შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცურვა სიყვარულის მორევში (1)


25-01-2019, 00:12
ავტორი nataliia
ნანახია 9 100

დილით ჩვეულზე ადრე გამეღვიძა, გამიკვირდა რადგან ძილი ჩემი სუსტი წერტილია. ჯერ 7:30 იყო ნახევარი საათი ჯერ კიდევ მქონდა დასაძინებლად. სიამოვნებისგან გამეღიმა და ძილის გაგრძელება ვცადე. გაზაფხული ახალი დაწყებული იყო მაგრამ მაინც სასიამოვნოდ თბილოდა 2 თვეში სკოლაც დამთავრდებოდა და საოცარი გართობისთვის უკვე მზად ვიყავი. ნახევარი საათიც მალევე გავიდა და დარეკა ხმამ რომელსაც მთელი არსებით ვერ ვიტანდი. სკოლაში წასვლა მესიკვდილებოდა მაგრამ რა მექნა გვანცას დავპირდი რომ მივიდოდი.

უი სულ დამავიწყდა მე ნატალია ვარ 17წლის მე-12 კლასელი. პატარა ძმა მყავს საბა რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს გვანცა კი ჩემი დაქალია უკვე 5 წელია ვმეგობრობთ. დანარჩენს თავადაც გაიგებთ.

სკოლაში წასვლამდე ჩემებს მივესალმე, ვისაუზმე და სახლიდან მალევე გავედი. მიყვარს როცა კარგ ხასიათზე ვარ ირგვლივ ყველაფერი შესანიშნავი იყო. ღიღინით მივედი სკოლაში. შესასვლელთან გვანცა დამხვდა და კლასში ერთად ავედით. ჩვეული რუტინა ცოტა მობეზრებული მქონდა ყოველ კვირა ერთიდაიგივე მეორდებოდა და დასასრული არ ჩანდა. რაღაც ახალი მინდოდა რაც ცხოვრებას გამიხალისებდა. უაზროდ ჩავლილი გაკვეთილების შემდეგ მე და გვანცა პარკში დავსხედით სადაც ჩვენი სკოლის უმეტესობას უწევდა გავლა სახლში წასასვლელად. უინტერესო დღე კიდევ უფრო უინტერესოდ მიდიოდა. რამოდენიმე წუთში ჩვენი კლასელები დავინახეთ. მთელი კლასი ახლოს ვართ ერთმანეთთან და ვცდილობთ ყველაფერი კარგად წავიდეს.
-არგინდათ პიცერიაში წავიდეთ?-იკითხა ლაშამ
-აუ კი ძაან კაი აზრია- დაეთანხმა იქ მყოფთაგან უმრავლესობა. მხოლოდ მე არ ამომიღია ხმა. პიცერია არც ისე ახლოს იყო მე კი 2 საათში მათემატიკაზე დაბრუნება მიწევდა. ცოტა დავფიქრდი მაგრამ მეც ძალიან მშიოდა ამიტომ გადაწყვეტილების მიღება რთული არყოფილა. უაზრო დღეს ცოტა ხალისი შემატა უგემრიელესმა პიცამ. კლასთან ერთად გატარებული დრო საოცარი იყო მაგრამ მათემატიკაზე უნდა წამოვსულიყავი
-კარგი რა ნატალია გააცდინე ამ ერთხელ-თქვა ნინომ
-აუ ხო რა მართლა - აყვნენ სხვებიც
-კარგით რა ბავშვებო წინაზეც გამაცდენინეთ მომკლავს გიორგი ხომ იცით არა? -ჩავილაპარაკე ბუზღუნით და ველოდი მათ რეაქციას.
-ხომ იცი რო არ მოგკლავს გააცდინე რა - განაგრძეს ისევ. თავში გამიელვა ამ აზრმა მაგრამ არა! საკუთარ თავს ვერ გადავაბიჯებდი და წასვლა გადავწყვიტე. ბავშვებს დავემშვიდობე და გარეთ გავედი. ტაქსის გაჩერება გადავწყვიტე. ტაქს როდესაც მისამართი ვუთხარი და ჩავჯექი უეცრად ვიღაცამ იყვირა კარი გააღო და წამში ჩემს გვერდით ადგილი დაიკავა. ჩემი გაკვირვებული სახის დანახვისას კი მითხრა - მე სანდრო სასიამოვნოა მაინც ერთ გზაზე მივდივართ და რა საჭიროა ტყუილად დავაბინძუროთ გარემო გამონაბოლქვით
-ტაქსისტს მიუბრუნდა და წავედითო უთხრა. -თავხედი - ჩავილაპარაკე ჩემთვის მაგრამ როგორც ჩანს გაიგო და არაუშავს ეს მხოლოდ პირველი შთაბეჭდილებააო მითხრა და ტელეფონში დაიწყო ქექვა. ყურადღება აღარ მიმიქცევია. როდესაც დანიშნულების ადგილას მივედით სანდრომ გადაიხადა თანხა დავემშვიდობე და მათემატიკაზე ასვლა გადავწყვიტე ის კი უკან მომყვებოდა. ცოტახანი არ შევიმჩნიე მაგრამ მერე უკან გავბრუნდი და ვკითხე
- შენ რა მე დამყვები?
- არა უბრალოდ შენ მიდიხარ ჩემს გზაზე
- რა სისულელეს ამბობ
- მაშინ გამატარე
- მიბრძანდით
მან კი გზა გააგრძელა და ზუსტად იმ კარში შევიდა სადაც მე უნდა შევსულიყავი.
- არა ეს ბიჭი ნამდვილად შეშლილია
- ჩავილაპარაკე ჩემთვის და მეც მისი მოძრაობა გავიმეორე
კარში შესვლისას მასწავლებელს მივესალმე და დავჯექი. ცოტა გამიხარდა ის შეშლილი რომ არ ჩანდა მაგრამ ჩემი ბედნიერება ცოტახანი გაგრძელდა სანდრო კლასში შემოვიდა და ყველას მიესალმა თან გაიღიმა ყველა კბილით. აუ რა კაი ბიჭიაო თქვა ერ-ერთმა მე კიდევ გამეცინასავით. მასწავლებელმა თქვა
- ბავშვებო გაიცანით ეს სანდროა, ის ჩვენი ახალი მოსწავლე იქნება დღეიდან. რადგან ჩვენ ფეხი აგვიწყოს სწავლაში , ნატალია მას შენ გაბარებ ყველაფერს აუხსი რას როგორ გავდივართ რა წიგნებია საჭირო და ასე შემდეგ.
- კარგით რა მას -დავიწუწუნე მე
- მშვენიერი გადაწყვეტილებაა- თქვა სანდრომ და ჩემს გვერდით დაჯდა
- ესეიგი ნატალი - მითხრა მე ჩუმად
- ნატალი არა ნატალია- შევუსწორე უხეშად
- ცოტა თბილი რომ იყო უკეთესი იქნება ამიერიდან ხშირად მოგვიწევს შეხვედრა -მითხრა მან და ლოყაჩე მიჩმიტა.
- ხელები დაიმოკლე ვუთხარი მე და შევეცადე არ გავწითლებულიყავი
- იცი? გაწითლდი -მითხრა მან, უარესად შემრცხვა და თავი დავხარე
გაკვეთილმა ჩვეულებრივად ჩაიარა. სანდროს აღარაფერი უთქვამს. გაკვეთილის ბოლოს კი მკითხა
- როდის აპირებ ახსნას?
- არვიცი ჩემ გრაფიკს გადავხედავ და გეტყვი
- ესეთი დაკავებული ხარ? -მითხრა ირონიით
- თუნდაც ვარ მერე?
- არაფერი მეგონა შეძლებდი ჩემთვის დროის გამონახვას- ჩაილაპარაკა ვითომ გაბრაზებულმა
- არვიცი ვნახოთ როდის მცალია- ვუთხარი და ერთი სული მქონდა როდის შემეშვებოდა
- კარგი მაშიმ მომავალ შეხვედრამდე- მითხრა მან და გაბრუნდა წასასვლელად. შვებისგან ამოსუნთქებას ვაპირებდი და...
- უი შენი ტელეფონი მე მაქვს - მითხრა და გამომიწოდა მეკიდევ ჯიბეზე მივირტყი ხელი და გაკვირვებული სახე მივიღე
- შემდეგისთვის აგიხსნი როგორ -მითხრა მან და თვალი ჩამიკრა ცოტახანი გაშტერებული ვიყაი მაგრამ შემდეგ გამოვფხიზლდი და გადავწყვიტე მეც წავსულიყავი



აბა შეაფასეთ თუ მოგწონთ გავაგრძელებ. ❤️




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent