შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {10}

18-01-2019, 15:29
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 600

კუნძულზე ცხოვრობდა. პატარა სახლი ჰქონდა ნაქირავები ზღვის სანაპიროზე . თითქმის მთელი დასახლება იცნობდა . ჰყავდა ძალიან ბევრი პატარა მოსწავლე და იქაურ ბავშვებს რომ ჰკითხეს ანდრეას შესახებ მაშინვე ასწავლეს მისამართი. მზიანი ამინდი იყო და წყვილი მშვიდად მიაბიჯებდა ქუჩაში . სახლების ნომრებს აკვირდებოდნენ და თან სვლას ანელებდნენ
_სულ მინდოდა ასეთ ადგილას ცხოვრება და მსგავსი ხედების დახატვა ... შევიშლები თუ ისიც მგავს . უკვე ინდივიდუალურობას ვკარგავ ცოლო
_თუ სახლში არ იქნება ჩვენ თაფლობის კვირა მოვიწყოთ _ გაიცინა და ისევ გახედა ხედს _ ულამაზესია აქაურობა ... როგორ შეიძლება აქ ცხოვრობდე და ცუდად იყო
_არც იქნება ცუდად... აქაურ გოგონებს რომ მოუკლა გული შემდეგ საზღვრებს გასცდა როგორც სჩანს
_წინასწარ ნუ ვისაუბრებთ...შენი ძმაა , ტყუპია თან იდენტური და არ ვიცი როგორ იქნება ამდენად განსხვავებული.
_მისი ფოტოები ვერ ნახე? საერთოდ არ მგავს... უბრალოდ ხატავს
_ჩაცმის სხვა სტილი აქვს? ბევრი ტატუ გაუკეთებია და თმა აქვს მოზრდილი წვერთან ერთად ... სხვა განსხვავება რა არის
_მარიამ !
_შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ
_ხოდა ეგრე, მორჩი ჩემს ეჭვიანობას _ გულისცემა უჩქარდებოდა , მაგრამ მაინც ცდილობდა თავის გამხნევებას. სახლს წითელი კარი ჰქონდა , რამდენჯერმე დააკაკუნა და დაელოდა. მალევე გაიგო ბიჭის ხნა და საკეტიც გადატრიალდა. შემდეგ მისი ცისფერი თვალები დიანახა რომლებიც წამში გაფართოვდა . თითქოს საკუთარ ანარეკლს უყურებდა უბრალოდ სხვა ფორმაში. აშკარად არ იყო ფხიზელი. თითებშორის მოსაწევის ღერი ჰქონდა, საღებავებით მოსვრილი უზარმაზარი პერანგი ეცვა შიშველ სხეულზე მოცმული, დაგლეჯილი ჯინსი და დაუდევრად შეკრული ყავისფერი თმა .
_ანდრეა
_მეჩვენება ხომ?
_არ გეჩვენება _ ხელით გასწია და სახლში შევიდა შემდეგ მარიამს დაელოდა და კარი მიხურა _ მოსაწევიც გყვარებია...ასე უკეთ ხატავ? _ ღერი გამოართვა და ტუჩებშორის მოიქცია . სახლს თვალი მოავლო . ყველაფერი ცარიელი იყო მხოლოდ საღებავები, ნახატები და ფურცლები იყო
_რა ჯანდაბაა ... ქართველები აქ . შენ ვინ ხარ
_შენი აზრით შეიძლება არსებობდეს ორი ქართველი ასეთი მსგავსი თუ ერთ საშვილოსნოში არ იყვნენ?
_დედაჩემი გარდაიცვალა , 10 წლის ვიყავი და ტყუპისცალი არ მყოლია ნამდვილად
სანამ ტყუპები საუბრობდნენ და ალექსანდრე ირონიით აკვირდებოდა ტყუპს მარიამი ნახატებს უყურებდა. თითქმის ყველგან სოფიო გიგანი იყო. პროფილი, თვალები, ტუჩები სხვადასხვა რაკურსით , მაგრამ მაინც გიგანი იყო .
_ანუ არაფერი იცი ... რამდენი წელია რაც აქ ცხოვრობ. მეც დიდი სიამოვნებით დავსახლდებოდი ...მოდი დაჯექი _ სულ ორი სავარძელი იყო ერთ_ერთზე ჩამოჯდა და ბიჭს გახედა . მარიამმა ყველაზე პატარა ნახატი მიუტანა და მის გვერდით დადგა
_ის არის?
_ ყველგან ისაა ...თითქმის ყველა სოფიოა
_საინტერესოა...მუზა გიპოვნია . ძალიან ლამაზი ყოფილა
_შეეშვით ... ვერ ვხვდები ვინ ხარ ან ჩემთან რა გინდა ან სოფიოსგან !
_ნწ ნწ ნწ _ ნახატი უკან გასწია და არ დაუბრუნა
_დადე ... მისი შეხების უფლება არავის აქვს
_ხოო? რომ მიატოვე და მიაგდე მაშინ ხომ დაუთმე სხვა კაცებს და ეს ქაღალდი რას აკეთებს... თუ მინდა წამსვე გავანადგურებ . ისე გავანადგურებ როგორც შენი წასვლით განადგურდა ეს ლამაზთვალება ანგელოზი... ფერიას ჰგავს არა? როგორი ღიმილი აქვს
_ხელი რომ ახლო მოგკლავ და საერთოდ არ მადარდებს ვინ ხარ ან რა გინდა
_მგონი გაბრაზდა... ნახე ჩემსავით ჩაუწითლდა თვალები. ამის დედაც საშინლად მგავს _ გაიცინა და მერე საფერფლეში ჩააგდო მოსაწევის ღერი_ კარგი იყო მგონი განწყობა ამიმაღლდა
_ალექსანდრე მან არაფერი იცის
_ვხედავ რომ არ იცის... გამოს*^ მხატვარია. ზის აქ ხატავს , ეწევა მერე ბავშვებს აჯღაპნინებს რაღაც სირ*ბებს და აზრზე არაა მისი ქალი სად და როგორ არის . აზრზე არაა მისი წამოსვლის გამო რა გადავიტანე . თვითონ თავისი ნებით დაკარგა ეს ქალი და მე ? მე მართმევდნენ მას ვინც ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს _უცებ წამოვარდა ნახატი ძირს დააგდო და ანდრეას ხელი ჰკრა _ რატომ დატოვე სოფიო გიგანი...მაზოხისტი ხარ? თუ გიყვარს რატომ დატოვე ის გოგო იქ
_ შენ რა იცი მე რა რატომ გავაკეთე... საერთოდ რა იცი ჩემზე. ვინ ხარ , რა იცი ჩემი და სოფიოს შესახებ . მოხვედი აქ რაღაც ამბით რომელიც მე არ ვიცი , მაგრამ ჩემი გაკიცხვის უფლება არ გაქვს . არც არავის აქვს
_ისიც კი არ ვიცი რა უნდა გითხრა ჯერ ...თუმცა საერთოდ არ მადარდებს. არც შესავლების გაკეთებას ვაპირებ და არც შენს გრძნობებზე ფიქრს. შენ ნაშვილები ხარ, ჩემი ტყუპისცალი რომელიც მშობიარობისთანავე დატოვა დედამ საავადმყოფოში . შენ ფაღავა არ ხარ , ჩემი იდენტური ტყუპი ხარ . მამაჩვენი ვიღაცამ დაბრიდა წლების წინ ჯერ კიდევ მაშინ ჩვენზე ფეხმძიმედ რომ იყო დედა . მერე ორივე დაგვტოვეს . მე ჩემთვის მშვიდად ვცხოვრობდი , ცოლი შევირთე და ქორწილის ღამეს იმის გამო რომ ერთ ს*რს შენ ვეგონე ,შენს ნაცვლად ჩემზე იძია შური. ცოლი მომტაცა , მთელი ორი კვირა სადღაც დედისტყვ*აში ჰყავდა გამოკეტილი შენ გამო... იმის გამო რომ შენ საცოდავი ხარ და ის ქალი დატოვე ვინც გიყვარდა... ახლა ამოთქვამ რატომ მიაგდე ის გოგო და რა გაუკეთე ასეთი მისმა ძმამ შენი განადგურება რომ გადაწყვიტა
_ალექსანდრე შეეშვი ... ადროვე გაიაზროს _ მარიამი მკლავში წვდა და შეაჩერა
_აჰა ვადროვებ...დრო გვაქვს .მე აღარსად მეჩქარება იფიქროს გაიაზროს
_თორნიკემ საიდან გაიგო შენზე...ან შურისძიება რაში სჭირდებოდა . მე არ ვიცი რა უნდა გითხრა ვწუხვარ თქვენი ამბის გამო ... მართლა შენი ძმა ვარ, ჯანდაბა სიზმარია?_გაიცინა და თავზე გადაისვა ხელები_სიგიჟეა ... ანუ მე ფაღავა არ ვარ . არ ვარ ფაღავა ... მისი სისხლი არ მაქვს _ დადიოდა და ლაპარაკობდა. მერე სახე სრულიად შეეშალა ხმამაღლა გაიცინა კედელს მიეყრდნო მოიხარა და იცინოდა _ღმერთო მადლობა... ღემრთო არ ვარ მისი შვილი
_ის მგონი ჩემზე მეტად აფრენს ხო? რა უხარია ნაშვილები რომ არის? _ჩუმად უთხრა მარიამს . მერე მარიამმა სკამზე დასვა ბიჭი და წყალი მიაწოდა
_დალიე ... კარგად ხარ
_მართლა არ ვარ... ანუ ჩვენ იმ კაცის შვილები არ ვართ ხომ ? მოიცა როგორ არ ვართ თუ ვართ და დედაჩემი არ იყო დედაჩემი
_არა ... მამაჩვენი მოკლეს 24 წლის წინ . მამაშენი ვინ არის საერთოდ არ ვიცი
_მანაც არ იცის რომ მისი შვილი არ ვარ...ალბათ დედამ მოატყუა . ხო რა თქმა უნდა , დედამ მოატყუა ცოლად გაჰყვა ჩემი დამსახურებით და ყველაფერი აურია. სიგიჟეა, მაგრამ არ მაინტერესებს . ახლა საერთოდ არაფერი მაინტერესებს ჩემი სოფიო უნდა ვნახო ... სოფიო უნდა ვნახო და ვუთხრა რომ არ ვარ იმ კაცის შვილი _ სწრაფად წამოდგა , მაგრამ მარიამმა ისევ გააჩერა
_ჩვენ რაღაც არ გვითქვამს ... ანდრეა სოფიო . ის ...ის კლინიკაშია , გერმანიაშია . ის ...მან სუიციდი სცადა , ახლა კომაშია

ალექსანდრე ჩუმად იდგა და იმ წამს პირველად გრძნობდა მასთან ერთად ტკივილს. ეგოიზმიც კი დაივიწყა როდესაც ანდრეას რეაქცია დაინახა აღარ ახსოვდა არც ბრაზი, არც მუქარები რომელსაც მის ნახვამდე ისროდა, აღარც ის ტკივილი რაც ამ ამბის გამო გადახდა თავს.
_არა ... არა შენ ამას არ ჩაიდენდი. არა , არა სოფიო არა _ ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა _ შენ მე დამიბრუნდები. შენ მე დაგიბრუნებ, ახლა ვერ დამტოვებ ... ვერ დამტოვებ შენ მე ვერ დამტოვებ
_ბილეთს მე ვიყიდი და გავიგებ რომელ კლინიკაშია.. თქვენ ორნი გამოფხიზლდით ასე თვითმფრინავში არ აგიშვებენ _მარიამმა ალექსანდრე ძმასთან დატოვა და წავიდა.
ანდრეასთვის არაფერს ჰქონდა მნიშვნელობა სრულიად გათიშული იყო თითქოს სადღაც დაფრინავდა. გათიშული იყო, რობოტივით მოძრაობდა. თვითმფრინავში რომ ჩასხდნენ ის რამდენიმე საათი გათიშული იყო.
მარიამი ალექსანდრეს გვერდით იჯდა და უკვე აღარ იცოდა რა გაეკეთებინა ყველაფერს ელოდა მსგავსი ამბის გარდა.
_ნეტავ აქამდე ჩამოვსულიყავი ... ჯანდაბა , სინდისი მაწუხებს და ვერ ვხვდები რატომ
_მეც ცუდად ვგრძნობ თავს და არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთოთ მათთვის
_ჯერ _ჯერობით ალბათ გიგანისგან უნდა დავიცვა , და შევეცადო მის მიმართ ბრაზი უკანა პლანზე გადავდო რომ მისი სახის გაერთიანებაზე არ ვიფიქრო
_თორნიკეს მე მივხედავ
_მარიამ ასეთ დროს ხომ იცი რამდენად არაპროგნოზირებადი ვარ და როგორ მარტივად მეკეტება
_უბრალოდ იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ და შესაბამისად რასაც შენ ვერ მიახერხებ მე გავაკეთებ
_ცუდად ვარ , ახლა მის ადგილას წარმოვიდგენ თავს და ნაწილებად ვიშლები. არ ვიცი რატომ დაშორდნენ , არ ვიცი რა ჩაიდინეს ჩვენმა მშობლებმა შეძენილებმა და ნამდვილებმა, მაგრამ ვიცი რომ უყვარს და ტკივა
_სიყვარულს სასწაულებიც შეუძლია , არ დაგავიწყდეს და იმედი არ დავკარგოთ. ოპტიმიზმი ჩვენი მთავარი ჯილდოა ხომ იცი ...

ანდრეას აშკარად არ ადარდებდა და არ აშინებდა თორნიკე გიგანის არსებობა. საავადმყოფოსთან რომ მივიდნენ წინ გაიჭრა და ალექსანდრე ძლივს დაეწია. უკვე პალატის ნომერიც იცოდა და კიბის საფეხურებს მიუყვებოდა
_მოიცადე ასე ვერ შევარდები ხომ იცი...ექიმებს გააგიჟებ და გაგაგდებენ
_სოფიო უნდა ვნახო , მასთან თუ არ შევალ აქვე მოვკვდები
_მიდი ... წადი მე მივხედავ დანარჩენს _ მის ადგილაააც ზუსტად იგივეს იტყოდა და იცოდა არაფერს ჰქონდა აზრი.
დერეფანში რომ გავიდნენ რამდენიმე ადამიანი და ექთანი დაინახეს. სიჩუმე იყო , მხოლოდ მარიამმა იცნო შავებში ჩაცმული გიგანი დერეფნის ბოლოს .
ანდრეა უკვე ფანჯრიდან უყურებდა სოფიოს და ექთანს ესაუბრებოდა. ნელ _ ნელა კარგავდა წონასწორობას . თორნიკე რომ შებრუნდა და ბიჭები დაინახა წამსვე შეეცვალა გამომეტყველება და მათკენ დაიძრა. მარიამმა ალექსანდრეს მკერდზე მიადო ხელი და თავად აღმოჩნდა მათ შორის
_შენ ? აქ როგორ გაბედე მოსვლა ... იქ ვინ შევიდა _კარისკენ გაიხედა სახის გარჩევა ვერ შეძლო მხოლოდ ბიჭის სილუეტი დაინახა.
_ის ვისაც შენი და ელოდა ... შენ კი ხმას თუ არ ჩაიწყვეტ და გაჩუმდები შენი დისგან განსხვავებით გაღვიძების შანსს აღარ დაგიტოვებ !
_მარიამ აქ როგორ მოიყვანე ... _ გოგოს რომ შეხედა თითქოს მზერაც შეეცვალა
_იქ წავიდეთ სადაც საუბარს შევძლებთ...
_მარიამ ხომ იცი
_მე ვიცი რომ გითხარი როდესაც მნახავ ინანებ ამ დღეებს_თქო და დროა უკვე ... სულ რამდენიმე დღე დამჭირდა და იქნებ ნება იბოძო და იმ ყველაფრის შემდეგ გამომყვე _ მისი ტონი და გამომეტყველება იმდენად მკაცრი იყო რომ ვერ შეეწინააღმდეგებოდი.
წინ წავიდა და ბოლოს მათ შორის იდგა და ისე მიაბიჯებდა .
კლინიკის შენობიდან რომ გავიდნენ მალევე გაჩერდნენ იქ სადაც ნაკლები ხალხი ირეოდა .
_ნამდვილად არ მეგონა ასე მალე თუ შეგხვდებოდი
_ჩემს ცოლს რაც გაუკეთე იმას არ კმარობ და ახლა ჩემს თვალწინ ეფლირტავები...ერთი მიზსზი მაინც მითხარი რის გამოც არ უნდა გცემო
_ჩემი და იქ შენს გამო წევს ... ცუდადაა და არ ვიცი როდის გაუჩერდება გული . მე უნდა მცემო? მარიამის მსგავს ქალს არ იმსახურებ...შენ საერთოდ არ იმსახურებ სიცოცხლეს აქვე მოგკლავდი ჩემი და რომ დამიბრუნდებოდეს
_ამდენად გამოს*რებული როგორ ხარ... შურისძიების გეგმა დასახე ყველაზე დამპლური და დედამოტყ*ული რაც კი შეიძლება მოგეფიქრებინა . ყველაზე არაკაცური არცერთ კაცურ აზრში რომ არ ჯდება ... ჩემს ქალს შეეხე და თან ისე რომ ისიც ვერ გაიგე ვინ იყო სინამდვილეში შენი დის საყვარელი კაცი. საერთოდ არ უნდა ამბობდე რამეს და მადლობას მეუბნებოდე რომ არ გკლავ აქვე. ანდაც დაველოდები როდის გექნება ქორწილი და მეც მოგტაცებ ქალს
_შენ თუ არ ყოფილხარ აბა ვინ იყო...არ მითხრა რომ კლონი გყავს
_კლონი არა ტყუპისცალი მყავს. ჩემი ცხოვრება ამ წამს ერთი დიდი ტრაგიკომედია მგონია , მაგრამ ასეა . ჩემი ძმის ნაცვლად ჩემზე იძიე შური და ყველაზე მეტად ახლა ის მაგიჟებს რომ თურმე ისიც არაა დამნაშავე და ორივენი მსხვერპლი არიან. აუცილებლად გავარკვევ ბოლომდე სიმართლეს და მათ ამბავსაც მოვისმენ. ახლა ერთი რამ ვიცი ჩემ ძმას შენი და უყვარს და გეფიცები მარიამსაც არ მოვუსმენ ისე გამოგჭრი ყელს მასთან ყოფნაში ხელი რომ შეუშალო
_ვინ ძმა... სად გყავს ძმა . დედისერთა ხარ . შეუძლებელია... მარიამ რას მეუბნება
_სიმართლეს ... შენი დის შეყვარებული ანდრეა იყო. აღმოჩნდა რომ ალექსანდრეს ტყუპისცალი ჰყავს . რომელსაც ჯერ ჩვენთვის გაუგებარო მიზეზის გამო მოუხდა შენს დასთან დაშორება და რომელსაც სოფიო მთელი გულით უყვარს . ახლა ნამდვილად არ არის ჩხუბის დრო ... აქ ახლა ანდრეას და სოფიოს გამო ვართ და ნუ იქნები ამ ამბავში ბოლომდე ბოროტი ძმა რომელმაც დის მდგომარეობა მეტად დაამძიმა . ალექასანდრეც ალბათ შემდეგ გადაგიხდის ყველაფრისთვის ... ახლა ჩვენ წავალთ. შენ კი იფიქრე ამ ყველაფერზე და ეცადე გონივრულად მოიქცე ახლა მაინც
_ზემოთ რომ ამოხვალ იცოდე ანდრეას არაფერს კითხავ
_ალექსანდრე წავიდეთ , დაფიქრება სჭირდება _ მარიამმა ხელი ჩაკიდა და შემდეგ ორივენი წავიდნენ
_რა იქნება ახლა _ მარიამის თითებს არ უშვებდა და ისე მიდიოდა_ ასე მშვიდად უნდა ვუყურო იმას როგორ გიყურებს
_ეჭვიანობის დრო არ არის ახლა ალექსანდრე... მერე როგორც გინდა ისე მოიქეცი ახლა ანდრეას სჭირდები
_იმ გოგოს რა ეშველება... რა უნდა გავაკეთოთ
_არ ვიცი, ღმერთის იმედზე თუ ვიქნებით . ღმერთის და სიყვარულის.
_აქ კიდევ ერთი დიდი კვანძი რომ არის ხვდები? რამდენი საიდუმლო ყოფილა ჩვენს ირგვლივ. მე და შენ ყველაზე წრფელი ურთიერთობა გვაქვს ხედავ? ტყუილი ჭაობია. ერთი ნაბიჯი და მერე ნელ_ნელა ეფლობი , ბოლოს იმდენად ღრმად ეშვები სიღრმეში რომ თავის დაღწევა ძნელდება მიდიხარ და სხვებიც თან მიგყავს
_შეიძლება მაინც გამოჩნდეს ვინმე ვინც გიხსნის შენც და შენს მეგობრებსაც... თუ გონიერებას გამოიჩენ და გაჩერდები დროს მოიგებ
_მაგრამ მისი მოკვლა მინდა! ისედაც არეულ სიტუაციას უარესად თავდაყირა აყენებს
_ვინ იცის რა იქნებოდა რომ არ მოვეტაცებინე... ანდრეა ახლა აქ არ იქნებოდა , ვერ გაიგებდა სოფიზე და ვინ იცის რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ყველაფერს
_ნეტავ მასაც დაუბრუნდეს თავისი ქალი ... გგონია გაუძლებს ამ ტკივილით ცხოვრებას? თუ ტყუილის გამო დაშორდნენ და ასე დასცინათ ბედმა?
_ზოგჯერ მშობლების შეცდომებზე გვიწევს პასუხისგება , დამატებით სასჯელად გევლინება ცხოვრებაში და მასაც უნდა გაუმკლავდე
_ხო , ჩვენ აშკარად უხვად დაგვიტოვეს მშობლებმა ცოდვები ... ნინო მინდა ახლა , ჩემი დედა ყველას სჯობს _ ბავშვობის საყვარელი ფრაზა თქვა ძალიან ჩუმად და მერე მარიამს ჩაეხუტა _ ცოტა ხანს ვიყოთ რა გარეთ. სულ ცოტას მოვდუნდები , სულ ცოტას დავისვენებ და მერე ისევ შევუტიოთ ამ წყეულ ცხოვრებას_მის ყელში ჩამალა სახე და სურნელი შეიგრძნო. მშვიდდებოდა და ამას ვერანაირად ხსნიდა. ნებისმიერი განსაცდელის დროს მარიამი ამშვიდებდა და ეს წამები ტვინის გადატვირთვა იყო. ამ დროს უჯრედები იქმნებოდნენ , ახლდებოდნენ და თავიდან იწყებდა ახალი ძალებით მოქმედებას_შენ როგორ ხარ
_მე ? მე რა მიჭირს ალექსანდრე
_მთელი სხეული გაგეყინა დერეფანში რომ დაინახე ... ახლაც კანკალებ მარიამ _მისი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე აკოცა _ შენ ყველაზე დიდი საოცრება ხარ რაც კი რამ არის ჩემს ირგვლივ ... მაპატიე აქ ყოფნას და მის დანახვას რომ გაიძულებ _ ლოყაზე აკოცა და მერე ისევ მაგრად ჩაეხუტა. მარიამს არაფერი უთქვამს მაგრად მოხვია წელზე ხელები და მოდუნდა
_უკვე აღარაფრის მეშინია , შენ ჩემთან ხარ

ორივე დერეფანში იდგა და პატარა მინიდან უყურებდნენ იატაკზე მუხლებით მდგომ ანდრეას. საწოლზე ედო თავი , თითები გოგოს თითებისთვის ჰქონდა ჩაკიდებული და რაღაცას უყვებოდა. სიტყვები არ ესმოდათ, მაგრამ შორიდანვე ყველაფერს გრძნობდნენ. ექთანმა რომელიც მის გამოსაყვანად იყო მისული უკან დაიხია და ისევ მისცა დრო. ანდრეა კი არ მოძრაობდა ისევ დაჩოქილი იყო და გოგონას ფერმკრთალ გალეულ თითებს ეფერებოდა. თითქოს ეძინა, ღრმა ძილით ეძინა , ფერდაკარგულს, გამხდარსა და უძლურს. მუდამ მომღიმარი სახე მოღუშვოდა, ტკივილი ეტყობოდა , მისი ბრჭყვიალა თვალები აღარ ციმციმებდნენ .
საათები გავიდა , ექთნები შედიოდნენ მდგომარეობას ამოწმებდნენ. წამლებს ცვლიდნენ ის კი ისევ ისე იდგა და ბუტბუტებდა.
თორნიკე რომ გამოჩნდა დერეფანში და ფანჯრის წინ დადგა კიდევ უფრო ცუდად გახდა. წყვილის გვერდით დაჯდა სკამზე და ისე უყურებდა ხან ანდრეას ხან ალექსანდრეს. მერე ისევ ანდრეას და სოფიოს. სინანული ახრჩობდა, ყველაფერი ერთდროულად უტევდა და სუნთქვა აღარ შეეძლო . გაიაზრა , რომ ყველაფერი , მთელი შურისძიება , ტკივილი რაც მარიამსა და ალექსანდრეს მიაყენა სრული უაზრობა იყო . ამის გააზრება კი ნამდვილი დარტყმა იყო. ბევრო რამის თქმა უნდოდა, ბევრი ბოდიში, ბევრი მაპატიე , მაგრამ არ შეეძლო . იცოდა აზრი არ ჰქონდა. გიჟდებოდა იმ ქალზე ალექსანდრეს გვერდით რომ იჯდა , მაგრამ მასაც საშინლად მოექცა. მერე გაიაზრა როგორ უყვარდა იმ ორს ერთმანეთი და ისევ ეტკინა. საკუთარი თავი სძულდა. შემდეგ დას შეხედა რომლის თავთან დამხობილი ბიჭი ექიმის თხოვნით გარეთ გამოვიდა. მისი თვალები ცარიელი იყო. ცრემლებსაც კი არ იმშრალებდა. ფანჯარასთან დადგა, შუბლით მიეყრდნო და მერე ხელები მიაბჯინა . უკან არ შებრუნებულა ისე დაიწყო ქართულად საუბარი
_რა მოხდა ... რა გააკეთა
_თავის ჩამოხრჩობა სცადა, წერილი დროზე ადრე ვიპოვნე და გავიქეცი, მაგრამ დავაგვიანე. ტვინი უჟანგბადოდ დიდხანს იყო , ვერ მოახერხეს მისი უკან დაბრუნება. ექიმებმა რამდენიმე თვის შემდეგ ცვლილება დააფიქსირეს , თითქოს უნდა გამოფხიზლებულიყო , მაგრამ ისევ ისეა _ჩუმად ლაპარაკობდა თორნიკე და თავდახრილი საკუთარ თითებს დაჰყურებდა ...
_უნდა გაიღვიძოს ... აუცილებლად უნდა გაიღვიძოს _ ჩუმად ლაპარაკობდა და ისევ თვალის მოუშორებლად უყურებდა გოგონასუნდა ვუთხრა რომ მისი სიყვარულის უფლება მაქვს

უამრავი კითხვა ჰქონდათ, ძალიან ბევრი რამ იყო სათქმელი, მაგრამ საუბრის ძალა არავის გააჩნდა.

ჩუმად იყვნენ სანამ სოფიოს და თორნიკეს დედა არ გამოჩნდა დერეფანში. ანდრეას დანახვისას საშინელი რეაქცია ჰქონდა. თორნიკესაც შეხედა და მერე სულ მთლად გაფითრდა
_შენ ... როგორ
_გაგიკვირდათ არა ქალბატონო ლია ... წყევლად იქცა თქვენი განვლილი ცხოვრება ჩვენთვის... ყველასთვის ვინც აქ ვართ . შენ , შენი ქმარი, ჩემი მამობილი, დედობილი ყველა ტყუილების გროვაში გაეხვიეთ და თქვენ გამო ვართ ყველანი ამ მდგომარეობაში
_მე შენ გაფრთხილებდი... გეუბნებოდით ერთმანეთს დაშორდით_თქო, მაგრამ არ მოისვენე არ შეეშვი და მოუწამლე სული ჩემს გოგონას. შენც დედაშენისნაირი დამპალი სული გაქვს და იმიტომ. ჩემი შვილი წამართვი , შენ რატომ არ ხარ ახლა მის ადგილას შენ როგორ ცხოვრობ იმ ცოდვით
_ღმერთო ჩემო ამდენი მატყუარა როგორ ასუნთქე ამდენ ხანს.. როგორ დაუშვი რომ ამდენი ტყუილი ყოფილიყო ჩვენს ირგვლივ. როგორ შეგიძლია დაუშვა რომ ისინი ცოცხლები იყვნენ და სოფიო იქ უგონოდ იწვეს ! _ დაიყვირა და სახეზე ჩამოისვა ხელები. სრულიად შეურაცხადი იყო _ არ ვარ მე მერაბის შვილი... არ ვარ მისი შვილი არაა სოფიო ჩემი და ! . შენც და დედაჩემიც ნამდვილი კუდიანები ხართ. ორივემ გამოაშტერეთ ქმრები. ორივე გაგიჟდით ვითომ სიყვარულის გამო მაგრამ არც შენ და არც იმას არ შეგეძლოთ სიყვარული. თქვენ მხოლოდ ფარსი შექმენით, ერთი დიდი ნაგავი რომელშიც ყველა ჩაგვმარხეთ
_როგორ ... როგორ შეიძლება შენ არ იყო. როგორ არ ხარ ... ღმერთო როგორ
_დედა შენ მას იცნობდი? იცოდი ვინც იყო? რა ჯანდაბა ხდება გამაგებინე. ხომ მეუბმებოდი არ მაქვს წარმოდგენაო...არ ვიცი ვინ არის ის ბიჭიო. ჩემგან მალულად ხვდებოდაო ხომ მეუბნებოდი. გამაგებინე რა ჯაბდაბა ხდება ... შენ წარმოდგენა მაინც თუ გაქვს მე რა ჩავიდინე _თორნიკე ხმას ვეღარ აკონტროლებდა ქალს წინ გადაეღობა და მკლავში წვდა_მიპასუხე ლია!
_არა სხვაზე როგორ იდარდებდა მთავარია ვინმეს სიმართლე არ გაეგო ...უთხარით ქალბატონო ლია რატომ მოატყუეთ. უთხარით სიმართლე თქვენს შვილს რომელსაც ცოდვით დაუმძიმეთ სული
_რას ლაპარაკობს ლია გამაგებინე თორემ გეფიცები შენზე ვიყრი ჯავრს
_არ არის... მერაბის შვილი არ არის. ჩემი პატარა გოგო. ჩემი პატარა გოგო ტყუილად დავტანჯე ...როგორ არ არის. როგორ გააკეთა ეს იმ კ*ხპამ
_შეეშვით გარდაცვლილი ქალის ლანძღვას და საკუთარ თავზე ისაუბრეთ ... დედაჩემი თქვენგან განსხვავებით არ ღალატობდა ქმარს და არც შვილები ეკიდა ფეხებზე და შენ საერთოდ არ გაქვს უფლება დედაჩემზე საუბრის ...არ ეუბნებით ხომ? არ აქვს უფლება სიმართლე იცოდეს? მე ვეტყვი გინდათ?
_გაჩუმდი... გაჩუმდი ყველაფერი თქვენი ბრალია. მოხვედი და ამირიე ცხოვრება მეც და ჩემს შვილებსაც. ახლა გინდა მომკლას გიამ ? რა გინდა მითხარი...ყველანი ეშმაკები ხართ როგორც კი გამოჩნდებოდით გონებას გვირევთ
_მრავლობითში ნუ საუბრობ მე და სოფიოს ნუ გვეხებით . თქვენ მოხვედით დედაჩემის და მამაჩემის ცხოვრებაში. თქვენ უღალატეთ ქმარს, თქვენ გინდოდათ ქმრის წართმევა ქალისთვის რომელსაც მის გარდა არავინ ჰყავდა. თქვენ მოუწამლეთ ტვინი მამაჩემს. თქვენ გამო შეიშალა დედაჩემი , შენ იყავი ის ვინც მოდიოდა , მოდიოდა და ყველაფერს ურევდა . თქვენ იყავით ეშმაკი მათ ცხოვრებაში და შენ გამო მოკვდა დედაჩემი. მერე რა გააკეთეთ გგონია არ ვიცი? მამაჩემთან მაინც არ დარჩით იმიტომ რომ შენს საყვარელ ქმარს ყველაფერი ჰქონდა მას კი არაფერი. შემ მხოლოდ გართობა გჭირდებოდა, ეგოისტი იყავი . გინდოდა ყველა შენზე გაგიჟებულიყო არც ამირანი გადარდებდა არც გია და არავინ ამქვეყნად. მამაჩემთან არ წამოხვედით , უარი უთხარით მიუხედავად იმისა რომ თორნიკესაც მიიღებდა და სინდისის ქენჯნის გარეშე უთხარით გიას რომ სოფიო მისი შვილია. წლების განმავლობაში ატყუებთ ყველას და კიდევ ვინ იცის ვის აურიეთ ცხოვრება... რამდენი კაცი გააგიჟეთ და რა ჩაიდინეთ. რომელ შვილებზე ლაპარაკობთ თქვენ სულ სცენაზე იდექით, სულ ცეკვა , სიმღერა და გართობა გადარდებდათ. ორივე შვილი ძიძებს მიუგდეთ და ახლა როგორ ბედავ და დედაჩემს ახსენებ. იცით რა? საერთოდ ვინ ხართ ... მთელი თქვენი ოჯახი მთელი თქვენი ფულში ჩაკარგული ოჯახი . თქვენ სოფიოსთან არაფერი გესაქმებათ. ახლოსაც არ უნდა გაეკაროთ ... _ყვიროდა მხატვარი, შეურაცხადს ჰგავდა და არაფერი აინტერესებდა_ სოფიოს კიდევ რომ გაეკარო არ დაგინდობ გეფიცები!

თორნიკე სრულიად გაითიშა, უსმენდა და ყურებს ვერ უჯერებდა. დედამისს უყურებდა და ხვდებოდა რომ ყველაფერი სიმართლე იყო. გაქცევა უნდოდა. გაქრობა და ყველაფრის განადგურება. ის ქალი ეზიზღებოდა იმ წამს მის წინ რომ იდგა. საკუთარი თავი სძულდა რადგან იცოდა მის უკან მარიამი და ალექსანდრე იყვნენ რომლებსაც ცხოვრება აურია. მარიამი იყო იქ , მარიამი რომელიც სულს უხუთავდა და გულს აცლიდა . მარიამი რომელთან მისასვლელი გზაც გააქრო... ყველაფერი რასაც ფიქრობდა , ყველაფერი ტყუილი იყო. ყველაფერი ფარსი იყო და ის ქალი სულ რომ ცდილობდა მისთვის გაეგო ახლა ეზიზღებოდა.
ლაპარაკი აღარ დააცადა მკლავში წვდა და მოუჭირა
_წამოდი !
_არსადაც არ წამოვალ იქ ჩემი შვილია
_ლია გამოდი თორემ გეფიცები მოგკლავ!
_თორნიკე რას მეუბნები
_შეხედე ... შეხედე შენს შვილს რა გაუკეთე შენი ტყუილების გამოა ასეთ მდგომარეობაში _ უცებ შეაბრუნა ფანკრისკენ _ შენი შვილი როდის გახდა რომ ტიროდა ძიძა ვერ აძინებდა და მე ვეხუტებოდი. ხელში ძლივს ვიჭერდი მეშინოდა არ დამვარდნოდა შენ კი ვინ იცის სად დადიოდი ამ დროს ... აქ აღარ მოხვალ ! წამოდი ახლავე !
უკან არ მიუხედავს , ბრაზს ვერ აკონტროლებდა უნდოდა გაენადგურებინა ეს ქალი. როგორც კი გავიდა შემობიდან მაშინვე მოუმატა სვლას
_ახლოს არ გამეკარო ... გიას ყველაფერს მოუყვები დღესვე თორემ მერე მე ვეტყვი და რომ მოგკლავს ზედაც არ დაგაფურთებ !
_თორნიკეე ... თორნიკე არ შემიძლია თორნიკრ
ლიას ხმა ესმოდა , მაგრამ არ გაჩერებულა. იქ ვერ დარჩებოდა. იქ ყოფნა არ შეეძლო შორს უნდა წასულიყო . ყველასგან და ყველაფრისგან შორს. მუდამ მარტოს უწევდა ყველაფრის გაკეთება, მარტო სწავლობდა ცხოვრებას უამრავ შეცდომას უშვებდა და შემდეგ ამ შეცდომებზე სწავლობდა , მაგრამ უკვე ვერაფერს შეცვლიდა. ერთადერთი ნათელი სხივი მის ცხოვრებაში სოფიო იყო. სახლიდან შორს წასულს უკან დაბრუნება მხოლოდ პატარა დის გამო შეეძლო . ახლა კი ისიც არ ჰყავდა. მასაც ვერ ეხმარებოდა, ვერ დაეხმარა მაშინ როდესაც სჭირდებოდა. სორს იყო მხოლოდ იმიტომ რომ თავისი გეგმები შეესრულებინა. უძლური იყო , ყველა და ყველაფერი ეჯავრებოდა და ყველაზე მეტად საკუთარი თავი . ჭაობში იყო , იქ სადაც გზა მხოლოდ ფსკერისკენ მიდიოდა...

დერეფანში ბოლოს სამნი დარჩნენ. ანდრეა სკამზე დაჯდა თავი დახარა და ხელებში ჩამალა. თავი უსკდებოდა, თითქოს რაღაცას ძლიერად უჭერდნენ და ძვლები პირდაპირ ტვინში ერჭობოდა. ყურებში ზუზუნი ესმოდა, გულისცემა გახშირებული ჰქონდა.
ტკიოდა ყველაფერი და ყველაზე მეტად სული . ალექსანდრეც გათიშული იჯდა ძმის ტკივილს იაზრებდა ყველაფერს ტვინში ალაგებდა და ვერ ახერხებდა სიტყვის თქმას. იყო მომენტი როდესაც სხვისი ტკივილი საკუთარს ავიწყებდა.
მარიამმა წყალი მიუტანა , დაიხარა და ხელზე შეეხო
_ დალიე ... გინდა ექიმს დავუძახებ . შენ თუ ცუდად იქნები ის უარესად იგრძნობს თავს. ვიცი გრძნობს ყველაფერს, ბოლოს ძალებს მოიკრებს და დაგიბრუნდება . აი ნახავ აუცილებლად დაგიბრუნდება
_გჯერა რასაც ამბობ?
_უნდა გვჯეროდეს... სხვა გზა არის? სრულიად უმოქმედონი ვართ თუ რწმენა არ გვექნება.
_რომელი რწმენა... ღმერთის ბრალია ამ მდგომარეობაში რომ ვართ თან რისთვის , ჩვენი ყველას მშობლების ცოდვებისთვის? მათი დანაშაულისთვის ჩვენ უნდა ვისჯებოდეთ? თქვენც კი მათ გამო აგერიათ ცხოვრება
_ჩვენზე ნუ იფიქრებ... ცხოვრება ასეთია . განსაცდელს გვახვედრებს გზად და ჩვენც უნდა გადავლახოთ. მთავარი ძალაც და სისუსტეც სიმართლეა. თუ სიმართლეს გაიგებ ხელთ იარაღი გაქვს , გასაღები რომელიც შესაძლოა უფსკრულში გაგდებდეს , მაგრამ გათავისუფლებდეს _ ალექსანდრემ მხარზე დაადო ხელი და თითები მოუჭირა _ დაივიწყე ყველა და ყველაფერი სოფიოს გარდა. დაიბრუნე ის და შემდეგ მიხედე ყველაფერ სხვას ... მე და მარიამი ყველაფერს გავუძლებთ ! _ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის თქვა და ცოლს მზერა გაუსწორა .

*^*^*^
ერთი კვირა გაატარეს ანდრეას გვერდით. სასტუმროში მიდიოდნენ და ყოველ დღე უკან კლინიკაში ბრუნდებოდნენ. ანდრეა კი სულ იქ იყო . თორნიკე იმ დღეების განმავლობაში არ ჩანდა. სხვა არავინ მისულა კლინიკაში. არაფერი ისმოდა გიგანების შესახებ.
სოფიოს მდგომარეობა არ იცვლებოდა. ექიმებს პასუხი არ ჰქონდათ არავინ იცოდა რა იქნებოდა გაღვიძების შემდეგ , არც ის იცოდნენ შეძლებდა თუ ვერა გამოფხიზლებას.

სასტუმროს კაფეში ისხდნენ და ვახშმობდნენ . ორივე ძალიან გადაღლილი იყო. სულ რამდენიმე კვირაში ისეთი ამბები მოხდა რომ ენერგიის აღდგენასაც ვერ ახერხებდნენ
_რა იქნება თუ ვერ გაიღვიძებს და აპარატის გამორთვა მოუხდებათ ექიმებს
_სრულიად უდანაშაულონი დამარცხდებიან ბედთან თამაშში
_ზოგჯერ ასეც ხდება
_ხდება, ცხოვრება უსამართლოა , მაგრამ იმედია ახლა არ იქნება ეგ შემთხვევა .ზედმეტად ბევრი ადამიანი დაიტანჯება და სრულიად უდანაშაულო გოგო დაისჯება
_ასე არ უნდა მოხდეს
_მშობლები და შვილები ... რა უცნაურია არა? თაობებს შორის კავშირი .. როგორი დამოუკიდებელიც არ უნდა იყო მაინც მოქმედებს შენს ყოველდღიურობაზე. სულ რომ შორს იყო ერთხელ მაინც გამოჩნდება რგოლი რომელიც მშობლებთან გაკავშირებს და ეს რგოლი მთელი ჯაჭვის ნაწილი ხდება , თითქოს მრავლდება და გარს გეხვევა ...
_უსამართლობაა სხვებზე დამოკიდებული რომ ვართ. სხვის ცხოვრებაზე, სხვის გადაწყვეტილებებზე და წარსულზე რომელსაც ვერ შეცვლი ის კი აწმყოზე მოქმედებს, მომავალს თავის ნებაზე ცვლის
_ვერ შეცვლის... თუ ჩვენს შემთხვევაში ვერ იმოქმედა ახლაც არაფერი გამოუვა. მათ ეყოფათ ძალა და შეძლებენ გაუძლონ , თავი დააღწიონ
.....
პალატაში იყო
სოფიოს გვერდით იჯდა და ჩუმად უყურებდა
_გუშინ შენი დახატვა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა ... ასე რომ გხედავ ყოველგვარ უნარს ვკარგავ. სუნთქვაც აღარ მინდა... იცი , იცი მეც მინდოდა , მაგრამ რატომღაც იმ წამს წარმოვიდგინე როგორ გახდებოდი ამ ამბავს რომ გაიგებდი და არსებობა განვაგრძე. შენ ? შენ ვეღარ გაუძელი და მე ვერ დაგიცავი... მე დაგტოვე და გავიქეცი. გეფიცები მეგონა ასე უფრო მარტივი იქნებოდა შენთვის, ჩვენთვის ორივესთვის... მაშინ დედაშენი რომ არ მოსულიყო ახლა ერთად ვიქნებოდით, ჩემი ცოლი იქნებოდი და ძალიან შორს წავიდოდით . იქ სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებოდით და სხვა არავინ

ისევ გაჩუმდა , დაიხარა და სოფიოს თითები დაუკოცნა. აღარ ჰქონდა ის სურნელი როგორიც ადრე, არც ის სითბო ჰქონდა . გულში ჩხვლეტა იგრძნო , შუბლით დაეყრდნო მის ხელისგულს და ცრემლები წამოუვიდა
_პირველად რომ დაგინახე ცეკვავდი ... ისეთი ლამაზი იყავი , ღმერთო როგორ იღიმოდი , შენი ლურჯი თვალები ანათებდნენ . ყველა შენ გიყურებდა ... შენი სახელიც კი არ ვიცოდი , მაგრამ უზომოდ ვეჭვიანობდი. როგორ მინდოდა იმ ბიჭის ნაცვლად მე მეცეკვა შენთან , მაგრამ ხომ იცი ცეკვა საერთოდ არ მეხერხება . ის მოცეკვავე გოგონა შენ ხარ , მოგატყუე და გითხარი რომ დიდი ხნის წინ მქონდა დახატული , რომ ეჭვიანობ ძალიან საყვარელი ხარ . ნეტავ გენახა მაშინ როგორი გაბრაზებული სახე გქონდა ... როგორ მინდოდა შენი კოცნა . ყველა შეჩერებულ წამს ვნანობ... ყოველ დღეს რომელიც შენგან შორს გავატარე ყველა სასურველ კოცნას რომელიც ვერ მივიღეთ...
ყოველ დღე რაღაც ამბავს უყვებოდა. ამბავს მათი საერთო წარსულიდან იმას რაც სოფიომ არ იცოდა . ის რაც მისთვის მანამდე არ უთქვამს .
დრო ძალიან მალე გადიოდა და არაფერი იცვლებოდა. თითქოს ნელ_ნელა მის სახესაც ეჩვეოდა . მშვიდად უყურებდა მის უძრავ სხეულს და ამჯერად ფანჯარაში იყურებოდა
_უკვე ვბრაზდები იცი? იცი რომ ეგოისტი ვარ ... შენ არ მეუბნებოდი ეჭვიანი მესაკუთრე ხარო? დიახ , ეჭვიანი , ეგოისტი, მესაკუთრე ვარ და ღმერთსაც არ მივცემ უფლებას თავისთან წაგიყვანოს. გეუბნებოდი შენ ყველას უნდიხარ_თქო ... იმასაც ვამბობდი შენთან ნებისმიერს უნდა_თქო და აი ხომ ხედავ ღმერთსაც კი თავისთვის უნდიხარ, მაგრამ არა ! შენ მხოლოდ ჩემი ხარ... სისულელეა , აზრი არ აქვს ხომ? მორჩა დანებდი და მტოვებ. მიდიხარ მიუხედავად იმისა რომ ჩვენს შორის ბარიერი აღარ არსებობს და მე შემიძლია შორს წაგიყვანო, ყველაფერი დაგავიწყო და გაგაბედნიერო ... იცოდე მეტჯერ აღარ დაგელაპარაკები, ჩემ ხმას ვერ გაიგებ . აი აქ მოვალ დავჯდები და ჩუმად გიყურებ .

მეორე დღეს მართლა ჩუმად იჯდა . უყურებდა და არაფერს ამბობდა . მესამე დღესაც არაფერი უთქვამს . მეოთხე დღეს ხატვა დაიწყო . ბოლოს არაფერი გამოუვიდა რაღაც სისულელე დაჯღაპნა და ისიც გადააგდო . მეხუთე დღეს მივიდა და მის გვერდით დაწვა. ხელი ფრთხილად მოხვია , თავი მის გვერდით დადო ისე რომ ცხვირის წვერით ლოყაზე ეხებოდა და თვალები დახუჭა
_თუ არ გაიღვიძებ მეც დავიძინებ... ხომ იცი რომ ამას გავაკეთებ. მეც შენს გვერდით დამაწვენენ და მერე ერთად წავალთ იქ ,მაღლა ან სადაც მიდიან სულები . არ ვიცი , მნიშვნელობა არ აქვს
_პატარავ ... მომენატრე. უშენოდ ცარიელი ვარ . შენ რომ წახვედი მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა . თურმე მხოლოდ შენ იყავი ერთადერთი ჩემს ცხოვრებაში ... სხვა არავინ და თუ მალე არ გაიღვიძებ მე გავქრები ! _ თორნიკე როდის მივიდა ანდრომ ვერ გაიგო. მისი ხმა რომ გაიგო მხოლოდ შემდეგ გაახილა თვალები . ბიჭი საწოლის მეორე მხარეს იჯდა , სოფიოს თითებს თავისით ფარავდა . თავი დახრილი ჰქონდა და აშკარად მისთვისაც არ ჰქონდა მნიშვნელობა სხვა ადამიანების არსებობას . მოუწესრიგებელი იყო, საშინლად გამოიყურებოდა.
ის დღეც გავიდა , ისე გავიდა რომ არაფერი შეცვლილა. სასტუმროში იყო მარიამთან და ალექსანდრესთან ერთად საავადმყოფოდან რომ დაურეკეს .

სოფიომ გაიღვიძა
სოფიომ თვალები გაახილა
სოფიომ გაიხსენა
სოფიო ესაუბრებოდა
სოფიო უღიმოდა
სოფიო თვალებში უყურებდა და ცრემლები სდიოდა
_ანდრო ...
_დამიბრუნდი ...
_თორნიკემ მითხრა ... მითხრა რომ შენ არ ხარ მისი შვილი _ საუბარი უჭირდა, ანდრო თითებს და სახეს უკოცნიდა. ისიც ტიროდა და ვერ იჯერებდა ,რომ ყველაფერი რეალური იყო.

თორნიკე დერეფანში იდგა და შორიდან უყურებდა წყვილს. სოფიომ გაიღვიძა და სხვა არაფერი ადარდებდა. მარიამი და ალექსანდრე რომ დაინახა თავი უცნაურად იგრძნო. ისევ რცხვენოდა საკუთარი დანაშაულის, შეცდომის რომელიც ჩაიდინა. მარიამმა წყვილი რომ დაინახა გაიცინა და ალექსანდრეს მოეხვია. საოცარი იყო ეს გოგო, ყველაფრის დავიწყება შეეძლო . ალექსანდრეს ეხვეოდა და დახტოდა
_ხომ ვამბობდი... ხომ ვამბობდი ყველაფერი გამოვა_თქო
_მორჩა... დასრულდა. ეს ომიც დასრულდა_ მარიამის მხარზე ედო თავი და იცინოდა.
თორნიკე კი ისევ იქ იდგა სრულიად ცარიელ სივრცეში ცარიელი სულით და მთელი სხეული ეწვოდა ისე უნდოდა ალექსანდრეს ადგილას ყოფნა. შემდეგ მზერა მოაშორა წყვილს და ისევ სოფიოს შეხედა მას ვის გამოც ღირდა არსებობა

№1  offline წევრი miyvarxar1992

Dedas geficebi saocreba xar.sauketeso da gasaocarii.❤❤❤❤❤❤

№2  offline წევრი Liziko27

ვაიმეეეეეეეეეეეეეეე ვიტირეე რამდენიიიიი!! ეს რა დაწერე. შენ ამბობდი რა გამოვაო.. ღმერთოო რა ემოციები იყიიიოო.. გავგიჟდიი; ყველა გადამავიწყდა. ანდრეაზე და სოფოზე გადავერთეე მთალდდდდდ. ოქოროს ხელები გაქვს :*:*:**::**:*: აიიიი დედაააააააააააა გიჟიიი ხარრრრ!!!!!!

№3  offline წევრი Takk.22

როგორი სასწაული გოგო ხარ შენ,რა საოცრად წერ ნეტა თუ იცი, თორნიკე ძალიან მეცოდება იმედია მისთვისაც გამოჩნდება სხვა პრინცესა,ალექსანდრესა და მარიამს შორის ვნების გაღვივებას მოუთმენლად ველი,იმედია სხვა წყვილებსაც მალე გაიხსენებ,ვყვარობ შენს ისტორიებს

№4  offline წევრი Niniko11

Saocreba iko kvelaferi kargad aaa hraaa amas saintereso gagrdzeleba eqmeba magram erti kitxva tvins migrgnis mariams aleqsandre ukvars rogorc misi meore naxevari tu megobrulad ukvars
An sabolood vistan darcheba

№5  offline წევრი Tatutatu

ყველაფერიი დალაგდა და ეეშველაა..)))ყოჩაღ!!: დათოო დამაშოო მომენატრა

№6  offline აქტიური მკითხველი uchveulo

შენ ხარ ყველაზემაგარი ვინც კი მინახავს და გამიგია სასწაული გოგო ხარ ყოჩაღ ❤️❤️ჩემი სამეცადინოს და გამოცდების პატრონი შენს ისტორიას ვერ მოვწყდიი

№7  offline მოდერი sameone crazy girl

არ ველოდი ასე უცებ ამდენ კომენტარს
და მითუმეტეს ასეთ ემოციებს
არ ვიცი მგონი მე თვითონ შეფასების უნარი დავკარგე
დასრულდ აუკვე თითქმის ყველაფერი
და ხვალიდან სხვა წყვილებზე გადავალ დავივიწყებ მარიამს ცოტა ხნით

№8  offline წევრი Anya10

ჰოო ანდრეას და სოფოს მომენტზეე ცრემლები ვერ შევიკავე. სასწაულაად კარგი იყო. მემგონი გვეშველა და ყველაფერი დალაგდა. ხო იცი მარცხენა მხარეს ეშმაკი და მარჯვენა მხარეს ანგელოზი ზის ? ჰოდა მე ორივე ერთად ვარ და გეუბნები რო თორნიკეს და მარიამის წყვილი არ უნდა შედგეს. კიბატონო მეცოდება თორნიკე მარაგრმ აი ვერა რაა ვერა. ინი და იანი არიან მარიამი და ალექსანდრე. მზე და მთვარე არიან. პროტონი და ელექტრონი არიან. მარჯვენა და მარცხენა პარკუჭები არიან. სხვადასხვა ხელის ცერა თითები არიან. მაგნიტები არიან. აი ვერ ავღწერ რამდენ იდეალურები არიან. როგორც პაზლის ორი ნაწილი ზუსტად აჯდრბა ერთმანეთს ისე არიან ესენიც. მე ვერ წარმოვიდგენ მარიამის და თორნიკეს წყვილს. თაან შეენც მაგრაა მაფორიაქეებ რა ამ მარიამის გრძნობებით. აუუ ანდრო ვაფშეე სხვა განზომილებაა. ჰერ გარეგნობა რო აღწერე მაგაზე დამემართა ციებცხელება.უიი უიი და შეენ ფანტაზიას საერთოდ ძეგლი უნდა დავუდგა რა. ძაალიან კარგიი სიუჟეტიი იყოო რაა იმენა ჯიგრული. მოკლეედ ჩეემო მარიამ გაღმერთეებ და ველო შემდეგ თავს

№9  offline მოდერი sameone crazy girl

Anya10

მადლობა
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
საოცარი მაგალითები იყო ვერაფერს ვიტყვი
არ გეკამათები
დიდ თავებს ვდებ იმაზე დიდს ვიდრე ვიმედოვნებდი და მალე ვითარდება ყველაფერი ასე რომ ბოლომდეც მივალთ და იმასაც გავიგებთ ვისტან დარჩება

№10  offline წევრი მარუსიკა

უფფფფ კარგი იყო❤️

№11  offline წევრი ვარა შველიძე

საოცრება იყო

№12  offline წევრი Nane

ძალიან ემოციური და კარგი თავი იყო.ყველაფერი გამოგივიდა.თორნიკეს პერსონაჟი ყველაზე ახლოს მივიდა გულთან❤️

№13  offline მოდერი sameone crazy girl

მარუსიკა
უფფფფ კარგი იყო❤️

მადლობა

ვარა შველიძე
საოცრება იყო

მადლობაა
heart_eyes kissing_heart kissing_heart

Nane
ძალიან ემოციური და კარგი თავი იყო.ყველაფერი გამოგივიდა.თორნიკეს პერსონაჟი ყველაზე ახლოს მივიდა გულთან❤️

მადლობა
თორნიკე იმდენს მოგწონთ რომ შარში ვარ

№14  offline წევრი kora

ერთი ლილე გვრჩება მარტო და ალბათ თორნიკეს მოუხდებოდა :) კითხვა დავიწყე და ნახევრამდეც ვერ მოვასწარი ჩასვლა და ორშაბათამდე ვერც შემოვალ და ახლა საშინლად მაქვს ამის გამო ხასიათი გაფუჭებული:( ეს დღეები ამათ გარეშე რა მეშველება :(
--------------------
kira.G

№15  offline მოდერი sameone crazy girl

kora
ერთი ლილე გვრჩება მარტო და ალბათ თორნიკეს მოუხდებოდა :) კითხვა დავიწყე და ნახევრამდეც ვერ მოვასწარი ჩასვლა და ორშაბათამდე ვერც შემოვალ და ახლა საშინლად მაქვს ამის გამო ხასიათი გაფუჭებული:( ეს დღეები ამათ გარეშე რა მეშველება :(

კირაა heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
მერე რა ერთად წაიკითხავ და უფრო მეტ ემოციას მიიღებ ყველაფერს აქ დადებითი მხარე
ლილე და თორნიკე ძალიან არ შემიძლია იმედი არ გქონდეს წინასწარ გართხილებ
heart_eyes

№16  offline წევრი რუსკიმარუსია

და იმის მერე რაც აქ წავიკითხე და რა ემოციებიც მოვიდა,კიდევ ბედავ და ამბობ რომ შენი ნაწერით უკმაყოფილო ხარ? არ გრცხვენია მარიამო? ❤ ხომ ვამბობდი ანდრეა არ იქნება ცუდი ბიჭი თქო :) ანდრეა და სოფიო კიდევ ერთი განზომილებაა, სადაც სხვა ყველა ზედმეტია ❤ იმის შემდეგ რაც გადაიტანეს ბედნიერება ნამდვილად დაიმსახურეს❤
ხო, თორნიკე შემეცოდა, მაგრამ მაინც მარიამი მარტო ალექსანდრესია :) ❤
სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება, ახლა დროა გრძნობებზე გადავიდეთ. ფაქტია, რომ ალექსანდრეს სულ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს მარიამის მიმართ,მაგრამ ჯერ თავადაც ვერ ხვდება გრძნობების სიღრმეს. ხოდა დაეხმარე ამ ორს შენებურად ❤
შემდეგი თავიდან დანარჩენ წყვილებსაც ველოდები.

№17  offline წევრი dreamer.L

ძალიან დიდი ხანია კომენტარი არაფერზე დამიტოვებია, ახლა კი ვერ ვჩუმდები. შენი თითქმის ყველა ისტორია ვიცი და ეს განსაკუთრებულად მომწონს. აი, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ კითხვისას. ალექსანდრე და მარიამი.... მეგობრები არიან, საუკეთესოები, და-ძმაზე უფრო ახლობლები, სოულმეითები- მგონი ამაზე შესაფერის სიტყვას ვერ ვიპოვი. ალბათ, საუკეთესო შეყვარებულებიც იქნებოდნენ, მაგრამ არის ძალიან დიდი მაგრამ. მთავარი მუხტი არ აქვთ. და ჩემი აზრით მათ შორის რამე, რომ მოხდეს უფრო ინცესტი იქნება. მარიამი თორნიკესთვის შეიქმნა, თორნიკეს ქალად და იმედი მაქვს ასეც მოხდება. მერე რა, რომ თორნიკემ აფექტში რაღაც ისე ვერ გააკეთა როგორც უნდა გაეკეთებინა, მერე რაა, საყვარელ ადამიანებს უარესებს პატიობენ და უარებსაც ივიწყებენ. მარიამი ჩვენზე კარგად ხვდება თორნიკეს მდგომარეობას და უკვე აპატია კიდეც, უყვარს კიდეც ამ ხნია განმავლობაში ენატრებოდა კიდეც.

როგორც ავტორს არ ვიცი რა გითხრა, რა "აღიარება ხელის გულზე" და რა დანარჩენი სხვა.... წიგნის გამოცემაზე იფიქრე, მომდევნო თუ არა იმის მომდევნო პროექტო შენ უნდა მოიგო რა.

№18  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
და იმის მერე რაც აქ წავიკითხე და რა ემოციებიც მოვიდა,კიდევ ბედავ და ამბობ რომ შენი ნაწერით უკმაყოფილო ხარ? არ გრცხვენია მარიამო? ❤ ხომ ვამბობდი ანდრეა არ იქნება ცუდი ბიჭი თქო :) ანდრეა და სოფიო კიდევ ერთი განზომილებაა, სადაც სხვა ყველა ზედმეტია ❤ იმის შემდეგ რაც გადაიტანეს ბედნიერება ნამდვილად დაიმსახურეს❤
ხო, თორნიკე შემეცოდა, მაგრამ მაინც მარიამი მარტო ალექსანდრესია :) ❤
სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება, ახლა დროა გრძნობებზე გადავიდეთ. ფაქტია, რომ ალექსანდრეს სულ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს მარიამის მიმართ,მაგრამ ჯერ თავადაც ვერ ხვდება გრძნობების სიღრმეს. ხოდა დაეხმარე ამ ორს შენებურად ❤
შემდეგი თავიდან დანარჩენ წყვილებსაც ველოდები.

heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
არ ვიცი რა უნდა გითხრა
საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მინდა
ხვალ იქნება სხვებზე ცოტას შევამცირებ მარიამს

№19  offline წევრი Liziko27

მე მაჩუქეთ თორნიკე დ:დდდდ.. ან მარის შეუყავრდეს .. ;))) ეს ორი ვარიანტი მაწყობს;დ;დდ

№20  offline მოდერი sameone crazy girl

dreamer.L
ძალიან დიდი ხანია კომენტარი არაფერზე დამიტოვებია, ახლა კი ვერ ვჩუმდები. შენი თითქმის ყველა ისტორია ვიცი და ეს განსაკუთრებულად მომწონს. აი, ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ კითხვისას. ალექსანდრე და მარიამი.... მეგობრები არიან, საუკეთესოები, და-ძმაზე უფრო ახლობლები, სოულმეითები- მგონი ამაზე შესაფერის სიტყვას ვერ ვიპოვი. ალბათ, საუკეთესო შეყვარებულებიც იქნებოდნენ, მაგრამ არის ძალიან დიდი მაგრამ. მთავარი მუხტი არ აქვთ. და ჩემი აზრით მათ შორის რამე, რომ მოხდეს უფრო ინცესტი იქნება. მარიამი თორნიკესთვის შეიქმნა, თორნიკეს ქალად და იმედი მაქვს ასეც მოხდება. მერე რა, რომ თორნიკემ აფექტში რაღაც ისე ვერ გააკეთა როგორც უნდა გაეკეთებინა, მერე რაა, საყვარელ ადამიანებს უარესებს პატიობენ და უარებსაც ივიწყებენ. მარიამი ჩვენზე კარგად ხვდება თორნიკეს მდგომარეობას და უკვე აპატია კიდეც, უყვარს კიდეც ამ ხნია განმავლობაში ენატრებოდა კიდეც.

როგორც ავტორს არ ვიცი რა გითხრა, რა "აღიარება ხელის გულზე" და რა დანარჩენი სხვა.... წიგნის გამოცემაზე იფიქრე, მომდევნო თუ არა იმის მომდევნო პროექტო შენ უნდა მოიგო რა.

ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის თქვენი ასეთი შეფასება
heart_eyes სიტყვებით ვერ გადმოვცემ როგორც მახარებთ
სულ მგონია რომ ერთი სიტყვაც კი ყველა ადამაინს შეუძლია სხვადასხვანაირად გაიგოს და ეს არ ნიშნავს იმას რომ რომელიმე მცდარია
მე ახლა ორივენაირად ვხედავ ორივესთან ვხედავ მარიამს და არ ვიცი ბოლოს რას გავაკეთებ იმედია ძალიან არ დავწვეყ მკითხველს გულს

Liziko27
მე მაჩუქეთ თორნიკე დ:დდდდ.. ან მარის შეუყავრდეს .. ;))) ეს ორი ვარიანტი მაწყობს;დ;დდ

გაჩუქებდი ,მაგრამ ბევრს უნდა და პირადად მე დავიტოვებ და მივხედავ სჯობს ორი ცოდვილი ერთმანეთს შევავსებთ

№21  offline წევრი ფარვანა

Auu saocreba ikoo imedi maqvs rom androsa da sofiosganac vigrdznobt did cecxls!!! Aleqsandreze da mariamze xo zedmetia saubari kissing_heart nikvars eg orii mikvars sofio da andro <3
Nuca da duda <3
Masho da dato<3
Auu ravici sitkvebiarmkopniiis! Saswauli xar sheen!
Geli moutmenlad innocent heart_eyes
--------------------
Phanessa Psykhḗ

№22  offline წევრი Liziko27

sameone crazy girl

ეგც მაწყობს:დ:დ::დ.

№23  offline მოდერი sameone crazy girl

Vivien Sky
Auu saocreba ikoo imedi maqvs rom androsa da sofiosganac vigrdznobt did cecxls!!! Aleqsandreze da mariamze xo zedmetia saubari kissing_heart nikvars eg orii mikvars sofio da andro <3
Nuca da duda <3
Masho da dato<3
Auu ravici sitkvebiarmkopniiis! Saswauli xar sheen!
Geli moutmenlad innocent heart_eyes

მიხარია რომ ყველა მოგწონთ და იმედია ბოლოსაც მოგეწონებათ სავარაუდოდ დიდი იქნება და არ ვიცი ბოლომდე როდის ჩავალთ
ხვალ დავდებ

№24  offline წევრი Mariammmo

ეს მგონი ჩემზე მეტად აფრენს ხო? :D :D კაი იყო :D
როგორ შემეცოდა თორნიკე :((((((

ისეთი მძიმე და ემოციური თავი იყო არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო გარდა იმისა, რომ საუკეთესო ხარ!!!

№25  offline მოდერი sameone crazy girl

Mariammmo
ეს მგონი ჩემზე მეტად აფრენს ხო? :D :D კაი იყო :D
როგორ შემეცოდა თორნიკე :((((((

ისეთი მძიმე და ემოციური თავი იყო არც კი ვიცი რა კომენტარი გავაკეთო გარდა იმისა, რომ საუკეთესო ხარ!!!

აი მივედით კონსესუსამდე
მარიამი ვისთვისაც არ უნდა უნდოდეთ
ყველას ერთხმად გვეცოდება თორნიკე
heart_eyes heart_eyes
მადლობა მარიამო

№26  offline წევრი Takk.22

ვაიმე არ დამამგრიო ცხოვტება თავზე,ოცნებებს ნუ მომიკლავ მარიამი და ალექსანდრე არ დააშორო,შენს ყველა ისტორიაში ყველა მარიამი ალექსანდრესი უნდა იყოს,და ყველა მარიამს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდეს თორნიკესთან,ისეთი ანგელოზი გოგო გამოუნახე თორნიკეს ყვ3ლა და ყვრლაფერი გადაავიწყოს,სულ რომ არაფერი ალექსანდრეს და მარიამის კავშირს რას მოუხერხებენ შეუძლებელია მათი ცალცალკე წარმოდგენა

№27  offline მოდერი sameone crazy girl

Takk.22
ვაიმე არ დამამგრიო ცხოვტება თავზე,ოცნებებს ნუ მომიკლავ მარიამი და ალექსანდრე არ დააშორო,შენს ყველა ისტორიაში ყველა მარიამი ალექსანდრესი უნდა იყოს,და ყველა მარიამს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებდეს თორნიკესთან,ისეთი ანგელოზი გოგო გამოუნახე თორნიკეს ყვ3ლა და ყვრლაფერი გადაავიწყოს,სულ რომ არაფერი ალექსანდრეს და მარიამის კავშირს რას მოუხერხებენ შეუძლებელია მათი ცალცალკე წარმოდგენა

heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
ვერაფერს ვიტყვი
დღეიდან მხოლოდ გმირები იტყვიან ყველაფერს საკუთარ თავზე თორემ წინასწარ თუ ვთქვი ვინ სად ვისთან იქნება რა გამოვა დამეკარგება ინტრიგა
smile smile

ძალიან მაგარი იყო, ძალიან გთხოვ დიდხანს არ მალოდინო, მე თორნიკეც და ალექსანდეც მომწონს, აბა მოუთმენლად ველი ახალ თავს

№29  offline მოდერი Someone wandering

ვაიმეეეეე აიიიი გული გამალებით მიცემს,ჟრუანტელი მივლიის
ღმერთმააანიიიი შემიყვარდა მე ანდრო და სოფიკო,ვიცოდი,მჯეროდა რომ გაიღვიძებდა,ანდროს გამო,თოკოს გამო...
ღადაობთ ტოო?აუუ ეს წყვილი რა იქნებაა წარმომიდგენია,რა თბლილი,ტკბილი,სევდიანია ანდრეა ამ თავში,როგორ გამიხარდა ასეთი პიროვნება რომ აღმოჩნდა,როგორ შემიყვარდნენ ესენი მე,რომ წავიკითხე სოფიკომ თვალები გახილააო,პირი იმხელაზე დავაღე ახლო-მახლო ბუზი რომ ყოფილიყო უეჭველი შემიფრინდებოდა - laughing
ტირილის პირას ვიყავი,მაგრამ მე ხომ ქვა,ლოდი,ცივი ვარ....აიი სოფო რომ მომკვდარიყო ვიტირებდი,რადგან მეტკინებოდა ანდრო...მისი სიტყვები,განცდები....უუუუხ არ ვარ კარგაად sob
როგორ ესაუბრებოდა,თითებზე რომ ეხებოდა,ცხვირის წვერს რომ ლოაყზე ახებდა,გვერდით რომ მიუწვა მანდ ბავშე გავჭეედეე. ისტორიებს რომ უყვებოდა,ბოლოს კი უბრალოდ საყვარელ ქალს უყურებდა.... sob tired_face heart_eyes
როგორ წრფელად უყვარს..
ლიაზე არ ვისაუბრებ,თორემ კომენტარს გავაფუჭებ,ეგ არაქალი,კა*პა. შვილები არ უყვარს,არ უყვაარს. ეგ სიყვარული არ არის,ავადმყოფობაა და მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარული.
თორნიკე,როგორც მეცოდება ვერც წარმოიდგეენ,სასწაულად. მარიამის გატაცების გამო,მისი სიყვარულის გამოც,მისი დის გამოც...დედამსიის გამოც. ყველაზე მეტად ეგ მეცოდება...მაგრამ ყველაფერი მოგვარდება,მჯერა! ძალიან მომწონს მე ეს ბიჭი,მსხვერპლია,შეეშალა ვიცი,მაგრამ არ მემეტება არანაიარად disappointed_relieved heart_eyes
ალექსი და მარიამი,საოცარი წყვილი,ჩემი ტკბილებიი,ნუგბარები,ერთმანეთის რო უსიტყვოდ ესმით.
ეჭივანობასაც რო ასწრებს ჩვენი ბიჭიი? smile აი,ჩემთვის ყველაზე ემოციური თავი იყო.
სასწაულად მევასება ასეთი სიტყვები ანდრეა რომ სოფიკოს მიმართ იყენებდა,მაგრამ ამავდროულად გულს რო მიკლავს? ეგოისტი ვარ,მაზოხისტიც,მესაკუთრეც!
მიყვარს ეს ახალი წყვილი მე,აი,რაღაცნაირები არიაან რაა. ''მისეულები'',მარტო თავად რო იციან თუ როგორები არიან. heart_eyes
ამათი ძმობაც შესაშური იქნება,ასე ვფიქრობ!!!!!
ამაზე ნაკლები ვერ დავწერ მარიამ,რა ვქნა ჩემო საყვარელო laughing heart_eyes
ეგოისტურად მიყვარს ესენი მე!!!!! smiling_imp

შენ რო ძაალიან მევასები ხო იცი არა? smile

№30  offline მოდერი sameone crazy girl

Someone wandering

იცი მე უკვე ვგიჟდები შენზე !
ახლა იმაზე მძიმე პერიოდი მაქვს ვიდრე ოდესმე ერთად მქონია მთელი 20 წლის განმავლობაში და დამიჯერე მთელი გულწრფელობით ვამბობ რომ შენ შენი გაზიარებული ემოციებით ერთ-ერთი ხარ ვინც რამდენიმე წუთით სრულიად მაბედნიერებს
heart_eyes

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent