შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

cry baby (სრულად, ნაწილი 1)


28-12-2018, 02:21
ნანახია 6 693

მზეზე არხეინად ვწევართ მე და ლილე, სკოლის ეზოში მწვანე ბალახზე წამოკოტრიალებულები და მზეს ვუყურებთ. მართალია, თვალს გვჭრის, მაგრამ მაინც ლამაზია. როცა დიდი ხნით უყურებ, მერე ნამდვილად არჩევ მის კონტურებსა და სიმრგვალეს, იმასაც, თუ როგორი ყვითელი და ლამაზია. როგორ განათებს ქერა წამწამებსა და ოქროსფერ თმაზე.
-რა გაკვეთილი გვაქვს ახლა?-მეკითხება ლილე და თავს ჩემკენ აბრუნებს.
-ქიმია-ვპასუხობ უკმაყოფილო ხმით და მისი ოხვრაც სწვდება ჩემს ყურებს. ვიცი, რომ მასაც ჩემსავით ეძიძღება ეს საგანი.
-ქიმიაში ახალი მასწი გვყავს-მაცნობს ასევე უემოციო სახითა და ხმით. ეტყობა, არც ეს ახარებს.
-შენ რა იცი?
-ძველი წავიდა. ალბათ, ბავშვებს ვერ გაუძლო.
-რა გაძლება ჩვენ გვინდა-მხრებს ვიჩეჩ და ვდგები-გაძლება აქეთ იკითხოს, ასეთ იდიოტურ საგანს რომ გვასწავლიან უფრო იდიოტური წიგნებით.
ცოტა ხანში, სკოლაში შევდივართ და ვხვდებით, რომ დიდი დასვენება უკვე დამთავრებულა, რადგან ყველა კლასშია გადანაწილებული და დერეფანში ჩვენსავით არც ერთი ბავშვი არ დაბოდიალობს.
-წამო, დროზე-ხელს მავლებს მკლავში და ჩუმად მივრბივართ, რომ ჩვენი ფეხსაცმლის ექო არავინ გაიგოს. ქურდებივით მივიპარებით დერეფანში ქიმიის კაბინეტამდე. მერე კი, იქ ვყოვნდებით, სანამ არ გადავწყვეტთ, პირველი რომელი შევიდეს.
-კარგი ჰო-ვაჩუმებ-ორივე შევიდეთ, თუ შევეტევით, ხომ ხედავ, რა ფართო კარია.
სხვა გზა არ აქვს და მთანხმდება. კარს ვაღებთ და დახრილი მზერით შევვდივართ ორივე. კართან ვჩერდებით, ვაიდა ეს ახალი მმასწი წინაზე უარესი იყოს და დაგვიანების გამო ჩვენი გაკვეთილზე დაშვება არ მოინდომოს?!
-გოგოებო?-ბოხი ხმა მესმის და თავს ვერ ვიკავებ, რომ მზერა არ ავწიო და ჩემს წინ მდგარ, სრულქმნილ უცნობს არ მივაჩერდე ფართოდ გახელილი თვალებით.
-თქვენ ვინ ხართ?-კვლავ უკონტროლოდ მცდება ბაგიდან დაუგეგმავი სიტყვები და თვალებში მივჩერებივარ ნაცრისფერ თვალებს.
-მე ვინ ვარ?-იღიმის ტუჩის კუთხეში , ცოტა არ იყოს, ირონიულად და წარბს მაღლა წევს.-შენი აზრით?
ვფიქრობ, ვფიქრობ და მერე ვხვდები!
-ააა-წამოვიძახებ და მის ყურადღებასაც ხელახლა ვიპყრობ-ქიმიის მასწავლებელი არა?
უხმოდ მიმზერს და თვალებში ვერაფერს ვატყობ, რისი თქმა სურს, ამიტომ თავად ვაგრძელებ:
-აბა, სხვა ვინ უნდა იყოთ...
-საკმარისია-მაწყვეტინებს ცივად და ცარიელ სკამებზე მიმითითებს.-შეგიძლიათ დაბრძანდეთ, გაცნობა უკვე დავამთავრეთ. თქვენი სახელები მითხარით.
-თინათინი-ვპასუხობ სხაპასხუპით და იდაყვებში თავს ვდებ, რომ უკეთ შევძლო მისი დათვალიერება. ცისფერი პერანგი მკლავებზე მოდურად აუკეცავს და დაკუნთულ ხელებს აჩენს. პერანგის ქვეშაც ვატყობ, როგორი დაკუნთული პრესი და სრულყოფილი, სწორი მხრები აქვს. ჯინსის შარვალი კი წელზე ქამრით შეუკრავს და მის მაღალ ფეხებს სწორად ეხამება. აჩეჩილ წაბლისფერ თმას ისეთი ელფერი აქვს, თითქოს სარეკლამო გადაღებიდან ესესაა მოხსნეს და გაკვეეთილის ჩასატარებლად კლასში შემოაგდესო. მოზრდილი, აჩეჩილი თმა უბზინავს და მგონია, ჩემს ქერა თმაზე უკეთესია, უფრო ბზინვარე და თვალისმომჭრელი. როცა ვატყობ, რომ ისიც მე მიყურებს, თანაც გამჭოლი მზერით, თითქოს ნაკვთებიც გამკაცრებია და თვალებით მანიშნებს-ამის დრო არააო. აშკარად უნდა, წიგნს ჩავხედო და ქიმია ვისწავლო. თუმცა, ძვირფასო და სიმპატიურო მასწ, როგორ გამოვამჟღავნო ჩემი ცოდნა, როცა არაფერი ვიცი ამ საგანში?
-იმაზე ვლაპარაკობდი, რომ ვისაც ჩემი საგანი გიჭირთ, თავიდანვე უნდა ვიცოდე. ხელი აწიეთ, ვინც რაღაცას მაინც იგებთ.
კლასში ნახევარზე მეტი ხელს იწევს. ვრჩებით რამდენიმე ბავშვი.
-საკმარისია. ახლა, მათ ასწიეთ ხელები, ვინც მასალის ნახევარს ვერ იგებთ.-კლასს ათვალიერებს. ხელს დანარჩენი ბავშვების 80% იწევს.
ვრჩებით მე და სამი ბავშვი.
-ისინი, ვინც ვერაფერს იგებენ-აცხადებს შემდეგ და გვათვალიერებს. ხელს სასწრაფოდ ვიწევ და არ მერიდება მასთან თვალებით კონტაქტი.
-აჰა, გასაგებია-ამბობს და გვანიშნებს, ხელები ჩამოვწიოთ. მერე ისევ თავის მაგიდისკენ მიდის და ხელით ეყრდნობა. კლასს გვიყურებს. მზერას ორი წამით ჩემზეც აჩერებს, ისევე უემოციოდ, როგორც ორი წუთის წინ.
-ვისაც ქიმია უჭირს, შეუძლია ყველაფერი მკითხოს, რაც არ ესმის. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ ჩემს კლასში ვინმეს დაბალი ნიშანი გამოჰყვეს იმის გამო, რომ საგანი არ იცის. ამიტომ, ყველა ისწავლის, აბსოლუტურად ყველა. მოგიწევთ, გაიგოთ და გაითავისოთ. არც ის დაგავიწყდეთ, რომ წლის ბოლოს გამოცდა გაქვთ.
წყნარად ვუსმენ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლაპარაკის სურვილი გამქრობია მისი საუბრის მსმენელს, ლილეც კი ყურადღებით უსმენს და ხმას არ იღებს. ეს რა ჯადოა? სავარაუდოდ, ღმერთმა გამოგვიგზავნა სასჯელად ან პირიქით, მფარველ ანგელოზად.
ზარი ისე ირეკება, ვერც კი ვატყობ , გაკვეთილი რა მალე გასულა. არადა, ქიმია ყოველთვის უაზროდ იწელებოდა ხოლმე. დიდი ხანი ფიქრი და მსჯელობა სულ არ მჭირდება, რატომ გავიდა ასე მალე დრო. მასწს კიდევ ერთხელ ვუშტერებ დაკვირვებულ, გამჭოლ მზერას და მერხიდან ვდგები. რამდენიმე გოგო მეგებება და თითქმის ერთად ლაპარაკობენ:
-თქვენც დაინახეთ, როგორი მაგარ ტელეფონი აქვს?-ერთ-ერთი, საკუთარ განცდებბშია, მოოცნებე თვალებით ლაპარაკობს საკუთარ სამყაროში ჩაკეტილი.
-აუ, რათვალები აქვს-თავი გააქნია ევამ და კიდევ ერთხელ გახედავს მოშორებით მდგომს.
-ჰო, ჰასკივით ცისფერი-ვუდასტურებ სიცილით და მერხზე ვჯდები.-რა ჰქვია, ვერ გავიგე?
-ერეკლე-ჩურჩულებს თეკლა და ჩუმად, თავისთვის კისკისებს.-ნახეთ, რა დაკუნთულია, ნეტავ დღეში რამდენ საათს ვარჯიშობს?
-ალბათ, ძილშიც ვარჯიშობს-დამცინავად ვპასუხობ და სანამ სხვა გაკვეთილზე დავიგვიანებდეთ, მერხიდან ვხტები.-არ მოდიხართ?
თვალს საბოლოოდ ვაყოლებ ერეკლეს და ვამჩნევ, ჩვენი მზერა ერთმანეთს შეუმჩნევლად კვეთს. კარში გასვლის წინ, დარწმუნებული ვარ, მიყურებს. ჰაჰ, როგორ შარში ხარ თინათინ, შენ ვერც კი წარმოგიდგენია.

-ისწავლე გაკვეთილები?-ჩემს ოთახში თავს ყოფს დედაჩემი და უკვე ვიცი, რაც უნდა-თუ უკვე ისწავლე, წამოდი, ვახშამი მზად არის.
-არ მშია დედა-ვპასუხობ და თვალებს ვატრიალებ. არამგონია, ასე ადვილად მომეშვას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მხოლოდ მრების აჩეჩვით შემოიფარგლება და თავს მანებებს.
-რა დღეა ასეთი?-ჩემთვის ვლაპარაკობ და სამეცადინოებს ვუბრუნდები. უკვე რვა საათი გამხდარა და ქუჩებიც დაბნელებულია, მე კი გაკვეთილების სწავლას მოვრჩი და აღარ ვიცი რა ვაკეთო. ცოტა ხანში, საწოლზე წამოწოლილი, ტელეფონს ვიღებ და ლილეს ვურეკავ:
-რაო ჩიტო, მოიწყინე უჩემოდ, არა?-მხიარული შეძახილით მპასუხობს.
-ჰო, უშენოდ აღარ ვვარგივარ, ხომ ხედავ. არ გინდა გამომიარო? გავერთობით ცოტა.
-გოგო- საქმიანი ხმით იწყებს-მარტო ვარ მე. გამო შენ და მე მანამდე ბატიბუტს მოვხალავ, რომ რამე ფილმს ვუყუროთ მერე ერთად.
-კაი, კაი.-საწოლიდან წამომდგარი, შორტების გამოუცვლელად ვისხავ ნაქსოვ, მუხლებამდე ჟაკეტს და ოთახიდან სამზარეულოში გავდივარ-დედაა, ლილესთან მივდივარ. ტელეფონი თან მიმაქვს და არ ინერვიულო.
-თბილად ჩაიცვი, ცივა გარეთ-მეძახის, მაგრამ სახლიდან შეუმჩნევლად ვიძურწები, სანამ შიშველი მუხლებით დამინახავდნენ.
ლამპიონებით განათებულ ქუჩაში ღიღინით მივდივარ და ყურადღებას არ ვაქცევ ირგვლივ გამეფებულ საეჭვო სიჩუმეს. ჩემს ქუჩას რომ ვცდები, მერე ოდნავ მიპყრობს სიბნელის და სიუცხოვის შიში, თანაც მარტო ვარ.
-რაც მთავარია, მოხერხებული ფეხსაცმელი მაცვია-ჩემს სუპერკეტებს ვუყურებ და ყოველი შემთხვევისთვის, გასაქცევად უკვე მზად ვარ. თუმცა, ირგვლივ საშიში არაფერია. ჩემი ტელეფონი რეკავს და ნომერს ვუყურებ:
-რომელი ხარ?-ყურმილში ამ სიტყვებით ვიწყებ საუბარს და გზაზე ვჩერდები. ტელეფონში არაფერი ისმის, მხოლოდ ვვიღაცის სუნთქვის ხმა, რაც უარესად მაშინებს და მგონია, საიდანღაც მონსტრი ან მანიაკი გამოხტება, რომელიც მხოლოდ ჩემს შეშინებას კი არა, მოკვლასაც ცდილობს.
-პასუხი გამეცი-აღელვებული ხმით ჩავძახი ტელეფონში, მაგრამ კვლავ ჩუმადაა-იცოდე, თუ ჩემს შესაშინებლად აკეთებ ამას, ძალიან გავბრაზდები.
ნობერი ითიშება და ტელეფონს შეშლილი სახით დავყურებ, ვფიქრობ, რა ხდება, მაგრამ ვერ გამიგია. იქნებ ვინმე ნაცნობმა დარეკა ჩემს შესაშინებლად?
ტროტუარს ნელა და ფრთხილი მზერით მივუყვები. უკვე ეჭვი მაქვს, საიდანღაც ქურდი ან მკვლელი არ გამოხტეს. თუმცა, მე რა მაქვს გასაქურდი...
ლილეს სახლამდე რომ მშვიდობიანად მივდივარ, გულში ნაწილობრივ მიხარია, ნაწილობრივ კი სადარბაზოში შესვლის მეშინია, იქ არ დამხვდეს რამე საშინელება.
-ლილე, ძაან გთხოვ, ჩამო რა, შენი სახლის წინ ვარ-ტელეფონში ვევედრები და ისიც მაშინვე მთანხმდება, ჩემი შეშინებული და დაძაბული ხმა რომ ესმის.
-რა მოხდა თინ?-ჩემკენ სწრაფად მოდის ჩუსტებითა და მოკლე კაბით და მეხუტება.-გზაში რამე მოხდა? ვინმე მანიაკი ხომ არ შემოგხვდა და შეგაშინა?
-კი არ შემხვდა, დამირეკა ლილე. და ნამდვილად ძალიან შემაშინა, უნამუსო!
-რა უნდოდა?
-არაფერი უთქვამს. მარტო მისი სუნთქვა მესმოდა, ხმა არ გაუცია.
-რა უცნაურია...-ჩუმად, თავისთვის ლაპარაკობს და ერთად ავდივართ კიბეზე. სახლი ცარიელი მხვდება, როგორც ლილემ მითხრა, არც მისი ძმაა იქ და არც მშობლები. უფროსი ძმა რომ გასულია, შვებით ვსუნთქავ, ეს იმას ნიშნავს, რომ წამებას გადავურჩი.
-მოხალე ბატიბუტი თუ მომატყუე, რომ აქ მოგეყვანე?-ვიცინი და ჟაკეტს ვიხდი.
-არ დამიჯერებ-დამნაშავის თვალებით მიყურებს და სამზარეულოში შევდივართ-დამეფანტა.
-რას ამბობ ლილე, როგორ არ დაგიჯერებ-დავცინი და ძირს მიმოფანტულ ბატიბუტს ვკრეფ.-სულ არაა ძნელი დასაჯერებელი.
-ოოფ კაი ახლა...
მალე დიდი ეკრანის წინ ვსხდებით და ფილმის ყურებას ინტერესით ვიწყებთ, სანამ ფილმის მეორე ნახევრის ყურებისას ორივეს ტკბილად არ გვეძინება ბატიბუტიან ჯამს ჩახუტებულებს.
-ლილე, თინათინ-ბოხი, ნაცნობი ხმა ჩამესმის ყურებში, მაგრა სულ არ მინდა გამოფხიზლება.-ვის ველაპარაკები, გოგო შენ მაინც გაიღვიძე, ასე ადრე რამ დაგაძინათ?!
თვალს გაჭირვებით ვახელ და ისევ მეხუჭება.
-თინათინ, გამოფხიზლდი, ეს რა დასაძინებელი ადგილია?-თავზე ლილეს ძმა, სანდრო მადგას და უკმაყოფილო დაგვყურებს ერთმანეთზე გადახლართულებს.
-არ შემიძლია-ვზმუი-სავით და თავს რბილად ვდებ ლილეს მკლავზე.
-რა არ შეგიძლია, ადექი მალე-ხელს მაშველებს და მეც თვალს ვახელ-გაახილე თვალი და აღარ დახუჭო. იცი, ჯერ რომელი საათია?
-თორმეტი?-ვვარაუდობ.
-ათი-მპასუხობს, მაგრამ გაოცების გამოსახატავად საკმარისი ენერგია არ მაქვს.
-ლილე, ადექი ქქალო, ძმა გითხოვდება-ყურში ჩავყვირი და სანდროსგან ჩემი ხელის გამოგლეჯვას ვცდილობ-გამიშვი ბიჭო ხელი, მომწყდა მკლავი, ვერ ხედავ?
-გააღვიძე ეგეც, ყავას გავაკეთებ მე.-გადის სამზარეულოში.
-სად არის აბა ჩემი ძმა-ჩუმად ჩურჩულებს ლილე თვალის გაუხილველად.
-ცხრა მთას იქით. სად უნდა იყოს, ყავას იკეთებს.
ცოტა ხანში, კარგად გამოფხიზლებულები ვსხედვართ სამზარეულოს მაგიდის გარშემო და მე და ლილე ახალი მასწის დატოვებულ შთაბეჭდილებებს განვიხილავთ კრიტიკითა და სიცილით, სანდრო კი დაღლილი თვალებით, გატანჯული გვისმენს.
-რით ვერ დაამთავრეთ მაგ მასწავლებლის გაჭორვა. საწყალი ტიპი, ალბათ დღეს მთელი ღამე ვეღარ დაიძინებს, იმდენი ჭორეთ.
-ოჰ შენი დაცვაღა აკლდა.-პასუხობს ლილე და თავს აქნევს-ეგ ჰასკისთვალება.
ერთად ვხარხარებთ და ჩვენი დამსახურებით, მალე სანდრო საბოლოოდ გვეცლება-თქვენი თავი აღარ მაქვსო.
მალე, სანამ დედაჩემი დამირეკავდეს და წამოსვლას მომთხოვდეს, თავად ვდგები და ვემზადები.
-მე გაგაცილებ-მომყვება ლილე. სანამ სახლიდან გავიდოდეთ გრძელი ჟაკეტებით, თავისი ოთახიდან სნდრო გამოდის და გრძელ შორტებსა და მოკლემკლავიან მაისურში გვეცხადება.
-საით?-მკაცრად გვიყურებს, ეგეც მკაცრი მამიკო არ გვყავდეს!
-ატაში-ეშმაკური ღიმილით ვუცხადებ და კარს ვაღებ.
-ლილე, სად მიდიხართ, გამაგებინე!-ახლა თავის დაიკოს ეკითხება.
-თინათინს ვაცილებ, სად უნდა მივდიოდე, სანდრო, შენ რაღა დაგემართა.
-მოიცადეთ-გვაფრთხილებს და ოთახში შერბის, იქიდან კი მანქანის გასაღების თანხლებით გამოდის.-წამო, მე წაგიყვანთ. ღამეა უკვე.
ლილე მხრებს იჩეჩს და უკან კვლავ საუბრის თანხლებით მივყვებით.

დილით ისე მეზარება ადგომა, ჩემი თუთიყუში და ჭკვიანი დედაჩემი რომ არა, ქვეყყნის გულზე ვერავინ გამაღვიძებდა. საქმე აი ასეა-თავზე დედიკო და კეშა მადგანან, კეშა დაზეპირებულ სიტყვებს ხმამაღლა, ყურში ჩამძახის:
-თინათინ, როსტევანი გელოდება ტახტზე. თინათინ, როსტევანი გელოდება....
-კეშაა-ჩემი ღრიალით კედლები ზანზზარებს, მაგრამ კეშა ცალ ყურსაც არ იბერტყავს, სანამ წამომხტარს და მის მოსაკლავად მზადყმყოფს არ მხედავს. სამაგიეროდ, ახლა დედაჩემი იცავს თუთიყუშს და ჩემგან შორს მიჰყავს, თანაც თავის დასაცავი არგუმენტებიც მოჰყავს:
-აბა რა ვქნა თინა, ისე არ იღვიძებ და ეს თუთიყუშიც ხომ რაღაცაში მაინც უნდა გამოვიყენო.
-ჩემს მაღვიძარად ლელა?-მკერდზე ხელს ვიდებ და დრამატულ სცენას ვდგამ-როგორ მექცევი დედაჩემო, საკუთარ შვილს ასე როგორ უნდა უღალატოთ, რომ...
-ჰო, აბა, გააგრძელე, გისმენ-ნიშნისმოგებით გამომყურებს დედა და ელოდება, როდის მოვიფიქრებ მორიგ სისულელეს, რომელიც გამამართლებს.
-რომ ასე ადრე სკოლაში გაუშვა!
გამარჯვებული ხმით იცინის და ოთახიდან გადის. ეჰ, სხვა გზა არ მრჩება, ისევ მომიწევს ტანსაცმელი ავარჩიო და რამე ჩავიცვა, სანამ სკოლაში ისე დამიგვიანია, რომ ტანსაცმლის გარეშე გამაქციოს დედაჩემმა.
კარადიდან თეთრ საროჩკას და ტყავის მაღალწელიან ქვედაბოლოს ვხსნი. საროჩკას ისე ვიცმევ, ბიუსჰალტერისკენ არც ვიხედები, ისე მეზარება ჩაცმა და თავსაც შედარებით თავისუფლად ვგრძნობ მის გარეშე.
-მოდი, ისაუზმე-მეძახის ლელა. სამზარეულოდან ისეთი გემრიელი სუნი გამოდის, რთულია, დედაჩემის გაკეთებულ საუზმეზე ვინმემ უარი თქვას. რომ ვუფიქრდები, ვახშამს არ აქვს ხოლმე ასეთი არომატი, ესე იგი, მიგიხვდი დედაჩემო, ამას ძალით აკეთებ, რომ ჩემს ფიგურას მოვუფრთხილდე და ღამე აღარ ვჭამო.
-მოდი, მოდი-ისევ მეძახის და მაგიდასთან მიხმობს. იქ შესულს ცხელი ბლინები და ალუბლის ჯემი მხვდება მაგიდაზე.
-ვაა, ლელაჩკა, როგორ კარგად გახსოვს, რა მიყვარს-წარბაწეული ვუყურებ და ჯემს ვისმევ ბლინზე.
-რათქმაუნდა-ისიც იფერებს და გადაჯვარედინებული ხელებით ეყუდება დახლს.-მომისმინე, დღეს ალბათ დამაგვიანდება, ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი დღის ბოლოს, ხუთ საათზეა პაციენტი ჩაწერილი, სავარაუდოდ ორი ან სამი საათი გაგრძელდება . ხომ არ მოიწყენ მარტო?
-როგორ გეკადრება.-დარწმუნებული ვპასუხობ-მაგრამ, მამა სადღაა?
-ათდღიან შევულებაში წავიდა დღესს.
-კაი რა-მივჩერებივარ-სად წავიდა, ეგ მაინც მითხარით, ამ საოჯახო საქმეებს რომ მიმალავთ მთელი ცხოვრებაა..
-მილანში. სხვა ქვეყნის ჰაერი მოუხდება ისე, ხომ იცი შენ.
-რატომ, ორსულადაა?-ვხარხარებ და სასწრაფოდ ვდგები, სანამ რამე საპასუხო რეპლიკას მომაძახებდეს.
სკოლაში მისული, პირდაპირ ლილეს ვეჩეხები, კლასში შემავალს.
-ჰეი ბრო-ხელისგულებს ვურტყამთ და კლასში შევდივართ. ნახევრად სავსეა ოთახი ბავშვებით. მეთერთმეტე კლასში გასაკვირი არცაა ასეთი „ხალხმრავლობა“.
-დასხედით ბავშვებო-შემოდის ისტორია და მშვიდი ხმით მიგვითითებს სკამებზე. ეს ის მასწია, არაფერზე რომ ნერვებს არ იშლის ქვეყნის გულზე.
-რაღა ბავშვებო, ზოგ ჩვენ ტოლს ხუთი წლის შვილები ჰყავთ-ისმის ირაკლის ხმა და რამდენიმე გოგოს ხარხარი. სიცილის იმიტაციით ვიჯღანები და ვაჯავრებ.
-ჭკუა თავიდან არ გადმოგივიდეს, ფრთხილად-შედარებით ჩუმად, ჩემთვის ვლაპარაკობ, მაგრამ როგორც ჩანს, მაინც იგებს.
-ვაა, თინათინ, შენც აქ ხარ?-მისი ხმა მესმის და სახეს ვატრიალებ-მე მეგონა, სკოლა უკვე დაამთავრე.
კვლავ იცინის კლასის ნაწილი და ვერ ვხვდები, ასეთი ჩლუნგები როგორ გაეზარდნენ დედას ეს გოგოები.
-ჯანჯღავა, მუშაობას ხომ არ დაიწყებდი? ხალხის გართობა კარგად გამოგდის, ცირკში კიდევ ცხოველები სჭირდებათ, იცოდი? თუ, ახლა გაიგე და გული გაგიხარე სიახლით?-ირონიულად ვუღიმი და წიგნში ვიხედები, თუმცა ზუსტად ვიცი, წაკითხვას არ დამაცდის.
-შეწყვიტეთ-ახლა ისტორიის მასწავლებლის მონოლოგი იწყება-გაკვეთილი საბრძოლო მოედანი კი არაა. გაკვეთილი რომელმა თქვენგანმა იცის, ამდენს რომ ლაპარაკობთ?
-ენერგია ქიმიისთვის უნდა შემოგენახა-ლილე მჩურჩულებს და კისკისებს. სერიოზული სახით ვუყურებ, მაგრამ მაინც მეცინება.
-კარგი, დამაცადე გამეორება.
-შენც სხაპასხუპით არ იცოდე-მაჯავრებს ის.
ქიმიის გაკვეთილი მართლა მძიმე თემაა. მეორე გვაქვს და გვიწევს, არც ისე გამოფხიზლებული სახეებით ჩავიდეთ მეორე სართულზე, კაბინეტში, სადაც ჯერ კიდევ ვერ შევჩვეულვართ ახალი ქიმიის მასწს.
-მოდიხარ?-მეძახის ლილე.
-მოიცა, კალამი დავკარგე-კლასის კარში მდგარს ხმამაღლა ვუყვირი და ჩანთაში კალამს ვეძებ, მაგრამ ტყუილად, არსად არაა.-კარგი, აზრი არ აქვს, მორჩა ჩემი კალამი.
მასთან ერთად ჩავდივარ კაბინეტში და კვლავ დაგვიანებული შევდივარ გაკვეთილზე.
-თინათინ, ისევ დააგვიანეთ-წარბაწეული მეუბნება ერეკლე. ამჯერად ლურჯ, ტანზე გამომწვევად მომდგარ მაისურშია გამოწყობილი. ალბათ ვერ ამჩნევს, ტანსაცმელზე რომ ვაკვირდები, მაგრამ მე კი ვამჩნევ, როგორ მაკვირდება საროჩკაზე და უცებ ვხვდები, რის გამოც. ჯანდაბას ჩემი ბიუსჰალტერი, მისი მზერა ნაწილობრივ მსიამოვნებს, ნაწილობრივ კი მრცხვენია.
-იქნებ მიზეზი მითხრა?-აგრძელებს საუბარს და მზერა უკვე ჩემს თვალებზე გადმოაქვს. მისი ნაცრისფერი თვალები თითქოს მყინავს, ისე მიშტერდება მზერა მასზე, აღარ ვიცი, როგორ მოვაშორებ.
-აჰამ-ვპასუხობ შენელებული კადრივით. მზერას არც ერთი ვაშორებთ ერთმანეთს-კალამი დავკარგე ერეკ... მასწ.
მაკვირდება და მერე თავისი მერხისკენ იხრება. მაგიდიდან ლურჯ წვრილ კალამს იღებს და მაწვდის.-აიღე. იმედი მაქვს, შემდეგ გაკვეთილზე არაფერი გაიძულებს ჩემს გაკვეთილზე დაგვიანებას.
-იმედია...-ჩუმად ვლაპარაკობ და ღიმილით ვიკავებ ჩემს ადგილს. ლილე უკან მომყვება და ჩემ გვერდით ჯდება. წინა გაკვეთილის ინციდენტი სულ დამვიწყებია, მაგრამ როგორც ჩანს, ტყუილად. ჯანჯღავა უკან მიზის და ჩემს გრძელ თმას ეთამაშება. ცოტა ხანი ვუთმენ, მაგრამ ვხვდები, რომ ერეკლეს ნალაპარაკევი არაფერი მესმის უკან მკდარი ირაკლის წყალობით, ამიტომ კბიილებში გამოვცრავ სიტყვებს შეუბრუნებლად:
-ჯანჯღავა, ხელები...
-რა იყო ქერა, არ გსიამოვნებს?-უსიამოვნოდ იცინის და განაგრძობს.
-ხელები მოგტყდება ირაკლი-ვაფრთხილებ მეორედ.
-იქნებ ჯერ შენ, ოღონდ ენა.
მისკენ ვტრიალდები და ცივად ვაშტერდები:
-გეყოფა-ვუყვირი და ერეკლეც ჩუმდება. ჩვენკენ ტრიალდება, მაგრამ მის მზერას არ ვიმჩნევ, მისთვის ჯერ არ მცალია.
-არ მოგწონს ჭკვიანო?-ირონიულად მიყურებს ირაკლი.-ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ენას დაიგრძელებდი.
-იქნებ შენ გაქვს გრძელი ენა? გეფიქრა მაინც ამაზე-მივახალე.
-ქერები სულელები რომ იყვნენ გამიგია, მაგრამ ამდენად სულელი თუ აღმოჩნდებოდი, არ მეგონა.
მოთმენას აღარ ვაპირებ. ისიც უნამუსოდ მიყურებს თვალებში, ამრეზითა და დამცინავად. ნამდვილად ღირსია ის რასაც ვაკეთებ. სახეში სრულიად გააზრებულად და მთელი ძალით ვურტყამ მუშტს და ხელი მეწვის. ვატყობ, მას-ცხვირი. სისხლი წამოსვლია.
-ქაჯი ხარ.-ჩურჩულებს და ცხვირიდან წამოსულ სისხლს სალფეტკით იწმენდს. ყველა გაჩუმებულია, მაგრამ სულ არ მადარდებს მათი აზრი ჩემს სიუხეშეზე. კმაყოფილი ვარ ჩემი საქციელითა და გამბბედაობით. ეს რომ არ მექნა, გულზე არ მომეშვებოდა.
-თინათინ-ერეკლეს ხმა მესმის და წინ ვტრიალდები. თვალებში ვუყურებ მის ნაცრისფერ, დაღლილ თვალებს.-წინ გადმოდი. აი აქ.
მის მითითებულ ადგილს ვაშტერდები, წიგნებს ხელს ვკიდებ და ვდგები.
მთელი გაკვეთილი ისე გადის, რომ ერეკლე ლაპარაკობს. ვუსმენ და თვალს არვაშორებ, ის კი ხან მე მომჩერებია, ხან ირაკლის. ვითომ, ისიც ფიქრობს, რომ ქაჯი ვარ? პირველადაა, რომ სხვისი აზრი მადარდებს ჩემს ხასიათთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, ისე არ ფიქრობს,როგორც მთელი კლასი და მას მაინც აქვს ობიექტურად აზროვნების უნარი.
ზარი ირეკება და ვდგებით. ელოდება, სანამ ყველა გავა საკლასო ოთახიდან. ბოლოს, როცა მე და ლილე ვრჩებით, ჩემკენ იყურებდა და მომმართავს:
-თინათინ, შენ დარჩი.
ლილე მიყურებს. თავს ვუქნევ იმის ნიშნად, რომ გავიდეს. მიღიმის და მანიშნებს,, კლასში დაგელოდებიო.
ერეკლე წინ მიდგება და მზერას ჩემკენ ხრის. უხმოდ მიყურებს, მეც უხმოდ მივშტერებივარ და ხმას არ ვიღებ.
-ძლიერი ხელი გაქვს-მშვიდად, დაბალი ბარიტონით მეუბნება და ტუჩებს კუმავს. არ ვიოცებ, რადგან მისგან ყველაფერს მოველი. თუნდაც იმას, რომ ახლა მოვა და უხმოდ მაკოცებს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე.
-არ ვნანობ-ვპასუხობ და თვალს თვალში ვუყრი.
ეღიმება და ლოყები ეჩვრიტება.
-ვიცი, რომ არ ნანობ-მპასუხობს ჩვეული ხმით და ტუჩებზე მაშტერდება.-მაგრამ, თავის შეკავება უნდა ისწავლო.
-იმ ველურისგან?-წარბებს ვჭიმავ და ისე ვეკითხები.
-ჰო, იმ ველურისგან-მიმეორებს შედარებით მშვიდად, ბოხი, სასიამოვნო ხმით.-როგორც ახლა იკავებ თავს.
მიმიხვდა. ვხვდები, რომ მიმიხვდა. იმაშიც გამომიჭირა, რომ მისი კოცნა მინდა. არ ვიცი, ამაზე რა რეაქცია უნდა მქონდეს.
-შეიძლება წავიდე?-ვეკითხები ჩუმად.
-შეიძლება. მაგრამ, შემდეგ გაკვეთილზე ეცადე, ნაკლებად გამჭირვალე საროჩკები ჩაიცვა-მისი სიტყვების გაგონებაზე თვალებში ვუყურებ და ვხედავ, როგორი სერიოზული, მაგრამ ჟინიანი მზერა აქვს. ჯანდაბა, ახლა აუცილებლად უნდა გავეცალო, თორემ შეიძლება მასზეც ვიძალადო, ოღონდ სხვა მხრივ.
********************************************************************************************************************************************
მას შემდეგ, რაც სპორტზე ბადმინტონის ჩოგანს ბურთს მთელი ძალით ურტყამ და უკან გადმოსროლილი ჩოგანი თავში მხვდება, ახალგაზრდა ექიმთან ჩავდივარ თავის ტკივილის საფუძველზე.
-აბა, მომიყევით გოგონებო, რა მოხდა-თბილი ხმით იწყებს, მაგრამ ერთი სულ მაქვს როდის გავაწყვეტინებ ამ უაზრო მსახიობობას და მთავარ საკითხზე გადავალ:
-თავში ჩოგანი მოვირტყი-პირდაიპრ ვამბობ და როცა ისე მაშტერდება, როგორც ნამდვილ გიჟს, ცალყბად, უემოციოდ ვუღიმი-არ ნახავთ ნატკენ ადგილს, თუ პირდაპირ რეანიმაციაში გადამიყვანონ>? ალბათ, იქაც ჩემი ფეხით მომიწევს მისვლა.
-ბოდიში, ჩავფიქრდი უბრალოდ-ფეხზე დგება და ნატკენს მისინჯავს-სისხლიანი გაქვთ ტმა, ესე იგი, გაიჭრა.
ვფრუტუნებ და ლილეს ვუყურებ. მანიშნებს, ცოტა ხანი მოვითმინო და გგარეთ გავიცინო.
-დაგიმუშავებ, აქ იჯექი-ქალი თავის მაგიდასთან მიდის, უჯრიდან ბამბასა და სპირტს იღებს და მიახლოვდება.
-ლილე, უთხარი, რომ ეგ არ ქნას-ცოტა არ იყოს, დაძახული ვჩურჩულებ და გაქცევა მინდა. ვიცი, რომ სპირტიანი ბამბა სისხლიან ადგილზე ძალიან მწარე იქნება-იქნებ მიშველო, ვერ ხედავ როგორ საწყლად ვზივარ და შენს თავგანწირვას ველოდები, რომ როგორღაც უთხრა, ხელი არ მახლოს.
-ქალბატონო-ლილე დატკბილებული ხმით მიმართავს ქალს და ისიც თვალებში უყურებს ჩემს მეგობარს.-შეგიძლიათ უბრალოდ ახსნა განმარტება დაგვიწეროთ, რომ პირად ექიმთან მივიდეთ? უბრალოდ ჩემს მეგობარს ეშინია უცხო ექიმების და სხვაგან ვერაფერს ახერხებს.
გვერდში შეუმჩნევლად ვურტყამ იდაყვს.
-ჩემს დებილად გამოყვანას კი არ გტხოვდი-კბილებში ვცრი და ექიმის დასანახავად ფართოდ ვიღიმი.
-გოგოებო, სხვა შემთხვევაში ჭრილობა შეიჭრება, არ ჯობია აქვე დავამუშაო? მერე, აუცილებლად გაგიშვებთ, ნუ ნერვიულობთ...
-ღმერთო, ეს რა დავაშავე-მაღლა ვიყურები და ლამისაა ვიტირო, კარს ვიღაც რომ აღებს. უკვე სიხარულისგან თვალები მიცრემლიანდება იმის სიმედით, რომ გადავრჩი, იქიდან კი ნაცნობი სახე შემოდის და ჯერ ექიმს უყურებს, მერე მე.
-სალომე, შესვენებაზე გავდივარ, რამე წამოგიღო?-ეკითხება ერეკლე ექიმს ჩვეული ხმით. თვალები მიფართოვდება. მათ რა, რომანი აქვთ და მე ამის შესახებ არ ვიცი?
-ცხელი კაპუჩინო, სხვა არაფერი ეკე-თბილი ხმით პასუხობს ექიმი და თვალებში შესციცინებს ერეკლეს. თვალებს ვჭუტავ და ლილეს ეჭვნარევი მზერით ვუყურებ-რა ხდება, ხომ ვერ მეტყოდი?
-ვერა სერ, სიტუაცია ძალიან ჩაიხლართა-მპასუხობს ჩურჩულით და მზერით ბურღავს ორივეს. ერეკლე მალე გადის და ექიმი ისევ მე მიბრუნდება.
-აბა, თვალები დახუჭე, თუ ძალიან გეშინია-მაფრთხილებს და მიახლოვდება. უკვე დიდი იმედი მაქვს, რომმთელი ეს დრო კოშმარში ვარ.

სახლში შესული გასაღებს იწვე საწოლზე ვაგდებ და ძირს ვჯდები ცივ იატაკზე. ცოტას მაგრილებს, თუმცა, გახურებულ ტერფებბსა და სახეს ვერაფერი მიგრილებს. თითქოს თავიდან ბოლომდე ვიწვი და არ ვიცი, ასე უცებ რა დამემართა.. საწოლში ვწვები და ვფიქრობ, მასზე ვფიქრობ და არ ვიცი, რატომ. ნეტავ რა მჭირს, არასოდს მიფიქრია ჩემზე ამდენად დიდ მამაკაცზე, ამჯერად კი გულს ვერ ვიცარიელებ, იმდენად ბევრი ფიქრი მაწვება და ვგრძნობ, როგორ ვხურდები უფრო მეტად.
ვინ იყო ის ქალი, სალომე რომ დაუძახა, მისთვის? ნუთუ კოლეგაზე მეტი იყო და მე არვიცი...
ნეტავ საიდან დამჩემდა იმაზე ფიქრი, რაც არ მეხება. დროა, ავდგე და წყალი დავლიო, იქნებ რამე მიშველოს. სამზარეულოში გასულს მაცივარში ცივი წყალი მხვდება და ბოთლიდან ვსვამ. კედელს ვეყრდნობი და ციივი მსიამოვნებს. მალე ლილეც მირეკავს.
-ჰო ლილე.
-სადხარ?
-სად უნდა ვიყო.
-რაღაც უნდა გითხრა და არ გაგიჟდე იცოდე.
მეტი რაღა უნდა მითხრას ისეთი რომ გავგიჟდე?! ალბათ, იმას იტყის, დღეს-ხვალ ვთხოვდებიო.
-გაიგე?
-ჰო გავიგე-ვპასუხობ უკმაყოფილოდ და სკამზე ვჯდები ცივი წყლის ბოთლთან ჩახუტებული.-მიდი აბა, თქვი.
-ერეკლე დავინახე, ჩემ წინ პარკში იყო.
-მერე, ეგ არის მოულოდნელი და გასაგიჟებელი?-წარბს ვწევ. ეჭვი მაქვს, რაღაცას კიდევ იტყვის.
-დამაცადე მოყოლა და გაიგებ. იმ ქალთან ერთად იჯდა, ჩვენი სკოლის ექიმთან. ცოტა ხანი ვუყურე, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, მერე ქალი წამოდგა, ესეც მიჰყვა და უცებ, არ დაიწყეს ზასაობა? თავხედები, შუა ქუჩაში მთვრალებივით იქცეოდნენ, ხალხი სულ მაგათ უყურებდა და კი არ ჩერდებოდნენ. მერე, ამ ვაჟბატონმა ხელი გადახვია და საკუთარი ხელით გამოუღო მანქანის კარი, რომ ჩამსხდარიყვნენ.
ნამდვილად უფრო მეტი წყალი მჭირდება. ანუ, რა გამოდის, შეყვარებულები არიან? მე კი, ავაწყე ოცნების კოშკები, ეგ მოღალატე იდიოტი, როგორ მომატყუა. თუმცა, მან რა მომატყუა, მე თვითონ ვიტყუებდი თავს, თითქოს რაიმე შემეძლო მასთან. ეგეც არ მაყვდეს თავდადებული შექსპირი, ყველანაირ სიყვარულს რომ ეზიარება და ასაკში სხვაობას არ ითვალისწინებს.
-კაი-წარმოვთქვამ ჩუმად და ვგრძნობ, როგორ უფართოვდება ლილეს თვალები.
-რა კაი?
-კაი-მეთქი, არაფერი მომხდარა, იყვნენ ტკბილად და ბედნიერად, მე რა მესაქმება. მეტი საქმე არ მაქვს, ერეკლეს პირადი ცხოვრება ვაკონტროლო ახლა და ამაზე ვიდარდო. ისედაც ეტყობოდა, ბაბნიკი რომ იყო, ვერ შეატყე როგორი პერანგი ეცვა?
-ჰო, პერანგზე ეწერა, ბაბნიკიაო-იცინის და ლამის ყურმილში გადავძვრე მისი თმების მოსაწიწკნად.
-ნერვებს მიშლი უკვე. არ გამოხვალ ჩემთან?
-წამო, გარეთ გავიაროთ ორივემ.
-კაი, წამოვალ.
-მაშინ, ნახევარ საათში, ხიდთან.
-ნეტავ ნახევარი საათი რათ უნდა ჩაცმას-ვებუზღუნები, მაგრამ ვიცი, აზრი არ აქვს, ამიტომ დროულლად ვიწყებ ტანსაცმლის მოძიებას.

-არა, მე არმინდა-ვეწუწუნები მოსეირნე ლილეს და ხელებგადაჯვარედინებული მივაბიჯებ გარემოს თვალიერებით, იქნებ სადმე ჩამოსასხმელი შოკოლადის ნაყინი შემოგვხვდეს, თორემ ამ ბამბის ნაყინმა უკვე ტვინი შეჭამა, ყველაას ეგ უჭირავს ხელში.
-თინათინ, არამგონია პარკში სადმე ჩამოსასხმელი ნაყინი ნახო-თვალს მიკრავს გენიოსი დაქალი და ლამის დავეჯღანო დაბოღმილი.
ნელა მივსეირნობთ და ვერც ვატყობთ, როგორ ღამდება. ირგვლივ ყვითელი ლამპიონები ინთება და ქვაფენილს ანათებენ ნათელი შუქით.
-ხომ არ გეწყინა, ერეკლეზე როომ გითხარი?-იწყებს საუბარს ლილე და მიყურებ.
-რა უნდა მწყენოდა-მხრებს ვიჩეჩავ.-მე არ მეხება მისი პირადი ცხოვრება, ჩემი რა საქმეა, ვისთან ივლის და ვის აკოცებს.
-თინ, ვიცი, რომ რაღაც მომენტში გაგიტყდა-ხელს მხვევს და მეხუტება. მისგან იმხელა სითბოს ვგრძნობ, ვხვდები, რომ ამაზე მეტი მხარდაჭერა შეუძლებელია, ადამიანისგან იგრძნო.
-ახლა -ვეუბნები და თვალებგაბრწყინებული ვუყურებ ნაყინის აპარატს.-ვიპოვე ჩემი ცხოვრება.
ნაყინს ვყიდულობ და გამარჯვებული სახით მოვდივარ.
-თინა, არ ამოიხედო-მეჩურჩულება ლილე და თვითონაც თავჩახრილი მიდის.
-რა ხდება?-თავს მაშინვე ვწევ და თვალში ჯანჯღავას საზიზღარი სახე მხვდება. როგორც ჩანს, ჩემი დასისხლიანებული ცხვირი მორჩენია და ახლა ისევ ისეთი იდიოტური იერი აქვს სახეზე აფარებული.
-ახლა შენც ხედავ, რა ხდება-ოხრავს ლილე და ცდილობს, გვერდი მშვიდად ავუაროთ, მაგრამ არ გამოდის, რატომღაც.
-ვაა, გოგოებიც აქ ყოფილან-უნიჭო მსახიობივით გვიღიმის და იოცებს ირაკლი. სურვილი მიჩნდება, მივუახლოვდე და სახეში მეორედ ვუთავაზო.
-როგორი საოცარია-ხელოვნურად ვიოცებ და ცალყბად ვუღიმი.-რაო, პირველად დაგვინახე ირაკლი?
-ღმერთმა დამიფაროს-გულზე ხელებს იდებს-თქვენს სახეებს მიჩვეული რომ არ ვიყო, ალბათ გულიც გამისკდებოდა პირველად დანახვისას.
-როგორი იუმორის გრძნობით დაგაჯილდოვა ღმერთმა, მგონი ცოტა ზედმეტიც კი მოუვიდა, სიცილით არ მოკლა ხალხი-ვეჯღანები და ვაჯავრებ. ლილე ჩუმად დგას და ცდილობს, ხელის მოქაჩვით გამიყვანოს მოშორებით, რომ ამ იდიოტის უცხოპლანეტურ სახეს გავეცალოთ.
-მარტო ენა გეფხანება, თუ ხელებიც?-მეკითხება ღიმილით.
-ხელებიც ირა, ამიტომ ფრთხილად-მეც ვუღიმი და გვერდს ვუვლი.
ლილე მხრით მაწვება და ვერ ვხვდები, ამჯერად რა უნდა.
-რა იყო ადამიანო, მხარი მომაგლიჯე...-ვბუტბუტებ და მმხარს ვისრეს.
-გამარჯობათ მას-თავაზიანი ხმით ესალმება ლილე ვიღაცას და მეც გაფართოვებულ და დაინტერესებულ თვალებს ობიექტისკენ ვწევ.
-ერეკ...-გაოცებას გამოვხატავ, მაგრამ როცა ვხვდები, რომ სახელით არ უნდა მივმართო, ტუჩებს ვკუმავ, ის კი იღიმის. ვერ ვხვდები, რის მიღწევას ცდილობს თავისი ღიმილით.
-აქ რა გინდათ, გოგოებო?-გვეკითხება სასიამოვნო, ხავერდოვანი ხმით და ტანზე ბუსუსები მაყრის (თუმცა არა მგონია, მაინცდამაინც ერეკლეს ბრალი იყოს, ისე თხლად მაცვია). ხელი იმ ქერა ქალზე გადაუხვევია და ორივე ისე იღიმიან, ვხვდები, მათ შორის რაღაც ხდება.
-რასაც თქვენ-ვპასუხობ ბეჯითი მოსწავლესავით და ნაგლურად ვუღიმი. ლილეს ვაწვები, რომ სიარული განვაგრძოთ, მაგრამ თითქოს ჯიბრით არ იძვრის გოგო.
-სირცხვილია გოგო, გაჩერდი-მეჩურჩულება და ერთ ადგილზეა გაშეშებული.
-აჰა, თქვენც ცოლთან ერთად სეირნობთ?-მხიარული ხმით მეკითხება უფრო მე, ვიდრე ლილეს და თვალებში მაკვირდება. თვითონაც ვხვდები, როგორი ნაპერკლები მიხტიან ცისფერ თვალებში და ერეკლეს ნაწილობრივ გაოცებული, ნაწილობრივ კი გაცეცხლებული ვუყურებ, თუმცა ვცდილობ, რაც შეიძლება ნაკლებად გამოვხატო მოზღვავებული, ყელში მოწოლილი ემოციები, რომლებიც ხმაშიც მეტ-ნაკლებად მეტყობა.
-ჰმ, არამგონია, ჩვენ ცოლის მოყვანის საშუალება გვქონოდა-ვპასუხობ და ტუჩებს ვკუმავ-მაგრამ არც მეგობართან ერთად სეირნობა ჩამოუვარდება.
-გეთანხმები-ხმას იღებს გოგოც და თბილად მიღიმის მაგრამ სულ არ ვარ ღიმილის ხასიათძე, ამიტომ ნერვები არ მაქვს, გივეთი ვუპასუხო. წარბაწეული გავხედავ და ღიმილი სახეზე ახმება.
ერეკლე ჩემს სახეს მშვენივრად ხედავს ყვითელი განათების ქვეშ და გოგოსკენ იხრება, რომ ლოყაზე აკოცოს. მართალია, სალომე ლოყას უშვერს, მაგრამ ვაჟბატონს მეტი უნდა. ყბაზე ხელს კიდებს და სახეს თავისკენ აბრუნებს. მერე კი, ტუჩებზეც სწვდება და კოცნის მერე პირდაპირ თვალებში მიყურებს, საზიზღარი ღიმილით, თითქოს რაიმეთი მაჯობა და საპასუხო რეაქცია ჯერ კიდევ არ გამომიხატავს.
-წამო ლილე, ხელი არ შევუშალოთ-ბოლო სიტყვებს შედარებით ჩუმად ვამბობ, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ უეჭველად იგებს თავისი ფანტასტიკური სმენის წყალობით.
-სასიამოვნო საღამო, გოგოებო-ხელს გვიქნევს კეთილგანწყობილი სალომე და ვერ ვხვდები, ასეთ კარგ გოგოს ასეთი ველური და უტაქტოს გვერდით რა უნდა.
-ალბათ, იმ გოგოსაც იყენებს-დაეჭვებული ვჩურჩულებ ჩემთვის, მაგრამ როგორც ჩანს ლილესაც ესმის და იცინის:
-ნეტავ, შენ როდის გამოგიყენა, ასეთ აგრესიაზე რომ ხარ.
თვალებმოჭუტული ვუყურები წინ და გეგმებს ვაწყობ, როგორ გადავუხადო სამაგიერო ერეკლეს ამ ყველაფრისთვის..ესე იგი, ჯერ მოწონებაც ვერ მოვასწარი ნორმალურაად, ჯერ არ გამიცვნია ადამიანურად და უკვე ცოლი ჰყავს! ასე ხომ? კარგი..

-შეიძლება?-ჯერ კარზე ვაკაკუნებ და მერე თავშეყოფილი ვკითხულობ, ყოველგვარი მორცხვობის გარეშე.
-მოდი-თავს მიქნევს. უკვე მიეჩვია ჩემგან დაგვიანებას, რადგან ყოველ გაკვეთილზე სხვადასხვა მიზეზი მაქვს. ახლა აღარც მიზეზ კითხულობს, ალბათ მობეზრდა ჩემთან მრავალფეროვანი საუბრები და სიჩუმეს არჩევს.
დღეს მწვანე პერანგი და ლურჯი ჯინსი აცვია. ფეხზე ბოტასები, რომლებიც საოცრად უხდება, თუმცა საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ აღარ მაინტერესებს და დროა, შევეშვა. წამით ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და მერე ისევ ჩემს ადგილზე ვჯდები.
დაფასთან ჩემი კლასელი, ნინია გამოსული და ფორმულებს წერს.
-თუ შეიძლება, ეს ფორმულა სიტყვიერად წამიკითხე-ერეკლე გოგოს უახლოვდება და ისიც თვალებს უჟუჟუნებს. ეჰ, მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ცოლიანია, საწყალი...დაბნეული დგას და პასუხს მხოლოდ იმიტომ არ სცემს, რომ ჯერ კიდევ მის ნაცრისფერ თვალებზე ფიქრობს და მისჩერებია. ვფრუტუნებ, რომ სიცილი შევიკავო და ერეკლეს ხმაც წამში მესმის:
-თინათინ, რამე მოხდა?-მის ხმაზე თავს ვწევ და მხრებს ვიჩეჩ.
-რა რამე?-ვეკითხები და ინტერესით ვაჩერდები.
-აბა, რა გაცინებს?
ჯერ გოგოს ვუყურებ, რომელიც კვლავ ერეკლეს მისჩერებია, მერე კი თავად მას.
-არაფერი, რა არის სასაცილო ქიმიის გაკვეთილზე-მშვიდად ვარაკრაკებ და მხრებს ვიჩეჩავ კვლავ.-ისეთი საინტერესო ამოცანებია, ჩემი ტვინი მაგის მეტზე არაფერზე ფიქრობს.
-და თუ ფიქრობს, შეუძლია, დერეფანში იფიქროს-მოკლედ მიჭრის და დაფას უბრუნდება.
-დერეფანში სასაცილო არაფერი ხდება.-ჩემთვის ვლაპარაკობ და კალამს ხელში ვათამაშებ. კვლავ ჩემკენ ატრიალებს თავს.:
-და აქ რამე ხდება?
-როგორ გეკადრებათ-ბეჯითი მოსწავლის ხმას ვირგებ და მხრებში ისე ვსწორდები, ეჭვი მაქვს, მასაც უნდა გაეცინოს, ლილესი არ იყოს, მაგრამ მისტერ ლოდი ადგილიდან არ იძვრის, არც მისი ტუჩის კუთხეები იცვლიან ადგილს რამენაირად. დასერიოზულებული ცდილობს, როგორმე ათქმევინოს ნინის ფორმულების მთავარი არსი და გაიგოს, რომ გოგომ უბრალოდ დაზეპირებული მასალა კი არა, ნასწავლის შინაარსიც იცის.
-ეჰ, რამდენი ხანი მოუნდება ახლა ამის გამოტეხვას-ლილეს ვეჩურჩულები და ისიც მიმოწმებს:
-ჯობია, ჩვენ მანამდე რამით გავერთოთ.
-მაგალითად?
-ერთი ასოსგან წინადადება ავაწყოთ.
-აჰა, დაიწყე-ვთავაზობ და მთანხმდება მაშინვე.
-ასო შენ მითხარი.
-მმმმ...-ვფიქრობ და ფიქრის დროს ლოყაზე საჩვენებელ თითს ვიდებ-აჰა, მოვიფიქრე, „ჯ“-ზე მოიფიქრე.
ცოტა ხანი ფიქრობს, მერე კი წინადადებას რვეულის ბოლო ფურცელზე წერს:
„ჯეჯილი ჯოჯოხეთში ჯოკერივით ჯადოქრობს“.
ხმამაღლა მეცინება და პირზე ხელს ვიფარებ. ერეკლე ჩვენკენ იყურება და წარბაწეული გვაშტერდება ხან ერთს, ხან მეორეს.
ცოტა ხანში, მისი მზერა გვშორდება და თამაშს ვაგრძელებთ. ახლა მისი ჯერია:
-ასო „ე“.
-ყოჩაღ ლილე-ვაქებ და ღიმილით ვწერ წინადადებას იმავე ფურცელზე:
„ერეკლეს ეკალი ესობა ენაში“.
ლილე ეშმაკური მზერით მიყურებს ხან მე, ხან ერეკლეს. სანამ თამაშს გავაგრძელებდეთ, გამოიცანით რა ხდება?-ბატონი მასწავლებელი გვადგება თავზე და წარბაწეული დაგვყურებს, ინგლისის პრინცის მიმიკებით:
-სერიოზულად? ქიმიის გაკვეთილზე სიტყვობანას თამაშობთ?
მას არც კი ვუყურებ, როცა ლაპარაკობს. რვეულს დაუკითხავად იღებს და ბოლო ფურცელზე წაწერილ ორიოდე წინადადებას კითხულობს. ჯერჯერობით, მის რეაქციას ვერ ვადგენ.
-თინათინ.-ჩემკენ იხრება და მერხს ეყრდნობა. თვალებში ვაშტერდები და ისიც მზერას მიბრუნებს, უცვლელს, მკაცრს და გამჭოლს.-ქიმია რამენაირად გესმის?
-მაგალითად?-ვეკითხები საქმიანი იერით, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ეს იერი ჩემთვის სრულიად შეუფერებელია.
-გაკვეთილების მაგალითი მოგიყვანო თუ ამოცანების?-თავს გვერდულად ხრის და ისე მაჩერდება.
მხრებს ვიჩეჩ. გაშეშებული ვზივარ იმის შიშით, რომ წინ გადახრის შემთხვევაში მას მივუახლოვდები და შეიძლება მასთან სიახლოვისას რამე დამემართოს, უკან გადმოხრისას კი უეჭველად სკამიდან გადმოვარდნა მიწერია.
-არ იცი?-წარბებაზიდული მეკითხება, თითქოს ძალიან გაუკვირდა. „მსახიობი“-თქო, ვფიქრობ და უემოციო მზერას ვინარჩუნებ, თუმცა სადამდე მეყოფა ამისთვის საკმარისი ენერგია, არ ვიცი.
-როგორ არ იცი, ქიმია შენთვის მარტივი საგანია, როგორც ჩანს-აგრძელებს მსახიობობას და უფრო ახლოს იწევა ჩემკენ. სხვებისთვის შეუმჩნევლად მიახლოვდება და მაიძულებს, უკან დავიწიო. მეც, თითოეული სანტიმეტრით ვზომავ მანძილს, რომ არ გადავვარდე, ის კი საუბარს აგრძელებს.-ისეთი მარტივი, რომ შენ ერთდროულად სამი საქმით ხარ დაკავებული. პირველი-მე მელაპარაკები.
მისი თვალები ყველაზე ნაცრისფერია, როგორიც კი ოდესმე ყოფილა.
-მეორე-ლილეს ელაპარაკები.
მომენტს აჭიანურებს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ჩემი გადაყირავება უნდა, რომ სამაგიერო გადამიხადოს ყველაფრისთვის.
-და მესამე-თამაშობ.
ჩემთან საკმარისზე მეტად ახლოსაა, ცოტაც და გადავვარდები, სულ ერთი სანტიმეტრიღა აკლია ჩემამდე, რომ მეც უკან დავიხიო. ჰოდა, ლაპარაკს აგრძელებს:
-მოგწონს თამაში?
ისეთი დაჟინებით მიყურებს თავისი გამჭოლი, ცივი მზერით, რომ ტანში ჟრუანტელი მივლის და აღარ შმილია, მასთან დამჯერი ვიყო, მიუხედავად იმისა, რომ არც მანამდე ვიყავი ბრწყინვალე.
-მომწონს-ვპასუხობ მტკიცე ხმით და ვხვდები, რომ ჩემმა სიჯიუტემ ჩემს სიმშვიდეზე გაიმარჯვა. მაგრამ ახლა სხვა რაღაც ხდება-მე უკან ვვარდები. ის საკმარისზე ახლოსაა ჩემთან.
სანამ გადავვარდებოდე, ხელებს ჰაერში ვიქნევ და ჩხირი კედელს-ის მიჭერს. ხელზე თავისი ძლიერი ხელით მეჭიდება და ადგილზე მაბრუნებს, თვითონ კი სახეს უკან სწევს და მიყურებს. დაჟინებული, შეცვლლილი მზერით, თითქოს გაიმარჯვა, თუმცა მხოლოდ იმაში, რომ სიმართლე მათქმევინა და ვაღიარე, რომ მასთან თამაში მომწონდა.
-წიგნში ჩაიხედე და სკამზე ნუ ქანაობ-მაფრთხილებს სერიოზული მზერით, თითქოს ის არ იყო წეღან, ვინც გადამაყირავა და სხვა თვალების დასანახად, თვითონვე გადამარჩინა „ჯელტმენურად“.
წარბშეკრული ვაშტერდები მიტრიალებული მასწის ზურგს და სურვილი მიჩნდება, ამ ზურგზე შევახტე. მერე, მე თვითონაც მიკვირს, რა სურვილები მამოძრავებს და მართლაც წიგნში ვიხედები.
-კარგად ხარ?-მეკითხება გვერდიდან ლილე.
-რას გადამეკიდა-ხმადაბლა ვჩურჩულებ და მერე, ცეცხლანთებული თვალებით ვუყურებ კვლავ ერეკლეს-თვითონ მეთამაშება. ჰოდა, მე უკეთესი მოთამაშე ვარ.

საწოლზე ტოპითა და ტრუსით ვწევარ გაშხლართული და აიპადში თამაში მაქვს ჩართული. ოთახის კარზე კაკუნი მესმის და გავძახი-შემოდით-თქო.
კარს დედა აღებს და დოინჯშემორტყმული შემოდის:
-თინათინ, რანაირად წევხარ, დაიფარე რამე, გაცივდები.
-მოიცა რა დედა, კარმაა ამ სახლში, ვერ ხედავ როგორ ცხელა?!-ვებუზღუნები თავის აუწევლად.
-ეგ ნაწნავები ჯერ კიდევ არ დაგიშლია?-ახლა შემდეგ თემაზე გადადის და წარბაწეული ვაშტერდები.
-რას გიშლის ჩემი ნაწნავები?
-მე არაფერს-მხრებს იჩეჩს და კარის ჩარჩოს ეყუდება-შენ აგატკიებს თავს, სამი დღეა გაკეთებული გაქვს.
-ორი-ვუსწორებ.
-რამნიშვნელობა აქვს... ლილე მოვიდა და მაგის სათქმელად შემოვედი.
-და მაგის გარდა ყველაფერი თქვი-ვუსწორებ.-შემოვიდეს, რას მელოდება...
-სამზარეულოშია, ნამცხვარი უნდა გავასინჯო და თუ გინდა, შენც გამოდი.
-დედაა-ვბუზღუნებ ისევ დაღლილი თვალებით-ლილე არის ჩემი მეგობარი, მოვიდა ჩემთან, უნდა ველაპარაკო მე და უნდა იყოს ჩემს ოთახში და არა სამზარეულოში შენთან.
-მოიცა, ნნამცხვარი არ უნდა გამისინჯოს?-ხელებს აჯვარედინებს და წარბაწეული შემომყურებს-შენ რომ არ ჭამ არაფერს, შენ კი არ გგავს ყველა, ზოგი უფრო გემოვნებიანია. გაითვალისწინე.
-შენს შვილზე გემოვნებიანი არავინაა-თავს ვწევ ამაყად.-შემოვიდეს ლილე, აქ წამოიღოს ნამცხვარი.
-აჰა, შენც მოგინდა არა?-თვალები ეშმაკურად უციმციმებს.-შემოგიტანთ ორივეს.
-ოოოხ დედა-ვოხრავ დაღლილი და თავსსაწოლზე ვდებ.
-ნებივრობ არა?-კარს აღებს ლილე და მხიარული სახით მიჯდება გვერდით, ხელში კი ნამცხვრის თეფშს მიწვდის-გასინჯე, გემრიელია.
-არ მინდა, დედაჩემი ჩემს ფიგურას უფრთხილდება და რაღა ახლა ჩავუყარო წყალში-სიცილით ვპასუხობ და პლანშეტს გვერდით ვდებ.
-გოგო-საუბარს იწყებს და საწოლიდან დგება-ქვემოთ ჩემი ძმა გველოდება, მაგან მომიყვანა და წამო, სავაჭრო ცენტრში უნდა გავიაროთ.
-აჰა, ჩემი ამბავიც გადაწყვეტილია უკვე?-წარბებს ვჭიმავ და საწოლიდან დგები. სანამ კარადამდე მივაღწევ, საჯდომზე მისი ცივი ხელი მხვდება და ვუღრენ.
-გამეცნობი ლამასო?-ხმას იბოხებს და ხარხარებს.
-ჩუმად გოგო, ნუ გამიღვიძე კაპასი მეზობლები-ვაჩუმებ და მაღალწელიან შორტს ვიცვამ. გამოყვანი თეზოებზე ამ შორტზე უკეთ არაფერი მადგას.
-ვაუ, hot woman ხარ რა-თვალს მიკრავს და ხელისგულებს ვურტყამთ, მერე კი, წამოდგომაში ვეხმარები და სამზარეულოში დედაჩემთან გავდივართ.
-დე, სახლიდან მივდივარ-ხმამაღლა გავძახი, რადგან პირდაპირ მასთან შესვლა მეზარება.
-სად მიდიხარ, ჯერ სრულწლოვანი არ გამხდარხარ-გამომძახის ისიც და თვალებს ვატრიალებ უკვე დაღლილი.
-ჰოდა, სანამ თვრამეტის გავხდები, დავბრუნდები.
-ჭკვიანნად იყავი.
-ოკ.
კიბეზე ვეშვებით ორივე all star-ის მაღალყელიანი კეტებით და სანდროს მანქანასაც ადვილად ვამჩნევ.
-ჰეი ბრო, როგორ ხარ?-მხარზე ხელს ვუტყაპუნებ და ისიც ღიმილით მიყურებს.
-მოვიდა მეორე გიჟიც, ახლა იმედი ვიქონიოთ, რომ მაღაზიამდე მშვიდობით ჩავალთ და მანქანიდან არ გადამაგდებთ.
-არა მძღოლო, როგორ გეკადრება, ჩვენ უცოდველმა კრავებმა, რომლებმაც მანქანის ტარებაც არვიცით, მძღოლი გაავაგდოთ. აი, ტარებას რომ ვისწავლით, მერე ბაზარი არაა-თვალს ვუკრავ.
ლილე უკან ჯდება (უფრო სწორად, სავარძელზეა გაწოლილი).
სავაჭრო ცენტრამდე სიმღერით მივდივართ. უკვე დაბნელებულია, ხალხი კი სწორედ ამ დროს მოდის და მაღაზიებიც ივსება.
-არ დამეკარგო შვილო-ლილეს ხელს ვკიდებ და ზედ ვიხუტებ. სანდრო უკან გმოგვყვება და გვაკონტროლებს, ჭკვიანად თუ ვარ (ესეც დედაჩემის დამქაშია, უეჭველი).
-აქეთ-მიგვითითებს მარჯვენა კარზე, სადაც უფრო ნაკლები ხალხია და წინ გვატარებს.
ჰოლში ციმციმა ნათურებით გვხვდება მორთული ინტერიერი და იატაკზე მხიარულად დავსრიალებთ, სანამ სანდრო არ გვაჩერებს აღრენილი-კისერს მოიტეხთო.
-მოკლედ, ეს რა ცოდვა დავიდე, შენ რომ წამოგიყვანე რა-ლილე სანდროს უყურებს და სანამ თმა აჩეჩვია ძმის წყალობით, წინ გარბის-წამო, ნიუ იორკერში ვნახოთ რამე. ახალი ტოპი მინდა ავარჩიო.
-შენც წითელი ხალიჩის ჩვენება არ გქონდეს წუთი-წუთზე-აჯავრებს სანდრო. სანამ ჩვენ ტანსაცმელს ვათვალიერებთ, დაღლილი გველოდება ერთ ადგილზე გაშეშებული და ბოლოს, როცა უკვე სიგიჟის ზღვარზეა მისული ლოდინისგან, მოდის და ჩვენთან ერთად იწყებს რაღაცეების თვალიერებას.
-სანდრო, მოდი, აი ეს ბერეტი მოისინჯე-თავზე ვაფხატებ ვარდისფერ ბერეტს და სარკესთან მიმყავს.
-თინათინ, გირჩევნია, დროზე გამეცალო-მიღრენს და ბერეტს თავის ადგილზე აბრუნებს.
დაღლილები, რამდენიმე პარკით ხელში გამოვდივართ შენობიდან და მანქანაშ ვსხდებით. მე და ლილე ამჯერად ადგილებს ვცვლით, დათმობის პრინციპით და მე უკანა სავარძელზე ვხვდები.
-საით?-გადმოგვყურებს ორივეს სანდრო.
-შენთან-ვპასუხობ და თავს სავარძელზე ვდებ რბილად-გავჩერდები ცოტა ხანი.
სანამ სახლამდე მივიდოდეთ მანქანით, გზაში მეძინება და ჩემ გამოფხიზლებას ნახევარი საათი უნდებიან, სანამ საბოლოოდ, ნერვებმოშლილი სანდრო ყურში არ ჩამძახის „შენს წასაყვანად მოვედი, გაიღვიძეო“.
-რა გაღრიალებს იდიოტო-გამწარებული ვდგები და არეული ნაბიჯით, ლილესთან ერთად ავდივარ ლიფტით მის სახლში.
-ლილე-სანდრო იძახის მეორე ოთახიდან, როცა უკვე ფილმის ყურებით ვართ გართულნი და ოთახში შემოდის-ჩემი ძმაკაცი მოდის.
-მოვიდეს, მერე რა-მხრებს იჩეჩავს ლილე და ტელევიზორს უბრუნდება.
-თქვენ არც ერთი არ იცნობთ-გვიყურებს დაეჭვებული-და იცოდეთ, ჭკვიანად ტუ არ იქნებით და მასაც გამიგიჟებთ, მაგრად მოგხვდებათ.
-კარგი ძამიკო-უემოციოდ ვთანხმდები და ვანიშნებ, კარი მოიკეტოს.-ძმაკაცი არა კვახი, რა დროს ძმაკაცებია, ამ დროს შენხელა ბიჭებს მეცხრე სიზმარი ესზმრებათ.
-ჩუუ-სიცილით მაფრთხილებს ლილე-არ გაგიგოს, თორემ მერე ნახე მაგისი მეცხრე სიზმარი.
ცოტა ხანი უხმოდ ვსხედვართ, ფილმს ვუყურებთ, მერე კი როცა მბეზრდება, ლილეს ვეუბნები, რომ იოგურტს მოვიტან და ოთახიდან გამოვდივარ. სამზარეულოდან შერეული ხმები მესმის და ვხვდები, უკვე მოვიდა ის ვიღაც, მაგრამ მის გამო იოგურტზე უარის თქმას არ ვაპირებ. სამზარეულოში საკუთარ ფიქრებში გართული შევდივარ და ნაბიჯზეც მეტყობა, რომ მეძინება, თუმცა ვხვდები, როგორ ჩუმდებიან ორივე და იოგურტით ხელში, ვჩერდები მათ წინ. თავს ვწევ და თვალები მიშტერდება:
-ერეკლე...?
დაბღვერილი მიყურებს და ვერ ვხვდები ეს იმის ბრალია, რომ ჩემი აქ დანახვა უკვირს თუ იმიტომ, რომ სახელით მივმართე.
-სანდრო, ეს შენი შეყვარებულია?-ეკითხება მას და თვალს არ მაშორებს. სულ მავიწყდება რომ მის წინ სპორტულ ბიუსჰალტერსა და მაღალწელიან, მოკლე შორტში ვდგავარ ფეხშიშველი, აბურდული თმითა და ნახევრად მძინარე, ჩაწითლებული თვალებით.
-რა?-სანდრო გაფართოვებული თვალებით გახედავს მას და მერე სიცილი უტყდება-არა ერეკლე, შეყვარებული არა გოგრა...
წარბაწეული ვუყურებ სანდროს, სანამ სიცილს მორჩებოდეს და სიმართლეს ეტყოდეს ჩემი ქიმიის მასწავლებელს.
-სანდრო-ვეძახი და ვანიშნებ გაჩერდეს.
-კაი რა შეყვარებული ძმაო, ამას ვინ გაუძლებს-ღიმილით პასუხობს და ლუდს მოსვამს.-ჩემი დის საუკეთესო მეგობარია, არა ბრო?
-ბროს განახებ შენ-თვალებდაწვრილებული ვაშტერდები-გოგრა მე დამიძახე?
-შარი ავიკიდე შენ გამო ეკე-სიცილით უბრუნდება ბიჭს. ერეკლე ყურადღებით მაკვირდება და ოდნავ ეღიმება ტუჩის კუთხეში.. ვხვდები, რომ ტანზე მათვალიერებს და ვცდილობ, რაც შეიძლლება მალე გავეცალო.
-სანდრო, ჩავიცმევ და სახლში გამიყვანე-ვეუბნები მშვიდად-გვიანია უკვე.
-დარჩი მერე დღეს-მხრებს იჩეჩავს უდარდელად.
-ხვალ სკოლა მაქვს-თვალებს ვატრიალებ და ვანიშნებ, წამოდგეს.
-კაი მიდი, ჩაიცვი და გაგიყვან.
ოთახში ბრუნდები და აღელვებულმა, აღარ ვიცი, როგორ ვუთხრა ლილეს ახალი ამბავი. არც კი მჯერა, რომ მანაც არ იცის, ვინ არის თავისი ძმის ძმაკაცი.
-რა სახე გაქვს გოგო?-ჩემკენ ტრიალდება და წინ მიდგება-სანდრო ხომ არ შემოგაკვდა შემთხვევით? თუ ეგრეა, არაუშავს.
-ეჰ ლილე, ეგ რომ ყოფილიყო, ასე კი არ ვინერვიულებდი-ვოხრავ.-უარესია, დამიჯერე.
-მითხარი ახლა, რა მოხდა-ვეღარ ითმენს, მაგრამ მე სიმართლის მთქმელი არ ვარ სანამ თვითონ არ ნახავს.
-ჩაიცვი, სახლში უნდა გამიყვანოს სანდრომ და წამო შენც, ბარემ მანქანით.
სპორტულ ზედას იცმევს და ჩემთან ერთად, გამზადებული გადის ოთახში. ჩემზე წინ ის მიდის ცნობისმოყვარე მზერით და უცებ შეშდება. სახეს ჩემკენ ატრიალებს და პირის მოძრაობით მანიშნებს-რა ჯანდაბააო.
-ამას აქ რა უნდა?-მეჩურჩულება გვერდში მდგარს და ჩემი მხრების აჩეჩვაზე იდაყვს ფერდში მირტყამს-არ უნდა გეთქვა ჩემთვის?
-სად მქონდა მაგის დრო და ნერვები-ვკვნესი ტკივილისგან და ვცდილობ, სახე არ დამემანჭოს.
-ვაა, თქვენ ერთმანეთსაც ურტყამთ?-ჩვენკენ იხედება სანდრო-მეგონა, მარტო ჩემზე ძალადობდით.
-მოდიხარ?-ეკითხება ლილე და ოთხივე ერთად მივდივართ ჩემ გასაცილებლად.
მე და ლილე ერთმანეთის გვერდიგვერდ ვსხდებით უკანა სავარძელზე. ჩემ წინ ის ვაჟბატონი ჯდება და ვცდილობ, თვალი მოვაშორო, თუმცა არ გამომდის.
გზაში ჩემი ტელეფონი რეკავს და ვპასუხობ:
-რატომ არ გძინავს დედა?
-შენ გელოდებოდი-მპასუხობს და ვხვდები, ნახევრად სძინავს-დღეს მანდ რჩები?
-არა რა ვრჩები, არაფერი მაქ წამოღებული. მოვდივარ და დაწექი თუ გინდა, ოღონდ კარი ღია დატოვე..
-დაგელოდები, მაინც ნახევარი ფინჯანი კაკაო დამრჩა დასალევი.
ჩემს სადარბაზოსთან აჩერებს მანქანას და ლილეს ვეხვევი.
-ჭკვიანად-გამომძახის დედაჩემივით სანდრო.
-დასტოინად-ვაჯავრებ და ენას ვუყოფ, მაგრამ მისი გაბრაზების მცდელობა სადღაც უჩინარდება, რადგან ჩემს პასუხზე ისიც იცინის. ერეკლეს თვალებს წამით ვუყურებ და მისგან საპასუხო მზერასაც ვგრძნობ. გადავდივარ და სადარბაზოში სირბილით შევდივარ. როგორი ემოციებით დატვირთული დღე იყო!

დილით დედა მაფხიზლებს, სკოლაში ვარ წასასვლელი.
-ყავა გამიკეთე რა-მავედრებელი მზერით ვუყურებ და თვალებით ვთხოვ, მოწყალება გაიღოს.
-უკვე მზად არის-იღიმის და გადის.
გულში ვლოცავ დედაჩემს და ბედნიერი, თუმცა მძინარე სახით ვდგები და სამზარეულოში ხალათით გავდივარ.
-ტანსაცმელი იშვიათი ცნებაა შენთვის?-სიცილით მეკითხება ლელა და ცხელ ყავას წინ მიდგას.
-აუ მიყვარხარ.-ყავას გემრიელად ვსვამ და სიამოვნებისგან თვალები მეხუჭება.
-აუ მეც-მაჯავრებს და მეჯღანება.
-მამაჩკა სად არის?
-საროჩკას აუთოვებს-მპასუხობს და ფანჯარაში პეიზაჟს ათვალიერებს.
-როდიდან იუთოვებს თავისთვის?-დაინტერესებული ვეკითხები.
-მას შემდეგ, რაც ჩემი გაუთოვებული აღარ მოსწონს. თურმე, ნაკეცებს კარგად ვერ ვასწორებ, ჰოდა ასწოროს თვითონ-მხრებს იჩეჩავს. აბსოლუტურად ვეთანხმები მას, მაგრამ მაინც მეცინება მათ კინკლაობაზე. ყავას ვსვამ და ვდგები-წავალ, ჩავიცვამ. არ გინდა, სკოლაში გამიყვანო?
ცოტა ხანი მიყურებს, მერე კი ოხრავს და მპასუხობს-მიდი, ჩაიცვი, ოღონდ მალე, სანამ მეც სამსახურში დამიგვიანია.
ცისფერ, წელსქვემოთ გაშლილ, მოკლე სარაფანს ვიცმევ და ჩანთით ხელით, სირბილით მივყვები დედას მანქანამდე.
-ღვედი შეიკარი-მახსენებს და მანქანას ძრავს.
სკოლაში დროზე მივდივარ და შესასვლელში დაცვას ღიმილით ვეგებები.
-როგორ მოხდა, ასე ადრე რომ მოხვედი?-პუტკუნა ქალი თბილად მიღიმის.
-ჯადო მომხსნეს.
იმ დღეს ლილე არ მოდის და მწერს, რომ სიცხე აქვს. როგორც ჩანს, გაკვეთილების საფუძვლიანად მოსმენა და ჩანიშნვა მომიწევს, რომ მერე მე თვითონ ავუხსნა იმ ჭირიანს.
პირველ გაკვეთილზე მძინავს. მეორე, სპორტი მაქვს და ისევ მძინავს. მესამე გაკვეთილზე, დაძინება ფიზიკურად არ გამომდის. როცა ქიმიის გაკვეთილზე დროულად შევდივარ, ერეკლე წარბაწეული მხვდება თავის მაგიდის კუთხეზე ჩამომჯდარი და ხელებგადაჯვარედინებული მიყურებს.
-მიზეზები გამოგელია და აღარ აგვიანებ?-სკეპტიკურად მეკითხება და ცალყბად იღიმის. ჩემთვის, ვაჯავრებ და ცალყბად ვუღიმი, თითქოს იუმორი უვარგოდეს.
ჩემს ადგილს რომ ვიკავებ, ჩემკენ იხედება და მანიშნებს, სულ წინ, პირველ მერხზე გადმოვიდე.
-აქ დაჯექი, უფრო კარგად ჩანხარ.
უკმაყოფილო სახით ვჯდები და თავს მერხზე ვდებ, სანამ გაკვეთილი დაიწყება. ზარი რომ ირეკება, ფაქტიურად ისევ მერხზე მიდევს თავი, რადგან აღება უკვე ძალიან მეზარება.
-თინათინ, თავი ასწიე-ჩემ გასაგონად იძახის და თავს ძალიან ნელა ვწევ. თვალს ვუსწორებ და ისიც, ჩემი მზერის დაჭერისთანავე გაკვეთილის გამოკითხვას იწყებს.
-გამოხვალ?-მეკითხება და ხელით დაფასთან მანიშნებს.
თავს ვაქნევ, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებს. ალბათ, ახსნაგანმარტებითი წერილი უნდა.
-გამო-ისევ მიმეორებს იმავე ხმით და ახლა ჩვენი თვალების ომი იწყება. თვალს არ ვაშორებ, რომ როგორმე უხმოდ, მზერით გადავათქმევინო, მაგრამ მასზე ეს არ ჭრის. არადა, ყველა ქიმიის მასწავლებელი იგებდა ჩემს ერთ „არ მინდა“-ს.
-აუცილებელია?-საბოლოოდ ვეკითხები, სხვა პასუხის გასაგონად მომზადებული, მაგრამ თავს მიქნევს.
-ძალიან.-მიმოწმებს. ვფიქრობ-ეს რა ეშმაკი შემეყარათქო, მაგრამ არაფერი მშველის. ფეხზე ვდგები და დაფასთან რაც შეიძლება ნელა გავდივარ. მელოდება, როდის გავალ.
ვუახლოვდები და უკვე გვერდით ვუდგავარ. მიყურებს და ჩემსავით ჩუმადაა.
-ცარცი აიღე-მანიშნებს ყუთზე, სადაც ცარცი დევს.
ვიღებ და ველოდები.
-დაწერე რომელიმე ელემენტი. სულერთია.
ვერცხლს ვწერ და შემდეგ განკარგულებას ველი.
-მიუწერე 23%. ახლა უნდა გამოვთვალოთ ელემენტის მასური წილი.
ეს რა შარში გავები-თქო ვფიქრობ და ლოყაზე საჩვენებელ თითს ვიბჯენ ფიქრის პროცესში.
ერეკლე მიახლოვდება და შემდეგ მითითებებს მაძლევს. ახლა უკვე საქმიანია მისი საუბარი და ჩემი ქმედებები. ამჯერად, ნამდვილად ამოცანაზე ვკონცენტრირდები და მითრევს. ძალიან მაინტერესებს, როგორ დამთავრდება და ყოველ მოქმედებას რა მოსდევს. ვხვდები, რომ მან შეძლო, ჩემი ქიმიით დაინტერესება. როცა საფინიშო ხაზამდე მაცილებს და უკვე პასუხს ვთვლი სუფთა არითმეტიკით, გამარჯვებული სახით ვუყურებ მას თვალებგაბრწყინებული. მასაც უღიმის თვალები, რადგან ხვდება, რაც შეძლო. მინდა, მადლობა ვუთხრა. თუნდაც იმისათვის, რომ ასეთი მეთოდი გამოიყენა და საშუალება მომცა, მეც დავინტერესებულიყავი მისი საგანი. რაღაც გამეგო ამდენ ელემენტთა სისტემიდან. თვალებში ვუყურებ და მხოლოდ მის გასაგონად, მტკიცედ ვჩურჩულებ:
-გმადლობ.
-არაფერს-ისიც ჩუმად მეუბნება და თავს მიქნევს. ვიცი, ეს იმის ნიშანია, რომ შემიძლია დავჯდე, ამიტომ ჩემს ადგილს წყნარად და ბედნიერი სახით ვუბრუნდები.
მთელი გაკვეთილი ისე გადის, რომ თვალს და ყურადღებას არ ვაშორებ, მთელი ემოციითა და განწყობით ვუსმენ და ისიც ცდილობს, ჩემთვის გასაგებ ენაზე ახსნას. ეს ის ერთადერთი გაკვეთილია, რომელზეც ქიმია მაინტერესებს და ყველა სიტყვა ნაწილობრივ მესმის.

უკვე რამდენიმე კვირაა გასული, რაც ერეკლე სკოლის გარეთ ვნახე. ლილეს ვწერ, რომ პარკში ვარ და გამოვიდეს, თორემ უკვე ძალიან მოსაწყენია მთელი დღე სახლში ისე ჯდომა, რომ არაფერს აკეთებ, ერთი და იგივე უნარების ტესტებს ჩაჰკირკიტებ და მოწყენილობისგან ითიშები. ლილე მწერს-დამელოდეო და მეც საქანელაზე კატაობით ვირთობ თავს. მანამ ვკატაობ, სანამ ჩემკენ მორბენალ პატარა ლეკვს არ ვხედავ. ფუმფულა, საყვარელი ბეწვით ზედ მახტება გაჩერებულს და მეც, ვერ ვითმენ, რომ ხელში არ ავიყვანო. კალთაში მიზის და ვეფერები, ის კი წკმუტუნებს და ჩემს ხელებში კოტრიალობს. სანამ პატრონი მოაგნებდეს, ორივე ფანტასტიკურად ვერთობით, მერე კი ნაცნობი ხმა გვესმის, მეც და ლეკვსაც.
-ლუსი, სად ხარ?
ლუსი ყურებს ცქვეტს და ჩემს კალთაში მჯდარი, კვლავ წკმუტუნს იწყებს.
შორიდან, ვამჩნნევ, ჩემკენ ქერა გოგონა მორბის, გაშლილი სარაფნითა და აკოსილი თმით. გვერდით კი ჩემთვის ნაცნობი პიროვნება მოჰყვება. როცა მიახლოვდებიან, უკვე ადვილად ვცნობ ძაღლის პატრონებს და უკმაყოფილოდ ვვოხრავ.
-ლუსი, როგორც იქნა-სალომე ქშენით ჩერდება და სირბილით დაღლილი, შესასვენებლად მუხლებს ეყრდნობა.მერე, მეც მამჩნევს და სახე ისე უბრწყინდება, თითქოს დიდი ხნის ნაცნობს ხედავდეს. მიახლოვდება და გადამკოცნის.-თინათინ, როგორ ხარ?
-გმადლობ, კარგად-ხელოვნურად ვუღიმი და მომღიმარ ერეკლეს ვაშტერდები-თქვენი ძაღლია?
ერეკლე თავს მიქნევს, თუმცა გამორთმევას არ ჩქარობს. ალბათ, მოსწონს ის სცენა, რომელშიც მე ჯერ კიდევ მის ლეკვს ვეფერები და ისიც სიამოვნებისგან კოტრიალობს.
-მოსწონს ჩემთან-ძაღლს ვეთამაშები და ვუცინი.
-ჰო, შენც მოგწონს მასთან-მეთანხმება ერეკლე და ვერ ვხვდები, სერიოზულია თუ ირონიული. გულწრფელობა მასში იმდენად ძნელი ამოსაცნობია, უკვე აღარც ვცდილობ, რაიმე გამოვიცნო.
-საყვარელია-მხრებს ვიჩეჩ და თვალებში ვუყურებ. ნაცრისფერ თვალებში რაღაც უკრთება და გუგები ისე უდიდდება, ლამის დავიჯერო, რომ შავი თვალები აქვს.
-ერთად ძალიან საყვარლები ხართ-მიმოწმებს სალომე მხრიარული, ზედმეტად ოპტიმისტური ხმით და ვფიქრობ, ამ გოგოს ტვინი სად აქვსთქო. მე რომ მის ადგილზე ვიყო, ქმარს ჩემთან ახლოსაც კი არ მოვუშვებდი, ის კი თვალებში ისე შემომციცინებს, თითქოს მართლა მისი ახლობელი ვიყო, ან მისი ძაღლის ნათლია.
-დიდი ხანია, რაც გყავთ?-ვეკითხები.
გოგო მხრებს იჩეჩავს და ერეკლეს უყურებს.
-არც ისე. უბრალოდ, ბავშვის მაგივრობას გვიწევს, ძალიან საყვარელი და ჭკვიანია.-თბილი ხმით მპასუხობს სალომე. ლამის მთელი ხმით გადავიხარხარო.
-ბავშვი არ გყავთ?-მსახიობურად შევიცხადებ და წამით ერეკლესაც გავხედავ. დაბღვერილი გვიყურებს ხან მე ხან სალომეს.-რატომ?
-რავიცი...-მოწყენილი ხმით იწყებს გოგონა და ვხედავ, როგორ ხვევს ერეკლე წელზე თავის გრძელ, დაკუნთულ ხელს, სავარაუდოდ იმიტომ, რომ მეტი აღარ გააგრძელოს ამ თემაზე საუბარი.
-თინათინ-დაბალი ხმის ტემბრით წარმოსთქვამს ერეკლე ჩემს სახელს და მიყურებს.-მარტო რატომ ხარ? ლილე ისევ გაციებულია?
-არა, მალე მოვა-მშვიდად ვპასუხობ და საქანელას ოდნავ ვაქანავებ.
-კარგია, რომ სუფთა ჰაერზე ხშირად სეირნობ.-მიცხადებს სალომე და ჩემ გვერდით საქანელაზე ის იკავებს ადგილს.-რომელ კლასში ხარ?
-მეთერთმეტე-მოკლე პასუხს ვცემ, მაგრამ თავს არ მანებებს, ვხვდები საუბარი უნდა, მაგრამ მაინცდამაინც ჩემთან, რატომ, არ ვიცი. გვერდით ჰყავს ცისფერთვალა პრინცი და იმის მაგივრად მე მეჭორავება.
-უფრო დიდის შეხედულება გაქვს.
ღიმილით ვპასუხობ და ვქანაობ. ლეკვს ჩასვლა უნდა, ამიტომ ძირს ნელა ვსვამ და ისიც ამჯერაად ერეკლეს ფეხს ეტმასნება, რომ ის მოეფეროს. მის შემყურეს, გულიანად მეცინება და ერეკლეს დაინტერესებულ მზერასაც ვგრძნობ.
ტელეფონის ზარი ჩვენს იდილიას ცოტა არ იყოს, არღვევს და მალევე ვპასუხობ, თორემ მათ მაგივრად, მე მეშლება ნერვები ჩემს ტვინის გამბურღავ ზარზე:
-რა იყო ლილე, ვეღარ მომაგენი?
-სად ხარ ვერ გავიგე, მთელი პარკი შემოვიარე.
-საქანელებთან ვარ.
-კაი მოვდივარ. არსად წახვიდე.
-სად უნდა წავიდე თუ ღმერთი გწამს... გაქცევას რომ ვაპირებდე, მანამდე მოვახერხებდი.
გვერდიდან სალომეს ფხუკუნი მესმის და ვცდილობ, თავი არ მივატრიალო მისკენ. ეს გოგო საეჭვოდ კარგ ხასიათზე აყოველთვის. ნუთუ ამიტომ შეუყვარდა ერეკლეს ის? ეს აზრი უკვე იმდენად მაგიჟებს, რომ არარც მინდა ამ წყვილს ერთხელ მაინც შევხედო, როცა ერთად არიან. თითქოს თვალებში ვერ ვატყობ, ერთმანეთი რომ ასე ძალიან უყვარდეთ, მაგრამ სალომე ყოველთვის მხიარული ნაპერწკლებით შესციცინებს თვალებში მეწყვილეს, ერეკლე კი კეთილგანწყობილი და დამთმობია მის მიმართ. ნეტავ ჩემს მიმართაც ასეთი იყოს-თქო , თავჩაქინდრული ვფიქრობ და სწორედ ამ დროს გვიახლოვდება დღის დედოფალი.
-თინ, მანდ ხარ?-ჩაბნელებული დაღმართიდან გამომძახის ლილე და თან თვალებით მათვალიერებს წყვილითა და ძაღლით გარშემორტყმულს.
-აქ ვარ ლილე-ხელს ვუქნევ და ჩემკენ მოემართება დაეჭვებული მზერით, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ რაღაცას ვუმალავ და ეს რაღაც ერეკლესთან ძალიან ახლოსაა კავშირში.
-გამარჯობათ-თავაზიანად ესალმება საზოგადოებას და ისინიც ასევე პასუხობენ, მერე კი მე მიბრუნდება-ვერ მოიფიქრე, რომ გეთქვა, აქ იყავი?
-ხომ გითხარი?
-მას შემდეგ, რაც მთელი პარკი ავაწრიალე შენ ძებნაში-მიღრენს და მე ეშმაკურად ვუღიმი.
-რა მოხდა მერე, სეირნობა შენ არ გინდოდა?
-მარტოს არა.
-კარგი ახლა, ნუ გამატყავებ.
საქანელიდან ვხტები და ლილეს გვერდით ვუდგები, თუმცა ჯერ კიდევ მეშინია ხელის გადახვევის, ისეთი აღრენილია, შეილება ის ხელიც მომაგლიჯოს.
-საღამო...
-მშვიდობის.-ვამთავრებ ლილეს დაწყებულ სიტყვას და ყალბი თავაზიანობით ვიღიმი, რომ რაც შეილება მალე გავშორდეთ წყვილს.
ერეკლეს ეღიმება, სალომე კი საყვარლად კისკისებს. ვფიქრობ, როგორი პატარა ბავშვის შეხედულება აქვს და როგორი მხიარულია, ჩემზე მეტად, რაც თავისი ასაკის ქალებთან შედარებით ოპტიმისტი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, ცხოვრებაზე მეტად კარგი წარმოდგენა აქვს, იმდენად ნათელი და ლააღი, როგორიც ნამდვილად არ არის სამყარო. ამ შემთხვევაში, საკუთარი თავისადმი ლოგიკური კიტხვა მიჩნდება და გონებაში ვსვამ ამ კითხვას-მე თვითონ თუ ვიცი, რა არის სამყარო?
რთულია, კითხვას პასუხი გასცე, თუ რამდენიმე სხვადასხვა შესაძლო პასუხი გაგაჩნია. ასეა ჩემს გონებაშიც. რამდენიმე, ერთმანეთის საპირისპირო ვარაუდი მაქვს და საბოლოოდ, არც ერთს არ ვეთანხმები ბოლომდე.
-კარგად გგოგოებო-გვემშვიდობება ერეკლე სერიოზული სახით და ჩემს ყოფილ ადგილზე, საქანელაზე სალომეს გვერდსით იკავებს ადგილს ლეკვთან ერთად. ლამის შურით გამოვაყოლო თვალი, მაგრამ როგორღაც ვახერხებ თვალის არიდებას და სახესაც და ტანსაც ლილესკენ ვაბრუნებ, რომელიც მომლოდინე მზერით მიყურებს, რომ ყველაფერი მოვუყვე.

-მინდა გიმღერო სიმღერა...-ღიღინით გავდივარ სამზარეულოში და მაცივრიდან ორ ბოთლ ბუმს ვიღებ. ტანის რხევით ვბრუნდები უკან, ლილეს ოთახში და მასაც ვუწვდი. სახლში მარტოები ვართ, შაბათია და დასვენების ცხელ დღეს ცივი სასმლით ვიგრილებთ.
-მიდი, მიმღერე სიმღერა-მაჯავრებს კისკისით და უკნიდან მეხუტება.
-გაიწი გოგო, შემახურა უკვე-ვცმუკავ, რომ ამ სიცხეში უარესად არ გადამწვას. ისიც მალევე ხვდება, რომჩახუტების სეზონი ზაფხული ნამდვილად არ არის და მეცლება.
-რა გავაკეთოთ დღეს?
მხრებს იჩეჩავს. მისთვის მაინც სულერთია, ყველგან ერთობა, სადაც მომყვება ან მივყვები.
-ეე, ვიცი-თვალები უნათდება და თითს წევს-ვიცი, ვიცი.
-ჰოდა, თქვი მერე-უზრო სახით ვუყურებ.
-ხო იცი, დედაჩემს და მამაჩემს რომ აგარაკი აქვთ. სანამ ჰოლანდიაში წავიდოდნენ, გასაღები სანდროს დაუტოვეს, მე არ მანდეს მაინც...-სახეს საყვარლად მანჭავს და აგრძელებს-ჰოდა, მივწერ ახლა სანდროს რომ იქ გვინდა ასვლა და აგვიყვანს. შენც ხომ გინდა?
-მოიცა, მიდი, შენ სანდროს მიწერე, მე დედაჩემს გავაფრთხილებ თორემ ხომ ვიცი, ეგ მთელი ღამე ყავის ჭიქასთან ერთად გაათენებს ჩემ ლოდინში.
დედას ვწერ, რასაც ვაპირებთ და მისი ზარიც მალევე გამოდის.
-ჰო, რა იყო, რამე ვერ გაიგე?
-ყველაფერი მშვენივრად გავიგე-მპასუხობს-იმის არდა, იქ რა უნდა წაიღო ტანსაცმელი. ლილესთან არაფერი წაგიღია გამოსაცვლელი, ნეტავ იქ რითი უნდა იყო, შიშველმა უნდა იარო?
-კაი დედა რა, რა მოგივიდა, ლილეს არ აქვს ტანსაცმელი? თუ ძალიან გამიჭირდა, სანდროსიც ჩამეტევა, არ იღელვო.
-თინათინ, იცოდე შიშველმა არ იარო იქ, ზაფხული მარტო აქ არის, თბილისში, აგარაკზე ეციება.
-დეედა-დაღლილი ვოხრავ და გულში ვნატრობ, თავი მალე დამანებოს.
-უი, შენი ვიტამინები?
-ნახე აბა მანდ რომლებია დარჩენილი.
-დილით ვნახე, ბანანის და ჟელესი იყო...
-კარგი, გამოვივლი და წამოვიღებ.
-კაი დე, ფრთხილად იყავი იცოდე.
-შენც ჭკვიანად იყავი, არ იცუღლუტო და მამა ძაან არ დამიჩაგრო-ვაფრთხილებ და ლამის ყურმილში თითიც დავუქნიო.
-ოჰ, მამაშენის გარდა არაფერზე რომ არ ფიქრობ...
ტელეფონს ვთიშავ და საწოლზე ვაგდებ.
-რაო შენმა ძამიკომ?-ვუბრუნდები ლილეს, რომელიც ისე წამომხტარა საწოლიდან, ვერაფერი გავიგე.
-მოდის, აბა სხვა რა გზა აქვს-იცინის და ტანსაცმელს ალაგებს.-რადგან ორივესი უნდა ჩავალაგო, მოდი შენც მომეხმარე, შენ რომელიც გინდა, ჩაალაგე...
ნახევარი საათი ჩვენ მომზადებაში გადის. სანდრო უკვე დიდი ხნის მოსული გველოდება მანქანაში და დარწმუნებული ვარ, მოწყენილობისგან დრიფტაობასაც დაიწყებდა, აბა უბნის გოგოებთან ხომ უნდა გაიბლატაოს ერთი თვის წინ ნაყიდი აუდით...
-ვსიო, მე მზად ვარ-ღრმად ვისუნთქავ და ჩემოდანს კართან მივათრევ.-ლილე, თუ აქ დარჩენა არ გინდა, ცოტა იჩქარე.
-მოვდივარ-მორბის მსუბუქი ტაბკებით და კეპკას მაფხატებს ქერა, გრძელ თმაზე.
-ესღა მაკლდა...-ვფრუტუნებ შეწუხებული-ახლა საერთოდ ვეღარ ვხედავ გზას.
-კარგი ხო, ოღონდ შენ ნუ წუწუნებ და...-ჩემოდანს მართმევს და ახლა ის მიართმევს. არა, მაინც ვერ თმობსგული, მეცოდება და ჩატანაში მეც ვეხმარები-უკნიდან მე ვაწვები, წინიდან ის მიაგორებს.
სანდრო მანქანიდან გადმოსულა და მინას მიყრდნობია. ჩვენ რომ გვხდეავს, მოდის და ჩემოდანს თავის ქნევით გვართმევს.-ოხ, თქვე ბატებო, თითის ტოლა ჩემოდანი ვერ ჩამოგიტანიათ სახლიდან მანქანამდე. ენა და ხელები კი გაქვთ გრძელი სხვა დროს...
-უიმე, ნუ ბლატაობ ერთი, შენი ჭირიმე-მხარში ხელს ვუტყაპუნებ და მის წარბაწეულ სახეს არ ვიმჩნევ-მიდი, ჩაალაგე და წავედით. ჩემტანაც უნდა შევიაროთ.
სანამ პასუხს გავიგებდე მანქანაში ვხტები უკანა სავარძელზე და ფეხს ფეხზე ვიდებ. სანდროც მალე ჯდება მძღოლის ადგილას და მხოლოდ ახლ ვამჩნევ, რომ წინ მის გვერდით ვაჟბატონიც ზის.
-ამას აქ რა უნდა?-ყურში ვეჩურჩულები ლილეს ისე, რომ უკვე აღარ მაინტერესებს, რას იფიქრებს ის ორი ჩვენს საეჭვო ჩურჩულზე.
-ჰაჰ, ალბათ ზაპასკად მიგვყავს-ჩუმად ხითხითებს და გზას უყურებს.
-ზაპასკად რატომ?-მაინც ვერ ვხვდები.
-თუ იქაც სიცხე დაგვხვდა და ჰაერმა არ გაამართლა, თავისი ნაცრისფერი მზერით გამოგვხედავს და ეგრევე გაგვყინავს როგორც არ უნდა ცხელოდეს.
მეც მეცინება და სარკეში მის თვალებს ვეჩეხები სწორედ სიცილისას.
-თინანო-გადმომხედავს სანდროც და ისევ გზას ადევნებს თვალყურს.
-რაო სანდრუშ?
-რას მეუბნებოდი, რა მინდა სახლშიო? იმედია, ჩემოდნის ჩალაგება არ უნდა დაიწყო ახლა...
-ძმაო, ჩემი და თინასი რამ გაყო-თვალს მიკრავს ლილე.
-იასნია-იღიმის სანდრო.-აბა,,რა ხდება?
-ვიტამინები დამრჩა, ექიმმა რომ გამომიწერა-ვპასუხობ და სარკეში ვიყურები. როგორც ჩანს, ერეკლეს ცნობისმოყვარე თვალები კვლავ მე მომშტერებია.
-რის ვიტამინებს სვამ?-მეკითხება მისი აღმატებულება და წარბებს ვქაჩავ მისი ხმის გაგონებაზე.
-გულის-ვპასუხობ სრულიად სერიოზული სახით და თვალს არ ვაშორებ-არითმია მაქვს და სუსტ წამლებს ვსვამ. ვიტამინები ლაითია, სანამ ახალ წამლებს გამომიწერენ, ეს უნდა ვსვა.
-და ძლიერი არითმია გაქვს?-ჩანს, დავაინტერესე ჩემი ჯანმრთელობით.
-ისე რა-მხრებს ვიჩეჩ-უბრალოდ ზოგჯერ ძალიან მალე ვიღლები და თავიც ადვილად მტკივდება.
-ამიტომ, ჩვენ შორის ყველაზე მშვიდი ცხოვრების გამოვლა მას უწევს-ხუმრობს ლილე და თვალს მიკრავს-ამის გამო არავინ ანერვიულებს და არც აბრაზებენ.
-კი აბა-ვაჯავრებ და სახეს ვმანჭავ-როგორ არ მაბრაზებენ.
-ნეტავ ვინ გაბრაზებს, ეგ გამაგებინა-მუშტებზე იყურება სანდრო და მეცინება მის შემყურეს.
-რათ მინდა სანდრო შენი დახმარება, მე რისთვის მაქვს ხელებში ძალა-ამაყად ვუცხადებ და ვატყობ, ერეკლეც იღიმის. მე კი, იმით გახარებულს, რომ მისი გაღიმება შევძელი, გული უფრო სწრაფად მიცემს.
-ესე იგი, ახლა მომიწევს ვიდარდო, თუ გაგაბრაზებ.-შედარებით ჩუმად და თავისთვის ლაპარაკობს, მაგრამ მაინც ვიგებ და სასიამოვნოდ მეღიმება მის სიტყვებზე.
-ეგ იმას ნიშნავს, რომ აღარ გამაბრაზებ-მასზე ჩუმად მე ვლაპარაკობ, მაგრამ ვიცი, როგორი კარგი სმენაც აქვს.
სახლის გზიდან აგარაკის გზაზე უხვევს სანდრო. გზა სიმღერებითა და გართობით მოკლდება. სანდრო ხან „ჩიტო გვრიტოს“ გვირთავს, ხან ჩემი და ლილეს საყვარელ სხვა სიმღერებს.
-მე მოგიტან სითბოს...-ვღიღინებთ უკვე ნახევრად გადამწვარები და ერთმანეთდე მიყრდნობილები-არ გაჩქებ მინორს... თუ შენი თვალებიც სიყვარულზე ფიქრობს...
მერე, ცოტა ხანი რომ გადის, ძილში მესმის ერეკლეს ხმა-მიაფარეთო და უცნნაური გრძნობა მეუფლება, თითქოს სახლში ვარ. სახლი ხომ იმ ადამიანთან ასოცირდება, ვინც გიყვარს. ასეთი ადამიანები ყველასთვის ოჯახის წევრები არიან უპირველეს ყოვლისა, მე კი ვგრძნობ, რომ მათ სიას კიდევ ერთი ადამიანი შემატებია და არ ვიცი, ეს ადამიანი გულიდან როგორ ამოვიგდო უმტკივნეულოდ. ძილი ისე მიგრელდება, სიზმარსაც ვხედავ. სიზმარში ჭიანჭველას სხეულში ვიღვიძებ და სწორედ ისე, როგორც ზღაპარშია, წყალში გადახტომისას შიგ ვვარდები. რწყილად სალომე მევლინება რატომღაც და მეგობრული ხმით დახმარებას მპირდება. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არ დამეხმარება და იქ მიმატოვებს, თითქმის უკვე წყალში ჩამხრჩვალს, თუმცა მალევე მოჩანს ჩემკენ მომავალი და ბაწარს მიგდებს.
-სად იშოვე ეს ბაწარი, თუ ძმა ხარ?-გაოცებული ვეკითხები და თვალებს მაღლა ვქაჩავ.
-ერეკლეს ვთხოვე, ვუთხარი, თინათინი იხრჩობა-თქო და მითხრა-ოღონდაც ნერვიულობისგან გული ცუდად არ გაუხდესო და გამომატანა.-მპასუხობს სალომე, რწყილის ტანში.
სწორედ ამ მომენტში მეღვიძება და თავს თვალების ფშვნეტით ვწევ ლილეს კალთიდან.-სად ვართ?
-მალე მივალთ.-მპასუხობს ერეკლე, თუმცა სანდრო სხვა აზრზეა:
-მივედით უკვე.
ხუთ წუთში ორსართულიანი, მუხით ნაშენი ხის სახლის ეზოში ჩერდება მანქანა და ბიჭები გადადიან.
-ლილე, გაიღვიძე-ღრმად ჩაძინებულმეგობარს ლამის ხელები ვუტყაპუნო სახეში, მაგრამ მე თვითონაც მშვენივრად ვიცი, რომ როცა იძინებს, მტრისას! მერე მინიმუმ ორი საათი ვერავინ გამოაფხიზლებს.
-ოე, სანდრო, მიხედე შენს დას-ვუყვირი, მაგრამ ისიც დაკავებულია.სხვა გზა არ მრჩება და იმ მეორეს ვუბრუნდები, რომელიც არაფერს აკეთებს და ზარმაცკოტესავით წამოსდგომია თავზე ძმაკაცს-ერეკლე...
მაშინვე ჩემკენ იხედება, როცა თავის სახელს იგებს. მიჭირს უბრალოდ სახელის დაძახება, მიუხედავად იმისა, რომ ასე უფრო მომწონდა თავიდანვე. მზერით მანიშნებს-რა გინდაო.
-მოდი, ეს აიყვანე.-ლილეზე ვანიშნებ. ისიც, უხმოდ მოდის, მაგრამ წინ მიდგება თუ არა, მერე იწყებს საუბარს.-გააღვიძე, მკვდარი კი არ არის.
-დიახაც რომ მკვდარია-ლამის ენა გამოვუყო, ისე ვჭუტავ თვალებს. მომინდომა ჩემთან გაჯიბრება!-ასე მალე რომ იღვიძებდეს, არ გავაღვიძებდი შენს უთქმელად?
-რამდენს ლაპარაკობ ზოგჯერ-ოხვრით მოდის და სანამ აიყვანდეს, საოცრად მიახლოვდება. მისი თმა ლოყაზე მელამუნება და ისე მეღუტუნება, თავი დროზე თუ არ გასწია, მალე სიცილს დავიწყებ.
ჩემი დაქალის მსუბუქი სხეული ხელში აჰყავს და წელში სწორდება. ისევ მე მიყურებს თვალები. ნეტავ რა უნდა, სულ მე რომ მაშტერდება, თითქოს მუზეუმში გამოფენილი ნახატი ვიყო, ბევრი მნახველი რომ ჰყავს.
თვალს ვაშორებ და მეც მანქანიდან გადმოვდივარ, სანდროს მაინც მოვეხმარები რაიმეში.
-რა წამოვიღო?-გვერდში ვუდგები სანდროს და საქმიანი სახით ვეკითხები, რომ დარწმუნდეს, არ ვხუმრობ. მაგრამ, რათქმაუნდა, ისევ მომღიმარი იერით მაჩერდება:
-ნეტავ შენ რისი წამომღები ხარ...
-რატომ ვითომ-ვეკამათები და მკლავზე ვეჯაჯგურები-აი ნახავ თუ არ წამოვიღებ, ნებისმიერი რამე. მიდი, ყველაფერს დავძრავ.
ჯერ სახეზე მაკვირდება, მერე კი ბოროტი ღიმილით იხრება და ტყვიასავით მძიმე ჩანთას მიწვდის ხელებში. ხელს როცა უშვებს, ჩემი ხელები ჩანთასთან ერთად ძირს მიექანებიან.
-სანდრო, იმედია ამაში ისეთი არაფერი დევს, რაც ტყდება-ვაფრთხილებ, სანამ დამივარდებოდეს.
-მასეთ რამეს განდობდი შენ?-წარბს წევს და ხარხარით შედის სახლში, მერე კი გაღებულ კართან დგება და მე მელოდება მომღიმარი. სულაც არ ვაპირებ მის გახარებას! ჩანთას ძლივს ვითრევ და ზურგზე ვიკიდებ. მორკალული, მთელი ტანით წინ გადმოხრილი მოვდივარ და ყოველ წამში ერთ ნაბიჯს ვდგავ, რომ ის რაღაც ეშმაკისეული სახლამდე მოვათრიო. ვხედავ, ერეკლეც გვერდით მისდგომია ვაჟბატონს და ხელებგადაჯვარედინებული, წარბაწეული მზერით მიყურებს.
ტუჩებს ვკუმავ და ვცდილობ, წინ დარჩენილი რამდენიმე ნაბიჯიც დავფარო, რომ თავი გამარჯვებულად ვიგრძნო, მაგრამ ვხედავ, რაღაც რიგზე არ არის. ვერც ერთ ნაბიჯს ვერ ვდგავ. წელში ვსწორდები და თავიდან ვცდი, მაგრამ ამ დროს ყველაზე ცუდი რამ ხდება. ნელ-ნელა ჩანთის სიმძიმე მძლევს და ზურგზე მოკიდებული ჩანთა პირიქით, უკან მიმაქანებს. ჩემი სიჩქარე თანდათან იზრდება. ცოტაც და მანქანას შევასკდები, ვიღაცის ხელები რომ მიჭერენ და სანამ თვალს გავახელდე, სანდროს ძახილი მესმის წინიდა.
-გაუშვი ბიჭო, რბილად დაეცემა.
-მე შეიძლება, მაგრამ შენ რბილად ნამდვილად ვერ დაეცემი ალექსანდრე!-კბილებში ვცრი და თვალებს ვახელ. წინ, ჩემს სახესთან ახლოს ეშმაკურად მომღიმარი ერეკლე მიდგას და თვალებში ჩამშტერებია. ნაცრისფერი თვალები ისე უციმციმებენ, როგოგრც შემოდგომის მზე. ასეთი ნაცრისფერი მზე არსად მინახავს, მაგრამ მაინც ყველაზე ლამაზია.
-რა ვქნა ახლა, დავუჯერო და გაგიშვა, თუ დაგიჭირო და აღარ გამაბრაზებ?-თბილი, მაგრამ მაინც ბოხი და ხავერდოვანი ბარიტონით ჩამეკითხება და ყურადღებით მიყურებს სახეში.
-არ გამიშვა-ვჩურჩულებ და თითქოს ძალით ვეკვრი ზედ-თუ გამიშვებ, მომიწევს, უარესად მოგიშალო ხოლმე ნერვები.
ეცინება და სახე ეწმინდება თითქოს. ჩანთას ორივე ხელიდან მართმევს და მეც ნატკენ ხელებს ვიზელ.
-დავიჯერო, ახლა აღარ მომიშლი ნერვებს?-წარბს წევს და მაჩერდება.
-ეგ არ მითქვამს.-მხრებს ვიჩეჩ და წინ ვუსწრებ ეშმაკური მზერით.-შენი ნერვების მოშლით ჩემს ნერვებს ვიწყნარებ.
-წურბელასავით.
-წურბელა სისხლს წოვს.-გამარჯვებული და ყოვლისმცოდნე სახით ვპასუხობ.-მე კი შენი სისხლი არასოდეს გამომიწოვია.
ვჩუმდებით. მგონი, ისიც, ჩემნაირად, ჩემს სიტყვებზე ფიქრობს და ეღიმება, თუმცა მე კი ძალიან მცხვენია და მინდა, რაც შეიძლება მალე გავშორდე.
სახლში შესული სანდროს მხარში კარგ მუშტს ვუთავაზებ და ისიც ხარხარით პასუხობს ჩემს რეაქციას. მერე კი, ჩემს ცალკე გამოყოფილ ოთახს მიჩვენებს, მაგრამ რადგან ლილეს თავისთან სძინავს, მეც იქ ვუწვები და ძილში ვუერთდები, სანამ ის ორი წურბელა გაგვაღვიძებდეს.

-თინ, გაიღვიძე-ვიღაც ძალიან ცუდად მანჯღრევს. თვალების გახელა სულაც არ მინდა, მაგრამ ძილს ვინ გაცლის ამ სახლში?!-თინათინ!
თვალებს ნელა ვახელ და თავზე დამდგარ ლილეს ვარჩევ ბურუსში, რომელიც თავს დამტრიალებს.
-ძილი იკრძალება?-ვხვნეში და წამოდგომას ვცდილობ.
-ძილისგუდობა კი-კისკისებს და სპორტულ, გრძელმკლავიან მაისურს მაწვდის.-ჩაიცვი, შეგცივდება მოკლემკლავიანში.
-დედაჩემი აღარ მყოფნის რა-წუწუნით ვართმევ მაისურს და ვიცმევ.-რომელი საათია მაღვიძარავ?
-ცხრა საათი პატარავ. რომ არ გამეღვიძებინე, შუაღამით გამოგეღვიძებოდა და სახლში ბოდიალს დაიწყებდი, ისედაც დიდი ხანი გეძინა.
ვეჯღანები. ოთახიდან ჩემთან ერთად გამოდის. ვამჩნევ, შუქები უკვე ანთია, თანაც ყველა ნათურა გაჩახჩახებულია სახლში. პირველ რიგში, ტუალეტის ძებნას ვიწყებ და აქეთ-იქით დავბოდიალობ, სანამ მივაგნებდე. მისაღებიდან სანდრო მხედავს დივანზე წამოკოტრიალებული და მეძახის:
-თინა, ტუალეტს თუ ეძებ, მარჯვნივ, დერეფნის ბოლოში რომ კარია, იქ შედი.
მის მითითებას ვითვალისწინებ და ვაგნებ კიდეც.
სამზარეულოში ბიჭებს ყველა საჭმელი მაგიდაზე დაუწყიათ, არც მაცივარში შელაგება იკადრეს და არც საპურეში ცომეულის ჩაწყობა.
-ლილე, მოდი გეხვეწები რა-გავძახი და ორ წუთში ისიც მეხმარება დალაგებაში.
-რა გავაკეთოთ ვახშმად?-ლოყაზე თითს ვიბჯენ და ვფიქრობ.
-ბერძნული სალათი-თვალები უბრწყინდება ლილეს და ბოსტნეულს იღებს-მიდი, შენ ხორცი გამოიღე მაცივრიდან.
ცოტა ხანში (ნუ, მე დიდი ხანი ვუნდები, მაგრამ ლილეა სხარტი), მაგიდას ვაწყობთ და უსაქმურებს სუფრასთან ვეძახით, რომ ჩვენი გაკეთებული მაინც ჭამონ რამე, თავისას რომ არ კადრულობენ.
-რომ არ გიცნობდეთ, გამიხარდებოდა ვახშამი რომ გააკეთეთ-ეშმაკურ მზერას ირგებს სანდრო შემოსვლისთანავე-მაგრამ ახლა უკვე ვეჭვობ, რამე ხომ არ ჩაგვიყარეთ საჭმელში. მიდი, აბა შენ გასიჯე ჯერ-ლილეს თვალებით უხმობს, მაგრამ გოგო ხელს იქნევს.
-თუ არ გინდა, ნუ შეჭამ, ეგ მადარდე ახლა-მხრებს იჩეჩავს უდარდელად. სრულიად ვეთანხმები ჩემს დაქალს.
ერეკლე ღიმილით გვაკვირდება და სანდროს გვერდით, ზუსტად ჩემ პირდაპირ ჯდება მაგიდასთან.
-ეკე, ფრთხილად იყავი ძმაო-შველის თვალებით უყურებს სანდრო ძმაკაცს და სურვილს მიჩენს, რამე ვესროლო თავში.
-შენც ფრთხილად იყავი სანდრო.-წარბაწეული ვპასუხობ-ჩემი მხრიდან რამე არ გამოფრინდეს შენკენ.
-აი ხომ ხედავ-ანიშნებს სანდრო ჩემზე-როგორ ტერორში ვარ, ახლა ასეთ მდგომარეობაში საჭმლის ჭამის კი არა, აქედან გაქცევის სურვილი მაქვს.
-გასწავლი, როგორ უნდა გაუმკლავდე-პასუხად იღიმის ერეკლე და თვალებში დაჟინებით მაშტერდება. ვუბღვერ და სხვა მხარეს ვიხედები. ნეტავ, რას ასწავლის ერთი? თითქოს რამე გასამკლავებელი ჭირს მასაც, ისეთ როლს ირგებს.
-ძმა ხარ-ხელს უტყაპუნებს ზურგზე ძმაკაცს.
-ამდენი ხანია, მაგიდასთან სხედხართ და ლაპარაკის მაგივრად ჭამისთვის რომ მიგეხედათ, მაგაზე არ გიფიქრიათ?-უცხადებს ლილე დატანჯული ხმითა და მზერით.
ვახშმის შემდეგ მისაღებში გავდივართ და თავისუფალ ადგილებზე ვსხდებით. მე და ლილე-გვერდიგვერდ ხალიჩაზე და ისინი-რბილ დივანზე გაჭიმული ხელ-ფეხით.
-ხალხო, ნუ ხართ ასეთი სახეებით-საუბარს იწყებს სანდრო-რამე გავაკეთოთ, ასე ჩუმად ჯდომისთვის ხომ არ ამოვედით.
-ვითამაშოთ-ტაშს შემოჰკრავს ლილე და ფეხზე ხტება-რამე მოიფიქრეთ და ვითამაშოთ.
-ვიცი-მეც ლილესავით აჟიტირებული ვხტები ფეხზე-„მე არასოდეს“, ხუთი თითით.
-იცი შენ?-ერეკლეს უყურებს სანდრო.
-ვიცი-თავს უქნევს და ჩვენს ადგილებზე ვსხდებით.
-ვინ დაიწყებს?-ერეკლეს ხმას ვიგებთ.
-დავიწყებ-ლილე გამოთქვამს აზრს და მოფიქრებას იწყებს-მე არასოდეს... ჩამოვვარდნილვარ ბლის ხიდან.
მე და სანდრო ცუდ სიტუაციაში ვართ. ბავშვობაში ორივე ერთი და იმავე ბლის ხიდან ჩამოვცვივდით.
-იცოდე, დავიმახსოვრებ-მტრულად უქნევს თითს სანდრო თავის დას და ერთ თითს კეცავს თამაშის წესებისამებრ, ჩემთან ერთად. ჯერი ჩემზე დგება.
-მე არასოდეს..-ვფიქრობ, ვფიქრობ და მერე თვალები ეშმაკურად მიბრწყინდება-მე არასოდეს მომიყვანია ცოლი.
ერეკლეს მზერა ეცვლება, ოდნავ ეღიმება და თითს კეცავს.
-ეე, შენ საიდან იცი?-გაშტერებული მიყურებს სანდრო და ვერ ხვდება, როგორ გავიგე.
-პარკში შემხვდნენ-ვუხსნი სანდროს და ერეკლეს დაჟინებულ მზერას თვალს ვარიდებ.
თამაშს ვაგრძელებთ და ერეკლეს ჯერი დგება:
-მე არასოდეს დამიგვიანია ქიმიის გაკვეთილზე.
თვალს ვუშტერებ და ვხედავ, როგორ მომშტერებია. მეც ასეთივე თვალებით ვპასუხობ და ის წარბს ზიდავს, მე კი ვუბღვერ. ამჯერად მეორე თითსაც ვხრი და სანდროზე გადავდივართ.
-მე არასოდეს...-გვიყურებს სამივეს და ფიქრობს.-ჩამძინებია ფილმის შუა ნაწილში.
აშკარაა, აქცენტი ჩემსა და ლილეზე აქვს მომართული და ჩვენ მოგერიებას ცდილობს. ლილე მეორეს, მე კი მესამე თითს ვკეცავ და სანდროს მტრულად ვუყურებ.
ცოტა ხანში, თამაშიდან ვვარდები იმიტომ, რომ ყველაფერი რასაც ამბობენ, ჩემს საწინააღმდეგოდაა და მე გაკეთებული მაქვს, როგორც ჩანს. მალე ზარი ისმის და დედაჩემის ნომერი ისახება ტელეფონის ეკრანზე:
-ჰო დედაჩემო, რას შვრები?
-თითქმის მძინავს, უცებ გამახსენდა, რომ შვილი აგარაკზე მყავს გაშვებული...
-ესე იგი, აღარ გახსოვდი არა?
-რას ჰქვია, აღარ მახსოვდი...-თავს იმართლებს და მეცინება მის ტონზე-რას აკეთებ, არ იძინებთ?
-რა დროს ძილია, წეღან გავიღვიძე.
-არა რა, ხომ გეუბნები, შუადღით ან მგზავრობისას ნუ იძინებთქო, მერე ღამე აღარ დაგეძინება.
-სუფთა ლილე ხარ რა-ვბურდღუნებ და ლილეს კისკისი მესმის. სავარაუდოდ, მიხვდა, რაზეც ვლაპარაკობ ლელასთან.-კაი ლელა, წავედი და დაიძინე შენ, ყავა მეტი აღარ დალიო, თორემ კიდევ ორჯერ მოგიწევს უძილობის გამო ჩემთან გადმორეკვა და თუ გამაღვიძე, მტრისას.
-თბილად ჩაიცვი თინათინ.
-ზამთრის ტანსაცმელი მაცვია დედაჩემო...
ტელეფონს ვუთიშავ და ვვოხრავ. სანამ ისინი თამაშს მორჩებოდნენ, ვდგები, სამზარეულოში გავდივარ და მოშვებულ ონკანს წყლის ჭიქას ვუშვერ. უკნიდან ნაბიჯების ხმა მესმის, მაგრამ შეგნებულად არ ვტრიალდები, ვიცი, ვინცაა.
როცა მიახლოვდება და თითქმის უკან მიდგას, მის გასაგონად ვეკითხები:
-წააგე თამაში??
-შენთან არა.-დაბალი და ბოხი ხმით მპასუხობს და კიდევ მიახლოვდება. ვგრძნობ, როგორ მეცემა მისი ცხელი სუნთქვა კისერზე და კანი მეხორკლება, ტანში ჟრუანტელი მივლის.
-როგორი დარწმუნებული ხარ-ვჩურჩულებ და მისკენ შეტრიალებას ვცდილობ, მაგრამ ზურგზე მეტმასნება და უკნიდან მუცელზე თავის გაშლილ მკლავს მხვევს. მთელი ტანი მითბება მისი ცხელი ხელებიდან გადმოსული სითბოთი და ყოველ უჯრედში ცხელი ლავა მეღვრება.
-იმიტომ, რომ ვიცი.-ბუბუნებს.-ვერ მომიგებ თამაშში.
-ვიცი.-ვპასუხობ და ოდნავ გული მწყდება კიდეც.-შენ გამოცდილი გაქვს.
-მაგაზე ნუ იფიქრებ.-მპასუხობს. ვიცი, რატომაც არ უნდა ვიფიქრო, მაგრამ მაინც მაინტერესებს მისგან მოსმენილი პასუხი, ამიტომ ვეკითხები:
-რატომ?
-გული გეტკინება.-ჩურჩულებს.
მეც ვიცი, რომ მასთან სიახლოვით გული მეტკინება. გული კი არა, ყოველი უჯრედი მტტკივა, როცა მისი ერთი თითიც მეხება. ასე როგორ დავახლოვდით-თქო ვფიქრობ და თან სასიამოვნო ტკივილი მივლის მუცლის არეში, იქ სადაც მას უკიდია ხელი, სადაც მისი კანი ჩემსას კვეთს და ტანზე სასიამოვნოდ მეხება. მინდა, ხელი მომაშოროს და გამეცალოს, რადგან ტკივილი აღარ ვიგრძნო, მაგრამ გულის სიღრმეში, მაინც მასთან სიახლოვეს ვნატრობ.
თითქოს მისი ნაცრისფერი თვალების სითბოს უკნიდან ვგრძნობ და ზურგზე მისი ბაგიდან წამოსროლილი ჩურჩული მელამუნება. სიტყვებს არეულად ვგრძნობ, ვიგებ და ვიაზრებ.
-მერე, არ მატკინო-მეც ვეჩურჩულები და ვტრიალდები. თვალებში ვუყურებ და ვხვდები, რომ სათქმელი ბევრი არაფერია, სიმართლე ვიცი, მანაც იცის, რომ გულგრილი არ ვარ, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ გარეგნულ სიახლოვეს იმეტებს, თავისი გული ჩემთვის არ ემეტება, მხოლოდ ნაცრისფერი მზერიდან გამოსროლილი სიმპათია, მომხიბლავი ჩურჩული, ჩემთვის გამომეტებული ხანმოკლე ფერება. სხვა არაფერი. მას ცოლი ჰყავს და საყვარელი ქალი, მე კი უბრალოდ მიყენებს, ჩემს გულში ანთებულ გრძნობებს იყენებს იმისათვის, რომ ის უბრალოდ გაერთოს, მე კი მატკინოს არაადამიანური ტკივილით ისე, თითქოს მისი თოჯინა ვარ.
ხმას რომ არ მცემს, მის ხელს ვიცილებ და გვერდს ვუვლი. ვაპირებ, უხმოდ დავტოვო და დავივიწყო, მაგრამ უკნიდან მისი ხმა მეწევა:
-ვიცი, რომ შენთვის სულერთი არ ვარ.
ვშეშდები და უკნიდან მის მზერას ვგრძნობ. მინდა, რომ დავტოვო, მისი სიტყვები ისევე დავიკიდო, როგორც მას ვკიდივარ მე, მთელი ჩემი შინაგანი სამყაროთი და განცდებით, მაგრამ არ გამომდის.
-იდიოტი-ვჩურჩულებ და ცრემლები მაწვება. მისკენ არც ვტრიალდები, ფეხებს მონაცვლეობით ვდგავ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დავფრინავ. თითქოს ფეხქვეშ მიწა არც მაქვს, ვიღაცას დედამიწა გამოუცლია ჩემს ფეხებქვეშ და ახლა ჰაერში ვლივლივებ. ცოტა ხანი ვუცდი, მაგრამ ეს შეგრძნება არ მტოვებს, არამედ უფრო მეტად მბოჭავს და მაკავებს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ვქანაობ, ვბარბაცებ და ვერ ვხვდები, ეს მეჩვენება თუ რეალურია. მერე კი ვხვდები, რომ ნერვიულობისგან არითმია მეწყება და ფეხქვეშ მიწა მართლა მეცლება. ჰაერში ვტივტივებ და გული მიმდის, მაგრამ სანამ დავეცემოდე, რაღაც თუ ვიღაც ჰაერში თავისი ძლიერი ხელებით მაკავებს, მე კი ვგრძნობ, რომ ვიძირები.

თვალს ვერ ვახელ, რაღაც უცნაური სიმძიმე ჩამომწოლია წამწამებზე და მიუხედავად იმისა, რომ გამოძინება მეყო და უკვე აღარ მინდა მეტი დასვენება, თვალების გახელა რაღაც წარმოუდგენელ მისიად მევლინება. მაინც, ძალით ვცდილობ, ერთმანეთზე თითქოს ცხელი წებოთი მიწებებუი წამწამების გახსნას და თვალებს ვახელ. ვხვდები, ცრემლი ჩამდგომია თვალში და სავარაუდოდ ჩაწითლებულიც მაქვს.
-ლილე-ვცდილობ, ხმამაღლა დავიყვირო, რომ გავაგონო, მაგრამ ყელი ისე მტკივა, არ გამომდის და ჩემთვის ვბურტყუნებ.-ჯანდაბა, რა იდიოტობაა.. განძრევაც არ შემიძლია, ეს რა იდიოტობები მაქვს მიერთებული...
ხელს ვწევ და მკლავზე გადასხმისთვის ნემსი მაქვს გაკეთებული. აჰა, ესე იგი, ისარგებლეს ჩემი უგონო მდგომარეობით და ნემსიც გამიკეთეს. ნეტავ, კიდევ რა ახალ და მოულოდნელ ამბავს უნდა ველოდო?
-ლილე-კიდევ ერთხელ ვყვირი და ყელზე ხელს ვიტაცებ, იმდენად ძლიერად მტკივდება.
-მოვდივარ, მოვდივარ-დერეფნიდან სირბილის და ლილეს ხმა მესმის და მალე კარიც იღება.-გაგიღვიძია.
-კი, გამოაშკარავდით უკვე-მკლავზე მივუთითებ წარბაწეული-ამას აქ რა უნდა?
-თინათინ, იცოდე სკოჩს აგაკრავ პირზე-გამფრთხილებლურად მიქნევს საჩვენებელ თითს და საწოლის ბოლოში მიჯდება.-ექიმი მოვიყვანეთ, არითმია დაგეწყო და გადასხვმაც გაგიკეთა. წამლები გამოგიწერა კიდევ, ბიჭები საყიდლად წავიდნენ აფთიაქში.
-ჯერ ერთი, მე ჩემი ექიმის გარეშე არც ერთ წამალს არ ვსვამ და მეორეც, აქ რა აფთიაქი უნდა იპოვონ, ნორმალურები თუ არიან?
სანამ წინადადებას ბოლომდე დავამთავრდებდე, სახლის კარის ბრახუნი ისმის და მერე კიბეზეც ხმაურიანი ამოსვლის ხმა. როგორც ჩანს ორივე ისე ხმამაღლა დააბოტებენ, ჩემს სავაუდო ძილს არ ითვალისწინებენ. კარიც იხსნება და შემოლაგდებიან ოთახში წამლის პარკებით ხელში:
-გაიღვიძე?-ჩემკენ მოდის და საწოლის თავთან იხრება სანდრო-რა ცუდია, რომ ვერ მოგისწარით, არადა შენი რეაქცია მაინტერესებდა ამათზე.
გადასხმებზე მიმანიშნებს და ბოროტი ღიმილი ესახება სახეზე.
-შეკრული რომ არ მქონდეს ეს ხელები, ისე ჩაგარტყამდი ნეკნებში, რომ ვეღარ ამოგესუნთქა-თვალს ვუკრავ და ისიც ხარხარებს.
-ნახე რა, კიდევ ჯანზეა ეს.
-მაგის ენერგიას ვერ გამოლევ-გამოცდილი სპეციალისტივით აღნიშნავს ერეკლე და მიახლოვდება-წამლები მოგიტანეთ ექიმმა რაც გამოგიწერა და იმედი ახლა მაინც იქნები ჭკვიანად.
-ჭკვიანად?-თვალები მიფართოვდება-შინაური ცხოველი კი არ ვარ რომ დამაბათ და ძალით მასვათ ეგ წამლები! არაფერს არ დავლევ, სანამ ჩემს პირად ექიმს არ გავესაუბრები.
-ბიჭო ეს რა ხისთავიანია-თვალებს ატრიალებს ზემოთხსენებული და მეც შეძლებისდაგვარად ვუბღვერ.-გოგო, თვალებში წესიერად ვერ იყურები, დარწმუნებული ვარ, რომ წამოდგე ეგრევე გადაიქცევი და მაინც არ გვიჯერებ?
-ეგ მცდელობები და ჩემი დაყოლიების ვარიანტები ქიმიის გაკვეთილზე სცადე-კბილებში ვცრი და თავს სხვა მხარეს ვაბრუნებ.
-რაზე ბაზრობ?-მეკითხება სანდრო შეჭმუხნული წარბებით, მერე კი, ჩემგან პასუხს რომ ვერ იგებს, თავის „გულწრფელ“ და საოცრად „ნამუსიან“ ძმაკაცს უბრუნდება-რაზე გითხრა ერე?
-ქიმიას ვასწავლი შენს დას და მაგას-აღიარებს და მზერას არიდებს სანდროს.
-რა, ბიჭო?-თვალებგაფართოვებული მიშტერებია ერეკლეს-მანამდე რატომ არ მითხარი?
-რა მნიშვნელობა ჰქონდა-თავის დაძვრენას ახერხებს და სრულიად უმანკო, ჩვეული გამომეტყველებით უსწორებს თვალს ძმაკაცს.
-დიდი მნიშვნელობა ჰქონდა-იმეორებს სანდრო და მეც მის აზრზე ვარ. ლამისაა გულშემატკივარივით ვიყვირო-მიდი სან, დასცხე-მეთქი, რომ გამომეტყველება ურბილდება და მიმიკაც ეცვლება-კარგი, ახლა რაღა აზრი აქვს. თინათინ, ცოტა ხანი კიდევ მოგიწევს საწოლში გაჩერება.
-შანსი არაა-ნაგლურად ვუღიმი და მაშინვე ვიწევი, რომ წამოვდგე, თუმცა ჩემს ბედად, ლილე მხრებში ხელებს მავლებს და ადგილზე მაბრუნებს. აჰა, ესე იგი ჩემი შესუსტებული ძალებით სარგებლობენ!
-ნუ ხარ ჯიუტი თხა-მიმეორებს სანდრო.
-თხა არა?-თვალებს ვაწვრილებ.
-მაგ წინადადებაში მარტო „თხა“ გაიგე?-ცალყბად მიღიმის ერეკლე და მოჭუტული თვალებით, რამდენადაც შემიძლია, ვეჯღანები.
-დიახ ბატონო, ახლა კი თუ შეიძლება, მარტო დამტოვეთ ჩემს სამფლობელოში-ამაყი მზერით ვაცხადებ და იმ ორ მასხარას კარისკენ ვანიშნებ თვალებით.
-რომ გამოკეთდები, მერე გასწავლი ჭკუას-თავის ჭკუით მემუქრება ჭკუისკოლოფი სანდრო და გადის, უკან კი ვაჟბატონიც მიჰყვება.
ლილე ისეთი თვალებით მიყურებს, ეჭვი მაქვს, ყველაფერი იცის, რაც სამზარეულოში ერეკლესა და ჩემ შორის მოხდა.
-მომიყევი.-კომფორტულად მოკალათდება საწოლის ბოლოში და მოსმენისთვის ემზადება.
-ზღაპარი კი არ არის ასე მუჰამედივით რომ ჩამომიჯექი-ვუბღვერ, მაგრამ როცა ერეკლეს შეხებას ვიხსენებ, წარბი თავისით მეხსნება.
-თინათინ, სახეზე გატყობ, რაც მოხდა. იქნებ დაიწყო მოყოლა?-ეშმაკურ მზერას მანათებს თავისი წაბლისფერ-მომწვანო თვალებიდან და მეც თვალებს ვატრიალებ.
-არაფერი მომხდარა, უბრალოდ სამზარეულოში შემოვიდა, წელზე ხელები მომხვია და მითხრა მოგწონვარო. სულ ეს არის. დანარჩენი ხომ შენ თვითონაც იცი.
-რა გითხრა?-თვალები უფართოვდება და მერე, სრულიად მოულოდნელად, ისეთ ხარხარს იწყებს, შიშისგან ვხტები.-მოიცა, მოიცა, ან კარგად ვერ გავიგე, ან სულ გაგიჟდით თქვენ.
-მშვენივრად გაიგე.
-გაგიჟდით არა?-შეშლილი თვალებით მიყურებს.-რას ჰქვია მოგწონვარო, შენ მაგივრად ის ლაპარაკობს თუ რა პონტია?
-მერავი-მხრებს ვიჩეჩავ და გულდაწყვეტილი მზერა ჩემს გადახლართულ ხელის თითებზე გადამაქვს-საზიზღარია. მაწვალებს და თვითონ ერთობა. არც კი იცის, რის გამო ვინერვიულე. ხისთავიანი და შეუგნებელი ადამიანივით იქცევა. თვითონ ცოლი ჰყავს და აქ მე მეფერება, თანაც ისე, რომ უარს ვერ ვეუბნები.
-რაღაცას გირჩევ-დასერიოზულებული თვალებით მიყურებს და ხელისგულს ჩემს გადანასკვულ თითებზე მადებს გამამხნევებლად-ისე მოიქეცი, როგორც თვითონ გექცევა. გეთამაშება-ეთამაშე. ჰკიდიხარ-დაიკიდე. არ აგრძნობინო, რომ მოგწონს, თორემ უარესს იზამს. გულს ძალიან გატკენს თინ.
ღრმა, თბილ თვალებში ვუყურებ და თავს ვუქნევ. ძალიან, ძალიან მაიმედებს მისი სიახლოვე.

ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვდივარ და მისაღების ცარიელ დივანზე ვჯდები. მუხლები მეკვეთება, თუმცა წოლა აღარ შემიძლია, მითუმეტეს ჩემს ოთახში გამოკეტილს. დილის ცხრა საათია, სავარაუდოდ მალე ისინიც გაიღვიძებენ და მერე დამაყრიან საყვედურებს ადგომასთან დაკავშირებით. მშია, მაგრამ ადგომის თავი აღარ მაქვს ამიტომ ხის დაბალ მაგიდაზე დატოვებული ენერგეტიკული სასმელებიდან ბუმს ვწვდები და ვსვამ.
ცოტა ხანში, მისაღებში ნაბიჯების ხმა ისმის და კისერი მეღრიცება უკან ყურებით რომ ამოვიცნო, ვინ არის.
-გაგიღვიძია-ეღიმება ერეკლეს, მიახლოვდება და გვერდით, სავარძელში ჯდება.-რახან ჩემი ბუმი შენ მიისაკუთრე, მე სანდროსას დავლევ.
რედბულის ქილას იღებს და ისე მოსვამს, თვალს არ მაშორებს.
-გასვლა დამეზარა-მხრებს ვიჩეჩავ და ურეაქციოდ ვაგრძელებ დალევას.
-მაინც ადექი-დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკებს და ჩემს შიშველ ფეხებს აკვირდება, მოკლე შორტებში რომ მიჩანს.
-ავდექი-ვიმეორებ და ისე, რომ სინდისი არც კი მაწუხებს, თვალს ვუსწორებ.-მერე შენ რა?
-ნუ ბავშვობ თინათინ.-გამჭოლი მზერით მიყურებს.
-მე ისედაც ბავშვი ვარ-უდარდელად ვპასუხობ და ფეხს ფეხზე ვიდებ-შენ კი ჩემზე პასუხისმგებლობის არც ერთი პროცენტი არ გეკისრება, გახსოვს?
-მებუტები?-წარბებს ქაჩავს.
-არა, რათქმაუნდა-ვუღიმი, მაგრამ ჩემი ღიმილი საოცრად ყალბია.-უბრალოდ სიმართლეს ვამბობ. ჩემი არც ერთი ქმედება შენ არ გეხება.
ცოტა ხანი მიყურებს, მერე კი დგება და ჩემკენ მოდის. მინდა, ავდგე, ან სხვაგან გადავჯდე, მაგრამ მუხლები არ მემორჩილება, ზედმეტად დაღლილად ვგრძნობ თავს.
ერეკლე გვერდით მიჯდება და ხელს მუხლზე მადებს.
ჯერ ხელს ვუყურებ, მერე მას. გულის სიღრმეში მინდა, რომ კიდევ დიდხანს ედოს ხელი ჩემს მუხლზე, მაგრამ ისეთი თვალებით ვუყურებ, წესით უნდა მიხვდეს, რომ აიღოს და ზედმეტად აღარ გამაბრაზოს.
-არ მიკბინო-ეცინება ჩემს თვალებზე, მაგრამ ხელს მაინც არ იღებს.
-კბენა მონაგონი იქნება-ვუღრენ და ვცდილობ, არ შევიმჩნიო, როგორ ცდილობს ჩემი ნერვების მოშლას. ეს რომ გავაკეთო, ეჭვი მაქვს მის გულს გავახარებ, რაც ძალიან არ მინდა.
-დამშვიდდი-იღიმის და სახე ახლოს მოაქვს.
-გაიწიე-ვჩურჩულებ, რადგან ხმა მეკარგება. თვალს არ ვაშორებ მის ნაცრისფერ მზერას.
-რომ არა, რას იზამ?-მეთამაშება. აი ახლაც, როცა ცუდად ვარ და იცის, მისმა საქციელმა გამხადა ცუდად, ახლაც ისევე ნაგლურად, ეგოისტურად და ირონიულად მეთამაშება, თავისი ძალის სრული გამოყენებით.
-თუ არ გაიწევი, მთელი ძალას გამოვიყენებ, რომ რამე დაგიშავო-ვპასუხობ თვალის მოუშორებლად.
-დამიშავე-მმხრებს უდარდელად იჩეჩავს და უფრო ახლოს მოდის.
-არ მინდა-თითქმის კივის ჩემი ხმა, ნერვიულად მიკანკალებს მხრები და თითები. ვიცი, რასაც აკეთებს. მიახლოვდება, რომ მაკოცოს და მერე საერთოდ მანანოს ჩვენი შეხვედრის და გაცნობის დღე.
-რა არ გინდა თინანო?-ტკბილი ხმით მეკითხება და მზერა ჩემს აკანკალებულ, გაყინულ თითებზე გადააქვს.
-არ მაკოცო-პირდაპირ ვუმეორებ და თვალებში ბრაზი მიდგება.
არ ვიცი, გრძნობს თუ არა ჩემგან წამოსულ აგრესიას, მაგრამ მე კი ვგრძნობ მისგან წამოსულ სითამამესა და სიამაყეს. ისეთია, ვიცი, არ დამანებებს, მე სიცოცხლეს გამიმწარებს, თვითონ კი უზრუნველად და უდარდელად განაგრძნობს ცხოვრებას. მერე ისევ თავის ცოლს დაუბრუნდება, მე კი გულგატეხილს და გრძნობააშლილს დამტოვებს, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა.
მოულოდნელად, იცინის, ხარხარებს და მე გაშეშებული, გაფართოვებული თვალებით მივშტერებივარ მის მორიგ გამოხტომას, მორიგ სცენას, რომელიც ის მიწყობს. ლამისაა გავგიჟდე, ბოლოს რომ ჩერდება და ირონიული ღიმილით ტეხავს ტუჩის კუთხეებს:
-შენ რა გგონია, გაკოცებ?-სკეპტიკურად მეკითხება. ლამის გიჟს დამამსგავსა და ბოლოს, როცა აშკარა ფაქტი იყო, კოცნას მიპირებდა, ასეთ რამეს მეუბნება! ნამდვილად საგიჟეთიდან გამოქცეული მანიპულატორია, რომელიც ჩემსავით სხვებსაც აგიჟებს და ნერვებმოშლილს ტოვებს.
-არ მჭირდება შენი დაცინვა-კბილებში ვცრი და ვცდილობ, ფეხზე წამოვხტე, მაგრამ არ გამომდის. გაჭირვებით ვდგები ფეხზე და რადგან მუხლები მეკეცება არითმიის წყალობით, დივნის კიდეს ვეყრდნობი ორივე ხელით.-თუ ფიქრობ, რომ მეც სხვა გოგოებივით უნდა გამომიყენო და მმართო, არ გაჭრის ეს მეთოდი ჩემთან.
-ვითომ?-წარბებს ზიდავს და იცინის.
-რა უსირცხვილო ადამიანი ხარ...
-მე მეგონა, გაკვეთილებს მე კი არა, შენ არ სწავლობდი-უდარდელად აგრძელებს.
-გაკვეთილების სწავლაში რომ გამოიხატებოდეს ადამიანობა, ალბათ შენ ოროსანი იქნებოდი.-პირდაპირ ვახლი სიტყვებს და გვერდს ვუვლი, მაგრამ უეცრად მუხლები მიმტყუვნებს და ვიკეცები. ხელს მხარზე ვაყრდნობ, ის კი წელზე ხელებს მაჭდობს და უკვე წაქცევის პირას მისულს, მჭიდროდ მიჭერს ცხელი ხელებით.
-გამიშვი, არ მჭირდება შენი მოწყალება!-ვუყვირი, მაგრამ ხელს არაფრის დიდებით არ მიშვებს, პირდაპირი მზერით მომჩერებია თვალებში, მერე კი მზერას ჩემს ბაგეზე ხრის და გაუაზრებლად, სრულიად მოულოდნელად მეტაკება ტუჩებზე.
ხელებივით ცხელი ტუჩები აქვს, მისი ენა კი ოსტატურად დასრიალებს სადაც უნდა, იქ.
ჩემი რეაქცია არც აინტერესებს ისე მკოცნის და საბოლოოდ, მეც მიყოლიებს ვნებააშლილს, გრძნობებში ღრმად შეტოპილს.
„არ გინდა“-ჩურჩულებს ჩემი გული, მაგრამ ჩემი გულის მას არ ესმის და ვერასოდეს გაიგებს, რეალურად რას ვგრძნობ, მეზიზღება, თუ მიყვარს. მას მხოლოდ თავისი ვნებები აინტერესებს, მხოლოდ ის სჭირდება, რომ თავისი ჰორმონები დაიკმაყოფილოს და ვიღაცას რაღაც გამოსძალოს, თუნდაც ეს რაღაც სრულიად უმანკო პირველი კოცნა იყოს, რომელიც სრულიად გაუაზრებლად მომპარა და არც კი სცხვენია. ჩერდება და ღრმად სუნთქავს ჩემს ტუჩებზე თბილ ჰაერს. მისი სუნთქვა კვლავ ბაგეზე მეკონება და მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად მისი უნამუსო საქციელისა, მაინც მსიამოვნებს. მსიამოვნებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან სჭირდება ჩემს გულს. რადგან ის ერთადერთია, ვისთვისაც ჩემი გული გაძლიერებულად სხვანაირი სიხალისით ცემს, სხვანაირად ნელდება და ჩქარდება.
-მოგეწონა?-მეკითხება და იღიმის.
თვალებს ვახელ და ვაშტერდები ნაცრისფერ თვალებში. ჩემთვის მის თვალებში ერთადერთი და სამუდამო მზეა ამოსული, რომელიც ყოველთვის იკაშკაშებს, როცა დავინახავ, თუნდაც სულაც არ მომეკაროს, თუნდაც ჩემ მიმართ ეს უბადრუკი ვნებებიც არარ გააჩნდეს და ყველა გრძნობა გაციებული ნაკვერჩხალივით ჩაუქრეს. მჭირდება. მხოლოდ ამაზე ვფიქრობ და ლილეს სიტყვები სულ მავიწყდება. დედის ნათქვამიც მავიწყდება, რომ პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მერე სხვა, იმიტომ რომ საკუთარი თავისადმი სიყვარული ის ერთადერთი მაგალითია, რომელიც სხვებს უჩვენებს, თუ როგორ უნდა უყვარდე.
თავს ვუქნევ ერეკლეს კითხვაზე პასუხის ნიშნად.
-ჰოდა, დიდხანს არ იფიქრო ამ კოცნაზე, გული არ აგიჩქარდეს-ამაყად მეუბნება და დივაზე ჩამომჯდარს მტოვებს.
-იდიოტი, ნაძირალა-ვჩურჩულებ და ლოყაზე ერთი კურცხალი ცრემლი მიგორდება-ნარცისი, სადისტი... მანიპულატორი...
ვერავინ იგებს, როგორ ვტირი, რადგან როცა ისინი იღვიძეებენ, ცრემლები უკვე შემშრალებული მაქვს და დივანზე ფეხმორთხმით ვზივარ გაჩუმებული, კედლების შემყურე.
-რა ჩუმად ხარ თინ, რამე ხომ არ გჭირს?-ჩემთან მოდის და იმუხლება ლილე. თვალებში მაშტერდება, სანდრო კი ამასობაში ჯიბეში ხელჩაყოფილი დაბოდიალობს ოთახში და ლილეს ჩემ მაგივრად პასუხობს:
-შენი ჭირიმე, ძლივს დაავიწყდა, გაუჩერებლად საუბარი რა არის, ახლა ისევ თავიდან უნდა დაიწყოთ? ვერ ხედავ, ბავშვს ჩუმად ყოფნა ურჩევნია...
მართლაც ჩუმად ვზივარ და იქვე, დივანზე ნაპოვნ დეკორატიულ ბალიშს ისე ვეხუტები და ვეკვრი, ადამიანი რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, გაიგუდებოდა.

ოქროსფერი მზე მთებისა და ცის ზღურბლზე იწვერება, თითქოს წასვლა უნდა მაგრამ არ ჩქარობს. მალე დაღამდება, ვიცი და მზეც უკვალოდ გაქრება ლურჯი ციდან. წასასვლელად გამზადებული, სამზარეულოში ვდგავარ მარტო და პურზე ნუტელას ვისმევ.
-თინათინ, ჩემი ბოტასები შენ ჩადე ჩემოდანში?-გამომძახის ოთახიდან ლილე.
-მე არაფერი ჩამილაგებია-ვპასუხობ და ნუტელას კოვზიდან ვჭამ.
-აუ, მეც წამისვი რა-თხოვნით აღსავსე თვალებით მიყურებს კარში თავშემოყოფილი ლილე.
-კაი ხო.
კარში მისი ძვირფასი ძამიკო შემოდის და მობეზრებული გვიყურებს ორივეს:
-რა დროს ნუტელას ჭამა იყო, ჩაალაგეთ უკვე ყველაფერი?
-თითქმის-ატყუებს ლილე და ლოყებაწითლებული ჭამს ჩემთან ერთად.
მალე ოთახში დასერიოზულებული ერეკლეც შემოდის და საზოგადოებას გვათვალიერებს.
-ლოყაზე შოკოლადი გისვია-ღიმილით მანიშნებს ტუჩთან ახლოს თავის სახეზე.
სადაც მეუბნება, სწორედ იქ ვისვამ ხელს, მაგრამ არაფერია.
-ოდნავ მარჯვნივ-შემდეგ მითითებას მაძლევს და მეც თითზე ნუტელა მყვება. თითს ვილოკავ და ერეკლეს ავხედავ. თვალისმოუშორებლად მიყურებს და ვხვდები, თვალებში ნაცნობი ვნება როგორ ენთება. ზურგს ვაქცევ და ოთახიდან გამოვდივარ, სულაც არ ვარ მასთან კონტაქტის ხასიათზე, მითუმეტეს საბოლოოდ დატოვებული საშინელი შთაბეჭდილების შემდეგ.
-ლილე, მომეხმარე რა ჩალაგებაში-ვეძახი ოთახიდან.
-კაი, რა მოხმარება მაგას უნდა-ბუზღუნითა და ჭამით შემოდის. მიდ დანახვაზე მეცინება და ვანიშნებ, აღარ გინდა-თქო.
გზაში განაბულები ვსხედვართ. უცებ მახსენდება, რომ წამალი დამრჩა დასალევი.
-ჯანდაბა-ჩუმად ვჩურჩულებ, მაგრამ გვერდით მჯდომ ლილეს მაინც ესმის ჩემი ბურტყუნი.
-რა იყო, რამე ხომ არ დაგრჩა?
-წამალი დასალევი.
რუკზაკს მუხლებზე იდებს და წამლის ყველა კოლოფს იღებს იქიდან. ახლა ყველა ეს წამალი მუხლებზე მილაგია და შეიძლება ნებისმიერ მომენტში, მანქანის დამუხრუჭებისას ძირს მიმოიფანტოს.
-სან, ცოტა ნელა იარე რა-აფრთხილებს ძმას და წამლების ამოლაგებას აგრძელებს.
-რას შვრებით?-ცალი თვალით ჩვენკენ იყურება ბიჭი და ეჭვისთვალით გვათვალიერებს.
-წამალს ვეძებთ-ვპასუხობ უაზრო სახით. სულაც არ ვარ ღიმილის ხასიათზე.-დასალევი დამრჩა და აღარ გამხსენებია.
-ამდენი წამალი რათ გინდა?-წრბშეჭმუხნული მიყურებს ერეკლე და წამლების კოლოფებსა და ქაღალდებს ათვალიერებს.
-სათამაშოდ-ვენაგლები-რათ უნდა მინდოდეს, ვსვამ ერეკლე.
წამით თვალებში მიყურებს და მაკვირდება, ალბათ აინტერებს, ვატყუებ თუ არა და ამის გამორკვევას ჩემი თვალების წყალობით ცდილობს.
-ვიპოვე-ლილეს წამოძახილზე მისკენ ვიხედები, ის კი ხელში ანტიბიოტიკს მაწვდის და წყლის ბოთლს თავსახურს უხსნის.
წამლის დალევის შემდეგ მეგობრის მხარზე თბილად მოკალათებულს თბილისში ჩასვლამდე მეძინება, მერე კი, როგორღაც მაფხიზლებენ და ჩემს სახლთან გადავდივარ.
-ჭკვიანად.-ხელს მიქნევს ლილე. სადარბაზოში შესვლამდე მანქანა არ იძვრება, მერე კი ერეკლეს უცნაურ თვალებთან ერთად უჩინარდებიან ისიც და მასში მსხდარი ადამიანებიც.

-ჰელოუ-დედაჩემი ცხვირწინ მიქნევს ხელებს, რომ როგორმე გამომაფხიზლოს-გამოცოცხლდი, მკვდარი ხომ არ ხარ, რა ოპოსუმივით იმკვდარუნებ თავს.
-დედა, შენ მაინც დამანებე თავი, თუ ღმერთი გწამს, რა გეტაკა-მართლაც მკვდრის გამომეტყველებით ვუყურებ და ვცდილობ, მისი დამღლელი, ჩამჭრელი და პირდაპირი კითხვები, როგორიცაა „თინათინ, რა მოხდა წყნეთში? რა იყო, შეყვარებულმა ხომ არ მიგატოვა, ან ვინმე უცხო ტომელი ხომ არ შეგიყვარდა?“, თავიდან აცივილო, მაგრამმ, ღმერთმა იცის, როგორ საშინლად გამომდის თავის დაძვრენა. უკვე ორი საათია თავზე მადგას ლელა და ინფორმაციის გამოტყუებას ცდილობს.
-ვაიმე, მივხვდი-თავში ხელს იტაცებს და დაეჭვებული სახით მიყურებს.
-რას მიხვდი, თქვი ახლა-ხმაში შეშფოთება მერევა იმაზე შიშში, რომ სიმართლეს მიხვდა, თავისი გენიოსი ტვინით.
-გაცივდი და მაგიტომ ხარ ახლა ასე სუსტად არა?-წარბაწეული შემომყურებს და თავს უკმაყოფილოდ აქნევს აქეთ-იქით.-ოხ თინა, ოხ თინა, ხომ გეუბნებოდი ჩაიცვი, გაცივდები, ჩაიცვი, სიცხეს მოგცემს, ჩაიცვი...
-დედა-თითქმის ვღრიალებ ნერვებმოშლილი-გეყოფა ეს „ჩაიცვი“, რა უბედურებაა...
-კარგი ჰო, აბა გაციებული არ ხარ?
-არ ვიცი, შეიძლება გაციებულიც ვარ-თავზე საბანს ვიფარებ, რომ მეტი ვერაფერი გამომტყუოს.
-რას ნიშნავს „გაციებულიც“? ქალბატონო, შემომხედე და ისე მითხარი, „ც“ რატომ დაამატე სიტყვას?
-მომასვენე-საბნის შიგნიდან ვბურტყუნებ. წესით უნდა მიხვდეს, რომ თქმას არ ვაპირებ და დროზე გამეცალოს, სანამ მე თვითონ გავიქცევი სახლიდან.
-ხვალ რომ სკოლა გაქვს?-მეკითხება შეპარვით. აჰა, ესე იგი არკვევს, წავალ თუ არა ხვალ სკოლაში და აქედან გამომდინარე, უნდა მიხვდეს, რა მჭირს. გენიოს!
-ხვალ მოვიფიქრებ.-გადაჭრით ვპასუხობ. როგორც იქნა, ოთახიდან გადის და მარტოს მტოვებს.
ნახევარ საათში, ისევ შემოდის და ლიმნიანი ჩაი შემოაქვს. ფიქროს, რომ მძინავს, ამიტომ ფეხაკრეფით დადის, ჩაის გამჭირვალე ჭიქას კომოდზე დგავს, საბანს მისწორებს და გადის.
თხუთმეტ წუთში, განმეორებითი შემოვლა აქვს ჩემს ოთახში. ჩაის ამოწმებს, ხომ არ დამილევია და კიდევ წამლები შემოაქვს, ჩაის გვერდით მიდებს, მზრუნველად მიყურებს, საბანს მისწორებს და ისევე ჩუმად გადის, როგორც შემოვიდა.
ნახევარ საათში იხედება, ოთახში მხოლოდ თავს ყოფს და როცა რწმუნდება, რომ არ გამიღვიძია, კარს იხურავს.
ვერ გამიგია, იმიტომ მდარაჯობს რომ სიმართლე გამომტყუოს თუ უბრალოდ ჩემზე ზრუნავს და ნერვიულობს? ალბათ, მეორე უფრო მგონია, დედისგან მზრუნველობა უფროა მოსალოდნელი, ვიდრე შვილის საიდუმლოს გაგების სურვილი.
მეოთხედ რომ შემოდის და საწოლის თავთან მიჯდება, რომ თმაზე მომეფეროს, თვალებს ვახელ და კრთება:
-მე გაგაღვიძე? არ მინდოდა, გამეღვიძებინე.
-არა დე-ვუღიმი და მის ხელს ჩემს ხელისგულს ვადებ.-არ გაგიღვიძებივარ, მეღვიძა.-ხომ არ ნერვიულობ, ასე რომ ვარ?
-არ ვნერვიულობ დედი-თვალებში სევდა უდგება და ცდილობს, რაც შეიძლება ბუნებრივად გამიღიმოს, მაგრამ ღიმილშიც ეტყობა მზრუნველი სევდა. როგორ მინდა, ყოველთვის გვერდში მყავდეს, რადგან როცა აღარ მეყოლება, მისი ეს მზერა დამამახსოვრდება, ჩემთვის გაკეთებული ყოველი საქმე, ყოველი ფინჯანი ჩაი ან ყავა, ყოველი მოფერება ძილისწინ, ნერვიულობა ჩემს ჯანმრთელობაზე და მორალური მხარდაჭერა მისგან.
-მიყვარხარ დე-ვჩურჩულებ და მის ხელს ვიხუტებ, თუმცა ის თავად მეხუტება და მკერდზე მიკრავს. თავი ისევ ბავშვი მგონია, რომელიც ბავშვობაშ დაბრუნდა და ჩემზე ბედნიერი არავინაა ამ მომენტში.

ჩემი ტელეფონის გაბმული ზუზუნი მაფხიზლებს. ნომერს დავყურებ და ლილეა, სხვა ვინ იქნება.
-რა მოხდა, ერთხელ არ მოვედი და მსოფლიო გადადგით კლასში?-ინტერესით ვეკითხები საწოლზე წამომჯდარი ცხელი ყავით ხელში.
-გოგო,-დამაინტრიგებელი ხმით იწყებს და მის ხმაზე მეცინება.-რა გაცინებს, მისმენ? ქიმიის გაკვეთილზე, ერეკლემ გიკითხა, ისევ აგვიანებს თუ არ არისო და ვუთხარი, არ არის_თქო. ხოდა, მკითხა, რატომ არ არისო.
-ლილე, არ მაინტერესებს, რა რეაქცია აქვს ერეკლეს ჩემ ყოფნა-არყოფნაზე. ის უფრო მაინტერესებს, ქართულში საკონტროლო რომ უნდა გვეწერა, თუ წერეთ.
-რა დროს ქართულის საკონტროლოა ქალო, ნუ გამაგიჟე. დამამთავრებინე მოყოლა! ჰოდა, რომ მკითხა,ვუპასუხე ცუდად არისთქო. რა ჭირსო და ხომ იცით, რაც ჭირს-მეთქი..
-მერე რა გიპასუხა?-მთელი ემოციით ვეკითხები და ვუსმენ.
-აჰა, გასაგებიაო. მეტი არაფეერი.
-ეჰ, რა საინტერესო მომენტი გამაზა-თავს ვაქნევ დანანებით და მეცინება.-არ არის ღირსი მაყურებლის შეფასების!
-თინათინ, სერიოზულად, ხომ კარგად ხარ?
-კი ლილე, რა უნდა მჭირდეს, ჯერ არ ვკვდები და...
ოთახის კარს დედა აღებს და ჩაცმულ-მოკაზმული შემოდის ჩანთით ხელში.
-თინ, მივდივარ მე სამსახურში. რომმ ადგები, მაცივარშია ყველაფერი, საჭმელი ჭამე იცოდე, არ გამაგიჟო და კარი ჩაკეტე, არავის გაუღო უცხოს.
-როდის იყო ჩვენს კართან ვინმე უცხო მოსულა.-ვიცინი, მაგრამ ეს არ აწყნარებს ისეთ ენერგიაზეა.
-ცუდად თუ გახდები, დამირეკე და წამლები აუცილებლად დალიე.-მაფრთხილებს, ჩემკენ მორბის, შუბლზე მკოცნის და გარბის-წავედი მე, სამსახურში მაგვიანდება.
ცოტა ხანში, პიჟამაზე ხალათს ვიცვამ და სამზარეულოში გავდივარ. მაცივარში შოკოლადებს ვპოულობ და საუზმის მაგივრად მათ ვჭამ. მოწყენილობის გასამკლავებლად ლილეს ვურეკავ. ვიცი, რომ გაკვეთილზეა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ჩემს ზარს აიღებს.
-რაო, მოვიწყინეთო მარტომო?-სიცილით მეკითხება და ვატყობ, დასვენება აქვს, რადგან კლასში ხმაური ისმის.
-აღარ ვიცი, რა ვაკეთო. სკოლის მერე პირდაპირ ჩემთან ამოდი რა.
-როგორც თქვენ მიბრძანებთ მის. ისე, დღეს სალომე ექიმი ჩვენთან იყო შემოსული, ერეკლე მასწს ეძებდა.
-რა უნდოდა?-წარბებს ვიჭმუხნი. ესეც სასკოლო რომანი მასწავლებელსა და ექიმს შორის, თუმცა მათი რომანი, როგორც ცოლ-ქმარს შორის, უფრო ბუნებრივი და ადეკვატურია, ვიდრე მასწავლებლისა და მოსწავლის, როგორც არშემდგარ ჩამოუყალიბებელ წყვილს შორის.
-რავიცი, ალბათ ქმარუკა დაეკარგა-„სულერთია“-ს ხმით მეუბნება.-ირაკლიმაც გიკითხა.
-რა ჯანდაბა უნდოდა?
-აინტერესებდა, სად გაუჩინარდა ცნობილი ბოქსიორი, საქართველოს ჩემპიონატი მის თინათინ 2018.
ვკისკისებთ. უცებ კარზე კაკუნი მესმის და წამში ვჩუმდები. ვფიქრობ, ვინ უნდა იყოს ასეთ დროს, მაგრამ თავში არავინ მომდის.
-რას გაჩუმდი?-ყურმილში მეკითხება ლილე.
-მომისმინე-ვჩურჩულებ დაძაბული ხმით-კარზე ვიღაცაა.
-მერე გააღე-უდარდელად მპასუხობს.
-რას ჰქვია გავაღო, მე რა ვიცი ვინააა.
-ჰოდა, ჯერ ცივი იარაღი მოიმარჯვე.-მართალია, ის მეხუმრება, მაგრამ ხელში ცომის საბრტყელებელს ვიღებ, რომელიც დილით დედას დარჩა დახლზე და კართან ვიტუზები.
-ჰკითხე აბა ვინ არის-განკარგულებას გასცემს ლილე.
-რომელია?-ხმის კანკალით ვკითხულობ, მაგრამ კარსუკან ხმას არავინ იღებს, ამიტომ გული ორმაგი სისწრაფით მიცემს და მეშინია.-ლილე, არ მპასუხობს ეს დეგენერატი.
-გოგო-უეცრად სიცილი უტყდება და ლამის ტელეფონში ვუღრიალო-მიდი აბა გამოაღე. არამგონია, მგელი იდგას და შეგჭამოს.
-ნუ მაშინებ-ხმა კვლავ მიკანკალებს. კარის სახელურს ვიჭერ და საკეტს ვატრიალებ. ჩხაკუნი ისე ჩამესმის ყურში, როგორც სიკვდილის მომასწავებელი ხმა. კარს ვაღებ და მომზადებულ საბრტყელებელს ჰაერში აღვმართავ.
ერეკლეს ჩემ დანახვაზე თვალები უფართოვდება და მერე სიცილით იკეცება. იმხელა ხმაზე ხარხარებს, არამგონია, რომელიმე მეზობელმა რაიმე კარგი იფიქროს ჩემს პატიოსნებაზე.
-რა გაცინებს?-ვუღრენ და საბრტყელებს ძირს ვუშვებ.
-რას აკეთებდი?-გაუჩერებლად მეკითხება მომღიმარი სახით.
-რას ვაკეთებდი?-კითხვას უკან ვუბრუნებ სრულიად უდანაშაულო სახით. თურმე იმასაც მე მაბრალებს, რომ ქურდივით მოიპარა კართან და ხმაც არ გამცა, რომ ნორმალური რამე მეფიქრა.
-ცომის გასაბრტყელებელი რათ გინდა?-ხელებში მიყურებს და მერე მომცინარი თვალებით სახეზე მაშტერდება..
-ნეტავ რათ მინდა-სკეპტიკურად ვუყურებ-შენთვის მქონდა მომზადებული, მაგრამ გადავიფიქრე ჩარტყმა.
იღიმის და კარში შემოდის. იქნებ მკითხოს ჯერ, ვუშვებ თუ არა სახლში.
-ტანსაცმელი რატომ არ გაცვია?-მეკითხება სერიოზული ხმით, ისე, თითქოს მისი საქმე იყოს, მე რას ჩავიცმევ და ჩემს სახლშ როგორ ვიქნები.
-აქ რას აკეთებ?-კითხვას ვუბრუნებ და დოინჯშემორტყმული ვუყურებ.
-შენ სანახავად მოვედი-თვალებში მაშტერდება, მე კი თვალები მიფართოვდება.
-მნახველებიც მყავს? არ ვიცოდი, ასე ცუდად თუ ვიყავი.
-ნუ მენაგლები-წარბს წევს. ვბრაზდები, რომ ის ჯერ კიდევ ჩემზე მბრძანებლობს, თითქოს რაიმეთი მეტი უფლება გააჩნდეს, როცა ყველაზე მეტ ტკივილს ის მაყენებს.
-ამიხსენი, რატომ იქცევი ასე?
-ასე როგორ?
ტუჩებს იკვნეტს და მეც იქ ვაშტერდები. როგორ მინდა, ვკონცენტრირდე იმაზე, თუ რა საშინელი ადამიანია, თუმცა ახლა, როცა წინ მიდგას, თავისი ნაცრისფერი, მწველი თვალებით მიყურებს და სავსე ბაგეს თეთრი კბილებით იკვნეტს, რატომღაც მეჩვენება, რომ მასზე უკეთესი არავინ მეგულება. არ მინდა, ისევ გავება მის დაგებულ მახეში, მაგრამ თავად მიწვევს, მაიძულებს, ვაკოცო, მაიძულებს, მეც ისევე ვუკბინო რბილ და გემრიელ ტუჩებზე, როგორც თავად აკეთებს ამას.
-ასე სექსუალურად-სულ სხვა პასუხს ვაგებებ და სახე ახლოს მიმაქვს მის სახესთან. ისიც, ცბიერი და გამარჯვებული ღიმილით, კისერზე ხელს მაჭდობს და ზედ მიკრავს. მის მკერდს მიხუტებული, მისი გულისცემას ვგრძნობ და მეღიმება.
-რატომ იღიმი?-მეკითხება ჩურჩულით.
-შენს პულსაციას ვგრძნობ-ჩურჩულითვე ვპასუხობ და ტუჩებზე ძლიერად ვეტაკები. ასეთი უხეში როდის ვიყავი, არ ვიცი, თუმცა ახლა კი ნამდვილად ველურივით ვკოცნი, თითქოს არ მყოფნის მისი ტუჩების სიტკბო, არ მყოფნის კოცნა და უფრო მეტი მინდა. პრესზე თითებს ვათამაშებ და მაიკის შიგნით ვუცურებ. მისი ჩაცინება მესმის და მეხმარება თავისი მაიკის გახდაში. წელზემოთ შიშველს რომ ვხედავ, უფრო მეტად მეკეტება აზროვნების გზა და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ მოვეფერო, ხელი შევახო, მისგან სითბოს ნატამალი მაინც ვიგრძნო. თუმცა, ვგრძნობ, რომ ის ნაზი სულაც არაა, უფრო მეტად მომთხოვნი, ძლიერი და დამყოლიებელია. ვხვდები, რომ მე იმას ვაკეთებ, რაც მას უნდა და ჩემს სისუსტეზე მწარედ მეღიმება გულში, თუმცა გაჩერება აღარ შემიძლია, იმდენად მითრევს მასთან ალერსი.
ცხელ და გრძელ თითებს პიჟამაში მიცურებს და მკერდზე მიჭერს. თვალები მეხუჭება და თითქოს ფეხებშიც ძალა მეცლება, თუმცა ის მიჭერს და მაინც არ აპირებს გაჩერებას. მინდა, ვუთხრა, რომ გაჩერდეს, თუმცა გულის სიღრმეში, ეს სულაც არ მინდა, იმდენად მსიამოვნებს მისი შეხება და მოფერება.
-მოგწონს?-მეკითხება ხმაშეცვლილი, ჩახლეჩილი ხმით. ვგრძნობ, როგორ მომშტერებია მისი მზერა ტუჩებზე, თუმცა თვალს არ ვახელ. ყელისკენ გზას კოცნით ჩადის და ჩერდება. თვალებს ვახელ და ვაშტერდები.
-რატომ გაჩერდი?-ვეკითხები და ისიც იცინის.
-საკმარისია-ცალყბად იღიმის და ძირს დაგდებულ მაისურს ტანზე იცვამს.
-რას აკეთებ?-გაფართოვებული თვალებით ვაშტერდები. გააზრებაც არ მინდა, რომ ისევ აპირებს, კვლავ მომექცეს ასე, უნამუსო ნაბი*****ვით.
-მივდივარ-მხრებს იჩეჩავს და კარისკენ მიემართება. უკან ბარბაცით მივყვები.
-ერეკლე, გაჩერდი!-მკაცრად ვიმეორებ და ჩემდა გასაკვირად, ისიც შედგება. მერე, ჩემკენ ტრიალდება და ხელებს შლის.-აბა, რა გინდა? გისმენ.
-რა მინდა?-სკეპტიკურად ვეკითხები და წარბებს ვიჭმუხნი.-შენ რა გინდა ჩემგან?
-ხომ იცი, რაც მინდა თინ.-კარგად მსახიობობს, თავს ცერად ხრის და ისე მაშტერდება.
-ჰო, მხოლოდ გამოყენება.-ვპასუხობ ცივად და თვალები ცრემლით მევსება, თუმა არამგონია, მას ეს ადარდებდეს. გულქვა იდიოტია.
-მერე?-მხრებს იჩეჩავს და მაკვირდება. თითქოს ეს საკმარისი არ იყოს და მიზეზს კვლავ მეკითხება, რის გამოც ვარ ასეთ მდგომარეობაში.
-უნამუსო ხარ.-ჩაწითლებული თვალებითა და ჩახლეჩილი ხმით ვეუბნები და ვტრიალდები, რომ მის ნაცრისფერ თვალებს აღარასოდეს შევხედო-წადი.

სკოლაში დაგვიანებით მივდივარ, რადგან ქუჩაზე გადასვლისას იმდენად ჩაფიქრებული ვარ, მინიმუმ სამი მანქანა მიჩერებს ფეხებთან, რომ არ დამარტყას. ყურებში ყურსასმენები მიკეთია და სიმღერით ვიმშვიდებ თავს, რომ არაფერი მომხდარა და კვლავ შემიძლია, ჩემს სამყაროში ისე გადავეშვა, ამქვეყნიურ პრობლემებს ყურადღება აღარ მივაქციო. „ხომ ხედავ არ გამოგდის“-მეუბნება ქვეცნობიერი, ტუმცა მისი შეხსენების გარეშეც მშვენივრად მახსოვს. არ გამომდის. პირველ გაკვეთილზე დაგვიანებული შევდივარ და მასწავლებლის სიტყვებს, როგორიცაა „თინათინ, ისევ შენ?“, ყურადღებას აღარ ვაქცევ. ჩემს ადგილს ვიკავებ ლილეს გვერდით და მეგობრის მომლოდინე მზერას, ჩემს ჩაწითლებულ, ცისფერ თვალებს ვუსწორებ.
-მომიყევი-პირდაპირ საქმეზე გადადის.
-ახლა არა ლილე-თავს ვაქნევ და მაგიდაზე დადებულ ჩემს ჩანთაზე ვდებ.
-რა გჭირს, ეგ მაინც მითხარი-წუწუნით მეუბნება და თავს ჩემ გვერდით დებს ცარიელ მერხზე.
-ეგ რომ გითხრა, ყველაფერი უნდა მოგიყვე-ამოვიოხრებ და თვალებს ვატრიალებ.-უბრალოდ მორიგი სევდიანი ამბავია. ვიღაც იდიოტი ისევ ცუდად მომექცა.
-იგივე იდიოტი?
თავს ვუქნევ. სახეზე გაბრაზებას ვატყობ. ლოყები უწითლდება და ფიქრობს, სავარაუდოდ კი იმაზე, თუ როგორ გადაუხადოს სამაგიერო იმ
„იდიოტს“.
-არ გინდა-ხელს ვადებ მხარზე და მშვიდად ვუმეორებ-უბრალოდ, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. ვცდილობ, დავივიწყო.
-რას ჰქვია, დაივიწყო?-თვალები უწვრილდება და ენერგიაზე მოდის.-ძალიან სუსტი ხარ თინათინ, მისნაირ დეგენერატს ვეღარ გამკლავებიხარ?
-ლილე-ჩუმად ვიწყებ და თვალებში ვაშტერდები, თუმცა თვითონვე ხვდება, რის თქმასაც ვაპირებ და თვალებგაფართოვებული ამოთქვამს:
-არ მჯერა. არ თქვა, რომ შეგიყვარდა...
თავს ვუქნევ:
-ასეთი სუსტი არ ვარ. უბრალოდ მას, ვინც მიყვარს, ვერ ვატკენ.
-რანაირად?-წუწუნებს და ხელებს მაღლა აღაპყრობს-რატომ უყვარდებათ არასწორი ადამიანები, რატომ?
-თითქოს შენ ამას შეცვლიდე-თვალებს ვატრიალებ.-რა კარგია, რომ დღეს ქიმია არ გვაქვს.
თავს მიქნევს და თმაზე მეფერება. ვცდილობ, მასწავლებლის ნალაპარაკევზე მოვახდინო კონცენტრირება, მაგრამ ჩემი გული და გონება სრულიად მეწინააღმდეგებიან. გაკვეთილი ისე გადის, მასთან დაკავშირებულ ერთ სიტყვასაც ვერ ვიაზრებ. ღრმად ვსუნთქავ და სკამიდამ ვდგები. ჩანთიდან ბიოლოგიის წიგნებს ვალაგებ და ლილესთან ერთად ბიოლოგიის კაბინეტში გავდივარ. მასწს არც ვუყურებ, ისე ვჯდები და კვლავ ჩანთაზე ვდებ თავს. ველოდები, როდის მომიჯდება ლილე გვერდზე.
-წყალი მომაწოდე რა.-ხელს ვუწვდი და ისიც წყლის ბოთლს მაწვდის. თავს ოდნავ ვწევ, რომ მოვსვა. თითებსაც ვისველებ, რომ გაცხელებულ შუბლზე ცივი თითები დავიდო და ბოთლს ვუბრუნებ.
ზარი რომ ირეკება, მასწავლებლის ხმა ისმის კლასში:
-ვიცი, რომ გაგიკვირდათ, მაგრამ დღეს მე გიტარებთ ბიოლოგიას.
ნაცნობი ხმის გაგონებისას მგონია, რომ მესიზმრება, მაგრამ ლილე მხარზე მაწვება, რომ თავი ავწიო და მხოლოდ მაშინ ვიაზრებ, ვინ მიდგას წინ, როცა დაფისკენ ვიყურები. პირდაპირ თვალებში მიყურებს. პარანოია მეწყება, როცა ვიაზრებ, რომ ისევ ისაა, ის ვინც ორი დღის წინ ჩემივე სახლში მაკოცა, შემეხო და მერე ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, დამტოვა. ახლა კი საკლასო ოთახში, ბიოლოგიის მასწავლებლის ნაცვლად მიდგას წინ და მე მიყურებს, დაჟინებული მზერით, თითქოს ჩემგან კიდევ რაღაცას მოელის, თითქოს ის არ ეყო, რაც გააკეთა.
-უგულო ნაბი****ი-ვჩურჩულებ და ლილე გაოცებული თვალებით მიყურებს-ასე ნუ მიყურებ, ასე იმას უყურე, უნამუსოდ რომ იტყუება, ვითომ ჩემ გამო არ არის ამ ოთახში.
-თინ, დაწყნარდი-მხარზე ხელს მადებს, რომ დამაშვიდოს, მე კი მზერა ისევ იმ ველურზე გამშტერებია.-შენ გამო არაა და შენც ისე უნდა მოიქცე, თითქოს საერთოდ არ გაინტერესებდეს. ღრმად ამოისუნთქე და მასზე არ იფიქრო.
ლილეს კონცენტრაცია მშველის განტვირთვაში და ერეკლეს უკვე ისე ვუსმენ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს.
-დღეისთვის თემა რა გქონდათ ბიოლოგიაში?
ლილე წიგნს შლის და წინ მიდებს, თუმცა ფაქტია, მე არ ვაპირებ ერეკლეს კითხვაზე პასუხის გაცემას.
-გამრავლება.-ნინის ხმა ყურთან ახლოს ჩამესმის და თვალებს ვხუჭავ თავის ტკივილის გასაქარვებლად.
-თინათინ, კარგად ხარ?-ერეკლეს ხმაც ახლოს ჩამესმის და მგონია, რომ ჩემ გარშემო სამყარო გაუჩერებლად ბრუნავს, თითქოს კარუსელზე ვზივარ და ვტრიალებ. იქამდე ვტრიალებ, სანამ გული არ ამერევა.
-კარგად...-ვჩურჩულებ, მაგრამ დამთავრებას ვეღარ ვასწრებ, გულის რევის შეგრძნება რომ მეუფლება და სწრაფად ვდგები პირზე ხელაფარებული. კარისკენ გავრბივარ, მაგრამ თავბრუ მესხმის და ვიკეცები. ვგრძნობ, როგორ მიჭერს ერეკლე ხელებს უკნიდან და ხელში მიყვანს.
-გული გერევა?-მეკითხება ხმადაბლა. თავს ვუქნევ. ჩემს პასუხს როგორც კი იგებს, კლასიდან გავდივართ და ხელში აყვანილს მიმარბენინებს გოგონების ტუალეტში.
მხრებში მაფრინდება და მიჭერს, რომ წინ არ გადავვარდე. მის თვალწინ მერევა გული და თავს ისე ცუდად ვგრძნობ, როგორც არასდროს.
-ყველაფერი კარგადაა-ყურთან ახლოს მეჩურჩულება და ხელსახოცს მიწვდის. აკანკალებული თითებით ვართმევ. მეხმარება, სახეზე წყალი შევისხა და გონს მოვიდე. მერე კი, როცა ვეუბნები, საჭირო აღარ არის დაჭერა-თქო, მაჯაზე მოკიდებულ ხელს მიშვებს და ყურადღებით მაკვირდება:
-რა დაგემართა?
მხრებს ვიჩეჩავ და თვალს ვარიდებ.
-რას ჰქვია არ იცი-ხმა უმკაცრდება, თუმცა მისი სიმკაცრე ნაკლებად მადარდებს.-რა ჯანდაბა გჭირს მეტყვი თუ არა?
-და შენ რატომ ნერვიულობ?-მასსავით მეც ვუწევ ხმას და ყვირილზე გადავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ასე უფრო ძლიერ მტკივა თავი და გულისცემის სიხშირეც მატულობს.
-კითხვაზე პასუხი არ გაგიცია-დაბღვერილი მიყურებს, თუმცა ხმის ტონალობა კი საგრძნობლად უმშვიდდება.
-შენი საქმე არ არის-კბილებში ვცრი და შუბლზე ხელებს ვიჭდობ. თავი ისე მტკივა, მგონია სადაცაა გამისკდება.
-თინათინ, უკვე მაბრაზებ-თვალებდაწვრილებული მპასუხობს, მაგრამ ატყობს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის-რატომ ბარბაცებ?
-თავბრუ მეხვევა-სუსტად ვპასუხობ. ნაწილობრივ სიმართლეს არ ვეუბნები. უბრალოდ თავბრუს ხვევა კი არ მჭირს, ჩემ ირგვლივ ყველაფერი ქანაობს და ერთმანეთში ირევა. გარკვევით ვერაფერს ვხედავ, ბურუსი მიცავს გარშემო.
-მოდი აქ-ხელებს მკიდებს და ზედ მიკრავს. მხოლოდ იმიტომ, რომ ძალა აღარ შემრჩენია, მას ვეყრდნობი.ხელში მიტაცებს და ტუალეტიდან გამოვდივართ.
-სად მიგყავარ?-ვეკითხები და ნელ-ნელა თვალებიც მეხუჭება.
-ექიმთან.-მპასუხობს მოკლედ. თანდათან, გარშემო სამყარო პატარავდება და მასში ვიკარგები, მალე გონებაც მეკარგება მის მკლავებში თბილად მწოლიარეს.

თვალების გახელისთანავე თეთრ ჭერსა და კედლებს ვხედავ. უკვე ვფიქრობ, რომ ფსიქიატრიულში მოვხვდი, თუმცა ექიმის კაბინეტს ვცნობ და კარში მდგარ, მომუსაიფე წყვილს ვუსმენ. როგორც ჩანს, ჯერჯერობით არ იციან, რომ გავიღვიძე და ცოლ-ქმარი ერთმანეთში მშვიდად, გარკვევით ბჭობს:
-რა დამართე?-სალომეს ხმა მესმის და გაოცებული ვუყურებ მის შეშფოთებულ სახეს.-რატომ აწვალებ, გამაგებინე!
-ეგ შენ არ გეხება-მკაცრად უჭრის ერეკლე. ისინი ხომ ცოლ-ქმარნი არიან?! ასე რატომ ლაპარაკობენ, ვერ გამიგია...
-სამაგიეროდ მას ეხება-თითს ჩემკენ იშვერს გოგონა.-შენ თვითონაც კარგად იცი, რომ როგორც უბრალო მასწავლებელს, ისე არ გიყურებს.
-მერე, რა უნდა გავაკეთო სალომე რომ შენი მოლოდინები გავამართლო და დავაკმაყოფილო? ის სულელი ბავშვია, რომელსაც ვუყვარვარ, მერე?-მისი საუბარი ნელ-ნელა ჩემი ტვინის პარალიზებასაც ახდენს და გული ისე მწყდება, თითქოს ლოდი დამკიდეს და ფეთქვა შეწყვიტაო.
-უგულო ხარ, ნეტავ საერთოდ რატომ გამოგყევი ცოლად-თავს აქნევს გოგო და ნაწყენი თვალებით უყურებს ერეკლეს. ბოლოს, ხვდება, რომ მასთან არაფერი გაჭრის და კაბინეტში შემოაბიჯებს ჩემს დასახედად. თავს ვიმძინარებ, ის კი ჩემთან მოდის და პულსს მისინჯავს.
თვალს ნელა ვახელ და მის დიდ, ყავისფერ თვალებს ვაშტერდები.
-დამშვიდდი-ღიმილით შემომციცინებს თვალებში. რატომღაც მგონია, რომ ეს გოგო სულაც არაა ერეკლეს შესაფერისი, ერეკლე მას არ იმსახურებს, რადგან სალომე ასეთ უხეშთან არ უნდა იყოს. გოგონა შუბლზე ხელს მადებს და თავს დარწმუნებით აქნევს-სიცხეც გქონია, ყველაფერი ერთად დაემთხვა თინათინ.
-რა ყველაფერი?-ვეკითხები და მზერა კარში შემოსულ ერეკლეზე გადამაქვს.
-არითმიამ ყველაფერი გააფუჭა-დანანებით ამბობს სალომე და გვერდით მიჯდება-წნევამ აგიწია და თავბრუსხვევები დაგეწყო. გულიც მაღალი წნევის გამო აგერია, ახლა ვატყობ, რომ სიცხეც გაქვს. გაციებულიც ყოფილხარ. არამგონია, მინიმუმ ორი-სამი დღე სახლიდან გამოსვლა შეიძლებოდეს შენთვის. დარწმუნებული ვარ, პირადი ექიმიც იმავეს გეტყვის.
თავს ვწევ და ვჯდები. თავი კვლავ მტკივა, თუმცა იმდენად არა.
-ბიოლოგიის გაკვეთილს ვინ ატარებს?-თავს ერეკლესკენ ვაბრუნებ.
-სხვა მასწავლებელია შესული. არამგონია, შენ ამაზე ფიქრის თავი გქონდეს.
ისევ უხეშია! თუმცა, სხვას რას უნდა ველოდო მისგან... სალომე უკმაყოფილოდ აქნევს თავს ისე, რომ მე არ შევამჩნიო, მაგრამ რათქმაუნდა ვამჩნევ და ვცდილობ, არ შევიმჩნიო.
-შენს მშობლებს დავურეკავ, რომ წაგიყვანონ.-ხმადაბლა მიცხადებს გოგონა და მობილურს ხელში იღებს, მერე კი ერეკლესკენ ატრიალებს თავს-მგონი, მასწავლებლის ცნობარში ან სულაც ჟურნალში გიწერიათ მშობლების ტელეფონი ნომრები.
-საჭირო არაა-გადაღლილი ხმით ვპასუხობ, თუმცა ეჭვი მაქვს ერეკლე არც აპირებდა წასვლას.-თავად გადავურეკავ.
-მე წაგიყვან-მაწყვეტინებს ვაჟბატონი და მზერას მისწორებს.
-არ მინდა.-უხეშად გამომის, თუმცა მეტის ღირსი არცაა.
-გინდა.-კბილებში ცრის, თითქოს ამით ჩემ შეშინებას ცდილობს.
-ფეხით წავალ სახლში-ფეხზე წამოვდგები და სალომეს მადლობას ვუხდი გაწეული დახმარებისთვის. კაბინეტიდან გამოსულს უკან ერეკლე მომყვება და როგორც კი ორ ნაბიჯს ვდგამ, მკლავში თავისი ძლიერი ხელით მწვდება და მაჩერებს.
-იმედია, სულ არ გააფრინე.-მკაცრად მეუბნება.-ჩაიცმევ და წამოხვალ, როგორც მე გეუბნები.
-მგონი, პირიქითაა-თვალებმოჭუტული მისკენ ვბრუნდები-შენ გაგიჟდი და ჯერ კიდევ არ იცი ამის შესახებ. რა უფლებით მიდიხარ ჩემი სურვილის წინააღმდეგ?
-თინათინ-ირონიულად იღიმის და ჩემს სახელს ისე წარმოთქვამს, თითქოს მისი სათამაშო თოჯინა ვიყო, რომელსაც ყოველ დღე უცვლის სხვადასხვაფერ კაბებს.-დაგავიწყდა, რომ შენც მოგწონს ჩემი სიახლოვე?
-შენ დაგავიწყდა, რომ გითხარი, შემეშვი-მეთქი. მე იმ დღეს მხოლოდ ერთჯერადი წასვლა არ მიგულისხმია-გაგულისებული ვპასუხობ და გამწარებული ვგლეჯ ჩემს ხელს მისი ხელიდან-მე გითხარი, რომ ჩემი ცხოვრებიდან წასულიყავი. სურვილი არ მაქვს, ისევ მეკარებოდე, თუნდაც ოდნავ მომიახლოვდე და ხმა გამცე. არაფერს ცვლის ის, რომ ჩემი მასწავლებელი ხარ, მე მხოლოდ ისე მოვიქცევი, როგორც მოსწავლეს შეეფერება და შენ კი მოგიწევს, გაფართოვებული და გაზრდილი უფლებების თვალთახედვა დააპატარავო.
დაჟინებით მიყურებს და ჩუმად დგას. აღარაფერს მეუბნება და ვფიქრობ, მისთვის გასაგებია, რაც რეალურად მინდა. ძალიანაც რომ მინდოდეს მასთან ახლოს ყოფნა, ჩემგან მწიკვ სითბოსაც ვერ იგრძნობ, რადგან როდესაც მისგან ეს მწირი სითბო დამჭირდა, ვერაფერი გამოიმეტა ჩემთვის თავისი ცივი, ყინულის გულიდან.
როგორც ვუთხარი, ისე ვიქცევი და ლილესთან ავდივარ კლასში ჩემი ჩანთის ასაღებად.
-ღმერთო, როგორ შემაშინე!-აწყლიანებული თვალებით მეხუტება და ხელებს ზურგზე მხვევს-რას აპირებ ახლა?
-ექიმის ცნობა მაქვს, რომ მანთავისუფლებს გაკვეთილებიდან-ხელში უხალისოდ ვაფრიალებ თეთრ ფურცელს და დაღლილი ვჯდები მერხზე-წამოხვალ თუ დარჩები დანარჩენი გაკვეთილები?
-შენ როგორ გირჩევნია?
-მირჩევნია, მარტო არ ვიყო-გულწრფელად ვპასუხობ და თვალებში ვაშტერდები.
-შენთან ერთად წამოვალ-მიღიმის და დამრიგებლის კაბინეტში განთავისუფლების სათხოვნელად მიდის, მე კი კლასში ველოდები.

-კარგად ვარ, ვსიო ეს წნევის გასინჯვები-ყელში ამოსულ წნევის აპარატს გვერდით ვისვრი და ჩემს ბედზე, დივანზე ეცემა, თორემ ეჭვი მაქვს დედაჩემი არ მაპატიებდა მის გატეხვას.
-რა ჯიუტი ვინმე ხარ-ოხრავს ლელა და აპარატს თავის ადგილზე დებს სამედიცინო ყუთში.-რა გითხრა ლილემ, აპირებს მოსვლას?
-ჰო, ამოვა და წავალთ.-ტოპზე გრძელ საროჩკას ვიცმევ და კეტების თასმებს ვიკრავ.
მალე, კარზე ზარია და გასაღებად მივდივარ. კარში ლილე მხვდება და მონატრებული მეხვევა:
-აბა, მოცოცხლდი?
მის სიტყვებზე ორივეს გვეცინება და ლელასთან მივდივარ გასაფრთხილებლად.
-ლელაჩკა, საით ხარ?-ვეძახი, მაგრამ ხმას არ მცემს. მერე კი სააბაზანოდან წყლის ხმა მესმის და ვხვდები, შხაპს იღებს. სააბაზანოს კარზე ვაკაკუნებ და იქიდან ლელას დატანჯული ხმა მესმის:
-აქაც არ მასვენებ თინათინ?
-დედაჩემო, მივდივარ სახლიდან და ხელწერილის დაწერას პირისპირ თქმა ვარჩიე.-შევძახებ და ვტრიალდები.
-წადი, წადი. ოღონდაც სადმე წადი და დამასვენე. ოღონდ, ძალიანაც არ დაიგვიანო.
თვალებს ვატრიალებ და ლილესთან ერთად გავდივარ სახლიდან. კიბეზე ერთმანეთის გვერდიგვერდ ჩავბრივართ და გვეცინება, როცა ვხედავთ, სირბილშიც აგვიწყია ნაბიჯი.
-თასმა გაქვს გახსნილი-ვაფრთხილებ, მაგრამ უკვე გვიანია. სწორედ ამ დროს აბიჯებს თავისივე თასმას და ყირავდება. კიბის მოაკირს ნიკაპით ეტმასნება და ნიკაპითვე სრიალდება მასზე ჩახუტებული.
-ფუ ამის-ხმამაღლა ბუზღუნებს და თასმას იკრავს.-ამ მომენტს ელოდებოდი, მანამდე რომ არ გამაფრთხილე?
-ჰო, შენი ცხვირის მოტეხვას ველოდი-თვალს ვუკრავ.
პარკში გასულები აიწონაზე ვსხედვართ და ბავშვებს ვაწვალებთ. გულდაწყვეტილები გვიყურებენ, რომ როგორმე ავდგეთ და ადგილი დავუთმოთ პატარებს, თუმცა ჩვენც მშვენივრად ვერთობით.
-თინ-ლილე ხმამაღლა მეძახის აიწონის მეორე ბოლოდან, რომ როგორმე გამაგონოს.-სანდრო მირეკავს, არ ვიცი, რა უნდა.
-უპასუხე მერე, მე მეკითხები, უპასუხო თუ არა?-სიცილით ვპასუხობ.
-ჰო ძამიკო...-მისი ხმა მესმის-არა, რა ბიჭს ვხვდები, თინასთან ერთად ვარ... კი ბრო, პარკში ვართ და გამო შენც თუ გინდა... მიდი ჰო, აქ დაგელოდებით.
საუბარს რომ ამთავრებს, ყურმილს თიშავს და ჩემკენ მომართული მზერით იწყებს საუბარს:
-ესე იგი, დამირეკა და...
-გავიგე უკვე-ვაწყვეტინებ.
ცოტა ხანში აიწონიდან ვდგებით და ადგილს ბავშვებს ვუთმობთ, აბა მთლად უგულოები კი არ ვართ! სანამ სანდრო მოვა, გასაიდუმლოებულ თემებზე ვსაუბრობთ და აქეთ-იქით დავსეირნობთ, სანამ მოშორებით სწორედ იმ გაზრდილ ლეკვს არ ვამჩნევ, სალომესი რომ აღმოჩნდა.
ლეკვი მოშორებით დახტის და ცმუკავს, მაგრამ მე თავს ვერ ვიკავებ, რომ არ მივუახლოვდე და ხელში არ ავიყვანო.
-ლუსი, შენ აქ რა გინდა?-ვეჩურჩულები ლეკვს და გულზე ვიხუტებ. ნუთუ ვრ ვხვდები, რა შეიძლება მოხდეს, თუ აქ ისევ ერეკლეს შევხვდები? როგორც მახსოვს, ბოლოს სრულიად საფუძვლიანად და მსუყედ ვეჩხუბე, ახლა კი მისი გამოჩენისაც მეშინია.
ლილე გვერდში მიდგება და ლეკვს ეჭვისთვალით ათვალიერებს:
-ეს ის ლეკვი არ არის, მაშინ რომ...
-ჰო, ის არის-ვპასუხობ და მისკენ ვიხედები-მგონი, აქედან უნდა წავიდეთ.
-თინათინ-ნაცნობი ხმა მესმის და ვოხრავ. უკვე გვიანია გაუჩინარებაზე ფიქრი, თავის დროზე უნდა მოვშორებოდი ამ ადგილს.
ჩემკენ სალომე მოდის, სრულიად მარტო და თან არანაირი ერეკლე არ ახლავს.
-გოგოებო, როგორ ხართ?-ხალისიანად შემოგვყურებს და მთელი სახით გვიცნის. ლეკვი მის მკლავებში ინაცვლებს. ისიც, ხელებს იწვდის და ლუსის მართმევს.-ჰეიი, შენც აქ ხარ პატარავ? მოდი ჩემთან საყვარელო.
ლილე ფხუკუნებს და გაღიმებული მიყურებს, ცდილობს, სიცილი შეიკავოს.
-აბა, მომიყევით, რა ხდება თქვენკე?-ჩვენი მიმართულებით იხედება სალომე და სეირნობას ერთად ვაგრძელებთ.
მე მხრებს ვიჩეჩავ, თუმცა ლილე ვერ აჩერებს ენას და ყველაფერს ისე ფქვავს, როგორც ქარის წისქვილი ქარში:
-რავიცი, რავიცი... ჩემთან არაფერი ხდება, აი, თინათინს აქვს პირად ცხოვრებაში ცოტა სიახლეები...
ფერდში იდაყვს ვურტყამ და თვალებს ვუბრიალებ, რომ ენა გააჩეროს, მაგრამ იმსიგრძე ენა აქვს, მის გაჩერებასაც მოუნდება დიდი დრო.
-რა სიახლეები თინა?-ინტერესით მიყურებს სალომე და ვერ ვხვდები, ეს ინტერესი ყალბია თუ გულწრფელი. თუმცა, ამ გოგოს სახეზე ჯერჯერობით ყალბი არაფერი მინახავს. შესაძლოა, იმდენად კარგად ნიღბავს საკუთარ ემოციებს, რომ ვეღარც ვხვდები, როდისაა ნამდვილი და როდის არაბუნებრივი.
-არაფერი, ისე თქვა...
-არა რა ისე-კვლავ ენას ვერ აჩერებს ჩემი დაქალი და სრულიად ჩვეულებრივ ყვება ჩემს ამბავს, რომელიც მის ქმარსაც ეხება-უბრალოდ, ასეთი შემთხვევა გვაქვს... თქვენი ქმარი, ერეკლე, ხომ იცნობთ, არა?
თვალებს ვატრიალებს და სახეზე სიცხე მაწვება. ისე მცხელა, ლამისაა გავიგუდო და დარწმუნებული ვარ, მთლიანი სახე გაწითლებული მაქვს.
„ღმერთო, რა დავაშავე“-გულში ვფიქრობ და სურვილი მიჩნდება, თავში ხელი ვიტაცო, ან ლილე გავაჩუმო რამენაირად, რომ მთელი სიმართლე არ დაფქვას. სალომე ბუნებრივად იღიმის, ის კი აგრძელებს:
-ჰოდა, მაგ ერეკლემ ძალიან ბევრი სისულელე ჩაიდინა. გაინტერესებთ, რატომ აქვს ჩემს მეგობარ არითმია და განსაკუთრებით, გაძლიერებული ახლა? რატომ გახდა ცუდად ამდენჯერ, თანაც ზოგჯერ იმდენად ცუდად, თქვენ რომ წარმოდგენაც არ გაქვთ. თვალებში ვეღარაფერს ხედავდა ნათლად, ყველაფერი ერთმანეთში ერეოდა, ნაბიჯებს სწორად ვეღარ დგავდა, ეს ყველაფერი კი მხოლოდ ნერვიულობამ გამოიწვია. გაგიგიათ, რომ ადამიანს, რომელიც გიყვარს, შეუძლია იმაზე მეტი მორალური ტკივილი მოგაყენოს, ვიდრე ფიზიკური? აბა, გამოიცანით, ვის შეაყვარა თავი თქვენმა მეუღლემ... თუმცა, გამოცნობა რათ გჭირდებათ, თუ კარგად იცნობთ, ისედაც მიხვდებოდით, რომ მას ყველასთან შეუძლია თავისი ნამდვილი საზიზღარი სახე და ბუნება გამოავლინოს და ყველას ისე ავნოს როგორც ჩემს დაქალს. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ მან ის აირჩია თავის მმარიონეტად და იმისთვის, რომ ეს თამაში მოეგო, თავისი „ლამაზი“ თვალების წყალობით თავი შეაყვარა ამ ბატს. რა უნდა ექნა, ეგ მითხარით? დაევიწყებინა? როგორ, როცა ყოველდღე ხედავს, როცა ყოველდღე ელაპარაკება და თანაც, მხოლოდ ეს არაა. ერეკლე, თქვენი ქმარი, თინათინთან სახლშიც იყო მისული. თინამ გააფრთხილა, რომ არ მიკარებოდა, მაგრამ მას არ აინტერესებდა, თინას რა უნდოდა, მხოლოდ საკუთარი სურვილებით მოქმედებდა. გული ისე ატკინა, არც დაფიქრებულა, არითმია უფრო გაუძლიერდა, სიცხემ და წნევამ აუწია, სიცხისგან მოლანდებები დაეწყო. და ამის შესახებ თქვენ არც კი იცით. უბრალოდ, თქვენი ქმარი ძალიან უნამუსო და უსინდისო ადამიანია. აი, ეს არის ახალი ამბები...



№2  offline ახალბედა მწერალი ფ ე ფ ო

ამ სათაურით, ისტორია უკვე დევს საიტზე.არ ვიცი არც ერთის შინაარსი, რადგან არ წამიკითხია. უბრალიდ თვალში მომხვდა და როგორც ავტორი,ავტორს.ერთ რჩევას მოგცემ და იმდეი მაქვს გაითვალისწინებ.არაფერი პირადული.პირველ რიგში თქვენთვის( რათა ჩემსავით არ გამოჩნდეს ვინმე და არ მოგედაოთ სათაურის იდენტურობაზე.) მეორე კი მკითხველისთვის რადგან.მე ის ისტორია მისი შინაარსის გამო არ წავიკითხე რადგან მე და ფენტეზი შორი შორს ვართ.შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ჩემი მსგავსი და თ ვენი ისტორიაც არ წაიკითხოს რადგან შესაძლებელია ადვილად შევიდეს შეცდომაში. იმედია არ მიწყენ..ეს ჩემუ მეგობრული რჩევა იყო..განვმეორდებია არანაირი პირადული.

 


№3  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

wavikitxavdi gagrdzelebas...
momewona kargi siujetia cota nacnobi. magram araushavs rtulia am sai tze rame dzalian axali da saocari moiffiqro rom vinmes gakvrit mainc ar hqondes is naxsenebi.
sataurma damabrkola mindoda damewera magram mainc shevikave tavi imis gamo rom adre msgavsi shemtxvevisas ar miichnies mnishvnelovanad ertnairi saexelebi da nu mere agar gamomivida lamazad.
yovelsbemtxvevashi me mainc davelodebi axal nawils . imedia didxans ar modineb ......

 


მარტო სახლში
dzalian kargi iyo <3

ძალიან მიხარია heart_eyes

ფ ე ფ ო
ამ სათაურით, ისტორია უკვე დევს საიტზე.არ ვიცი არც ერთის შინაარსი, რადგან არ წამიკითხია. უბრალიდ თვალში მომხვდა და როგორც ავტორი,ავტორს.ერთ რჩევას მოგცემ და იმდეი მაქვს გაითვალისწინებ.არაფერი პირადული.პირველ რიგში თქვენთვის( რათა ჩემსავით არ გამოჩნდეს ვინმე და არ მოგედაოთ სათაურის იდენტურობაზე.) მეორე კი მკითხველისთვის რადგან.მე ის ისტორია მისი შინაარსის გამო არ წავიკითხე რადგან მე და ფენტეზი შორი შორს ვართ.შეიძლება გამოჩნდეს ვინმე ჩემი მსგავსი და თ ვენი ისტორიაც არ წაიკითხოს რადგან შესაძლებელია ადვილად შევიდეს შეცდომაში. იმედია არ მიწყენ..ეს ჩემუ მეგობრული რჩევა იყო..განვმეორდებია არანაირი პირადული.

გადავარქვი უკვე, იმედია ასე არავინ შევა შეცდომაში. მაინც გმადლობ გაფრთხილებისთვის.

nawkas12345
wavikitxavdi gagrdzelebas...
momewona kargi siujetia cota nacnobi. magram araushavs rtulia am sai tze rame dzalian axali da saocari moiffiqro rom vinmes gakvrit mainc ar hqondes is naxsenebi.
sataurma damabrkola mindoda damewera magram mainc shevikave tavi imis gamo rom adre msgavsi shemtxvevisas ar miichnies mnishvnelovanad ertnairi saexelebi da nu mere agar gamomivida lamazad.
yovelsbemtxvevashi me mainc davelodebi axal nawils . imedia didxans ar modineb ......

ნუ, სახელის შეცვლა მაინც მომიწია... მაგრამ, მიხარია, რომ მაინც წაიკითხე და ნაცნობმა სათაურმა არ შეცვალა შენი განწყობა ისტორიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გაგრძელებას, მომიწევს ჯერ მეორე ისტორია გამოვაქვეყნო, იმიტომ რომ დიდი ხანია, ის არ დამიდია, შემდეგ დავწერ ამის მეორე ნაწილსაც blush

 


№5  offline წევრი ლილილი

ძალიან დამაომტრიგა სალომეს და ერეკლეს ურთიერთობამ.რა ხდება.
იმედია მეორე ნაწილს მალე დადებ და ყველაფერი გაირკვევა.

 


№6  offline წევრი Niniko11

Wow
Dzaian magariaa es istoriaa momeonss da moutmenlad veli shemdeg tavss

Au shen "kocnis vali"s avtori ar xaarr amazec tu ase unda gvalodino geficebi movkvdebii da sheni brali iqneba icodee

 


№7  offline წევრი fluctus Oceani

მაგარია ძაან მომეწონა ერეკლე სახელად ჯგუფელი მიყვარდა ბაღში ხოდა რომ დავინახე სახელი მესიამოვნა ოღონდ ის მოწონება ბავშვური ოყო დდა ახლა რომ მახსენდება სიცკლითვკვდები.ისტორია ზაან მოკწონს და მეორე ნაწილს ველოდები.ერეკლე კი ძაან ცუდად იქცევა რა

 


№8  offline წევრი იზუკა

როდის დადებ მომდევნო თავს? ძალიან მომწონს

 


L.eli13
ძალიან დამაომტრიგა სალომეს და ერეკლეს ურთიერთობამ.რა ხდება.
იმედია მეორე ნაწილს მალე დადებ და ყველაფერი გაირკვევა.

ჯერ ძველი ნაწარმოების გაგრძელებას ვაპირებ. თუმცა, აუცილებლად ვაპირებ შემდეგი ნაწილის გამოქვეყნებას.

Niniko11
Wow
Dzaian magariaa es istoriaa momeonss da moutmenlad veli shemdeg tavss

Au shen "kocnis vali"s avtori ar xaarr amazec tu ase unda gvalodino geficebi movkvdebii da sheni brali iqneba icodee

ვაიმე დიდი ბოდიში smile არ მინდოდა ასე გამოსულიყოო, მაგრამ არდადეგების პერიოდში ინტერნეტი ვერაფრით ვიშოვე. მაგრამ, ახლა აღარ გალოდინებ და აუცილებლად გამოვაქვეყნებ მომდევნო თავს.

I love you baby
მაგარია ძაან მომეწონა ერეკლე სახელად ჯგუფელი მიყვარდა ბაღში ხოდა რომ დავინახე სახელი მესიამოვნა ოღონდ ის მოწონება ბავშვური ოყო დდა ახლა რომ მახსენდება სიცკლითვკვდები.ისტორია ზაან მოკწონს და მეორე ნაწილს ველოდები.ერეკლე კი ძაან ცუდად იქცევა რა

ჰო, ერეკლე ცუდი ბიჭია grin ვნახოთ, როგორ შეიცვლება თავად ან თინათინს თუ შეცვლის მათი ურთიერთობის მანძილზე. relaxed მშვენიერია, თუ ბავშვობაც გაგახსენე ჩემი მოთხრობით. ვფიქრობ, რომ როგორიც არ უნდა იყოს, ბავშვობას მაინც ყველაზე თბილად ვიხსენებთ ხოლმე.

იზუკა
როდის დადებ მომდევნო თავს? ძალიან მომწონს

უკვე ძალიან მალე. მაპატიე, თუ დიდხანს გალოდინე...

L.eli13
ძალიან დამაომტრიგა სალომეს და ერეკლეს ურთიერთობამ.რა ხდება.
იმედია მეორე ნაწილს მალე დადებ და ყველაფერი გაირკვევა.

კი, ვფიქრობ, მეორე ნაწილი დასასრული იქნება და ყველაფერი დაზუსტებით გაირკვევა მათ ურთიერთობაშიც და თქვენს შთაბეჭდილებებშიც. smile

 


№10  offline წევრი Niniko11

Au vashaaaa moutbenlad veli shemdeg tavss
Ukve vnerviulobdi xom kargad aris metqi
Rogorc iqna gamochndiii:)*

 


Niniko11
Au vashaaaa moutbenlad veli shemdeg tavss
Ukve vnerviulobdi xom kargad aris metqi
Rogorc iqna gamochndiii:)*

ჰო, დავბრუნდი. და ძალიან დიდი სითბო დამხვდა კომენტარების სახით თქვენგან ❤❤

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებთ შემდეგს სანამ ახალი დაიდება ეს დამავიწყდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent