შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამორჩეული (მეორე ნაწილი)


9-01-2019, 23:43
ავტორი დამწყები
ნანახია 1 330

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიჭები კლუბში წავიდნენ , დავითი მთელი გზა ჩუმად იყო და იღიმოდა, ირაკლი კი ბრაზდებოდა ძმაკაცის ასეთ ქცევაზე., რატომღაც დავითმაც და დიმიტრიმაც თავიდანვე ჩათვალა რომ ირაკლის აუცილებლად მოეწონებოდა თაკო , ამაზე კი ირაკლი ბრაზდებოდა, ვერ ხვდებოდა როდის გაიცნეს ასე კარგად მისი გემოვნება გარშემომყოფებმა, მეორემ ხრივ აკვირდებოდა თაკოს და როცა ბოლომდე იაზრებდა რამდენად თავდაჯერებული იყო გოგო , ამაზეც ღიზიანდებოდა, იქნებ თვითონ თაკოც ფიქრობდა რომ აუცილებლად ყველას მოხიბვლა შეეძლო. ზოგჯერ დარწმუნებულიც კი იყო ირაკლი რომ თაკოს თავის თავზე იმაზე გაცილებით დიდი წარმოდგენაც კი ჰქონდა ვიდრე რეალურად იყო, და სურდა რომ ეს ეგრძნობინებინა მისთვის , რომ ისეთი არაფერი იყო, როგორიც სხვა ნებისმიერ გოგოს არ შეეძლო გამხდარიყო. თუმცა ეს ყველაფერი ირაკლის ფიქრებში ხდებოდა, რეალურად კი როცა თაკოს ხედავდა, მის ქცევებში რამდენიც არ უნდა ეძებნა ვერ პოულობდა ვერაფერს გამაღიზიანებელს, გოგოს თავაზიანი ღიმილი ჰქონდა, თავდაჭერილი იყო , ხშირად დაღლილი, არაფერი ეტყობოდა თავში ავარდნილი გოგოსი, რომელიც მამას ფულებით არის გათამამებული. ყოველთვის უშუალო იყო, შეხვედრაზე კი უბრალოდ მკაცრად ცდილობდა საკუთარი აზრის დაცვას. გოგოს მუდმივად ეტყობოდა უძილობის კვალი და დაღლილობა, იბრძოდა რომ ბევრისთვის მიეღწია, თუმცა ასაკთან მიმართებაში საკმაოდ ძლიერი ჩანდა, სულ რაღაც 23 წლის, ასაკში უკვე მყარად იდგა ფეხზე.
კლუბში ირაკლი ცოტა უხასიათოდ იყო, მარტივად მიიპყრო ძმაკაცების ყურადღება
- ამას რა სჭირს?
- მოიცა ჯერ შთაბეჭდილებების ქვეშაა- იცინოდა დავითი
- რა ხდება, რა შთაბეჭდილებები
- დღეს შეხვედრაზე მისი მეზობელი გაიჩითა- დავითი ალმაცერად უყურებდა ირაკლის, ირაკლი კი დაღლილი სახით იჯდა, იქვე კლუბში გოგონებს ათვალიერებდა, და ცდილობდა დავითის პროვოკაციებს არ წამოგებოდა
- არა გოგოებს კი კარგად ათვალიერებს, ღიმილით ჩაერია ლევანი- მაგრამ მეზობელს იქ რა უნდოდა
- აღმოჩნდა რომ დიმიტრი და მამამისი პარტნიორები არიან და უფრო მეტიც, გახსოვს დიმიტრი რომ ყვებოდა ერთ გოგოზე , აღმასრულებელ დირექტორად რომ დანიშნეს , თავად ეგ გოგო ცხოვრობს ირაკლის მეზობლად
- ვახ ჩემით- გაიცინა ლევანმა - საიდან სად აზრზე ხარ- ისე ირაკლი ბედისწერის თუ არ გჯერა მაინც რომ დაგაჯერებს ეგეთი ამბავია.- იცინოდა ლევანი, მაინც ვერ წარმოედგინა ირაკლის ვინმე შეყვარებოდა, ან მასზე ფიქრში გადართულიყო
- ამას ჩემზე ღადაობის მეტი საქმე თუ ქონდეს დედას გეფიცები- ჩაიღიმა ირაკლიმ, მერე დავითს გაუღიმა- აქ ჩემზე სალაპარაკოდ მოხვედი თუ გასართობად? - ირაკლიმ ხელში ვისკის ჭექა აიღო და თავდაჯერებული მორიგი „მსხვერპლისკენ“ გაეშურა, გოგოს ნელა მიუახლოვდა და რიტმულად ააყოლა თავისი მოძრაობები გოგოსას
- რამეს დალევ? კითხა მშვიდად უცნობს
- თქვენ რას სვამთ?
- მეე? ირაკლიმ თავის ჭიქას დახედა- ვფიქრობ თქვენთვის ზედმეტად ძლიერი უნდა იყოს
- მერე რა?)) მაინც მინდა
- მოდი მაშინ მე შეგირჩევ კარგი? - გაუღიმა ირაკლიმ, ხელი გოგოს წელზე მოხვია და ბარისკენ გაიყვანა, ლაითი ალკოჰოლური სასმელი შეუკვეთა გოგოსთვის , გაუწოდა და თან თავისი სახელი უთხრა- მე ირაკლი
- ლიკა- ღიმილით უპასუხა გოგომ თავისი სახელიც, ირაკლიმ გოგო კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, და საცეკვაოდ გაიყვანა- დაახლოებით ნახევარი საათი ჩუმად ცეკვავდნენ, მერე კი დუმილი ირაკლიმ დაარღვია ,
- იცი ცოტა დამღალა ამ გარემომ, მგონი ჯობს ჩემთან ავიდეთ, რამეს გამოვიძახებთ და შეგვიძლია იქ საუბარიც გავაგრძელოთ.
- უხერხული ხომ არაა? ღიმილით კითხა გოგომ -ირაკლიმ ხელი წელზე მოხვია და გასასვლელისკენ წაიყვანა, დავითს ანიშნა აღარ დავბრუნდებიო, და კლუბიდან გავიდა, ტაქსი გააჩერა და გოგო ბინაში აიყვანა.
ლიკა მაღალი , ქერა, გოგო იყო, გამხდარი, ტანის ლამაზი მიხვრა მოხვრა ჰქონდა, მარტივად შეეძლო მამაკაცის მოხიბვლა, თავიდან ირაკლისთან სცადა თითქოს თავის დაფასება, თითქოს ირაკლის მოლოდინებს ვერ გაამართლებდა და ბინაშიც მეამიტი გოგოსავით გაყვა, მაგრამ ირაკლი კარგად იცნობდა ასეთებს და მარტივად შეეძლო მათი დაყოლიება, მითუმეტეს რომ გარეგნობაც საკმაოდ კარგად უწყობდა ამაში ხელს, საბოლოოდ კი მარტივად დაიყოლია გოგონა და მალე აღმოჩნდა ლიკაც მის მკლავებში.
გამთენიისას გოგომ თითქოს დაბნეულმა გაიღვიძა
- არ ვიცი გუსინ რა დამემართა და ასე როგორ დავთვერი
- არაუშავს ამაზე ნუ იდარდებ, მეც ძალიან მთვრალი ვიყავი, ასე რომ დავივიწყოთ
- კარგი,
- ყავას დალევ?
- კი, და აქ რა არის?
- აივანია
- შეიძლება შენი ხალათი მოვიხურო?
- რა თქმა უნდა

გოგონა წამოდგა და ხალათით აივანზე გავიდა, მეზობელ აივანზე კი თაკო იჯდა დაქალთან ერთად და ყავას სვამდა, რაღაცაზე საუბრობდნენ და იღიმოდნენ, მეზობელ აივანზე უცხო გოგოს დანახვაზე თაკოს გაეღიმა, სიტოაცია მოწვა და ეღიმებოდა, აივანზე ირაკლი გამოვიდა ყავით ხელში, თაკოს დანახვისას უცბად შეცბა მაგრამ სცადა არ შეემჩნია, თავის დახვრით მიესალმა თაკოს და სკამზე ჩამოჯდა, ახლაღა გაახსენდა რომ შაბათი დილა იყო და მეზობელი დილაობით ყოველთვის აივანზე სვამდა ყავას. ირაკლიმ სტუმართან განაგრძო საუბარი, თაკოს მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, დაქალთან ერთად რაღაცაზე იცინოდა. მალე კი სახლში შევიდნენ, და ირაკლიმ უკვე მაშინ მოკრა მათ თვალი აივნიან, გამოპრანჭულები რომ ეზოში უცხო მანქანაში ჩასხდნენ.

თაკო მეგობრებთან ერთად სიღნაღში წავიდა, იქ ერთი კარგი რესტორანი იცოდნენ და თავისუფალ დროს ხშირად ჩადიოდნენ. ტელეფონზე უცხო ნომერი ურეკავდა, რატომღაც თაკო შეყოყმანდა ეპასუხა თუ არა ტელეფონისთვის. თუმცა ბოლოს აიღო
- გისმენთ
- გამარჯობა თამარ, ირაკლი ვარ, შენი მეზობელი
- ბატონი დიმიტრის შვილი ხო, დიახ გისმენთ ირაკლი- ცოტა გაკვირვებული ხმით უპასუხა თაკომ
- მგონი არ ელოდი ჩემს ზარს ხო, ჩაიღიმა ირაკლიმ
- სიმართლე გითხრათ არა, მაგრამ გისმენთ
- ცუდ დროს ხომ არ გირეკავ თამარ
- ახლა ქალაქგარეთ ვარ მეგობრებთან ერთად, და თუ რამე სასწრაფო არ არის მოგვიანებით მე თვითონ რომ გადმოგირეკოთ ?
- კი რა თქმა უნდა, უბრალოდ მოდი თქვენობით საუბარი არ გვინდა კარგი?
- კარგი ირაკლი, მოკლედ რომ მოვიცლი დაგირეკავ,
- კარგი ველოდები შენს ზარს თამარ
- კარგი დროებით,

გვიანობამდე ელოდა ირაკლი თამარის ზარს თუმცა , გოგო არც სახლში გამოჩენილა და არც დაურეკავს, , ჯერ კიდევ ჩაფიქრებული ჩასცქეროდა ირაკლი ტელეფონს , უცხო ტოიოტა რომ შეჩერდა ეზოში, თამარი მეგობართან ერთად გადმოვიდა მანქანიდან და თავი მაღლა ასწია, თავის და ირაკლის აივნებს მოჰკრა, ჩაეღიმა და სადარბაზოსკენ მიმავალ გზას გაუყვა. მეგობრები სახლსი შევიდნენ, და სავარძელზე მიესვენნენ. თამარმა ტელეფონს დახედა, შემდეგ უცხო ნომერი მოძებნა რომლითაც ირაკლიმ დაურეკა და დარეკა
- ირაკლი თამარი ვარ , იმედია ცუდ დროს არ გირეკავ
- არაა, უბრალოდ აღარ ველოდი დღეისთვის თქვენს ზარს
- ახლა მოვედი სახლში, უბრალოდ ეზოდან აივანზე დაგინახეთ და მაგიტომ დაგირეკეთ, მივხვდი არ გეძინათ
- ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თქვენობით ფორმას როდის დაივიწყებ, ჩაეღიმა ირაკლის
- ვეცდები გადავეჩვიო, ჩაიცინა გოგომაც
- ალბათ დაღლილი იქნები, და როგორც აივნიდან შევნიშნე სტუმარიც გყავს, საჩქარო არაა , ხვალ ვისაუბროთ
- კი ნამდვილად ეგრე ჯობს, მაშინ ღამე მშვიდობისა
- ღამე მშვიდობისა თამარ.
ირაკლიმ ტელეფონი მაგიდაზე დადო, შემდეგ ნოუთბუქში გახსნილ ფეისბუქის ექაუნთს მიაჩერდა, აქამდე არასდროს არავინ მოეძებნა ფეისბუქით იმისთვის რომ მასზე ინფორმაცია გაეგო, თუმცა ამჯერად მართლა სულსწრაფობამ სძლია, უნდოდა ენახა როგორ გამოიყურებოდა ფეისბუქზე გოგოს ცხოვრება, დიდი ხანი ათვალიერებდა მის ფოტოებს, რამდენიმეზე კომენტარებსაც კი ჩაყვა, შემდეგ ჩაეცინა,
- ღმერთო რა იდიოტი ვარ- წარმოთქვა ხმამაღლა- მგონი ვგიჯდები, ნოუთბუქი დახურა, და ტეკილა დაისხა
ასეთი იდიოტი როგორ ვარ, თითქმის 14 წლით უფროსი ვარ, ბავშვია, თან შანსი არაა მარტო იყოს, ვინმე ეყოლება, გაუთავებლად ფიქრობდა, შემდეგ ლევანს და დავითს დაურეკა და მისვლა სთხოვა ,
- მშვიდობა გაქვს?- სიცილით კითხა ლევანმა
- კი , ისე დაგირეკეთ რა, ვერც ვიძინებდი , ვიფიქრე მოვლენ, ცოტას ვილაპარაკებთქო
- ჰოდა აი მოვედით, ვიზე ვილაპარაკოთ- სიცილით კითხა ლევანმა
- მაგის გარდა ძმურად რამეზე ფიქრობ? - გაბრაზდა ირაკლი, საკუთარ თავზეც გაბრაზდა რომ ბიჭები ამ შემთხვევაში არ სცდებოდნენ, საკუთარ თავზე ნერვები ეშლებოდა ნერვები რომ იღაცაზე მართლა დაიწყო ფიქრი
- კაი ხო, მოდი რამეს ვუყუროთ რა, ამ შუაღამისას რომ მომიყვანე აქ
- კაი მიდი რაც გინდა ჩართე, - ბიჭებს ფილმის ყურების დროს მიეძინათ- ლევანი კი მოსაწევად აივანზე გავიდა, მარჯვნივ გაიხედა თუ არა, თამარი დაინახა, ზურით იჯდა ირაკლის აივნისკენ, ნოუთბუქსი რაღაც ექსელის ფაილები გაეხსნა და მუსაობდა, მისი დაქალი კი წინ ეჯდა და რაღაცაზე ეჭორავებოდა
- საღამომშვიდობისა გოგონებო, მოულოდნელად იცნო ლევანის ხმა თამარმა და მეზობლის აივნისკენ გაიხედა, ღამემშვიდობისა ღიმილით უპასუხა
- ყოველთვის ამ დრომდე მუშაობ ხოლმე
- ზოგჯერ , როცა საქმე მოითხოვს- ღიმილით უპასუხა გოგომ
- იმ დღეს გამიკვირდა სიმართლე გითხრა შენი იქ დანახვა, სხდომაზე,
- ხოო, არ მიკვირს
- იცი, კარგი იქნება თუ დავილაპარაკებთ და რაღაცეებში გავერკვევით,
- რა თქმა უნდა , წინააღმდეგი არ ვარ.
- შევთანხმდეთ მაშინ , ირაკლი დაგიკავშირდება ამ დღეებში
- კარგით
- ხოდა თქვენობით ნუ მომმართავ კარგი?
- კარგი- გაუცინა თამომ და თავი მიაბრუნა- ლევანმა სიგარეტის ნამწვავი ჩააქრო და სახლში შებრუნდა, ირაკლი წყლის დასალევად წამომდგარიყოო


- ამ გოგოს საერთოდ ნეტავ თუ სძინავს ხოლმე?- ირონიულად უყურებდა ლევანი ირაკლის
- ვის?
- შენს მეზობელს
- რატო
- აივანზე ზის ისევ და მუშაობს-
ირაკლიმ საათს დახედა, ჩაეღიმა, მერე ძმაკაცს ახედა
- რავიცი აბა მაგას კი არ ვყარაულობ როდის დაიძინებს და როდის არა
- ხოო ახლა ლამაზ , სიმპატიურ და ჭკვიან გოგოს ხო არ დაუსატკავდება კაცი
- გეყოფა რა ბიჭო, გეყოფა
- ხო კაი გეხუმრები, აწი რომც მოგეწონოს არ აქვს აზრი,
- კარგია რომ ხვდები
- არადა დიმიტრი ღადაობდა, მგონი ჩემს შვილსაც დაევასა ეგ გოგო და ეს როგორ ვუთხრაო
- რა როგორ ვუთხრაო
- გეხუმრე დიმიტრის არაფერი უთქვამს მაგრამ რატომ დაინტერესდი ?
- აუ ნუ პროვოკატორობ თუ ძმა ხარ
- არ ვროპოკატორობ, ზაზა ხო იცი ჩემი,
- კი , მერე
- მაგის მეგობარი, არის ერთი ტიპი, ერთად სწავლობდნენ, ახლა საზღვარგარეთ მუშაობს, თავისი ბიზნესებიც აქვს, აქ ლექტორობდა რა , დიმიტრი ყიფიანი, შეიძლება გაგიგია, ხოდა ამის ლექტორი ყფილა, და მოკლედ მოსწონსო ეს გოგო, ოთხი წელია წასულია დიმიტრი, ახლახანს ჩამოვიდა რა და ისევ შეხვედრია ამას, და მოკლედ სერიოზულად ფიქრობს ამ გოგოზეო, ახლახანს სამსახურიც შესთავზა ოღონდ არ იცის ჯერ ეს გოგო გადავა თუ არა, ყოყმანობსო, მოკლედ რა ის დიმიტრი ისეა დინტერესებული, მალე ქორწილში ვიჩითებითო
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ეს თუა დაინტერესებული
- გულგრილიც არაა რა, სიმპათიები აშკარად აქვს რა
- კაი ხო რაში მაინტერესებს, ერთი მოიცალოსრომ საქმეზე დავებაზრო
წამებში შეეცვალა ირაკლის დამოკიდებულება, სიბრაზე დაეტყო, ლევანს ჩაეცინა, ცოტა არ იყოს ინანა ძმაკაცის ნერვებზე თამაშ, უკვე ხედავა რომ ირაკლი თავის თავს კარგავდა. დილით თამარის ზარმა გააღვიძა, რაღა დილა უკვე 1 საათი იყო
- გისმენთ, - გაბრუებულმა უპასუხა ირაკლიმ
თამოც მიხვდა რომ გააღვიძა
- ირაკლი თამარი ვარ, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ- უხერხულად იკითხა გოგომ- მგონი გაგაღვიძე
- არაუშავს თამო შენ რას შვები?- წამიერად გამოფხიზლდა ირაკლი, საკუთარ თავს გაუბრაზდა რა თამო, რის თამოო, მისდაუნებურად გამოუვიდა თბილი მიმართვა, თამარს კი ჩაეღიმა, ეს სახელი ყოველთვის თბილად ჟღერდა
- დღეს მცალია მთელი დღე და შეგვიძლია გავიაროთ რაც გაინტერესებდათ,
- აი სადღაც ნახევარ საათში მოვწესრიგდები და გავიდეთ მაშინ ხო
- ლევანსაც უნდოდა მგონი ამ საკითხის გავლა და მასაც რომ უთხრა,
- ხო რა თქმა უნდა , შენ რა დრო დაგჭირდდება მოსაწესრიგებლად, აქვე კარგი ადგილი ვიცი გავიდეთ თან ვისადილებდით
- სახლში მარტო ვარ, ხელს არავინ შეგვიშლის და ჩემთან რომ მოხვიდეთ, უბრალოდ გარეთ გასვლაში ბევრი დრო მეკაგება დ აუფრო წყნარადაც ვილაპარაკებთ
- კარგი, მაშინ სადღაც ნახევარ საათში მოვალთ,
- კარგი, და ჩემი მეგობარი იქნება, თუ წინააღმდეგები არ ხართ
- არა რა თქმა უნდა
ირაკლიმ ტელეფონი გადასდო და ლევანი შეანჯღრია, ნახევარ საათში თამართან უნდა გგავიდეთ. თამართან
- თამართან თუ თამოსთან- სარკაზმით უპასუხა ლევანმა- ისე ძაან ხო არ გაუშინაურდი ?
- ლევან თუ ძმა ხარ მოკეტე- ნახე კარგი მეგობრები გავიჩითებით- ყველა გოგოს სხვანაირად ხომ არ უნდა უყურო არაა/
- ხო რა თქმა უნდა მართალი ხარ - გაიცინა ლევანმა
მალე მოწესრიგდნენ და სახლიდან გავიდნენ, მეზობლის კარებზე ზარი დარეკეს და პერანგების შესწორება დაიწყეს, თამომ უხმოდ გააღო კარები
- გამარჯობა კიდევ ერთხელ- ღიმილით შეეგება გოგო და ბიჭებს ხელი ჩამოართა- შემოდით, - ირაკლიმ დალაგებულ სახლს თვალი მოავლო , ყველაფერი ბრწყინავდა, საშინელი სისუფთავე იყო, ზუსტად ისეთი ირაკლის რომ უყვარდა, დედამისის გარა ვერ წარმოედგინა სახლი ასე წესრიგში ვინმეს მოეყვანა
ბიჭები ოთახში შევიდნენ და სავარძელზე მოკალათდნენ, თამოს ოთახიდან ანკა გამოვიდა და ბიჭებს მიესალმა.
- ეს ჩემი მეგობარია ანკა, ესენი კი მამას ახალი პარტნიორები,
- სასიამოვნოა, თავაზიანად უთხრა გოგომ
- ყავას ან ჩაის ხო დალევთ
- ჩაი მართლა გაასორებდა , მალევე მოშინაურდა ირაკლი
- მე ყავას დავლევ, გაუღიმა ლევანმა
- ამ ბინაში ძველ მეტარონესთან ვიყავი ადრე სტუმრად- წამოიწყო ირაკლიმ, ძაან შეგიცვლით, ლამაზი ბინაა
- ხო ყველაფერი მამამ და ჩემმა ძმამ თავისი გემოვნებით გადააკეთეს
- არ ვიცოდი ძმა თუ გყავდა
- კი უფროსი ძმა მყავს,
- თელავში ცხოვრობს ხო >
- არა თელავში ჩვენი მშობლიური სახლია, მაამა ვერ ელევა იქაურობას, ჩემი ძმა ახლა ლონდონში ცხოვრობდ ა იქ მუშაობს, კემბრიჯში სწავლობდა, მამას უნდოდა საქართველოში დაბრუნებულიყო, მაგრამ კარგი სამსახური შესთავაზეს და იქ არჩია, მოკლედ დიდად არ გიჟდება აქაურობაზე- ღიმილით ყვებოდა თამარი და თან იქვე ბარში ტრიალებდა, ჩაი და ყავა დაასხა და ბიჭებს მიუტანა - ჩვენც არ გვისაუზმია ჯერ და ვიფიქრე ერთად ვისაუზმებდით, იმედია დროს არ დაგაკარგინებთ ?
- აუ არაა, იცი როგორ მშია, მოშინაურდა ლევანი, მოდი რამე გამოვიძახოთ?
- ანუ რაღაცეები მაქვს და თუ გინდათ რამეც გამოვიძახოთ მე წინააღმდეგი არ ვარ, გაიცინა თამომ, წინა საღამოს ანკას ლევანი ძალიან მოეწონა , სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს გოგონებმა დილით ბიჭების მიპატიჟება, მითუმეტეს რომ ამისთვის მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ.
თამომ თავისი მომზადებული სალათები გამოიტანა, აჩმის რამდენიმე ნაჭერი გააცხელა, და მაგიდას მარჯვედ მიუჯდა
- აჩმა არაჩვეულებრივად გამოიყურება, გაიღიმა ლევანმა, ვინმე ნაცნობს ჰკითხე ჩეი საყვარელი საჭმელები? - გაუცინა თამოს
- არა უბრალოდ ძალიან მიყვარს მე თვითნ და კვირაში ერთხელ მაინც ვცდილობ რაღაცეები გავაკეთო და მოვიმარაგო?
- ეს აჩმა სად შეუკვეთე?
- გაგიკვირდება და მე გამოვაცხვე , - სიცილით უპასუხა გოგომ-ლევანმა გაკვირვებულმა შეხედა - მეღადავები ხო გაიცინა ლევანმა
- არა მართლა, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ჩემთვის რაღაცეებს ვიმზადებ ხოლმე
- სხვათაშორის ამიტომ გვიყვარს მეგობრებს თამოსთან ამოსვლა, უგემრიელეს რაღაცეებს აკეთებს თუ დრო აქვს.
- აუუ , დედას გეფიცბი ვერასდროს დავიჯერები, არ ღადაობ მართლა? არადა აი სულ კაფეებში და რესტორნებში რომ ადის და აი ცხრა კაცი რომ ემსახურება ეგეთი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებ
- სხვა ვერასდროს ისე ხარისხიანად ვერ გაგიკეთებს იმას რასაც შენ გაიკეთებ საკუთარი თავისთის, თ ოდნავ მაინც ხარ ნარცისი, ღიმილით უპასუხა გოგომ.
ირაკლიმ კიდევ ერთხელ გადახედა ირგვლივ მაგიდას, მერე სახლს, მერე თამოს შეხედა, ჩაეღიმა,
უი ხო ბრაუნიც მაქვს გუშინ წინ გამოვაცხვეე, შევათბობ და ვჭამოთ იმედი მაქვს გიყვართ , გაიღიმა თამომ.
მალევე მოიტანა ცხელი ბრანი ნაყინებით, შემდეგ ნოუთბუქი მოიტანა
- ბარემ თან საქმესაც მივხედოთ ხო
- ხო რა თქმა უნდა, იმ დღეს შენი აზრი საინტერესოდ ჟღერდა უბრალოდ ვერ მივხვდი საბოლოოდ რა ხდება და როგორ
- მოკლედ ასეთი თემაა, ის მეორე კომპანია შემოვიერთოთ და ერთ ბრენდში გავაერთიანოთო რა , მოკლედ უნდათ რომ ის მოსკოველები დავითანხმო ამაზე, და პირველი, მე როგორ დავითანხმებ როცა მე თვითონ არ მომწონს ეგ იდეა, მეორე რგ ორი რომ გავაერთიანოთ 80 პროცენტი ვარ დარწმუნებული არ გაამართლებს რა, მოკლედ ის არის ბანძი, ბევრად ბანძი კლიენტები ყავს, წარმოიდგინე იმის კლიენტები იგებენ რომ ეს ორი გაერთიანდა, ყველა მოაწვება, და პახოდუ ჩვენი კომპანიის კლიეტები ვინც თავს რჩეულად თვლის იგებს , რომ რაღაც ბანძი შემოვიერთეთ და სხხვა ბევრად დაბალი დონის კლიენტებს ვემსახურებით , ისინი იხდიან ფულს იმაში რომ რჩეულთა სიაში იყვნენ, კომფორტის ზონას იქმნიან, და უცბად ვსო, ეგ ყველაფერი იკარგება, ანუ მამაშენის ლოგიკა არის რომ ამ ბანძი ბევრი კლიენტით ბევრი ფული სემოვა მაგრამ ზატო ხარჯიც ბევრი იქნება რა, და ამ კლიენტს არაfფერს არ უკეთებ და ხარჯი ნაკლები გაქვს , და ახდევინებ ფულს, ეს ორი ასე დავტოვოთ ცალცალკე ჯობს, ორივე სეგმენტს ემსახურები, იმათ რაღაც დისქაუნთს გავუკეძთთ და უფრო მოიზიდავ სხვებს და ამათაც არ დაკარგავ რა. ამ კომპანიებმა ხვალ და ზეგ შეიძლება თანაინვესტირება გაგიკეთოთ,, კაკ მინიმუმ კონტაქტები გეზრდება ხვდებით, მოკლედ ესაა ჩემი აზრი რა, მოკლედ მამაც , მამაშენიც, და ყველა უბრალოდ სხვა თაობაა სხვა ხედვა აქვთ, მე სხვა ხედვა, ყველა გადაწყვეტილებაზე არ ვიცი დაიჯერებ თუ არა ასე მიწევდა კამათი, ბოლოს თ მართლდებოდა მოსწონთ მაგრამ მანამდე მიწევს მთელი ნერვების გლეჯვა ) სიცილით დააბოლოვა თამომ.
- ახლა გასაგებია ყველაფერი, არ ვიცოდი რაში იყო საქმე თორემ იქვე , დაგიდგებოდი გვერით, მოკლედ მე პირადად დაველაპარაკები დიმიტრის, და გადავაფიქრებინებ, ოღონდ ერთი პირობით
- კარგი იქნება თუ გადააფიქრებინებ რადგან ეს მამას ბიზნესიცაა, მაგრამ აი პირობებს რაც შეეხება, აქვე გეტყვი უარს, არ ვაპირებ რამე პირობები მე დავდო, პირადად მე აღარ მეხება ეს საკითხი. ვისაც გადაწყვეტენ აღმასრულებელ დირექტორად, სიამოვნებით დავეხმარები ყველაფრის გარკვევში და გადავაბარებ საქმეს, უბრალოდ მალე რომ მოგვარდნენ , მეც ძალიან დატვირთული გრაფიკი მაქვს ხო ხვდები
- ლევანი დაკვირვებით უსმენდა თამარს, ასეთი სიმტკიცე უკვე მეორედ დაინახა გოგოში, , საქმის გარდა კიდევ ბევრ საკითხზე ისაუბრეს, იცინეს, ბავშვობის ისტორიებიც კი გაიხსენეს, და შემდეგ კი გოგოებს დაემშვიდობნენ და კვლავ სახლებში გავიდნენ, ირაკლი მოსაწესრიგებელი იყო, საღამოს მეგობრის დაბადების დღეზე მიდიოდა, ხოლო ლევანი სახლში გავიდა მოსაწესრიგებლად..
ორივე ირაკლიც და ლევანიც თამოზე ფიქრობდნენ, როგორ შეეძლო გარეთ ყოფილიყო გაწონასწორებული, ცოტა უხეში , უკარება გოგო, ნაცნობებთან თავაზიანი და თბილი, სამსახურში კარიერისტი ხოლო საკუთარ სახლში შესანიშნავი დიასახლისი. თითქმის უნაკლო ჩანდა თამარი, და ცოტა არ იყოს ორივე დაებნია მის ასეთ ცვალებადობას,, მის ამდენ სახეს.

ირაკლი საერთოდ აჭრილიყო თამოსთან შეხვედრის შემდეგ, ახსენდებოდა ვიღაც დიმიტრი ვისაც ამბიცია ჰქონდა თამარის გვერდით ყოფილიყო, ამაზე საერთოდ გიჟდებოდა , ნერვები ეშლებოდა იმი გაფიქრებაზე რომ შეიძლება უკვე ძალიან დაეგვიანა.
ფიქრობდა რომ შანსი აღარ ექნებოდა, არც ის იცოდა როგორ შეიძლება მოქცეულიყო ამ გოგოსთან.



№1  offline წევრი naniko mindia

Kargi iyo momwones es wyvili warmatebebi ❤️ ❤️ ❤️ veli shemdegs tavs ❤️ ardagviano ra gtxov
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent