შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერი "გუშინად" დარჩა (ნაწილი III)


3-01-2019, 03:05
ავტორი Painter
ნანახია 3 550

სრულიად უცხო პიროვნება დახვდა კარებთან.
-გამარჯობა?! -გაკვირვებული უყურებდა გოგოს. -შეგეშალათ?
-ელენე აქ ცხოვრობს?
-მე ვარ. რახდება?
-შენი დახმარება მჭირდება. -“გთხოვ” თვალებით შეჰყურებდა გოგო. -შეიძლება შემოვიდე?
-მოდი. -კარები ფართოდ გამოუღო.
-მე ლიზა მქვია.
-ყავას დალევ? ან ჩაი?
-ჩაი იყოს.
-ვა უკვე მომწონხარ. -სიცილით უთხრა. -ჩემი მეგობრები დამცინიან ჩაის რომ ვსვავ ამ სიცხეში.
-მეც. -ძლივს გაუცინა ლიზამ. დანაღვლიანებული თვალები ჰქონდა და ადგილზე ცქმუტავდა. თითებს უაზროდ აწვალებდა.
-მოდი დაჯექი. -სამზარეულოს ბართან ჩამოჯდა. ძალიან ლამაზი იყო, შავი თმა და ცისფერი თვალები ჰქონდა. ლამაზი ტანი მაგრამ ბავშვური შეხედულობა. -რამდენი წლის ხარ? -სიცილით ჰკითხა.
-21 მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. რაღაც უნდა გითხრა.
-ხო მაგაზე რას ამბობდი? რახდება? არც კი გიცნობ და საიდან გაიგე ჩემზე?
-ორსულად ვარ ელენე. -ძლივს თქვა ყოყმანის შემდეგ.
-და მე რა შუაში ვარ? -გაკვირვებულმა შეხედა.
-გიორგი ხო შენი ძმაა? მაჩაბელი.
-კი მერე? მოიცა… -თვალები გაუფართოვდა. -გიოს ბავშვია? -პირდაღებულმა საჩვენებელი თითით მუცელზე ანიშნა.
-კი. ღმერთო როგორ მცხვენია. -სახეზე აიფარა ხელები.
-მგონი ღმერთმა ჩემი სურვილი შეისმინა.
-რა? -გაკვირვებულმა შეხედა.
-არა არაფერი. იმდღეს ვხუმრობდით, გიოს ვკითხე შემთხვევითი ბავშვი ხოარ გეყოლებათქო. თავიდან დაფიქრდა და მაგრად დავცინეთ. არაო. მოგვატყუა?
-არა არ იცის. არც მიცნობს. კიარადა არ ვიცნობთ ერთმანეთს. -ისევ ხელები აიფარა სახეზე ელენეს სახე რომ არ დაენახა. -დაახლოვებით ერთი თვის წინ კლუბში ვიყავით, მე დავთვერი და… თავი უკანასკნელი ბო*ი მგონია. -ისევ არ იშორებდა ხელებს სახიდან.
-მოიცა, ჩემი ძმა პირველი იყო? -უარესად გაუფართოვდა თვალები.
-ნუ მიყურებ ეგრე გთხოვ. ისედაც ვერავის ვერაფერს ვეუბნები. ჩემმა დაქალებმაც არ იციან. უბრალოდ არ შემეძლო… მე… ვერ ვიტყოდი.
-მივახრჩობ იმ იდიოტს. -გაბრაზებულმა ჩაილაპრაკა. -მითხარი რომ ძალით არ გაუკეთებია. მითხარი რომ უკანასკნელი ნაბი*ვარი არ არის. -რამის ტირილი დაიწყო. ვერ გაუძლებდა თავის ძმაც ასეთი ნაგავი რომ ყოფილიყო. -ისედაც ეხლა შევურიგდი და თავიდან არ დამაკარგვინო გთხოვ.
-არა, ძალით არაფერი გაუკეთებია. -გაკვირვებული უყურებდა ლიზა.
-კარგი, მე რა შემიძლია გავაკეთო? -უკვე დამშვიდებული ხმით ჰკითხა.
-არ ვიცოდი რა მექნა, ან სად უნდა მენახა. ერთი კვირისწინ გავიგე ბავშვზე, უნდა მომეშორებინა მაგრამ ვერ შევძელი.
-კიდევკარგი ეგ არ გააკეთე.
-ხო და არ ვიცი გიორგის როგორ ვუთხრა, რა რეაქცია ექნება, ან უნდა მამობა? საერთოდ არ ვიცნობ. თბილისშია ეხლა?
-არა ზღვაზეა. დავურეკავ მოიცა. -მაშინვე გადაურეკა. -იო რას შვრები? -სპიკერზე ჩართო.
-რავი პრინცესა შენ?
-სახლში ვარ… -ლიზიმ თავით ანიშნა არ უთხრაო და გაჩუმდა. -მომენატრე და დაგირეკე.
-მეც და მაგიტომ მოვდივარ ეხლა შენთან.
-მოიცა რა? ხვალ არ უნდა ჩამოსულიყავით?არ მოხვიდე! -ჩაჰყვირა ტელეფონში.
-სურპრიზის გაკეთება გვინდოდა. რატო? რა ხდება? -დაეჭვებულმა ჰკითხა.
-კაცი მყავს ლოგინში. -სიცილი აუტყდა ლიზის.
-კარგი მოვალ და გამაცანი. მოიცა ვინ იცინის?
-სტუმარი მყავს მართლა იო არ ვღადაობ.
-ვინ სტუმარი გოგო ხოარუბერავ. -გაიგო როგორ დაიღმუვლა მანქანამ.
-ნელა ატარე ბიჭო, დემეტრემ მოგასწორ მოსვლა. -გაიცინა.
-დემეტრე ჩემს გვერდით ზის. ხუთ წუთში მოვალ.
-ჯანდაბა კაი გავაგდებ თორე ვერ გადაგირჩება. -მაშინვე ტელეფონი გაუთიშა. -აბა მოემზადე.
-რა უნდა ვქნა? რომ მომაშორებინოს? ისე ესე რატო მენდობი? იქნებ გატყუებ და არ ვარ გიორგისგან ფეხმძიმედ. იქნებ მაგის ფულების გამო მოვედი აქ?
-მივხვდი. დამიჯერე მე უარესი მაქვს გადატანილი, როგორც კი მითხარი ორსულად ვარო მაშინვე მივხვდი შენს რეაქციაზე. რაც შეეხება ბავშვს, არ მივცემ უფლებას რამე დაუშაოს ჩემს ძმიშვილს. ისედაც არ არის ეგეთი რომ თავის შვილს ავნოს. ბოლობოლო შვილია რა, კატა ან ძაღლი ხო არარის. თან არც ისეთია როგორიც ყველას ჰგონია, ფულიანი მამიკოს ბიჭი. ნუ ეგ სიმართლეა, პროსტა სხვანაირი ხასიათიაქვს. ზოგადად ბიჭები თითქმის ყველა გოგოს ერთნაირად უყურებენ, ასე რომ...
-არ ვიცი ელე საერთოდ საიდან უნდა ვიცოდე როგორია?
-პრინციპში მართალია. იცოდე შენს თავს მეორედ აღარ უწოდო ბო*ი. შენ ბო*ები არ გინახია როგორები არიან, იმდღეს რამის ერთ გოგოს თმები გავაგლიჯე, კალთაში ეჯდა ჩემს ბიჭს და ეზასავებოდა.
-შეყვარებული გყავს?
-მოიცა რა ვთქვი? -თაველი დააჭყიტა. -ღმერთო მიშველე. -ხელი შემოირტყა თავში. -არ არის ჩემი შეყვარებული, პროსტა…
-გიყვარს? -სახე ხელებში ჩარგო ლიზამ.
-რა სისულელეა მაგ იდიოტს რა შემაყვარებს. აი მოვა ეხლა და ნახავ. პროსტა ისე მიშლის ნერვებს ხანდახან მინდა მივახრჩო. ნუ ძირითადად სულ ეგ მინდა. მომწონს რა.
-ეხლა მოდის?
-ვაიმე ხოო! -უცებ ერთ ადგილზე გაშეშდა. -მარა დაი*იდე გამოვლილიმაქ ეგ უკვე. მოვიდეს ერთი გიორგი, უნდა გამოვლანძღო.
-მაგის ბრალი არაა ელე, მეც ისეთი გოგო ვეგონე როგორებთანაც წევს ხოლმე, ანუ ერთი ღამის რა, ნუ პრინციპში მაგ შემთხვევაში მეც ეგრე გამოვედი. ჩემი ბრალია, რატომ გავაკეთე ეგ დღემდე ვერ ვხვდები. ორი წელი შეყვარებული მყავდა და იმას არ ვაკარებინებდი ზედმეტად ხელს. ახლა კიდე სულ უცხოსთან ავკარგე ჩემი უმწიკვლობა. მაგიტომ ვერავის ვუთხარი, ხომ ხვდები?
-როდის დაშორდი?
-ექვსი თვის წინ.
-აა. -კარებზე ზარის ხმა როგორც კი გაიგეს ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე იქით გაექანა მაჩაბელი. -შენ აქ დარჩი. -კარები როგორც კი გამოაღო თვალებმოჭუტული გიო და დემეტრე დახვდა.
-იმედია გაუშვი შენი კაცი. -მაშინვე მოხვია ხელები. დემე კი უბრალოდ გადაკოცნა.
-არ გამიშვია. გიო შემომხედე. ეხლა რაღაცას გეტყვი და არ გადაფსიხდე რა.
-გადაფსიხებით არა მარა თუ მართლა ვიღაც გყავს აქვე მიგახრჩობთ ორივეს.
-მალე ბავშვი გვეყოლება! -სიხარულისგან ტაში შემოკრა. დემეტრე ადგილს მიეყინა, გიორგის ფერი გადაუვიდა სახიდან.
-რას ამბობ ელენე? -სიჩუმე დემეტრემ დაარღვია.
-ბავშვი გვეყოლება სახლშითქო რა ვერ გაიგე? -მობეზრებულად აიქნია ხელი. -მოიცა არა…
-რა არა რას ბოდავ საერთოდ? -გიორგიმ ხმის ტონს აუწია.
-ნუ მიყვირიხარ შე იდიოტო, მე კიარვარ ორსულად.
-აბა ვინ? -უკვე დამშვიდებული სახით შეხედა დემემ.
-შენი ძმაკაცი მამა ხდება. -თქვა და მაშინვე სამზარეულოში გავარდა. ეგონა უკან მიჰყვებოდნენ, მაგრამ ერთ ადგილზე იყვენ გაშეშებულები, ერთმანეთს უყურებდნენ და ხმას ვერ იღებდნენ. -არ მოდიხართ?
-ელენე გამაგებინე რას… -ხმა გაუწყდა როგორც კი ლიზი დაინახა. -შენ… აქ რა გინდა?
-მეე… ისა…
-ჩემი მეგობარია. -ხმა ამოიღო ელემ.
-გამარჯობა. -ხელი აუწია დემემ.
-რა გჭირს ძმაო? -სიცილით დემეტრეს ამოუდგა გვერდზე ელენე და მკლავზე მოუჭირა თითები.
-ელ ვერაფერი ვერ გავიგე. წესივრად ამიხსენი.
-მამა ხედები შე*ემა რა ვერ გაიგე ტო? და როგორც ჩანს ეს გოგო ელოდება შენგან გოგოს ან ბიჭს. -თავში წამოარტყა გიოს.
-არ ვიცოდი სად მენახე და ელენესთან მოვედი… -გიოს გადაფითრებულ სახეს რომ უყურებდა ვეღარ ლაპარაკობდა. -მისმინე ვცადე მოშორება, მაგრავ ვერ შევძელი გესმის? უკვე ცოცხალია და უკვე ჩემი შვილია. აქ იმიტომ ვარ რომ ვალდებული ვიყავი მეთქვა. თუ არ გინდა, არ მისცე გვარი, მე გავზრდი მარტო. როცა გაიზრდება თუ შენზე მკითხა ვეტყვი რომ წასულიხარ და არასდროს დაბრუნდები. არ მჭირდება შენი ფული, უბრალოდ არ მითხრა რომ მოვიშორო გთხოვ. მისი გულის ცემა რომ გავიგე ცუდად გავხდი. იცი რა ჩქარა უცემდა? ვერ გავუჩერებ იმ პატარა გულს. -უცებ ამოილაპარაკა და სუნთქვააჩქარებული დაჯდა სკამზე. -წყალი დამალევინე თუ შეგიძლია. -ელენეს გახედა რომელიც დემეტრეს მკლავს ჩაბღაუჯებოდა.
-კი რათქმაუნდა. -ჭიქა მიაწოდა და ისევ დემეტრესთან მივიდა.
-თქვი რამე. -სევდიანი თვალები შეანათა. -თუ არ გჯერა ანალიზი გავიკეთოთ არაა პრობლემა.
-მამა ვხდები?! -პირზე ხელები აიფარა და ელენეს გახედა. იმანაც თავი დაუქნია. -მამა ვხდები შე*ემა. -გაიკრიჭა და ხელი მისცხო დემეტრეს. მერე ლიზას გახედა რომლიც გაკვირვებული უყურებდა. -რაო ლიზიკო? გეგონა ჩემს შვილს მოვკლავდი?
-ჩემი სახელი გახსოვს?
-რადამავიწყებდა.
-ეხლა არ მითხრა რომ მშიბიარობის მერე ბავშვს…
-ცოლად გამომყევი! -ლაპარაკი გააწყვეტინა.
-რაა? -სამივემ ერთად წამოიყვირა.
-ცოლად გამომყევითქო.
-არ მინდა ისე გამოვიდეს რომ გეტენები. -გიო მის წინ ჩაიმუხლა. ლიზას ხელები თავის ტორებში მოიქცია და ისე ახედა.
-შენ ჩემი შვილის დედა ხარ ლიზა. გინდა სიმართლე გითხრა?
-რა სიმართლე?
-იმ ღამეს ჩვეულებრივი გოგო მეგონე, -ლაპარაკი როგორც კი დაიწყო მაშინვე მოტყდნენ ადგილიდან გეგენავა და მაჩაბელი. -ანუ ხო ხვდები?
-არ გინდა გთხოვ. -თავი ჩახარა სირცხვილისგან.
-რატომ გააკეთე ეს ლიზა? იმ ღამის მერე რამის საკუთარი თავი შემზიზღდა.
-არ ვიცი.
-ალბათ ასე უნდა მომხდარიყო. ვერ დაგივიწყე იცი ლიზა? ალბათ იმიტომ რომ სინდისი მქენჯდნიდა, ან…
-არ მინდა ცხოვრება დაგინგრიო გიორგი. იქნებ ვინმე გიყვარს? მე კიდე მოგადექი და გამოგიცხადე ორსულად ვარმეთქი.
-არავინ არ მყავს. კაროჩე მომყვები თუ არა?
-მთელი ცხოვრება უსიყვარულოდ ვიცხოვროთ?
-სამაგიეროდ ეს გვეყვარება. -ხელი მუცელზე მიადო, მაშინვე დენმა დაუარა მთელ სხეულში და გული აუჩქარდა. გიორგისაც ზუსტად იგივე დაემართა.
-ეს რაიყო? -გაკვირვეულმა თქვა.
-მეც ვიგრძენი. -ქვედა ტუჩი კბილებს შირის მოიქცია. -მიცანი მა? -ხელი გადაუსვა მუცელზე და ისევ იგივე მუხტი წამოვიდა. -კიიო. -სიცილით შეხედა ლიზას.
-არ მჯერა. -პირზე აიფარა ხელი და ცრემლი გადმოუვარდა თვალიდან.
-აბა რა გადაწყვიტეთ. -სამზარეულოში თავი შემოყო პატარა მაჩაბელმა.
-პატარა მაჩაბელის სტატუსი რვა თვეში მოგეხსნება. -სიცილით უთხრა.
-დემე გესმიის? მამიდა ვხდები. -თვალები გაუნათდა.
-მე ძია. მეგონა მე და ელე დაგასწრებდით. -მხრები აიჩეჩა.
-ღმერთმა დამიფაროს. -პირჯვარი გადაიწერა. -აბა რძალი რას ვარქმევთ ბავშვს?
-შემთხვევითა უნდა დავარქვა.
-შენ ში*ხოარგაქ? -გადაიხარხარა დემემ.
-ციალა ხოარ დავარქვათ? -აჰყვა ძმას.
-იქნებ ბიჭია?
-მაშინ ჯემალი.
-ჩვენ დავარქვათ რძალო, ამათ არ მოსუმინო. -თვალი ჩაუკრა გეგენავამ.
-აბა ქორწილი როდისაა? -ტაში შემოკრა მაჩაბელმა.
-ჩემს ქორწილში წამოხვალ?
-არა რა თქმაუნდა. -ლოყაზე აკოცა.
-მოიცა რატო არა? -გაკვირვებულმა შეხედა ლიზამ.
-ნაშვილები ვარ და სახლში ვერ მიტანენ. ასე რომ ჩემთან ერთად ცალკე ვიგულაოთ.
-გატყუებს. -გაბრაზებულმა შეხელა ელენეს.
-კარგი ეხლა არ გაბრაზდე. შენ დედამთილ-მამამთილთან ნაჩხუბარი ვარ. სხვა დროს მოგიყვები, ეხლა შენზე გვითხარი ყველაფერი.
-ილია მესხიშვილის ერთადერთი შვილი ვარ, მყავს დედა ლელა, ვცხოვრიბ ვერაზე, მყავს ბევრი მეგობარ, მაგრამ იაკო და თამთა საუკეთესოები არიან. სამედიცინოზე ვსწავლობ და იმედია ქორწინება ხელს არ შემიშლის. -გიორგისკენ გაიხედა.
-არანაირად.
-ჩემებს როცა გინდათ გაგაცნობთ. გიოო?!
-რა?
-არ მინდა რომ გაიგონ, მე… ვერ ვუთხარი და…
-მაგაზე არ ინერვიულო და საერთოდ არაფერზე არ ინერვიულო. -გაუღიმა.
-აი ხომ გითხარი კაი ტიპია ჩემიძმათქო. -ხელები მოხვია. -ჩვენ იმდენად ბევრნი ვართ, თავიდან იმასაც ვერ გაიგებ ვისი ვისაშია. ეხლა რო დავურეკო ათ წუთში ამოლაგდებიან. ისე დარჩები დღეს ჩემთან?
-არა წავალ რატო უნდა შეგაწუხო.
-რა სისულელეა, იმიტომ შემოგთავაზე რო სარძლოს უფრო კარგად გავიცნობთქო. დარჩი რა.
-არადა მე ვაპირებდი დღეს დარჩენას. -ნაწყენი ხმით თქვა დემემ.
-შენ რომ დარჩენილიყავი მე სახლიდან წავიდოდი. -ენა გამოუყო.
-გიო შენ რო ხარ ეხლა აქ მაგიტო ლაპრაკობს ესე თორე, რო ვეხუტები სხვანაირად ჭიკჭიკებს.
-რა დავაშავე? -ლიზას გახედა. -იკას ვურეკავ. -რამდენიმე ზარის მერე უპასუხა ჯანჯღავამ.
-რაო ბარტყო მოგენატრე?
-ვერ წარმოდიგენ ისე. ბიჭო ჩემთან ამოდით ყველა გოგოიან ბიჭიანა, ბევრი სასმელი და საჭმელი წამოიღეთ. ისეთი ამბავი მაქვს გაგიჟდებით.
-ეგეთი რა მოხდა?
-ბიძა ხდები. ეხლა წავედი და გელოდებით.
-ეხლა არ მითხრა რომ ორუსლად ხარ.
-რომ მოხვალ გაიგებ. -მაშინვე გაუთიშა ტელეფონი. -ყველას მე რატომ გგონივართ ორსულად? მართლა ჰაერში ხოარ გავაკეთებ ბავშვს?
-მე არ მენდობიან და მაგიტო. -მხრები აიჩეჩა გეგენავამ.
-რას ბოდავ? შენთან რა მინდა მე?
-უკაცრავად? აბა ვისთან გინდა? -ხელები გადაიჯვარედინა.
-აუცილებელია ვინმესთან მინდოდეს?
-რომც გინდოდეს, მაინც ვერ იქნები სანამ შენს გვერდით ვარ!
-ვისთანაც მომინდება იმსათან ვიქნები! რა გინდა შენ საერთოდ?
-ვერ ხვდები რა მინდა?
-ვერა და არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება! მითუმეტეს შენ რაც გინდა იმას არასდროს გავაკეთებ!
-ხომ ვთქვი ბავშვი ხართქო. -თავი გააქნია.
-ხო ბავშვი ვარ და არ გავიზრდები კიდევ დიდი ხანი, შენ თუ მამალი ქალები მოგწონს გადი გარეთ, ყრიან.
-ელენე გაჩუმდი.
-შენ ვერ გამაჩუმებ.
-ისეთ რაღაცას ნუ გამაკეთებინებ რაც გაგაჩუმებს. -გიორგის გახედა, იმანაც თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
-ვერაფერსაც ვერ გააკეთებ, ნუ მკარნახობ ვისთან ვიყო და რა გავაკეთო, მაინც საპირისპიროს ვიზ... -ლაპარაკი არ დააცადა ისე მიაკრო თავისი ტუჩები მის ბაგეებს. მალევე მოშორდა გიორგის გამო. -ვერ გიტან დემეტრე.
-ვიცი ელ, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვე. -ხელები მოხვია და პატარა გოგო ჩაიხუტა.
-მეზიზღები დემეტრე, მძულხარ. -მის მკერდზე ჰქონდა მიდებული თავი.
-მაინც არ ჩუმდები?
-ხომ გითხარი ვერ გამაჩუმებთქო. -ცრემლები მოიწმინდა, ისევ იმ პოზაში იდგა და არ სცილდებოდა გეგენავას.
-რა პატარა ხარ ტო? -თმები ყურზე გადაუწია.
-დამანებე თავი, ნუ მელაპარაკები საერთოდ. -ბურტყუნებდა თავისთვის. კარზე ზარის ხმა რომ გაიგო მაშინვე გაიქცა. გამომეტყველება ერთ წამში შეეცვალა.
-დემეტრე სადაა? -სახლში შესვლისთანავე ეს კითხვა დასვა ჯანჯღავამ.
-სამზარეულოში. -მაშინვე იქით წავიდა. -მოიცა იკა რას გარბიხარ. -უკვე დემეტრესთვის აპირებდა დარტყმას გიომ რო გააჩერა.
-შენ ში*ხოარგაქ რას აკეთებ ბიჭო? -დაუყვირა მაშინვე მაჩაბელმა.
-ფუ ჩემი. -ხელი აიქნია დემეტრემ და აივანზე გავიდა მოსაწევად.
-რამ გამოგა*ლევა?
-შენ მართლა ხოარ გამო*ლევდი? შენი და ორსულადაა და მე მეუბნები მაგას? -მაშინვე ხარხარი დაიწყო მაჩაბელმა.
-ჩემი და კიარა მე ველოდები ბავშვს შე*ემა.
-რაა? შენ რანაირად ხარ ორსულად?
-გაიცანი ლიზა, ჩემი საცოლე.
-ეხლა მართლა გამოვ*ლევდი. -თვალები ჭყიტა ჯანჯღავამ.
-ეს იკაა ლიზ ჩემი მეორე ძმა. ზოგადად იკასთან უფრო მეტი დრო მაქვს გატარეული. ეს ნინია იკას ტყუპი, ეს სალი, რეზიც მოვა ცოტახანში გიოს ორ ძმაკაცთან ერთად. საბა და სალი ერთად არიან, გიგი და ნინიც ერთად. ეს როგორც გაიგეთ ჩემი რძალი.
-სასიამოვნოა. -გვერძე მიუჯდა ნინი. -ქორწილი როდისაა? სად გაიცანით ერთმანეთი? ან ჩვენ რატო გვიმალავდი?
-არ გაპატიებთ! -დაეჯღანა სალი.
-იკა დემეტრესთან გადი. -თვალები დაუბრიალა ელენემ. ისიც მაშინვე მიტრიალდა. მოაჯირზე იყო გადაყუდებული, მეორე ღერს ეწეოდა უკვე.
-ბოდიში რა. -ხელი მისცხო და გვერძე ამოუდგა.
-გაა*ვი რა.
-კაი შე*ემა რა გოგოსავით მებუტები ტო?
-არ გებუტები, პროსტა ტეხავს. ჯერ ერთი რო მომვარდი გეკითხა მაინც, ვთქვათ ის არ დაიჯერო რომ ელენეს ისე არ ვუყურებ როგორც სხვებს, ის როგორ გაიფიქრე ჩემი ძმაკაცის დას ეგრევე დავაორსულებდი. კაროჩე გამიტყდა მაგრად შენი სი*ული საქციელი და შენც გაგიტყდებოდა. ასე რომ ჩაი*ვი. -შეტრიალდა და სახლში შევიდა. -აბა გაიცანით ჩვენი რძალი.
-აუ ეგრე ნუ მეძახი რა. -სიცილით უთხრა.
-რატო რძალო.
-აი ნახე რა ხისთავიანია. ეხლა უთხარი რძალი დამიძახეო და აღარ დაგიძახებს. -ენა გამოუყო დემეტრეს.
-ყველა შენნაირი კიარაა. -დაეჯღანა ისიც.
-კარგით ხალხო რაგჭირთ.
-რა უნდა გვჭირდეს სალ? -კარზე ზარის ხმა გაისმა. -შენი ბიჭი მოვიდა გაიქეცი.
-დიახაც გავიქცევი.
-სალიტ რა ხდება? რა შეკრება მოაწყეთ? ვაა ეს გოგო ვინაა?
-ვინაა და გიოს საცოლე. -ხელი მოჰხვია საბას.
-რაა? -პირი დააღო ავალიანმა.
-ხო და რვა თვეში ბიძები გახდებით. -მოწყვეტით აკოცა ნინიმ.
-სასიამოვნოა რძალო. -გაუღიმა და ყურადღებით დააკვირდა ხელაშვილი. -საიდანღაც მეცნობი.
-ლიზა, კლუბში რომ გავიცანით. -გიგიმ დაუკონკრეტა.
-შენ საიდან გახსოვს ტო?
-ერთადერთი მე ვიყავი ფხიზელი იქ. -მხრები აიჩეჩა. -ანუ ივაჟკაცა ამ გამოქლიავებულმა იმღამეს?
-ჩაი*ვი შე*ემა. -ხელი მიარტყა საბამ.
-წამო იკასთან, გოგოები მარტო დავტოვოთ ცოტახანი. -თავით ანიშნა “გამოა*ვი ბიჭოო”.
-იცი რა ძმაო როდის უნდა გახვიდე. -გაუცინა და როგორც კი მარტო დარჩნენ ლიზას მიუბრუნდა. -ხო გითხარი ვერ გაიგებ ვისი ვისაშიათქო. კაროჩე ლიზ, ეს გოგოები არიან ყველაზე საყვარლები, ჩათვალე შენი ახალი დაქალები ვართ. ნებისმიერ რამეზე შეგიძლია გველაპარაკო ოღონ ის არ მომიყვე როგორი სექსი გექნება ჩემძმასთან. -გაუცინა და გვერძე მიუსკუპდა.
-აღარ გვექნება ელენე. -თვალები დაუბრიალა.
-კი გექნებათ, შეიძლება ეხლა არა მარა ცოტახანში ერთმანეთი ისე შეგიყვარდებათ აზრე ვერ მოხვალთ, მერე მეორე ძმიშვილსაც გააგორებთ და ეგაა. -სიცილი აუტყდა.
-ნუ გადააწითლე გოგო. -ხელი მისცხო სალიმ.
-ეს კიარა შენ გადაწითლდი, საბა არ აძლევს. -ბოლო ხმაზე გადაიხარხარა, ლიზაც აიყოლა როგორღაც. -არც ნინის.
-ხოო გოგო, ესეთი რამე გაგიგია? -ლიზას გახედა ტყუპმა.
-ეგ იმიტო რო უყვარხართ. -მხრები აიჩეჩა.
-ხო. რამდენი წლის ხარ?
-21.
-უი ორი წლით დიდი ყოფილხარ ჩვენზე.
-ნახე რა რძალი ავირტყი. -ხელი მოხვია ლიზას.
-იმედია მეც ესეთ რძალს ავირტყავ. -სიცილით თქვა ჯანჯღავამ.
-ლიზ ხვალე შენი მეგობრები გაგვაცანი.
-კარგი.
-ვგრძნობ რომ ძალიან გიჟი ხარ, ცოტა გახსნა გჭირდება და ეგაა. -მაგიდაზე ხელი დაარტყა სალიმ.
-ხოარ გვატყუებ, ერთი საათიც არ არის რაც გვიცნობს რანაირად გაიხსნება? შენ რომ არ იცნობე საბას მეგობრებს ჩვენთან უფრო არ გენდომებოდა ვიდრე იმათთან?
-ნუ ხო მართლაია. -სიცილით უთხრა.
-აბა გოგოებო ვინ სვავს? -გაღიმებული შემოვიდა საბა.
-ყველა ლიზას გარდა. -წამოიყვირა სალიმ.
-სალიტ ბავშვი შენგან შორს უნდა გავზარდოთ.
-გეთანხმები საბა! -სიცილით უთხრა პატარა მაჩაბელმა.
-რას ვსვავთ?
-არაყს. -უკნიდან მოეხვია სალის და კისერში აკოცა. რაც კი სასუსნაო ჰქონდათ ყელაფერი მაგიდაზე დაყარეს. სასმელი დაასხეს და დალევა დაიწყეს.
-ხალხო მისმინეთ. -სკამზე ავიდა ელე.
-არ ჩამოვარდე გოგო. -ხელი მოკიდა იკამ. -ამის მეტი აღარ დალიო გათხლეშილიხარ უკვე.
-დალიე ელ! ბევრი დალიე! -ხმამაღლა თქვა გეგენავამ.
-ამის მერე აღარ ვსვავ. -ენა გამოუყო. -მისმინეთ! მიყვარხართ ყველა, იკა შენ იცი როგორც. გიო შენ ყველაზე იდიოტი ძმა ხარ, მაგრამ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. ნინი და სალი, თქვენ გარეშე მოვკვდები. საბა და გიგი, თქვენ უმაგრესი ტიპები ხართ, დიდიხანი არ არის რაც გიცნობთ მაგრამ მაინც შემიყვარდით. შენზე ყველაზე ნერვების მშლელი ადამიანიხარ. აი შენ კი რძალო, რომ გავიგე ჩაი გიყვარს, მაგწუთიდან მომეწონე, ეხლა კიდე ძალიან გაფასებ იმის გამო რა რისკზეც წახვედი მაგ პატარას გამო. ერთი სიტყვით მიყვარხართ ყველა და ჩვენ გაგვიმარჯოს. -ერთი მოყუდებით გადაუშვა სასმელი და მაშინვე კოკაკოლა მიაყოლა.
-ჩვენც გვიყვარხარ ყველას. -ლოყაზე აკოცა ნინიმ.
-ლიზ ხო რჩები?
-კი.
-ძალიან კარგი. -დემეტრეს გახედა. ურეაქციოდ იჯდა. ფეხზე წამოდგა და აივანზე გავიდა. ეგონა გამოყვებოდა, მაგრამ ადგილიდან არ განრეულა. ბოლოს ისიც უკან შებრუნდა. მთელი საღამო ხმა არ ამოუღია დემეტრეს. ელენეს უნდოდა რომ ელაპარაკა, უკვე მისი ხმაც ენატრებოდა. რამდენჯერმე სცადა ხუმრობაში აეყოლებინა მაგრამ ხმას არ იღებდა. სახლიც ისე დატოვა ელენეს არ დამშვიდობებია. ყველა რომ წავიდა ელემ ლიზა წაიყვანა თავის საძინებელში. გვერძე მიიწვინა და ყველაფერი უამბო მის ოჯახზე, გიოზე, მის ხასიეთებზე, მეგობრებზე და დემეტრეზე.
-რატომ ექცევი ეგრე?
-არ ვიცი ლიზ, რაც გავიცანი იმდღიდან მოყოლებული ესე ვართ. წეღან ხმას რომ არ მცემდა რამის გავგიჟი.
-ყველას რო სიყვარული უხსენი და ეგ გამოტოვე მაგიტომ. გაუტყდა.
-აბა რა მეთქვა მიყვარხართქო?
-არა მარა შეგეძლო რამე სასაცილო მაინც გეთქვა.
-კაი დავიძინოთ, ხვალ დიდი დღეა.
-ქორწილში მართლა არ იქნები?
-ვერა ლიზ, იქ ისეთი ხალხი გაიჩითება ვერ გავუძლებ.
-ტეხავს.
-არაუშავს. -მეორე მხარეს გადაბრუნდა და დაიძინა.
…………..


მეორე დღეს რძალმულმა ერთად ისაუზმეს. მერე გიო მოვიდა, ლიზას მოგტაცებო, ხელი მოკიდა და მანქანაში ჩასვა.
-სად მივდივართ?
-შენი საყვარელი ადგილი რომელია თბილისში?
-მთაწმინდა. -გაუღიმა.
-ხოდა მანდ წავიდეთ. შაურმა გიყვარს?
-ისე რა, ბურგერკინგის ჰამბურგერები მირჩევნია.
-კარგი. კიდე რა გიყვარს?
-სუპებზე ვგიჟდები, პიცაც მიყვარს, ხინკალიც, მწვადი არა. არ მიყვარს საჭმელს რომ ხახვი ეტყობა. მაღაზიებში სიარული მიყვარს როგორც ყველა გოგოს, დალევა, გართობა, მთას ზღვა მირჩევნია, მაგრამ მთაშიც კარგია, მეგობრები მივდივართ ხოლმე. ქირურგობას ვაპირებ და იმედია არ შემიშლის ეს პატარა ხელს ხო დე? -მუცელზე მოისვა ხელი. გიოს უნებურად ჩაეღიმა. -შეყვარებული მყავდა ორი წელი და ექვსი თვის წინ დავშორდი.
-რატო?
-უაზროდ მიდიოდა ჩვენი ურთიერთობა, მერე მოგვბეზრდა ერთმანეთი. ბოლო დროს ყველაფერში ჩხუბის საბაბს ვეძებდით. ექვსი თვისწინ ჩემს დაქალთან შევუსწარი და იქვე ყველაფერი დავამთავრე ორივესთან.
-დაქალთან?
-ხო ეგრეც ხდება ხოლმე.
-მე შეყვარებული არასდროს მყოლია. -მხრები აიჩეჩა. -სიყვარულით მარტო ჩემი და მიყვარდა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიდან. -ჩაიცინა. -თავის ორ გიჟ დაქალთან ერთად.
-ძალიან საყვარლები არიან.
-წამოხვალ? -თავისუფლებაზე გააჩერა.
-ხო აბა მარტოს ხომ არ გაგიშვებ. -მანქანიდან გადმოხტა. გალერეაში შევიდნენ და მეოთხე სართულზე ავიდნენ.
-რომელი გინდა აბა. -ბურგერებზე ანიშნა.
-არ დამცინო იცოდე.
-კარგი.
-სამმაგი ვოპერი, აი ის სამი კატლეტი რომ დევს. -სიცილით უთხრა.
-მეღადავები? -გადაიხარხარა მაჩაბელმა.
-ოო გიორგი კარგი რა, ამასაც უნდა და რავქნათ?
-ამას სულ შეჭამ გოგო? -სიცილს ვერ წყვეტდა. ლიზას დამორცხვილ და თან დაბღვერილ სახეზე უარესად ეცინებოდა.
-აბა ტყუილად ხომ არ გაყიდინებ? ორივესთვის არის.
-კაი კაი. -ცხვირზე ჩამოკრა თითი. ორი სამმაგი და წვენები იყიდა. -მოითმენ მთაწმინდამდე თუ აქვე შეჭამ? -სიცილით ჰკითხა როცა მანქანაში ჩასხდნენ.
-ნუ დამცინი. -ამოიბურტყუნა. -მოვითმენ.
-იცი რა საყვარელი ხარ როცა იბუტები? -ლოყაზე მოუთათუნა ხელი. უცნაურმა შეგრძნებამ დაურა ტანში მესხიშვილს.
-გიო დარწმუნებული ხარ რომ...
-მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე? ჩემი ნებით მომყავხარ ვინმე ხო არ მაძალებს ტო?
-გიო როგორ ფიქრობ კარგი მშობლები ვიქნებით? ჩვენც პატარებივართ.
-მე პირადად ჩვენი შვილისთვის ჯიგარი მამა ვიქნები. რაც მოუნდება ყველაფერს შევუსრულებ, ნუ რათქმაუნდა რაღაც გამონაკლისების გარდა. თუ გოგო იყო ყველა მაგის შეყვარებულს სახეს გავაძრობ, თუ ბიჭი იქნება მე წავიყავნ ქალებში პირველად.
-ერთმანეთს რომ ვეღარ გავუძლოთ?
-ნუ თუ სხვა შეგიყვარდება გაგიშვებ, მაგრამ ბავშვზე ვერაფერს გეტყვი. -მხრები აიჩეჩა. -თვითონ გადაწვიტავს ვისთან დარჩება.
-შენ თუ შეგიყვარდა?
-იგივე. -მალე ავიდნენ მთაწმინდაზე. თბილისის ხედით ტკბებოდნენ თან ჰამბურგერებს “აკიშკავებდნენ”.
-ნუ მიღებ გიორგი. -დაუბღვირა და ჭამა გააგრძელა. -დეე მამაშენს გონია რომ მე მშია მარტო და ვატყუებ. -მუცელზე გადაისვა ხელი და ისევ ბურგერს მიუბრუნდა. ორივე ხელით ეჭირა და ისე ჭამდა. მაჩაბელი სიცილს ვერ იკავებდა. -ნუ დამცინიხარ!
-მერე ვიდეოს განახებ, როგორ ჭამ ჰამბურგერს და შენც გაგეცინება. -გვერძე მიუჯდა.
-გინდათ ფოტო გადაგიღოთ? -ვიღაც გოგომ გამოიარა, დაახლოვებით თექვსმეტი წლის იქნებოდა. გიომ ტელეფონი მიაწოდა “რატომაც არა”-ო. ბევრი ფოტო გადაუღო გოგომ. -ეხლა აკოცე.
-მაგის საყურებლად პატარა ხომ არ ხარ? -თავის დაიძვრენა სცადა გიორგიმ.
-აკოცე ძია და წავედი. -გაუცინა ყავისფერთმიანმა. მომენტით ისარგებლა და აკოცა. ლიზას მაშინვე ჯრუანტელმა დაუარა. -უმაგრესი წყვილიხართ. კარგად! -ხელი დაუქნია შორიდან.
-რა ტიპი იყო. -გაეცინა ლიზას აწითლებულ ლოყებზე. -მისმინე ლიზ, შეიძლება ერთმანეთს არ ვიცნობთ, მაგრამ გავიცნობთ. არაფრის შეგრცხვეს კარგი? თუ რამე მოგინდება უბრალოდ მითხარი. მის გამო ყველაფერს გავაკეთებ. -ხელი მუცელზე მიადო. -დღეს შენები უნდა გამაცნო ხო?
-თუ გინდა.
-როგორ არ მიდნა. -უცებ წამოხტა ფეხზე ლიზა და ისეთ ადგილს მოეფარა სადაც ვერავინ დაინახავდა. -რა გჭირს?
-არ მოხვიდე! უბრალოდ წვენი მომაწოდე.
-რა დაგემართა გოგო? -მაინც მივიდა. -კარგად ხარ?
-უკვე კი, არ მინდოდა რომ ეს გენახა.
-მეღადავები? ბოლობოლო შენი მომავალი ქმარივარ. -ხელი მოკიდა და სკამზე ჩამოსვა. -არ გეცოდება დედა მა? -ისე ელაპარაკებოდა თითქოს გაიგებდა, თან მუცელზე ეფერებოდა. ლიზას ჩაეცინა და მაშინვე დაიმსახურა გიორგის მზერა. -გინდა კიდე გიყიდო?
-არა ვიჯდეთ ცოტახანი.
-სულ ესე უნდა იყო?
-რავი გიორგი პირველად ვარ ორსულად და ვნახოთ. -გაიცინა.
-კარგი მაშინ. -ჩაიცინა. ცოტახანში ტელეფონზე დაურეკეს მაჩაბელს. -ხო დემე რახდება?... რაპონტია?... და რამდენი ხნით?... იკასაც უთხარი... კარგი მე ვეტყვი... არ ვიცი ვნახოთ... მე და ლიზა მთაწმინდაზე ვართ... გაა*ვი რა... მგონი არ გჭირდება დარიგება ხო?... კაი დღეს საღამოს გნახავ ისედაც... დავაი მიდი.
-მოხდა რამე?
-დემეტრე იტაცებს ჩემს დას რომ გაარკვიონ ურთიერთობა.
-უშვებ?
-კი. გეგენავას ჩემს სიცოცხლესაც ვანდობ, ყველაზე მეტად ვენდობი.
-გიჟდებიან ერთმანეთზე.
-ხო და ელენე ჯერ კიდე ვერ ხვდება დემეტრეს რომ უყვარს.
-მაგარი ურთიერთობა აქვთ ძაან.
-არ წავიდეთ? მაგრად ცხელა.
-სახლში უნდა მივიდე.
-გაგიყვან რა პრობლემაა.
გიომ ლიზა დატოვა სახლში, მერე ელენესთან წავიდა. მთელი დღე დასთან იყო, მერე ერთად წავიდნენ ბარში ლიზას მეგობრების გასაცნობად. გიო როგორც ლიზას შეყვარებული ისე გაეცნო. ადვილად გაუგეს ერთმანეთს ყველამ. ბევრი იცინეს და იმხიარულეს. ბოლოს გიომ ისეთი რაღაც გააკეთა ყველა გამოშტერდა.
-ლიზა გამომყვები ცოლად? -მუხლებზე დაჩოქილი იდგა მის წინ. ბარში ვინც იყო ყველა გაჩუმდა.
-კი გამოგყვები. -იცოდა რომ ეს სპეციალურად გააკეთა გიომ, მაგრამ მაინც გადმოსცვივდა ცრემლები. ბეჭედი წამოაცვა თითზე და აკოცა. ისევ ის შეგრძნება დაეუფლა. ყველა ტაშს უკრავდა. აქეთ-იქიდან შეძახილებიც ისმოდა. -მადლობა. -ყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა.
-მადლობა შენ ჩვენი პატარასთვის.
გვიან დაიშალნენ, დემეტრე ისევ არ სცემდა ხმას ელეს და ჭკუიდან შლიდა გოგოს. მაჩაბელიც არ იწუხებდა თავს.

მეორე დღეს სალი დაახტა თავზე დაქალს. ჩვევად ჰქონდა უკვე მისი ასე გაღვიძება.
-გოგოო ადექი მალე!
-სალი გეფიცები რომ არ მიყვარდე ეხლავე მიგგუდავდი ბალიშით. ამ დილიაუთენია რამ მოგიყვანა აქ გოგო ნუ გადამრიე.
-ისეთი შოკი დილა გათენდა ვერც წარმოიდგენ.
-არ მინდა შოკები და პიკიპანიკები, დამანებე თავი მეძინება. -ბალიში დაიფარა თავზე. სალიმ გადასაფარებელი გადახადა და ისევ დაჰყივლა.
-ადექი მალე, ჩაიცვი და მისაღებში გამოდი, ოღონდ ჩა იც ვი.
-გეფიცები ჩემი მამალიხარ.
-რა ვაარ?
-მამალი, აი დილით რო ყივის ყიყლიყოო და აღვიებს ხალხს. შენ ჩემი მამალიხარ, მოდიხარ დილაუთენი და დამყივი თავზე. -თავიდან სერიოზულად ეუბნებოდა, მერე სალის გაბრაზებულ სახეზე სიცილი აუტყდა.
-მამალს განახებ შეენ, გამოა*ვი ვაახ. -როგორც კი ოთახიდან გავიდა ელენეც წამოიზლაზნა, მისაღებში გავიდა და მაშინვე გაშეშდა როგორც კი დემეტრე დაინახა საბასთან ერთად.
-აქ რა გინდათ?
-დილამშვიდობისა პატარავ. -ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია, თვალი ააყოლა და ლოყაზე აკოცა.
-ამდილაუთენია როგორ გაგეღვიძათ? შენც ამ მამალმა გაგაღვიძა? -საბას გახედა.
-ნუ მეძახი მამალს. -დაუბღვირა.
-რაგჭირს შენ, ეგრე რატომ მიყურებ? -დემეს მიუბრუნდა ისევ.
-დაიხედე აბა რა გაცვია. -ვნებიანი მზერა მიაპყრო. მაჩაბელმა თვალები გადაატრიალა, ეგონა დათუნებიან პიჟამოზე დასცინოდა, მაგრამ რომ დაინახა რა ეცვა, უფროსწორედ პიჟამო რომ არ ეცვა, სულ გადაწითლდა.
-ვაიმე დედა! -წამოიყვირა უცებ. -შეტრიალდი! წავალ ჩავიცმევ. -ოთახისკენ გავარდა.
-მალე თორე ჩაცმა აღარ მოგიწევს.
-ერთხელაც მოგაჭრი მაგ ენას! -ოთახიდან გამოსძახა, უცებ ამოიცვა ჯინსის შორტი და თმის აკოსვით გავიდა მისაღებში. -აბა აქ რამ მოგიყვანათ ამ დილაუთენია? -გვერძე მიუჯდა დემეტრეს.
-შენ მოგაკითხე.
-რაიყო მოგენატრე?
-შენ რა მოსანატრებელიხარ.
-კარგი ეხლა არ დაიწყოთ. -თვალები დაუბრიალა სალიმ.
-სადღაც უნდა წამომყვე.
-შანსი არაა! -გაიცინა. -შენ არსად არ გამოგყვები!.
-ასეც ვიოცდი, ამიტომ…
-ამიტომ რა? -ყურადღებით დააკვირა მის მომღიმარ სახეს. უცებ მხარზე გადაიგდო ელენე და გასასვლელისკენ წავიდა. სალიმ ჩანთა მიაწოდა, ყველაფერი აქ არის-ო. -მიშველეეთ, საბაა არ გაატანო ჩემი თავიი გთხოოოვ, სალი მოგკლავ გეფიცები! საბაა გადამარჩინე ამ ველურისგაან! -ასე ყვირილით ჩაიყვანა დაბლა და მანქანაში ჩატენა.
-არ დაიღალე მაინც? -სუნთქვა აჩქარებულმა ჰკითხა.
-მე არა მაგრამ როგორც ჩანს შენ კი! -დაებღვირა მაჩაბელი. -მოდი რა გამიშვი, რა გინდა ჩემგაან?
-არა, შეგიძლია მთელი გზა იჭყიპინო ან გაჩუმდე.
-სად მივდივრთ?
-წყნეთში.
-მანდ რა გვინდა? აუ დემე გეხვეწები დამტოვე სახლში რაა, რა მინდა წყნეთში შენთან ერთად, ან საერთოდ საიდან მოგაფიქრდა წყნეთი?
-სახლი მაქვს იქ და გიტაცებ.
-არანორმალურიხარ გეფიცები. გიჩივლებ გატაცებისთვის!
-ვერ მიჩივლებ. -ჩაიცინა.
-რატომ ვითომ?
-სანამ უკან დავბრუნდებით უკვე სიგიჟემდე გეყვარები.
-იოცნებე!
-არ მჭირდება!
-იდიოტიხარ!
-ხარაშოო. -თავის ქნევით თქვა. როგორღაც შეძლო და ხუთი წუთი გაჩუმდა მაჩაბელი.
-აუ დემეე გამიშვი რაა, შენ ხომ ცუდი არ ხარ?
-ახლა გავკარგდი? -წარბაწეულმა გახედა. ისიც საბოლოოდ დადუმდა.


მადლობა რომ კითხულობთ <3



№1  offline წევრი Onlyyou

კარგია ძალიან მაგრამ
აი სულ ძალიან გთხოვ ეს "ხვალე" ამოიღე ლექსიკონიდან ❤

 


№2  offline წევრი SmileGirl

ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო წასაკითხია.პერსონაჟები cool:d ველოდები გაგრძელებას.კარგია...
--------------------

 


ჩავფსიხდიიიიიი! მაგრად მევასა ეს ისტორია მილიონ ტრილიონჯერ მაქვს ალბათ ისტორიები წაკითხული მაგრამ ეს ყბელაზე კარგი და მართლაც 'cool'პერსონაჟები გყავს დღეს წავიკითხე შენი დაწერილი ეს სამივე ნაწილი ახლა მგონი თვალები გადმოტრიალებას მაქვს მაგრამ მართლა ავფსიხდი და რა ვქნა?? დაგვინდე და მალე დადე გთხოვვ. და მაინც ვაფრენნ (დემეტრეზე და ელენეზე განსაკუთრებით ) ყველა შენ პერსონაჟებზეეე.

 


№4  offline წევრი tamari1999

ამათ წაკითხვას არაფერი არ სჯობს :დდ აქამდე სად ჭუპრში ვიჯექი მე არ ვიცი :დ ახლა წავიკითხე სამივე ნაწილი და გეფიცები ვგიჟდები ამ ისტორუაზე უკვე და საუკეთესოების სიაში შევიდა^^ ისტორუაზე ჰო ვგიჟდები? პერსონაჟებზე ვაფშე ძალიან :დდდ (რანაირი ქართუკით ვსაუბრობ მე აე ვიცი მაგრამ დაი*იდე :დდ ) ზოგადად მიყვარს ეს საერთო სასტავი და ერთი დიდი სეგობროს ისტორია, თან ასეთი გულახდილების, გულღიების, თბილებია გიჟების და საყვარკების^^ მიყვარს ესეთი გახსნილი სამეგობრო და რა ვქნა :დ ლიზას გამოჩენა კიდევ რაღაც სასწაული იყო მართლა^^ ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები შენ^^❤

 


№5  offline წევრი Painter

Onlyyou
კარგია ძალიან მაგრამ
აი სულ ძალიან გთხოვ ეს "ხვალე" ამოიღე ლექსიკონიდან ❤

ვეცდები :დ <3 <3

გროსმაისტერი
ჩავფსიხდიიიიიი! მაგრად მევასა ეს ისტორია მილიონ ტრილიონჯერ მაქვს ალბათ ისტორიები წაკითხული მაგრამ ეს ყბელაზე კარგი და მართლაც 'cool'პერსონაჟები გყავს დღეს წავიკითხე შენი დაწერილი ეს სამივე ნაწილი ახლა მგონი თვალები გადმოტრიალებას მაქვს მაგრამ მართლა ავფსიხდი და რა ვქნა?? დაგვინდე და მალე დადე გთხოვვ. და მაინც ვაფრენნ (დემეტრეზე და ელენეზე განსაკუთრებით ) ყველა შენ პერსონაჟებზეეე.

როგორ მიხარია რომ ესე ჩაფსიხდი შენ არიცი :დ heart_eyes მალე დავდებ აბა რას ვიზავ :D <33

tamari1999
ამათ წაკითხვას არაფერი არ სჯობს :დდ აქამდე სად ჭუპრში ვიჯექი მე არ ვიცი :დ ახლა წავიკითხე სამივე ნაწილი და გეფიცები ვგიჟდები ამ ისტორუაზე უკვე და საუკეთესოების სიაში შევიდა^^ ისტორუაზე ჰო ვგიჟდები? პერსონაჟებზე ვაფშე ძალიან :დდდ (რანაირი ქართუკით ვსაუბრობ მე აე ვიცი მაგრამ დაი*იდე :დდ ) ზოგადად მიყვარს ეს საერთო სასტავი და ერთი დიდი სეგობროს ისტორია, თან ასეთი გულახდილების, გულღიების, თბილებია გიჟების და საყვარკების^^ მიყვარს ესეთი გახსნილი სამეგობრო და რა ვქნა :დ ლიზას გამოჩენა კიდევ რაღაც სასწაული იყო მართლა^^ ველოდები შემდეგ თავს და წარმატებები შენ^^❤

ხოო მეც რომ მიყვარს მაგიტომ გადავწყვიტე დამეწერა <3 ელენე და დემეტრე მეც შემიყვარდა :D <3 მადლობაა heart_eyes

SmileGirl
ძალიან მსუბუქი და სასიამოვნო წასაკითხია.პერსონაჟები cool:d ველოდები გაგრძელებას.კარგია...

სხვა რა შემიძლია იმისგარდა გითხრა რომ, ძალიან მიხარია თქვენი შეფასებები <3 <3 და მადლობა შენ რომ მოგწონს და "მიკომებ" :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent