შავი გული (ნაწილი მეექვსე)
-ლევან, ნინა უნდა ვიპოვოთ..გეფიცები რამე რომ მოუვიდეს მოვკლავ. -დაწყნარდი, ცხელგულზე ნურაფერს იზავ..მათაც ეს უნდათ, ნინას ვიპოვით. ახლა დედამისს ვანახოთ ვიდეოს ჩანაწერი. ამოიცნობს იმ კაცს. -გოგოს სახე არჩანს კარგად.გაგვიჭირდება ამოცნობა.. -დავურეკავ ბიჭებს, სასწრაფოდ წამოიყვანონ ლელი.. _რამდენიმე საათში უკვე თბილისის საგამოძიებო განყოფილებაში იყვნენ..ლელიც მალე მოიყვანეს. -შვილო ის გოგო რატომ არ ატარებს დაკითხვას? -ქალბატონო ნინა გაიტაცეს. როგორც ნინის, მასაც ისე უპირებენ მოკვლას.. -დედა შვილოოო _თავში ხელები შემოირტყა და ცრემლები წამოუვიდა.. -თქვენ თუ დაგვეხმარებით ნინას ვიპოვით და ვიხსნით.. -შვილო მე ჩემი შვილი ვერ დავიცავი..ისე მომიკლეს რომ ვერ შევძელი მისი ბოლოჯერ ჩახუტებაც კი..თუ რამე შემიძლია, ყველანაირად დაგიდგებით გვერდით.. -ახლა ვიდეოს განახებთ, თუ ამოიცნობთ ყველანაირად ვეცდებით ნინა მალე ვიპოვოთ და მისი სიცოცხლე გადავარჩინო.. -კარგი შვილო, მანახეთ.. _ვიდეო ჩართეს და კადრი რამდენიმეჯერ დაუპაუზეს..გამოსახულება გაადიდეს და ლელიმ კივილი დაიწყო..სკამიდან წამოხტა, სახეს იხოკავდა და ისტერიულად ტიროდა. -არაა!! არაა! შეუძლებელია..ამას არ იზავდა..არ გააკეთებდა..როგორ შეეძლო..ღმერთო რატომ ვარ ცოცხალი..რატოოოომ.. -დაწყნარდით ქალბატონო..გთხოვთ დაჯექით... წყალიი შემომიტანეთ სასწრაფოდ!! -ვაი შვილოო...გული გამეყინა..დედა რატომ არ მოგიკვდა, რატომ არ დამევსო თვალებიი. დედა უნდა მოგიკვდეს შენ დედაა..ასეთი დედა რატო უნდა გყოლოდა... -ძალიან გთხოვთ დაწყნარდით..იქნებ გვითხრათ ვინარის.. -ჩემი მაზლია, ეს გოგო...ეს გოგო კი ჩემი შვილია..მაგრამ როგორ? ამდღეს სულ სახლში იყო, მეხმარებოდა. -დარწმუნებული ხართ? -ნუთუ საკუთარ შვილს ვერ ვიცნობ? -კარგით, მოგვიწევს დავაკაოთ.. -ლევან, ანი დააკავეთ სასწრაფოდ.. _მობილურით დაურეკა და დაკითხვა განაგრძო.. -ქალბატონო, არაფერი შეგინიშნავთ? -ახლა ვხვდები, როცა ჩვენთან სტუმრად მოდიოდა სულ საკუთარ ოთახში იკეტებოდა..ანი? ანისგან ასეთი ქმედება? ღმერთო რატომ ვარ ცოცხალი? მოვკლავ ჩემი ხელით.. -დაწყნარდით..ანის ჩვენ მივხედავთ.. -მე რაღად მინდა ასეთი სიცოცხლე? -კარგით, თქვენ პატარა შვილი გყავთ..მხოლოდ მაგის გამო უნდა განაგრძოთ სიცოცხლე..ახლა თავისუფალი ბრძანდებით..მადლობა თანამშრომლობისთვის.. _კაბინეტში შევიდა, ლევანს და ორ გამოცდილ თანამშრობელს დაუძახა.. -მოკლედ, ის კაცი ნინის ბიძა ყოფილა, გოგო კი და.. -რაა? ხუმრობ?ეგ როგორ? -შოკში იყო თვითონაც..კიოდა, ძლივს დავაწყნარე..მაგრამ დაამატა რომ იმ დღეს ანი სახლში ყოფილა მთელი დღე..მეხმარებოდაო.. -კიმაგრამ, როგორ? -ალბათ ნერვიულობის ფონზე აერია დღეები.. -ხო, შესაძლებელია.. -ცოტახანს უნდა ვიფიქრო, ანის რომ მოიყვანენ დამიძახეთ.. *** -ჩემი აქ გამოკეტვით რას მიაღწევთ? თუ მკლავთ მომკალით..რას უცდით? -შენს სიყვარულს, გავიგეთ ყველგან გიჟივით გეძებს. -საიდან გაქვთ ეს ინფორმაციები? -გითხრა კიდეც? ოჰ კაი ერთი. -შე არაკაცო! თქვი დროზე..მაინც მკლავთ და ახრი? -კარგი გეტყვი.. შენი უფროსი, დიტო.. -დიტო? -დიახ დიტო..ჩემი სიმამრია..სხვა გზა არაქვს..არ შემისრულებს და მისი შვილის საქმე ცუდად წავა.. -ფუუ! ეგ ნაბი*ვარი..მომკალი თუ მკლავ! ერთი წამითაც აღარ მინდა მეტი სისულელის მოსმენა.. -ისე რომ დაგაკვირდი საშინლად ლამაზი ხარ. სექსუალური, მაგარი მკერდი გაქვს, მმმ...სურნელიც საშინლად გამომწვევია.. -შენი სექსუალური პარტნიორი გაგიგებს, მერე იცი რაც მოხდება.. -ჰმმ, მართალი ხარ მაგრამ მაინც ვცდი. _თითები კისერზე მიადო, ნელ-ნელა ქვემოთ ჩაასრიალა და მკერდთან შეაჩერა.. -გაეთრიე შე არაკაცო.. _შეაფურთხა პირდაპირ სახეში, საშინლად გააბრაზა ამ ქმედებამ და გამწარებული მივარდა, ტასაცმელს აგლეჯდა და ტუჩებს მის ყელში დაატარებდა..რომ არა ანის შემოსვლა ალბათ ნინა ვერ გადაურჩებოდა იმ მხეცის მკლავებს.. -ეეე, რასაკეთებ? გაგიჟდი? ამ გომბიოში მცვლი? გაეთრიე დროზე! აქ შემოსული არ დაგინახო! ახლა მივდივარ, სანამ მე არ მოვალ ამ ოთახში არ შემოხვალ..იმედია გასაგებია შენთვის.. -როგორ მიყვარს ასეთი მკაცრი რომ ხარ..უფრო სექსუალურს გხდის.. -გაწიე ხელი..მე წავედი. *** _ანი საგამოძიებოში მიიყვანეს..ოთო საშინლად ნერვიულობდა..იცოდა ვისთან ჰქონდა საქმე..ღიმილიანი სახით შეაღო კარი, ერთი ბოთლი წყალი დაუდო წინ და საუბარი დაიწყო.. -მოგვიყვებით? -რას? -მე უნდა გითხრა? -ვერ ვხვდები.. -მაშინ ამას უყურეთ.. _ვიდეო ჩაურთო..ყურების შემდეგ ანის სრულიად შეეცვალა სახე.. -კიმაგრამ, ესხომ მე ვარ? -კი შენხარ, ჩვენც ეგ გვაინტერესებს. -მე..მე..არაა! შანსი არარის. -რა გაიკვირვეთ? ნუთუ თქვენ თავს ვერ ცნობთ.. -გინდათ თქვათ, რომ ჩემი და მე მოვკალი? თქვენ რა გააფრინეთ? არაა! აშკარად ხუმრობთ.. -თქვენც ხომ თქვით, რომ თქვენ ხართ? -კიმაგრამ საშინლად მგავს..გავვოცდი..მე ეს დღეებია სულ სახლში ვარ.. -მოწმეები გყავთ? -კი..შემიძლია დაგიმტკიცოთ..აი აიღეთ ჩემი მობილური..მაგ დღეს სულ ფოტოებს ვიღებდი, ვიდეოებს და რავიცი ხან დედას ვეხმარებოდი ხან შეყვარებულს ველაპარაკებოდი.. -ტყუპისცალი გყავთ? -არა, მსგავსი რამ არასდროს მსმენია..ეს კაცი ბიძაჩემია..როგორ შეიძლებოდა ბიძას მოეკლა.. -თქვენ დროებით იზოლატორში უნდა მოგათავსოთ.. -კიმაგრამ არაფერი დამიშავებია.. -სამწუხაროდ ფაქტები საწინააღმდეგოს ამტკიცებს..დროებით იქნებით დაკავებული..რატომღაც თქენი მჯერა, ვეცდები მალე გაგიყვანოთ.. -კარგით, ეს თუ ეჭვს გაგიქრობთ ჩავჯდები.. _ნერვიულად დააბიჯებდა წინ და უკან..ფიქრები ერეოდა, აზროვნება უჭირდა და ცივი ოფლი ასხავდა.. -კიმაგრამ ლევან, ხვდები საქმე როგორ ჩაიხლართა? -გაოგნებული ვარ..ანი თუ არ იყო ის აბა ვინ? -არვიცი..არვიციი..ჯანდაბააა _ოთახში ყველაფერი მიმოფანტა..არიცოდნენ სად დაეწყოთ მათი ძებნა..რამდენიმე აზრი მკაფიოდ უტრიალებდა თავში..გადამოწმება მაინც სცადა .ლევანს ნინის მამის დაკითხვა დაავალა..თვითონ კი სადღაც გაუჩინარდა... გთხოვთ გამოხატეთ თქვენი აზრი..მადლობა ყველას ვინც დაინტერესდით |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.