ზედმეტად ახლოს. 2
გასაკვირია, მაგრამ სკოლის დღეები მშვიდად მიდის. აქ თითქოს სხვა სამყაროა: ადრე სულ ხელს მკრავდნენ და დამცინოდნენ თითქმის ყოველდღე, აქ კი ყველაფერი სხვანაირადაა. ეს კი მაშინებს. დავჯექი საკუთარ მერხზე და გაკვეთილის გადამეორება დავიწყე. არ ვარ ათოსანი, მაგრამ სწავლა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. გვერდით გოგონები მედგნენ. მოკლედ, როგორც მივხვდი აქ სხვადასხვა ჯგუფებია შექმნილი და ისინი ვინც არცერთში არ შედის, თითქოს არც კი არსებობს. ასეთი რამ კი მაწყობს. ნეტავ ყველგან ასე იყოს, ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდებოდა ჩემთვის. თუმცა ერთი პრობლემა მაინცაა: აღმოჩნდა რომ ახლებს აქ დიდი ინტერესით უყურებენ, ყველას უნდა გაცნობა და გაგება თუ როგორი ადამიანი ვარ. მგონი ჩემი საქციელი არასწორად გაიგეს. პირველ დღეს მართლა ვცდილობდი მოვქცეულიყავი, როგორც ნორმალური ადამიანი, მაგრამ მეორე დღეს ვეღარ გავძელი, როდესაც კიდევ ერთი ბიჭი დამიჯდა გვერდით და დაიწყო მისი დაკითხვა, ავდექი და უბრალოდ კლასიდან გავიქეცი. ამის შემდეგ უმეტესობა სიფრთხილით მექცევა. აქ უცნაური ხალხია. დავხურე რვეული და კლასს გადავხედე. საშინელი ხმაურია. საკლასო ოთახში შემოვიდა რამდენიმე მოსწავლე, როგორც მივხვდი , ეს ის მოსწავლეებია, რომლებიც პოპულარულებად ითვლებიან სკოლაში, მათთან მეგობრობა ან უბრალოდ ის რომ მათ იცნობ უკვე გწევს დონეზე, რომელსაც მე "განსაკუთრებულს" ვეძახი. შავთმიანი გოგონა დგება დაფასთან და ყველას ყურადღებას იპყრობს: -შეიძლება ერთი წუთით სიჩუმე? როგორც კი საუბარი დაასრულა ყველა გაჩუმდა. გოგონამ კმაყოფილად გაიღიმა და გააგრძელა: - როგორც გახსოვთ, ხვალ 17 წლის ვხდები. ვფიქრობ რომ 17 წლიდან იწყება ახალი ცხოვრება და უკვე ვერ თვლი საკუთარ თავს ბავშვად. ამასთან დაკავშირებით, მინდა დაგპატიჟოთ ყველა, ჩემს წვეულებაზე ამ შაბათს - საკლასო ოთახი ბედნიერი და მხიარული შეძახილებით გაივსო, ეს ნიშანია იმის რომ ისინი კმაყოფილები არიან ახალი ამბით. გოგონამ ხელი ასწია, კვლავ დადგა სიჩუმე. - და რადგან ვთვლი ამ დაბადების დღეს განსაკუთრებულს, ეს იქნება პირველი წვეულება ბასეინთან. შეძახილებს, ტაშიც დაემატა. რა ჯანდაბაა? ფანჯრისკენ გავიხედე. ალბათ მისაღებია მათთვის ეს ყველაფერი. -ჰეი , ახალო. ისევ? შევბრუნდი. შავთმიანი, ჩემს მერხთან შეჩერდა, რამაც ოდნავ ამანერვიულა. გოგონამ გაიღიმა: -შენც დაპატიჟებული ხარ. -რა? - ვერ გავიგე, ამიტომაც ვიკითხე, მეგონა რომ მას რამე აერია. - დაპატიჟებული ხარ. ეს დაგეხმარება ახლოს გაიცნო ყველა, მეგობრებსაც იპოვი - მან აიღო ფანქარი და ჩემს რვეულში მისი მისამართი დამიწერა - იმედია მოხვალ, მხიარულობა იქნება. - მან გააგრძელა თავისი გზა. რამდენიმე წამი გაკვირვებული მივაშტერდი მის ზურგს, მინდოდა წინააღმდეგობა გამეწია,მაგრამ გოგონა უკვე მისი მეგობრების წრეში იყო. მისი სახელიც კი არ ვიცი. ამ დროს ოთახში რამდენიმე ბიჭი შემოვიდა. მათ შორის დირექტორის შვილი ვიცანი. უცნაურია, მაგრამ იმ დღის შემდეგ, ის არც მინახავს. შავთმიანი გოგო უფრო აქტიური გახდა: - ჰეი, ბიჭებო. დიდი ხანია არ გამოჩენილხართ. ერთერთი მათგანი მიესალმა მას , მაგრამ რაღაც უსიამოვნოდ. დილანი კლასის ბოლოსკენ წავიდა და დაჯდა იმ მერხზე, რომელიც შავთმიანი გოგოს გვერდით იყო. გოგონა შებრუნდა მისკენ: -დილან, წვეულება მაქვს შაბათს და თქვენ ყველა დაპატიჟებული ხართ. მოულოდნელად ყველა გაჩუმდა. თავიც კი ავწიე, უბრალოდ ჩემთვის გაუგებარია, მათი რეაქცია. დილანთან ერთად შემოსული კიდევ სამი ბიჭი იყო, რომლებიც გარსს მოეხვივნენ დილანის მერხს. მან კი გაიღიმა. ძალიან საყვარლად გაიღიმა. - ნუ? მოხვალთ? - კიდევ ერთხელ შეეკითხა გოგონა. - ყველა დაპატიჟებული ვართ , არა? - ჩაიცინა ბიჭმა, რომელიც სხვებზე უფრო მაღალი და ტანადი იყო. - ჰო. დილანმა რვეული ამოიტანა: - არ შემიძლია უარი ვუთხრა ასეთ საყვარელ მანდილოსანს - ის კვლავ იღიმის, თუმცა მისი ღიმილი სხვანაირია, უფრო ხელოვნური, თითქოს გოგოს დასცინის. გოგონა წავიდა თავის ადგილას: - არ დაგავიწყდეს, შენ ხომ შემპირდი. კლასში ჩურჩული დაიწყო. ყველამ უცნაურად დაიწყო მოქცევა, თითქოს შემოსული ბიჭების ეშინოდათ. იქნებ ღირს რომ მეც ვუფრთხოდე მათ? მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მადარდებს. მზერა რვეულს მივაპყრე და ათასჯერ გადავიკითხე მისამართი. წავიდე თუ არა? საქმე იმაშია რომ მინდა ვიყო როგოც ყველა, მინდა ვიყო ნორმალური, მაგრამ გამომივა? ღირს თუ არა საერთოდ ცდა? მაგრამ იქნებ ეს ნიშანია? ის თუ როგორ მექცევიან აქ, იქნებ ეს ნიშნავს იმას რომ უნდა დავიწყო ნორმალურად ცხოვრება? შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვა. ბოლოს და ბოლოს 16 წლის ვარ და მინდა რომ ჩემი ახალგაზრდობა იყოს ფერადი, მინდა რომ მქონდეს რამე გასახსენებლად. "მე უნდა ვცადო" შემდეგი რამდენიმე დღე ჩვეულებრივ გავიდა. არავინ არაფერს არ მეკითხებოდა. გაისმა ზარის ხმა, რაც იმის მიმანიშნებელი იყო რომ ძლივს დასრულდა ბოლო გაკვეთილი. დავიწყე ჩალაგება. ხვალ შაბათია, ჩემს გადაწყვეტილებაში კი დარწმუნებული ჯერაც არ ვარ. ამასობაში, ჩემს მერხთან პუტკუნა გოგო მოვიდა, მაგრამ ეს არ ხდიდა მას ნაკლებად მიმზიდველს. პირიქით, ის ძალიან ნაზი იყო და ბიჭებში პოპულარობითაც სარგებლობდა. ასევე მეგობრულიცაა. -მეი! - ხმამაღლა, ღიმილით მომმართა. ავწიე თავი. ეს კარგია, მაგრამ დიდი ხანი თვალებში ყურება მაინც არ შემიძლია. - ხვალ მოდიხარ ჰო? რატომ აინტერესებს ეს მას? - მისმინე, მინდოდა დაქალთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ ავად გახდა, შემოდგომაა როგორც ასეთი. ნუ მოკლედ , ვიფიქრე რომ ჯერ კარგად მაინც არავისთან არ მეგობრობ, ამიტომ რატომ არ წავსულიყავით ერთად? თან ერთმანეთს უკეთაც გავიცნობდით. ცოტახნით შევჩერდი. ჯანდაბა, რას აკეთებ, პირდაპირ მეგობრობას გთავაზობენ და ხმასაც ვერ იღებ. მეგობრობა? მყავდა ერთ დროს მეგობრები... - ჰეი - გოგონა ოდნავ დაიხარა, მე კი გონზე მოვედი: -მე, მე ჯერ კიდევ არ ვარ დარწმუნებული! არვიცი წავალ თუ არა. -კარგი რა, უბრალოდ მორცხვობ! აი ნახავ, მაგარი იქნება. ყოველწლიურად მეგანის წვეულებები უკეთესი ხდება. მეგანი, აი თურმე რა ჰქვია მას. - თანაც ერთად ვიქნებით . თავი დავხარე. წყნარად. იფიქრე. რა ფიქრი ამას უნდა? დათანხმდი. არა. ვინმე რომ შემეხოს? სხეული გამიშეშდა. გოგონა ჩემს პასუხს ელოდა. ჯობდა დაენებებინა თავი უკვე , დაეძახებინა ავადმყოფი და წასულიყო. -შენ მოიფიქრე - გოგონა წავიდა მის მერხთან, ნივთების ჩასალაგებლად. უცებ წამოვხტი ადგილიდან. ალბათ შემეშინდა ვინმესთან დამეგობრების შანსის ხელიდან გაშვების. -მ-მე მოვდივარ, წამოვალ შენთან ერთად. გოგონა შემობრუნდა ისევ ღიმილიანი სახით: -მაგარია, ჩემს ნომერს მოგცემ, შენ კი შენი მითხარი. - მომისმინე. -ჰმ? - გოგონამ შემომხედა დიდი თვალებით. სიცხე ვიგრძენი: - საერთოდ რა გქვია? *** სახლში შევედი, კარი მოვხურე. სიჩუმეა. როგორც ჩანს ჯერ არავინ არ მოსულა. კიბით ზედა სართულზე ავედი. მიუხედავად იმისა რომ დღეს თბილი ამინდი იყო , სახლში ციოდა. გავჩერდი. მიმოვიხედე. სიჩუმეა. ასეთი მომენტი უკვე იყო ოდესღაც. ჩანთა მტვრიან იატაკზე დავდე და ნელა სახლის მარცხენა მხარეს წავედი. *** -დე - პატარა გოგონამ სახლში შეირბინა - მე მოვედი - მან მიმოიხედა. სიჩუმე იყო. გოგონა ნელა დაიძრა დერეფნისკენ. *** მახსოვს, მაშინ ექვსი წლის ვიყავი. მას შემდეგ გახდნენ , ჩემი მშობლები ასეთები. ვცდილობდი ფრთხილად სიარულს მაგრამ სიმძიმის გამო იატაკი მაინც გამოსცემდა ხმას. *** -დედა - ბავშვი კაბინეტისკენ წავიდა. მას ესმოდა ჩუმი ხმები, რომლებიც გამოდიოდა ოთახიდან. გოგონა შეჩერდა კარებთან. *** ვიცოდი , რაც მელოდა, მაგრამ მაინც არ ვჩერდებოდი. კარი ჩაკეტილი არ არის. *** ბავშვმა შეაღო კარები და შეიხედა ოთახში. *** კარი ბოლომდე გავაღე. ღია ფანჯრიდან ქარი პირდაპირ სახეში მომხვდა. დედაჩემი კვლავ იმ კაცთანაა. და კვლავ კაბინეტში. ქალმა წაიკივლა და დაიწყო ჩხუბი, თან იცვამდა მისი პარტნიორის პერანგს. კაცი მოულოდნელობისგან, დაეცა მაგიდის ქვეშ. მაგრამ მე წამში ვიცანი ის. ისევ ის იყო - დედაჩემის გულუხვი უფროსი, ის ვისზეც მუშაობს ორივე ჩემი მშობელი. გონს მოვედი მაშინ როცა დედა უკვე ახლოს იყო და ძალის გამოყენებით მაგდებდა კაბინეტიდან. - ლაწირაკო! რამდენის უფლებას აძლევ შენს თავს?! - მან აწია ხელი - არ გაბედო ოთახიდან გამოსვლა , თორემ არ ვიცი რას გიზამ. -ის ისეთი მსუქანია და ისეთი ცუდი სუნი აქვს - მე უკვე აღარ ვარ ის პატარა ბავშვი, - ვხედავ შენი შესაფერისი საყვარელი გიპოვნია. მოსალოდნელი იყო ის რაც ამ სიტყვებს მოჰყვა. ქალმა სახეში დამარტყა. ვგრძნობდი, როგორ დაიწყო მისმა კბილებმა კანკალი სიბრაზისგან. -წადი შენს ოთახში და არ გნახო გამოსული. ჩემი გული ძალიან სწრაფად ცემდა. პირველად ვგრძნობ ასეთ ადრენალინს. პირველად მოვიქეცი ასე. ვგრძნობ როგორ ვივსები ძალით. *** ვფიქრობ სწორედ დედაჩემის მიერ ჩემზე ხელის აწევამ გადამაწყვეტია , ის , რასაც ჩემი ნებით და საღ მდგომარეობაში არასდროს არ გავაკეთებდი. სწორედ ასე ვფიქრობდი და ვხსნიდი მაშინ ჩემს გადაწყვეტილებას, სანამ ნელა ჩამოვდიოდი დიდი კიბიდან. რვა საათია. დღეს შაბათია. და დიახ, ვაპირებ წავიდე წვეულებაზე. არვიცი რისი უფრო მეტად მეშინია: იმის რომ შეიძლება მშობლებმა დამიჭირონ თუ იმის რომ ყველა ეს მოქმედება, ჩემში შინაგან დისკომფორტს იწვევს. მე ჩემს წინააღმდეგ მივდივარ. როგორც იქნა ავღმოვჩნდი ქვედა სართულზე და კარებისკენ წავედი. გარეთ დაბნელებულია, რაც მანერვიულებს. არასდროს არ დამიტოვებია სახლი საღამოობით. ხელი მოვკიდე სახელურს და რამდენიმე წამი შევჩერდი. უკან მოვიხედე ბნელ მისაღებ ოთახში. სიჩუმეა. გული გიჟივით მიცემს. ამდენი წლის განმავლობაში, პირველად ჩავდივარ ისეთ რამეს , რაც არ შეეფერება , ჩემს ყოველდღიურ საქციელს. ძალიან მიჭირს გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ უეცარმა კარის გაღების ხმამ გამომაფხიზლა. სასწრაფოდ გავაღე შემოსასვლელი კარი, გარეთ გავედი და ჩუმად მივხურე. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა მომესმა. ჩავიკუნცხე. საფეხურების ხმა. " დედა ქვევით ჩამოდის" მივხვდი მე. ფეხები ამიკანკალდა, რის გამოც განძრევას ვერ ვახერხებ. თავბრუ დამეხვა , თითქოს , რაღაც ძლიერ ჩამარტყეს თავში. როდესაც ქუსლების ხმა უკვე კარგად მესმოდა, მივხდვი რომ სადმე უნდა დავმალულიყავი. ბუჩქები? სწრაფად გადავინაცვლე ბუჩქებისკენ. კარი კი გაიღო, დედა გამოვიდა და მანქანისკენ წავიდა. გულმა მხოლოდ მაშინ დაიწყო დამშვიდება, როცა მანქანა ამუშავდა და შესახვევში მიიმალა. მაგრამ მალევე პანიკის მეორე ტალღამ შემიპყრო. გარეთ ვარ , სიბნელეში. ვცდილობ კონცენტრაცია მოვახდინო ხის ფოთლებზე. -ერთი, ორი... სამი... ხუთი... - დავხუჭე თვალები, სუნთქვა ნორმას დაუბრუნდა. გული წყნარად მიცემს. "მე ეს უნდა გავაკეთო. უნდა შევეცადო ისე ცხოვრებას, როგორც ნორმალური ახალგაზრდა. " - ამ აზრით ავდექი და წავედი ჭიშკართან. ჩვენი უბნის ტერიტორიის დატოვების შემდეგ ვიგრძენი რომ მოვხვდი რეალურ სამყაროში. ცოტახანში მივუახლოვდი სახლს,რომლისგანაც ხმამაღალი მუსიკა ისმოდა. ამან ცოტა შემაშინა. მხოლოდ ახლა დავფიქრდი იმაზე რომ აქ ძალიან ბევრი ხალხი და ხმაური იქნება. მაგრამ იმასაც ვხვდები რომ უკან დახევა არ შემიძლია. ფართო ქუჩაზე გამოვედი: წინ იდგა დიდი სახლი, ჭიშკართან ხალხი იდგა. ჩემი სკოლის მოსწავლეები არიან? ჩემამდე მოდის საუბრის და სიცილის ხმა. ასევე წყლის ხმა. ბასეინი? -ჰეი. გავშეშდი. ჩემს გვერდით მოდიოდნენ ბიჭები, სწორედ ერთერთმა მათგანმა დამიძახა მე. მინდოდა ყველაფერი დამეტოვებინა და გავქცეულიყავი, მაგრამ იგივე ხმა მომესმა: - აქ რას აკეთებ, ლამაზო? მიდი სახლში შედი, იქ უფრო მხიარულობაა. - ბიჭებმა გაიცინეს და გზა გააგრძელეს. სახლს შევხედე. საიდან გაჩნდა გამბედაობა? სწრაფად, მაგრამ თავდაუჯერებლად წავედი სახლისკენ. ხალხმა , რომელებიც იქვე იდგნენ სწრაფად მაგრამ შესაფასებლად შემათვალიერეს. თავი დავხარე. გოგონები ჩაცმულნი იყვნენ ღია და ტანზე მოყვანილი ტანსაცმლით,რომელიც არაფერს არ ფარავდა. მე კი მუქი ჯინსი, თეთრი მაისური და ლურჯი ჰუდი მეცვა. თმაზე არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, ამიტომ უბრალოდ ავიწიე. სავარაუდოდ, აქვე ვიდგებოდი და ასე გავაგრძელებდი არაფრის კეთებას, თუ კვლავ არ დამიძახებდნენ. - მეი! - ეს ხმა ვიცოდი. ჩემკენ პუტკუნამ მოირბინა, რომელსაც მოკლე კაბა ეცვა. მას, როგორც გავიგე ლილი ჰქვია, მაგრამ მეგობრები მხოლოდ ლის ეძახიან. - ესეიგი მაინც მოსვლა გადაწყვიტე არა? და რატომ არ გამაფრთხილე? - გოგონა გასწორდა მხრებში და მისი ფართო თვალებით მომაშტერდა. მასთან ერთად რამდენიმე ახალგზარდაც მოვიდა, რომლებსაც მე არ ვიცნობ. ლიმ ხელი ჩაიქნია: -არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მოხვედი. ესენი კი ჩემი მეგობრები არიან. - გოგონა მოიწია ჩემკენ და ჩურჩულით მითხრა - არ არის აუცილებელი მათი სახელების ცოდნა , რადგან სიმართლე გითხრა , მეც კი არ ვიცი - მან საყვარლად გაიცინა და შეუბრუნდა თავის "მეგობრებს", - მოდით გავერთოთ, ჩემო ძვირფასებო. რა საჭირო იყო "ჩემო ძვირფასებო"? ლილი ეზოს შუაგულისკენ წავიდა, გზად რამდენიმე ადამიანს მიესალმა. ისინიც ღიმილიანად მიესალმენ მას მაგრამ როგორც კი ლიმ გზა გააგრძელა ჩურჩული დაიწყეს მასზე. საერთოდ რას ვაკეთებ აქ? უკანა ეზოში გავედით. აქ ხალხი უფრო ბევრი იყო. მაშინვე საპირისპირო მხარეს ვიწეოდი თუ ვინმე ჩემთან ახლოს მოდიოდა. მაგრამ ვცდილობდი ეს შეუმჩნევლად გამეკეთებინა, რადგან უცნაური არ გამოვჩენილიყავი. ბასეინი უზარმაზარი იყო, მუსიკა კი ხმამაღალი. ძალიან ხმამაღალი. ლი და მისი "მეგობრები" მინი ბართან ცეკვავდნენ. მე მათ გვერდით ვიდექი. ფუნთუშა ჩემსკენ მოიწია. სუნით უკვე მივხვდი რომ მან დალია. როდის მოასწრო? - მეი, მოდი იცეკვე, თორემ დგახარ ხესავით. ბიჭები ასე არ შემოგხედავენ, თუ ხვდები , რასაც ვგულისხმობ, - მან ხმამაღლა გაიცინა და გააგრძელა ცეკვა. ცოტა არ იყოს მერიდება რომ ყველა მისი "მეგობარი" ბიჭია. ლი ცეკვავდა , ისინი კი მას უყურებდნენ. ბასეინში უკვე მთვრალი ახალგაზრდები ცურავდნენ. ყველა მღეროდა სიმღერებს და მთვრალი გოგონები ბარის მაგიდაზე ნელნელა იხდიდნენ და ისე ცეკვავდნენ. ყველა იცინოდა და რაღაცეებს ყვიროდნენ. ჩემთვის კი ეს ყველაფერი უცხო და გაუგებარი იყო. რათქმაუნდა მიხაროდა რომ ჩემს თანატოლებთან ერთად ვიყავი, უბრალოდ არ მესმოდა რა არის კარგი იმაში რომ დათვრე და გაშიშვლებული ცეკვა დაიწყო. როგორც იქნა, დავინახე იუბილარი. მეგი ცეკვავდა ბევრ ხალხში. ის ყველაზე თვალის მომჭრელად გამოიყურებოდა. ბიჭები , მასთან მისვლას ვერ ბედავდნენ. მეგი თვითონ მიდიოდა მათთან. გოგონა "განსაკუთრებული ჩიტია" გარემოს თვალიერების დროს სახეზე ხალებით სავსე ბიჭიც შევამჩნიე. ის, მის ჯგუფთან ერთად ჭიშკარზე გადმოძვრა. ხალხმა, რომლებიც მათ ირგვლივ იდგნენ, თანდათან უკან დახევა და ბიჭებზე გზის დათმობა დაიწყეს. ესენიც განსაკუთრებულები არიან? მეგმა შეამჩნია მოსული და როგორც ჩანს სასურველი სტუმრები. ის სწრაფად მივიდა ბიჭებთან: - იმისათვის რომ ჩემს სახლში აღმოჩნდეთ, გამოგონებული იქნა კარები. - გოგონამ დააჯილდოვა ისინი ულამაზესი ღიმილით - თუ ისეთები, როგორიც თქვენ, არ ეძებენ ადვილ გზებს? - მან მზერა დილანზე შეაჩერა. ბიჭმა ჩაიცინა და ტუჩები აილოკა. როგორც ჩანს ძალიან გავერთე მათი ყურებით , რადგან , როდესაც გვერდით გავიხედე , არც ლი და არც მისი "მეგობრები" არ ჩანდნენ. პანიკაში ჩავვარდი. თავის ირგვლივ ტრიალი დავიწყე. სად უნდა წასულიყვნენ? დავმშვიდდი, როდესაც ორჯერ ღრმად ჩავისუნთქე. მაღლა , აივანზე უნდა ავიდე. იქიდან მოვძებნი. თან იქ ბევრი ხალხი არაა. გავიქეცი სახლისკენ. ავედი მეორე სართულზე. აქ იყო ბევრი ოთახი და გრძელი დერეფანი. შევედი ერთ ერთ ოთახში, ვფიქრობ სტუმრების ოთახი იყო. იატაკზე საცვლები ეყარა, აბაზანის კარი კი ღია იყო. მუსიკა ხმამაღალი იყო თუმცა მაინც მესმოდა იქიდან გამომავალი ხმები. არ მინდა ვიფიქრო თუ რა ხდება იქ. გამოვედი დიდ აივანზე და დავიწყე ლის ძებნა. სად უნდა წასულიყო? ჩემი მზერა შეჩერდა მაღალ ბიჭზე, რომელიც შეშფოთებული უყურებდა ალკოჰოლის ბოთლს, რომელიც ხელში ეჭირა. მის კუნთებიან მეგობარს, დაცინვა დაუწყეს, მან კი ისინი ბასეინში მოისროლა. ჩავიცინე. ასე ადვილად? დილანმა და მისმა ჯგუფმა სიცილი დაიწყეს. აივნის მოაჯირს დავეყრდენი. დირექტორის შვილმა, სასაცილოდ ცეკვა დაიწყო, რის გამოც მისმა მეგობრებმა ხარხარი განაგრძეს. მეგიც მათთან ერთად იყო. მაგრამ აქ სხვანაირად იყო ყველაფერი. დილანი და მისი მეგობრები, როგორც ჩანს არ თვლიდნენ გოგონას "განსაკუთრებულად". მივხვდი, რომ ბიჭისთვის დიდი ხანია თვალი არ მომიცილებია. დილანის ერთერთმა მეგობარმა მხარზე ჰკრა მას ხელი და რაღაც უთხრა. გავშეშდი. ორივემ თვალები აწიეს და მე შემომხედეს. იმ დონემდე დავიბენი რომ უბრალოდ პირი გავაღე. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა , ასეთ მომენტში. ასეთი რამ პირველად შემემთხვა. ბიჭებმა ერთმანეთს შეხედეს, შემდეგ კვლავ ჩემსკენ გამოიხედეს და სიცილი დაიწყეს. ისინი მე დამცინიან. გული დამწყდა, მაგრამ დილანისთის თვალი არ მომიცილებია. თაფლისფერი. მას თაფლისფერი თვალები აქვს. არ ვიცი რის გამო , მაგრამ ვიგრძენი, რომ ღიმილი დავიწყე. ამ დროს დილანმა სიცილი შეწყვიტა, მისი მეგობრისგან განსხვავებით. საყვარელი ღიმილით მოაჯირს მოვშორდი. უცნაურია, მაგრამ აი ასე მინდოდა რომ გავმქრალიყავი. ასეთი რამ ფილმში მაქვს ნანახი. შევედი ოთახში თან აივნის კარი დავხურე. უკვე არც ვხედავდი დილანს , მაგრამ მაინც ვაგრძელებდი ღიმილს. სულელურია. როგორი სულელურია ეს ყველაფერი. - ოჰ, ვხედავ უკვე რიგი დგას ჩემს გამო - ვიგრძენი, რომ ვიღაცის მძიმე ხელი დამეცა მხარზე. ამ დროს თვალებში დამიბნელდა. სხეულმა კანკალი დაიწყო, თავბრუ დამეხვა ჰაერის უკმარისობის გამო. სუნთქვა ამერია. ალკოჰოლის და ნიკოტინის სუნმა ღებინების გრძნობა გამიჩინა. რაც ძალა და ღონე მქონდა დავიყვირე და ხელი ვკარი მთვრალ ბიჭს. ის დაბარბაცდა და იატაკზე დაეცა. მე კი სასწრაფოდ გავეცალა იქაურობას. გონებაში მხოლოდ ერთი აზრი მქონდა " მე უნდა დავიმალო. ჩემს ოთახში უნდა ვიყო. აი სად ვიქნები უსაფრთხოდ". სწრაფად ავღმოვჩნდი ქვევით და გასასვლელისკენ გავიქეცი. ირგვლივ ხალხს ხელს ვკრავდი, რათა გზა გამენთავისუფლებინა. მე მათ ვეხებოდი. მათი ხარხარი და ყვირილი ხელს მიშლიდნენ. როგორც იქნა გარეთ გამოვედი და სახლისკენ გავიქეცი. სიბნელე იყო და ცუდად ვარჩევდი ქუჩებს , მაგრამ ასეთ სიტუაციებში ავტომატურად ვმოქმედებ. ნაცნობი ეზო გამოჩნდა. შევირბინე სახლში. ამ დროის განმავლობაში მეგონა რომ მომსდევდნენ. ყურში ხმაური დგას. დავეცი მუხლებზე და ხელებით ყურების დაფარვა დავიწყე. სუნთქვა, გულის ცემა - ყველაფერი თითქოს ჭკუიდან შეიშალა. ხელებით ცივ იატაკს დავეყრდენი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. სასოწარკვეთილი ხმა გამოვეცი. მარტო ვარ დიდ სახლში. ვიჯექი და ვტიროდი. როგორი სისულელეა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.