია რომ მოგეწონა❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent