შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი III)


7-01-2019, 00:06
ავტორი Dr.writer
ნანახია 7 217

კიდევ დიდხან დავრჩებოდით,რომ არა ჩემი მზერა,რომელიც ქეთიმ დაიჭირა და თქვა,რომ წასვლის დრო იყო...მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად მივხვდი,რომ ანიმ და თამომ ძალიან კარგად გაუგეს ვაჩეს და უტას.....როგორც იქნა გამოვედით გარეთ....პირველად ვიგრძენი როგორი სასიამოვნო ყოფილა შემოდგომის სუსხიანი საღამო.....ტაქსი გამაჩერეთ და სახლში წავედით...როცა კარი გავაღე და სახლში შევედი მაშინვე კითხვები დამაყრეს...მაგრამ მოკლედ მოვუჭერი -არანაირი კითხვები დღევანდელ დღეზე,არანაირი კითხვები ვიღაცა მათეზე და საერთოდ აღარ გამახსენოთ დღევანდელი დღე...
-აუ რას გოიმობ ამხელა გოგო და რა სოფლელივით იქცევი?-გაღიზიანდა ანი-უბრალოდ გიყურებდა რა იყო,რა პანიკებს იმართავ?
-ანი შემეშვი რა....არ მჭირდება არც მაგისი შემოხედვა და არც არაფერი....და საერთოდ არ მინდა ამაზე ლაპარაკი და თუ სიმართლე გინდათ არ დამევასა და უკვე შემზიზღდა კიდეც ეგ ტიპი....ვსიო ეს თემა დახურულია კითხვები და კომენტარები აღარ მიიღება.....წავედი მე ხვალე უნივერსიტეტში ვარ წასასვლელი.....
ოთაში შევედი და დასაძინებლად მოვემზადე...მაღვიძარა დავაყენე...მაგრამ მაინც ისე ვიყავი გაბრაზებული და მეც არ ვიცოდი რატომ რომ ვერ დავიძინე....ფიქრქებმა ისევ იქ წამიღო....ვფიქრობდი საიდან მეცნობოდა ასე ძლიან და ნერვები მეშლებოდა რომ ვერ ვიხსენებდი...არ მახსოვს,როდის ჩამეძინა....დილით მაღვიძარას გულისწამღებმა ხმამ გამაღვიძა,,ავდექი მოვემზადე და სამზარეულოში გავედი....გოგოები უჩვეულოდ კარგ ხასიათზე იყვნენ ასე ადრე ადგომის მიუხედავად....
-რა ხდება ხალხო რა კარგ ხასიათზე ხართ?
-აბა ყველა შენსავით უჟმური კი არ არის....შენგან განსხვავებით ჩვენ გუშინდელი დღით ძალიან ვისიამოვნეთ და გამეორებაზეც არ ვიტყოდით უარს...
-თუ ისევ იგივე თემას უნდა დაუბრუნდეთ მე წავედი..
-მოიცა,მოიცა მაგარი ამბავი გვაქვს...
-ნუ ცდილობთ ჩემს დაინტრიგებას...
-რა დაინტრიგებას გოგო...იცი თამოს ვინ მიწერა და ვინ უნდა ნახოს დღეს ?-მეკითხება ქეთი
-ვინ ?-ინტერესით სავსე მზერას ვახვედრებ თამოს
-უტამ...აი გუშინ რო გაინცო მაგან ....ნიკას ძმაკაცი ...
-რა?მართლა?.აიი ეს მესმის ....ვაა საღოლ ძმაო რა....ისე გემოვნება კი ქონია....
-როდის უნდა მოეშვა მასხარაობას ნეტა ვიცოდე რა...-თავს აქნევს თამო
-მე გავიქეცი ეხლა მეჩქარება და რო მოვალ იცოდე პატაკს ჩამაბარებ...ხო გასაგებია შენთვის....-სამივეს ვაკოცე და უნივერსიტეტში წავედი...მაგრამ მე ხომ ყველაზე უიღბლო ადამიანი ვარ მთელს მსოფლიოში,როცა მეჩქარება მთელი ქვეყანა ჩემს წინააღმდეგააა....ლიფტი ისევ გაფუჭებულია,ავტობუსმა დაიგვიანა,საცობში მოვყევი და ლექიაზეც დამაგვიანდა,,,,და ყველაზე მთავარი უნივერსიტეტის დარაჟი კაკო მაინცდამაინც იმ დღეს იყო ცუდ ხასიათზე და არ შემიშვა დაგვიანებით....ასე რომ ვზივარ უნივერსიტეტის ეზოში ,შემოდგომის ამ მშენიერ დილას და ვფიქრობდი რა უბედური და უიღბლო ადამიანი ვარ...ფიქრებიდან ტელეფონის ხმამ გამომიყვანა...უცხო ნომერი იყო................
-ალო..-სერიოზულიო ტონით დავიწყე ლაპარაკი
-ალო ნანა მინდოდა...
-დიახ,რომელი ხართ?
-ნანა,ნიკა ვარ ქეთის შეყვარებული..როგორ ხარ?
-აა..მადლობა ნიკა,შენ როგორ ხარ ?
-კარგად..მოკლედ შენი დახმარება მჭირდება...გოგოებმა მითხრეს,რომ ქეთის ყველაზე კარგად შენ იცობ...
-გისმენ,რითაც შემეძლება დაგეხმარები...
-მოკლედ დაბადების დღეზე მინდა რომ ცოლობა ვთხოვო და რაღაცა ისეთი მინდა რა დასამახსოვრებელი და ისეთი ძაან ბანალურიც რო არ იყოს....
-რაა ? მართლა?ნიკა უკვე გადაწყვეტილი გაქვს ?ხო იცი ეს სერიოზული ნაბიჯია არა ....
-კი,ნანა გადაწყვეტილი მაქვს...მოკლედ მითხარი,რომელზე გეცლება დღეს შევხვდეთ სადმე და დავილაპარაკოთ...
-დღეს სამზე ვამთავრებ ლექციებს და მერე მცალია..
-კაი მისამართი მომწერე შენი უნივერსიტეტის და მე თუ ვერ მოვახერხე ჩემი მეგობარი გამოგივლის და კაფეში ვილაპარაკოთ...
-კაი,...შეხვედრმადე..
-შეხვედრამდე და მადლობა დიდი
-კაი რა არის აქ სამადლობელი..მადლობა მერე ყველაფერი კარგად რო დამთავრდება...
-კაი მიდი და გნახავ.....-ტელეფონი გათიშა და მხოლოდ ახლა მივხვდი რას ვაკეთებდი....გვიან დავფიქრდი იმაზე,რა შეიძლება მომხდარიყო ქეთის რომ უარი ეთქვა.....მაგარმ ისევ ზარის ხმამ გამომიყვანა ფიქრებიდან ამჯერად უნივერისტეტის ზარმა....ლექციებმა ჩვეულებრივად ჩაიარა,სიმართლე რომ ვთქვა სულ ნიკას ნათქვამზე ვფიქრობდი....როცა ლექციები დამთავრდა ნიკამ დამირეკა...
-ნანა მე ვერ მოვახერხე და ჩემმა მეგობარმა გამოიარა უნივერსიტეტთან გელოდება...
-კარგი ნიკა,მეც ეხლახანს დავამთავრე ლექციები....-გარეთ გამოვედი და მანქანებს ვათვალიერებდი....და სწორედ ამ დროს ვინატრე,რომ დავბრავებულიყავიო და ეს არ დამენახა....მათე...მანქანას მიყუდებული სიგარეტს აბოლებდა....ჩემი სახხის დანახვისას მიხვდა რასაც ვფქირობდი და ჩემსკენ წამოვიდა...
-რა პატარაა თბილის არა ?
-კი ძალიან!-გაღიზიანებულმა მივუგე
-დაჯექი წავიდეთ!
-რა ?სერიოზულად....ესეთი გულუპრყვიულო ხარ .....არც იოცნებო მე შენთან ერთად შენი მანქანით არსად არ წამოვალ....ტელეფონი მოვიმარჯვე,რომ ნიკასთვის დამერეკე,როცა მათემ მკითხა
-რატო არ გევასები ?
-სიმართლე გაინტერესებს ?
-კი,რა თქმა უნდა!
-პირველი იმიტომ,რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს..მეორე იმიტომ,რომ მაღიზიანებს შენი ირონიული სიფათი და მინდა ეგ გკბილები ჩამოგიღო და მესამე აი ესე უბრალოდ არ მევასები.....ხომ გასაგებად აგიხსენი.....
-გასაგებია,-ისევ ეს ირონიული ღიმილი-ეხლა დაჯექი წავიდეთ..
-შენ მემგონი სმენის პრობლემაც გაქვს ხო ყველაფერთან ერთად....არა მეთქი....სწორედ ამ დროს ჩემი ჯგუფელი გამოვიდა აჩი....მომიახლოვდა და მკითხა -ნანა რამე ხდება ?
-არაფერი აჩი ისეთი....ხო მართლა დღეს მანქანით ხარ?
-კი,რა ხდება?
-შეიგიძლია ერთ ადგილას წამიყვანო ?
-კაი რა კითხვა უნდა მაგას ....აბა რა ....წავედით...
-ისე რომ მათესთვის აღარც შემიხედავს აჩის მანქანისკენ ავიღე გეზი...გზაში ნიკას დავურეკე და მისამართი ვკითხე......როცა მივედი ნიკა გაკვირვებული მიყურებდა მიზეზ რა თქმა უნდა ძალიან კარგად მივხვდი...
-ნანა,მათესთან რამეპრობლემა გაქვს ?რატო არ გამოყევი ?
-აუ ნიკუშ დაიკიდე გრძელი ამბავია მერე მოგიყვები...ეხლა კი რისთვისაც აქ ვართ იმაზე ვილაპარაკოთ...
-მართალი ყოფილა რასაც შენზე ამბობენ გოგოები!
-უკაცრავად?-გაკვირვებული და ამავდროულად დაბნეული დავრჩე..
-არაფერი ისეთი დაივიწყე...
-კაი,აბა მოკლედ რა გეგმა გვაქვს ?
-აუ არ ვიცი მე ვერაფერი ვერ მოვიფიქრე თან ვნერვიულობ რაღაცნაირად....
-კაი რა განერვიულებს ყველაფერი კარგად იქნება...მოკლედ ჯერ რესტორანი უნდა შევარჩიოთ,მერ ედავგეგმოთ როგორ მივიყვანთ ქეთოს იქამდე,და რა და როგორ იქნება ,მოკლედ ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია რა ....ბარემ მე მოვიყვან ცოლს რა უბედურებაა რა...იმედია პირველ ღამესაც ჩემ იმედზე არ იქნებით....-სრული სერიოზულობით ვეუბნები ნიკას,რასაც მისი არადამიანური სიცილი და კაფეში მსხდომი ხალხის უცნაური გადალაპარაკებები მოსდევს......-რას როხროხებ ამხელა კაცი,სირცხვიალია-არადა მეც ძლივს ვიკავებდი თავს ....იმის მტკიცებაში თუ რომელი რესტორანი ჯობდა დაგვაღამდა კიდეც...
-მოკლედ რა მე ამდღეებში ამოვარჩევ რესტორანს და შეგეხმიანბი....წავიდე ეხლა სახლში თორე გამოაცხადეს ჩემზე ძებნა წითელი წირკულარით....
-კაი ჰო ...და მალე გამაგებინე რო დავჯავშნო მაგიდა 25-მდე ბევრი აღარ რჩება....და ეხლა შენი კაპრიზები არ გავიგო მე მეჩქარება ქეთი უნდა ვნახო და შენ მათე წაგიყვანს....ზედმეტი ლაპარაკი არ გავიგო...
-აუ არა რა მე თვითონ წავალ მართლა არ მინდა,...
-ხმა არ გავიგო შენი...მალე ეხლა...-სწორედ ამ დროს ვინატრე პირველად ცხოვრებაში რო მომვკვმდარიყავი და მისი მანქანით არ წავსულიყავი....დაბლა ჩავედი..ჩვეულ პოზაში იდგა და სიგარეტს ეწეოდა.



№1  offline წევრი boysi

კარგია მომწონს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent