სიყვარული უსიყვარულოდ {7}
ყველაფერი იმდენად მოულოდნელად და სწრაფად მოხდა რომ აზრების დალაგებასაც ვერ ახერხებდა. გიჟივით ყვიროდა და ექიმები ვერ აკავებდნენ. ჭრილობა მხარში ჰქონდა და ტყვიაც ამოუღეს , მაგრამ საავადმყოფოდან არ უშვებდნენ. გონს როგორც კი მოვიდა მაშინვე ჩაიცვა და საავადმყოფოდან წავიდა. _გეფიცები გაგანადგურებ კიდევ ვინმეს ვალი თუ გაქვს და მარიამი შენს გამო გაიტაცეს_ სახლში როგორც კი შევიდა მაშინვე მარიამის მამას მივარდა . არავისთვის შეუხედავს კაცს საყელოში წვდა და ცალი ხელით მოქაჩა_ მიპასუხე ... მითხარი ვის გადაეკიდე ამჯერად. მთელი ცხოვრებაა შენ გევლება თავს. უნდა გამოვასწოროო იძახდა არ დავტოვებ ჭაობშიო _ალექსანდრე...მოშორდი შვილო არაფერი იცის. ყველა ეძებს უკვე . მაქსიმალურად ვცდილობთ პრესა შევაჩეროთ, მაგრამ _რა პრესა...რა ჭორები ნინო მარიამი მომტაცეს. მარიამი ჩემს თვალწინ წაიყვანეს ამის დედას შევეც* და მე ვერაფერი გავაკეთე. სად დედის ტყვ*აში იყო შენი სასტუმროს დაცვა. რას მიკეთებდნენ. როგორ გაიყვანეს ისე რომ ვერავინ შეაჩერა_ ახლა დუდაზე გადავიდა _უკანა გასასვლელიდან გაიყვანა. კამერებმა დააფიქსირეს, მაგრამ ყველას ნიღბები ეკეთა . არაფერი ჩანს, კარგად მუშაობდნენ და აშკარად არ იყვნენ სულელები. ახლა კარგად უნდა მოვიფიქროთ ვის ჰყავს ისეთი მტერი ... _იქნებ ფული უნდათ ეს დედამოტყ*^ ფული უნდათ . თუ დარეკავენ მზად იყავით . მორჩით რა ტირილს ... თავი მისკდება. აქ გაჩერება შეუძლებელია _ ქალებს გადახედა თავზე გადაისვა ხელი და გასასვლელისკენ წავიდა ისევ. მისი ყვირილი და გინება დედამისსაც არ ჰქონდა მოსმენილი აქამდე. ახლა კი აღარავის აკვირდებოდა, მარიამი არ იყო და ყველაფერი აზრს კარგავდა. _უკვე რვა საათი გავიდა...პოლიცია რას აკეთებს რა ხდებაო _ვერაფერს მიაგნეს. გარეთ დამონტაჟებულმა კამერებმა მანქანის ნომრები ვერ დააფიქსირა. მანქანას მიყვებიან კამერის ჩანაწერებით,მაგრამ ერთ მონაკვეთში ქრება _დათო სადაა...იმას ხო არ მიუქარავს რამე _არა...არაფერი ვაფშე. თავის ბიჭებთან ერთად ეძებს. გიჟს გავს ისიც _გავგიჟდები ... მარიამი როგორ მომტაცეს . მარიამი როგორ ვერ დავიცავი . ჩემი მარიამისგან რა უნდოდათ _ ეზოში მდგომი მაგიდა ააყირავა სკამებიც მიაყოლა მერე ხელი ეტკინა და დაიღრიალა_ ყველას მოვკლავ...მოვკლავ მარიამს რომ რამე დაუშაონ. ცოცხლად გავატყავებ მარიამს რომ შეეხონ გეფიცები ! _ვიპოვით... შეიძლება ფული უნდათ და დარეკონ _რომ მოკლან მერე? მერე რა ვქნა. უნდა ვიპოვოთ ... მარიამს იქ ვერ დავტოვებ. ამ საღამოსვე უნდა დავაბრუნო...დღესვე უნდა ვიპოვო ყველა ცდილობდა, ყველა გიჟს გავდა. დათომ რომ გაიგო გათიშული მთვრალი იყო და ჯერ ღადავი ეგონა. მერე ყველას დაურეკა ვისაც დახმარება შეეძლო. მარიამის მამინაცვალიც ეძებდა, ყველა ყველაფერს აკეთებდა, მაგრამ კვალს რამდენჯერაც წააწყდნენ იმდენჯერ აირია ყცელაფერი. ისე გადიოდა დღეები ვერავინ მშვიდდებოდა. ხელმოსაჭიდი არაფერი ჩანდა. ვიღაც აშკარად ტკბებოდა მათი მდგომარეობით. მარიამის დედას დამამშვიდებლებს უკეთებდნენ ისეთ მდგომარეობაში იყო. ნუცა ავადმყოფს დაემსგავსა. ყველას ის უვლიდა და თან მაშოსთან იყო. მანჩოც მათთან ათენებდა და აღამებდა. ნერვიულობისგან ლამის ბავშვი დაკარგა მაშომ და დათო სრულიად განადგურებული იყო. ალექსანდრე საერთოდ არ გავდა ადამიანს. არც ეძინა, არც ჭამდა ნორნალურად. მხოლოდ ეწეოდა და ყავას სვამდა. ბნელ ოთახში იჯდა ხელში მარიამის პლანშეტი ეჭირა და მეათასედ უყურებდა მათ ფოტოებს _მოვკვდები შენ რომ არ დამიბრუნდე მარიამ ... _ თავი კედელს მიაყრდნო და დახუჭული თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. კარის ხმა რომ გაიგო ცრემლები შეიმშრალა და დუდას გახედა _ჭამე რა ... დედაშენი მოკვდება ამდენი ნერვიულობით _არავის არაფერი მოგვივა , მხოლოდ მარიამია ახლა საფრთხეში ვინ იცის რას უკეთებენ _არ გაგიჟდე ახლა , მაგრამ იქნებ ვინმეს უყვარს და მოიტაცა... არც გამოსასყიდს ითხოვს არც ვინმეს ეუბნება აი შენი ცოდვებისთვის გადაგიხადეო _მისი შეტყობინებებიც კი წავიკითხე წუხელ. არაფერია საერთოდ ...არავინ იყო ისეთი ვინც მოიტაცებდა. მისი ბოლო შეყვარებულები დაშტერებულები არიან . აზრზე არ არიან ვაფშე _მართლა აღარ ვიცი , ცოტაც და გავგიჟდები .ხელისგულზე იყვნენ და ისე წაიყვანეს გოგო. ეზოში ხალხი იყო , ცეკვავდნენ. გასროლის ხმაც ვერ გავიგეთ. ყველა იქ ვიყავით და გოგო წაიყვანეს _ვატომ თქვა და თავზე ჩამოისვა ხელები _ვერაფერი გავაკეთე ... ვერაფერი გავაკეთე _ კედელს ურტყავდა თავს და იატაკს მუშტებს ყველგან იყო მარიამის ფოტოები. ყველა ეძებდა, ყველამ იცოდა, მაგრამ არსად იყო. თითქოს გაუჩინარდა. მერე კი ალექსანდრემ შეტყობინება მიიღო "ტკივილისგან საკუთარ ძვლებს რომ დაღრღნი მერე გავუშვებ შენს საყვარელ ცოლს " დიდხანს კითხულობდა ფურცელზე დაწერილს , მაგრამ ვერ იჯერებდა. ვერ იჯერებდა რომ მის გამო წაიყვანეს მარიამი. ყველაფერს იფიქრებდა იმის გარდა რომ თვითონ იყო დამნაშავე. ვერაფერი მოიფიქრა ვინ არ გაიხსენა. პირველ კლასში რომ ბიჭს ეჩხუბა ისიც კი გაიხსენა, მაგრამ არ არსებობდა ისეთი ცოდვა მის კისერზე ასეთი რამ რომ გაეკეთებინათ. ცოლი წაართვეს ზუსტად ქორწინების პირველ ღამეს და ვერაფერი მოახერხა. ისევ გავიდა დღეები და ისევ მიიღო წერილი "თუ ვერ ხვდები რისთვის ისჯები გაიხსენე ყველა ქალი ვინც მიატოვე და გაანადგურე" წერილს ვინ უგზავნიდა ესეც ვერ გაიგო. დაბეჭდილი იყო და ბოლოს ერთი ბავშვი გამოიჭირა, ათქმევინა ვინ დაავალა შემდეგ ისევ დაიკარგა კვალი. _ქვეყნიდან არ გასულან ეგ ხომ ვიცით ... _კი მაგაში დარწმუნებულები ვართ _ქალაქშიც ვერ ეყოლება ... სადღაც სოფელშია _იცი რამდენი სოფელია საქართველოში? _სადაც ბევრი ხალხია იქ ვერ გამოკეტავდა დაინახავდნენ და ვინმე აუცილებლად იტყოდა რამეს... _სოფელში? იტყოდა მოტაცებული გოგოა მიყვარს და მშობლებისგან ვმალავო ვინ რას გააკეთებდა. ბინაშიც რომ იყვნენ მეზობლები სულ არ მიაქცევდნენ ყურადღებას. ხალხი არც იცნობს ერთმანეთს _არა... არა მთაში იქნებიან სადმე. სადღაც ისეთ მიუვალ ადგილას რომ არც კამერებია, არც ხალხი და არც გზა _რომ გაგვეგო ვის ჰყავს უფრო მარტივად ვიპოვნიდით ახლა კი ფაქტობრივად თივის ზვინში ვეძებთ ნემსს _დათომ თქვა და ისევ დალია ერთი ჭიქა _ მალე თავი გამისკდება. ვინ ჯანდაბა გერჩის გამაგებინე ... ვის რა გაუკეთე რატომ არ ამბობ. რა შეიძლება დაუშაონ ჩემს დას ის მაინც გვეცოდინება _შენ შ*გ ხო არ გაქ რას ეუბნები_დუდამ დაუყვირა ისედაც იცოდა ალექსანდრე როგორ იყო _ არ იცნობ? ვისთვის რა უნდა დაეშავებინა ისეთი ცოლი რომ მოეტაცებინათ პირდაპირ ქორწილიდან _მე რა ვიციი რა უნდა გაეკეთებინა...იფიქრე აბა რა უნდა ქნას კაცმა ცოლი რო მოსტაცო პირველ ღამეს იმენა ცხირწინ აახიო და დედა მოუტ*ნა _ დათო ღრიალებდა. ჭიქა მოისროლა და ფეხზე წამოდგა . ალექსანდრე ისევ ისე იჯდა დათო ვერაფერს ეტყოდა ისეთს რაც თავად არ იცოდა, თვითონ ყველაზე მეტად იდანაშაულებდა თავს. _ვიღაცას უნდა აახიო ქალი ...ან ვიღაცის საყვარელ ქალს აწყენინო არა კი არ აწყენინო რაღაც დაუშაო ხოდა კარგად დაფიქრდი მთვრალზე და ფხიზელზე ბოლო წლებში ვისთვის რა დაგიშავებია _დათო გეყოფა _მართალს ამბობს ... სხვა მიზეზით ქალს არავის წავართმევდი ქორწილიდან , მაგრამ საქმე იმაშია რომ არავისზე მიძალადია არასდროს. ძალით არც კი მიკოცნია რა ჯანდაბად მინდოდა ქალი რომელსაც არ ვუნდოდი. ავადმყოფი ხომ არ ვარ ეს დედა მოტყ*ული . არც ვინმეს ცოლთან ვყოფილვარ არასდროს ... ყოველ შემთხვევაში მე არ მცოდნია ამის შესახებ . იქნებ ვიყავი და მე არ ვიცი. ახლა როგორ გავიგო ეგ . აქტის დროს თავზე არავინ დამდგომია და გამაგებინეთ ვინმემ რა გავაკეთო . მითხრან შენ მოდიო და ჯოჯოხეთშიც ჩავალ ოღონდ მარიამი დამიბრუნონ ...მარიამი გამოუშვან. ვერ გაუძლებს , მარიამი ვერ გაუძლებს ამის დედას შევე*ი მარიამი ვერ გაუძლებს _გეყოფა ... თუ მოკვდი მარიამს ჩვენ ვერ ვპოულობთ აშკარად. _ხომ თქვა დედა რომ მოგეტყ*ნება გამოვუშვებო . ხომ თქვა ხოდა იქნებ გამოუშვან. და თუ არ გამოუშვებენ თქვენ იპოვნით... მე ხო მკლავებში მყავდა და ისე წამართვეს _ხო არ გაგიჟდი ... შენ რო რამე დაგვემართოს მარიამი ყველას დაგვხოცავს და გამოგყვება. სრულ ჭკუაზე თუ ხარ საერთოდ _მოიცათ ... რომ გაითამაშო? იმ დედა მოტყ*ულს ხომ ექნება ტელევიზორი. რომ გამოაცხადონ თავი მოიკლაო? რამე ფოტოებსაც გავაკეთებთ და ეგ იქნება. _და გგონია წამოეგება? ეგეთი სულელი რომ იყოს ვიპოვნიდით აქამდე. _დანაშაულია თავის მკვდრად გასაღება...პოლიცია არ დაგთანხმდება _ერთი მაგათი დედაც...სულ ნუ დადგამთ მერე აქვე გადავიჭრი ვენებს _რას აკეთებ ბიჭო ... ალექსანდრე აქ მოდი . ალექსანდრე _ვატო მივარდა , მაგრამ არაფერი გამოუვიდა _ბევრი ფოტო გადაიღეთ. ნუ მოთქვამ რა... _მინის დიდი ნამსხვრევი ეჭირა ხელში და ისე გადაისვა მაჯაზე წამითაც არ უფიქრია. ყველაფერს სპონტანურად აკეტებდა ბოლო დღეებში, მაგრამ ეს სრული სიგიჟე იყო. ხალიჩაზე იწვა , თვალები დახუჭული ჰქონდა, სისხლი სდიოდა. ირგვლივ ყველაფერი არეული იყო. საშინელი შესახედი იყო . ბევრი რომ არ ვისაუბროთ ფოტოებიც გადაიღეს პოლიციაც მივიდა, სასწრაფოც. ჟურნალისტებიც და გაყვანამდე ზეწარიც გადააფარეს თავზე . ყველა ტელევიზია საუბრობდა ცნობილი ბიზნესმენის შვილის ტრაგიკულ ისტორიაზე. მის ფოტოებს ატრიალებდნენ სოციალურ ქსელში და მედიაში. _არაფერია? _არა... სულელი ხარ. ტყუილად დაიხსენი ვენები _იქნებ დაკრძალვაც უნდა მაგ ნაბოზ*რს . _რას აკეთებ... მოიცადე ეს გადასხმა მაინც დასრულდეს. ძლივს გაგიკერეს ხელი. _გეყოფა დუდა...გეყოფა ჩემზე დარდი. არაფერი მჭირს ხომ ხედავ . მომიტანე ზედა და შარვალი. დაელაპარაკე დეტექტივს და აქვითინეთ დედაჩემი . კუბოც მოიტანეთ თუ საჭიროა და გადაიღონ როგორ გამიყვანენ აქედან. რაც გინდათ ის ქენით. მე დრო უნდა მოვიგო და ვნახო ბოლო დროს ვინმე ხომ არ უთვალთვალებდა მარიამს. კამერის ჩანაწერები მჭირდება ! _არ გვაძლევს ის დედა მოტყ*ლი _არ მაძლევს და მოვახსნევინებ ვაფშე ყ*ზე როდის გადაურჩენიათ მგათ გატაცებული ხალხი. ზიან იქ და არაფერს აკეთებენ. კანონი უკრძალავთ ყველაფერს _კაპიუშონი გადაიფარა. დიდი მოსაცმელი ჩაიცვა და უკანა გასასვლელიდან გავიდა. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა . კამერების ჩანაწერები მოიპოვა. ბოლო თვის ჩანაწერები იყო ძირითადად მათ სახლებთან გადაღებული და იქ სადაც დადიოდნენ ხოლმე. _რა ხდება _ჩემ დაკრძალვაზე რა ხდება _ფოტოები დავდეთ და ისე თქვეს რო ჟურნალისტებისთვის არაა ცნობილი სად დაგკრძალავენ. ვითომ სადღაც სხვა სახლში ხარ რა... _აი ამ მანქანას შეხედე. ესეც ისეთივეა როგორც იმათი ვინც მარიამი გაიყვანეს. ნომერიც ჩანს ... აქაცაა... ჩემს სახლთანაც. კლუბთანაც გამოგვყვა და მოპირდაპირე მხარეს იცდიდა. შეამოწმონ ვისია . _ვატოს დავურეკო თუ დეტექტივს _ვატოს...იმათ ვაფშე არ ვენდობი. სახელი და გვარი როგორც კი გაიგო მანქანის მფლობელის მთელი ინფორმაცია მიიღო და პირდაპირ მის სახლში გავარდა. ბინის კარი როგორც კი გააღო ბიჭმა მაშინვე ყელში წვდა და შიგნით შეაგდო. ფოტოები დაუყარა წინ და გაქცევის საშუალება არ მისცა. _სახელებს მეტყვი ვინც შენთან ერთად იყო იმ დღეს...ვიცი მხოლოდ მძღოლი ხარ .. მეტყვი და ცოცხალს დაგტოვებ თორემ აქვე დაგიხვრეგ ყვ*რებს და მერე ტვინს _ ისეთი სახე ჰქონდა აშკარად არ ხუმრობდა. იარაღი საზარდულში მიაბჯინა გადატენა. მარყუჟი ჰქონდა გაკეთებული რომ გაესროლა ვერავინ გაიგებდა _რა გინდათ მე... არაფერი _შენს კორპუსთან დგას მანქანა რომლითაც ჩემი ცოლი მოიტაცეს შე ნაბოზ*რო რა მოგცეს ამდენი გათიშული ქალი რომ წააყვანინე _დუდა ყელში წვდა და დაუღრიალა_ დაფრქვი დროზე თორემ ამ კაცს საერთოდ აღარ შერჩა მოთმინება და მართლა მოგკლავს იცოდე _მე არაფერი ვიცი...მოვიდნენ მითხრეს მძღოლი გვჭირდებაო და მეც გავყევი. ფული არ მქოდნა და რა ვიცოდი ვიღაცის მოტაცებას თუ აპირებდნენ. გითვალთვალებდნენ მითხრეს კითხვები არ დასვა თორემ ვერაფერს მიიღებო და მეც გავჩუმდი. სასტუმროდან ქალი რომ გამოიყვანეს იმათ ნიღბები ეკეთათ , მაგრამ არ იყვნენ ისინი ვინც გითვალთვალებდათ. ზუსტად ვიცი სხვები იყვნენ. _სახელები თქვი...რაც გაიგონე ან რომელიც იცი ...მიდი თქვი _ფეხმძიმე ცოლი მყავს... მალე მოვა. ხუთი წელია ვცდილობთ დაფეხმძიმდეს და გევედრებით ... რომ დაგვინახოს ბავშვს დაკარგავს. ის ფულიც მაგისთვის მინდოდა ... წარმოდგენაც არ მქობდა რა ხდებოდა. დამემუქრეს _თქვიი სახელები და წავალთ... მორჩი ტყუილების მოგონებას _არ ვიცი სულ სხვადასხვას ამბობდნენ. ორი გითვალთვალებდათ ტურას ეძახდნენ მელოტს და მეორეს ბახალას შავი იყო დიდი კეხიანი ცხვირით. ყვავს ჰგავდა. ყელზე დიდი ტატუ ჰქონდა იმას და იმიტომ მივხვდი რომ გამტაცებლები სხვები იყვნენ. მეტი მართლა არაფერი ვიცი _როგორი ტატუ ჰქონდა... _არ ვიცი რაღაც სპირალივით დახვეული იყო აშკარად ზურგზე ჰქონდა და იქედან გადმოდიოდა ყელზეც ... _აი შენი ცოლიც მოსულა. _ ალექსანდრემ ნაბიჯების ხმა რომ გაიგო გაიხედა და ჩუმად უთხრა_აკაკუნებს...მიდიაბა უცებ გაიხსენე რა გაიგე კიდე თორემ გავაღებ და იმის თვალწინ მოგკლავ. სულ ს*რზე _არა ...არა გთხოვ _ჩშშ იფიქრე ...იფიქრე კარგად მიდი ვინმეს გვარი არ გაგიგია? _გოგო რო ჩასვეს ... რომ ჩასვეს ერთმა თქვა რა ლამაზიაო სანამ გოგანს მივუყვანთ ხო არ გავჟ*მოთო. ცოდოა პირდაპირ პირველ ღამეს წამოვიყვანეთო _უცებ თქვა და ალექსანდრეს სახე რომ დაინახა წამსვე მიაყოლა_მაგრამ არაფერი დაუშავებიათ ვიცი. მე კი ჩამომსვეს მანქანიდან , მაგრამ ერთმა უთხრა რამე რომ დაემართოს მოგვკლავსო. _მანქანა როდის დაგიბრუნეს და სად ჩამოგსვეს...მიდი უცებ თორემ დაიღალა შენი ცოლი ლოდინით _ორი ქუჩის შემდეგ ჩამომსვეს და მანქანა სახლთან დამახვედრეს დილით. არ ვიცი ვინ მოიყვანა. მე ქალაქიდან გავედი ჩემ ცოლთან ერთად _კარგი... შენს ბავშვს მამას არ მოვუკლავთ. შენნაირი ნაბოზ*რი არ ვარ . შენ ის ნომერი მოგვეცი ახლა ვინაც დაგირეკა ...ვაფშე ეს ტელეფონი მოგვეცი . _იცოდე გავიგებთ სადმე რომ დარეკო და გეფიცები ჩემ ცოლს რამე რომ დაუშაონ ყელს გამოგჭრი ........ უკვე რაღაც ჰქონდა რაც დაეხმარებოდა. დათომ გაარკვია ამ ზედმეტსახელებით ქალაქში ვინ იყო და თავის ბიჭებთან ერთად ესტუმრა იმ ღამესვე. ისეთი კაცი ახლდა გვერდით მისი ყველას ეშინოდა იცოდნენ თუ საჭირო იქნებოდა უკან აეაფერზე დაიხევდა. მათ მხოლოდ ის თქვეს ვიღაც კაცი მოვიდა იმან მოგვცა ფულიც მაგრამ მთავარი არ იყოო. ვატონს ახსენებდაო. ჩვენ მხოლოდ თვაკთვალი გვევალებოდა სხვა არაფერიო ამტკიცებდნენ. კაცის აღწერა გააკეთეს და სახელიც გაიხსენეს. ალექსანდრემ ისევ კამერების თვალიერება დაიწყო ისიც გაიგეს ვინ დატოვა მანქანა და რომ ჩამოსვეს მძღოლი საით წავიდნენ. მანქანა გამოიცვალეს ავტოსადგომზე და იქედან გამოსულები ქალაქიდან გავიდნენ დასავლეთისაკენ. _ჯანდაბა... ეს აქამდე რატომ ვერ ვნახეთ... ახლა ის მაინც ვიცით რომ აღმოსავლეთში არაა. მთაში უნდა ვეძებოთ ზუსტად ვიცი! ეს გიგანი ვინღაა შენ მაინც არ გეცნობა? _მთელი გვარის სია აქ მაქ. გადმომიგზავნა ფოტოებიც გიუშამ. _ასე უცებ? _ხო იცი მარიამი როგორ ევასება... კომპიუტერს არ შორდება. მოკლედ აქ სიაცაა რომელია მდიდარი. სულ ორი ოჯახია აქედან ერთი საქართველოში რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა და ზუსრად მერე თვალთვალიც დაიწყეს. მეორე ძალიან მოხუცია და ამ გიგანის ბაბუაა. _რა ჰქვია ... ფოტო არის? რა ჯანდაბა უნდა ჩემგან _ეძებს გიო და დაველოდოთ ყველაფერს ვნახავო ... _უთხარი მარიამს თუ მაპოვნინებს სახლს გავუვსებ მაგ თავისი კომპიუტერებით და იმ მანქანას ვუყიდი რო შეგვც* _მარიამი გვაპოვნინოს და ჩემ მანქანას მივცემ ვაფშე . დათოვ მივიდა და დაჯდა _ვიღაც წვერიანი ჭაღარა კაცი მოვიდაო მაყუთი მოგვცა და გვითხრა უთვალთვალეო...იმათ არაფერი იციან ვაფშე. ამ კაცს სხვა უფროსი ჰყავდაო . ფოტოებს ხელში ვაძლევდითო. იმ კაცს შალვა ჰქვია მართლა ჰქვია თუ ესენი დააბოლა არ ვიცი. _ისინი უნდა ვიპოვნო მარიამი ვინც გაიყვანა ... _კარგი დამშვიდდი ხო თქვა არაფერი დაუშავებიათო. ის გიგანი ვიპოვნოთ და მარიამს მივაგნებთ. დანარჩენზე მერე ვიფიქროთ _რაო გიომ ვინმე მდიდარი გიგანი ვერ იპოვნეთ _კი ვიღაც თორნიკე გიგანი. საქართველოში საერთოდ არ ცხოვრობს. _სახლი რამე არ აქვს? ვინ ჯანდაბაა მე აზრზე არ ვარ. _აქ არ აქვს ბიზნესი ... ბაბუა ჰყავს ერთი ის ცხოვრობს აქ მარა სად არ ვიცით. გიოს ველოდებით _ეს რატო გაითიშა...რა დროს ეგა. ძლივს რაღაც ვიპოვნეთ _სახლი არ ექნება მის სახელზე _რას წარმოიდგენს რო მივაგნებთ. ტიპს ვაფშე კავშირი არ აქვს ჩვენთან _რა უნდა მარიამთან... არ ვიცნობთ და მარიამთან რა უნდა _ რომ ვნახავთ გავიგებთ ალექსანდრე _ვატომ მხარზე დაჰკრა ხელი უკვე 15 დღე იყო გასული ქორწილიდან. იმდენად სწრაფად გავიდა რომ ვერაფერი გაიგეს. თორნიკე გიგანზე ინფორმაცია კი მიაწოდა გიომ, მაგრამ ძალიან ცოტა საქართველოს მასშტაბებს ვერ სცდებოდა ბატონი გიორგი. სახლი სულ ორი ჰქონდა ერთი თბილისში ერთიც სვანეთში. პირდაპირ შიგ გულ მესტიაში სადაც ადამიანების ნაკლებობა არ იყო. _სვანეთში ჩემთან ერთად უნდა წასულიყო. ის კი ვიღაც ნაბიჭვარს ჰყავს გამოკეტილი. ამ სახლში ალბათ არც უცხოვრიათ... _სად მიდიხარ _უნდა წავიდე... ვიცი სადღაც იქ ჰყავს. ყველა სოფელი რომ მოვიარო მივაგნებ. ან ცენტრში ჩამოვა საჭმელი მაინც ხომ დასჭირდება. ვიპოვნი ... ვიპოვნი და დედას მოვუტ*ნავ მარტო ხომ არ გაუშვებდნენ. დუდაც გაჰყვა. დათა მაშოს ვერ დატოვებდა და ქალაქში დარჩა. სხვა გზა არ ჰქონდა. გზაში იყო ფოტოები რომ გაუგზავნეს ტელეფონზე "სიკვდილის გათამაშება არ გამოგივიდა. შენი ცოლიც სხვამ გაჟ*მა შენს ნაცვლად " ისე იღრიალა ფოტოების დანახვისას დუდა ლამის ხევში გადაიჩეხა. ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადავარდა და ღრიალი განაგრძო _გიპოვნი...გიპოვნი შენი დედაც და მოგკლავ. ი ... ნაბოზ*არი შენ დედას შევ*ცი . _დამშვიდდი... ალექსანდრე დამშვიდდი . რა ჯანდაბაა. ცოცხალია? რა ფოტოა. რა მოგწერა გამაგებინე _გაიგონ ვინ ჰყავს...მთელი მისი სანათესაო მოძებნონ თუ საჭიროა ბაბუამისი დაიჭირონ. დარეკე და უთხარი მთელი მისი ოჯახი იპოვნონ თორემ ყველას დავხოცავ! დროზე იარე... მანქანაში ჩაჯდა . დუდას არც ფოტოები აჩვენა და არც შეტყობინება. ნომერო რა თქმა უნდა გაუქმებული იყო უკვე . თავის სახლში მივიდა. იქ სადაც მარიამთან ერთად უნდა დარჩენილიყო. ერთ წუთსაც არ გაჩერებულა. ფეხით გავიდა ქალაქში ვინმეს რომ არ შეემჩნია. ყველას აკვირდებოდა. უცხო სახეებს განსაკუთრებით. უამრავი ტურისტი იყო იმ დროს და აზრი არაფერს ჰქონდა. მის სახლშიც შეიპარა დუდა, მაგრამ იქაურობა სულ მთლად ცარიელი იყო და აშკარად არავინ ცხოვრობდა . ... გონს ტკივილმა მოიყვანა. მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა და სახეს საერთოდ ვეღარ გრძნობდა. თითები გახეთქილ ტუჩზე ჩამოისვა. ლოყაც გასიებული ჰქონდა და უხურდა. თვალები რომ გაახილა ყველაფერი გაიხსენა ძალა საერთოდ აღარ ჰქონდა. უნდოდა გამქრალიყო, ვეღარ უძლებდა. სხეულს ნაჭერი უფარავდა. მოძრაობის უნარი არ ჰქონდა დიდხანს. მხოლოდ ძილი უნდოდა და სხვა არაფერი. ისევ დახუჭა თვალები ნახევრად გათიშულმა. კარის გაღების და ნაბიჯევის ხმა გაიგო. მერე რაღაც დადეს ტუმბოზე . უყურებდა, მის მზერას გრძნობდა მერე ყელზე თითების შეხება იგრძნო , პულსს უმოწმებდა. თმაზეც გადაუსვა ხელი, ტუჩიდან სისხლი ფრთხილად მოწმინდა და ლოყაზე რაღაც ცივი დაადო. იქვე დაჯდა და ისე უყურებდა _მაპატიე ... _გადი აქედან ... მომშორდი ! _თვალები არ გაუხელია, არც შეტოკებულა. მხოლოდ ტუჩები აამოძრავა , ხმა სულ დაკარგული ჰქონდა. _მარიამ მე არ _წადი და დაინიშნე დრო. ალექსანდრე მოვა და მოგკლავს ....... მეორე დღეს ადგა საწოლიდან. იქვე დაწყობილი ტანსაცმელი აიღო და ჩაიცვა. შემდეგ სააბაზანოში შევიდა . მთვრეულივით გაიარა დერეფანი. წყალი ძალიან ნელა მოდიოდა , მაგრამ მაინც იდგა დუშის ქვეშ . სააბაზანო რომ დატოვა ისევ ოთახში შეიკეტა. საწოლზე დაწვა და მოიკეცა. _მარიამ _რა გინდა... მითხარი რა გინდა _მე ... ჯანდაბა მე კონტროლი დავკარგე , მაგრამ _მაგრამ რა...რადგან ჩემს ფეხებსშორის არ შედე ძალადობაც არ იყო? მოძალადე არ ხარ და ყველაფერი რიგზეა ? აქ იმისთვის ვარ რომ შენი და თავს იკლავდა . შენ კი იმაზე უარესი გამიკეთე რაშიც სხვას ადანაშაულებ. ხომ გინდოდა შურისძიება ... მზად იყავი ცოდვებზე პასუხის გებისთვის_ზურგშექცევით იწვა ისევ. ისევ ჩუმად ლაპარაკობდა_ალექსანდრე რომ მოვა ვეტყვი არ მოგკლას რომ მერე მიხვდე რაც ჩაიდინე და მთელი ცხოვრება ინანო...მთელი ცხოვრება დაგტანჯოს იმაზე ფიქრმა რომ სრულიად უდანაშაული ადამიანები აწამე . მოვა დღე და გაიგებ რომ ალექსანდრე უდანაშაულოა. ჩემი ალექსანდრე უდანაშაულოა_ისევ იმეორებდა , თითქოს უკვე საკუთარ თავს აჯერებდა ამას. არაფერი უთქვამს ბიჭს. ჩუმად დაჯდა და უყურებდა. კედელს იყო მიყრდნობილი და არ ინძრეოდა _მალე მოვა... ახლოსაა. ალბათ რამდენიმე დღეში გიპოვნის . თუ არ შეჭამ ცოცხალი ვერ დახვდები მარიამს არაფერი უთქვამს. ისევ ისე იწვა . ფანჯრიდან იყურებოდა , წვიმდა . თანდათან უფრო დიდი წვეთები ცვიოდა. გრილოდა ოთახშიც. _მარიამ ... _არ აპირებ ოთახიდან გასვლას? _შემომხედე გთხოვ მე _არ მინდა შენი დანახვა... გარეთ მინდა გასვლა _წვიმს... ვერ გაიქცევი მარიამ . ირგვლივ ტყეა დაიკარგები _გგონია ახლა სირბილის ძალა მაქვს? ან აქამდე არ გავიქცეოდი ? ნეტავ წავსულიყავი ... პირველად შევცდი ადამიანში _ საწოლიდან წამოდგა. გიგანის პერანგი ეცვა . ისეთი პატარა ჩანდა, ისეთი გალელული, ფერმკრთალი, გახეთქილი ტუჩით და გაწითლებული ლოყით . თმებარეული და თვალებდაწითლებული. არ შეუხედავს გიგანისთვის ისე განაგრძო სვლა. _მარიამ მოიცადე ...ჯანდაბა მარიამ . მარიაამ _არ შემეხო ... აღარ შემეხო _ მისი ხელი მოიშორა და ისევ განაგრძო სვლა. წვიმის წვეთების ხმა ესმოდა. კარს უახლოვდებოდა და სურნელიც თანდათან უფრო ახლოვდებოდა. კარი გააღო და ერთიანად დაუარა მთელ სხეულზე ცივმა ქარმა. კანი დაეხორკლა , თვალები დახუჭა და ისე განაგრძო სვლა. ჯერ ცივ იატაკს გრძნობდა ფეხისგულებით , შემდეგ ბეტონს, ბოლოს სველ ბალახზე გადავიდა. ერთიანად დასველდა , თითქოს წვიმის წვეთებმა მთელი მისი სხეული მოიარეს და გაწმინდეს. ალექსანდრეს ნახვა უნდოდა , უნდოდა თვალები გაეხილა და სანდრო დაენახა. ძალიან ჩქარა გაქცეულიყო და მოხვეოდა. გული შეეკუმშა, საშინელი ტკივილი იგრძნო . ყელში ბურთი გაეჩხირა სუნთქვა შეეკრა და შემდეგ მიწაზე დაეცა. ხელისგულებით ეყრდნობოდა , თავი დახრილი ჰქონდა და ტიროდა . მაღლა იყვნენ ძალიან მაღლა, ტყეში მაგრამ შორს ერთ მხარეს კოშკი დაინახა. ნაცნობი კოშკი და შემდეგ ჩრდილმა დაფარა, აღარ აწვიმდა. ისევ ისე ძლიერ წვიმდა მაგრამ მის თავზე თორნიკე იდგა, ხელები ჰქონდა გაშლილი ზემოდან პლედი ჰქონდა დაფარებული . ქვემოდან ახედა. მიწაზე დაჯდა, ფეხები მოხარა და მუხლებს მკლავები მოხვია . თავი მუხლებზე დადო და ისე უყურებდა გიგანს . ღია ცისფერი თვალები ჰქონდა გიგანს, მუქი ყავისფერი თმა და მოქუფრულ სახეზე ღია ფერის თვალები ანათებდნენ. თხელი მაისური ეცვა რომელიც სულ სველი ჰქონდა. სახეზე წვიმის წვეთები დაცურავდნენ და ხშირ წვერში იკარგებოდნენ. მერე სადღაც შორს გაიხედა და ღრმად ჩაისუნთქა _ადექი მივდივართ _სად მივდივართ...ალექსანდრე მოდის და გინდა სხვაგან დამმალო? ხელი გამიშვი _წამომყევი გთხოვ სისულელეს ნუ ჩაიდენ _ ხელი მოხვია პლედი სხეულზე მოაფარა და სახლში შეიყვანა. _არ გინდა...აღარ გეყო ? ვერ დაკმაყოფილდი? რაღა გინდა მიპასუხე _გამოიცვალე ... გაიყინები _ პერანგი მისცა ისევ და შებრუნდა _დამცინის კიდეც... ისე ბრუნდება წესიერი ბიჭივით ვითომ გუშინ არ შემომახია ყველაფერი . ჯანდაბაში წადი მე არსად წამოვალ. ალექსანდრეს აქ უნდა დავხვდე ... ცოცხალი თუ არა მკვდარი დავხვდები _ ლანგარზე დადებული დანა აიღო და ყელზე მიიბჯინა _მარიამ ... სისულელეს ნუ ჩაიდენ _მოვკვდები და დაივიწყებ რა არაკაცად იქეცი _მიდი მოკვდი მე დავრჩები და ვნახავ შენი ალექსანდრე როგორ მოიკლავს თავს იმიტომ რომ იცის მის გამო დაგემართა ყველაფერი. მერე მშვიდად დავტოვებ ქვეყანას და დავუბრუნდები ჩემს ცხოვრებას _თავს არ მოიკლავს... შენ მოგკლავს ჯერ _მაგას შენ ვერ გაიგებ _ნუ მიახლოვდები _ხო მართალია... ბევრი სისხლი იქნება მე კი სისხლის მეშინია _შენ არ ესროლე ალექსანდრეს? _ნიღბიანი ბანდიტი გგონივარ? _სულერთია...უკვე ყველაფერი სულერთია _არადა მეუბნებოდი ალექსანდრე არაფერ შუაშიაო _არაფერ შუაშია _არ გინდა რომ სიმართლე დამიმტკიცო? სიცილი აუტყდა მარიამს. ვერ გაჩერდა , ისტერიკა ჰქონდა . საერთოდ ვეღარ იცნობდა საკუთარ თავს სულ რაღაც ორ კვირაში სრულიად ყველაფერი შეიცვალა . მხიარული , გიჟი, თავქარიანი მარიამი იყო სულ რაღაც 15 დღის წინ . ვერ გაიგო როგორ გამოართვა დანა და როგორ აღმოჩნდა მის მკერდზე მიკრული. ტიროდა , ქვითინებდა ის კი თმაზე ეფერებოდა და დამშვიდებას სთხოვდა. კიდევ რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ არ ესმოდა. ძალა სრულიად გამოეცალა. ვერაფერს ამბობდა. ვერ აზროვნებდა. უბრალოდ ხედავდა და ესმოდა. პერანგი მოაშორა და მშრალი პლედი მოახვია . მერე ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. წვიმა შეწყდა. გათენდა ...მზე ნელ_ნელა ათბობდა ყველაფერს. ისევ გაუნძრევლად იწვა . თორნიკემ რომ გამოაფხიზლა _ჩაიცვი მივდივართ... _არ მოვდივარ _კარგი ...როგორც გინდა _ პლედს დაწვდა წამში შემოაცალა მერე ხელი მოხვია პერანგი ჩააცვა და ღილები რომ შეუკრა ხელში აიყვანა_ თუ იფართხალებ დამივარდები და დაგორდები. _გავიქცევი იცოდე სადმე ისეთ ადგილას თუ წამიყვან ... _კარგი..._ შუბლზე შეახო წამით ტუჩები და შედარებით კომფორტულად დაიჭირა. ტყეში მიდიოდნენ დაღმართზე. გზა წვიმის გამო ტალახიანი იყო . მალე აუჩქარდა გულისცემა გიგანს. ყელზე ოფლის წვეთებიც გაუჩნდა და სუნთქვა გაუხშირდა. მარიამი კი ისევ დუმდა. სუფთა ჰაერს შერეულ თორნიკეს სუნს სუნთქავდა და სიტყვას არ ძრავდა .თვალები დახუჭული ჰქონდა სანამ ტყე არ გაიარეს და არ დავაკდა _ფეხით მივდივართ? _ხო ... _აქ ნამყოფი ვარ იცი? _ვიცი _მიცნობენ _ვიცი _ალექსანდრე მოვა და წამიყვანს _ვიცი _რა ჩაიფიქრე...რა მოიფიქრე ამჯერად _იარე მარიამ_მალე ხალხიც გამოჩნდა . გზაზს მიდიოდნენ . ისე მიაბიჯებდა მარიამის გვერდით თითქოს არაფერი ხდებოდა. გოგოს უყურებდნენ, საკმაოდ გრილოდა ის კი კაცის პერანგში იყო გამოწყობილი თან ნახევრად შიშველი . გული აუჩქარდა ალექსანდრეს სახლისაკენ მიმავალი გზა რომ დაინახა _მაბრუნებ? _იარე მარიამ _გინდა ასე მარტივად დამტოვო და წახვიდე? _იმაზე მეტიც გავაკეთე ვიდრე ვგეგმავდი ... ენერგია დაუბრუნდა, თითქოს ფრენაც შეეძლო. სწრაფად მიდიოდა გვერდით მყოფს ისევ არ უყურებდა _ხომ იცი რომ განანებ _ვნანობ უკვე ... შენ არასდროს მაპატიებ ხომ? _იმსახურებ? _ალბათ არა _დაელოდე ჩემი სახის დანახვას რომ მოვალ ყველა წამს ინანებ _ყველა წამს , მხოლოდ ამას არასდროს _ სულ ცოტა იყო დარჩენილი. სულ რამდენიმე ნაბიჯი მარიამის გალეულ მაჯას რომ შემოხვია გრძელი თითები , თავისკენ შეაბრუნა და აკოცა. მონაცვლეობით უკოცნიდა გახევებულ გოგოს ტუჩებს , შემდეგ მოშორდა და გაუჩინარდა. მარიამი უკან შებრუნდა, სახლისკენ გაიქცა. ალექსანდრეს ეძახდა მაგრამ თავადაც არ ესმოდა. მერე თვალები აემღვრა, მიხვდა რომ ტიროდა . გაფითრებული, განადგურებული საყვარელი სხეული რომ დაინახა სახეზე აიფარა ხელები. აირია , იმ წამს გრძნობები თავდაყირა ჰქონდა. ეშინოდა, რცხვენოდა, ტკიოდა, უხაროდა, უყვარდა ღმერთო რა ძლიერ უყვარდა ეს კაცი. მისი ხმა რომ გაიგო, მისი შეხება რომ იგრძნო თითქოს სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა. ყველა შეგრძნება გაუქრა და სიმშვიდე დაეუფლა, აუხსნელი , არაამქვეყნიური სიმშვიდე . მისი თითები თმებში რომ მოძრაობდნენ, მისი ტუჩები სახეს რომ უკოცნიდა და ცრემლიანი დაწითლებული თვალები _ჩემი მარიამი...ჩემთან ხარ . ჩემთან ხარ .... მაპატიე , მაპატიე რომ ვერ დაგიცავი. მაპატიე ჩემო ერთადერთო..._მისი სახე რომ დაინახა თითქოს გონს მოვიდა. ისეც ისე ჰყავდა სხეულზე მიკრული_მოვკლავ გეფიცები... შენ თავს ვფიცავარ წამებაში ამოვხდი სულს . ღმერთო როგორ მომენატრე...მეგონა ვეღარ გიპოვიდი. სად იყავი მარიამი... მითხარი გამოიქეცი? ის სად არის...სად არის ის _არ არის...არაფერი მითხრა გთხოვ . სახლში შევიდეთ და უბრალოდ ჩამეხუტე. დიდხანს ვერ გალოდინეთ ამიტომაც ასე ადრე ვდებ გაგრძელებას და ვასრულებ მარიამის ფიზიკურ წამებას ... იმედია ემოცირუი იქნება თქვენთვისაც და სულ ცოტა დამშვიდდებით როგორც ყოველთვის ახლაც სულმოუთქნელად დაველოდები თქვენს აზრს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.