შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვნების სურნელი! #6


9-01-2019, 22:18
ავტორი Phoenix..
ნანახია 5 846

მეგობრის ზარის შემდეგ ქუჩაში სულ ფრთხილად დადიოდა, ისე რომ არსად გადაჰყროდა მის შავ თვალებს.. სახლის კარები შეაღო , სანათი ჩართო და გარემოს მოავლო თვალი. ასეთ ფუფუნების უფლებას პირველად აძლევდა თავს. გამოიცვალა და მსუბუქად ისადილა. მაგიდაზე მიყრილ ფურცლეს დაჰყურებდა და ფერებს არჩევდა დედის ზარმა რომ მოსწყვიტა საქმეს..
-დეე როგორ ხარ?-მხიარულად კითხა და ფეხები სკამზე ააწყო..
-მე კარგად დეე, შენ როგორ ხარ? როოგორ მიდი საქმეები?
-მშვიდად, ყველაფერი კარგადაა, როდის იღებ შვებულებას?
-იანვარში წამოვალ დედა მაგრამ ჯერ ზუსტად არ ვიცი..
-ვაიმეე მართლა დეე? აუუ რა მაგარიაა.. ხოდა ახალ სახლსაც ნახავ.! -დიდი სიხარულით ესაუბლებოოდა. საახალწლო მზადება იყო მთელს ქალაქში. ყველა ქუჩა ირთვებოდა ნაირ-ნაირი სანათით.. სახლებში უკვე ნაძვისხეს დგამდნენ.. ელენა კი არც ცდილობდა საზეიმო განწყობის შექმნას, სამსახურში მუდამ დაბღვერილი დადიოდა..
-ამ უქმეებზე ვგეგმავ საახალწლო ღონისძიების გაკეთებას, დიზაინერი რათმქმაუნდა შენ იქნები, მინდა გრანდიოზული წვეულება გამოვიდესს..-ახვლედიანი კაბინეტში იჯდა ბატონი თემო და მშვიდი სახით უთვალიერედა სახის ნაკვთეს.. ამ კაციდან სულ მოდიოდა რაღაცნაირი ენერგია.. ხვდებოდა და გრძნობდა კაცის ემოციებს.
-ასეც იქნება, ბატონო თემო..
-მშვენიერიაა, თანხებს არ დავიშურებ.. -ფეხზე წამოდგა და მაგიდაზე ორი თითი დააკაკუნა..-წარმატებები, პარასკევს ველოდები ანგარიშს.. -ხმა აღარ ამოუღია ქალბატონ ახვლედდიანს. მაშინვე მზადება დაიწყო, მიუხედავად იმისა რომ სულ რამდენიმე დღე ჰქონდა საერთოდ არ ღელავდა. დარბაზიც აარჩია ლამაზი ბაღით, განკარგულებებს მკაცრად გასცემდა და საბოლოო ჯამს ყველაფერი იდეალურად გამოვიდა..მთელი გოონებით ცდილოდბა თავის საქმეში ჩაეფლო რომ წამიც არ ჰქონოდა დიმიტრიზე საფიქრალი. არ უნოდა სუსტი ქალივით მოქცეოდა. მისი დანახვისას არ უნდა ჩავარდნოდა ხელებში.. დარწმუნებულია ძალიან.. უსაშველოდ გაუჭირდება განზე დგომა და შორიდან ყურება მაგრამ.. არასდროს არ ჩაუვარდება მკალვებში.. ოჰ ღმერთო ნეტა განახათ რა ხდება ამ „ძლიერი“ქალის გულში..როგორ უწივიან დიმიტრის მოგონებები და თავს ახსენებენ.. აი ასე ხელებით ძალით იჭერენ და სახეში უყურებენ.. უყვირიან და აიძულებენ გაიხსენოს.! აიძულებენ იყოს სუსტი..
საღამო იყო სარკის წინ იდგა საცვლეის ამარა და უყურებდა საკუთარ თავს.. კმაყყოფილი.! საწოლზე ლამაზად მიფენილი ვერცხლისფერ, მთლიანად მბზინავი თვვლეით დაფარულ კაბას დახედა. ფრთხილად აიღო და სხეული ამ მშვენიერებით დაფარა. ლამაზი დეკოლტე მკერდს უფრო ლამაზს უჩენდა.. გრძელ ბროლივით ყელზე ლამაზი სამკაული ეკეთა თხელი ჯაჭვით რომელიც მკერდამდე ჩადიოდა და ასე თავხედურად ჰქონდა თავი ჩაყოფილი მკერდს შორის.. მბზინავი მუქი ყავისფერი თმა, ცხენის კუდად შეეკრა . სახეზე მკრთალი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული მაგრამ მთელი დატვირთვა მისმა ტუჩებმა აიღეს. ეს ვნებიანი ბაგეები წითლად იყო დაფარული.. ლამაზი შავი ბეწვი მოიცვა და სახლიდან გავიდა.. როცა დარბაზში შევიდა უკვე ყველა მისული იყო. ალბათ ასი წყვილი თვალ უყურებდა და საერთოდ არ აღელვებულა, მშვიდად მიაწოდა პერსონალს მოსაცმელი და ასეთი გამომწვევი ტანის რხევით შევიდა და ცენტრში დადგა..
-მეგონა არ მოხვიდოდი.. -ზურგს უკან თემოს ხმა მოესმა.. ნაზად შებრუნდა უფროსისკენ და ყავისფერი თვალები მიანათა..-უმშვენიერესი ხარ ელენა.
-დიდი მადლობა ბატონო თემო, როგორ მოგწონთ დარბაზი, მგონი კარგი გამოვიდა არაა? !
-შენს ფონზე ვერაფერს ვამჩნევ..-დაძაბული უყურებდა ქალს.. მშვენიერ ქალს..
-კარგით რას ამბობთ..-თითქოს დაიმორცხვა მაგრამ არამც და არამც.. კმაყოფილი ასეთი შეფასებებით.! შამპანიური მიაწოდა უფროსმა და გვერდით ამოუდგა.. ღიმილით საურობდნენ, საერთოდ არ აწუხედათ ამდენი შურით მომზირალი საზოგადოების აზრი..
-რაღაც უნდა გთხოვო..
-გისმენთ.-გაუღიმა და ჭიქის ბოლოს დარჩენილი სითხე დალია.
-გთხოვ გვიმღრე.
-უი რას ამბობთ.. არაა.. თან მშვენიერი ბენდი გვყავს დაქირავეული.. -შეიცხადა..
-ელენა გთხოვ..
-კი მაგრამ მე არ შემიძლია სიმღერა..
-აბა რას ამბო ადრე ხომ იმღერე?
-ის სახლი იყო 20 კაცით მხოლოდ და აქ.. არაა ვერ შევძკებ.
-გიბრძანო?! ნუ მახვეწინებ რაა.
-რას ვიზამთ.. კაი.. -ტუჩები ერთმანეთს გაუსვა და ჭიქა დახლზე დადო.. სცენაზე ავიდა ბატონი თემო და გამოაცხადა.. მშვიდად დაჯდა როიალის წინ, სკამი გაისწორა და ღრმად ამოისუნთქა.. თითები ნელა შეახო სპოლოსძვლის ფერ კლავიშებს და ხმა ამოუშვა.. მთელი გრძნობით მღეროდა.. ნუშისფორმის თვალები ხან დახუჭული ჰქონდა და ხანაც ერთ წერტილს მიშტერებოდა..
უკან კედელს მიყრდნობილი კაცს კი სულში უძვვრებოდა ხმა და გულს მალამოდ ედებოდა.. ის რამდენიმე სიტყვა რომელიც პროფილით მჯომი ქალისგან ესმოდა.. ის გრძნობით ნათქვამი სიტყვები აძლევდა ძალას.. რომ ეს ქალი საკუთრად ექცია..
„გადამრიე.. გადამრიეე.. ამირიე ფიქრები.!
და თუ ლოდინს გადავურჩი.
მუდამ შენი ვიქნები.! „ -რამდენიმე სიტყვა სრულიად საკმარისი იყო გონს მოსასვლელად.. ყელმოღერებული, თვალებ დახუჭული, კლავიშებს აკნესედა და გრძნობებში ჩაკარგულიყო.. მომენტებში მინაბულს ეღიმებოდა.. ეს გულ-მკერდი ხომ სულ აფორიაქებდა,სრულიად უკარგავდა გონებას, თან როგორ ნელა აუიდ-ჩაუდიოდა..ამას ასე ვერ უყურებს.. სწრაფად მოიყუდა ჭიქა და სასმელი ბოლომდე დაცალა.. ყოველ ამოსუნთქვას კაციც ჰყვებოდა, თითქოს ცდილობდა ერთ რიტმში ესუნთქათ..
„ ჩუმდა თენდება, ჩუმად ღამდება,
ციმციმებს, ქრება თვალებზე ცრემლი,
ვეღარ ვისვენებ მერევა დარდი
და დამშვიდებას მე შენგან ველი.. „ სუნთქვას ამოაყალა ბოლო სიტყვები და ლამაზი თითებიც მოაშორა კლავიშებს.. ოვაციებით შეხვდა მის გამოსვლა ხალხი.. დაბრუნდა უკან და თვალზე მოწოლილი ცრემლი უკან გადააგორა..
-რას არ მივცემდი ესე გრძნობით ჩემთვის რომ გემღერა.. -მოულოდნელოისგან შეკრთა..“აქ რას აკეთებს? აქ რა უნდაა! „ ღრმად ამოისუნთა და მისკენ შებრუნდა.. -უღმერთოდ ლამაზი ხარ..
-მადლობა..-როგორ შეცვლილა იცის.. თმაში ჭაღარა შერევია.. მხრები უფრო განიერი აქვს ვიდრე ადრეე. სახე უფრო დასერიოზულეული და თვალები უფრო ჩაშავებული.. წვერიც მოზრდილი ჰქონდა.. შავ წვერშიც უჩანდა ჭაღარა.. სმოკინგში პირველად ხედავდა, სხეულზე მჭიდროდ მომდგარ პერანგში ისე მაცდურად მოუჩანდა კანი სულ დაიბნა ახვლედიანი.. რამდენჯერმე დალაგებული აზრი რომელიც უნდა ეთქვა შეხვედრის დროს სულ ამოუვარდა გონებიდა და ასე მოურიდებლად ათვალიერებდა საყვარელ.. მონატრებულ მამაკაცს.. ელენასკენ წასული ჯაფარიძე, ქალის ლამაზმა მტევანმა შეაჩერა, აი იმ მტევანმა წუთის წინ გრძობებით რომ უკრავდა... -ძალიან გთხოვ, არ მომიახლოვდე.!
-ეს ბრძანებაა თუ თხოვნა?-თავი გვერდით გადახარა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.. ის წარბი ასე რომ უხდებოდა თავისი შრამით კასც მაღლა აეზიდა და ქალს დაჰყურებოდა..
-როგორც გინდა ისე გაიგე.! მე შენთან არანაირი საქმე არ მაქვს..
-აბა ის სურნელი რატომ გაქვს ისევ?! -სახე მისწია და სურნელი შეიყნოსა, არადა ქალს დაავიწყდა სუნამოს დასხმა წამოსვლისას.. -თვალებში მიყურე.!-ვაიი, ეს ხმა როგორ აღელვებს.. როგორ ენატრებოდა თურმე, საერთოდ არ ეგონა ასეთი მონატრება თუ შეეძლო.
-მე თვალებში აღარ ვუყურებ იმ ადამიანებს რომელბიც არ მანაღვლებენ.- მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ამ ორ დიდ გრძნობას გრძნობს.. მაინც ვერ აპატიებს ასე წასვლას.. ალბათ წასვლას აპადიებდა, მაგრამ დავიწყებას ვერა და ვერ აპატიებს.. მისტვის მხოლოდ ღამის პარტნიორი იყო..
-ელენა ახვლედიანი, ჩემი შეხებისსას რომ კანკალებდა.. რა გინდა თქვა რომ აღარ განაღვლებ?-ხელის ზურგი დაუსვა ქალს მოშიშვლებულ მკლავზეე და აი ისევ ახვლედიანი სხეულმა გაყიდა.გაეღიმა ჯაფარიძეს. -ახლა წავალ.! გპირდები დავიმსახურებ შენს პატიებას.! გეფიცები.. დაგიმსახურებ..-ისე მივიდა მასთან ახლოს ვერც კი მიხვდა, მის ნაზ ლოყას ეხებოდა კაცის წვერიანი სახე და გრძნობდა მის გრილ სურნელს.. -დაგიმსახურებ.. და ისევ დავაბრუნდებ ჩვენი ვნების სურნელს..იცოდე რომ ვნება სიყვარულის თანასწორია.! -ნაზად აკოცა ტუჩის ქვემოდ არსებულ ხალს და მომღიმარმა დატოვა ელენა.. გონს მოსულმა სწრაფად გაიქცა საპირფარეშოსკენ, კარები ჩაკეტა და ნიჟარას დაეყრდნო, საკუთარ ანარეკლს უყურა.. ჯერ ნიკაპი აუკანკალდა, თვალები აემღვრა, ერთი ამოიკვნესა და ცრემლებმაც გაიკვალეს გზები მის ლამაზ სახეზე.. მხრები უკანკალებდა თავი დაეხარა და ხელით ძლიერად ეჭიდებოდა მარმარილოს ფილას.!
-ბატონო თემო..-რამდენიმე კაცს მიუახლოვდა და ხმადაბლა თქვა..
-აი ესეც ჩვენი საღამოს დედოფალი..-წელზე ხელი მოხვია.. -ესენი ჩემი პარტნიორები არიან..
-სასიამოვნოა.
-ჩვენთვისაც, საოცარი ხმა გაქვს. ყველა განაბულები გისმენდით..
-დიდი მადლობა..-უფროსისკენ შებრუნდა..-ორ წუთს ხომ ვერ დამითმობთ?
-რათქმაუნდა.. უკაცრავად.-მამაკაცეს გახედა და ახვლედიანს უკან გაჰყვა..
-ბატონო თემო მე უნდა წავიდე რა..
-ესე ადრე რატომ?-დანაღვლიანდა კაცი..
-თავს კარგად ვერ ვგრძნობ. და მირჩევნია წავიდე..
-როგორც გინდა.. დამიცადე დავემშვიდობები და გაგიყვან.. -უთხრა და მოშორდა ახვლედიანს. ეს უნდოდა ახლა? უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.-წავიდეთ.
-არ შეწუხდეთ რა ტაქსით გავალ.
-ელენა.! -მკაცრად თქვა და ქალს მოსაცმელი მოახურა. უხმოდ იმგზავრეს სახლამდე.. ფანჯარაში იყურებოდა ახვლედნიანი და მორბენალ ხეებს უყურებდა..სადარბაზოსთან რომ გაჩერდა მანქანა მხოლოდ მაშინ შეატრიალა თავი კაცისკენ..
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო თემო..
-მხოლოდ თემო.. ეს ბატონო მოაშორე..
-კარგი..-გაეღიმა და კარები გააღო.. -ნახვადის.
-ნახვამდის ელენა.. -სადარაზოში შევიდა ისევ თემოს ხმა რომ გაიგო.-ხვალ ერთად ხომ არ გვევახშმა? ცუდად არ მიიღო.. -დაიბნა თაკალვაძე, ქალის გაოცებული თვალების დანახვისას..
-კარგით..-მხრები აიჩეჩა.
-მაშინ საღამოს გამოგივლი..-პასუხად მხოლოდ გაუღიმა და კიბეები აიარა..სახლში შესული ერთიანად მოდუნდა, კაბის ბოლოები აიწია და ფეხზე გაიხადა.. ოთახში საწერი მაგიდის სანათი აანთო და კაბიანი მაგიდას მიუჯდა.. მაშინვე თეთრი თაბახი და ფანქარი აიღო, უთავბოლოდ უსვამდა ფანქრის წვეტს თეთრ ფურცელს და ღაპა-ღუპით წამოსულ ცრემლებს იწმენდდა, საბოოლოდ კიდევ ერთი ჯაფარიძის ნახატი ემატა კოლექციას და ახლა უკვე მშვიდად დაწვა საწოლში.. თვალები დახუჭა..
ფეხის ხმამ შეაკრთო ძილი დაუფრთხო და მაშინვე წამოჯდა.
-აქ.. აქ როგორ მოხვედი?
-სად დამემალებოდი პატარავ.. მომენატრე..-მის საწოლს მიუახლოვდა და ჩამოჯდა, ღამის თხელ პენუარში გამოწყობილი ქალი პირდაპირ მოქმედებდა კაცის გონებაზე..
-არ მინდა აქ რომ იყო..-ამოიკნავლა ძლივს.. კაცის ხელი კი უკითხავად დაცოცავდა ახვლედნიას ფეხებზე..
-ვაიდა როგორ გინდა.. -ხრინწიანი ხმით დაილაპარაკა და მონატრებულ ტუჩებს დაეძგერა.. იმდენად მომთხოვნი იყო ელენაც ვერ უწევდა წინააღმდეგობას.. დანებდა და ხელები კისერძე მოხვიაა.. მაგრამ უცებ ზარის ხმა გაისმა.. ჯერ ძალიან შორიდან ისმოდა მერე უფრო ახლოს მოვიდა და რეალობაშიც დაბრუნდა ჩვენი გოგო.გაანალიზა მომხდარი და მიხვდა რომ სრულიად მისი წარმოსახვა იყო, არადა როგორ გავდა რელობას.. შეშინებული წამოჯდა საწოლზეე, სახე ხელებით მოისრისა და მომღერალ ტელეფონს დახედა..
-ღმერთო ნინი კიდევ კარგი დარეკე..-ტელეფონს უპასუხა ქოშინით..
-რატო რა მოხდა?
-ისეთ რაღაცას ვაკეთებდი სიზმარშიც რომ დიდი შეცდომა იქნებოდა..-ცალი ხელით იცვამდა ხალათს.
-შენ და დიმიტრი მაიმუნობდით?-აკისკისდა ქალი.
-ამ დილაადრეან ისე უბრალოდ არ დარეკავდი შენ.. -კითხვა დააიგნორო..
-აუ დღეს გამოდი რაა.
-ეხლა დარბაზში მივდივარ და მერე ჩემი უფროსი უნდა ვნახო..
-რატომ?
-ვახშამზე დამპატიჟა..
-კაი ჰოო, ოღონდ შენ პაემანზე წადი დაა..
-პაემანი არა.!-მკაცრად თქვაა.
- კაი ხოო რას იღრინები.. ვაიმე ძალიან გაგიფუჭდა ხასიათი ელენაა. -სიცილნარევი ხმით ლაპარაკობდა..
-ნინი გთხოვ ნერვებზე ნუ თამაშობ.. არ ვარ მაგის ხასიათზე..
-კაი ბოდიში.. ანუ ვერ გამოხვალ..
-ვერაა.გვიან დაგირეკავ და ხვალ გნახავ.. -მადუღარიდან ცხელი წყალი ჩამოასხა ფინჯანში..
-კაი პატარაა. – შუადღმდე სახლში იყო, სახლი მიალაგა. წინა ღამეზე იფიქრა ცოტა და უკვე მომზადებული ჩანთით დარბაზში წავიდა.. სარბენ ბილიკზე შავი მბზინავი ელასტიკით დარბოდა, ზურგს მხოლოდ ტოპის სქელი რეზინები უფარავდა და ნეკნებზე არსეული ნახატი ლამაზად მოუჩანდა.. ყურსასმენებში სამოტივაციო სიმღერები ისმოდაა და სირბილს ამის ფონზე არ წყვედა.. მერე ნელ-ნელა შეანელა სვლა და უკვე სიარულზე გადავიდა.. ორი საათი დაჰქო დარბაზში და სახლში დაბრუნდა, ცხელი შხაპი ესიამოვნა ახვლედიანს.. მოემზადა და სანმ თემომ დაურეკა მანამ რამდენიმე საქმის გაკეთებაც მოსწრო.. თალაკვაძის ზარის მერე მანტო მოიცვა და კაკუნით დაუყვა კიბეებს..
-გამარჯობა ელენა..-მანქანაში ჩაჯდა და გადაკოცნა .
-გამარჯობა თემო...-გაუღიმა.-ძალიან ცივა გარეთ.. -თქვა და ღვედი შეიკრაა.
-მე გადავწყვიტო სად წავიდეთ თუ შენ გაქვს შერჩეული?-მანქანა დაძრა და გამოხედა მის გვერდით მჯომს..
-შენ გადაწყვიტეე. -რამდენიმე წუთში მშვიდ რესტორანთან გაჩერდა.. მშვიდი გარემო იყო დარბაზში, მაგიდას მიუსხდნენ და კერძებიც შეუკვეთეს წითელ ღვინოსთან ერთად.. ზოგად თემებზე საუბრობდნენ, არ უცდია თემის გადახვევა თალაკვაძეს, მიჰყვებოდა ქალს და დაფრთხობას არ აპირებდა.. ძალიან მიხვედრილი კაცი გახლდათ თემური თალაკვაძე 30ს მიღწეული მამაკაცი კარგი გამოცდილებით.. ხვებოდა რომ ელენა ახვლედიანი მას როგორც მამაკაცს არასდროს შეხედავდა და მიუხედავად ამისა მაინც სურდა კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას.. საღამო მშვიდად გაატარეს, უკეთესად გაიცნეს ერთმანეთი და სახლამდეც ასეე მშვიდად მიიყვანა..
-ელენა არ მინდა იფიქრო შენს შემას ვცდილობ..-საჭეზე ჰქონდა ხელი ისე საურობდა.. -არ მინდა რაღაც-რაღაცეები ცუდად გაიგო..
-მშვენივრად ვხვდები თემო და ძალიან ვაფასებ ამას.. მიხარია შენნაირ უფროსი და უკვე მეგობარი რომ მყავს.. -თბილად გაუღიმა..
-თუ აზრს შეიცვლი და ჩათვი რომ ოდნავი შანსი მაინც მექნება შენთან ძალიან გამახარებ..-მაინც ვერ მოითმინა და მისდამი სიმპათიები არც დაუმალავს..
-ღამემშვიდოის.. -ღიმილით დატოვა მანქანა და კიბეები სწრაფად აირბინა.. სახლში მარტოდ დარჩენილმა ცხელი ჩაი მოიმზადა და პლედით დაჯდა დიდ ფანჯარასთან საიდანაც მთელი თბილისის ხედი მოსჩანდა.. სიბნელეში განათებუ ქალაქს უყურებდა და კვლავ იქ ერთ-ერთ კორპუსში არსებულ ბინაზე ფიქრობდა...
-ნეტა სად ხარ ახლა? ან საერთოდ ფიქრობ ჩემზე? გუშინდელი შენი სიტყვები რას ნიშნავდა, ან ვნება სადაა ჩვენს შორის ან სიყვარული თუ მართლა არსებობს? დიმიტრი ასე რატომ იცი ხოლმე? გამოჩნდები ამირევ ძლივს დალაგებულ გრძნობებს და ისევ ქრები უკვალოდ.. ვერ გამირკვევია რა გინდა ჩემგან.. უნდა მიხაროდეს შენი გამოჩენის თუ უნდა მეშინოდეს მომავალში დაშვეული შეცდომების? -გახედა სივრცეს და ჩაიკარგა მასში.!

***
გამარჯობათ ჩემო საყვარლებო.. <3 მოკლედ ასე ძალიან რომ გინდოდათ ახალი თავი დღეს მუზეის შემოტევა მქონდა და დავწერე.. დიდი ვერ გამოვიდა მაგრამ ესეც ხომ რაღაცას ნიშნავს.. აჰაა და ისიამოვნეთ.. იმედია მოგეწონებათ. <3



№1  offline წევრი Onlyyou

რა კარგი ხარ ???????????? ძალიან საინტერესო იყო და იმდი მაქვს ახალი თავი უფრო საინტერესო იქნება ???????? წარმატებები

 


№2  offline მოდერი Phoenix..

Onlyyou
რა კარგი ხარ ???????????? ძალიან საინტერესო იყო და იმდი მაქვს ახალი თავი უფრო საინტერესო იქნება ???????? წარმატებები

დიდი მადლობა❤️

 


№3  offline წევრი Mariammmo

აუუუ ძალიან ძალიან ცოტაა :(((

 


№4  offline მოდერი Phoenix..

Mariammmo
აუუუ ძალიან ძალიან ცოტაა :(((

ვიციი გუშინ რაც მოვასწარი ეს იყო.. დღეს კიდევ ვეცდები დავწერო და დავდოო.. <3

 


№5  offline წევრი elene2619

აუ როგორი გოგო ხარ შენ heart_eyes
ჩვენთვის მკითხველისთვის ყოველთვის ცოტაა რაცარუნდა ბევრი დაწერო ამიტომ არ იღელვო შენ joy
რაც შეეხება ისტორიას კი ძალიან ძლიერია... სწორადაა ემოციები გამოხატული და ზედმეტი სიტყვების რახარუხის გარეშე იგრძნობა ყველაფერი.... მიყვარხარ არ უთქვამთ მაგრამ მგონი სიყვარულზე მეტს გრძნობენ heart_eyes
ველოდები განვითარებსას... ბევრი წარმატება შენ heart_eyes

 


№6  offline მოდერი Phoenix..

elene2619
აუ როგორი გოგო ხარ შენ heart_eyes
ჩვენთვის მკითხველისთვის ყოველთვის ცოტაა რაცარუნდა ბევრი დაწერო ამიტომ არ იღელვო შენ joy
რაც შეეხება ისტორიას კი ძალიან ძლიერია... სწორადაა ემოციები გამოხატული და ზედმეტი სიტყვების რახარუხის გარეშე იგრძნობა ყველაფერი.... მიყვარხარ არ უთქვამთ მაგრამ მგონი სიყვარულზე მეტს გრძნობენ heart_eyes
ველოდები განვითარებსას... ბევრი წარმატება შენ heart_eyes

როგოროო მახარებს ასეთი შეფასებებიი მადლობა ამხელა დადებითი ემოციებისთვიი❤️❤️❤️

 


№7  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

საინტერესოა მომწონს თუმცა ძალიან აგვიანებ და ძაან ცუდია
წარმატებები და გელოდები თავებსაც თუ გაზრდი უკეთესი იქნება
წარმატებები

 


№8  offline წევრი Margo Tokyo

გუშინ წავიკითხე ძველი ისტორიები და ძალიან მომეწონა, სასიამოვნოდ წერ, არ მხვდება უხეში შეცდომები.????
ეს ისტორიაც მომეწონა,
მართალია, დიმკას გაჭედვები ცოტა გაღიზიანებას იწვევს, თუმცა მომწონს ეს წყვილი ;დ

 


№9  offline წევრი Takk.22

ახალ თავს როდის დადებ?

 


№10  offline მოდერი Phoenix..

Takk.22
ახალ თავს როდის დადებ?

ვწერ ჩემო კარგო და დღეს დავამატებ აუცლელად. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent