შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდათა მუზეუმი[ნაწილი 2]


26-12-2018, 16:29
ავტორი jello
ნანახია 840

მიუხედავად იმისა,რომ ეს დღეები ძალიან სწრაფად გავიდა ,მაინც არ ვიყავი ნაწყენი ამაზე,პირიქით ვფიქრობდი,რომ ეს დღეები საუკეთესო იყო.
მე და სანდრო ძალიან დავახლოვდით,იმაზე მეტად ვიდრე მოველოდი.
მოვიდა 28 დეკემბერი და ჩვენც ავიბარგეთ,მინდოდა გზა უსასრულოდ გაგძელებულიყო,მთელი გზა ვსაუბრობდით.
რომ ჩავედით ჯერ ჩემთან შევიარეთ,მერე სანდროსთან. აღმოჩნდა ,რომ სანდრო მარტო ცხოვრობდა და სახლიც საკმაოდ კარგი ჰქონდა. ეს სახლი მისთვის პაპა-ბაბოს დაეტოვებინა.
ჩავედით თუ არა შეყავრებულს დაურეკა,მაგრამ რათქმაუნდა არ აუღია.რაღაცას აშკარად ვგრძნობდი,მაგრამ სანდროსთვის არაფერი მითქვავს.
სანდროს სახლში ,რომ მივედით თავის ძმაკაცს დაურეკა,ძმაკაცი მალევე ამოვიდა ჩვენთან.
-ვა,ვა რას მივაწერო ასეთი სასიამოვნო ვიზიტი?-თვალი შემავლო და ისევ სანდროსკენ გაიხედა- ეს გოგო ვინაა? ნინი,ნინიო გაიძახოდი..-ჩაიცინა
-მეგობარია ჩემი.ნინი სადააა?რატომ არ პასუხობს?
-ნინი?-თითქოს წამით დაიბნა-ხოოო,ნინი წავიდა..
-სად წავიდა?
-აუ,რავი.. თეოს დაელაპარაკე ,მე რავიცი..
-უი,დამავიწყდა.. გიო გაიცანი,ეს ჩემი მეგობარია..როგორც უკვე გიტხრარი-დაბნეულობა შეეტყო სანდროსაც
-აქამდე რატომ არ ვიცოდი?-გაიღიმა
-მეც ახლახანს გავიცანი.. ჩვენთან არ წამოხვალ მთაში?
-სხვა გეგმები მაქვს, ძმაო.ბავშვებს უთხარი, წუწუნებდნენ სად წავიდეტო..
-წამოდით ქვემოთ ჩავიდეთ და ვისაც ვნახავ ვეტყვი..-მე გადმომხედა-თან გაგაცნობ ყველას..
2 წუთის შემდეგ უკვე დაბლა ვიყავით,ქვემოთ უამრავი სანდროს ნაცნობი დაგვხვდა..
-ვა,ვა სანდრექსს,როდის ჩამოხვედი,ტო-გამოგვეგება მათგან ყველაზე სიმპატიური ბიჭი.-ახალწელს აქ თუ ხვდებოდი არ ვიცოდი..
-აქ არ ვხვდები,ისევ მივდივართ,მაგიტომ ჩამოვედი,რომ შემოგთავაზოთ ერთად წასვლა..ეგ რომ არა,ხომიცით მე თქვენი მნახველი არ ვიყავი-სანმდრომ გაიცინა
-ვიცით,ვიცით-გამოეხმაურა ქერა ბიჭი-ეს გოგო ვინაა?
-ეს ჩემი მეგობარია.
-ესეც მოდის?
-კი..ნუ ,მოკლედ ბიჭებო გადაწყვიტეთ და შემატყობინეთ.. ნინი საითაა ხომარიცით?
-არვიცით-თითქმის ერთდროულად წამოიძახეს ბიჭებმა.
-კაი,კაი წავედით ჩვენ და მოვალთ საღამოს..
ფეხით წასვლა ვარჩიერთ, უცებ სანდრომ ლაპარაკი წამოიწყო.
-იცი,რომ ვალპარაკობდით მომინდა რამე ახალი სახელი-გაიღიმა-ჯერ არ მომიფიქრებია,მაგრამ მთაში,რომ წავალთ მოვიფიქრებ.
-კარგი,სანდრო,როგორც გინდა.-სინამდვილეში ძალიან მომწონდა ჩემი სახელი და ამ აზრმა დიდად არ გამახარა. ცოტახნის შემდეგ მიხვდვდი,რომ სანდროს როგორღაც ამ საქციელით უხერხულობის გადაფარვა უნდოდა.
ქუჩაში აქა-იქ თუ შეგხვდებოდათ ვინმე,ეს ყველაფერი ძლაიან მომწონდა,მაგრამ უცებ პირდაპირ მის კარს მივადექით და ზარი დავრეკეთ.მივხვდი,რომ ყვეაფერი არცთუისე კარგად იყო.
კარები გამხდარმა და სასიამონო შესახედაობის გოგომ გაგვიღო.
-სანდო?-გაკვრივებული თვალებით დაგვიწყო ყურება, ჯერ სანდროს და შემდეგ მე-სანდრო,აქ რა გინდა?
-გამარჯობა,ანა,როგორ ხარ? ნინი სახლშია?
-სანდრო,ნინი წავიდა..
-სად წავიდა?
-ერთ-ერთ ქვეყანაში..
-გასაგებია,რატომაც არ მირეკავდა,მე კიდევ ვბრაზობდი-სანდრომ სულელურად ჩაიცინა-რომელ ქვეყანაში წავიდა? ბაკურიანში არ ყოფილა?-ისევ გაიღიმა,უხერხულობის დასაფარავად
-სანდრო,ის ახალ შეყვარებულთან ერთად წავიდა და კარგი ხანი აღარ ჩამოვა-სანდროს გამომეტყველება შეეცვალა.
-წავედით-თქვა და შემომხედა,სანამ პირველ სართულამდე არ ჩამოვედით ხმა არ ამომიღია.
-სანდრო,როგორ ხარ?
-არაფერია.ველოდი ამას,მაგრამ ასე მალე არა.
-გინდა აქ დარჩი და მე წავალ,მერე გნახავ-წასასვლელად მოვემზადე
-არა, აქ აღარშემიძლია, აუცილებლად უნდა წამოვიდე. წამოდი ელენესთან მივიდეთ,აქვე ცხოვრობს.
ელენე მართლაც ძალიან ახლოს ცხოვრობდა.
-ვა,სანდრო,რავახარ?სად დაიკარგე?
-ელე,წამოხვალ ჩვენთნ ერთად მთაში? ახალ წელს იქ შევხვდეთ..
-ოდესმე მითქვავს უარი?-ტავაზიანად გაგვიღიმა,უფრო იმიტომ,რომ მეც იქ ვიყავი.
-ჩვენ მეგობრებს ვუთხარი და არვიცი ჯერ ვინ წამოვა, გოგოებისთვის ჯერ არავისთვის მითქვავს..
-წამოვალ,მაინც არსად მივდიდი.. ეს გოგო ვინაა? ნინისთან იყავი?
-მეგობარია.კი,ნინისთან ვიყავი.
-მერე?
-არაფერი,უნდოდა და წავიდა.ალბათ,ჩემი ბრალია.
-გეყოფა,ხომ იცი სისულელეა.. თედო პაპა როგორაა?-წუთით გამიკვიდა და უცებვე მივხვდი,რომ ის ხალხი ვინც ვნახე,არც სანდროსთვის და არც თედო პაპასთვის არ იყო ახალი ნაცნობი.
-კარგადაა, მიდი გაემზადე ხვალ წავიდეთ..
-ხვალ?-გაიოცა
-ხო,ხვალ აქ მაინც არაფერი დამრჩენია.. კაი წავედი,ელე,აბა ჰე..
-წელს პირველად მივდივართ ასე მალე-სანდრო აღარც დალოდებია სიტყვების დამთავრებას,რომ უკვე კიბეებზე შედგა ფეხი
გზაში გადავწყვიტე ლაპრაკი წამომეწყო.
-შენი ლაპრაკიდეან ისე გამდის,რომ ნინიში ეჭვი გეპარებოდა..
-იცი რა?-წამით შეჩერდა და მალევე გააგძელა- როცა გიყვარს რაღაცეეებს ვერ ამჩნევ ,თითქოს გძინავს..შემდეგ გეღვიძება და გული გწყდება. მოგვიანებით საკუთარ თავზეც კი გეცინება და ხვდები,როგორი გულუბრყვილო იყავი..
-თითქოს მიჩვეულიხარ ასეთ რამეს..-ვეცადე სანდროს წარსულზე გამეგო რამე..
-ნინისგან კი.. მერე მოვა და მეტყვის მაპატიეო ,მე კი ისევ გულუბრყვილოდ დავიჯერებ,რომ იმ ნაბიჭვართან აღარ წავა.. უკვე თავი მომაბეზრეს.. ყოველ ჯერზე ვრწმუნდები,რომ საოცრად გულუბრყვილო ვარ.
ეტყობოდა,რომ გული ისე ჰქონდა გატეხილი,რომ მისი ნაწილ-ნაწილ შეწებებაც კი ძალიან ძნელი იქნებოდა და მთუმეტეს მისი პირვანდელი სახის აღდგენა.
ამგავრ ფიქრებში ვიყავი,რომ უცებ ისევ იმ ეზოში დავბრუნდით,ბიჭებს სხვებისთვისაც ეთქვათ და როგორც სანდრომ თქვა, მისი საყვარელი მეგობრებიდან თითიმის ყველა მოდიოდა.
სანამ ყველას შევხვდებოდი,ვეცადე სახელები გულმოდგინედ დამესწავლა.
მომდევნო დღეს წასვლა არ გამოგვივიდა და თან ცოტახანი დარჩენაც გვინოდა.. მოკლედ 30 დეკემბერს დილის 6 საათზე უკვე გზაში ვიყავით.
მე ჩემი ძვირფასყდიანი ბლოკნოტი მოვიარჯვე და წერა დავიწყე,უაზრო სიტყვების კორინტელით გაბრუებულმა შევამჩნიე,რომ ჩემს გვერძე ადგილი გათავისუფლდა,სანდრო ადგა. მაშინ დავიწყე გარკვეული ასოებით წერა,არ გასულა რამდენიმე წუთი,რომ მისი ადგილი სხვამ დაიკავა. ეს იყო ქერათმიანი,ცისფერთვალება,მაღალი ბიჭი.შევამჩნიე,ოდნავ მოსულელო იერიც კი დაკრავდა.
ეცადა ჩემთან საუბარი გაება. მისი ნალაპრაკებიდან გავიგე,რომ გიგა ერქვა და 20 წლის იყო,სწავლობდა და მუშაობდა კიდეც. ახლა შენი ჯერიაო-მითხრა და სულელურად გაიღიმა.-მხოლოდ შენი სახელი ვიცი,მეტი არაფერიო-დაამატა.
გავიფიქრე,მეტი მეც არ ვიცი-მეთქი,თუმცა მაინც მოვუყევი რაღაც სულელურად შეთხზული ამბები და ისევ წერა გავაგრძე.
-რას წერ?
-მეგობარს ვწერ წერილს.
-რომელი საუკუნეა-გაიცინა-აჰა,დაურეკე-თავის ახალი ტელეფონი გამომიწოდა,მივხვდი უნდოდა დამენახა,რომ ახალი იყო.
-არ მინდა,ასე მირჩევნია..
-რა უცნაური გოგო ხარ.-ცოტახანი გაჩუმდა- შენ იცი ნინი ვინ არის?-ეშმაკურად გადმომხედა
-სანდროს შეყვარებულზე ამბობ?
-ხო,გცოდნია.-ისევ გამომხედა-მერე?
-რა მერე?
-ნინი,რომ უკან დაბრუნდეს რას იზავ?
-გამიხარდება-გავიღიმე
-და მერე შენ?-სულელური ტონით მკითხა
-რა მე?მე და სანდრო მეგობრები ვართ-გული შემიწუხდა
-ა,მართლა?-ისევ ისე გაიღიმა-ძალიან კარგი.საიდან იცნობთ ერთმანეთს?
ამ დროს სანდრო სანდრო ჩვენთან მოვიდა და რაღაცნაირი მზერით გიგას ჩააჩერდა.
-ხელს ხომ არ გიშლი?-გაიღიმა-ადე მალე,ნიკო გეზახის.
გიგა ნაჩქარევად წამოხტა და სანდრო ისევ ჩემ გვერდით გაჩნდა.
გიგას სიტყვებმა დამაფიქრა,ვინ იყო სანდრო ჩემთვის ,ან რა მხოდებოდა ნინის ჩამოსვლის შემდეგ.
-რაზე ლაპარაკობდით?
-ამინდზე-უნებურად ვიცრუე მე.
-20 წუთში ჩავალთ და მერე იქ ვილაპრაკოთ.
-რაზე? -გამიკვირდა
-გიგაზე-თვალი ჩამიკრა.
ამ სულელურ ნათქვამზე ნერვები მომეშალა და გადავწვიტე მუსიკისთვის მომესმინა.
როგორც იქნა ჩავედით,თავიდანვე დამპიდა სანდრო,რომ იქ ჩასვლისას ყველას გამაცნობდა.გოგოები ზედმეტად შეუსაბამოები მომეჩვენენ ამ სიტუაციისთვის. ყველას მაღალი ქუსლები და კლასიკური ტანსაცმელი ეცვა.
თედო პაპა ჩვეული გულ კეთილობით შემოგვეგება, აღმოვაჩინე ის ფაქტი,რომ თედო პაპა სანდროს მეგობრებს კი არა,მათ მშობლებსაც იცნობდა.
სახლში შესვლამდე მეგონა,რომ ეს გოგოები მხოლოდ თბილისში ცხოვრებისთვის იყვნენ დაბადებული და მთაში არაფერი ესაქმებოდათ,მაგრამ იმედები გამცრვდა.
შევედით თუ არა ყველა დაფაცურდა,ზოგმა ხაჭაპურის ცხობა დაიწყო,ზოგმა მჭადების,ზოგი უკვე სუფრის გაშლას შეუდგა,ბიჭებმა მწვადებს მიხედეს და შეიქმნა ერთი ამბავი.რათქმაუნდა მეც ამ ამბის მონაწილე გავხდი.
იმ წუთიდან დავრწმუნდი,რომ სანდროს მართლაც კარგი მეგობრები ჰყავდა,თურმე ამ ხალხის უკან იდგნენ ძალიან ტკბილი და შრომისმოყვარე ხალხი.

მე ეს ხალხი იმ წუთიდან შემიყვარდა და მეც მათი ნაწილი გავხდი.მე და სოფომ გადავწყვიტეთ ხინკელბი გაგვეკეთებინა .სოფო ძალიან კომუნიკაბელური და განათლებული ადამინი აღმოჩნა,მითხრა მაღაზიაში ვმუშაობ და მეწვიეო,გულწრფელად დამენანა ეს ადამიანი მაღაზიისთვის.აღმოჩნა ,რომ წიგნები წამოეღო და მითხრა გათხოვებო,მის მზერაში დავიჭირე სიკეთის ნაპერწკალი ან ეს ჩემი უცაბედი სიყვარულისგან გამოწვეული ილუზია იყო.სანამ ჩვენ ვსაუბრობდით და თან ვსაქმიანობდით ,ანის და მაკას უკვე მოესწროთ სუფრის გაშლა.გარეთ გავედი, საბამ დამიძახა.
-ეიი,დაბნეულო,მოდი,რასაკეთებ?-ეს სახელი ჯერ კიდევ ავტობუსში შემარქვა,რადგან მართლა დაბნეულივით ვიქცეოდი.
-რაიყო საბა?-გამიკვირდა.
-წამო,გავისეირნოთ..
-სად?
-წამოდი და ნახავ-თვალი ჩამიკრა.
ხელი მომკიდა და რამდენიმე ხანი ხმას არ იღებდა.ბოლოს ყელში ამომივიდა.
-საბა,დავიღალე.
-ცოტაააც,აქვეა..
-ამ ადგილზე არასდროს ვყოფილვარ..
-ხოდა, ახლა ნახავ.. შენ ზაფხულში უნდა ნახო,რა ლამაზია..
-თქვენ აქ ხშირად ჩამოდიხართ?
-სულ აქ ვართ ხოლმე,უკვე რამდენიმე წელია ახალ წელს აქ ვხვდებით.
-ნინი რატომ არ მოგყავთ ხოლმე?
-სანდრომ ნინი გასული მაისში გაიცნო,ზაფხულში დავპატიჯეთ და არ მცალიაო,მერე სანდრომ თქვა არუნდა წამოსვლაო. რაღაცეები დაუწყია,ჩვენზეც და ამ ადგილზეც.ნინი რაში გაინტერესებს?
-არაფერი,უბრალოდ დამიანიტერესდა. სანდრო ნერვიულობდა ძალიან..
-არაუშავს,გადაიტანს.. ჩვენ აქ არვართ?-გადმომხედა-მოგწონს ეს ადგილი?
-ძალიან მომწონს,აქამდე აქ არასდროს ყოფილვარ.. თან ტოვლი ძალიან ალამაზებს..
-სანდროს არ უყვარს ეს ადგილი და მაგიტომ.
-რატომ არ უყვარს?-გამიკვირდა
-პირადი მიზეზია
ამ ლაპარაკ-ლაპრაკში უკან გამოვბრუნდით და სახლსაც მივუახლოვდით.
გზაში საბამ ლაპრაკი წამოიწყო:
-გიგაზე რას ფიქრობ?-შემომხედა
-კარგი ბიჭია-უნებურად ვიცრუე-ჯერ სულ ერთხელ დაველაპრაკე-ვეცადე გამომესწორებინა ჩემი ნათქვამი.
-კარგად რომ გაიცნობ უფრომოგეწონება..
ენით აღუწერელი იდილია გადაიშალა ჩემს თვალწინ.წინკარში სანდრო შემოგვეგება,ამდენი ხანი სად დაიკარგეთ,მზადაა ყველაფერიო.ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და მოუთმენობისგან ღონემიხდილები შევედით.
ბიჭებს მწვადი უკვე შეეწვათ,სოფოს ხინკლები უკვე ამოეღო,გოგოებს ხაჭაპურები დაეცხოთ,მაკას თავისი რჩეული მჭადები დაეცხო,ამასობაში ნინოს და მერისაც გაეკეტებინათ უამრავი სალათი,ლუიზას კატლეტები და კიდევ აღარც მახსოვს რა,ერთი ის მახსოვს ,რომ ბოლოს თედო პაპამ თავისი ნაქები ღვინო მოიტანა და ჩვენც დავიწყეთ. საოცრად მომშიებოდა,ჭამის დროს უამრავი სახალისო ამბები გაიხსენეს,თურმე რამდენი კარგი დრო გაუტარებია ამ ხალხს ერთად.
ყვებოდნენ,ყვებოდნენ და აღარ ჩერდებოდნენ,მე კი მიტ უფრო მიყვარდებოდა ეს ხალხი. ალაგებას რომ მოვრჩით ყველამ დავინაწილეთ ვისი რომელი ოთახი იყო.მე განმარტოვებით ვიპოვე საწოლი და იქ ჩამოვჯექი, მინდოდა დღევანდელ დღეზე მეწერა.. ოთახი ზედმეტად დიდი იყო მხოლოდ გოგოებისთვის.. უცებ თავზე საბა წამომადგა.
-დაბნეულო,რას წერ?-სახეზე ხელოვნური ღიმილი აუკიაფდა.
-არაფერს,ისე უბრალოდ... ვერთიბი ხოლმე.
-წამაკითხებ?
-არა-გავუღიმე
-უეჭველი ჩემზე წერ-ჩვეულად გაიღიმა-ხოდა,რახან ჩემზე წერ,ვნახავ კიდეც,ოღონდ ახლა არა მეძინება-ისევ გაიღიმა.
-გეყოფა,საბა...პირადია და რა მნიშვნელობა აქვს ვისზე ან რაზე.. წადი და დაიძინე,ხვალ ჩემით წაგაკითხებ ცოტას.
-ხოო,ეს უკვე სხვა საქმეაა..-გამიღიმა და გევრდით ჩამომიჯდა- დაბნეულო,სანდროს საიდან გადააწყდი? ამ უკაცრიელ ადგილას..
-ცხოვრებაც ხომ სწორედ ესაა, უკცარიელ ადგილას დგახარ და უცებ ვიღაც მოვა ხელს ცაგჭიდებს და გაგრძნობინებს ,რომ მარტო არ ხარ.. სანდრო რომ არა ალბათ ვერასდროს გავიგებდი,რას ნიშნავს გყავდეს კარგი მეგობრები..
-ეგრე ჩანს,თორემ ყველა თავისებურად უარყოფიტი პიროვნებაა, ალბათ გოგოებს ჯერ კიდევ არ უჭორავტ შენთან,როგორ ვსვავთ ღამ-რამობით.. ან როგორ ვიბარებთ გოგოებს აქ,მთაში..ეს ყველაფერი ტყუილია,უბრალოდ უნდათ თავისი ბოღმა გადმოანთხიონ.. რას აღარ იგონებენ, ლუიზა და ნინი ერთმანეთს სულ ეჩხუბებიან გოს გამო,გიოს კიდევ არც ერთი აინტერესებს.. და შენ კიდევ არ იცი რა ხდება აქ.. ასე ძალიან ლამაზი ჩანს,დამიჯერე. აქედან ,რომ წავალ ალბათ გული არც დამწყდება...
-სად მიდიხარ, საბა?-უცებ შევაწყვეტინე,გამიკვირდა გული რომ გადამიშალა.
-შვედეთში,სამუშაოდ.. სახლი ,რომ მექნება დაპატიჟებული ხარ-თავლი ჩამიკრა
-იქნებ მეც მათნაირი ვარ,რა დარხმუნებული ხარ?-გამომცდელად ჩავისისინე
-ასეთი,რომ იყო მიხვდებოდი აქამდე.წავედი,დაიძინე,ხვალამდე-კარგები მიიხურა,მივხვდი,რომ ამაზე საუბარი არ უნდოდა..
დავჯექი და დრევანდელ დღეზე ვფიქრობდი,ყველაფრის მიუხედავად მაინც ვფიქრობდი,რომ სანდრო ძალიან იღბლიანი იყო. ბლოკნოტში საბას შემოთავაზე ჩავინიშნე და სერიოზულად დავიწყე ამაზე ფიქრი. ფანჯარაში გავიხედე,ისევ თოვდა,ფიფქებთან ერთად ჩემი ფიქრებიც ძირისკენ მიდიოდა და იფანტებოდა. ბოლოს ჩამეძინა და დილამდე აღარ გამიღვიძია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent