შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {19}

27-01-2019, 13:24
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 11 217

სარდაფში სინათლე ენთო , ჩასვლისას სანთლები გაარჩია ღვინის ბოთლებით სავსე თაროებს შორის მაგიდა იდგა მის ირგვლივ კი ორი სკამი. ერთ_ერთზე უკვე დაეკაბებინა დათუნას, ვისკის ჭიქას დაჰყურებდა და თითებსშორის მოქცეულ სიგარეტის ღერს ნერვიულად ატრიალებდა. მერე მაშო შეამჩნია გაოცებული რომ იდგა და ჭრელ თვალებს აცეცებდა . ძალიან ლამაზი იყო , პიჟამაზე გრძელი პრიალა ხალათი ეცვა თმები ნაწნავებად შეეკრა და ფეხზე ფუმფულა ჩუსტები მოერგო. სექსუალურიც იყო, ბავშვურიც და საყვარელიც. დათომ გაუღიმა და თავის გვერდით სავარძელი ოდნავ აამოძრავა . მაშოს გაეცინა , მისთვის კომფორტული სავარძელი იდგა დათო კი სკამზე იჯდა
_არ წახვალ წვეულებაზე?
_წავედი უკვე და შენც წაგიყვანე ... ცოლიანი კაცი ვარ ტეხავს მარტო სიარული
_ხოო?
_იასნია აბა რა ...
_ტირილი რომ მინდა ნორმალურია? _დათოს წინ იდგა და თვალები ემღვრეოდა
_ჩვენთან ნორმალური არის რამე?
_რატომ იქცევი ასე
_მე სულ ისე ვიქცევი როგორც მინდა... რატომ მინდა ეგ არასდროს ვიცი _თითები ნაწნავებზე ჩამოუსვა და სამაგრი მოხსნა _ახლა ძალიან მინდა შენი ცეცხლისფერი თმა ანათებდეს აქაურობას და ეს ნაწნავები ნერვებს მიშლიან _ თითები თმებში შეუცურა და ბოლომდე რომ გაშალა მერე სახე ახლოს მიიტანა _ ყვავილების და მზის სუნი რომ გაქვს იცი ?
_დათო ნუ მექცევი ასე გთხოვ _ მისი სიახლოვე, მისი თბილი დამოკიდებულება. ყველაფერი გონებას ურევდა ვერ იჯერებდა რომ ნამდვილად ეს სურდა ბიჭს . არ შეეძლო ამის დაჯერება . დათოს ისევ მის თმაში ჰქონდა სახე ჩამალული, წვერიანი ლოყით ეხებოდა . ერთი ხელი შეზნექილ წელზე ჰქონდა მიბჯენილი მეორეს თითებს ლოყაზე და ყელზე ახებდა
_შენ არ გინდა ... შენ არ უნდა გდომოდა . ახლა ძალიან გვიანია უკვე საკუთარ თავთან ომი გამოვაცხადე და ახლა ის მეორე იმარჯვებს, ბრძოლას იგებს და ზეიმობს კიდეც
_ბოლოს შენ მოუგებ ვიცი და მე იმაზე მეტად მეტკინება ვიდრე ახლა , გთხოვ არ გინდა ...
_მინდა თან ძალიან ... მომწონს ის რომ იმარჯვებს _ თითები ტუჩებზე შახო, თავი ისევ არ აუწევია მაღლა , ვერ უყურებდა _ვიცეკვოთ? _მუსიკა შეიცვალა და დათომაც ნელი მოძრაობა დაიწყო . აგიჟებდა ჟღალის სურნელი, გემო რომელიც ყოველი მისი შეხებისას თავიდან ახსენდებოდა , სისხლი უდუღდა და ჭკუიდან შლიდა ეს ქალი მრგვალი მუცლით სრულიად შეცვლილი სხეულით რომელშიც ახალი სიცოცხლე იყო . უკვე მოძრაობდა, ესმოდა, გრძნობდა და როგორ უნდა ეტკინა მისთვის. ვეღარ შეძლებდა , სუსტდებოდა დათო რომელიც მაშოს ტკენდა და ის მეორე, სრულიად უცხო ძლიერდებოდა. ჟღალი ცეკვავდა, საოცრად მოძრაობდა , რომ დატრიალდა და ზურგიდან აეკრო მისი სურნელი ჰაერში გაიფანტა . დათომ თმები გვერდზე გადაუწია და ყელში აკოცა , ლავიწის დასასრულიდან ყბის დასაწყისამდე კოცნის ბილიკი გაიყვანა და გაეღიმა მის მკლავებში მოქცეულმა სხეულმა თრთოლვა რომ დაიწყო
_დათუნა
_ასე ნუ მეძახი გთხოვ... ოღონდ ეგ არა
_არ შეიძლება? ის არ შეიძლება რაც ჩემი იყო სულ? შენ მხოლოდ მისი დაძახებული დათუნა შეამჩნიე არადა მე სულ ეგრე გეძახდი...სულ დათუნას გეძახდი. წლების მანძილზე დათუნა იყავი და შენ მას გინდა დაუტოვო ის რაც მართლა ჩემია? _ ხელები მოიშორა სხეულიდან, მისკენ შებრუნდა და ცრემლიანი ბრაზით სავსე თვალები გაუსწორა
_მაშო
_დათუნა
_როგორ წამში იცვლები ხოლმე ... ის გმართავს ხომ? ესმის, ბრაზდება და ჩემსავით მოქმედებს_მუცელზე უნდოდა ხელის შეხება , მაგრამ მაშომ არ დაანება
_არავინ მოქმედებს... მე შევიცვალე და ხასიათიც ისეთი მაქვს როგორ განწყობასაც მიქმნი !
_შენი დაუნახავობა მაგიჟებს
_მე კი სიყალბე მაგიჟებს... შენ მხოლოდ იმიტომ აკეთებ ამას რომ კარგი ქმრობა გინდა. არ მოგწონს როგორც მექცევი, არ გიყვარს რომ მატირებ და გინდა გამახარო. ისევ შენი შვილისთვის იმიტომ რომ იმ დღეს დაცემული რომ დამინახე მიხვდი თუ არ გამაბედნიერებდი ცუდად იქნებოდა ისიც და მეც ...შენ კი ვერ იტან როდესაც ვიღაცის ცუდად ყოფნის მიზეზი ხარ. არ გამოვა დათუნა , მე შენ იმაზე უკეთ გიცნობ ვიდრე წარმოგიდგენია ...მე იმდენად კარგად გიცნობ სხვებს რომ დავუჯერო და ოდნავ მაინც ვცადო მარიონეტად გაქცევ _ თვალებში უყურებდა და თითებს სახეზე უსვამდა _ მაგრამ არ მინდა , შენი სიყვარულისთვის არაფრის გაკეთება მინდება ...
_ჭკუიდან მშლი ასე რომ მელაპარაკები...ამ ტონით, ამ ხმით, ამ გამომეტყველებით და მზერით _ თითები ყელზე შემოხვია მერე ნიკაპზე მოუჭირა და ტუჩებზე წაეტანა _ ჭკუიდან მშლი და ამით ერთობი , მაგრამ მხოლოდ შენი ტვინი თორემ გული და სხეული ჩემია ! შენი წყეული ნაოჭიანი ტვინი სულ იმარჯვებდა არა? მხოლოდ იმ ღამით დანებდა და იმ ღამით მარიონეტად მაქციე , ჩემს ტვინში შემოძვერი და ყველაფერი თავდაყირა დააყენე . მერე ? მერე რას აკეთებს შენი სულელი ტვინი ...
_დათუნა რა გინდა ჩემგან? რატომ არ მეუბნები რომ მართალი ვარ და რატომ საუბრობ იმაზე რაც ისედაც ვიცით ოროვემ. მიყვარხარ, ჩემს იდიოტ ტვინსაც უყვარხარ , გული საერთოდ გიჟდება, სხეულზე რა გითხრა ადრე კრუნჩხვები მეწყებოდა რომ შემომხედავდი ვმუნჯდებოდი და ხელები მიკანკალებდა , ახლა ... ახლა ისედაც არეული მაქ მთელი ორგანიზმი
_იცი რა მაგიჟებს ? ვერ ვხვდები ასეთი სულელი როგორ ხარ ... მე რომ მყვარებოდი გგონია სხვა კაცთან გაგიშვებდი და თავს დავიტანჯავდი? საერთოდაც მაზოხისტი ხარ და იმიტომ გიყვარვარ თორემ რატომ უნდა გიყვარდე მე თან ასე ძალიან... იმდენად რომ ლილესთან მისულიყავი და გეთქვა გავქრები ბედნიერები რომ იყოთო. ლილესთან მიხვედი და უთხარი წავალ , გავეყრები , ბავშვსაც წავიყვან და შენთან იყოსო _მაინც ვერ შეიკავა თავი და დაუყვირა . მაგიდაზე დაარტყა ხელი და მაშო უკან რომ დაიხია უფრო გაბრაზდა
_მე ამდენი რამ არ მითქვამს შენთვის ... შენ საიდან გაიგე
_ლილე ვნახე და მან მითხრა ... უბრალოდ მომენატრა მასთან საუბარი მივედი დავჯექი და დიდხანს ვილაპარაკეთ . ბოლო რამდენიმე თვეზე , მის ცხოვრებაში მომხდარ ამბებზე და მერე მშვიდად მითხრა რომ შენ იმდენად გიყვარვარ , რომ მთმობდი !
_შენ ის არ მოგწონს რომ ორი ქალი რომელიც შენზეა შეყვარებული ორივე გთმობს ...ორივე უარს ამბობს შენზე და შენ თოჯინასავით გრძნობ თავს . დათუნას კი არ მოსწონს ეს მდგომარეობა, დათუნამ დაკარგა სადავეები ჩემი დამსახურებით
_იცი როგორ მიწვევ ასე რომ მიყურებ და განგებ აკეთებ ხომ? მაგ ჭრელ თვალებს მანათებ და ტვინს მირევ
_აქამდე სხვანაირად გიყურებდი ? სხვა ფერის თვალები მქონდა თუ მომატებული 20 კილო და წითელი ლოყები მიხდება
_ღმერთო როგორ მიშლი ნერვებს ამ ბოლო დროს...როდის იმშობიარებ რომ დაუბრუნდე საკუთარ თავს თორემ ასეთი შემომაკვდები
_ჩუმი , დაბნეული, სულელი ბავშვის სახით უფრ მოგწონდი რა თქმა უნდა ისე გააკეთებდი ყველაფერს როგორც გაგიხარდებოდა
_მალე ახალი წელი მოვა ... ახალ წელს დაიბადება ჩვენი ბიჭი ახალი წლის თებერვალში მამა გავხდები და ყველაფერი შეიცვლება ვიცი . უკვე შეცვალა კიდეც და იცი საერთოდ არ ვარ უკმაყოფილო ამ ცვლილებებით , მხოლოდ შენი სიჯიუტე მაგიჟებს
_სიჯიუტეზე შენ ნუ მელაპარაკები
_მე მემსგავსები ხოლმე და ალბათ ამიტომ მაგიჟებ... _ვისკის ჭიქა დაცალა . მაშო სავარძელში დაჯდა და ხილის დაგემოვნება დაიწყო. ნერვიულობდა და გლუკოზა სჭირდებოდა . რამდენიმე წუთი ჩუმად იყვნენ შემდეგ დათო მაგიდას დაეყრდნო და მზერა გაუსწორა _შენ სულ სხვანაირი იყავი ... არასდროს არავის გავდი. ეს შენი წითელი თმაც კი ყველა სხვა ჟღალზე ცეცხლისფერია. შენი თვალებიც ყველაზე ჭრელია... ფერი არ აქვს ან მე ვერ ვარჩევ მათ ფერს . სულ უცნაურად მხდიდი , ცუდად მხდი ბავშვობიდან . გაივლიდი ვიღაც გამოგხედავდა დაშტერდებოდა და მერე ის ვიღაც მძულდა. მიზეზებს ვეძებდი და არასდროს არავინ იცოდა რომ იმის გამო ვერ ვიტანდი შენ რომ მოსწონდით. მე არასდროს ვფიქრობ ეგეთ ამბებზე
_დათუნა
_ნუ მეძახი ეგრე!
_იცი რატომ მიყვარხარ?
_ხომ მეუბნებოდი არ ვიცი რატომ მიყვარხარო ?
_ყოველთვის რთული იყავი, არასდროს ყოფილხარ მარტივი. ყველაფრის მიმართ პროტესტი გქონდა, შენ საერთოდ არ შეგიძლია სწორად გადმოსცე ემოციები იმათ მიმართ ვინც გიყვარს. მარიამთანაც კი რომელზეც ჭკუას კარგავ ... იცი შორიდან რომ უყურებ ადამიანს ყველაზე კარგად ხედავ მის სულს. თავიდან რომ გაგიცანი მაღიზიანებდი , უხეში იყავი შენც იმათ ჰგავდი ვინც ჩემს ირგვლივ იყო . მე კი ყელში მქონდა მამაჩემისნაირი კაცების ყურება. რომ ვხედავდი ჩემი ძმებში მის მსგავს თვისებებს და მათ მეგობრებშიც გული მერეოდა. მერე ბიბლიოთეკაში ჯდომის დროს დავინახე ეზოში როგორ ეჩხუბებოდნენ სათვალიან ბიჭს უფროსკლასელები. საშინლად გავბრაზდი , მინდოდა გავქცეულიყავი და მასწავლებლებისთვის მეთქვა . მერე შენ გამოჩნდი არ ვიცი როგორ, მაგრამ აშკარად იცოდი იქ რაც ხდებოდა . ის ბიჭი ხროვას მოაშორე ხელი კარი და უყვირე მოშორდი აქედანო. თავიდან მეგონა შენც მათნაირი იყავი, მერე უცებ შებრუნდი და შენზე ორი თავით მაღალს ისე დაარტყი , რომ გაითიშა. სხვებსაც ეჩხუბე, მერე იმ ბიჭს გადაეკიდე. სულ ჩხუბობდით, სულ დირექტორის კაბინეტში იყავი. ყველა შენზე ლაპარაკობდა როგორც ჩხუბისთავზე და შენ არასდროს გითქვამს როგორ დაიწყო თქვენს შორის დაპირისპირება. კიდევ ვინ იცის რამდენი ასეთი რამ მინახავს, რამდენჯერ ჰქონდა გამართლება შენს ცუდ ქცევას . შენ არასდროს გაინტერესებდა რას იტყოდნენ შენზე, ჩხუბისთავის სახელიც მოგწონდა. შენი ეშინოდათ , ენერგიას ხარჯავდი და ბრაზს ანთხევდი ... შენ ვერ იაზრებ რას აკეთებ , შენ ისე აფასებ საკუთარ თავს როგორც სხვები შენ
_შეყვარებული ქალის ბუნება... ანგელოზად მაქცევ მალე. ფრთები ხომ არ გამოჩნდა _ ბეჭებს დაკვირდა და ისევ დალია_არ ჩანს ჯერ ...
_აი ხომ ხედავ გირჩევნია ცუდი იყო ...იცი რატომ?
_მაინც რატომ
_ზედმეტ ყურადღებას ვერ იტან. სულ ვიღაც იყო შენს გვერდით . შენ კი ვერ იტანდი ამდენ ხმაურს , ამდენ მატყუარას, აფერისტს, ყალბ გრძნობებს და შენი უხეშობით იშორებდი იმათ ვინც გაღიზიანებდა. გვერდითაც შენნარი ხალხი გყავდა, მაგალითად ზურა. მასაც შენსავით ურჩევნია მკაცრი ბიჭი იყოს და მოიშოროს ზედმეტი ხალხი.
_ის რომ ყალბ ადამიანებს ვერ ვიტან ყველასთვისაა ცნობილი
_ისიც ყველამ იცის 15 წლის ასაკში ფული რომ არ წაგიგია და საბას მიეცი დედამისისთვის წამალი რომ ეყიდა? ისიც ყველამ იცის ბიბლიოთეკის ყველაზე ბოლო თაროსთან რომ ჯდებოდი იატაკზე და სკოლის დახურვამდე იქ რომ იყავი წიგნით ხელში , ყურსასმენებით და ის გოგიტას შენ რომ ჩააბარებინე გამოცდა ...ის იწერდა შენგან და არა პირიქით
_შენ მე მითვალთვალებდი თუ რა ხდება...მაშინებ უკვე. ის დროა უნდა გავრბოდე. .კიდე რა იცი ...კიდევ არის რამე რაც იცი?
_ძალიან ბევრი რამ ... შენ აუტანელი ხარ, ხისთავიანი, შეუგნებელი, ბრაზიანი, დაუფიქრებელი, იმპულსური , ამაყი, თავკერძა იდიოტიც ხარ , კეთილიც ხარ, სულგრძელი, შეგიძლია ნებისმიერი რამ გაიღო ერთგული ადამიანისთვის, იმისთვის ვინც სუფთაა , იმისთვის ვისაც დახმარება სჭირდება . აღმერთებ სიმართლის მოყვარულ შენნაირ გიჟ ხალხს ვისაც ყველაფერი ჰკიდია და ამბობს იმას რაც სურს. გეზიზღება როდესაც გაკონტროლებენ ...
_ბევრი რამ იცი, მაგრამ მაინც არაფერი
_საკუთარ თავსაც კი არ ვიცნობთ ბოლომდე ... არავინ იცის როგორც გაგვხდის ცხოვრება . ვერასდროს წარმოვიდგენდი 20 წლის ასაკში შვილს თუ გავაჩენდი თანაც შენგან , შენი ცოლი ვიქნებოდი
_როგორ შეიძლება ამდენი წელი გიყვარდეს და არ ოცნებობდე მასზე
_მე და შენ სხვა და სხვა პლანეტაზე ვართ . შენ ის ადამიანი გჭირდება ვინც მოახერხებს და გაგათავისუფლებს , გონს მოგიყვანს
_იცი ახლა რას მივხვდი? უფრო სწორად გავიაზრე _ მაგიდას იყო დაყრდნობილი და ვისკის ჭიქას დაჰყურებდა _შენ მე სულ გიყვარდი ... იცოდე რომ არ გაგიშვებ. არც ბავშვის დაბადების შემდეგ . შენი სიყვარული მინდა და არ გაგათავისუფლებ! იმაზე ფიქრის უფლებასაც არ მოგცემ რომ მე დამივიწყებ და სხვა ჩემზე კარგს შეიყვარებ, იმას ვისაც ეყვარები ისე როგორც მე არა... თუმცა ხომ იცი მეც მიყვარხარ , უსიყვარულოდ , მაგრამ ხომ მიყვარხარ
_ეგოისტი ხარ დათუნა
_ალანიას რომ ვკლავდი მაშინ დამიძახე პირველად დათუნა ... შენ რომ არ მოსულიყავი მოვკლავდი იმ ნაბ*ზარს
_შენ ... ჩემი ხმა გაიგე მაშინ?
_მაგ ალანიამ დაჭრა ზურა ორი წლის წინ , მაგ ალანიამ გაღვრევინა ცრემლები მთელი კვირა კლინიკაში
_რომ მოგეკლა ახლა ციხეში იქნებოდი ... სულელი ბავშვი იყავი და ის შენზე მეტად გიჟი . ჩემი იდიოტი ძმის გამო ლამის მოკალი და ხომ იცი რომ ზურა იყო დამნაშავე
_იმას ნაბ*ზარი და ჰყავდა ზურა რაში იყო დამნაშავე
_ხო რა თქმა უნდა როგორც ჩვენს შორის არა? _უცებ აემღვრა თვალები. დათოს საერთოდ არ უფიქრია ამაზე. მაშოს კი მეტი არ დასჭირდა , საბოლოოდ დაერღვა განწყობა. ემოციებს მაინც ვერ აკონტროლებდა. გარეთ უკვე ისმოდა ფეიერვერკების ხმა...ახალი წელი იყო ისევ ძველი ემოციებით, მაგრამ მაინც რამდენიმე საფეხურით წინ იყვნენ მწვერვალისკენ მიმავალ კიბეზე ...
....
ორივე ნასვამი იყო, ორივე ბედნიერი, ორივე დაღლილი და ემოციებისგან დაცლილი.
დუდასთან ერთად პირველ ახალ წელს ხვდებოდა , მის სახლში, მის გვერდით ისე რომ არ ჩხუბობდნენ.
მანქანიდან გადასული ნუცა ხელში აიყვანა, ტუჩებზე აკოცა და ისე დაიძრა სახლისაკენ
_ხომ არ დაგივარდები
_ჯერ მე დავვარდები და მერე შენ
_შენთან ვიძინებ დღეს
_შესანიშნავი იდეაა...ისევ ვიძინებთ ხომ?
_მთვრალი ვარ ... მე კი მინდა მახსოვდეს ყველაფერი_ ტუჩები დაუკოცნა და იატაკზე დადგა _ ბედოვას არ დავლევ და არ დავიძინოთ იმ ღამით
_გეგმას ადგენ? სერიოზულად?
_ასე გამოვიდა... თუ არ გინდა გადავავადოთ
საწოლზე დაეცა. დუდა კი სიცილით დაიძრა სააბაზანოსკენ . მისი მობილურის ხმა ესმოდა თავი აატკია გადაბობღდა და პირდაპირ შეეხო მწვანეს და ახალი წლის პირველი ტკივილი იგრძნო
_მომენატრე. ისევ ისე მიყვარხარ . კიდევ ერთი ახალი წელია და მე ისევ შენთან მინდა ვიყო ... სახლში ვარ , მოხვალ? გთხოვ ბოლოჯერ დუდა _ქალი ტიროდა , კი ძალიან იკავებდა თავს და ცდილობდა მშვიდად ესაუბრა , მაგრამ არ გამოუვიდა. ნუცას კი გული აუჩქარდა დუდა რომ შევიდა ოთახში და აშკარად უკმაყოფილო დაიძრა მისკენ. ტელეფონი ისე გამოართვა არც უკითხავს ვინ იყო
_გისმენ ... არა _საწოლზე მჯდომ ნუცას გახედა და მერე ოთახიდან გავიდა.
ამდენი თვის შემდეგ ახალი წლის ღამეს მოუნდა მაინცადამაინც ჩხუბი. სიგიჟემდე უნდოდა ძველებურად აფეთქებულიყო. მთვრალი იყო თან ძალიან და იმდენად გადაღლილი რომ ბრაზი მალევე დაეპატრონა მთელს ტვინს . დუდას კართან დახვდა , როგორც კი შევიდა მაშინვე წინ აესვეტა და მიხურულ კარს ზურგით ააკრა
_ჩხუბი მინდა
*^*^
წვეულებაზე მისვლისთანავე სულ სხვა განწყობა შეექმნა ორივეს. თითქოს რაღაც ყალიბში იყვნენ და იმ ფორმას ირგებდნენ რა საჭირო იყო. ვერაფერს გააკეთებდა ისეთს რაც ყურადღებას მიიქცევდა ალექსანდრესთვის მნიშვნელოვანი დღე იყო . მისით ამაყობდა უბრალოდ ზედმეტ სიტყვებს არ ამბობდა, ბედნიერი იყო როდესაც უყურებდა დამოკიდებულებას რაც მის მიმართ ჰქონდათ გამოცდილ თანამშრომლებსაც კი. ამაყი იყო მის გვერდით რომ იდგა , უყვარდა იმის გააზრება რომ ის არასდროს ივიწყებდა. უამრავ ადამიანს ხვდებოდა და მაინც მარიამს ყურადღებას აქცევდა, საქმეზე საუბარს თავს არიდებდა . ახალი სახეებიც გააცნო , თითები მის თითებში ჰქონდა ახლართული ხშირად დაჰყურებდა ზემოდან და თავის ბრჭყვიალა სფეროებს ანათებდა. უცნაურად უცემდა გული და საერთოდ ითიშებოდა მომენტებში. სხვა დროს ათას ადამიანს ნახავდა, მეგობრებთან საუბარს გააბავდა, იცევებდა, დალევდა და გაერთობოდა. ახლა კი არავინ ადარდებდა, ამჩნევდა იმ დეტალებს რაც მანამდე არ შეუმჩნევია. ეს ადამიანი მის გვერდით რომ იყო ერთი დიდი ვულკანი იყო რომელიც ათას ემოციას აფრქვებდა ყველა თვისება შეიძლება გეპოვნა მასში . ყველაფერი ჰქონდა და არ ეგულებოდა მისი სიძლიერის არავინ. მისი ცრემლებიც კი ყველაზე ძლიერ კაცად აქცევდა და მარიამისთვის არავინ იყო იმ სიმაღლეზე სადაც ალექაანდრე.
_მგონი დღეს მალე წასვლას ვერ მოვახერხებთ
_აქაც მომწონს... აქამდე ვერ ვატარებდი ამდენ დროს შენს გვერდით
_დაიღალე ალბათ ხომ _ ხელისგულზე აკოცა და გაუღიმა _ ფორმალობებს დავასრულებთ და მერე სიურპრიზი მაქვს შენთვის _ მომნუსხველად უღიმოდა და თვალს არ აშორებდა _აღარ მახსოვს გითხარი რომ ლამაზი ხარ?
_ულამაზესიო . ახლა ლამაზი გავხდი?
_ყველა,ფერი ხარ შენ ჩემი მარიამი ხარ
_ალექსანდრე
_ვიცეკვოთ_ ხელი მოხვია და საცეკვაოდ გაიწვია.
ისევ სიმშვიდე, შეუდარებელი სიმშვიდე რომელიც არასდროს არავისთან მეორდებოდა.
ალექსანდრემ მფეთქავ არტერიაზე შეახო ტუჩები და მისი რეაქცია რომ იგრძნო გული შეეკუმშა.
შემდეგ შოთამ ითხოვა ყურადღება და ისიც მასთან წავიდა. მარიამი სხვებთან ერთად იდგა და შორისან უყურებდა მამა_შვილს. შოთამ ყველას შეატყობინა ახალი ამბავი და შემდეგ ალექსანდრემ დაიწყო საუბარი. ყოველთვის მხიარული მილოცვა გამოსდიოდა და ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. საუბრობდა ტაშის ფონზე., ყველას უხაროდა მისი დაწინაურება . შემდეგ კი მზერა შეეცვალა ,მარიამის უკან უყურებდა ვიღაცას
_ახალ წელს გილოცავ მარიამ _ წელზე ხელის შეხება იგრძნო, ნაცნობი ხმა და სხეული რომელმაც ვერანაირი ემოცია ვერ გამოიწვია. აი ასე ურალოდ თორნიკე გიგანს უყურებდა და ვერაფერს გრძნობდა
_მეც გილოცავ თორნიკე... _მზერა გაუსწორა და გაუღიმა
_თვალისმომჭრელად გამოიყურები ... აშკარად უმართლებს შენს მეგობარს
_თორნიკეე _ფართოდ გაიღიმა მისი სიტყვები არ ადარდებდა ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა ალექსანდრესთან _ იცი ჩვენს შორის ყველაზე იღბლიანი მე ვარ , ჩემი ქმარი ალექსანდრე დადვანია . ერთადერთი ბედის უკუღმართობა შენი გამოჩენა იყო ჩემს ცხოვრებაში ახლა კი ვფიქრობ რომ ეგეც შესანიშნავად გათვალა ღმერთმა და მიმახვედრა რომ უკიდეგანოდ ვაღმერთებ ჩემს ქმარს . ბედნიერ ახალ წელს გისურვებ , დაე ახალმა წელმა ახალი აზროვნება, შეხედულებები, ბედნიერება და სიმშვიდე მოგიტანოს _ ლოყაზე აკოცა . ისევ იღიმოდა . ახალ წლამდე წამებს ითვლიდნენ. ალექსანდრე მათკენ იყურებოდა მას უნდა გაეშვა ფოიერვერკი ღილაკზე ედო ხელი და შოთა აჩერებდა. სწრაფად მივიდა , მის გვერდით დადგა , ხელი მის ხელს დაადო და მზერა გაუსწორა _ ახალ წელს ვიწყებთ ახალი გრძნობებით
_ახალი ემოციებით, ახალი თავგადასავლებით, ახალი წელი და ძველი ჩვენ _ ტრადიციული წინადადება თქვა , ისეთი ხრინწიანი ხმა ჰქონდა იმდენ რამეს ამბობდნენ მისი თვალები . მარიამმა ისევ გაიღიმა და მის ტუჩებს შეეხო. პირველი ახალი წელი დაიწყო მათი ვნებიანი კოცნით. ღილაკს ხელი დააჭირეს, ახალი წელი დადგა მთელს ქვეყანაში . შეძახილები ისმოდა, ყველა ყველას ულოცავდა . მარიამი კი ალექსანდრეს უღიმოდა და მისი ტვინი ახალი გეგმებით ივსებოდა . რეგენერაციას განიცდიდა , გადაიტვირთა და მეტამორფოზაც განიცადა
_მარიამ იცი ხომ ?
_ყველაფერი რასაც სიტყვები ვერ აღწერს , მე და შენ

უბრალოდ ველი თქვენს შეფასებებს ემოციებს და როგორც ყოველთვის ვღელავ

№1  offline წევრი Sifrifana

ააა როგორ გელოდიიი :))) წავედი წავიკითხო :)

№2  offline წევრი დარინა

ჩემი სიგიჟეა ალექსანდრე და მარიამი, სულ მინდა რომ მთელი თავი მათზე იყოს რა ვქნა ყველაზე გამორჩეულები არიან, ველოდები მათ მიერ დანთებულ ცეცხლს, მინდა რომ მალე წაგვლეკოს მათმა აგიზგიზებულმა ცეცხლმაა, კიდევ უფრო მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს, ხოდა ბედაბოს დუდას ნუციკო დაუბედეე, ძალიან მომეწონა ეჭვიანი ნუციკოო, აბა ჩემს ზე კაცს რომ აგიჟებდა. ჩემი დღის პოზიტივი და გასაოცარი გოგო ხარ მარიამ.

№3  offline წევრი Anya10

ჯანდააბა !! დათოს და მაშოს მემგონი ყველაზე ნორმალური და ყველაზე გულწრფელი დიალოგი იყო. მართლა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს ახალი ურთიერთობისთვის, თუმცა დათო მაინც დათუნა დაა ლილე ჯერ კიდევ ღია ჭრილობა. ვფიქრობ ეს აშკარა დათოს ინიცატივა იყოო და ეხლა მაშოც უნდა გააქტიურდეს. ჩემთვის ზედმეტაად პესიმისტი და ზედმეტად დამთმობი. ლილე მართალია მოუშუშებლი ჭრილობაა მაგრამ აღარ დაბრუნდება და მაშომაც უნდა გააკეთოს რამე რომ დათუნაას გული სული ტანი ტვინი ყველაფეერრი მოიცვას. არ ვთვლი რო რასაც დათუნა გრძნობ სიყვარულია, ჯერ არ არი ყოველ შემთხვევაში. ამიტოომ მაშოომ უნდა დაიწყოოს ცეცხლის აგიზგიზება. ღმერთოო წარმოდგენაც კი მიჭირს დუდას და ნუცას შორის რა შეიძლება მოხდეს. ეს ფსიხი გოგო რას მოიმოქმედება არ ვიცი. რატომღაც ის გოგო ტელეფონიდან ძააალინ შემეცოდა. თუმცა ნუცაას ალბათ უფრო შეეშინდებოდა. შეეიშინდებიდა იმიტო რო არსებობს ვიღაც ვისაც დუდა ცრემლებამდე უყვარს. თაან არ ვთვლი რო ნუცაას ჯერ ეგრე ძლიერად უყვარს დუდა და ამიტომაც მოუნდა ჩხუბი. საერთოდ ეს ორი წყვილი უკიდურესობებია. ერთ ძააან უყვარს მეორეს ცოტა. ამ თორნიკემ ნუ გაატრაკა რა . ახალი წლის მილოცვა მარიამისთვის წელზე ხელის შემოხვევის და ფლირტის გარეშეც შეიძლებოდა. მეტიი მარიამი და ალექსანდრე!!!!!! არ მეყო ამ ორის წყვილი არასდროოს მყოფნის!!! მეტი მარიამი და ალექსანდრეე ერს! საერთო ჯამში ძაალიან ემოციური თავი იყო ყველა წყვილის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩანდაა. მოკლედ ჩემო მარიამ მიყვარხარ და ველი შემდეგ თავს.

№4  offline მოდერი abezara98

და დათუნამ მაინც მოახერხა და მაშიკო ამიტირაა unamused არა და რა კარგად მიიწევდა წინ? ბოლოს მაინც გამოამჟღავნა თავისი ხისთავიანობა grin არაუშავს, მთავარია, რაღაც ეტაპით მაინც რომ წაიწიეს წინ და დათუჩას როგორმე მოვუვლით smile რაც შეეხება ჩემს დუდას და ნუციკოს, არ მეგონა ნუცა ასე უცბად თუ გადაირეოდა scream არა, ადვილად აალებადი კი მყავს და ცეცხლმაქრი დუდაც გვერდით ჰყავს, მაგრამ... grin ნუ, ჩემი მარიამი და ალექსანდრე მაინც ზე წყვილი მყავს heart_eyes უსაყვარლესები, უპრობლემოები (ნუ, შედარებით მაინც grin ), თბილები და ტკბილები blush ეჰ, რას ვიზამთ, თორნიკე მრჩება ისე (მაგრამ მაირიამთან არც არასდროს მინდოდა ეგ ბატონი smile მაგას უფრო ხატია smirk ).
შენ კიდევ, ჩემო საყვარელო, ნამდვილი ოქრო ხარ, ბაჯაღლო და ბრილიანტი! heart_eyes heart_eyes

№5  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ჩემი სიგიჟეა ალექსანდრე და მარიამი, სულ მინდა რომ მთელი თავი მათზე იყოს რა ვქნა ყველაზე გამორჩეულები არიან, ველოდები მათ მიერ დანთებულ ცეცხლს, მინდა რომ მალე წაგვლეკოს მათმა აგიზგიზებულმა ცეცხლმაა, კიდევ უფრო მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს, ხოდა ბედაბოს დუდას ნუციკო დაუბედეე, ძალიან მომეწონა ეჭვიანი ნუციკოო, აბა ჩემს ზე კაცს რომ აგიჟებდა. ჩემი დღის პოზიტივი და გასაოცარი გოგო ხარ მარიამ.

მიხარია რო გიყვას შენ ალექსანდრე და მარიამისულ თავიდანვე გამორცეული იყო შენთვის და ძალიან ძალიან მიხარია
ცეცხლი არვიცი როდის იქნება
ნუციკოს კიდე საოცრებას ჩავადენინებ მომდევნო თავში

№6  offline წევრი Mariammmo

არასდროს არ მყოფნის...
რომ ვიწყებ თავიდან ფეხებამდე ისტორიაში ვარ მათ გვერდით და ბაცცც... როგორ წყდება ხოლმე ...
როგორები არიან ყველანი ერთმანეთზე გაგიჟებულები, მაგრამ ჯერ კიდევ წრეზე რომ დადიან.
აი დათუნა და მაშო ^^ როგორც მარიამი და ალექსანდრე ყველაფერს რომ ამჩნევდნენ მაგრამ ტვინები ეხლა რომ აღიქვამენ რა და რატომ ხდებოდა ^^
ომმმმ დუდიკას კი ელის ისე ეხლა ქარბორბალის დატყდომა თავზე... ძლივს ნუცამ დაიჯერა რო ის უნდა და სხვა არავინ და ეხლა მოუნდა იმ ვიღაცასაც დარეკვა -_-
აი ძალიან მინდა ხოლმე მართლა ის ემოცია გადმოვცე რასაც ვგრძნობ, მაგრამ არ მეხერხება და ჰა :D
ამიტომ მემილიარდედ გეტყვი, რომ ვგიჟდები შენზე და შენს გმირებზე <3

№7  offline მოდერი sameone crazy girl

Anya10
ჯანდააბა !! დათოს და მაშოს მემგონი ყველაზე ნორმალური და ყველაზე გულწრფელი დიალოგი იყო. მართლა ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგეს ახალი ურთიერთობისთვის, თუმცა დათო მაინც დათუნა დაა ლილე ჯერ კიდევ ღია ჭრილობა. ვფიქრობ ეს აშკარა დათოს ინიცატივა იყოო და ეხლა მაშოც უნდა გააქტიურდეს. ჩემთვის ზედმეტაად პესიმისტი და ზედმეტად დამთმობი. ლილე მართალია მოუშუშებლი ჭრილობაა მაგრამ აღარ დაბრუნდება და მაშომაც უნდა გააკეთოს რამე რომ დათუნაას გული სული ტანი ტვინი ყველაფეერრი მოიცვას. არ ვთვლი რო რასაც დათუნა გრძნობ სიყვარულია, ჯერ არ არი ყოველ შემთხვევაში. ამიტოომ მაშოომ უნდა დაიწყოოს ცეცხლის აგიზგიზება. ღმერთოო წარმოდგენაც კი მიჭირს დუდას და ნუცას შორის რა შეიძლება მოხდეს. ეს ფსიხი გოგო რას მოიმოქმედება არ ვიცი. რატომღაც ის გოგო ტელეფონიდან ძააალინ შემეცოდა. თუმცა ნუცაას ალბათ უფრო შეეშინდებოდა. შეეიშინდებიდა იმიტო რო არსებობს ვიღაც ვისაც დუდა ცრემლებამდე უყვარს. თაან არ ვთვლი რო ნუცაას ჯერ ეგრე ძლიერად უყვარს დუდა და ამიტომაც მოუნდა ჩხუბი. საერთოდ ეს ორი წყვილი უკიდურესობებია. ერთ ძააან უყვარს მეორეს ცოტა. ამ თორნიკემ ნუ გაატრაკა რა . ახალი წლის მილოცვა მარიამისთვის წელზე ხელის შემოხვევის და ფლირტის გარეშეც შეიძლებოდა. მეტიი მარიამი და ალექსანდრე!!!!!! არ მეყო ამ ორის წყვილი არასდროოს მყოფნის!!! მეტი მარიამი და ალექსანდრეე ერს! საერთო ჯამში ძაალიან ემოციური თავი იყო ყველა წყვილის წინ გადადგმული ნაბიჯი ჩანდაა. მოკლედ ჩემო მარიამ მიყვარხარ და ველი შემდეგ თავს.

მომეწონა
მეტი ალექსანდრე და მარიამი ერს !
ვნახოთ მომდევნოშ არა მაგრამ შემდეგ იქნებიან სხვანაირად არეული მარიამი და ალექსანდრე
უი თუმცა მეოცე თავშიც იქნება
smile smile
აუუ ნუცა გიჟია დაიმდენად გიჟი რომ ყველაზე მოულოდნელ რამეს გააკეთებს ისეთს დუდაც რომ ვერ წარმოიდგენდა ვერასდროს

abezara98
და დათუნამ მაინც მოახერხა და მაშიკო ამიტირაა unamused არა და რა კარგად მიიწევდა წინ? ბოლოს მაინც გამოამჟღავნა თავისი ხისთავიანობა grin არაუშავს, მთავარია, რაღაც ეტაპით მაინც რომ წაიწიეს წინ და დათუჩას როგორმე მოვუვლით smile რაც შეეხება ჩემს დუდას და ნუციკოს, არ მეგონა ნუცა ასე უცბად თუ გადაირეოდა scream არა, ადვილად აალებადი კი მყავს და ცეცხლმაქრი დუდაც გვერდით ჰყავს, მაგრამ... grin ნუ, ჩემი მარიამი და ალექსანდრე მაინც ზე წყვილი მყავს heart_eyes უსაყვარლესები, უპრობლემოები (ნუ, შედარებით მაინც grin ), თბილები და ტკბილები blush ეჰ, რას ვიზამთ, თორნიკე მრჩება ისე (მაგრამ მაირიამთან არც არასდროს მინდოდა ეგ ბატონი smile მაგას უფრო ხატია smirk ).
შენ კიდევ, ჩემო საყვარელო, ნამდვილი ოქრო ხარ, ბაჯაღლო და ბრილიანტი! heart_eyes heart_eyes

ვაიმეეე დიდი მადლობაა
მეც მადლობას გიხდი ნუციკოც დუდად მარიამიც ალექსანდრეც და საერთოდ
მგონია რო მომდევნო თავი კიდევ უფრო სხვა ეტაპის შოკი იქნება
ნუ მე ძალიან ვისიამოვნე წერის დროს
და ვნახოოოთ

Mariammmo
არასდროს არ მყოფნის...
რომ ვიწყებ თავიდან ფეხებამდე ისტორიაში ვარ მათ გვერდით და ბაცცც... როგორ წყდება ხოლმე ...
როგორები არიან ყველანი ერთმანეთზე გაგიჟებულები, მაგრამ ჯერ კიდევ წრეზე რომ დადიან.
აი დათუნა და მაშო ^^ როგორც მარიამი და ალექსანდრე ყველაფერს რომ ამჩნევდნენ მაგრამ ტვინები ეხლა რომ აღიქვამენ რა და რატომ ხდებოდა ^^
ომმმმ დუდიკას კი ელის ისე ეხლა ქარბორბალის დატყდომა თავზე... ძლივს ნუცამ დაიჯერა რო ის უნდა და სხვა არავინ და ეხლა მოუნდა იმ ვიღაცასაც დარეკვა -_-
აი ძალიან მინდა ხოლმე მართლა ის ემოცია გადმოვცე რასაც ვგრძნობ, მაგრამ არ მეხერხება და ჰა :D
ამიტომ მემილიარდედ გეტყვი, რომ ვგიჟდები შენზე და შენს გმირებზე <3

მარიამოოო მადლობა heart_eyes heart_eyes
დათოს არ უყვარს ისე რომ წრეზე არ იაროს და მაშო ხელს საერთოდ არ უწყობს დატოვა მარტო გრძნობების წინაშე და უთხრა ან შმეიყვარე შენით ან გამიშიო . ეს ვერც უშვებს ვერც იყვარებს ისე გიჟურად რო აიჭღას და მოკლედ შარშია
დუდა ქარბორბალას კი გადაიტანს ,მაგრამ მერე ნუცას სიგიჟეებს ვერ გააკონტროლებს ისეთს გააკეთებს ის

№8  offline წევრი kavai

უბრალოდ ვგიჟდები❣❣

№9  offline მოდერი sameone crazy girl

kavai
უბრალოდ ვგიჟდები❣❣

heart_eyes heart_eyes

№10  offline წევრი Anansio

ღმერთოო ჩემი საყვარელი წყვილებიი❤️❤️❤️ნელნელა მიდიან სიყვარულისა და ბედნიერების მწვერვალისკენ❤️❤️❤️❤️ჰუუჰ დათო უკვე გონს მოდის და ვგრძნობ,რომ მაშო უსიყვარულოდ კიარა სიყვარულითაც,უსაზღვროდ შეიყვარებს❤️❤️❤️დუდა და ნუცაა,გიჟებიი❤️❤️❤️❤️ოოო ჩემი საოცარი წყვილი მარიამი და ალექსანდრე❤️❤️❤️როგორი განსხვავებულები არიან❤️❤️❤️ვეღარ მალავენ გრძნობებს და აფრქვევენ ფეიერვერკებთან ერთაად❤️❤️❤️როგოორ მაბედნიერებ და მახარეებ❤️❤️❤️❤️ძალიან მიყვარხაარ მე შეენ❤️❤️❤️წარმატებები მარიამ!!!❤️❤️❤️

№11  offline მოდერი sameone crazy girl

Anansio

მადლობა <3
heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart
მომდევნო თავი კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება და იმედია მივალთ ბოლომდეც

№12  offline წევრი ნანა73

კარგი გოგო ხარ მარიამ! ❤️

აუუუ , ძაან მაგარი ხარ, ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებ, ძალიან მაგარ ისტორიას წერ

№14  offline წევრი ფარვანა

Chemi sikvarulebiii vgijdebi amatze scream sitkvebi armkofniis! heart_eyes chemical kvelaze kargebiii

innocent sauketeso xaar Marian veli axal tavs! <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

№15  offline მოდერი sameone crazy girl

ნანა73
კარგი გოგო ხარ მარიამ! ❤️

მადლობა
♡♡♡♡♡♡♡

Vivien Sky
Chemi sikvarulebiii vgijdebi amatze scream sitkvebi armkofniis! heart_eyes chemical kvelaze kargebiii

innocent sauketeso xaar Marian veli axal tavs! <3

ძალიან დიდი მადლობა
♡♡♡♡♡

სიყვარული გულს გვტკენს
აუუუ , ძაან მაგარი ხარ, ვერ წარმოიდგენ როგორ მახარებ, ძალიან მაგარ ისტორიას წერ

მე კიდე თქვენ მახარებთ
♡♡♡♡♡♡☆

№16  offline წევრი რუსკიმარუსია

პირველი ცივილური საუბარი მაშოს და დათოს და მაშოს შორის❤ ისე დაიწყო მათი სცენა წესით სიტკბო და სიყვარული, რომ უნდა ყოფილიყო ბოლოს, მაგრამ ხისთავიანმა დათუნამ მაინც ყველაფრის გაფუჭება მოახერხა და ბოლოს მაშენკა ისევ ატირა.

"შენ სულ სხვანაირი იყავი ... არასდროს არავის გავდი. ეს შენი წითელი თმაც კი ყველა სხვა ჟღალზე ცეცხლისფერია. შენი თვალებიც ყველაზე ჭრელია... ფერი არ აქვს ან მე ვერ ვარჩევ მათ ფერს . სულ უცნაურად მხდიდი , ცუდად მხდი ბავშვობიდან . გაივლიდი ვიღაც გამოგხედავდა დაშტერდებოდა და მერე ის ვიღაც მძულდა. მიზეზებს ვეძებდი და არასდროს არავინ იცოდა რომ იმის გამო ვერ ვიტანდი შენ რომ მოსწონდით" ❤❤❤ აი, ხო სითბო და სიყვარულია, მაგრამ იმდენად ხისთავიანია ვერ იაზრებს რა ხდებოდა და რა ხდება მასსა და მაშოს შორის❤ უშველე ამათ მარიამო თორე მომიკვდა გული????
ნუციკოს საქმე ცუდადაა :) არ მოეწონა გოგოს ვიღაცას დუდა რომ უყვარს და ეს ჩხუბი ეჭვიანობის შეტევას უფრო ჰგავს ვიდრე უბრალოდ გაბრაზებას❤

"უცნაურად უცემდა გული და საერთოდ ითიშებოდა მომენტებში. სხვა დროს ათას ადამიანს ნახავდა, მეგობრებთან საუბარს გააბავდა, იცევებდა, დალევდა და გაერთობოდა. ახლა კი არავინ ადარდებდა, ამჩნევდა იმ დეტალებს რაც მანამდე არ შეუმჩნევია. ეს ადამიანი მის გვერდით რომ იყო ერთი დიდი ვულკანი იყო რომელიც ათას ემოციას აფრქვებდა ყველა თვისება შეიძლება გეპოვნა მასში . ყველაფერი ჰქონდა და არ ეგულებოდა მისი სიძლიერის არავინ. მისი ცრემლებიც კი ყველაზე ძლიერ კაცად აქცევდა და მარიამისთვის არავინ იყო იმ სიმაღლეზე სადაც ალექაანდრე."

"იცი ჩვენს შორის ყველაზე იღბლიანი მე ვარ , ჩემი ქმარი ალექსანდრე დადვანია . ერთადერთი ბედის უკუღმართობა შენი გამოჩენა იყო ჩემს ცხოვრებაში ახლა კი ვფიქრობ რომ ეგეც შესანიშნავად გათვალა ღმერთმა და მიმახვედრა რომ უკიდეგანოდ ვაღმერთებ ჩემს ქმარს"

"_მარიამ იცი ხომ ?
_ყველაფერი რასაც სიტყვები ვერ აღწერს , მე და შენ"
ამით ყველაფერი ნათქვამია❤❤❤
გელოდები ხვალ❤❤❤

№17  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია

ვაიმე ასეთ მომენტებში გულიმიჩუყდება და მინდა ვიტირო
ჩემი საყვარელი მომენტები იყო
მადლობა
♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡

№18  offline წევრი aneta

კიდევ დადე რა დღეს

№19  offline მოდერი sameone crazy girl

aneta
კიდევ დადე რა დღეს

არ ვიცი არამგონია შევძლო

№20  offline წევრი Takk.22

საწაულად კარგი თავი ოყო, დათო აშკარად ცდილობს და მაშომ უნდაა დააფასოს ეს მცდელობა,მესმოს რთულია ორსული ემოციური ქალისთვის,მითუმრტეს მთელი ცხივრებათვლიდა რომ უიმედო იყო მისი გრძნობები მაგრამ ცოტა უნდა გამოფხიზლდეს იბრძოლოს თაბრუ დაახვიოს ჩვენს დათუნას, ნუცა და დუდა,ასე მგონია აოკალიფს მოუ2ყიბს ნუციკო ჩემს დუდას გადაორევა და ნამდვილად ცეცხლს დაანთებს რაც მომწონს ძალიან,მარიამი და ალექსანდრე რავთქვა არვიცი,რაღაცნაირი კლასიკა წყვილია რომელიც მითრევს უფროდა უფრო ვაკულტებ,საოცარი ენერგია მოდის მათგან თითქოს ჟანგბადიც სიყვარულით და ვნებითაა გაჟღენთილი ვგიჟდები ამათზე მე,შ3ნზე რავთქვა არ ვივი ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ყოველ ჯრრზე ასე აღფრთოვანებული, დამტოვო ვივსები ყოველი შ3ნი ისტორიის ყოველი მომდ3ვნო თქვის და ყოველი წყვილით.

№21  offline მოდერი sameone crazy girl

Takk.22

მე კიდე თქვენზე ვგიჟდები
აღარ ვიცი მართლა რა გავაკეთო და ვთქვა ხოდა უბრალოდ დავწერ და ისინი გეტყვიან ჩემს სათქმელსაც
heart_eyes heart_eyes

№22  offline წევრი cicino

პირველ რიგში გილოცავთ ნინოობას.
ხოდა ეხლა სასწრაფოთ მჭირდება ახალი თავი არა რა მუდამ მაოცებ და მანერვიულებ ვგიჟდები შენ შემოქმედებაზე.

№23  offline მოდერი sameone crazy girl

cicino
პირველ რიგში გილოცავთ ნინოობას.
ხოდა ეხლა სასწრაფოთ მჭირდება ახალი თავი არა რა მუდამ მაოცებ და მანერვიულებ ვგიჟდები შენ შემოქმედებაზე.

მადლობა მეც გილოცავთ
heart_eyes heart_eyes
ახალი ხვალ იქნება

№24  offline მოდერი Someone wandering

ვაიმე მაშო და დათოს საუბარი იყო ყველაზე გულწრფელობა,სიყარული,თან აღიარება,თან ვერ მიმხვდარი სიმართლე,რომ მაშო უყვარს! მაშო აღმერთებს დათოს,ვაიმე როგორ მიყვარს ეს ორიი.
მააშოო გოგო,მეც მიყვარს დათო იცი?... მესაკუთრეეც ვარ.
ვგიჟდები ამ ბიჭზეე,ჩვეულებრივად ვჭეედავ.
ნამდვილად ხისთავიანია გრძნობებს არ გამნოხატაავს,მარიამზე რომ აფრენ და ჭედავ მაგრამ ვერ გამიოხატავო მაგრად უთხრა მაშომ grinning უნივერსიტეტზე,გადაწერაზე,რომ ყვებოდა დავლენჩდი,უყურე შეენ რა განათლებული ტიპშა ყოფილა დათუჩაა hushed grinning heart_eyes
ჩემიი სიყვარულები არიან ესეენი,ბოლოს ხომ მაინც ამიტირე მაშოო? უნებურად,მაგრამ მაინც. აუუ ასეთი მომენტიც რო ძაან მევასებაა? მაშოს ცრემლებიც რო მევასებაა? და გარაბზებული,ეჭვიანი,რომანტიკული,თბილი,ტკბილი დათოოო? ყელზე რომ ეხება,ტუჩებზე,ჟღალ თმააზე...
უუუუჰ,წამეეკიდაა ცეეცხლიიიი. smiling_imp
ვგიჟდები დათუნაზე..
ჩემი დათუუნააა heart_eyes
ვაიმეე დუდაა და ნუცა რა გიჟები არიან რა და რა ქარიზმატულებიი, heart_eyes flushed ის ქალიუეჭველი დუდას სიყვარულით იწვის,მაგრამ დაკრას ნოსი,როცა ნუცაა აქ satisfied ვნახოოთ აბა ნუცა რას გაკეთეებს,უნდა გადამაფსიხოოს უეჭვეელი რაა satisfied ნაკლებს არც ველიი
თორნიკე ხატიასთვის გადავინახე, და ცალკე შევფუთე მე. heart_eyes
ვსო,ტოჩკა. bowtie
ალექსანდრე და მარიამი,ვაიმე ეს წყვილი არის სიყვარუუულიიი,ვნება,ცეცხლიიი,უყვაართ ერთმანეთი ყველანაირაად,დავრწმუნდი,რომ ეს ორი ცალ-ცალკე ვაბშე არაფერიააა,საერთოდ არაფერი! ეს ორი უნდა იყოს ერთად,მორჩა! smiling_imp
''მარიამ,იცი ხო?
ყველაფერი რასაც სიტყვები ვერ აღწერს. მე და შენ'' heart_eyes
ვაიმეეე ეს მომენტი იყო საოცრებაააა.
მაგრამ უნდა ავღიაროო დათო და მაშო რომაა ჩემთვის ისე არავიიინ,ჩვეულებრივად ვჭედავ ამაათზე და იმ პატარა ბასასუნაზე ამ ორის ნაწილი რომაა. heart_eyes
გადააავფსიიხდიიიი ამ თაააავზეეე. sweat heart_eyes

№25  offline მოდერი sameone crazy girl

Someone wandering

ახლა რომ დავფიქრდი წესით სულ სიფსიხე თავები გელით წინ და ვიმედოვნებ ბოლომდე მოგეწონებატ და დავასრულებ ოდესმე დადგება ეგ დროც

№26  offline წევრი elene2619

ისე მიშლის ხანდახან მაშო ნერვებს ორსულად რომ არ იყოს დათოს მაგივრად მე გავჩეჩავდი joy
საოცრად ვითარდება მოვლენები და ერთი სული მაქვს როდის მივალთ დუნიშამდე რომ ყველაფერი დალაგდეს heart_eyes
მოუთმენლად ველი ყოველ ახალ დღეს და ახალ თავს heart_eyes
წარმატებები შენ საყვარელო heart_eyes

№27  offline მოდერი sameone crazy girl

elene2619
ისე მიშლის ხანდახან მაშო ნერვებს ორსულად რომ არ იყოს დათოს მაგივრად მე გავჩეჩავდი joy
საოცრად ვითარდება მოვლენები და ერთი სული მაქვს როდის მივალთ დუნიშამდე რომ ყველაფერი დალაგდეს heart_eyes
მოუთმენლად ველი ყოველ ახალ დღეს და ახალ თავს heart_eyes
წარმატებები შენ საყვარელო heart_eyes

მმეც მინდა მისი მიხრჩობა მაგრამ არ გამოვა ჯერ
მერე ვნახოთ
იმედია ჩავალთ ბოლომდეც

№28  offline წევრი cicino

sameone crazy girl
cicino
პირველ რიგში გილოცავთ ნინოობას.
ხოდა ეხლა სასწრაფოთ მჭირდება ახალი თავი არა რა მუდამ მაოცებ და მანერვიულებ ვგიჟდები შენ შემოქმედებაზე.

მადლობა მეც გილოცავთ
heart_eyes heart_eyes
ახალი ხვალ იქნება

ველოდები სამსახურის შემდეგ ჩემი განტვირთვის საათია როცა ვკითხულობ და დაღლილობას მიქრობს ისეთი დადებითი გმირები გყავს.

№29  offline წევრი ქეთათო4

აუუ ახალიწელი მომანდომე რაა ???? საუკეთესო იყო ეს ემოციები და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ უმაგრეს თავს!
წინა თავზე არ დავაკომენტარე და ნერვები მეშლება :დდ
ბევრის ლაპარაკი შემიძლია კიდევ ძალიან ძალიან ბევრის!
მიყვარს ყველა აქ ნახსენები და პლიუს შენც!
შენდეგ თავს ველი❤

№30  offline მოდერი sameone crazy girl

ქეთათო4
აუუ ახალიწელი მომანდომე რაა ???? საუკეთესო იყო ეს ემოციები და კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამ უმაგრეს თავს!
წინა თავზე არ დავაკომენტარე და ნერვები მეშლება :დდ
ბევრის ლაპარაკი შემიძლია კიდევ ძალიან ძალიან ბევრის!
მიყვარს ყველა აქ ნახსენები და პლიუს შენც!
შენდეგ თავს ველი❤

ბევრს რომ მეუბნებიან მერე როგორ მიყვარს მე
heart_eyes heart_eyes
დიდი ხანი არც გასულა ახალი წლის შემდეგ laughing laughing 27 დღით ჩამოვრჩი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent