პარანორმალური. 2
*** სამანტა ზეწოლას გრძნობს. ის ხვდება რომ ეს იდეა არაფერ კარგს არ მოუტანს. იცხოვრო ადამიანთან, რომელთანაც საერთო წარსული გაკავშირებს - არც ისე სასიამოვნოა. მაგრამ როცა ხედავს, თავის შვილს, რომელიც კვლავ იცინის რიჩარდის სულელურ ხუმრობაზე, ის ხვდება რომ შეიძლება მოთმენა. *** სწრაფად გამოვირბინე ოთახიდან. პირველივე დღეს სკოლაში დაგვიანება არ შედის ჩემს გეგმაში. დედა ემზადება სარკესთან, იკეთებს საყურეებს : -კარგად გეძინა, ძვირფასო? -მშვენივრად, მაგრამ ცოტა სიცივე იყო,- ვთქვი და გავჩერდი მის გვერდით რათა სახლის დატოვებამდე საბოლოოდ შემეხედა თუ როგორ გამოვიყურებოდი და კმაყოფილი დავრჩი. დედამ გაისწორა კოსტიუმი: - მანქანის ყიდვა კარგი იქნებოდა. სკოლაში წაგიყვანდი ხოლმე. ვიშორებ შუბლიდან თმას : - დედა, სკოლაში სასიარულოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს, შენ კი ჯერ მოეწყვე ამ სამსახურში. - ადვილი იქნება. უბრალოდ თავი უნდა გამოვიჩინო - აიღო წითელი პომადა და მისი წასმა დაიწყო. - ან უბრალოდ პირდაპირ უფროსს მიაწექი - ვიცინი და უკან ვიხევ სწრაფად როდესაც დედა ცდილობს ხუმრობით დამარტყას ერთ ადგილას. - ჰო-ჰო , წადი უკვე. ვიღიმი და კარისკენ მივდივარ. - წარმატებები! - ასწრებს ქალი თქმას სანამ საბოლოოდ დავტოვებ სახლს. გამოვდივარ ეზოდან და ვატრიალებ თავს. საშინელმა ქარმა თმები ამირია. ტყუილად დავიხვიე. ჩანთიდან ამომაქვს ფურცელი, სადაც საჭირო ავტობუსის ნომერი წერია. თავდაჯერებულად დავდივარ ქვის ფილებით დაფენილ გზაზე, რომელიც ფეხით მოსიარულეებისთვის არის განკუთვნილი. მამამ მითხრა რომ ამ უბანში თითქმის ყველა მოხუცი ცხოვრობს. არცაა გასაკვირი: სახლები ძალიან ძველია, გარეთ მოხუცი ხალხი ზის, თან დასახლება ქალაქიდან საკმაოდ შორსაა, ამიტომაც აქ სიჩუმე და სიწყნარეა. არ ისმის მანქანების მოსაბეზრებელი ხმაური. ერთით იდეალური ადგილია მამაჩემისთვის, რომელიც ვერ იტანს, როცა, მას რამე ხელს უშლის წერის დროს . როგორც იქნა გავდივარ უბნის ბოლოში და ვპოულობ ავტობუსის გაჩერებას. სულ არ მადარდებს ის რომ მხოლოდ მე ვიცდი. ვფიქრობ მხოლოდ მე ვარ აქ ახალგაზრდების წარმომადგენელი. თუმცა ის ბიჭი. შეიძლება ერთ სკოლაშიც კი ვართ. ვჩერდები და ირგვლივ ვიყურები: ვფიქრობ ავტობუსების გრაფიკი უნდა დამეზუსტებინა თუმცა არამგონია მამას სცოდნოდა. ის სახლიდან არც გამოდის, საჭმელს კი ინტერნეტით უკვეთავს. მისი სიტყვებით: "იაფია, სწრაფად მოდის და ზედმეტად სახლიდან გასვლაც არ გიწევს" - და წევს ცერა თითს ზემოთ. ვიმახსოვრებ ავტობუსის ნომერს და ვდებ ფურცელს ჩანთაში. ვდგავარ ადგილზე, ვადგამ ფეხს ფეხზე და ვიკეთებ ყურსასმენებს. დარწმუნებული იმაში რომ ირგვლივ არავინ არაა სიმღერებს ავყევი და მუსიკის რითმში მოძრაობები დავიწყე. Twenty One Pilots-ის სიმღერების დროს უმოძრაოდ ყოფნა, ჩემს ძალებს აღემატება. ვფიქრობ ჩემი მცდელობები , ავყვე რეპს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. ვაბრუნებ თავს და ვუყურებ მანქანას , რომელიც ჩვენი უბნისკენ მიდის. ვუყურებ მას , სანამ ჩემი მხედველობიდან არ ქრება ,ისევ ვატრიალებ თავს და ვხტები მოულოდნელობისგან, რადგან ჩემს გვერდით, თითქმის ერთი ნაბიჯის დაშორებით დგას გოგონა, რომელიც მიღიმის. განერვიულებული ვიხსნი ყურსასმენებს, როდესაც ის იწყებს საუბარს: - ადრე აქ არ მყავხარ ნანახი. - აჰ - ვათვალიერებ უცნობ გოგოს - გუშინ გადმოვედი ამიტომ გასაკვირი არ არის - ვაიძულებ თავს გავიღიმო. როდის მოასწრო ასე უცებ ასე ახლოს მოსვლა? არ მინახავს რომ ვინმე გზაზე გადმოსულიყო. იქნებ სხვა გზით მოდიოდა? ვაბრუნებ თავს და ვკრავ წარბებს როცა ვხედავ რომ უკან მხოლოდ ტყეა. გოგონამ გაისწორა, მისი სწორი თმები: - ამ უბნიდან ხარ? - ჰო - ვდებ ყურსასმენებს ჩანთაში, ლოყები კი მიწითლდება, როცა ვხვდები, რომ გოგო სავარაუდოდ, ჩემი პატარა კონცერტის მოწმე გახდა - შენ? - მეც. ვფიქრობ უბრალოდ სხვადასხვა ქუჩაზე ვართ - მისი ღიმილი მეგორბული ჩანს - მე პეტრა ვარ - წევს ხელს. ეჭვებქვეშ ვარ მაგრამ გოგონას ამას არ ვანახებ და ხელს ვართმევ. პეტრას ხელი ძალიან ცივია. გოგონა წევს წარბებს და დაინტერესებული მიყურებს - ოჰ, მე - ნერვიულად ვიცინი - ჩარლი ჯოსეფი. - სასიამოვნოა შენი გაცნობა - იყურება ირგვლივ -ჰოო ავტობუსი პრობლემაა ჩვენთან, ადრე უნდა გადმოხვიდე რომ მიუსწრო - იყურება ჩემსკენ - სკოლაში მიდიხარ? - კი - ვუქნევ თავს. - ამ პატარა ქალაქში მხოლოდ ერთი სკოლაა - გაბრიელ მონტეზის სკოლა. მეც იქ ვსწავლობდი. - ვფიქრობ ჩემი საქმე არაა, მაგრამ, რატომ სწავლობდი? - ვინტერესდები, რადგან ის პირველი ადამიანია,ვინც აქ გავიცანი. - მამაჩემმა გადაწყვიტა რომ კერძო "სკოლაში" მესწავლა, სადაც ათი ადამიანი თუა. მოკლედ საშინელი მოწყენილობაა. ოუ როგორც ჩანს მდიდრებიდანაა. მესმის გზაზე მომავალი ბორბლების ხმა, ცოტახანში კი ავტობუსიც ჩნდება ჰორიზონტზე. მე ვიბნევი და ვაპირებ შეკითხვას თუმცა გოგონა მასწრებს: - შენი ავტობუსია. პეტრა უკან იხევა, როდესაც ავტობუსი მოდის და კარები იღება. გოგონა მიღიმის: - დროებით. - ჰო - ვუღიმი საპასუხოდ და ავდივარ ავტობუსში, რომელიც ცარიელია და როგორც უკვე იცით სულ არაა გასაკვირი. ავტობუსის მძღოლი უცნაურად მიყურებს, როდესაც პეტრას ხელს ვუქნევ დასამშვიდობებლად. მივდივარ ავტობუსეს შუაში და ფანჯარასთან ვჯდები, საიდანაც ვუყურებ ახალ გაცნობილ გოგოს. მახარებს ის ფაქტი რომ მხოლოდ ერთი ახალგაზრდა არ ვარ აქ. ავტობუსი იწყებს მოძრაობას თუმცა სწრაფადვე აჭერს ტორმუზს რის გამოც წინ ვვარდები და წინა სკამის ზურგს ვეყრდნობი. კარები კვლავ იღება. ვუყურებ პეტრას, რომელიც აბრუნებს თავს და ნაბიჯს უკან დგამს თუმცა ტიპი რომელიც სწრაფად მორბის მაინც ეჯახება გოგოს მხარზე. ნერვებ მოშლილი ვკრავ წარბებს, როცა გოგონა უბრალოდ ჩეჩავს მხრებს და ჯდება გაჩერების სკამზე. მზერა მძღოლისკენ გადამაქვს და მაშინათვე ვცნობ ავტობუსში ამოსულ ბიჭს. ის ხელს ართმევს მძღოლს, მის სახეზე კი ღიმილი ჩნდება. ავტობუსი დაიძრა. ბიჭი მოძრაობს სალონში , მოკლე მზერას მაპყრობს, შემდეგ ჩერდება და ჯდება ჩემსგან განსხვავებულ რიგში, წინა სკამზე. ავწიე ცალი წარბი, გონებაში უკვე ვეკამათე მას, რადგან მხარზე დაეტაკა გოგოს და ბოდიშიც არ მოუხადა. გავიკეთე ყურსასმენი, რის შემდეგაც არაჩვეულებრივ სამყაროში აღმოვჩნდი. ვერ ვიტყვი რომ დიდი ხანი დაგვჭირდა მისასვლელად: გზა თავისუფალი იყო, ტყის ყურებით კი დრო მალე გავიდა. როგორც იქნა ხეები შეიცვალა სახლებით შემდეგ კი მრავალსართულიანი შენობებით. თუ მანქანების რაოდენობით ვიმსჯელებთ, ქალაქი მართლაც არც ისეთი დიდია. ტრამვაი ერთმანეთის მიყოლებით დადიან. ვფიქრობ მათი საშუალებით გადაადგილდება ხალხი ქალაქში. თუმცა ავტობუსები ასე ხშირად არ მხვდება. რაც მანერვიულებს. ყურში ჩამესმის " Panic! at the disco - High hopes " ჩემი ხასიათის შესაფერისია. ავტობუსი ჩერდება. ვიხედები ფანჯარაში და ვხვდები რომ სახელწოდება "გაბრიელ მონტეზის სკოლა" ნამდვილად ჩემი გაჩერებაა. ვდგები ადგილიდან, მივდივარ გაღებული კარებისკენ, თუმცა ვჩერდები, როცა ჩემს წინ უცებ გადის ბიჭი, რომელიც შავ ქუდს ისწორებს თავზე. გამოვდივარ, ხელებს ქურთუკის ჯიბეში ვიწყობ. საინტერესოა, ეს ტიპი პრინციპულად არ ამჩნევს არავის? ჩანთს მხარზე ვიკიდებ, ვიყურები ირგვლივ: "ნაცრისფერი" ამინდის გამო ქალაქი პირქუში, უფერული და უსიცოცხლოა. სწორედ ამიტომ არ მიყვარს შემოდგომა. პირდაპირ ასეთივე "მოსაწყენი" შენობა დგას, წითელი აგურისგან. სკოლა. ნამდვილად სკოლაა. ნელნელა ჩემი თავდაჯერებულობა ქრება როცა უამრავ ადამიანს ვხედავ, რომლებიც ჭიშკრის კარებთან დგანან. როგორღაც ვაგრძელებ სიარულს თუმცა სურვილი მიჩნდება ჰუდით მთლიანად დავიფარო სახე, მაგრამ ჩემი ფლეილისტი უკვე მერამდენედ არჩენს სიტუაციას, რადგან იწყება " TØP - Tear in my heart " ხშირად ვრთავ ამ სიმღერას, რათა ხასიათი ავიმაღლო , ისე მიხარია მისი მოსმენა თითქოს ტაილერს ჩემთვის მოეძღვნა ის. სიარული ისევ თავდაჯერებული ხდება, თან გონებაში ვმღერი სიმღერის ტექსტს , ვერც კი ვამჩნევ როგორ ვიწყებ ღიმილს, როცა ვიჭერ გამლელების მზერას. *** ქალი ცხვირწინ წუწუნებდა და ეძებდა აბაზანაში წყალბადის ზეჟანგს (პერეკისს). ცუდი აზრი იყო წასვლამდე საჭმლის მომზადება. - ჯანდაბა - ერთი ხელის თითს ონკანში დებს, მეორე ხელით კი თაროებში იქექება. როგორც იქნა პოულობს წამლების კოლოფს. იღებს ბამბას და ასველებს მას წამლით. იდებს თითზე და იყურება სარკეში, ამოწმებს მაკიაჟს. ის დღეს არაჩვეულებრივად უნდა გამოიყურებოდეს. იატაკის ჭრაჭუნის ხმა. სამანტა გაკვირვებული რჩება , როდესაც თვალების ბოლოებით ამჩნევს შვილს, რომელმაც სწრაფად გაიარა აბაზანა. - ჩარლი? - ქალი კრავს წარბებს - ავტობუსი არ მოვიდა? თუ არა , მოდი ტაქსი გამოვიძახოთ და ერთად წავიდეთ. პასუხი არ ისმის. - მომეჩვენა? ზოგჯერ ადამიანები თვალის ბოლოებით რაღაც მოძრაობებს ამჩნევენ, მაგრამ ეს არაფერია გარდა ჩრდილების თამაშისა. ქალის მზერა შტერდება სარკეზე, რომელიც დერეფნის ბოლოს კიდია. სამანტა ხედავს საკუთარ თავს თუმცა რაღაც აიძულებს სიცივეს გაირბინოს ქალის ზურგზე. თუმცა , ზოგიერთები ამტკიცებენ რომ სწორედ თვალის ბოლოებით შეიძლება იმის დანახვა ვინც ჩრდილებს ეთამაშება. *** შიგნით შენობა უფრო მიმზიდველი მომეჩვენა: ღია ყავისფერი კედლები და ასეთივე ნათელი იატაკი. ორივე მხარეს, ერთმანეთის პირისპირ რკინის კარადებია განლაგებული, თითოეულს კი თავისი რიგის ნომერი აკრავს. მახსოვს ნომერი 47, რომელიც დედამ ახსენა, ვფიქრობ დირექტორმა უთხრა რომ ეს ჩემი კარადის ნომერია. მისი მოძებნა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს მაგრამ იქამდე მიღწევა ამდენი ხალხის შემხედვარე უკვე ადვილი საქმე არ არის. თან ახალი ვარ, ამიტომ არ მინდა ვინმეს სწერვა და გაუზრდელი ვეგონო,რომელიც გზიდან იშორებს ხალხს. ვხედავ ნომერ 47-ს და ვუმატებ სისწრაფეს. ვუყურებ დიდ , მრგვალ საათს, რომელიც კიდია კედელზე, სხვათაშორის, აქ ყოველ ნაბიჯზე საათებია და ყველა ხმას გამოსცემს, რომელიც ქმნის საშინელ ხმაურს. ასე გაგიჟებაც კი შეიძლება. ვუახლოვდები კარადას, ვაღებ მას და ვიხედები ირგვლივ: ერთი შეხედვით აქ ნორმალური ხალხია, მეგობრული ღიმილი აქვს ყველას, მაგრამ რაიცი სინამდვილეში,რა ხდება? ყველა სკოლაში მოიძებნება საკუთარი სწერვა, სპორტული გუნდის კაპიტანი,რომელიც ყველას უნდა, ათოსანი ქალიშვილი და ყველას მიერ გაღმერთებული "მისს" სკოლა. ამიტომ ვფიქრობ ყველაფერი წინაა. ვდებ ყურსასმენს ჯიბეში, მაგრამ ქურთუკის გახდა არ მინდა. აქაც საკმაოდ სიგრილეა, ამიტომაც საკმარისია მხოლოდ ელვის გახსნა. - ახალი ხარ, არა? - მწვრილმა ხმამ მაიძულა გამეცინა, რადგან ძალიან უცნაურად ჟღერდა. ჩემს გვერდით დგას მაღალი გოგო შავი თმებით, რომლის ბოლოებიც წითელ ფრად არის შეღებილი. სკოლის წესების დამრღვეველი? ნუ, რატომაც არა? - ანა მქვია - მან მეგობრულად გამიღიმა და გამეცნო. - ჩარლი - ვპასუხობ , ჩაფიქრებული - როგორ მიხვდი , რომ ახალი ვარ? - დავიწყე ჩანთიდან წიგნების ამოღება, რათა კარადის თაროზე დამეწყო. - პატარა ქალაქია, ამიტომაც ფაქტობრივად ყველა ყველას იცნობს - ამიხსნა - დახმარება ხომ არ გჭირდება? ბევრი ახალი იბნევა სკოლის დერეფნებში, სანამ საჭირო კაბინეტს ეძებენ. გავიღიმე - მადლობა, ძალიან კარგი იქნებოდა - ვისწორებ გაშლილ თმებს - მე მეთორმეტეში ვარ. - ჰეი, ერთ კლასში ვართ - მისი ღიმილი გაფართოვდა, თვალები კი გაუბრწყინდა. -მართლა? - არვიცი კარგია ეს თუ ცუდი. -აჰა - მიქნევს თავს - მხოლოდ ერთი გამოსაშვები კლასი გვყავს. არცისე ბევრი აგრძელებს აქ სწავლას, - მან დახურა ჩემი და თვისი კარადის კარები და გულმკერდზე მიიკრა რვეული - წავიდეთ? მივდივარ, მის უკან: - და რატომ მიდიან სკოლიდან? - აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება ნორმალურად, ყველას კი უფრო მეტის მიღწევა უნდა. ანა ძალიან სწრაფად დადის , ამიტომაც მიწევს მის ტემპთან გათანაბრება. კაბინეტამდე მთელი გზა გოგო ლაპარაკობდა, იმაზე თუ როგორ უნდა მოვექცე თითოეულ მასწავლებელს. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს რინგზე ბრძოლისთვის მამზადებდა. - და თვითონ შენ სად ცხოვრობ ? - დაინტერესდა ანა. - ახლახანს გადმოვედი, ამიტომ აზრზე არ ვარ. გოგონა იცინის: - ნუ ღელავ ნორმალურია, - ანელებს სვლას, იყურება პირდაპირ - ისევ. მივყვები მის მზერას , რათა გავიგო რამ მიიპყრო მისი ყურადღება: სამი ბიჭი, რომელთაგანაც ერთი ჰალკს გავდა მისი სხეულის მოყვანილობით, კედელთან იდგნენ და რაღაცას ლაპარაკობდნენ. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა სანამ მე და ანა უფრო ახლოს არ მივედით. სწორედ მაშინ ვიცანი ის ტიპი სათვალით და შავი ქუდით, რომელიც იდგა კედელთან და ტელეფონში იყურებოდა. ბიჭები იცინოდნენ და რაღაც მანიშნებდა რომ არა სათვალიან ბიჭთან ერთად არამედ მასზე. უსიამოვნო სიმძიმე მეუფლება გულში. თითქოს ძველი ფილმის ნაწილს ვუყურებ. ნაწილი რაღაც გამოცდილისა. მოგონებები. ერთ ერთმა ბიჭმა , ჩემს მეზობელს ხელზე დაარტყა, რის გამოც , მისი ტელეფონი იატაკზე დაეცა. ვჩერდები, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მექაჩება ანა კაბინეტისკენ. მეორე ბიჭმა მოაძრო მას ქუდი და ასევე დააგდო ის იატაკზე. ბიჭი სათვალეებით ქვევით იყურებოდა, მაგრამ მისი მზერით შემეძლო გამეგო რომ, ყველაფერს, რაც ხდებოდა მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ჩანს რომ მისთვის სულ ერთია, ამიტომ ის იხრება, რადგან აიღოს მისი ნივთები, თუმცა ბიჭმა, რომელიც ჰალკს მივამსგავსე მაისურით დაიჭირა ის და აიძულა გასწორება. - წავიდეთ, წავიდეთ - ანამ შემიყვანა საკლასო ოთახში, სადაც უკვე დაიწყო დაგროვება ხალხმა. არ მინახავს გაგრძელება, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ სათვალეებიან ბიჭს მოხვდა. აი გამოჩნდა დაკუნთული მჩაგვრელი და სუსტი გიკი. ბანალურია. ანა მქაჩავს მისკენ. როგორც იქნა დავბრუნდი რეალობაში და მივხვდი რომ ბევრი უცნობი თვალები ჩემზეა მოპყრობილი. - აქ დავჯდეთ - გოგო მანიშნებს მერხზე , რომელიც ფანჯარასთანაა, მეც წინააღმდეგობას არ ვუწევ, ვჯდები და ისიც გვერდით მიჯდება. ვერ ვიკავებ თავს და ინტერესით ვეკითხები. - რა სცენა იყო გამართული დერეფანში? მან ჩაიქნია ხელი სახის წინ: - არ იფიქრო ამაზე. მიეჩვევი. - ჩვეულებრივი მოვლენაა? - ა-ჰა - წელავს სიტყვას. კაბინეტში ის სამი ბიჭი შემოვიდა. ჩემს ინტერესს საზღვარი არ აქვს: - ვინ არიან ისინი? -ისინი? - ანა იკვნეტს ფრჩხილს - რომელიც წინ დგას ის მაქსია, დანარჩენების ცოდნა კი არაა სავალდებულო. ვიკავებ სიცილს, რის გამოც ახალი მეგობარი იბნევა: - რაშია საქმე? თავს ვაქნევ, ვიღიმი როგორც სულელი: -მაქსი? ჩემს ძაღლს ერქვა ასე. ვხედავ რომ ანაც ცდილობს ტუჩების დაკუმვას , რათა ღიმილი არ გამოუჩნდეს სახეზე, რადგან მაქსი და მისი მონები, აწი ასე დავუძახებ მათ, გვერდით გვივლიდნენ. ჩემი სურვილის გარეშე მივაშტერდი ბიჭს. არა, ეს არ იყო მის მიმართ სიმპატიით გამოწვეული მზერა. საქმე იმაშია რომ მას კვადრატის ფორმის ყბა აქვს. ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს თუ პირს გააღებს ქვედა ყბა მოძვრება და იატაკს ჩაანგრევს. შემაშინებლად გამოიყურება და საერთოდ არ უხდება, მის გოგოსავით ლამაზ სახეს. - ქალბატონებო - სწორედ ამ მაქსმა დაგვიქნია თავი მე და ანას. - ანა, ახალი მოსწავლე გვყავს? ოუ თმა როგორ უბრწყინავს. ზედმეტი კონდიციონერია. ანა შეშინებული ჩანდა, როცა საუბარი დაიწყო: - ჰ-ჰო - მისი ხელოვნური ღიმილი მიუთითებს იმაზე, რომ ის ნერვიულობს - ეს... - მე თვითონაც მაქვს ენა - ვაწყვეტინებ და ანას მზერით ვხვდები რომ ის მადლობელია. ვწევ თავს: - მე ჩარლი ვარ. ბიჭი უცნაურად წევს წარბებს: -სასიამოვნოა გაცნობა. მაქსი. კვლავ ვიკავებ სიცილს და თავს ვუქნევ : - ძ-ძალიან სასიამოვნოა , მაქს. ანამ ჩაიცინა და ტუჩები აილოკა. - რა არის სასაცილო? - ბიჭმა მიუგო მას, რის გამოც გოგომ თავის ქნევა დაიწყო: - არაფერი. - კარგი - მაქსმა გამიღიმა - კიდევ ერთხელ, სასიამოვნო იყო გაცნობა. მაქსმა და მონებმა გზა გააგრძელეს. ანამ თვალის ბოლოებით გააცილა ისინი, რის შემდეგაც მხარზე ნელა მკრა ხელი: - გადავრჩით. ვკრავ წარბებს, გაბრაზებული: - ვინ არის საერთოდ? - ბევრია ასახსნელი, მაგრამ ჯობს არ გახდე მისი მეგობარი - ჩურჩულებს, როცა სათვალეებიანი ბიჭი ისწორებს ქუდს და შემოდის კლასში - და მტერი. სურათი გასაგები ხდება. - ჯობს მასთან ნეიტრალურ ურთიერთობაში იყო - ამთავრებს ანა, როცა კარებში მასწავლებელი ჩნდება. მზერით ვაცილებ ბიჭს სათვალეებით. - რა ჰქვია მას? ანა წევს თვალებს: - ეს დილანია. - და რა გაუკეთა მან , ჩვენს ძაღლუკას? გოგო დიდი ხანი მიყურებს მერე კი ხვდება: - ჩუმად იყავი შენი ზედმეტ სახელებით. - შენც შეგირჩევ - ვიღიმი, როცა ანა ჩუმად იცინის. - ოქეი - აქნევს თავს და აგრძელებს - სიმართლე რომ გითხრა აზრზე არ ვარ. ეს დილანი ორი წლის წინ გადმოვიდა ჩვენს სკოლაში. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო - მხრები აიჩეჩა გოგონამ - ნუ როგორ ნორმალურად: ის საერთოდ არავისთან არ ლაპარაკობდა, როგორც ახლა, ზის ყოველთვის მის ტელეფონში თავჩარგული და როცა ვინმე მასთან საუბარს იწყებს,ის ადამიანი დაღუპულია. დილანი ქედმაღალი კრეტინია, ამიტომაც სულ არ მეცოდება ის. ვფიქრობ ის ენაგლა მაქსს, ამიტომაც მეორე წელია მოსვენება არ აქვს. - ქედმაღალი კრეტინი - ვიმეორებ ანას სიტყვებს - ჰო ვფიქრობ ის სწორედ ასეთია. დღეს ჩემს ნაცნობს დაეჯახა და ბოდიშიც არ მოუხადა. - ეს კიდევ არაფერია, საშინელება იწყება მაშინ, როცა პირს გააღებს და ლაპარაკს დაიწყებს. გარწმუნებ - ამტკიცებს და შლის რვეულს, როდესაც მასწავლებელი გაკვეთილს დაწყებულად აცხადებს. ავიღე კალამი და პირთან მივიტანე, თავი შევაბრუნე ჩემი მეზობლისკენ, რომელსაც დილანი ჰქვია. ბიჭი დაჯდა კედელთან, ფეხები იქით-აქეთ გაწია და ტელეფონში ყურება გააგრძელა. ვფიქრობ "სათვალიან-კრეტინს" დავუძახებ. არცისე ცუდად ჟღერს. სხვათაშორის პირველი დღე სკოლაში, რომელიც ნესტითაა სავსე, მშვენივრად მიდის: ანა მიყვებოდა ყველაზე, ვისაც რამე სტატუსი აქვს ამ სკოლაში. ის სერიოზული სახით მიყვებოდა , მე კი ყველასთვის ზედმეტ სახელს ვიგონებდი, რის გამოც ახალი გაცნობილი გოგო , მხარზე ხელს მკრავდა , თუმცა თვითონაც იცინოდა. მაგრამ ცოტა დამძაბა იმ ფაქტმა, რომ ყველა უშნოდ უყურებს გოგოს. სიმართლე რომ გითხრათ, სანამ დერეფნებში დავდიოდით, არავინ არ მიესალმა მას. როგორც ჩანს ბევრი მეგობარი არ ჰყავს. თუ საერთოდ არ ჰყავს? დღის ბოლოს ისე დავიღალე რომ ერთადერთი ჩემი სურვილი იყო სახით დაცემა საწოლზე, რომელსაც ალბათ ისევე ძალიან ვენატრები , როგორც მე ის. მაგრამ როცა ოთახში შევედი აღმოვაჩინე მამაჩემი, რომელიც ფანჯარაში იხედებოდა. მან ვერ შემამჩნია, რადგან რაღაცით დაინტერესებული იყო. - ჰეი - ვაგრძნობინე ჩემი აქ ყოფნა. კაცი შეუმჩნევლად წამოხტა, შემობრუნდა და გამიღიმა: - როგორ ჩაიარა პირველმა დღემ? - აქ რას აკეთებ? - ვაიგნორებ მის შეკითხვას, ვაგდებ ჩანთას საწოლზე. მამა წევს წარბებს: -ვიღაც ხასიათზე არაა? ვჯდები სკამზე და ხელს ვისვამ დაღლილ სახეზე. - ყველაფერი ასე ცუდადაა? - მამა ჯდება საწოლის კიდეში და შეწუხებული მიყურებს. ჩავიცინე: - დავიღალე. სანამ წახვალ, სანამ მოხვალ - ვიფხან ლოყას - შენ მე მელოდებოდი? -ჰო. საუბარი მინდოდა შენთან. სრულიად შემთხვევით ვიხედები ფანჯრისკენ და ვხედავ რომ "სათვალიანი-კრეტინიც" ახლა შემოვიდა ოთახში. დილანმა სწრაფად მოიხსნა ქუდი და დააგდო ის იატაკზე. წყნარად მივიდა მაგიდასთან და ჩართო კომპიუტერი. გიკი - სათვალეებიანი - მუდო - ქედმაღალი - მჩაგვრელი. მშვენიერია. მთლიანი კომპლექტია. ვდგები, მამის მზერას ვიჭერ. მივდივარ ფანჯარასთან, ყურადღებით ვუყურებ მეზობელს, რომელიც შებრუნდა მისი კარადისკენ და ღია მაისურის გახდა დაიწყო. ოუ. ვხურავ ფანჯარას ფარდით და ვაბრუნებ თავს: - რასთან დაკავშირებით გინდოდა საუბარი? - არ ვარ საუბრის ხასიათზე, მაგრამ მამის გაგდება არ მინდა. სანამ მამა აზრებს აწყობდა, ოდნავ გავწიე ფარდა და დილანის ყურება დავიწყე. დაე დავიწვა ჯოჯოხეთში ამ ცოდვის გამო. ზურგით ბიჭი არცისე ცუდად გამოიყურება. ისიც მეჩვენება, რომ მისი ხელები ოდნავ დაკუნთულიცაა. მაგრამ მგონი მართლა მეჩვენება. - ჩარლი, შენ ხომ პატარა აღარ ხარ და გესმის რომ ადამიანებს , რომლებიც განშორებულნი არიან არ შეუძლიათ ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრება და ჩვენ... მთლიანად ვხურავ ფარდას და ვბრუნდები კაცისკენ. ვკუმავ ტუჩებს, ვიწყებ ფრჩხილებით მაგიდის ზედაპირზე თამაშს: - დაღლილი ვარ - თავს ვუქნევ კარისკენ და ხელით მივუთითებ მასზე - დაღლილი. ამიტომ - ენა მებნევა - წადი, ხვალ ვილაპარაკოთ. კაცი გაგებით მიქნევს თავს, იწმენდს ხელის გულებს და დგება: -ვიცი რომ შენთვის ეს თემა... - მამა, გთხოვ - ვუწევ ხმას. მე და მამა ერთმანეთს ვუყურებთ არცისე დიდი ხნით, რის შემდეგადაც კაცი კვლავ მიქნევს თავს: - კარგი დავტოვოთ ეს ხვალისთვის - ნერვიულობს - კარგი - ძლივს იღიმის, მიდის კარისკენ. - დაიძინე ძვირფასო, დაღლილი ხარ - იმეორებს ჩავარდნილი ხმით - დაისვენე - აღებს კარებს. - არ გეწყინოს - ვთხოვ. მამა აქნევს თავს: - ყველაფერი რიგზეა, ვიცი რომ პრობლემები გქონდა ამ... სწრაფად მივდივარ მასთან , ვაიძულებ მალე დატოვოს ოთახი ,ვკეტავ კარებს და მშვიდად ვისუნთქავ. არ მინდა ამაზე საუბარი. ჩემითაც ყველაფერი კარგად მესმის, უბრალოდ... შიგნით კვლავ ცხოვრობს ის პატარა გოგონა, რომელიც იმედოვნებს, რომ მისი მშობლები ისევ ერთად იქნებიან. რომ მისი ოჯახი კვლავ გახდება სრულფასოვანი. დედა და შვილი - ოჯახი არაა. ვსწორდები და ვიწმენდ გაოფლიანებულ შუბლს. როდის მერე ცხელა აქ ასე? ვბრუნდები, მივდივარ საწოლთან ნელი ნაბიჯებით. ასე არ უნდა იყოს. თავის ტკივილი მაიძულებს უფრო ძლიერად მოვიჭირო ხელები შუბლზე. - ჯანდაბა - ვიკვნეტ ქვედა ტუჩს. ვჩერდები. ჩემი მზერა ფანჯარაზე შეჩერდა. ფანჯარაზე, რომელსაც არ ეფარება ფარდა, რაც ღამის მკრთალ სინათლეს ოთახში შემოსვლის საშუალებას აძლევს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.