შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკუნო სიყვარული.თავი 14.


26-01-2019, 08:55
ავტორი zia-maria
ნანახია 2 482

ადამიანებს ყველას რაღაცის გვეშინია და გვაქვს შიშის განცდა,რაც უფრო მეტს ვფიქრობთ შიშზე,უფრო და უფრო გვიპყრობს იმის შიში რომ სადღაც ჩვენს სიახლოვეს სიკვდილია.სწორედ ეს პანიკური შიში დარჩა იმ ღამიდან მელინას და ყველაფეზე პანიკური შიში ეწყებოდა,ამიტომ ჯერ-ჯერობით სამსახურს ვერ დაუბრუნდა და მის საქმეებსაც ანდრეა ხელმძღვანელობდა.
-დრო როგორც კი გამოვნახე შენთან წამოვედი,როგორ ხარ გჭირდება რამე?
-არა,არაფერი არ მინდა.როგორ ვარ კი რომ მკითხე,არ ვიცი როგორ ვარ,მეც არ ვიცი როგორ ვარ ანდრეა.
-უნდა მოერიო თავს და დაივიწყო ის ღამე.
-არ შემიძლია,თვალს დავხუჭავ თუ არა ის სიბნელე მახსოვს და ის ხმები ჩამესმის ყურში.
-იყო იქ კიდევ ვინმე? შეეცადე გაიხსენო მილენა შენც კარგად იცი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
-იყო,ორი გოგო იყო და მათი ტირილის ხმები არ მაძლევს მოსვენებას.მეშინია,ანდრეა ძალიან მეშინია.
-შენ ძლირი ხარ,შენთან ერთად ვიპოვით დამნაშავეს და გპირდები მეც შენს გვერდით ვიქნრები,ვიცი რომ ბესო შენს გვერდით არის და ის შენი საყრდენია,ისიც ვიცი რომ ერთი ნავით მიცურავთ და ავსებთ ერთმანეთს,მაგრამ ეს ვინც ჩაიდინა უნდა დაისაჯოს მილენა და როგორც ბესო მეც მაინტერესებს დამნაშავის პოვნა.ამიტომ მინდა გაიხსენო თუნდაც შენთვის უმნიშვნელო და ჩვენთვის მნიშვნელოვანი რამ,გთხოვ დაფიქრდი და შეეცადო იმ მამაკაცის სახე წარმოიდგინო.
-როცა სესილის სახლიდან გამოვედი,უცნაურად მომეჩვენა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ორი მამაკაცი იდგა იქვე ჩემს მანქანასთან,ალბად ჩაფიქრებული ჰქონდათ იქედან ავეყვანე,მაგრამ მე მოვასწარი მანქანაში ჩაჯდომა.როცა აქ მოვედი და მანქანა დავაყენე,აქ ისევ იმ ორს შევხედე, მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო კარგად და ჩქარი ნაბიჯით წამოვედი სახლისკენ,კიბეებზე ამოვდიოდი უკვე შავი რაღაც რომ ჩამომაფარეს თავზე.ერთ-ერთი მათგანი დამამახსოვრდა,საკმაოდ სოლიდურად იყო ჩაცმული და მისი ხმა იყო ყინულივით ცივი,შემზარავი.სიცილი? სიცილი რაღაც არა ადამიანური და საზარელი.
-მეტი არაფერი გახსოვს?
-მოიცადე,თუ არ ვცები ცისფერი თვალები ჰქონდა და წარბთან ნაიარევი.
-კარგია,ეს მნიშვნელვანია,მაგრამ იქნებ კიდევ გაიხსენო რამე.მილენა დაფიქრდა,ანდრეას შეხედა და უთხრა.
-თუ არ ვცდები,მაგრამ არ მგონია ვცდებოდე ანდრეა მას მარჯვენა ხელზე სამი თითი ჰქონდა და ხელის გულზე მზე ეხატა.
-კარგი დაისვენე,ვფიქრობ ეს შენი მოცემული ნიშნები გამოგვადგება.ახლა წავალ,როგორც კი დროს ვნახავ შემოგივლი.ანდრეა დაემშვიდობა მილენას და ისევ სამსახურში დაბრუნდა,მაგრამ მოულოდნელად მან გზიდან თვალი მოკრა ნიცას რომელიც ტირილით ატარებდა მანქანას და მას უკან მიყვა.ნიცამ მანქანა ერთ-ერთი ბარის წინ გააჩერა,შევიდა და სასმელი შეუკვეთა.გაოცებული უცქერდა ანდრეა და რამოდენიმე მაგიდის მოშორებით დაჯდა,როცა ნიცამ სამი ჯიქა ზედიზედ გადაჰკრა, ადგა და მასთან მივიდა.
-ოოოოო,ჩვენი გამომძიებელიც აქ არის.
-რა გჭირს,რატომ ტირი ნიცა.
-ვინმეს უთვალთვალებ,თუ აქ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს გამომძიებელო.
-შენ დაგინახე რომ ტიროდი და უკან გამოგყევი.
-ბოდიში რომ საქმეს მოგაცდინე და ჩემს გამო ინერვიულე.
-ბოდიში არ არის საჭირო,ნიცა პატარა ასაკში არ ხარ შენ თავად უნდა მიხვდე რომ დაასრულო შენში არსებული ჯოჯოხეთი და ცხოვრების ახალი ფურცელი გადაშალო.
-კარგად ვარ,არ ინერვიულო ჩემზე,მადლობა.
-ნიცა არ ღირს მასზე ნერვიულობა ვინც არ იმსახურებს შენს ყურადღებას,თუნდაც შენს ღიმილს,მაგრამ თუ შენს გვერდით არ იქნება ადამიანი რომელიც გაგიგებს,ხელს გამოგიწვდის და მის გულს გაჩუქებს არასოდეს იქნები ბედნიერი.ცხოვრებას აზრი დაეკარგება თუ არ ელოდები მისგან ნათქვამ ,,დილა მშვიდობისას'',თუ არ ნერვიულობ მასზე და მის დაგვიანებაზე ან მასთან შეხვედრაზე.თუ გული არ თრთის იმ ერთის მოლოდინში,მითხარი აზრი აქვს ამ ყველაფრის გარეშე ცხოვრებას? ნიცა გაოცებული უცქერდა ანდრეას და უკვე სულ სხვა თვალით შეხედა მის წინ მდგარ მამაკაცს.
-ნუ მიყურებ გაკვირვებული,უკეთესია თუ გულწრფელი იქნები ჩემთან,თუნდაც ეს უცნაურად მოგეჩვენოს.ნიცამ ცრემლი მოიწმინდა,წყალი მოსვა და რამოდენიმე წუთის შემდეგ მათ შორის არსებული სიჩუმე დაარღვია.
-დავიღალე.
-რით დაიღალე,რამ დაგღალა.
-დავიღალე იმით რომ ჩემს ცხოვრებას ვერ ვიყენებ ისე როგორც უნდა გამოვიყენო,მე შეცდომა ბევრჯერ დავუშვი რადგან ადვილად ვიცი ყველასთან დაახლოება და გულის გადაშლა,ბევრჯერაც მატკინეს,მაგრამ მაინც ვერ ვისწავლე ადამიანის გამოცნობა.
-ადამიანის გაცნობა მარტივია, ნიცა მისი შეცნობაა რთული,მაგრამ ჩვენივე დაშვებულ შეცდომებზე ვსწავლობთ ჩვენ ადამიანები ცხოვრებას.არ შემეწინააღმდეგო,დღეიდან შენთვის ახალი ფურცელი იფურცლება და ახალი ცხოვრება იწყება და ეს უნდა ავღნიშნოთ თუ ნებას მომცემ რა თქმა უნდა.
-უნდა ავღნიშნოთ? კარგი ავღნიშნოთ,მაგრამ სად,აქ?
-არა აქ არა,ახლა ჩვენ წავალთ შენ ნასვამი ხარ და მე წაგიყვან,მოგვიანებით კი მოვალ.თუ გინდა ჯერ განყოფილებაში გავივლი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა დავტოვო და ჩემთან წავიდეთ.
-არა,ჩემთან წავიდეთ და დაგელოდები.
-კარგია,დღეს მე და შენ ვსვამთ და ერთმანეთს ვუშლით გულებს და რასაც ვამბობთ,ყველაფერს ვამბობთ სიმართლეს.რას იტყვი,მეთანხმები? ნიცამ შეამჩნია ანდრეას თვალებში უცნაური სხივი და გული თავადაც აუფრიალდა,გაეღიმა და ღიმილით უთხრა.
-გეთანხმები,დავლიოთ და ვინ იცის ვინ უფრო დიდ ტკივილს ვმალავთ.ორიოდე საათი დააგვიანდა ანდრეას და ნიცამ მცირედი ვახშმის მომზადებაც მოასწრო,ბუხარიც დაანთო და დაელოდა,ერთი საათის გასვლის შემდეგ ეგონა მთელი ცხოვრება ამ მამასაცს ელოდა,ვერ ხვდებოდა მის თავს რა ხდებოდა და ჩაეცინა.როგორც იქნა კარზე ზარი გაისმა და გაღიმებულმა შეეგება მის სახლში პირველად შემოსულ მამაკაცს.ანდრეას ხელში ღვინის ბოთლი ეჭირა,რომელმაც უფრო დაამშვენა ნიცას გაწყობილი მაგიდა.
-სიმართლე გითხრა ამ მხიარული სახის მიღმა,არ მეგონა ტკივილს თუ მალავდი.იცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად? ნიცამ გაოცებულმა შეხედა ანდრეას და თვალებით შეეკითხა რა იყო მისთვის საინტერესო.
-სად გაქვს ეს ძალა დამალული, რომ არ იმჩნევ.
-არაფერი არ არის ადვილი და არაფერი არ არის ძნელი ანდრეა.
-გიყურებ და ვფიქრობ,ჩემს წინ დგას ქალი,ქალი რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას შეცვლის.
-ასე ფიქრობ?
-ნიცა არ ვფიქრობ,სულ ცოტაც და დავრწმუნდები.
-შეიძლება პირადულზე შეგეკითხო?
-მკითხე რაც გაინტერესებს,დღეს სიმართლის საღამო გვაქვს.
-გყვარებია როდესმე?
-მეკითხები თუ მყვარებია? მიყვარდა ნიცა და ძალიან მიყვარდა,მაგრამ გვიან მივხვდი რომ ტყუილზე ავაგე ჩემი ცხოვრება,ამიტომ გადაწყვეტილება მივიღე რომ უნდა გავცლოდი.
-რატომ?
-გვიან მივხვდი,რომ ის ქალი არ იყო ჩემი ცხოვრების ქალი.
-მას შემდეგ დიდი დროა გასული?
-რას გულისხმობ.
-რაც დაშორდით დიდი დროა გასული? იქნებ შენ შეცდი ანდრეა.
-მთელი 5 წელი გვიყვარდა ერთმანეთი,მთელი 5 წელი მასზე ვაფანატებდი და ერთი საათიც არ შემეძლო მის გარეშე მისი ხმა თუნდაც ერთი საათი არ გამეგონა,მაგრამ რაც უფრო დრო გადის ვფიქრობ არ შევმცდარვარ,ეს ასე უნდა გამეკეთებინა.
-რატომ ხარ დარწმუნებული,იქნებ ის არ ფიქრობს როგორც შენ.
-მართალი ხარ,ის არ ფიქრობს ისე როგორც მე რადგან ის ჩემში ხედავდა რომ მე მისთვის ვიყავი მხოლოდ კარგი კედელი.
-ეს როგორ.
-ჩემთან იყო თავშეფარებული,ფული და ეკონომიური მდგომარეობა უფრო უნდოდა მას ჩემგან,ვიდრე მე.
-გამოდის,რომ ის შენს სახელს იყო ამოფარებული.
-ასეა,სწორად გამიგე.
-ეს საშინელებაა,მართლაც ძალიან რთულია,მაგრამ როგორ გაიგე რომ მას შენი გავლენა და სახელი ჭირდებოდა.
-ერთ საღამოს გადაღლილი დავბრუნდი და ჩემს ემაილზე შეტყობინება მივიღე,რომ ჩემი ქონების გადაფორმება ხდებოდა ჩემგან დამალულად და ამას ერთ-ერთი ცნობილი იურისტი აკეთებდა,ის პიროვნება კი ჩემი მეგობარი იყო.
-გამოდის,ერთად მუშაობდნენ და შემდეგ ერთად გაიქცეოდნენ.
-სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ასეა.
-ეს როგორ გავიგო ანდრეა.
-სამწუხარო ის არის,რომ ის ჩემი მეგობარი იყო და მისგან ასეთ ნაბიჯს არ ველოდი,მაგრამ როცა ფაქტის წინაშე დავდექი ისე დავიბენი,რომ სიტყვებიც ვერ ვიპოვე მასთან მესაუბრა.
-და საბედნიერო?
-საბედნიერო კი ის არის,რომ თვალი ამეხილა და დავრწმუნდი,რომ ჩემი ცხოვრება შემეცვალა.სწორედ მან თავად დამარწმუნა თუ რისთვის და რატომ იყო ჩემს გვერდით.
-შეტყობინება ვინ გამოგიგზავნა გაიგე?
-გავიგე მოგვიანებით,ის მისი საუკეთესო მეგობარი იყო.
-გასაგებია,შურდა რომ ერთად იყავით და ერთმანეთს დაგაშორათ.
-ასეა,ალბად იფიქრა მე ამის გამო მადლიერი დავრჩებოდი და მასთან გავაგრძელებდი ურთიერთობას,მაგრამ სამსახურმაც დროზე მიშველა და აქეთ წამოვედი.ნიცა გტკენს ის ვინც გიყვარს და ესაა ყველაზე ცუდი,რომ ჯერ არ გინდა დაიჯერო და შემდეგ არ გინდა გაგრძელო.ამდენი წლის სიყვარული სულ ერთ წუთში ზიზღად გადაიქცა.არ შემეძლო მასთან დარჩენა და მთელი ცხოვრება ზიზღით ცხოვრება,თუმცა მისი სასჯელი ეს იქნებოდა.
-ერთ წუთში გაქრა ყველაფერი,ყველაფერი რაც კი მის მიმართ გქონდა.
-გაქრა,გულში კი ზიზღი და სიძულვილი დარჩა.თავიდან ვიფიქრე,რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა,დამაგვიანდა მაგრამ მივხვდი რომ ღირს გავაგრძელო,ვცადო და თავიდან დავიწყო.
-ანდრეა არ გიფიქრია,რომ სადღაც შენც შეცდი?
-სწორი შეკითხვაა,არ ვამბობ რომ ყველაფერი სწორად არის გათვლილი და დარწმუნებული ვიყავი ყოველთვის რომ არასდროს არ ვცდებოდი.მეც მაქვს შეცდომები,მაგრამ გავიაზრე ეს ჩემი შეცდომა და წინ მივდივარ.დამიჯერე,ისევ ამოდის თეთრი მთვარე და მას სიყვარული მოაქვს.ცხოვრება ხანმოკლეა ნიცა მას თუ არა შენი თავის პატიება უნდა შეძლო,რომ სინანულით არ იცხოვრო სიცოცხლის ბოლომდე.
-დარწმუნებული ვარ და შეგრძნებაც მაქვს,კიდევ ბევრ სათქმელს იტოვებ და ისეთს რომლის გახსენებაც არ გინდა,არც არასდროს იტყვი ალბად.
-სწორად მიხვდი,მაგრამ ხშირად რთულ გზას ლამაზ და მყუდრო ადგილამდე მივყავართ.........
-დავიჯერო, შენმა განვლილმა რთულმა გზამ მოგიყვანა დღეს ჩემამდე?
-მართლა რთული დღე მქონდა,მაგრამ შენთან ამ გულახდილმა საუბარმა შვება მომცა ნიცა.
-მეც დამამშვიდა ამ საუბარმა.
-შენ? რას მეტყვი შენზე.
-რა უნდა გითხრა სულ ორჯერ ვიყავი გულწრფელად ბედნიერი და ორივეჯერ შეცდომით ადამიანს შევხვდი.არ ვიცი რატომ,მაგრამ მაგნიტივით მიზიდავენ ასეთები და შემდეგ მტკივა ის რომ შევცდი.
-ცხოვრება ასეთია,ვფიქრობ ამჯერად არ უშვებ შეცდომას და დავფიქრდეთ შევხვდეთ თუ არა მეორედ ერთმანეთს.ვინ იცის მეორე შეხვედრა შესაძლებელია უკეთესი იყოს და უფრო თავისუფლად და არა ასეთი დაძაბულები როგორც ვართ დღეს ორივე.
-იმედია ასე იქნება,დღეს მილენას დავპირდი ვნახავდი თუ არ გეწყინება მინდა მილენა მოვინახულო.
-კარგი,მე ვნახე დილით და ახლა საქმეებს მივხედავ.წამოდგნენ და ორივე ერთად გამოვიდნენ სახლიდან.
-შენი მანქანა მოიყვანეს,იქ არის.
-მართლა?
-მართლა,შეხვედრამდე ნიცა.
-შეხვედრამდე ანდრეა.ნიცას გაეღიმადა და გულში კი გაიფიქრა ,,ამჯერად მართლა არ ვცდები,ეს ბნელი და უფერული ღამეებიც დასრულდა და დარწმუნებული ვარ ნელა-ნელა მზე ჩემს სულშიც გაანათებს სიყვარული ნათელი ფერებით''. სიხარულით სავსე მივიდა მილენასთან და მისი სიხარულის მიზეზიც მოუყვა მეგობარს რომელსაც ძალიან გაუხარდა ნიცას სიხარული.
-ახლა მითხარი,შენ როგორ ხარ მეგობარო.
-უკეთესად ვარ,ვფიქრობ შემიძლია დავუბრუნდე სამსახურს,რომ რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ დამნაშავე და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,თუმცა ვარაუდით ვიცით ვინც დგას ამას კი დამტკიცება უნდა.
-შეეცადე ეს შიში დაძლიო და კლინიკურ შიშში არ გადაგივიდეს,თორემ მერე აღმოჩნდები დიდი შიშისა და საფრთხის წინაშე ეს შენც კარგად იცი,რომ ეს ყველაფერი თავს თუ არ მოერიე და არ დალიე ფსიქიკურ სტრესში გადაგივა და შემდეგ მართლა გაგიჭირდება თავის დაღწევა ამ შენი პრობლემიდან.
-ვცდილობ,ძალიან ვცდილობ ნორმალურ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე.
-ბესო როგორ არის,მანაც ძალიან ინერვიულა.
-ინერვიულა,მაგრამ ბესოს ცვლილებებს ვამჩნევ ნიცა.
-როგორ ცვლილებებს მელინა.გაუკვირდა ნიცას მილენას ნათქვამი რადგან იცოდა,რომ ბესოს მილენა თავის თავზე მეტად უყვარდა.
-ვგრძნობ,რომ ისე აღარ არის ჩემს მიმართ როგორც იყო ადრე.
-დიდი დროა გასული რაც გაუცხოება შეამჩნიე?
-არა,არც ისე მაგრამ ვხედავ და ვგრძნობ,რომ ძალიან შეიცვალა.
-ვერ დავიჯერებ,შეიძლება ახლა გეჩვენება ასე რადგან ისიც ძალიან დაძაბულია.
-იმედია ასეა როგორც შენ ამბობ,მაგრამ სულ მალე ჩვენს შორის დიდი კედელი აღიმართება.გაქრა ის გრძნობა ნიცა რაც გვქონდა,ჩვენ ხომ ერთმანეთის ბედნიერებით და სიხარულით ვტკბებოდით,ვერც კი მივხვდი ეს ყველაფერი ისე ნელა გაქრა და გაიყინა.დაიკარგა,ნიცა დაიკარგა ის ძლიერი გრძნობა რამაც გაგვაერთიანა.
-არაფერიც არ დაკარგულა,ისეთი სიყვარული როგორიც თქვენ გაქვთ ასე ადვილად არ იკარგება,რადგან ეს გრძნობა თქვენი გულებიდან მოდის და ის ნამდვილია.
-არა,ჩვენი ურთიერთობა აღარასოდეს არ იქნება ისევ ისე,როგორც იყო.
-რატომ გგონია,რომ ყველაფერი დასრულდა,მე ხომ მხოლოდ შენს სიყვარულით ვცხოვრობ და ვცოცხლობ,რატომ გაგიჩნდა ეჭვები შენ ყოველთვის იცი სად ვარ და რას ვაკეთებ.ბესო ისე შემოსულიყო სახლში ვერც ნიცამ გაიგო და ვერც მილენამ.
-მე წავედი,თქვენ დაჯექით და ისაუბრეთ და გაარკვიეთ რა დაგაკლდათ,შეივსეთ და ერთმანეთი გაამხნევეთ.მოგვიანებით დაგირეკავ და მხოლოდ კარგი ამბავი მინდა გავიგონო ორივესგან.თქვენი სიხარული ჩვენი სიხარულია და გახსოვდეთ,რომ ჩვენ ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ.ნიცამ ორივე ჩაკოცნა და წავიდა.
-სესილი მზად ხართ,წავედით?
-წავედით,მაგრამ ბარგი ერთ მანქანაში არ ჩაეტევა ლუკა.
-შენ ნატა წაიყვანე და წინ წადი,მე ბარგს წამოვიღებ და უკან გამოგყვებით.
-სესილიმ ნატას ხელი ჩაკიდა და სახლიდან გავიდა,ლუკამ კი ბარგი მოათავსა მის მანქანაში და ისიც მალე დაეწია,შეხედა სესილი და ნატა ორივე იცინოდნენ და მხიარულობდნენ.სესილი გზაში საგზაო პოლიციამ გააჩერა და მანქანის საბუთები მოთხოვა,სესილის ყველაფერი წესრიგში ჰქონდა და ღიმილით გაუწოდა პოლიციელს მისი საბუთები.
-საბარგული უნდა გაგვიხსნათ ქალბატონო.
-ახლავეს.სესილი მანქანიდან გადმოვიდა და საბარგული გახსნა,მაგრამ ყველას თვალები გაუფართოვდა გაოცებისგან,სესილის მანქანის საბარგულში ადამიანის გვამი იყო.
-ლუკააააა,ლუკა ეს რა ხდება ჩვენს თავს.ლუკა ჯერ დაიბნა და შემდეგ სესილის მიუბრუნდა.
-შემომხედე,თვალებში შემომხედე.სესილი შეეცადე პანიკაში არ ჩავარდე.გახსოვდეს,რომ შენ უდანაშაულო ხარ და ამას დავამტკიცებთ.სესილი წაიყვანეს და ნატა კი მადლენს გადაეცა,გურამის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
-იკმარე სიხარული იქამდე,სანამ ჩემი დრო მოვა.უთხრა ლუკამ და თვალებში ცრემლ ჩამდგარმა შეხედა ნატას როგორ მიჰყავდათ მისგან ტირილით,ის ლუკას ეძახდა,მაგრამ ლუკას არ შეეძლო მასთან მისვლა.
-არ გამიშვა ლუკააააა.
-ლუკა მე მხოლოდ შენთან და სესილისთან მინდა ვიყო.
-ლუკაააააა.ლუკამ ყურებზე აიფარა ხელი და მანქანა დაიმალა თუ არა მუხლებზე დაეცა,ვეღარ მოერია ნერვებს და მწარედ აქვითინდა.ტირილმა ცოტა დაამშვიდა და შემდეგ მილენას დაურეკა,მილენას სულ დაავიწყდა მისი შიშიც და პრობლემებიც,როცა სესილის მდგომარეობა გაიგო,ბესომ ანდრეას დაურეკა და როცა სესილი განყოფილებაში მიიყვანეს უკვე ანდრეა იქ დახვდა.
-ანდრეა უდანაშაულო ვარ,ვერ გავიგე გვამი საიდან მოხვდა ჩემს მანქანაში.გთხოვ ყველაფერი გაარკვიე და ნატა,ნატა არ დაუთმოს ლუკამ მათ,ეს მათი გაკეთებულია.სესილის ბედნიერი ცხოვრება წუთში გაქრა და ბურუსმა მოიცვა ყველაფერი,მისი ბედნიერი წუთები გისოსებს გარეთ დარჩა.
-სესილი. მოესმა ლუკას ხმა და მისკენ შებრუნდა იმედით სავსე თვალებით,უნდოდა მასთან მისულიყო და მოხვეოდა,ყველაფერი ეთქვა რას გრძნობდა მის მიმართ,მაგრამ არ გაუშვეს და ლუკას უთხრა თავისი მტკიცე ხმით.
-იცი სადაც უნდა ეძებო დამნაშავე,ლუკა მე მოვითმენ,დაგელოდები,დაველოდები იმ წამს და წუთს,როცა სამართალი იზეიმებს.
-ყველაფერს გავაკეთებ,რომ აქედან გამოგიყვანო და თუ საჭირო გახდა მე დავჯდები საყვარელო,მხოლოდ გთხოვ მშვიდად იყავი.
-ნატა? სად არის ჩემი შვილი ლუკა.
-ნატა წაიყვანეს ისე,რომ ახლოს არ მიმიშვეს.
-სწორედ ეს იყო მათი ჩანაფიქრი,სწორედ ეს უნდოდა მათ.ყველა იქ იდგა სესილის გვერდით და ყველამ შეხედა როგორი გაბრწყინრებული სახით შემოვიდა გურამი განყოფილებაში.არც დაფიქრებულა ის პირდაპირ სესილისთან მივიდა.
-რა გინდა ჩემგან,რატომ გეზიზღები ასე.
-გეგონა ჩემი შვილის ქონებას ასე ადვილად დავთმობდი? გითხარი,არჩევანის წინაშე დაგაყენე და შენ ომი გამომიცხადე,გახოვდეს მენაბდესთან ომს ვინც იწყებს ყოველთვის ის აგებს და არა მე.ახლა დაელოდე მკვლელის სახელით გაგასამართლებენ,იმ ანდერძსაც გააუქმებრენ და ნატაც მე დამრჩება და ქონებაც შენ კი რა,რისთვის იბრძოლე ამ რკინის გისოსებისთვის,აქაა და გჩუქნი,რადგან კიდევ ბევრი დრო მოგიწევს ამ რკინებს და ამ ყრუ კედლებს უყურო.
-არა,არ დავთმმობ და შენ არ გაგახარებ,მე აქედან გამოვალ და მერე გეშინოდეს ბებერო მენაბდე.იზეიმე,რადგან ახლა შენმა გეგმამ გაამართლა და მოიგე ამ შენი ბინძური იდეით,მაგრამ მალე დადგება ის დღე რომ აქ შენ იქნები და გვერდით არავინ არ გეყოლება.მე კი გახედე,ჩემი სამეგობრო და საყვარელი ხალხი იმედს მაძლევს და ეს იმედი გამართლდება.ვერ აკავებდნენ სესილის და ის ყვირილ-ყვირილით გაიყვანეს,წინასწარ დაკავების საკანში ჩასვეს ისე რომ არც დაუკითხია არავის,სამი დღის შემდეგ კი სასამართლო დაინიშნა და სესილის განაჩენი გამოუტანეს,რომელსაც არავინ არ ელოდა.
-ეს შენი სახლია,რასაც ხედავ ყველაფერი შენია,აქ შენი მამიკო გაიზარდა.უთხრა მადლენმა ნატას რომელიც საერთოდ არ უსმენდა მას და მისი ფიქრებით ლუკასთან და სესილისთან იყო.
-აქ არ მინდა,მე ჩემს ლუკასთან და ჩემს სესილისთან მინდა წავიდე.
-მომისმინე მე შენი ბებია ვარ,ისინი შენთვის უცხო ხალხი არის,ჩვენ ვართ შენი ოჯახი.
-მე თქვენ არ გიცნობთ,ლუკას ვიცნობ და სესილის მე დედამ მათთან დამტოვა და მათთან უნდა ვიყო.ხმას აუწია ნატამ და სახლში მათე შემოვიდა,რომელიც გაოცებული უცქერდა იქ მყოფ ნატას.
-ნატა?აქ ვინ მოგიყვანა,როგორ მოხდა ეს სად არის ლუკა და სესილი.ნატას წინ ჩაიჩოქა მათე რომელიც რამოდენიმე დღით გასული იყო ქალაქიდან და არაფერი იცოდა სესილის შესახებ.
-კარგია რომ დაბრუნდი,რაც მოვიყვანეთ არაფერი უჭამია იქნებ შენ შეძლო და ცოტა შეაჭამო.
-რატომ არის ნატა აქ ან როგორ მოიყვანეთ,ეს როგორ მოახერხეთ შეგიძლია ამიხსნა?
-რა არის აქ შვილო ასახსნელი,ნატა ამ სახლის ნაწილია და ეს ყველაფერი მისია,ამიტომ აქ უნდა გაიზარდოს.სამ დღეში სასამართლოა და დარწმუნებული ვარ ნატას ჩვენ მოგვაკუთნებენ.
-რატომ ხარ აეთი დარწმუნებული.
-რატომ? იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს იმ ქალის ნამდვილი სახე დავინახეთ.
-ვინ ქალის.
-სესილის,სესილი დაიჭირეს
-რაააა? რატომ,როდის მოხდა ეს.
-დღეს,მკვლელობაზე.
-მკვლელობაზე?
-მის მანქანაში გვამი იპოვეს.
-სესილი მკვლელობაზე,ნეტავ რატომ არ მიკვირს ვინ გააკეთა ეს ყველაფერი.
-განგებ არავის გაუკეთებია,ის მკვლელია და მთელი მისი სიცოცხლე ციხეში გაატარებს.
-დედა ხვდები ვიზე საუბრობ და რას ამბობ?
-ვხვდები,ვიზე ვსაუბრობ და ახლა ვნანობ თურმე რა ბრმა ვყოფილვარ.
-არა,არა,არა,სესილი მკვლელი არ არის.ისტერიკა დაემართა ნატას და სახლიდან გაიქცა.მათე მას ეზოში დაეწია,ხელები მოხვია გულში ჩაიკრა და უთხრა.
-მე,მე დავიხსნი სესილის იქედან,შენ არ ინერვიულო,ახლა მშვიდად შევალთ სახლში და ერთად ვისადილებთ.
-ძია მათე სესილი დაიჭირეს.
-გპირდები,რომ სულ მალე სესილი შენთან ერთად იქნება.............
-აქედან შემეძლება წავიდე?
-შეგეძლება,შენ ამ სახლში არ გაჩერდები ნატა ეს სახლი დაწყევლილია,შენ ლუკასთან და სესილისთან უნდა გაიზარდო.
-მპირდები?
-გპირდები,ჩემი გჯერა?
-მჯერა და ვიცი,რომ სესილის გადაარჩენ.
-შევიდეთ სახლში და რამე უნდა შეჭამო,სულ ცოტა მაინც.
-შენც თუ იქნები ჩემს გვერდით,შევჭამ.
-წავედით.მათემ ნატა სახლში შეიყვანა და სამზარეულოში შევიდნენ და დამხმარე ქალბატონს უთხრა.
-დალი დეიდა ჩვენ გვშია,გვაჭმევ რამეს?
-ახლავეს,დასხედით და ყველაფერს მოგართმევთ.მათემ და ნატამ ისადილეს,შემდეგ კი ნატას ყურში უთხრა.
-მე ახლა წავალ და ლუკას ვნახავ,შენ იცოდე ეს და რომ მოვალ შენს ოთახში შემოვალ.
-ლუკას უთხარი,რომ მე დაველოდები.
-კარგი პატარავ,დალი დეიდა მე გავდივარ და პატარას თქვენ განდობთ.
-კარგი,მივხედავ და არ მოვაწყენ.მათე სახლიდან გავიდა და ლუკა ერთ ადგილს ვერ პოულობდა,ანდრეამ აიღო ეს საქმე თუმცა არ იცოდა საიდან რა გაერკვია.გვამი რომელიც სესილის მანქანის საბარგულში აღმოჩნდა საშინლად ნაცემი და ნაწამები იყო.დასადგენი იყო,საიდან და როგორ აღნოჩნდა გვამი სესილის მანქანის საბარგულში.
-ლუკა უნდა შეგხვდე.
-შენ? შენ როგორ გაბედე და დამირეკე და თან შეხვედრას მთხოვ. მოესმა მათეს ლუკას გაბრაზებული ხმა.
-ლუკა დამშვიდდი,სალაპარაკო გვაქვს და უნდა შევხვდეთ.
-სად და როდის.
-ახლავეს,სად ხარ.
-სახლში ვარ,განყოფილებაში მივდივარ.
-არ წახვიდე,დამელოდე 3 წუთში მოვალ.ლუკამ ტელეფონი გათიშა და მათეს დაელოდა,სულ მალე მათე ლუკას წინ იდგა ორივე ხელებ-აწეული.
-გინდა დამარტყი,რაც გინდა მითხარი მაგრამ უნდა დამიჯერო რომ არანაირი შეხება არ მაქვს ამ გეგმასთან. მე ეს ბოლო პერიოდი ჩემს თავს არ ვეკუთნოდი და გადავწყვიტე რამდენიმე დღით გავცლოდი აქაურობას,წავედი და ბევრ რამეზე დავფიქრდი,დავფიქრდი თუ როგორ გატკინეთ შენც და სესილისაც.მაპატიე,ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე,გავიაზრე ჩემი შეცდომები და მინდა ბოდიში მოგიხადო,მაგრამ ახლა ორივემ სესილის უნდა მივხედოთ.
-მათე შენც კარგად ხვდები ვინ დგას ამ ყველაფრის უკან,იცი ვინც გააკეთა და რატომ.
-ვიცი,ვიცი ლუკა და ხანდახან ვფიქრობ იმ ჭკუაზე მიმიყვანს მამის მკვლელი გავხდები,მე დავჯდები და სასჯელს მოვიხდი,მაგრამ უამრავ ხალხს გადავარჩენ.
-არ ვიცით ძიება საიდან დავიწყოთ.
-ახლა რას ვაკეთებთ,მე თქვენს გვერდით ვარ და გპირდები ერთად დავიხსნით სესილის.
-არ ვიცი,ესაა უბედურება რომ არ ვიცი.
-მე ვიცი,ლუკა გეგმა მაქვს.
-რა გეგმა.
-მე წავალ და გურამის ვუთვალთვალებ,სადღაც შეცდომას დაუშვებს დარწმუნებული ვარ.შენ ანდრეას ახლოს იყავი და თუ დამჭირდით დაგირეკავ.მათე წავიდა,ის დღე და ის ღამე საშინელი მოგონებებით დარჩა ლუკას მეხსიერებაში.ცარიელი სახლი,სამარისებული სიჩუმე და მის ფიქრებთან მარტო.მეორე დღემაც ისე ჩაიარა,არაფერი წინ სვლა არ ჰქონდათ,მხოლოდ უხილავმა ძალამ ლუკა იმ ღამით განყოფილებაში მიიყვანა და მანქანიდან გადასვლამდე დაინახა იქ მდგარი გურამი რომელმაც რაღც შეხვეული გადასცა მისთვის უცნობ მამაკაცს.ლუკამ დარწმუნდა რომ გურამმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის,რომ სესილისთვის სასჯელი გამოეტანათ და ვინ იცის ეს სასჯელი როგორი მოსასმენი იქნებოდა.
-გურამი რა ჩიფიქრე,რამდენი წლით გინდა გამოკეტო სესილი ნუთუ არ დაიღალე? ჩაილაპარაკა ლუკამ და საშინლად აღელვებულმა მათეს დაურეკა.
-გისმენ ლუკა.ლუკამ უთხრა სადაც იყო და რაც დაინახა,მათეს გაეცინა და უთხრა.
-ნუ ნერვიულობ,ანდრეას დაურეკე მე ყველაფერი დაფიქსირებული მაქვს ორი მანქანით წინ ვარ შენთან და აქედან ყველაფერს კარგად ვხედავ.ლუკამ ანდრეას დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.მალე შეხვდნენ სამივე ერთმანეთს და ანდრეა გაოცებული უცქერდა ფოტოებს.
-კარგი იყო ვიდეოც გადაგეღო.
-გადავიღე.
-ეს კი შესანიშნავია,ვიდეო სიდზე გადაიტანე და ფოტოებიც ამობეჭდე,ხვალ სასამართლოა ყველაფერი ესენი ხელთ უნდა მქონდეს.უნდა ვნახოთ ისეთი ადამიანი ვინც გარისკავს და სასამართლოს მსვლელობის დროს შემოიტანს ამ ყველაფერს და მოსამართლეს გადასცემს,მაგრამ მე ვიზრუნებ იქ ამ ყველაფრის გახსნაზე.რამდენიმე ღამის უძილო ლუკამ იმ ღამით დაიძინა,დილით კი მშვიდად და დაწყნარებულად ადგა,რადგან იცოდა რომ სესილი მალე თავისუფალი იქნებოდა.12 საათზე სასამართლოში იყო,სადაც დარბაზი გადაჭედილი იყო.სესილიც გამოიყვანეს და ეს რამდენიმე დღე მას საშინლად დატყობოდა, გაყვითლებული და გაწამებული სახით ჩაუარა ლუკას რომელმაც თვალებით გაამხნევა.ერთი შეხედვით ჩანდა,რომ მშვიდად იყო მაგრამ ლუკას გარდა არავინ იცოდა მის გულში როგორი ცეცხლი ენთო,მაგრამ სესილის ლუკას თვალებიდან წამოსული სხივი და იმედი დიდ ძალას აძლევდა,მან მის თვალებში ამოიკითხა.
-გაუძელი,ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი მე შენს გვერდით ვარ.სესლის არ ესმოდა რა ხდებოდა მის გარშემო,მხოლოდ ხედავდა როგორ ცდილობდა ანდრეა მოსამართლის დარწმუნებას,რომ სესილი უდანაშაულოა.მშვიდად იჯდა და ხმას არ იღებდა და მისი სხეული თითქოს პარალიზებული გახდა,როცა მოსამართლემ მისი სახელი წარმოთქვა.
-დამნაშავეს,იქნებ სურვილი აქვს თქვას საბოლოო სიტყვა.სესილი ფეხზე წამოდგა,დარბაზს თვალი მოავლო საიდანაც უამრავი წყვილი თვალი მას უცქერდა და იმ უამრავ ხალხში მან ორი წყვილი თვალი შეამჩნია,ერთი რომელიც ზიზღით და სიძულვილით უცქერდა და მეორე,რომელიც მხოლოდ სიყვარულს და ნუგეშს იმეტებდა მისთვის და რამხელა განსხვავება იყო ამ ორ ადამიანს შორის.ბოლოს მოსამართლეს შეხედა თვალებში,მოსამართლე ნოდარ ნემსიწვერიძემ ვერ გაუძლო სესილის მზერას და თვალი მოარიდა.
-რა უნდა ვთქვა ბატონო მოსამართლევ,სიმართლის ფასი თქვენ არ იცით ან ვიღაცის დავალებით მოქმედებთ,ან ქრთამი აიღეთ,რადგან თავად კარგად იცით სიმართლე და ესაა ის რომ მე უდანაშაულო ვარ.ყველა თქვენგანს გეუბნებით,რომ ღმერთის გეშინოდეთ.დადგება დღე,რომ სიმართლე იზეიმებს და აქ ამ სკამზე თქვენ აღმოჩნდებით.ახლა კი თუ ნებას დამრთავთ,თქვენს მიერ გამოტანილ განაჩენს დაველოდები,მე გისმენთ ყველაფრისთვის მზად ვარ.ლუკამ თვალები მაგრად დახუჭა და ცრემლმაც არ დააყოვნა.მოსამართლე კი ფეხზე წამოდგა,ხმა ჩაიწმინდა და თქვა.
-დღეს სასამართლომ განიხილა მოქალაქე სესილი იაკობაშვილი საქმე და ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო,ამიტომ ერთობლივი გადაწყვეტილებით მას მიესაჯოს უვადო პატიმრობა.
-ვერ გავიგე? გაოცებული უცქერდა ანდრეა მოსამართლეს,იმ მოსამართლეს რომელმაც იცოდა დიდი შეცდომა რომ დაუშვა.
-თქვენ რა უფლებები გაქვთ მე რომ მეპასუხებით.
-იმ უფლებით,რომ შეცდომას უშვებთ.არა,თქვენ უკვე დაუშვით შეცდომა და დარწმუნებული ვარ ეს ძალიან ძვირი დაგიჯდებათ.
-ბატონო ადვოკატო,თქვენ ბედავთ და გინდათ კანონი შემახსენოთ?
-შეცდომაში შეგიყვანეს ბატონო მოსამართლევ და ამ დიდი შეცდომით დღეს თქვენ თქვენი კარიერა დაასამარეთ.
-როგორ ბედავ და ასე მესაუბრები,თვით დამნაშავეს წინაშე.
-ერთადერთი დამნაშავე,რომელიც ამ წუთში ჩემს წინ დგას,ეს თქვენ ხართ ბატონო მოსამართლევ და ამას დაგიმტკიცებთ.
-როგორ,რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამის დასამტკიცებბლად.გაისმა მეორე მსაჯულის ხმა რომელმაც მკაცრად შეხედა თვით ოფლში გაწურულ მოსამართლეს.
-შემოიყვანეთ მოწმე თავისი სამხილებით.ომახიანად თქვა ანდრეამ ისე რომ მოსამართლისთვის თვალი არ მოუშორებია.დარბაზში მამაკაცი შემოვიდა,ანდრეას ყვითელი პაკეტი გადასცა და თავად ისევ გავიდა დარბაზიდან,ანდრეამ კი ყველას შესახედად გახსნა პაკეტი და თქვა.
-დღევანდელ თქვენს მიერ გამოტანილ სასჯელს,საქმესთან ერთად მე გავაგზავნი სტრანსბურგის სასამართლოში და გავასაჩივრებ,აი ამ სამხილებთან ერთად და შემიძლია ეს ფოტოები ყველას ვაჩვენო ამ დარბაზში.ყველამ ერთ ხმად მოითხოვა სამხილების ნახვა და მსაჯულების თანხმობით ყველამ დაინახა ეკრანზე თუ როგორ ღებულობს მოსამართლე ქრთამს,მაგრამ ვისგან ის ადამიანი ზურგით დგას.მოსამართლეს ფერი წაუვიდა,ოფლმა დაასხა და ხელები აუკანკალდა.
-ეს,ეს ტყუილია,ეს ფოტო-შოპია.
-ვიცოდით რომ ამ ყველაფერს უარყოფდით და ამიტომ ეს ვიდეოც გადავიღეთ.
-ბატონო ადვოკატო ჩვენ არ ვიცით ეს ფოტოები და ვიდეო როდინდელია,რა თქმა უნდა ბატონი მოსამართლე ქრთამის აღების გამო დაისჯება,მაგრამ იქნებ ძველია ეს ყველაფერი.
-არა,დაგარწმუნებთ რომ ეს წუხანდელი გადაღებულია.ანდრეამ ვიდეოც ჩართო და გარკვევით გაოგონა ყველამ ხმა.
-ამ თანხას იმიტომ გაძლევ,რომ სესილი იაკობაშვილი უნდა ჩასვა და მას უნდა მიუსაჯო უვადო პატიმრობა.
-მაგრამ ხომ იცით,რომ ის უდანაშაულოა.
-ის იმ წუთიდან არის დამნაშავე,რა წუთიდანაც დააკავეს.იცოდე ჩემს მოთხოვნას შეასრულებ,წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკაში შვილი რომ გყავს არ დაგავიწყდეს.
-შევეცდები ბატონო ყველაფერი ისე გავაკეთო,როგორც თქვენ ბრძანებთ.
-არ შეეცდები,გააკეთებ და მას ციხეში ჩასვამ.ყველა გაოცებული იყო და მსაჯულებმა არ იცოდნენ რა ეთქვათ,მიხვდნენ რომ ეს ერთი ადამიანის ახირება იყო და მეტი არაფერი,სასამართლო დასრულდა და სესილი ერთხმად უდანაშაულოდ გამოაცხადეს,მაგრამ იმ დღეს ვერ მოხერხდა მისი გამოყვანა რადგან ჩასატარებელი იყო რაღაც პროცედურები,მოსამართლემ კი იმ დღეს დაასამარა მისი კარიერა.გურამმა გაიგონა თუ არა განაჩენი,გამარჯვებული წამოდგა და დარბაზი დატოვა,ის პირდაპირ სახლში წავიდა.
-როგორაა საქმე.წინ მიეგება მადლენი.
-შენ როგორ ხარ,ბავშვი სად არის.
-მის ოთახშია,ისევ ტირის და ნერვებს მიწიწკნის მისი ხმა,ლოდინში კი დრო არა და არ გავიდა.ეს რა არის,რა საქაღალდე გიჭირავს ხელში.
-ყველაფერი დასრულდა ძვირფასო,დაგპირდი ჩვენი შვილიშვოლი ამ სახლში გაიზრდებათქო და ის უკვე აქ გვყავს.ეს კი ის საქაღალდეა სადაც სესილის დანაშაულია აღწერილი,მან გარდაცვლილი ჯერ აცემინა და ცემაში შემოაკვდათ,სამართალმა კი იზეიმა და მისივე დანაშაულზე თავად აგებს პასუხს.
-გურამ რომ არ ვიცნობდე სესილის დაგიჯერებდი რასაც ამბობ,მაგრამ ამჯერად არ შემიძლია დავიჯერო ეს რაც თქვი.
-ვიცოდი,რომ გაგიჭირდებოდა ამ ყველაფრის დაჯერება,ამიტომ აქ წერია ყველაფერი და შეგიძლია თავად წაიკითხო.
-სასამართლომ რა განაჩენი გამოუტანა.
-ის განაჩენი რასაც ველოდით,უვადო.
-უვადო?
-დიახ,ის მთელ მის სიცოცხლეს იმ მყარ კედლებში გაატარებს სადაც მისი ახალგაზრდობა ჩაჭკნება და დასამარდება და იცი რა? ვფიქრობ ბახვაც და თათაც მისივე გაცემული ბრძანებით მოკლეს,გესმის ეს რას ნიშნავს?
-ნუ სულელობ,მთლად ნუ დაკარგავ ნამუსს.
-თათამ და მათემ სასჯელი ერთად მოიხადეს ნარკოტიკის მოხმარებისათვის.
-შეუძლებელია,მათე არ არის ნარკოტიკის მომხმარებელი.
-არ ვიცი,ეს ჯერ კიდევ დასადგენია.
-ეს შენ იცოდი? მთელი ეს დრო მე რომ ჩემს შვილს ვტიროდი,შენ ეს იცოდი?
-ვიცოდი და ვერ გითხარი,არ მინდოდა ამხელა ტკივილთან ერთად კიდევ ამ თემაზე გენერვიულა.მე ვცდილობდი ჩემი შვილი დამეცვა იმ ქალისგან,მაგრამ მაპატიე ვერ შევძელი მადლენ შვილის დაცვა.
-მე კი არასდროს არ დაგიჯერე,მეგონა ჩემი შვილები გეზიზღებოდა.
-შენი არა,ჩვენი შვილები და ეს როგორ იფიქრე,რომ მე ისინი მეზიზღებოდნენ.ცრემლი მოიწმინდა გურამმა და ამ ყალბი ცრემლით კიდევ ერთხელ მოახერხა გულუბრყვილო მადლენის დაჯერება.მადლენი ფეხზე წამოდგა და მათეს ოთახისკენ წავიდა,მაგრამ მათე ნატასთან ერთად წინ შემოეგება და გურამის უთხრა.
-შენი გაიტანე,მოიფხანე გული და ბედნიერი ხარ?
-რას ბოდავ,მე რა დავაშავე ამჯერად?
-ხვალ წახვალ და აღიარებ სიმართლეს.
-საჭირო აღარ არის,განაჩემი გამოტანილია ის იქ არის სადაც მისი ადგილია.
-ვის იცავ,ვის მხარეს დგას ვინც ჩემი ოჯახი დააქცია და შვილი მომიკლა? იცი ეს რა არის,აქ რა წერია?
-არა,არ ვიცი და არც მაინტყერესებს.
-ეს საქაღალდე სესილის არის,თვალებს ვერ ვუჯერებ რაც აქ წერია და წავიკითხე.
-რა წაიკითხე დედა.
-ის და მისი მეგობარი ორივე ნარკომანები არიან და შენც ბევრჯერ დაგინახეს მათთან ერთად,მაგრამ მამაშენმა ყოველთვის დაგიცვა და არასდროს მოხვედროხარ პრესის ფურცლებზე.
-ცუდად გეძინათ ან ცუდი სიზმარი ნახეთ ორივემ და დასვენება გჭირდებათ,გესმის თავად რას ამბობ?
-მესმის,რომ ეს ქალი ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა და უნდოდათ ჩვენს ქონებაზე აეწყოთ ცხოვრება,მაგრამ მე არ დავუშვებ ამას.ერთმა თავად მიაგნო მისი ადგილი სადაც იყო და მეორე ჯერ კიდევ იბრძვის,მაგრამ დიდი იმედი მაქვს იქედან ვეღარ მოგწვდება.
-ვინ გითხრა ეს სისულელე დედა.
-არ აქვს მნიშვნელობა,მნიშვნელობა აქვს სიმართლე გაირკვა.
-სიტყვებს დაუკვირდი,ნატას იქ წავიყვან სადაც უნდა იყოს.
-არა,ბავშვს ვერსად წაიყვან,ამის უფლებას არ მოგცემ.
-არც გეკითხები,ამას არც ვაპირებდი დედა რადგან კარგად მაქვს გაანალიზებული სად არის ნატას ადგილი.
-არა აქ,მხოლოდ აქ არის ბავშვის ადგილი.მათემ ჯერ დედას უცქირა და შემდეგ ნამტირალევ ნატას მიუბრუნდა.
-მოდი ჩემთან პატარავ,ჩვენ ლუკასთან მივდივართ.
-წამიყვან აქედან?
-წაგიყვან საყვარელო,შენი ადგილი იქ არის იმათ გვერდით და არა აქ.
-მათეეე.მათეს ლუკას ხმა შემოესმა და ფეხზე წამოდგა,ნატას ხელი მოკიდა და ლუკასთან წაიყვანა.
-აქ ვართ ლუკა.
-ნატა სად არის,მოვედი რომ წავიყვანო.
-ხომ გითხარ მოვიყვანთქო,ახლა ვეუბნებოდი ნატას ლუკასთან მივდივართთქო.
-რომ დაგაგვიანდა,ვიფიქრე აღარ მოგყავდა,გადაიფიქრე.მათე ნატამ ძალიან დიდი ტკივილი ნახა მის ასაკში და მინდა ყველამ გაიგოს ის ნივთი არ არის აქედან იქით მივდოთ.
-ლუკა ნატა თქვენთან უნდა იყოს,თქვენ უნდა გაზარდოთ.მისი ფაქიზი სული ამ ბინძური კედლებიდან შორს უნდა გაიზარდოს.
-ძია ლუკა წამიყვანე აქედან.
-არსად არ წახვალ,შენ აქ დარჩები.ზარივით გაისმა მადლენის ხმა და ლუკას ზიზღით სავსე თვალებით შეხედა.
-დედა.მათემ მკაცრად უყვირა დედას.
-მათე ნუ მეღობები წინ,ის ჩემი შვილიშვილია და აქ უნდა იყოს ჩემთან,ჩემს გვერდით.
-იცი რა მომწონს ბახვაში? მან ძალიან კარგად იცოდა რომ ამ ბინძურ კედლებში პატარას სული მოიწამლებოდა,ამიტომ მან ძალიან კარგი არჩევანი გააკეთა ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო რომ ნატა ლუკამ და სესილიმ უნდა აღზარდოს,თათამ და ბახვამ ერთხმად თქვეს,რომ მათი ძვირფასი განძი ამ ორ ადამიანისათვის დაეტოვა.
-შენ,შენ,შენ გეგმა შეცვალე.ჩვენ ასე არ მოგვილაპარაკებია.
-მართალი ხარ,ისე გადამიყვანე ჭკუიდან მეც არ ვფიქრობდი რას ვაკეთებდი და რას ვამბობდი.მე გენდე და შენს გეგმას მივყევი,მაგრამ რომ დავფიქრდი მივხვდი ჩვენ მე,ლუკა და სესილი სულ სხვა სამყაროში ვცხოვრობთ.
-მათე მორჩი ამ საუბარს და ოჯახზე,მის ღირსებაზე იფიქრე.ეს ბავშვი აქ უნდა გაიზარდოს,მის მილიონობით ქონებას სხვას ვერ დავუთმობ ის ჩემი შვილის ნაშრომია.
-როგორც იქნა აღიარე,აი ესაა შენი პრობლემა და მხოლოდ ეს გტკივა და არა ეს პატარა და მისი მომავალი.
-მათე.
-დედა გაიგე,მე იმ ბინძურ სამყაროს ვეკუთნი სადაც შენ და შენი ქმარი ცხოვრობთ თქვენი ბინძური იდეებით.ნატა იქ უნდა გაიზარდოს იმ სუფთა სამყაროში სადაც მხოლოდ სიყვარულია,ნათელი ფერებია და სიმხიარულეა.
-არა,არაფლის მოსმენა არ მინდა,აქედან ეს ჭია ფეხს ვერ გაადგამს.ლუკამ გაოცებულმა შეხედა მადლენს და უთხრა.
-ეს ჭია? ჭია თქვი? ეს ბავშვი რომელიც აქამდე შენი შვილიშვილი იყო ახლა ჭია გახდა?
-ლუკა წაიყვანე ნატა და წადი,წასვლამდე კი კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადო რაც გაწყენინეთ და გატკინეთ.
-არაააააა,ვის უხდი ბოდიშს,განა დაგავიწყდა აქ რომ იზრდებოდა და ჩვენს პურს ჭამდა?
-მოვა დრო და ამ სიტყვებზე თავად მოიხდი ბოდიშს,არა უშავს მე უპატრონო და ღარიბი,თქვენ შეძლებული და მდიდრები,სად თქვენ და სად მე,ბოდიში რომ თქვენი ძვირფას დროს მოგაცდინეთ.წავიდეთ პატარავ აქ ჩვენი ადგილი არ არის,ჩვენ ჩვენი მყუდრო სახლი გველოდება.ლუკამ ხელი ჩაკიდა ნატას და სახლიდან გავიდა,შუა ეზოში მისულს მადლენის ხმამ შეაჩერა.
-შეჩერდი,ბავშვი დატოვე და შენ წაეთრიე აქედან.
-მე მარტო არ წავალ მადლენ და ეს შეიგნე,ნატა ჩემთან ერთად წამოვა.
-აქვე დატოვებ სიცოცხლეს თუ ჩემს წინააღმდეგ წახვალ.ლუკამ მაგრად მოუჭირა ხელი ნატას და სამი ნაბიჯი გადადგა მათეს შეშფოთებული ხმა რომ გაიგონა და თავადაც უკან მიიხედა,გაოცებული უცქერდა შეშლილი სახით მდგარ მადლენს რომელსაც ხელში იარაღი ეჭირა,ნატა მის უკან ამოიყენა და მადლენს უთხრა.
-სისულელე არ ჩაიდინო მადლენ და იარაღი დაუშვი.
-ბავშვი დატოვე და ცოცხალი გახვალ,წინააღმდეგ შემთხვევაში გესვრი ლუკა.
-წადი,ლუკა წაიყვანე ბავშვი და წადი.ორი ნაბიჯი გადადგა ლუკამ და საშინელი ხმაც გაისმა.
-არ გაბედო,არ დავუშვებ რომ ლუკას და ნატას რამე დაუშავო.მოდი აზრზე და გაიგე,რომ ბავშვზე ის ორი არის პასუხისმგებელი.მათ საუბაში გურამი ჩაერია და მანაც მადლენის მხარე დაიჭირა,მოულოდნელად ლუკას ხელიდან გამოსტაცა ბავშვი და მადლენს მიუყვანა.
-ჩემთვის შეუძლებელი არაფერია და თუ არ წახვალ,მწარედ დაისჯები.
-ბავშვი დამიბრუნე ბებერო.ბრაზით სავსემ უთხრა ლუკამ გურამს
-ბებერო? ვფიქრობ,ოდნავ პატივისცემას ვიმსახურებ შენგან ლაწირაკო.
-პატივისცემას? პატივისცემას ითხოვ და ჩემგან? დაფიქრდი და თავად მიხვდები,ჩემგან პატივისცემას იმსახურებ? ვფიქრობ პატივისცემა რომ მიიღო სხვისგან მას დამსახურება უნდა და თქვენ კი ეს არ დაგიმსახურებიათ.
-არ დამიმსახურებია?
-დაიმსახურეთ თუ არა,ეს თავად არ იცით? თუ დაგავიწყდათ რატომ არ გცემთ პატივს,ვფიქრობ მიზეზიც კარგად იცით და თუ გადახედავ წარსულს დაფიქრებაც არ დაგჭირდება გაიხსენებ ყველაფერს,თუ დაგეხმარო და გაგახსენო.მათ საუბარში მათემ ბავშვი აართვა მადლენს,ლუკას მიუყვანა და უთხრა.
-წაიყვანე და წადი,რაც არ უნდა გაიგონო უკან არ მოიხედო მოგვიანებით გნახავთ და უნდა დავილაპარაკოთ.ლუკამ გურამს კიდევ ერთხელ შეავლო მისი ბრაზიანი მზერა და თავის დიდ ხელისგულში ჩამალა ნატას პატარა ხელი,ორიოდე ნაბიჯის გაგადგა თუ არა ხელში აიყვანა ნატა და სასწრაფოდ დატოვა ეზო,ნატა მანქანაში დასვა ტელეფონი მისცა და უთხრა.
-მილენას დაურეკე და უთხარი მათეს სახლში მოვიდეს სასწრაფოდ.ისევ აპირებდა უკან დაბრუნებას,რომ იარაღის ხმა გაიგონა,გაიქცა და შეხედა როგორ ეცემოდა ნელა-ნელა მათე მიწაზე,რომელსაც ხელი მუცელზე მიედო და ცდილობდა სისხლი შეეკავებინა.ზიზღით შეხედა მადლენს და შემდეგ მათესთან მივიდა,რომელსაც ხელი შეაშველა,მაგრამ მათემ მოასწრო მუხლებზე დაცემა.
-მათეეეეე არა,არ დავუშვებ რამე დაგემართოს
-ლუკა,ნატას მიხედე წადი და წაიყვანე,მე კარგად ვარ.
-რა კარგად მათე სისხლში ცურავ.
-წადი,გაიგონე რომ გეუბნები წადი ამათმა რამე დანაშაული არ აგკიდონ ხომ იცი ყველაფერზე არის ორივე წამსვლელი.
-წამოდი,დამეყდრდენი და საავადმყოფოში წაგიყვან.უეცრად მათეს მეორე მხრიდან ანდრეა ამოუდგა და ასე გაჭირვებით გაიყვანეს ეზოდან,მანქანასთან მილენა და ბესო ელოდა.
-მილენა წაიყვანე ნატა და წადი,ჩვენ საავადმყოფოში წავალთ.
-მათე შვილოოოო.ეზოდან ყვირილით გამოვიდა მადლენი,მაგრამ ლუკამ მანქანაში ჩაჯდა ანდრეასთან ერთად და წავიდა თან ბუტბუტებდა.
-არ დავუშვერბ რამე დაგემართოს,გადაგარჩენ მათე.
-ეს რა გააკეთე,ეს რა ჩაიდინე საკუთარ შვილს როგორ ესროლე.შეშლილი სახით შეხედა გურამმა მადლენს და თავადაც იმ გზას გახედა სადაც ცოტა და ლუკას მანქანა დაიმალებოდა.საავადმყოფოში მისულებს მილენა და ბესო ნატასთან ერთად იქ დახვდათ,მათე საკაცეზე დააწვინეს და პირდაპირ საოპერაციოში შეიყვანეს,ლუკამ კი ნატა ხელში აიყვანა და გულში ჩაკრა.
-ჩემო პატარავ,ჩემთან ხარ და სულ ჩემთან იქნები,გპირდები ამიერიდან ვერავინ ვერ შეძლებს შენს წაყვანას.
-შემეშინდა,ლუკა იმ სახლში ძალიან შემეშინდა.
-არა,არ შეგეშინდეს რადგან უკვე აქ ხარ ჩემთან ერთად.
-ძია მათე მოკვდება? ისე მიმატოვებს,როგორც მამამ მიმატოვა?
-არა საყვარელო,ყველაფერს გავაკეთებთ რომ მათემ იცოცხლოს და კარგად იყოს.ლუკამ თავზე აკოცა ნატას და შემდეგ მილენას მიუბრუნდა.
-წაიყვანე ბავშვი და წადი,შეშინებულია და მას სიმშვიდე სჭირდება.
-ლუკა მართალია,წამოდი წაგიყვანთ სახლში დაგტოვებთ და მე უკან დავბრუნდები,აქაურ ამბებს კი ტელეფონით შეგატყობინებ.
-შვილო,მათე შვილო,ჩემი შვილი როგორ არის.ლუკას წინ იდგა მხრებჩამოყრილი მადლენი და თვალებში უტიფრად უცქერდა ლუკას.ერთი საათი დააგვიანდა ექიმს და ლუკა ძალიან ნერვიულობდა,როგორც იქნა გამოჩნდა და დაღლილი ხმით თქვა.
-საშიშროებამ გაიარა,მდგომარეობა სტაბილურია ახლა უნდა დაისვენოს,დილით შეგეძლებათ ნახოთ.
-ახლა მინდა ვნახო ჩემი შვილი.ტიროდა მადლენი.
-მაშინ დაელოდეთ და ორიოდ საათში შეგეძლებათ ნახოთ.ორი საათის გასვლის შემდეგ ექთანი მიუახლოვდა და თქვა.
-პაციენტმა გაიღვიძა,ის თავს შედარებით უკეთ გრძნობს.
-უნდა ვნახო,ჩემი შვილი უნდა ვნახო.ფეხზე ადგა მადლენი და გურამმა ხელი მოკიდა,ორივე შევიდა მათეს პალატაში.
-ხედავ რა მოყვა შენს მიერ ჩადენილ ბინძურ გეგმას? უთხრა გურამს.
-მართალი ხარ,მე ჩავიდინე ეს ყველაფერი,მაგრან იმიტომ რომ შენთვის ყოფილიყო მარტო ჩვენი ქონება.
-ჩვენი ქონება? შენი ქონება? რა არის შენი,ეს ყველაფერი ბაბუას აშენებულია და მისი გაკეთებულია და შენ ვინ მოგცა უფლება მის ქონებას დაეპატრონო.
-მე მისი სიძე ვარ.
-მაგრამ ის ჯერ კიდევ ცოცხალია,ეს არაფერს არ ნიშნავს შენთვის?
-ცოცხალია,მაგრამ მოხუცია და საქმეს ვერ უძღვება.
-და შენ? შენ როგორ უძღვები.კლავ ხალხს და შიშით,მუქარით გყავს გვერდით ყველა ფინია ძაღლებივით.მრცხვენია,ვერ წარმოიდგენ როგორ მრცხვენია თქვენი შვილი რომ ვარ.
-დამშვიდდი,ყველა ვცდებით და ყველა ვუშვებთ შეცდომებს,მაგრამ შეგვიძლია გადავშალოთ ტკივილი და დავიწყოთ ახალი ცხოვრება სუფთა და ახალი ფურცლიდან.
-ბინძური წარსულის დავიწყება არც ისე ადვილია,ეს გაგიჭირდებათ თქვენ ორივეს დაივიწყოთ თქვენი ბინძური საქმეები.როგორ მინდა დავბრუნდე ბავშვობაში და ვიყო ერთი ღარიბი კაცის შვილი,ერთი უბრალო ბიჭი.ვთამაშობდე ქუჩაში ჩემს ტოლებთან ერთად ბურთს,მათთან ერთად დავდიოდე სათევზაოდ და მყავდეს გვერდით ისეთი მეგობრები,რომლებიც მუდამ მზად იქნებიან ჩემს დასახმარებლად,ისე როგორც მე მათთვის.
-ნუთუ ეს გავაკეთეთ,რომ ასე მწარედ გატკინეთ შვილო.
-შვილო? შვილო არ მითხრა,ეს სიტყვა არ მინდა გავიგონო შენი პირიდან წარმოთქვა დედიკო.
-შენ ჩემი ცხოვრება ხარ შვილო,უშენოდ მე ვერ ვიარსებებ.
-მე კი სულ სხვანაირად ვფიქრობ,მშვენივრად იარსებებ შენს ქმართან ერთად და თქვენს მიერ შედგენილ ბინძურ გეგმებთან ერთად.წადით,აქ რას უდგეხართ ჩემზე მნიშვნელოვანი საქმეები გაქვთ მოსაგვარებელი.აქედან გასული,პირველი რასაც გააკეთებ ვიცი არ გაგეხარდება რადგან ეს არ გინდა გააკეთო.ცხოვრება რამდენად გრძელი გეჩვენება,უფრო და უფრო მოკლდება მისი სიგრძე.ამიტომ ხმას არ ვიღებ და დატკბი დარჩენილი წლებით,მაგრამ შენს ასაკში შენ შენი ბინძური საქმეების კეთებით ტკბები.დადგება დღე ღმერთი მოგკითხავს და სულს გაგიმწარებს ისე,როგორც შენ ამწარებ სხვას.აქედან წახვალ და სესილის მიაკითხავ, შენივე ხელით გამოიყვან იმ კედლებიდან,ძალიან კარგად იცი რომ ის უდანაშაულოა.
-რაც გინდა მთხოვე,მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ.
-გააკეთებ,ის ხვალ ან ზეგ ისედაც გამოვა რადგან მისი უდანაშაულობის უტყუარი საბუთი არსებობს და შესაძლებელია იქ შენ დაჯდე.
-ეს არ მოხდება,მე ყველაფერი გათვლილი მაქვს,მოცადე რა უტყუარ საბუთზე ამბობ.
-ვამბობ იმ საბუთზე რომ წინა ღამით მოსამართლეს დიდი თანხა გადაუხადე და თან მკაცრად გააფრთხოლე რომ სესილის სასჯელი მუდმივი პატიმრობა იყო,თუ ასე არ მოიქცეოდა დაემუქრე ამერიკაში შვილის სიცოცხლით.
-შენ ეს ყველაფერი საიდან იცი.
-ვიცი და მორჩა,შენ იმ მოსამართლეს კარიერა დაუნგრიე და დაუსამარე,ახლა კი სესილის გამოუყვან შენი ხელით,თუ არ გინდა ბრალი დაგდო ბავშვის გატაცებაში და განზრახ მკვლელობაში,ვის კლავდით? საკუთარ შვილს.
-არჩევანის წინაშე მაყენებ?
-თუ გინდა თავისუფლება,ეს უნდა გააკეთო.ახლა კი წადით მეძინება,უნდა დავიძინო.
-წავედით მადლენ დაისვენოს და შემდეგ ვისაუბროთ.
-არავითარი შემდეგ,ახლავეს წახვალ და სესილის გამოიყვან.ორივე წელში მოხრილი გამოვიდნენ მათეს პალატიდან და ლუკამ,ნიცამ,ბესომ და ანდრეამ მოინახულეს მათე.
-თავი გასწირე ნატას თავისუფლებისთვის,მადლობა მათე შენგან არ ველოდი ასეთ თავგანწირვას.
-რაღაც მინდა ვთქვა,მაგრამ.............
-არ მეწყინება ნიცა მითხარი,თუმცა ვიცი რასაც მეტყვი.
-ვწუხვარ,მართლა ძალიან ვწუხვარ რომ შენ და ბახვა ამ ორი ადამიანის შვილები ხართ.
-წარმოიდგინე,მე როგორ ვწუხვარ ნიცა.
-მაგრამ როგორც დედა,მადლენი ყოველთვის კარგი დედა იყო,რასაც ვერ ვიტყვი მამაშენზე.
-ნიცა მამაჩემს არასოდეს ჰქონდა დრო შვილებისთვის,არასოდეს უთქვამს სიტყვა ,,შვილო''.თქვენ ოთხივე გოგოები მშობლების გარეშე გაიზარდეთ,მე მყავდა მშობლები მაგრამ ვერ ვგრძნობდი მათ ყოფნას ჩემს გვერდით,სულ მენატრებოდა ისინი.ოჯახს ნატრობს ბევრი ბავშვი,მე ოჯახიც მყავდა,მაგრამ არც მყავდა.მე ყველაფერი მქონდა,მაგრამ იმ ღარიბი ბავშვების მშურდა ვინც ქუჩაში დარბოდნენ და თავისუფლად თამაშობდნენ.
-ბავშვობა დასრულდა მათე უკვე მრავალი წელია.
-წლები გავიდა ნიცა მაგრამ ტკივილი აქ,ჩემს გულში დარჩა.
-დაისვენე,წავალთ და კიდევ მოგაკითხავთ.უთხრა ლუკამ.
-ხვალ სესილის გაანთავისუფლებენ და შენც იქ უნდა იყო მეგობრების გვერდით,ძალა მოიკრიბე და ფეხზე დადექი მათე.ყველამ დაემშვოდობა მათეს და მათე ფიქრებში ჩაიძირა,ნელა-ნელა კი სიზმრების სამყაროში გადავიდა.



№1  offline წევრი mia miako 15

ძალიან კარგი იყო.მომეწონა.სიტყვები არ მყოფნის წარმატებები და ველი შემდეგ თავს

 


№3  offline მოდერი zia-maria

სიყვარული გულს გვტკენს
ძაან მაგარი იყო

kissing_heart kissing_heart

mia miako 15
ძალიან კარგი იყო.მომეწონა.სიტყვები არ მყოფნის წარმატებები და ველი შემდეგ თავს

მზადდება უკვე ახალი თავი საყვარელო. kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent