უცნაური ლტოლვა
როდის მთავრდება ძველი და იწყება ახალი ? ეს არც ჩვენს დაბადების დღეზე ხდება და არც ახალ წელს. ეს დიდი ან პატარა მოვლენაა,რომელიც გვცვლის, გვაძლევს იმედს, ცხოვრების ახალ გზას და ახალ ხედვას სამყაროს მიმართ.გზა რომელიც გვავიწყებს ძველ ჩვევებსა და მოგონებებს. ეს სიფრიფანა გოგო, რომელიც საოპერაციოსკენ მიიჩქარის პატარაობაში ვერც კი წარმოიდგენდა რომ ქირურგი გახდებოდა და თან ასეთი წარმატებული. მთელი ცხოვრება ფიქრობდა რომ ერთ დღეს ის იქნებოდა იურისტი, მაგრამ სამედიცინო ფილმებმა და სერიალებმა მასზე იმდენად დიდი გავლენა იქონია რომ მის მომავალ პროფესიაში დარწმუნებული იყო. მიზანდასახული გახლდათ პატარა ქალბატონი, თავს არ ზოგავდა და იმდენად იტვირთებოდა სანამ ძალა არ გამოეცლებოდა . საბოლოოდ კი ოცნება აიხდინა , გახდა ქარმატებული ტრავმატოლოგი. ანასტალია ამაღლობელი რომლის სახელიც მთელს ქვეყანაში განთქმულია, როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალი და ყველაზე სანდო ქირურგია საქართველოში. მართლაც ძალიან სანდო იყო რადგან მას ყველაზე ცოტა პაციენტი ჰყავდა დაკარგული. ახლაც სწორედ ერთ-ერთი პაციენტის გადასარჩენად მირბოდა რომელიც საშინელ ავარიაში მოყვა და აქამდეც რომ ცოცხალი იყო ყველას უკვირდა . ოპერაციის განმავლობაშ პაციენტს გული სამჯერ გაუჩერდა და სამჯერვე აუმუშავა ანასტასიამ. ეს ის ქალი არ იყო რომელიც ადვილად დანებდებოდა. საოპერაციოში ათი საათი გაატარა და იქიდან რომ გავიდა უხაროდა რომ პაციენტის ახლობლებს კარგ ამბავს შეატყობინებდა და მათ გახარებულ სახეებს დაინახავდა თუმცა არავინ არ დახვედრია გარეთ, ამიტომ გეზი საკუთარი კაბინეტისკენ აიღო. ცოტახანი დაისვენა , სხვა პაციენტებიიც მოინახულა შემდგომ კი გადაწყვიტა ენახა ის კაცი რომელიც სიკვდილის კლანჭებიდან სამჯერ დაიხსნა. როპდესაც შევიდა იქვე დადებული პაციენტის ისტორია დაინახა, აიღო და კითხვა დაიწყო - ესეიგი დამიანე გასვიანი ხარ , 30 წლის. ყოჩაღ 30წლის ასაკში ასეთი ახალგაზრდა სიკვდილს აპირებდი , მაგრამ ვერ მოგართმევ , სად მყავს მე დასაკარგი პაციენტები? -რას აკეთებ ანასტასია აქ? ან ვის ელაპარაკები?- სწორედ ამ დროს შემოვიდა ქირურგიული განყოფილების უფროსი -შენი სმენა ხომ დამთავრდა წასვლას არ აპირებ? -არა უფროსო, დღეს აქ უფრო საჭირო ვაე . აქ დავრჩები და დავაკვირდები პაციენტს , რთული მდგომარეობა იყო და ვერავის ვერ ვენდობი არ მინდა პაციენტის დაკარგვა -კარგი ანასტასია, ბეტავ ყველა ექიმი შენსავით ზრუნავდეს პაციენტებზე. ვამაყობ შენით ხომ იცი?- მივიდა და ჩაეხუტა -ვიცი ბატონო გიორგი და თქვენნც ხომ იცით როგორ პატივს გცემთ- მანაც მოხვია ხელები -კარგი ახლა წავედი , ცოლი მელოდება სახლში, თუ დავაგვიანებ გამომისვრის სახლიდან , ისედაც მეუბნევა რომ საქმეს გადავყევი და მასზე მეტად მედიცინა მიყვარს. კარგად იყავი აბა. -კარგად უფროსო ძალიან უყვარდა ანასტასიას გიორგი ექიი და მართლაც რომ დიდ პატივს სცემდა. სწორედ მისი დამსახურება იყო ანასტასიამ ამდენს რომ მიაღწია ცხოვრებაში. ყოველთვის შესაფერის რჩევებს აძლევდა , მაშინ როდესქაც ძალიან სჭირდებოდა დახმარება ყოველთვის მის გვერდით იყო, ამხნევებდა და დანებების საშუალებას არ აძლევდა. მთელი ღამე ყარაულობდა, არ უნდოდა მისი დატოვება , ეშინოდა რომ რაიმე დაემართებოდა , არ იცოდა რატომ ღელავდა იმ ადამიანზე რომელიც არასდროს ყავდა ნანახი , უცნაურ ლტოლვას გრძნობდა და ვერ ხსნიდა რატომ . გამთენიისას ჩაეძინა. ძილშიც კი გაიგო აპარატის წრიპინის ხმა და წამსვე წამოფრინდა და მისი გადარჩენა დაიწყო - არ გაბედო ! არ გაბედო დამიანე თორემ მანდ ხომ მაინც შევხვდებით ,არ მოგასვენებ და გაგამწარებ. ასე არ უნდა მოკვდე, ჩემი შრომა წყალში არ უნდა ჩამიყარო . დამუხტეც 1,2,3 -თან ლაპარაკობდა და თან საქმეს აკეთებდა -არის , დაბრუნდა , ასე კაი ბიჭი ხარ დამიანე , კაი ბიჭი ხარ რომ არ გადამიმტერე- შვებით ამოისუნთქა და ქოთქოთ განაგრძო რრამდენიმე საათი კიდევ თვითონ აკვირდებოდა დამიანეს შემდეგ კი ექთანი დატოვა და თვითონ სხვა პაციენტებთან გადაინაცვლა. საღამო იყო , სახლში აპირებდა დაბრუნებას რეზიდენტი რომ მივიდა მასთან -რა ხდება კაკი?- მაშინვე კითხა -რომ მთხოვეთ შემეტყობინებინა დამიანე გასვიანის შესახებ სიახლე თუ იქნებოდა - გაგრძელებას აპირებდა მაგრამ ანასტასია ჩაეჩარა -რა არის კიდევ გული ხომ არ გაუჩერდა? -არა პირიქით, კარგი ამბავი მაქვს. პაციენტი გონს მოვიდა -კარგი კაკი, მოვინახულოთ ჩვენი პაციენტი გული რასაც ეუბნებოდა იმას აკეთებდა განა სხვას არ შეძლო გაესინჯათ დამიანე ? არავინ არ იტყოდა უარს მაგრამ ეს ხომ ანასტასია იყო. როგორც კი შეაბიჯა პალატაში დაინახა პაციენტი რომელიც ექთანს ეჩხუბებოდა -ამის დედა შევ**ი ვინ გადამარჩინა ან რა გინდოდათ ეს დედა მოტყ***ი ვერ ვკვდებოდი ? არანაირი მიზეზი არ იყო - სწორედ ამ დროს გაიხედა კარისკენ და დაინახა ულამაზესი ექიმი რომელიც გაოცებული და გაბრაზებული ერთად უცქერდა და ლამის იყო დაევიწყებინა ჰიპოკრატეს ფიცი და საკუთარი ხელით მოეკლა პაციენტი -აჰამ , ალბათ თქვენ ხართ ის ამბიციური ექიმი რომელმაც არ იცოდა როდის უნდა გაჩერებულიყო ანასტასია კი გაგიჟებული იდგა და თავის შეკავებას ცდილობდა თუმცა დიდად არ გამოსდიოდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.