შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჭავჭავაძის მკვლელი (სრულად)


3-01-2019, 18:41
ავტორი lemongiirl
ნანახია 5 114

***
„მე და საბა“
მე და საბას ბავშობიდან ერთმანეთი გვიყვარდა. აი, ხომ არის წყვილი, რომ იცი, რომ გაიზრდებიან და ეჭვგარეშეა, დაოჯახდებიან. მასე ვიყავით მთელი ჭავჭავაძისთვის ჩვენ. ერთ ბაღში, ერთ სკოლაში, ერთ სამეზობლოში. ხელს ისიც გვიწყობდა, რომ მშობლები ახლობლობდნენ ერთმანეთთან და მათი მეგობრობა ჩვენს სიყვარულში გადაიზარდა. ყველამ იცოდა, ელენიკო სიხარულიძე და საბა ერისთავი, რომ წყვილი იყო. ელენიკოს ბიჭი არ გამოელაპარაკებოდა საბასთან თუ არ ახლობლობდა და საბას გოგო; მე და საბა, სულ -ერთად. მერე იყო, ყველაფერი აირია და...


***
„პირველი კოცნა“
ჭავჭავაძეზე, რომ გავდიოდით სასეირნოთ იშვიათი იყო მარტო ვყოფილიყავით. უეჭველი ვიღაც უნდა აგკიდებოდა და მერე იწყებოდა დაუსრულებელი ლაპარაკები. გამომიარა საბამ ერთხელაც და დამირეკა.
-სად ხარ? -სახლში, ვმეცადინეობ. -ჩამო რა ცოტა ხნით.
ისეთი ხმით მითხრა არც დავფიქრებულვარ, გადავიცვი მოსაცმელი და ჩავედი. ეკეს რეინჯ როვერზე იყო აყუდებული და სიგარეტს ეწეოდა. სახე, რომ დავმანჭე გაეღიმა და მოისროლა.
-შენ მაგრა არ გევასება, რომ ვეწევი ხო? -არა, ვერ ვიტან სიგარეტის სუნი, რომ აგდის. -ანუ, ვერ ამიტან თავს თუ არ დავანებებ? -არ გამოგყვები და ეგაა. -თვალი ჩავუკარი. -ვინ გთხოვს რო? -ისე ავწითლდი სირცხვილისგან გადაბჟირდა. გავბრაზდი და უკან ავდიოდი. -კაი, ნუ მიბრაზდები ბუს. -არ გიბრაზდები. -მაშინ ნუ იბღვირები რაა.. -ხელები გაშალა და ჩამეხუტეო. -სამეცადინო მაქვს, უნდა ავიდე. -ნაგლად მოვუჭერი და შევბრუნდი. -მოიცა, წამო რა გავისეირნოთ ცოტა. -სამეცადინო მაქვს. -კაი რა, ცოტა ხანი და დაგაბრუნებ ნახევარ საათში გპირდები. -კაი ჰო.
ეკეს რეინჯ როვერში მოვთავსდით. ჭავჭავაძეზე გააქროლა. შეუნელე-მეთქი, მაგრამ არ მომისმინა. -ან შეუნელე ან გადავალ. -გავბრაზდი მე. -ა-რ-ა! ბუს, ნუ გეშინია, არაფერს დაგმართებ. -გაიცინა, მაგრამ ცოტა მაინც შეანელა. -აუ, წამიყვანე რა სახლში, არ ვარ სეირნობის ხასიათზე. -დღეს მაგრად აჭრილი ხარ, შენს თავს ვფიცავარ. -ჰოო, წუხელ ვერ გამოვიძინე მაგის ბრალი იქნება. -ეე, რას გადაყევი სწავლას ბუს, დაიძინე ხოლმე და დღისით იმეცადინე! -დღისით მაცდის ვინმე რო?! -ცუდი გოგო ხარ, რა! -წამიყვანე რა სახლში.
გული შევუწუხე წუწუნით და წამიყვანა. ჩემს სადარბაზოსთან გააჩერა და არ ვიცი რამ მომიარა. ვერ ვიტყვი. ალბათ საყვარლად, რომ იყურებოდა. ან, მწვანე თვალები, რომ რაღაც სასწაულად უცინოდა. ან, რავიცი რა... გადავიწიე მის მხარეს და სულ წამით შევეხე მის ტუჩებს. დაშტერდა კი არა, ვერ გაიაზრა. ჰოდა, სანამ რამის თქმას მოასწრებდა გადმოვედი მანქანიდან. რომ გამოფხიზლდა მე უკვე კიბეებზე ავრბოდი. ჰოდა, ეგ იყო ჩვენი პირველი კოცნა.

***
„პირველი შიში“
საბას ველოდებოდი ჭავჭავაძეზე. თსუ-სთან ვიდექი და ტელეფონზე ველაპარაკებოდი ნინის. არ ვიცი, როგორ შევამჩნიე, გზისკენ არც ვიხედებოდი. მაგრამ გულმა მიგრძნო ალბათ... მოვბრუნდი და სანამ დავინახავდი ხმა გავიგონე. ეკეს რეინჯ-როვერი და ვიღაცის ცე კლასი. არ ვიცი რა დამემართა. გავგიჟდი, ვიღაც ბიჭი მაკავებდა, გზაზე გადავრბოდი. მერე როგორ გავიგე არ ვიცი, უკნიდან იძახდნენ ეს ხომ ერისთავის შეყვარებულიაო. და... ვაიმე, მეთქი-საბაა! გადაბრუნებული მანქანიდან, როგორ გადმობობღდა არ ვიცი, მაგრამ ჩემთან გამოვარდა ეგრევე. დამშვიდდიო, სახეზე მეფერებოდა და მერე ჩამიხუტა. შოკურ მდგომარეობაშიაო ეუბნებოდა ვიღაც. მისი დაკარგვის შიშმა დამიარა სხეულში ტალღებად. აი, მანდ მივხვდი ჩემი საქმე წასული, რომ იყო.
გაირკვა, რომ ცე კლასის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ისედაც, საჭესთან ეკე იჯდა. მოკლედ, გაფრთხილებით გამოუშვეს განყოფილებიდან. იმის მერე, პანიკურად მეშინოდა მანაქანში ჩაჯდომის. მერე, ისევ საბამ გადამაჩვია.

***
„გერმანია“
მე გამოცდების ორომტრიალში ვიყავი. სკოლას ვამთავრებდი და არაფრისთვის მცხელოდა. სკოლიდან, რომ გამოვდიოდი მაშინ მხვდებოდა ხოლმე საბა, სახლში გავყავდი და რაც ლაპარაკს ვასწრებდით ეგ იყო. იმდენს ვმეცადინეობდი დილა-საღამო არეული მქონდა. ეროვნულების მეშინოდა, რაღაც სასწაულად და მინდოდა ძალიან მზად ვყოფილიყავი ყველაფრისთვის. თავიდან ვითომ არაფერი, მაგრამ მოწერას, რომ მოუკლო, მერე აღაც რეკავდა და სკოლასთანაც არ მხვდებოდა. მაშინ უკვე ვიგრძენი უსაბობა. ორშაბათს სკოლიდან, რომ გამოვედი და არ დამხვდა დავურეკე.
-ალო?! -ალო კი არა, სად ხარ?! -რა ხმა გაქ, ბუს, მოხდა რამე? -სალაპარაკო მაქვს, შემხვდები? -ბაზარი არაა, თხუთმეტ წუთში ჭავჭავაძეზე!
ოდნავ შეცვლილი მეჩვენა. თხლად ეცვა. არადა, ძალიან ციოდა. წვერი ჰქონდა ორი-სამი დღის გაუპარსავი და, რომ გადამკოცნა მეუხეშა. მოკლედ, სად დაიკარგე-მეთქი, ვეკითხებოდი და თან მის მოტანილ ყავას ვსვამდი და... რაღაც უნდა გითხრაო, რომ მითხრა ვიცოდი, რომ არ ჩაივლიდა ეს „რაღაც“ ისე. ავნერვიულდი და რავიცი, იმსიცივეში ოფლმაც დამასხა.
-გერმანიაში მიშვებს ვაკო!
გერმანია, რომ ახსენა უკვე ყურები დამიგუბდა. ველაპარაკეო ამიხსნა, მაგრამ არ იშლის თავისასო. უეჭველი უნდა ჩავიდეო ერთი-ორი თვე იქ, მაგრამ მალე ჩამოვალო.
უჩემობას ვერ იგრძნობო, დამპირდა. შეცდა, უმისობას ვგრძნობდი კი არა, ლამის იყო მონატრებისგან მეტირა...

***
„ჯვრის წერა“
ვაცილებდით ბავშვები. მაგრად გაუხარდა აეროპორტში, რომ გამოვეცხადეთ. გაგიჟდა... ჩამეხუტა და აღარც მიშვებდა. ყველას დაემშვიდობა და მე ბოლოს მომიტოვა. მერე ვიგრძენი ცრემლები ხელის გულებით რომ შემიმშრალა. შუბლზე მაკოცა და... არ ვიცი ეგ რაიყო, ვაკოს გახედა ერთი და ხელი მომკიდა. ძალიან მომიჭრა მეტკინა კიდეც და გაიქცა და გამიყოლა მეც.
ყველა გაკვირვებული გვიყურებდა. ვერაფრის თქმა მოვასწარი, ეგრევე ვაკოს X5-ში ჩამსვა. მძღოლის სავარძელში ჩაჯდა და გააქროლა.
-საბა, სად მიდიხარ გაგიჟდი?!... -ვკიოდი მე. -ჰო, ბუს, შენ გამაგიჟე. -საბა, სერიოზულად!... ერთ საათში ფრენა გაქვს! -მენდობი? -გენდობი კი არა! ვაკო გაგიჟდება, ხომ იცი რაღაც სასწაულს იზავს... მოაბრუნე რა საბა, გთხოვ!.. -ვაკო გადაიტანს, როგორმე! -რა გაცინებს საბა გაგიჟდი! მოაბრუნე გთხოვ, ხომ იცი დედაშენი გააფრენს, ვაკოზე თუ არ ფიქრობ მაიაზე მაინც იფიქრე რა!.. -ვაკომ და მაიამ თავიანთი წილი სიგიჟე უკვე ამოწურეს, ბუს, ახლა ჩემი ჯერია! -საბა, კარგი რა!... ძალიან გთხოვ, მოაბრუნე. -ელენიკო, გიყვარვარ?
გავშრი. აქამდე გადაკვრითაც კი არ ჰქონდა სიყვარული ნახსენები. ან რას ახსენებდა, არც იყო საჭირო, მაგრამ ახლა... ისეთი თვალებით მკითხა, ისე მიყურებდა, უეჭველი რაღაც სასწაული ჰქონდა ჩაფიქრებული. რა მეპასუხა? რა მეპასუხა?... მიყვარდა?! - მიყვარდა კი არა, ვგიჟდებოდი, მაგრამ მაინც მეუცნაურა ასე უბრალოდ, რომ დავუქნიე თავი და მიყვარხარ-მეთქი!
-მე, შენ ყველაზე, ყველაზე მეტად მიყვარხარ ელენიკო! -მეც საბა, მაგრამ მოაბრუნე რა... -ვერ წავალ ამის გარეშე!... -რის გარეშე საბა, ნორმალური ხარ საერთოდ?!
ვაკოს X5 მამადავითზე გააჩერა. ფერები გადამივიდა სახიდან. ისე ავნერვიულდი, სულ მთლიანად ამიკანკალდა ხელები.
-არ ინერვიულო ბუს, ხომ მენდობი?...
თავი დავუქნიე და გადმოვედი. შემდეგ რაც მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა, საერთოდ ვერაფერი გავიგე...
მამაოს უთხრა, ჯვარი დაგვწერეთო. როგორ დაითანხმა, რისი წყალობით არ ვიცი, თუმცა საკურთხეველთან ერთად მივედით და ღვთის სახლში დავიწერეთ ჯვარი.
ბედნიერი ვიყავი? - ბედნიერი, ის სიტყვა არაა, რომ შეესაბამებოდეს. ჭკუიდან გადავედი, ერთი წილი ისე მიხაროდა ვგიჟდებოდი, მაგრამ მეორე წილი ძალიან ვნერვიულობდი და საბამაც შემატყო. მამშვიდებდა და საბოლოოდ, როდესაც ტაძრიდან გამოვედით და ხედს გადავხედე, მთელი თბილისი ხელის გულზე, რომ იყო გადაშლილი და მერე გავხედე საბას.
მომეხვია, ყელი ჩემს კისერში ჩამალა და ჩამჩურჩულა. -იმის გარეშე ვერ წავიდოდი, ელენიკო, შენ რომ ჩემი ცოლი არ გრქმეოდა საქართველოდან ფეხის გამდგმელი არ ვიყავი.
ცოტა ვიტირე, ბევრი ვიცინე და მაინც, ისე მეამაყებოდა საბა ერისთავის ცოლი, რომ მერქვა ვერ გადმოვცემ. მანქანას კი არ ატარებდა, მიაქროლებდა. როგორ მივუსწარით რეისს არ ვიცი.... სიგიჟე იყო. ყველანი აეროპორტში დაგვხვდნენ და ისინი ძალიან ნერვიულობდნენ. მე და საბა ვიცინოდით. ვაკომ ეგრევე ჩხუბი დაუწყო. საბა არ უსმენდა, მე მიყურებდა და თვალებით ვლაპარაკობდით. სულ, სულ ბოლო წუთს მომეხვია და მაკოცა... მერე წავიდა, მაგრამ უკვე მშვიდად, რადგან საქართველოში ცოლი ელოდებოდა... ან, რაღაც მსგავსი.


***
„ბანკეტი“
არ მინდოდა წასვლა ბანკეტზე, იმიტომ, რომ ყოველთვის საბასთან ერთად წარმომედგინა ჩემი ბანკეტი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე თითქმის ოთხი წლით უფროსი იყო და სკოლაც ჩემზე ადრე დაამთავრა, უნიშიც ჩემზე ადრე მოეწყო და ბაკალავრიც თითქმის მილია, ვერც ერთ სიზმარში ვერ წარმოვიდგენდი ჩემს ბანკეტს მის გარეშე.
უარი ვთქვი წასვლაზე. კლასელები მეხვეწნენ, ნინი გაგიჟდა ჩემთან აღამებდა, რომ დავეთანხმებინე, მაგრამ რა მექნა... არ მინოდა რა საბას გარეშე... ბოლოს ისევ საბამ დამარწმუნა. ნინიმ, როგორ მოიფიქრა არ ვიცი, მაგრამ საბას დაურეკა გერმანიაში და უთხრა ასე და ასეო, ჰოდა, გაგიჟდა ერისთავი, ნინისთვის კი არა არავისთვის არ გვითქვამს ჯვარი, რომ დავიწერეთ, მაგრამ მე, რომ დამირეკა ცოფებს ყრიდა. ჩემი ცოლი ბანკეტზე რა პონტში არ უნდა წავიდესო.
მერე, გაბრაზებულმა, რომ გამითიშა და ვინერვიულე ალბათ მიხვდა თვალს, რომ ვერ მოვხუჭავდი და შუაღამისას დამირეკა. თვალები ოდნავ აწითლებული მქონდა ტირილისგან და ეგრევე შემატყო.
-ბუს, არ იტირო გთხოვ, ძაან გამისწორებ თუ წახვალ რაა. -ვაფშე არ მაინტერესებს შენი გასწორება, რომ იცოდე.
გაბრაზებული ვიყავი და რა მექნა. თავისით მელაპარაკებოდა ასე უნამუსოდ. ჰოდა, კარგიო, ბაზარი არაა, მაშინ შენ გაგისწორებო.
-რას გამისწორებ? -თვალები დავქაჩე მე.
-აბა, ტო, ჩემი მეუღლე ბანკეტზე არ უნდა წავიდეს? -არა, საბა. „შენი მეუღლე“ შენს გარეშე არსად არ წავა! -ჰოდა, კაბა მოამზადე ბუს, ბანკეტზე მივდივართ.
მე მეგონა ღადაობდა, მაგამ თურმე -არ. ბანკეტის წინა დღეს, სახლში, რომ ვიყავი და თან ყავას ვსვამდი, თან ნინის წუწუნს ვუსმენდი, როგორ მოიწყენდა ჩემს გარეშე ბანკეტზე ზარი დარეკეს კარზე. წამოვდექი და გავაღე.
მერე, ჩემი კივილი გავიგონე. და...
-როგორ მომენატრე, ბუს!...
ჰოდა რა ვიცი, რა დამემართა... ის მახსოვს, რომ ძალიან ძალიან მაგრად ვეხვეოდი და მერე ვტიროდი. ნინი, რომ ვიდეოს იღებდა და იცინოდა ეგეც მახსოვს, დანარჩენი არა... აი მერე გამოვფხიზლდი, საბაზე აკრული, რომ ვიჯექი დივანზე და მის სურნელს, რომ ვისუნთქავდი.
ბოსის სუნამო. ჭკუა, რომ ეკეტებოდა ის სურნელი. ჩემი საყვარელი სურნელი.

***
„ბანკეტი 2“
როგორ დამიყოლია ბანკეტზე წასვლაზე ან ისე უცებ ჩემი საყვარელი კაბა სად იშოვა... საბა ჩამოვიდა და თითქოს ყველაფერი დალაგდა. მაინც წამიყვანა ბანკეტზე, მაგრამ ეგ უკვე მეორე ხარისხოვანი იყო ჩემთვის. მთავარია მასთან ვიყავი.
დარბაზში არავინ მაინტერესებდა, მარტო საბა. არცეერთი ცეკვა არ გამამაზინა, სულ ხომ არ ამთავრებ სკოლასო?! მერე ცოტა, რომ დავიღალე და მაღლებზეც ვეღარ ვიდექი დავსხედით. თავი მხარზე დავადე და გავიყუსე. ჩემს თითებს ეფერებოდა და თან მელაპარაკებოდა.
-რა სიგიჟე გავაკეთეთ ბუს, ჯვარი დავიწერეთ აზრზე ხარ?! -ალბათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი მაგას... -მაგრამ ახლა უკვე ჩემი ცოლი ხარ. -სკოლის დამთავრებამდე თუ გავთხოვდებოდი, რას წარმოვიდგენდი! -გამეცინა. -ჩამოვალ და მერე ნახე შენ სიგიჟე ვაკო და მაკა, რომ გაიგებენ.
ვაკო-მამამისი. მაკა-დედაჩემი.
მე ვიცოდი, გაგიჟდებოდნენ კი არა- გააფრენდნენ!... მაგრამ ეგ მეორე ხარისხოვანი... მთავარი მე და საბა...
გვიან დავიშალეთ. ბანკეტმა, როგორ ჩაიარა?!... ისეთი იყო სულ, რომ მეოცნებებოდა და ისეთი, სულ, რომ წარმომედგინა.
საბა და მე და დანარჩენები უბრალოდ მეორე კი არა, მეასე ხარისხოვანი.
ბანკეტი მორჩა. სახლშ გამაცილა და არ ვიცი, მანქანაში ვისხედით ლამის ერთი საათი.
-როდის მიფრინავ? -ამაღამ. -გაგაცილებ რაა... -არა რაა, მირჩევნია სახლში მეგულებოდე. მძინარე ვიდრე აეროპორტში მომტირალი. -რა იცი, რომ ვიტირებ... -აბა, მეუღლეს აცილებ და ერთ ცრემლს არ გადმოაგდებ? -ნწ. -უნამუსო გოგო ხარ რაა... -გაიცინა. -მიდი გადადი ახლა.
მოვეხვიე. ის ჩახუტება ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. გადასვლის წინ შუბლზე მაკოცა და აბა ჭკვიანად, ჩემმა ცოლმა რამე არ მიქაროსო...
გამეცინა და სახლში ავედი.
მერე წავიდა და წავიდა...

***
„ზაფხული“
ისე გავლიე ზაფხული საბა, რომ არ ვნახე. მე რა, თვითონ არ ჩამოდიოდა. სექტემბერში ამთავრებდა სტაჟირებას, თუ რაზეც იყო... მაინც ყველამ იცოდა ჭავჭავაძეზე, რომ ელენიკო საბას გოგო იყო. ჰოდა, არც არავინ მაწუხებდა. აგვისტოში ეროვნულების პასუხებიც მოვიდა... რათქმაუნდა თსუ-ში მოვხდვი!... ისე გამიხარდა, ისე, რომ რა ვიცი. სკაიპში დავურეკე საბას.
-ჯავხიშვილის სტუდენტი ვინ არისო, ვინაო?!.. -შენ საიდან იცი? -მე ხომ იცი, ყველაფერი ვიცი ბუს! თან, რაც ჩემს ცოლს ეხება განსაკუთრებით. -მალე ჩამოდი რაა!... -პირველ ლექციაზე მე უნდა მიგიყვანო ელენიკო, ხომ გახსოვს?!... -შენ ოღონდ ჩამოდი და...

***
„პირველი ლექცია“
როგორ არ ავიწყდებოდა არაფერი არ ვიცი. როგორ მისრულებდა ყველა სიტყვას, მაგრამ ეგეთი იყო საბა. სხვანაირად არც შეეძლო. ჰოდა, დილით, რომ ვემზადებოდი პირველი დღისთვის უნიში და რომ დამადგა გავაფრინე. მესიმპატიურა, უფრო მეტად გამაღლებულიყო, დახვეწილიყო, სტილიც ოდნავ შეეცვალა... გავგიჟდი. იმდენი მეფერა კინაღამ დავიხრჩვი.
მეთქი, რამდენი ხნით ჩამოხვედი-თქო. ჰოდა, რომ მითხრა, ჩამოვედი და ჩამოვედიო მერე უკვე მართლა გამიხარდა. ძალიან ძალიან ძალიან გამიხარდა.
პირველ ლექციაზეც თვითონ მიმიყვანა და მანქანიდან გადასვლამდეც შუბლზე მაკოცა...


***
„ჩალურჯებები“
მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ილია ჭაბუა ამეკიდა. მე არ მომწონდა, თავიდან მეგობრის სტატუსით წარმიდგა, მაგრამ მერე მეტი მოინდომა. ჰოდა, გავწყვიტე ურთიერთობა. საბასთვის არაფერი მითქვამს, მაგრამ მაინც ყველაფერი იცოდა. ჰოდა, არც გამკვირვებია ერთ დღეს ილია ჩალურჯებული თვალებით, რომ შემოვიდა აუდიორიაში. არც შევიმჩნიე და საბასაც არაფერი ვუთხარი. შემეშვა და ვსო....


***
„ჭავჭავაძე“
საბაზე თუ ვინმე იტყოდა ელენიკოსთან ერთად არ არისო, მაშინ ყველამ იცოდა, რომ ეკესთან ერთად იყო. ეგ ორნი იყვნენ, ძამაკაცები კი არა ძმები. ყველაზე მაგარი ტიპი იყო ეკე ჭავჭავაძე და ყველა იმაზე ეღადავებოდა ჭავჭავაძე, რომ იყო და ჭავჭავაძეზე ცხოვრობდა.
ეკეს ნინი მოსწონდა. მოსწონდა კი არა გიჟდებოდა. აფრენდა მაგ გოგოზე. ნინის? ნინის ვერც მე დავუმუღამე. ვიცოდი, რომ უყვარდა, რამდენჯერ მასთან გამითენია ღამე ტირილისგან, დაღლილს, რომ ჩასძინებია ეკეს გამო, მაგრამ არა რა... ვერ ვიქნებითო ერთად. ჰოდა არც იყვნენ, მაგრამ ერთმანეთზე მაინც გიჟდებოდნენ.
რადგან ჩემი და საბას მეჯვარეები სრულიად უცხო ადამიანები იყვნენ, ეკემ და ნინიმ არ იცოდნენ. ჰოდა, პირველი ერეკლეს ახარა ჩვენი ჯვრის წერა საბამ. ერეკლეს რა რეაქცია ჰქონდა? გამომისტუმრა იქიდან და მერე მაგრად გამოლანძღა. თუ აგინა, რავი... ნინიმ?! ნინი მთელი კვირა არ მელაპარაკებოდა. ჰოდა, მე და საბამ ვითომ ეს მომენტი გამოვიყენეთ, თუ რა იყო და მოვახვედრეთ ეგ ორი ერთად.
როგრო მოაწყო არ ვიცი. ჭავჭავაძეზე, მზიურთან... დამირეკა ნინი მოიყვანეო აქო, ამათი ამბავი დღეს წყდებაო. რეები ველაპარაკე ნინის არ მახსოვს, როგორ მოვიტყუე არც ეგ, მაგრამ საღამოს თერთმეტ საათზე მზიურის ჩასასვლელი ფერადი ნათურებით და ვარდებით გავსებული გარემო. და შუაში ერეკლე. ნინიმ ტირილი დაიწყო. აბა რას იზამდა. ჭავჭავაძემ ჩაიხუტა და მერე დაუჩოქა. მე კი არა, ნინი იყო ისეთ შოკში ვერ აღვწერ. ჰოდა მერე ერეკლემ დაიწყო...
-ნინი, ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი წერტილი ხარ, მართლა გეუბნები, ჩემი გულის ამოგლეჯვა, რომ შემეძლოს დაუფიქრებლად მოგცემდი გესმის?... მაგრამ სხეულიდან მოკვეთა რა საჭიროა, ისედაც შენ გეკუთვნის!... და ვიცი, ფიქრობ, რომ არაფერი გამოგვივა, რადგან გგონია, რომ კაცებს, ან მხოლოდ მე ერთგულება არ შეგვიძლია, მაგრამ ამ თვალებს საკუთარი ხელით ამოვითხრი ოდესმე სხას რომ გავაყოლო ნინ! გესმის? მაგრად, ძალიან მაგრად მიყვარხარ, ყველაზე მეტად, გეფიცები ყველაფერს ვიზამ, რომ გაგაბედნიერო, იმიტომ, რომ შენ ჩემი ბედნიერება ხარ და უშენოდ... არა რა, რა უშენოდ ტო!.. ჰოდა, გავილექსე მე ძაან ნი, და მოდი მითხარი, ხომ გამომყვები ცოლად?!
მერე ნინის პასუხი, ვერ გავიგე. იმიტომ, რომ საბამ ამიყვანა ძალით და გავეცალეთ იქაურობას. ხვალ გაიგებ, რომ დასთანხმდაო.
-შენ ეგრე რატომ არ მთხოვე ცოლობა? -გავიბუსხე მე.
ჭავჭავაძეზე ვსეირნობდით, ბიბლუსის გალერიასთან ვიყავით მისულები უკვე.
-ეგრე გინდოდა?!. -დიახაც, ძალიან რომანტიკული იყო! -მე უფრო მაგარი ვარ აღიარე, მოსაყოლად რომელი ჯობია? -ჰო, ბავშვებს, რომ მოუყვე რა აჯობებს?.. მზიურში დამიჩოქაო თუ გაფრენამდე გააფრინა დამავლო ხელი და მამადავითზე დამწერა ჯვარიო? -შენ მართლა გააფრინე, ხომ იცი? -მე დიდი ხანია გაფრენილი მაქვს, შენი სიყვარულით ბუს... -ნუ მეაფერისტები შენი ჭირიმე!...

მეორე დღეს მართლა გავიგე. გავიგე კი არა, მახარა ნინიმ ჩემი მეჯვარე შენ ვერ იქნები გათხოვილი ხარო. მეჯვარეობას ვჩიოდი?... გავაფრინე სიხარულისგან. ამათაც დაადგათ საშველი.



***
„სიმართლე“
მაკას ძალიან უკვირდა ნინის მეჯვარე, რომ არ ვიყავი. ქორწილში ვერაფერი, მაგრამ იქიდან, რომ წამოვედით მკითხა, შენ რატომ არაო, და მთვრალმა რა ვქენი? შტერი, რომ ვარ და ენას კბილს ვერ ვაჭერ ის ვქენი. ჰოდა, მეთქი-დედა, როდის იყო გათხოვილებს მეჯვარეებად იყენებდნენ-მეთქი?!... ასე გამჟღავნდა ჩვენი სიმართლე.
მერე ყველამ გაიგო, რომ თურმე საბას და ელენიკოს ჯვარი დაუწერიათ ორი წლის წინ. თურმე, უკვე ორი წელია ცოლ-ქმარი ყოფილან. ჰოდა, აგორდა ჭორები და რა აგორდა. ისეთებს იძახდნენ გაგიჟდებოდი.
მაკამ ხომ შემოიხია ყველაფერი, იმდენი მეჩიჩინა და ისე მლანძღა, მოკლედ ბოლოს გადაწყვიტეს მაკას და ვაკოს დუეტმა, რომ შეუღლებულ წყვილს ერთად ეცხოვრა. მე მეგონა მზად არ ვიყავი... ერთად ცხოვრება სერიოზული ნაბიჯი და... საბამ დამამშვიდა, მაინც სულ ახერხებდა ჩემს დამშვიდებას, ჰოდა რადგან სიმართლე გაირკვა, ახლა ჩემი ცოლი ჩემთანო!...
გიჟი იყო, ხომ ვამბობ?!

***
„თაფლობის თვე“
აუცილებლად მოვითხოვე, რომ ზაფხულამდე ერთად არ გადავსულიყავით. მაგრამ, ჩემ ბედად მხოლოდ ორი კვირა რჩებოდა ჩემი თავისუფლების... უფრო სწორად მარტო ცხოვრების, თორე თავისუფალი უკვე ორი წელია არ ვიყავი... ჰოდა, დაგეგმა საბამ თაფლობის თვე პირველი ივნისიდან. ჯერ ნიცაო, მერე პარიზიო, მერე იტალია... ვეწინააღმდეგებოდი კი არა, ჩემი ოცნება იყო და იცოდა საბამ. რა ქნა?! ოცნების თაფლობის თვე მომიწყო.

***
„ბედნიერება“
ივლისის ბოლოს დავბრუნდით თბილისში სპეციალური გამოძახებით. მაკამ, რომ დამინახა, როგორ მოგიხდა გათხოვებაო. დაიხვეწეო. გალამაზდიო. განა იტყუებოდა, მეც ვამჩნევდი ჩემს თავს, რომ მართლაც გავლამაზებულიყავი. ალბათ მომიხდა სიყვარული. ან, ყველას ასე არ უხდება?...
სპეციალურ გამოძახებაზე კიდე, ნინიმ დაგვაყენა. რომ დამირეკა მე ნინიმ, საბას-ეკემ. უეჭველი უნდა წამოხვიდეთო, მაშინვე თბილისში გავჩნდით. ჭავჭავაძეზე.
ნინი და ეკე კაფეში ისხდნენ და ჩვენ, რომ შევედით ჯერ მოკითხვები დაიწყო, მერე თქვეს ამბავი...
-როგორ ხარ? -მომეხვია ნინი და თან ბედნიერების ცრემლებით უბრწყინავდა სახე. -მე კარგად, შენ როგორ ხარ, რომ დაგვაყენე სტარტზე?... რამე ხომ არ მოხდა, სანამ ჩამოვიდოდი რა არ ვიფირე ნი!.. -როგორც ჩემს დაქალს, მინდოდა პირველს გცოდნოდა. -ჩემს შემდეგ. -თავი გამოყო ეკემ. -ოო, გადი შენ მიხედე შენს ძმაკაცს. -გაბრაზდა ნინი და ეკეც სიცილით გაგვეცალა. -იტყვი რა ხდება?! -მოკლედ, უნდა გახარო, რომ... -რომ რა?! ნუ მტანჯავ ნი! -ნათლია ხდები ელენიკო!
მერე იყო წივილ-კივილი?! ეგ რა არის? მთელი ჭავჭავაძე დავიმხეთ. მე და საბა ვიყავით ნათლიები და გვიხაროდა კი არა ჭკუაზე არ ვიყავით! ვაფშე, სიხარულისგან შეშლილი იყო ეკე. მაგას ნინიზე ეკეტებოდა და ბავშვზე რას იზამდა. ჰოდა, ასე ბედნიერი ამბით დავუბრუნდით ჭავჭავაძეს მე და ჩემი ქ მ ა რ ი !

***
„უცნაური საუბარი“
-ბუს...
შუაღამისას გამაღვიძა საბამ. ძალიან დაღლილი ვიყავი, შუალედურების კვირა მქონდა და სწავლაში ვათენებდი, მაგრამ ისეთი სახით გამაღვიძა ეგრევე წამოვვარდი. ფერი არ ედო სახეზე. თვალები დაჭიმული ჰქონდა.
-ხომ კარგად ხარ? -ეგრევე ავნერვიულდი. -რაღაც ცუდი სიზმრები მესიხმრება, უკვე მთელი კვირაა.... -რა სიზმრებია ასეთი?! -არ ვიცი, ვერც ვარკვევ და არც მამახსოვრდება ბუს, მაგრამ რაღაც საშინელებაა. გული ცუდს მიგრძნობს.... ძალიან მენერვიულება, ასე მგონია რაღაცას დავკარგავ. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანს...
-არ შეგეშინდეს რაა... უბრალოდ სიზმრებია, ჰო?! -არა, ელენიკო, როგორ არ გესმის. საშინლად ცუდად მაქვს გული. ცუდი წინათგრძნობაა... -იქნებ მამაოსთან ავიდეთ ამ დღეებში? -ავიდეთ, ბუს, თორე გავაფრენ.
ისეთი ხმა ჰქონდა, ისე ნერვიულობდა. რავიცი, გული მომიკვდა იმ წუთს. მაგრად ჩავეხუტე და დილამდე ასე ვიყავით. მერე, მე უნიში გამიყვანა. თვითონ ჭავჭავაძესთან წავიდა...
ჰოდა, ის წასვლა იყო, საბედისწერო...

***
„ჭავჭავაძის მკვლელი“
მე გვიან გავიგე. ალბათ ყველაზე გვიან. მაგრამ მაინც გავიგე და საავადმყოფოში, რომ წავედი უკვე დამთავრებული ამბავი იყო. ეკე უკვე ცივი. საბა კი- ჭავჭავაძის მკვლელი-იყო.

იმ დილით, მე უნიში, რომ დამტოვა და თვითონ ეკესთან წავიდა, ყველაზე საშინელი დილა გაგვთენებია. ან საერთოდ რატომ გაგვითენდა?!... იმ დილით, კომპანიაში მიდიოდნენ. ეკემ ნინის აკოცა, მუცელზე მოეფერა და ბედნიერი ღიმილით შეუთვალა ამაღამ ადრე დავბრუნდები. ჩემს პატარას უნდა მოვეფეროო, უფრო ბევრიო. გული მიგრძნობს მალე დაიბადებაო. გიჟს გავდა ისე უხაროდა შვილი. ყველაზე მეტად ბედნიერი იყო, ალბათ. ჰოდა, ორი ჭიქა ჰქონდა დალეული, მაგრამ მაინც არ დაჯდა საჭესთან. საბას გადაუგდო თავისი ახალი, უფრო სწორად ძველი, მაგრამ გაკეთებული რეინჯ-როვერის გასაღები და თვითონ მძღოლის გვერდით სავარძელში ჩაჯდა. ამას ისიც დაერთო, რომ წინა ღამეს თბილისში ტემპერატურა საგრძნობლად დავარდა და მთელი დღის ნაწვიმარზე გზები მოყინული იყო. ისიც, რომ ახლად შეკეთებულ რეინჯ როვერს მუხრუჭები არ უვარგოდა და ისიც, რომ იმ მომენტში ეკე და საბა გიჟებივით იცინოდნენ, ნინის ჭირვეულობაზე, ალბათ უფრო იმაზე, როგორ წამოაგდო ეკე შუაღამისას და ბალის მოსატანად გაუშვა შუა ნოემბერში. ჰოდა, ისიც, რომ სატვირთოს მძღოლი ტელეფონზე საუბრობდა. და მოხდა ის, რაც მოხდა...
ერეკლე ჭავჭავაძე ადგილზე გარდაიცვალა, თავი გაეჭყლიტა მანქანის ქვეშ. საბა ერისთავმა კი მძიმე დაზიანება მიიღო გულ-მკერდის არეში.
იმ დღეებიდან ბევრი არაფერი მახსოვს. შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. შოკურში კი არა, ფეხზე ვერ ვიდექი, მაგრამ ნინისთან, რომ ვიყავი ყოველ წუთს ვიცი. გაბერილი მუცლით შემოვარდა საავადმყოფოში. მან უკვე იცოდა. ისე ინერვიულა მშობიარობა დაეწყო. ეკეს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ აუცილებლად შეყვებოდა, თუმცა ნინის ახლა ხელში მხოლოდ მე შევრჩი. თან ტიროდა, ღრიალებდა. თან შვილებს აჩენდა. ტყუპები გაუჩნდა. ისე ტიროდა, ისე სტკიოდა უერეკლეობა ექიმებმა გათიშეს. ბავშვებს რამოდენიმე დღე მე ვაკითხავდი. ნინი შოკში იყო და ვერ აღიქვამდა შვილებს. ეკე კი... ეკე ვერც ვერასდროს ნახავდა მათ.
საბა რამოდენიმე დღე კომაში იყო. ლამის გავაფრინე ექიმებმა, რომ თქვეს შეიძლება ვეღარც გაიღვიძოსო. მისმა ორგანიზმმა ბრძოლა შეწყვიტაო, დანებდაო ასე თქვეს. პალატაში, რომ გადმოიყვანეს შევედი შიგნით. გავშრი. მის თავთან ჩამოვჯექი და ხმამაღლა ვტიროდი. იმ სამი დღის განმავლობაში პირველად ვტიროდი და ვევედრებოდი გამოეღვიძა. ვევედრებოდი არ დავეტოვებინე. მერე ექიმებმა გამათრიეს ძალით.... მერე დამაძინეს...
რომ გავიღვიძე ნინის გვერდით ვიწექი. მეფერებოდა და ცრემლები სდიოდა გაუჩერებლად.
-ელენიკოო.... -ნი?! -ხმა წართმეული მქონდა, მხოლოდ ვხროტინებდი. -ჩემი შვილი ნახე? -ორნი არიან ნი, ტყუპები გყავს... -ტირილი ამივარდა ისევ. ნინი ისეთ ხმაზე ტიროდა, ისე მოთქმით გული ამტკივდა.
ასეთი უბედურება... ჭავჭავაძეს არ ხსომებია.

***
„ჭავჭავაძის დასაფლავება“
საბა შეიცვალა. გამოღვიძებისას ეკე იკითხა და სახეებზე მიხვდა. მას მერე შეიცვალა. შეიცვალა კი არა, საერთოდ ახალი საბა გახდა. არც ლაპარაკობდა, არც ჭამდა, არც არავის უსმენდა... მთელი დღეები საავადმყოფოში ვიყავი, ხან ნინისთან ხან- საბასთან. ორივეს ისე სტკიოდათ, გაუსაძლისად და ორივე გულში იკლავდა ტკივილს. ნინის ორი ერეკლე ჰყავდა, თავისი შვილები, ეკეს საჩუქრები. და მათ, მართლაც უკანასკნელ საჩუქრად თვლიდა ეკესგან. აკო და ეკე.
გოგოს მაკო დაარქვა. ბიჭს ერეკლე.
საბა სხვანაირად იყო. არ მისმენდა, ზედაც არ მიყურებდა. შუაღამისას ღრიალით ეღვიძებდა და ტიროდა. მხოლოდ მაშინ მიკარებდა. მაშინ მეხუტებოდა და გაუთავებლად ბოდიშებს მიხდიდა....
ეკეს დასაფლავებაზე ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. საბა შუა ცერემონიიდან წავიდა. დავედევნე, თუმცა ვერ დავეწიე და უკან დავბრუნდი. ნინისთან. ჭავჭავაძის ქვრივთან.
ნინის ორჯერ წაუვიდა გული. მერე მე და თინიმ-დედამისმა, სახლში წავიყვანეთ. ცოტა ხანი მასთან ვიყავი. მერე საბას საძებნელად წავედი. საბა ვერ ვიპოვე. შუაღამისას სახლში მოვიდა მთვრალი იყო და განადგურებული. ოთახში შემოიპარა და გვერდით მომიწვა. ეგონა მეძინა, მაგრამ საერთოდ მეძინა, რო?!
მეორე დღეს, სანამ გავიღვიძებდი უკვე წასული დამხვდა.

***
„ერთი კი არა ორი“
მთელი კვირა ასე გაგრძელდა. შუაღამისას მოდიოდა მერე მიდიოდა. გვამად ვიქეცი, ცალკე ნინის, ცალკე საბას, ცალკე ეკეს....
მერე მივხვდი აღარ შემეძლო. მივხვდი რა, მიმახვედრა ორგანიზმმა და გული წამსვლია. სახლში სულ მარტო ვიყავი, სამზარეულოში და საბას ვუპოვივარ. გაგიჟდა იატაკზე მწოლიარე, რომ დამინახა.
მერე მამიდაჩემთან წამიყვანა საავადმყოფოში. იქ გავიგე მე. თურმე ერთი კი არა ორი ვყოფილვარ. თურმე ნერვიულობა არ შეიძლებოდა...
საბას ვერ ვუთხარი. ისედაც ეკეს ამბავის გამო თავს იდანაშაულებდა, იმაზე ცალკე წუხდა მარტო, რომ დამტოვა და რომ გაეგო ორსულად ვიყავი გააფრენდა. ბავშვის დრო ნამდვილად არ იყო, რა. მაგრამ, ვერ შევძელი, როგორ მომეკლა ჩემი შვილი?!... ჰოდა, საბას ვერ ვუთხარი, მაგრამ ორსულად ვიყავი და არ ვიცოდი რა მექნა. ერთი ვიცოდი, ბავშვს ვერაფერს ვავნებდი.
მამიდაჩემს დავაფიცე, რომ არავის ეტყოდა. გამოვედი და საბას მოვხვიე. არ ლაპარაკობდა. გაგიჟებული იყო. სულ ჩავარდნილი, სულ გაფითრებული, გალურჯებული, დაჭიმული.
სახლში წავედით და საბა ისევ ოთახში შეიკეტა მარტო. ტირილი ამივარდა. შუაღამისას ტირილში ჩამეძინა დივანზე. მერე ვიგრძენი უწონობა, ჩემი საყვარელი სურნელი და კოცნა.
მერე „ბოდიშიც“ გავიგე და „მიყვარხარიც“, მაგრამ ეგ არ იყო რა საკმარისი თურმე, არ ყოფილა...

***
„ბოდიში, რა“
ერთი თვე და საბა ისე გაცივდა და ისე შეიცვალა მე კი არა მშობელი დედა ვერ იცნობდა. ეგ რო ბიჭი იყო?!...
ახლა კი... ახლა სულ ნასვამი იყო, სულ უხეში, სულ მუშტი-კრივზე მიდიოდა. ყოველ დღე შუაღამისას ბრუნდებოდა.
ამასობაში მე ნინისთან გადავცხოვრდი. ბავშვებთან თამაშით ვიჯერებდი გულს. მერეე?... მერე ერთ დღესაც საბა ფხიზელი მოვიდა. ჰოდა უკვე ვიცოდი, რომ ეგ ცუდის ნიშანი იყო. დამისვა და სერიოზული საქმე მაქვსო.
-ბუს, -ბოლოს ასე, როდის დამიძახა ეგეც არ მახსოვს. -მაპატიე რა, ეს ბოლო თვე საშინელი ადამიანი ვიყავი და ალბათ... მე ალბათ ვეღარც გამოვსწორდები რა. იმხელა ცოდვა მაწევს კისერზე, ცოდო ხარ რა შენ ამისთვის და რომ იცოდე არ მემეტები რა, არ მინდა ქუჩაში მიდიოდე და „ჭავჭავაძის მკვლელის“ ცოლს გეძახდნენ და არ მინდა რა, არ მინდა კრიმინალის ცოლი იყო. არ მემეტები რა ამ ტანჯვისთვის და ვიცი, ყველაზე ლაჩარი ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში, მაგრამ შენ არა რაა... შენ ამ ცოდვას ვერ აგკიდებ, ჰოდა დაგასვენებ რა...
-რას მეუბნები საბა, სრულ ჭკუაზე ხარ? -გულის თუ მქონდა მაშინ ვიგრძენი. დაიშალა, დაიფლითა ნაწილებად. მთელი სხეული ამეწვა. მეგონა ლავა გადამაყლაპეს. ისე ვიყავი... კიარა, ვიყავი რო?!
-ხო ბუს, მე მივდივარ რა... არ მემეტები ამ ტანჯვისთვის ბუს. მეე?! მე უარესის ღირსი ვარ და ამ ცხოვრებაში შენნაირ ანგელოზს არ ვიმსახურებ და იცოდე რა, რომ საბას ყოველთვის ყველაზე მეტად უყვარდი და ეყვარები. ბოდიში, რა
და მერე?!..
მერე მე, რომ გამოვფხიზლდი წასული იყო. არც ბინიდან გადასულა, არც ქალაქიდან გასულა. ადგა და კონტინენტიდან წავვიდა. წავიდა და დაგვტოვა.

***
„ჭავჭავაძელების გარეშე“
ჭავჭავაძის ქუცა გლოვისფერი იყო. ორი შვილის დაკარგვას გლოვობდა. ჭავჭავაძე ვეღარ იდგა ამაყად ჭავჭავაძელების გარეშე.
მე ავდექი და მართლა ნინსთან გადავცხოვრდი. არც მაკას ველაპარაკებოდი არც არავის, ნინის და ბავშვების გარდა. უნიდან აკადემიურიც ავიღე და საერთოდ ცხოვრებისგან დავაპაუზე ცოტა. გაზაფხულზე ბავშვებს ხელი მოვკიდეთ მე და ნინიმ და სვანეთში წავედით. ეკეს ბებია-ბაბუის სახლში.
იქაურობა ყვაოდა. ეზო იყო ულამაზესი. ეკეს ბებია-ბაბუა გარდაცვლილები იყვნენ ამიტომ მარტოები ვიყავით. მე, ნინი, ბავშვები და ძიძა. აბა მარტოები ვერ მოვუვლიდით და.
ეზო ყვეოდა, გაზაფხულის სურნელება იდგა გარშემო. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა ცოტა ხნით ჩვენი დანაკარგიც კი დავივიწყეთ. არა, კი არ დავივიწყეთ უბრალოდ უკანა პლანზე გადავწიეთ. ცოტა ხნით სილამაზით ტკბობა გადავწყვიტეთ და ახალი სიცოცხლით რომელიც ნინის შვილებში და ჩემს მუცელში იზრდებოდა. ჰო, ნინიმ არ იცოდა, მაგრამ მუცელი, რომ დამეტყო ვეღარ დავუმალავდი და ვუთხარი. მერე, საბას ამბებიც ვუთხარი.
მერე?... ნინიმ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა. არ ამბობდა, თუმცა ალბათ თვითონაც ცოტათი საბას ადანაშაულებდა. სულ, სულ მცირედით, მაგრამ მაინც.
-ეკე გიჟდებოდა აქაურობაზე. -ერთხელ მითხრა ნინიმ, როდესაც აყვავებულ ხეხილის ბაღში ვისხედით და კალიასკაში მშვიდად მძინარე ბავშვებს შევყურებდით. -ჰოო? ძალიან ლამაზია აქაურობა, მეეჭვება ვინმე გულგრილი დარჩეს ამ სანახაობით. -აქ, რომ გაიზარდა ალბათ მაგიტომ?!... რაღაც განსაკუთრებულად უყვარდა აქაურობა. აღმერთებდა ამ სახლს. სულ მეუბნებოდა წავიდეთო, მაგრამ მე ხან უნივერსიტეტი მქონდა, ხან რა, ხან რა... მერე ბავშვზე, რომ გაიგო თვითონ ამიკრძალა, საშიში გზააო. ჰოდა, მის სიცოცხლეშ მასთან ერთად ვერცერთხელ ვერ ამოვედი აქ, ელ, მაგრამ მაინც ყველაზე მეტად მასთან სიახლოვეს, აქ ვგრძნობ. აქ და ჩემს შვილებში... ჩვენს შვილებში. ღმერთმა მაჩუქა მათი თავი და, თან იცი?... ორივეს მისი თვალები აქვთ.... -ცრემლები წამოუვიდა ნინის. -ღმერთო, როგორ მენატრება... იცი,როგორ მენატრება?!...

***
„ის, რომ ცოცხალი იყოს...“
გადავწყვიტეთ სვანეთში კიდევ დიდხანს გავჩერებულიყავით. გაზაფხული მთლიანად იქ გავატარეთ. მე უკვე შვიდი თვის ვიყავი და ისე გავიბერე ვერც დავდიოდი. დავგორავდი.
ღამით საბა მესიზმრა, განაწყენებული მიყურებდა მუცელზე. გული ამომივარდა კინაღამ. მაშინვე გავიღვიძე და ტირილი დავიწყე. ნინი შემოვიდა ოთახში და ასეთ მდგომარეობაში, რომ მნახა გაგიჟდა. გვერდით მომიწვა და მამშვიდებდა.
-რა გავაკეთო მე? -ამოვიტირე მის კალთაში. -თვითონ დამტოვა, თვითონ წავიდა და ჩემგან რას მოელის?
-სუუ... -თავზე მეფერებოდა ნინი. -დაწყნარდი, ბავშვზე იფიქრე კარგი?
-მე რა შუაში ვარ ნი, თვითონ არ დამტოვა?! -შევეკითხე თან ისტერიკულად ვტიროდი. -იცი, ის, რომ ცოცხალი იყოს ელ, მისი ნახვის კიდევ ერთი შანსი, რომ მქნდეს ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ მივაქცევდი გესმის? უბრალოდ ავდგებოდი და მოვეხვეოდი.
-კი მაგრამ...
-ის, რომ ცოცხლაი იყოს, ყველაფერს დავთმობდი.
მერე ორივენი ვტიროდით ერთ ხმაში. თან ისე, ბავშვებიც გავაღვიძეთ და ისინიც აგვყვნენ.

***
„ჭავჭავაძეს დაუბრუნდა...“
მეორე დღესვე ავიკარით გუდა-ნაბადი და თბილისში დავბრუნდით. ჭავჭავაძეზე.
მერე? საიდან გავიგე, ვინ მითხრა არ მახსოვს, მაგრამ გავიგე, რომ თურმე „ჭავჭავაძის მკვლელი“ დაბრუნებულა. ჰოდა ნინის დავემშვიდობე და ეგრევე სახლში გავვარდი, ჩემი და საბას სახლში.
გასაღები მოვარგე. ისევ იქ იყო, ნოხის ქვეშ... გავაღე და პირველი რაც ვიგრძენი მისი სუნამო იყო.
ჩემი საყვარელი სურნელი.
მერე ჭორი გამართლდა, თურმე ჭავჭავაძის მკვლელი, მართლა დაბრუნებულა. უფრო დაკაცებული, უფრო სერიოზული, უფრო ჩაჰქრობოდა სხივი თვალებში, მაგრამ დაბრუნებულიყო და მიღიმოდა.
იმ თავისი, გასაგიჟებელი ღიმილით.

***
„მარწყვი“
-მერე რა მოხდა დე? -მერე გაჩნდი შენ, დედი, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი საჩუქარი და მერე შენი ძმა, ჩემი კიბო! -და მამა? -მამაშენი კი ჩავაგზავნე წეღან მარწყვის საყიდლად და ჯერ კიდევ არ ამოსულა! -მოვედი და არ მკითხო დეკემბერში მარწყვი როგორ ვიშოვე! -ბედი შენი, რომ იშოვე თორე ხომ იცი... -ამ ორსულობაში რა გემართება ხოლმერა!...
რა და, რავიცი ცოფიანი ვხდები.

***
„დასასრული“
დანაშაულის გრძნობა ადამიანს შიგნიდან ჭამს და ანადგურებს.
მანაც ხომ იცოდა, რომ არ იყო მისი ბრალი, მაგრამ დანაშაულის გრძნობა სხვაა, ჭამდა შიგნიდან და ვეღარ სუნთქავდა. უნდა გაცლოდა იქაურობას, მაგრამ გრძნობდა, რომ სჭირდებოდა ელენიკოს. ვერ მიატოვებდა ასე.
ამიტომ იშრომა, ყველანაირად ცდილობდა ყურადღება გადაეტანა. მონასტერში ცხოვრობდა ხუთი თვე და როდესაც მიხვდა, რომ საკუთარ თავს აპატია, მხლოდ შემდეგ დაუბრუნდა ჭავჭავაძეს.
მერე დაუბრუნდა ელენიკოს, და სიურპრიზიც დახვდა. გამობერილი მუცელი და მომავალი, ულევი ბედნიერება....



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან ძალიაან რმოციური ისტორია იყოს ♥️
რაღაც მონაკვეთში ამეტირა კიდეც ♥️
ძალიან მეწყინა ეკეს სიკვდილი ♥️♥️
ჰოდა უბრალოდ ძაან კარგი იყო რა ყოჩაღ ♥️

 


№2  offline მოდერი lemongiirl

ტკბილიწიწაკა
ძალიან ძალიაან რმოციური ისტორია იყოს ♥️
რაღაც მონაკვეთში ამეტირა კიდეც ♥️
ძალიან მეწყინა ეკეს სიკვდილი ♥️♥️
ჰოდა უბრალოდ ძაან კარგი იყო რა ყოჩაღ ♥️



ძალიან დიდი მადლობა❤️
მიხარია, რომ მოგეწონა❤️❤️❤️❤️

 


№3  offline წევრი Niniko11

Dzalian kargi istoria ikoo cota sevdiani magramm mainc dzalian momewonaa

 


№4  offline მოდერი lemongiirl

Niniko11
Dzalian kargi istoria ikoo cota sevdiani magramm mainc dzalian momewonaa


მიხარია, რომ წაიკითხე და მოგეწონა❤️

 


№5  offline წევრი დელირიუმი

საყვარლობა იყო❤❤ ეკეს სიკვდილი მეწყინა ისე ძალიან კარგი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent