„მდაჰ“ (თავი 1)
2:33 A.M. 4love.ge-ზე მორიგი რომანის კითხვას ვასრულებ. მეღიმება აიპადს გვერდით ვდებ. არაფერი განსაკუთრებული, ჩვეული რიტმით მიედინება ცხოვრება. არც ჩქარი არც ნელი, მონოტონური ყოველდღიური რუტინა. თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვიწყებ ფიქრს. უაზრუდ ვიძირები საკუთარ წარმოსახვაში და ვიწყებ მომავალი რომანის ხატვას, რომელსაც „ბედი“ მიმზადებს და მეც აგერ უკვე ოცი წელია მოუთმენლად ველი. ერთია რომანის კითხვა „ხეპი ენდით“ და მეორე წარმოსახვაში შეთხზვა მაღალი, ახოვანი და წრმოუდგენლად სიმპათიური მეორე ნახევრის. ვფიქრობ, მარტო არ ვარ და ყველ შემთხვევაში ამ პლანეტის მარტოხელა ქალთა საზოგადოების უმეტესობა სწორედ ამ ფიქრებით იძინებს. დამღლელი დღის შემდეგ 4love.ge-ის მსუბუქი რომანების კითხვა პირდაპირ მისწრებაა. მითუმეტეს თუ არც შენი და არც შენი დაქალების ცხოვრებაში არაფერი არ ხდება. ვდგები საწოლიდან და ვიღებ ჩემს დღიურს : „დღემ მოსალოდნელად ჩაიარა. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. ეხლა როგორც არასდროს ისე მჭირდები დღიურო! მინდა რაღაც ისეთის დაწერა რაც შეცვლის შენს ფურცლებს.“ ვხურავ დღიურს მივრბივარ საწოლში, ვწვები და თვალებს მაგრად ვხუჭავ. ველოები მორიგი რუტინული დღის დასაწყისს. მე მაშო ვარ. როგორც აღინიშნა 20 წლის. მეორე კურსელი. მოკლედ შევეცდები გაგეცნოთ. ხუჭუჭთმიანი შავთვალება გოგო, რომელიც არაფრით არ გამოირჩევა სხვებისგან. არც განსაკუთრებულად ლამაზი ტანი მაქვს, არც განათლება და არც მანერები. განსაკუთრებული მეგობრების გარდა განსაკუთრებული არაფერი გამაჩნია. ვცხოვრობ მარტო, დედაქალაქში. მდაჰ.. ვმუშობ „კონსულტანტად“ დაწინაურების პერსპექტივით და მჯერა სიყვარულის. ოღონდ ნამდვილი სიყვარულის, მჯერა რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და ვფიქრობ, რომ არ არსებობს შემთხვევითი დამთხვევები. ჯერჯერობით არ ჩანს მაგრამ მხიარული გოგო ვარ დიდი სათვალეებით და ძლიან მიყვარს ჩემი მეგობრები. მშობლები არ მყავს. ფაქტობრივად მეგობრების გარდა საერთოდ არავინ არ მყავს. მიყვარს კითხვა და განსაკუთებულ ნიჭს საერთოდ არ ვფლობ. უბრალოდ ჩემი ჰობი სამზარეულოა. მიყვარს ჩემს პატარა სამზარეულოში მეგობრების შეკრება და ჩემი მომზადებული საჭმელებით გამასპინძლება. უცნურია, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი არ მოწამლულა.. (ესე ხუმრბენ ხოლმე). მოკლედ გვეყო ჩემზე და მივუბრუნდეთ ისტორიას, რომელიც გადამხდა. ყველაფერი კი ასე დაიწყო... დაჟინებით რეკავს მაღვიძარა, დილის 9 სთ-ზე ლექციაზე წასვლა ცოტა ძალიან მეზარება მაგრამ სხვა გზა არის. ტრაიციულად ჩქარა ვიცვამ, გზაში ვიკეთებ კოსას და ავტობუსის გაჩერებაზე ვითხაპნი „პომადას“. ძლივს-ძლიობით ავდივარ გადაჭედილ ავტობუსში და სუნთქვას ვიკრავ. ვცდილობ გავუძლო მორიგ 5 გაჩერებას... ავრბივარ კიბეებზე ჩვეულებისამებრ ისე შევდივარ ლექციაზე თითქოს ვინმე მომსდევს, არც ლექრორი ღალატობს ჩვეულ მზერას, ეღიმება და მეც ვჯდები ჩემს ადგილზე. იმ მომენტში ვგრძნობ, რომ მორიგი რუტინული კვირა დაიწყო... შესვენებაზე მეგობრებს ვხვდები. ლიზას და თათულის. ჩხვენ ბავშვობიდან ერთად ვართ და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, „ჟამთასვლამ“ ჩვენი ურთიერთობა ვერ დააზიანა. ლიზა აბსოლიტურად განსხვავებულია, მელანქოლი, საკუთარ სამყაროში ჩაფლული, რეალობას მოწყეტილი. პ.ს. ბავსვობიდან გიჟდება დაჩიზე და 24/7-ზე გვეწუწუნება. თათული კი შეშლილი ქერა ცისფერთვალება გოგოა, რომელსაც „პაკლოვნიკების“ რიგი უდგას და მაინც სულ უკმაყოფილიოა. მოკლედ შესვენებაზე ვსხდებით უნივერსიტეტის გვერდით არსებული კაფის ტერასაზე და ვიწყებთ „პაპიროსის“ ფონზე ჭორების მოყოლას: - როგორც ყოველთვის, დღესაც ჩვეულებისამებრ დააგვიანა დაჩიმ ლექციაზე.(ლიზა) - ისევ დაიწყო დაჩიზე წუწუნი, ოდესმე თუ გვეღირსება მისი ყურადღება.. ცინიკურად აღნიშნავს თათული - კარგით რა გეყოთ ძალიან გთხოთ, უკვე მომაბეზრებელიც კი არის. ისე დღეს განსაკუთრებულად შემოვიდა თუ? (მე) - კარგით ნუ დამცინით, ხომ იცით რომ... - ბლა ბლა ბლა (მე) - კარგით, გოგოებო აბა თუ გამოიცნობთ წუხელ ვინ დამირეკა? - ვახომ? - არა გაგამ - დაზუსტებით ვიცი ლეონარდომ? - მოიცა ლეონარდო ვინ არის? - რა დაგემართა? დიკაბრიო ცხადია (მე და ლიზა ვფხუკუნებთ...) - არააა...კარგად დაფიქრდით. - არ მინდა! - რა არი გინდა მაშო? - ფიქრი? - ოოოო.., კაი ხოო ნიკომ. - მოიცაა რააა? - დაბრუნდა? - ხოო დაბრუნდა საფრანდეთიდან და ჩემი ნახვა უნდა. - მოიცა და შენ აპირებ მის ნახვას? თათული ღრმად ურტყამს ნაფაზს, თვალებს ხრის და ყოყმანობს.. - არც კი იფიქრო. - არავითარ შემთხვევაში, მაგ იდიოტს მხოლოდ სამ თხვეში ერთხელ ახსენდები, როდესაც საფრანგეთიდან ბრუნდება, გაფორიაქებს 2-3 კვირა და მერე ისევ გტოვებს. უნამუსოდ. რით ვერ ისწავლე ჭკუა? - რა დრო გასულა ეხლა ძალიან მეჩქარება სემინარზე, მოკლედ საღამოს ჩემთან გელოდებით ფრანგულ კრეპებზე და ჟასმინის ჩაიზე. შენ კიდევ (საჩვენებელ თითს ვუწევ თათულის) არც კი იფიქრო ნიკოსთან შეხვედა. დღეს ჩემთან 7-ზე. გამოვრბივარ კაფიდან. ნაჩქარებად ვისხამ სუნამოს ხელებზე და ვიღებ საღეჭ რეზინს, დერეფანში კი ალექსანდრეს ვეჯახები, ლიზას უფროს ძმას. - როგორც ყოველთვის ქალბატონო მაშო, ჩვეული მოსალმებბა. როგორ ბრძანდებით? - (ალმაცერად ვუყურებ მის გვერდით მდგარ დაჩი.) ვუძლებ უნივერსიტეტის დატვირთულ დღეს. შენ? - როგორც ყოველთვის. - ხოო დამავიწყდა „უსაქმორად“ ხართ. - ძალიან გამითამამდით შენ და შენი დაქალები. - კარგი ეხლა ძალიან მეჩქარება. მოკლედ. გავიგე თქვენი წარმატების შესახებ კონფერენციაში. ძლიან გამიხარდა და ბევრ წარმატებას გისურვებთ. გამოვრბივარ და არც ეხლა ვღალატობ ჩვეულებას შევრბივარ აუდიტორიაში დაბნული. სიჩქარეში ჩონჩხს ვეჯახები და ვიაზრებ, რომ კიდევ ერთხელ შემეშლა აუდიტორია.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
![აქტიური მკითხველი](http://4love.ge/uploads/fotos/foto_546955.jpg)
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.