შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კლასელები (სრულად)


9-01-2019, 18:53
ავტორი abezara98
ნანახია 29 139

მოდით გაცნობით დავიწყოთ, დანარჩენს კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ. მე მარი მქვია. მარი ლობჟანიძე. ვარ 24 წლის და საფრანგეთის საელჩოში ვმუშაობ. ძალიან მორცხვი და ჩაკეტილი ადამიანი ვარ, მაგრამ თუ ვინმეს შევეჩვიე და დავუმეგობრდი, მაშინ ჩემი სიმორცხვე უკან იწევს და ჩემში „ქაჯი“ მარი ცოცხლდება. ასევე, ძალიან ემოციური პიროვნებაც ვარ. სხვა რა ვთქვა? აააა, ხო, ვარ საშუალო სიმაღლის, მაქვს მუქი ყავისფერი თმა, ძალიან რბილი და სქელი, და ყავისფერივე თვალები. ახლა კი დავიწყოთ.
17 მაისის წვიმიან საღამოს ჩემივე სამსახურის გვერდით მდებარე ბარში შევედი, რათა კარგად გამოვმთვრალიყავი. მართალია, კახელი ვარ და ჩემზე ალკოჰოლი დიდად ვერ მოქმედებს (მადლობა ჩემს კახურ ძირს), მაგრამ გადავწყვიტე ბედი მეცადა. ისიც აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლის დიდი მოყვარული რომ არ ვარ, მაგრამ ისედაც გადატვირთული და დაძაბული დღის შემდეგ ამოსუნთქვა არ მაცადეს და ჩემმა ნაცნობმა და ე.წ. ბოიფრენდმა გამომიცხადეს, რომ ერთმანეთი უყვართ და 2 თვეში ქორწილი აქვთ. აი, ასე პირდაღებული დამტოვეს და ხელიხელ გადახვეულები გავიდნენ. ხოდა მორჩა წესიერი, საკუთარი თავის მაკონტროლებელი მარის დრო! იქნებ სასმელმა მაინც მიშველოს. თანაც ხვალ შაბათია. სამსახურშიც არ ვარ წასასვლელი. ძალიანაც კარგი! დროა კარგად გამოვთვრე.
ბარში შევედი თუ არა, სასწრაფოდ სასმელების დახლისკენ გავწიე და ერთ-ერთ თავისუფალ ბარის სკამზე ჩამოვჯექი. ბარმენმა გამიღიმა და წინ ჭიქის დასადგამი პლასტიკატი დამიდო.
-რას ინებებთ? - მკითხა და თან თეთრი პირსახოცით კოქტეილის ჭიქის წმენდა განაგრძო.
-არაყი, თანაც რაც შეიძლება ბევრი!
ბარმენმა გაკვირვებულმა ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მხრები აიჩეჩა და სასმელებისკენ მიტრიალდა. მალე ჩემ წინ 80 გრამიანი არყით სავსე ჭიქა და თეფშით ლიმონი გაჩნდა. ყოველ დაცლილ ჭიქას კი ახალი სავსე ცვლიდა. მეათე ჭიქაზე უკვე ცოტა თავბრუსხვევა და სიმსუბუქე ვიგრძენი, მაგრამ მაინც არ გავჩერდი. მინდოდა გონება გამთიშვოდა და ცოტა ხნით ჩემს ჯოჯოხეთს მოვშორებოდი. მეთოთხმეტე ჭიქის დალევის შემდეგ კი ვიგრძენი, როგორ შემეხო მხარზე ვიღაც. მისკენ მივტრიალდი, მაგრამ ვერ ვიცანი. ჩალისფერთმიანი და ცისფერთვალება ბიჭი ჩემ წინ იდგა და მიცინოდა. მერე გვერდით მომიჯდა და მკითხა:
-ჰა, ლობჟო, როგორ ხარ?
-უკაცრავად, ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? - ვკითხე გაკვირვებულმა და სახეზე დავაკვირდი. სასმლის გამო მხედველობა გამიორდა და წესივრად ვერ ვარჩევდი მის ნაკვთებს. ბიჭმა სინანულის ნიშნად თავი გადააქნია და მითხრა:
-არ მეგონა ასეთი გულმავიწყი თუ იყავი! ასე უნდა კლასელის დავიწყება? დავიჯერო ვერ მცნობ?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე და კიდევ ერთი ჭიქა დავცალე. ბარმენმა იგი ისევ შემივსო. ჭიქისკენ წავიღე ხელი, მაგრამ ბიჭმა შემაჩერა და თავისკენ მიმაბრუნა.
-ვერც ახლა? - მკითხა და მარცხენა პროფილი დამანახა.
ახლა კი ვიცანი. მის შრამს ყველგან ვცნობდი. ფეხზე წამოვვარდი და გადავეხვიე.
-სვანი! როგორ ხარ? რას შვრები? აქ რას აკეთებ?
მან ნაზად მომიცილა და მეც ჩემს სკამს დავუბრუნდი.
-ოჰო, მიცანი?! - გაიკვირვა ვითომ ნაწყენმა, - ყოჩაღ შენ, ათიანი! მე აქ ცოტა განსატვირთად შემოვედი. შენ, შენ რას აკეთებ აქ? ან რატომ სვამ? არ მახსოვს, რომ სამ ჭიქაზე მეტი დაგელიოს ოდესმე.
-სმის მიზეზს ნუ მკითხავ! - ვუთხარი და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე.
-რა გჭირს, მარი?
აქ კი გაოცებულმა შევხედე. მას ჩემთვის სახელით არასდროს მოუმართავს, მუდამ ლობჟოს მეძახდა.
-მე? - ვკითხე და კიდევ დავლიე.
-ხო, შენ. რაღაც ვერ გატყობ, რომ კარგად იყო.
-მართლა? კარგად ყოფნისგან ახლა ნამდვილად ძალიან, ძალიან შორს ვარ, - ვუთხარი ცოტა არ იყოს გაბეზრებულმა და კიდევ ერთ ჭიქას წავატანე ხელი, მაგრამ დამასწრო და ჭიქა თავისკენ გასწია.
-დამიბრუნე! - ვუთხარი და ჭიქისკენ გავიწიე, მაგრამ მან ჭიქა კიდევ უფრო შორს გასწია.
-სვანი, მორჩი სისულელეებს და ჭიქა დამიბრუნე! მე ჩემი მიზეზები მაქვს დასალევად, რომელიც არავის საქმე არაა.
-კარგი, - მითხრა და მხრები აიჩეჩა.
-რა, კარგი? - გავოცდი.
-კარგი. დალიე და სასმელში ეცადე ჩაკლა შენი პრობლემები, მაგრამ შენ ხომ ჩემზე კარგად იცი, რომ ეს გამოსავალი არაა!
-შენი ფილოსოფიური დარიგებებიღა მაკლდა რა! - ვუთხარი გაღიზიანებულმა და რადგან ჩემი ჭიქა ჯერ კიდევ მას ეჭირა, ბარმენს ახალი ჭიქისა და არყის მოტანა ვთხოვე.
-რახან არ იშლი, მაშინ მეც შენთან ერთად დავლევ.
ამ სიტყვების თქმისას მე არაყს ვსვამდი და გადამცდა.
-რა თქვი? - ვკითხე ხველებით. ჩამწვარი ყელი ახლა უფრო მეტად ამეწვა.
-რაც გაიგე. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს და არ გადვილევია?!
-ჩვენ ერთად ერთხელაც კი არ დაგვილევია, სხვათაშორის, - ვუთხარი და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე.
-ხოდა, მითუმეტეს, მიზეზი გვქონია. ეს ფაქტი ხომ უნდა გამოვასწოროთ!
-როგორც იტყვი, - მის სიტყვებს მხრების აჩეჩვით შევხვდი და გულგრილი ადამიანის ნიღაბი ავიფარე, მაგრამ გულში, რაღაც მხრივ მიხაროდა კიდეც, მაგრამ უფრო მეტად შოკში ვიყავი. მის გვერდით თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან სკოლაში ძალიან, ძალიან მომწონდა, ის კი ვერ მამჩნევდა. ჩემში მხოლოდ იმ ბავშვს ხედავდა, რომელმაც ყველაფერი იცის და მხოლოდ საკონტროლოს გადაწერა რომ შეიძლებოდა.
-რა დაგემართა? სად გაქრა ის ლობჟო მე რომ მახსოვს?
-თავი მოიკლა.
-არ მჯერა.
-როგორც გინდა, - ისევ მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე.
მისკენ სპეციალურად არ ვიხედებოდი, ვიცოდი, რომ ის გრძნობა ჯერ კიდევ ცოცხლობდა ჩემში, ძალიან ღრმად, მაგრამ ხომ ცოცხლობდა? და არ მინდოდა მის შესახებ ვინმეს რაიმე მაინც გაეგო. ჩემმა დამაც კი არ იცოდა არაფერი. ადამიანმა რომელსაც ყველაფერს ვუყვებოდი და ჩემზე ყველაფერი იცოდა.
-კარგი, მადლობა რომ მკითხე, მე კარგად ვარ. პოლიციაში კაპიტნად ვმუშაობ და შენ? როგორ მიდის შენი ცხოვრება?
მის სიტყვებზე სიმწრით ჩამეცინა და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი:
-საშინლად.
-გარეგნულად არაფერი გეტყობა, პირიქით გალამაზებულხარ. თან ძალიან, - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ მაინც გავიგონე.
-ჰაჰ, - მხოლოდ ეს ვუთხარი და გავწითლდი. იმედია ვერ შეამჩნია.
-რა? მართლა! - მითხრა ვითომ აღშფოთებულმა და, როგორც იქნა, პირველი ჭიქა (სხვათა შორის, ჩემი ჭიქიდან), გამოცალა.
-სისულელეა. სამსახურს არ ვუჩივი. პირიქით, ძალიან კარგ ადგილასაც კი ვმუშაობ, მე თუ მკითხავ, ჩემთვის დაუმსახურებელ ადგილას.
-ახლა შენ ბოდავ.
-რა? ვითომ რატომ?
-რადგან, ყველაფერს რასაც მიაღწიე, იმსახურებ. არ გახსოვს რამდენს შრომობდი ამ ყველაფრისთვის?
-მაგრამ პირადი ცხოვრება, ო-ო-ო-ო, ჯოჯოხეთია.
-გახსოვს X კლასში რომ დავნაძლევდით, ვინ უფრო მეტ სასმელს დალევდა, ისე რომ არ დამთვრალიყო?
-მაშინ არ დავნიძლავებულვართ, უბრალოდ ვლაპარაკობდით.
-ნუ, რა მნიშვნელობა აქვს!
გამეცინა. ამ საშინელი დღის განმავლობაში პირველად. სვანი ისეთი საყვარელი და ცანცარა ბიჭია, მის გვერდით თავის სერიოზულად შეკავება შეუძლებელია.
-ეგ საიდან გაგახსენდა?
-მაცადე! ხოდა, გახსოვს, მე გითხარი, რომ შეიძლება ღვინის სმაში გეჯობნა, რადგან კახელი ხარ, მაგრამ არყის სმაში ვერ მაჯობებდი, რადგან...
-არაყი სვანებს სისხლის ნაცვლად გიდით ძარღვებში, - გავაწყვეტინე სიტყვა.
-მაცადე და ნუ მაწყვეტინებ! - მითხრა ისევ და მეორე ჭიქაც დალია.
-ბარემ აქ ვართ ორივე და მოდი, შევეჯიბროთ. თუ მომიგებ, საქვეყნოდ ვაღიარებ, რომ ყველაფერში ძალიან მაგარი ხარ და ერთი სურვილი მექნება შენთან, მაგრამ ამის შანსი არ გაქვს.
-ვითომ რატომ? - ახლა მე ვკითხე ვითომ აღშფოთებულმა. კარგად ვიცი, რომ მასთან შანსი არ მაქვს. არაფრის, საერთოდ არაფრის. მან კი ჩემს რეპლიკას წაუყრუა და გააგრძელა:
-და თუ მე მოვიგე, - ხელი ნიკაპზე მიიდო და ჩაფიქრდა.
-გამომივიდა ახლა ესეც როდენის „მოაზროვნე“ რაა, - ვთქვი და კიდევ ერთი ჭიქა გამოვცალე.
-თუ მე მოვიგე, ო-ო-ო-ო, - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა. ის ცისფერი თვალები, რომელბსაც ვერასდროს დავივიწყებ, - ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოვიფიქრებ. მოსულა?
-ჯანდაბას შენი თავი, თანახმა ვარ, მაგრამ ერთი პრობლემაა. მე უკვე ძალიან ბევრი დავლიე, შენ კი მხოლოდ 2 ჭიქა.
-მერე, ეგ რა პრობლემაა? აბა, რამდენი დალიე?
-ერთი ბოთლი გამოვცალე უკვე, - ვუთხარი სიცილით.
-მარტომ? რამ გაგაგიჟა? არა, როგორც ჩანს, მართლა არ უნდა იყო კარგად. მაშ კარგი. 15 წუთში წამოგეწევი და მერე ვნახოთ ვინ ვის აჯობებს.
საჩვენებელი და შუა თითები ჯერ თავის თვალებთან მიიტანა, შემდეგ კი ჩემკენ გამოიშვირა. მის ამ საქციელზე ისევ გამეცინა.
-კარგი, - ვუპასუხე და ისევ მხრები ავიჩეჩე. გულში კი ეიფორია ვიგრძენი.
მართლაც 15 წუთში წამომეწია და გამასწრო კიდეც, მაგრამ, ჩემგან განსხვავებით, მას სახეზე არაფერი ეტყობოდა. მე კი ვგრძნობდი, რომ არაყი მაგრად მომეკიდა და სახეზეც წამომახურა. სანამ თავს დავკარგავ, სჯობს შევწყვიტო, მაგრამ სიამაყე არ მაძლევს დანებების საშუალებას და მეც გავაგრძელე სმა.
ბოლოს ბარმენმა გამოგვიცხადა, რომ ბარი იკეტებოდა. წამოვდექი, მაგრამ შევბარბაცდი და გიორგიმ მაშინვე ხელი შემაშველა. ჩანთაში ხელი მოვაფათურე, საფულე ამოვიღე და ბარმენს დახლზე ფული დავუდე. გიოს გავხედე. ისიც წამომდგარიყო და მე მიყურებდა. ღმერთო, ამ წუთას მომინდა, რომ მისი თვალებისთვის სამუდამოდ მეცქირა, მაგრამ ჩემივე ნაფიქრის შემრცხვა და სასწრაფოდ გვერდზე გავიხედე.
-აბა, რას ვაპირებთ, მნებდები თუ კიდევ გავაგრძელოთ?
-დანებებას არ ვაპირებ, - ვუთხარი და კარისკენ ავიღე გეზი, - უბრალოდ, დღეს გვიანია უკვე. სხვა დროს გავაგრძელოთ.
-სხვა დროს? - მკითხა გაოცებულმა და ცალი წარბი ასწია. -ნეტა შენი თავისთვის შეგახედა შორიდან, როგორი მთვრალი ხარ! - მითხრა და გადაიხარხარა.
-კარგი, ხო, გნებდები.
-ვერ გავიგე?!
-ძალიან კარგადაც გაიგე!
-არ მჯერა! ხალხო, მარი ლობჟანიძე, პირველად თავის ცხოვრებაში, დამარცხდა! - შუა ქუჩაში იძახდა ხმამაღლა და თან იცინოდა. სწორედ ამ დროს, თითქოს ჯინაზე კოკისპირულმა წვიმამ დასცხო.
მისმა საქციელმა მეც გამაცინა, მაგრამ სასმელმა, რომელმაც მშიერ კუჭზე დავლიე, თავისი ქნა და უცებ გავითიშე. ძილბურანში ძლივს ვიგრძენი თუ როგორ ცდილობდა ჩემს აზრზე მოყვანას გიორგი, მაგრამ არ გამოსდიოდა. მერე კი ხელში ამიყვანა და ვიგრძენი, როგორ ჩამოთბა. მეტი აღარაფერი გამიგია, რადგან ღრმად, ძალიან ღრმად ჩამეძინა.
***************
თითქოს ხელი მკრესო, უცბათ გამომეღვიძა. იმ ოთახს თვალი მოვავლე სადაც ვიწექი და მეუცნაურა. ოთახი პატარა, მაგრამ სადად მოწყობილი და ძალიან უცხო იყო. წამოვდექი და მაშინვე თითქოს თავში ჩაქუჩები ჩამარტყესო, ტკივილმა შემომიტია. მაინც არ დავნებდი. ფანჯარასთან მივედი და გამოვაღე. გრილი ჰაერი მესიამოვნა. უეცრად ფანჯარაში საკუთარი ანარეკლი შევნიშნე და სასწრაფოდ ტანზე დავიხედე. თეთრი მოკლემკლავება მაისური და ნაცრისფერი სპორტული შარვალი მეცვა. ორივე შეუფერებლად დიდი და თანაც ბიჭის იყო. სასწრაფოდ მოვავლე ოთახს თვალი და ჩემს ტანსაცმელსა და ნივთებს დავუწყე ძებნა. ჩემი ჩანთის გარდა თვალი ვერაფერს მოვკარი. ჩანთა გავხსენი და მობილური ამოვიღე, მაგრამ დამჯდარიყო და გათიშულა. აი, რა ნაკლი აქვს აიფონს და მის მსგავსს სენსორიან ტელეფონებს. დიდხანს ელემენტი არც ერთს არ უძლებს. ჩემი თავი კარგად გამოვლანძღე გუნებაში, იმის გამო, რომ სატენი მაინცდამაინც გუშინ დავტოვე სახლში და მობილური ისევ ჩანთაში ჩავაბრუნე. რადგან თმა ხელს მიშლიდა, თმისამაგრის ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს ჩანთიდან გრძელი კალამი ამოვიღე და თმა იმგვარად დავიგორგლავე, რომ ამ კალამს დაეჭირა.
კარი გამოვაღე და ჰოლში აღმოვჩნდი, ჰოლიდან კი - სასტუმრო ოთახში, სადაც გიოს დივანზე ეძინა. პლედი ნახევრად გადასძვრომოდა და შიშველი და დაკუნთული ტორსი მოუჩანდა. ცოტა ხანი ასე დებილივით ვიდექი და შევყურებდი. მერე კი ჩემს თავში წუხანდელი ღამე ამოტივტივდა და შემრცხვა, ძალიან შემრცხვა. რა სულელურად მოვიქეცი. ამდენი რამ დამალევინა? ან რატომ შევეჯიბრე სმაში ამ მართლა სვანს?
ფიქრების გასაფანტად თავი გავიქნიე და ფეხაკრებით გავედი სამზარეულოში, რომელიც საძინებელის და ჰოლივით პატარა აღმოჩნდა. მას ორ ნაწილად დახლი ჰყოფდა, რომელზეც პროდუქტების დაჭრა და ჭამაც კი შეიძლებოდა. საუზმის მომზადება დავიწყე. მაცივარი გამოვაღე და პირველი რაც ხელში მომხვდა ის გამოვიღე. „გამოდის დღეს საუზმედ კვერცხი გვექნება“ - გავიფიქრე და მზადება გავაგრძელე. კვერცხთან ერთად ყავაც მოვამზადე (სხვათა შორის, შესანიშნავ ყავას ვამზადებ). პურის გამოსაღებად დავიხარე ერთ-ერთ კარადასთან, მაგრამ ჩემს ფეხქვეშ მტვრევის ხმა გაისმა და ტერფში ტკივილი ვიგრძენი. დავიხედე და დავინახე, რომ იატაკი წითლად იღებებოდა. გვიანღა გავიაზრე, რა მოხდა. ფეხი სასწრაფოდ გამოვწიე და დახლთან მდგარ ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი. ახლაღა დავინახე, რომ იატაკზე დამსხვრეული ჭიქისა და თეფში ნაწილები ეყარა. მერე კი ჩემს ფეხს დავხედე. ფეხის გულში რამდენიმე ნასხვრევი შემსობოდა და სისხლი თქრიალით მდიოდა. ეს ნატეხები სასწრაფოდ უნდა ამომეღო ჭრილობიდან, მაგრამ ეს როგორ უნდა მომეხერხებინა, წარმოდგენა არ მქონდა. ამ დროს სამზარეულოში გიო შემოვიდა მთქნარებით. ტანზე მუქი ლურჯი მოკლესახელოებიანი მაისური და ამავე ფერის სპორტული შარვალი ეცვა. ჩემმა დანახვამ თითქოს გააკვირვა, მაგრამ მერე რაღაც გაახსენდასავით და გამიღიმა. მერე კი ჩემი ფეხი შეამჩნი და სასწრაფოდ ჩემთან გაჩნდა.
-რა მოხდა? რა გჭირს ფეხზე?
-ნასხვრევებს დავაბიჯე და გავიჭერი.
-ა-ა-ა, უი. ეს ნამსხვრევები აქ თუ იყო, აღარც მახსოვდა.
-ისე, სჯობს გატეხვითანავე მოგავო-ხოლმე.
ჩემს ამ კომენტარზე გიოს სახე შეეცვალა.
-მადლობა რჩევისთვის, ახლა შენი ფეხი მაჩვენე!
მან ძალიან ფრთხილად გასინჯა ჩემი ფეხი, მერე წამოდგა და ერთ-ერთ ოთახში გაუჩინარდა, უკან კი ბინტით, სპირტით, რაღაც მაზითა და პინცეტით დაბრუნდა.
-ოჰო, შენ ექიმის ხარისხიც გქონია და მე არ ვიცოდი?
-სხვათაშორის, პირველადი დახმარების კურსს პოლიციის აკადემიაში პირველივე კურსზე გვასწავლიან. ამ ჭრილობის გასუფთავება და შეხვევა, მგონი, შენც კი შეგიძლია.
-კარგი, რა იყო, ვიხუმრე!
მან ხმაც არ გამცა და ჭრილობის გასუფთავება დაიწყო. ჯერ პინცეტით შუშის ნამსხვრევები ამომიღო, მერე სპირტით დაამუშავა ჭრილობა, ჩემს დამანჭულ სახეს ყურადრებაც კი არ მიაქცია და ბოლოს ის მაზი წამისვა და ბინტით მჭიდროდ გადამიხვია. ბინტი მაშინვე წითლად შეიღება.
-მგონი, მაინც სჯობს ექიმს აჩვენო, - მითხრა და წამოდგა.
-გამდლობ რჩევისთვის, - ახლა მე გავიმეორე მისი სიტყვები.
-შეგიძლია მითხრა, სადაა ჩემი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი?
-სადმე გეჩქარება? - გამომძახა სააბაზანოდან.
-კი, - მაშინვე მოვიფიქრე ტყუილი, - ჩემს დას შევპირდი, რომ 10-ზე გავუვლიდი და საყიდლებზე წავიყვანდი მანქანით.
-ჯერ მხოლოდ 8 საათია, - მითხრა აბაზანიდან გამოსულმა, - თანაც საუზმე გაცივდება. ამდენი ტყუილად ხომ არ იწვალე? ყოველთვის ვთვლიდი, რომ საუზმე დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
-მაგრამ, სკოლაში ყოველთვის უჭმელი მოდიოდი.
-ეგეც გახსოვს?
-მე ბევრი რამ მახსოვს, - დუმილი ჩამოვარდა.
-და სად არის შენი მანქანა? - წამოიძახა მოულოდნელად.
-იმ ბართან ეყენა, სადაც ვსვამდით.
-მართლა? რომელი იყო?
-შავი მერსედესი, S კლასი.
-შანსი არაა! არ არსებობს! MA-...-RI შენი მანქანაა?
-აჰამ.
-მაშინ აქ მოვაყვანინებ და ისე წადი თუ გინდა.
-მართლა შეგიძლია ეგ სიკეთე მიყო?
-რა თქმა უნდა!
გიო 2 წუთით გავიდა აივანზე ტელეფონით, უკან კი ცოცხითა და აქანდაზით დაბრუნდა.
-მომეცი, მე მოვგვი, - ვუთხარი და სკამიდან წამოვდექი, მაგრამ როგორც კი დაშავებული ფეხი იატაკზე დავდგი, კინაღამ ჩავიკეცე.
-გაგიჟდი? ჩემი სახლია და მევე მოვგვი.
-მოკლედ, რაა. ვის ოჯახშიც შენ შეხვალ, აშენდება.
მან მხოლოდ გაიცინა და დაგვა დაიწყო. მალევე მორჩა ამ საქმიანობას და მერე სისხლიც მოწმინდა. ყველაფრის დამთავრების შემდეგ დახლს მოუჯდა ჩემ გვერდით, მაგრამ აღსანიშნავია, სხვაგან ადგილი მაინც არ იყო. გიომ, თავდაპირველად, უნდობლად მოსვა ყავა და სახეზე შევატყე, რომ გაოცდა.
-ვაო, მაგარი ყავაა! არ ვიცოდი ყავას თუ სვამდი.
-ბოლო დროს მივეჩვიე. გვიანობამდე მიწევს მუშაობა და ენერგია მჭირდება.
-ხოდა, მაშინ ეგ კვერცხი შეჭამე!
-არ მშია.
-როგორც გინდა, - მან ჩემი ნაწილიც თავის თეფშზე გადაიღო და შეჭამა.
ბოლოს, როგორც იქნა, საუზმობა დაამთავრა, ჭურჭლიც დარეცხა და ტანზეც გამოიცვალა (ჯინსი და ცისფერი პერანგი ჩაიცვა) და მე მომიბრუნდა.
-ა-ა-ა, ხო, წეღან მკითხე, შენი ტანსაცმელი ქვემით, პირველ სართულზე, ამ ბინის პატრონთანაა გასაშრობად ჩატანილი.
-რატომ? რა მოხდა?
-აღარ გახსოვს? წვიმაში მოვყევით.
-ძალიან გთხოვ, მითხარი, რომ ჩემთვის ესენი შენ არ ჩაგიცმევია, - ვუთხარი გაწითლებულმა და იმ ტანსაცმელზე ვანიშნე, რომელიც მეცვა.
-დამშვიდდი, ნანა დეიდამ მოახერხა ეგ ყველაფერი, მე მხოლოდ მაისური და შარვალი შემოვუტანე.
-ა-ა-ა, და მალე მექნება იმის საშუალება, რომ ჩავიცვა და წავიდე?
-მართლა ასე არ მოგწონს აქ ყოფნა? - მკითხა ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულმა, - რას ერჩი, ჩემი ტანსაცმელი გიხდება.
მისმა სიტყვებმა კიდევ ერთხელ გამაწითლა და გვერდზე გავიხედე.
-არა, უბრალოდ... არ ვარ მიჩვეული სხვის სახლსა და ტანსაცმელში გაღვიძებას. თანაც ეს სხვა თუ ჩემი კლასელია.
-რას მელაპარაკები, მართლა? - მკითხა ირონიულად, - მაშინ წუხელ ამდენი არ უნდა დაგელია.
-აჰა, ისევ დაიწყო დიადი გიორგის ფილოსოფია.
-და რას ერჩი ჩემს ფილოსოფიას?
-ნერვებს მიშლის!
-რატომ? სიმართლე რომაა, იმიტომ?
-მაგიტომაც და მე ჩემი მიზეზები მქონდა იმდენს, რომ ვსვამდი.
-ხოდა, ახლა ეს პრობლემებიც შენი მოსაგვარებელია, რაც თავს დაიტეხე. ამიტომ არ უნდა წუწუნებდე.
-არც ვწუწუნებ!
-კარგი, - ხელი სახეზე ჩამოისვა, - აქ დამელოდე, ჩავალ, ვნახავ, გაშრა თუ არა შენი სამოსი. ეცადე, თავი არ დაისახიჩრო, სანამ არ ვიქნები და შენს ხელში დანა არ დავინახო!
მითხრა და სიცილით გავიდა. მის ამ რეპლიკაზე მეც გამეცინა. ჩემს ფეხს დავხედე. ბინტი დიდი წითელი ლაქით ნელ-ნელა უფრო და უფრო იფარებოდა. არა, ექიმს აუცილებლად უნდა ვაჩვენო. გიო ამობრუნდა. ხელში ჩემი ფეხსაცმელი და ლამაზად დაკეცილი ტანსაცმელი ეჭირა. უხმოდ გამომიწოდა და საძინებელში შესვლაშიც დამეხმარა. სწრაფად გამოვიცვალე. თმაც, შეძლებისდაგვარად, ხელით დავივარცხნე. მაღალქუსლა, სამსახურის ფეხსაცმელი დიდი გაჭირვებით ჩავიცვი დაზიანებულ ფეხზე და მისაღებში გავედი. გიო ტელევიზორს უყურებდა და ყურადღება არ მოუქცევია.
-კარგი, მე წავედი. დიდი მადლობა, რომ წინა ღამით გამიძელი და შემიფარე. ასევე ყველაფრისთვის საერთოდ, რაც ჩემთვის გააკეთე. მართლა ძალიან გამიხარდა შენი ნახვა.
გიო წამოდგა და თავიდან ბოლომდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-მეც შენთან ერთად მოვდივარ, - მითხრა 2 წუთიანი დუმილის შემდეგ.
-რაა? - გავოცდი.
-რაც გაიგონე! შენი აზრით, შეძლებ მანქანის ტარებას დაზიანებული ფეხით?
-შევეცდები მაინც, - ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე.
-შეეცდები და ავარიასაც მოაწყობ. მერე კი შენი დაკავება იმ ავარიის გამო მე მომიწევს.
-ჰა-ჰა-ჰა, ძალიან სასაცილოა. არანაირ ავარიას არ მოვაწყობ.
-არ მაინტერესებს. მე წაგიყვან. შენი დის მისამართი და მანქანის გასაღები, სწრაფად!
-საჭირო არაა, მართლა. ჩემითაც მოვახერხებ რამეს! - თითქოს შევეხვეწე, მაგრამ სვანი რომ გაჯიქდება, მტრისას. ვერ გადავათქმევინე. ბოლოს ჩანთიდან გასაღები ამოვიღე და გადავუგდე. მან ჰაერშივე დაიჭირა და გაიცინა.
-არ სჯობდა, თავიდანვე დაგეთმო?
-ალბათ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ჩემითაც შვეძლებდი წასვლას.
-ხმა! მაგ საკითხზე შენი ხმაც არ გავიგო!
მან სახლის კარი ჩაკეტა და კიბეებზე ჩასვლაშიც დამეხმარა.
-არ მესმის, გოგოები როგორ ახერხებთ ამსიმაღლე ქუსლებით სიარულს, - მითხრა როცა მანქანასთან მივედით.
-პირველი ერთი თვე ჭირს, თორემ მერე ეჩვევი და ვეღარ გრძნობ, - ვუთხარი და მანქანაში ჩავჯექი.
ის მანქანის საჭეს მიუჯდა და დაძრა. ჩემი დის სახლამდე არც ერთს არ ამოგვიღია ხმა. როცა კორპუსთან გააჩერა, ესღა ვუთხარი:
-დიდი მადლობა მოყვანისთვის. შეგიძლია ამ მანქანითვე წახვიდე სახლში, არამგონია ამ დღეებში მისი გამოყენება მოვახერხო.
-მართლა მთხოვნი? - შემომხედა გაკვირვებულმა.
-აბა, სახლში ფეხით ხომ არ გაგიშვებ? შენი ნომერი ჩამაწერინე და თუ დამჭირდა, გაგაგებინებ.
გიორგიმ ჩანთიდან ამოღებულ ბლოკნოტის ყდაზე წამიწერა ნომერი თავისი ბატიფეხურით და მეც მანქანიდან გადავედი. სადარბაზომდე კოჭლობით მივაღწიე. სიმწრისგან კბილებს ვაღრჭიალებდი. ვცდილობდი დაზიანებულ ფეხს ნაკლები დაწოლა დასდგომოდა, მაგრამ სულ ტყუილად. ლიფტთან რომ მივედი, უკვე აღარაფრის ძალა აღარ მქონდა. ხელი ავწიე, რომ გამოძახების ღილაკისთვის დამეჭირა, მაგრამ ვიღაცამ დამასწრო. მივბრუნდი და ისევ გიორგი შემრჩა ხელში. მან მხოლოდ მხრები აიჩეჩა და გამიღიმა, შემდეგ კი მითხრა:
-მინდა დავრწმუნდე, რომ შენი დის სახლამდე ცოცხალი ააღწევ და მანქანის დაბრუნება შენს პანაშვიდზე არ მომიწევს.
-ძალიან სასაცილოა, ისევ ისეთი უკბილო ხუმრობები, როგორიც სკოლაში გქონდა, - ვუთხარი და შევუბღვირე.
როგორც იქნა, ლიფტიც მოვიდა და ორივენი შიგნით შევედით. მე-12 სართულის აღმნიშვნელ ღილაკს თითი მივაჭირე და მოუთმენლად დავიწყე ლოდინი როდის ავიდოდით დანიშნულების ადგილას.
-ისე, რას შვრება შენი და, როგორ არის? - მკითხა მოულოდნელად.
-რავი, ნორმალურად. 1 წლის წინ დაამთავრა უნივერსიტეტი და გათხოვდა და ახლა ორსულადაა. 2 თვეში პატარას ელოდება. ასე რომ, მალე დეიდა ვხდები, - ვუთხარი აღტაცებულმა.
-შენმა დამ ოქროს მედალზე არ დაამთავრა სკოლა?
-აჰამ, მაგრამ რაში გამოადგა? ერთადერთი მისი დედამთილი ამაყობს, ოჯახში ოქროს მედალოსანი რძალი შემომივიდაო.
ამაზე ორივეს გაგვეცინა და ლიფტიც გაჩერდა. ზარი დავრეკე და იქვე კედელს მიყუდებულ გიოს მკლავზე დავყრდენი, რადგან ფეხის ტკივილმა მთელი ძალით შემომიტია. როგორც იქნა, ეღირსათ და კარი სიძე ბატონმა გამიღო.
-ოჰო, ეს ვინ მოსულა?! - შეიცხადა სიცილით და ორივე აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა.
-დემე, შემომიშვი, - შევეხვეწე და კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ წამომეკივლა. არა რა, დაშავებულ ფეხზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა მთლად ჭკვიანური იდეა არაა.
-რა მოხდა, მარი? - მკითხა უკვე ანერვიულებულმა და გვერდზე გაიწია, რომ სახლში შევეშვი. - ხომ კარგად ხარ?
ამ დროს უეცრად ჰაერში აღმოვჩნდი. მხოლოდ რამდენიმე წამის მერე მივხვდი, რომ გიორგიმ ამიყვანა ხელში და სახლში შესულმა მისაღებში დივანზე დამსვა.
-ჩემთან სახლში ნამსხვრევებს დაადგა ფეხი და გაიჭრა. მართალია, სერიოზული არაფერია, მაგრამ მაინც აჯობებს ექიმს აჩვენოს, - ჩაურაკრაკა გიომ.
ამ დროს მეორე ოთახიდან ჩემი დაც გამოვიდა და სამივეს მოგვავლო მზერა, მერე კი ისევ გიორგის შეხედა და ჰკითხა:
-ვაა, გიო? არ მჯერა, ეს შენ ხარ? - მივიდა და გადაკოცნა.
-ნახე, ნატამ უცებ მიცნო, შენ რაღა დაგემართა? - გამომხედა გიომ.
-აბა, რა ხდება აქ? - იკითხა ნატამ.
-შენმა დამ ფეხი დაიშავა ჩემთან სახლში.
-რაა? - შეიცხადა ნატამ და ფეხებზე დამხედა.
-მართალია ჭრილობა დავამუშავე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ექიმის ნახვა აუცილებელია. შეიძლება რომელიმე ნამსხვრევი მე ვერ დავინახე და ჭრილობაში დარჩა.
-მერე აქ რას მოხვედი ქალბატონო? - მომიბრუნდა ნატა.
-აიჩემა ჩემს დასთან უნდა წავიდეო, - ჩაერთო გიო.
-ძალიან დიდი მადლობა, რომ მოიყვანე და მარტო არ გამოუშვი, - მიუბრუნდა ნატა გიოს, - თორემ ამის ამბავი რომ ვიცი, სადმე უეჭველად მოაწყობდა ავარიას.
-ძლივს დავიყოლიე, რომ მე მომეყვანა.
-ხისთავიანო, - მომაძახა ნატამ და დემეს მიუბრუნდა, - დემე, გცალია? მარი საავადმყოფოში წავიყვანოთ.
დემემ მხოლოდ თავი დაუქნია და მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა.
-კარგი, აბა, მე წავედი, - გამოგვძახა გიორგიმ და კარისკენ წავიდა, - მადლობა მანქანის თხოვებისთვის, მაგრამ იყოს, ფეხით ან ტაქსით წავალ, - გამიღიმა და გასაღები დემეს მიაწოდა.
დემემ „მასზე მოგვიანებით დაგელაპარაკები და მოგიწევს ყველაფრის ახსნა“ მზერა მესროლა და გიო გააცილა.
-სიარული შეგიძლია? - მკითხა ნატამ, როცა დემე უკან შემობრუნდა.
-ვფიქრობ, რომ შევძლებ, ოღონდ თუ ფეხშიშველი წამოვალ და არა ამ მაღლებით.
-გასაგებია, ანუ ჩემი სატარებელი ხარ, - მითხრა დემემ და დივანზე გვერდით მომიჯდა.
-მასე გამოდის, - გავეკრიჭე.
-ჰოდა, მაშინ რაღას ვუცდით? წამოდი სანამ სისხლისგან დაცლილხარ, - მითხრა დემემ და წამოდგა. მეც წამოვდექი, მაგრამ, ვაი, ამ წამოდგომას.
დემეტრემ მაშინვე ხელი შემაშველა და დამიჭირა. ნატა უკვე კართან იდგა და გველოდა. დემემ ხელში ამიყვანა და მის მანქანამდე ასე მივედით. ეზო მოვათვალიერე. გიორგი უკვე წასულიყო. დემემ უკანა სავარძელზე დამსვა, თვითონ და ნატა კი წინ მოთავსდნენ და წავედით.
-შემიძლია უკვე ქვისლი დავუძახო? - მკითხა ეშმაკური ღიმილით.
-ნუ ბოდავ, - შევუღრინე დემეს.
-რატომ? მშვენიერი ბიჭია, მე მომწონს და ჩემგან თანხმობა გაქვს უკვე.
-მართლა ბოდავ, დემე, - უთხრა ნატამ ნაზად და ხელი დაადო მხარზე, - კლასელები არიან.
-მერე რა?! რა შუაშია ახლა აქ კლასელობა? რა თუ კლასელები არიან, ერთად ვერ იქნებიან? ეგ რა ნათესავობის განაჩენია თუ რა? კლასელები არიან, - გამოაჯავრა ბოლოს დემემ.
-სისულელეა, - წამოვიძახე მე.
-აღიარე, რომ მოგწონს, - არ მომეშვა დემეტრე.
-დემეტრე, მომწონხარ, მაგრამ შენზე წარმოდგენას ნუ შემაცვლევინებ.
-კარგი, მაშინ ერთ რამეზე მიპასუხე. როგორც მამაკაცი, ისე თუ მოგწონს, ანუ მიმზიდველია თუ არა შენთვის?
-ნუ მიმზიდველობა ნამდვილად არ დაეწუნება, - ვუპასუხე.
-ანუ - კი! კარგი, ახლა ის მითხარი, მისნაირი ბიჭები თუ მოგწონს?
-მისნაირში რას გულისხმობ? აღნაგობას?
დემემ თავი გადაიქნია და მითხრა:
-აღნაგობის შეკითხვას უკვე გავეცით პასუხი. მისნაირში მზრუნველი და თბილი პიროვნება ვიგულისხმე.
-და რა იცი, რომ მზრუნველი და თბილია? - შეეპასუხა ნატა.
-კაცური ლოგიკა.
ამაზე მე და ნატამ გადავიხარხარეთ.
-ნუ, ისეთი არგუმენტი მოგვიყვანე, ვეღარ შეგეკამათებით უბრალოდ. და შენს კითხვაზე, მომწონს თუ არა მზრუნველი და თბილი ბიჭები, ჩემი პასუხი დადებითია.
-ძალიან კარგი. ახლა მხოლოდ იმის აღიარებაღა დაგრჩა, რომ გიო მოგწონს, - მხრები აიჩეჩა დემემ.
-ეგ არ მოხდება, - ვუთხარი გაწითლებულმა.
-არა? აბა, მაშინ რატომ გაწითლდი?
პასუხის გაცემისგან საავადმყოფოში მისვლამ გადამარჩინა. დემემ მანქანა გააჩერა და საავადმყოფოში ისევ ხელში აყვანილმა შემიყვანა. ექიმმა ნელა, მაგრამ საფუძვლიანად გასინჯა ჩემი ფეხი. დაასკვნა, რომ ჭრილობა არც ისე ღრმა იყო, მაგრამ 3 ნაკერი მაინც დამადო. და რამდენიმე, მინიმუმ 3 დღით ხშირი მოძრაობა ამიკრძალა.
-ე.ი. ამ რამდენიმე დღით ჩვენთან გადმოდიხარ საცხოვრებლად, - მითხრა დემემ, როცა საავადმყოფოდან გავდიოდით.
-ეჰ, მომიწევს. არადა ჩალაგების დამთავრებას ვაპირებდი დღეს და ხვალ, - ამოვიოხრე და მანქანის უკანა სავარძელზე მოვთავსდი.
-რახან ჩვენთან გადმოდიხარ, მაშინ წამოდი, შენი ნივთებიც ავიღოთ, - მითხრა ნატამ.
-კარგი, მაინც ჩალაგებულია თითქმის ყველაფერი და ადვილად იპოვი, - ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე.
-მართლა, მარი, სად იყიდე ახალი ბინა? - იკითხა დემემ.
-წერეთელზე.
-სულ გადაირიე, გოგო?
-რა იყო? რას უწუნებ წერეთელს?
-შენი სამსახურიდან ძალიან შორსაა.
-ეგ ჩემი პრობლემაა და არა შენი, - ვუთხარი სიცილით და ჩემს ძველ სახლთან გაჩერებული მანქანიდან გადასულ ნატას გასაღები გავუწოდე.
-იცოდე, აქ დაგველოდე და არსად წახვიდე, - გამეკრიჭა დემეტრე და ნატას გადაჰყვა.
-ისე მეუბნები, თითქოს სირბილი შემეძლოს და სადმე წასვლას ვაპირებდე, - ამოვიბუზღუნე და მანქანაში მარტო დავრჩი.
5 წუთში ჩამობრუნდნენ, დემეს თან ერთ-ერთი ყუთი მოჰქონდა და ნატას ებუზღუნებოდა. ასე ბუზღუნითვე ჩაჯდა მანქანაში და სახლში წავედით.
************
ორშაბათ დილით ვერც მტკივანმა ფეხმა და ვერც ჩემი დის წუწუნმა ვერ შემაჩერა სამსახურში წასვლისგან. ბოლოს რომ ვერაფერს გახდა, დემეტრე გააღვიძა და ჩემი წაყვანა მას სთხოვა.
-ჰეი, ცოლის დავ, - მითხრა, როცა მანქანაში ვსხდებოდით, - ვერ მოისვენებდი კიდევ რამდენიმე დღით?
-ჰეი, სიძევ, - ვუპასუხე იმავე სიტყვებით და გავეკრიჭე, - შენგან განსხვავებით უსაქმური არ ვარ და თუ წუწუნს არ მორჩები, ჩემი მანქანით წავალ. ნატასთან კი შენ აგებ პასუხს.
დემემ თვალებმოჭუტლმა გამომხედა და მანქანა დაძრა.
-უსაქმური არ ვარ, - მითხრა, როცა მთავარ გზაზე გადიოდა.
-ხო, უბრალოდ, კომპანიის დირექტორი ხარ და სამსახურში როცა გინდა, მაშინ მიხვალ. შენგან განსხვავებით, არ გამიმართლა.
-მართალი ხარ, ხო იცი, შენ, - მითხრა გაღიმებულმა და სიჩქარეს უმატა.
-მარი, ახლა შემიძლია თავისუფლად გელაპარაკო, როცა ნატა აქ არაა.
-და რაზე უნდა მელაპარაკო?
-რაზე არა, ვისზე და აბა, თუ გამოიცნობ, ვინაა ის ბედნიერი?
სახეზე რატომღაც ავხურდი და დემეს თვალი ავარიდე.
-ოჰო, ე.ი. ხვდები, არა?
-და რა გინდა, რომ გაიგო?
-აღიარე, რომ მოგწონს, - მითხრა და ცალი თვალით გამომხედა.
-შენ ჯობს გზას უყურო და არა - მე.
-თემას ნუ ცვლი! მიდი, მიდი, მე შეგიძლია მენდო. ხო, იცი, შენს საიდუმლოს საფლავში ჩავიტან.
მის ნათქვამზე სიცილი ამიტყდა.
-ხო, ხო, საფლავში ჩაიტან, მანამდე კი ყველას ეტყვი, ვისაც შეხვდები. პირველ რიგში კი - ნატას. იმისგანაც არ ვარ დაზღვეული, რომ გიოსაც არ ეტყვი.
-მასე მიცნობ?! - ვითომ ძალიან შეწუხებული სახე მიიღო, - კარგი, რახან ჩემი არ გჯერა, მაშინ ჩემს პატარას გეფიცები, შენ დას არაფერს ვეტყვი.
-და რა გინდა, რომ გაიგო?
დემეს თვალები აუციმციმდა და ეშმაკურად გამიღიმა.
-მოგწონს? ჰა, აღიარე, რომ მოგწონს!
-კარგი, ხო, მომწონდა და ახლაც მომწონს. დაკმაყოფილდი?
-კი... მოიცა, მოიცა! მოგწონდა? შენ რა სკოლიდან მოყოლებულია მოგწონს? არ მჯერა!
დემე თავის სტიქიებში იყო, როცა ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
-იქნებ გაჩუმდე? - შევუბღვირე და ეკრანს თითი გადავუსვი, ცოტა გაკვირვებული კი ვიყავი ასე დილაადრიან ეს უცხო ნომერი რატომ მირეკავდა.
-გისმენთ?
-მარი? მარი, ხო შენ ხარ? - მკითხა ქალის ხმამ.
-კი, მე ვარ, - ვუპასუხე გაკვირვებულმა.
-ვერ მიცანი? ქეთო ვარ. როგორ ხარ, ჰა?
-ქეთო? ქეთო ჩაჩავა?
-ხო, შენი კლასელი, - მითხრა და გაიცინა. „არა, სულ არ შეცვლილა“ - გავიფიქრე.
-რა ხდება ქეთო? ასე დილაადრიან უმიზეზოდ არ გაგახსენდებოდი.
-ნუ მართალი ხარ, - გავიგონე, როგორ გააღლაჭუნა საღეჭი რეზინი და ლაპარაკი გააგრძელა, - გოგო, ბავშვები 100-100 ლარს ვაგროვებთ, სკოლის დამთავრების 6 წლის აღსანიშნავად და ხო წამოხვალ?
-როდის აპირებთ აღნიშვნას?
-9 ივნისს ვიკრიბებით და რას იზამ?
-კარგი, წამოვალ. მითხარი სად შეგხვდეთ, რომ ფული მოგცე.
-დღესვე შეგიძლია? ბარემ რესტორნის მისამართსაც გეტყვი.
-რომელ საათზე და სად?
-თავისუფლებაზე თიბისი ბანკში მოდი, 1-ლი საათისთვის.
-შესვენება 2-ზე მეწყება.
-კარგი, მაშინ სამის ნახევრისთვის მოახერხებ?
-კი, რა პრობლემაა.
-კარგი, მაშინ შუადღემდე, - მითხრა და გათიშა.
ტელეფონი ნორმალურად გათიშულიც არ მქონდა, დემემ ჩემს სამსახურთან რომ გააჩერა მანქანა და სანამ გადავიდოდი მკითხა.
-სად აპირებ, ქალბატონო, დღეს გასვლას?
-სკოლის დამთავრების აღნიშვნას აპირებენ კლასელები, - ვუთხარი და დავიჯღანე. დიდად არასდროს მეხატებოდა ასეთი რაღაცები გულზე, - და მაგაზე ვარ გასასვლელი, რომ ქეთოს ფული მივცე.
-მომეცი და მე გავუტან, შენ კი გასვლა არ მოგიწევს.
-იცნობ მერე?
-ნატას გავიყოლიებ. ის ხომ მაინც იცნობს.
-ოჰ, დირექტორი ვარო და რა გვენაღვლება? - ვკითხე სიცილით და საფულე ამოვიღე.
-სად უნდა ვნახო?
-თავისუფლებაზე თიბისი ბანკშიო.
-კარგი, - თავი დამიქნია და სანამ კარს მივხურავდი, მითხრა, - 6-ზე აქ ვარ.
კოჭლობით შევედი შენობაში და ჩემი კაბინეტისკენ წავედი, როცა დერეფანში უფროსი შემოვიდა და თავისთან მიმიხმო.
-მარიამ, 10 წუთში ჩემს კაბინეტში შემოდით.
-რა თქმა უნდა, - ვუთხარი და კაბინეტში შევედი.
5 წუთიც არ იყო გასული, კარზე რომ დავუკაკუნე.
-შემოდით, - გამომძახა და მეც კარი გავაღე.
-აქ დაჯექი, - მითხრა ბატონმა შარლმა და მის წინ სკამზე მიმითითა.
-გისმენთ, ბატონო შარლ, - ვუთხარი და ბლოკნოტი მოვამზადე მისი მითითებების ჩასაწერად.
-პირველ რიგში, რა ხდება იმ პროექტზე, ჩვენ რომ ვგეგმავთ განხორციელებას?
-ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. აი, ეს პროექტის ანგარიშებია, - ვუთხარი და საბუთები მაგიდაზე დავულაგე. მან გადაფურცლა, დაკვირვებით ჩაიკითხა ყველაფერი და მითხრა:
-6.6, 6.15, 7.9 და 13.4 პუნქტები ჩასასწორებელია, - და მიკარნახა თუ რა ცვლილებები უნდა შეგვეტანა, - ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როდის შეგვიძლია პროექტის სრულყოფა და მისი წარდგენა?
-მაქსიმუმ 1 თვეში.
-ძალიან ბევრია.
-იქნებ მითხრათ, როდისთვის გეგმავთ თქვენ და აუცილებლად მაქსიმუმს გავაკეთებ.
-ვიცი, ვიცი. ეს 2 წელია მართლაც შენს მაქსიმუმს აკეთებ და ახლაც აქ ამიტომაც დაგიძახე. ვფიქრობ პროექტის საჯარო წარდგენა 9 ივნისს ჩავატაროთ.
-9 ივნისს, - ჩავინიშნე ბლოკნოტში და მერეღა გავაცნობიერე თუ რა დღე მიკარნახა, - გასაგებია, და რომელი საათისთვის ჩავნიშნო?
-დილით, 11 საათისთვის.
ამის გაგონებაზე ამოვისუნთქე და სწრაფად ჩავწერე ისიც.
-ანუ პროექტიში ცვლილებების შესატანად და მომზადებისთვის 3 კვირა გვაქვს. შევეცდები ანგარიში 1 კვირაზე ნაკლებ დროში ჩაგაბაროთ, - ვუთხარი და წამოდგომა დავაპირე.
-რაც შეეხება მეორე საკითხს, ეს უფრო სათხოვარია, ვიდრე სამსახურებრივი დავალება.
-გისმენთ, ბატონო შარლ.
-2 კვირაში ჩემი მეუღლე და შვილები ჩამოდიან პარიზიდან აქ. წინა წელსაც იყვნენ, ოღონდ ზამთარში და დიდთოვლობის გამო სვანეთის ნახვა ვერ მოახერხეს. მინდა, გთხოვო, აეროპორტში დახვდე, დააბინავო და მერე სვანეთის სანახავად გაჰყვე. თანაც ფრანგული აქ მომუშავე თანამშრომლებს შორის, ყველაზე კარგად შენ იცი.
-როგორც თქვენ იტყვით, - ვუთხარი და ესეც ჩავინიშნე ბლოკნოტში. სანამ უფროსის კაბინეტიდან არ გავიდოდი, თავს ვერ მივცემდი სვანეთის მოგზაურობის დაგეგმვის უფლებას.
-სულ ეს იყო. შეგიძლია დაუბრუნდე შენს საქმეს.
-კარგი, - წამოვდექი და კოჭლობითვე მივაშურე ჩემს კაბინეტს.
6 საათზე დემე მართლაც მელოდა სამსახურის წინ. კოჭლობით მივედი მის მანქანასთან და ჩავჯექი.
-აბა, როგორ ჩაიარე დღემ? -მკითხა და თან მანქანა დაძრა.
-ნორმალურად. უბრალოდ პროექტში რაღაც ცვლილებები მაქვს შესატანი. შენკენ რა ხდებოდა?
დემემ ჩაიღიმა და მითხრა:
-თუ იმას მეკითხები, ფული მივუტანე თუ არა, გეტყვი, რომ კი. შეგიძლია დამშვიდდე. მაგრამ ეგ გოგო არ მომეწონა. ნატას რომ არ ეთქვა ჩემი ქმარიაო, ალბათ ზედ შემომახტებოდა.
-სხვათა შორის, თვითონ მოინდომე მისთვის ფულის მიტანა, - ვუთხარი სიცილით და გზას გავხედე, - მოიცა, სად მივდივართ? ეს შენი სახლის გზა ნამდვილად არაა.
-შენს ახალ სახლში მიმყავხარ.
-რაა? კი, მაგრამ ...
-დამშვიდდი. ყველაფერი გადავიტანეთ დღეს და ნატამ რაღაცეები ამოალაგა კიდეც. და ჩვენ შენთვის სურპრიზი გვაქვს.
-ასე სწრაფად როგორ მოახერხეთ? - მე ჯერ კიდევ შოკში ვიყავი და დემეს სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-მუშები და რამდენიმე ძმაკაცი დავიხმარიე, - გამეკრიჭა დემე.
-და დღეს უკვე შემეძლება იქ დავრჩე? - ვერ ვიჯერებდი, - ასე უცებ მოგაბეზრეთ თავი ცოლ-ქმარს? 2 დღე გამიძელით, მეტი ვერა? - ვკითხე და გავიცინე.
-მასე არა?! - მკითხა დემემ, - კარგი, აღარ გეტყვი რა არის სურპრიზი და როცა თვითონ ნახავ და პირღია დარჩები, მერე გამიხსენებ, - და თავისთვის ეშმაკურად ჩაიცინა.
*************
ახალ სახლში გადასვლიდან 1 კვირა გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რა სურპრიზი გამიკეთეს სიძემ და ჩემმა დამ, სანამ კვირა დღეს ამ სურპრიზს ეზოში არ შევეჩეხე.
მე და ნატა ბავშვის ტანსაცმლის საყიდლად ვაპირებდით გასვლას. გარეთაც უკვე შესამჩნევად ცხელოდა, ამიტომ ჯინსის მაღალწელიანი შორტი, ბრეტელიანი, ოდნავ გაშვებული ზედა, რომელსაც ზურგზე დიდი ჭრილი ჰქონდა, ფეხზე სანდლები ჩავიცვი, თმა გავიშალე, საფულე და მობილური პატარა ხელჩანთაში ჩავდე, სათვალე თავზე დავიმაგრე, ხელში მანქანის გასაღები დავიჭირე და გავედი. მე-4 სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ ლიფტს აღარ დავლოდებივარ და კიბეები ჩავირბინე. ფეხი ჯერ კიდევ ოდნავ მაწუხებდა, ამიტომ ეზოში გასულმა ნელა გავაგრძელე სიარული მანქანისკენ, თან სათვალე მოვირგე. სწორედ ამ დროს დავინახე გიორგი, რომელიც მოტოცკლთან იყო დახრილი და რაღაცას აკეთებდა. ჯინსის შორტი და თავისუფალი მაისური, რომელიც ოფლის გამო სხეულზე მიტმასვნოდა, კარგად წარმოაჩენდა გამხდარ, მაგრამ, ამასთანავე დაკუნთულ სხეულს. მის დანახვაზე გულმა ჯერ მუშაობა შეწყვიტა, შემდეგ კი ორმაგად სწრაფად აძგერდა. ნერწყვი ძლივს გადავაგორე ყელში, შემდეგ კი შევეცადე გვერდი შეუმჩნევლად ამევლო, მაგრამ როგორც კი ჩემი ჩრდილი მოტოციკლს დაეცა, მაშინვე ამომხედა და გამიღიმა.
-ოჰო, ლობჟო? - მკითხა გაოცებულმა, მერე სხეულზე ამაყოლ-ჩამომაყოლა დაჟინებული მზერა, ცოტა ხანს ჩემს მკერდსაც დააკვირდა და მერე შემომხედა სახეში, - არ მოველოდი შენს აქ ნახვას.
-არც მე, - ვუთხარი და ისევ მანქანისკენ გავაგრძელე სიარული, - სტუმრად ხარ ვინმესთან?
-არა, მე აქ ვცხოვრობ.
ამ სიტყვებმა მანქანის კარის სახელურზე მიკედებული ხელი გამიშეშა და გაოცებული შევტრიალდი მისკენ.
-აქ ცხოვრობ? როგორ თუ აქ ცხოვრობ? - თვალები ალბათ შუბლზეც კი ამივიდა, მაგრამ სათვალე ფარავდა.
-ხო, ამ კორპუსში ვცხოვრობ. რატომ გაოცდი?
-მეც ამ კორპუსში ვცხოვრობ და მაგიტომ, - ვუთხარი, აშკარად გაოცებული დავტოვე და მანქანაში ჩავჯექი, - შეხვედრამდე მეზობელო, - გავძახე ჩამოწეული ფანჯრიდან და ადგილს დიდი სისწრაფით მოვწყდი.
„ოხ, დემეტრე, დემეტრე, შენ რას გიზამ!“ - ვფიქრობდი გზაში.
მე და ნატამ 2 საათი ვიბოდიალეთ მაღაზებში, ტანსაცმელები და სათამაშოები ვიყიდეთ, შემდეგ კი იქვე ახლოს მდებარე კაფეში ჩამოვსხედით ნაყინის საჭმელად.
-მარი, რამე მოხდა? - მკითხა 15 წუთიანი დუმილის შემდეგ.
-არა, რაზე მეკითხები?
-ამდენი ხნით გაჩუმებული არ მინახავხარ ჯერ, თანაც თვალებშივე გეტყობა, რომ რაღაც მოხდა. გაოცებული და დაბნეული იყურები აქეთ-იქით.
-კარგი, ხო, მოხდა, - ამოვღერღე და კიდევ ერთი კოვზი ნაყინი გავაქანე პირისკენ.
-მერე? არ მეტყვი?
-შენი და დემეს სიურპრიზს შევეჩეხე დღეს ეზოში, - ვთქვი ცოტა არ იყოს გაბრაზებულმა.
-აააა, მაგაზე ამბობ? მე მეგონა დემემ მაინც ვერ გააჩერა ენა და გითხრა, - საყვარლად გაიღიმა და გამობერილ მუცელზე გადაისვა ხელი.
-რომ ეთქვა, შენი აზრით, ახლა ასეთი გაოცებული ვიჯდებოდი აქ?
-კარგი რა, მარი. რა მოხდა ასეთი? მეზობლები იქნებით, საყვარლები ხომ არა?
ნატას თვალების ბრიალით გავხედე, მან კი სიცილი ატეხა ჩემს სახეზე.
-ვაიმე, რა სახე გაქვს, არ შემიძილია. მოიცადე, არ გაინძრე. ერთი კუნთიც კი არ შეატოკო სახეზე, სურათი უნდა გადაგიღო, - სწრაფად დააძრო მობილური და სურათი გადამიღო, შემდეგ კი გაღიმებულმა ჩემკენ შემოაბრუნა.
-ღმერთო, მართლა რა სახე მაქვს?! წარმოგიდგენია? მზერით სიკვდილი რომ შეიძლებოდეს, ადგილზე დაგფერფლავდი, - ვუთხარი და სიცილში მეც ავყევი.
************
მეორე დღეს ჩვეულებრივ დილით ადრე გამეღვიძა. სწრაფად მოვემზადე. ჩვეული კლასიკური ტანსაცმელი მოვირგე, თმა ცხენის კუდად შევიკარი და საუზმობის გარეშე გამოვედი სახლიდან. მეორე სართულზე ჩავდიოდი, როცა ერთ-ერთი სახლის კარი გაიღო და იქიდან ჯერ ვიღაც საოცარი აღნაგობის გოგონა გამოვიდა მოკლე კაბით, აი, ისეთი საკუთარ ორიეტაციაში ეჭვს რომ შეგატანინებს და კაცად ყოფნად განატრებინებს თავს. ამ გოგონას კი უკან თვით დიადი სვანი მოჰყვა.
-გამარჯობა, მეზობელო, - მომესალმა ღიმილით და მანაც ჩემთან ერთად გააგრძელა კიბეებზე სვლა, - როგორ გიკითხოთ?
-მადლობა ნორმალურად, თავად? - ვკითხე და ეჭვნარევი მზერა უკვე წასული გოგონასკენ გამექცა, მაგრამ არაფერი შევიტყვე და გავაგრძელე, - მაგრამ თუ იმით ვიმსჯელებთ, შენი სახლიდან როგორი გოგოც გამოვიდა, მაშინ კარგად უნდა იყო.
გიომ მხოლოდ ჩაიღიმა ჩემს კომენტარზე, შემდეგ ფეხზე დამხედა და მკითხა:
-სულ დამავიწყდა მეკითხა, ფეხი როგორ გაქვს?
-მადლობა, კარგად. დიდად აღარ მაწუხებს. ასე რომ, მანქანის ტარება შემიძლია და ავარიასაც არ მოვაწყობ, - ვუთხარი ირონიული ღიმილით და სწრაფი ნაბიჯებით წავედი მანქანისკენ.
მხოლოდ მანქანაში ჩამჯდარმა გავიხედე და გაოცებული გიორგის დანახვაზე, რომელიც ვერ მიმხვდარიყო ჩემი ირონიის მიზეზს, გამეღიმა და სამსახურში კმაყოფილი წავედი.
სამსახურში სულ 5 წუთის მისული ვიყავი, როცა ბატონმა შარლმა თავის კაბინეტში გამომიძახა.
-მარიამ, მაინტერესებდა რა ქენით ჩვენს პროექტთან დაკავშირებით? - მკითხა, როგორც კი მის კაბინეტში შევედი.
-სწორედ ახლა ვაპირებდი შემომეტანა თქვენთვის დოკუმენტის შესწორებული ვარიანტი, - ვუთხარი და საქაღალდე მივაწოდე.
-ძალიან კარგი, ძალიან კარგი, - გადახედვის შემდეგ მითხრა და გამიღიმა, - ანუ ყველაფერი მზად გვაქვს?
-თითქმის, მხოლოდ შერჩეული ადგილის დეკორაციებიღა დარჩა დასამონტაჟებელი.
-პროექტის წარდგენამდე ჯერ კიდევ არის კვირაზე მეტი, იმედია მოვასწრებთ, ხომ?
-რა თქმა უნდა, შემდეგ ორშაბათს უკვე შეგვეძლება მისი ნახვა, პროექტის წარდგენა კი პარასკევსაა.
-მშვენიერია, მშვენიერი.
კაცი სავარძელში გასწორდა, შემდეგ კი მითხრა:
-ზეგიდან ორშაბათამდე სამსახურიდან თავისუფალი ხარ.
-რა? რატომ? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-აღარ გახსოვს? ჩემი ოჯახი ჩამოდის ოთხშაბათს და სვანეთის დასათვალიერებლად ხომ უნდა გაჰყვე?
-უი, მაპატიეთ. ეგ სულ ამომივარდა თავიდან. რა თქმა უნდა, დავათვალიერებინებ, მაგრამ ერთი პრობლემაა. მე თვითონ პირველად მივდივარ მანდ.
-ოოოო, აბა, რას იზამ?
უცებ თავში სვანი ამომიტივტივდა და უფროსს ვუთხარი:
-ჩემი კლასელი, უფრო სწორად მეზობელია მაქედან და იმას ვთხოვ დახმარებას. იმედია დამთანხმდება. გინდათ, ახლავე ვცდი დარეკვას.
-კარგი. მაშინ წარმატებები და კიდევ, მარიამ, - გასვლამდე კართან გამაჩერა და მითხრა, - ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.
უფროსის კაბინეტიდან გამოსულმა ჩემს კაბინეტს მივაშურე და მხოლოდ იქიდან გავბედე დარეკვა გიორგისთან, რომ ჩემი აღელვება არავის შეემჩნია. 2 ზარის შემდეგ მიპასუხა:
-დიახ, გისმენთ.
მისი ბოხი ხმის გაგონებისას ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ჩავახველე და შემდეგ ვუთხარი:
-ალო, გიორგი, მარი ვარ.
-ხო, ლობჟო. მშვიდობაა?
-კი, კი. იცი რისთვის გირეკავ? - მაგიდაზე დადებული ჭიქიდან წყალი მოვსვი და გავაგრძელე, - შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოს, მაგრამ...
-რა იყო? პაემანზე ხომ არ მპატიჟებ? - მკითხა და გაიცინა, მე კი წყალი გადამცდა, ნახევარი ტანსაცმელზე გადავისხი და ხველა ამივარდა.
-კარგი, ხო, გეხუმრე, - მესმოდა მისი სიცილი და უნებურად მეც გამეღიმა.
-დღეს შესვენება გაქვს, რომ შემხვდე? სათხოვარი მაქვს შენთან.
-აბა, პაემანი არაო, - მითხრა და ისევ გაიცინა.
-ხუმრობას მოეშვი, შენი ჭირი მე რაა და მიპასუხე.
-კარგი, ხო. ვნახოთ. ორზე რომ გნახო სადმე, გაწყობს?
-კი, მაწყობს და მადლობა, - ვუთხარი და ისე გავუთიშე, მის პასუხს აღარ დავლოდებივარ.
2 საათამდე გაბრუებული ვმუშაობდი. თითქოს ჩემს ჯინაზე დრო ძალიან ნელა გადიოდა. ზუსტად ორ საათზე კი ჩემი ტელეფონი ამღერდა. საქმეში იმდენად ვიყავი ჩაფლული, რომ ეკრანზე დაუხედავად ვუპასუხე და როცა ხელში გიორგი შემრჩა, მაშინვე ფეხზე წამოვვარდი.
-ლობჟო, რას შვრები?
-2-ია უკვე? - ვკითხე და კედელზე დაკიდებულ საათს გავხედე.
-შენ წარმოიდგინე, - მითხრა სიცილით, - შენი სამსახურის წინ გელოდები.
-რაა? აქ ხარ? - ვკითხე გაოცებულმა და ჩანთა ავიღე.
-ხო, აქ ვარ. უბრალოდ დაცვა ეზოში არ მიშვებს და იქნებ გამოხვიდე?
-მოვდივარ, მოვდივარ.
ეზოში გასულს გიორგი მართლა იქ დამხვდა. ღიმილით წავედი მისკენ და გვერდით დავუდექი.
-აბა, რა საქმე გქონდა? - მკითხა პირდაპირ.
-წამო, ჯერ რამე ვჭამოთ, გთხოვ. მე გეპატიჟები. დილიდან არაფერი მიჭამია, - საწყალი სახით გავხედე და ისიც დამთანხმდა.
10 წუთში ჩემი სამსახურის ახლოს მდებარე კაფეში ვისხედით და შეკვეთას ველოდებოდით. მისი ასე ჩემ წინ ჯდომა მაბნევდა და სათქმელს თავს ვერ ვუყრიდი, თან ვცდილობდი მას ვერაფერი შეემჩნია. მთელი კაფეს, ქუჩისა და იქ მსხდომი ხალხის შესწავლის შემდეგ, ისევ გიორგიმ დაარღვია დუმილი.
-ლობჟო, კიდევ დიდხანს უნდა ვისხდეთ ასე?
-კარგი, ხო. არ ვიცი, როგორ გთხოვო.
-პირდაპირ, - მითხრა და გვერდულად გამიღიმა.
-შენი დახმარება მჭირდება, - ვუთხარი და თვალებში შევხედე. შევხედე და მის ცისფერ თვალებში ჩავიძირე.
-მაგას მივხვდი, - ისევ ისე საყვარლად მიღიმოდა.
-ოთხშაბათიდან ორშაბათამდე გცალია?
-ეგ როგორ?
-ოთხშაბათს ჩემი უფროსის ცოლ-შვილი ჩამოდის საქართველოში სვანეთის სანახავად. მე კი, ბატონმა შარლმა მთხოვა ისინი წავიყვანო და სვანეთი დავათვალიერებინო.
-მერე?
-მერე, ის რომ, კახეთს ან ნებისმიერ სხვა კუთხეს რომ ეხებოდეს საქმე, პრობლემა არ მაქვს, წავიყვანდი დასათვალიერებლად და გიდობასაც მევე გავუწევდი, მაგრამ... სვანეთში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მე თვითონაც პირველდ მივდივარ მანდ და ამიტომ მჭირდება შენი დახმარება. შეგიძლია წამოგვყვე და ასე ვთქვათ, გიდობა გაგვიწიო?
გიო ჩაფიქრებული მიყურებდა, როცა მიმტანმა შეკვეთა მოგვიტანა. რასაც ჰქვია, თვალებით ჭამდა, ისე უყურებდა ჩემს წინ მჯდომს. ის კი ყურადღებას არ აქცევდა.
-ო-ო-ო-ო-ო-ო, - ამოილაპარაკა სერიოზულად და ყავა მოსვა, - საინტერესო შემოთავაზებაა, მაგრამ რომ არ მცალია?
-და ვერც მოიცლი? ძალიან გთხოვ, შენ გარდა სვანს არავის ვიცნობ. შენი დახმარება მართლა ძალიან მჭირდება.
-არ ვიცი, ლობჟო, არ ვიცი. მაშინ მორიგეობის სხვისთვის გადაბარება მომიწევს და კიდევ უამრავი საქმე დამიგროვდება...
-გასამრჯელოს გადაგიხდი, - შევაპარე ღიმილით.
-ეგ რა შუაშია? - მკითხა და ვითომ შეურაცხყოფილი სახე მიიღო, - მაინც რამდენს? - მითხრა სიცილით.
-გააჩნია შენ რამდენი გინდა, - მეც ღიმილით ვუპასუხე და წვენი მოვსვი.
-კარგი, ეს ხუმრობით. ვნახოთ, ლობჟო, ვნახოთ. მოდი, იცი როგორ მოვიქცეთ?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე და დაინტერესებულმა ავხედე. დავინახე სულ რამდენიმე წამით როგორ შეეკრა სუნთქვა, შემდეგ თავი გააქნია, გამიღიმა და მითხრა:
-დღეს საღამოს დაგირეკავ და ზუსტ პასუხს გეტყვი. მე თუ წამოსვლა ვერ მოვახერხე... ჩემს მეგობარს ვთხოვ და ის გამოგყვებათ, - დაამატა ბოლოს სწრაფად, ფული გადაიხადა და წავიდა.
სამსახურიდან გადაღლილი დავბრუნდი სახლში. სწრაფად მივიღე შხაპი, ვივახშმე და საშინაო სპორტული შორტითა და მოშვებილი მაისურით ისევ საქმეებს ჩავუჯექი. საქმეებიდან ისევ მობილურის ხმამ გამომიყვანა. ეკრანს დავხედე და გაღიმებულმა ვუპასუხე:
-გისმენ ლუკა, როგორ ხარ? ჩემი ნათლული როგორაა? თამუნა რას შვრება?
-მარი... - ამოილუღლუღა ლუკამ და მეც დავიძაბე, - მარი... თამუნა... ის...
-რა, ლუკა, რა მოხდა? - უკვე ანერვულებულმა ვკითხე და თავი ცუდი სიახლისთვის შევამზადე, მაგრამ მთლად ასეთ ცუდსაც არ ველოდი.
-მარი, თამუნა... ის აღარაა... - ამოილაპარაკა ხმაჩამწყდარმა.
-ლუკა, რას ამბობ? რა მოუვიდა? ეს როგორ მოხდა? - უკვე ვტიროდი და ისე ვეკითხებოდი.
-2 დღის წინ მოხდა... არ ვიცი... - ჩამწყდარი და განადგურებული ხმით მელაპარაკებოდა, - სახლში რომ მოვედი... არ შემიძლია, მარიამ, არ შემიძლია, ვერ ვლაპარაკობ.
-შეუძლებელია, - ამოვილაპარაკე და ცრემლები წამომივიდა.
-დასაფლავება ხვალაა. მაპატიე, რომ უფრო ადრე ვერ გაგაგებინე...
-მოვალ, ლუკა, მოვალ... - მხოლოდ ესღა ვთქვი და ტელეფონი გავთიშე.
ცოტა ხანი დივანზე ვიჯექი და ვტიროდი. მტკიოდა ჩემი მეგობარი, რომელთან ერთადაც სტუდენტობის პერიოდში ძალიან ბევრი სიგიჟე ჩამიდენია. მტკიოდა ლუკა, რომელმაც საყვარელი ქალი დაკარგა და მტკიოდა ჩემი ნათლული, ჩემი პატარა ანდრეა, რომელიც ჯერ მხოლოდ 2 წლისაა და უკვე დედა დაკარგა. ფეხზე გაგიჟებული წამოვდექი და ხელში რაც კი მომყვა, ყველაფერი დავლეწე. მისაღებ ოთახში არც ერთი ვაზა, სანათი თუ ჭიქა არ დამიტოვებია დაულეწავი. ყველა მათგანი კედელს მიეფშვნა და თითქოს თითოეულ ნასროლ ნივთს ჩემი ტკივილი გავაყოლე. არ მახსოვს რამდენ ხანს ვისროდი და ვამსხვრევდი ნივთებს, სანამ კარზე ზარის ხმამ არ გამომაფხიზლა. კარისკენ წავლასლასდი და ხელებზე ტკივილი და წვა მაშინ ვიგრძენი, როცა კარი გამოვხსენი. წინ კი გიორგი მედგა.
-შენ რა ტიროდი? - მკითხა და კარგად დამაკირდა, შემდეგ კი სიტყვაც არ მათქმევინა ისე შემოვიდა.
-აქ რას აკეთებ? - ვკითხე და უკან ავედევნე.
-ალბათ გახსოვს პოლიციელი რომ ვარ.
-მერე ეგ რა შუაშია?
-შენმა ქვედა და ჩემმა ზედა მეზობელმა ჩამომაკითხა, პოლიციელი ხარ შვილო და ადი, ნახე, ხო მშვიდობაა, ძალიან დიდი ხანია მსხვრევის ხმა მესმის ზემოდანო. და აქ რა მოხდა? - თვალი მოავლო განადგურებულ ოთახს, მერე კი მე შემომხედა, - ეს ყველაფერი შენ ჩაიდინე?
-როგორც ჩანს, - ამოვიხავლე ხმაჩამწყდარმა.
-რამე სერიოზული მოხდა? - მკითხა და ჩემს ხელებს დააკვირდა, - ლობჟო სისხლი მოგდის!
მხოლოდ ახლაღა დავიხედე ხელებზე და დავინახე, რომ უამრავ ადგილას გადასერილი მქონდა, განსაკუთრებით კი თითები იყო ცუდ მდგომარეობაში.
-წამლების ყუთი სად გაქვს? - მკითხა და ისე, რომ არც შემოუხედავს ჩემთვის სააბაზანოსკენ აიღო გეზი.
-ჩემს ოთახშია, - ვუთხარი და ერთ-ერთი კარისკენ მივუთითე.
-მანდ რას დგახარ? წამოდი, შენს ხელებს უნდა მივხედო!
როცა ადგილიდან არ დავიძარი, მოვიდა, ხელი მაჯაში ჩამავლო და ჩემი ოთახისკენ წამათრია.
-სვანი, სვანი, არ მინდა, არაფერია, უბრალო ნაკაწრებია. გიოო, - ვეძახდი, მაგრამ უშედეგოდ.
ჩემს ოთახში შესულმა ერთ-ერთ სავარძელში ჩამსვა, თვითონ კი კარადა გამოაღო და წამლების ყუთი გადმოიღო. ასე მალე როგორ მიაგნო, გაკვირვებული დავრჩი. ყუთი პატარა მაგიდაზე მოათავსა, ჩემს წინ მუხლებზე დადგა, ძალიან ფრთხილად აიღო ჯერ მარჯვენა ხელი და სპირტიანი ბამბა ნელა გადამისვა თითოეულ ჭრილობაზე. სპირტმა გადასერილი ხელი ამიწვა და თვალებიდან ისევ ცრელები წამომივიდა. გიო კი ამ დროს ძალიან რომ არ ამწვოდა, ხელზე სულს მიბერავდა, შემდეგ კი ისევ ბამბას მისვამდა.
10 წუთში თითზე მინიმუმ ერთი სანტავიკი მაინც მეკრა. გიო ფეხზე წამოდგა, სისხლიანი ბამბები მოაგროვა, გადაყარა, შემდეგ კი წამლების ყუთიდან ტკივილგამაყუჩებელი ამოიღო, სამზარეულოდან ჭიქით წყალი მომიტანა და ძალით დამალევინა. წამლების ყუთი კი თავის ადგილას დააბრუნა.
-ლობჟო, მომიყვები რა მოხდა და რატომ ჰგავს შენი მისაღები ადგილს, რომელსაც ქარიშხალმა კატრინამ გადაუარა? - სცადა გახუმრება, მაგრამ მე არ მეხუმრებოდა.
თვალებიდან ცოტა ხნის წინ შემშრალი ცრემლები წამომივიდა და ისევ ავტირდი. ჩემდა მოულოდნელად და გასაოცრად, გიორგი ჩემთან მოვიდა და მომეხვია. თან თმაზე მისვამდა ხელს.
-ლობჟო, ჰეი, დაწყნარდი. ყველაფერი კარგად იქნება. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერი კარგად იქნება.
-არაფერიც არ იქნება კარგად, - ამოვისრუტუნე და მის მკერდში ჩავრგე თავი.
-მარიამ, მიდი, მომიყევი და ცოტა მოგეშვება.
მისმა დაძახებულმა ჩემმა სრულმა სახელმა შემაკრთო და ტანში ჟრუანტელმა დამიარა. პირველად მოხდა, რომ მან ჩემი სახელი დამიძახა, თანაც - სრული.
-ჰეი, - მან თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა, - ყველაფერი კარგად იქნება, კარგი?
ეს სიტყვები ისეთი ტონით მითხრა, რომ ცოტა ხნით მართლა დავიჯერე, რომ ყველაფერი მართლა კარგად იქნებოდა. შემდეგ საწოლისკენ წამიყვანა ისე, რომ ჩემი წელისთვის შემოხვეული ხელი არ მოუშორებია, ჩამომსვა, თვითონაც გვერდით მომიჯდა და მითხრა:
-მარიამ, გისმენ.
ღრმად ჩავისუნთქე და მოყოლა დავიწყე:
-ჩემი ძალიან ახლო მეგობარი გარდაიცვალა, - ამ სიტყვებს თითქოს გულიც კი ამოვაყოლე, - სულ ცოტა ხნის წინ დამირეკა მისმა ქმარმა და მითხრა, რომ თამუნა, ჩემი თამუნა, ცოცხალი აღარაა. წარმოგიდგენია, ყველაზე გიჟი ადამიანი ვისაც კი უნივერსიტეტში ვიცნობდი, საოცარი პიროვნება, საუკეთესო დედა, ცოცხალი აღარაა და ხვალ ასაფლავებენ. მე კი რა უნდა ვუთხრა ანდროს? - ცრემლებჩამდგარი თვალებით შევხედე სახეში და ამღვრეული მზერით ვერც კი გავარჩიე მისი ნაკვთები.
-არ შემიძლია, ღმერთო, არ შემიძლია, - წამოვდექი და აქეთ-იქით სიარულს მოვყევი, - როგორ უნდა ვუთხრა რაიმე ანდრეას? - ვეკითხებოდი გიოს უკვე ყვირილით.
გიო მანამ არ წამომდგარა ფეხზე, სანამ ემოციებისგან სრულიად არ დავიცალე და ერთ-ერთ კედელთან არ ჩავიკეცე. შემდეგ ადგა, თვითონაც გვერდით მომიჯდა, მხრებზე ხელები მომხვია და მითხრა:
-ყველფერი მოგვრდება. მჯერა, რომ შენ ყველაფერს შეძლებ. ვიცი, უბრალოდ დარწმუნებული ვარ, რომ შენ შეგიძლია გაუმკლავდე ამ ყველაფერს!
შემდეგ კი გახურებული ტუჩები შუბლზე მომაკრა და ჩემთან ერთად ასე იქამდე იჯდა, სანამ ისევ ჩემი ტელეფონი არ ამღერდა. ძალაგამოცლილი წამოვდექი და მისაღებში გავედი. ის ადგილი შუბლზე, სადაც მან მაკოცა, ჯერ კიდევ მიხურდა. ეკრანს თითი გადავუსვი და ვუპასუხე:
-გისმენთ.
-მარი, - მომესმა ჩამწყდარი და განადგურებული ხმა, - მე ვარ, ანა.
-ხო, ანა.
-გაიგე? თამოს ამბავი გაიგე?
-კი, - ვუპასუხე და გული ამომიჯდა.
-ვერ ვიჯერებ, უბრალოდ შეუძლებელია. როგორ? რატომ? და ანდროს რა ეშველება?
-არ ვიცი, ანა, არ ვიცი...
-მარი, წასვლას აპირებ?
-კი. ანდროს და ლუკას ვჭირდებით. შენც ხომ წამოხვალ?
-დიდი ალბათობით, კი, არ ვიცი ზუსტად. სამსახურიდან თუ გავენთავისუფლები...
ანას სიტყვებმა ახლაღა გამახსენა სამსახური.
-კარგი, ანა, გამაგებინე რას იზამ. ისევ ყაზბეგში ხარ?
-ხო, აქ ვარ. მართლა, ლუკამ 2-ზეაო გასვენება. კარგად, მარი. და თუ მე წამოსვლა ვერ მოვახერხე, გთხოვ, თამუნას ჩემ ნაცვლადაც დაემშვიდობე და ანდროს მიმიხედე.
ანამ ტელეფონი გათიშა, მე კი ჩემს უფროსს დავურეკე, ყველაფერი ავუხსენი და გავენთავისუფლე. შემდეგ კი ჩემს ოთახში დავბრუნდი და გიოს შევხედე, რომელიც ერთ-ერთ სავარძელში იყო ჩამჯდარი და მაგიდაზე დადებულ წიგნს ფურცლავდა.
-მადლობა, რომ გამიძელი, - წარმოვთქვი იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას ჩახლეჩილი ყელი მაძლევდა.
-ნუ ბოდავ, ლობჟო, - მითხრა და ამომხედა, - შემთხვევით შენს საუბარს მოვკარი ყური და ხვალ დაკრძალვაზე მიდიხარ?
-კი, უკვე გავენთავისუფლე. ბათუმში უნდა წავიდე.
-ბათუმში? - შემომხედა გაკვირვებულმა.
-ხო, თამო და ლუკა ბათუმში ცხოვრობენ, ნუ უკვე ლუკაღა ცხოვრობს იქ.
-და ასეთ მდგომარეობაში აპირებ წასვლას?
-ასეთში რას გულისხმობ?
-ემოციურ მდგომარეობას.
-კი... იქ უნდა ვიყო. ლუკას და ანდროს ვჭირდები.
გიო ცოტა ხანი ჩაფიქრებული მიყურებდა, შემდეგ ადგა, ცოტა ხანი ტელეფონზე ილაპარაკა მისაღებში გასულმა, მერე კი შემოვიდა და ჩემი გაოცება კიდევ ერთხელ მოახერხა.
-მე წაგიყვან.
-რა?
-ხო, მე წაგიყვან.
-მოიცადე, მოიცადე, შენ სად წამიყვან?
-ბათუმში.
პირდაღებული შევყურებდი და ვერ ვიჯერებდი ცოტა ხნის წინ გაგონილს. გიო ჩემმა გამომეტყველებამ გაახალისა, მოვიდა, ნიკაპში ორი თითი ამომდო და პირი დამახურინა. რაღაცის თქმას ვაპირებდი, როცა გამაჩერა და მითხრა:
-იმის თქმას თუ აპირებ, რომ საჭირო არაა და შენითაც წახვალ, გიპასუხებ, რომ შეკამათებას აზრი არ აქვს. ასე, რომ ტყუილად ნუ ვიკამათებთ, კარგი?
ამ სიტყვებს ისეთი საყვარელი ღიმილი მოაყოლა, კინაღამ იქვე დავდნი. მერე კი ჩემმა სიტყვებმა, რომელიც გაუაზრებლად ვთქვი, ორივე გაგვაოცა:
-გთხოვ, დღეს აქ დარჩი. მარტო არ შემიძლია, ვერ გავძლებ და ალბათ მთელ სახლს გავანადგურებ.
გიომ ცოტა ხანს მიყურა, შემდეგ კი მხოლოდ თავი დამიქნია და ისევ მომეხვია.
***********
დილით 6-ის ნახევარზე გამეღვიძა. სწრაფად წამოვდექი, ჩემს ოთახს თვალი მოვავლე და გავოცდი, როცა გიორგი აქ არ დამხვდა. ალბათ, როცა ჩამეძინა, მაშინ წავიდა. სააბაზანოში შევედი და ცხელი ნაკადის ქვეშ დამდგარმა ახლაღა გავიაზრე, როგორ ვკანკალებდი. ცხოვრებაში ასე მალე არ მოვმზადებულვარ. კარადა გამოვაღე, სადა შავი კაბა გამოვიღე და გადავიცვი. თმა ცხენისკუდად შევიკარი და საათს გავხედე. ზუსტად 6 საათზე, კარზე დააკაკუნეს. კარი გამოვაღე და გიორგი შემოვუშვი. მასაც სადად ეცვა. მუქი, თითქმის შავი პერანგი და შავი ჯინსის შარვალი.
-მზად ხარ? - მკითხა და შემომხედა.
თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე. ხმა რომ ამომეღო ისევ ავტირდებოდი. გიომ მანქანის გასაღები გამომართვა და ხმისამოუღებლად წავედით. მთელი გზა არც ერთს ხმა არ ამოგვიღია. მე ფანჯარაში ვიყურებოდი და მახსენდებოდა ის სიგიჟეები, რაც ანას, მე და თამოს ერთად ჩაგვიდენია. გიორგი კი გზას უყურებდა და ხანდახან თუ გამომხედავდა-ხოლმე, რომ დარწმუნებულიყო, კარგად ვიყავი თუ არა.
************
ბაღში ხეს ვიყავი მიყრდნობილი და ხელში ატირებული ანდრო მეჭირა, როცა ჩემთან გიო მოვიდა და ჩემს მკერდზე მოკრულ ბავშვს დახედა.
-ნათლი, სად ალის დედა? - მეკითხებოდა პატარა და არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-ლატომ ალ მოდის? დედა მიდააა, - ამოისლუკუნა და პატარა ხელები ყელზე შემომხვია.
-სუ, ჩემო სიხარულო. დამშვიდდი, - ვარწევდი და ლამის მეც ავტირებულიყავი, როცა გიომ მანიშნა, რომ ბავშვი მისთვის მიმეყვანა.
-ანდრო, ამომხედე, ჩემო სიცოცხლე, - ვუთხარი პატარა ბავშვს და გიოს გაკვირვებული სახე შევნიშნე.
-ესაა ანდრო? შენი ანდრო?
-ხო, ესაა, - ვუთხარი და ანდროს ლოყაზე ვაკოცე, - ჩემი სიცოცხლე, სიხარული და ბედნიერება. ანდრეა, მოდი, ვიღაცას გაგაცნობ.
ბავშვმა ცრემლიანი თვალებით ამომხედა, შემდეგ კი მორცხვად გახედა გიორგის. მანაც თბილად გაუღიმა და მისკენ ხელები გაიწვდინა. ჩემდა გასაკვირად ანდრეამაც გაიწვდინა პატარა ხელები და მისკენ გაიწია. გიორგიმ სწრაფად გამომართვა ანდრეა, გულში ჩაიკრა და ლოყაზე აკოცა.
-მე გიორგი ვარ. ლობჟოს მეგობარი, - გაუღიმა ბავშვს.
-მე ანდლეა მქია და ოლი წლის ვალ. ლობზო ვინაა? - იკითხა გაოცებულმა ბავშვმა და ორივეს გაკვირვებულმა გამოგვხედა.
-უი, ბოდიში, ლობჟო ნათლიაშენია. სკოლაში ყველა მასე ვეძახდით, - აუხსნა უცებ ბავშვს, - შენ ხო მაგარი კაცი ხარ?
ანდრეამ თავი დაუქნია ახლა მას მოხვია ყელზე თავისი პატარა ხელები.
-მერე, არ იცი, რომ კაცები არ ტირიან? ვიცი, დედიკო გენატრება. მეც მენატრება დედაჩემი და შენი ნათლიაც ალბათ გიჟდება მონატრებისგან, როცა თავისი მშობლები ახსენდება, მაგრამ რომელიმე ჩვენგანი ტირის?
-ალა, - ამოილაპარაკა პატარამ.
-ხოდა, არც შენ უნდა იტირო. დედიკოს ეტკინება გული, როცა დაგინახავს ზემოდან რომ ტირი. შენ კი არ გინდა, ხომ დედიკოს გული რომ ეტკინოს? - ჰკითხა, თან ზურგზე ეფერებოდა.
-დედას ეტკინება მე თუ ვიტილებ? - სერიოზული სახით ახედა ბიჭმა და მერე ასევე სერიოზულად თქვა, - აგალ ვიტილებ გიოლგი ბიძია, გპილდები. მენატლებააა... - ამოისლუკუნა ბოლოს და ერთი ცრემლი მაინც ჩამოუგორდა.
-მასეც უნდა იყოს, - ვუთხარი ბავშვს და ხელები გავიწვდინე მისკენ, - მოდი ნათლი ჩემთან.
გიორგიმ ბავში გადმომცა და გაეღიმა, როცა დაინახა, როგორ შემომხვია ხელები ანდრეამ და ლოყაზე მაკოცა.
-ნათლი, გავისეილნოთ ლაა... მე და დედიკო ამ დროს ვსეილნობდით და ნაკინს ვწამდით-ქოლმე. სენც ქო მაწმევ ნაკინს?
-გაჭმევს, ვაჟკაც, გაჭმევს. თუ არა და მე გიყიდი ნაყინს, - უთხრა გიომ და ისიც გვერდით აგვედევნა.
ბულვარში მივსეირნობდით და გიო ბავშვის გასამხიარულებლად იმდენს ცანცარებდა, ბოლოს მეც კი გამეღიმა. ძალიან მალე ანდროს ტუჩები დაუმრგვალდა, თავი მკერდზე ჩამომადო და დაიძინა. ბავშვი ცალ ხელში დავიჭირე, მეორეთი კი მისი პაწაწუნა ხელი ავიღე და ფრთხილად ვაკოცე.
************
ღამის სამი საათი ხდებოდა, როცა თბილისში შემოვედით. თავი ფანჯრისთვის მქონდა მიდებული და ძილ-ბურანში მყოფი ღრმად ვსუნთქავდი. ძლივს გავიგე, როგორ გააჩერა მანქანა გიორგიმ, შემდეგ კი ჩემი გამოფხიზლება სცადა.
-ლობჟო, მოვედით. ვიცი, რომ გადაღლილი ხარ და გეძინება, მაგრამ მხოლოდ 5 წუთია საჭირო. გადმოდი მანქანიდან, ადი სახლში და დაიძინე.
-აქაც კარგად ვარ, - ამოვილუღლუღე და ყურადღება არ მივაქციე მის სიტყვებს.
გიორგიმ კიდევ ერთხელ სცადა ჩემი გამოფხიზლება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მერე რაღაც ჩაილაპარაკა თავისთვის და როცა ჩემ მხარეს კარი გაიღო, კინაღამ გადავვარდი, მაგრამ მისი თბილი ხელები სწრაფად შემომეხვივნენ და ხელში ამიყვანა. ბიჭის სასიამოვნო სურნელმა ნესტოები ამწვა და ძილით გაბრუებული კიდევ უფრო გამაბრუა. თავი მის მკერდზე მედო და მისი აჩქარებული გულისცემა მესმოდა. ძილში გამეღიმა, კიდევ უფრო მივეკარი მას და მთლიანად გავითიშე.
დილით ჩემს საწოლში, ჩემივე პიჟამაში რომ გამომეღვიძა, დავეჭვდი, წუხანდელი ხომ არ დამსიზმრებია ან მომჩვენებია-მეთქი. სწრაფად გადავივლე, ჯინსი, მოტკეცილი მაიკა და მასზე მოკლემკლავება დაკლეტკილი პერანგი მოვიცვი, თმა გავისწორე, ფეხზე სანდლები ამოვიცვი და სახლიდან გასულმა ჩემს უფროსს დავურეკე.
-დილა მშვიდობისა, ბატონო შარლ, - ვუთხარი ფრანგულად, როგორც კი მიპასუხა.
-დილა მშვიდობისა, მარიამ.
-ბატონო შარლ, რომელ საათზე ჩამოფრინდებიან? სახლიდან გამოვდივარ და მინდა დავხვდე.
-არ არის საჭირო, მარიამ. მე თავად დავხვდები მათ. უბრალოდ, დღეს საღამოს ჩემთან სახლში მოდი. კლუბში სურთ წასვლა და გართობა ბავშვებს, სანამ სვანეთში წავლენ და...
-გასაგებია, მაშინ საღამოს შევხვდებით.
ტელეფონი გავთიშე და მხოლოდ ახლა ვიგრძენი შიმშილი. სწრაფად დავურეკე ჩემს დას და დემეტრეს, რომლებსაც იმედია ღვიძავთ.
-ალო, - ნამძინარევი ხმით მიპასუხა დემემ ნატას ტელეფონზე.
-ჰეი, დემე, როგორ ხარ?
-მარი? იცი, გოგო, მაინც რომელი საათია?
-კი, ათია, - ვუთხარი მას შემდეგ, რაც მაჯის საათს დავხედე.
-მერე არ იცი, რომ პირველ საათამდე ჩემი შეწუხება არ შეიძლება?
-ბიჭო, შენ სულ მთლად გადაირიე? პირველ საათამდე ძილი ვის გაუგონია?
-მე, - ამოიბურდღუნა და მითხრა, - ახლა კი მაპატიე, მეძინება.
-ტელეფონი არ გათიშო! - ისე შევუყვრე, მგონი მთელი კორპუსი გავაღვიძე და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში.
-კარგი რაა, მარი! რა გინდა?
-შეგიძლია მარტო შემხვდე კაფეში, ძალიან მშია და თან მინდა რაღაც მოგიყვე, - ბოლო სიტყვები ძალიან ხმადაბლა ვუთხარი და მანქანაშიც კი მიმოვიხედე, ხომ არავინ გაიგო-მეთქი.
-ჩვენს საიდუმლოს ეხება საქმე? - მანაც ასევე ჩურჩულით მკითხა და მის ამ ჩურჩულზე გამეღიმა.
-კი.
-კარგი, მაშინ მაქსიმუმ ნახევარ საათში იქ ვარ, სადაც შენ მეტყვი.
-კარგი, თანამზრახველო, მოგწერ, - ვუთხარი სიცილით, მანქანა დავძარი და ერთ-ერთი კაფისკენ ავიღე გეზი.
შიგნით აღარ შევსულვარ, გარეთვე დავჯექი, დემესთვის უშაქრო ყავა და კრუასანი შევუკვეთე, ხოლო ჩემთვის სალათი და წვენი და დემეს ლოდინი დავიწყე. მართლაც ნახევარ საათში გამოჩნდა მოკლე შორტსა და მაისურში გამოწყობილი, ფეხზე კეტებით. როგორც იქნა სათვალეებიც მოიხსნა და ნამძინარევი თვალებით შემომხედა. მე გავუღიმე და ყავის ფინჯანი მივაწოდე. არა, ყოჩაღ ჩემს დას რაა, მართლა მაგარი ბიჭი ააგდო. მთელ კაფეში მსხდარი გოგონები დემეს სჭამდნენ თვალებით.
-აბა, რა ხდება? - მკითხა და ყავა მოსვა, - უჰჰ, გაიხარე. ძლივს არ გამოვფხიზლდი.
ჩემს საჭმელს დავხედე და ჩანგლით მისი წვალება დავიწყე.
-მარი, ამოღერღავ რა ხდება?
-კარგი, მოგიყვები, მაგრამ მგონია, რომ სისულელეა ეს ყველაფერი.
-შენ მომიყევი და მე გადავწყვეტ მართლა სისულელეა თუ არა, - გამიღიმა და მეც ყველაფრის მოყოლა დავიწყე.
მოვუყევი არა მარტო სვანეთის ამბავი, როგორ ვთხოვე დახმარება, ისიც ვუთხარი თამოს ამბავის გაგებისას ისტერიკაში მყოფი მარტო რომ არ დამტოვა და ბოლოს, წუხანდელი ამბავიც შევატყობინე და სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტს თავჩაღუნული დაველოდე.
-ოჰო, საინტერესოა, - ამოილაპარაკა დემემ და მიმტანი იხმო, შეკვეთა მისცა და მერე ისევ მე მომიბრუნდა.
-მხოლოდ საინტერესოა და მეტი არაფერი? - გაღიზიანებულმა ავხედე.
-კარგი, ხოო, - გაიცინა, - მაცადე გოგო, შევჭამ რამეს, მოვალ აზრზე და მერე დავფიქრდები, მაგარამ, ასე, ერთი შეხედვით ჩანს, რომ მაგ ბიჭს მოსწონხარ.
გული შემიფრთხიალდა და სახეზე ავწითლდი.
-დარწმუნებული ხარ? ტყუილი იმედები არ მჭირდება.
-დარწმუნებული რომ არ ვიყო, არც არაფერს გეტყოდი, - მითხრა და თავის წინ დადებულ საჭმელს ჩანგალი ჩაასო.
-მართლა, კაბა აარჩიე?
-რა კაბა? - ვკითხე გაკვირვებულმა.
-შტერი ხარ თუ თავს იშტერებ? - მკითხა და ჭამა გააგრძელა.
-დემე, ამიხსენი რა გინდა? რა კაბა უნდა ამერჩია?
-აბა, 1 კვირაში მე კი არ მივდივარ ბანკეტზე.
-ვაიმე, კაბა, - ამომხდა სასოწარკვეთილს.
-ოჰ, გაგახსენდა?
-რა უნდა ვქნა? იქნებ არ წავიდე? მაინც არასდროს მიყვარდა მსგავსი შეკრებები. ბანკეტზეც კი ჩემი მშობლების ძალდატანების გამო წავედი.
-გოგოო, შენ სულ გადაირიე? არ წახვალ კი არა, წახვალ, თან ისეთ „ვიდზე“ იქნები, ყველამ შენ რომ დაგიწყოს ყურება და მხოლოდ შენთან ცეკვა უნდოდეთ.
-სულ გადაირიე?
-ნწუ, - გამეკრიჭა სიძე და მორიგი ლუკმა გაიქანა ყბაში, - ჰე, ადექი ახლა და წავიდეთ საშოპინგოდ.
-ჯანდაბას, წამოვალ, - ხელი ჩავიქნიე და ჩემი მანქანისკენ წავედით.
მალე სავაჭრო ცენტრში დავდიოდით. დემეტრემ ლამის ყველა მაღაზია შემომატარა სადაც კი კაბები იყიდებოდა. არც ერთგან არ მოსწონდა არაფერი. გასახდელში იმდენჯერ შემაგდო, ბოლოს თავბრუ მეხვეოდა.
-წამო, მარო, წამო, აი, იმ მაღარზიაშიც შევიდეთ. თუ იქაც ვერაფერი ვნახეთ, გეფიცები თავს განებებ და უფლებას მოგცემ ბანკეტზე ჯინსებით წახვიდე.
-ისე, კარგი იდეაა, ხო იცი შენ, - გავუღიმე და ქანცგაწყვეტილი გავყევი უკან.
დემემ 15 წუთი ათვალიერა კაბები, ბოლოს ერთ-ერთი გამოაძვრინა და პირდაპირ გასახდელში შემაგდო. როცა იქიდან გამოვედი, კარგად ამათვალიერა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
-არა, გრძელი კაბა ნამდვილად არ გვჭირდება. აბა, ეს სცადე, - მითხრა და მუხლს კარგად აცდენილი კაბა გამომიწოდა.
-დემეტრე, ბანკეტზე მივდივარ, სტრიპტიზ ბარში სამუშაოდ კი არა.
-რომ გეუბნებიან, შედი და მოისინჯე, ყველანაირი შეწინააღმდეგების გარეშე!
-ოღონდ ცოცხალი გადავრჩებოდე დღეს და მეტი არაფერი მინდა.
ბოლოს როგორღაც მაყიდინა კაბა. მართლა საოცრება იყო. მართალია, მოკლე, მაგრამ მაინც საოცრება. მეც კი მომეწონა. ბოლოს, როგორღაც დავიშალეთ და სახლში გადაქანცული დავბრუნდი. არაფრის თავი აღარ მქონდა. რამდენიმე საათით წავუძინე, მერე კი კლუბში წასასვლელად დავიწყე მზადება. კრემისფერი მოკლე ტყავის ქვედაბოლო, თეთრი ბრეტელებიანი მაისური და საშუალო ზომის კრემისფერივე მაღლები ჩავიცვი, თმა გავიშალე, მსუბუქი მაკიაჟიც გადავისვი და პატარა კრემისფერი ხელჩანთით, რომელშიც მხოლოდ მობილური, საფულე და მანქანის გასაღები მედო, სახლიდან გამოვედი. ლიფტს ისევ არ დავლოდებივარ. ფეხით ჩავიარე ოთხივე სართული და როცა ეზოში გავედი, სწორედ მაშინ შემეჩეხა წინ გიორგი. კარგად ამათვალიერა და მძიმედ გადაყლაპული ნერწყვის შემდეგღა ამოიღო ხმა.
-ვახ ჩემი, - თავი გაიქნია ბიჭმა და თალები ისევ მაისურიდან მომზირალი მკერდისკენ გაექცა, - ლობჟო, ასეთ ფორმაში საით გაგიწევია?
-რამე გინდოდა, გიო? - წავუყრუე მის კითხვას და მანქანისკენ წავედი.
-ხოო, მე, ისაა, - უკნიდან მომესმა ლუღლუღი და დაჟინებულმა მზერამ მთელი სხეული ამიწვა.
ჩემთვის ჩამეღიმა. ნუთუ, ისეთი ეფექტი მოვახდინე, რომ ეს ბიჭიც კი დავადუმე? საინტერესოა.
-გიო, თუ სათქმელი გაქვს რამე, სწრაფად მითხარი, მეჩქარება, - უკვე მანქანასთან ვიდექი.
-თანახმა ვარ, - უცებ მომახალა და თვითონაც მანქანასთან მოვიდა.
-რაზე ხარ თანახმა? - შევიცხადე მე.
-აი, აი, - თავი გადააქნია ბიჭმა, - ადრე მეხსიერების პრობლემები არ გაწუხებდა და დავიჯერო დაბერდი? არა, ნამდვილად არ დაბერებულხარ, - კიდევ ერთხელ შემათვალიერა.
-ამიხსნი?
-ხვალ მე მოგყვებით სვანეთში.
-მართლა? - გახარებულმა შევძახე და მოვეხვიე.
ბიჭი დაიბნა და თავიდან გაშეშებული იდგა, მერე კი მანაც მომხვია წელზე ხელები და ცოტა ხანს ასე ვიდექით. მთელს ტანში ჭიანჭველების არმია დამირბოდა, მაგრამ ყურადღება არ მივაქცია. შეუმჩნევლად ჩავისუნთქე გიოს სურნელი და მოვცილდი.
-ახლა მეტყი, სად მიდიხარ? - მაჯა დამიჭირა და თავისკენ შემაბრუნა.
-ჯერ ჩემი უფროსის სახლში, მერე კი კლუბში მის შვილებთან ერთად, - წამოვაყრანტალე მაშინვე მისი მზერისგან დაბნეულმა.
-საინტერესოა, შენც დადიხარ ხოლმე კლუბებში?
-რა, არ შეიძლება? - მისმა ტონმა გამაღიზიანა, ხელი გამოვგლიჯე და მანქანაში სწრაფად ჩავჯექი.
-ხვალ დილით ადრე გავდივართ, მაქსიმუმ 12-თვის სახლში იყავი, - გამომძახა დედაჩემივით და გაიცინა.
-ოხ, როგორ მიშლი ნერვებს, - ამომხდა და ადგილს მოვწყდი.
ნახევარ საათში უკვე ბატონი შარლის შვილებსაც ვიცნობდი და კლუბშიც მისულები ვიყავით. ვიოლა 18 წლის ახლახან გამხდარა და ძალიან საყვარელი ბავშვია, რასაც ადრიენზე ვერ იტყვი. როგორც გავიგე, ისიც ვიოლასგან, რაგდან ვაჟბატონი ზედმეტად სიტყვაძუნწია, მეც მხოლოდ ერთი ამათვალიერა, ხელი ჩამომართვა, ადრიენიო მომაძახა და მანქანაში ჩაჯდა, კალათბურთელია.
ადრიენს კლუბში მისვლის შემდეგ ხმა არ ამოუღია. მაგიდასთან იჯდა და მშვიდად წრუპავდა სასმელს. ვიოლა კი ერთ ადგილას ვერ ისვენებდა, სულ ცეკვავდა და ბოლოს დაღლილი ცოტა ხნით ჩამოჯდა ჩემ გვერდით, ისე, რომ მე მასსა და მის ძმას შორის აღმოვჩნდი ჩაკვეხებული.
-ნახე, ვიღაც მოგშტერებია, - მითხრა ვიოლამ და დარბაზის მეორე მხარეს გამახედა.
მართალია, მეც კი ვგრძნობ დაჟინებულ მზერას მთელი საღამოა, რომელიც რატომღაც არ მაშფოთებს, მაგრამ რამდნჯერაც არ მოვავლე თვალი კლუბს, ვერც ერთხელ ვერ ვიპოვე ჩემი „მოთვალთვალე“.
-აბა, სად, ვერ ვხედავ ამ განათებაში, - ვუთხარი და გოგოს მზერას გავაყოლე თვალი.
ჩემი გაოცება უნდა გენახათ, როცა ჩემი მზერა იმ ცისფერ თვალებს გადააწყდა, ასე ძალიან რომ მაღელვებდა. ხელები ამიკანკალდა და წვენი, რომელსაც ასე მონდომებით ვსვამდი, გადამცდა. მაშინვე საშინელი ხველა ამივარდა და თითქმის ყველას ყურადღება მივიქციე.
-კარგად ხარ? - როგორც იქნა, ხმა ამოიღო ადრიენმა, ჩემკენ გადმოიხარა და ბეჭებზე ხელი დამადო.
-მარიამ, რა დაგემართა? - მკითხა ვიოლამ და წყლიანი ჭიქა მომაწოდა.
-არა... არაფერი, კარგად ვარ, - საწყლად გავუღიმე და წყალი როგორღაც დავლიე.
-ვინაა ის ბიჭი? - მზერა გააპარა ვიოლამ და კარგად დააკვირდა.
-ჩემი მეგობარია. ხვალ ის იქნება ჩვენი გიდი სვანეთში.
-რას ერჩი, სიმპატიურია, - გაიცინა გოგომ და მერე ძმას მიუბრუნდა, - ადრიენ, არ გინდა მარის ეცეკვო? - ჰკითხა და თვალებით რაღაც ანიშნა.
-ვიოლა, არ გინდა... - დავიწყე, მაგრამ გოგომ გამაჩერა.
-შენ გაჩერდი, მე ვიცი რასაც ვაკეთებ! მიდი, ადრიენ, მიდი. ეცეკვე რაა მარის. თან მე სურათს გადაგიღებთ და შემთხვევით გავუგზავნი ლილის.
ბიჭს ამ სახელის ხსენებაზე ჯერ სახე გაებადრა, მერე კი უცებ დაეჭიმა ყველა ძარღვი და დას მკვლელი მზერა სტყორცნა.
-შენ... შენ...
-ხო, მე, მე, ძამიკო, - გადაიკისკისა გოგომ, - ვიცი, რომ შენ და ლილიმ იჩხუბეთ. ახლა ორივეს გაწყობთ ჩემი შემოთავაზება. შენ იმ მისტერ სიმპატიურობას აეჭვიანებ, - ხელი ჩემკენ გამოიშვირა, - შენ კი - ლილის, - ახლა ადრიენისკენ გაიწვდინა.
-მე რა შუაში ვარ? - საწყლად ამოვიკნავლე.
-ადამიანებს მასეთი რეაქცია არ ემართებათ უბრალო მეგობრების დანახვისას, - ჩაიცინა ვიოლამ და ორივე წამოგვყარა ფეხზე, - წადით ახლა, თორემ დაგვათენდა თავზე.
ადრიენმა ჯერ მზერა გიოსკენ გააპარა, მერე ერთი ჩაიცინა და წამოდგა. ხელი გამომიწოდა და მეც ცოტა აწითლბულმა ჩემი შევაგებე. დაჟინებულმა მზერამ ისევ ამწვა ზურგი, მაგრამ არც ამჯერად გამიმახვილებია ყურადღება ამაზე. ბიჭმა ხელები კისერზე შემომახვევინა, თავად კი სხეულზე ამიკრა და მკლავები წელზე შემომხვია. არც ძალიან ახლოს ვმდგარვართ ერთმანეთთან, მაგრამ შორიდან ისე ეგონებოდა ადამიანს, რომ ერთმანეთს ვეხუტებოდით.
-აქედანვე გაფრთხილებ, - დავიწყე გაწითლებულმა, - ცეკვა არ ვიცი და თუ ფეხი დაგაბიჯე, მაპატიე, კარგი?
-არაუშავს. მთავარია როგორი პარტნიორი გყავს. შენ არ იცი, სამაგიეროდ მე ვცეკვავ.
-კალათბურთელი და ასეთი მოქნილი? - გავიკვირვე და თვალების ფახუნით ავხედე.
-და მოუქნელი რატომ უნდა ვიყო? - გაიცინა ბიჭმა და რიტმულ მუსიკას მთელი სხეული ისე ააყოლა, რომ მეც კი ამიყოლია, - არც შენ ცეკვავ ცუდად.
-მადლობა, - ვუთხარი და გავწითლდი.
-მარჯვნივ არ გაიხედოთ, - მოგვესმა გვერდით მცეკვავი ვიოლას ხმა და ორივე შევკრთით, - თქვენკენ მოდის.
-მარტოა? - მაშინვე ჰკითხა ადრიენმა და უფრო მეტად მიმიზიდა.
-კი.
-ოჰო, ეს უკვე საინტერესოა, - გაიღიმა ბიჭმა და დამატრიალა.
მხოლოდ 2 წამით მოვკარი გიორგის თვალი, მერე კი ისევ ადრიენზე აკრული აღმოვჩნდი.
-ლობჟო, შენ აქ საიდან? - ყურთან ვიგრძენი ცხელი ჰაერი და გავჩერდით.
-გიო, შენც აქ ხარ? - გავიოცე მეც და ადრიენის გვერდით დავდექი, - ვიოლა, ადრიენ, გაიცანით, ეს გიორგია ჩემი მეგობარი, - ვთქვი და ვიგრძენი წელზე მოხვეული ადრიენის ხელი.
-სასიამოვნოა, - მაშინვე მივიდა მასთან ვიოლა და ხელი გაუწოდა.
-რა, რა მითხრა? - მკითხა გაოცებულმა და დაბნეული ცისფერი თვალები შემომანათა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობაო, - ვუთხარი მაშინვე და ახლა ჩემს სტუმრებს ავუხსენი, რომ გიომ ფრანგული არ იცოდა.
-ინგლისურად ხომ საუბრობ? - მაშინვე ჰკითხა ვიოლამ.
-რა თქმა უნდა, - გაუღიმა გიომ, ისე, რომ თვალიც კი არ მოუშორებია ჩემს წელზე შემოხვეული ადრიენის ხელისთვის, - ლობჟო, არ გინდა, ვიცეკვოთ? - ცოტა ხნის შემდეგ მკითხა და მეც პირღია შევაცქერდი.
-რა გითხრა? - ახლა ადრიენმა მკითხა.
-ჩემთან ცეკვა უნდა, - ვუთხარი ფრანგულად და ჩემზე 2 თავით მაღალ ბიჭს ავხედე.
-მერე, ეცეკვე, სწრაფად, - გამიცინა ვიოლამ, თვითონ ძმას ამოუდგა და 2 წამში საცეკვაო მოედნის ცენტრში აღმოჩნდნენ.
-აბა, მეცეკვები? - ტუჩის კუთხე ჩატეხა გიომ და მომიახლოვდა.
-რატომაც არა, - მხრები ავიჩეჩე და აჩქარებული გულისცემა დავაიგნორე.
სიტყვებითაც ვერ აღვწერ, რა ვიგრძენი, როცა გიომ წელზე ხელი მომხვია და თავისკენ მიმიზიდა. მაინცდამაინც მაშინ ჩაირთო ნელი მუსიკა და განათებამაც იკლო. ვგრძნობდი, როგორ ავწითლდი სახეზე. იმედია, გიორგიმ ვერ შემამჩნია.
-ძალიან გიხდება აწილებული ლოყები, - სახეზე ხელი ჩამომისვა და თავი ამაწევინა.
ალბათ ბუნდოვანი განათების ბრალი იყო და ამიტომ მომეჩვენა მისი ჭინკებათამაშებული თვალები, თბილი გამოხედვა და აჩქარებული გულისცემა. ჩემდა უნებურად, ტუჩები ოდვან დავაშორე ერთმანეთს და გამომშრალ ბაგეებზე ენის წვერი გადავიტარე.
-მასე ნუ შვრები, - მითრა დაბოხებული ხმით და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა წელზე მოხვეული ხელები.
-როგორ? - გავოცდი და ქვედა ტუჩი კბილებში მოვიქციე.
-ნურც მასე, - კიდევ უფრო ბოხი ხმით მითხრა და სახე ჩემს სახესთან უფრო ახლოს მოიტანა.
ვიგრძენი როგორ დაიმუხტა ჰაერი ჩვენს გარშემო. „არა, მარი, არა, შენ ამას არ იზამ!“ - ვეძახდი საკუთარ თავს და აზროვნების უნარს ნელ-ნელა ვკარგავდი.
-მარიამ, იცი, დავიღალე და სახლში წასვლა მინდა, - ინგლისურად მითხრა ვიოლამ და გიოც მაშინვე მომცილდა, მერე კი ფრანგულად დაამატა, - ბოდიში, მაგრამ შენი სახე უნდა გენახა. მას რომ ეკოცნა, ნამდვილად გული წაგივიდოდა.
-მგონი, მართლა აჯობებს, რომ წავიდეთ, - ადრიენმაც დაამატა და ისიც გვერდით ამომიდგა, - სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, გიორგი.
-ჩემთვისაც, - უთხრა გიომ და იმედგაცრუებული წავიდა, მაგრამ 2 წამში მობრუნდა და მითხრა, - ლობჟო, სახლამდე ხომ ვერ გამიყვან?
-ჯერ ვიოლა და ადრიენი უნდა მივიყვანო.
-არაუშავს, ჩემთვის ჩუმად ვიჯდები და ხმასაც არ ამოვიღებ.
-კარგი, წამოდი, - ვუთხარი და გასასვლელისკენ წავედი.
კლუბიდან შარლის სახლამდე ვიოლა და გიორგი არ გაჩუმებულან. აი, მე და ადრიენი კი ხმასაც არ ვიღებდით. ორივე გატრუნულები გავცქეროდით გზას და მისი არ ვიცი, მაგრამ მე მხოლოდ ერთი რამ მიტრიალებდა თავში. ნუთუ, გიორგი ჩემს კოცნას აპირებდა?
-მადლობა და ხვალამდე, - ხელი დაგვიქნია ვიოლამ და სახლში შევიდა. ადრიენმა კი მხოლოდ თავი დაგვიქნია და ისიც უკან მიჰყვა დას.
-ვიოლა ძალიან საყვარელია, - როგორც კი მანქანა დავძარი, მაშინვე მითხრა გიომ, - მხიარული და ლაღი.
-მასეთიც უნდა იყო 18 წლის ასაკში.
-ხო, ალბათ, მართალი ხარ, - თქვა და კორპუსამდე ხმაც აღარ ამოგვიღია.
როცა კორპუსთან გავჩერდი, გიორგი მაშინვე გადავიდა მანქანიდან და უკანმოუხედავად გაუჩინარდა სადარბაზოში.
მეორე დილით მაღვიძარას ხმამ გამომაფხიზლა თუ კარზე ატეხილმა კაკუნმა, ვერ გეტყვით. თვალებგაუხელლად გავთიშე ჩემი ნერვების პირველი მტერი და ისე, რომ ტანზე არაფერი მომიცვია, კარის გასაღებად წავედი. არც კი მიკითხავს ვინ იყო ან ასეთ დროს რატომ ამიკლო კაკუნით, პირდაპირ გამოვაღე კარი და ძილისგან შესიებული ქუთუთოებით ძლივს გავარჩიე თუ ვინ იდგა ჩემ წინ.
-შენ ყველას ასე ხვდები თუ მხოლოდ მე? - გავიგე გიორგის ხმა უკვე ჩემი მისაღებიდან და მხოლოდ კარის დაკეტვის შემდეგ დავიხედე ტანზე.
ღმერთო ჩემო, რამ ჩამაცვა ეს გამჭვირვალე მოკლე ღამის პერანგი? ან გამოსვლისას ხალათი მაინც ვერ მოვიცვი?
-აქ რას აკეთებ? - არ შევიმჩნიე მისი სიტყვები და მეც მისაღებში შევფრატუნდი.
-არ მითხრა, რომ არ ხარ მზად?! - შეიცხადა და კარგად შემათვალიერა, - ახლა გაიღვიძე?
-რა თქმა უნდა, ახლა გავიღვიძე, - ჩავიბურტყუნე და სავარძელში მოწყვეტით ჩავჯექი, - საერთოდ რომელი საათია?
-შვიდის თხუთმეტი წუთია უკვე და შენ, ქალბატონო, ვატყობ ბარგიც კი არ ჩაგილაგებია, - გამკიცხავად აზიდა წარბები ზემოთ.
-ბარგი ჩემს ოთახშია, მაგრამ ასე ადრე აქ რა გინდა?
-აღარ გახსოვს, გუშინ გაგაფრთხილე, რომ დღეს ადრე უნდა გავსულიყავით, - თავი გადააქნია და ფეხზე წამოდგა, - მიდი, შენ მოწესრიგდი და მე ყავას გაგიკეთებ.
-აუუუ, მეძინება, - ავწუწუნდი და თვალებდახუჭული წავედი სააბაზანოსკენ, - ისე ყავას 2 კოვზი შაქარი უქენი, ტკბილი მიყვარს, - გამოვძახე უკვე სააბაზანოდან და ონკანი გავხსენი.
მგონი ასე მალე შხაპი არასდროს მიმიღია. 15 წუთი არ იყო გასული, როცა თავზე მოხვეული პირსახოცით, მოკლე ჯინსის შორტითა და ბრეტელებიანი მაისურით გამოვედი და პირდაპირ სამზარეულოს მივაშურე, საიდანაც ყავის სუნს შერეული სასიამოვნო სურნელი გამოდიოდა.
-მმმმ... რა კარგი სუნია, - ვთქვი ტუჩების ცმაცუნით და პირდაპირ ყავიან ფინჯანს დავწვდი.
გგონიათ დავლიე? ნურას უკაცრავად. ჩემს საზარეულოში მოტრიალე ვაჟბატონმა, რომელსაც უკვე თითქმის ყველაფრისთვის მიეგნო და ჩემი საყვარელი თეფშების ოკუპირებაც მოეხდინა, ხელში ჩამარტყა და მკაცრი ხმით მითხრა:
-ჯერ საუზმე, ყავა შემდეგ, - თან წინ ბლინები დამიწყო.
-კარგი, დედიკო, - ჩავილაპარაკე გაბუტულმა და პირველი ნაჭერი უღიმღამოდ ჩავკბიჩე.
გაგიკვირდებათ და გემრიელი აღმოჩნდა. ისე შევსასნსლე ყველა მათგანი, ხმა არ ამომიღია. ბოლოს, როგორც იქნა, ყავაც მომაწოდა და საუზმობაც ძალიან მშვიდად დავამთავრე. ყავის ბოლო ყლუპს ვსვამდი, როცა შევნიშნე, რომ თავად ერთი ლუკმაც კი არ შეუჭამია და მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ მე მიყურებდა. ბოლო ყლუპი ხმაურიანად გადავაგორე ყელში და გაოცებულმა ავხედე.
-შენ რატომ არ ჭამ? - ვკითხე და თეფში ნიჟარაში ჩავდე.
-მე არ მშია, თანაც შენ უფრო საინტერესო საყურებელი იყავი, - გვერდულად ჩაიცინა და ჩემს თმას გაუსწორა მზერა, - სველი თმით აპირებ წამოსვლას?
-არა, ახლავე გავიშრობ, დავრეკავ ბატონ შარლთან და შეგვიძლია გავიდეთ.
-კარგი, ოღონდ მალე, უკვე დაგვაგვიანდა კიდეც გასვლა.
-ჯერ ხომ 7 საათიც არ გამხდარა?! - ამოვიწუწუნე და ფენი ჩავრთე.
-მერე რა? შორ გზაზე გვიწევს მგზავრობა და მალევე უნდა გავიდეთ თუ გვინდა, რომ დაღამებამდე ავაღწიოთ.
-სასტუმროებისთვის არ გადამიხედავს და შენ ხომ არ მოგიძებნია რამე? ღამით ხომ უნდა გავჩერდეთ სადმე? - გავძახე და ჩემი აბურდული თმის გასწორებას შევუდექი.
-ჩემთან დავრჩებით, არაა პრობლემა. თან ბებიაჩემს ვნახავ, კარგა ხანია მეუბნება ჩამოდი და მნახეო.
მოიცადეთ, ეს როდის აღმოჩნდა სააბაზანოს კედელზე მიყუდებული? ვამპირია, ჩუმად გადაადგილება შეუძლია და მე არ ვიცი? არადა ნორმალურს ჰგავს, მზეზეც თავისუფლად დადის, არც ბრწყინავს და არც ალდება.
-სირცხვილია, შეგაწუხებთ. აშკარად სასტუმროში დარჩენა აჯობებს.
-ნუ ლაპარაკობ სისულელეებს და თმა ბოლომდე გაიშრე!
-ნახევრად მშრალია უკვე, - ამოვიწუწუნე და გამორთული ფენი ნიჟარაზე ჩამოვდე.
-მეც მაგას გეუბნები, ნახევრად მშრალია და არა მთლიანად. ჩართე და ბოლომდე გაიშრე!
ეს ისეთი ინტონაციით და მზერით მითხრა, რომ წინააღმდეგობის გაწევის სურვილი მთლიანად გამიქრა და თმის გაშრობა გავაგრძელე. მერე კი როგორღაც გავაღწიეთ ჩემი სახლიდანაც. რა თქმა უნდა, ორივეს ბარგი მას მოჰქონდა. ჩვენი კორპუსიდან ბატონი შარლის სახლამდე საჭესთან მე ვიჯექი, აი, იქიდან კი სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ჩემი მანქანა ბატონ პოლიციელს ვანდე, მე მის გვერდით მგზავრის სავარძელში მოვთავსდი და თავი მივადე თუ არა საზურგეს, მაშინვე ჩამთვლიმა. ვიოლასა და დედამისსაც ეძინათ. მხოლოდ ორნი იყვნენ ფხიზლად და შიგადაშიგ თუ გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე ერთმანეთს.
ქუთაისიდან გამოვდიოდით, როცა გამომეღვიძა. ამდენი ჯდომით ზურგი მტკიოდა და ჯერ კიდევ გაბრუებული ვიყავი. უკან მსხდომებს გადავხედე და დავინახე, რომ ადრიენსაც კი ჩასძინებოდა.
-ცოტა ხნის წინ მასაც ჩაეძინა, - მანიშნა ადრიენზე და გზას გახედა.
-მალე ავალთ? - ვკითხე და მის პროფილს დავაკვირდი.
-სულ რამდენიმე საათში.
-არ შეიძლება ცოტა ხანს სადმე გავჩერდეთ? - ისევ ვიკითხე და როგორც შემეძლო, სავარძელში გავსწორდი.
-რამე მოხდა? - მკითხა შეშფოთებულმა და სულ რამდენიმე წამით გამომხედა.
-უბრალოდ დავიღალე ერთ ადგილას ჯდომით და თან წელიც მეტკინა.
-ცოტაც გაუძელი და მერე გავაჩერებ, თან წახემსებაც ხომ გვინდა, არა?
-მაშინ სადმე კარგ ადგილას გააჩერე ან რესტორანი არ იცი?
-მოითმინე ცოტა ხანს და გავაჩერებ სადმე, - ჩაიცინა და მშვიდად გააგრძელა მართვა.
მოკლედ რომ ვთქვა, საღამოს 5 საათისთვის ავაღწიეთ სვანეთში. მანამდე ჩემი სტუმრებიც გამოფხიზლდნენ და აღფრთოვანებულები იყურებოდნენ აქეთ-იქით. იმ დღეს ვერაფრის ნახვას ვეღარ მოვახერხებდით, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაგვესვენა და ოთახებში მოვწყობილიყავით. გიორგიმ კი ბებიამისის გაცნობით დაიწყო. ლამარა ბებო ნამდვილად მშვენიერი მზარეული, გულთბილი მასპინძელი და უბრალოდ ძალიან საყვარელი მოხუცი აღმოჩნდა. სტუმრებს ზედა სართულზე მოგვიჩინა ადგილები, თავად კი ისევ ქვემოთ ჩავიდა და მეორე დღისთვის საჭმლის კეთება დაიწყო. მეც ვუთხარი, ტანსაცმელს ამოვალაგებ და მოგეხმარებით-მეთქი და ამიტომაც ვცდილობდი სწრაფად დამელაგებინა ყველაფერი ჩემთვის გამოყოფილ ოთახში. უკვე ატლასის წითელ საღამურებს ვიღებდი ჩანთიდან, როცა კარი დაუკაკუნებლად გიორგიმ შემოაღო და გაღიმებულმა იქვე დადო თავისი ჩანთა. საღამურები ხელიდან გამიცურდა და იატაკზე, ჩემს ფეხებთან ნაზად დაეფინა.
-განაგრძე, განაგრძე, მე ხელს არ შეგიშლი. დასასვენებლად ამოვედი, - მითხრა და არხეინად წამოწვა საწოლზე.
-მერე, რაღა მე შემომივარდი, ოთახი არ გაქვს? - ვკითხე გაოცებულმა და იატაკიდან სწრაფად ავკრიფე ჩემი ტანსაცმელი.
-სხვათა შორის, ეს შენ ხარ შემოსახლებული ჩემს ოთახში, - ისევ არხეინად განაგრძო და ხელები თავქვეშ ამოიდო, - და, ხო, ამ სახლში იმდენი ოთახი არ გვაქვს, რომ ყველა ცალ-ცალკე ოთახში მოგათავსოთ. საერთოდაც ამ სახლში სულ 3 საძინებელია. აქედან ერთში ბებიას სძინავს, მეორეში ვიოლა, ადრიენი და მათი დედა არიან დაბინავებულები, ხოლო მესამე მათგანი ჩემია და სხვაგან არსად არ ვაპირებ დაძინებას.
-ოჰო, - შევიცხადე და ლამაზად დაკეცილი საღამურები ერთ-ერთი ბალიშის ქვეს ამოვდე, - ანუ, რა გამოდის, რომ მე და შენ... მმმ... ერთ ოთახში უნდა დავიძინოთ? - ვკითხე და თან საწოლს დავხედე, რომელზეც ვაჟბატონი ნებივროდა.
-ერთ საწოლში, უფრო სწორად რომ ვთქვათ.
-ერთ საწოლში? - წამოვიყვირე და უკან გავხტი.
-ხო, აბა, ამ საწოლის გარდა სხვას ხედავ ამ ოთახში?
„მშვიდად მარი, მშვიდად,“ - შევუძახე საკუთარ თავს და ღრმად ჩავისუნთქე. ცოტა ხანს თვალებდახუჭული ვიდექი და ადგილზე ვირწეოდი, შემდეგ კი ჩემზე მოშტერებულ გიორგის გავუსწორე მზერა, შემდეგ კი ისევ საწოლს.
-კიდევ კარგი, ორკაციანი მაინცაა, - ჩემთვის ჩავილაპარაკე და მივხვდი, როგორ ამიხურდა ლოყები. მერე კი შევბრუნდი და აღელვებული პირველ სართულზე დავეშვი.
ლამარას სამზარეულოში მივაგენი. თავისთვის ღიღინით დაფუსფუსებდა და რამდენიმე საჭმელს ერთდროულად ამზადებდა.
-აბა, რაში დაგეხმაროთ? - ვკითხე და თმა ცხენის კუდად შევიკარი.
-არ მინდა, შვილო, დახმარება, ნუ შეწუხდები, - ღიმილით მიპასუხა ქალმა და გაზქურაზე შემოდგმულ ქვაბს ამოურია.
-მართლა არ შევწუხდები. თანაც მინდა სვანური კუბდარის გაკეთება ვისწავლო.
-მაშინ კარგი, - როგორც იქნა დამთანხმდა ქალი და მეც ჩამრთო მზადების პროცესში.
უკვე კარგად იყო შეღამებული, როდესაც გიორგიმ ეზოს შუაგულში კოცონი დაანთო და ჩვენც გარშემო შემოვუსხედით. მე ადრიენსა და ვიოლას შუაში მოქცეული შევყურებდი ცეცხლის მოცეკვავე ალებს და მათ გადაღმა კი - ჩემ პირისპირ ჩამომჯდარ გიორგის. კოცონის სითბო საამოდ მედებოდა ტანზე და მგზავრობისგან დაღლილს უფრო მეტად მთენთავდა. გიორგი კი ინგლისურად რაღაც ისტორიებს უყვებოდა სტუმრებს და ართობდა.
-Tu l'aimes, Mari. C'est evident, (შენ მასზე ხარ შეყვარებული, მარი. ეს ცხადია.) - მომმართა უეცრად ვიოლამ და ყველა ჩაწყნარდა.
-რა თქვი? - შევეკითხე ფრანგულადვე და ისე შევხედე, თითქოს მომესმა მისი ნათქვამი.
გოგომ კვლავ იგივე გამიმეორა და ფართოდ გამიღიმა. მას ადრიენიც აჰყვა და ღიმილით დაეთანხმა თავის დას.
-რამე მოხდა? - საუბარში ჩაგვერთო გიორგიც და სამივე ეჭვნარევი მზერით შეგვათვალიერა.
-ისეთი არაფერი, - ხელი აიქნია ვიოლამ და ინგლისურად გააგრძელა საუბარი, - უბრალოდ ცოტა შეგვცივდა და მარის ვუთხარით.
გიორგიმ მხოლოდ თავი დაუქნია და წამომდგარ ხალხს თვალი გააყოლა. შემდეგ კი ჯერ კიდევ მოგიზგიზე კოცონისკენ გაიწია და მისი ჩაქრობა დაიწყო.
-ღამე მშვიდობისა, მარი, - უკვე აივნიდან გადმომძახა ვიოლამ და ხელი დამიქნია.
-ტკბილი ძილი, - ავძახე მეც და ნელა წამოვდექი.
-ნამდვილად ის გითხრა, რომ სციოდათ? - ეჭვნარევი ხმით მკითხა გიორგიმ და წასასვლელად გამზადებული ადგილზე გამაშეშა.
-აჰამ, სხვა რა უნდა ეთქვა?
-რა ვიცი, ეგ შენ უნდა მითხრა, - არ დაიბნა და თავისი საქმე განაგრძო.
გაოცებული ვიდექი და ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. კარგი, ვიოლამ გამომიჭირა, მაგრამ გიორგის რაღა უნდოდა? მან ხომ ფრანგული არ იცოდა და ვერც გაიგებდა რა მითხრა გოგომ?
-ლობჟოო, - ხელი ამიფრიალა ცხვირწინ და გამიღიმა, - წადი, დაიძინე. აშკარად დაიღალე და ძალების აღდგენა გჭირდება.
-კარგი, - თავი დავუქნიე მორჩილი ბავშვივით და ჟაკეტი უკეთესად შემოვიხვიე ტანზე, რადგან ნიავმა დაუბერა და შემამცივნა.
-მეც ცოტა ხანში ამოვალ, - მომაძახა და კვლავ რაღაცის კეთება განაგრძო.
მივხვდი, სულაც არ უნდოდა ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება და ამიტომაც შეყოვნდა ეზოში. მეც სწრაფად ავირბინე კიბეები, ოთახში შევვარდი და მთელი სისწრაფით დავიწყე გამოცვლა. ხომ გაგიგონიათ, მოჩქარეს მოუგვიანდესო? მასე დამემართა მეც. უკვე შარვალს ვიხდიდი, როცა ტოტებში ფეხი ამებლანდა და იატაკზე დავვარდი. ხმა აშკარად მთელს სახლში გავრცელდა, რადგან კიბეებზე ამორბენის ხმა გავიგე, შემდეგ კი კარზე დამიკაკუნეს.
-ლობჟო, კარგად ხარ? - მომესმა გიორგის ხმა და შევეცადე იატაკიდან წამოვმდგარიყავი.
-კი, კი, უბრალოდ სკამს გამოვედე და წაიქცა, - ვიცრუე და როგორღაც მაინც მოვახერხე შარვლის გახდა.
-სკამი წაიქცა თუ შენ? - გავიგონე მისი ირონიული ხმა და მივხვდი, რომ იცინოდა.
-სხვა საქმე არაფერი გაქვს? - გავძახე და საბანი ავშალე.
-არა. ყველაფერს მოვრჩი. შეიძლება შემოვიდე?
-კი, შეგიძლია, - ვუპასუხე, როცა საღამურები მოვირგე და საბანში გავეხვიე.
კარი ნელა გაიღო და გიორგიც შემოვიდა ოთახში. ცოტა ხანს აქეთ-იქით დადიოდა, შემდეგ კი ისევ გავიდა და 5 წუთში პიჟამას შარვლიანი დაბრუნდა. ამჯერადაც წელს ზემოთ შიშველი იყო. უხმოდ აწია მეორე მხარეს საბანი და დაწვა. მისგან ზურგშექცევით ვიწექი, ხელები ბალიშზე მქონდა ჩავლებული და მთელი ზურგით ვგრძნობდი მისგან წამოსულ სიმხურვალეს. ისიც კარგად მესმოდა, თუ როგორ მძიმედ სუნთქავდა და საწოლში ვერ ჩერდებოდა. ცოტა ხანში მეც ავწრიალდი, მაგრამ თავის ხელში აყვანა მოვახერხე და როგორღაც ჩამეძინა. მგონი, ასე მშვიდად ჯერ არასდროს მძინებია. მართალია, მთელი ღამე მეწვოდა ის მხარე, საითაც გიო იწვა, მაგრამ მაინც არ გამღვიძებია. დილით კი, როცა თვალები გავახილე, ოთახი ცარიელი დამხვდა. ფანჯრებიდან მზის სხივები იჭრებოდნენ და მთელს ოთახს ანათებდნენ. კარგ ხასიათზე მყოფი წამოვდექი და კარადასთან მივედი, როცა კარი გაიღო და ოთახში გიორგი შემოვიდა.
-უი, გაიღვიძე უკვე? - მკითხა და თან ბეჭებზე გადაგდებული პირსახოცით სველი თმის გამშრალება განაგრძო, - ჯერ ძალიან ადრეა.
-კი, გამეღვიძა და მირჩევნია ავდგე, - მხრები ავიჩეჩე და კარადიდან ახალი ტანსაცმელი გამოვიღე.
-ძალიან სქლადაც ნუ ჩაიცვამ. დღეს სითბო იქნება, - მომაძახა ოთახიდან გამოსულს.
სწრაფად გამოვიცვალე და თავი მოვიწესრიგე, შემდეგ კი ქვემოთ ჩავედი და ღრმად ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი. თითქოს აქ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. უფრო მშვიდად ვიყავი და სულაც არ მადარდება აღარაფერი.
-რა სიწყნარეა, არა? - მისი ხმის გაგონებამ შემაკრთო იმდენად მოულოდნელად დამადგა თავს და თან ასე ახლოს იდგა ჩემთან. ფაქტობრივად ზურგით მკერდზე ვეყრდნობოდი.
-შემაშინე, იცი, - ვკითხე და კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე.
ამჯერად ჰაერს მისი სურნელიც შეერია და ფილტვები ამიწვა. შემდეგ კი ვიგრძენი, როგორ აიხლართა მისი თითები ჩემს ცხენის კუდად შეკრულ თმაში და თმისსამაგრისგან გამათავისუფლა.
-რას... - მივუბრუნდი და კითხვისნიშნებიანი თვალები მივანათე.
-ასე უფრო გიხდება. არ შეიკრა, - მითხრა და სწრაფადვე გამცილდა. თან ჩემი თმისსმაგრიც გაიყოლა, რომელიც მარცხენა მაჯაზე შეიბნია.
სვანეთში გატარებულმა დღეებმა სინათლის სიჩქარით ჩაირბინა. ხან სად მივდიოდით და ხან სად. თითქმის ყველა ღირსშესანიშნაობა ვნახეთ და ყველა კოშკი მოვიარეთ. ეკლესიებზე რომ აღარაფერი ვთქვა. ჩემი სტუმრების აღტაცებას მეც ვუერთდებოდი და აღტაცებული ვცდილობდი არც ერთი წვრილმანი არ გამომრჩენოდა. ვიოლა ნამდვილი გიჟი აღმოჩნდა. ყველგან გადაიღო სურათები და რამდენჯერმე, მისი ოჯახის მსგავსად, მე და გიორგისაც გვაიძულა მასთან ერთად გადაღება, შემდეგ ცალ-ცალკე, ბოლოს კი მხოლოდ მე და გიორგის. უკვე ბოლო დღე დაღამდა. ხვალ ისევ თბილისში უნდა დავბრუნებულიყავით. გიორგიმ კი სახლში მისვლის შემდეგ ისევ კოცონი დაანთო ეზოში და მარნიდან არაყიც გამოიტანა.
-არა, არა და არა, - როგორც კი დავინახე რა იყო, მაშინვე ვიუარე, - მე მაგას არ დავლევ და არც ამათ დავალევინებ.
-შენ ვერ გადაწყვეტ მათ ნაცვლად, - მითხრა და თვალებაციმციმებულმა აუხსნა წინ მსხდომებს თუ რა ეჭირა ხელში.
ვიოლა აღფრთოვანებული წამოიჭრა ფეხზე და გიორგის გაწვდილი ჭიქა ჩამოართვა. ადრიენმაც ყოყმანის შემდეგ იგივე გაიმეორა. სარამაც მათ მიბაძა და მხოლოდ მე დავრჩი ისეთი, რომელსაც ჭიქა არ ეჭირა ხელში.
-კარგი რაა, ლობჟო, - მომიბრუნდა გიორგი და ეშმაკური ღიმილით გამომიწოდა ჭიქა, - აქედან ისე როგორ უნდა წახვიდე, რომ ერთხელ არ გასინჯო ნამდვილი სვანური არაყი?
-არა, - მტკიცედ ჩავილაპარაკე და თავიც გავაქნიე უარის ნიშნად.
-მარიი, მიდი, ჩვენთან ერთა დალიე, რაა, - ახლა ვიოლა აჰყვა, როგორც კი გაიგო, რაზე ვსაუბრობდით.
-არაფრის დიდებით, - არ ვეშვებოდი სიჯიუტეს, - ბოლოს არაყი რომ დავლიეთ, აღარ გახსოვს რა მოხდა? - ახლა გიორგის მივუბრუნდი და ქართულად ვკითხე.
-მახსოვს და ახლა ჩემს სახლში ვართ, არსად წასაყვანი არ გამიხდები, - სასაცილოდ დამეჯღანა და კიდევ ერთხელ გამომიწოდა ჭიქა.
ბოლო დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ მეც დავთანხმდი და დალევა დავიწყეთ. პირველმა ჭიქამ იმდენად ჩამწვა ყელი, რომ ხველა ამივარდა და მოსასულიერებელი გავხდი, დანარჩენებმა კი სიცილი დამაყარეს. ყველაზე მეტს და ხმამაღლა კი თავად იდეის ავტორი ხორხოცობდა. მალევე ვიგრძენი, რომ სასმელი უკვე კარგად მომეკიდა და თავი მიბჟუოდა. ერთიანად შევმსუბუქდი და მეც დავიწყე ყოველ სისულელეზე სიცილი. უკვე 12 საათი ხდებოდა, ნელ-ნელა დაშლა რომ დავიწყეთ. პირველი სარა წამოდგა, მას კი მალევე უკან ვიოლა და ადრიენიც მიჰყვნენ. თითქმის ჩანავნულ კოცონთან კი მხოლოდ მე და ჯერ კიდევ ფხიზელი გიორგი დავრჩით.
-მეც წავალ და დავწვები, - ვთქვი და ნელა წამოვდექი, მაგრამ შევბარბაცდი და წონასწორობის დასაცავად უკვე ჩემ გვერდით მდგომს დავეყრდენი, - ვაი, მე უკვე ნამეტანი კარგად ვარ. აშკარად ჩემი წასვლის დროა.
-აგიყვანო თუ შენითაც შეძლებ, - შემომცინა სახეში გენიალური იდეების მამამ და ხელი წელზე მომხვია.
-ჩემით, - მთვრალი ღიმილი შევაგებე მეც და ბარბაცით დავიძარი სახლისკენ.
კიდევ კარგი, გაორებულად მაინც არ ვხდავდი და მშვიდობით შევძელი საძინებლამდე აღწევა. აი, მერე კი ნამდვილად დაიწყო ჩემი წამება. ჟაკეტისა და მაისურის მოშორების შემდეგ ჯერი შარვალზე მიდგა. საწოლზე ჩამოვჯექი, რომ 3 დღის წინანდელი ინციდენტი არ გამემეორებინა და რამდენიმეწუთიანი ჯაჯგურის შემდეგ, როგორღაც მოვახერხე და უვნებლად გამოვძვერი. ამოტრიალებული შარვალი ჩემს სხვა ტანსაცმელთან ერთად სკამზე მივაწყე და საღამურების ჩაცმის შემდეგ სააბაზანოსკენ ავიღე გეზი. უკან დაბრუნებულს კი გიორგი უკვე ოთახში დამხვდა.
-აბა, სწორ ხაზზე გაიარე, - ეშმაკურად ამიციმციმა თვალები და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა.
-მოგცლია ერთი, რაა, - ხელი ავუქნიე და ისევ ბანცალით გავაგრძელე გზა საწოლისკენ.
-ფრთხილად, - მითხრა გიორგიმ და წაბორძიკებულს მაშინვე ხელი შემაშველა.
რამდენიმე წამში კი მის მკერდზე აღმოვჩნდი აკრული, მას კი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული ხელები.
-მადლობა, - ამოვილუღლუღე გაწითლებულმა და უკან დაწევა ვცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
იმის ნაცვლად რომ მომცილებოდა, პირიქით გააკეთა და ჩვენს შორის არსებული ისედაც მცირე მანძილი კიდევ უფრო შეამცირა. ვიგრძენი, როგორ დაიმუხტა ჰაერი გარშემო და თვალებმინაბულმა პირით ძლივს ჩავისუნთქე ჰაერი. შემდეგ კი რაღაც რბილი მომედო ტუჩებზე და სუნთქვა ერთიანად შემიკრა. გიორგიმ ცალი ხელით კეფა დამიკავა, მეორე კი ისევ წელზე დატოვა. მთელი გრძნობით მიკოცნიდა ტუჩებს და შეწყვეტას არც ფიქრობდა. თითოეულ ბაგეზე იმდენად ნაზად და, ამვდროულად, ვნებით მკოცნიდა, რომ საერთოდ გამოვეთიშე ამ სამყაროს. შიგადაშიგ ტუჩებს კბილებსაც ანაცვლებდა და უარესად მირევდა თავგზას. ბოლოს ისევ ჟანგბადის უკმარისობამ მოახერხა, რომ ერთმანეთს დავცილებოდით. მაგრამ ის არ გაჩერებულა და ახლა ჩემს ყელზე განაგრძო თარეში. სასმელი უფრო მეტად მოქმედებდა ჩემზე თუ მისი კოცნები, უკვე ვეღარ ვხვდებოდი. თავი უკან გადამივარდა და ხმამაღლა სუნთქვა დავიწყე. შემდეგ კი თითები მის თმებში ავხლართე და ისევ ტუჩებში ვაკოცე.
-ამას არ უნდა ვაკეთებდეთ, - ვთქვი კოცნებს შორის და ქვედა ტუჩზე ვუკბინე.
-ვიცი, - არც მან დამაკლო კბენა და უფრო ძლიერად მიმიხუტა, - უბრალოდ მეტი აღარ შემიძლია.
-გიო, - ძლივს ამოვღერღე და დიდი ძალისხმევის შედეგად ჩამოვშორდი, - ასე არ შეიძლება.
-რატომ? რახან კლასელები ვიყავით, მაგიტომ? - მკითხა და ხელები გულზე დაიკრიფა.
-მაგიტომაც, - არ შევეპუე და თვალი თვალში გავუყარე.
ცოტა ხანს თვალებში მიყურა, შემდეგ აგდებით ჩაიცინა, ხელები ასწია და მითხრა:
-კარგი, როგორც შენ გინდა. მაგრამ, კარგად დაფიქრდი, რა გინდა, მარიამ, - ერთ-ერთ ბალიშს ხელი დაავლო და ოთახიდან გავარდა.
***
თბილისში დაბრუნების შემდეგ ერთმანეთს თავს ვარიდებდით და ერთხელ შემთხვევითაც კი არ შევხვედრილვართ. მე ჩემს თავში გაჩენილ ეჭვებს ვებრძოდი. ის - არ ვიცი. მაგრამ, რაც უფრო ახლოვდებოდა 9 ივნისი, მით უფრო მემატებოდა მღელვარება და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. უკვე იმასაც ვნანობდი, საერთოდ რატომ დავთანხმდი ქეთოს ბანკეტზე წასვლაზე. წინა ჯერებზე ხომ ყოველთვის უარით ვისტუმრებდი? ახლა რაღა დამემართა?
ბანკეტამდე 2 დღით ადრე კი ჩემი სიძე და მისი ძვირფასი მეუღლე მესტუმრნენ.
-როგორ ხართ, რას შვრებით? - ვკითხე, როცა ორივენი შემოვუშვი სახლში.
-ვერც კი წარმოიდგენ, - დაიწყო აჟიტირებულმა ნატამ და დემეტრეს დახმარებით დივანზე ჩამოჯდა, - როგორც იქნა, ჩვენი სახლის რემონტი დაამთავრეს და იქ გადასვლა შეგვიძლია. უკვე აღარ შემეძლო მე-12 სართულზე სიარული თუნდაც ლიფტით. ბავშვის ოთახიც კი მზადაა. იცი, რა ლამაზი გამოვიდა?
-მიხარია და გილოცავთ, - ვუთხარი და გადავეხვიე.
-აბა, როგორაა ჩვენი საიდუმლო საქმის ამბავი? - ნატასგან უჩუმრად გადმომიჩურჩულა, როცა სამზარეულოში გამომყვა „დასახმარებლად“, სინამდვილეში კი ჩემგან ინფორმაციის დაცინცვლა უნდოდა.
-არც თუ ისე სახარბიელოდ, - ამოვიოხრე და ყველაფერი მოვუყევი.
-ხვდები, ხომ, სულელივით რომ იქცევი? - მაშინვე შემომიტია დემეტრემ და დამიბღვირა, - ბიჭმა გაკოცა და შენ რა გააკეთე?
-და რა უნდა მექნა?
-ჰეი, თქვენ მანდ, - მეორე ოთახიდან გამოგვძახა ნატამ, - არ მორჩებით ჩურჩულს და საჭმელს არ გამოიტანთ? მშია!
-მოკლედ რა, ამ ბოლო დროს სულ შია. უკვე მეშინია მეც არ შემჭამოს, - თავი მოისაწყლა დემეტრემ და სიყვარულით სავსე თვალებით გახედა ცოლს.
-ოოოო, ნუ მაიმუნობ, დემე, - საყვარლად ამოიბუზღუნა ნატამ და გადაჯვარედინებული ხელები გულზე დაიკრიფა.
-არა, შეხედე რა, - ახლა მე მომიბრუნდა კაცი, - სულ ასე მებუტება და მერე მიწევს შემორიგების გეგმის მოფიქრებაზე ტვინის მტვრევა.
-აბა, როგორ გინდა? ცოლი რომ მოგყავდა, თანაც ჩემი და, რა გეგონა?
-მარი, შენც აჰყევი ამას? - მეც გადმომწვდა ნატა და როცა მაგიდაზე დადებული შემწვარი ქათმის ბარკლები შენიშნა, მაშინვე მათზე გადაერთო და ნერწყვმორეული მათ გამუსვრას შეუდგა.
-დემე, წამო, ნამცხვარი დამაჭრევინე და ჩვენთვის სალათასაც გავაკეთებ, თორემ ვატყობ, დღეს მშივრები ვრჩებით.
-მოვდივარ, - უკან ამედევნა კაცი და მაცივრიდან პროდუქტების გამოლაგებაში მომეშველა.
-ერთი ნაერი მეჩ ჭამომიღეთ, - პირგამოტენილმა გამოგვძახა ნატამ და კვლავ ბარკლებს მიუბრუნდა.
-მარი, - დაიწყო დემეტრემ და თან კიტრის გაფრცქვნას შეუდგა, - იცი, არასწორად იქცევი. არა მარტო შენ, ისიც. ერთმანეთს თავს არ უნდა არიდებდეთ. პირიქით, აჯობებს თუ დაილაპარაკებთ და ყველაფერს გაარკვევთ. მე კი ვიცი, რომ შენ გიყვარს და იქნებ ისიც იმავეს გრძნობს შენ მიმართ?
-ვიცი, დემე, - თავი დავხარე და კვლავ ბოსტნეულს მივუბრუნდი, - ვიცი, რომ მართალი ხარ, მაგრამ მეშინია.
-რისი სულელო? - მხრებზე ხელი მომხვია და თავი ამაწევინა.
-ალბათ იმის, რომ ისიც იმავეს არ გრძნობს და მხოლოდ ვნებაა ჩვენ შორის. მეშინია, რომ იმედი გამიცრუვდება და მეტკინება.
-და არ იცი, რომ მხოლოდ ვნება არასდროს ჩნდება ორ ადამიანს შორის? თანაც ვერც ვერაფერს გაარკვევ, თუ არ დაელაპარაკები. და დაიმახსოვრე, სიყვარული ტკივილის გარეშე არ არსებობს. ვიცი, შეიძლება გეტკინოს, თანაც ძალიან მწარედ, შეიძლება დიდი სიმაღლიდან მიწას დაენარცხო, მაგრამ ფეხზე წამოდგომა კვლავ უნდა შეგეძლოს. გაიხსენე, რამდენი რამ გადაიტანე, მაგრამ ფეხზე მაინც წამოდექი და სწორედ ესაა შენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე. შენ მარტო არ იქნები არასდროს. შენი და გყავს, ახლა უკვე მეც გყავარ და ის პატარა, რომელსაც მე და ნატა ველოდებით. მას კი ძლიერი დეიდა სჭირდება. მერწმუნე იმ პატარას ძალიან, ძალიან ეყვარები, მნიშვნელობა არ ექნება, გიორგის ეყვარები თუ არა. და ერთს გეტყვი კიდევ. თუ მას შენ არ უყვარხარ, ნამდვილად სულელი ყოფილა, რადგან შენნაირი მეორე დედამიწაზე არ არსებობს. იცი, ამაყი ვარ, რომ ნატას სწორედ შენნაირი და ჰყავს. მართლა ვამაყობ იმით, რომ ნატას ჩემი ცოლი ჰქვია, შენ კი ჩემი ცოლის და ჩემი მეგობარი!
-მე კი იმით ვამაყობ, რომ ნატამ სწორედ შენ აგირჩია და არა ის იდიოტი ალეკო, - ცრემლნარევი სიცილით ვუთხარი და მოვეხვიე, - მადლობა, დემე.
-და აი ახლა ყველაფერს ხაზი გადაუსვი და ყველაფერს ფასი დაუკარგე. იმ იდიოტის ხსენება აუცილებელი იყო? - შემომიბღვირა კაცმა, მერე კი სიცილით მომეხვია და თმაზე მაკოცა, - ყოველთვის შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი და თუ საჭირო გახდება, შემიძლია ერთი კარგად მივბეგვო, ხომ იცი, არა?
მის სიტყვებზე გამეცინა, მერე კი ცრემლები მუშტებით ამოვიმშრალე და სალათს მივუბრუნდი.
***
მთელი ღამე საწოლში ვწრიალებდი და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი, რომ ხვალ აუცილებლად ჩავიდოდი გიორგისთან და დაველაპარაკებოდი. გადაწყვეტილება საბოლოოდ მივიღე თუ არა, თითქოს გონებამაც დაისვენა და მშვიდად ჩამეძინა. კიდევ კარგი, მეორე დღე კვირა იყო, თორემ სამსახურში საშინლად დავიგვიანებდი. ცხოვრებაში პირველად დღის პირველ საათამდე გათიშულს მეძინა და რომ არა „ორი ნაბიჯის“ სარეკლამო მესიჯის მოსვლა, ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდი ნებივრობას. თავიდან თვალებდახუჭულმა მოვაფათურე ხელი ტუმბოზე და როცა მობილურს დავხედე, ისევ უკან ვაპირებდი დაბრუნებას, მაგრამ საათის ნახვის შემდეგ დაფეთებული წამოვვარდი და პირდაპირ სააბაზანოსკენ გავვარდი თავის მოსაწესრიგებლად. როგორც შემეძლო მალე მოვითავე ყველანაირი დღის პროცედურა, ჩქარ-ჩქარა გადავყლაპე გუშინდელიდან მორჩენილი სალათა, თეფში ნიჟარაში ჩავაგდე და ახლა კარადისკენ წავედი ჩასაცმელად. აბა, ხალათით ხომ არ ჩავუვარდებოდი?! არა, მე კი კომფორტულად ვგრძნობდი მასში თავს, მაგრამ მგონი ზედმეტი ზეწოლა იქნებოდა გიორგიზე, რადგან ჩემი ვარდისფერი ხალათი ბარძაყებამდე მწვდებოდა მხოლოდ. კარადიდან ჯერ ჯინსის ქვედაბოლო და თეთრი მაისური გადმოვიღე, მაგრამ მალევე უკან შევაბრუნე და სხვა უფრო „შესაფერისი“ რამის ძებნას შევუდექი. კიდევ რამდენიმე გამოცვლის შემდეგ, როგორც იქნა მივაგენი იმას, რასაც ვეძებდი. ყვავილებიანი სარაფანა, რომელსაც წვრილი ბრეტელები ჰქონდა, მკერდთან გადმოკიდებული ნაჭრით და მუხლამდე სიგრძის. სწრაფად გადავიცვი, ფეხზე საზაფხულო სანდლებიც ჩავიცვი და კარის დაუკეტავად ჩავირბინე მეორე სართულზე. თან გულში ვლოცულობდი, რომ სახლში დამხვედროდა და სამსახურში არ ყოფილიყო წასული. მან ხომ ჩემ გამო რამდენიმე ცვლა გადაცვალა, თანაც ხვალაც მოუწევდა გაცდენა. თავიდან კი შევყოყმანდი ცოტა, მაგრამ მერე მაინც გავბედე და დავაკაკუნე (აბა, ზარი არ აქვს დაყენებული ვაჟბატონს). მალევე გაისმა ფეხის ხმა და ჩემი გულიც უფრო გამალებით აძგერდა.
ოდესმე გქონიათ ისეთი მომენტი, როცა ერთ რაღაცას ძალიან ელოდებით, ელოდებით, დგება მომენტი, როცა ეს მოლოდინი სრულდება და მალე სანუკვარს მიიღებთ, მაგრამ მერე უცბად ყველაფერი იცვლება და პირში ჩალაგამოვლებული რჩებით. გგონიათ, რომ ვიღაცამ თავზე მთელი სათლი ცივი წყალი გადაგასხათ და ძალიან მაგრად დაგცინათ. მე სწორედ იმ წუთას მქონდა ეგ მომენტი, რადგან კარი გიორგის ნაცვლად ვიღაც პირსახოცშემოხვეულმა ქალმა გამიღო, რომელსაც წურწურით გასდიოდა მუქი ჩალისფერი თმიდან წყალი.
-ამ, უკაცრავად, - დავიწყე გაოცებულმა და კარგად შევათვალიერე ჩემ წინ მდგომი, - სახლი შემეშალა, მგონი, - გარშემოც მიმოვიხედე იმაში დასარწმუნებლად, ნამდვილად სწორ კართან ვიყავი თუ არა.
-ვინ გნებავთ? - გაიჟღერა წვრილმა ხმამ და მანაც შემათვალიერა.
-გიორგი სახლშია?
-აააა, გიორგისთან ხარ? არა, გიო არაა სახლში, სამსახურშია. მგონი, ხვალინდელი რაღაც ღონისძიების გამო ცვლის დამატება მოუხდა. მაგრამ წესით მალე უნდა მოვიდეს. თუ გინდათ, შემობრძანდით და დაელოდეთ.
-არა, იყოს. მერე შემოვივლი, - ვუთხარი და კიბეებზე ნელა დავიწყე ასვლა.
-შენ მარი ხარ, ხომ? - მოულოდნელად მკითხა და შუა კიბეზე გამაშეშა.
-კი, მე ვარ, - ვუპასუხე გაოცებულმა და მისკენ მივბრუნდი, - ვიცნობთ ერთმანეთს?
-ოჰ, არა. უბრალოდ გიოსგან ბევრი მსმენია თქვენს შესახებ, ჯერ კიდევ მისი სკოლის პერიოდიდან. და ახლა კიბეებზე რომ დაიწყეთ ასვლა, მივხვდი. ასე თქვა ჩემს ზემოთ, მეოთხეზე ცხოვრობსო. მე მისი რძალი ვარ, ტასო.
-მართლა? - შევიცხადე და ვიგრძენი როგორ დაბრუნდა სულ ცოტა ხნის წინ სრულიად გამქრალი იმედის ნაპერწკალი.
-ხო. უბრალოდ ჩვენი სახლი ახლა რემონტდება ჩემი შვილების ცელქობის გადამკიდე და ცოტა ხნით ჩემს მაზლს შემოვეკედლეთ. ბოდიშს გიხდი, ასეთ ფორმაში რომ დაგხვდი,უბრალოდ... - მხრები აიჩეჩა, - მართლა, რამე გადავცე?
-არა, არა, არ გინდა. ნუ შეწუხდები. მერე შემოვუვლი. ისეთი მნიშვნელოვანიც არ უნდა მეთქვა არაფერი, - ხელი ლაღად ავიქნიე და გავუღიმე, - გამიხარდა შენი გაცნობა, ტასო.
-მეც, მარი, - ღიმილითვე მიპასუხა მანაც და კარი მოხურა.
***
სახლში შედარებით დამშვიდებული ავედი და გულის გადასაყოლებლად დალაგება დავიწყე. ჯერ ჭურჭელს მივადექი, შემდეგ იატაკს. ხალიჩებიც კი გავიტანე და გავბერტყე, შემდეგ კი წელატკივებული ნახევარი საათი დივანზე ვიყავი მიგდებული და ვისვენებდი. ამასობაში სარეცხის მანქანამაც დაასრულა მუშაობა და ახლა მათ გასაფენად გავედი აივანზე. უკან შემობრუნებულმა კი მთელი ბალიშები იატაკზე გადმოვყარე და დივანი თუ სავარძლები პატარა მტვერსასრუტით გავწმინდე. შემდეგ წიგნების თაროს მივადექი და ყველა წიგნის ჟურნალების მაგიდაზე გადმოლაგებას მოვყევი, რათა თაროებზე მტვერი გადამეწმინდა. ამასობაში, ვერ კი შევამჩნიე, როგორ შემომეპარა საღამო. თავიდან თუ წამდაუწუმ თვალები ფანჯრისკენ გამირბოდა და ეზოში ვიყურებოდი, ახლა მსგავსი აღარაფერი გამიკეთებია. უკვე მეორე თაროს ვიყავი მიმდგარი, როცა მოულოდნელად ზარი დარეკეს. სრულ სიჩუმეში, რომელსაც მხოლოდ ჩემი სმენააცდენილი ღიღინი არღვევდა, ზარის ხმა მეხის გავარდნასავით გაისმა და შემაკრთო.
-ახლავე, - გავძახე და სწრაფად ჩამოვხტი პატარა სკამიდან, რომელზეც თაროს მიწვდენის მიზნით შევდექი.
სანამ კარს გავაღებდი, ჰოლში დაკიდებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკარი თვალი. მთლიანად მტვერში ვიყავი ამოგანგლული, თავზე დამაგრებული კოსა სასაცილოდ გამჩეჩვოდა და რამდენიმე ღერი თმა აწითლებულ და სველ ლოყებზე მიმკრობოდა. ამასთანავე შუბლსა და ლოყაზეც მეტყობოდა მტვრის კვალი. მაგრამ ახლა მოწესრიგების დრო საერთოდ არ მქონდა. თანაც ჩემმა მოუთმენელმა სტუმარმა ზარის ღილაკს თითი რომ დააჭირა, იქამდე აღარ აუღია, სანამ კარი არ გავუღე. გიორგიმ ერთი შემათვალიერა, შემდეგ კი დაუკითხავად გააბიჯა მისაღებისკენ. მეც სწრაფად მივხურე კარი და მას ავედევნე.
-აქ რა მოხდა, ქარიშხალმა გადაიარა? - მკითხა ღიმილით, ძირს დაყრილი ბალიშები აკრიფა და დივანზე ლამაზად დაალაგა. შემდეგ კომფორტულად მოკალათდა და ახლა ჩემი წიგნების თვალიერებას მოჰყვა.
-საერთაშორისო ურთიერთობების თეორია - ქრესტომათია, საერთაშორისო პოლიტიკა, რონდელი - პატარა ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში, - კითხულობდა სათაურებს, მე კი გაშეშებული შევყურებდი, - იცი, ქრესტომათიაზე ყოველთვის ჩემი გაწამებული აბიტურიენტობა მახსენდება. შუშანიკი, აბო, გრიგოლ ხანძთელი და ა.შ. რა იყო, სხვა ლიტერატურამ რა დაგიშვა, მხოლოდ შენი პროფესიის წიგნებით რომ გამოგიტენია თაროები? მახსოვს, მხატვრული ლიტერატურის კითხვა გიყვარდა.
-აქ ჩემი წიგნების განსახილველად ამოხვედი? - ვკითხე და ჩამოღებული წიგნების თავიანთ ადგილას შელაგებას შევუდექი, - მხატვრული ლიტერატურისთვის ჩემს ოთახში მაქვს კარადა, შეგიძლია ნახო.
-არა, აქ იმიტომ ამოვედი, რომ ტასომ მითხრა, ჩემს სანახავად ყოფილხარ ჩამოსული, - მხრები აიჩეჩა და თავადაც მომაწოდა რამდენიმე წიგნი.
-მართალია, ვიყავი.
-ტასომ ისიც მითხრა, რა ფორმაში დაგხვდა, - გვერდულად გაიღიმა, - წარმომიდგენია, ალბათ, რა აღარ იფიქრე, არა?
-მე სულაც არ მეცინება და არც არაფერი მიფიქრია ზედმეტი, - გაცხარებულმა მივახალე.
მერე კი ისევ თაროს მივუბრუნდი, მაგრამ ჩემი პატარა სკამი შექანდა, მე კი ჰაერში ხელების სავსავს მოვყევი წონასწორობის შესანარჩუნებლად. მაინც ვერ შევიმაგრე თავი და უკან ზურგით გადმოვქანდი, მაგრამ უეცრად ვარდნა შეწყდა, მე კი გიორგის სხეულზე აკრული აღმოვჩნდი.
-შენ რაღაც ამ ბოლო დროს ხშირად ეცემი, თანაც ჩემს მკლავებში, - დაიწყო ღიმილით და ფეხზე დადგომაში დამეხმარა, მერე კი ლოყაზე მიკრული თმა მომაცილა, - დავიჯერო, ჩემი შარმი ასე მოქმედებს შენზე? - და ამაყად გადაიყარა წინ ჩამოყრილი ქოჩორი თავის გაქნევით.
-მასხარა ხარ, - მის საქციელზე გამეღიმა და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე, - დაჯექი, მე და შენ სალაპარაკო გვაქვს.
-იყოს, ვიდგები, რა ვიცი, როდის საიდან გადმოვარდები და დამჭერი ხომ გჭირდება, არა?
-კარგი რა, გიო, - ავუქნიე ხელი და თავად ჩამოვჯექი დივანზე, - თუ სახუმაროდ ამოხვედი, მაშინ შეგიძლია წახვიდე.
-უჟმურო, - დამეჯღანა და თავადაც გვერდით მომიჯდა, - აბა, გისმენ.
-მოკლედ, ეს ბოლო დღეებია სულ ჩვენს ამბავზე ვფიქრობ და, მგონი, არა დარწმუნებით შემიძლია გითხრა, რომ გადაწყვეტილება მივიღე, - დავიწყე საუბარი და თითქოს ნერვიულობამ უფრო იმატა. მითუმეტეს, გიორგი ხმას არ იღებდა. უბრალოდ იჯდა და მიყურებდა.
-მერე? - როცა ხმა აღარ ამოვიღე, მიხვდა და მკითხა, - რა მოიფიქრე, გენიოსო?
-მგონი, აჯობებს გაჩვენო, ვიდრე გითხრა, - ვუთხარი და ვიგრძენი როგორ ამიხურდა ლოყები.
შემდეგ კი მისკენ გადავიხარე და ტუჩებში ვაკოცე. თავიდან გაშეშებული იჯდა და გაოცებული მიყურებდა. შემდეგ კი, როცა მოშორება დავაპირე, თავად მომხვია წელზე ხელი, მიმიზიდა და კალთაში გადამისვა.
-შენი პასუხი გასაგებია და ჩემთვის სრულიად მისაღები, - ამოილაპარაკა კოცნებს შორის და უფრო მეტი ჟინით დამაცხრა ბაგეებზე.
ცოტა ხანში, როცა კოცნით გული ვიჯერეთ მე ისევ მის კალთაში ვიჯექი, ის კი მხრებზე მეხვეოდა და შიგადაშიგ თმებზე მკოცნიდა.
-რას იზამ, ხვალ მოხვალ? - მკითხა რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ და დამხედა.
-არ ვიცი, მაგრამ ვეცდები. ხვალ იმ პროექტის პრეზენტაცია გვაქვს საელჩოში, რომელზეც დიდი ხანია ვმუშაობ. იმედია, ძალიან დიდხანს არ გაგრძელდება და მოვასწრებ მოსვლას.
-კარგი რაა, მარი. ბოლოს როდის გაერთე? სკოლის დამთავრების მერე არც ერთხელ არ მოსულხარ და ახლა მაინც წამოდი.
-ხომ გითხარი, ვეცდები-მეთქი.
-მე რომ გთხოვო, ძალიან რომ გთხოვო? - თვალები ამიფახულა და ამჯერად ცხვირზე მაკოცა, - და საკომპენსაციოდ რაღაც რომ დავამატო?
-არ გაგივა, - ვუთხარი სიცილით.
-მაგასაც ვნახავთ, - თვალი ჩამიკრა და მოწყვეტით მაკოცა, - აბა, არ წამოხვალ?
უფრო მეტის მოლოდინში ხელში მხოლოდ მცირეხნიანი კოცნა შემრჩა და ცოტა არ იყოს, არ მესიამოვნა.
-ნორმალურად მაკოცე და ყველაფერზე თანახმა ვარ, - ტუჩები ტუჩებზე გავუხახუნე და მერე თავის უკან გამოწევა ვცადე.
ვინ მაცადა? ეშმაკურად ჩაიხითხითა და ამჯერად ნამდვილი კოცნა მაჩუქა.
-ასე არ ჯობია? - მკითხა და გულზე მიმიკრა.
-თუ ყველაფერზე ამ ხერხით დამითანხმებ, მაწყობს, - ამჯერად მე გავიცინე ეშმაკურად.
-შენ რა ეშმაკუნა მყავხარ, ვინც არ გიცნობს.
-მართლა, გიო, - წამოვყავი თავი, - თუ შენთან შენი ძმა, ძმიშვილები და რძალი რჩებიან, შენი დასარჩენი ადგილი დარჩა იმ სახლში?
-ხოო, - კეფა მოიქექა, შემდეგ კი დივნის საზურგეზე გადააგდო თავი, - ეგ ცოტა რთული საკითხია, მაგრამ როგორმე მოვგვარდებით. თუ საჭირო გახდა, დივანზეც მშვენივრად მოვთავსდები.
-მმმმ... შეგიძლია, - დავიწყე ყოყმანით, - ჩემთან დარჩე.
-მართლა? - წარბები აქაჩა და კარგად გავარჩიე მის თვალებში აცეკვებული ჭინკები.
-ხო, სამოთახიანი ბინა მაქვს. მეორე საძინებელს გაგიმზადებ და ეგ არის.
-ჰმ. მასეც შეიძლება, მაგრამ მე სხვა რამე მერჩივნა.
-მაინც რა?
-პატარა ხარ ჯერ, მერე გეტყვი, - მითხრა სიცილით და შუბლზე მაკოცა, - ახლა ახტი და საძინებელი გაამზადე. მე ჩემს რამდენიმე ნივთს ამოვიტან და აქ დავრჩები. იმათ ჭყივილში მაინც არ მომიწევს დაძინება.
***
უკვე შუაღამე სრულდებოდა, მე კი თვალზე რულიც კი არ მეკარებოდა. ვიცოდი, მეორე საძინებელში გიორგიც ჩემს მსგავსად საწოლში ტრიალებდა. მესმოდა მისი ამოხვნეშა და საწოლის ჭრაჭუნი შიგადაშიგ, როცა გვერდს იცვლიდა ხოლმე. მერე კი ყველაფერი მიწყდა. ალბათ, ჩაეძინა-მეთქი, გავიფიქრე და მეც კიდევ ერთხელ დავხუჭე თვალები, რომ იქნებ ამჯერად მაინც მომეხერხებინა დაძინება. რამდენიმე წუთში კი ოთახის კარები გიორგიმ შემომიღო. გაოცებულმა ბალიშიდან თავი ავწიე და მას შევხედე. ვითომც აქ არაფერიაო, ისე დაიძრა ჩემკენ, საწოლის მეორე კუთხიდან ზეწარი ასწია, გვერდით მომიწვა და კომფორტულად მოაკალათა თავი ბალიშზე.
-ძილინებისა, მარიამ, - მითხრა და თვალები დახუჭა.
-მოიცადე, მოიცადე. აქ რა გინდა? - როგორც იქნა გამოვფხიზლდი და მაშინვე ვკითხე.
-ვერც შენ იძინებ, ვერ მე. ხოდა, ახლა დადე თავი ბალიშზე და ასე ვცადოთ.
-არ ხარ შენ ნორმალური, უთქვამს ვინმეს შენთვის? - ვკითხე და საწოლში წამოვჯექი.
-რა იყო, სვანეთში შეიძლებოდა ერთად ძილი და აქ მეკრძალება, თანაც როცა შენ უკვე ჩემი შეყვარებული ხარ?
შეყვარებულის ხსენებაზე გამაჟრჟოლა და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
-ვინ ვარ?
-შეყვარებული. რა იყო, არა? - ღიმილით მკითხა და ისიც წამოჯდა, - გინდა დაგიმარცვლო, კარგად რომ შეუშვა მაგ ცოდნით გამოტენილ თავში და ჩაიბეჭდო?
-დამარცვლა არა, მაგრამ გამეორება კარგი იქნებოდა.
-დაიძინე, მარიამ, - მითხრა, ხელი მომხვია და ჩემიანად დაუბრუნდა საწოლს.
დილით გაღვიძებულს კვლავ მისი ხელები მეხვეოდნენ. ცოტა არ იყოს მცხელოდა. გარეთ მაინც ზაფხული იდგა, მე კი, მართალია თხელ ზეწრებში ვიწექი, მაგრამ მაინც, გიორგი მეხუტებოდა და ალბათ მალე ოფლად დავიღვრეოდი. შევეცადე ჩემს მხარეს მდებარე ტუმბოსთვის შემეხედა, რომელზეც მაღვიძარა მედო. როგორღაც გვერდი ვიცვალე კიდევაც, მაგრამ გიორგი ახლა ზურგიდან ამეკრო, მუცელზე ხელები უკეთესად შემომხვია და ძილი განაგრძო. საათს შევხედე თუ არა, ცოტა დავმშვიდდი. ჯერ მხოლოდ დილის რვის ნახევარი იყო, მაგრამ აჯობებდა თუ ახლავე ავდგებოდი და თავის მოწესრიგებას დავიწყებდი. ვეცადე ფრთხილად გამოვმძვრალიყავი მისი მკლავებიდან, ისე რომ არ გამეღვიძებინა, მაგრამ არ გამომივიდა. ოდნავ გამოძრავებაზეც კი შეიშმუშნა და უფრო მეტად მიმიზიდა თავისკენ.
-გიო, გიოო, - დავუძახე დაბალ ხმაზე და სახეზე ნაზად გადავატარე თითები, - გიო, გაიღვიძე, რაა.
-მმმმმმმ.
-გიოო.
მან ცოტა ხანს კიდევ ინებივრა, შემდეგ კი ინება და თვალები გაახილა.
-დილა მშვიდობისა, - ვუთხარი ღიმილით.
-დილა მშვიდობისა, ლობჟო.
-არ გინდა, გამიშვა? მცხელა, თან სამსახურში წასასვლელად გასამზადებელი ვარ.
-არა, იყოს. მშვენივრად ვგრძნობ ასე თავს, - მითხრა, თავისკენ მიმიზიდა და მკერდზე დამადებინა თავი.
-გიო. დავაგვიანებ და შენი ბრალი იქნება.
-არაუშავს, დააგვიანე.
-მერე პროექტი და პრეზენტაცია?
-აქამდე ხომ იმუშავე და დაასრულე, არა? ხოდა, ერთ დღეს შენს გარეშე როგორმე გადაიტანენ.
-და სიტყვით რომ ვარ გამოსასვლელი?
-როგორ ვერ ვიტან, ჩემზე მეტი არგუმენტი რომ გაქვს და ყოველთვის მართალი აღმოჩნდები ხოლმე ბოლოს. სკოლაშიც ასე იცოდი! - ხელები შემიშვა და ღიმილით მიბიძგა.
-ნუ, რას ვიზამთ, - შევიფერე და წამოვდექი, - ჩემთან ერთად ხომ ისაუზმებ?
-აუცილებლად, - მიპასუხა, თავადაც წამოდგა და სააბაზანოსკენ მიდიოდა, როცა უეცრად გაჩერდა და ახლა ჩემკენ წამოვიდა, - რაღაც დამავიწყდა.
-რა?
მან უბრალოდ გამიღიმა, წელზე ხელი მომავლო, ვნებიანად მაკოცა ტუჩებზე და მალევე მომცილდა.
-ახლა დილა ნამდვილად მშვენივრად დაიწყო, - მითხრა და სააბაზანოში მიიმალა.
***
საუზმობის შემდეგ სახლიდან ერთად გამოვედით. მან თავის სახლს მიაშურა, მე კი გზა განვაგრძე და სადარბაზოდან გამოსულმა ჩემი მანქანისკენ ავიღე გეზი. კარი მივხურე თუ არა, მაშინვე ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა:
„ღვედი შეიკარი, ფრთხილად ატარე და მალე დაბრუნდი“, - მწერდა ის.
„პირველი ორის შეხსენება ნამდვილად არ მჭირდება ;) მალე დაბრუნებაზე კი რა მოგახსენო“.
„დამავიწყდა და ახლა გახსენებ. შენ ჩემი შეყვარებული ხარ! მართლა, კაბა აარჩიე დღევანდელი საღამოსთვის?“
„ვნახოთ ^_^ ახლა კი მაცადე, სამსახურში მაგვიანდება“.
„წარმატებები პროექტზე და დაიმახსოვრე, რესტორანთან 5-ზე ვიკრიბებით“.
პასუხი აღარ გამიცია, მაშინვე დავძარი მანქანა და სამსახურისკენ ავიღე გეზი. საელჩოში საგიჟეთი ნამდვილად არ დამხვედრია, მაგრამ ვერც სიწყნარეს დავარქმევდი. თითქმის ყველა აქეთ-იქით დარბოდა და ბოლო დეტალებს ამოწმებდა.
ზუსტად 11 საათზე პროექტის პრეზენტაცია დაიწყო. ჯერ სიტყვით ბატონი შარლი გამოვიდა, შემდეგ საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, შემდეგ კი ჩვენი საელჩოს თანამშრომლები გამოდიოდნენ სიტყვით და პროექტის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას აცნობდნენ დამსწრე საზოგადოებას. მალე ჩემი გამოსვლის ჯერიც დგებოდა, როცა გვერდით დემეტრე ამომიდგა და თვალი ჩამიკრა.
-აქ რას აკეთებ? - ვკითხე საოცრად გაოცებულმა და კვლავ ჩემს სიტყვას ჩავხედე.
-გავიგე, უფასო სასმელი და ალაფუშეტიაო და შემოსვლა გადავწყვიტე, - ოცდათორმეტივე კბილით გამიღიმა, - რას უნდა ვაკეთებდე? თათბირი ჩავატარე კომპანიაში და აქეთ წამოვედი. ნატამ, მიდი, მხარი დაუჭირეო.
-ოჰ, მადლობა.
-მოსწყვიტე, გოგო, მაგ ფურცლებს თვალი და ცოტა ხანს მეც მომაქციე ყურადღება, - ფურცლები ხელიდან გამომტაცა და იქვე მაგიდაზე დააწყო, - აბა, რა ხდება შენს თავს? რაღაც ბედნიერი და თვალებაციმციმებული მეჩვენები.
-მოგიყვები, მაგრამ ცოტა ხანში. ახლა სიტყვით უნდა გამოვიდე და ყურადღება არ მინდა გამეფანტოს.
დემემ უკმაყოფილო სახით დამიბრუნა ფურცლები და მეც ამაღლებული ადგილისკენ წავედი. მთელი ლაპარაკის დროს დემეტრე ხან ცერებს მაჩვენებდა, ხან ალაფუშეტიდან აღებულ საჭმელს აგემოვნებდა და იმათზე მანიშნებდა, რომ კარგი იყო, ხანაც უინტერესო კონფერენციის სმენით ჩამოძინებულ კაცს ასახიერებდა.
-უნამუსო ხარ, - ვუთხარი მაშინვე, როგორც კი მასთან მივაღწიე, - არ შეგეძლო, ნორმალურად მოქცეულიყავი?!
-კარგი რა, მარი! ფრანგული ერთი სიტყვაც არ მესმის და რა გამეგო? თან იცი, ის ბლის ნამცხვარი რა გემრიელი იყო?
-აბა, რომელი ნამცხვარი?
-აღარ არის. სულ შევჭამე. ხომ გითხარი, გემრიელი იყო-მეთქი? - მხრები აიჩეჩა მან.
-მთელი მოთმინების უნარის მოკრება მომიხდა, რომ არ გამცინებოდა, მასხარავ, - მკლავში ჩავარტყი და ერთ-ერთ სტუმარს კითხვაზე გავეპასუხე.
-მარი, ახლა გადავხედე ამ პროექტს და მე ვერ მოვახერხებ მასში მონაწილეობის მიღებას?
-სტუდენტი ხარ? - ვკითხე და მიმტანს ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი გამოვრთვი.
-არა.
-აბა, სკოლის მოსწავლე?
-არც ეგ.
-მაშინ ვერ მიიღებ, - მხრები ავიჩეჩე და ჭიქიდან მოვსვი.
-და რომ ჩამიწყო და პარიზში ისე გამიშვა, არა?
-მაგას მართლა მეკითხები? - წარბები გაოცებისგან ავზიდე.
-შენი აზრით? - მანაც კითხვით მიპასუხა, - კარგი, - მაჯის საათს დახედა და მერე მე მომიბრუნდა, - თუ არ გვინდა, რომ დააგვიანო, ახლავე უნდა გავიდეთ.
-კი, მაგრამ, ღონისძიება ჯერ არ დამთავრებულა და მინიმუმ კიდევ ერთ საათს არ დასრულდება.
-კარგი, მაშინ 5-ის ნახევარზე სახლში დამხვდი როგორც გინდა ისე. მთავარია, იქ დამხვდე და ის კაბა ჩაიცვი, რომელიც მე გაყიდინე.
-სხვა მაინც არაფერი მაქვს და აბა, რას ვიზამ?
-ხო, და კიდევ არაფერი მოგიყოლია და მერწმუნე, ვერ დამიძვრები, - საჩვენებელი თითი დამიქნია, მერე კი ღიმილით გამშორდა და წავიდა.
ღონისძიება სამი საათისთვის დასრულდა, მეც როგორღაც გავთავისუფლდი და მაშინვე სალონისკენ ავიღე გეზი. თმის და მაკიჟის გაკეთების შემდეგ სარკეშიც არ ჩამიხედავს, ისე გამოვვარდი და ახლა სახლისკენ ავიღე გეზი. დავაგვიანე. სახლში ზუსტად 5 საათზე შევედი და მაშინვე გამოცვლა დავიწყე. დემეტრე კი ყოველ 5 წუთში მირეკავდა და მეჯუჯღუნებოდა. ბოლოს, როგორც იქნა ფეხზე ქუსლიანი ფეხსაცმელიც ამოვიცვი, პატარა ჩანთა მხარზე გადავიკიდე, კარი გამოვიხურე და ლიფტი გამოვიძახე.
-დიდება შენს გამოჩენას, - ჩემი დანახვისთანავე აღმოხდა ბიჭს და მანქანის კარი გამიღო, - და ყოჩაღ მე. გემოვნება ნამდვილად მქონია. გიხდება კაბა.
-მადლობა. მართლა დემე, ჩემი მანქანა აქ დავტოვე და ამიტომ გაფრთხილებ, როგორც კი დაგირეკავ, იცოდე, 5 წუთში რესტორანთან უნდა გაჩნდე და წამომიყვანო!
-არ არის პრობლემა. ახლა კი შენ მითხარი, რა ხდება შენსა და ჩემს ქვილს შორის?
-მგონი, ყველაფერი კარგადაა, - სახეზე მაშინვე ღიმილი მომედო და თითქმის ყველაფერი ვუთხარი.
-ვახ, ვახ, ნუ სად შეგვიძლია, - იცინოდა დემე და თან მოხერხებულად უვლიდა გვერდს გზაზე მიმავალ მანქანათა ნაკადს.
უკვე 6-ის ნახევარი ხდებოდა, როცა რესტორანთან მივედით. ბავშვები ჯერ კიდევ გარეთ იდგნენ და სურათებს იღებდნენ. გიორგისაც მოვკარი თვალი მათ შორის. ჯერ-ჯერობით არც ერთი მათგანი არ იყურებოდა ჩვენკენ. მაგრამ ბიჭებმა მალევე შენიშნეს დემეტრეს BMW და ინტერესით დაიწყეს ყურება. მერე კი ნელ-ნელა რესტორნისკენ იწყეს წასვლა.
-ხომ არ ღელავ? - მკითხა ჩემმა სიძემ.
-მგონი ცოტას, - ნერვიულად გავუღიმე და სარკეში საკუთარი ვარცხნილობა შევათვალიერე.
-მასეც უნდა იყოს. დამშვიდდი, ძალიან კარგად გამოიყურები. ახლა მე გადავალ და კარს გაგიღებ, შენ კი რაც შეგიძლია ნელა და გრაციოზულად გადმოდი. ყველას პირი უნდა დარჩეს ღია შენი დანახვისას. თან მერე იმაზეც იბლატავე, რომ საუკეთესო და უსიმპატიურესი სიძე გყავარ.
დემემ პასუხის გაცემაც არ დამაცადა, მაშინვე დაგავიდა, მანქანას სწრაფად შემოუარა და კარი გამომიღო. კარგად დავინახე რამდენიმე ჩემმა კლასელმა როგორ გამოაპარა ჩვენკენ მზერა. გადმოსვლისას დემეს რჩევას დავუჯერე, ამიტომაც ჯერ ერთი ფეხი გადმოვდი და მყარად დავდგი ქუსლიანი მიწაზე, შემდეგ მეორე და ბოლოს მთელი ტანით გავსწორდი.
-როგორც კი გირეკავ, იცოდე, მაშინვე აქ ჩნდები. ხომ გახსოვს, არა? - ვკითხე.
-კი, დამშვიდდი, - მობეზრებულად დამიქნია თავი და მძღოლის სავარძელზე მოთავსდა.
მე კი კიბეებზე გაშეშებული და ჩემკენ მომზირალი ბავშვებისკენ წავედი. როგორც ყოველთვის, ქეთო ჩაჩავა ყველაზე მეტად გადაპრანჭული და ყველაზე მეტად ჩახსნილი კაბით იყო. ბიჭებს კი ჩვეულებისამებრ შარვალ-კოსტიუმი ეცვათ. სვანის ყველასგან განსხვავებით შავი ბაბთა შეება და ისიც გაშეშებული მომშტერებოდა. მათგან პირველი ვაჟა გამოერკვა, კიბეები ჩამოირბინა და ჩემთან გაჩნდა.
-ლობჟო, დავიჯერო ეს შენ ხარ? - მკითხა, გადამკოცნა და ხელმკლავი გამომდო, - როგორ ხარ, ქალბატონო? ყველას რომ მოგვანატრე თავი.
-მადლობა ვაჟა, კარგად. შენ რას შვრები? როგორ მიდის შენი საქმეები?
-ნორმალურად, მადლობა, - ხელი აიქნია და კიბეებთან მივედით კიდეც.
დანარჩენი ბავშვების გადაკოცნის, ერთმანეთის მოკითხვისა და ქეთოს დაქაჩული თვალების ნახვის შემდეგ, როგორც იქნა, ყველანი დარბაზში შევლაგდით.
-რამდენი ხანია, რაც ამ რესტორანში იხდით? - ვკითხე ქეთოს და დარბაზს თვალი მოვავლე.
-რამდენიმე წლის წინ ის რესტორანი დაკეტეს, რომელშიც მეთორმეტე კლასში ბანკეტი გადავიხადეთ და მაგიტომ აქ გადმოვედით, - ცალყბად გამიცინა და წინ წავიდა.
მას თავისი განუშორებელი სადაქალო ლანა და ხატია მიჰყვნენ უკან.
-მგონია, რომ ისევ სკოლის პერიოდში დავბრუნდით, - გვერდით ჩემი ძველი მეგობარი რუსკა ამომიდგა, სათვალეები შეისწორა და გულწრფელად გამიღიმა, - როგროც ყოველთვის, ის სამეულია ყურადღების ცენტრში.
-იყვნენ, ჩემთვის სულ ერთია, - მხრები ავიჩეჩე და ერთ-ერთ სკამზე ჩამოვჯექი.
რუსკაც გვერდით მომიჯდა და ტიკტიკი განაგრძო. თითქმის ყოველი წლის ამბავი მომიყვა, რომელიც გამოვტოვე, რა როგორ იყო დაგეგმილი, ვინ რამდენი დალია, ვის ჰყავდა მაშინ შეყვარებული და ა.შ. ამ დროს კი მე გიორგის ვეძებდი თვალებით, რომელიც ბიჭებთან ერთად იდგა და ლაპარაკობდა, შემდეგ მანაც გამომხედა, ბიჭებს რაღაც უთხრა და ჩვენკენ წამოვიდა. მერე კი გვერდით მომიჯდა ძალიან ახლოს და მუხლზე დადებულ ხელზე ყველასგან შეუმჩნევლად ხელი მომკიდა.
-აბა რაზე საუბრობდით დაქალები? - იკითხა და წინ დადებული ჭიქიდან წყალი მოსვა.
-ისეთ არაფერზე, - გაეპასუხა რუსკა, - უბრალოდ, მარის ვუყვებოდი წინა წლის ბანკეტებზე რა ხდებოდა.
-აააა, დიდი არაფერი გამოგიტოვებია, ლობჟო. ვაჟა ჩვეულ სადღეგრძელოებს ამბობდა, თორნიკე თავის სტიქიაში იყო სიმღერით, ცოტნე და ლაშა კარგად გამოთრობის შემდეგ სასაცილოდ ცეკვავდნენ, თუ არსად წახვალ, თავად ნახავ.
სიტუაცია ზუსტად ისე წარიმართა, როგორც გიორგიმ აღწერა. უბრალოდ რამდენიმე ჭიქის შემდეგ მეც კი ამაცეკვეს. პირველი, რა საკვირველია, ვაჟა მოვარდა, როგორც მაშინ ბანკეტზე, ხელი ჩაგვავლო ყველას ვინც კი არ ვცეკვავდით და დარბაზის შუაგულში გაგვყარა, მერე კი ყველაზე ენერგიული სიმღერა ჩართო და თავადაც შემოგვიერთდა. ამდენი ხტუნვისაგან დაღლილი და აწითლებული როგორღაც ჩემს სკამს დავუბრუნდი, მაგრამ რათ გინდათ, რაა, გგონიათ ვინმემ დამასვენა? არამც და არამც! დამჯდარი დამინახა თუ არა ვაჟამ, კვლავ ფეხზე წამომაგდო და თავად დაიწყო ჩემთან ცეკვა.
-დავიღალე ვაჟა, - სიმღერის დამთავრებისთანავე ვუთხარი და პირით ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი, - დასვენება მინდა.
-იცოდე, მხოლოდ რამდენიმე წუთით, - სიცილით დამიქნია თითი და ახლა სხვა გოგონებისკენ წავიდა.
-ეს ბიჭი ასეთ ჯანზე როგორაა სულ? - ჩემთვის ჩავილაპარაკე და სკამზე ჩამოვჯექი.
ქუსლიანი ფეხსაცმელიც უკვე ძალიან მტკენდა ფეხებს. ასე მეგონა ნემსებზე ვიდექი და ფეხის ყოველ გადადგმაზე ხორცში მესობოდა.
-დაიღალე? - მკითხა არსაიდან გამოჩენილმა გიორგიმ და თავადაც გვერდით მომიჯდა.
-კი, - აწითლებულ სახეზე ხელი ჩამოვისვი და გავუღიმე, - სად აქვს ამ ბიჭს ამდენი ენერგია? - ვიკითხე გაოცებულმა და ნინოსთან მოცეკვავე ვაჟას გავხედე, - ხომ ეწევა, არა?
-კი, ისევ ეწევა და არც შეუწყვეტია, - მხრების აჩეჩვით მითხრა გიომ და წყალი მოსვა, - მე არ უნდა მეცეკვო, ქალბატონო?
-მაცადეს, რო?
-ხოდა, ახლა წამომყევი, - მითხრა, როცა დარბაზში შედარებით ნელი მუსიკა გაჟღერდა და უკვე ფეხზე მდგომმა გიომ ხელი გამომიწოდა.
-ისე, თუ გახსოვს, - უკვე შუა მოედანზე გასულმა ვუთხარი და კისერზე შემოვხვიე ხელები, - ჩვენს ბანკეტზე ერთად არ გვიცეკვია და არც სურათები გადაგვიღია.
-მაგას არ დაივიწყებ, არა? - მხრებჩამოყრილმა მკითხა და უფრო მიმიზიდა.
-არასდროს, - სიცილით ვუთხარი და თავი მხარზე ჩამოვადე, - შეხედე, ყველა ჩვე გვიყურებს.
-გვიყურონ და იყვნენ, - მხრები აიჩეჩა, უფრო მეტად ჩამობნელებულული დარბაზით ისარგებლა და ტუჩები ყურის ძირში მომაკრო, - დღეს ვინმემ გითხრა, რომ ულამაზესი ხარ?
-მართლა? - თავი წამოვწიე, თვალებში შევხედე და ვიგრძენი როგორ ამიწითლა ღაწვები მისმა კომპლიმენტმა.
-მართლა, მართლა და ცოტა არ იყოს, ვეჭვიანობ.
-რაა? რატომ? - თვალები დავქაჩე.
-არ მინდა სხვებიც გხედავდნენ და გეხებოდნენ, მითუმეტეს - ასეთ მდგომარეობაში!
-ახლა რომ სულელობ, ხვდები შენითაც, ხომ? - ღიმილით ვკითხე და ლოყაზე ვაკოცე.
მან კი წელზე მოხვეული ხელები უფრო მეტად მომიჭრა და გულში ჩამიკრა.
-არ ვხუმრობ, - სრული სერიოზულობით მიპასუხა და თავზე მაკოცა, - და ამ კაბაზე მერე დაგელაპარაკები.
-რა სჭირს ჩემს კაბას? - შევიცხადე და უკან დაწევა მინდოდა, რომ შემეთვალიერებინა, მაგრამ ვინ გამიშვა?
-იდეალურია, თითქოს შენს ტანზეა შეკერილიო, მაგრამ არ მინდა, სხვებიც გხედავდნენ მასში გამოწყობილს.
-ნუ გადამრიე, გიო!
-დემეტრეს მერე ცალკე დაველაპარაკები ამაზე.
-რაა? - თვალები შუბლზე ამივიდა.
-რა რაა?
-რა რაა და დემეტრესგან რაღა გინდა?
-იმან არ აგარჩევინა კაბა?
-ხოო, - თავი დავუქნიე.
-ხოდა, რაღაა გასარკვევი? - მკითხა ღიმილით და ჩამომცილდა, როგორც კი დარბაზში სინათლემ მოიმატა, - წამოდი, ჩამოჯექი და თუ გინდა, ეგ ფეხსაცმელი გაიხადე. აშკარაა გიჭირს უკვე დგომა.
სკამამდე მიმაცილა თუ არა, მაშინვე დაუძახეს ბიჭებმა და ესეც მათკენ წავიდა.
-დამელაპარაკება თურმე ბიჭი ამ კაბაზე, - ჩავიბუზღუნე და მართლა გავიძრე ფეხსაცმელი.
ფეხებმა ნამდვილად ამოისუნთქეს. თითები მოვხარე და გავშალე, რომ სისხლს უკეთესად ემოძრავა. მართალია, თავიდან დამიბუჟდა და ცოტა მეტკინა კიდევაც, მაგრამ მალევე მომეშვა და ახლა ნამდვილად თავისუფლად ამოვისუნთქე.
ქეიფი კი არ გაჩერებულა. ისიც კი შევნიშე, როგორ გავიდნენ გარეთ ბიჭები და უკან აკიაფებული თვალებით დაბრუნდნენ. თავი გადავაქნიე და რუსკას გავხედე.
-აბა, რუსუდან, მომიყევი რა ხდება შენკენ?
გოგომ სათვალე შეისწორა და ნაზად გამიღიმა.
-ისეთი არაფერი ნამდვილად. სამსახური-სახლი, სამსახური-სახლი, - ჩაიცინა და ეშმაკუნებათამაშებული მზერით დამაკვირდა, - მაგრამ შენთან აშკარად ხდება, ხომ?
-გააჩნია რას გულისხმობ.
-შენ და გიორგი, - ისევ სათვალე შეისწორა და წინ დადგმულ ჭიქას დასწვდა, - თითქმის ყველამ შევამჩნიეთ, რომ რაღაც ხდება თქვენ შორის.
-ჰმმ... მოდი, ამ კითხვაზე პასუხისგან თავს შევიკავებ, - მეც გავუღიმე.
-ანუ მართალი ვარ?
-ხომ გითხარი, ამ კითხვაზე არ გიპასუხებ.
-კარგი რაა, მარიი, - საყვარლად ამოიბუზღუნა და წყალი მოსვა.
-მართლა, რუსკა, - უცებ გამახსენდა, რომ აქედან ძალიან შორს ცხოვრობდა, - გინდა გაგიყვანთ სახლში?
-შენ? - მკითხა გაოცებულმა.
-ხო, რა იყო? აქედან ხომ შორს ცხოვრობ. ხოდა, ჩემი სიძე მოგვაკითხავს და წაგიყვანთ.
-არ მინდა, რომ შეგაწუხოთ, მარიამ, - ლოყები საგრძნობლად შეეფაკლა და გვერდით გაიხედა.
-რუსკა, არ გრცხვენია? - შევიცხადე, - რა შეწუხებაზეა საუბარი? თან დემეტრე რას მიკეთებს სხვას?
-შენი სიძე ის იყო, ვინც მოგიყვანა?
-კიი.
-სიმპატიური სიძე გყოლია. ყოჩაღ ნატა!
-ნუ იტყვი, - ჩავიცინე და ჩანთას წამოვავკე ხელი, შემდეგ გაჭირვებით ჩავიცვი ფეხსაცმელი და წამოვდექი, - ბოდიში, ტუალეტში გავალ და მალე მოვალ, ხო?
-მიდი, მიდი, - გამიცინა, - გინდა, გამოგყვე?
-არა, კი არ მომიტაცებენ, - მეც გავიცინე და კიბეებისკენ წავედი.
საფეხურები ავიარე თუ არა, მარცხნივ გადავუხვიე და შორიდანაც კი შევნიშნე, რომ ქალების ტუალეტის კარი ძალიან პატრაზე, მაგრამ მაინც ღიად იყო დატოვებული. მხრები ავიჩეჩე და ფრთხილად შევაღე კიდევაც, მაგრამ თვალწინ იმდენად ამაზრზენი სანახაობა დამხვდა, რომ მაშინვე გამოვბრუნდი უკან. ქეთო ნიჟარებს შორის ზედაპირზე იყო შემომჯდარი. ისედაც ჩახსნილი კაბა მუცლამდე აჰკეცვოდა და შავი საცვალიც ძალიან კარგად მოუჩანდა. ფეხებს შორის კი გიორგი ედგა და ჰკოცნიდა. კიბეებზე ჩამოვირბინე, სასწრაფოდ ავკრიფე დემეტრეს ნომერი და დაველოდე როდის მიპასუხებდა.
-ხო, მარი, - რამდენიმე ზარის შემდეგ მიპასუხა.
-დემე, შეგიძლია მომაკითხო? - ჩამწყდარი ხმით ვკითხე და თან ტუჩზე ვიკბინე, რომ მოწოლილი ცრემლები როგორმე შემეკავებინა და ახლა ყველას თვალწინ არ ავქვითინებულიყავი.
-კარგად ხარ? - აშკარად შეშფოთდა ჩემი სიძე და შარიშურის ხმაც გავიგე, - მარი, მიპასუხე!
-არ ვიცი. გთხოვ, მალე მოდი, რაა.
-5 წუთში მანდ ვარ. გარეთ დამხვდი, - მითხრა და გამითიშა.
ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და კვლავ დარბაზში დავბრუნდი. მადლობა ჩემი მოლაპარაკებების ლექტორს, მესამე კურსზე ემოციების კონტროლი რომ გვასწავლა. კვლავ რუსკას გვერდით დავიკავე ადგილი და გოგოს გავუღიმე.
-რუსკა, მე 5 წუთში მომაკითხავენ და უნდა წავიდე.
-რაა? რატომ? - აშკარად შეშფოთდა და ხელზე ხელი მომიჭირა, - მოხდა რამე?
-ისეთი არაფერი, - კვლავ ყალბად გავიღიმე, - არ მინდა, შენც რომ ასე ადრე დაგატოვებინო რესტორანი, ამიტომ დემეს ნომერს მოგცემ და როგორც კი დაიღლები, დაურეკე და მოგაკითხავს, კარგი?
-რას ამბობ, მარი? გადაირიე? მეც გამოგყვები. ისე მეუბნები დარჩიო, თითქოს ჩემი იდეა ყოფილიყო აქ შეკრება, ანდაც ისე ვერთობოდე, რომ წასვლა აღარ მინდოდეს.
-მადლობა, - ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
სკამიდან წამოვდექით, ნაჩქარევად დავემშვიდობეთ ბავშვებს და გასასვლელისკენ წავედით. უკვე დარბაზიდან გავდიოდით, როცა კიბეებზე ჩამომავალი გიორგი დავლანდე, რომელიც გაოცებული მიყურებდა, ამიტომაც სწრაფად მივხურე კარი და რესტორნის წინ გაჩერებული მანქანისკენ წავედი. დემე ჩემს დანახვაზე მაშინვე გადმოვიდა და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ შემდეგ რუსკა შენიშნა და გადაიფიქრა.
-დემე, - მანქანაში ჩავსხედით თუ არა, მაშინვე ვუთხარი, - ჯერ რუსკა მივიყვანოთ სახლში, კარგი?
-არაა პრობლემა, - თავი დამიქნია და სარკიდან გახედა უკანა სავარძელზე მოთავსებულს, - აბა, თქვენი მისამართი მშვენიერო ქალბატონო.
დაიძრა თუ არა მანქანა, ზუსტად მაშინ გამოვიდა გიორგი რესტორნიდან აშკარად ჩემი ადრე წამოსვლით გაოცებული და ჩვენკენაც წამოვიდა, მაგრამ დემემ სიჩქარეს უმატა და სულ მალე თვალს მიეფარა როგორც ვაჟბატონი, ასევე რესტორნის შენობაც.
დემეტრემ 15 წუთში გააჩერა რუსკას სახლთან მანქანა. ჩემმა კლასელმა ღიმილიანი მზერით გადმომხედა, მხარზე ხელი მომიჭირა, მადლობაო ჩაიბურტყუნა და გადავიდა. დემემ კი მე გადმომხედა.
-რა ჩაიდინა? - იკითხა სერიოზული ხმით.
-სულელი ვარ, - მხოლოდ ეს ვთქვი და აქამდე შეკავებული ცრემლები გადმოვღვარე.
დემემ მანამდე არ ამოიღო ხმა, სანამ ბოლომდე არ დავიცალე ემოციებისგან, შემდეგ კი მანქანა დაქოქა და თავისი სახლისკენ აიღო გეზი.
-სახლში წამიყვანე, გთხოვ, - ამოვისლუკუნე და ფანჯარაში გავიხედე.
-დარწმუნებული ხარ?
მხოლოდ თავი დავუქიე და მანაც კურსი შეცვალა.
-ხომ იცი, ჩემი იმედი ყველაფერში შეგიძლია გქონდეს, - დაიწყო მაშინვე, როგორც კი ჩემი კორპუსის წინ გავჩერდით.
-ვიცი, - თავი დავუქნიე და მოვეხვიე, - მაგრამ ახლა არაფრის თავი არ მაქვს.
-ანუ მომიწევს მისი ნახვა, - თავისთვის ჩაიბურტყუნა და მანაც შემომხვია ხელები.
-არ გინდა, რაა, - ამოვისრუტუნე.
-შენ არაფერზე ინერვიულო, კარგი? ყველაფერი კარგად იქნება, გპირდები. არაფერი მოხდება ისეთი. მაქიმუმ კარგად გალამაზებული დაგახვედრო შენი ბიჭი.
-დემეე!
-მარიამ!
-...
-დარწმუნებული ხარ, რომ აქ დარჩენა ნამდვილად გინდა?
-მისი ნახვა ოდესმე მაინც მომიწევს, - მხრები ავიჩეჩე და კარისკენ გავიწიე.
-გინდა, ამოგყვე?
-მადლობა, - ვუთხარი და ოდნავ გავიღიმე, - მაგრამ არ მინდა. წადი ნატასთან. მარტო დატოვე, არა?! ალბათ, როგორ ნერვიულობს.
-როგორც შენ გინდა, მაგრამ რამე თუ მოხდება, მაშინვე დამირეკე, კარგი? რა დროც არ უნდა იყოს, მაინც!
-საუკეთესო ხარ! - კიდევ ერთხელ გადავეხვიე და ამჯერად ნამდვილად გადავედი მანქანიდან.
სანამ სადარბაზოში შევიდოდი, ღრმად ჩავისუნთქე ღამის მძიმე ჰაერი. პირველი სართულის კიბეების ავლის შემდეგ მივხვდი, რომ ახლა კიბეებით ასვლის ნერვები სულაც არ მქონდა, ამიტომაც ლიფტი გამოვიძახე. კაბინიდან ჩანთაში გასაღების ქექვით გართული გამოვედი. რა თქმა უნდა, სინათლე არ ანთებულა. აქ თუ ნათურის წინ არ იხტუნავე, სალტოები არ აკეთე და კისერი არ მოიტეხე, ისე კი არ აინთება! უკვე კარისთვის უნდა მომერგო, როცა მოულოდნელად განათდა იქაურობა.
-ჰმმ... კარგი დროსია, - ჩავიბურტყუნე და მეც არ ვიცი, რატომ მივიხედე უკან.
მეხუთე სართულის კიბეებზე გიორგი იჯდა და მიყურებდა. თმა მთლად ასჩეჩვოდა, ყელზე შებმული ბაბთა კი დაშლოდა და ახლა კისრის აქეთ-იქით უსწორმასწოროდ ეკიდა. მახსოვს, ბანკეტზეც ასე გამოცხადდა, ოღონდ წითელი ბაბთით და ყოველთვის მინდოდა ასე მკეთებოდაო, განგვიცხადა.
-დაგვინახე, ხომ ასეა? - მკითხა ადგილზე მიყინულს და წამოდგა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და სახელურს მთელი ძალით ჩავეჭიდე. ის კი ნელა მომიახლოვდა, ჩემ წინ გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა.
-იცი რა არ მესმის? - უკან დაიხია, მაგრამ მზერა არ მოუცილებია ჩემთვის, - ყოველთვის იმას როგორ ხედავთ გოგოები, რომ ვიღაცას ვკოცნით, მაგრამ იმას ვერასდროს, რომ მის თავიდან მოშორებას ვცდილობთ.
ხმა არ ამომიღია, უბრალოდ კარი გავაღე და შევედი. დახურვას ვაპირებდი, როცა დაიჭირა და ცოტახნიანი ჯაჯგურის შემდეგ თავადაც შემოვიდა.
-წადი, თორემ პოლიციაში დავრეკავ, - ვუთხარი ხმაგაბზარულმა და ჩემი ჭკუით შევაშინე.
-მიდი, დარეკე, - ჩაიცინა ირონიულად, - მაინც აქ ვარ, - მითხრა ნიშნისმოგებით და შუქი აანთო.
-გიორგი, წადი!
-არა, - მხრები აიჩეჩა და დივანზე მოკალათდა, - შენ თუ ჯიუტი ხარ, არ დაგავიწყდეს, რომ მე შენზე 10-ჯერ, არა 1000-ჯერ უფრო ჯიუტი ვარ და ასე მარტივად ვერ მომიშორებ თავიდან.
შემდეგ კი იმდენად მოულოდნელად წამოდგა ფეხზე და მომიახლოვდა, რომ შევკრთი და უკან გავხტი.
-მოიცადე, შენ რა იტირე? - ჩემი სახე ხელებში მოიქცია და უკეთესად დამაკვირდა თვალებზე.
-შენი საქმე არაა, - ვუთხარი და მისი ხელებიდან დასხლტომა ვცადე, - რა შენი ბრალია, მე თუ სულელი ვარ?
-მართალია, ნამდვილად სულელი ხარ, - დამიდასტურა ჩემივე სიტყვები და ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, - ასეთ სულელურ მიზეზზე მხოლოდ შენ თუ შეგეძლო ცრემლები გეღვარა.
-ხოდა, მე თუ სულელი ვარ, ჩაჩავა გყავს ჭკვიანი და წადი, იმას ელაპარაკე! - გავკაპასდი და კიდევ ერთხელ ვცადე მისგან თავის დახსნა.
-მარიამ! - იმდენად მკაცრად წარმოთქვა ჩემი სახელი, რომ ადგილზე გამაშეშა, - ნუ ფართხალებ ნაპირზე ამოვარდნილი თევზივით! და, ხო, სულელი ხარ, იცი რატომ?
თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე და მისი ხმის ტემბრისგან ჯერ კიდევ დაზაფრული, სახეზე მივაცქერდი.
-იმიტომ, რომ ახლა წინ გიდგავარ და შენთვის იმის ახსნა მიწევს, რომ მე შენთან მინდა ყოფნა და არა ქეთოსთან. შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი და თუ ამ უაზრო გაბუტვებს არ მოეშვები, ძალიან მაგრად ვიჩხუბებთ!
-გიო, მე... - დავიწყე ბუტბუტი და თან მის თვალებს, რომლებიც ახლა მუქი ლურჯი გამხდარიყო და ზღვაში დახრჩობით მემუქრებოდა, მზერას ვერ ვაშორებდი.
-მე, მე, რა შენ, მარი, რა შენ? - მკითხა ირონიული ხმით და კიდევ უფრო მომიახლოვდა.
-მე... - პირი მთლიანად გამომიშრა და ნერწყვიც კი ძლივს გადავყლაპე.
-ხო, შენ, - კვლავ უნამუსოდ ჩაიცინა და იმდენად მომიახლოვდა, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი.
-საზიზღარი ხარ, - ძლივს მოვაბი ორ სიტყვას თავი და თვალებდახუჭულმა ვუთხარი.
-მეე? - ასეც კი ვგრძნობდი, რომ კიდევ უფრო ფართოდ გაიცინა, ცალი ხელი ჩემი წელიდან აიღო და გულზე მიიდო.
-ხო, შენ, - დავუდასტურე საკუთარ თავში დარწმუნებულმა.
-ხოდა, ახლა ამ საზიზღარ ბიჭს ვეღარ გადაურჩები, - მითხრა დაბოხებული ხმით და ტუჩებზე დამაკვდა.
იმდენად განსხვავებული იყო ეს კოცნა დანარჩენებისგან, უფრო მეტად ვნებიანი და მომთხოვნი, რომ ლამის ჩავიკეცე. მაგრამ ფეხზე მყარად დგომის საშუალებას ჩემს წელზე მოხვეული მისი ძლიერი ხელები მაძლევდნენ. ცოტა ხანში ტუჩები ჯერ ნიკაპზე, შემდეგ კი ჩემს ყელზე ჩააცოცა, ხელები კი მტკივნეულად მომიჭირა თეძოებზე, ამწია და მუცელზე შემომისვა.
-გიო, - გონებადაბინდულმა ძლივს ამოვთქვი, როცა საძინებელში შემიყვანა, საწოლზე გადამაწვინა და თავად ზემოდან მომექცა.
-ჩშშ... - მითხრა ჩახრინწული ხმით და ტუჩებზე გადამატარა თითები, - უბრალოდ მოგეფერები, კარგი? ზღვარს არ გადავალ, გეფიცები! მჭირდები, მარიამ!
აზროვნების უნარი სადღა მქონდა შერჩენილი? როგორც შემეძლო ისე ავყევი ალერსში. რამდენიმე წუთში ჩემი კაბა ისე მომცილდა სხეულიდან, ვერც კი გავიაზრე, მას მისი პერანგიც მიჰყვა, შემდეგ ჩემი ბიუსჰალტერი და მის წინაშე მხოლოდ ქვედა საცვლის ამარა დავრჩი. ცოტა ხანს კიდევ მიკოცნიდა სახეს, ყელსა და მკერდს, შემდეგ კი, ისე რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია, ბალიშის ქვეშიდან ჩემი ღამის პერანგი გამოაძვრინა და ერთი ხელის მოსმით გადამაცვა თავზე.
-დღეისთვის საკმარისია ცელქობა, - იმდენად ბოხი ხმით თქვა, რომ გამაჟრჟოლა, - ახლა ძილის დროა.
შემდეგ კი მომცილდა, ფეხზე წამოდგა და რამდენადაც ამის საშუალებას საწოლზე გათიშულ მდგომარეობაში მწოლიარე ვაძლევდი, საბანი გადასწია.
-დღესაც შენთან მიწევს დარჩენა და ტყუილად ნუ ეცდები, სხვაგან დაძინებას არ ვაპირებ, - მითხრა ღიმილით, თავადაც გვერდით მომიწვა, ხელები მომხვია და საბანი დამაფარა.
***
დილით გაღვიძებულს გიორგი ზურგზე მოხუტებული დამხვდა და ხელებს იმდენად ძლიერად მიჭერდა, თითქოს სადმე გავრბოდი. მისკენ გადაბრუნება ვცადე, მაგრამ მერე წუხანდელი გამახსენდა და იმდენად შემრცხვა, მიწის გახსნა და შიგნით ჩავარდნა ვინატრე. მივხვდი, როგორ ამიხურდა სახე. ამასობაში ბატონმაც ინება გაღვიძება. მე კი საბანში ჩავძვერი, ისე რომ მხოლოდ თვალებიღა მიჩანდა.
-დილამშვიდობისა ლობჟო, - წარმოთქვა ჩვეული ფრაზა ღიმილით და ლოყაზე კოცნა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, - კარგად ხარ?
-აჰამ, - ჩავიბურტყუე და კიდევ უფრო მეტად ჩავძვერი საბანში.
-ვაიმე, მარიამ, - გადაწვა გვერდით და სიცილი დაიწყო, - ახლა არ მითხრა, რომ ჩემი გრცხვენია და ასე იმიტომ იქცევი!
ცოტა ხანს კიდევ იცინა, მე კი უარესად ავწითლდი სახეზე და საბანში ჩამძვრალმა ციხე-სიმაგრე თითების ჩავლებით გავამაგრე, მაგრამ გიორგიმ ერთი ხელის მოსმით დამინგრია, როცა მოულოდნელად გადამხადა და თავისკენ გადამაბრუნა.
-მართლა როგორი სულელი მყავხარ, - მითხრა თბილი ხმით და აჭარხლებულ სახეზე აფარებულ ხელებზე მაკოცა, - არასდროს, არასდროს შეგრცხვეს ჩემი და, მითუმეტეს, საკუთარი სურვილების! წუხელ ისეთი არაფერი ჩაგიდენია, რომ დედამიწიდან აორთქლება გენატრა და ჩემგან დამალვა გეცადა, - ჩემს არც თუ სახარბიელო მცდელობას კვლავ გაჰკრა კბილი, შემდეგ კი ხელები ჩამომაწევინა, ჩემკენ გადმოიხარა და ღაწვებზე ხანგრძლივად მომაკრა ტუჩები.
-ახლა, თუ შეიძლება წამოფრინდი და საუზმე გაამზადე, - მითხრა, როცა გვერდით გადაწვა და ისე შემომხედა, - და, ხო, ხმა გამეცი, თორემ ვფიქრობ, რომ რამე გაწყენინე და არ მეუბნები.
-და რა უნდა გითხრა? - ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.
-აი, ძლივს არ გამაგონე შენი წკრიალა ხმა?!
-წკრიალა არა, დაშაქრული კიდევ, - ხელი ავიქნიე და მართლა წამოვდექი საწოლიდან და ხალათი მოვიცვი.
-ვაშლი ხომ გაქვს? - უკან გამომყვა წელსზემოთშიშველი, თან შარვალზე ქამარს იკრავდა.
-რა თქმა უნდა, - ისეთი ხმით ვუპასუხე, თითქოს წამის წინ ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეურაცხყოფა მოეყენებინოს ვაშლზე შეკითხვით.
-რა იყო, რა ვიკითხე ასეთი? - გაეცინა, მაგიდაზე დადებული თასიდან ერთი ცალი ამოიღო და გემრიელად ჩაკბიჩა.
-წეღან ისეთი კითხვა დამისვი, - დავიწყე ახსნა და თან მაცივრიდან პროდუქტებს ვალაგებდი, - თითქოს არაფერი იცოდი ჩემი ვაშლისადმი სიყვარულის შესახებ.
-ჰმ... დავიწყებული მქონდა, ბოდიში, - მითხრა თბილი ხმით, ჩემკენ გადმოიხარა და ჯერ კიდევ ვაშლის წვენით მოსვრილი ტუჩებით მაკოცა.
***
-ლობჟოო, - დამიძახა სადარბაზოში შემოსულს და თავადაც წამომეწია, - გცალია კვირის ბოლოს?
-გააჩნია რისთვის, - ეშმაკური ღიმილით გავხედე და მასთან ერთად დავიწყე კიბეების ავლა.
-მინდა სადღაც წამომყვე, - ხელი გადამხვია და ლოყაზე ტუჩები მომაკრო, - ღმერთო, მომნატრებიხარ! - ამოთქვა და კიდევ ერთხელ მაკოცა, - რამდენიმე დღეა არ მინახავხარ და უკვე ვეღარ ვძლებდი!
-მეც მომენატრე, - ამოვიჩურჩულე და თავი დავხარე.
-აბა, აბა, რა გითხარი მე შენ მორცხვობის შესახებ? - ნიკაპში ჩავლებული ხელით ამახედა და თავის სახლის წინ გამაჩერა, - შემო ჩემთან, ვივახშმოთ და თან იმასაც გეტყვი, სად ვაპირებ შენს დაპატიჟებას, - წარბები სასაცილოდ ამითამაშა და ჯიბიდან ამოღებული გასაღები კარებს მოარგო.
სახლში შევედი თუ არა, ჩემი მაღალქუსლა ფეხსაცმელი მოვიშორე, იქვე შემოსასვლელში დავაწყე და შიშველი ტერფებით გავედი სამზარეულოში.
-მმმ... რა კარგი სუნია, - გავიღმე და მაგიდასთან ჩამოვჯექი, - შენ გააკეთე?
-რა თქმა უნდა, - გაიჯგიმა სიამაყით და ქვაბს ამოურია, - თუ გინდა, რომ შენც გაჭამო, წადი ახლავე ხელები დაიბანე!
-ღმერთო ჩემო, დიქტატორი! - ჩავიბურდღუნე და სააბაზანოში შევედი.
-გავიგონე! - მომაძახა სიცილით.
-გაიგონა, - გამოვაჯავრე და სახე მოვმანჭე, - აჰა, დავიბანე, - თან სუფთა ხელები დავანახე და წინ ჩამოვუჯექი, - ახლა შეიძლება?
-ინებეთ ქალბატონო.
რამდენიმე წუთი უხმოდ მივირთმევდით, შემდეგ კი ალაგებაში დავეხმარე და მისაღებში გავედით.
-მეტყვი, სად მეპატიჟებოდი წეღან? - ვკითხე და გვერდით ჩამოვუჯექი.
-ჯერ საფასური, - მითხრა ღიმილით და ჩემს პასუხს არც კი დალოდებია, ისე მაკოცა, - მმმმ... ახლა შეიძლება ვისაუბროთ კიდეც. მოკლედ, კვირის ბოლოს სერიოზული შეხვედრა გვაქვს ისან-სამგორის გუნდთან და მინდა საგულშემატკივროდ წამომყვე, - მთელი სერიოზულობით მითხრა და მომლოდინედ გამომხედა.
თავიდან ისე დაიწყო, მე მეგონა რაიმე ნამდვლად მნიშვნელოვანს მეტყოდა, ამან კიდევ თამაშიო და ჩემდაუნებურად სიცილი ვეღარ შევიკავე.
-რა გაცინებს, ლობჟო?
-ჯერ ეს ერთი, ლობჟო არა - მარი! მე შენ გვარით მოგმართავ თუ ზედმეტსახელით? - გავკაპასდი უცებ, მაგრამ მერე ისევ სიცილი ამივარდა, - მოიცადე და რას ეთამაშებით?
-სულაც არაა სასაცილო, რაიონულ თასზე გვაქვს შეჯიბრი, - გაიბუტასავით და ხელები გულზე აიკრიფა, - კალათბურთს.
-ჰმ, მიყვარს მე ეგ სპორტი, მაგრამ რაგბი მირჩევნია, - ვუთხარი, შედარებით მივიწიე მისკენ, ხელები შემოვხვიე და თავი მხარზე ჩამოვადე.
-რაგბი ურჩევნია გოგოს, - გამომაჯავრა და თავი მეორე მხარეს შეაბრუნა.
-გიოო, - წავიღიღინე მისის სახელი და ყელში ვაკოცე, - გიორგიიი.
-ვერ მომთაფლავ, - მითხრა წყენაშეპარული ხმით.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით!
-გინდა ვცადოთ? - წარბები ავუთამაშე, მაგრამ მას რეაქცია არ ჰქონია, - დუმილი თანხმობის ნიშანიაო, - მის სიჯიუტეზე გამეღიმა და სწრაფად მივიღე გადაწყვეტილება.
დივნიდან წამოვდექი და მის მუხლებზე გადავჯექი, შემდეგ კი მისი სახე მოვიქციე ხელებში, თვალებში ჩავხედე და სანამ ვაკოცებდი, მანადე ვუთხარი:
-გამოგყვები, აბა, რას ვიზამ?
ბატონმაც ინება ხელების შემოხვევა, თავისკენ მიმიზიდა და მომთხოვნად დამწვდა ტუჩებზე.
-თავიდანვე ვერ მითხარი? - მკითხა კოცნის შემდეგ და ცხვირის წვერი გამიხახუნა ლოყაზე, - რას მაწუწუნე ამდენ ხანს? მაგრამ, ვაღიარებ, შემორიგების შენეული ხერხი ძალიან მომეწონა.
-მართლა, წეღან თქმა არ დამაცადე და გამაბრაზე, - კვლავ სერიოზული ტონი დაიბრუნა, - თამაშის შემდეგ სადმე დავსხდეთ და მინდა ჩემი მეგობრები გაგაცნო.
მეგობრების ხსენებაზე ცოტა არ იყოს და დავიძაბე. რა თქმა უნდა, გიორგის ეს არ გამორჩენია.
-ვაიმე, ლობ... - ისე შევხედე, მაშინვე მიხვდა თავის შეცდომას, - მარი, არ მითხრა, რომ ნერვიულობ.
-რაღაც მხრივ, - ამოვილუღლუღე და მის ყელში ჩავმალე თავი.
-კარგი გოგო, - მითხრა ღიმილით და თან თმაზე მეფერებოდა, - კი არ შეგჭამენ. ჩემი მეგობრები არიან და მათ უნდათ შენი გაცნობა, თან თავიანთი ცოლებით იქნებიან. ერთი-ორს თავისი პაწაწოც ეყოლება წამოყვანილი.
-მაინც რაღაცნაირად მეშინია. რომ არ მოვეწონო?
-ჩემს მეგობრებს გაცნობ, დედაჩემს კი არა, - ისევ გამიცინა, - მოწონება არ მოწონებაზე რომ ინერვიულო, - ჩაიცინა და კვლავ ჩემს თმებთან განაგრძო თამაში, - თანაც, მთავარია მე მომწონხარ და მაბედნიერებ, მათთვის კი ესეც საკმარისია შენი მოწონებისთვის.
-კარგი, - ჩავილაპრაკე და მისი ყელიდან ავიღე თავი, - ანუ სანერვიულო არაფერი მაქვს და შემიძლია წავიდე კიდეც?
-სანერვიულო ნამდვილად არაფერი გაქვს, მაგრამ წასვლაზე რა მოგახსენო, - მისი მუხლებიდან წამოდგომა მაშინვე გააპროტესტა და უკან დამაბრუნა, - რომ მიდიხარ, სად მიდიხარ, ვინმემ მოგცა უფლება?
-გიოოო.
-მარიიი.
-უნამუსო ხარ!
-ახალი ამბავი, - მიპასუხა სიცილით და კვლავ მაკოცა, მაგრამ მისი ტელეფონი ამღერდა და ბუზღუნით მომცილდა, - გისმენთ!
-....
-რა თქვი?
-....
-კარგი, გასაგებია. ახლავე გამოვდივარ! - უთხრა, გათიშა და ჩემიანად წამოდგა ფეხზე, - მარ, უნდა წავიდე.
-მშვიდობაა? - ვკითხე შეშფოთებულმა.
-არამგონია.
-სამსახურს ეხება საქმე?
-კი, - მოკლედ მიპასუხა და მეც თან წამიყვანა გასასვლელისკენ, - ძალიან გთხოვ, არ ინერვიულო, მე კარგად ვიქნები, - მითხრა მაშინვე, როგორც კი ჩემი შეშფოთებული სახე დაინახა.
-კარგი, - თავი დავუქნიე და ფეხსაცმელი მოვირგე, - მაგრამ, როგორც კი დაბრუნდები, გამაგებინე, კარგი?
-დამშვიდდი, მასეთი სანერვიულოც არაა, - ნერვიულად გამიცინა, სწრაფად მაკოცა და კიბეებზე ჩაირბინა, - სახლში ადი და დაიძნე! მე გვიან მოვალ და კარი ჩაკეტე! - მომაძახა და მაშინვე გავარდა სადარბაზოდან.
„ნეტავ, რა მოხდა?“ - გავიფიქრე ჩემთვის, შემდეგ კი მეოთხე სართულისკენ წავედი.
უკვე კარგა ხნის ჩაძინებული ვიყავი, როცა ვიგრძენი, რომ ჩემ გვერდით მატრასი ჩაიზნიქა და ვიღაც მომიწვა. თვალები ზანტად გავახილე და ხელში გაბრაზებული გიორგი შემრჩა.
-რამე დავაშავე? - ვკითხე ჩამწყდარი ხმით და თვალები მოვიფშვნიტე.
-მე რა დაგიბარე, სანამ წავიდოდი? - შემომიღრინა, - არ გითხარი, კარი ჩაკეტე-მეთქი?
-დამავიწყდა, - ვუპასუხე და საბანი თვალებამდე ავიტანე, - სამსახურის საქმეებს ვაგვარებდი, შევყევი და თავიდან ამომივარდა.
-ქურდი რომ ვყოფილიყავი ან ყაჩაღი, არც კი გამიჭირდებოდა შენზე თავდსხმა, - ნელ-ნელა ტონს უწევდა.
-რატომ ყვირი? - ამჯერად არც მე შევეპუე და საწოლზე წამოვჯექი, - რა დავაშავე ამისთანა თუ კარის ჩაკეტვა დამავიწყდა? ჩვეულებრივი ადამიანი ვარ მეც და მავიწყდება ხოლმე რაღაცები!
-მაპატიე, - რამდენიმე წუთში მითხრა და თავის მკლავებში მომიმწყვიდია, - უბრალოდ, ჩემ გამო რომ რამე დაგემართოს, საკუთარ თავს ამას ვერასდროს ვაპატიებ.
-მე რა უნდა დამემართოს, გიო? - ვკითხე და მეც ჩავეხუტე, - თანაც შენ გამო.
-არაფერი, საერთოდ არაფერი, - თავზე მაკოცა და უფრო ძლიერად მიმიკრა გულზე, - უბრალოდ, ასე აღარ შემაშინო, კარგი?
-კარგი, - თავი დავუქნიე მორჩილად.
-დავიძინოთ რაა, - მთხოვა და გაუხდელად წამოწვა საბნის ზემოდან, - დღეს ძალიან დამღლელი დღე იყო. ჩამეხუტე, გთხოვ, - კვლავ საბანში ჩაცურებულს მითხრა და ხელები გაშალა.
მეც მაშინვე მისკენ მივცოცდი, თავი მკერდზე დავადე, ხელები შემოვხვიე და გავიტრუნე.
დილით გაღვიძებულმა ვიგრძენი, რომ გიორგის ისევ გულზე ვყავდი მიკრული და უფრო მეტადაც კი მიჭერდა ხელს.
-გიოო, - დავუძახე ხმადაბლა და თან სახეზე მოვეფერე, - გიორგიიი, გაიღვიძე რაა.
-ცოტა ხანსაც, გთხოვ, და მერე ავდგეთ, - მითხრა ძილისგან დაბოხებული ხმით.
-მაშინ მელაპარაკე, - არ მოვეშვი.
უკმაყოფილოდ გაახილა თვალები, ერთი ამოიზმუვლა და ღრმად ჩაისუნთქა.
-სკოლაშიც ასეთი აბეზარი იყავი, - მითხრა სერიოზული სახით და საწოლზე დასწორდა.
-რა მითხარი? - წარბები ავქაჩე და გაოცებული მივაშტერდი.
-რაც გაიგე, - მითხრა მთელი სერიოზულობით.
-მადლობა, - ვუთხარი და ხმაში მისი სიტყვებისგან გამოწვეული წყენა მაინც გაკრთა.
-ვაიმე, რა სულელი მყავხარ, - გადაიხარხარა და წამოწეულს მკლავზე დამქაჩა, - ისევ ისე ადვილად იჯერებ ყველაფერს. შენგან პოლიტიკოსი არ დადგება!.
-არაფერსაც არ ვიჯერებ მარტივად და მშვენიერი პოლიტიკოსიც ვიქნები! - ამოვიბუზრუნე და მკერდზე ხელი მივარტყი, - საზიზღარო!
-როგორ მიყვარს, ასე რომ ბუშტავ ხოლმე ტუჩებს, - მითხრა მოულოდნელად და დილის კოცნაც მაჩუქა, - მმმ... გემრიელო, - ტუჩებზე ენა გადაიტარა და გამიღიმა, - მითხარი, აბა, რისი კითხვა გინდოდა.
-წუხელ რატომ იყავი ასეთი დაძაბული და გაბრაზებული? - ვკითხე, მკერდზე ნიკაპით დავეყრდენი და ისე ავხედე.
-მარიამ, - უცებ დასერიოზულდა და თვალები დახუჭა, - საქმე იმაზე რთულადაა, ვიდრე მოველოდით და ამიტომაც ვღელავდი.
-რა საქმე?
-ის საქმე, რომელზეც უკვე თითქმის ერთი წელია ვმუშაობთ მე და ჩემი გუნდი.
-ასე სერიოზულადაა ყველაფერი?
-მერედა როგორ, - ამოიოხრა და ჩემს თმაში ახლართა თითები, - რამდენი ხანია ვცდილობთ ამ ბანდის დაჭერას, მაგრამ არ გამოგვდის! ყოველთვის ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არიან! დიდი ხანია ვეჭვობ, რომ გუნდში მოღალატე გვყავს და ეს კიდევ უფრო მეტად ართულებს საქმეს.
-და რა ბანდაა ასეთი?
-მოდი, არ გვინდა ამაზე საუბარი, ხო? - წამოიწია, თვალებში მიყურებდა ცოტა ხანს, შემდეგ კი შუბლზე მაკოცა, - ახლა კი, მიდი, წამოფრინდი და ერთად ვისაუზმოთ სადმე.
-რა იყო, ცუდად ვამზადებ? - ვკითხე და თავი ისე დავიჭირე, თითქოს მეწყინა.
-კარგი რაა, მარიამ, - არც ის ჩამომრჩა ბუზღუნში, - მთელი რომანტიკა წყალში ჩამიყარე!
-კარგი, ხო, - ხელები დანებების ნიშნად ავწიე და გავიცინე, - მოვწესრიგდები და წავიდეთ.
***
მთელი კვირის განმავლობაში ვერაფრით მოვიცალეთ ერთმანეთისთვის. საელჩოში ნამდვილი ქაოსი იდგა ჩვენ წარდენილ პროექტში მონაწილეობის მსურველი ხალხის გამო, ამიტომაც შაბათ დღესაც კი მოგვიწია მუშაობა. არც გიორგის ჰქონდა თავისუფალი დღეები თავისი საქმის გადამკიდე. მხოლოდ საღამოობით და დილით თუ ვხედავდით ერთმანეთს, ისიც იმ შემთხვევაში ერთმანეთის სახლიდან გასვლის და უკან დაბრუნების დროებს თუ დავემთხვეოდით ხოლმე. კვირა დღეც ისე მოვიდა, ვერც შევამჩნიე. წინა დღის დაღლილს ჩემთვის მშვიდად მეძინა, როცა მობილურის ზარმა გამაღვიძა. ხელის ფათურით ძლივს მივაგენი და ვუპასუხე.
-გისმენთ.
-5 წუთში შენთან ვარ და გირჩევნია, მზად დამხვდე, - აჟიტირებული ხმით ჩამძახა გიორგიმ და გამითიშა.
-გადარეული, - ჩავიბურტყუნე და თავის მოსაწესრიგებლად წამოვდექი.
-აბა, მზად ხარ? - კარები სპორტულ ფორმაში გამოწყობილმა გიორგიმ შემომიღო.
-აჰამ, - თავი დავუქნიე და მთლიანად შევათვალიერე.
ღმერთო, სპეციალურად გამოეწყო ასე? ნაცრისფერი სპორტული შარვალი და იმავე ფერის მაისური ეცვა, რომელიც მის პრესს საკმაოდ კარგად გამოჰკვეთდა. თავზე კი შემობრუნებით ეფარა კეპი.
-ვიცი, რომ სიმპატიური ვარ და ჩემი დანახვისას ნერწყვებს ყლაპავ, მაგრამ ასე გაშეშება და ჩემი პრესისთვის თვალის მოუცილებლობაც არაა საჭირო! - გამიცინა და ხელი გადამხვია, - წავედით?
-2 წამი მაცადე, ჩაქუჩს ავიღებ და გავიდეთ, - ვუთხარი და იმ კარადისკენ ავიღე გეზი, სადაც მსგავს ნივთებს ვინახავდი.
-ჩაქუჩი რად გინდა, მარიამ? - მკითხა გაოცებულმა.
-ყოველი შემთხვევისთვის, - მხრები ავიჩეჩე და კარადა გამოვხსენი, - რა იცი, ვის მოუნდება ჩემს ბიჭზე მიშტერება და მისი თვალებით გაშიშვლება.
გიორგიმ ცოტა ხანს გაოცებულმა მიყურა, მერე კი ისეთი სიცილი აუტყდა, ყურებზე ხელები ავიფარე, რომ არ დავყრუებულიყავი.
-დამშვიდდი, შენი ბიჭი მხოლოდ შენია და მეტი არავისი. ხო, და თუ შეიძლება, ეგ ჩაქუჩი თავის ადგილას დააბრუნე, არ დაგჭირდება, - სითბოჩამდგარი ხმით მითხრა და ლოყაზე ხანგრძლივად მომაწება ტუჩები.
მოედანზე მისულებს მისი გუნდის წევრები უკვე იქ დაგვხვდნენ. გიორგიმ ტრიბუნამდე მიმაცილა, ერთი მაკოცა, იღბალისთვისო, მერე კი გასახდელისკენ გაიქცა.
მთელი თამაშის განმავლობაში არ გავჩერებულვარ, ვყვიროდი და გიორგის ვამხნევებდი. ჩემს უკან მსხდომი რამდენიმე ქალიც ასე იყო. მოპირდაპირე ტრიბუნებიდან კი უფრო მეტი შეძახილი ისმოდა. ყოველ მის ჩაგდებულ ბურთზე ყიჟინით ვხტებოდი ფეხზე და ტაშს ვუკრავდი. თამაშის განმავლობაში რამდენიმე მანდილოსნის მზერაც დავიჭირე, რომლებიც გიოს უყურებდნენ და განსაკუთრებით მაშინ აქტიურდებოდნენ, როცა ნებისმიერი მოთამაშე სახიდან ოფლის მოსაწმენდად მაისურს ზემოთ იწევდა და პრესს გამოაჩენდა ხოლმე. ერთ-ერთი ასეთი მომენტისას ორი გოგოს ლაპარაკი გავიგე, რომლებიც გვიან მოვიდნენ და პირდაპირ ჩემს ცხვირწინ დაიკავეს ადგილი. იმდენად გამომწვევად ეცვათ, რომ ვერც ერთი ტრიბუნაზე მჯდომი მამრობითი სქესის წარმომადგენელი ვერ წყვეტდა თვალს.
-ნახე, - გავიგონე მათი საუბარი, როცა გიორგი ჯარიბას ისროდა, - ნახე, როგორი სიმპატიურია. დიდი სიამოვნებით შევახრამუნებდი, - და თან ტუჩებზე გადაიტარა თითები.
-აუუ, კიი, - დაეთანხმა მეორეც.
-ბოდიში, რომ გეჩრებით საუბარში, მაგრამ ვისზე ლაპარაკობთ? - მათი ქცევით გაღიზიანებულმა ვკითხე და ყალბად გავუღიმე.
იმათ ერთი ამათვალიერეს, შემდეგ კი კონკურენტი რომ ვერ ამოიცნეს ჩემში, გამომეპასუხნენ.
-აი, იმაზე, ჯარიმას რომ ისვრის, - თან თითით მიმანიშნა.
ამათ, მე მგონი, ან სულელი ვგონივარ ან ბრმა. აბა, გიორგი როგორ ვერ უნდა შეამჩნიო, ან კიდევ, როგორ ვერ უნდა მიხვდე, ვინ ისვრის ჯარიმას?! ღმერთო ჩემო!
-უი, მართლა? - შევიცხადე და გველურმა აზრმა გამიელვა თავში, - ჩემს ყოფილ ქმარზე ლაპარაკობთ?
-ყოფილ ქმარზე? - თვალები შუბლზე აუვიდათ ორივეს და გაოცებულებმა გახედეს გიოს.
-აჰამ, - თავი მოვისაწ.... და თვალების ფახუნით გავხედე, - ეგ კაცი ჩემი ყოფილი ქმარია. არ გირჩევთ მის გაცნობას.
-რაა, რატომ?
-პათოლოგია და თან მე და ჩემი სამი შვილი მიგვატოვა და სხვა ქალთან გაიქცა. თან ალიმენტსაც არ უხდით.
-აბა, მაშინ აქ რატომ ხართ და რატომ გულშემტკივრობთ? - მოულოდნელად მკითხა ერთ-ერთმა. უყურე შენ, მთლად გათიშული გონებაც არ ჰქონიათ.
-და ვინ გითხრა, რომ მას ვგულშემატკივრობ? აქ ჩემი შვილების ნათლიებიც არიან, მათთან ვმეგობრობ და სწორედ მათ მხარდასაჭერად ვარ აქ.
ცოტა ხანში კი დავინახე, როგორ წამოდგნენ დაზაფრულები და როგორ დატოვეს მოედანი. ჩემთვის ჩამეცინა მხოლოდ, შემდეგ კი კვლავ თამაშს მივუბრუნდი.
ბოლო მეოთხედი ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა. აქამდე თუ ჩვენები იგებდნენ, თანაც დიდი ანგარიშით, ახლა მოწინააღმდეგეები წამოეწივნენ და ერთი სამქულიანით გადაუსწრეს კიდეც. არ ვიცი, მწვრთნელი იყო ის კაცი თუ უბრალოდ მოთამაშეების უფროსი, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონა? წუთშესვენება მოითხოვა და მთლად ოფლში მცურავი ბიჭები მოედნიდან ტაქტიკის შესაცვლელად იხმო. დავინახე, როგორ გააცვლევინა გიორგის და კიდევ ერთ წვერებიან ბიჭს პოზიციები, ერთი მოთამაშე კი საერთოდ გამოცვალა. ბოლო წუთამდე არ მოხსნილა დაძაბულობა. ზუსტად რამდენიმე წამიღა იყო დარჩენილი, გიორგის გუნდი კი ერთი ქულით აგებდა. შეტევაც წამოიწყეს და სწორედ მაშინ წააქციეს გიო, როცა უკვე ბურთი უნდა ჩაეგდო. დავინახე, როგორ დაეცა მოედანზე და მუხლი დაისისხლიანა. გული გადამიქანდა, როცა ფეხზე ტკივილიანი მზერით წამოდგა, თან ერთ-ერთ თავის გუნდელს ეყრდნობოდა. მსაჯმა ჯარიმა დანიშნა. თავიდან გიორგი კი აპირებდა მოედნიდან გასვლას და საჯარიმო სროლებიც სულ სხვას ხვდებოდა, მაგრამ მერე გადაიფიქრა და თავად დადგა ხაზთან. 3 სროლიდან მხოლოდ 2-ის ჩაგდება მოახერხა, შემდეგ კი მსაჯმაც ჩაჰბერა სასტვენს და თამაში ერთი ქულის სხვაობით მოვიგეთ. გახარებული წამოვიჭერი ფეხზე და ხალხის ნაკადს გავყევი გასასვლელისკენ. მინდოდა მალე მენახა ჩემი ბიჭი და დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად იყო.
უკვე გასახდელიდან გამოდიოდა, როცა უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. მეც ინტერესით მივბრუნდი იქით, საიდანაც კივილის ხმა მოდიოდა, მერე კი ერთდროულად რამდენიმე რამ მოხდა. პირველი - ხალხის ნაკადს რამდენიმე შავსამოსიანი ადამიანი გამოეყო; მეორე - ისინი შეიარაღებულები იყვნენ და ნებისმიერს ესროდნენ; და მესამე - ერთ-ერთი მათაგანი აღმოვჩნდი მეც. მკერდში იმდენად სწრაფად დამეტაკა მწველი ტკივილი, მთელს სხეულში გავრცელდა და ადგილზე ჩამკეცა, რომ ნორმალურად გააზრებაც ვერ მოვახერხე. ვიგრძენი, როგორ შემეკრა სუნთქვა, თითქოს ვიღაც ცხვირსა და პირზე ერთდროულად მაფარებდა ხელს და მგუდავდა. წინააღმდეგობის გაწევას კი ვცდილობდი და ვიკლაკნებოდი, მაგრამ სულ ტყუილად. მაინც მომიწია მოახლოებულ წყვდიადს დავნებებოდი. ბოლო ფიქრი რაც კარგად მახსოვს იყო ის, რომ მიხაროდა, მალე ჩემს მშობლებსა და მონატრებულ თამუნას ვნახავდი.
***
ბურუსში ჩაკარგულმა ძლივს დავაღწიე ძილს თავი და დიდი წვალების შემდეგ, თვალებიც გავახილე. თავი მიბჟუოდა, მკერდი საშინლად მტკიოდა ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას და გამოსახულებაც დაბინდული იყო. რამდენჯერმე დახამხამების შემდეგ კი ნელ-ნელა გაწმენდაც დაიწყო და იმ ადგილას დათვალიერებაც შევძელი, სადაც ვიყავი. მთლად თეთრი კედლები და ყავისფერი კარი დავინახე, ჩემგან მარჯვნივ კი აპარატის ნერვებისმომშლელი წრიპინი ისმოდა. თავი ფრთხილად მივაბრუნე იქით და მხოლოდ წვეთოვანის აღქმის შემდეგღა მივხვდი, რომ საავადმყოფოში ვიყავი. შემდეგ კი ჩემს საწოლთან ჩაძინებული გიორგიც გავარჩიე, რომელსაც სავარძელი ახლოს მოეჩოჩებინა, თავი ჩემს მარჯვენა ხელთანა ხლოს დაედო და აშკარად ძილში შფოთავდა. ხელი იმ დონემდე ავწიე, რა დონემდეც ამის საშუალება ვენაში გაყრილმა ნემსმა მომცა და არეულად დაყრილ კულულებში შევუცურე თითები. სულ რამდენიმე წამით მოვახერხე მათი სირბილით ტკბობა, შემდეგ ბატონმა შეფხიზლება იწყო და სულ მალე თავისი ლირჯები შემომანათა. ჩემმა ფხიზელ მდგომარეობაში დანახვამ აშკარად გააოცა. თავიდან რამდენჯერმე დაახამხამა თვალები, ხომ არ მეჩვენებაო, შემდეგ კი ჩემკენ გადმოიხარა და მარჯვენა ხელის ზურგზე მომაწება ტუჩები.
-მარიამ, - ჩამწყდარი და სევდიანი ხმით მითხრა და ნაზად დამისვა თითები სახეზე, - გაიღვიძე, გამოფხიზლდი და ჩემთან ხარ, - უცებ მოვიდა აზრზე, ფეხზე წამოვარდა და პალატიდან გაიჭრა.
მალე უკან შემობრუნდა, უფრო სწორად, გიორგი შემოჰყვა თეთრხალათიან ქალს. ქალმა რამდენიმე კითხვა დამისვა, აპარატიც და წვეთოვანიც შეამოწმა, შემდეგ კი გიორგის ანიშნა რაღაც და კვლავ გავიდა. დაღლილობისაგან ისევ თვალები მიმელულა და ჩამეძინა. როცა გამოვფხიზლდი, პალატაში მარტო ვიყავი. რამდენიმე წუთში კი კარი გაიღო და ოთახში გიორგი შემოვიდა.
-გიო, - დავუძახე ჩამწყდარი ხმით და გაღიმებას სევეცადე.
-როგორ ხარ, მარიამ? - მკითხა ნაღვლიანი ხმით და საწოლთან ახლოს მდგარ დივანზე ჩამოჯდა.
-ცოტა მტკივა, მაგრამ უკეთესად, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვამბობდი სიტყვებს.
-არაუშავს, მალე გამოკეთდები, - მკრთალად გამიღიმა და ჩემი მტევანი საკუთარ ხელებში მოიქცია.
-ძალიან შეგაშინეთ?
-შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ, - ჩამწყდარი ხმით მითხრა და ხელზე მაკოცა, - შენს დას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.
-რაა? - მაშინვე ავნერვიულდი და წამოწევა ვცადე, მაგრამ სხეულში იმდენად მწველმა ტკივილმა დამიარა, რომ მაშინვე უკან დავვარდი, - სადაა, როგორაა?
-რას აკეთებ, მარიამ?! - მაშინვე ფეხზე წამოიჭრა, - სულ გაგიჟდი, გოგო, შენ? ისედაც რამდენიმე დღის წინ გაგიკეთეს ოპერაცია და ახლა ადგომას ცდილობ?
-ჩემი დის ნახვა მინდა!
-დამშვიდდი, კარგად არიან. დეიდა გახდი, გილოცავ! - მკრთალი ღიმილით მახარა და კვლავ ჩამოჯდა.
-თუ კარგად არიან, მაშინ რატომ არ არიან ჩემთან?
-დემეტრემ გუშინ გაიყვანა სამშობიაროდან ნატა და ირაკლი.
-და მე ამ დროს საავადმყოფოში უნდა ვიყო გაშოტილი და ჩემს დას ვერ ვეხმარებოდე?
-შენ ჯერ გირჩევნია, შენს ჯანმრთელობაზე იზრუნო. ირაკლის დედაც ჰყავს და მამაც. თან დემეტრე არაფერს გაუჭირვებს არც ერთს!
-ღმერთო ჩემო, დეიდა ვარ, - დავიჩურჩულე და ვიგრძენი როგორ ჩამომიცურდა ცრემლები ლოყებზე, - პაწაწო გვეყოლება სახლში.
-ჩშშ... - მითხრა და ცრემლები მომწმინდა, - ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იფიქრო, თუ გინდა, რომ ირაკლი მალე ნახოო. იცი, რა ბავშვია? პატარა კაცუნაა დიდი ლოყებით, - სითბოჩამდგარი ხმით მითხრა და კვლავ ხელზე მაკოცა.
-მისი ნახვა მინდა.
-მეც ბევრი რამე მინდა, - გამიღიმა და მალევე დაუსერიოზულდა სახე.
-ვხვდები, რომ რაღაცის თქმას ცდილობ, მაგრამ თავს იკავებ, - ვუთხარი და სახეზე დავაკვირდი, - გიორგი, აჯობებს პირდაპირ თუ მეტყვი.
-მარიამ... - ჩამწყდარი ხმით დაიწყო და მზერა ამარიდა, - რაც შენ დაგემართა...
-რაც მე დამემართა, შემთხვევითობა იყო, გიორგი!
-არა, არ ყოფილა და თანაც ჩემი რალი იყო!
-რა იყო შენი ბრალი, ნუ გადამრიე! - ხმას ავუწიე, მაგრამ მკერდი იმდენად მეტკინა, რომ მაშინვე გავჩერდი.
-იმ დაწყევლილ თამაშზე რომ არ წამეყვანე, ახლა არც აქ არ იწვებოდი!
-და?
-და ის, რომ ჩემს თავს ვერ ვპატიობ ამას. ჩემ გამო ხარ ახლა ამ მდგომარეობაში. ჩემ გამო აღმოჩნდი საფრთხეში და ლამის მოკვდი, მარიამ!
-და ახლა ელი, რომ ამ ყველაფერზე კვერს დაგიკრავ? - ვკითხე ნაწყენმა.
-არა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ...
-რომ მშორდები, ხომ ასეა? - ვკითხე უემოციო ხმით და რამდენადაც ამას ჩემი მტკივანი მკერდით ვახერხებდი, ღრმად ჩავისუნთქე.
-გიორგი, ამოიღე ხმა! - ვეღარ გავუძელი მის სიჩუმეს და დავუყვირე.
-დაწყნარდი, გთხოვ, - ტკივილიანი მზერით გამომხედა.
-კითხვაზე მიპასუხე და მერე ვნახოთ, დავწყნარდები თუ არა!
-კი, მარიამ!
რისი მოსმენაც მინდოდა, სწორედ ის მივიღე. იმ წუთას მეგონა, რომ მკერდში ვიღაცამ მთელი ძალით ჩამაზილა წიხლი და ამოსუნთქვასაც კი ვეღარ შევძლებდი.
-წადი, - მხოლოდ ესღა ვუთხარი და სახე მეორე მხარეს გავატრიალე.
-მე...
-გიორგი, უბრალოდ ადექი და წადი! ნუთუ ეს ასეთი ძნელია? - დავიკივლე და იმ წამს ოთახში შემოსულ მედდას გავხედე, - ძალიან გთხოვთ, ეს ბატონი აქაურობას მოაცილეთ და ჩემს სანახავად აღარ შემოუშვათ.
მედდამ მხოლოდ თავი დამიქნია და გიორგის კარისკენ ანიშნა. დავინახე, როგორ ჩამოუგორდა მხოლოდ ერთი ცრემლი, რომელიც მალევე შეიმშრალა, ტკივილიანი მზერით გამომხედა, მოულოდნელად მომიახლოვდა, შუბლზე ნაზად მაკოცა, მერე კი პალატიდან გაუჩინარდა.
***
რამდენიმე თვე ჩემს გამოჯანმრთელებას დასჭირდა. როგორც კი გამწერეს, ჩემმა დამ და სიძემ თავისთან წამიყვანეს და მათთან დავრჩი იქამდე, სანამ ნორმალურად არ შევძელი ფეხზე დადგომა. ირაკლი მართლა იმდენად საყვარელი და ფუმფულა აღმოჩნდა, რომ როგორც კი ექიმმა უფლება მომცა შედარებით მძიმე საგნების აწევისა, მაშინვე მაშინვე მას მივვარდი და მას მერე ხელიდან აღარ ვუშვებდი. ისიც შემეჩვია და ყველაზე ხშირად ჩემს მკლავებში გაყურსული იძინებდა ხოლმე. ჩემი ფუმფულა და ტკბილი ბიჭია, მხოლოდ ჩემი. დემეტრე და ნატა კი მეწუწუნებოდნენ, მაგრამ მათ ვინ აქცევდა ყურადღებას?
-მარიამ, მეც მომიყვანე ცოტა ხნით, ირაკლი! - მითხრა დემეტრემ და ატირებული ბავშვი გამომართვა, - ლაო, მამას სიხარულო, აღალ მოგწონს დეიდა მალიამი, ალა? მგონი, ზედმეტად სემოგვეკედლა, ალა? ლა წკვიანი მკავქალ სენ! - ეთლიფინებოდა ბავშვს და ისიც ნელ-ნელა წყნარდებოდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩუმდა და მამიკოს მხარზე ჩამოეძინა.
-დემეე, გამოდით, საჭმელი მზადაა, - სამზარეულოდან გამოგვძახა ნატამ.
-მოვდივართ, - უპასუხა დემემაც, ბავშვი ეტლში ჩააწვინა, შემდეგ კი მანიშნა რომ მას გავყოლოდი.
-მარიამ, - ფრთხილად დაიწყო ნატამ, როცა მაგიდის ალაგებას შევუდექით.
-ხო, ნატა.
-არ გგონია, რომ შენი საქციელი უკვე დამალვას ჰგავს?
-რომელი საქციელი?
-რამდენი ხანია გამოჯანმრთელდი უკვე, შენ კი არც სამსახურში გადიხარ და არც გარეთ! საკუთარ სახლში დაბრუნებაზე ხომ აღარაფერს ვამბობ.
-ვიცი, მაგრამ... - უცებ დავნაღვლიანდი და სკამზე ჩამოვჯექი.
-მესმის, ძნელია იმ ადამიანის მეზობლობა, ვინც ასე გატკინა გული, მაგრამ შეუძლებელი ხომ არაა, არა? უკვე, მგონია, რომ მისი ნახვის გეშინია.
-რა სისულელეა, - მაშინვე შევიცხადე და დემეს გავხედე, შენც ამოიღე ხმა-მეთქი.
-ნატას ვეთანხმები, მარი, - დახშული ხმი დაიწყო ჩემმა სიძემაც, - მიხარია, ჩვენთან რომ ხარ, ირაკლის მოვლაში გვეხმარები და ყურადღებას აქცევ, მაგრამ, მგონია, რომ ამით რაღაცას ან ვიღაცას გაურბიხარ.
-ბოდიში თუ თავი მოგაბეზრეთ, - ნაწყენი ხმით ვუთხარი და წამოვდექი, - ხვალვე დავბრუნდები ჩემს სახლში.
-კარგი რაა, მარი! - მომაძახა ნატამ და უკან ამედევნა, - ჩვენ ახლა ეგ გითხარით?
-არა, მაგრამ...
-რა მაგრამ, აბა, რა მაგრამ?
-არაფერი, დაივიწყე, - ხელი ჩავიქნიე, მერე კი ჩემს უმცროს დაიკოს ძალიან მაგრად მოვეხვიე, - მიყვარხართ!
***
მეორე დღეს მართლა დავბრუნდი ჩემს სახლში. თითქოს არაფერიო, მაგრამ ამ რამდენიმე თვეში იქაურობა მტვრის ბუდედ ქცეული დამხვდა. სახლი დავალაგე, ყველაფერი მოვაწესრიგე, მერე კი ფანჯარასთან დავდექი ყავის ფინჯნით ხელში და ეზოს გავხედე. კარგად შევამჩნიე, როგორ შემოუხვია საპატრულო მანქანამ ჩვენს ეზოში, გაჩერდა და იქიდან გიორგი გადმოვიდა. მაშინვე გადავაფარე ფარდები, მაგრამ ოდნავ კუთხიდან მაინც მიჭყიტებოდი. მეოთხედანაც კი კარგად ვამჩნევდი, რამდენად დაღვრემილი მოდიოდა, მერე წამით ამოხედა კორპუსს, მზერა ჩემს სართულზე გააჩერა და გაოცებული შემოვიდა სადარბაზოში. აშკარად ჩემმა განათებულმა ფანჯრებმა მიიქცია მისი ყურდღება.
ნელ-ნელა დეკემბერიც მიიწურა, იანვარიც და თებერვალიც დაიწყო. ამ თვეების განმავლობაში კი მხოლოდ ის მოხდა, რომ მე და გიორგიმ მხოლოდ მისალმება დავიწყეთ. სამსახურში მიმავლები თუ გადავაწყდებოდით ხოლმე ერთმანეთს ან თავს დავუკრავდით, ან კიდევ გამარჯობას გადავუგდებდით და სწრაფად ვეცლებოდით იმ ტერიტორიას.
***
დილით ტელეფონის ვიბრაციის ხმით გამაღვიძა აშკარად ტრადიციად მექცა ამ ბოლო დროს და მეც, როგორც ძილნაკლულმა ადამიანმა, დაუხედავად გადავუსვი ეკრანს ხელი და მობეზრებულმა ვუპასუხე.
-გისმენთ!
-მაღიი, - მომესმა მეორე მხრიდან და მაშინვე მოვიცილე აპარატი ყურიდან, კარგად დავაკვირდი და როცა დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ქართული ნომრიდან მირეკავდა, გახარებულმა ვუპასუხე.
ასე მხოლოდ ერთი ადამიანი მეძახდა, ისიც სტუდენტობის პერიოდში, როცა ფრანგულის ლექციაზე ვისხედით. ერთმანეთის სასაუბროებზეც მაღი და ჟოღჟი გვეწერა.
-ჟოღჟ, - ვუპასუხე გახარებულმა და გავიცინე, - მითხარი, რომ ჩამოხვედი და არ მესიზმრება!
-რა თქმა უნდა ჩამოვედი, bébé!
-აუუ, რა მაგარიაა! როგორ გამახარე, შენ ხომ არ იცი, - ვუყვიროდი და თან მთელი სისწრაფით ვიწესრიგებდი თავს, - სად ხარ ახლა?
-თბილისის აეროპორტის შენობის წინ! ავიღე თუ არა ქართული ნომერი, პირველად შენ დაგირეკე! უნდა დამაფასო!
-აუცილებლად, მაშ როგორ? - ვკითხე სიცილით.
-ისე, ეს ნომერი რამ დაგატოვებინა ამდენ ხანს? აღარ გახსოვს, რას გვასწავლიდა ჩვენი დაზვერვის ლექტორი? მობილურის ნომრები მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ უნდა გამოცვალოთ, მითუმეტეს თქვენი პროფესიის ხალხმაო. შენ კი რაც თავი მახსოვს, ამ ნომრით მოძრაობ. მგონი, სკოლაშიც კი ეს ნომერი გქონდა, - დამცინა თავისი ჭკუით.
-ეს ნომერი რომ არ მქონოდა, ვის დაურეკავდი, ძალიან მაინტერესებს, - ჩავიცინე ჩემთის და ახლა ფეხსაცმელს დავწვდი.
-ეგეც მართალია, - მასაც გაეცინა, - მაგრამ, იქნებ ვიღაც სხვასთან მოვხვედრილიყავი. ვინმე სასიამოვნო ხმის მქონესთან, გავიცნობდით ერთმანეთს, დავახლოვდებოდით, შეგვიყვარდებოდა და ეგაა რაა.
-ოჰ, მე მაპატიეთ, გეგმები თუ ჩაგიშალეთ, მაგრამ კაცი რომ ყოფილიყო, მაშინ რას აპირებდი?
-რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ მიბათილებ არგუმენტებს-მეთქი? კიდევ დიდხანს უნდა გელოდო?
-აი, მოვრბივარ, - ვუთხარი და კიბეებზე დავეშვი, - ოჰ, გამარჯობა მეზობელო, - სახლიდან გამოსულ გიორგის ჩავუქროლე და თან ტელეფონზე გავაგრძელე საუბარი, - სულ ცოტა ხანიც დამელოდე და შენთან ვარ!
კარგად დავინახე როგორი გაოცებით გამომხედა გიორგიმ, როცა მანქანაში თავქუდმოგლეჯილი ჩავხტი და თან ვიცინოდი. ისიც აშკარად ეტყობოდა, რომ აინტერესებდა რა იყო ჩემი ასეთი ქცევის მიზეზი, მაგრამ ვერაფრის კითხვა ვერ მოასწრო ისე დავძარი მანქანა და ეზოდან გავედი.
ნახევარ საათში უკვე მონატრებულ მეგობარს ვეხუტებოდი და ბოლო თვეებისგან განსხვავებით, ბედნიერი ვიღიმოდი.
-ჰმ, როგორ მოგხდომია ევროპული ჰაერი და ქალები, - კარგად დათვალიერების შემდეგ ვუთხარი და მანქანაში ჩავსხედით.
-ნუ იტყვი! - ხელი აიქნია და ღვედი შეიკრა, - რომ მოვდიოდი, თავპირს იხოკავდნენ, რა გვეშველება შენს გარეშეო.
-მჯერა, აბა რაა, - დარწმუნებით დავუქნიე თავი და მთავარ გზაზე გავედი.
-დიახაც, - გაიჯგიმა სავარძელში.
-აბა, სად მივდივართ? - ვკითხე და წამით გავხედე.
-ჯერ ჩემს მშობლებთან. მომენტრნენ, მიუხედავად იმისა, რომ ნაჩხუბრები ვართ, მერე კი შენთან. ჩემი ჩამოსვლა არ უნდა აღვნიშნოთ?
-რა თქმა უნდა, მაგას კითხვა უნდა? - თავი დავუქნიე და მისი ნაკარნახევი მისამართისკენ ავიღე გეზი.
ჟოღჟის მშობლებისგან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე ადგილას შევიარეთ, ქალაქშიც გავიბოდიალეთ, მერე კი შეღამებულზე ჩემი სახლისკენ ავიღეთ გეზი, თან ერთმანეთს ინფორმციას ვუცვლიდით. აღმოჩნდა, რომ უკან მხოლოდ ერთი ქალის, სახელად ლიკას გამო დაბრუნებულა. მერე კი, მე გამომკითხა ჩემი ამბები და როცა გაიგო, რომ შეყვარებულს დავშორდი, რომელიც ამავე დროს ჩემი მეზობელიც იყო, კარგად დამცინა.
-ოოო, გეყოფა, - ამოვიბუზღუნე და სადარბაზოსთან გავაჩერე მანქანა, - გადმოდი ახლა!
-მოიცა, მოიცა, - უკან ამედევნა სიცილით და თან ხელი გადამხვია, - ის ხომ არაა შემთხვევვით შენი ბიჭი? - სადარბაზოსკენ მომავალ გიორგიზე მანიშნა და უფრო მერად ამეკრო გვერდიდან.
-ჩემი აღარ და სხვისი თუა, არ ვიცი, - დავუბღვირე და ლიფტი გამოვიძახე.
-ახლა მე მაცადე, - ეშმაკური ხმით ჩამჩურჩულა და ლოყაზე სწორედ იმ წამს მაკოცა, როცა გიორგი გვერდით ამოგვიდგა.
-გამარჯობა მარიამ, - მითხრა დაბოხებული ხმით და კარგად გავარჩიე მისი დაბერილი ძარღვები ყელზე, რომელსაც სამსახურის ფორმაც კი ვეღარ ფარავდა.
-უდარდელად მიესალმე, ვერაფერი უნდა შეგატყოს, რომ გენატრება, - გადმომიჩურჩულა და წელზე მიბიძგა, რომ კაბინაში შევსულიყავი.
-გამარჯობა, - ჩავიბურტყუნე და კუთხესთან დავდექი.
-ესაა გოგო, უდარდელი ტონი? - მისაყვედურა ჟოღჟმა და ჩვენ მერე შემოსულ გიოს გახედა, - მერამდენე სართულზე?
-მეორე, - დახშული ხმით უპასუხა და ხელები მომუშტა, როცა ჟოღჟმა ღილაკებს მიაჭირა ხელი, შემდეგ კი ჩემს წელს შემოეხვია.
-ჰაჰ, მშვენიერია, მშვენიერია, - ჩაიცინა თავისთვის და ხმამაღლა მკითხა, - მარიკუნა, დღეს შენთან რომ დავრჩე, ხომ მიმიღებ?
-რა თქმა უნდა, მაგას როგორ მეკითხები? - შევიცხადე მე, - რამდენ ხანსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩი!
-მმმ, ჩემი ტკბილი გოგო, - გიორგის გასაგონად თქვა და ლოყაზე ხმაურიანად მაკოცა.
-უკაცრავად, - კბილებში გამოსცრა გიორგიმ, ყბები დაეჭიმა და სახეზეც სულ მთლად აწითლდა. შემდეგ კი ლიფტის კარი გაიღო თუ არა, მაშინვე გავარდა.
-ვუიმე, საყვარელი, - სიცილით მითხრა ჟოღჟმა და მომცილდა, - დაინახე, გოგო, როგორ იეჭვიანა?! თან ვისზე, ჩემზე!
-იეჭვიანა არა ის, - ხელი ავუქნიე და გიორგის გამომეტყველებით გახალსებული გამოვედი ჩემს სართულზე.
-როგორ ვერასდროს ამჩნევთ ეს ქალები, როდის ეჭვიანობს კაცი და როდისაა გაბრაზებული.
-ეგ სულ მასე დადის ეს ბოლო თვეებია, - ჩავუშხამე გართობა და კარი შევაღე.
-Oh mon Dieu! - შეიცხადა თავისთვის, - ასეთი სულელი როდემდე უნდა იყო, გოგო?
-ახლა შემოგარტყამ და მერე ვისთან დარჩები, მაგასაც ვნახავთ! მასზე ხმა აღარ ამოიღო, გასაგებია?
-Oh mon dieu, aidez-la s'il vous plaît! (ღმერთო, შენ უშველე ამას!) - თვალები ზემოთ აღარპყრო და თავი დანანების ნიშნად გადააქნია.
-მორჩი ბურტყუნს, მესმის! - დივნიდან ბალიში გავუქანე სიცილით და სამზარეულოში გავედი.
***
იმ ღამით ჟოღჟი ჩემთან დარჩა. მეორე დღეს კი გამომიცხადა დღესაც შენთან ვრჩებიო. ჩემთვისვე უკეთესი. დამლაპარაკებელი მაინც მეყოლებოდა. დილით ადრე გამოვედი სახლიდან. მაღაზიაში უნდა ჩავსულიყავი და პროდუქტები უნდა მეყიდა საუზმისთვის. ამჯერად ჭკუა ვიხმარე და ლიფტი გამოვიძახე. რათ გინდათ რა. მე ხომ ბედი არ მაქვს?! მაინცდამაინც მეორე სართულზე გაჩერდა და კაბინაში საპატრულო ფორმაში გამოწყობილი გიორგი შემოვიდა.
-დილამშვიდობისა, - მომესალმა და გვერდით დამიდგა, - გააცილე სტუმარი?
-არა. ჯერ კიდევ სძინავს და დღესაც ჩემთან რჩება.
დავინახე როგორ აენთო თვალები და ღრმად ჩაისუნთქა. ძალიანაც კარგი. ღირსი ხარ. მიყურე ახლა მასე და ყარე ცეცხლები! ენასაც დიდი სიამოვნებით გაოვუყოფდი, მაგრამ ზედმეტად ბავშვურ საქციელად მივიჩნიე და გადავიფიქრე.
როგორღაც პირველ სართულამდეც ჩაღოღდა ეს ლიფტი. კარიც გაიღო და უკვე უნდა გავსულიყავი, როცა მაჯაზე შემოჭერილმა თითებმა გამაერა და მოულოდნელად უკან შემაბრუნა. ეს იმდენად სწრაფად მოხდა, რომ თავი ვერ შევიკავე და მთელი ტანით გიორგიზე აკრული დავრჩი. ამასობაში ლიფტის კარი დაიხურა და კაბინაში სინათლე ჩაქრა.
-რას... აკეთებ? - ძლივს ამოვღერღე ორი სიტყვა და ავხედე.
-კარგად დაიმახსოვრე, რომ შენ მხოლოდ ჩემი ხარ და სხვას უბრალოდ უფლება არ აქვს, შეგეხოს, - დაბოხებული ხმით მითხრა და იმდენად სწრაფად ჩამაფრინდა ტუჩებზე, რომ აზრზეც ვერ მოვედი.
ადგილზე გაყინული ვიდექი და მხოლოდ იმას აღვიქვამდი, როგორ მკოცნიდა გიორგი. მომნატრებია მისი ტუჩების შეხება, მის სხეულზე აწებებული დგომა და საერთოდაც, ის მენატრება! კოცნა ისევე მოულოდნელად შეწყვიტა, როგორც დაიწყო, ერთ-ერთ ღილაკს მიაწვა და უკვე ღია კარიდან უკანმოუხედავად გავიდა. გახევებული ალბათ კიდევ დიდხანს ვიდგებოდი ადგილზე, რომ არა კვლავ ლიფტის დახურვა. მეც მაშინვე გამოვვარდი სადარბაზოდან და გაცეცხლებული წავედი მაღაზიისკენ.
-იდიოტი, დეგენერატი! - ვილანძღებოდი ჩემთვის და თან მოლარეს გასატარებელ პროდუქტებს ვულაგებდი დახლზე, - არა, ეს როგორ გაბედა?! უსინდიდო!
-ბოდიში, მე მეუბნებით? - გაოცებულმა შემომხედა წითელფორმაში გამოწყობილმა გოგონამ.
-რაა?! არა, ერთ უსირცხვილო ადამიანს ვლანძღავდი, თქვენ რა შუაში ხართ.
სახლში დაბრუნებულს ჩემი სტუმარი უკვე ფეხზე დამხვდა.
-მაღიი, მოხვედი? - სიცილით მკითხა და პარკები ჩამომართვა.
-არა, ჯერ კიდევ მაღაზიაში ვარ! - შევუღრინე და მაწონი მაცივარში შევდგი.
-რა მოხდა, მარიამ? - მაშინვე დასერიოზულდა და გაჩერდა.
-ის იდიოტი შემხვდა ლიფტში.
-ვინ იდიოტი.... ა-ა-ა-ა, გიორგი? მერე რა?
-ასე უსირცხვილოდ ადგა და მაკოცა! თან რას მეუბნება, იცი?! ჩემი ხარ და სხვა არავინ უნდა გეხებოდესო! არა, რა უფლებით მიცხადებს მაგას?
-ყოჩაღ მე! - მაშნვე შეიქო თავი.
-რა ყოჩაღ შენ? გაგიჟდი? მე რას გეუბნები და შენ რას მპასუხობ?
-ხო, ხო, ყოჩაღ მე! ჩემმა მოქმედებამ გამოიღო შედეგი ზუსტადაც. გინდა, კიდევ უფრო მეტად გავაგიჟოთ?
-მაგის კიდევ ერთ მსგავსს გამოხტომას ვეღარ გავუძლებ, - ამოვიბურდღუნე და მოცელილივით დავეშვი სკამზე.
-კარგი, ხო. მიდი, შენ დაისვენე და საუზმეს მე მოვამზადებ. ისე, აფერუმ შენს მასპინძლობას! სტუმარ კაცს უნდა მატრიალებდე სამზარეულოში?!
***
მეორე დღეს ჟოღჟი მართლა წავიდა თავის მშობლებთან. არც ჩემი და და ბატონი სიძე იწუხებდნენ თავს ჩემთან გამოსვლით. ისე რას ვერჩი, პატარა ჰყავთ უკვე და სადღა სცალიათ მაგათ ჩემთან გამოსასვლელად. სახლიც დავალაგე, სარეცხიც დავრეცხე და გასაკეთებელი არც არაფერი დამრჩა. არა რაა, ეს კვირა დღე როგორმე უნდა გადავაგორო, თორემ გავგიჟდები. თავიდან წიგნისთვის გულის დადება ვცადე, მაგრამ ამაოდ. შემდეგ ტელევიზორსაც ჩავუჯექი, მაგრამ არც აქ გამომივიდა არაფერი. ბოლოს ავდექი და სააბაზანოსკენ წავედი. იქნებ შხაპს მაინც ეშველა ჩემთვის. შიშველ სხეულზე მხოლოდ ხალათი მეცვა, დანარჩენი ნივთები კი ხელში მეჭირა. სააბაზანოში საკიდზე მივუჩინე ადგილი და წყლის დასარეგულირებლად ონკანი მოვუშვი. მოვუშვი და მთლად გავილუმპე. არადა დილით ხელპირს რომ ვიბანდი მშვენივრად მუშაობდა. ვაიმე, ეს თუ ჟოღჟის გაკეთებული იყო, აუცილებლად მოვკლავდი ჩემი ხელით! ახლა რომ ვუკვირდები, აი, რატომ მემშვიდობებოდა ასეთი ეშმაკური ღიმილით და ბოდიშიც მაგიტომ მომიხადა. მოიცადე, ჩამივარდები ხელში!
სასწრაფოდ თუ არ შევაჩერებდი ამ ჩანჩქერს, ჩემს ქვედა მეზობელს ეუჭველად ჩავრეცხავდი. არა! არ იკეტება და არც ვინტილი ვიცი სადაა. ჯანდაბა! ამასობაში მთლად გავილუმპე. ესეც შენი მშვიდად შხაპის მიღების მცდელობა. სასწრაფოდ გამოვვარდი სააბაზანოდან და მობილურს ვეცი. პირველად ვინც თავში მომივიდა, იმას დავურეკე. ზარის გასვლის შემდეგღა მივხვდი, რომ გიორგისთან ვრეკავდი. მაგრამ ახლა გვიანღა იყო თითზე კბენანი!
-მიდი, მიდი, აიღე! - ვბურტყუნებდი და თან ვცდილობდი დასველებული იატაკი უკვე გასაწურად გადაქცეული ტილოთი ამომეშრო.
-ხო, მარიამ, - გავიგონე მისი გაოცებული ხმა.
-გიო, მიშველე, - ამოვთქვი მაშინვე და ტილო კიდევ ერთხელ მოვუსვი.
-რა, რა ხდება? - მკითხა დაფეთებულმა.
-გთხოვ, მითხარი, რომ სახლში ხარ და მიშველი.
-სხვაგან სად უნდა ვიყო? მშვიდობაა?
-სწრაფად ამოდი რაა, ჩემთან. კარი ღიაა, - ვუთხარი და გავუთიშე.
-ჯანდაბა, რამდენი წყალია, - ვბურტყუნებდი და უკვე მერამდენედ ვწურავდი ტილოს ვინ მოსთვლის.
როგორც იქნა კარის გაღების ნანატრი ხმა გავიგე და მაშინვე იქით შევბრუნდი.
-მარიამ, კარგად ხარ? - მაშინვე სააბაზანოსკენ წამოვიდა და როცა დაინახა რა დღეშიც ვიყავი, გაეცინა, - აქ რა წყალდიდობა მოაწყვე?
-თუ არ გინდა შენც ჩაგრეცხო და კიდევ ჩვენი რამდენიმე მეზობელი, მიშველე!
-კარგი, მიმიშვი, - შემოვიდა და მაშინვე უნიტაზისკენ წავიდა.
-ის ამინც მასწავლე, სად ჯანდაბაშია ვინტილი, რომ ამის შემდეგ ვიცოდე, - ამოვიბუზღუნე და ამოვისუნთქე, როცა წყალმა ნელ-ნელა დაიკლო.
-აი, აქაა, - თითით მანიშნა და წამოდგა, - ისე, მშვენიერ ფორმაში ხარ, - წარბები ამითამაშა და ხარბად შემავლო მზერა.
მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ დასველებული ხალათი ტანზე შემომტმასვნოდა და თითქმის გამჭვირვალე გამხდარიყო. ვიგრძენი, როგორ ამიხურდა ლოყები და თავი დავხარე. მერე კი თვალი თვალში გავიყარე და ვუთხარი:
-გმადლობთ დახმარებისთვის. შეგიძლია წახვიდე. გიორგი, თვალები ზემოთ მაქვს!
-რაა? აააა, ჰო, - კეფა მოიქექა და მზერა ჩემი მკერდიდან სახეზე გადმოიტანა.
სწრაფად ვაქციე ზურგი და კარისკენ წავედი, მაგრამ იატაკზე იმდენად ბევრი წყალი იყო დაღვრილი, რომ უფრო მივტოპავდი, ვიდრე მივდიოდი. უკვე კართან ვიყავი მისული, როცა მოულოდნელად ფეხი ამისრიალდა და მხოლოდ შეკივლებაღა მოვასწარი. კი ვიგრძენი, როგორ შემომეხვია წელზე გიორგის ხელები, მაგრამ ამან დაცემისგან ვერ მიხსნა. პირიქით, ორივენი გავიშოტეთ იატაკზე.
-ვაიი, - წამოვიკვნესე და ჩემ ქვემოთ გართხმულს ტკივილისაგან გამწარებულმა დავხედე.
-კარგად ხარ, მარი? - მკითხა შეშფოთებულმა და მთელს სხეულზე მომავლო მზერა, - რამე გატკინე?
-მგონი, - გავეპასუხე და წამოწევა ვცადე, მაგრამ მისი ხელები ჯერ კიდევ წელზე მეხვეოდნენ და ვერ მოვახერხე.
-მგონი არ ვიცი მე! ზუსტად მითხარი რა გტკივა! - შემომიბღვირა და სახეზე დამაკვირდა.
ვიგრძენი, როგორ ამიხურდა სახე და თავი გვერდით გავატრიალე.
-მარიამ, გირჩევნია შენით მითხრა, სანამ ჩემით გამომიტანია სულელური დასკვნა და საავადმყოფოში წამიყვანხარ ტყუილუბრალოდ!
-ნატყვიარი მეტკინა ოდნავ, ახლა გაიგე? - მივახალე და ისევ წამოწევა ვცადე, - გამიშვი, - მის მკლავებს დავეჯაჯგურე და მკერდზეც მივაწექი.
-რაა? რატომ? კი მაგრამ, ხომ უნდა მოგშუშებოდა ნაოპერაციები აქამდე? - შეშფოთებული მიცქერდა თვალებში და ახლა მხოლოდ ერთადერთი სურვილი მკლავდა, მინდოდა მეკოცნა იმდენად საყვარელი იყო.
-მომიშუშდა კიდეც, უბრალოდ ხანდახან თავს მახსენს. ექიმმა მითხრა ნორმალურია ეგო. ამინდის და ტემპერატურის ცვლილებბეის დროს შეიძლება შეგახსენოს თავიო.
-კარგი და რატომ გაწითლდი მაშინ?
ღმერთო, ახლა ამას მოვკლავ აქვე, მაინც ჩემს ქვემოთაა მოქცეული და ვერსად გამექცევა! უნდა რომ სულ გადამიყვანოს ჭკუიდან?
-მართლა ასეთი იდიოტი ხარ თუ თავს მაჩვენებ? - ვკითხე და კიდევ ერთხელ გავიბრძოლე თავის დასახსნელად, - გიორგი, გამიშვი!
-არა, რატომ?! მე ძალიანაც კარგად ვარ.
-სამაგიეროდ მე არ ვგრძნობ თავს კომფორტულად, მითუმეტეს - კომპანიონით. და მოეშვი ჩემი მკერდის თვალებით ჭამას!
-მართალი ხარ. რატომ უნდა დავკმაყოფილდე მხოლოდ მზერით, როდესაც მოქმედება შემიძლია?
-რას... - მაგრამ სიტყვის ასრულებაც ვერ მოვახერხე, იმდენად სწრაფად დაფარა ჩვენს შორის მანძილი და ტუჩებზე მაკოცა.
ვერც კი გავიაზრე, როგორ წამოდგა ჩემიანად ისე, რომ კოცნა არც შეუწყვეტავს და ჩემი საძინებლისკენ დაიძრა. ვერც მე შევიკავე თავი და კოცნაზე კოცნითვე ვუპასუხე. რა მექნა?! მომნატრებოდა, თანაც ძალიან. როგორი უთავმოყვარეო გავმხდარვარ, არა?!
აზრზე მხოლოდ მაშინ მოვედი, როდესაც საწოლზე მიმაწვინა და ხელები ხალათის ქვეშ ამისრიალა.
-გიორგიიი, - ამოვიკვნესე, როდესაც ყელში კანი ტუჩებს შორის მოიქცია და თავისკენ დაქაჩა, შემდეგ კი კოცნის კვალი დამიტოვა იმავე ადგილას.
-ტყუილად ფართხალებ, - ამოთქვა ნაწყვეტ-ნაწყვეტ და ჩემი სხეულის შესწავლა განაგრძო, - ამჯერად გაჩერებას აღარ ვაპირებ. მიყვრახარ, მარიამ.
მისმა სიტყვებმა საბოლოოდ გამთიშა და მთლიანად გადავეშვი სიამოვნების მორევში, რომლიდან ამოყვინთვაც ნამდვილად არ მინდოდა.
სუნთქვაგახშირებული ვიწექი საწოლში და აზრების დალაგებას ვცდილობდი. ზეწარი მხოლოდ საჯდომს მიფარავდა, გიორგი კი ამით სარგებლობდა და ჩემს ზურგზე თითებს ნაზად დაასრიალებდა.
-მაპატიებ? - მოულოდნელად სიჩუმე მისმა ხმადაბალმა ნათქვამმა დაარღვია და გაოცებული მივაჩერდი თვალებში.
-რას?
-იმას რომ ამდენი ხანი იდიოტივით ვიქცეოდი. იმას რომ, მაშინ საავადმყოფოში დაჭრილი დაგტოვე და წავედი, რეალურად კი ჩემი გული შენთაან დავტოვე. იმას რომ...
-ჩშშ, - თითები ტუჩებზე ავაფარე და გავუღიმე, -არ გინდა. არაფერი ჩაგიდენია ისეთი, რომ პატიების თხოვნა გჭირდებოდეს. თანაც, იცი, მესმის კიდეც შენი, რაღაც მხრივ. მაშინ სწორ საქციელად ჩემს დატოვებას თვლიდი და...
-ღმერთო, როგორ ხარ ასეთი საყვარელი? - უცებ წამოიძახა და ისევ მაკოცა.
***
1 წლის შემდეგ...
8 მარტი გათენდა, მე კი საწოლიდან თავის აწევაც კი არ მინდოდა. არადა, საავადმყოფოში უნდა წავსულიყავი რამდენიმე დღის წინ დატოვებული ანალიზის პასუხების გასაგებად. ამის ნაცვლად კი საწოლში გვერდი ვიცვალე და უკეთესად მოვეხვიე გიორგის. რამდენიმე თვის წინ იმაზე მოგვივიდა შეკამათება, რომელი გავყიდდით ბინას და მეორესთან საცხოვრებლად გადავიდოდით. ბოლოს კი დათმობაზე წასვლა ორივეს მოგვიწია. ანუ, ორივე შევთანხმდით, რომ ბინებს გავყიდიდით და ერთ დიდ სახლში გადავიდოდით. იმდენი მოახერხა, რომ ეს სახლი ნატას და დემეტრეს სახლისგან რამდენიმე კვარტლით იყო დაშორებული.
-მარიამ, - გიორგის თბილმა ხმამ გამომაფხიზლა და ვიგრძენი, როგორ გადამიწია სახეზე ჩამოყრილი თმა, - ადგომის დროა, ძილისგუდავ.
-ოოოო, - ამოვიზმუვლე და კიდევ ერთხელ ვიცვალე გვერდი.
-თუ უკვირდები, რომ ამ ბოლო დროს ძალიან მძინარე გამიხდი? - მკითხა სიცილით და ნაზად შემანჯღრია, - მიდი, წამოფრინდი და ერთად ვისაუზმოთ. დღეს მორიგე ვარ და ხვალ დილამდე ვეღარ გნახავ.
-არაფერი მძინარაც არ გავმხდარვარ. უბრალოდ, ამინდებია ძალიან ცვალებადი და ეგ მთენთავს, - ვუთხარი ბუზღუნით და ჯერ კიდევ თვალებდახუჭული წამოვიზლაზნე, - შენ ხომ კაცს არაფერს შეარგებ.
-მასე იცის გათენებულმა ღამეებმა, - ეშმაკურად ჩაიცინა და კედელს ცალი მხრით მიეყრდნო.
-ხოო? - წარბები ავქაჩე და მის წინ გავჩერდი. ახლა ამას თუ ჰგონია, რომ ამაწითლებს და ისევ თვალების ცეცებას მოვყვები, ძალიან ცდება, - და ვინ მათენებინებდა ღამეებს? აშკარად ჩემი სამსახურის ამბებია კავშირში, არა?
-ოხ, მარიამ, ოხ, მარიამ! - თავი გადააქნია სიცილით, - ძალიან გამიეშმაკდი, - პატარა ბავშვივით დამკრა ცხვირზე თითი და ოთახიდან გავიდა.
-მალე ჩამოდი, თორემ უშენოდ ვისაუზმებ, - მომაძახა აშკარად კიბეებიდან, მე კი სააბაზანოში მივიმალე.
***
რამდენი რამის შეცვლა და გადატრიალება შეუძლია თურმე სულ რამდენიმე წამს. საავადმყოფოდან გამოსული უბედნიერეს ქალად ვგრძნობდი თავს, მაგრამ სადღაც კუნჭულში ეჭვის ჭია მაინც მიღრღნიდა გულს. როგორი რეაქცია ექნებოდა ჩემს ორსულობაზე გიორგის? აზრებგაფანტული ვატარებდი მანქანას, როდესაც პატრულმა გამაჩერა.
-გამარჯობა, - დაიწყო ომახიანად, მერე კი აშკარად მიცნო და გამიღიმა, - ხომ კარგად ხარ, მარიამ?
-უკაცრავად, ვიცნობთ ერთმანეთს? - ვკითხე გაოცებულმა და თან სარკეში შევათვალიერე საკუთარი თავი, თუ რატომ მიყურებდა ეს კაცი ასეთი შეშფოთებული.
აჰ, სახეზე გაფითრებული ვყოფილვარ, აი, რატომ.
-მარიამ, მისმენთ? - ფიქრებიდან ისევ იმ კაცის ხმამ გამომიყვანა და მეც მას შევხედე.
-უკაცრავად, ამ ბოლო დროს ძალიან გაფანტული ვარ. და რა მითხარით, საიდან ვიცნობთ ერთმანეთს?
-გიორგის თანამშრომელი ვარ, ოფიცერი თედო სხირტლაძე, - სამხედრო ჟესტი გააკეთა და კვლავ გამიღიმა.
-აააა, გასაგებია მაშინ, - მეც გავუღიმე, - და რატომ გამაჩერეთ, ბატონო პოლიციელო? დავაშავე რამე?
-დიახ, - მთელი სერიოზულობით მითხრა და ზურგს უკან დამალული ხელი გამოაჩინა, - 8 მარტს გილოცავთ პოლიციის სახელით, - მოულოდნელად გამიღიმა და 3 ცალი ერთად შეკრული ტიტა გამომიწოდა.
-ძალიან დიდი მადლობა, - აჟიტირებულმა გამოვართვი, მანქანიდან გადმოვედი და გადავეხვიე.
კაცი ჩემმა მოულოდნელმა ქცევამ ცოტა არ იყოს და დააფრთხო.
-დაწმუნებული ხართ, რომ ნამდვილად კარგად ხართ? - კიდევ ერთხელ დამაკვირდა სახეზე, - ხომ არ გსურთ სახლამდე მიგაცილოთ?
-არაფერი მიჭირს და ნამდვილად არაა საჭირო ჩემ გამო მოცდეთ. წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ.
ხოო, ვატყობ, აშკარად ძალიან მალევე გაიგებს გიორგი ჩემს ამბავს და აჯობებს სახლში თუ ვიქნები, როცა დამირეკავს.
***
შევცდი. არ დაურეკავს. პირდაპირ სახლში დამადგა. სამზარეულოში ვიყავი და სადილს ვამზადებდი, როცა უკნიდან მომეხვია და ყელში მაკოცა.
-როგორც სჩანს, ოფიცერი სხირტლაძე კარგად ვერ შევაფასე, - გავიცინე და სალათის დაჭრა გაავგრძელე.
-მარიამ, გეყოს ხუმრობა და მითხარი, კარგად ხარ? თედომ, ლამის ავარიაში მოყვაო. თანაც ძალიან გაფითრებული იყოო.
-მოკლედ, ამის მერე ქუჩაში მანქანით წყნარად ვეღარ უნდა გავიარო, არა?
-ეგ რა შუაშია?
-ყველგან აგენტები გეყოლება და... - უდარდელად ავიჩეჩე მხრები და უკვე დაჭრილი ბროკოლიდან რამდენიმე ცალი შევჭამე.
-მარიამ!
-კარგი, ხო. სანერვიულო არაფერია. უბრალოდ დაბალი ჰემოგლობინი მაქვს და მაგიტომაც ვიყავი ფერმკრთალი. სულ ხომ არ მექნება, არა, აწითლებული ლოყები?!
-ანუ ყველაფერი რიგზეა? - თავისუფლად ამოისუნთქა და გულში ჩამიკრა.
-კი, უბრალოდ... - ყოყმანი დავიწყე ახლავე მეთქვა თუ არა მთავარი.
-რა უბრალოდ, მარ? ხომ თქვი, ყველაფერი რიგზეაო?!
-გიო, უბრალოდ არ ვიცი, როგორი რეაქცია გექნება ამ ამბავზე და ამიტომ ვნერვიულობ, - ყველაფერთან ერთად ხელების მტვრევასაც მოვყევი და აქეთ-იქით სიარულსაც.
-იქნებ ჯერ მითხრა და მერე ინერვიულო მაგაზე? - ჩემმა ქცევამ აშკარად გაახალისა და მოცინარი ჩამოჯდა სკამზე.
-ვიცი, რომ კაცები ყოველთვის სხვადასხვანაირად ხვდებიან ხოლმე ამ ამბავს და ხშირ შემთხვევაში, მათთვის სასიხარულოც კია ხოლმე, მაგრამ ჩემთვის შენ ყველასგან გამოირჩევი და განსხვავდები და ამდენს სწორედ მაგიტომ ვღელავ. წარმოდგენაც კი არ მაქვს, რას იზამ...
-ხვდები, ხომ, რომ ძალიან დიდი შესავალი გააკეთე და ამ ყველაფრის გარეშეც შეგიძლია მითხრა. ხომ იცი, რომ შეგიძლია ყველაფერში გქონდეს ჩემი იმედი?!
-კარგი, მაშინ დაჯექი ან იდექი. არ ვიცი, რაც გინდა ქენი, ოღონდ ნორმალური რეაქცია გქონდეს, როცა გისაყვედურებ, რომ წელს 3 მარტი ტყუილად არ მომილოცე.
-რა 3 მარტი, მარიამ? ამის გამო ნერვიულობდი? - გაიცინა და მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გაიაზრა, რეალურად რა ვიგულისხმე, - მოიცადე, შენ... ანუ შენ...
ლუღლუღებდა და თავზე ისვამდა ხელებს.
-ღმერთო, ოღონდ ახლა ეს სიზმარი არ იყოს და მეტი არაფერი მინდა, - მძიმედ გადააგორა ნერწყვი და ერთ ადგილას გაშეშდა.
-გიოო, - დავუძახე, როდესაც სიჩუმე ზედმეტად დიდხანს გაგრძელდა.
მივხვდი, როგორ ამიცრემლიანდა თვალები და მკერდსიც ჩხვლეტასავით ვიგრძენი რაღაც.
-გიო, მითხარი რამე, გთხოვ, - უკვე ვსლუკუნებდი, - ვიცი, რომ მოულოდნელი ამბავია და მეც დღეს გავიგე, მაგრამ... საერთოდ არ გაგიხარდა? მოიცა, სად მიდიხარ?
-აქ გაშეშდი და არსად წახვიდე, - მითხრა და კიბეები აირბინა. უკანაც მალე დაბრუნდა და წინ გამიჩერდა.
-არ გრცხვენია, მარ? - ცერა თითებით შემიმშრალა ცრემლები და ორივე თვალზე მაკოცა, - რა გატირებს?
-მე...
-ხო, შენ, - მითხრა და გამიცინა, - შენი ბრალია, რომ ამის გადმოცემა ახლა მიხდება ყველანაირი რომანტიკული ეფექტის გარეშე. არადა, რამდენ ხანს ვგეგმავდი და ველოდებოდი შენს დაბადების დღეს?!
-გიო, რას... - მაგრამ სიტყვაც არ მქონდა დამთავრებული, როცა არათითზე ლითონისთვის დამახასიათებელი სიცივე ვიგრძენი და ჩემს ხელს დავხედე.
-კი მაგრამ, რა, ჰა, როდის? - ვბლუყუნებდი და თან დღის სინათლეზე ათასფრად აბრჭყვიალებულ ლამაზთვლიან ბეჭედს დავყურებდი.
-ვიცი, რომ თანახმა ხარ, ცოლად გამომყვე, მაგრამ, იქნებ ეგ წინადადება ხმამაღლაც გეთქვა, რომ დავმშვიდდე?
-რა? - სრულიად გათიშულმა ავხედე და მის თვალებში აკიაფებულმა ვარსკვლავებმა მთლიანად მომნუსხა, - რა თქმა უნდა, გამოგყვები, - ვუთხარი და თავად ვაკოცე.
-ღმერთო, თუ მჯეროდეს! - ბუტბუტებდა თავისთვის და თან თავზე მკოცნიდა, - მეგონა, ცოლობას რომ გთხოვდი და დამთანხმდებოდი, მაშინ ვიქნებოდი ყველაზე ბედნიერი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, რომ შენ დამასწრებდი და ასეთ სიურპრიზს მომიწყიბდი?!
-სიმართლე გითხრა, არც მე ველოდი ამ ამბავს, - ამოვიჩურჩულე და სახე მის ყელში ჩავმალე.
-აზრზე ხარ, ორსულად ხარ! - იყვირა და ჰაერში ამწია, - ბავშვი, ჩემი და შენი. ვაიმე, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, - იძახდა და თან მიწაზეც არ მსვამდა.
-ვაიმე, გიო, გეყოს რაა, თავბრუ დამეხვა უკვე, - სიცილით ვუთხარი და მანაც სწრაფად დამსვა.
-რაა? ცუდად ხარ? გული ხომ არ გერევა? გონებას ხომ არ კარგავ?
-გონებას ახლა შენ დაკარგავ, თუ არ გაჩერდები, - სიცილით ვუთხარი და თან პრესზე მივარტყი მუჭი.
-არა, რაა, მეტის ღირსი ვარ, - ჩამწყდარი ხმით ამოილაპარაკა და მუცელზე მოისვა ხელი, - რას გავარჯიშებდი ამ დარტყმაში, ვინ მახევდა ხვეწნით კალთებს?! - ჭერს ახედა და მერე კი ისევ მე მომიბრუნდა.
-მოიცა, ანუ დღეს გაიგე, რომ ორსულად ხარ?! რაო ექიმმა? ხომ ყველაფერი რიგზეა? ბავშვი ჯანმრთელია? რამდენი კვირის ხარ? წამალი ხომ არ დაუნიშნავს შენთვის რაიმე? რომ თქვი ჰემოგლობინი მაქვს დაბალიო, ბავშვის განვითარებაზე ხომ არ იმოქმედებს? რა, რა გაცინებს, მარიამ?
-თუ ამოისუნთქავ, დამავალებ.
-უკვე შენი დასაცინიც გავხდი, არა?!
-აბა, რამდენი კითხვა მომაყარე, რა იყო?
-არაფერი, საერთოდ არაფერი. აჟიტირებული ვარ, ყურადღებას ნუ მომაქცევ, - სახეზე ხელები ჩამოისვა და ისევ გაიცინა.
-დამშვიდდი? - ვკითხე ცოტა ხნის შემდეგ.
-რა დამამშვიდებს მე ახლა? მორჩა, ხვალიდანვე იღებ დეკრეტულ შვებულებას, სახლში მოდიხარ და ისვენებ. სულ რომ მომიწიოს შენი დის და სიძის აქ გადმოსახლება, მაინც გადმოვიყვან, როცა მორიგე ვიქნები.
-ღმერთო, მგონი შენთვის საერთოდ არ უნდა მეთქვა, სანამ მშობიარობა არ დამეწყებოდა. სულ გაგიჟდი.
-კი, გავგიჟდი, გავგიჟდი. შენ და აი, ამ პატარა არსებამ გადამრიეთ, ახლა შენს მუცელში რომაა მოკალათებული და ჯერ კიდევ წერტილის ხელაა.
***
რამდენიმე თვეში ჩვენი პირველი სიხარული დაიბადა, ჩვენი პატარა თამუნა. ახლა ორივე ერთად დავდიოდით გიოს თითოეულ მატჩზე და ვგულშემატკივრობდით. ჟოღჟმა კი მართლა მოიყვანა ცოლად ის გოგო, ვის გამოც უკან დაბრუნდა. თან როგორ, დღისით, მზისით დაავლო ხელი და მოიტაცა. ახლა კი არიან ბედნიერები და პატარასაც ელოდებიან. ჩემი და და მუდმივი მრჩეველი დემეტრეც მეორე ბავშვს ელოდებიან და კი არიან თავისთვის მშვიდად, წყნარად და ბედნიერად.
-ნახე, დეე, მამიკომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და თასი ამჯერადც ჩვენია, - მოზეიმე გუნდისკენ თითით ვანიშნე თოჯინასჩაბღაუჭებულ თამუნას, - მაგრამ სულ არ გაინტერესებს ეს შენ, ხომ?! - გავიცინე და ბავშვიანად დავიძარი უკვე ჩემი ქმრისკენ.
-ჩემი გოგონებიც აქ ყოფილან, - ხელებგაშლილი შემოგვეგება გიო და მამის დანახვით ჩემს კლავებში აფართხალებული თამუნა ამართვა, - რაო მაა, რა გინდა. ვერ მეუბნები ჯერ, არა?
-იცი, უკვე ვეჭვიანობ, - მამა-შვილს გადავხედე და გავიღიმე, - ჩემთან მუდამ მშვიდადაა და ყურადღებასაც არ მაქცევს, აი, დაგინახავს თუ არა, მაშინვე შენკენ იწევს და წამითაც არ მიჩერდება.
გიორგიმ გაიცინა, მერე კი თამუნა ცალ ხელში დაიჭირა, მეორე მე გადამხვია და მაკოცა.
-გინდა გითხრა, რატომ? - ეშმაკურად ამიციმციმა თვალები.
-მიდე, ჰე, გენიოსო, ახლა რომელ ახალ სიბრძნეს დააბრეხვებ?
-თამუნა შენი ასლი და მამიკოს გოგოა. მასაც შენსავით ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ და ამიტომაა გაგიჟებული ჩემზე. მე კიდევ თქვენზე ვგიჟდები! - მითხრა და ჯერ თამუნას აკოცა შუბლზე, მერე კი მეც გადმომწვდა და ვნებიანად დამიკოცნა ტუჩები.
დასასრული
***
ამ ისტორიის წერა ჯერ კიდევ 4 წლის წინ დავიწყე და როგორც იქნა, დავასრულე. იმედი მაქვს მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებებს.



№1  offline წევრი დარინა

ისეთი თბილი, ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, ემოციებით დავიმუხტეე, გამაბედნიერა იმ რამოდენიმე წუთმა კითხვა რომ მოვანდომეეე, ერთი ძალიან კარგი ისტორია გამოგივიდააა, წარმატებები და იმედია კიდევ მრავალჯერ გაგვანებივრებ ასეთი ტკბილობებით.

 


№2  offline მოდერი abezara98

დარინა
ისეთი თბილი, ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, ემოციებით დავიმუხტეე, გამაბედნიერა იმ რამოდენიმე წუთმა კითხვა რომ მოვანდომეეე, ერთი ძალიან კარგი ისტორია გამოგივიდააა, წარმატებები და იმედია კიდევ მრავალჯერ გაგვანებივრებ ასეთი ტკბილობებით.

ვაიმე, ჩემი პირველი მერცხალი ხარ, რომელმაც ძალიან გამახარა heart_eyes იცი, როგორ ველოდებოდი შეფასებას? ახლაც კი გული პატარა ბავშვივით მიფრთხიალებს და გაბადრული დავაბიჯებ heart_eyes heart_eyes მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის heart_eyes

 


№3  offline წევრი Taattu

ვაიმე ძალიან კარგი იყო მართლა heart_eyes
დაძაბული დღე განმიტვირთა ვეღარ მოვწყდი ისე ჩამითრია
იმდენი ვიცინე laughing
ძალიან კარგი წასაკითხია მსუბუქი და სასიამოვნო
ახლა ვნახე და შენი წინა ისტორიაც წაკითხული მაქვს მაგას რა დამავიწყებს ჰაჰ და ძალიან მომეწონა heart_eyes
მომეწონა მართლა და წარმატებები შენ heart_eyes

 


№4  offline წევრი დარინა

abezara98
დარინა
ისეთი თბილი, ტკბილი და სასიამოვნო წასაკითხი ისტორია იყო, ემოციებით დავიმუხტეე, გამაბედნიერა იმ რამოდენიმე წუთმა კითხვა რომ მოვანდომეეე, ერთი ძალიან კარგი ისტორია გამოგივიდააა, წარმატებები და იმედია კიდევ მრავალჯერ გაგვანებივრებ ასეთი ტკბილობებით.

ვაიმე, ჩემი პირველი მერცხალი ხარ, რომელმაც ძალიან გამახარა heart_eyes იცი, როგორ ველოდებოდი შეფასებას? ახლაც კი გული პატარა ბავშვივით მიფრთხიალებს და გაბადრული დავაბიჯებ heart_eyes heart_eyes მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის heart_eyes

უცებ ვერ გიცანი მერე შენს სიახლეებს გადავხედე და გამახსენდა წინა ისტორიაზეც როგორ გგულშემატკივრობდიი, მიყვარს რეზის და ჯიუტი ანასტასიას წყვილი, მართლა მოლოდინის რეჟიმზე გადავერთე შენი ახალი ისტორიის მოლოდინშიი.

 


№5  offline მოდერი abezara98

Taattu
ვაიმე ძალიან კარგი იყო მართლა heart_eyes
დაძაბული დღე განმიტვირთა ვეღარ მოვწყდი ისე ჩამითრია
იმდენი ვიცინე laughing
ძალიან კარგი წასაკითხია მსუბუქი და სასიამოვნო
ახლა ვნახე და შენი წინა ისტორიაც წაკითხული მაქვს მაგას რა დამავიწყებს ჰაჰ და ძალიან მომეწონა heart_eyes
მომეწონა მართლა და წარმატებები შენ heart_eyes

ღმერთო, რა გითხრა, მართლა აღარ ვიცი blush უბრალოდ მაბედნიერებთ heart_eyes

 


№6  offline წევრი kora

პირველ რიგში მადლობა უნდა გითხრა ასეთი თბილი ისტორიისთვის. საუკეთესოა რაც დღეს წამიკითხავს საიტზე. საოცრად დადებითი ემოციებით ამავსო და ისეთი გადამდები ღიმილით დამტოვა, რომ ამ დრომდე ასე მიღიმება და სიხარულს მანიჭებს.
ჰო, ერთი რაღაც მაინც უნდა ვთქვა, უთქმელობა არ მომასვენებს :) ის სცენა საპირფარეშოში მესმის რომ მეტი სიმძაფრისთვის გამოიყენე, მაგრამ მეტისმეტად მებანალურა გიორგისგან აბსურდული ახსნა. ქალები დიდი ეშმაკები ვართ ვაღიარებ, მაგრამ არადამაჯერებელია კაცი ძალით შეგათრიოს ქალების საპირფარეშოში და ასევე ძალით გაკოცოს. პატარა ბიჭივით გამოუვიდა, რო მიყვებოდა იქ არ უნდა ცოდნოდა რისთვის?! ნუ კაცების საპირფარეშოში რო შევარდნოდა ხმას არ ამოვიღებდი და ამის გადასამოწმებლად ავბრუნდი კიდეც კითხვისას, კაცის საპირფარეშო ხომ არ ეწერა თქო :დდდ
ეს მცირე გადახვევა და ახლა ისევ მთლიან ისტორიას მივუბრუნდე :) დემეტრე ისტორიის ცალკე თემაა, საოცარი მუხტი მოდიოდა ამ პერსონაჟისგან და იმდენად მომინდა ეს ბიჭი, ზუატად ეს დემეტრე რეალური ყოფილიყო, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემ. ცოლთან და ცოლის დასთან მისნაირი დამოკიდებულება დღევანდელ დროში იშვიათია და ამიტომ შემიყვარდა ეს გამორჩეული ბიჭი. გიორგი ბიჭი სიყვარულია<3 მარი უსაყვარლესი და უთბილესი გოგოა და ვგიჟდები ამ ისტორიის ყველა პერსონაჟზე ❤️❤️❤️
--------------------
kira.G

 


ღადაობ? ოთხი წელი, ოთხი წელი ცოტაა? ძანნ მაგარი გამოვუდა, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ????????????????????

 


№8  offline მოდერი Someone wandering

ძალიაან სასიამოვნო და საყვარლობა ისტორიააა.
უცეცხლეესი წვილიააა
დემეზეე ვგიჟდებოდიი და მის ლობჟოზე დამოკიდებულებიით
მიყვაარს ეს ოთხეულიი
ჟორჟი მგარი ტიპიიაა
დააა ანდრეა და ვიოლაც მევასებაა
დაა,ვაფშე შენ მაგარი ტიპშა ხარ,ტო

 


№9  offline წევრი babi3001

აუუ ძააან მაგარი ისტორია იყოი მომეწონა ძალიან განსხვავებული და ძალიან საყვარლობაააა ყოჩაღ <3333

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

თამუნა მეგობრის სახელი დაარქვა, მომეწონა დემე, სასწაულად თან... საუკეთესო და ნატა... სამსახური .... რრუსო .,, ერთადერთი რაც სწწრაფად გაიარე ეს ბანკეტის ინციდენტი იყო ქეთისთან, რაც აღწერე მარტივი საპატიებელი არ იყო, უნდა გაბრაზებული მაინც ცოტა... გიორგი
ძალიან მომეწონა და ვიცინე კოდეც

 


№11  offline მოდერი abezara98

kora
პირველ რიგში მადლობა უნდა გითხრა ასეთი თბილი ისტორიისთვის. საუკეთესოა რაც დღეს წამიკითხავს საიტზე. საოცრად დადებითი ემოციებით ამავსო და ისეთი გადამდები ღიმილით დამტოვა, რომ ამ დრომდე ასე მიღიმება და სიხარულს მანიჭებს.
ჰო, ერთი რაღაც მაინც უნდა ვთქვა, უთქმელობა არ მომასვენებს :) ის სცენა საპირფარეშოში მესმის რომ მეტი სიმძაფრისთვის გამოიყენე, მაგრამ მეტისმეტად მებანალურა გიორგისგან აბსურდული ახსნა. ქალები დიდი ეშმაკები ვართ ვაღიარებ, მაგრამ არადამაჯერებელია კაცი ძალით შეგათრიოს ქალების საპირფარეშოში და ასევე ძალით გაკოცოს. პატარა ბიჭივით გამოუვიდა, რო მიყვებოდა იქ არ უნდა ცოდნოდა რისთვის?! ნუ კაცების საპირფარეშოში რო შევარდნოდა ხმას არ ამოვიღებდი და ამის გადასამოწმებლად ავბრუნდი კიდეც კითხვისას, კაცის საპირფარეშო ხომ არ ეწერა თქო :დდდ
ეს მცირე გადახვევა და ახლა ისევ მთლიან ისტორიას მივუბრუნდე :) დემეტრე ისტორიის ცალკე თემაა, საოცარი მუხტი მოდიოდა ამ პერსონაჟისგან და იმდენად მომინდა ეს ბიჭი, ზუატად ეს დემეტრე რეალური ყოფილიყო, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემ. ცოლთან და ცოლის დასთან მისნაირი დამოკიდებულება დღევანდელ დროში იშვიათია და ამიტომ შემიყვარდა ეს გამორჩეული ბიჭი. გიორგი ბიჭი სიყვარულია<3 მარი უსაყვარლესი და უთბილესი გოგოა და ვგიჟდები ამ ისტორიის ყველა პერსონაჟზე ❤️❤️❤️

ღმერთო, მართლა არც კი ვიცი რა ვთქვა. ასეთ შეფასებას ნამდვლად არ ველოდი scream scream კი, გეთანხმები სააბაზანოს სცენა ნამდვილად ცოტა ბანალური გამოვიდა, მაგრამ... sweat_smile ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes heart_eyes

სიყვარული გულს გვტკენს
ღადაობ? ოთხი წელი, ოთხი წელი ცოტაა? ძანნ მაგარი გამოვუდა, უბრალოდ აღფრთოვანებული ვარ????????????????????

შენ არ იცი, რამდენ ხანს ვცდილობდი ამ ისტორიის დასრულებას, რომ ისეთი გამოსულიყო, როგორადაც ჩავიფიქრე smile ძალიან მიხარია, თუ ამდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა heart_eyes

Someone wandering
ძალიაან სასიამოვნო და საყვარლობა ისტორიააა.
უცეცხლეესი წვილიააა
დემეზეე ვგიჟდებოდიი და მის ლობჟოზე დამოკიდებულებიით
მიყვაარს ეს ოთხეულიი
ჟორჟი მგარი ტიპიიაა
დააა ანდრეა და ვიოლაც მევასებაა
დაა,ვაფშე შენ მაგარი ტიპშა ხარ,ტო

უნდა ვაღიარო, დემეტრე იყო ის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც გამოვიგონე და რეალობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მგონი, ამიტომაც გამოვიდა ასეთი იდეალური sweat_smile დანარჩენებს კი ნამდვილად ჰყავთ რეალობაში არსებული ორეულები bowtie მადლობა, ასეთი თბილი კომენტარისტვის და მიხარია, რომ მოგეწონა და გაგახარა, მე კი შენმა კომენტარმა გამაბედნიერა ❤❤❤

babi3001
აუუ ძააან მაგარი ისტორია იყოი მომეწონა ძალიან განსხვავებული და ძალიან საყვარლობაააა ყოჩაღ <3333

მართლა ძალიან მიხარია, რომ ასე მოგეწონა heart_eyes მგონი, მე უფრო ვარ თქვენი ასეთი კომენტარებით აჟიტირებული ბედნიერი heart_eyes

terooo
თამუნა მეგობრის სახელი დაარქვა, მომეწონა დემე, სასწაულად თან... საუკეთესო და ნატა... სამსახური .... რრუსო .,, ერთადერთი რაც სწწრაფად გაიარე ეს ბანკეტის ინციდენტი იყო ქეთისთან, რაც აღწერე მარტივი საპატიებელი არ იყო, უნდა გაბრაზებული მაინც ცოტა... გიორგი
ძალიან მომეწონა და ვიცინე კოდეც

მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის blush კი, ვიცი, რომ მართლა არ მივაქციე დიდი ყურადღება მაგ სცენას და ისეთი არ გამოვიდა, როგორიც უნდა ყოფილიყო confused ძალიან გამიხარდა, რომ საბოლოო ჯამში მაინც მოგეწონა heart_eyes

 


№12  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ვფიქრობდი წამეკითხა თუ არა და გავბედე
სიმართლე გითხრა არც მინანია და არც ვინანებ !!
რადგან აშკარად ღირდა ამ ისტორიის წაკითხვა იმდენად დალაგებულად და დახვეწილად გაქვს ყველაფერი გადმოცემული აშკარად ეტყობა რომ ბევრი გიშრომია და დასაფასებელია ♥️♥️
ფაქტია რომ ძალიან კარგად წერ და ასე უნდა განაგრძო რადგან გამოგდის მადლობა რომ ასე მასიამოვნე ამ ისტორიით ♥️♥️♥️ წარმატებები ♥️

 


№13  offline მოდერი abezara98

ტკბილიწიწაკა
ვფიქრობდი წამეკითხა თუ არა და გავბედე
სიმართლე გითხრა არც მინანია და არც ვინანებ !!
რადგან აშკარად ღირდა ამ ისტორიის წაკითხვა იმდენად დალაგებულად და დახვეწილად გაქვს ყველაფერი გადმოცემული აშკარად ეტყობა რომ ბევრი გიშრომია და დასაფასებელია ♥️♥️
ფაქტია რომ ძალიან კარგად წერ და ასე უნდა განაგრძო რადგან გამოგდის მადლობა რომ ასე მასიამოვნე ამ ისტორიით ♥️♥️♥️ წარმატებები ♥️

მართლა ძალიან მიხარია თუ მოგეწონა და თვლი, რომ დრო ტყუილად არ დაგიკარგავს blush მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისა და შეფასებისთვის heart_eyes heart_eyes

 


№14  offline მოდერი N1penguin

საიტზე ამ მოთხრობის გულისთვის დავბრუნდი. ცოტა მეწყინა ჩემ გარეშე რომ ატვირთე, მაგრამ გპატიობ laughing blush ძალიან საყვარლობა იყო heart_eyes heart_eyes რაღაცნაირად წერის გაგრძელება მომანდომა, სანამ ვკითხულობდი wink თბილი ისტორიაა და ბევრ მომენტში ვგულშემატკივრობდი პერსონაჟებს laughing თან ხომ იცი, რამდენად არ მიყავრს ნერვების შეტოვება ისტორიებზე და ამ ისტორიამაც გამახარა იმით, რომ არ დამაგლიჯა ნერვები, ძალიან მაინც sweat_smile ჰოოოდა, ველოდები სხვა ისტორიებსაც kissing_heart kissing_heart

 


№15  offline მოდერი abezara98

N1penguin
საიტზე ამ მოთხრობის გულისთვის დავბრუნდი. ცოტა მეწყინა ჩემ გარეშე რომ ატვირთე, მაგრამ გპატიობ laughing blush ძალიან საყვარლობა იყო heart_eyes heart_eyes რაღაცნაირად წერის გაგრძელება მომანდომა, სანამ ვკითხულობდი wink თბილი ისტორიაა და ბევრ მომენტში ვგულშემატკივრობდი პერსონაჟებს laughing თან ხომ იცი, რამდენად არ მიყავრს ნერვების შეტოვება ისტორიებზე და ამ ისტორიამაც გამახარა იმით, რომ არ დამაგლიჯა ნერვები, ძალიან მაინც sweat_smile ჰოოოდა, ველოდები სხვა ისტორიებსაც kissing_heart kissing_heart

შენს კომენტარს და შეფასებას რომ ყველაზე მეტად ველოდები და ვაფასებ, ხომ იცი, არა? heart_eyes ეს ერთი მაპატიე და გპირდები, მეორედ აღარ ვიზამ sweat_smile heart_eyes

 


ვაიმე როგორი თბილი,ტკბილი,პოზიტიური და გემრიელი იყო relaxed მთელი საღამო გამილამაზა<3

 


№17  offline მოდერი abezara98

შემოდგომის-ფერი
ვაიმე როგორი თბილი,ტკბილი,პოზიტიური და გემრიელი იყო relaxed მთელი საღამო გამილამაზა<3

ვაიმე, მე ის მიხარია, შენ რომ ასე ძალიან მოგწონს heart_eyes მადლობა, რომ წაიკითხე heart_eyes

 


№18 სტუმარი Maarx

აუ ესეც ძაან მაგარი იყო ???????????? პოზიტიური და თბილი????ძალიან ვისიამოვნე...ცოტა გამიგრძელდა წაკითხვა (ავად ვიყავი) და ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი????????????????????

 


№19 სტუმარი Maarx

რატო ვერ ვწერ კომენტას?????4 დღეა რაც დავასრულე და მხოლდო ეხლა შევძელი კომენტარის დამატება????

 


№20 სტუმარი Maarx

აუ დემეტრე რა კაი ტიპია მიყვარს ????????როგორ მომწონს მისი პერსონაჟი ????❣

 


№21  offline მოდერი abezara98

Maarx
აუ ესეც ძაან მაგარი იყო ???????????? პოზიტიური და თბილი????ძალიან ვისიამოვნე...ცოტა გამიგრძელდა წაკითხვა (ავად ვიყავი) და ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი????????????????????

Maarx
რატო ვერ ვწერ კომენტას?????4 დღეა რაც დავასრულე და მხოლდო ეხლა შევძელი კომენტარის დამატება????

Maarx
აუ დემეტრე რა კაი ტიპია მიყვარს ????????როგორ მომწონს მისი პერსონაჟი ????❣

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა სიხარულო ❤❤ და პირობას ვდებ, შემდეგი გზაშია და მალე იქნება ❤❤❤

 


№22 სტუმარი Maarx

abezara98
Maarx
აუ ესეც ძაან მაგარი იყო ???????????? პოზიტიური და თბილი????ძალიან ვისიამოვნე...ცოტა გამიგრძელდა წაკითხვა (ავად ვიყავი) და ერთი სული მქონდა როდის დავასრულებდი????????????????????

Maarx
რატო ვერ ვწერ კომენტას?????4 დღეა რაც დავასრულე და მხოლდო ეხლა შევძელი კომენტარის დამატება????

Maarx
აუ დემეტრე რა კაი ტიპია მიყვარს ????????როგორ მომწონს მისი პერსონაჟი ????❣

ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა სიხარულო ❤❤ და პირობას ვდებ, შემდეგი გზაშია და მალე იქნება ❤❤❤

<33333

 


№23  offline წევრი კატალეა

1/50 - ღამე გამათევინა. ძალიან კარგი იყოოოო.

 


№24  offline მოდერი abezara98

კატალეა
1/50 - ღამე გამათევინა. ძალიან კარგი იყოოოო.

მართლა არ მოველი ხოლმე, რომ რომელიმე ჩემი ისტორია ღამეს გაათენებინებს ხალხს და ასე მოეწონებათ sweat_smile მადლობა, რომ წაიკითხე heart_eyes heart_eyes

 


№25  offline წევრი sole_soul

რაღაც უფრო ახალგაზრდული და "ქაჯური" ისტორიაა კარგი გაგებით. ყველაფერი ადვილად აღსაქმელი იყო და ჩათრევითაც საკმაოდ ჩამითრია. მიყვარს ასეთი ისტორიები ❤️❤️❤️❤️

 


№26  offline მოდერი abezara98

sole_soul
რაღაც უფრო ახალგაზრდული და "ქაჯური" ისტორიაა კარგი გაგებით. ყველაფერი ადვილად აღსაქმელი იყო და ჩათრევითაც საკმაოდ ჩამითრია. მიყვარს ასეთი ისტორიები ❤️❤️❤️❤️

სიტყვებიც აღარ მყოფნის, რა გითხრა, არ ვიცი flushed მადლობა, სიხარულო ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent