ნოემბრის ნაყინი (ნაწილი I)
-რადააა-იძახის თეკლა და ლამისაა კარი ჩამომიღოს. -მოვდივააარ,-კარი გავაღე და თეკლა შემოვუშვი- ყოველ დილით ასე რატომ უნდა მაღვიძებდე მეზობელო?-ვკითხე ახალგაღვიძებულმა. -იმიტორო საღამოს მაგარი გეგმები გვაქვს და მოსამზადებელი ხარ. ამდრომდე ძილი ვის გაუგია ადამიანო 4 საათია უკვე. -რა გეგმა და ეხლა რატო ვიგებ ჩემი სამომავლო გეგმის შესახებ? -მოკლედ დღეს საღამოს მარისთან ვიკრიბებით ყველა. --ვინ ყველა? --მარიამის სამეგობრო. --ღადაობ? მაგრად მეზარება, შენ წადი მე დამანებეთ თავი მეძინება. --რა სისულელეა მაგის კლასი იქნება და მე რავქნა ბუზები ვითვალო? ორივე რო არმივიდეთ მაგრად გაუტყდება ამიტომ არჩევანი არგაქვს. --რომელ საათზე ვიკრიბებით? --რვაზე. --ანუ ექვსზე უნდა მივიდეთ? --კი ამიტომ შენი ამბავი რო ვიცი ეხლავე დაიწყე მომზადება. იბანავე ჩაიცვი მაკიჟი და ....-უცბათ გაჩერდა. --და რაა? --მე მოვალ ტანსაცმელიც გადანახული მაქვს და მაკიაჟიც ჩემზე იყოს. --შეკრებაა თუ დრესკოდი? რას მტყლარჭავ? --და ვინგითხრა რო პროსტა შეკრებაა? --ნორმალურად ამიხსნი რახდება? --მოკლედ. ორგანიზატორები მე და შენ ვართ. ანდრიამ სიყვარული უნდა აუხსნს ძააან ისე რაა ტორტი ვარდის ფურცლები და ასეშემდეგ. --ყველაფერს ბოლოს მე რატო ვიგებ? აქაოდა 18 წლის გახდაო და დროა გრძნობებში გამოვუტყდე თორე დამასწრებენ პოლიტიკას აწვება ჩვენი ანდრო?:დ --სამაგიეროდ სიმპატიური ძმაკაცები ყავს. --გული მიგრძნობს ამსაღამოს სკანდალი იქნება. --ღმერთმა არქნას. --იმედია ჩემზე არაფერი მოხდება. შენ დაგემართს რამე თგინდა. --ზოგჯერ როგორ ვერგიტაან. წყალი გადავივლე, და როცა გამოვედი თეკლას დავურეკე. ჩემს დაბლა ცხოვრობდა ამიტომ მაშინვე დაავლო კაბებს ხელი და ამოიტანა. --ამდენი რამე რატო ამოიტანე? ერთსაც ავარჩევდი რამეს. ან ჩემ ტანსააცმელს რასუწუნებ? --არაფერს უბრალოდ მასეთები ბებიაჩემის ახალგაზრდობაში გადადიოდა მოდიდან. --გამეცინა. --ეს შავი კაბა განსაკუთრებით მომწონს. მოკლედ ყვეელა გაიზომე და თუ არცერთი მოგიხდა მერეუკვე არვიცი რაგიყო. --ის ნაცრისფერი მაჩვენე. --არანაირი ნაცრისფერი. ეს უბრალოდ ჩამოვიტანე. წითელი ან შავი აარჩიე. --შავი. --ჩაიცვი. სადაა მარა მაინც ლამაზია. --რატოა სადა? ღრმა დეკოლტეა, წელიდან გაშვებულია, რაც მთავარია წვივებამდეა და არა კოჭებამდე. ნაჭერიც კარგია. --ფეხსაცმელი? --მაღალქუსლიანებს არვხმარობ ჰოიცი. --სწორედ მაგიტომ წამოვიღე ეს შავი კუკუცები. --მომწონს. ამას ჩავიცვამ მარა ძაან მაღალი ჰო არარის? --უკვე მაბრაზებ. --კაიჰო. --ეხლა გეგმას გეტყვი სანამ ჩაიცვამ. მოკლედ მე წავალ ნახევარსაათში დეკორაციიის გასაკეთებლად. შენ ახვალ მარიამთან და ეტყვი რო სიურპრიზი გექნება მისთვის. მერე ჩასხდებით მანქანაში, კონკრეტულად შენნში იმიტორო ეგენი მერე მიდიან და მაგის მანქანას სად ვსდიო მერე. ჰომოკლედ მოხვალთ იმ შენობასთან ჰოიცი ტბა და სტადიონი როა გვერძე. --მიყვარს ეგ ადგილი. --ჰოდა იქ მოხდება მერე მოსაახდენი. --კაი გასაგებია მარიამთან ავალ და წამოვიყვან. --რადა. --გისმენ. --ისევ არ მოუწერია? --ვის? --დემეტრეს. --არა. --იქნებ... --არანაირი იქნებ. გუშინ წერილი მომივიდა. ახალ შეყვარებულთან გადაიღო ფოტო და გამომიგზავნა უკან წარწერა ჰქონდა იმედია არაფერს ინანებ ცხოვრებაში იმიტორო მე არაფერს ვნანობო. მორჩა! --არ იდარდო მაგ არაკაცის გამო რაა. ისედაც ეტყობოდა როგორი იდიოტი იყო. --მაკიაჟი გამიკეთე და მზადვარ. --ჩემი მზეთუნახავი ხარ ქალბატონო. --შენროარმყავდეე. --ჩემგარეშე წამით ვერგაძლებდი. გავეზადეთ და მე მარიამთან ავედი რომელიც ჩემს ზემოთ ცხოვრობდა. ბავშბიდან ერთად ვართ. ჩენ სამნი, ვერავინ გვაშრებს იმიტომრომ ჩენი მ ეგობრობა იმაზე მეტია ვიდრე უბრალოდ მეგობრობა. მარიამი ჩვენზე ერტიწლით დიდია. მან უკვე დაამთავრა სწავლა, მე და თეკლა კი ამწელს დავამთავრებთ. ამიტომ ამ ზაფხულს ვცდილობთ მაქსიმალურად გავერთოთ. დედაჩემი და მამაჩემი ექიმები არიან ქირურგები. დედაჩემი კარდიო ქირურგია მამაჩემი კი ნეირო. სულ საზღვარგარეთ უწევთ სიარული იმიტომ რომ ბევრ აღმოჩენებს აკეთებენ ერთად მსოფლიოში ერთერთ ცნობილ საავადმყოფოშ გამოძახებებით მუშაობენ. მათ თვეში სამჯერ ან ოთხჯერ ვხედავ, ამიტომ იმ ადგილას ვარჩიე ცხოვრება სადაც არავინ მიცნობს მათგამო. ერთ ჩვეულებრივ ქალაქში ჩეულებრივ სახლში ვცხოვრობ დასთან ერთად. ჩემი და ჩემზე 4 წლით დიდია მას სხვა სამყარო აქვს მე კი სხვა. ჩემი ცხოვრებით კმაყოფილი ვარ რადგან თეკლა და მარიამი მყვანან. რაც შემეხება მე. რადა მქვია 17 წლის ვარ და დიზაინზე უნდა ვისწავლო. ეს მყარად გადავწყვიტე. ჩემი გარეგნობა დიდად საინტერესო არარის. არც ცისფერი თვალები მაქვს და არც ქერა თმა. იმდენად თეთრი კანი მაქვს ხალხს ჰგონია რომ მზის სხივები ჩემს კანს არასდროს შეხებია. ჩემი თმა ღამესავით შავია და თალები უფსკრულივით ბნელი. არ გამოვიღცევი სხვებისგან და ეს ძალიან მახარებს. ჩემი და პირიქით არის ქერა თმა და ცისფერი თვალები აქვს. მე რცისე გამხდარი ვარ ის კი მოდელის ტანზეა, თუმცა რა გასაკვირია ის ჩემზე ბევრად ლამაზადაც იცვამს და ვეგეტარიანელიცაა ამიტომ გასუქების მიზეზი დიდად არც აქვს. მოკლედ იმ საღამოს ისეთი არც არაფერი მომხდარა სანამ იმ ადგილას არ მივედი სადაც ყველაფერი დაგეგმილი იყო. მარიამს თვალებზე წითელი სახვევია ავაფარე და ხელი მოვკიდე რომ არ წაქცეულიყო. მთელი გზა იმაზე წუწუნებდა რომ მაღალქუსლიანები ფეხებს სტკენდა, ახლაც მაფგაზე დაიწყო წუწუნი. --რა მაღალქუსლიანები აგიტყდა ამსიცხეში. --ჩემი ბრალი არარის ძვირფასო, თეკლამ მოითხოვა. --როცა დავინახავ მოვკლავ. --აღარ გემახსოვრება, დამიჯერე. --კარგია რომ არსებობთ. აღარაფერი მითქვამს ლოყაზე ვაკოცე და ვუთხარი რომ პირდაპირ სამი ნაბიჯი გადაედგა. ბევრი ხალხი იყო მაგრამ არცისე ბევრი ნაცნობი. სულ ანდრიას სამეგობრო. როცა ყველაფერმა ჩაიარა და წყვილი სასეირნოდ წავიდააა ჩემი ყურადღება ერთმა პიროვნებამ მიიქცია რომელიც თეკლას ჩაეხუტა. რატომღაც უცნაურად ვიგრძენი თავი იქ არავინ მყავდა თეკლას გარდა დას ისიც სხვას ეხუტებოდა. თეკლასთან მივედი და ვუთხარი რომ მუსიკის ჩართვის დროიყო მაგრამ უარიმითხრა. --მუსიკა ჩავრთოთ რაა. --არააა! --რატო? --ის არმოსულა ჯერ ვინცუნდა მეცეკვოს. --დათუჩაზე იძახი? --ჰო რაიყო არშეილება რო შეყვარებულს დაველოდო საცეკვაოდ. --კაი ნუმეჩხუბები ჰოიცი მე როგორი მარტოსული ვარ და ეგეთები არმესმის. --რა მარტოსული გოგო აბა მე ვინ ვარ? კართოფილი? --რაშუაშია? უბრალოდ მე არმყავს არც შეყვარებული და არც ქრაში:დ --გყავს მაგრამ შენი ღირსი არარის. --ჩემი ქრაში არარის უბრალოდ და-ძმასავით ვიყავით როდისუნდა შეიგნოთ ეს ფაქტი? --არასდროს იმიტორო თვალებში გეტყობოდათ როგორ გიყვარდათ ერთმანეთი. --არ მიყვარდა და არც მიყვარს საიდან მოგაქვთ ხოლმე ეს სიულელეები? --ნუ მეკამათები! --არ გეკამათები! ნახე დათუჩა მოვიდა. დათო და თეკლა 2 წელია ერთად არიან და მათი დაშორება უკვე ყველას წარმოუდგენლად მიგვაჩნია, იმდენი ჩხუბი ყოფილა მათ ურთიერთობაში მაგრამ მაინც ერთად არიან. ყველაფერი გადალახეს და დღმდე ისე მოვიდნენ ერთხელ არ შეცვლიათ გამოხედვა როცა ერთმანეთს უყურებენ. იმდენად ღრმად ჩადიან ერთმანეთის თვალებში... ეს ის ისტორიაა რომელიც მაგალითად უნდა დაიდოს ნებისმიერმა ადამიანმა. --გოგოებოო როგორხართ? --ჩემი დათუჩიკოო- უთხრა თეკლამ და ისე მხურვალედ ჩაეხუტა ადამიანს ეგონებოდა წლები არ ყავდათ ერთმანეთი ნანახი. --ჩემი სიხარულიიი- უთრა დათომ და მის კისერში თავი ჩარგო. ისაეთი საყვარლებიარიაან. --კარგად დათუჩ შენროგორხარ?-ვკითხე და ჩავეხუტე. --მეც კარგადვარ პრინცესა. --ნუ მეძახით ასე.-ვთქვი გაბრაზებულმა. --ახლა შეგვიძლია ცეკვა.ჰოგინდოდა ცეკვა რადა.- მითხრა თეკლამ. --სინამდვილეში მუსიკა იმიტომ არმინდოდა რომეცეკვა ან ვისვეცეკვო მარტოსული ვარ ჰოიიცით. --უკვე აღარ ხარ. --ვითომ რატო? აღარაფერი მითხრეს, საცეკვაოდ გავიდნენ მეკი ვიღაც გვერძე დამიდგა და ლაპარაკი დამიწყო. --შენც არავინ გყავს საცეკვაოდ? --ადვილი მისახვედრია. არც შენ? --ნწ.- წუთიერი დუმილი ჩამოვარდა შემდეგ კი დუმილი მან დაარღვია- ჰო არ გვეცეკვა? --რატომაც არაა? ხელი გამომიწოდა მეც ხელი ჩავჭიდე და საცეკვაოდ გავედით. ცეკვის დროს ლაპარაკი დაიწყო. --რაგქვია? --რადა. შენ? --ნიკა... --ნიკა.-ვთქვი და გავიღიმე. --ნიკა მქვია.-მითხრა და დამატრიაალა. --აქამდე არასდროს შემიმჩნნევიხარ. --მე როცა შემოვედი მაშინვე შეგამჩნიე. --ოჰჰ. ვითომ რატომ? ჩემგარდა სხვა ბევრი გოგოა აქ. თუ გოგოს „დაკერვის“ ახალი სტილია? --არა უბრალოდ ახლა მოვედი და შემთხვევით შენ მაგიდასთან ამოვყავი თავი.-მითხრა და იმდენად შემრცხვა ერთიანად გავწითლდი. --გასაგებია. --შეყვარებული არგყავს როგორც ჩანს. --როგორ მიხვდი? --მარტო დგახარ. ცეკვაზე უცნობ ადამიანს თანხმდები და მითუმეტეს ახლახანს ისეთი კითხვა დამისვი ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი. --როგორც ჩანს გოგონებში ერკვევი. --მხოლოდ გამორჩეულებში. --ანუ? --წამოხვალ ამ მოსაწყენი ბრბოსგან? --რატომაც არა? აქ მაინც არაფეი დამრჩენია. --მაშინ ხელი ჩამკიდე და გავიქცეთ. სალაპარაკო მივცეთ ამ სულელებს. --სკანდალების მოყვარული ჩანხარ.-ვუთხარი, ხელი ჩავჭიდე და მთელი სისწრაფით შენობიდან გავიქეცით. როცა გარეთ გავედით, მანქანაში ჩავსხედით და იქაურობას გავეცალეთ. --სად მივდივართ? --ჰოარ გეშინია? --მშიშარას ვგავარ საყვარელო? --სადაც მეტყვი იქ წავალთ. --სადაც გეტყვი? --ზუსტადაც რომ. --ისეთ ადგილას წამიყვანე რომ სამუდამოდ გამორჩეულად დამრჩეს გონებაში. --ბაკურიანში წავიდეთ. --შუა ზაფხულში? --რა აზრი აქვს? მთავარია ისიამოვნო და დროს და სივრცეს არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს. --გოგოები ინერვიულებენ. --შეეშვი რა. ერთი დღე არაფერი დაშავდება. --მანიაკი ხარ და მოკვლას მიპირებ? --მართალი ხარ ცოტა უცნაურია. --ცოტა? --მაშ რავქნათ? --ბამბის ნაყინი მინდა.- ვუთხარი და გავუღიმე. --ბავშვი ხარ. --ვერ შეგედავები! გაზრდას არ ვაპირებ ჯერ. --უმანკო ბავშვივით ხარ. --არც კი მიცნობ. --თვალები არასდროს სტყუიან. --უცნაურია... უცხო ადამიანს ისე გამოვყევი არც კი დავეჭვებულვარ. --ნიკა მქვია:დდ --ეგ გავიგე. სამჯერ გამიმეორე ზუსტად. --კიდევ რაგაინტერესებს? --ყველაფერი. --მახარაძე ვარ გვარად. 18 წლის ვარ, მარიამის კლასელი, შეყვარებული არმყავს. ბიზნესზე ჩავაბარე და ნუ რავიცი კიდევ რაგაინტერესებს? მდიდარი ოჯახის გათამამებული შვიილი ვარ. --ანუ აღიარებ რომ გათამამებული ხარ? --სიმართლეს ვერ დავმალავ თან თუ ჩემი გაცნობა გინდა მითუმეტეს, ჯობია ახლავე გაიგო როგორი ვარ. ახლა შენი დროა, შენ მომიყევი. --მოდებაძე ვარ, 17 წლის, წელს ვამთავრებ. და მდიდარი ოჯახის შვილი ვარ მაგრამ გათამამებული ნამდვილად არა. --მე თუ მკითხავ გათამამებული ხარ. --როდის შეამჩნიე? --დარბაზში მაგიდასთან იაზვური სახით როიდექი მაშინ. --ანუ იაზვა ტიპი გგონივარ? --არხარ? --შეიძლება ვარ მაგრამ ვისთანაც საჭიროა. --გეწყინა? --შენ არგეწყინებოდა იაზვა რო ეწოდებინათ? --ვგავარ ისეთ ადამიანს ვისაც ყველაფერი სწყინს? --არც მევარ მასეთი. --გეტყობა კი. შენ მშობლებზე მომიყევი.- მითხრა და დიდი ბამბის ნაყინი ჩამიდო პირში. --დაკითხვაზე ვარ? --არა უბრალოდ მაინტერესებს. --ექიმები არიან. --ქირურგები? --საიდან მიხვდი. --რავიი ისე. --ჰოომ. შენები? --სარეკლამო ბიზნესი აქვთ. --კარგია. არწავიდეთ? ცოტა შემცივდა. --კაი წამო.- მითხრა და ლოყაზე მომჩქმიტა.- სად ცხოვრობ? --მარიამის სახლი იცი? --კიი ნამყოფიც ვარ. --მარიამის ქვემოთ ვცხოვრობ. --კაი მიგიყვან. მარტო ცხოვრობ? --არა ჩემ დასთან ერთად. --და? დაც გყავს? --კი ოთხი წლით დიდია ჩემზე. შენ არავინ გყავს? --მყავდა. და მყავდა. აღარ მყავს. --მოკვდა? --არა საბოლოოდ გაწყვიტა ჩვენთან კავშირი. ვიღაც ბიჭს გაეკიდა და მორჩა. --მხოლოდ იმიტომ რომ შეუყვარდა, შენი და დათმე? --არ მინდა ამაზე ლაპარაკი....თან მოვედით. --მადლობა რომ საღამო გამიხალისე. --ყოველთვის შენს სამსახურში. --დიდი პატივია. კარგაად. --შეხვედრამდე. --კიდევ შევხვდებით? --რათქმაუნდა! --მაშინ შეხვედრამდე. რა იყო ეს? დაქალის მნიშვნელოვან საღამოს უცხო ადამიანისთვის მოვწყდი? მაგრამ ხომ გავბედნიერდი? ეგოისტობაში ჩამეთვალა. ალბათ მთელი ხალხი ჩემზე ლაპარაკობს. რა სირცხვილია! სახლში რომ შევედი, ჩმს სავარძელშ თეკლა და მარიამი ისხდნენ და საღამოს განიხილავდნენ. --რომელი საათია? - გაკვირვებით მკითხა თეკლამ. --პირველის ნახევარი.-ვუთხარი მშვიდად. --სად იყავი ამდენ ხანს რადა? როგორ ვინერვიულეთ იცი? რო მოგკიდა იმ საქონელმა ხელი და წაგიყვანა რა გეგონა ნამდვილი სიყვარული ვვიპოვეო?- ლაპარაკში ჩერთო გაბრაზებული მარიამი. --რისი თქმა გინდა?- ვკითხე ახლა უკვე ძალიან გაკვირვებულმა. --შენ საერთოდ არ გსმენია ნიკა მახარაძეზე? მის მექალთანეობაზე მართლა არაფერი იცი? --საიდან უნდა მცოდნოდა პრესა კიარვარ. --პრესა არხარ მაგრამ პრესაში სულ განიხილავენ მის ახალ გოგოებს. ვინაიდან და რადგანაც ის ქვეყანაშ უმდიდრესი ბიზნესმენის შვილია მგონი უნდა ხვდებოდე რასთან დაიჭირე საქმე. მითუმეტეს რომ არცთუ ისე სუფთა ბიზნესმენია მამამისი. --ანუ აღარასდროს შევხვდე?--ვკითხე გულდაწყვეტილმა. --მე წავედი მეძინებაა, გაკოცეეთ.-თქვა თეკლამ და კარი გაიხურა. საუბარი მე და მარიამმა გავაგრძელეთ. --აღარასდროს!!-ორივემ ერთად დამიყვირეს. --ეხლა შედი და დაიძინე ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახონ იდიოტო.-მითხრა მარიამმა. --რა ჩემი ბრალია რანაირად მეცნო ადამიანი მასეთი როიყო? --ადამიანი კი არა ცხოველია, ცხოველი!!--გაბრაზებულმა მითხრა მარიმ. --რა დაგიშავა ეგეთი? --მე არაფერი მაგრამ ბევრ გოგოს დაუნგრია ცხოვრება. დამიჯერე როცა ჟურნალისტიკურზე სწავლობ ადამიანის შესახებ ყველაფრის გაგება შეგიძლია. ჰოდა მეც დავინტერესდი და გავიგე რომ ერთი გოგო მისგან დაორსულდა მან კი აბორტის გაკეთება აიძულა და ფულიც გადაუხადა, მილიონ ნახევარი ბავშვის, საკუთარი შვილის მოკვლაში. და გაინტერესებს ვინ იყო ის გოგო? მისი ბიძაშვილი, თათა. ამიტომ მთელი ოჯახი წაბილწულია, ღმერთი არ სწყალობთ. მითუმეტეს თავის დას.. --მიყვებოდა მის შესახებ მაგრამ აღარ დაამთავრა. --ალბათ იმიტომ რომ იმ გოგომ თავს უშველა, გაიქცა და ახლა ბედნიერია თავის შვილთნ და ქმართან ერთად. გიჟს ეძახდნენ მხოლოდ იმიტომ რომ იმას ფიქრობდა რის საფიქრელადაც მამამისს გამბედაობა არ ეყო. საკითხი დააყენა კომპანია გავყიდოთ და ახალი სუფთა ცხოვრება დავიწყოთო. მამამისის პასუხი იმდენად მძიმე ყოფილა მისთვის რომ წამლების მიღება დაუწყია, შემდეგ გამოსასწორებელ რეაბილიტაციის ცენტრში წავიდა და ექიმი შეუყვარდა. --დედა? --მამამისმა ცოცხლად დაწვა ღალატის გამო მაგრამ არ დასჯილა ეს კაცი მხოლოდ იმიტომ რომ გავლენიანი მდიდარი ღიპდადებული ტიპია. და ღმერთმა ქნას ნიკა გონს მოეგოს. --გონს რომ მოეგოს მასაც გააქცევსმამამისი? --ეჭვიც არ შეგეპაროს. რაო რაგითხრა კიდევ შევხვდებითო? --კი. --დაივიწყე ორ კვირაში იტალიაში მიდის და მანამდე ფეხის გამდგმელი არარის მამამისის სახლიდან. --დარწმუნებული ხარ? --ისე როგორც არასდროს. --გენდობი. --არგაბედო ფიქრიც კი. --კარგი ჰო. ისე ნოემბერში იტალიაში მინდა წასვლა და მიდი თქვენც წამოდით რაა. მე ვიჩალიჩებ მაგაზე. --არასრულწლოვანი ხარ საყვარელო დაგავიწყდა? --სამაგიეროდ შენ ხარ. --ანუ? --მინდობილობა შენზე გაკეთდება და ეგიქნება რაა თეკლაც და მეც შენზე ვიქნებით დამოკიდებულები. --კაი მე წამოვალ მეცმინდა სადმე წასვლა და თეკლა როგორ დატოვებს დათუჩას საკითხავია. --მაგას სადმე წასვლა უხსენე და საკუთარ თავსაც დატოვებს. ჩემთან ვერ ავალ დედაჩემი გაიღვიძებს და შენთან დავრჩები. --კაი ჩემი დის ოთახში შედი იქ დაწექი. პიჟამას მოგიტან. --კაი ჩემო დუდღუ. --მოკეტე მარიამ. --ღამემშვიდობის.- მითხრა თბილი ხმით მაგრამ რადამაძინებდა მე იმღამით. --ღამემშვიდობის.--ვუთხარი და გავუღიმე. იმ ღამით ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ასე მოქცეულიყო, ასეთი თბილი ყოფილიყო, და ამავდროულად საზიზღარი ოჯახის წარმომადგეენელი, მის თვალებში იმას რატომ ვხედავდი რასაც ვერავინ ამჩნევდა? რატომ ჰქონდა ასეთი სევდიანი სახე? თუმცა იმდენად იდიოტია მაგასაც გააკეთებდა ალბათ კარგი მსახიობიც არის. ამ ფიქრებში ვიყავი როცა ჩამეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.