შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დუდუ დადიანი (სრულად)


9-01-2019, 03:09
ავტორი Mmariami)
ნანახია 13 884

*
"არსებობს შემდგარი ადამიანის ფენომენი და დუდუ იყო ასეთი".-ლევან დადიანი.

*
ყველაფერი დუდუთი დაიწყო და დუდუთივე დამთავრდა.
ლევანი სულ ამბობდა - შემდგარი ადამიანების ფენომენიაო.
ასეც იყო.
ყოველთვის სადღაც ეჩქარებოდა, ყოველთვის სადღაც აგვიანებდა, ცდილობდა ყველაფერი მოესწრო, მოესწრო იქამდე სანამ სპორტის დეპარტამენტის კიბეზე სისხლისგან დაცლილს არ იპოვიდნენ.

*
მაშინ 90-იანებში, სადაც მაკა ასათიანი ყველაზე ლამაზი ქალი იყო.
სადაც დუდუ დადიანი ყველას აგიჟებდა.
სადაც დუდუს ისტორიის შეცვლა შეეძლო.
ის ბნელი დღეები, ხანდახან მარტივიც იყო.

*
მარტივი იყო დადიანების ცხოვრებაც, მაშინ როცა კატია დადიანს, ანუ დუდუს ბებიას ყველაფერი ჰქონდა, ჰქონდა ნაირ-ნაირი სამკაულები, კაბები და ჰყავდა უამრავი ცხენები.
მაკას - კაბების ამბები აინტერესებდა.
დუდუს - ცხენების.
მარტივი დადიანების ცხოვრება მანამდე იყო სანამ კატია დადიანი მის მეუღლესთან ერთად ყველაფერს წააგებდა.
დუდუს მამას ოჯახში ერთი მარტივი წესი ჰქონდა - არავითარი კარტის თამაში, იკრძალებოდა დომინოც და სხვა დანარჩენიც.
არადა კატია ყველაფერს მარტივად უყურებდა, პენსიის აღებისთანავე ბავშვებს კარტს ეთამაშებოდა, თანაც ფულზე, მთავარი იყო მამას არ გაეგო.
მამამ გაიგო, გაიგო და მაშინ პირველად ეჩხუბა დუდუს - მის ფავორიტ შვილს, თანაც დედის წინაშე.
კატიამ ტრადიცია არც მერე დაარღვია და დუდუსთან თამაშს ისევ აგრძელებდა, ამჯერად უფრო ფრთხილად.

თამაში დუდუსაც უყვარდა, მაგრამ აზარტული მოთამაშე არასდროს ყოფილა.
თემოსთან “აჭარაში” ჯდომაც უყვარდა და ხანდხან ერთი ორი რულეტკაც.

*
და
სულ სულ თავიდან.
გეგას დახვრეტის მერე ათწლეულები გავიდა.
დრო გადიოდა და მაინც
ბნელი 90-იანები უფრო ბნელი ხდებოდა.
რთული იყო ყველაფერი.
სუნთქვაც კი რთული იყო, უფრო სწორად, სუნთქვა ყველაზე რთული იყო.

*
ნათელა მაჭავარიანი დუდუს მამას გაყვა ცოლად.
დუდუსან მეგობრობდა, მეგობრობდა ლევანთანაც და მეგობრობდა მაკასთანაც.

*
სახლიდან გასვლისას გეგასავით იქცეოდა, ერთი განსხვავებით, ყოველთვის კოცნიდა ნათელას.
სულ შავი მანტო ეცვა და გაცრეცილი ჯინსები.



*
-ქემელს ეწევი ? -სიგარეტის პაჩკას დახედა კოკა ყიფიანმა.
-სხვა რამეს მთავაზობ? -ნაპასი დაარტყა დუდუ დადიანმა.
-მარლბოროს ჩემო დავით. -თვალი ჩაუკრა.
-ეგრე რო მეძახი მე მე არ ვარ. -თვალები გაადაატრიალა.
-თამაში გაქვს დღეს?
-კი, წამოხვალთ?
-ჰო, საქმე მაინც არ გვაქვს.
-ძალიან კარგი, ვატუნაც წავიყვანოთ. -თვალი ჩაუკრა დადიანმა.
-დუდუ -თემა გადაუტანა და კიდევ ერთი ღერი ამოიღო. ხმა დაეძაბა და ძალიან, ძალიან ხმადაბლა კითხა.
-მაკაც იქნება?
პასუხი არ გაუცია, უბრალოდ გაეღიმა, ისიც ძალიან მკრთალად და შეუმჩნევლად.

*
-ისეთი სამ ქულიანი ჩააგდე, დედა უტირე ყველას. -ოვაციებში იყო ვატო.
-დუდუ, მაკა გელოდება გარეთ. -თვალი ჩაუკრა კოკამ.
ისევ მკრთალად გაეღიმა, დაღლილობაც გადაუარა. თეთრი მაისური რომელსაც უკან დადიანი ეწერა წამში გამოიცვალა, საყვარელი სუნამო დაისხა, ბიჭებს გაუღიმა და გასასვლელისკენ წავიდა.
-დუდუ! -ლევანის ხმაზე ნაბიჯები გაეყინა.
-მთლად ფიროსმანობა არ გამოვა, მაგრამ ესეც წავა რა. - ვარდების თაიგული სიცილით გაუწოდა.
-ძმებთა შორის უძმესი ხარ ლევანჩო! -თმები აუჩეჩა დუდუმ.

*
მაკას დანახვისას ჟრუანტელმა დაუარა, პულსი დაუვარდა და გულის აჩქარებული ცემაც იგრძნო.
უყვარდა ყველაფრის გამო.
უყვარდა იმაზე მეტად ვიდრე შეიძლებოდა ვინმეს ვინმე ყვარებოდა.
უყვარდა მთელი გრძნობით, მთელი ემოციით.
უყვარდა თავიდან - ბოლომდე.
უყვარდა და მზად იყო მის გამო ყველაფერი გაეკეთებინა.

-მაკუნაა. -გაუღიმა. მის დანახვაზე კი არა, მისი სახელის გაგონებაზეც ყოველთვის ასე ემართებოდა.
ეღიმებოდა, ეღიმებოდა შეუმჩნევლად, ტუჩის კუთხეში ძალიან, ძალიან მკრთალად და მთელი გრძნობით.
ეს იყო ღიმილი რომელშიც ყველაფერს ატევდა.
სიყვარულს, მონატრებას, ბედნიერებას, სინანულს, ყველა’ფერს.
ეს იყო ღიმილი რომელიც მხოლოდ მაკას ეკუთვნოდა.
-რა ლამაზი ხარ. - მხარზე ხელი ნაზად ჩამოუსვა და მისი სურნელი შეისუნთქა.
-ნახე რა მაქვს. -ყვავილების თაიგული დაანახა.
-დუდუ -ქუჩაში ნაზი და მშვიდი ხმა გაისმა, ხმა რომელიც აგიჟებდა და ხმა რომელსაც უყვარდა.
-რა ლამაზია.
-შენსავით. -ისევ გაუღიმა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-მგონი ძალიან გარომანტიკოსდი.
-სიყვარულის ბრალია.
მაკას გაწითლებულ ლოყებზე გაეცინა და ხელი გადახვია.
-ვატოსთან ავიდეთ კაი?
-კაი.

*
-ვატუნა ჩვეენ ვართ. - კარები დაკაკუნების გარეშე შეაღო, მაკას ქურთუკი გამოართვა და იქვე, შესასვლელში დაკიდა.
-ოთახში ვართ.
ოთახში პირველი მაკა შევიდა, რამდენადაც ნაზი და მშვიდი იყო სხვებთან, იმდენად მხიარული იყო მათთან.
-მაკუნა. -კოკამ იმხელაზე შეყვირა თვითონვე გაეცინა.
-კოტიკო -სიცილით გადაეხვია მაკა.
-მაგ სახელს ერთი შენ გპატიობ და მეორე იმ მამაოს კონსტანტინე რომ დამარქვა.
-კოფე გინდა? -საუბარში ჩაერია ირაკლი ლორთქიფანიძე.
-მინდა.
-მერე არ იცი სამზარეულო საითაა? - წარბი აუწია ვატომ.

ყავისთვის ფინჯნები გადმოიღო, იქვე დადებულ ჟურნალს ათვალიერებდა და წყლის ადუღებას ელოდებიდა. პირველ გვერდზე დუდუ დადიანის მიერ მოგებულ თამაშზე წერდნენ.
-მგონი ყველა ფოტოში ძალიან სიმპატიური ვარ. -გვერდით დაუდგა დუდუ.
-რა ნარცისიზმია ბატონო დავით. -გაუღიმა.
-ჩამიგდე ოქროსავით ბიჭი ხელში,რა გენაღვლება.
-აუ დუდუ კარგი რა. -მაკას სიცილი მთელ ოთახში ისმოდა.
-ხო, ხო კარგი რა და ოცნებობს ხალხი ჩემნაირ ორ მეტრიან ბიჭებზე, შენ კიდე ვერ მაფასებ! -მხრებში გაიმართა და სიცილის შესაკავებლად ტუჩზე იკბინა.
-შენ თუ ორ მეტრიანი ხარ, არც მე ვარ ნაკლები! -სკამიდან წამოხტა და გვერდით ამოუდგა.
-შენ ყველაზე კარგი ხარ. -წამის მეასედში ხელი შემოხვია და ძალიან, ნაზად აკოცა.
-გადმოვა დუდუ ყავა. -თავის დახსნა სცადა მაკამ, დუდუმაც აღარ შეუშალა ხელი და ოთახიდან კმაყოფილი ღიმილით გავიდა.

*
პირველად თამაშზე ნახა, სულ სულ პირველად.
იმ ასაკში იყო თამაშის მეტი არაფერი რომ არ აინტერესებდა.
მაშინ მაკა ქმართან ერთად იყო.
იმდენად ლამაზი იყო, იმდენად განსხვავებული და მშვიდი, პირველ რიგში მჯდარის დანახვა არ გასჭირვებია.
მეორედ 2 წლის მერე.
მაშინ მარტო იყო.
უფრო გალამაზებული.
თვალები სევდიანი ქონდა, მზერა ცარიელი.
იჯდა და უყურებდა თამაშსს.
მაშინ, უკვე მაკას ქმართან დაშორების ამბავი ყველამ იცოდა, დუდუმაც
და
იცოდა ისიც, რომ აუცილებლად გაიცნობდა მას.
აუცილებლად.
თამაში მორჩა თუ არა უკან გაყვა.
მაკა მშვიდი და გრაციოზული ნაბიჯებით მიდიოდა.
დუდუს ‘დადიანი’ს მაისური ეცვა, თან კმაყოფილი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
მანქანასთან მივიდა თუ არა სიგარეტს მოუკიდა, არც დუდუ დაფიქრდა, გვერდით სწრაფად ამოუდგა და გაუღიმა.
-შემაშინე. - ცარიელი იყო მაკას ხმა.
-მომაწევინებ?
-მეგონა სპორტსმენები არ ეწეოდით. - სიგარეტის კოლოფი გაუწოდა.
-ხდება ხოლმე.
აღარაფერი უპასუხა.
-დუდუ. -ხელი გაუწოდა.
-ვიცი ვინც ხარ.
-ჰო,მეც.
ისევ დუმილი.
-ყავას დალევ ჩემთან ერთად?
-ასეთ ფორმაში? - ღიმილი შეეპარა ხმაში მაკას და შორტებსა და სპორტულ ფეხსაცმელში გამოწყობილი ჩაათვალიერა.
-ანუ თამაშიდან ახალ გამოსულის მაგივრად, პიჯაკში გამოწყობილი რომ ვიყო, ჩემთან ერთად ყავას დალევდი?
-ეგ რა შუაშია... -დაიბნა. -დაღლილი ხარ უბრალოდ.
-მაშინ ხვალ?! -მკრთალად გაუღიმა დუდუმ.
-ხვალ.
-აბაშიძეზე 8-ზე.

*
-მომწონს აქაურობა. -გარემოს თვალი მოავლო მაკამ.
-ჰო მყუდროა. -ყავა მოსვა დუდუმ.
-დუდუ. -სიცილი აუტყდა მაკას და როგორც კი დუდუს გაკვირვებულ მზერას შეეჩეეხა მაშინვე გვერდით მაგიდაზე ანიშნა.
-ღმერთო ჩემო! -სიცილში აყვა დუდუც.
მაგიდიდან მშვიდად წამოდგა და იმ მაგიდასთან მივიდა სადაც წეღან მაკამ ანიშნა.
-ჩანხარ კოტიკ. -გაზეთი ხელით ჩამოაწევინა და შავ რეიბანებზე თითი მიურტყა.
-აუუ კარგი რა. -საწყლად ჩაიბურდღუნა კოკამ.
-აქ რას აკეთებ? - დუდუს ხარხარმა ყველას ყურადღება მიიქცია.
-გზვერავ. -სრული სერიოზულობით უპასუხა კოკამ.
დუდუმ სიცილი შეწყვიტა, მერე დაეჭვებულმა შეხედა და იმდენ ხანს იცინა სანამ არ ჩაიკეცა.
-ეეეე. -ხელი აიქნია კოკამ და ცრემლებამდე მისულ მაკას გვერდით მიუჯდა.
მაკასთან დუდუს გამოჩენამდეც მეგობრობდა, ამიტომაც ზვერავდა მათ პაემანს.
-შენ მაინც უთხარი მაკუნ რო პაემანზე მარტო გამოშვება არ შეიძლება! -გაბუტული ბავშვივით დაბრიცა ტუჩები კოკამ.
-და ამიტომაც ჯაშუშივით გაზეთ აფარებული თუ დაჯდებოდი გეგონა ვერ გიცნობდით ხო?! -სიცილისგან წამოსულ ცრემლებს იწმენდდა მაკა.
-არაფრის ღირსები არ ხართ! -ხელი აიქნია კოკამ და მიმტანს დაუძახა.
-ბონდ, ჯეიმს ბონდ! - ხელით იარაღი გაუკეთა დუდუმ, საკონტროლო გასროლაც მოახდინა და კოკას კიდევ ერთხელ დასცინა.
-ჯეიმსს, წასვლას აღარ აპირებ ხო?
-არა. - კიდევ ერთხელ დაუბღვირა კოკამ.
-მიხდება? - კოკას რეიბანები მაკამ გაიკეთა და გაზეთი ხელში დაიჭირა.
-მე გჯობივარ! -გაზეთი ხელიდან ააცალა კოკამ.

***
-დუდუ, რას მივაწეროთ შენი სტუმრობა ამ დილაადრიანად?! -კარებშივე გადაეხვია ნათელა დუდუს.
-რავი ნათელაჩკა, სახლშია მამა?
-კი ძინავს, შემოდი, გავაღვიძებ. -ქურთუკი გამოართვა შვილობილს.
-დავითს ვახლავარ დავითს! -ოთახიდან გამოვიდა უფროსი დადიანი. -ესე უნდა დავიწყება?
-ვერ მოვიცალე მა, თამაშები მქონდა.
-რას შვები აბა? რამ შეგაწუხა ამ დილით?
-მანქანა მათხოვე რა მა. - გაეკრიჭა დუდუ.
-ოხ ბატონო დავით, როგორ გეტყვით უარს, შემოსასვლელშია გასაღები! -გრაციოზულად გაუცინა შვილს.
-ჯიგარი ხარ მამა! -ფეხზე წამოდგა დუდუ და გასასვლელისკენ გავარდა.
-არ შეჭამ? - კარებთან დაეწია ნათელას ხმა.
-არაა, გასასვლელი ვარ.
სწრაფად შეირბინა ოთახში, ჯერ მამას აკოცა მერე გამზრდელ დედას და ისევე სწრაფად გაუჩინარდა, როგორც მოვიდა.
-გადარეული.
კმაყოფილი ღიმილით გადახედა ფანჯრიდან ნათელამ.

*
-მაკაა.
დადიანის ყვირილი ისმოდა ვაკეში.
-გადაირიე?
ფანჯრიდან გადმოხედა მაკამ.
-ჩამოდი.
-5 წუთში.
თვალი ჩაუკრა და ოთახში შევარდა.
5 წუთის მაგივრად ნახევარ საათს ელოდა.
-ძალიან პუნქტუალური ხარ! -მანქანის კარი გაუღო დადიანმა.
-ზუსტადაც! სად მივდივართ?
-მცხეთაში. -კმაყოფილმა გაუღიმა და მანქანა დაქოქა.
-დუდუ არ ფიქრობ, რომ სალაპარაკო გვაქვს? -ძველი თემა გაიხსენა მაკამ.
-ვფიქრობ, მაგრამ ჯერ არა. გინდა მანქანის ტარება გასწავლო? -თემა შეუცვალა.
-მინდა.
ადგილი სწრაფად გაუცვალა და მანქანა ფრთხდილად დააძვრევინა ადგილიდან.
-დაივიწყე რაც მოხდა, უბრალოდ დაივიწყე. -ხელი მაკასკენ გადაწია და საჭეს მოკიდა.
-დუდუ არ შეიძლება ესე!
-ესე როგორ? -ღიმილი შეეპარა.
-არ შეიძლება ჩემ გამო ვინმესთან ჩხუბობდე! არ შეიძლება შენი ძმაკაცები მეუბნებოდნენ რომ დაგჭრეს, არ შეიძლება საავადმყოფოში იწვე და არ ვიცოდე რატომ! არ შეიძლება დუდუ! -ხმა გაუმკაცრდა მაკას.
-დაიკიდე რა, შემთხევითობა იყო, ყველაფერი უბრალოდ შემთხვევითობა იყო. -ტონი შეარბილა დადიანმა.
-შემთხვევითობა? მართლა? -ცინიზმი გაურია ხმაში და გაზის პედალს ფეხი დააჭირა.
-შემთხვევითობა არა? ანუ ყველაფერი შემთხვევითობაა! ანუ შეგიძლია იჩხუბო, ფეხებზე დამიკიდო ყველაფერი ფეხებზე დაიკიდო და მერე უბრალო შემთხვევითობას დააბრალო?!
-მაკა გააჩერე მანქანა!
-შემთხვევითობა! ეხლა რომ დავიმტვრეთ შენთვის ეგეც შემთხვევითობა იქნება?! შენთვის ხო სულ ერთია მე რას ვიფიქრებ, რა მომივა, შემთხვევითობა იქნება და მორჩა, უბრალოდ მანქანა..
სიტყვები დუდუს ღრიალმა გააწყვეტინა.
-მანქანის დედას შევე*ი, შენ არ მოგივიდეს რამე, გააჩერე თქო. -დადიანის ღრიალმა ჰაერი გაგუდა, ჯერ შეანელა, მერე საერთოდ გააჩერა.
ტირილი აუტყდა.
-მაპატიე რა. - ძლივს ამოილუღლუღა და მანქანიდან გადავიდა.
-მიყვარხარ რა.
წვმისგან დასველებული თმები გადაუწია დადიანმა.
***
დრო სიყვარულსაც არ ინდობს.
მაშინ ძალიან იჩხუბეს.
ზუსტად ვერ გეტყვით რაზე, მაგრამ იმდენად იჩხუბეს ბოლოს სათქმელიც აღარ დარჩათ.
მაშინ პირველად დააპირა მაკამ დუდუსგან წასვლა.
პირველად დაიბნა დადიანი და პირველად არ იცოდა რა ექნა, მაგრამ უყვარდა, ძალიან უყვარდა, იმაზე მეტადაც ვიდრე გეგმავდა, იმაზე მეტადაც კი ვიდრე წარმოედგინა.
უყურებდა, მაგრამ არაფერი შეეძლო.
იდგა უბრალოდ.
ცდილობდა 15 წლის თინეიჯერივით არ ეტირა, არც ეგ გამოუვიდა.
ზედმეტად ბანალურ გარემოში, ზედმეტად ბანალურად მიმავალს უყურებდა და თვალები ცრემლებით ევსებოდა.
უყურებდა როგორ შორდებოდა ნელ-ნელა და არაფერს აკეთებდა.
ვერაფერს აკეთებდა.
წვიმდა თბილისში.
წვიმდა საშინლად.
-მაკა! - საკუთარი ხმა ვერ იცნო. იმდენად სუსტი და ცარიელი იყო, ალბათ ვერც კი გაიგო.
-მაკა! - ისევ დაუძახა, ამჯერად უფრო ხმამაღლა.
გაიგო და წამით წაბარბაცდა. ნაბიჯები გაეყინა.
უნდოდა გაჩერებულიყო, სიგიჟემდე უნდოდა მისკენ შებრუნებულიყო და ფილმის გმირივით გაქცეულიყო, ატირებული ჩახუტებოდა და მისი სახელი დაუსრულებლად ეძახა, მაგრამ არ შეეძლო.
ვერ.
ვერ აძლევდა საკუთარ თავს უფლებას.
-მაკა!
ხმა უფრო ახლოდან მოესმა. ის დრო იყო ნაბიჯისთვიის აეჩქარებინა და წასულიყო, მაგრამ ძალას ვერ პოულობდა.
ფეხები ეკეცებოდა, აღარც ჰაერი ყოფნიდა, ვეღარც ცრემლებს ვეღარ იკავებდა.
ვერ მიდიოდა.
ვერ ტოვებდა.
ვერ.
ისევ მისი სახელი გაიგო.
-შემომხედე. - მუდარასავით გაისმა დუდუს ხმა.
პასუხი არ გაუცია, არც კი შებრუნებულა.
-გთხოვ.
-არ წახვიდე რა, არ დამტოვო, გთხოვ. - დადიანს ხმაში სისუსტე უფრო და უფრო ერეოდა.
-არ შემიძლია დუდუ. - ცრემლების დამალვა აღარ უცდია მაკას.
-შეგიძლია, ხომ იცი რო შეგიძლია. გახსოვს? ერთად ყველაფერს შევძლებთო? ამასაც შევძლებთ, გადავიტანთ მაკ-უნა, აუცილებლად ოღონდ ერთად! - სახეზე ხელს მთელი სინაზით უსმევდა, ცდილობდა ცრემლები მოეწმინდა.
არც თვითონ ჩუმდებოდა, ტიროდა.
ცხოვრებაში მეორედ დუდუ დადიანი ტიროდა.
პირველად დედამისის გამო იტირა, ძალიან პატარამ, მაშინ დაიფიცა რომ აღარასდროს იტირებდა.
-დუდუ, ტირი.. -ცრემლებით სავსემ ახედა მაკამ.
-ჰო. -ღიმილი შეეპარა ხმაში და სველ თმაზე ხელი გადაუსვა.
-მიყვარხარ და ეს იცი, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე მეგონა, რომ შემეძლო.
-დუდუ!
-არ გინდა თქო.
ისევ გააწყვეტინა.
მერე?
მერე აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ აკოცა.
იდგნენ და ერთმანეთს უყურებდნენ.
შუა ქუჩაში, შუა ღამეს.
თბილისსში წვიმდა.
-ცოლად გამომყევი რა. -ღიმილი შეეპარა ხმაში დუდუს.
-ეხლა? - მასაც გაეღიმა.
-ჰო, ეხლა.
-გამოგყვები.
-მამა ცოტნესთან წავიდეთ, უეჭველი დაგვწერს ეხლავე ჯვარს.
ხელი დასტაცა და ბედნიერებით სავსემ გააქცია.

შეშლილი თბილისი იმ ღამეს საბოლოოდ შეიშალა.
ბნელ, წვიმიან თბილისსში ხანდახან ნათელი დღეებიც იყო.
მზიანიც ახსოვდათ თბილისი.
ჯვარი იმ ღამესვე დაიწერეს.
მამა ცოტნე გადარიეს, ბოლოს მაინც დაითანხმეს. კოკაც და ირინკაც მალე გაჩნდნენ მონასტერში.
მერე?
მერე დილამდე სვამდნენ.
სვამდნენ აწ უკვე ცოლ-ქმრის სადღეგრძელოს.
დუდუს წარმატებისასაც სვამდნენ.
მაკას ბუდიდან გაფრენისაც დალიეს, ყანწით.
კოკას მომავალი ნათლულიც ადღეგრძელეს.

*
ცოლ-ქმარს შუა დღემდე ეძინათ.
-დილა მშვიდობისა ცოლო. -თვალები უბრწყინავდა დუდუს.
-დილა მშვიდობისა ქმარო. -მაშინვე აკოცა.
-ყველაზე მაგარი დილაა ჩემს ცხოვრებაში საერთოდ!
-რა აფერისტი ხარ დუდუ, რამდენჯერაც შენთან დავრჩი ყოველ დილას მაგას მეუბნებოდი. -აკისკისდა მაკა.
-იმიტო რო შენთან ერთად გათენებული ყველა დღე ბედნიერია. -თვალი ჩაუკრა.
ლოგინიდან წამოდგა თუ არა სახლის ტელეფონმა დარეკა.
-ცოლო უპასუხე, სააბაზანოში შევდივარ. -ოთახიდან გასძახა.
-დუდუ, კოკაა, გეძახის.
კარებზე დაუკაკუნა მაკამ.
-ჯერ პირველი დღეა რაც ცოლი მოვიყვანე და უკვე ეჭვიანობ კოტიკო? -ყურმილში მხიარულად ჩასძახა დუდუმ.
-რა ცანცარაც იყავი ცოლის მოყვანამდე, ის ცანცარა ხარ ეხლაც. ბიჭო, მისმინე, არ ვიცი საიდან, მარა ჟურნალისტებმა გაიგეს, ხოდა ფედერაციასთან არიან რა და სავარაუდოდ სახლთანაც იქნებიან.
-გაიგონ ერთი მაგათი დედაც ვატირე.
-ხო და კიდე ამ შენმა ტრენერმა ტვინი მოტ*ნა დღეს ვარჯიშზე უნდა მოვიდესო, მეთქი აცადე შე კაი კაცო ცოლი მოიყვანა თქო, მარა არა, ცოლი მეც მყავს, ზეგ თამაშია და დროზე თუ არ მოვა სულ ყურებით მოვიყვან მაგ ცოლიან ვირიშვილსო. -ტელეფონში ახარხარდა კოკა.
-მოვალ, მოვალ. გაკოცე კოტიკო, მაცადე ცოლთან ყოფნა.
-ბიჭო, დღეს ფეხბურთია და რადგან სვაძებნიში ხარ შენთან არ ამოვდივართ, ხოდა შენ და რძალი ბექასთან წამოხვალთ?
-ეე ბიჭო, თუ ჩვენც უნდა წამოვიდეთ, აწი ამოდით ჩვენთან. წავედი ეხლა კაი ნაშასავით რო მეჭორავები ტელეფონზე. -ყურმილი დაკიდა და ხელში ყავის ჭიქებით მდგარ მაკას გახედა.
-ისე მომწონს ჩემი ცოლი რომ ხარ!
ყავის ჭიქა ხელიდან გამოაცალა და დივანზე კმაყოფილი მოთავსდა, გვერდით მაკა მიისვა.
-დუდუ, საღამოსთვის ლუდს და რაღაცეებს ვიყიდი, ბიჭები რომ ამოვლენ.
-ეეე, შემ რა მაგარი ცოლი ხარ ტო! - მოწყვეტით აკოცა და სავარჯიშო ფორმის ძებნა დაიწყო.
-მაკუნა, იცი რა ვიფიქრე? -ოთახიდან გამოსძახა.
-ჩვენ ჯერ განმარტოება მაინც არ გვიწერია და გოგოებსაც დაურეკე ამოვიდნენ, თქვენც გაერთობით.
-კარგი. -თვალი ჩაუკრა მაკამ და სპორტული ტანსაცმელი გამოართვა.
-აქ დიასახლისი მე ვარ ბატონო დავით!
და მაისური ჩანთაში ჩაუდო.
-დიასახლსი კი არა ოქრო ხარ, ოქრო!

*
სახლიდან გასვლის წინ ერთი საათი ემშვიდობებოდა, ისე თითქოს ვარჯიშზე რამდენიმე საათით კი არა სულ მიდიოდა.
-მიყვარხარ დუდუ და წადი ეხლა. -ჩანთაზე ექაჩებოდა მაკა და უშედეგოდ ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა.
-მე უფრო! - პატარა ბავშვივით გამოუყო ენა.
-ხო ხო შენ უფრო, წადი, დაგაგვიანდა. - კარი ცხვირწინ მიუხურა.
-ცოლოო! -სადარბაზოდან ყვიროდა დუდუ. -სანამ მოვალ მარტო ჩემზე იფიქრე იცოდე!
სადარბაზოოში ნაბიჯების ხმა შეწყდა თუ არა მაშინვე ფანჯარასთან მიირბინა.
-დუდიკ! -ზურგზე ‘’დადიანის’’ წარწერა დაუნახა.
გაბრწყინებულმა ამოხედა.
-ყველა ჩაგდებული ბურთი მე მეკუთვნის იცოდე, ქმარო! - სიცილით გადასძახა, ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ფანჯარას მოსცილდა.

*
იმ ღამეს სახლის ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა.
დუდუ სახლში არ მისულა ცოლთან.
არც ბიჭები ასულან ფეხბურთის საყურებლად.
უჰაერობა იყო იმ ღამეს თბილისსში.
იმ ღამეს სიბნელემ დაისადგურა.
უკანასკნელად იყო იმ ღამეს თბილისსში ბედნიერება,
მერე აღარ გათენებულა თბილისსში.
იმ საღამოს აღარც დუდუს ჩაუგდია მაკას სახელზე სამ ქულიანები.
აღარც მაკას დაურეკავს გოგოებთან.
იმ ღამეს დუდუ დადიანი ფედერაციის კიბეებზე, სისხლისგან დაცლილი იპოვეს.
იმ ღამეს თბილისი საბოლოოდ დაბნელდა.



№1  offline მოდერი Maiaabuladze

პატარა მაშო მიყვარხარ ❤️
მომნატრებიხარ ❤️
იცი როგორი იყო? აი მარტო შენ რომ შეგიძლია, შენ ჩემს პატარა მაშოს რომ შეუძლია ასე წეროს ❤️

 


№2  offline წევრი Mmariami)

Maiaabuladze
პატარა მაშო მიყვარხარ ❤️
მომნატრებიხარ ❤️
იცი როგორი იყო? აი მარტო შენ რომ შეგიძლია, შენ ჩემს პატარა მაშოს რომ შეუძლია ასე წეროს ❤️

მე შენ მიყვარხარ ძალიან!
და მადლობა, მილიონი მილიარდი მადლობა:)
შენ ხომ არ იცი რამხელა ბედნიერებაა მაგის მოსმენა, მიხარია და მიყვარხარ და მადლობა!❤️

 


№3  offline წევრი ნინ იი

როგორც მე ვიცი მაკა და დუდუ არ დაქორწინებულან..
ეს ძალიან მძიმე თემაა და ნუ გააბანალურებთ რა.
სულ ამის თქმა მინდოდა.
წარმატებები ჩემო კარგო!:)

 


№4  offline წევრი Mmariami)

ნინ იი
როგორც მე ვიცი მაკა და დუდუ არ დაქორწინებულან..
ეს ძალიან მძიმე თემაა და ნუ გააბანალურებთ რა.
სულ ამის თქმა მინდოდა.
წარმატებები ჩემო კარგო!:)


არა, არ დაქორწინებულან ნამდვილად:)
მადლობა ❤️❤️

 


№5  offline წევრი Onlyyou

ვაიმეე ეს ისტორია იმ დღესვე წავიკითხე როცა საიტზე დაიდო მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცოდი თუ რეალობა იყო წეხან ფეისბუკზე გადავაწყი დუდუს შემდეგ დავგუგლე და რომ წავიკითხე გულში რაღაც ჩამწყდა
ჯერ შენმა მონათხრობმა იმოქმედა და შემდეგ იმან რომ თურმე რეალობა ყოფილა...
როგორ კარგად გაქვს გადმოცემული ყველა გრძნობა ♡♡♡

 


№6  offline წევრი Ninuciusi

საერთოდ არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ არაფერი... ეს რომ წავიკითხე აი არ ვიცი იმდენად იმოქმედა რომ რავი.. მთელი ორი დღეა დუდუზე ვფიქრობ გადავატრიალე ინტერნეტი... ძალიან სამწუხარო ამბავია

 


№7  offline წევრი Mmariami)

Onlyyou
ვაიმეე ეს ისტორია იმ დღესვე წავიკითხე როცა საიტზე დაიდო მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცოდი თუ რეალობა იყო წეხან ფეისბუკზე გადავაწყი დუდუს შემდეგ დავგუგლე და რომ წავიკითხე გულში რაღაც ჩამწყდა
ჯერ შენმა მონათხრობმა იმოქმედა და შემდეგ იმან რომ თურმე რეალობა ყოფილა...
როგორ კარგად გაქვს გადმოცემული ყველა გრძნობა ♡♡♡

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა და შენში ემოციები გამოიწვია ❤️❤️

Ninuciusi
საერთოდ არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ არაფერი... ეს რომ წავიკითხე აი არ ვიცი იმდენად იმოქმედა რომ რავი.. მთელი ორი დღეა დუდუზე ვფიქრობ გადავატრიალე ინტერნეტი... ძალიან სამწუხარო ამბავია


დიდი, დიდი მადლობა❤️ მიხარია თუ იმოქმედა და მოგეწონა, მადლობა ❤️

 


№8  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ყველაზე ტკბილი რამე იყო❤ ბნელი 90-იანების უდავო ნათება მაკა და დუდუ ❤ისეთი თემაა,ისეთი ისტორია,რომ ბედავ და ეხები უკვე მაგარი ხარ ! ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent