შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი არჩეული საქმრო (დასასრული)


31-12-2018, 21:30
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 5 802

-თანახმა ხარ, მთელი ცხოვრება ერთად გავატაროთ ? - მისი გულიცემაც კი მესმის.
-ღადაობ ? - ცოტახნიანი დაფიქრების შემდეგ ვაშტერდები - რა ილუზიებში ხარ ? ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი ძალიან ზედმეტია.
ირაკლის სახე ფერს კარგავს. სახეზე თითოეული ძარღვი ემჩნევა. სისხლი პირდაპირ ტვინში ურტყამს. ამას ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ დისტაციას იჭერს და ისე ახლოს აღარაა, როგორც ცოტა ხნის წინ.
თითქოს ენა უვარდება, საუბრის ძალასაც კარგავს და უსიტყვოდ მიდის.
რატომ ეგონა, რომ მაშინვე „კის“ მივახლიდი ?
ნუთუ ასეთი ბავშვები არიან ?
მოდი, ლენ, ჩამკიდე ხელი და არ გამიშვა სიკვდილის შემდეგ, მეტყვიან და უნდა დავიწყო ჰაერში ფრენა ?
არ ვიცი, რატომ ხდება ასე..
ალბათ იმიტომ, რომ სიყვარულის არსი არ ესმით ბოლომდე; არ იციან, რომ იგი პროცესია და არა შედეგი.



***
დრო ყველაფრის მკურნალიაო, ალბათ მხოლოდ უარყოფითს როდუ გულისხმობს; სიხარულსაც ჰკურნავს, თვით მოლოდინსაც კი.
პატარა როცა ვიყავი, ახალი წლის დადგომას სულმოუთქმენლად ველოდი, საათებს, წუთებს, თვით წამებსაც კი ვითვლიდი; მახსოვს, თვეებით კი მიანგარიშია თებერვლის თვეში, აი, ამდენია დარჩენილი მომავალი წლის იანვრამდე - მეთქი.
მაგრამ დრო გავიდა, გავიზარდე და პირველი იანვარიც ჩვეულებრივ დღედ იქცა..
ასე ხდება ხოლმე...
ვიზრდებით და მოთხოვნილებებიც გვეზრდება.
ბავშვობა სწორედ მაშინ სრულდება, როცა წვრილმანები კარგავს ჩვენი გაბედნიერების შესაძლებლობას.
დედაჩემსაც დიდად აღარ ახარებს, არც ანაღვლებს... ეს ნათელია, მამაჩემიც ტელევიზორთან ზის და სულ აღარ ფიქრობს საცივსა და ღორზე. მე კი არც არასდროს მიყვარდა.
ვზივარ ფანჯრის წინ, გავყურებ გარემოს და უბრალოდ ვფიქრობ. ცოტა ხანში გარეთ გასვლის სურვილი მიჩნდება. ვგრძნობ, რომ სრულ მოწყენილობას დაუსადგურებია გულში.
თბილად ვიცვამ, უფრო სწორედ, ზემოთ თბილად, ქვემოთ კი კაბითა და გეტრებით შემოვიფარგლები. ვიცი, რომ ძალიან ცივა, მეტიც, ყინავს, მაგრამ გრძელი შავი პალტოს იმედი მაქვს, თან რა უნდა მომივიდეს ისეთი, რის შესახებად აქამდე წარმოდგენა არ მქონია ?! არც არაფერი... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, წამით ხომ მაინც უნდა ვირწმუნო სასწაულების, ხომ უნდა ვირწმუნო, რომ ისინი არსებობენ ჩვენს წარმოსახვით სამყაროს მიღმაც.
-დე, არ შეგცივდეს - მეუბნება მანანა გასვლისას.
-არ ინერვიულო - ვუღიმი და კარებს ვიხურავ.

არ თოვს, მაგრამ ტემპერატურის დაცემა საგრძნობია. მივუყვები ტროტუარს და ვაკვირდები ხალხის სახეებს. განწყობა არ იგრძნობა. ქუჩები მორთულია, თითოეული ხე ციმციმებს, მაგრამ გამვლელთა სახეზე ღიმილის ნატამალიც არ შეინიშნება.
„ალბათ ინაშვილი რომ დაურიგებს ხალხს პროდუქტს, მერე ეშველება გაწყობას“ - საკუთარ ფიქრებზე თავად მეცინება. რის ინაშვილი და რის პროდუქტები ? ან როდის იყო პროდუქტი იწვევდა სიხარულს ? აგერ სავსე მაქვს მაცივარი, მაგრამ რა ? არც საჭმელი მინდა და არც სასმელი... როდის იყო მუცელი გულს ათბობდა, და აღიმარ კუნთებს ააქტიურებდა ?!
თითქოს ერთი ჩვეულებრივი დილაა, მაგრამ რამდენიმე საათიანი ბოდიალის შემდეგ, სხვა განცდაც იწევს წინ... ეს ხომ წლის ბოლო დღეა ? აღარასდროს იქნება 2018 წლის 31 დეკემბერი.
მალე ღორის წელი დაიწყება. მახსოვს წინა ღორის წელი, როცა მამიდაჩემმა ღორის ფორმის ყულაბა მაჩუქა 30 დეკემბერს და მეღიმება; მე ხომ სულ რაღაც ორ კვირაში გავტეხე და ხურდები უკან დავიბრუნე.
მივდივარ რესპუბლიკის მოედნისკენ, სადაც რამდენიმე დღის წინ არსებული საახალწლო ბაზრობის კვალი ისევ ჩანს.
-ზოგჯერ ლამაზია ცხოვრება, არა ? - ხმამაღლა ვიწყებ ფიქრს და მალევე მელანქონია მიპყრობს.
რამდენიმე წუთში ეჭვებიც მიპყრობს, როცა რამდენიმე ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანს ვხვდები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ.
მიუხედავად ეჭვებისა და მკაცრი შეფასების ქონისა, ვთვლი, რომ სირცხვილი არაა დახმარების თხოვნა და თითოეულ მათგანს ლარიანს ვუგდებ.
შემდეგ ისევ ვაგრძელებ გზას, ბოლოს ვიღლები და გახურებული სხეულით „ტაქსის“ ვაჩერებ. მინდა, ერთი ადამიანი ისევ გავახარო, სულ რომ არაფერი დღეს ხომ 2018 წლის ბოლო დღეა...
-ტკბილად დამიბერდი ! - შოკოლადს მაწვდის მძღოლი.
-მაგას ბაბუაჩემმა გოზინაყზე იცოდა ხოლმე - მეცინება, ვართმევ და მადლობას ვუხდი.
-სიბერეც კარგია შვილო, ცხოვრების ყველა ეტაპი უნდა გამოცადი ადამიანმა - მიღიმის და შემდეგ გზაზე გადააქვს ყურადღება.
„ცხოვრების ყველა ეტაპი უნდა გამოსცადო“ - კმაყოფილი ვიმეორებ გონებაში, მაგრამ ფიქრები არ მცალდება. სულ მალე მანქანა ჩერდება და გადმოვდივარ.
სახლში კიბეებით ავდივარ. დედაჩემი მეგებება ღიმილით, მეხვევა და სახეს მიკოცნის.
-დე, რა ხდება ? - ვაკვირდები მის გამომეტყველებას, შემდეგ კი მეც არაპროგნოზირებლად ვკოცნი.
-დაგეხმარები გოზინაყის გაკეთებაში. მანამდე კი ეს შოკოლადი გასინჯე, მძღოლმა მომცა, ტკბილად დამიბერდიო.
-ვააა, ყოჩაღ... აღარ მეგონა ვინმე დაუგრუზველს თუ შეხვდებოდა ქუჩაში კაცი..
-დღეს ხომ ახალი წლის წინა დღეა ! - არ მჯერა იმის, რასაც ვამბობ.
სამზარეულოში გავდივარ მოწესრიგების შემდეგ და ნიგოზის ჭრას ვიწყებ. ეს პროცესი ბავშვობიდან მიყვარს. მახსენდება როგორ ვჭრიდით მთელი ოჯახი და სასიამოვნო განცდა მეუფლება. ძველი დრო კარგი იყო, თუმცა ეს არ გვაძლევს გულზე ხელის დაკრეფის მიზეზს.
-დე, ასე კარგია, არა ? - ვეკითხები დედაჩემს, ისიც თავს მიქნევს და ვაგრძელებს საქმეს.

სახლში ფუსფუსის შემდგომ „იდეალური შობის“ ყურებას ვიწყებ. ვხვდები, რომ იდეალური ყოველთვის არ ნიშნავს იდეალურს; ან იქნებ არასდროს ?!
მელანქონია მძაფრდება...
საათის ისარიც წინ მიიწევს. ვდგები, ცოტას ვჭამ, მაგრამ ეს ცოტაც კი ბევრია ჩემთვის.. ვგრძნობ, რომ 12 საათისთვის ცდა ჭამისთვის არ ღირს, მეტი მოტივაცია უნდა მქონდეს, არც სმა მხიბლავს, მომბეზრდა ეს ყველაფერი, ან უბრალოდ ხალისი დავკარგე.
10 საათზე ირა მირეკავს, დამდეგს მილოცავს და მეუბნება, რომ ჩემთან გამოვა რამდენიმე მეგობართან ერთად. მეც მიხარია. უკეთესი გეგმა ნამდვილად არ მაქვს.
მალე ისინიც მოდიან. სუფრაც გაშლილა, მყუდრო და სადა.
-რა ლააზი ხარ, ლენ... - მიღიმის ირა.
-სალონში ვიყავი - მეცინება.
-ისედაც ლამაზი ხარ, მაგრამ არ იღიმი.... ჰო იცი, გიხდება და თანაც ძალიან.
-ვიღიმი - ძალით ვიღიმილი და ნიშნისმოგებით გავყურებ დაქალს - იცი, მე და დედაჩემმა რა მაგარი გოზინაყი გავაკეთეთ ?
-ისადა მამაშენი სადაა ?
-რესტორანში.
-სახლში არ ხვდება ?
-ძმაკაცებმა დაპატიჟეს.
-თუმცა რაში მაინტერესებს... უბრალოდ ვიფიქრებ, მივულოცავ - მეთქი.
-მერე მიულოცე, საქართველოში ახალ წელს დაუსრულებელი დღესასწაულები რომ მოსსდევს, ჰო იცი - გოგონებს ჩემს ნათქვამზე ეცინებათ.
ძველ დროს ვიხსენებთ, ძველი ახალ წლებს, ვიცინით, ვმღერით, ირა გიტარაზეც კი უკრავს, სასმელისგან ოდნავ შეხურებულნი ცეკვაზეც გადავდივართ... საათის ისრებიც მოგვყვებიან.. აი, უკვე 12 ხდება. სულ რაღაც ხუთი წუთიღა თუ დარჩა.
-როგორ მიხაროდა ეს საათი, ეს დრო... - ვამბობ თუ არა, კარზე ზარია; გასაღებად მივდივარ, ჭრილში არც კი ვიხედები, ისე ვწევ გასაღებს.
-ტკბილად დავუბერდეთ ერთმანეთს - ხელში უზარმაზარი თოვლის კაცი ორცხობილა უჭირავს ირაკლის, სწორედ ისეთი ფილმებში, საშობაო ორცხობილებს რომ ეძახიან.
გაშტერებული ვუყურებ. არ ვიცი, რა უნდა ვქნა, რა უნდა გავაკეთო, თუმცა საკუთარ თავს ვუტყდები, რომ სწორედ ეს მაკლდა, სწორედ ეს მინდოდა ბედნიერებისთვის.
-ჩემი ხელითაა გაკეთებული, ნუ ეხუმრები.
ჩასახუტებლად ვიწევი, მაგრამ ფიზიკურად არაა შესაძლებელი. ორცხობილის გარდა ორივე ხელზე სასაჩუქრე „პარკები“ აქვს ჩამოკიდებული. ნამდვილი საახალწლო ნაძვის ხეა.
-შემოდი, შემოდი.... - ორცხობილას ვართმევ და ოთახში შევდივართ.
-ეს საჩუქრებია - სათითაოდ ანაწილებს ირაკლი, მეც ვაცნობ ოთახში მყოფთ მას. შემდეგ კი ცალკე გავდივართ.
-ძალიან მენატრებოოდი... მაპატიე აჩქარებისათვის.. თავიდან დავიწყოთ ყოველივე წყენის გარეშე - ფეიევერკების გაშლა ნელ-ნელა იწყება, ანუ ზუსტად 12 -ს საათს ამთხვევს შერიგებას, როგორი სიმბოლური ყოფილა.
-დავიწყოთ - ახლა კი გამომდის ჩახუტება და მონატრებული სითბო გადმოდის ჩემში.
-12 სააათი ხდება , უნდა ვაკოცოთ - ამბობს ირაკლი და ჩემს ტუჩებს აშტერდება, ზედმეტი კითხვების გარეშე ვყვები მის სურვილს; მეც ხომ ეს მინდოდა, ახალი შტრიხები შემეტანა ახალი დღის დღესასწაულში, რუტინა გამემრავალფეროვნებინა და ძველი მოლოდინი გამეხსენებინა.
-დღეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ახალი წელია, ლენ - თვალები უციმციმებს ირაკლის და ვხვდები, რომ ის სწორედ ის მამაკაცია, რომელზეც ბავშვობაში ვოცნებობდი, უბრალოდ რეალური შტრიხებით.
ბევრ რამეს ვხვდები. უნდა დავაფასოთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.
არ დავკარგოთ საყვარელი ადამიანები, შეგვეძლოს პატიება და შეცდომების აღიარება, რადგან ერთხელ მოვდივართ ამქვეყნად და ბევრჯერაც როდი ვხვდებით მათ, ვისაც შეუძლია ჩვენი ცხოვრება განსხვავებული რადიუსით წარმართოს.

დასასრული.

31.12.18

____

მაპატიეთ ასეთი დაგვიანებისთვის.
ნამდვილად ვერ შევძელი, მიზეზთა სიაც საკმაოდ გრძელია; გამოცდები, რეფერატები, პრეზენტაციები, პროექტები, კონფერენცია, გაფუჭებული ლეპტოპი...

პ. ს გილოცავთ დამდეგ 2019 წელს !
გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. დაგეტოვებინოთ ყოველივე ცუდი ძველ წელში და მომავალი წელი, უფრო მიზანსწრაფულებს და ენთუზიაზმით აღსავსეებს, ახალი რადიუსით წარგემართოთ.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ ისტორიის ერთი თავი მაინც წაუკითხავს, ან სიამოვნება მიუღია, ან კი უბრალოდ დაუკარგავს დრო.
მახარებთ! თქვენი თითოეული კომენტარი, „ლაიქი“, წერილი, ან თუნდაც ნახვა ჩემთვის დიდი სტიმულია და ცხოვრებას მიფერადებს.
მომავალი წლიდან ისევ გავაგრძელებ ახალი ენერგიითა და შემართებით წერას..
ჯერ ცოტა ხანს დავისვენო, თორე გადავიწვიი...
მიყვარხართ !!!






№1  offline მოდერი მარტო სახლში

აუუუ რა კარგი თავი იყო ვერც კი წარმოიდგენ ^_^ <3

 


№2  offline წევრი BIG DREAMER

ისეთი დასასრული იყო როგორსაც ველოდი.
გისურვებ, რომ 2019 წელს დიდი წარმატება მოეტანოს შენთვის რათა კიდევ ბევრი ლამაზი ისტორია დაწერო. ????????????

 


№3  offline ადმინი უნდა ვწერო

მარტო სახლში
აუუუ რა კარგი თავი იყო ვერც კი წარმოიდგენ ^_^ <3

BIG DREAMER
ისეთი დასასრული იყო როგორსაც ველოდი.
გისურვებ, რომ 2019 წელს დიდი წარმატება მოეტანოს შენთვის რათა კიდევ ბევრი ლამაზი ისტორია დაწერო. ????????????

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes kissing_heart

 


№4  offline წევრი Ninnee Morgan

მომეწონაა კაიიყო

 


№5  offline ადმინი უნდა ვწერო

Ninnee Morgan
მომეწონაა კაიიყო

Anano Magradze
ძალიან კარგი იყო, მომეწონა❤️❤️
2019 გილოცავ უამრავი ასეთი სასწაულის მუზას გისურვებ❤️

დიდი მადლობა heart_eyes

 


№6 სტუმარი მია

ძალიან ვისიამოვნე.მადლობა შენ ამისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent