სიყვარული უსიყვარულოდ {5}
მანქანა კლუბის უკანა შესასვლელთან გააჩერებინა. ტაქსის მძღოლს ფული გადასცა და ნუცასთან ერთად გადავიდა მანქანიდან. უკანა კარზე დააკაკუნა და შეთანხმებისამებრ გაუღო მიმტანმა . შემდეგ საგრიმიორომდე მიაღწიეს ისე რომ დარბაზში შეკრებილებმა ვერ შენიშნეს და სწრაფად მოირგეს ნიღბები. მოცეკვავე გოგონები უკვე იქ იყვნენ , მარიამს ელოდნენ. მთელი ორი კვირა რეპეტიციობდა და ნუცაც როგორც ნამდვილი ხელისმომკიდე გასაჭირში გვერდით ედგა. ისიც მასთან ერთად ითვისებდა ძელზე ტრიალს და იმდენჯერ ჩამოვარდა ცოტა აკლდა მოტეხილობამდე. _რომ წაიქცე გაგფაქტავენ ეგრევე _ნუცა გაჩუმდი და ეგ მოსაცმელი კარგად დაიჭირე. საპირფარეშოში რომ გავალ უცებ უნდა ჩავიცვა _დავიჯერო ვერ გიცნობს? _როგორ მიცნობს ...ნახე როგორი ვარ_რაღაც საშინელი ფეხსაცმელი ეცვა , თითქმის შიშველი იყო თვლებიანი ნაჭრები უფარავდა სხეულს და ულამაზესი ნიღაბი ეკეთა, პარიკიც არ დავიწყნია შესაბამისად მისი ცნობა საკუთარ დედასაც გაუჭირდებოდა. _ღმერთმანი ცოტაც და მე შეგირთავ ცოლად ... _იმათ ხომ უთხარი ალექსანდრესთან რომ არ მივიდნენ... სხვას ვერავის ვუცეკვებ , რამე ისე რომ ვერ წავიდეს ხელებს დავამტვრევ რომელიმეს _დუდას უცეკვე_თქო გეტყოდი მერე ვიხალისებდი, მაგრამ ეგ ველური რომ გეტაკოს და გაკოცოს მერე? _წავედი , იმედია გამომივა... _მოიცადე მე როგორი ხელისმომკიდე ვარ თუ სულ შენს გვერდით არ ვიქნები _ უცებ გადაიძრო კაბა ნიღაბი ამოიღო ჩანთიდან და მარიამს გაუღიმა _ ტყუილად ვრეპეტიციობდი? ახლა ვნახოთ როგორ დამაიგნორებს _ თეძოს რხევით გავიდა სცენაზე დანარჩენ გოგინებთან ერთად _შეიშალა...მოკლავს დუდა_გაიცინა და უკან გაჰყვა მოცეკვავეებს. რამდენიმე მოცეკვავე იყო . ყველას ნიღბები ეკეთა და თითქმის ერთნაირად ეცვათ. წინასწარ დადგეს ცეკვა, თითქმის ყოველდღე ვარჯიშობდა ძელზე ტრიალი ისე უჭირდა ლამის კისერი მოიმტვრია , მაგრამ ბოლოს ისწავლა. ალექსანდრეს უყურებდა ნახევრად განათებულ დარბაზში და გულისცემა საგრძნობლად უჩქარდებოდა, ადრენალინის მოზღვავებას გრძნობდა და ეს შეგრძნება საოცრად უყვარდა. სავარძელში ჩასვეს ბიჭებმა . დანარჩენებიც დასხდნენ. ხმამაღლა იცინოდნენ, შეძახილებიც ისმოდა და განწყობა აშკარად მაღალი ჰქონდათ. ძელზე რომ დატრიალდა რამდენჯერმე და მერე ძირს განაგრძო ცეკვა უკვე თავბრუსხვევას გრძნობდა. ფეხსაცმელი საშინლად არაკომფორტული იყო, ის თვლებიანი ბრჭყვიალა საცვლები ხომ საერთოდ , თავი შიშველი ეგონა . ალექსანდრესთან მივიდა ფეხები გააშლევინა და მათ შორის დადგა. ზურგი აქცია და ისე განაგრძო ცეკვა. სხეულზე ეხებოდა, თითებს დაასრიალებდა და ღიმილს ძლივს იკავებდა ალექსანდრე უკან რომ იხევდა. ისეთ მოძრაობებს აკეთებდა ნებისმიერს გააგიჟებდა. უცებ ყველაფერი აერია ალექსანდრემ თავისკენ რომ მიიზიდა და ისე აკოცა , რომ კვნესა წასკდა _ხვალ გიცეკვებ ძელის გარეშე _ თითები შიშველ წელზე შეუცურა და აყელში აკოცა _ ჯანდაბა , ძალიან შიშველი ხარ _ გაიცინა , თავი უკან გადასწია სახეზე ჩამოისვა ხელები და ხმამაღლა გაიცინა. მარიამმა ხელი ჩაკიდა და ცეკვის დაწყება აიძულა _ნუ გამაგიჟებ მარიამ..ძალიან მთვრალი ვარ _ მის ყელში თავჩარგული ლაპარაკობდა _მეც მთვრალი ვარ...ლამის ჩამოვვარდი _ გაიცინა და თითები ყელზე მოხვია . მერე უცებ გაახსენდა ნუცა, მაგრამ ვეღარც დუდა დაინახა და ვეღარც ნუცა_უნდა წავიდე , აუცილებლად გადამიხდი ცეკვით _ ცოტა ხანს დარჩი თორემ ისინი ღალატს მაიძულებენ _შენ ვერავინ ვერაფერს გაიძულებს...ჭკვიანად მოიქეცი _ყბაზე აკოცა და იქედან გაუჩინარდა. ზუსტად იცოდა ნუცა დუდასთან იყო და აზრი არ ჰქონდა მის ლოდინს. შეტყობინებაც ნახა ნუცას მინაწერი და ტაქსში გულაჩქარებული ჩაჯდა. საკუთარ თავზე ეცინებოდა დაკიდევ ვერ იჯერებდა რომ ალექსანდრემ იცნო. სიგიჟე იყო და ძალიან მოსწონდა ეს სიგიჟე... უკვე ბოლო დღე დასრულდა , სამზადისის უკანასკნელი დღე ათასი ემოციით, ბევრი მოსაყოლი ამბით და ნამდვილად იყო ეს ყველაფერი ერთი მაგარი თავგადასავალი. მეორე დღეს კი სრული გადატრიალება ელოდა. ბეწვის ხიდზე უნდა გაევლო, ზღვარზე რომლითაც ერთ ცხოვრებას ასრულებდა და მეორეს იწყებდა ისევ ალექსანდრესთან ერთად რომელიც რამდენადაც ნაცნობი იყო იმდენად უცნობი გახდებოდა. ................ მთელი მონდომებით ცეკვავდა , არ ეხებოდა , მაგრამ ისეთ გამომწვევ მოძრაობებს აკეთებდა უყურადღებოდ ვერავინ დატოვებდა . მეორე მოცეკვავე რომ იხმო ბატონმა და მის სხეულზე ხელების თარეში დაიწყო გაბრაზდა. არადა უფლება არ ჰქონდა .თავად ამბობდა მე და შენ არაფერი გვაკავშირებსო. ჯერ ცეკვას აგრძელებდა მერე ზურგიდან მიუახლოვდა კაცს, მხრებზე დაეყრდნო ხელებით და ყელში აკოცა _მასაც ისე აკოცე ... ისე ვნებიანად მე რომ მკოცნი ხოლმე _ იგრძნო როგორ დაეჭიმა სხეული დუდას. წამში წვდა მკლავში და თავისკენ მიიზიდა. თვალებში უყურებდა,ცეცხლს აფრქვევდა. სხეულზე მზერა მოავლო, ხომ არაფერი მეჩვენებაო მერე ტუჩები დაუკოცნა და რომ მიხვდა ნამდვილად ნუცა იყო წამებში გააქრო იქედან _სად მიგყავარ_ყვირილი არ შეეძლო და ძლივს მიჰყვებოდა მაღლებზე მდგომი _მოგკლავ...არა ნამდვილად შემომაკვდები. გოგო შენ აქ რა ჯანდაბა გინდა...რას დამსგავსებულხარ ! _მე რა მინდა ხო? რომ გკითხოს კაცმა ჩემს გარდა ქალს ვერ ხედავ და მე სულ დამაიგნორე იმას უყურებდი ...ისიც ვერ მიხვდი მე რომ ვიყავი _შენ წარმოიდგინე სტრიპტიზიორად ვერ წარმომედგინე _უფანტაზიოც ხარ ყველაფერთან ერთად ... _გოგოო აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა. როგორ გამოხვედი იქ ამ ფორმაში ! ჩაიცვი დროზე არ შემშალო _ხელი გამიშვი... ჩავიცვამ _ჩაიცვამ და გამომყვები... სწრაფად მოახურა ქურთუკი ღილები შეუკრა და იქედან გაიყვანა_ხმა არ გავიგო თორემ არ ვიცი რას გიზამ _ვერაფერსაც ვერ გააკეთებ და საერთოდ..რა სიველურეა. ვცეკვავდი ჩემთვის იქნებ და ვის მოსწონებოდა _ენას სანამ არ ამოგაცლი ვერ დაისვენებ ხო? _იმ ქალის ენას რომ გადაეხლართე და მერე მე მაკოცებ არ შეგრცხვება მაინც? _რას ბოდავ გოგო ... ცეკვავდა უბრალოდ. ვიღაცა ბალეტზე ანძრ*^* დიდი ამბავი ახლა მოცეკვავე ქალს თუ ვუყურე _უყურე? ეგ იყო ყურება? _მისი ნომრის ნაწილი იყო. ეტრიალა მხოლოდ ძელზე და ვუყურებდი მეც _თავხედი ხარ... სულ ვრწმუნდები ყოველ ჯერზე ფლავდები ... ვრწმუნდები, რომ შენ მე საერთოდ არ გიყვარვარ უბრალოდ მუღამი გაქ _მორჩი გამოცდების ჩატარებას და დავისვენებთ ორივე _მაშინ უბრალოდ ნაცნობები გავხდეთ და შეეშვი ჩემს კოცნას რამდენჯერაც მოგინდება იმდენჯერ _გგონია რამდენჯერაც მინდა იმდენჯერ გკოცნი? _ფუჰ რა აუტანელი ხარ...ასე ჩქარა ნუ ატარებ _დიდხანს ასეთს ვერ გიყურებ _მთელი თვეა ლამის ურეაქციოდ მიყურებ და ახლა რა შეიცვალა , გავიხადე და მოგინდი? _მოვედით... გადადი _ასე უცებ მოვედით? ჩემი ბინაა ეს? ნამდვილად? _ მანქანის კარი გააღო და მიხვდა რომ სასმელის ეფექტი კიდევ უფრო იმატებდა. წაბარბაცდა , მაგრამ დუდამ დაიჭირა. ხელები ყელზე მოხვია და მთვრალმა ღიმილმა გაუპო ბაგე _ამოხვალ? _შენ სიარული არ შეგიძლია და ამოვალ რა გზაა _ვცეკვავდი ცოტა ხნის წინ და მთვრალი არ ვარ _ხო საერთოდ არ ხარ..._ხელი ჩაკიდა და წაიყვანა. _არ მინდა ნუ მეხები ... ხვალ დილით ადრე უნდა გავიღვიძო. შენგან განსხვავებით მეჯვარე ვარ _ნეტავ მე რატომ არ ვარ _შენ თუ გგონია ცოლად გამოგყვები ოდესმე გამოუსწორებელი მეოცნებე ყოფილხარ_ხმამაღლა გაიცინა და მოსაცნელის ღილები გაიხსნა _მცხელა...საშინელი ამინდებია _ღმერთო მოთმინება მომეცი! _ უცებ მოხვია ხელი , მხარზე გაიდო და სწრაფად შევიდა სადარბაზოში. საფეხურები აირბინა გასაღები მოარგო კარს და სანამ საძინებელში არ შეიყვანა მანამ არ დასვა _ თავბრუმეხვევა... ცუდად ვარ იდიოტო_ წონასწორობა დაერღვა. ორმეტრიანი ფეხსაცმლები სწრაფად მოიშორა და სააბაზანოსკენ გაიქცა. _ესღა მაკლდა... _მთვრალი ცოლის მოვლაც არ გინდა?_უნიტაზზე იყო დამხობილი და ახველებდა_ფუუ ...წყალი მინდა _კიდე ცუდად ხარ თუ _არ ვიცი_ძლივს ლაპარაკობდა_მცხელა _გაგხდი ჯანდაბას_ მოაშორა მოსაცმელი და მერე ისევ თავი დაუჭირა _მორჩა გადავიფიქრე შენი ცილად შერთვა აღარ მინდა_მუცელზე შეუცურა ხელი ფეხზე წამოაყენა და ონკანთან დააყენა. სახე მობანა და თმებიც გაუშალა. თავზე პარიკი ჰქონდა დამაგრებული . სხეულზე იმდენი რამე ეყარა და ისე ანათებდა ისე ვერ გაიყვანდა დუშის ქვეშ დააყენა და ცივი წყალი შეასხა _ააააა ცივიაააა ცივია ვერ ვსუნთქავ იდიოტოო ასე მომკლავ _გამოფხიზლდი და თავს მიხედე თორემ მე გაგაშიშვლებ _გავიხადოთ... სადღაც გელია _ ლიფის გახსნა დაიწყო. იმდენი რამ ჰქონდა შემოხვეული ვერ გაიგო როგორ უნდა გაშიშვლებულიყო_ჯანდაბა ლაბირინთია. აქ მოდი და დამეხმარე _შებრუნდა და როგორც კი მიიწია დუდა მაშინვე თავისკენ მიიზიდა და ისიც წყლის ქვეშ დააყენა _ნუცა _ჩშშ ... ცხელა . გაგრილდე უნდა _ პერანგის ღილების გახსნა დაიწყო ყელში აკოცა და სხეულზე აეკრო_ისუნთქე არაფერს გატკენ ...ნუ გეშინია დუდიკ _ თითები გადაპარსულ თავზე გადაატარა_თმა უნდა გაიზარდო ასე არ მომწონს _ ყურის ძირში აკოცა ვგიჟდები ასე რომ იძაბები _გაიცინა და მერე უცებ წამოიკივლა დუდამ კედელზე რომ მიაჯახა _კარგად ერთობი ხომ? გინდა გაჩვენო როგორ უნდა _არ გამაკვირვო _გაიცინა მხრებზე დაეყრდნო და თავი კედელს მიადო _არც იმდენად მთვრალი ვარ შენთან რომ დავწვე ... გამაბრიყვო და ქმრად შემეტენო _ გაიცინა ისევ, მერე ყბაზე აკოცა და იქვე უკბინა _სანამ სხვა ქალებში ძრომიალს არ შეწყვეტ არაფერი გამოგვივა , მერეც არ გამოგვივა , მაგრამ ახლა საერთოდ შანსი არ გაქვს ! საძინებელში გავიდა. საწოლზე დაეცა სრულიად შიშველი , საბანი დაიფარა და გაითიშა. დუდა როგორ წავიდა არც გაუგია. დილით გაღვიძებულს დუდას სველი ტანსაცმელი რომ დახვდა იატაკზე და თავად შიშველი იყო კივილი დაიწყო. მერე ყველაფერი გაახსენდა თანაც დრო არ ჰქონდა მარიამთან უნდა მისულიყო სასწრაფოდ ამიტომ საუკეთესო მეგობრის ქორწლის დღე ასე გიჟურად დაიწყო... .......... დილიდან უცნაური შეგრძნება ჰქონდა და თავს ვერაფერს უხერხებდა. დაღლილობის გამო რამდენიმე საათი ეძინა, მაგრამ სიზმარშიც კი ქორწილს ხედავდა. ალექსანდრე სჭირდებოდა სანამ მისი ოთახი გაივსებოდა _მზად ხარ ჩემი ქმრობისთვის?_როგორც კი უპასუხა მაშინვე უთხრა _წუხელ ისე მიცეკვე ვფიქრობ ბოლომდე ვერგაგიცანი და კიდევ ბევრი დარჩა _შენც ნერვიულობ? _გინდა ჩავშალოთ ქორწილი? მამაშენი ხვალვე მიფრინავს და შენ თუ მზად არ ხარ ხომ იცი მე არაფერს დაგაძალებ , მაგრამ მე ვიცი რომ ყველაფერი გამოგვივა _ეს დღე მთელი ცხოვრება უნდა გვახსოვდეს ჩვენც და ჩვენს მეგობრებსაც _არ მოსულან შენთან ჯერ? _კარი ჩავკეტე წუხელ და სანამ არ გადავწყვეტ ვერ შემოვლენ _უნდა მალოდინო? _შენ ჯერ კიდევ ბალიშთან ჩახუტებულს გძინავს და ახლა თვალებიც კი არ გაქვს გახელილი . ცოლს ირთავ და რა გაძინებს _შენ გირთავ მარიამ ვიღაცას ხო არა _გამოფხიზლდი _ბიჭები მოვიდნენ ამ წამს ... _ჩემს მისვლამდე რომ არ მიხვიდე ტაძარში იცოდე მიგატოვებ _არ მითხრა რომ მეგობრებად დავრჩებით _შემოვარდნენ ... წავედი _ბიჭების ხმა გაიგო, შამპანიური გახსნეს აშკარად ისეთი ხმები იყო. არც მისმა გოგონებმა დააყოვნეს. დაიწყეს სიგიჟე და პატარძლის განწყობაც აამაღლეს. ქაოსი იყო და ერთი სული ჰქონდა როდის დადგებოდა სარკის წინ. შემდეგ ალექსანდრეს დაინახავდა და ყველაფერს დაასრულებდა. კაბა მარტომ ჩაიცვა და არავის აჩვენა . მხოლოდ მძღოლმა დაინახა მანქანაში ჩაჯდომამდე. ტაძართან მისვლამდე ათასჯერ შეიცვალა აზრი , ბოლოს მხოლოდ ალექსანდრეს მზერა დასჭირდა . მის წინ იდგა და მომაჯადოვებლად უღიმოდა _მარიამ _ულამაზესი ვარ? _ღვთაებრივი... ჯანდაბა ასეთს სხვისთვის ვერ გაგიმეტებდი და მოგიტაცებდი _ჩემი შენარჩუნებისთვის ბრძოლა მოგიწევს, უნდა დამაინტერესო ძვირფასო _სულ რამდენიმე საათიც და ქმარი რომ გავხდები კიდევ ერთ ალექსანდრეს გაგაცნობ_მისი ხელი თავის ხელში მოიქცია და აკოცა _ხომ იცი უშენოდ _უჩემოდ? მზე არ მზეობს _უჩემოდ? _სიცოცხლე არ ღირს ! ჯვარი დაიწერეს, პარადოქსი იყო , მაგრამ ისინი ყოველთვის ერთად იყვნენ ჭირშიც და ლხინშიც . არასდროს უღალატებდნენ ერთმანეთს როგორი სტატუსიც არ უნდა ჰქონოდათ . ძნელი არ იყო არც ხელისმოწერა. კალამი როგორც კი დადო მაშინვე დაიწყო გართობა. ცეკვავდა, უკრავდა და მღეროდა ალექსანდრესთან ერთად. ყურადღების ცენტრში იყვნენ ბოლომდე. მსგავსი წყვილი სხვა ქორწილში ნანახი არ ჰყავდა არავის. ყველაფერი ისე გამოვიდა როგორც წარმოედგინა და ეს ყველაფერი მანჩოს დამსახურება იყო. _ნუციკოო არ ვიცეკვოთ? _მეჯვარეს ხელი ჩაკიდა და წამოდგომა აიძულა _საიდან გაქვს ამდენი ენერგია ნუ გადამრიე ... _ჩვენი ცეკვის დროა... გოგონებს დაუძახე _წუხელ გავითიშე ... ცეკვის ხსენებაც არ მინდა _ხმამაღლა გაიცინა და დატრიალდა _ხედავ როგორ გიყურებს? ჩემთვის ასე არასდროს არავის შემოუხედავს ნუცა _ავადმყოფია და სიყვარულიც ეგეთი იცის _სიყვარულის ცოდნა სად გაგონილა ნუციკო _ტვინს ნუ მირევ...გათხოვდი უსიყვარულოდ და გინდა მეც იგივე გავაკეთო? _დუდა არ შეგირთავს ... დალევა მინდა _მე მშია ... სად გაქრა ეს ხალხი _ალექსანდრეც არ არის _ეწევიან ნეტავ თუ _არ არსებობს _ გაიცინა განათება რომ შეიცვალა და მანჩომ სკამზე დასვა _მანჩოო რას აპირებენ _ცეკვა მხოლოდ თქვენ ორს კი არ გეხერხებათ _ნუცას თვალი ჩაუკრა და გაიცინა _დუდაც ცეკვავს? _შენ არ იცი დუდა როგორ ცეკვავს ... _რაა? _ვაიმეე _მარიამმა ხმა ვერ გააკონტროლა ბიჭები რომ დაინახა. ყველა ტაშს უკრავდა და შეძახილების ხმა ისმოდა. ისე არხევდნენ თეძოს სიცილს ვერავინ იკავებდა _ჩემი გადარეული ბიჭები _ახლა გული გამისკდება _დაჩის შენც ხედავ თუ მეჩვენება _ვაიმე მარიამ დათოც ცეკვავს _ მაშო მივიდა და პირზე ხელები აიფარა მერე მაინც ხმამაღლა გაეცინა. ბოლოს ვალსის მელოდია იყო . ყველამ ვიღაც მიიწვია საცეკვაოდ მარიამი ალექსანდრეს მკლავებში აღმოჩნდა _ჩემს ცეკვას მაინც ვერ შეედრებოდა _მარტო რომ დავრჩებით ისევ გიცეკვებ _ძალიან მთვრალები ვართ_ კისკისებდა და თავს ვერ იკავებდა_როდის მოასწარით _ნიჭიერები ვართ... მანჩომ აიჩემა არაფერი უთხრაო თორემ მე რეპეტიციას ვაპირებდი შენთან ერთად _ისინი როგორ დაითანხმე _შენ იმდენი რამ გაგიკეთებია ერთ ცეკვაზე ვინ მეტყოდა უარს _საოცრება ხარ _ტუჩებზე შეეხო და მერე გაუღიმა. ნუცა ჯერ კიდევ გაოცებული იდგა დუდამ ხელი რომ მოხვია და სხეულზე მიიკრა _რას აკეთებ _ცეკვას ვცდილობ , თუ გახევებული არ იდგები _გორილები თუ ცეკვავდნენ არ ვიცოდი _აუტანელი ხარ, მაგრამ მაინც მიყვარხარ _მთვრალი ხარ _შენც მთვრალი ხარ... _წუხელ რა ჩაიცვი ის ტანსაცმელი იქ რომ დამიტოვე _ჩემი ჟაკეტი იყო შენთან და ის _შენ რა... სად იპოვნე . აღარც კი მახსოვდა _არადა როგორც კი გავაღე კარადა მაშინვე დავინახე _არ ვიცოდი ცეკვას თუ აპირებდით _მეც ვერ ვიფიქრებდი ჩემთვის თუ იცეკვებდი _შენთვის არ მიცეკვია _სულ მე მიყურებდი და სხვასთან არც მისულხარ ... ჩემთვის იცეკვე _მარიამის გამო თორემ შენთვის არაფერს გავაკეთებდი _ძალიან ლამაზი ხარ _ დაატრიალა და ისევ მოხვია მკლავები _კარგად ცეკვავ _ გვიან მიხვდა რომ თავს კომფორტულად გრძნობდა სხვა დროს აქამდე ათჯერ მაინც დაბიჯებდნენ ფეხს ის კი ისე მოძრაობდა რომ ნუცაც მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული_არ ველოდი _შენ მე არ მიცნობ _შეგიძლია სასიამოვნოდაც გამაოცო? _ბევრი რამ შემიძლია_თავს ვერ მოერია და მაინც აკოცა მოშიშვლებულ მხარზე _ მთავარია არ გამაბრაზო _შენი გაბრაზება რომ მიყვარს? _ თვალები დახიჭა და მისი სურნელი შეიგრძნო , სიგარეტს შერეული გრილი სურნელი _ჯანდაბა , მგონი ვგიჟდები ! მაშო წყვილებს უყურებდა და იღიმოდა, თვალებისფერი კაბა ეცვა და ჟღალი თმები მხრებზე ეფინებოდა. მუცელი სულ ოდნავ ემჩნეოდა გაშლილ კაბაში. თითზე მორგებულ ქორწინების ბეჭედს ატრიალებდა და დათოს უყურებდა რომელიც ცეკვის გაგრძელებას აშკარად არ აპირებდა. ლილეც იყო ქორწილში, დათო კი სულ უფრო და უფრო შორდებოდა მაშოს. მასთან მისვლას ვერ ბედავდა , მაგრამ ყოველი ჭიქის სემდეგ უფრო მეტს იკიდებდა. ცეკვის დასასრულს კიდევ ერთი ჭიქა დაცალა და ლილესთან მივიდა . მჯლავზე ხელი მოხვია და სხეულზე აიკრა _ხელი გამიშვი ... _სულ ცოტა ხანი , გთხოვ _ნუთუ არ გრცხვენია _ყველაფერს დავიკიდებ თუ მეტყვი რომ მაპატიებ _მე და შენ 4 თვის წინ დავშორდით რა უნდა გაპატიო ... პატიება მას სთხოვე მეორე მხარეს მარტო რომ დგას და ცრემლები ახრჩობს _თავი გაითავისუფლა ჩანთა აიღო და წავიდა. იქაც მხოლოდ მარიამის და ალექსანდრეს გამო იყო თორემ დათას და მაშოს ერთად ნახვა საშინლად ტკენდა გულს. ჯერ მიმავალ ლილეს უყურებდა , შემდეგ მოპირდაპირე მხარეს მდგომ ცოლს შეხედა რომელმაც წამსვე მოაშორა მზერა და თავის ადგილს დაუბრუნდა. არ მისულა, ბიჭები რომ დასხდნენ მათთან ჩამოჯდა და დალევა განაგრძო. მაშოს ვიღაც ბიჭმა სთხოვა ცეკვა , არც დაუნახავს ვინ იყო გვერდით მჯდომ ზურას გახედა _წადი შენს დას ეცეკვე ... _ნუ მელაპრაკები , ცოლი შენია და თუ რამე გაწუხებს მიხედე. როგორც ძმა პრობლემას ვერ ვხედავ _ნუ ატრაკებ ! ხომ ხედავ ცუდად ვარ _ს*რი ხარ და იმიტომ _გაუცინა და ბიჭებს მიუბრუნდა. მაინც ვერ მოისვენა მივიდა და ბიჭი მოაშორა _ჟღალო _ხელი წელზე მოხვია და მთვრალი მზერა მიაპყრო_ცეკვის გარეშე ვერ გაძლებდი? _მეგონა შეუმჩნეველი ვიყავი _ნუ მაღიზიანებ _უნდა გავქრე რომ არ გაღიზიანდე სხვა გამოსავალი არ არის...ხელი გამიშვი , მტკენ და ცეკვა აღარ მინდა _ ჩუმად ლაპარაკობდა მის სიახლოვეს ვეღარ უძლებდა , თვალები ამღვრეული ჰქონდა . _წავედით ... გვიანია უკვე. დილიდან დადიხარ , ბავშვზე იმოქმედებს . მორჩა გართობა _შეგიძლია დარჩე ... მარტო წავალ _უბრალოდ გაჩუმდი დათო უკან აღარ დაბრუნებულა.მაშოს გვერდით დაწვა და გაითიშა. მანჩო და ვატო საერთოდ არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს , დამიანე ბიჭებთან ერთად იყო და ყველაფერს მშვენივრად ხვდებოდა, მაგრამ არაფერს ამბობდა. ერთობოდა და მშობლებს ყურადღებასაც აღარ აქცევდა. აზრი არ ჰქონდა, იცოდა როგორც აფრენდნენ და მათ საქმეში საერთოდ არ ერეოდა. თაიგულის სროლისას მარიამმა დრო არ გაიყვანა პირველივე ჯერზე ისროლა და ჰაერში აღმოჩენილმა რეზიმ დაიჭირა სასწაულებრივი მანევრით. მერე ფეხები გადააჯვარედინა და ვთხოვდებიო წვრილი ხმით დაიყვირა. ტორტიც დააგემოვნეს და ისევ დაიწყეს ცეკვა. უკვე ძალა აღარ ჰქონდა, თავი მხარზე ჩამოადო ალექსანდრეს _დავიღალე, მაგრამ ერთხელ კიდევ გამოგყვებოდი ცოლად _ ტუჩზე იკბინა და მერე ხმამაღლა გაიცინა _შვილი თუ გვეყოლება იმ წელს მეორედ ვიქორწინოთ _ისე არა? _ვნახოთ როგორი ცოლი იქნები შეიძლება მოსატაცებელი გამიხდე, ან გავეპაროთ ყველას და სადმე გადავიმალოთ... _იქნებ მე გიტაცებ _მეორედ ზღვაზე ვიქორწინოთ _დიდი ქორწილი აღარ გვინდა _ მთვრალი იყო და თვალებიც ეხუჭებოდა _წავიდეთ? _ჩუმად_ტუჩზე თითი მიიდო და გაიცინა_სანამ ყველაფერს გაანათებენ _გავიქცეთ _ ხელი ჩაკიდა ალექსანდრემ მან კი ფეხსაცმელი მოიშორა და ისე გაიქცნენ შენობისკენ. ყველა მათ უყურებდა , ლიფტში შესვლამდე ირბინეს, მათი სიცილის ხმა ყველგან ისმოდა. შემდეგ ხელში აიყვანა ალექსანდრემ და ისე გაუყვა გრძელ დერეფანს _მზად ხარ? _ძილისთვის ... კაბა შენ უნდა გამხადო _ფეხებს ათამაშებდა და თავი უკან გადასწია. ლუქსი მათთვის იყო მომზადებული, ყოველგვარი ზედმეტი მორთულობებით . ფანჯრიდან შესანიშნავი ხედი იშლებოდა. _ხვალ დილით არ წავიდეთ რაა , გამოვიძინოთ ცოტა და მერე _არ მჯერა რომ ყველაფერი გამოვიდა ... _საწოლზე დაწვა და ფეხები მაღლა ასწია _ფეხსაცმელი მაინც მომაშორე ალექსანდრემ ფეხზე გახადა და მერე თავადაც დაჯდა საწოლზე. ფეხსაცმელი მოიშორა თან პერანგის ღილებს ხსნიდა და საწოლზე გაწოლილ მარიამს უყურებდა _ ვინ იფიქრებდა ქორწილის პირველ ღამეს თუ დავიძინებდი...კაბა არ გაგხადო? _ხოო ოღონდ უნდა დამეხმარო დავდგე .ამ კაბაში ისე ვარ გახვეული იქნებ შემომაჭრა ან შემომახიო _ვნახოთ აბაა რა შემიძლია გავაკეთო_ წელზე ხელი მოხვია და თავისკენ მიიზიდა_მდგომარეობა მეტად კრიტიკულია_ გაიცინა და ყელში აკოცა _ალექსანდრეე _იქნებ ხვალაც დავრჩეთ , აქ გამოვიკეტოთ კაბის მოშორებას აპირებდა ვიღაცამ კარი რომ შეამტვრია . წამებში აღმოჩნდნენ ოთახში უცნობი ნიღბიანი მამაკაცები იარაღით ხელში რომელთა წინ ალექსანდრე იდგა, ყვირილი, გინების ხმა და ჩხუბი . სანდრომ ერთ ერთს დაარტყა შემდეგ გასროლის ხმა გაისმა , რომელმაც ყველაფერი შეაზანზარა. მარიამმა კივილი დაიწყო , უზარმაზარ ლარნაკს დაავლო ხელი , მაგრამ არაფერი გამოუვიდა . შემდეგ იყო პირზე აფარებული ნაჭერი და სიშავე რომელმაც ყველაფერი შთანთქა. ...... მოკლედ ძვირფასებო ეს თავი მრავალფერი ემოციით გამოვიდა გადახედვას ვერ ვახერხებ და იმედა გამიზიარებთ ტქვენს აზრს სამწუხაროდ დამაგვიანდება მომდევნო თავს სამშაბათს დავდებ მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.