შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენი ამბავი (თავი VI)


25-01-2019, 22:31
ავტორი Dr.writer
ნანახია 1 388

როგორც იქნა მომზადება დავიწყეთ,რა თქმა უნდა ქეთიმ დრესკოდი დაგვიწესა და მოგვთხოვა კაბები ჩაგვეცა ნუ სხვა გზა არ მქონდა ამიტომ კარადიდან ერთადერთი კრემისფერი თხელი მუხლამდე კაბა ავარჩიე ,თმა გავისწორე,ფეხზე კი თეთრი all star-ები მოვირგე,ზემოდან კი ტყავის ქურთუკი მოვიოცვი....აი რაც შეეხებათ გოგოებს მართლაც ფურორი მოახდინეს,როგორ ყოველთვის ულამაზესები იყვნენ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ...ქეთი ულამაზე ვარდისფერი კაბა ეცვა თმა კუდად შეეკრა და ცისფერი თვალები მუქად შეეღება..თამოს თავისი თვალის ფერი შესაბამისი მუქი მწვანე კაბა ეცვა ,მოკლე შავი თმა კი გაესწორებინა და მხრებზე დაეყარა...რაც შეეხება ანის ის ჩვენს შორის სინაზის ეტაალონი იყო,ელეგანტური შავი კაბა ეცვა სპილენძისფერი თმა კი ნახევრად შეეეკრა და რამდენიმე კულული სახეზე ჩამოეწია ....მართლაც აღფრთოვანებული ვიყავი მათი ხილვით...ვამაყობდი,რომ ისინი ჩემი და'ქალები იყვენ.....ტაქსი უკვე გამოძახებული მყავცდა ამიტომ ყველანი ეზოსკენ გავეშურეთ....გზაში ვისმენდით ქეთის წუწუნს-აი პროსტა აზრზე ხართ არც კი დამირეკა,არც კი მომილოცა საჩუქარზე კი ლაპარაკიც ზედმეტია (ეჰ ნეტა იცოდე რა საჩუქარს გიმზადებს გავიფიქრე ჩემთვის)პროსტა ნახოს რა მაგან...აი ვაფშე ხმას არ გავცემ...რესტრორნამდე გაუჩერებლად წუწუნებდა...-ვაიმე მორჩი ეხლა წუწუნს,თორე გწყვიტე რაღაც..მოვედით და გადმოდი მშია კაცო მოვკვდი შიმშილით...
-შენ სულ ჭამაზე როგორ უნდა ფიქრობდე ღმერთო ჩემო -მეუბნება თამო აშკარა სიბრაზით
-აბა შეყვარებული მე არ მყავს და ჭამაზეც არ ვიფირო კაცო ....
-ნეტა ოდესმე რამე თუ გეშველება-სვამს უკვე კლიშედ ქცეულ კითხვას...
რა თქმა უნდა მაგიდისკენ მე გავუძეხი,მეორე სარლზე ავედით,დარბაზი გადავჭერით და მივედი დიდ შუშასთან მდგარ მაგიდასთან,რომელიც რვა კაცზე იყო გაშლილი...ფანჯრიდან კი ღამის თბილისის ულამაზესი ხედი იშლებოდა..რა თქმა უნდა მაგიდა გაშლილი დაგვხდვა,ახალგაზრდა ოფიციანტმა გვითხრა,რომ თუ რამე დაგვჭირდებოდა მისთვის მიგვემართა...ცოტახანს ველოდეთ ბიჭებს,მაგრამ ქეთიმ თქვა- რა დავაი დაასხით სულაც არ გვინდა ბიჭები ჩვცენც კარგად ვიქეიფებთ და დავლევთ..ჰა დაასხით ეხლა..-ის ის იყო რომ წითელი ღვინის ბოთლი ავიღე ხელში,რომ მთელი დარბაზი ქეთის საყვარელმა სიმღერამ მოიცვა(perfect) და მივხვდი,რომ ყველაფერი იწყებოდა...დარბაზის ბოლოს შევამშნიე ორი ბიჭი დიდი წითელი ვარდების თაიგულით,ამიტომ ქეთი მათკენ გავახედე....ისინი მოდიოდნენ,მათ კი უკან კიდევ ერთი ბიჭი მოჰყვებოდათ,რომელსაც ლამაზად შეფუთული ყუთი ეჭირა ხელში და კულმიანცია მის უკან კი ნიკა მოდიოდა კლასიკურად ჩაცმული,ქეთის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა,უტამ და ვაჩემ ულამაზესი ვარდების თაიგული გადასცეს ქეთის,მათემ კი ლამაზად შეფუთული ყუთი ფეხებთან დაუდგა,რაც შეეხება ნიკას ნუ როგორც ხდება ხოლმე მუხლზე დაიჩოქა და ქეთის ცოლობა სთხოვა ეს ყველასათვის მოულოდნელი იყო ჩემს გარდა,ქეთის სენტიმენტებმა სძლია და ატირდა რა თქმა უნდა პასუხი დადებითი იყო....როცა ქეთიმ გაიგო რომ ყველაფერი ვიცოდი გაცეცხლდა-არც კი გრცვხნია ხო ...ამდენი ხანი თვალებში მიყურბედი და მატყუებდი ხო...შეგრცვხეს...
-მეც მიყვარხარ ქეთო ხო იცი -როცა ამას ვეუბნებოდი იქ ყველაფერი,ყველანნაირი გაბრაზება და ყველანირი წყენა უქრებოდა....სწორედ ამ დიალოგში ვიყავით,რომ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა,ხმაურის გამო გარეთ გავედი,რომ მეპასუხა
-გამარჯობათ ქალბატონს ნანას ვესაუბრებით?
-დიახ,რით შემიძლია დაგეხმაროთ.
-უკაცრავად ესე გვიან,რომ გაწუხბეთ ,გვინდა გაცნობოთ,რომ თქვენმა პროექტმა მორფის და ნარკოტიკების ზედოზირების შესახებ კონკურსში პირველი აგილი დაიკავა...პროექტის პირობებიდან გამომდინარე გვინდა მოგილოცოთ თქვენ ერთი თვით მიემგზავრებით გერმანიაში ...
-ღმერთო ჩემო...ხმა ჩამიწყდა ვეღარ ვაზროვნებდი...დიდი მადლობა...ემოციებმა ამიტანა და ავტირდი კიდეც .
-ხვალ სამ საათზე შეგიძლიათ მობრძანდეთ და დეტალურად გაეცნოთ ყველაფერს,მისამართი შეტყობინების სახით გამოგიგზავნით....
-კარგით,უღრმესი მადლობა ...შეხვედრამდე..
დარბაზში შესვლა დავაპირე,მოვტრიალიდი და დავინახე მათე სიგარეტს ეწეოდა და მიყურებდა...ყოველგვარი შესავლის გარეშე მკითხა-მიდიხარ ?
-რას გულისხმობ ?
-პროექტიდან დაგირეკეს ?-სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი მეგონა არ ემახსოვრებოდა...
-კი მივდივარ ..მოკლედ მოვუჭერი..
-მალე ჩამოხვალ ?
-მაგას შენთვცის რა მნიოშვნელობა აქვს ?!ირონია არ დავაკელი უკეანასკნელ სიტყვებს ..გაჩუმდა არაფერი მიპასუხე...რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი,მოულოდნელად ხელი მომკიდა და შემაჩერა..
-გამიშვიი..
-ბოდიში ...ვერ მივხვდი რას გულისხმობდა..ხელი ნელი მოძრაობით გამიშვა,ჩემი მზერით მიხვდა რომ ვერ გავიგე ...ბოდიში რომ ხელით შეგეხე...
-იცი დრო მშვენიერი რამ არის ,მას ვერც შეაჩერებ და ვერც დააბრუნებ..ახლა ბოდიში არაფერს შეცვლის,რაც მოხდა მოხდა...ეგ შენი ბოდიში ჩემთვის არაფერს ნიშნავს .....ნაბიჯები განვაგრძე და დარბაზში დავბრუნდი ...როდესაც ეს ამბავი ბავშვებს ვუთხარი,რა თქმა უნდა ამას მოლოცვები და ბიჭების მხრიდან სადღეგრძელოები მოჰყა,გამიკვირდა თვით მათემაც კი დალია ჩემი წარმატების სადღეგრძელო,,,ოდნავ მოგვიანებით ,როდესაც წყნარი მუსიკა ჩაირთო მათემ საცეკვაოპდ გამიწვია,მეუხერხულა ბავშვებთან უარის თქმა და ვიცოდი ამას სპეციალურად აკეთებდა....უცნაურად იქცეოდა ახალა როცა ამას ვიხსენებ მეცინება მაშინ კი როგორი დაზაბული ვიყავი,უჩვეულოდ ახლოს იდგა ჩემთან და ღრმად სუნთქავცდა თითქოს სურდა ჩემი სურნელი მოეპარა...მიკვირდა მისი ასეთი საქციელი ...ჩემს წელზე ხელი ნაზად მოეთავსებინა,თითქოს ცდილობდა ჩვენი პირველი ცეკვა გამოესწორებინა....მუსიკის დამთვარების შემდეგ ჩვენს ადგლის დავუბრუნდით,სპეციალურად ვაკვირდებოდი მთელი საღამო მე მიყურებდა ვფიქრობდი ,რომ კიდე რაღაცას მიჩალიჩებდა....შუაღამე იყო როცა რესტორნიდან წამოვედით,ნიკა და ქეთი ერთად წავიდნენ რომელიღაც სასტუმროში...მე ,ანი თამო და ბიჭები სახლებში წავედით..მიუხედავად იმისა,რომ ტაქსით მივედით სახლში ბიჭებმა მაინც სადარბაზომდე მიგვაცილეს...მე მალევე დაავემშვიდობე და კიბეებს ავუყევი,ანიც მალევე ამომყვა უკან,რაც შეეხებათამოს,იგი დიდხან ელაპარკაებოდა უტას და რა იქნებოდა სალაპარაკო თემა თუ არა მომავალი დღის პაემანი....დაღლილი ვიყავი ამიტომ მალევე დავწექი,თუმცა ფიქრები არ მასვენებდნენ..ნდობა ჩემთვის ყოველთვის რთული დავალება იყო..ყოველთვის მიჭირდა ადამიანების ნდობა,მაგრამ მათეს დღევანდელ საქციელს ვერ ვივიწყებდი და არც მისი ნდობა შემეძლო....დილით საწოლიდან გიჟივით წამოვხტი,თითქოს სადმე მაგვიანდებოდა,საათს დავხედე ჯერ რვა არ იყო,თანაც შეტყობინება მქონდა,მოსული ,,გავხსენი,,პროექტის მენეჯერისგან იყო კორდინატები თუ სად უნდა მივსულიყავი...ვეღარ ვიძინებდი,ამიტომ ავდექი,შხაპი მივიღე და სანამ ტანსაცმელს ჩავიცვამდი სამზარეულოში გავედი ყავის გასაკეთებლად...როცა წყალი დავადგი თამოც შემოფრატუნდა,ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული,პატარა ბავშვივით იფშვნეტდა თვალებს...
-გათენდა საყვარელო!გაახილე თვალები,მთვარეულივით ნუ დადიხარ!
-აუუ დამანებე რა თავი ...აუ ყავა მეც მინდა
-რავიცი თავი დამანებეო და ესე მალე დაგჭირდი ?
-აუუ ხო იცი როგორ მიყვარხარ
-აფერისტობის გარეშე რა....
-აუ ნანა დღეს რო იცოდე რა დღეა გაგიჟდებოდი
-ოპაა,რაღაცა გაამომრჩა ,,აბა განმანათლე დაო
-ჰაჰა დღეს ოფიციალური პაემანი მაქვს უტასთან
-შანსიი არაა...ვაა არა ვიცოდი რომ გემოვნება გქონდა ,მაგრამ იმ ბიჭის გემოვნებაზე რა მოგახსენო-ვეუბნები ზედმეტი სერიოზულობით
-მოკვდი რა-გადავრჩი,რომ წინ არაფერი ედო თორემ თავის გატეხვა არ ამცდებოდა
-ხოდა საღამოს მომახსენებ ყველაფერს-გავძახე ოთახიდან
-გოგო საღამოს ხო იცი ქეთისთან და ნიკასთან ავდივართ ახალ სახლში თან მაგათი მშობლებიც იქნებიან ..
-აუუ ჩემი კიდე კაი გამახსენე...გოგო მე შეიძლება დამაგვიანდეს ჯერ რეგიასტრაციაზე უნდა მივიდე,მერე უნიში და დაბრუსაც უნდა გავუარო სამსახურში,ასე რომ მისამართი მომწერეთ და მოვალ პირდაპირ...
-კაი ოღონდ ეცადეე ძაან არ დააგვიანო...-კაი სიხარულო ..მოვემზადე ჩანთა და სავარაუდო საჭიროების საბუთები ავიღე...ისე ვნერვიულობდი თითქოს ახლა წყდებოდა ჩემი გერმანიაში წასვლის ამბავი...მივედი სტანდარტული პროცედურები გავიარე რამოდენიმე საბუთზეც მოვაწერე ხელი
-ნანა ახლა ყველა საბუთი გვაქვს,რაც ძალიან კარგია...ხვალ შეგიძლია სამიდან ხუთ საათამდე მოხვიდე და თვითმფრინავის ბილეთი და სასტუმროს ხარჯების ქვითარი წაიღო..ზუსტად ერთ კვირაში გაემგზავრები,როგორც იცი ერთი თვით..წარმატებები მინდა გისურვო
-ძლიან დიდი მადლობა ! ხვალამდე...დღემ თითქმის შეუმჩნევლად ჩაიარა ,საავადმყოფოდან გამოსული ტაქსს ვაჩერებ და პირდაპირ ქეთის და ნიკას სახლში მივდივარ...მისულს მხოლოდ ბავსვები მხვდებიან,როგორც ჩანს დავაგვიანე და ნიკას მშობლების გაცნობა ვერ მოვასწარი..როგორც შევატყე გოგოებსაც დაელიათ რამდენიმე ჭიქა...რა თქმა უნდა ყველა იქ იყოო//
-ვახ გოგოებო თქვენ რაღამ გადაგრიათ ...ისე მოგკიდებით უკვე-ვეუბნები ღიმილით
-მოსულიყავი ადრე და შენც იქნებოდი ეხლა იური გაგარინივით -მეუბნება უტა....როცა გოგოები ვსვამდით ხანდახან გართობის მიზნით თითო ღერ სიგარეტსაც ვეწეოდით,მაგრამ დიდი ხანი იქნება ეს არ გვიქნია....ჩემს დაქალებს არც ერიდებოდათ ეწეოდნენ სიგარეტს ,სწორედ აქედამ მივხვდი რომ უკვე "გრადუსში" იყვნენ ..
-აუუ ნანა შემოგვიერთდი რა შენც-მეუბნება ჩახრენწილი ხმით ანი
-დაასხი ხოდა ...რამოდენიმე ჭიქა დავლიე ,რაცას მათეს თანდათან ცნობისმოყვარე და გაკვირვებული მზერა მოჰყვებოდა....ცოტახანში გამოსაფხიზლებლად აივანზე გავედი...და ტრადიციულად რამდენიმე წუთში მათეცგამომყვა..
-დრესაც უარის იტყვი სიგარეტზე?-,როცა მივიხედე უკვე ჩემს უკან იდგა,მივტრიალდი და ერთი ღერი ამოვიღე კოილოფიდან,მან თავისი ხელით მომიკიდა,ისე რომ არაფერი მითქვამს მივტრიალდი და იდაყვებით აივნის მოაჯირს დავეყრდენი...
-გიხიდება სიგარეტი....
-მადლობა ,მოკლედ მოვუჭერი..ცოტახანს მიყურა და დუმილი ისევ მან დაარღცია
-როდის მიდიხარ?-მეუბნება ინტერესით
-ისე შენ რაღაც ძალიან დაინტერესებული ხარ ჩემი წასვლით,რა იყო თვითმფრინავის ჩამოგდებას ხო არ აპირებ?-ვეუბენები ღიმილით და ვგრძნობ რომ ამ ყველაფერს სასმელი მალაპრაკებს
-მთვრალი უფრო საყვარელი ყოფილხარ....ისე რავიცი ხანდახან მაინტერეებს ხოლმე მეც რაღაცეები
-ჩემს შესახებ ნურაფრით დაინტერესდები-ძმაკაცურად ხელს ვურტყამ მხარზე,უკანასკნელ ნაპაზს ვუტყამ და ოთახისკენ მივემართები,მაგრამ მისი ხელი მაჩერებს-რაღაც გკითხე და პასუხე ველოდები!
-ერთ კვირაში მივდივარ ...
-და მალე ჩამოხვალ ?
-მართლა ძაან ხარ დაინტერესებული შენ..
- არ შეგიძლია ერთხელ მაინც არ იყო ესეთი უხეში ?
-არ დაგემსახურებინა თავის დროზე და არ ვიქნებოდი...უხეშად ვაშვებინებ ხელს და ოთახში ვბრუნდები...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent