შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიენდე გრძნობებს...თავი 13


26-02-2019, 21:09
ავტორი katiusha
ნანახია 2 690

მათი ცხოვრება ჩვეულებრივად არ გაგრძელებულა.ორივე გადატვირთული გრაფიკით მუშაობდა, ტატიანამ მალე აუღო ალღო ყველაფერს და მალევე გაერკვა ფინანსებშიც და კომპანიის საქმეებშიც. მთელი დღე ორივეს სამსახურში ყოფნა უხდებოდათ, ეს კი მათ გრძნობას და მონატრებას უფრო აღრმავებდა.ხშირად კონტაქტობდნენ ტელეფონით ერთმანეთთან,მაგრამ იყო პერიოდები,როცა რამდენიმე საათი ისე გავიდოდა,რომ ერთმანეთის ხმასაც ვერ იგებდნენ.
ნიკოლა აკითხავდა ჩვეულებისამებრ საღამოს ცოლს სამსახურში და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ,ან მეგობრებთან ერთად გასართობად მიდიოდნენ.მთელი დღის მონატრებას ხანდახან სადმე მყუდრო გარემოში ახშობდნენ
ერთად აღნიშნეს პირველი ერთობლივი რთველი ბერიძეების მამულში.ნიკოლას დაბადებისდღე ნოემბერში,ახალი წელი და შობა დეკემბერსა და იანვარში. ვალენტინობა თებერვალში.. ახლოვდებოდა მათი ქორწინების წლისთავი და კონტრაქტის დასრულების დრო. მართალია უკვე გაერკვიათ ყველაფერი,მაგრამ მაინც ეშინოდათ მომავლის.
ასეა ყოველთვის, როცა ადამიანს გულში შემოუშვებ,როცა მისით სუნთქვას და არსებობას დაიწყებ, ყოველთვის გექნება იმის შიში რომ არ დაკარგო…
განსაკუთრებულად ემზადებოდა ტატიანა ამ დღისთვის,მარტის თვე არასოდეს ყვარებია,ყოველთვის არეულ და ჩამოუყალიბებელ თვეს ეძახდა,რომ ვერ გაერკვია რა უნდოდა საერთოდ,ვერ მიმხვდარიყო საბოლოდ წელიწადის რომელი დროისთვის მიეკუთვნებინა ზამთრისთვის თუ გაზაფხულისთვის.
მაგრამ ახლა განსაკუთრებულად შეუყვარდა,განსაკუთრებულად ელოდა მის მოსვლას,ახლა მიხვდა რომ ის გაზაფხული იყო,ის გაზაფხული რომელმაც ნიკოლა მოუყვანა…
სააბაზანოდან გამოვიდა,თბილი პიჟამოები ეცვა,ფეხზე თბილი წინდები ჩაიცვა და ქმარს გვერდით მიუწვა,ნიკოლა წელსზევით შიშველი იყო,საწოლში წამომჯდარიყო და სანახევროდ ეფარა საბანი, ინტერესით უყურებდა ტელევიზორში რაღაცას.
-ვგიჟდები როგორ არ გცივა..
-აქ თბილა ტატიანა,გათბობაა ჩართული.-გაეცინა მას ტოლმასავით შეფუთულ ცოლზე.
-მე მაინც მცივა,სუულ,სუულ მცივა, ზაფხულშიც კიი.
-ესეგი ვერ შევძელი შენი გათბობა?
-არ ჩამხუტებიხარ და აბა როგორ? -გაეცინა გოგოს და ნიკოლას გაშლილ ხელებში მოექცა კომფორტულად.
-ხვალ ბათუმში მიწევს წასვლა იქაურ ფილიალში რაღაც მოხდა და აუცილებლად უნდა ჩავიდე.
-აუუ,ნიკოლაა,კარგი რაა,ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეოთხედ მიდიხარ.-დაიწუწუნა ტატიანამ.
-გასართობად ხომ არ მივდივარ?
-იქნებ ერთობი კიდეც,მე რა ვიცი აბა?- გაბრაზებულმა უპასუხა,რასაც ნიკოლას გადახარხარება მოჰყვა.
-ვისთან უნდა გავერთო?
-ქალების მეტი რა არის?
-ისევ ეჭვიანობის შემოტევა დაგეწყო? ხომ იცი რომ შენს გარდა არავინ არ მინდა?-ბიჭი დაიხარა და ცოლს ტუჩებში აკოცა.-შენც წამოდი და აღარ მოგიწევს ასეთ უაზრობებზე ფიქრი?
-ხომ იცი რომ ვერ წამოვალ?მეც მაქვს ჩემი საქმე და გამორიცხულია მივატოვო,თანაც ხვალ ახალი ღვინის პრეზენტაცია გვაქვს..
-მამაშენი აღარ ხუმრობს.
-ვიცი და არც მე ვხუმრობ, როცა გეუბნები რომ შენს გვერდით არც ერთი ქალი არ უნდა შევამჩნიო იცოდე.
-გასაგებია ჩემო მბრძანებელო,- გაეცინა ამირეჯიბს..-წავალ წყალს დავლევ და მოვალ. დამელოდე შენ.
-აუ ნიკო ისე ძალიან მომშივდა და გეხვეწები ის პიცა წამომიღე,-მიაძახა ტატიანამ
-შენ ეს ბოლო დღეებია ღამით ჭამას მოუმატე და წონაშიც მოიმატე მგონი და ყველაფერი წესრიგში გაქვს?
-კი,ნიკო ყველაფერი კარგადაა, ორსულად არ ვარ,რას აიჩემეთ ყველამ ამ ბოლო დროს.-გაბრაზდა ტატიანა.
-კარგი,კარგი,მაგრამ იცოდე როცა ჩამოვალ იქიდან,ექიმთან აუცილებლად წამომყვები, -გააფრთხილა ბიჭმა და ოთახიდან გაუჩინარდა.
‘*******
დილით საკუთარი ხელით ჩაულაგა ტანსაცმელი,გაუმზადა ჩემოდანი და ბათუმში გაუშვა.უცნაური შეგრძნება ჰქონდა ტატიანას,თითქოს სამუდამოდ მიდიოდა ნიკოლა.მისი ღიმილიც განსაკუთრებული და სხვანაირი ეჩვენა.მთელი დღე ფიქრობდა აბეზარი ფიქრებისგან თავი დაეღწია,მაგრამ ვერაფრით შეძლო. ბოლოს თავს სძლია,ადგა და საღამოსთვის დაიწყო მზადება.
პრეზენტაციაზე უამრავი ხალხი იყო მოწვეული,მნიშვნელოვანი და გავლენიანი პირები,ჟურნალისტები, მომღერლები,მსახიობები და ელიტის სხვა წარმონადგენლები.ასევე კომპანიის მნიშვნელოვანი თანამშრომლები. გული სიხარულით ევსებოდა, როცა მამის გახარებულ სახეს ხედავდა. მისი მცდელობა რომ ოჯახური ბიზნესი გადაერჩინა წარმატებული აღმოჩნდა.თუ ღვინო წარმატებით გაიყიდებოდა და ექსპორტიც წარმატებული იქნებოდა, ყველაფერი მოგვარდებოდა.
ახალი დაწყებული იყო წვეულება, როცა ტატიანა მივიდა.მაშინვე მიიქცია ყურადღება და ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდა.უამრავი კითხვა დააყარეს,ძირითადად იმას ეხებოდა რატომ იყო მარტო.მოკლე პასუხი გასცა და მამამისისკენ დაიძრა, მიესალმა,სტუმრებში ჯინა და ვახოც მოძებნა და მათთან განმარტოვდა.
-აბა მზად ხარ წარადგინო ჩვენი ახალი პროდუქტი?-ჰკითხა მამამ.
-კი მამა,-გაუცინა გოგომ.
ამ დროს მისმა ტელეფონმა დაიწკაპუნა, ნიკოლა ეგონა და თამამად გახსნა შეტყობინება.მაშინვე თვალთ დაუბნელდა როგორც კი ფოტო დაინახა.ნიკოლა,მისი ნიკოლა და ლიკა ქავთარაძე ერთად იყვნენ ფოტოზე გადაღებულები.ფერი გადაუვიდა და ნანკას რომ არ დაეჭირა დაეცემოდა.
-რა გჭირს?რა დაგემართა?-შეშფოთდა გოგო
-ნახე?-ეკრანი აუფრიალა წინ.
-არ შეიძლება ეგ მართალი იყოს.ვერ დავიჯერებ.
-რას ვერ დაიჯერებ?რას?-აყვირებას არაფერი უკლდა ტატას.
-მივდივარ,ახლავე ბათუმში მივდივარ.
-მოიცადე,ვერ წახვალ,იცოდე რომ ახლა მამაშენს სჭირდები, პრეზენტაცია.
-არ მაინტერესებს არაფერი,არც პრეზენტაცია და არც სხვა ვინმე ან რამე.-სპეციალურად მომზადებული საქაღალდე მამამისს მიაჩეჩა და უთხრა.
-მაპატიე მამა,მაგრამ ახლა არ შემიძლია,სხვას უთხარი.მე მივდივარ.
-რა მოხდა?სად მიდიხარ?
-მაგას სხვა დროს გეტყვი,-უპასუხა და ცრემლიანი თვალებით გავარდა იქიდან.რა თქმა უნდა ნანკამ მარტო არ გაუშვა,გზაში ჯინას შეეჩეხა და გადარია ქალი.მან ყოველგვარი კითხვის გარეშე საკუთარი მანქანის კარი გაუღო და მძღოლს უთხრა სადაც გეტყვის იქ წაიყვანეო.
ტატიანა ადამიანს აღარ ჰგავდა, მთელი გზა ტიროდა.თვალები დაუწითლდა და დაუსივდა.ვერ მშვიდდებოდა და ვერც თავს ერეოდა რომ ცუდზე არ ეფიქრა.ფანჯარაში იყურებოდა,საცოდავად მოკუნტულიყო და ხმას არ იღებდა.იმაზე უფრო გიჟდებოდა,რომ არ ურეკავდა ქმარი. სამაგიეროდ მისი ტელეფონი არ ჩერდებოდა და მორიგეობით ურეკავდა ყველა,მისი და ნიკოლას მშობლები,ბოლოს ნანკამ უპასუხა და უთხრა რომ ყველაფერი რიგზე იყო. უბრალოდ ტატიანას ნიკოლა მოენატრა და მასთან წავიდაო და აღარც შეუეწუხებიათ...
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, ბათუმის იმ სასტუმროს ფოიეში იდგა სადაც ნიკოლა იყო დაბინავებული, ბიჭი მომღიმარი სახით იჯდა ლიკასთან ერთად და ყავას მიირთმევდა.თითქოს იცოდა ტატიანა რომ მივიდოდა,ირონიულად გამოხედა გოგოს,გვერდით გადაუჯდა ნიკოლას და მოეხვია..მეტი აღარ დაუნახავს ტატას,როგორ მოიშორა გაბრაზებულმა ბიჭმა როგორ გაააფრთხილა რომ აღარასოდეს მიახლოვებოდა მას და ეს საღამოც და ჩაის დალევაც უბრალო ზრდილობის და კარგად აღზრდილი მანერების გამო რომ შედგა.
ტატიანა გარეთ გამოვარდა და მანქანაში რომ უნდა ჩამჯდარიყო, გულწასული ჩაიკეცა…
პირდაპირ საავადმყოფოში გააქანა ნანკამ.ჯერ კიდევ ყურებში ედგა ექიმის სიტყვები და ექოსავით იმეორებდა ვიღაც.
-გილოცავთ,თქვენ ექვსი კვირის ორსული ხართ.გირჩევთ აუცილებლად მიმართოთ გინეკოლოგს,რადგან სუსტი ორგანიზმი გაქვთ და სპეციალურ ყურადღებას საჭიროებთ.
-ეს როგორ?-გაუფართოვდა თვალები.
-გოგონა როგორ ხდება ეს არ იცით?გათხოვილი ბრძანდებით და მგონი უნდა გესმოდეთ ეს ნორმალური მოვლენაა.
-ნორმალური,მაგრამ მოულოდნელი,- გაეღიმა ტატიანას და აქამდე ამოუხსნელი გრძნობა დაეუფლა.
-რა თქმა უნდა ექიმო,თბილისში რომ ჩავალთ აუცილებლად მივალთ გინეკოლოგთან და ყველანაირ გამოკვლევას ჩავიტარებთ.
ცოტა ხანს გააჩერეს იქ,გადასხმები გაუკეთეს მოსაძლიერებლად და დილით გამოუშვეს. ნიკოლამ რომ დარეკა,გვიანი იყო.არ უპასუხა, დაე ეგონოს რომ მძინავსო. გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.უკან რომ დაბრუნდნენ ნანკა სახლში გაუშვა,დავისვენებ,შენც დაისვენე და მერე მოდიო.
ნიკოლამ ისევ რომ დაურეკა ჯერ არ უნდოდა ეპასუხა,მერე როგორც იქნა თავს სძლია და აიღო.ისე ელაპარაკა რომ არაფერი შეემჩნია.
-გისმენ საყვარელო.
-როგორც იქნა.როგორ ვინერვიულე, რომ არ მპასუხობდი
-არ მესმოდა საყვარელო,თავს სუსტად ვგრძნობდი და მეძინა.
-ახლა როგორ ხარ?-შეშფოთდა ბიჭი.-თუ ცუდად ხარ ახლავე წამოვალ,თუ არადა ხვალ დილით გამოვემგზავრებით.
-კარგად ვარ,კარგად.ნუ ნერვიულობ. ამაზე კარგად არასოდეს ვყოფილვარ.
-მომენტრე ტატიანა,ძალიან მენატრები.მართალია მხოლოდ ორი დღე გავიდა,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ..
იცოდა რომ ბიჭი არ ტყუოდა,მაგრამ თვალებიდან არ გამოსდიოდა ის რაც ნახა და რაც იმ წუთას იგრძნო, თვალები აუცრემლიანდა, თავი ძლივს შეიკავა,რომ არ ატირებულიყო და ნიკოლას არ შეემჩნია ეს.
-უშენოდ გატარებული ყოველი დღე და წუთი არაფერია ტატი,თითქოს ვიკარგები შენს გარეშე.
-მაგას გულით ამბობ ნიკო,თუ სინდისი გქეჯნის?
-სინდისის ქეჯნას რატომ უნდა ვგრძნობდე?განა რამე დავაშავე?-გაუკვირდა ბიჭს.
-ეგ შენ უნდა იცოდე.მანდ დავიჯერო მარტო ხარ და ქალი არ გყავს გვერდით?
ამირეჯიბმა გადაიხარხარა,მერე კი სული რომ მოითქვა უთხრა.
-კი,საყვარელთან ერთად ვარ აქ.
-ხოდა იყავი,-გაგულისებულმა უპასუხა გოგომ.
-ისევ ეჭვიანობის შემოტევები დაგეწყო?-დასერიოზულდა ბიჭი.
-არა,არ დამეწყო.ვგრძნობ,რომ რაღაც ხდება ნიკო და ეს მივლინება ჩვენს ცხოვრებაში ბევრს რამეს შეცვლის.
-არაფერს არ შეცვლის,ყველაფერი კარგად იქნება და მე ისევ ისე მეყვარები,როგორც მიყვარდი აქამდე.
გული აუჩუყდა და ცრემლები წამოუვიდა.
-მეც მიყვარხარ ნიკო,-დაიჩურჩულა და ძლივს გააგონა ბიჭს.
-კარგი ტატი,წავედი ეხლა,შეხვედრა იწყება,დაგირეკავ რომ გამოვალ.
გოგომ ტელეფონი გათიშა,ჯიბეში ჩაიდო,თვალცრემლიანმა მოავლო თვალი საძინებელს,სადაც უბედნიერესი წამები ჰქონდა გატარებული ნიკოლასთან,ჩემოდანს დაავლო ხელი და ოთახიდან გამოვიდა,სახლის კართან კიდევ ერთხელ შედგა,ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს უკანასკნელად იყო აქ და დაიჩურჩულა..
-მშვიდობით ჩემო ბედნიერებავ..
********
ნიკოლა მოუსვენრად იყო მთელი დღე.გული ცუდს უგრძნობდა და ძლივს გაძლო შეხვედრაზე.შინაგანად იყო აფორიაქებული.როგორც კი დასრულდა შეხვედრა,მაშინვე ტატიანას დაურეკა,არ უპასუხა, გამორთული ჰქონდა ტელეფონი, გაუკვირდა.საათს დახედა,ჯერ კიდევ სამუშაო დრო იყო და ალბათ ისიც რომელიმე შეხვედრაზეაო გაიფიქრა და აღარ დაურეკავს,პირდაპირ ჩაალაგა ბარგი და თბილისისკენ გამოემგზავრა.გზად ყვავილების მაღაზიაში შეიარა და ულამაზესი ვარდები უყიდა.არც სუნამო დავიწყებია.ერთად ცხოვრების პერიოდში ზუსტად იცოდა რომელს ხმარობდა და როგორ სურნელს ანიჭებდა უპირატესობას.
მანქანა ავტოსადგომზე გააჩერა. საჩუქრები აიღო და სახლისკენ დაიძრა.უკვე დაბნელებულიყო,მაგრამ სახლში სინათლე არ ენთო,ესეგი სახლში არ იყო და გული დასწყდა რომ სახლის კარს ცოლი არ გაუღებდა.
კარი გასაღებით გააღო,სახლში შევიდა,სიცივე იგრძნო და რაღაცნაირი ავისმომასწავლებელი სიჩუმე.ყველაფერი მისაღებში პატარა მაგიდაზე დააწყო და ზემოთ ავიდა რომ ტანსაცმელი გამოეცვალა და შხაპი მიეღო,იქნებ ცოტა დავისვენო სანამ ტატა მოვაო.მაშინვე თვალში მოხვდა ტატიანას შეცოტავებული ტანსაცმელი და პირადი ნივთები. გულში ცუდად ენიშნა და კიდევ ერთხელ დაურეკა.ისევ გამორთული იყო. დედამისს დაურეკა თქვენთან ხომ არ არისო.ჯინამ რომ უთხრა მამამისის პრეზენტაციის საღამოდან გაგიჟებული გამოვარდა შენთანო,სულ გაგიჟდა და გადაირია.ვაითუ გზაში რამე დაემართაო,მაგრამ მერე რომ დაფიქრდა,გაიხსენა რომ მის მერე ელაპარაკა. ნერვიულად მოჰყვა ოთახში ბოლთის ცემას,უეცრად საწოლზე ოთხად მოკეცილ ქაღალდს მოჰკრა თვალი,საწოლზე ჩამოჯდა, გაშალა და კითხვა დაიწყო.
-ჩემო ნიკოლა,ჩემო სიყვარულო,ჩემო ერთადერთო,ვერასოდეს წარმოვიდგენდი ამ წერილის დაწერა თუ მომიწევდა,მითუმეტეს მას შემდეგ რაც ურთიერთობა გავარკვიეთ და გადავწყვიტეთ რომ ერთად ვიქნებოდით. ვერ წარმოიდგენ როგორ მიჭირს გადაწყვეტილების მიღება და წასვლა.ან შეიძლება წარმოიდგენ და ვცდები,მაგრამ ერთი რამე ზუსტად ვიცი,რომ ეს ორივესთვის რთული იქნება…
როგორ ველოდებოდი იმ დღეს,როცა ჩვენი ქორწინებიდან ერთი წელი გავიდოდა,სიუპრიზის მოწყობას ვაპირებდი,მაგრამ აღმოჩნდა რომ შენ მომიწყვე საოცარი სიუპრიზი…
ჩვენ თავიდანვე განსხვავებულები ვიყავით,თავიდანვე გაგვიჭირდა ერთმანეთთან შეგუება,არ ვიცი რას დავაბრალო ეს ჩვენ შორის ასაკობრივ სხვაობას,თუ იმ წარსულის აჩრდილებს, ყოველთვის რომ ასე იდგა ჩვენს შორის…
ასეა თუ ისე,მიზეზების ძებნას და მიზეზებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, მივდივარ...მივდივარ, მაგრამ, მივდივარ უბედნიერი ქალი, შენ მე სულ სხვა სამყარო დამანახე. შენთან ისეთი რამე ვიგრძენი,რაც აქამდე არასოდეს არ განმიცდია.
მივდივარ შენგან და მიმაქვს ყველაზე დიდი საჩუქარი შენი საოცარი სიყვარული.გპირდები ყოველთვის გულით გატარებ,სხვანაირად არც შეიძლება,ამ სიყვარულით არის უკვე გაჯერებული ჩემი სხეული…
კიდევ ერთხელ გეტყვი მიყვარხარ ჩემო ერთადერთო,ძალიან მიყვარხარ მაგრამ პატიება ძალიან მიჭირს…
არ ვიცი რა იქნება ხვალ,ზეგ,მაზეგ.. შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს, მაგრამ ეს გრძნობა არასოდეს შეიცვლება..
მარად შენი ტატიანა.“
აუტანელი ტკივილი იგრძნო.წერილი ხელში მოჭმუჭნა და სადღაც მოისროლა. თვითონაც გაუკვირდა როგორ შეინარჩუნა სიმშვიდე.ოთახს თვალი მოავლო,ჯერ კიდევ ტატიანას სურნელი შერჩენოდა ყველაფერს. მერე ერთიანად შემოაწვა სევდა და გული შეეკუმშა,თითქოს მისთვის სამყარომ არსებობა შეწყვიტა. აი პირველმა ემოციებმა რომ გადაიარა,მერე იცოცხლე აფეთქდა და რა აფეთქდა.რაც ხელში მოხვდა ყველაფერი დალეწა,ყვიროდა, ღრიალებდა, თითქოს გაიგონებდა ტატა და მასთან მოვიდოდა.თითქოს სიზმარში იყო,მალე გაიღვიძებდა და ეს კოშმარიც დამთავრდებოდა.
ის ღამე თეთრად გაათენა,სვავდა და გონების გათიშვას ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა უგონოდ მთვრალსაც მაინც კარგად ახსოვდა ტატიანა…
გიჟური ქარი ანგრევდა ყველაფერს ირგვლივ.დანგრეული და განადგურებულები იყვნენ ორივე ერთმანეთისგან შორს მყოფნი მაინც ერთად იყვნენ ფიქრებით.
როგორც კი გამოფხიზლდა, დამშვიდდა და საღი გონებით ფიქრი დაიწყო.ფაქტი იყო რომ მის არყოფნაში რაღაც მომხდარიყო და ეს საკმაოდ სერიოზული რაღაც იყო. აბა ისე ტატიანა ასეთ სერიოზულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა.
პირველი სახლში,მშობლებთან გადარეკა და ჰკითხა ტატიანა მათთან ხომ არ იყო.მერე ნანკასთან. როგორც კი ნანკამ გაიგო რომ დაქალი სადღაც გამქრალიყო გულმა ცუდი უგრძნო და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა…
-არა,ვერ ვიჯერებ,ამას მართლა ვერ ვიჯერებ,რომ ტატიანა რაღაც უაზრობის გამო წავიდა.-უკვე მერამდენედ იმეორებდა მონაყოლის მერე ნიკოლა.
-აბა როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა?მისიც გაიგე.არ გაამტყუნო.
-არ ვამტყუნებ,უბრალოდ ვბრაზდები, ძალიან ვბრაზდები,როცა ჩემი არ სჯერათ და არ მენდობიან.მისგან ყველაზე მეტად ეს მწყინს.იმის მაგივრად რომ მოსულიყო და ჩემთვის ეკითხა რა ხდებაო,ადგა და წავიდა,თან ისე წავიდა რომ არც დაბრუნდება.
-არც კი ვიცი რა ვთქვა,იქნებ თავის მშობლებთან დაბრუნდა?
-არა მგონია იქ წასულიყო,იცის რომ პირველს იქ მოვძებნი და ასე ადვილად მოსაძებნიც არ იქნება.
-მოკლედ ძალიან მწყინს თქვენი ამბავი,ახლა უნდა წავიდე ნიკოლა, მაგრამ თუ რამეს გავიგებ, აუცილებლად გაგაგებინებ შენც.
-კარგი ნანკა,მადლობა რომ მენდე და მითხარი რაც მოხდა.ეს უკეთესია, ახლა მიზეზი მაინც ვიცი.
ცოტა ხანს კიდევ იჯდა იქ,ფიქრობდა და მონაყოლის ბოლომდე გაანალიზებას ცდილობდა.ბოლოს უკვე ესეც რომ მობეზრდა ადგა და წამოვიდა,მაგრამ მანქანაში არ ჩამჯდარა,ქალაქში უაზროდ დახეტიალობდა,შემოაღამდა კიდეც. უამრავჯერ დაურეკა,ისევ არაფერი გამორთული ჰქონდა ტელეფონი.
სახლში რომ დაბრუნდა,ვერ იცნო იქაურობა,ისეთი არეული და დამტვრეული იყო ყველაფერი,მაგრამ ეს იმდენად არ იყო მტკივნეული, რამდენადაც ის რომ ტატიანა არ იყო აქ.მის გარეშე უკვე ყველაფერი ცარიელი იყო…
თუ გინდა დარწმუნდე, რომ ის შენ გეკუთვნის, გაუშვი. თუ ის შენია აუცილებლად დაბრუნდება, თუ არ დაბრუნდა, მაშინ შენი არც არასდროს ყოფილა.უბედურება ის იყო,რომ იცოდა ტატიანა უკვე მას ეკუთვნოდა, ის კი ტატიანას და მაინც უჭირდა მის გარეშე ყოფნა.არც ლიკას გაჰკიდებია მაშინ,არ მოუძებნია, სწამდა თუ წყვილს შორის ყველაფერი რიგზეა არც ერთი მოინდომებდა წასვლას, ესეგი რაღაც ვერ იყო რიგზე,ესეგი არ ენდობდნენ ერთმანეთს,ნდობის გარეშე კი რთული იყო ერთად ცხოვრება…
პირველი ორი დღე ითმინა,მერე კი ვეღარ გაძლო და სასმელისგან გაბრუებული ბერიძეების სახლს მიადგა.
-ტატიანა,გამოდი ტატიანა,ვიცი რომ სახლში ხარ და მანდ იმალები. -აყვირდა ეზოში,როგორც კი მანქანიდან გადავიდა.გაოცებულები უყურებდნენ დაცვის წევრები და ვერც ეკარებოდნენ.
-რა ხდება?რა ხმაურია?-კარში გამოჩნდა სერგო და სიძე რომ დაინახა,მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში ძალიან გაუკვირდა.
-რა ხდება შვილო?რა ამბავია?ასეთ მდგომარეობაში აქ რას აკეთებ?
-ტატიანას დაუძახეთ ბატონო სერგო, ჩემი ცოლის წასაყვანად მოვედი.
-ტატიანას აქ რა უნდა ნიკოლა?რატომ უნდა იყოს აქ?
-იმიტომ უნდა იყოს აქ ბატონო სერგო,რომ სახლიდან წავიდა.
-რას ჰქვია სახლიდან წავიდა?მოიცა შენ რა მთვრალი ხარ?-ხელი შეაშველა როცა ამირეჯიბი დაბარბაცდა და წონასწორობა დაკარგა.
-მთვრალი ვარ,ხო მთვრალი ვარ,სიყვარულისგან მთვრალი, ტატიანას სიყვარულმა გამაგიჟა და დამათრო.ტატიანაა,-კიდევ ერთხელ იყვირა ნიკოლამ.
-მოდი ჩამოჯექი,ან სახლში შევიდეთ.იქ ვილაპარაკოთ, ყველაფერი ამიხსენი რა ხდება და რატომ ხარ აქ ასეთ მდგომარეობაში.
-ღვთის გულისათვის ბატონო სერგო ნუ მაწამებთ,მითხარით რომ აქაა ტატიანა,მითხარით,-ხელები სახელოში ჩაავლო და შეაბანჯღარა სიმამრი ძლიერად,მერე კი მოეშვა,ძალა გამოეცალა და უღონოდ ჩამოყარა.ცრემლი ჩაუდგა თვალებში.
-რა მოხდა ნიკოლა?ამიხსენი,თორემ ახლა მეც ვნერვიულობ.-ასეთ ნიკოლას პირველად ხედავდა უფროსი ბერიძე,განადგურებულს და თითქოს დაბერებულსაც.გატეხილიყო.
-ტატიანას ჰგონია რომ ბათუმში კონფერენციაზე კი არა,ძველ შეყვარებულთან წავედი და ის ჩემი საყვარელია,არადა ასე არაა, გეფიცებით,ყველაფერს გეფიცებით,ამ ქვეყნად ყველაზე წმინდას გეფიცებით რომ ასე არაა და ცდება,კაცობას ვფიცავ მისთვის არასოდეს მიღალატია,როგორ შეიძლება მინდოდეს ვინმე სხვა,როცა გვერდით ასეთი ანგელოზი მყავს.
-არც კი ვიცი რა გითხრა შვილო, ძნელია ადამიანი განსაჯო, გაამართლო ან გაამტყუნო თუ მისი ცხოვრება არ იცი,თუ მისი თვალით არ შეგიხედავს სამყაროსთვის ან ისე არ აძგერებულა შენი გული,როგორც მისი.მე ალბათ ვერასოდეს გავიგებ რას გრძნობ ახლა,რადგან არასოდეს განმიცდია ეს,რადგან მე და ჩემი მეუღლე არასოდეს გავბუტულვართ, არასოდეს გვიკამათია,სამაგიეროდ კარგად ვიცნობ ჩემს ქალიშვილს და ვიცი რა არანორმალურია ის,როგორი ჯიუტი, თუ შეჯდა ვირზე არასოდეს არ გადმოვა იქიდან…
-ოღონდაც მივაგნო,მთავარია ვიპოვო,მერე კი ყველაფერს გავაკეთებ რომ შევირიგო,თუმცა წარმოდგენა არ მაქვს რა დავაშავე.
-ქალები ასეთები არიან უცნაურები და ჭირვეულები..
-არადა ქორწინებიდან ერთი წელი გვისრულდებოდა.იცით როგორ ვემზადებოდი?მისთვის სიუპრიზის მოწყობა მინდოდა.მინდოდა ეს დღე ყველაზე მეტად დამახსოვრებოდა და არა ასე,როგორც ახსოვდა,იძულებით რომ შეგვაქმენვინეთ ოჯახი.- რაღაცნაირი სევდიანი იყო ნიკოლა და ეს კარგად შეამჩნია სერგომ,მის გამოცდილ თვალს არ გამოჰპარვია.
-იცი რა,წამოდი ახლა სახლში შევიდეთ,დაიძინე,გამოფხიზლდი, ხვალ კი ერთად დავიწყოთ მისი მოძებნა..
დიდი ხვეწნის მიუხედავად,ნიკოლა მაინც არ დარჩა,სახლში წასვლა დაიჟინა,სერგომ საჭესთან არ დასვა და თვითონ მიიყვანა სახლში,უკან კი ტაქსით დაბრუნდა…
-როგორც კი გათენდება ჩემი შვილის ძებნაი დაიწყეთ,სასწრაფოდ მიპოვეთ,რადაც არ უნდა დაგიჯდეთ.- დაავალა დაცვის უფროსს,ეს მისი პირველი გაქცევა არ იყო და კარგად იცოდა როგორ უნდა მოეძებნა მას,გამოცდილი იყო ამ საქმეში..
********



№1  offline წევრი დარინა

ძალიან გამიწრუა იმედია ტატიანამ ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი დაანგრია, მე მეგონა ბანალურად არ მოიქცეოდა ყველაფერს გაანალიზებდა მაგრამ ტატიანაც როგორც უმეტესი ქალები ისე მოიქცა ახსნის და დალაპარაკების გარეშე ადგა და წავიდა, ნიკოლა ამას არ იმსახურებდა, გამოდის რომ არ ენდობოდა, მეტკინა ნიკოს მდგომარეობა, თან ამას პლიუს ბავშვის არსებობაც დაუმალა, ყველაზე მეტად ასეთ ქალებს ვერ ვიტან მამებს შვილებს რომ უმალავენ. მგონი ნიკოლას შემორიგება აქეთ მოუწევს.

 


№2 სტუმარი nanaco

მალე შეარიგე რაა,უუჰ რა განცდა იყოო,????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

იმედია მალე დადებ ახალ თავს

 


№4  offline წევრი katiusha

მალე დავდებ,ახალი თავიც თითქმის მზადაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent