საუკუნო სიყვარული.თავი 20.
თურმე არსებობს ასეთი დღეებიც ბედნიერებისაგან ჰაერიც რომ არ გყოფნის,მაშინ გრძნობ რომ შენც შეგიძლია გაიღიმო.ისე უბრალოდ იღიმოდე და სულში სითბო გეღვრებოდეს,რადგან ბედნიერი დღეები წინ გელოდება ისე როგორც ბედნიერი სიცოცხლე.თვალებში ცრემლი გიდგება,რომ მიაღწიე იმას,რისთვისაც იბრძოდი.მისული ხარ იმ წერტილამდე რომ სამართალი აღადგინო და დარდები სადღაც სიშორეში მოისროლო. -რას ამბობ,ხვდები ან იცი ვის ელაპარაკები? -ვიცი,ჩემს წინ ახლა ზის ორ-ფეხა ცხოველი,რომელმაც ადამიანის მკვლელობის და წამების გარდა ცხოვრებაში არც არაფერი უკეთებია. -ვინ ხარ,როგორ მიბედავ ასეთ ლაპარაკს.სტუმარი ფეხზე ადგა,მენაბდეს თვალი თვალში გაუყარა და უთხრა. -სასამართლოში შევხვდებით ერთმანეთს ბებერო. -მართლა არ ვიცი ვინ ხარ და რა ბრალს მდებ. -მამაჩემის მკვლელობას გდებ ბრალად და შემიძლია ეს დავამტკცო კიდეც,უამრავი სამხილი მაქვს შენს წინააღმდეგ. -წადი ახლავეს ჩემი სახლიდან. -სიმართლის გაგება გინდოდა თუ რისთვის მოვედი,მე სიმართლე გითხარი და არ იჯერებ ეს თქვენი საქმეა,მე არ ვარ დამნაშავე,დამნაშავე შენში ეძებე ბებერო.ამ დამნაშაულს ძვირად გადაიხდი,ძალიან ძვირად.ნოდო წავიდა,გურამმა კი კარებს შეახეთქა ჭიქა და იქვე ჩაჯდა თავზე ხელებ შემოწყობილი,შემდეგ კი ტელეფონზე დარეკა. -სად ხართ,დაგეძინათ? რა გიბრძანეთ,სახლს უთვალთვალეთთქო. -აქ ვართ უფროსო,არავინ არ მოსულა. -ესე იგი იცის,რომ ვუთვალთვალებთ. -როგორ,ვინ ეტყოდა. -არ ვიცი,ჩვენს შორის გამცემია,მოძებნე და იცი რაც უნდა გააკეთო.გიჟს ჰგავდა,ღმუოდა და ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა.ნოდომ კი დამშვიდებულად გაიარა ნახევარი გზა,შემდეგ მილენას დაურეკა და მოიკითხა. -ნოდო დაბრუნდი? -დავბრუნდი,გცალია რომ მოვიდე? -კი,სახლში ვარ.ნოდო მივიდა მილენასთან და ბესოსაც გაუხარდა მისი ნახვა. -ვერ მოისვენე და დაბრუნდი. -ასეა,როგორ ხართ და როგორ მიდის ძიების საქმე. -კარგად,ძალიან კარგად.ვფიქრობთ გვაქვს საკმაო სამხილები ხელთ,დღეს კომისარს და მაიორს დაველაპარაკოთ და უკვე საქმეში სერიოზული ნაბიჯი გადავდგათ,ავღძრათ საქმე მენაბდეს წინააღმდეგ. -მე მასთან ვიყავი,მისგან მოვდივარ ახლა. -რა გინდოდა მასთან,რატომ მიდი.გაუკვირდა მილენას და გაოცბულმა შეხედა ნოდოს. -გაფრთხილება მივეცი,ის შეეცდება გამცემი ეძებოს მის სიახლოვეს.ჩვენ დრო გვაქვს,ისე უნდა დავარტყათ აზრზე ვერ უნდა მოვიდეს. -შეეცდება სამხილების გაქრობას. -შეეცადოს,ჩვენ ხომ ყველაფერი ხელთ გვაქვს. -კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხილი მოვიძიე. -გამოგვადგება მის გასანადგურებლად? -არ გაანადგურებს,დაასამარებს მას. -რა სამხილია. -გახსოვს, მამაშენის უძვირფასესი ბეჭედი რომ მომეცი თავისი კოლოფით? -კი მახსოვს,როგორ არა მახსოვს. -იმ კოლოფში წერილი ვიპოვე ნოდო. -როგორ,რა წერილია.გაოცბულმა შეხედა მილენას. -აი ეს წერილი.მილენამ აჩვენა წერილი და ნოდომ წაიკითხა. ,,საყვარელო,სულ მალე დასრულდება ყველაფერი,მოითმინე გთხოვ და გპირდები ჩვენ სულ ერთად ვიქნებით,ჩემო მადლენ''. -ეს რას ნიშნავს,მილენა. -მეც ბევრ ფიქრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი,რომ მენაბდეს ცოლი და მამაშენი................... -არ მჯერა,ვერ ვიჯერებ. -მე მეორე ვარიანტიც მაქვს. -და რაა მეორე ვარიანტი? -ეს ცოლის და ქმარის ერთობლივი გეგმაა,შენი ოჯახის გასანადგურებლად. -არაა გამორიცხული.თქვა ბესომ. -ბოლო წერტილამდე მივედით,ყველაფერი სულ მალე დასრულდება. -მილენა არის კიდევ რაღაც რაც გამოგრჩა ან ჯერ ვერ მიდი იქამდე. -რა გამომრჩა ნოდო. -მამაჩემის სახელზე არის კეთილ-მოწყობილი ბინა რუსთაველზე,მაგრამ ვინ ცხოვრობს,ვინ აქირავებს და ამ თანხას ვინ ღებულობს ეს ყველაფერი გასარკვევია. -გავარკვევთ,მაგრამ შენ ფრთხილად უნდა იყო დღეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგი,ერთი შემოთავაზება მაქვს უხერხულად თუ არ მიიღებ. -მილენა გისმენ,მე აქ თქვენს გარდა არავინ არ მყავს. -ისეთი თვალით შეგხედე,რაღაც ახლობელი გრძნობა მოდის შენგან და მოდი ნუ წახვალ,აქ დარჩი ამ ღამეს. -მადლობა,მართლა არ ვიცი რა ბედნიერი ვარ თქვენ რომ გნახეთ და გაგიცანით,მაგრამ არ იქნება სწორი აქ დავრჩე. -მაშინ ფრთხილად იყავი.ნოდო წავიდა,იმ საღამოს სასტუმროს აუარა გვერდი და წლების მიერ გამოკეტილ სახლში მივიდა.რამდენი წელია აქ არ ყოფილა, ამ სახლში ღამე არ გაუთევია,შუქები აანთო,სამზარეულოში შევიდა და წარმოიდგინა დედა ღიღინით ამზადებს ვახშამს საყვარელი ქმარ-შვილისთვის,ცრემლი მოერია და საყვარელი მშობლების ფოტოებს მოეფერა,სააბაზანოს კარი შეაღო და უეცრად თვალთ დაუბნელდა,მაგრამ ეს წამიერი იყო.ვიღაცამ ყელში წვდა და მის დახრჩობას შეეცადა,მაგრამ ნოდო ნავარჯიშებია და მკვლელს თავისივე ხელებით ჩააფრინდა.მკვლელმა იგრძნო ვერ შეძლებდა ნოდოს მოკვლას და გაიქცა,ნოდოც გაეკიდა,მაგრამ ხელიდან დაუსხლტდა.სახლში დაბრუნდა და ბესოს დაურეკა და რაც მოხდა ტელეფონით უთხრა,სულ მალე მელინა და ბესო ნოდოს სახლში იყვნენ და შეეცადნენ წამოეყვანათ,მაგრამ ვერ დაითანხმეს. -კარგი,როგორც შენ გინდა ისე იყოს მაგრამ კარგი იქნება თუ დაფიქრდები. -არა,აქ დავრჩები,დარწმუნებული ვარ აღარ მოვა.ბესო და მილენა წავიდნენ,ნოდო კი დილამდე იჯდა და ფიქრობდა.დილით მზემ რომ ამოანათა და ჯერ კიდევ ეძინათ ადამიანებს მშვიდი ძილით,ეს მშვიდი ძილი გურამს ტელეფონის ზარმა დაურღვია და მშვიდად უპასუხა. -გისმენთ,დაასრულეთ საქმე? -უფროსო,საქმე ძალიან ცუდად არის. -რატომ ცუდად,რა მოხდა.საწოლზე წამოჯდა გურამი. -გემი რომელზედაც ჩვენი ბიჭები იყვნენ ჩვენს საქონელთან ერთად,შუა ზღვაში გასული აფეთქდა. -რა თქვი? ფეხზე წამოიჭრა გურამმა და სიბრაზისგან სიტყვებს ვერ პოულობდა.ნოდომ დილით ადრე თავი მოიწესრიგა,ერთი სქელი საქაღალდე აიღო ხელთ და ისევ გურამის მიაკითხა,ისედაც უხასიათოდ მყოფი გურამი ნოდოს დანახვამ უფრო გააღიზიანა. -ამ დროს აქ რა გინდა შვილო,არც ხასიათი მაქვს და არც დრო შენს მუქარებს ვუსმინო. -დიდ დროს არ წაგართმევ,მეც მივდივარ მხოლოდ ეს საქაღალდე მოგიტანე რომ შენს მიერ ჩადენილ ბინძურ საქმეებს გადახედო და გაიხსენო წარსულში რა გიკეთებია. -ეს რა არის. -შენი ბინძური წარსულია აქ ბებერო. -ეს ყველაფერი,როგორ მოხვდა შენს ხელში. -გეგონა კვალს არ ტოვებდი? ყოველთვის არის ღალატის სუნი იქ სადაც უფრო მეტს გადაუხდიან გაჭირვებულ ადამიანებს,არ ინერვიულო შეგიძლია მშვიდად წაიკითხო და თუ ამ ყველაფერს გაანადგურებ არც ამაზე ინერვიულო,რადგან ეს ქსერქსია,დედანი კი იქ მივა დღეს,სადაც ძალიან დააინტერესდებათ.კანონით იმსჯელებენ და სასამართლოს გარეშეც ეცოდინებათ რა სასჯელი მოგისაჯოს მართლმსაჯულებამ.ასე რომ,მე შეიძლია გაგანადგურო და დავმარხო შენი არსებობა. -ასე ფიქრობ? მე შემიძლია ახლავეს დაგადნო და გაგაქრო. -როგორც გინდათ,თქვენს ბინძურ პაკეტს კიდევ ერთი სისხლიანი საქმე შეემატება,ხვალიდან ტელევიზიის ყველა არხზე თქვენ იქნებით,თქვენს წარსულზე გაიგებს საზოგადოება და მიხვდებიან ვინ ხართ სინამდვილეში. -ფიქრობ ასე უბრალოდ დავტოვებ ამ საქმეს,რომ არაფერს მოვიმოქმედებ? -არა,ვიცი რომ ისევ შეეცდებით ჩემს მოკვლას ისე როგორც წუხელ,მაგრამ მე აქ ვარ,ეს საქაღალდე კი უჩემოდაც მივა ადგილზე. -წუხელ მე არ ვყოფილვარ,არ მიცდია შენი მოკვლა. -ვიცი,თქვენ არ ყოფილხართ,თქვენ ხომ მხოლოდ ბრძანებებს სცემთ. -მე უბრალოდ გაგაბრთხილე.უთხრა ნოდომ და წავიდა,მიდიოდა და არ ეგონა იმ სახლიდან თავისუფალად თუ გამოაღწევდა და ბრძოლა იქნებოდა საჭირო,მაგრამ ნოდოს წასვლის შემდეგ მენაბდემ თითქოს მხრები ჩამოყარა და დანებდა,მაგრამ ეს წუთიერად იყო,რამდენიმე წამში გავიდა გარეთ მაგრამ ნოდო იქ აღარ იყო.ბესოს მის გარშემო უამრავი ქაღალდები დაეწყო და საიდან დაეწყო საქმე ვერ გაეგო,მხოლოდ მაშინ ასწია თავი მაღლა როცა გაბრიელი მივიდა მასთან. -ბესო ვიცი ბევრი საქმე გაქვს,მაგრამ ცოტა დრო უნდა დამითმო. -მოდი,მოდი რა შეშინებული ხმა გაქვს რა ხდება. -ბესო ნინის კვალს ვერ ვპოულობ უკვე ორი დღე გავიდა.ბესომ გაკვირვებულმა შეხედა გაბრიელს. -გუშინ გავიდა სახლიდან დედასთან წავალო,იქ არ მისულა და არც სახლში დაბრუნებულა,არ ვიცი სად ვეძებო. -ბავშვი? -ბავშვი სახლშია. -კარგი დაწყნარდი,განცხადება დაწერე რომ ძიება დაიწყოს. -ამიტომ მოვედი შენთან,განცხადება რომ დავწერო ხომ გამომიჩხრიკავენ მენაბდესთან რომ ვმუშაობდი. -არა უშავს,მე ვიტყვი რომ ჩემი წყარო ხარ და იმიტომ ხარ იქ.გაბრიელ ხომ არ გიჩხუბიათ ან რამეზე უსაყვედურე უსამართლოდ და ეს იწყინა,იქნებ დრო უნდა. -ნინის არა,მენაბდეს ვეკამათე გუშინ და საღამოს სახლში მისულმა გავიგე რომ ნინი შუადღის შემდეგ გასული უკან არ დაბრუნებულა. -მაშინ,გამოდის მენაბდესთან უნდა ვეძებოთ. -ბესო როგორ ფიქრობ,დაუშავებდა რამეს ნინის? -რა გითხრა,მისგან გამორიცხული არაფერია მაგრამ ცუდზე ნუ ვიფიქრებთ.ტელეფონზე დაურეკე? -აქამდე გადიოდა ზარი,ახლა კი გათიშულია. -კარგი,წამოდი მიგყვები კომისართან და ერთად დაველაპარაკოთ.ბესო გაბრიელთან ერთად შევიდა კომისართან და ყველაფერი აუხსნა. -განცხადება დაწერეთ? -არა,ჯერ თქვენთან მოვედით. -ხშირ-ხშირად შეამოწმეთ ტელეფონი,შემდეგ კი ისე მოიქეცი თითქოს არ დაეძებ,მენაბდესთან გააგრძელე ისევ ახლო ურთიერთობა.ბესო დარწმუნებული ვარ,ცუდი სუნი სწორედ მენაბდესგან მოდის. -გასაგებია კომისარო.უკვე კარებში გადიოდა ბესო რომ კომისარმა შეაჩერა. -ბესო რა ხდება გულბანის საქმეზე? -მელინა და ანდრეა არის მაგ საქმეზე კომისარო. -ჩვენ გვახსენეთ? აქ ვართ კომისარო ახალი ამბით. -რა ხდება მელინა,დაჯექით და მომიყევით ყველაფერი. -წუხელ ღამით გულბანის მოკვლის მცდელობა იყო კომისარო და ვფიქრობ,აღარ ღირს ამ საქმის შეჩერება. -უფროსობას შევუთანხმდები და გეტყვით პასუხს,მაგრამ ახალი საქმე გვაქვს.გაბრიელიც ცოლი არ სჩანს გუშინ შუადღის შემდეგ,მას მენაბდესთან კამათი მოუვიდა,როგორც ჩანს მენაბდემ გადაწყვიტა მას ჭკუა ასწავლოს. -კომისარო ფიქრობთ რომ............. -მოდი ჯერ-ჯერობით თავი შევიკავოთ დასკვნების გამოსატანად და ვიფიქროთ,რომ ცუდი არ მოხდეს არაფერი.ანდრეა გაბრიელს მიუბრინდა და შეეკითხა. -რა მოხდა,რაზე იკამათეთ გაბრიელ. -გუშინ დამიბარა და დამავალა გულბანის გაჩუმება,მე კი უარვყავი და ამის გამო ვიკამათეთ. -ეს სერიოზული ბრალდებაა. -ასეთია მენაბდე,მისთვის ყველა იმ ნოხივითაა რომელზედაც ფეხსაცმლის გარეშე აბიჯებს და სიამოვნებს ფეხის გულებში სირბილეს რომ გრძნობს.ის არ,ვერ მოისვენებს სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანს და იმ სიცოცხლეს არ ჩააქრობს რომელიც მას არ ემორჩილება.ჯერ მე მას ვჭირდები,რადგან მისი უამრავი საიდუმლო წერტილები ვიცი,მაგრამ ისიც ვიცი რომ მეც არ დამტივებს ცოცხალს და სხვებივით ბოლოს მომიღებს. -შენ სახელმწიფო გიცავს,აქედან გასული ისე მოიქეცი რომ მენაბდე რასაც გეტყვის შენ მისი გჯერა.გაბრიელი ძალიან ნერვიულობდა,ერთადერთ შვილს ვერ უხსნიდა თუ სად იყო დედა,რატომ წავიდა სახლიდან.48 საათიც დასრულდა,მაგრამ გაბრიელის ნინი არ გამოჩნდა,არ დაბრუნდა და ძიება აღიძრა.კომისარმა მაიორის და პროკურორის ბრძანებით ძიება გააძლიერა,მაგრამ ნინის კვალს ვერ მიაგნეს,ნინისგან არ ისმოდა არანაირი მინიშნება.ათი დღის შემდეგ გაბრიელმა შეტყობინება მიიღო უცხო ნომრიდან,ეს ნომერი კი არ იყო ქართული ნომერი. ,,შენგან წავედი და აღარასოდეს დავბრუნდები უკან,ამიტომ შეწყვიტე ჩემზე ფიქრი და ლოდინი,გააგრძელე ცხოვრება.მე სხვა შემიყვარდა და მასთან ვცხოვრობ,მშვიდობით''. -ტყუილია,ნინი ჩვენი შვილის გარეშე არსად არ წავიდოდა.თქვა გაბრიემა და ცრემლები ყელში აწვებოდა,თითქოს ხვდებოდა რაც ხდებოდა მის თავს. -დაწყნარდი და გთხოვ სიმშვიდე შეინარჩუნე,გავარკვევთ ზარი საიდან მოდის,ეს უცხოეთის ნომერია.ანდრეამ კომისარსაც და მაიორსაც ახალი ამბები აცნობა უკვე ისინიც დარწმუნდნენ,რომ მენაბდემ კიდევ ერთი ბინძური საქმე შეასრულა.მილენამ წყალი მიუტანა ფერწასულ გაბრიელს და უთხრა. -გაბრიელ ღრმად ისუნთქე,იგრძენი რომ ჩვენ ადამიანები მტვრის ნაწილაკებივით ვართ ამ უსასრულოდ დიდ სამყაროში.ერთნი ფიქრობენ რომ სამყარო მბრძანებელია,მეორენი ფიქრობენ რომ სამყარო მხოლოდ მათ გარშემო რტიალებს,მესამენი კი ცდილობენ იმ ორ კატეგორიას თვალები აუხილოს და უთხრას რომ ყველაფერი ისე არ არის როგორც მათ სურთ და როგორც მათ უნდათ. -მინდა მესამე კატეგორიას ჩავკიდო ხელი მელინა რომ ვერავინმა და ვერაფერმა ვერ შეძლოს ჩვენი შეშინება,ჩვენი დამარცხება და ჩვენი წაქცევა.იყო და არა იყო რა,ჩემი ცხოვრების ზღაპარი დასრულდა.ვიცი რომ და ვგრძნობ,რომ ნინი აღარაა მე დიდი შეცდომა დავუშვი,არ უნდა შევკამათებოდი მენაბდეს. -ნუ გადაიწურავ იმედს,გაბრო ნინი გამოჩნდება. -ვიცი,მჯერა რომ ვიპოვით,გამოჩნდება მილენა მაგრამ როგორ გამოჩნდება მე ამაზე ვფიქრობ.მე ვიცნობ მენაბდეს,მას არ უყვარს ხუმრობა,არ უყვარს შეპასუხება. -გპირდები,ამ საქმეს თავად გავუძღვები და ბოლომდე მივყვები მუხლებზე ფორთხვაც რომ მომიწიოს.მენაბდეს სუნთქვის საშუალებას არ მივცემ, თუ ნინის რამე დაუშავა.უთხრა ანდრეამ გაბრიელს და მხრებზე ხელი მოხვია. -კარგი,მე გავდივარ დღეს დამირეკა და არ წავსულვარ არ ვიცი რა უნდა.აი კიდევ მირეკავს. -დამშვიდდი,ხმა გააკონტროლე და ისე უპასუხე.უთხრა კომისარმა. -გისმენ უფროსო. -სად ხარ. -სამსახურში ვარ,მოხდა რამე? -დილით დაგირეკე და მას შემდეგ გელოდები. -ბევრი საქმე მაქვს და შევეცდები მალე მოვიდე. -ახლავეს აქ მოდი,მე იმაზე მეტს გიხდი ვიდრე შენი სამსახური,მათხოვრულ და სასაცილო ხელფასზე ცხოვრობ.გაბრიელმა კომისარს შეხედა და კომისარმა ხელით ანიშნა,გააგრძელე მშვიდად საუბარიო. -ახლავეს მოვალ უფროსო.გაბრიელმა ტელეფონი გათიშა და კომისარმა უთხრა. -წადი გაბრიელ მაგრამ ფრთხილად უნდა იყო,ანდრეა რას იტყვი მოსასმენი ხომ არ დაგვემაგრებინა. -კარგი იქნება უფროსო და ასე უფრო გავაკონტროლებთ.კომისარმა მაიორთან შეთანხმებით გაბრიელს მოსასმენი გაუკეთეს და ასე ყველა მშვიდად იყო,თავად გაბრიელიც იმედიანად წავიდა და მენაბდეს შეხვდა. -მოვედი უფროსო,ბოდიშს გიხდი ვერ დავიხსენი აქამდე თავი,დღეს ძალიან მძიმე დღე მქონდა. -კარგად ხარ,მოხდა რამე? -კი კარგად ვარ,მაგრამ დავიღალე. -დაღლას არა უშავს,საღამოს მეუღლე მოგიხსნის დაღლილობას. -ნინი არ არის სახლში უფროსო. -დასასვენებლად გაუშვი? -არა,მეც არ ვიცი სად არის.ორი დღე მის ტელეფონზე არ მპასუხობდა,შემდეგ კი შეტყობინება მივიღე შენგან წავედიო. -როგორ წავედიო,მიზეზის გარეშე ავდექი და წავედიო? გაკვირვებულმა შეხედა მენაბდემ გაბრიელს. -ასეა,ასე უბრალოდ ადგა და წავიდა სხვა შემიყვარდა არ დამელოდოო. -მოვძებნით,აუცილებლად მოვძებნით. -პოლიციას უნდა ვაცნობო და მოვძებნი სად არის. -არ გინდა პოლიცია,შენი ოჯახური პრობლემები რატომ უნდა გაიგოს ყველამ,ჩვენ რას ვაკეთებთ თუ მეგობრებს არ დავეხმარეთ. -თქვენ მომეხმარებით? -აბა რას ვიზამ,ის ნომერი მომეცი შეტყობინება რომ მიიღე.გაბრიელმა მისცა ნომერი და ძალიან ცდილობდა არაფერი არ ეთქვა,ანდრეამ კი გულიანად შეიკურთხა. -როგორ ატყუებს ეს ნაძირალა ამის დედას................ -ვიცოდი რა ნაძირალაც იყო,მაგრამ ეს მეტისმეტია.თქვა კომისარმა. -კომისარო ვფიქრობ გაბრიელის მეუღლე უკვე ცოცხალი აღარ არის და მენაბდე ცდილობს გაბრიელს თავ-გზა აუბნიოს. -მიზანთან ახლოს ვართ,გავარკვევ ყველაფერს.მოულოდნელად მილენა კურირმა იკითხა და მას რაღაც პატარა კონვერტი გადასცა,მილენამ გაოცებულმა გახსნა კონვერტი და შიგ პატარა გასაღები იყო,მაგრამ რისი იყო ეს გასაღები? უეცრად ცრემლი მოერია და ფეხზე წამოდგა,ყველამ გაოცებულმა შეხედა და კომისარმა შეეკითხა. -მილენა შვილო რა გჭირს,კარგად ხარ? -უნდა წავიდე,სასწრაფოდ უნდა წავიდე. -წადი შვილო,მაგრამ ვერ შეძლებ მანქანის მართვას წამოგყვება ვინმე. -წავალ,არ მინდა არავინის გაყოლა ჩემით წავალ.თქვა,ჩანთა აიღო და სირბილით დატოვა განყოფილება,გეზი პირდაპირ სესილისკენ აიღო და თვალებგაფართოვებულმა შეხედა ლუკას რომელსავ იგივე გასაღები ეჭირა ხელში. -თქვენც მიღეთ ეს გასაღები? -მივიღე,მაგრამ არ ვიცი რისი გასაღებია.თქვა ლუკამ. -ჩვენ ვიცით,ეს ძალიან მნიშვნელოვანია ლუკა. -მითხარით,რა არის ასეთი მნიშვნელოვანი.კარზე ზარი გაისმა და ნიცაც თვალცრემლიანი მივიდა მათთან,შეხედა გოგოებს და ჩუმი ხმით იკითხა. -თქვენც მიიღეთ? -მივიღეთ და ახლა სწორედ ლუკას ვუხსნიდი ამ გასაღების არსებობას.მაშ ასე,ჩვენ მე,სესილი,თათა და ნიცა როცა გავიზარდეთ,ერთი შემნახველი კასა ავიღეთ და თუ ვინმეს რამე გაგვიჭირდებოდა ამ გასაღებით შევატყობინებდით ერთმანეთს ჩვენს გაჭირვებას,მაგრამ ვის უნდა გამოეგზავნა თათას გასაღები. -მეც ეს მიკვირს,ვის უნდა გამოეგზავნა თათა აღარ არის,თუ იცოდა კიდევ ვინმემ ეს თქვენი საიდუმლო. -არა,არავინ მხოლოდ ჩვენ ოთხმა და არც მაინტერესებს ვინ გამოაგზავნა ან კიდევ ვინ იცოდა,ამ წუთში ეს გასაღები გვიხმობს რომ დავეხმაროთ ჩვენს მეგობარს.ლუკამ გაოცებულმა შეხედა მილენას. -ვის უნდა დაეხმარო მილენა ის მეგობარი ხომ აღარ არსებობს. -ნუ მიყურებ ასე გაოცებული ლუკა სიმართლეს გეუბნები,ეს გასაღები ვინც გამოაგზავნა გვიხმობს,რომ მას უჭირს. -ვიღაცა ომს გვიმძაფრებს,ცდილობს მახეში გაგვაბას. -ლუკა ცუდი წინათგრძნიბა მაქვს. -ისეთი შეგრძნება მაქვს,ვიღაცამ ძალიან ბევრი იცის ჩვენზე და უნდა რომ დაგვიცვას ცუდისგან. -კარგი თქვენ ჰო,მაგრამ მე რატომ გამომიგზავნეს ეს გასაღები. -ლუკა............................ -ჩუმად ჩემი ტელეფონია და ეს საფრანგეთის ნომერია. -რას ელოდები,აიღე და უპასუხე ჩქარა.უთხრა სესილიმ. -გისმენთ. -ლუკა ვაჩიბერიძეს ვესაუბრები? -დიახ,მე გახლავართ. -პარიზიდან გაწუხებთ ქალბატონ თათა მეტრეველის ადვოკატი,თქვენ სულ მოკლე ხანში მიიღებთ პაკეტს,ეს ქალბატონი თათას უკანასკნელი თხოვნა იყო და მეც ვალდებული ვარ შევასრულო და თუ სხვა რამე დაგჭირდებათ,შეგიძლიათ დამირეკოთ. -მადლობა,დრო რამდენი დასჭირდება პაკეტს აქამდე მოვიდეს? -რამდენიმე დღე,კვირა ან თვე.ეს თავად ჩვენც არ ვიცით,შეგატყობინებთ. -თქვენს ზარს ველოდები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.