შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {9}

17-01-2019, 15:43
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 398

მშობლების სახლში მივიდა. არაფერი იყო გასაკვირი , თითქმის ყოველდღე მიდიოდა მათთან და ნებისმიერ დროს რჩებოდა. ფაქტობრივად ისევ იქ ცხოვრობდა , მაგრამ ნინოს შვილის დანახვისას ფერი ეცვალა თითქოს იცოდა რომ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუხდებოდა
_გამარჯობა დედა ...
_არ გელოდით ვიფიქრე მარიამს დასვენება სჭირდებოდა და აღარ დაგირეკეთ. როგორ ხართ დედი
_კარგად ვართ, მაგრამ უკეთ ვიქნებით თუ დედიკო მეტყვის რატომ წავიდა წუხელ ასე ადრე_ ქალს ღიმილიანი მზერა მიაპყრო და მერე დივანზე დასვა
_მე ... ჩვენ უბრალოდ არ მეგონა თუ გეწყინებოდა შვილი, ჩვენ პირიქით ვიფიქრეთ რომ არ გენდომებოდა ზემდეტი კითხვები, ხმაური და ბავშვებთან დარჩენა გერჩია _ მარიამს შეხედა და ხელზე მოეფერა.
_ნინო დეიდა ნუ მიხსნით... ვხვდები რატომაც წახვედით და არ მწყენია ,ალექსანდრე აჭარბებს.
_მამა სად არის?
_წასულია ... სამსახურშია დე და მალე დაბრუნდება. რაღაც შეხვედრა ჰქონდა ვერ გავიგე ნორმალურად.
_დამწვრის სუნია...რაღაც იწვის. რამეს ხომ არ ამზადებდი დედა
_ვაიმე სულ დამავიწყდა ... _ უცებ წამოდგა და სამზარეულოსკენ გაიქცა. აშკარად კვამლში გაეხვა მთელი ოთახი.
_ დეე ჩვენ ზემოთ ვიქნებით . სადილზე დავრჩებით. მამაც მოვა მანამდე_ დაუძახა და მარიამს ხელი ჩაჰკიდა.
კიბე რომ აიარეს ჯერ კიდევ ფიქრობდა რომ საძინებელში შევიდოდნენ , მაგრამ ალექსანდრემ კაბინეტისაკენ გადაუხვია. კარი გააღო და შიგნით შევიდა.
_აქ რა გვინდა
_ნინომ შეიძლება არაფერი იცის...შოთა რასაც მალავს ყველაფერი აქ არის
_ალექსანდრე არ მომწონს ეს ამბავი... იქნებ უბრალოდ წავიდნენ. რა უნდა იცოდნენ , არ იცი როგორ ვუყვარვარ ორივეს? სულ ამბობდნენ შენ რომ არ იყო ალექსანდრეს ვერავინ დაამშვიდებდაო
_თუ ვერ ვიპოვნი შევეშვები...რა პრობლემაა თანაც მე არ ვამბობ რომ მათ გამო მოგიტაცეს. მგონი დედას გარდა ერთადერთი ქალი ხარ ვინც მამაჩემს მოსწონს. სხვას ყველას ეჭვის თვალით უყურებს _ გაიცინა მაგიდის გვერდით მდგომი წიგნების კარადის მეორე თაროდან რამდენიმე წიგნი გამოიღო და მათ უკან არსებულ სეიფს დააკვირდა _ კოდი არ ვიცი...
_სერიოზულად?
_სულ მინდოდა ამ სეიფის გახსნა ბავშვობაში
_და მიზეზო ვერ იპოვნე ვერასდროს... ვთამაშობთ?
_მე და შენ თამაში ყველაზე კარგად გამოგვდის ამიტომ წარმოვიდგინოთ რომ ვთამაშობთ
_კარგი... ნინოს დაბადების თარიღი ნახე?
_ეგ არ არის... არც ქორწინების თარიღია... არც მამას დაბადებისდღე.
_შენი სცადე აბა
_დავიჯერო მამიკოს ჩემი დაბადების თარიღი აქვს პაროლად? _ ციფრები აკრიფა და კარიც გაიღო _ მთელი ბავშვობა ამაზე ვფიქრობდი?
_აბა ? რა არის
_სულ ფურცლებია ... _სწრაფად გადახედა ყველა კომპანიის საბუთები იყო. არაფერი განსაკუთრებული . მარიამი ცარიელ სივრცეს დააკვირდა და შემდეგ რაღაც შენიშნა , ფსკერზე დააკაკუნა და ხის ხმა რომ გაიგო მაშინვე მაკრატელი აიღო. ხის ქვემოთ ძველი საქაღალდე იყო სულ რამდენიმე ფურცელი იდო შიგნით მაგრამ საგულდაგულოდ იყო შეკრული
_ეგ რა არის? აბა მაჩვენე რას მალავს მამიკო ... ჰმ , იმედია უკანონო შვილი არ ჰყავს _ გაიცინა და სავარძელში მოკალათებულმა გახსნა საქაღალდე
_მანქანი ხმა ისმის... მგონი შოთა მოვიდა _ მარიამმა ფანჯრიდან გაიხედა და დააკვირდა ეზოში სწრაფად მიმავალ კაცს_ აშკარად აღელვებულია. ნეტავ კომპანიაში ხომ არ ხდება რამე... ალექსანდრე გესმის?
ძველისძველ გახუნებულ ფურცლებს უყურებდა და თვალებს ვერ უჯერებდა . თანდათან კარგავდა ცნობიერებას. ფურცლებს უყურებდა ერთმანეთს ანაცვლებდა ისევ თავიდან კითხულობდა . ასოებს თითს აყოლებდა , მაგრამ არაფერი იცვლებოდა .

ცხოვრებაში არსებობს მომენტები როდესაც ქრები, არ იცი ვინ ხარ. საკუთარ თავს ვერ ხედავ, უჩინარდები . დრო ჩერდება, აღარაფერი ისმის, მხოლოდ ერთი წერტილი რჩება რის ირგვლივაც ტრიალებს ყველაფერი.
უყურებდა გახუნებულ ფურცელზე დატანილ სიტყვებს რომლებიც მთელს მის ცხოვრებას აქრობდა.
ნაშვილები იყო!
საკუთარი იდენტობა დაკარგა სულ რამდენიმე წამში .
არ იცოდა ვინ იყვნენ მისი ნამდვილი მშობლები. არ იცოდა საკუთარი გვარი, არაფერი იცოდა საკუთარი დაბადების შესახებ , არც იმაზე თუ როგორ აღმოჩნდა შოთასთან და ნინოსთან.
_ალექსანდრე რა იპოვნე _ მარიამის ხმა ესმოდა , მისი შეხება რომ იგრძნო გამოფხიზლდა _ალექსანდრე კარგად ხარ ?
არაფერი უთქვამს ისე მოსწყდა ადგილს და მისაღებში მყოფ ცოლ_ქმართან გავარდა. ვერ აზროვნებდა, გონება სულ მთლად გაეთიშა. მარიამი უკან მიჰყვებოდა და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.
_როდის აპირებდით თქმას _ ფურცელი მაგიდაზე დადო და მშობლებს გადახედა _მიპასუხეთ! ოდესმე მეტყოდით ვინ ვარ? ოდესმე იტყოდით რომ ვიღაც სხვა ქალმა გამაჩინა, ვიღაც სხვა ადამიანების სისხლი მაქვს ...ჯანდაბაა !
_ალექსანდრე...შვილო შენ ეს როგორ ნახე
_შვილო ჩვენ
_რა თქვენ ... არ მითხრათ რომ ცუდად გავიგე. ამ საბუთების მეტი რა მესმის.
_ალექსანდრეე შვილო შენ ჩვენ ისე შეგიყვარეთ საკუთარ შვილს ასე ვერ შევიყვარებდით . შენ ჩვენი ხარ , ჩემი ხარ და სხვა არავისი, გთხოვ ასე ნუ მიყურებ დედი... შენ ხომ იცი მე შენს გარდა არაფერი გამაჩნია _ ქალი ფერდაკარგული იდგა , ცრემლები სცვიოდა და ბიჭთან მიახლოებას ცდილობდა
_ალექსანდრე _მარიამმა ძლივს შეძლო სიტყვის თქმა. ბიჭის თითებს შეეხო, სულ გაყინული იყო
_სიმართლის დრო დადგა! ვგრძნობდი ახლოვდებოდა ეს მომენტი, მაგრამ სხვანაირად ველოდი. ყოველწელს , ყოველ დღე ვფიქრობდით როგორ გვეთქვა შენ რომ პატარა იყავი. მერე თავისთვაად დაგვავიწყდა, საერთოდ დავიციწყეთ ეგ ამბავი , შენ ჩვენი შვილი ხარ ყველაზე დიდი განძი ...
_მამა ... თქვენ მე სრულ ტყუილში მაცხოვრეთ. ახლა ვხვდები რომ ჩემი არაფერია. სულ არაფერი , სახელიც კი შესაძლოა სხვა მქონდეს.
_დამშვიდდი გთხოვ შვილო ... ჩემო ერთადერთო გევედრები ასე ნუ ლაპარაკობ
_რა სულელი ვყოფილვარ ... ვერაფერს ვხვდებოდი. საერთოდ ვერაფერს . თქვენც აზრად არ მოგსვლიათ სიმართლის თქმა , ჩემს სიყვარულში გეპარებოდათ ეჭვი თუ რა იყო პრობლემა. გეგონათ სიმართლეს თუ გავიგებდი წავიდოდი და დაგივიწყებდით თუ რას ჩავიდენდი. არ მქონდა უფლება მცოდნოდა ? ეს მაგიჟებს დედა სხვა კი არაფერი...სხვა ვინ უნდა გამოჩნდეს ისეთი შენზე მეტად რომ შევიყვარო ვიღაც ვინც მიმატოვა?
_შვილო ჩვენ აღარ ვფიქრობდით მაგ ამბავზე, ეგოისტურად მოვიქეცით ვიცი განა არ ვიცით?
_გვიან დავქორწინდით, რამდენიმე წლის შემდეგ რომ არ დავფეხმძიმდი ექიმთან მივედი ...ბევრი წვალების შემდეგ დავრწმუნდით რომ შვილი არ გვეყოლებოდა. წლები გვემატებოდა , ბავშვი ძალიან მინდოდა . გადავწყვიტეთ აგვეყვანა სულ პატარა ჩვილი . მამიდაშენი კლინიკაში მუშაობდა და იცოდა რომ ერთმა ქალმა ბავშვები დატოვა . ტყუპები , ორივე ბიჭი . მინდოდა ორივე წამომეყვანა , მაგრამ მეორე ვიღაც სხვამ წაიყვანა და ჩვენ შენ წამოგიყვანეთ. სულ პატარა იყავი შენი ხელში აყვანაც მეშინოდა . სულ ტიროდი თითქოს ხვდებოდი შენი დედა რომ არ ვიყავი და მთელი ღამეები არ გეძინა. თვეები დაგჭირდა რომ შეჩვეოდი ჩემს ხმას და შეხებას. ყოველთვის ემოციური იყავი , მერე ისე შემეჩვიე რომ სულ ჩემთან იყავი და შენი მოფერება რომ უნდოდათ არავის ეკარებოდი...
_დედა ...რას მეუბნები პირდაპირ კლინიკაში დამტოვა . ძმა მყავს? ის ფოტოზე ... იცით ვინ არის ხომ? გეცოდინებათ იმ ქალის სახელი და გვარი . ისიც გეცოდინებათ მეორე ვინ წაიყვანა. იმიტომ გქონდათ ჩვენს ამბავზე ასეთი რეაქცია...
_ალექსანდრე გთხოვ... ცოტა დამშვიდდი _ მარიამიც შოკში იყო, უნდოდა დაემშვიდებინა , მაგრამ რა უნდა ეთქვა იმ ვითარებაში ვერ ხვდებოდა
_ვიცით ვინც არიან...გუშინ რომ გავიგე მივხვდი შენი ძმა იქნებოდა. რამდენიმე ადგილას დავრეკე და გავარკვიე . აქამდე მხოლოდ სახელები ვიცოდი სხვა არაფერი
_შოთა გთხოვ ...
_აქამდეც უნდა გვეთქვა, აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს ყველაფერი. ჩვენ მთელი გულით გვიყვარს და ეს იცის. გაიცნოს მშობლებიც, სხვა ნათესავებიც და გადაწყვიტოს რა სურს _ მაგიდიდან ფურცლები ალექსანდრეს მიაწოდა და ისევ დაჯდა_ესაა ყველაფერი რაც ვიცი. ისე მოიქეცი როგორც გული გიკარნახებს
_დაფიქრება მჭირდება...ყველაფრის აწონ_დაწონვა და მე
_მაპატიე დე ... ჩემო ერთადერთო . ჩვენი შვილი შენ ხარ და სხვა არავინ _ სახეზე მოეფერა და ხელები დაუკოცნა
ალექსანდრემ შუბლზე აკოცა და მერე ზურგი აქცია. არ შეეძლო , ვერაფერს ეტყოდა. მიის მზერა , ასეთი სევდიანი არასდროს ყოფილა. მაშინ შეჩერდა მარიამის თითები რომ მოეხვია მკლავზე
_წავიდეთ , სადმე შორს წავიდეთ მარიამ

*^*^*^
ხის სახლში იყვნენ.
ჩუმად იჯდა და ერთ წერტილს უყურებდა . მარიამი კი მას არ აშორებდა თვალს. ალექსანდრეს ყოველთვის უყვარდა პრობლემაზე საუბარი. მარიამს გაუზიარებდა ტკივილს, ბრაზს და შემდეგ მშვიდდებოდა ახლა კი იმდენად ცუდად იყო სიტყვებიც არ ჰქონდა. თითქოს გაქვავდა .
_ალექსანდრე _ ცრემლები წაკოუვიდა და სხეულზე მიეკრო _გთხოვ ასე ნუ ხარ ... ყველაფერი
_კარგად არ იქნება მარიამ ... თურმე ჩემი ძმის გამო აირია ყველაფერი. ახლა ისიც არ ვიცი ვისზე უნდა გავბრაზდე, ცუდად ვარ , მაგრამ არ ვიცი რატომ ვარ ცუდად. მე ხომ არ მაინტერესებს ვის მუცელში ვიყავი , მერე რა რომ ნინოს ცხრა თვე არ ვუტარებივარ ისაა დედაჩემი და ის უჟმური კაცი სხვისი შვილი საკუთარივით რომ შეიყვარა მამაჩემია . მათ ადგილას ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი, დავივიწყებდი ყველაფერს და ჩემს შვილთან ერთად გავაგრძელებდი ცხოვრებას
_რა მნიშვნელობა აქვს ვისი სისხლი გაქვს შენ შენ ხარ ... ალექსანდრე ხარ ბიჭი რომელსაც არასდროს გამოუყენებია მამის გავლენა . არასდროს ყოფილხარ ქედმაღალი და თავხედი მდიდარი ბიჭი. შენ სადაც არ უნდა გეცხოვრა მაინც ასეთი იქნებოდი როგორიც ახლა ხარ
_მაგრამ ახლა მდიდარი ბიჭი ვარ, ნებისმიერ დროს შემიძლია გამოვიყენო ჩემი მშობლების ქონება, ვიყო მშვიდად და არ ვიფიქრო იმაზე თუ რას ჩავიცვამ, რას შევჭამ , სად ვიცხოვრებ. ვინ ვიქნებოდი რომ არ დავეტოვებინე, იქნებ ვიღაც მკვლელის , ნარკომანის , კახ*ს შვილი ვარ და თავისნაირი გავეზარდე ... ამ ფიქრებს ვერ ვიშორებ ეს ყველაფერი არ მომხდარა შეიძლება მადლობელიც უნდა ვიყო რომ დამტოვა , მაგრამ მაინც ვერ ვმშვიდდები. ვერ ვაჩერებ ამ წყეულ აზრებს _ სახე ხელებში ჩამალა და მერე ფეხზე წამოდგა
_იქნებ ყველაფერი სხვაგვარადაა ... შენ აუცილებლად უნდა გაიგო ვინ არიან ისინი . რომ ნახავ შემდეგ დამშვიდდები, დაივიწყებ ან იქნებ უკეთ გაცნობა მოგინდეს. იქნებ არ ვიცი რა ... უბრალოდ ვიცი , რომ საკუთარ ცხოვრებას ვერ გაექცევი
_დავლიოთ ... _ ბოთლი აიღო და დალია . შემდეგ მარიამს მიაწოდა და სავარძელს მიეყრდნო _ გავიგებ ვინ ვარ სინამდვილეში , ჩემს ტყუპსაც ვიპოვნი და პასუხს მოვთხოვ იმ ნაბიჭვარ გიგანსაც _ ისევ დალია და ფურცლებს დახედა _შენ ნახე რა წერია
_ახლავე?
_რას დაველოდოთ ... არ გაინტერესებს ვის ვგავარ? აქამდე მეგონა მამას ვგავდი . დაემთხვა რომ არცერთია ქერა ან ჟღალი _ბოთლი მიიყუდა და ნახევრამდე დაცალა
_ირინა აბაშიძე ... ეკონომისტია , მუშაობს სასტუმროში . იყო გათხოვილი და ქორწინებიდან ჰყავს ერთი ქალიშვილი კატო . ცხოვრობს ქალიშვილთან ერთად საკუთარ ბინაში
_შესანიშნავია , ანუ მრავალშვილიანი ოჯახიდან არ ვარ და ეკონომიური მდგომარეობის გამო არ დამტოვეს. ან უკანონო შვილი ვარ და მომიშორა ან არ ვიცი
_აქ ფოტოც არის... ძალიან ლამაზი ქალია . ნახავ?
_კიდე რა წერია
_ანდრეა ფაღავა ... სამხატვრო აკადემიის ლექტორია , წლების წინ წავიდა ქვეყნიდან . სხვა რაფერი წერია. მხოლოდ სასწავლებლის სახელი , მისამართი და მისი მშობლების სახელებია. კიდევ მისი ფოტოცაა ... ის უბრალოდ სხვა სტილშია თორემ ღმერთო როგორ გგავს
_მომეცი _ ფოტო გამოართვა და თვალები ფართოდ გაახილა. მერე სიცილი დაიწყო . ირინას ფოტოც ნახა და კატოც არ დავიწყნია
_ჩემი ოჯახი... მამა სად არის . აჰ მამა ალბათ თავადაც არ იცის ვინ არის . ქალბატონ ირინას რომ ვნახავ შემდეგ გავიგებ . შესანიშნავია ... ნეტავ ხატვის ნიჭი ვისგან გამოგვყვა . ღმერთო ჩემო მგონია რომ თავიდან დავიბადე ან ამნეზია მქონდა და ახლა ვიხსენებ ყველაფერს. კოშმარია
_იქნებ საერთოდ არ ღირს მათი ნახვა... ყველაფერი ჩემი ბრალია ავიჩემე ამ ამბის გარკვევა და აი ხომ ხედავ სადამდე მივედი
_ეგ ამბავი რომ არა ვერც გავიგებდი ვინ ვარ ... და მყავს , იქნებ მინახავს კიდეც სადმე ან ჩემმა შვილებმა გაიცნონ მისი შვილები. ერთ ქალაქში ვცხოვრობთ სულ ახლოსაა , წარმოუდგენელია ... ახლა ძალიან მინდა ვინმე ვცემო. რამე გავტეხო ვიღაც მოვკლა არ მინდა მშვიდად ყოფნა, არ მინდა ვინმეს გავუგო... არ მინდა მესმოდეს , ვფიქრობდე ამის დედაც მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ტყუილია ვიღაც ანდრიკოს მსგავსი ნაბიჭვრის გაკეთებული ვარ ალბათ . იმ გოგომ მის გამო სცადა და ქალბატონმა ირინამ პირდაპირ საავადმყოფოში მიგვაგდო
_წამომყევი _ მარიამმა ხელი ჩაკიდა და სახლიდან გაიყვანა . ერთ წუთს დამელოდე _ სახლში შევიდა და მალევე დაბრუნდა.
_მარიამ არ შემიძლია ახლა ტყეში სიარული
_წამოდი... ახლა ორივეს გვჭირდება გამოფიტვა _ ჩანთა მიაჩეჩა და ტყისკენ წავიდა.
_არც კი ვიცი რატომ მოგყვები
_ გამომყევი _ გაიქცა და ხეებს შორის მისი დანახვა გაძნელდა. ალექსანდრემ თავი გააქნია და უკან მიჰყვა. ბოლოს დაიჭირა და დაეცა კიდეც
_ჯანდაბა ვეღარ ვსუნთქავ...
_არ გიშველა?
_ცოტა ... წავედით_ ზურგზე მოისვა და აღმართს აუყვა . მდინარის სათავესთან მივიდნენ და შემდეგ გაჩერდნენ. მაღალი ტემპერატურა იყო და საკმაოდ ცხელოდა . მდინარის ხმა ისმოდა თან ჩიტების ხმა ერთვოდა.
_დავიღალე ... ძალიან დავიღალე
_ადექი ... მოვკლათ ბრაზი _ როგორც კი დაისვენეს მაშინვე გახსნა ჩანთა და იარაღი ამოიღო.
_სერიოზულად?
_ქილებიც მაქვს
_არანორმალური ხარ
მდინარის მეორე მხარეს გადავიდა. სამიზნეები გაამზადა და შემდეგ უკან დაბრუნდა. სველი იყო , ალექსანდრეს სველი ტუჩები მიაწება ლოყაზე და მერე იარაღი გამოართვა
_მინდა ვესროლო იმ ნაბიჭვარს სასტუმროდან რომ გამიყვანა და შენ გესროლა _სამიზნეს დაუმიზნა მაგრამ ვერ მოარტყა _ ჯანდაბა არასდროს გამომდიოდა სროლა
_მე ვცდი ...
_ვის ესვრი
_გიგანს
_პირველივე ჯერზე?
_ეს იმისთვის რომ გაგარტყა... ეს იმისთვის რომ გაკოცა _ ორჯერ ისროლა და მერე მარიამს დაუბრუნა _ ტყვიები საკმარისად გვაქვს?
_გვეყოფა _ ისევ დაუმიზნა და ღრმად ჩაისუნთქა _ იმ მიზეზს მოვკლავ რამაც ირინას შენი დატოვება აიძულა
_არ არსებობდა... ალბათ უბრალოდ ბავშვების გაზრდა არ უნდოდა. ტყუპების გაზრდით რომელი 19 წლის გოგო შეიწუხებს თავს
_ალბათ არ შეეძლო
_მოენდომებინა და შეძლებდა...დედაჩემი ნინოა _ ხმამაღლა ლაპარაკობდა და თან ისროდა

დიდხანს ისროდნენ , ბოლოს რაღაც სისულელეებს "ესროდნენ", არალოგიკურად იქცეოდნენ , მაგრამ გათავისუფლდა ...
არაფერი შეცვლილა
ვერაფერს დაივიწყებდა
რეალობას ვერ შეეწინააღმდეგა , მაგრამ სიმსუბუქე იგრძნო
.....
კორპუსთან გააჩერა მანქანა და უბრალოდ დაელოდა. ძალიან ცოტა იყო იმის შანსი რომ მაინცადამაინც მაშინ დაბრუნდებოდა ქალი სახლში , მაგრამ მისი მანქანა გამოჩნდა და ალექსანდრეც უფრო დაიძაბა. პირველად უნდა დაენახა, პირველად შეხედავდა საკუთარ დედას. უბრალოდ უყურებდა როგორ გადმოვიდა მანქანიდან , საშუალო ასაკის სექსუალური ქალი . ქალი რომელსაც ძალიან ჰგავდა.

სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა შენობისკენ . ხელში ჩანთა ეჭირა, ყურზე მობილური ჰქონდა მიდებული და ვიღაცას ესაუბრებოდა. ალექსანდრე მანქანიდან გადავიდა და უკან გაჰყვა. სადარბაზოში შევიდა, შემდეგ კიბის საფეხურებს აუყვა. უკვე მისი ხმა ესმოდა
_პატარავ შენ და შენი გოგონები სადღაც ერთობით და მე სახლში ვარ მარტოდ მარტო გამოკეტილი ...ხო ხო რა თქმა უნდა სულ გახსოვართ როდესაც შეყვარებულს ეჩხუბებით ან დაშორდებით და წუწუნი გჭირდებათ _სუნთქვა ნელ ნელა გაუხშირდა , კედელს მიეყრდნო და ისე განაგრძო საუბარი _ მარტოც შესანიშნავად გავერთობი. სახლიდანვე მოვაგვარებ საქმეებს და მერე ფილმს ვუყურებ . კარგი მეც გკოცნი პატარავ...არ იცელქო და ეცადე მანდედან დაბრუნებულს ისევ გყავდეს შეყვარებული _გაიცინა მობილური გათიშა და ჩანთაში ჩააგდო. კიბეს ახედა და ამოისუნთქა. მეშვიდეზე უნდა ასულიყო , გზაში რამდენიმე შეტყობინება გააგზავნა . მეექვსეზე გაჩერდა და ალექსანდრეს შეხედა
_თქვენ მე მომყვებით !
_დიახ _რამდენიმე საფეხური აიარა და მის გვერდით შეჩერდა_კიდევ ერთი სართულია როგორც ვიცი_თვალებში უყურებდა ქალს
_კატოსთან თუ ხართ ქალაქში არ არის...
მზერა გაუსწორა და გაღიმებას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა
_სჯობს სახლში შემიპატიჟოთ
_იქნებ მითხრათ ვინ ხართ...აქამდე შევხვედრილვართ?
_ერთხელ ... წლების წინ გვნახეთ მე და ჩემი ძმა
ქალმა ბინის კარი გააღო და პირველი შევიდა . აშკარად დაბნეული უყურებდა ბიჭს, უცნაური შეგრძნება ჰქონდა , მაგრამ შიში ნამდვილად არ იყო . აფორიაქდა , თვალს ვერ აშორებდა და თან ეუცნაურებოდა აშკარად პატარა იყო ბიჭი მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ზრდასრულის შესახედაობა ჰქონდა და ბავშვს არ ჰგავდა
_დაბრძანდით ... რამეს მოირთმევთ? მე მაინც ვერ ვხვდები ვინ ხართ ...იქნებ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ
_კარგი ბინაა, კეთილმოწყობილი. მანქანაც გყავთ, სამსახურიც გაქვთ, მშვიდად ცხოვრობთ . საინტერესოა როგორი იქნებოდა თქვენი ცხოვრება ოცი წლის ასაკში გაჩენილი ტყუპები რომ არ დაგეტოვებინათ კლინიკაში.
არ უფიქრია, არ იცოდა როგორ ეტყოდა შენი შვილი ვარო, ასე პირდაპირ გამოუვიდა ქალის გაოცება. წამსვე გამოეცალა ძალა, თითქოს მუხლები მოეკვეთა დივანზე დაეშვა და ბიჭს შეხედა
_შენ საიდან
_კიბეზე რომ დამინახეთ ალბათ ისიც იფიქრეთ მორიგი თაყვანისმცემელიაო , ბედის ირონიაა ... სადმე რომ მენახეთ ალბათ მომეწონებოდით კიდეც. გახსოვდათ 24 წლის წინანდელი ამბავი თუ მეხსიერებიდან ისე ამომშალეთ ახლა გიკვირთ რას ამბობსო
_შეუძლებელია ... _ თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. მისკენ გასწია ხელი , მაგრამ შეხება ვერ გაბედა_ნამდვილად? დარწმუნებული ხარ რომ შენ ... ღმერთო ჩემო როგორც იქნა გიპოვნე
_არ მითხრა რომ მეძებდი
_მთელი გააზრებული ცხოვრებაა ვცდილობ გიპოვნოთ, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ვერცერთი გიპოვნეთ...შენი ძმა სად არის , ხომ კარგადაა ის ... ისიც შენთანაა? არ მჯერა რომ შენ ხარ ... თვითონ მიპოვნე . აქვე იყავი სადღაც ქალაქში და მე
_მეორე სხვაგან გაიზარდა, სწორედ მეორეს გაფუჭებული საქმის გამო გავიგე რომ ნაშვილები ვარ , რომ საავადმყოფოში დამტოვე ბედის ანაბარა და წახვედი. შენ გამო ამერია ახლაც ცხოვრება, იცი რა ბედნიერი ვიყავი? სრულიად უპრობლემო ცხოვრება მქონდა, მაგრამ იმის გამო რომ თურმე სადღაც ზუსტად ჩემნაირი დადის მე უნდა ვაგო პასუხი!
_ვერაფერი გავიგე... შენმა ძმამ რა ჩაიდინა
_ძმას ნუ ეძახი საერთოდ აქ საჭორაოდ არ მოვსულვარ , უბრალოდ მინდოდა გენახა როგორია შენი შვილი. რომ უთხრა შენს ქალიშვილს და სადმე არ გადაეყარონ ჩემს შთამომავლებსაც კი . საერთოდ არ მინდა კიდევ ვინმეს აერიოს ცხოვრება შენს გამო!
_მოიცადე გთხოვ... ასე ვერ წახვალ . რამე მომიყევი . სულ ცოტა ხანს დარჩი გთხოვ
_ყველაფერს მოგიყვები, როგორ მზრდიდნენ ჩემი მშობლები. რა მიყვარს, როდის გავიარე, კბილი როდის მოვიცვალე, როდის შემიყვარდა პირველად და კიდევ რა ვიცი რა უნდა იცოდე შვილის ცხოვრებაში ... შენთან საუბარი ამ ეტაპზე არ მინდა და თუ მომინდება გიპოვნი ისევ
_არა ...არ ვაპირებ ასე გაგიშვა. ვიცი , ვიცი რომ საშინლად მოვიქეცო და ჩემი ეს ქცევა არაადამიანური გეჩვენება , მაგრამ იმ ასაკში 2 შვილის გაზრდა თანაც მარტოს არ შემეძლო. შიმშილით მოვკვდებოდით სამივე, არ მქონდა ძალა , მაგრამ როგორც კი შევძელი მარტო ცხოვრება მაშინვე დავიწყე თქვენი ძებნა, მაგრამ არაფერი გამომივიდა . მითხრეს ერთი ძალიან სუსტი იყო და გარდაიცვალაო... მეორე გვიან წაიყვანეს და ჩანაწერი არ არისო. მითხარი რა უნდა გამეკეთებინა . თავი უნდა მომეკლა? ხომ ხედავ რომ ვერ შევძელი , ვცდილობდი ცხოვრება გამეგრძელებინა. ასეთი ხასიათი მაქვს უცებ სიმსივნის დიაგნოზი რომ დამისვან ვიტყვი ცხოვრება მშვენიერიათქო . დღე არ გასულა თქვენზე რომ არ მეფიქრა, კატო რომ გავაჩინე მას შემდეგ ყველგან მეჩვენებოდით მეშინოდა შემთხვევით არ გადაჰყროდით ერთმანეთს და ჩემ შვილებს ერთმანეთი არ შეჰყვარებოდათ. ყველა იმ ბიჭს ვაკვირდები ვისაც ხვდება , ზოგჯერ გიჟს ვგავარ ტყუპებს რომ ვხედავ _ტიროდა , ცრემლებად იღვრებოდა სლუკუნებდა და თან ყვიროდა . ალექსანდრე იმდენ საერთოს ხედავდა მასში , რომ ვერ შეძლო ხელის კვრა. ვერ შეძლო მასთან უხეშობა, ვერ შეძლო მისი მოშორება როდესაც სახეზე შეეხო . ჯერ გაყინული თხელი თითებით ეხებოდა მერე ხელები დაუკოცნა _ არ წახვიდე გთხოვ, გემუდარები მომეცი საშუალება გაგიცნო _მკლავები მოხვია , თავი მკერდზე მიადო . ალექსანდრე კი ისევ გაქვავებული იდგა, ვერ გრძნობდა იმას რასაც ნინოს ჩახუტებისას, არ ჰქონდა ის სითბო რაც ნინოს შეხებისას, მაგრამ სულ სხვანაირი თავისუფლება იგრძნო.
რამდენიმე წუთის შემდეგ დივანზე იჯდა, არაფერს ამბობდა უბრალოდ უყურებდა
_ცოლი გყავს? _ბეჭდიან ხელზე მოეფერა და გაეღიმა_ შვილიც?
_შენმა მეორე შვილის დამსახურებით ცოლთან მშვიდად ყოფნა არ მეღირსა ... როგორც ჩანს ის მამას ჰგავს. სად არის , იცი საერთოდ ვინ არის თუ ერთი ღამის შეცდომის ნაყოფი ვარ და იმიტომ დამტოვე
_მამათქვენს სიგიჟემდე ვუყვარდი , მეც მეგონა რომ მიყვარდა ან შემიყვარდებოდა. ჩემებს არ მოსწონდათ, ღარიბი იყო და არც მის მშობლებს მოვწონდო სულ სხვა გოგო უნდოდათ მის ცოლად. წინააღმდეგობამ უფრო მომანდომა . გავიპარეთ , მთელი თვე ვცხოვრობდით ერთად , ჩემები მოსაკლაად დაგვდევდნენ . გვიან გავიგე რომ ჩემი უფრო ძმა მტრობდა. სამი თვე ვიმალებოდით სხვადასხვა ადგილას მერე გვიპოვნეს. ჩხუბი რომ დაიწყეს და ჩემმა ძმამ იარაღი დაუმიზნა გონება დავკარგე. არ მოუკლავს ცემს ძმას მხოლოდ იმიტომ რომ ფეხმძიმედ ვიყავი , მაგრამ ოჯახი დავკარგე საბოლოოდ. არაფერი აინტერესებდა, გიჟი იყო მხოლოდ მე ვუნდოდი და სხვა არაფერი. ხუთი თვის ფეხმძიმე ვიყავი თავს როგორ ვირჩენდით არც კი ვიცი. გასული ვიყავი სახლიდან და რომ დავბრუნდი კაიფში დამხვდა, დამოკიდებული იყო . მერე რაღაც ჩაიდინა, დღემდე არ ვიცი რა და ჩემს თვალწინ მოკლეს. სახეები ვერ დავინახე , მანქანიდან ესროლეს რომ მივყავდი. ბოლო ორი თვე არც კი ვიცი როგორ გავძელი , მშობიარობა ნაადრევად დამეწყო. ვერ წაგიყვანდით, სრულიად მარტო ვიყავი, მეშინოდა რომ თქვენც რამეს დაგიშავებდნენ. არ ყოფილა ჩემი ცხოვრება თქვენს გარეშე მარტივი , წლები დამჭირდა წუმპედან ამოსასვლელად ... ძალიან ბევრი ვიბრძოლე იმისთვის რაც მაქვს. არ ვიცი რა უნდა გამეკეთებინა მაშინ თქვენთვის უკეთესი მომავალი რომ შემომეთავაზებინა. ხო ვიცი , ვიცი რომ ნამდვილ დედასთან ყოფნა სჯობს ყველაფერს და არაა მთავარი მატერიალური მხარე , მაგრამ როდესაც შიმშილი გიწევს სჯობს შენი შვილი იქ გეგულებოდეს სადაც უყვართ, უვლიან და თვალისჩინივით უფრთხილდებიან
_ მე არ ვიცი რა უნდა გითხრა ... აქამდე რომ მოვედი საერთოდ ისიც არ ვიცოდი რა მინდოდა შენგან. მე დედაც მყავს, მამაც , მამიდა და სხვა ნათესავებიც რომლებიც ძალიან მიყვარს. მართალი ხარ მე გამიმართლა და საერთოდ არაფერი მაკლდა და იმაზე მეტადაც ვუყვარვარ დედაჩემს ვიდრე შეიძლება შენ გყვარებოდი. შენ არ იცოდი ჩვენ რა გველოდა, ხომ შეიძლებოდა ბავშვთა სახლში წავეყვანეთ და იქედან ვინმე ავადმყოფს გავეყვანე, ან იქ გავმხდაროყავი ძალადობის მსხვერპლი
_არავინ იცის წინასწარ რა ელის, რისკავ იმის იმედით რომ გაგიმართლებს . ნატრობ, ლოცულობ რომ ისე იყოს როგორც გინდა და იმედს არ კარგავ ... სხვა ვერაფერს გააკეთებ ზოგჯერ როდესაც ბრძოლის ძალა არ გაქვს ღმერთს უნდა მიენდო ... არ მომიყვები რამეს ? მაგალითად შენს ცოლზე_ ღმერთო როგორ ჰგავდა ალექსანდრეს მასავით არ შეეძლო დეპრესიული განწყობით ყოფნა . იღიმოდა და ტკივილსაც ამით ფარავდა
_კატომ იცის ჩვენზე?
_იცის ... კატო ჩემი მეგობარია და ყველაფერი იცის . ჩემმა ყოფილმა ქმარმაც იცის , სხვა არავინ . შენს ძმაზე არაფერს მეტყვი?
_მეც არ ვიცი ჯერ...ხატავს და საერთოდ არაა საქართველოში .
_რა მოხდა , რა დააშავა ... მასში აერიე ვინმეს? ასე ძალიან გგავს?
_ფოტო ვნახე და ლამის მეც ეჭვი შემეპარა ... ახლო მომავალში ვნახავ , გავარკვევ მართლა ა თუ გაუგებრობა მოხდა . შენ რომ მოგისმინე დავრწმუნდი , რომ ყველაფერს უნდა ელოდო ცხოვრებისგან...უნდა წავიდე დიდი დრო გავიდა უკვე
_კიდევ მოხვალ? ტელეფონის ნომერი მაინც მომეცი გთხოვ ...ალექსანდრე
_დაგიკავშირდები როდესაც გადავწყვეტ ...
წავიდა...
სახლში დაბრუნდა და მარიამიც წამსვე გამოჩნდა
_ალექსანდრე...შემეშინდა , დაგაგვიანდა. ნახე?
_ საშინლად ვგავარ მარიამ... მისნაირი ხასიათი მაქვს. სიმართლე მიამბო და აღარ ვიცი ვბრაზობ თუ არა, საერთოდ ავირიე .
_ყველაფერი დალაგდება...ყველაფერს აქვს დადებითი მხარე ხომ იცი , აქამდე დედისერთა იყავი ახლა ულამაზესი და გყავს , კიდევ ტყუპისცალი რომელიც ჯერ არ ვიცით როგორია. ისიც უნდა დავუშვათ რომ დამნაშავე არაა სოფიოს ამბავში
_ხო , მე გამიმართლა . არაფერი დამიკარგავს , პირიქით ეს რომ მანამდე გამეგო და არაფერი მომხდარიყო ალბათ ცხოვრებას ახალი ნათესავების გარემოცვაში გავაგრძელებდი
_სულ ცოტაც და ყველაფერი დალაგდება... _ ჩაეხუტა და თითები თმაში შეუცურა _მომიყევი როგორია... მომიყევი მისი ამბავი
_მამას ჰყვარებია ... ის მოუკლავთ ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე

საუბარი დაიწყო და ის ღამეც თავზე დაათენდათ.
მარიამი უსმენდა და შემდეგ მთელი ღამე ფიქრობდა მომავალზე. იმ ყველაფერზე რაც ელოდათ . მხოლოდ ერთი რამ იცოდა , ყველა ამბავს რაღაც ახალის სწავლება შეეძლო , კიდევ ერთი განსაცდელი იყო რომელსაც ალექსანდრესთან ერთად გადალახავდა.

არ ვიცი რამდენად მოგეწონებოდათ ალექსანდრედ ისტორია , მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდოდა ეს გავიც აუცილებლად უნდა ყოფილიყო . კიდევ ერთი მაწილი იქნება მათზე და შემდეგ დავუბრუნებ მეგობრებს ისტპრიას
იმედია ძალიან უაზრო არ იყო
და ცოტა მაინც დაგაინტერესათ კითხვის დროს
მიხარიხართ

№1  offline წევრი Rania

Asec vechvobdi. Irinas ver gaamtyuneb. Rtulia mis adgilas yofna. Albat ram unda maizulos shvilis datoveba. Tuarada isev masze fiqrma. Au mariam. Patara iyo. Magram ise xshirad deb agar vicucuneb. Saocrad magari gogo xarr. Imedia zmac arafer shuashiaa. Male dade ra gtxovv
--------------------
Q.qimucadze

№2  offline მოდერი sameone crazy girl

Rania
Asec vechvobdi. Irinas ver gaamtyuneb. Rtulia mis adgilas yofna. Albat ram unda maizulos shvilis datoveba. Tuarada isev masze fiqrma. Au mariam. Patara iyo. Magram ise xshirad deb agar vicucuneb. Saocrad magari gogo xarr. Imedia zmac arafer shuashiaa. Male dade ra gtxovv

მადლობააა
მიხარია რომ მოგწონს
ხვალ დავდებ კიდევ

№3  offline წევრი Niniko11

საერთოდ არ ყოფილა უაზრობაა თვითშეფასება არ გივარგა გოგო შეენ :დ ან ძალოან თავმდაბალი ხარ...
შემდეგ თავს ხვალ დადეებ?

№4  offline მოდერი sameone crazy girl

Niniko11
საერთოდ არ ყოფილა უაზრობაა თვითშეფასება არ გივარგა გოგო შეენ :დ ან ძალოან თავმდაბალი ხარ...
შემდეგ თავს ხვალ დადეებ?

მადლობა
ხვალ დავდებ კი

№5  offline წევრი babi3001

მეეე ძალიან მომწონს ალექსანდრეს და მარიამის წყვილიიი ვაფრენ ვგიჟდები მაგრამ ცოტა ქიმიაა მაკლია მათ შორისსს თუმცააა ვიცი რომ ამასაც მოევლება ... ხომ არ ვიცი რა ვთქვააა შენ ჩამოყალიბებული მწერალი ხარრრ და შეუძლებელია შენს ნაწერში რაიმეე არ მოგეწონოსსს ... მიყვარხარრრ და მიყვარს ეს ისტორია და ეს წყვილი და საერთოდ შენი ყველა ისტორიააა მიყვარს ძალიან <33

№6  offline წევრი elene2619

როგორი გოგო ხარ შენ საერთოდ არ გელოდებოდი ახლა heart_eyes
ალექსანდრეს ისტორია შესანიშნავი გამოვიდა მძიმე წარსულით მაგრამ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო....
მაინტერესებს მისი ძმა როგორია და ალბათ შემდეგ თავში ყველაფერი დალაგდება იმედს ვიტოვებ რომ არაფერ შუაშია სოფოს ამბავთან ალექსანდრეს ძმა და უბრალოდ რაღაც გაუგებრობა მოხდა..
მოკლედ საოცარი გოგო ხარ და გელოდები კვლავ მოუთმენლად heart_eyes

№7  offline წევრი დარინა

ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები ვერ წარმოვიდგენდიი ჩემი ალექსანდრე, რატომღაც მგონია რომ ანდრეაც არ არის დამნაშავეე, განრისხებულ ალექსანდრეს ველოდები გიგანს თავპირს რომ დაულეწავს, მეტი ემოცია და გრძნობა მინდა ანა ზე მეტი რაღა უნდა მოხდეს რომ გაერკვენ თავიანთ გრძნობებშიიი, ბევრი სიყვარულიბი და სიტკბოები მინდაააა. შემდეგი თავი მინდა.

№8  offline მოდერი sameone crazy girl

babi3001
მეეე ძალიან მომწონს ალექსანდრეს და მარიამის წყვილიიი ვაფრენ ვგიჟდები მაგრამ ცოტა ქიმიაა მაკლია მათ შორისსს თუმცააა ვიცი რომ ამასაც მოევლება ... ხომ არ ვიცი რა ვთქვააა შენ ჩამოყალიბებული მწერალი ხარრრ და შეუძლებელია შენს ნაწერში რაიმეე არ მოგეწონოსსს ... მიყვარხარრრ და მიყვარს ეს ისტორია და ეს წყვილი და საერთოდ შენი ყველა ისტორიააა მიყვარს ძალიან <33

ძალიან ძალიან დიდი მადლობა
გავწითლდი
flushed flushed
ხო ქიმია ნამდვილად აკლიათ მაგრამ ასე უცებ შეუძლებელია რამე ცვლილებები მოხდეს მითუმეტეს ამ ფონზე.

elene2619
როგორი გოგო ხარ შენ საერთოდ არ გელოდებოდი ახლა heart_eyes
ალექსანდრეს ისტორია შესანიშნავი გამოვიდა მძიმე წარსულით მაგრამ თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო....
მაინტერესებს მისი ძმა როგორია და ალბათ შემდეგ თავში ყველაფერი დალაგდება იმედს ვიტოვებ რომ არაფერ შუაშია სოფოს ამბავთან ალექსანდრეს ძმა და უბრალოდ რაღაც გაუგებრობა მოხდა..
მოკლედ საოცარი გოგო ხარ და გელოდები კვლავ მოუთმენლად heart_eyes

მომდევნო თავში გამოჩნდება ანდრეა და იმედია ყველაფერი გასაგებად მექნება დაწერილი ცოტა ჩახლართული ამბავი იქნება და იმიტომ
მადლობა დიდი

№9  offline წევრი Nane

თვითშეფასება აიმაღლე ❤️მშვენიერი იყო.

№10  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები ვერ წარმოვიდგენდიი ჩემი ალექსანდრე, რატომღაც მგონია რომ ანდრეაც არ არის დამნაშავეე, განრისხებულ ალექსანდრეს ველოდები გიგანს თავპირს რომ დაულეწავს, მეტი ემოცია და გრძნობა მინდა ანა ზე მეტი რაღა უნდა მოხდეს რომ გაერკვენ თავიანთ გრძნობებშიიი, ბევრი სიყვარულიბი და სიტკბოები მინდაააა. შემდეგი თავი მინდა.

არ ვიცი რთულია ეგ სულ თვე გავიდა და თან ასე რთულად და ამათ ახლა ამ სიყვარულობებზე ფიქრი ნაკლებად შეუძლიათ
არ ვიცი რა როგორ იქნება
იმედია მოგეწონებათ ისე როგორც დავწერ

Nane
თვითშეფასება აიმაღლე ❤️მშვენიერი იყო.

მადლობა
heart_eyes

№11  offline წევრი Liziko27

მომკალი თუგინდა ჰა.. არ მომწონს ალექსანდრე,(((((((( რაღაცნაირი წყვილია რაღაც აკლიათ.. ალბათ მეგიბრები რიმ იყვნენ და იცნობენ 5 თითივით ერთმანეთს მაგიტო.. არ გეწყინოს რა..!!!! სასწაულად წერ უბრალოდ ეს წყვილი ნაკლებად მიყვარს . დანებონ თავი გიგანს :d:d:d:d: არა ცუდი ბიჭი. როცა მიხვდა რაც გაკეთა არ დამვიწყებია საწოლზე რომ დაეცა თითქოს გაიყინაო... ;*;*;**;*;*;*;

№12  offline მოდერი sameone crazy girl

Liziko27
მომკალი თუგინდა ჰა.. არ მომწონს ალექსანდრე,(((((((( რაღაცნაირი წყვილია რაღაც აკლიათ.. ალბათ მეგიბრები რიმ იყვნენ და იცნობენ 5 თითივით ერთმანეთს მაგიტო.. არ გეწყინოს რა..!!!! სასწაულად წერ უბრალოდ ეს წყვილი ნაკლებად მიყვარს . დანებონ თავი გიგანს :d:d:d:d: არა ცუდი ბიჭი. როცა მიხვდა რაც გაკეთა არ დამვიწყებია საწოლზე რომ დაეცა თითქოს გაიყინაო... ;*;*;**;*;*;*;

გასაგებია როგორ წყვილს და გმირებს ანიჭებ უპირატესობას და მესმის ვერაფერს გავაკეთებ ჯერ ...ვნახოთ
მადლობა

№13  offline წევრი ფარვანა

Magariiko ise mainteresebs meore rogoria... Mainteresebs ertad iqnebian dzmrbi? Hmm... Dzalian magari taviiko da dzalian mesakvarla da shemecoda aleqsandres namdvilidedac usakvarlesebi arian aleqsandre da mariami ise rogorc sxva wkvilebi da vimedovneb shemdegshi ufro meti qimia iqneba magat shoriis heart_eyes magariiko veli axal tavs moutmenlad <3 mariamebs shoris ert-erti kvelaze magari mariami xar shen <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

№14  offline წევრი Mariammmo

ხომ ვთქვი ძმა იქნებათქო!!!
7 თავის კომენტარში ისიც ვთქვი შენ ისე აბრუნებ ამბებს ყბა მივარდებათქო და აჰა :O ტყუპისცალი, ნაშვილები ^^ მარიამ ფორმაში ხარ ^_^
დავდუმდი და დაგელოდეეე სხვა გზა არ არის :D <3

№15  offline მოდერი sameone crazy girl

Mariammmo
ხომ ვთქვი ძმა იქნებათქო!!!
7 თავის კომენტარში ისიც ვთქვი შენ ისე აბრუნებ ამბებს ყბა მივარდებათქო და აჰა :O ტყუპისცალი, ნაშვილები ^^ მარიამ ფორმაში ხარ ^_^
დავდუმდი და დაგელოდეეე სხვა გზა არ არის :D <3

ბრაზილიური სერიალი გამოდის რაა უნდა წავიდე ერთი ვიპოვნო ვინმე ხუანი რეჟისორი და ტელემუნდოს გადავაღებინო

Vivien Sky
Magariiko ise mainteresebs meore rogoria... Mainteresebs ertad iqnebian dzmrbi? Hmm... Dzalian magari taviiko da dzalian mesakvarla da shemecoda aleqsandres namdvilidedac usakvarlesebi arian aleqsandre da mariami ise rogorc sxva wkvilebi da vimedovneb shemdegshi ufro meti qimia iqneba magat shoriis heart_eyes magariiko veli axal tavs moutmenlad <3 mariamebs shoris ert-erti kvelaze magari mariami xar shen <3

ვაიმეე მე ყველაზე ცუდი მარიამი ვარ ამათ შორის
weary weary
მადლობაა

№16  offline მოდერი Someone wandering

გამართლდა ჩემი ეჭვებიი
საოცრებაა თავი იყო
დააავლეენჩდიიი ნაშვილეები რომ იყოოო აიი,პირი დავაღე
კარტეები გაიიხსნააა
ააუუ კატო და ალექსი ერთმანეთს შეახვედრე რაააა
ტყუპისცალიც რო ძაან მაინტერესეებს?
და-ძმურ მომენტებზე ვაბოდეეებ. კაატოოოო უხხ როგორ გამახარე გამოჩეენიით
საოცრად მომეწონა დედა- შვილის შეხვედრა,.... ნინო მაინც სხვაა მაგრაამ ესენი ვაბშე სხვა. ორივესთან თავისებურად იქმება ალექსი ასე ვფიქრობ..
დედაას ვგავაროო რომ თქვაა,გული გამითბა და მამას უყვარდაო.....
ვეელიი ახალ თავს

№17  offline მოდერი sameone crazy girl

Someone wandering
გამართლდა ჩემი ეჭვებიი
საოცრებაა თავი იყო
დააავლეენჩდიიი ნაშვილეები რომ იყოოო აიი,პირი დავაღე
კარტეები გაიიხსნააა
ააუუ კატო და ალექსი ერთმანეთს შეახვედრე რაააა
ტყუპისცალიც რო ძაან მაინტერესეებს?
და-ძმურ მომენტებზე ვაბოდეეებ. კაატოოოო უხხ როგორ გამახარე გამოჩეენიით
საოცრად მომეწონა დედა- შვილის შეხვედრა,.... ნინო მაინც სხვაა მაგრაამ ესენი ვაბშე სხვა. ორივესთან თავისებურად იქმება ალექსი ასე ვფიქრობ..
დედაას ვგავაროო რომ თქვაა,გული გამითბა და მამას უყვარდაო.....
ვეელიი ახალ თავს

ვაიმეეე ჩემი ქარიშხალი გოგო მოსულა
აქ იმდნეი რამეა იმდნეი ვინმეა აღარ ვიცი რას დავუთმო დრო რომელ სიყვარულს, საყვარელს, ნებას, ბავშვებს, დებს ,ძმებს, მამებს, დედებს მოკლეედ ყველაფერი მინდა და როგორ ოვახერხეეებ კაცმა არ იცის

№18  offline წევრი Anansio

მარიიამ ,მარიკუნაა,კუნკულაა❤️❤️❤️უმაგრესი გოგო ხარ შეენ❤️❤️❤️ზუსტაად ახერხეებ ემოციების გადმოცემაას❤️❤️უფფ როგორი ემოციური თავი იყოო❤️❤️კიდე უფრო გამოაჩინეე ალექსანდრეს პიროვნების სიდიადე და უფრო შემაყვარეე❤️❤️❤️უმაგრესი პერსონაჟიაა...სუფთა და მაღალი ღირებულებების მქონეე❤️❤️მარიამის და ალექსანდრეს ურთიერთობაზე ვგიჟდები❤️❤️❤️ყველანაირ სიტუაციაში უგებენ ერთმანეთს და ეხმარებიაან❤️❤️❤️❤️მინდა მე ამ წყვილის განვითარება და სიყვარულით სავსე თვალების ნახვაა❤️❤️❤️იმსახურებეენ❤️❤️❤️მიყვარხაარ მე შეენ ძალიაან ❤️❤️❤️წარმატებები მარიამ!❤️❤️❤️❤️

№19  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio

მე კიდე შენ მიყვარხარ ასე ძალიან რომ გულშემატკივრობ ამ წყვილს
ძალიან მჭირდება ახლა ეს დამოკიდებულება და
მადლობააააააააააააააააა

№20  offline წევრი Anya10

ესეეიგი. ისტორიაა ძაალიან ძააალიან მომეწონა. მომწონს რო ჩემი ვარაუდი არ განართლდა დაა მა გზიით წახვედი. ჰო მარიამზე და ალექსანდრეზე ვაფანატეეებ. მაგათზე ჰარმონიული, მაგათზე იდეალური, მაგათზე არ ვიცი რა მოკლეედ მაგათზე ზე წყვილი ჯერ არ ვიცი. პაწააა ცნებაც გაუჩინე რაა თორეეე გული წამივაა ან ერთმა ან მეორემ რო სხვა შეიყვაროს ,,როგორც მეორე ნახევარი". ეს ტყუპისცალის მაბავი არი სუპეერ. ეხლა უცეებ მეორე ალექსანდრს წარმოვიდგენ და გულიი მე წამივიდა ყველას მაგივრად. ჰოო ნამდვილი დედის გამოჩენამ როგორც ალექსანდრეშჯ არ გამოიწვიაა რაღაავ ბუმი ეგრე იყო ჩემზე. ვერც ვამტყუვნებ და ვერც ვამართლებ. აი რაღაცნაირაად ვარ ცოტა მკიდი ეს დედა. უფრო საინტერერო და ძმა ძმის შეხვედრა იქნება. ჰო მარიამის და ალქესანრეს მომნეტებზეე ისევ დავდნი და ისევ ვფიქრობ რო ამათ ყველაფერი აქვთ რაც ნამვდილ წყვილს შჭირდება. ჰოდაა ჩემო მარიაამ ძაალიან ძააალიან მიყვაარხაფ და გამახარე

№21  offline მოდერი sameone crazy girl

Anya10

უღრმესი მადლობა
მიხარია რომ მოგწონს ალექსანდრე და მარიამი
ყველაფერი იქნება იმედია
თუ გამომივა არ ვიცი ჯერ კიდევ ბევრი რამ დარჩა

№22  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ყოველი თავის მერე ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ ვერ წარმოდიგენ ♥️♥️♥️ მიყვარს ეს ისტორია და მიყვარხარ შენ ♥️♥️♥️
აი აქ რეები დაატრიალე მართლა ვერ წარმოვიდგენდი საღოლ პროსტა .. ვნახოთ რაიქნება ახლა ერთი სული მაქვს ანდრეა და ალექსანდრე შეხვდნენ ერთმანეთს... ჰო დედამისსს ვერ გავამტყუნებ მარა ვერც გავამართლებ მთავარია ნელ-ნელა ყველაფერი ირკვევა და მოგვარდება კიდეც ♥️♥️♥️ გელოდები მოუთმენლად წარმატებები♥️

№23  offline წევრი cicino

ხომ იცი ინტრიგანი და სუპერ გოგო რომ ხარ თუ არ იცოდი ეხლა გეცოდინება შემდეგ თავს ველი რაც შეიძლება მალე

№24  offline წევრი რუსკიმარუსია

ვხვდებოდი ის ბიჭი ალექსანდრეს ძმა რომ იქნებოდა, მაგრამ ნაშვილები თუ იქნებოდა არ მეგონა. კარგია, რომ სიყვარულის ნაყოფი მაინც აღმოჩნდა და არა ძალადობის ან რაიმე მსგავსი. საინტერესოა სინამდვილეში როგორია ალეს ძმა. მგონია რომ არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი და სულ სხვა რაღაცაშია საქმე.
მართალია ამ ორს ცოტა ქიმია აკლიათ, მაგრამ რა დროის სიყვარულია აქ ისეთები ტრიალებს :) სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება რაც მათ თავს ტრიალებს, ეს ორი ერთმანეთისთვის ისე როგორც საჭიროა ვერ მოიცლიან. ხოდა მარიამო შენებურად დაალაგე სიტუაცია და მიხედე მერე ამათ ❤
გელოდები ხვალ ❤

№25  offline მოდერი sameone crazy girl

ტკბილიწიწაკა
ყოველი თავის მერე ისეთი გახარებული და ბედნიერი ვარ ვერ წარმოდიგენ ♥️♥️♥️ მიყვარს ეს ისტორია და მიყვარხარ შენ ♥️♥️♥️
აი აქ რეები დაატრიალე მართლა ვერ წარმოვიდგენდი საღოლ პროსტა .. ვნახოთ რაიქნება ახლა ერთი სული მაქვს ანდრეა და ალექსანდრე შეხვდნენ ერთმანეთს... ჰო დედამისსს ვერ გავამტყუნებ მარა ვერც გავამართლებ მთავარია ნელ-ნელა ყველაფერი ირკვევა და მოგვარდება კიდეც ♥️♥️♥️ გელოდები მოუთმენლად წარმატებები♥️

არამგონია ისეთი გამოვიდეს მათი შეხვედრა როგორიც წარმოგიდნეგიათ მაგრამ ვნახოთ მომდვენო თავში დასრულდება ეს დრამები და მგონი მერე გვეშველება ნელნელა ყველას
heart_eyes heart_eyes

cicino
ხომ იცი ინტრიგანი და სუპერ გოგო რომ ხარ თუ არ იცოდი ეხლა გეცოდინება შემდეგ თავს ველი რაც შეიძლება მალე

smile bowtie
ხვალ დავდებ

რუსკიმარუსია
ვხვდებოდი ის ბიჭი ალექსანდრეს ძმა რომ იქნებოდა, მაგრამ ნაშვილები თუ იქნებოდა არ მეგონა. კარგია, რომ სიყვარულის ნაყოფი მაინც აღმოჩნდა და არა ძალადობის ან რაიმე მსგავსი. საინტერესოა სინამდვილეში როგორია ალეს ძმა. მგონია რომ არ უნდა იყოს ცუდი ბიჭი და სულ სხვა რაღაცაშია საქმე.
მართალია ამ ორს ცოტა ქიმია აკლიათ, მაგრამ რა დროის სიყვარულია აქ ისეთები ტრიალებს :) სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება რაც მათ თავს ტრიალებს, ეს ორი ერთმანეთისთვის ისე როგორც საჭიროა ვერ მოიცლიან. ხოდა მარიამო შენებურად დაალაგე სიტუაცია და მიხედე მერე ამათ ❤
გელოდები ხვალ ❤

ვაიმე ანდრეას ისეტი ამბავი აქვს რომ არ ვიცი რა გამოვა და როგორ
ხო ჯე რრა დროს სიყვაურლობანაა ასეთი ამბებია და მერე მოვახერხებ რამეს
smile smile

№26  offline წევრი ნაია61

ოჰოო, ახლა ანდრეაც დაგვემატება. ერთი სული მაქვს როდის შემოუერთდება ამათ გიჟ სამეგობროს. დარწმუნებული ვარ მასაც რაღაც მიზეზი ჰქონდა. მეტი ვნება მინდა ,მაგრამ შენი იმედი მაქვს . ვიცი აარ მოგვაკლებ მაგ სიამოვნებას smile დაიკოსა და დედიკოს გამოჩენაც ერთი დიდი სიურპრიზი იყო. ვიცი ახალ წყვილებს შეამატებ და უკვე აჟიტირებული ვარ.
მშვენიერი თავი იყო, ოდნავ პატარა ,მაგრამ მაინც კარგი. ხვალ გელი heart_eyes

№27  offline მოდერი sameone crazy girl

ნაია61
ოჰოო, ახლა ანდრეაც დაგვემატება. ერთი სული მაქვს როდის შემოუერთდება ამათ გიჟ სამეგობროს. დარწმუნებული ვარ მასაც რაღაც მიზეზი ჰქონდა. მეტი ვნება მინდა ,მაგრამ შენი იმედი მაქვს . ვიცი აარ მოგვაკლებ მაგ სიამოვნებას smile დაიკოსა და დედიკოს გამოჩენაც ერთი დიდი სიურპრიზი იყო. ვიცი ახალ წყვილებს შეამატებ და უკვე აჟიტირებული ვარ.
მშვენიერი თავი იყო, ოდნავ პატარა ,მაგრამ მაინც კარგი. ხვალ გელი heart_eyes

მადლობაა
ხო ახალი გმირები გვემატება მაგრამ არამგონია დიდი ადგილი დაიკავონ
ვნახოთ

№28  offline წევრი Margo Tokyo

ჯერ არ წამიკითხავს ახალი თავი,
ვერ მოვიცალე, მაგრამ მიკვირს ასეთი დაბალი თვითშეფასება რატო გაქვს?! flushed
მართალია, შენი უმეტესი ისტორიების შინაარსის გამოცნობა რთული არაა და გრამატიკული შეცდომებიც არის (მაგრამ ნელ-ნელა ქრება, ვატყობ)
თუმცა, ვკითხულობ და მაოცებს შენი ფანტაზია, ნიჭი, დაუღალავი წერის უნარი.
შესაძლოა, ამ საიტზე ვინმე უფრო მაგარი მწერალი იყოს, მაგრამ დამიჯერე, მათ არ აქვთ ის განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც შენ გაქვს!
1. გამოხატავ სითბოს თითოეული მკითხველის მიმართ (რაც დასაფასებელია).
2. დაუღალავად წერ, შრომობ და შენი მუშაობით ვითარდები. (ასევე დასაფასებელია)
3. გაქვს უშრეტიიი ფანტაზია! მეღადავებით ამდენი ადამიანის ისტორიების მოფიქრებას, სახელების დამახსოვრებას, ყველა დეტალის გათვალისწინებას, მათი გაგრძელებების წერას?!
4. შენი ისტორია "დეკემბრის ცა'მეტი" იყო ძაააალიან განსხვავებული, ორიგინალური, ყველაზე არაბანალური.
5. მე შემიძლია ეს ყველაფერი გავაგრძელო და ძალიან შორს წავიდე, მაგრამ ჯობია მოკლედ გითხრა, ერთადერთი რაც არ გაქვს, ეს არის შენი ნაწერის სიყვარული.
მკითხველი 15წუთში წაიკითხავს და ძალიან მარტივად მოეჩვენება ისტორიის წერა, მაგრამ დამიჯერეთ, არ არის ადვილი!
დააფასე შენი თავი, იმსახურებ. sunglasses
ვიცი რომ ეს ძალიან მაგარი ისტორია გამოვა, მთავარია შენ არ დაკარგო საკუთარი თავის რწმენა.

№29  offline მოდერი sameone crazy girl

Margo Tokyo

ვერაფერს ვწერ
მთელი საღამოა ცუდ ხასიათზე ვარ და ახლა ისეთი ემოცია მივიღე სიხარულისგან ტირილს ვიწყებ
sob heart_eyes
როგორ მინდა ახლა შემეძლოს ჩემი ემოციის სიტყვებით გადმოცემა

№30  offline წევრი ქეთათო4

უძალიანესად მაგარი გოგო ხარ! ვინმე თუ არსებობს ვინც შენზე მეტს შრომობს არ ვიცი! ამდენს როგორ ასწრებთქო მინდოდა კითხვა მაგრამ ზუსტად ვიცი იმდენად გიყვარს შენი მკითხველი ყველაფერს მოასწრებ ალბათ მათ გამო! სიტყვა გამექცა ამ ბოლო დროს ბევრს გაქებ და უფრო მიყვარდები :დდ
სასწაული თავი იყო უკვე მომწონს ჩემს იდეაში მეათე თავი, თანაც ძალიან! ხოდა არ დამტანჯო და გამიგრძელე მალევე ამ ორი გიჟის ისტორია! ძალიან დიდი ფანტაზია გაქვს, რაც უფრო საინტერესოს გხდის! ❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent