შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნიკო


28-02-2019, 21:18
ავტორი helen1
ნანახია 966

ნეტავ ფრდები მქონდესო თქვა პატარა ნიკომ და თვალები მილულა.ფრთები? არგაგეცინოთ მას ფრთები უნდა,5 წლის ბავშვს ცაში აფრენა და ღრუბლებთან თამაში უნდა.როდესაც დამღლელი დღე მიწურება და ნიკოს დედა დააწვენს,ძილის წინ იავნანის შემდეგ აუცილებლად ისმევა კითხვა _დე ფრთები მალე გამეზრდება? არიცის ქალბატონმა სალომ რაპასუხი გასცეს შვილს,არც ის სურს რომ მოატყუოს და არც ის რომ ტყუილი იმედები ჩაუსახოს.ოცნებები ტყუილი იმედებით შეკრული ყუთია რომელიც გვერდით მიგდებული გამოუყენებელი ნივთებისთვის განკუთვნილი ყუთივითა. _ტკბილი ძილი ჩემო ყველაზე მეოცნებევ. თვალებ დახუჭულს ნაზად აკოცებს,გულში ჩაილუღლუღებს მიყვარხარო და თვალებიდან ცრემლს იწმენდს,ამის შემდეგ ოთახიდან გადის და კარს ნახევრად კეტავს.ცოტახნით ტელევიზორით ირთობს თავს მაგრამ ფიქრებს ვერგამოსტაცებს ვერავინ,ღრმადა ჩაკეტილი მის ოცნებებსა და ფიქრებში,კარს ვერპოულობს,ვერც იპოვის რადგან არაქვს უკან დასახევი ან წინ წასასვლელი გზა ოცნებებს,ტკივილს ფიქრებს.ადამიანები ოცნებას იმას ეძახიან რაც ხდება,ზოგისთის მატერიალური ოცნებების გარდა არაფერი არსებობს,ვერასდროს ვუწოდებ მატერიალისტ ადამიანს მეოცნებეს,ეს ოცნება არაა, ვერც ჯიბე გასქელებულ ადამიანებს ვუწოდებ მეოცნებებს ახალ მანქანასა და სახლზე რომოცნებობენ.ადამიანების მეორე ტიპი უბრალო ხმელ,გაქვავებულ პურზე ოცნებობს,ზოგიც იმაზე ოცნებობს რომ უნარ შეზღუდული არიყოს,ჩვენი ნიკო კი ფრენაზე ოცნებობს,შორს აფრენაზე,იმდენად შორს რომ ქვემოთ ჭიანჭველებივით მინი ზომის ხალხიც აღარ ჩანდეს. ნიკოს დედა მარტოხელაა,წლების წინ ქმარმა მიატოვა.ალბათ ისიც გაინტერესებთ რატომ. მაშინ მოემზადეთ გაცინებისთვის, სხვა ქალს გაეკიდა,მობეზრდა ოჯახი,მობეზრდა შვილი და ამერიკაში გაიქცა. თვალები რომელშიც ტკივილი იკითხებოდა ერთდროს სიყვარულს ასხივებდნენ,მაგრამ ყველაფერი დროის ამბავია გავიდა დრო და სიყვარული ბედნიერება ერთად ჩაქრა მის მწვანე თვალებში,პატარა კურნოსა ცხვირი დიდ და მოწითალო ტუჩებს დიდი მანძილით ასცილებოდა,თავი ზემოთ აუწევია და ქვემოთ აღარ იყურება,გეგონებათ ცა ქუდად აღარ მიაჩნია და დედამიწა ქალავნადო.მისი ერთადერთი ჟინი ნიკო იყო,სიცოცხლის მანათობელი წერტილი. ოცნებებზე შევჩერდი ჰომ,ოცნება ისა რაც არასდროს ასრულდება,ოცნება ისა რაც მუდამ მიუწვდომელ სიმაღლეზე იდგება.ადამიანები რასაც ოცნებას ეძახიან ის სურვილია,ჟინია,მიზანია ეს სამი რამ ისა რასაც აუცილებლად მიაღწევ. _ნიკო დე გაიღვიძე,ძილისგუდავ.
ჩაბნელებულ ოთახში ყველაფერი შავად იყო ფარდა გადასწია სალომ და მზის სხივებმა ყველაფერს სიცოცლის ელფერი შესძინეს. _დედ.. _რაიყო დედას სიცოცხლევ. _გთხოვ დღეს ბაღში არწამიყვანო რა ეს წინადადება იმდენად საყვარლად თქვა ვერაფრით შეძლო დედამ უარის თქმა. _მაშინ რაგავაკეთოთ? _ჩიტებთან წავიდეთ. _ჩვენი ჩიტები თბილ ქვეყნებში გაფრინდნენ,მაგრამ არაუშავს დაბრუნდებიან ისევ. _მეცმინდა მათან... _და მე აქ მარტო მტოვებ? _არა შენც თან წაგიყვან... _დედას პატარა ბარტყი. გულში ჩაიკრა და ცრემლები წასკდა.ცოტა ხანს ასე იყვნენ შემდეგ ნიკოს ჩააცვა და ჩვეულ ფორმაში გავიდნენ საუზმის შემდეგ პარკში სასეირნოდ. _დე რატომ მიყურებენ მე? _ჰმ მარტივია მაგაზე პასუხის გაცემა,იმიტომ რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე სიმპათიური ხარ. _მართლა? _დანამდვილებით (ჩაეღიმა)
ხალხი უცნაურია,რაღაც განსხვავებულს როცა დაინახავენ უნდებათ რომ ყურებითა და მზერით შეჭამონ,უყურებენ ხამებივით და მორიდების გრძნობაც ვერახრევინებთ თვალებს ქვემოთ. _სად წავიდეთ? _იქ, ნახე რამდენი ბავშვები არიან,დე ყველა სრიალებს და თამაშობს მეცმინდა რა წავიდეთ _კარგი წავიდეთ. ბავშვები ნიკოს გარშემო შემოეხვნივნენ,და კითხვები დაყარეს... ეს რარის?რატომ გაქვს ? რაგჭირს?რატო?...ნიკო ცოტა შეშფოთდა მაგრამ ასეთ კითხვებს მიჩვეული იყო. მზე მიიმალა მისი სხივები ნოემბრის სუსხიან ამინდს ვეღარაფერს აკლებდა,მზეც მიიმალა საღამოს 7 საათზე კარგად დაკუპრდა ცა. _სახლში არგინდა ? _კი მცივა ცოტა დე. _მაში წავიდეთ. მალევე მივიდნენ სახლში,ნიკო გათბა ჭამა და ტელევიზორს მიუჯდა.ამასობაში მისი ძილის დროც მოვიდა. _ნიკო დე,ძილის დრო გაქვს წავიდეთ ხო? _კარგი დე. დაწვა პატარა ნიკო დედაც გვერდით მიუწვა და სიმღერა დაიწყო მისი ტკბილი ხმით.სიმღერის დასრულების შემდეგ ადგომას აპირებდა მაგრამ ნიკო მაგრად ჩაებღაუჭა ხელზე. _ფრთები მალე გამეზრდება? _არვიცი ნიკო. _მეც სხვა ბავშვებივით რატომ არშემიძლია ვირბინო? სალომე ხმას ვეღარ იღებდა,ნიკო სევდა შერეული ხმით უსვამდა კითხვებს რომელზე პაასუხიც არგააჩნდა დედას. _მეცმინდა ვიფრინო,ეს ხომ მაინც შეიძლება? _.... ნიკო ერთადერთი ბავშვი არიყო რომელსაც ასეთი კითხვები აწუხებდა და გულს უღრნიდა.მას სიარული არ შეძლო,არ შეძლო შეეგრძნო ნამიანი ბალახის სველი წვეთები,ის ვერასდროს გაიგებდა როგორია სირბილით დაღლა...ნიკო მიჯაჭვული იყო სავარძელს. ცრემლებში ჩაეძინა,სალომესთვის კი ეს ღამე კოშმარი იყო,თეთრად გაათენა,თვალიც კი არმოუხუჭავს,ცრემლები გაუჩერებლად სდიოდნენ.მას პასუხი არცერთ ნიკოს კითხვაზე არ გაჩნდა. იმედი ბოლოს კვდება,მე მჯერა იმის რომ ერთ დღეს ნიკო ადგება სავარძელს გვერდით გადადებს და ნამიან ბალახზე ფეხშიშველი სირბილით დაიღლება.



№1  offline წევრი izabella

მომეწონა, მაინტერესებს როგორ გაგრძელდება.

 


№2  offline წევრი helen1

izabella
მომეწონა, მაინტერესებს როგორ გაგრძელდება.

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent