შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზუსტად ისაა რასაც ველოდი (1)


16-01-2019, 19:08
ავტორი ნი ჯეი
ნანახია 1 070

პროლოგი
ხანდახან ასეც ხდება, გვიყვარდება ის, ვინც არასდროს არ უნდა შეგვეყვარებინა. ჩემს შემთხვევაში ეს საშინლად რთულადაა, ვუწყობდი ხელს რომ ერთმანეთი შეყვარებოდათ და..... ბოლოს მე შემიყვარდა.
მე ის თავდავიწყებით შემიყვარდა ეს კი ჩემს უდიდეს პრობლემად იქცა.
როგორ უნდა უყურო მის ღიმილს და არ შეგიყვარდეს, მის ფოსოებს, მის თვალებს და.... მის ტუჩებს.
თუმცა არ მეგონა ყველაფერი ასე ცუდად თუ წავიდოდა.
ცხოვრება ნაგავია, ბოლოს ყველანი დავიხოცებით..
ჰო, ამაში მაინც გამიმართლა.
თავი 1
დასაწყისი
........................როუზი...................
დილით მაღვიძარამ ცუდ განწყობაზე გამაღვიძა, ძილს ვერ შევიბრუნებდი, დრო არ მქონდა. წყალი გადავივლე და სამსახურის ფორმა ჩავიცვი. პირველ სართულზე ჩავედი და ჩემს პატარა ძმას და დედიკოს ლოყაზე ვაკოცე.
"პატარავ, როგორი დაღლილი ხარ ყოველთვის..სამსახურისან შეგიძლია დროებით გაენთავისუფლო..." ჩემი და დედას საუბარი ამ თემით იწყებოდა სულ.
"დე, ხვალიდან შვებულებას ვიღებ 3 თვით, ზაფხული მოვიდა, ვისვენებ." გავუცინე და სკამზე ჩამოვჯექი. დედამაც ულამაზესი ღიმილით შემომხედა და ჭიქით ყავა დამიდგა.
ჭამის დროც არ მქონდა ამიტომ უეცრად დავლიე ყავა და კარისკენ გავემართე.
"როუზ.. საღამოს ნათესავები მოდიან..დროულად მორჩი, კარგი?" დედას თავი დავუქნიე და გზას გავუდექი.
.............
"დღეს წვეულებაა ჩემს სახლში როუზ, გამიხარდება თუ მოხვალ." მითხრა მაიკმა და გამიღიმა.
"ოჰ, არ ვიცი როგორ გამოვა, ოჯახი.. სტუმრები მოგვდიან და ხომ ხვდები.." დამწუხრებულმა ვუთხარი და წამოსასვლელად გავემზადე.
მაიკმა რაღაც ჩაიდუდღუნა და საქმე გააგრძელა.
უფროსის კაბინეტისკენ გავემართე და ღრმად ჩავისუნთქე, ახლა მტკიცე უნდა ვყოდილიყავი.
კარი შევაღე და შიგნით შევაბიჯე.
"გამარჯობა როუზ, შვებულების თაობაზე ხარ მოსული?" მკითხა მისტერ დანბარმა და სკამისკენ მიმითითა. მეც მივესალმე და საბუთები გავუწოდე რომ ხელი მოეწერა.
"კარგი, 3თვეში კვლავ შევხვდებით , ხომ?" შემეკითხა მისტერ დანბარი და ცისფერი თვალები შემომანათა. თავი დავუქნიე, დავემშვიდობე და სახლისაკენ წამოვედი.
დავინახე მაიკი, რომელიც რაღაცის თქმას აპირებდა თუმცა გადაიფიქრა და კვლავ თავის საქმე განაგრძო.
……
დღეს ბოლო კლიენტები იყვნენ.. და-ძმა, რომელსაც ყოველდღიური კონფლიქტი ჰქონდათ ოჯახში და ამის მიზეზი უნდა გამეგო, ფსიქოლოგიურად უნდა შევსულყავი მათთან კონტაქტში. როდესაც ჩემს კაბინეტთან მივედი იქ მხოლოდ გოგონა დამხვდა რომელიც უცნაურად იშუშნებოდა. დიდად არც გამკვირვებია, ბიჭი რომ არ მოვიდა და თავის პრინციპებს არ გადააბიჯა ასე რომ გოგონასთან უნდა დამეწყო.
“გამარჯობათ, მე როუზი ვარ, თქვენი და თქვენი ძმის.... ფსიქოლოგი.“ღიმილით გავუწოდე ხელი მან კი, მხრები აიჩეჩა და ხელიც კი არ ჩამომართვა.
“მე ჯემა ვარ და ფსიქოლოგი აარ მჭირდება, ეს უბრალოდ დედაჩემის აკვიატება იყო.“მკვახედ მომახალა და კვლავ თავის ადგილას დაჯდა.
“ვფიქრობ უნდა გავერკვათ იმაში, თუ რატომ ვარ საჭირო მე. მაინტერესებს როდესაც სახლში ხარ თავს როგორ გრძნობ?“ვეცადე თბილად დამეწყო საუბარი, ჩემი ბოლო დღე იყო და არ მინდოდა ჩავფლავებულიყავი.
“მე იშვიათად ვარ სახლში.“მითხრა და ტელეფონს მიაჩერდა.
“როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს ძმასთან?“ვკითხე და თან კალამი დაფურცელი მოვიმარჯვე.
‘’ნორმალური. ვცდილობთ ერთმანეთი არ შევაწუხოთ და აქედან გამომდინარე თუ დახმარება გვჭირდება ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს.“მითხრა და შეიშმუშნა.
აქ საქმე იმაზე სერიოზულადაა ვიდრე მე მეგონა.
კარზე დააკაკუნეს და თავი ახალგაზრდა ბიჭმა ღიმილით შემოყო, რომელსაც უკან ხანში შესული ქალი შემოყვა, როგორც მივხვდი ეს ამ გოგოს ძმა ის კი დედამისი იყო. ჩაცმით თუ ვიმსჯელებდით, საკმაოდ ღარიბი ოჯახი იყო და თავადაც არ ვიცი ფსიქოლოგის ფული საიდან უნდა ქონოდათ.
‘’გამარჯობა დაიკო.“ცინიკურად მიესალმა ბიჭი და მის გვერდით ჩამოჯდა. რაღთქმაუნდა ეს კავშირი საშნლად არ მომეწონა და ბლოკნოტში მოვინიშნე.
ფეხზე წამოვდექი რომ ქალბატონს მივსალმებოდი, მან ხელი ჩამომართვა და თბილად გამიღიმა.
‘’მე ანე ვარ, მაპატიეთ დაგვიანებისთვის, ჰარის ველოდებოდი..“უხერხულად თქვა და დივანზე ჩამოჯდა.
“რათქმაუნდა, ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია.“ ცინიკურად თქვა ჰარიმ და გაიღიმა.
იმის შიშმა ამიტანა რომ ამ ოჯახთან არაფერი გამომივიდოდა, არადა ჩვეულებრივი, რიგითი ოჯახი იყო კომფლიქტებით.
‘’მინდა ჰარის მარტომ გავესაუბრო.’’ ვთქვი და ჰარის შევხედე, დაიბნა, არ ელოდა, ეს კი ჩემი შანსი იყო. დავინახე რაღაც ქაღალდი როგორ გადააწოდა ჯემას, მანამ, სანამ ოთახიდან გავიდოდნენ ისინი.
‘’რით დავიმსახურე ასეთი პატივი?’’ მკითხა და დივანზე თავისუფლად დაჯდა.
‘’პირველ რიგში გთხოვ, ცინიკურობა მოიშორო, აქ მხოლოდ მე და შენ ვართ. შენ გგონია ეს ყველაფერი რასაც შენ აკეთებ , მაგარ ტიპად გხდის?’’ ვეცადე საკმაოდ ნელა და წყანრად მეთქვა ყველაფერი.
ჰარიმ მხრები აიჩეჩა ‘’ნუ, ჯერ-ჯერობით ასეა.’’ თქვა და გაიღიმა. ისეთი ლამაზი ღიმილი ჰქონდა, ბავშვური , ვერასოდეს იფიქრებდი ამ ადამიანზე ცუდს, მანამ, სანამ ის ხმას ამოიღებდა.
‘’ის, რასაც შენ აკეთებ ეს ცუდია, შენ გგონია არცერთ ოჯახში არაა მსგავსი სიტუაცია და მხოლოდ შენთან ხდება? ჰარი.. ცხოვრება ასეთია, და ბოროტება და ცუდის კეთება ამას არ გამოასწორებს.’’ ვუთხარი და კალამი მოვიმარჯვე.
‘’მისმინეთ, ასეთი დიდი ხანია ვარ, არასდროს ვარ ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილი, ყველა ადამიანი ერთი ნაგავია და მეც ყველა მათგანი ერთნაირად მძულს.’’ თქვა და კვლავ გაიღიმა. ‘’ ახლა შემიძლია გავიდე? ჩემს დაიკოსთან საქმე მაქვს.’’ თქვა და ფეხზე წამოდგა.
ჯანდაბა, მეგონა ისეთი ოჯახი იყო, რომელთანაც ერთ დღეშ დავამთავრებდი ყველაფერს, თუმცა ეს ასე არ გამომივა, ამ ოჯახში ყველაფერი უნდ აგამოვასწორო, თუნდაც ჰარის გამო.
დავინახე როგორ ელაპარაკებოდნენ ჯემა და ჰარი ერთმანეთს , ჯემა ნერვიულობდა და თან ტუჩს იკვნეტდა, ჰარი კი რაღაცას მისგან დაჟინებით ითხოვდა.
ფული, ამ ყველაფრის არსი ფულია.
...
რამოდენიმე ხნის შემდეგ დავემშვიდობე მათ და წამოვედი. მინდა რიმე ისეთი გავაკეთო, რომ ჰარიმ სხვა რამ დაინახოს, არ მინდა ჩავფლავდე, და ამას მხოლოდ ამის გამო ვაკეთებ.
მე მივაღწევ იმდენს რომ ჰარის ყველაფერზე აზრი შევაცვლევინო, და ვიცი ამაში რაც დამეხმარება.

.....
სახლში მისულს დედა შემომეგება, სტუმრად ჩემი დეიდაშვილი და დეიდა გვყავდნენ. დეიდა კეროლი ლამაზი, მაღალი, ქერა და ცისფერთვალება ქალი იყო, სოფი კი ძალიან ბედნიერი უნდა ყოფილიყო ასე რომ გავდა დედას.
ორივე გულთბილად მომესალმა და ჩამეხუტა, ისევე როგორც მე.
"დღითი-დღე ლამაზდები, როუზ." მითხრა დეიდა კეროლმა და მომაჯადოვებლად გამიღიმა, დავიმორცხვე და გავწითლდი, ხო ამ საქმეში საშინელი ვარ, რაიმე ამ სახის რომ მითხრან თუნდაც ეს კომპლიმენტი უბრალო იყოს, მაშინვე ლოყები მიხურდება და პომიდორს ვემსგავსები.
"როუზ, გავიგე სამსახურს მორჩი, შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე სოფელში დასასვენებლად, იქ ბევრი და კარგი ბავშვები არიან." მითხრა სოფიმ და თვალი ჩამიკრა. გავიცინე დედამ კი სიხარულიღ თავი დაუქნია.
"ეს კარგი აზრია, ცოანხით განტვირთვა არ გაწყენდა, არა პატარავ?" მკითხა დედამ. ცუდი აზრი არ იყო ამიტომ დავთანხმდი.
"მართალი ხარ, მგონი ეს დავიმსახურე, თუმცა, მინდა ჩემი მეგობარი წამოვიყვანო, რათქმაუდნა თუ ეს პობლემა არაა.." ვთქვი და პასუხს მოუთმენლად დაველოდე.
“რათქმაუნდა, ეს პრობლემა არაა."გამიღიმა კეროლმა. უეცრად მომაფიქრდა კვლავ ერთი იდეა.
სოფი,კეროლ, დღეს ხომ აქ რჩებით?" ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავირინდე.
"კი,ყველაფერი რიგზეა?"მკითხა გაკცირვებულმა კეროლმა.
"უბრალოდ ვიფიქრე ცუდი იდეა არ იქნებოდა.... დღეს წვეულებაზე ვარ დაპატიჟებული და, გამიხარდებოდა თუ სოფი ჩემთან ერთად წამოვიდოდა." ვთქვი და სოფის გავხედე, სიხარულისგან თვალები აენთო და კეროლს გადახედა.
"კარგით,თქვენ უკვე დიდი გოგონები ხართ, ამის უფლება გაქვთ."თქვა და გაგვიცინა. მე და სოფი მაშინვე ზედა სართულზე ჩემს ოთახში ავედით და მზადებას შევუდექით.
............
წასასვლელად უკვე მზად ვიყავით, ჩემი მუქი მწვანე კაბა იდეალური იყო, სოფი კი უმშვენიერესი იყო. საჭირო ნივთები ავიღეთ და ქვედა სართულზე დავეშვით. მაღლებით სიარული მიჭირდა, თუმცა ეს ჩემებთან არ შევიმჩნიე.
.....
წვეულება მაიკის სახლში იყო, შესვლისთანავე შემოგვეგება და გაგვიღიმა.
"გამარჯობა, როუზ მიხარია რომ მოხვედით. ძალიან კარგად გამოიყურებით, ორივე ." გვითხრა, და შეგვიპატიჟა.
რამოდენიმე ჭიქის დალევა გადავწყვიტეთ, რადგან ვიფიქრეთ არაფერს გვაწყენდა, დალევის შემდეგ კი ჩვენი ამბების მოყოლა დავიწყეთ.
"შეხედე მაიკს, ნახე როგორ გიყურებს." გადმომიჩურჩულა სიცილით სოფიმ რაზეც ხელი გავკარი მეგობრულად და მეც სიცილი დავიწყე.
"ერთი ბიჭი მომწონს, ჯანდაბას შეიძლება მიყვარს კიდეც..."შემომხედა, დარწმუნდა რომ ვუსმენდი და გააგრძელა. "ის ძალიან კარგია... თუმცა არ ვიცი.. მგონი რაღაც ბიძგი გვინდა ორივეს, თუმცა დარწმუნებული ვარ მასაც აქვს ჩემს მიმართ გრძნობები." მითხრა და დამელოდა რას ვეტყოდი.
"დამაცადე ჩამოვიდე, ყველაფერს გავაკეთებ და შენ და ის ერთად იქნებით! ამ ჭიქით კი.."სოფის დაველოდე რადგან იმ ბიჭის სახელი ეთქვა და გამეგრძელებინა.
"ამ ჭიქით ჰარის გაუმარჯოს." თქვა და ბოლომდე დაცალა. ჰარი.. კვლავ ჰარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ სოფი სულ სხვა ადამიანზე საუბრობდა..მეც სიცილით დავეთანხმე და დავლიე.
"რატომ არავინ არაა შენს ცხოვრებაში?"მკითხა ცნობისმოყვარედ თუმცა შემდეგ დაფიქრდა და გააგრძელა. "იცი რა? ჰარის ძალიან კარგი ძმაკაცები ყვანან." მითხრა სიცილით და წარბები ამითამაშა. მის ტუტუცობაზე გამეცინა და ამაზე მართლა დავფიქრდი.
ერთი შეყვარებული მყავდა, რომელთანაც 1 წელი ვიყავი თუმცა შემდეგ ხასიათი საგრძნობლად შემეცვალა და ისიც დამშორდა. მაიკი კარგი ბიჭი იყო თუმცა არა ჩემი შესაფერისი.
"იცი რა, ბედნიერი ვარ რომ ჰარი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, მან ბევრი რამ მასწავლა და ვფიქრობ ის ნამდვილად ჩემი მომავალი..."თქვა სოფიმ თუმცა აღარ დაასრულა რადგან სიცილი აუტყდა.
ხო, ჰარი თუ ასეთია, ღმერთო ერთი ჰარისნაირი ბიჭი მაჩუქე. ჩემსავე ფიქრებზე გამეცინა და მე და სოფიმ შემდეგი ჭიქები დავლიეთ.
მთელი გზა სოფი იმაზე მელაპარაკებოდა თუ რამდენად კარგი იყო ჰარი, მეც მობეზრებულად ვუსმენდი თუმცა ამას მასთან არ ვამბობდი. სახლში სიცილით მივედით და მაშინვე დავწექით.
მთელი ღამე ვერ დავიძინე, ვფიქრობდი ყველაფერზე, ხვალინდელ დღეზე რომელსაც არაფრის ან ყველაფრის მოხდენა შეეძლო. მსურდა ჩემი ცხოვრება შეცვლილიყო.და ასევე ჰარის.. ჩემი ჰარის ცხოვრებაც საგრძნობლად შემეცვალა.
....
დილით დედას საშინელმა ყვირილმა გამაღვიძა, უეცრად წამოვხტი და მასთან გავიქეცი, გარეთ მუხლებზე იდგა და ტიროდა, შეშინებულმა მაშინვე ხელები მოვხვიე.
"პატარავ, ის...ის აღარ არის.."თქვა დედამ ტირილით. ვერ მივხვდი რაზე ან ვისზე ამბობდა.
"რას ამბობ? დედა ამიხსენი!" მოუთმენლად შევყვირე.
"მამაშენი...ის დაიღუპა."თქვა და თავი ჩახარა. საშინლად გავბრაზდი, როგორ მისცა დედამ თავის თავს იმის უფლება რომ თავის შვილის წინ მამაზე ტიროდა.
საშინლად გავბრაზდი და მკლავებში ხელი ძლიერ ჩავავლე.
"ამის უფლება არ გაქვს! როგორ ბედავ და მას დასტირიხარ!" ჩემმა ხმამ კონტროლი დაკარგა. "11წლის ვიყავი დედა, 11წლის ვიყავი და ხალხშ მცემა! ეს არ იკმარა და რომ გითხარი სახლშიც დამიმატა! ყოველდღე გცემდა შენც ! მაშინაც კი, როდესაც ჯიმიზე ორსულად იყავი! ის არაკაცი იყო დედა! ის სიკვდილის ღირსი იყო!" ბოლო სიტყვებზე დედამ პირზე ხელი ამაფარა თუმცა უხეშად მოვიცილე, არ ჰქონდა მისი დატირების უფლება. ‘’ შემიძია დავრჩე’’ ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
‘’არა, კარგად ვიქნები, გპირდები.’’ მითხრა ლოყაზე მაკოცა და შიგნით შევიდა. მამაზე ვერ ვიფიქრებდი სხვა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი მქონდა, მაშინვე ჰარის საცხოვრებელი ადგილი გავიგე და მისკენ გავემართე.
იქ მისულს სახლში არ დამხვდა, კარი დედამისმა, ანემ გამიღო. მითხრა რომ ჰარი თავის მეგობრებთან ერთად იყო და მეც მოსაძებნად გავეშურე, არ მინდოდა დრო დამეკარგა.
...
რომელიღაც დანგრეულ სახლს მივაგენი და დავინახე რამოდენიმე ბიჭი რომელიც ეწეოდა და ჰარიც მათთან ერთად იყო.
‘’ჰარი’’ რაც შემეძლო დავიყვირე და მისი და ასევე ყველას ყურადღება მივიქციე. ჰარის გაკვირვებული, ბიჭებმა კი დამცინავი სახეები მიიღეს. ჰარის ხელი დავუქნიე და ვანიშნე ჩემთან მოსულიყო.
‘’აქ რა ჯანდაბას აკეთ...’’
‘’წამოდი, ბევრი საქმე გვაქვს.’’ თქმაც არ დავამთავრებინე ხელი წავავლე და გზისაკენ გავემართეთ.......
ასე დაიწყო ყველაფერი.

...................................................................................
კარგია?
გავაგრძელო?




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent