შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული უსიყვარულოდ {22}


29-01-2019, 16:57
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 12 388

ფიფქები , თოვლი , ღვინო , ბუხარიდან გამომავალი ფერადი ნათება , მელოდია რომელიც სულს ათავისუფლებს , სიმსუბუქეს გრძნობ და გგონია რომ მალე ბეჭის ხაზიდან ფრთები გამოიზრდება .დიდი თეთრი ფრთები და ცაში აიჭრები ფიფქების ცვენაში.
თვალები დახუჭა , თითები თმაში შეიცურა , ისევ შეიღება ტუჩები წითელი ღვინით და ცარიელი ჭიქა თაროზე დადო. შემდეგ უკან შებრუნდა სავარძელში მჯდომს შეხედა და გაუღიმა
_თხოვნა მაქვს
_შევასრულებ !
_წამომყევი _ ხელი გაუწოდა ისიც წამოდგა და უკან გაჰყვა. ყველაზე მაღლა ავიდა ოთახს მზერა მოავლო და ფანჯარისკენ შებრუნდა
_მარიამ
_მინდა დამხატო _ ისევ ფიფქებს უყურებდა და შიშველ სხეულზე მოსხმულ ნაჭერს იშორებდა. ფანჯარას მიუხლოვდა და მხრით მიეყრდნო დაორთქლილ მინას _დამხატე ალექსანდრე
_მარიამ ჩაიცვი , გთხოვ
_მინდა დამხატო აი ასე მდგომი დამხატო ისეთი როგორსაც მხედავ
_არ შემიძლია _ მზერის მოშორება უნდოდა მაგრამ არ შეეძლო, თითქოს უკანასკნელი იყო რასაც დაინახავდა. უყურებდა მის პროფილს, ზურგზე დაფენილ თმას , დაჭიმულ , სავსე მკერდს ... მუცელსა და საჯდომს _ჩაიცვი მარიამ
_ადრე ხომ დამხატე
_წლების წინ იყო და შიშველი არ იყავი
_აქ ვიქნები სანამ არ დამხატავ ...ხომ იცი
_ანდრეა დაგხატავს
_ანდრეასთან არ გავიხდი
_მარიამ გეყოფა
_რატომ არ მიყურებ ...მინდა რომ მხედავდე
_მაშინ მეც გავშიშვლდები და თუ შეძლებ თვალის მოუშორებლად მიყურო ,დაგხატავ
_ვერა, ვერ შევძლებ ... ჩემთვის კაცის შიშველი სხეული არამიმზიდველი რამეა . შენ რამდენი შიშველი სხეული გინახავს რაა აქ ისეთი განსაკუთრებული
_კანკალებ ...
_მცივა
_გაიყინები
_მითხარი
_რა გინდა რომ გითხრა
_რატომ მოხვედი იმ ღამით ... რატომ ვერ შეძელი
_ვერ ვიტან ღალატის შემდეგ სხვისი ნაფერები სხეულით ცოლებს რომ უწვებიან
_მე და შენ უბრალოდ გვძინავს ისე როგორც ყოველთვის
_რა გინდა რომ გითხრა
_ჩემში ქალს ხედავ თუ მარიამს
_ჩემს წინ სრულიად შიშველი ხარ მარიამ
_ახლა რომ შეგეხო?
_გამოცდას მე მიტარებ თუ საკუთარ თავს
_ექსპერიმენტია ჩვენთვის _ მიუახლოვდა , სხეული უთრთოდა . კანი სულ მთლად დახორკლილი ჰქონდა , ტუჩებმაც კი იცვალეს ფერი. სუნთქვისას ორთქლს უშვებდა . შეხებამდე სულ ცოტა იყო_შენც გრძნობ როგორ ჩქარა მოძრაობს სისხლი ?
_შეიშალე_ხმა შეცვლილი ჰქონდა
_ვიყინები , არ ჩამეხუტები ? _თავი მხარზე მიადი მხოლოდ ამ წერდილში ეხებოდა. თვალები დახუჭა და დაელოდა . მისი გულისცენაც ესმოდა, ხშირი სუნთქვაც და სხეულიდან წამოსულ სიმხურვალესაც გრძნობდა. მერე წელი აეწვა , ბეჭებიც და ყველა ის ადგილი სადაც ალექსანდრე ეხებოდა.
_ერთიც რომ გაკოცო ... მერე დავასრულებთ მარიამ
_დასრულდა უკვე ... სურვილებმა და გრძნობებმა მეგობრობას გადააბიჯეს_მკლავები ყელზე მოხვია , თითებით მის თმას ეხებოდა. თავი ისევ გულზე ჰქონდა მიდებული . გვიან გაიაზრა რომ ცრემლები სდიოდა _ დასრულდა ... მორჩა და უფსკრულში ვართ
_იქნებ პირქითაა და ახლა მივაღწიეთ მწვერვალს _ მისი სახე ხელებში მოიქცია და მზერა გაუსწორა
_იქნებ ... მნიშვნელობა არ აქვს . ბედნიერება სიმარტივეშია
_ღმერთო რა რთულია შენი სურვილი_ გაიცინა და თითები ყელიდან ქვემოთ ჩაასრიალა _ გაყინული ხარ ...
_თითები ... შენი თითები რაღაც უჩვეულოს მმართებს _ თავბრუსხვევას გრძნობდა , კანქვეშაც კი გრძნობდა მის შეხებას თითქოს ყველა უჯრედი გაასმაგებულად მოქმედებდა
_რატომ მგონია რომ არასდროს არავის შევხებივარ შენამდე _ ხმა ჩვეულებრივზე მეტად ბოხი ჰქონდა , მზერაც კი შეეცვალა . მარიამი ყველანაირ ალექსანდრეს იცნობდა ასეთის გარდა. ახლა თითქოს სრულიად უცნობს ხედავდა.
თვალები რომ დახუჭა შემდეგ სიმსუბუქე იგრძნო , ალექსანდრემ ხელში აიყვანა. თავი მის ყელთან ჰქონდა პირველად მოქმედებდა მისი სურნელი ასე ძლიერ. უნდოდა , საშინლად უნდოდა შეესრუტა , არ ჰყოფნიდა , ზღვარს ვერ გრძნობდა . გული საშინლად უცემდა, იმდენად მოდუნდა თითქოს სრულიად უძლური იყო და გაქრებოდა ალექსანდრე თუ არ აკოცებდა. კოცნიდა და თითებს მის თმაში დაატარებდა. ისე ეხებოდა მის კანს თითქოს პირველად კოცნიდა , ისე აღიქვავდა მის შიშველ სხეულს თითქოს მანამდე წარმოდგენა არ ჰქონდა რა იმალებოდა პერანგის ქვეშ. სხვა იყო , ის აღარ იყო მისი ალექსანდრე , კაცი იყო რომელიც ვნებებს უშლიდა . ალექსანდრეს თვალებს რომ წააწყდა მიხვდა ისიც არეული იყო , ისიც ვერაფერს იგებდა და მაინც მის თვალებში იყო ვნება , სურვილი რომელსაც ვეღარ გააქრობდა .
_მარიამ ... ჩემო მარიამ _თითები სახეზე შეახო და აკოცა_ მგონია რომ ამ წამს მოვკვდები ... რას ვაკეთებთ მარიამ _ მკლავებში კოქცეულს ქალს უყურებდა და თან კოცნას აგრძელებდა . ნელა დაატარებდა ტუჩებს მის სახეზე და ყელზე _მარიამ
_ჩემი სურნელი გაქვს, ჩემი გემო აქვს შენს ტუჩებს _ ტუჩები ეწებებოდა , თითქოს საუბრის ძალაც აღარ ჰქონდა ისევ მოხვია მკლავები და ყველა შეგრძნების დაიგნორება უშედეგოს სცადა
_იცი ასე არასდროს არავინ მდომებია _ ყელში აკოცა და ღრმად ამოისუნთქა
წამები იწვოდნენ , ალექსანდრეს ტუჩები კი მარიამის სხეულს მიუყვებოდნენ. ისე ეხებოდა თითქოს რაღაც საოცრება იყო , ღვთიური და არა უბრალო მოკვდავი. ისე კოცნიდა თითქოს პირველი და უკანასკნელი იყო . ვერ აკონტროლებდა, ვერც ფიქრობდა საკუთარ ქმედებაზე უბრალოდ ხმას მიჰყვებოდა , ინსტიქტს რომელიც ყველაფერს შთანთქავდა და ისე იფრქვეოდა როგორც ლავა რომელიც ირგვლივ ყველაფერს შთანთქავდა .
მათი ხმები ერთმანეთს ერეოდა , მზერას არ აშორებდნენ ერთმანეთს , დრო გააჩერეს და იმ წამებში ჩაიკარგნენ . აღარც წარსული იყო და აღაც მომავალი მხოლოდ ის წუთები , წუთები და სხვა არაფერიი

შეუჩერებლად ცვიოდნენ ვებერთელა ფანტელები ციდან . ციოდა და ყველაფერი თეთრ სამოსში იყო გახვეული. ფანჯარაზე ყინულის ლოლოები ეკიდა ყველაფერი ისე იყო როგორც ახსოვდა, ღრმად სუნთქავდა და ირგვლივ იყურებოდა . შიშველი იწვა, მხოლოდ ბიკინი ეცვა და მთელს სხეულში უხილავი სიამოვნება უვლიდა. ფეხები ერთმანეს მიაბჯინა ,თავი უკან გადასწია და გამშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა . სახეზე ხელები ჩამოისვა და ცრემლები წამოუვიდა. მოიკეცა, საბანი მკერდზე მიიკრა და აქვითინდა
_სიზმარი იყო ... სიზმარი იყო . როგორ შეიძლებოდა სიზმარში ეს მენახა . როგორ შეიძლებოდა ასეთი სიზმრის ნახვა_ბუტბუტებდა და ალექსანდრეს ბალიშს მკერდზე იკრავდა. მობილურის ხმა რომ გაიგო ხელი გადასწია გამოსართავად . თენდებოდა , იმ დროს არავის ელოდა , მაგრამ ალექსანდრეს სახის დანახვისას ინსტიქტურად შეახო თითი მწვანეს
_მითხარი რომ შენც არ გეძინა თორემ ძაან გამიტყდება თუ გაგაღვიძე_დადვანის ხრინწიანი ხმა რომ გაიგო ლამის კვნესა წასკდა
_არ დამეძინა...შენ? შენ რას აკეთებდი ამ დრომდე
_მეძინა და რაღაც დამესიზმრა...რომ არ დამერეკა შევიშლებოდი
_რა დაგესიზმრა _ უკვე გონება ერეოდა . ზურგზე დაწვა და თითები შიშველ მკერდზე მიიფარა
_კარგად არ მახსოვს , მაგრამ უცებ გამეღვიძა ...მელაპარაკე რა .დღისით მაინც არ მცალია ... მომენატრე მარიამ _ აშკარად სიგარეტს მოუკიდა , სიჩუმე იყო და ამ სიჩუმეში მისი ყველა ამოსუნთქვა ესმოდა. თითქოს კანზე გრძნობდა მის ცხელ სუნთქვას. დაინახა როგორ მოკუმა ტუჩები სიგარეტის ღერის ირგვლივ და ტანში გასცრა ,თითის ბალიშებიც კი ეწვოდა. რამდენჯერ უნახავს ეს სცენა სრულიად ურეაქციოდ ახლა კი წარმოდგენისასაც სუნთქვა ეკვროდა _აქ საქმეები კიდე გამიგრძელდება ბევრი რამეა გასარკვევი
_არ ჩამოხვალ ჯერ? ალექსანდრეე მითხარი რო ჩამოხვალ ოთხ დღეში
_მარიამ რა ხმა გაქვს . დამენახე ვიდეო ზარით დამირეკე
_არა ... არ შემიძლია ახლა
_რატომ
_რომ წახვედი იმის მერე შიშველს მძინავს
_მეღადავები? _ხმამაღლა გაიცინა და ისევ დაინახა მარიამმა . მისი სიცილის ხმაც კი საოცრად მოქმედებდა
_მომენატრე ალექსანდრე, ისე მომენატრე მალე უშენოდ შევიშლები ... 10 დღეა წახვედი და ნორმალურად ვერც ვიძინებ . არ ვიცი რა მჭირს , მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს პატარა ბავშვი ვარ რომელსაც მარტო ძილი არ შეუძლია ...სიგიჟემდე მინდა ახლა აქ იწვე , ჩამეხუტო , ყელში მაკოცო შენმა წვერმა კანი დამისუსხოს და მერე მთელი ღამე ვგრძნობდე სითბოს რომელიც შენგან მოდის ... ალექსანდრეე რა გავაკეთო?
_მარიამ ისედაც ცუდად ვარ , ვაფშე დავიკიდებ ახლა ყველაფერს და ხვალვე წამოვალ. იცი როგორ მენატრები? საქმეს რომ ვასრულებ ინსტიქტურად მინდება დაგირეკო და გკითხო სახლში როდის მოხვალ...მთელი ღამე ვერ ვიძინებ
ვერ სუნთქავდა, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა თითქოს გული მალე გაუჩერდებოდა . ენატრებოდა , სიგიჟემდე ენატრებოდა და მხოლოდ ამ ათი დღის გამო არა თითქოს მთელი შვიდი თვის მონატრება ერთად იგრძნო. ის დრო რომელიც მის გვერდით გაატარა , მაგრამ ვერ იგრძნო , ვერ დაინახა.
ალექსანდრესთან ერთად ჩაეძინა , სულ რამდენიმე საათში გაეღვიძა და სახლიდან მალევე გავიდა.
ვერ ისვენებდა , ფეხს ამოძრავებდა შემდეგ თითების მტვრევა დაიწყო. ბოლოს მოსაუბრე გოგონები დაადუმა ისეთი რამ თქვა
_წუხელ ცხოვრებაში პირველად ზეეროტიული სიზმარი ვნახე ...
_პატარავ იგრძნო შენმა ვაგ*ნამ რომ უკვე 24 წლისაა და ჯერ არავის უგრძვნია მისი სიმხურვალე? _ რა თქმა უნდა მანჩომ უპასუხა და ფეხი ფეხზე გადაიდო _ მაინც რა დაგესიზმრა პატარავ ?
_საქმე იმაში კი არაა რომ რაღაც ძალიან გარყვნილი დამესიზმრა რამაც შემძრა ... ალექსანდრე იყო მთავარი მოქმედი პირი , ჩემი ალექსანდრე
_ხომ ვამბობდი შეუძლებელია მის ცოლად იგრძნო თავი და შენში ქალი არ გაცოცხლდეს_თქო? _ ნუცამ განაგრძო მაშო კი ისევ ჩუმად იყო და წამწამებს აფახუნებდა
_რა გავაკეთო ? ასე მგონია ჰაერში ვარ და მიწაზე დაშვების გზას ვერ ვპოულობ ... გავგიჟდები. არ შეიძლება მენატრებოდეს ის რაც სულ მქონდა...მილიონჯერ უკოცნია ალექსანდრეს ყელში, ლოყაზე , ხელზე, მხარზე ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს რომ მისი ტუჩები კვალს ტოვებდნენ და ერთად მეწვის იკვრება და ქვემოთ მიდის მთელი ტალღა
_დამშვიდდი ძვირფასო ეგ ჯერ არაფერია ... აი რეალურად რომ მოვა გაკოცებს და ხელს მოგხვევს მერე დაიწვები აი ამ ჟღალმაც კი არ იცის კაცს რა დიდი სიამოვნების მონიჭება შეუძლია მითუმეტეს იმ კაცს რომელიც შენზე გიჟდება და საკუთარი კი არა შენი ორგ*ზმი შლის ნაწილებად ...აიი ნუციკომ მოგითხროს როგორია იმ კაცთან ყოფნა რომელსაც სიგიჟემდე უყვარხარ
_მანჩოო _ნუცამ თვალები აატრიალა და მერე გაიცინა _გუშინ სავბრუნდით და ათასი საქმე აქვს ახლა რომ დავიწყო თხრობა დარწმუნებული ვარ მომინდება და ისევ მოვაცდენ საქმეს
_მანჩო შემიბრალე ცუდად ვარ ბოლო თვეა ისედაც...თითქოს ახალ წელს რაღაც დამემართა . ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ საკუთარ თავს ვუღალატე , ეს იყო სულ ჩვენი მეგობრობა? იქნებ აქამდეც კაცს ვხედავდი მასში და არა ჩემს ალექსანდრეს ახლა ვიყვირებ ... მგონია რომ საკუთარ ნაწილს ვკარგავ და ახლა ალექსანდრე რომ დაბრუნდება ამას ვერ ვეტყვი. ანუ გაჩნდება ამბავი რომელიც არ ეცოდინება , თანაც მნიშვნელოვანი ამბავი რომელიც მე მშლის
_რა გშლის ის რომ მიზანი რომელიც ქორწინებისას გქონდათ უკვე გამოჩნდა და გაურკვეველი არ არის. პრობლემა რა არის ის რომ მალე აღმოაჩინე ემოციები ? შენ უბრალოდ ზედმეტად ემოციური ხარ საკუთარ გრძნობებს არ აიგნორებ გაჩენისთანავე იაზრებ და ბოლომდე იღებ მის დადებით მხარეებსაც და უარყოფითსაც ...
_მოკლედ ძვირფასო შენ ერთადერთი ხარ ვინც ყოველთვის კაიფობს ამ ცხოვრებით ... ნებისმიერ დროს როგორ ცუდადაც არ უნდა იყოს მაინც პოულობს წერტილს საიდანაც სხივი შეაქვს და მერე სიბნელეს ანგრევს ... ამის დედაც მალე ნათლული მეყოლება_ნუცამ ლოყაზე აკოცა და მერე მობილური აიღო_დავურეკავ მაინც გავიგებ რას აკეთებს
_მაშო შენ რატომ არაფერს ამბობ
_მე ... მე დამეწყო _ მუცელზე ედო ხელები და თვალებგაფართოებული იყურებოდა
*^*^*^*
პალატაში იწვა და ტკივილებს უძლებდა . საშინლად ეშინოდა, ირგვლივ ექთნები და ექიმები იყვნენ . ყოველ წამს ამოწმებდნენ , მაგრამ არაფერს უსმენდა სანამ მტევანზე მისი თითების შეხება არ იგრძნო
_აქ ვარ ჟღალო ... არ შეგეშინდეს ხო?
_თვითონ კანკალებს და მე მეუბნება არ შეგეშინდესო
_პირველად ვხდები მამა კი არ მეშინია მიხარია და ემოციებში ვარ _შუბლზე აკოცა და მერე ლოყაზე გადავიდა _არ იტირო ... სულ მალე დედა გახდები. როგორც იქნა ვნახავთ ჩვენს ბიჭს
_მტკივაა ...ზოგჯერ ძალიან მტკივა
_მე შენთან ვიქნები გესმის? შენ ყველაფერს შეძლებ და ყველაზე მაგარი დედა იქნები
_შემოხვალ?
_ხო ...იქ რომ ვიცდიდი მივხვდი მშობიარობამდე ვერ გავუძლებდი და მირჩევნია იქ ვიყო . თუ შენ არ ხარ წინააღმდეგი და უარესად არ მოგიშლის ნერვებს ჩემი იქ დანახვა
_დათო
_ხო ...გისმენ რამე გინდა?
_თუ რამე ისე არ იქნება ნიკოლოზი დაარქვი და უთხარი რომ ყველაზე მეტად მიყვარს
_არაფერსაც არ ვეტყვი...ყველაფერი გამოგივა . ნუ მაგიჟებ ჩემგან გყავს შვილი და მშობიარობას ვერ შეძლებ? იმაზე იფიქრე რა მაგარი იქნება მის ხელში დაჭერას რომ შეძლებ და სულ შენთან იქნება _ თითებზე კოცნიდა და ნერვიულობის დაფარვას ცდილობდა. თავს ძლივს ერეოდა, გული უსკდებოდა და წამებს ითვლიდა .
უკვე ბლოკში რომ შეიყვანეს და მისი კივილი ესმოდა სულ მთლად გაგიჟდა. მისი დანამული სახე , აწეწილუ წითელი თმები. განწირული კივილი და გაფითრებული თითები რომელსაც ისე უჭერდა მარცხენა ხელს ვეღარ გრძნობდა საერთოდ, მაგრამ არ ადარდებდა არაფერი ბავშვის და მაშოს გარდა. მერე ბავშვის ტირილის ხმა გაიგო , მისი პატარა წითელი სხეული დაინახა და სითბო მთელს სხეულში ჩაეღვარა. მაშო ტიროდა , ძალა აღარ ჰქონდა , მაგრამ მაინც ელოდა როდის შეეხებოდა შვილს. დათო სულ გაიყინა , აღარც ექიმის ხმა ესმოდა მარტო მაშოს და მის მკერდზე მიხუტებულ პატარა ბიჭს ხედავდა რომელიც იმ წამს იწყებდა ცხოვრებას და მთლიანად მათზე იყო დამოკიდებული. მის შექმნილ სიცოცხლეს უყურებდა და გული თავის ადგილას აღარ ეტეოდა . მაშომ რომ ამოხედა მერე მოვიდა გონს და ბავშვს დააკვირდა ისევ შავი გრძელი თმა ჰქონდა , უჩვეულოდ გრძელი და მაშოს თეთრ მკლავებში ზედმეტად მუქი ჩანდა. დათოს გავდა და ეს ფაქტი კიდევ უფრო სიამოვნებდა. როგორც იქნა გონს მოვიდა და მაშოს აკოცა .სანამ გაიყვანდნენ მის ტუჩებს შეეხო
_შენ მე გამაბედნიერე
ბავშვს ვერ აკოცა , მხოლოდ თითები შეახო ისიც ფრთხილად და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს თავიდან დაიწყო ცხოვრება ნიკოლოზთან ერთად.
გარეთ რომ გავიდა პირველი ზურა დაინახა და ისიც წამსვე მივარდა
_როგორ არიან
_ორივე კარგადაა ... მაშოც და ნიკოლოზიც _ ეს რომ თქვა საბოლოოდ გათავისუფლდა და შემდეგ დიდხანს იღებდა მილოცვებს.
ცხოვრებაში არის გარდამტეხი მომენტები როდესაც გაუაზრებლად იცვლები, სხვა ადამიანი ხდები და შენში არსებულ მიძინებულ ერთ უცნობ მეს აღვიძებ .
............
მარიამი პალატიდან რომ გავიდა დათოს მოეხვია და თავი მის ყელში ჩამალა. კოცნიდა , თმაზე ეფერებოდა და ღიმილიანი სახით ტიროდა
_დათო ...ის უბრალოდ საოცრებაა
_მგონია რომ ვიფეთქებ ...ბედნიერებისგან გავსკდები მალე მარიამ
_ჩემო პატარავ მამა ხარ უკვე _ ლოყაზე აკოცა და მკლავები უფრო ძლიერად მოხვია _ მისი არსებობა ბედნიერებით გაგავსებს ყოველთვის , ყველა სიტუაციაში . მას რომ დაინახავ ყველაფერი განათდდება ხომ იცი
_მეშინია ... მეშინია რომ ცუდი მამა ვიქნები და ისეთს გავზრდი როგორიც მე ვარ . არ მინდა , რომ მე დამემსგავსოს
_პატარავ _თავი ააწევინა და გაუღიმა _შენ ყველაზე მაგარი მამა იქნები . უბრალოდ უნდა გათავისუფლდე და დაინახო ყველაფერი საკუთარ თავში . შენ იმდენი რამ შეგიძლია ასწავლო მას ... როგორ მიყვარხარ პატარავ _ ისევ აკოცა და თმები აურიაა _მამიდაა ვააარ _უცებ შემოჰკრა ტაში და ადგილზე ცეკვა დაიწყო_ხალხოო მამიდააა ვაარ ჩემი ბასასუნა დაიბადაა
........
მაშოს დაბრუნებამდე ყველაფერი თვითონ მოაწესრიგა და ნატა გააგიჟა ასეთი არასდროს მინახავსო გაიძახოდა. ბავშვს რამდენჯერაც ნახავდა იმდენჯერ აპაუზებდა , მოხლოდ მასზე ფიქრობდა და სხვა არაფერზე მაშოს კი უბრალოდ აღმერთებდა იმ პატარა ქმნილებისთვის რომელიც აჩუქა. რაც არ უნდა მომხდარიყო მათ ცხოვრებაში იცოდა მაშო ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი იქნებოდა ბოლომდე და საერთოდ არ ჰქონდა მნიშვნელობა როგორ უყვარდა.
.......
ალექსანდრე რომ დაინახა გაეღიმა და ცრემლები წამოუვიდა
_მარიამ რა გჭირს...მარიამ
_მაშომ იმშობიარა...ნიკუშა დაიბადა
_ვააახ რა მაგარიაა ტო...მარიამ მამიდა ხაარ?
_შენ შეხვედრაზე ხარ?
_ხო გამოვედი რომ დამირეკე ... ხო კარგად არიან
_კი ...კი ორივე კარგადაა . იცი რა ლამაზია? უსაყვარლესია
_აუ ტოო ახლა არ ვარ მაინცადამაინც რა გავაკეთო , წამოვიდე?
_არა ...არა ბოლომდე მიიყვანე საქმე . ბავშვს გაჩვენებ მერე. ფოტოებსაც გამოგიგზავნი
_შენს ემოციებს ვინ გაიზიარებს მარიამ?
_შენ...საღამოს მოგიყვები ყველაფერს
_ვინ ჩაგეხუტება ჩემს ნაცვლად... ნიკუშას ნახვაც მინდა . ჟღალია ?
_არაა შავტუხაა და იცი რა საყვარლობაა მაშოს რომ ჰყავს ხელში? ნუ ჯერ ვარდისფერია , მაგრამ თმები შავი აქვს . აუ მეტირებაა . პატარა დათუნა მახსენდება
_თვითონ როგორაა გონს მოვიდა თუ გათიშულია ჯერ
_გათიშულია ... ასეთი არასდროს მინახავს . გელოდებიან , მიდი . წარმატებები სან არ იფიქრო ახლა ამ ამბებზე ყველაფერი კარგადაა აქ . რომ ჩამოხვალ ბავშვის ნორმალურად დაჭერასაც შეძლებ
_ვნახოთ იქნებ დღესვე დავასრულო და წამოვიდე... დამირეკე ხო?
_ალექსანდრე საქმე დაასრულე და მერე დამიბრუნდი
......
მაშოს გვერდით ეძინა ნიკოლოზს. ისეთი მშვიდი იყო ორივე თვალს ვერ მოაშორებდი. დათო საწოლის კიდეში ფრთხილად დაწვა და ბავშვს დააკვირდა. ვერავის ამსგავსებდა , უბრალოდ მასსავით შავი თმა ჰქონდა და პატარა ფუმფულა ლოყები , წერტილისოდენა ცხვირი, ჯერ კიდევ დაშუპებული თვალები რომელსაც სულ რამდენიმე წუთით ახელდა ხოლმე და სურნელი რომელიც არავის ჰქონდა. ბავშვის სუნი იყო მთელს ოთახში და ყველაფერს შთანთაქავდა . მაშოს ბავშვის ფეხებთან ედო ხელი , მისკენ იყო გადაბრუნებული და ბავშვი მკერდზე ჰყავდა მიკრული. წონაში მომატებული იყო , ტუჩებიც კი უფრო სავსე ჰქონდა. ძალიან ლამაზი იყო, არა_ჩვეულებრივად ლამაზი და მისი ცქერა არასდროს მოჰბეზრდებოდა კაცს.
ნიკოლოზმა ტირილი რომ დაიწყო და მაშოც გამოფხიზლდა რატომღაც თვალები დახუჭა
_ჩშშ დე ... ჩემო ტკბილო , გემრიელო _ კოცნიდა და ნელ_ნელა არწევდა _არ გააღვიძო მამიკო _ მკერდზე მიიკრა და ბატონმაც თავად იპოვნა საჭმელი. უცნაური ხმა ესმოდა , მერე დათომაც ვერ შეიკავა თავი და ჩუმად დაუწყო ცქერა. მაშომ ვერც შენიშნა, ბავშვს უყურებდა თითებზე ეფერებოდა და იღიმოდა . ბავშვს მალევე დაეძინა, ფრთხილად წამოდგა და თავის საწოლში ჩააწვინა. ცოტა ხანს უყურებდა და არწევდა დაღლილი იყო , მაგრამ მაინც ყველაფერს აკეთებდა.
საწოლში რომ დაწვა დათოსკენ გადაბრუნდა . უყურებდა , გრძნობდა დათუნა მის მზერას და საშინლად დაიძაბა . ელოდა როდის შეეხებოდა მისი თბილი თითები და მიიტანდა სურნელს რომელიც მხოლოდ მის ხელებს ჰქონდა და სხვას არავის. ელოდა, მაგრამ მაშო არ შეხებია , ხელი აამოძრავა და უკან დააბრუნა ისევ . შემდეგ მისკენ მიიწია არ ეხებოდა, მაგრამ თავი დათუნას მკერდთან ედო და უბრალოდ მის სურნელს სუნთქავდა. გულისცემა ესმოდა , მაშოს რიტმული გულისცემა და საკუთარს ვერ იმორჩილებდა . მთელი სხეული ლარივით დაეჭიმა , მეტს ვეღარ გაუძლებდა . რომ არ შეხებოდა გული გაუჩერდებოდა ამიტომ ხელი მოხვია და მანძილი მინიმუმამდე შეამცირა . მაშოს არეული თმები სახეზე მიეკრა, შემდეგ თავი დახარა მზერა გაუსწორა მის გაფართოებულ ჭრელებს და ყბებზე მოუჭირა თითები
_აქ რა გინდა
_სად ... დათუნა
_რატომ მოიწიე თუ არ მეხებოდი
_დათუნა
_ნუ მეძახი დათუნას !
_გამიშვი _ მაჯაზე მოხვია თითები და თავის გაწევას შეეცადა
_ასე უფრო მაგიჟებ...ისე ქმნი სიტუაციას რომ თავს მანდომებ _ ცერი ტუჩებზე გადაატარა და ყვრიმალზე აკოცა _ ასე რომ ჩუმდები და კანკალებ მინდება გეჩხუბო , გაკოცო რომ მაშტერებ ხვდები საერთოდ ?
_სხვანაირად არ შემიძლია
_საინტერესოა ...იმშობიარე და ისევ ისეთი გახდი. დაბნეული, ჩუმი, მორცხვი და მშიშარა
_არ მეშინია უბრალოდ ...
_უბრალოდ რა
_როცა ვიღაც გიყვარს რთულია მასთან ახლოს და თან შორს ყოფნა
_გინდება ჩანეხუტო, მაკოცო , მომეფერო, მელაპარაკო და ვერ ახერხებ
_დათუნ...დათო რა გინდა რომ გავაკეთო. ვერ ვერევი თავს , ვცდილობ მაქსიმალურად
_საერთოდ არ ცდილობ! აზრზე არ ხარ რას უნდა ცდილობდე და მაგიჟებ
_გინდა ისევ მე გადმოვდგა პირველივნაბიჯი..ამას ელოდები რომ მერე ისევ მითხრა რომ გაცდუნე. დაგკერე, გონება აგირიე ხომ ასეა... შენ არაფრის გაკეთება გინდა . ისიც არ იცი რა გინდა სინამდვილეში ... ამიტომ შემეშვი , სჯობს სხვა საძინებელში დაიძინო
_ტუჩები გიკანკალებს ... გინდა გაკოცო ხომ? ახლა ელოდები როდის გეტყვი რომ მინდიხარ?
_ შენგან ვერაფერს დაველოდები ...
_ჯანდავა თავს ვერ ვიკავებ_ თითები თმაში შეუცურა და აკოცა . მერე ბავშვმა გაიღვიძა და მაშოც დაუსხლტა ხელიდან . მერე მთელი ღამე გაათენეს, ნიკოლოზს რაღაც აწუხებდა და როგორხ კი დააწვენდნე მაშინვე ტიროდა. დათოსაც არ ეძინა, მაგრამ ბავშვს ვერ იჭერდა საწოლში ჩაწვენილს არწევდა უშედეგოდ და მერე ისევ მაშოს აჰყავდა. მაშოს უკვე თვალები ეხუჭებოდა . ხელი მოხვია და მერე ნიკოლოზს შეხედა
_რატო ატრ*კებ მამი? ტყუილად გაქებდი კარგი ბიჭიათქო? მე მემსგავსები? უკაცრავად მაგრამ ჟღალის გაბრაზების უფლება მხოლოდ მე მაქვს
_კარგი რა დათო
_მომიყვანე
_სერიოზულად?
_არ ვიცი ... დავიჭერ როგორმე . ან ვერ დავიჭერ
_დე მამიკოს ეშინია ხედავ? არადა რომ ჰკითხო მაგარი ბიჭია _ ზურგზე უსვამდა ხელს და თავზე კოცნიდა _დეე დაიძინე რაა გთხოოვ აშკარად არაფერი გტკივა შენ ხო კარგი ბიჭი ხარ ... ძალიან მეძინება დე
_მომიყვანე _ წინ გადაეღობა მერე ფრთხილად მოხვია თითები ბავშვს და მკლავზე დაიწვინა. ისეთი პატარა იყო ერთ ხელში ეტეოდა. ჯერ სუნთქვა შეეკრა მერე მოდუნდა და მისი პაწაწინა გულისცემა რომ იგრძნო ფართოდ გაეღიმა
_მა დაძინების დროა იცი? შენ ასე თუ გააგრძელებ დედაშენი ხელში ჩამაკვდება . თუ მაინცადამაინხ მე და შენ გავათენოთ ეგ მუდოა ღამე 8 საათი თუ არ სძინავს მერე გათიშული დადის ... როდის გაიზრდები რამე რომ გაგაგებინო ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თოჯინას ველაპარკები _ ახლოს მიუტანა თავი მაგრამ ლოყაზე ვერ აკოცა წვერი ჰქონდა დაბალზე , მაგრამ მაინც დასუსხავდა _ხო , გავიპარსავ ხვალვე და მერე გაკოცებ _ძალიან ჩუმად ელაპარაკებოდა . მაშო კი სუნთქვაშეკრული იდგა და უყურებდა როგორ დადიოდა დათო ხელში ერთი ციდა ბავშვით და გაღიმებული ელაპარაკებოდა. ლოყები რომ დაენამა მერე მიხვდა ისევ ტიროდა. მდათოც შებრუნდა და ქვემოდან ამოხედა_გაგაჩინა და მაინც ტირის...ანუ შენი ბრალი არ ყოფილა მა . ნერვებს მიშლის რომ ტირის ცხვირი უწითლდება, ჭორფლებს შორის ცრემლები მდინარეებივით მიდის და მერე ტუჩებთან იკარგებიან ისე თითქოს ოკეანეში ჩადიან მიწვევს ! კიდევ ბევრს თუ იტირებს და ან ძმა გეყოლება იცოდე
_იდიოტო
_იდიოტოოო _გააჯავრა და მიუახლოვდა _ტირილს გიკრძალავ დღეიდან
_წარმოდგენაც არ გაქვს როგორი სანახავი ხარ
_მაქვს , მაგრამ არ მიტირია პირველად რომ დაიჭირე, არც მაშინ რო აჭმევდი და საერთოდ შენ რა გგონია ჩემზე არ მოქმედებთ ნიკოლოზი და შენ ? რა ვქნა რამდენჯერაც გული ამიჩქარდება იმდენჯერ ვიტირო?
_ნუ მეჩხუბები
_დედაშენი სულელია დროზე გაიზარდე და უთხარი რომ არ ვეჩხუბები , კი არ ვეჩხუბები მინდა შეიგნოს რასაც ვეუბნები
_ჩაგეხუტები რა _ ჩუმად უთხრა და პასუხამდე მოეხვია . თავი მხარზე დაადო ბავშვს დახედა და მერე ყელში მიაწება ცრემლიანი ტუჩები . წასვლა უნდოდა დათომ წელზე რომ მოხვია ხელი და ტუჩები დაუკოცნა. სუნთქვააჩქარებული მოშორდა და ისევ შებრუნდა _დაიძინე მე და ბავშვი გავალთ


ვუახლოვდებით დასასრულს მომდევნო შეიძლება ხვალ არ იყოს , მაგრამ მალევე დავდებ
მოკლედ გელოდებით



პირველი ვარ ❤

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

რუსკიმარუსია
პირველი ვარ ❤

heart_eyes

 


№3  offline წევრი სონა

მუდამ სასიამოვნო მოლოდინია შემდეგს რო ელოდები და ყველაფერრი რო ამართლებს... მადლობა

 


№4  offline წევრი Rania

Es emociuri tavi iyo mariam. Vitire da gavbednierdiii. Saocrebaa jgali datuna da nikolozii. Mariami da aleqsandre ho sxvabgqnzomilebaaa. Gelodebii
--------------------
Q.qimucadze

 


№5  offline წევრი Anya10

აუ აი ამის დადსრული არ წარმომიდგენი. ხო ბანალურია მარა სუუულ სუულ მინდა გაგრძელდეს. დათოო და მაშო აიი საერთოოდ სხვა პლანეტაა რა. დათომ განიცადა სრული მეტამორფოზი. ძააალიან სენტიმენტალური იყო მაგათი საერთო მომენტები ბავშვთან ერთად. ალექსანდრევ ბატონოო ჩამობრძანდით და უშველეთ თქვენ მარიამს სანამ სუულ ჩაიფერფლა ამ სიზმრებში. რაღააც საოცრება იყო ის სიზმარი. ეხლაა რეოლობაშიც გვინდაა რა ერთი ეგეთი დაა ვსოო. აუუ არ ვიცი როგორ შეველიო ამათ აი რა ვქნაა. ზეემოციური თავი იყო. თაან რაც მთავარია დადებითი ემოციებით სავსეე. მოკლედ ძაალუან მაგარი გოგო ხარ და მჯერაა ისეე გაგრძლედება ყველაფერი შენ რო გინდა და ჩვენ რო გვიხარია.

 


№6  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, აშკარად დამცხა ხალხოო და მიშველეთ ვინმემ, ან ჩემს მარიამს უშველოს დროზე ალექსანდრემ, თორემ დაიწვა და დაიფერფლა ეს გოგოო ❤❤ ნუ, ჩემი მანჩო მაინც ისევ ისეთი საყვარელი და ცეცხლია! სიმართლეს რომ ეუბნება რატომ არ მოსწონს? დროზე დააბრუნეთ ჩემი ალექსანდრეე, დამეწვა გოგოო! ❤❤
ვაიმეე, დაიბადა ის ვისაც ამდენი ხანი ველოდით? სიცოცხლე, სიხარული, სიყვარული და ხისთავიანი დათუჩას დამაჭკვიანებელი ❤❤❤ უკვე ვგიჟდები მე ამ პატარა კაცუნაზეე ❤❤
მოუთმენლად გელოდები ჩემო საყვარელოო ????????❤❤❤

 


№7  offline წევრი Mariammmo

როგორ ველოდებოდი <3
როგორი ტკბილი თავი იყოოოო <3
“გაგაჩინა და მაინც ტირის” :D
შენს გმირებზე ვერასდროს ვერ ვინერებ ხოლმე ასაკს იმას რასაც უწერ. როგორი სისულელეც არ უნდა ქნან მერე ისე იქცევიან რო აი არაფერი არ აქვთ საერთო თავიანთ ასაკთან ...
ვაიმე ალექსანდრე და მარიამი კბილებით იჭერენ თავიანთ სურვილებს :D
რავქნა ეხლა მე რო არ მეყო :/
მალე დადე რა <3
ბევრი ბევრი ბევრი ბევრიიიიიიიიიიი აიიაიაი ძაააააალიან ბევრიიიიიიიი ^_^
სულ შენ უნდა იყოოო სიახლეებში ^_^
არა ეხლა ისეთი ტკბილი თავი იყო რო ჯერ კიდე იმ ბავსვის სურნელში გახვეულ ოთახში ვდგავარ და მაშოზე და დათოზე მეცინება და იქ მიდე ცალი თვალით მარიამის წამებას ვუყურებ მარა ნახევარსაც ვერ გადმოვცემ :D

 


№8 სტუმარი სტუმარი Takk.22

აუ როგორი ტკბილი თავი იყო გული გამითბოო,არ დაასრულო ჯერ რაა

 


№9  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმე სამეცადინო მავს უამრავი და უბრალოდრო არ გითხრათ რო მახარებთ არ შემიძლია
გავვარდი ახლა ისევ
მიყვარხართ

 


№10  offline წევრი Niniko11

ძალიან ემოციორი თავი იყოო როგორ ვგიჟდებიამათ წყვილზეე და არმინდა რომ დამთავრდეეს...

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

Niniko11
ძალიან ემოციორი თავი იყოო როგორ ვგიჟდებიამათ წყვილზეე და არმინდა რომ დამთავრდეეს...

მადლობაა
ორ თავში დასრულდება ალბათ

სტუმარი Takk.22
აუ როგორი ტკბილი თავი იყო გული გამითბოო,არ დაასრულო ჯერ რაა

მიხარია ასე რო მოგწონთ
მაგრამ მოვიდა უკვე დასასრული დაიგვიანა კიდეც

 


№12  offline მოდერი Someone wandering

მაშო და დათუნა არის სიყვარულიიი.ეს პაწაწუნა ბაბაასოო,ვაიმე რა საყავრელიაა,ვგიჟდებიი,ვიწვიი ქაალიიი
ვაიმეე გული მაქვს აჩქარებული,
''ჩაგეხუტები რა''- აი ამ მომენტზე გავჭეედეეე
ყელში მიაწება ცრემლიანი ტუჩებუიო....ვაიიიჰ ჩამოცხაა ხოო?
ვაიმეე არ შემიძლია ეს ორი ნუუ,ვგიჟდები მე ამაათზეე,მიყვაარს ეს ორიი,ვაფანაატებ,ჩემი ნუგბარებიი და ტკბილები არიაან.
მარიამისა და დათოს მომენტზე გული გამითბა,მაგათ ვენააცვაალე მეეეე.
სიყვარულიკოეებიი ჩეემიიი.
მარიამის სიზმარზე დავდნი დ დავიფერფლეე,თურმე სიზმარი ყოფილაა,უი დედასაა ...
ალექსანდრე და მარიამი 2 კვირით,ღადაობ ტოოო? დაიშანთებიან ტიპები მონატრებისგაან.
უუუუხ ცეცხლი წყვილიააა,რააა.
მაგრაამ,მაშო და დათუნააა როგორ მეავსებით ვერც კი წარმოიდგეენთ რაა.
ცვეეტშიიიი ვაბოდებ თქვენზე,მაგარი ტიპშები ხაართ... ჰმ, დათოს მიუნდა მეორიე შვილიი. დაასვენე ცოტა ხნით მაშო ბიჭოო.
დათუნაა არიიის ჩეემიი სუყვაარუუულიიიიი.ვირტუალური საქმროოაა ჩემიიი...

 


№13  offline მოდერი sameone crazy girl

სონა
მუდამ სასიამოვნო მოლოდინია შემდეგს რო ელოდები და ყველაფერრი რო ამართლებს... მადლობა

ვაიმეე არ ვიცი რას ვამართლებ მაგრამ ბოლოში მეშნია უკვე და იმედია გამოვა

Rania
Es emociuri tavi iyo mariam. Vitire da gavbednierdiii. Saocrebaa jgali datuna da nikolozii. Mariami da aleqsandre ho sxvabgqnzomilebaaa. Gelodebii

ემოციური იყო ჩემთვისც და მიხარია რომ ასე იმოქმედა
heart_eyes heart_eyes

Anya10
აუ აი ამის დადსრული არ წარმომიდგენი. ხო ბანალურია მარა სუუულ სუულ მინდა გაგრძელდეს. დათოო და მაშო აიი საერთოოდ სხვა პლანეტაა რა. დათომ განიცადა სრული მეტამორფოზი. ძააალიან სენტიმენტალური იყო მაგათი საერთო მომენტები ბავშვთან ერთად. ალექსანდრევ ბატონოო ჩამობრძანდით და უშველეთ თქვენ მარიამს სანამ სუულ ჩაიფერფლა ამ სიზმრებში. რაღააც საოცრება იყო ის სიზმარი. ეხლაა რეოლობაშიც გვინდაა რა ერთი ეგეთი დაა ვსოო. აუუ არ ვიცი როგორ შეველიო ამათ აი რა ვქნაა. ზეემოციური თავი იყო. თაან რაც მთავარია დადებითი ემოციებით სავსეე. მოკლედ ძაალუან მაგარი გოგო ხარ და მჯერაა ისეე გაგრძლედება ყველაფერი შენ რო გინდა და ჩვენ რო გვიხარია.

სიზმრის წერის დროს ისიც ვიფიქრე რო მართალი იყოსთქო ,მაგრამ გადავიფიქრე ასე სჯობს მგონი
სულ მალე დასრულდება ალექსანდრეს და მარიამის "ტანჯვაც"
მადლობააააა

 


№14  offline წევრი LittleSnake

ჩვეულებრივი პოზიტივი და საოცრება ხარ მარიამ.
არარსებობს შენი ისტორია წავიკითხო ემოციების გარეშე.
თან სულ ბედნიერი ემოციებით ვივსები.
ყველა წყვილი თავისებურად მომწონს
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.

 


№15  offline მოდერი sameone crazy girl

abezara98
ვაიმეე, აშკარად დამცხა ხალხოო და მიშველეთ ვინმემ, ან ჩემს მარიამს უშველოს დროზე ალექსანდრემ, თორემ დაიწვა და დაიფერფლა ეს გოგოო ❤❤ ნუ, ჩემი მანჩო მაინც ისევ ისეთი საყვარელი და ცეცხლია! სიმართლეს რომ ეუბნება რატომ არ მოსწონს? დროზე დააბრუნეთ ჩემი ალექსანდრეე, დამეწვა გოგოო! ❤❤
ვაიმეე, დაიბადა ის ვისაც ამდენი ხანი ველოდით? სიცოცხლე, სიხარული, სიყვარული და ხისთავიანი დათუჩას დამაჭკვიანებელი ❤❤❤ უკვე ვგიჟდები მე ამ პატარა კაცუნაზეე ❤❤
მოუთმენლად გელოდები ჩემო საყვარელოო ????????❤❤❤

ჩემიი გოგოოოო მადლობაააააა
მოკლედ ცეცხლი არ ვიცი ცოტა იყო ალბატ მე ნაკლებად გამომდისცეცხლი სცენები
დაიბადა ნიკუშა და დასრულდება მალე მაგათი წვალება ბოდიალი და სისულელეეები
smile

Mariammmo
როგორ ველოდებოდი <3
როგორი ტკბილი თავი იყოოოო <3
“გაგაჩინა და მაინც ტირის” :D
შენს გმირებზე ვერასდროს ვერ ვინერებ ხოლმე ასაკს იმას რასაც უწერ. როგორი სისულელეც არ უნდა ქნან მერე ისე იქცევიან რო აი არაფერი არ აქვთ საერთო თავიანთ ასაკთან ...
ვაიმე ალექსანდრე და მარიამი კბილებით იჭერენ თავიანთ სურვილებს :D
რავქნა ეხლა მე რო არ მეყო :/
მალე დადე რა <3
ბევრი ბევრი ბევრი ბევრიიიიიიიიიიი აიიაიაი ძაააააალიან ბევრიიიიიიიი ^_^
სულ შენ უნდა იყოოო სიახლეებში ^_^
არა ეხლა ისეთი ტკბილი თავი იყო რო ჯერ კიდე იმ ბავსვის სურნელში გახვეულ ოთახში ვდგავარ და მაშოზე და დათოზე მეცინება და იქ მიდე ცალი თვალით მარიამის წამებას ვუყურებ მარა ნახევარსაც ვერ გადმოვცემ :D

ვაიმეე მარიამოოოოოო მიხარიხარ მე შენ
უზომოდ უსაზღვროდ
მეც მანდ ვიყავი წერის დროს და ძალიან მეცინება ყველაზე
smile

 


№16  offline წევრი sunrise

ვაბოდებ შენზე.ცოტახნის წინ დავამთავრე "დაკარგული დრო"-ს კითხვაა დაა ვხვდები რომ გენია ადამიანი ხარ.
ეს ეს კი უბრალოდ სასწაულია.
უთბილესი.მეკეტებაა ყველაზეე.
იმხელა იმოციები მაქვს გადმოცემაც მიჭირს.ამიტომ მოკლედ ვიტყვი.
სასწაულია!
ველოდები შემდეგ მოუთმენლად <3

 


№17  offline მოდერი sameone crazy girl

Someone wandering
მაშო და დათუნა არის სიყვარულიიი.ეს პაწაწუნა ბაბაასოო,ვაიმე რა საყავრელიაა,ვგიჟდებიი,ვიწვიი ქაალიიი
ვაიმეე გული მაქვს აჩქარებული,
''ჩაგეხუტები რა''- აი ამ მომენტზე გავჭეედეეე
ყელში მიაწება ცრემლიანი ტუჩებუიო....ვაიიიჰ ჩამოცხაა ხოო?
ვაიმეე არ შემიძლია ეს ორი ნუუ,ვგიჟდები მე ამაათზეე,მიყვაარს ეს ორიი,ვაფანაატებ,ჩემი ნუგბარებიი და ტკბილები არიაან.
მარიამისა და დათოს მომენტზე გული გამითბა,მაგათ ვენააცვაალე მეეეე.
სიყვარულიკოეებიი ჩეემიიი.
მარიამის სიზმარზე დავდნი დ დავიფერფლეე,თურმე სიზმარი ყოფილაა,უი დედასაა ...
ალექსანდრე და მარიამი 2 კვირით,ღადაობ ტოოო? დაიშანთებიან ტიპები მონატრებისგაან.
უუუუხ ცეცხლი წყვილიააა,რააა.
მაგრაამ,მაშო და დათუნააა როგორ მეავსებით ვერც კი წარმოიდგეენთ რაა.
ცვეეტშიიიი ვაბოდებ თქვენზე,მაგარი ტიპშები ხაართ... ჰმ, დათოს მიუნდა მეორიე შვილიი. დაასვენე ცოტა ხნით მაშო ბიჭოო.
დათუნაა არიიის ჩეემიი სუყვაარუუულიიიიი.ვირტუალური საქმროოაა ჩემიიი...

მეორე ჯერ ვერიქნება და მერე ვნახოთ იმდენს ჰყავს ბავში გასაჩენი მაშო გაჩერდეს სჯობს თვითონ ბავშვები არიან ჯერ
laughing
სიზმარი თავიდან მინდოდ ანამდვილი რომ ყოფილიყო,მაგრამ გადავიფიქრე მიყვარს გმირების გამწარება ხომ იცი?

LittleSnake
ჩვეულებრივი პოზიტივი და საოცრება ხარ მარიამ.
არარსებობს შენი ისტორია წავიკითხო ემოციების გარეშე.
თან სულ ბედნიერი ემოციებით ვივსები.
ყველა წყვილი თავისებურად მომწონს
ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.

smile ძალიან მიხარია რომ მოგწონს
მადლობა
პოზიტიური მინდა მეც სულ რომ იყოს

sunrise
ვაბოდებ შენზე.ცოტახნის წინ დავამთავრე "დაკარგული დრო"-ს კითხვაა დაა ვხვდები რომ გენია ადამიანი ხარ.
ეს ეს კი უბრალოდ სასწაულია.
უთბილესი.მეკეტებაა ყველაზეე.
იმხელა იმოციები მაქვს გადმოცემაც მიჭირს.ამიტომ მოკლედ ვიტყვი.
სასწაულია!
ველოდები შემდეგ მოუთმენლად <3

ვაიმეე მომენატრნენ მაგ ისტორიის გმირები იმედია მოგეწონა
ძალიან ძალიან მიხარია ასეთ შეფასებებს რომ ვისმენ

 


№18 სტუმარი ucnobi

აუ მართლა არ დაასრულო ჯერ რა, ჩემი დუდა დააკლდა ამ თავში

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

ucnobi
აუ მართლა არ დაასრულო ჯერ რა, ჩემი დუდა დააკლდა ამ თავში

დუდა შემდეგშ იქნება
heart_eyes

 


№20  offline წევრი რუსკიმარუსია

ჩამოცხა ცოტა smile სიზმარში გაგიჟა ქალი და ისე რას უზამს smile სასაცილო არ იქნება ალექსანდრესაც მსგავსი სიზმარი რომ ენახა? smile ჩემი მარიკუნა, როგორ არ უნდა არსებულ მეგობრობას გადააბიჯოს, არადა ის კი არ იციან, რომ დიდი ხნის წინ გადააბიჯეს მაგ ზღვარ ორივემ kissing_heart ალექსმა ჩამოსვლა დიდხანს რომ დააგვიანოს დაიფერფლება ეს გოგო ცოცხლად laughing

დათუნდა ნელ-ნელა ხდება სითბო და სიტკბო kissing_heart უსაყვარლესები არიან ეგენი ერთად და რა გავაკეთო kissing_heart მაშენკა იმდენად არის შეჩვეული იმას, რომ დათოს არ უყვარს, სულ ვერ ხვდება რას ნიშნავს დათუნას ქცევები, ეს კიდევ ბოროტია, მიწვალებს აქ გოგოს და არ ეუბნება რას გრძნობს, ბოროტი დათუნა smile kissing_heart
ხვალ ამათ გარეშე რა გაძლებს მარიამო? დაგელოდები მაინც იქნებადა სიურპრიზი მოგვიწყო kissing_heart

 


№21  offline წევრი Nane123

ვაიმე აი ძალიან მაგარი იყო ველოდებოდი დათოს და მაშოს წყვილს.. ძალიან ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ???? ???? ????

 


№22  offline მოდერი sameone crazy girl

მწერალი ქალი
ოხ მარიამ ოხ მარიამ!რა სიტკბოება იყო ეს,სიყვარულობა და სიხარულობა))

მიხარია შენი გამოჩენა
მეგონა აღარ კითხულობდი და გამახარე მართლა
მადლობა
heart_eyes heart_eyes

Nane123
ვაიმე აი ძალიან მაგარი იყო ველოდებოდი დათოს და მაშოს წყვილს.. ძალიან ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს ???? ???? ????

მალე იქნება იმედიააა მაშოს და დათოს წყვილიც
ვეცდები მალე დავდო მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვი როდის იქნება

რუსკიმარუსია
ჩამოცხა ცოტა smile სიზმარში გაგიჟა ქალი და ისე რას უზამს smile სასაცილო არ იქნება ალექსანდრესაც მსგავსი სიზმარი რომ ენახა? smile ჩემი მარიკუნა, როგორ არ უნდა არსებულ მეგობრობას გადააბიჯოს, არადა ის კი არ იციან, რომ დიდი ხნის წინ გადააბიჯეს მაგ ზღვარ ორივემ kissing_heart ალექსმა ჩამოსვლა დიდხანს რომ დააგვიანოს დაიფერფლება ეს გოგო ცოცხლად laughing

დათუნდა ნელ-ნელა ხდება სითბო და სიტკბო kissing_heart უსაყვარლესები არიან ეგენი ერთად და რა გავაკეთო kissing_heart მაშენკა იმდენად არის შეჩვეული იმას, რომ დათოს არ უყვარს, სულ ვერ ხვდება რას ნიშნავს დათუნას ქცევები, ეს კიდევ ბოროტია, მიწვალებს აქ გოგოს და არ ეუბნება რას გრძნობს, ბოროტი დათუნა smile kissing_heart
ხვალ ამათ გარეშე რა გაძლებს მარიამო? დაგელოდები მაინც იქნებადა სიურპრიზი მოგვიწყო kissing_heart

არ ვიცი რამდენად ცეცხლოვანს დავწერ ნამდვილ ღამეს თუ დღეს თუ როცა იქნება ,მაგრამ სიზმარს ისიც ნახულობს და როგორს არ ვიცი შეიძლება უარესსაც
laughing laughing
რაც შეეხება მაშენკას ხო ნამდვილად ვერ მოდის გონს დ ავერ იჯერებს რაც ხდება

 


№23  offline წევრი cicino

უბრალოდ შეუდარებელი იყო საოცარი ემოციები განვიცადე. ???????????????????????? საოცრება ხარ შენც.

 


№24  offline მოდერი sameone crazy girl

cicino
უბრალოდ შეუდარებელი იყო საოცარი ემოციები განვიცადე. ???????????????????????? საოცრება ხარ შენც.

მადლობა

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

meocnebe avadmyopi
არ ვიცი დიდი ხანია კომენტარი არ დამიწერია...
დათო და მაშო....
ზუსტად ვიცი ამ წყვილზე ვგიჟდები
ვგიჟდები ასევე შენზე...
ყველაზე მეტად ეს წყვილი მესაყვარლება და რა გავაკეთო???
.....
უბრალოდ საოცრება ხარ..

არაფერი არ უნდ აგააკეთო გესაყვარლებოდეს
მიხარია
მადლობა

 


№26  offline წევრი Ninuciusi

აუ მეთქი ეშველა ალექსანდრესთქო და მარიამს და რა გამიკეთე ჰა?? უკვე მოვემზადე ქალი მეთქი ჰა ჩამოცხა უკვეთქო მარა შენც არ მომიკვდე... იმის მაგივრად რომ ვიჯდე და ფინალურის მასალას ვიზუთხავდე მარიამსა და ალექსანდრეს ვერ ვშორდები

 


№27  offline მოდერი sameone crazy girl

Ninuciusi
აუ მეთქი ეშველა ალექსანდრესთქო და მარიამს და რა გამიკეთე ჰა?? უკვე მოვემზადე ქალი მეთქი ჰა ჩამოცხა უკვეთქო მარა შენც არ მომიკვდე... იმის მაგივრად რომ ვიჯდე და ფინალურის მასალას ვიზუთხავდე მარიამსა და ალექსანდრეს ვერ ვშორდები

laughing laughing
ვაიმეეე
გავაწამე ხალხი ცოდვით ვერ ჩავაბარებ ხვალ გამოცდას
აი ხვალ რო დავდებ იქ ეშველებათ თუ დავდე
smile

 


№28  offline წევრი Ninuciusi

sameone crazy girl
Ninuciusi
აუ მეთქი ეშველა ალექსანდრესთქო და მარიამს და რა გამიკეთე ჰა?? უკვე მოვემზადე ქალი მეთქი ჰა ჩამოცხა უკვეთქო მარა შენც არ მომიკვდე... იმის მაგივრად რომ ვიჯდე და ფინალურის მასალას ვიზუთხავდე მარიამსა და ალექსანდრეს ვერ ვშორდები

laughing laughing
ვაიმეეე
გავაწამე ხალხი ცოდვით ვერ ჩავაბარებ ხვალ გამოცდას
აი ხვალ რო დავდებ იქ ეშველებათ თუ დავდე
smile

კაი გაჩე რას ქვია ვერ ჩააბარებ.. მეც გამოცდა მაქ და მარიამის ძ*ძუები დაგვიფარავენ ???? წარმატებები

 


№29  offline წევრი ფარვანა

Mikvars
Mikvars!
Mikvars da ra gavaketoo?!
Ver warmomidgenia amat gareshe rommivechvie chem kvelaze sakvarlebs heart_eyes
Chemi datoo scream innocent mashoo scream da patara cqnafoo blush heart_eyes wow!!! The wkviliebi mkvanan! Mariami da aleqsandre? blush vaih ragavas dammarteben me egeni joy koveli tavis wakitxvaze iseti saxit da ise emocievshi chafluli vkitxulob xolme mere mteli dge gagimebuli davdivar da arwmune chemimshoblebi mere rom boyfriendi armkavs da sxvamizezit var ase stuck_out_tongue_winking_eye sunglasses yum
Mokleed u are the best ever! Mariiam innocent thanks u! love u:you scream
Aleqsandre&mariam heart_eyes
Masho&dato kissing_heart
Nuca&duda blush
innocent <3
--------------------
Phanessa Psykhḗ

 


№30 სტუმარი პოპო

იმედია საბოლოოდ დაალაგებ დათოს და მაშოს.... თან ცოტა ცეცხლოვანად თუ მოხდება ეს "დალაგება" ორმაგად უკეთესი იქნება :დ :დ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent