შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბაბნიკს შეუყვარდა (თავი 8)


2-03-2019, 17:02
ავტორი kiira
ნანახია 1 678

მიას გონებაში:*უკვე ნერვებს მიშლის,გონია რომ მის ნებაზე მატარებს და ყველა მის სიტყვასდავემორჩილები,ბოლოსდაბოლოს მეც ადამიანი ვარ და გრძნობები მეც მაქვს,ჩემი აზრი მეცგამაჩნია.ის რომ ვუყვარვარ და არ უნდა,რომ სხვამ შემეხოს და ასე შემდეგ ყველაფრის უფლებას არ აძლევს.ასე აღარ უნდა გაგრძელდეს,აქამდე ლმობიერი ვიყავი მასთან და ამიერიდან ნახავს ვინარისნამდვილი მია რაიდერი.*
-უფლება არ გაქვს.
დავარღვიე მანქანაში გამეფებული სიჩუმე.
-ვერ გავიგე.კონკრეტულად თუ შეიძლება.
-უფლება არ გაქვს ასე მექცეოდე,შენს ნებაზე მატარებდე და ბრძანებას გასცემდე.
ერთი ჩაიცინა და მითხრა.
-მე ბრძანებებს არ გაძლევ მიაკო,გაფრთხილებ და ჩემს ნებაზე კიარ გატარებ ჭკუას გარიგებ.
-რაღაც რეალობას არ ექვემდებარება შენი ნათქვამი.ჰანტერიც კი არ მაკონტროლებს და შენ რა უფლება გაქვს ამიკრძალო იმის ჩაცმა რაც მე მომწონს?
-შენს ძმას თვალები ადგილზე არ აქვს და მაგიტომ არ გეუბნება არაფერს.მადლობას მეტყვის როცაგაიგებს რის ჩაცმას აპირებდი.
-თქვენ რა შეკრულები ხართ?
-დაახლოებით.
-ჭკუა რომ რიგდებოდა თქვენ სადიყავით საინტერესოა. მოკლედ,ამიერიდან ჩემს საქმეში ცხვირს არჩაყოფ და ჩემს გაკრიტიკებას შეეშვი,აქამდე რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და ვიცმევდი და დიდიარაფერი შეცვლილა,რომ ვიღაცამ ამიკრძალოს.იმის იმედიც ნუ გექნება,რომ ჩემს დაცვასშეძლებ,მაგდენად უსუსურიც არ ვარ.როლებში არ შეიჭრა და თუ შეიძლება ნუ იქნები ცუდი ბიჭი დათუ ვინმე მოვა ჩემთან სალაპარაკოდ ან თუნდაც საცეკვაოდ არც კი გაბედო და ხელი არ შემიშალო.ესჩემი პირადი ცხოვრებაა და შენ მისი ნაწილი არ ხარ,ჯერჯერობით მაინც.დარწმუნებულივარ მაშინკარგად არ გიცდია,თორემ აქამდე შეძლებდი ჩემს დავიწყებას და გირჩევნია ცდა გააგრძელო.რომგიყვარვარ იმას არ ნიშნავს რომ ჩემზე ზემოქმედების უფლება გაქვს და შეგიძლია შენს ნებაზემატარო,შინაური ცხოველი კიარ ვარ.იქნებ ჩემი გრძნობა იგივეს არ გპასუხობს.იქნებ და მე არ მიყვარხარ.
იმდენად გამწარებული ვიყავი უკვე მისი ქცევებით,რომ რაც მომაფიქრდებოდა იმას ვეუბნეოდი და ჯერჯერობით არაფერს ვნანობდი.
-ანუ იმას ამბობ რომ პასუხი უკვე მოიფიქრე და ის უარყოფითია. არა?და მირჩევ რომ შენი დავიწყების მცდელობა გავაგრძელო მაშინ როდესაც ერთ სახლში ვცხოვრობთ და ყოველდღე გიყურებ?
სინამდვილეში არც კი მიფიქრია პასუხზე,მაგრამ სიტყვების უკან წაღებამ შეიძლება უფრო გამაწამოს,ასერომ ისევ ჩემსას მივაწექი.
-ასე გამოდის.
-გაწუხებ?
-პირად სივრცეს მივიწროებგასაგებია.
კლუბამდე ძლივს მივაღწიეთ,დარჩენილი გზა მანქანაში სამარისებული სიჩუმე იყო,რაც ძალიან მაღიზიანებდა, როგორც კი მივედით,მანქანა გაჩერებული არ იყო,რომ ჩამოვხტი და კლუბში შევედი.სრულ სიბნელეში, ლაზერებით აჭრებულ ოთახში,სიგარეტის კვამლში და ათობით მოძრავ სხეულში ჩემების ძებნა დავიწყე.თვალები ამიჭრელდა განათების გამო და ბავშვებსაც ძლივს მივაგენი.გრძელ სავარძელზე იჯდნენ და სიცილით იხოცებოდნენ,ბლუ,ალისია,ჰანტერი,ლეია და კიდევ ერთი , ჯერჯერობით ვერ ვარჩევდი ვინ იყო,მაგრამ ჩუმად იჯდა.მათთან მივედი ყურებამდე გაღიმებული და ლეიამაც მაშინვე შემამჩნია,წამოხტა და ჩამეხუტა.
-ჩემი მიკი მოსულაა.
ბავშვობიდან მიკის მეძახის,მიზეზი დღემდე არ ვიცი ,უბრალოდ მივეჩვიე.
-სად ხართ ამდენ ხანს?იმდენი გელოდეთ ბოლოს ვიფიქრე საერთოდ აღარ მოვლენ თქო და გართობა თქვენს გარეშე დავიწყეთ.
ბოლო ხმაზე ყვიროდა,რომ მუსიკის ხმა დაეფარა.
-მერე მოგიყვები.
ჩავჩურჩულე ყურში იმ ხმაზე რომ სხვას არ გაეგონა.მან მზერით მითხრა.
-რამე მოხდა?
-ისეთი არაფერი.
მზერითვე ვუპასუხე.
-კარგი.გაიცანით ეს დენიელია,დენიელ ჰარპერი.ბლუს კურსელია,მეც ვიცნობდი მეტნაკლებად და დავპატიჟე.
სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა ლაზერმა დენიელის სახეს ფარდა ახადა.მუქი ლურჯი თვალები,თბილი გამოხედვა და ისეთი ღიმილი შენც რომ გაიძულებს გაიღიმო.
გამიხარდა კიდევ ერთი ჯმუხი რომ არ აღმოჩნდა.
-სასიამოვნოა დენიელ,მე მია ვარ,ჰანტერის...
-ტყუპისცალი.მივხვდი,ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით გავხართ.
მედა ჰანტერმა ერთმანეთს შევხედეთ და ,,რა თქმაუნდა'' მზერა გავცვალეთ. დენიელს ხელი ჩამოვართვი,ხელებიც ისეთივე თბილი აქვს როგორიც მზერა,მან ფართოდ გამიღიმა და მეც გამეღიმა.ეტყობა რომ კარგი ხასიათი აქვს.
-სკაი,სკაი დე-ლევინი.
გაისმა ჩემს უკან ცივი ხმა.ეს დრო ჩემს უკან იდგა?რატომ ვერ შევამჩნიე?პრინციპში ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.ჩემი სათქმელი უკვე ვუთხარი.იმედიმაქვს გასაგებად.ზედმეტი პრობლემები დავთავსატეხები არ მჭირდება,ჩემიც მეყოფა.
-სასიამოვნოა,დენიელი.
ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.
სკაის პასუხი არ გაუცია.ლეიას პარკში გახვეული საჩუქარი გადასცა.
-გილოცავ ცანცარა , დაბადებისდღეს.
-უფროსებს წეისერად ელაპარაკე!
-შენი გამოსწორება არ იქნება.
გავიცინე და მათთან ერთად დავჯექი,დენიელი მარცხნივ ბოლოში იჯდა,მის გვერდით ლეია,მათ შორის ჩავჯექი.მინდოდა დენიელი უფრო ახლოს გამეცნო,როცა დავჯექი შევამჩნიე,რომ სკაი აღარსად იყო.ლეიასკენ გადავიხარე და ვკითხე.
-სად გაქრა?
მან მხრები აიჩეჩა.ნუ რასვიზამთ,არც ამდენად მაინტერესებს.
-აბა?მომიყევი რამე შენზე-დენიელს მივუბრუნდი.
-რა გაინტერესებს?
-მაგალითად...არვიცი რაც გინდა ის მომიყევი , მოგისმენ.
-ხატვა მიყვარს,უმეტეს დროს ხატვაში ვატარებ,ერთი ადგილი ვიყიდე,განსატვირთად მივდივარ და საღამომდე არ გამოვდივარ,ყველა ჩემი ნახატი იქ არის.როგორც უკვე იცი ბლუს კურსელი ვარ.
-მინდა ეგ ადგილი ვნახო, შეიძლება?
-რათქმუნდა.
-როდის გცალია რომ მოვიდე?
-შაბათ-კვირას თუ არ ხარ დაკავებული შემიძლია გამოგიარო და თუ ჰანტერი არ იქნება წინააღმდეგი.ან იქნებ შეყვარებული გყავს და...
-არა არა არანაირი შეყვარებული,ჰანტერსაც ვეტყვი.
არ ველოდებოდი,რომ სასიამოვნო მოსაუბრე და მსმენელი იქნებოდა,მასთან ურთიერთობა მართლა სასიამოვნოა,ბევრ რამეზე ვლაპარაკობდით.ბევრი რამე ჩემზეც მოვუყევი.
-უმცროსი და მყავდა,მასაც მია ერქვა,საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა,დიდი და მრგვალი,12 წლის ვიყავი როდესაც აუზში ცურვისას დაიღუპა.ყოველთვის ამბობდა,რომ წყალში ჩასვლის ეშინოდა.6 წელი გავიდა მას შემდეგ.
ამის მოსმენისას წარმოვიდგინე როგორ ფართხალებს პატარა გოგონა აუზში და შველას ითხოვს,გულმა რეჩხი მიყო.
დენიელმა შეამჩია რომ დავსევდიანდი ხელზე ხელი მომკიდა და მითხრა.
-არა არა,არ ინერვიულო ამ ამბის მოყოლას უკვე მივეჩვიე,და ყოველ ჯერზე თითქოს ტვირთი მიმსუბუქდება.
მეც სევდიანად გავუღიმე.
აბა თუ გამოიცნობთ ამ დროს ვინ გამოჩნდა.ბინგოო!!!თქვენი პასუხი სწორია.ეს სკაი იყო.მოცეკვავეთა გუნდს გამოეყო.როგორც ჩანს მთელი ეს დრო იქ იყო,მაგრამ ის მარტო არ ყოფილა,ერთი ლამაზმანისთვის ჩაევლო ხელი და მეორე სართულზე მიარბენინებდა, შხვართი,გრძელფეხებიანი,ქერა ლამაზმანი,მოტკეცილი წითელი მთლიანი ტყავის კაბით,ფეხზე ორმეტრიანი ,,ლობუტენები''ეცვა. სკაის ეშმაკურად უღიმოდა და ტუჩს იკვნეტდა,ის კი მე მიყურებდა და მზერით მეუბნებოდა:,,განანებ რაც მითხარი''ყურადღება არ მივაქციე და დენიელს ხელი ჩავკიდე.ბოლოს მაინც ხომ მიხვდება,რომარანაირი ურთიერთობა არ გვაქვს და არ მადარდებს ვის სად წაიყვანს. სადღაც ღრმად,გულში,შინაგანი ხმა ცდილობს ჩემამდე მოაღწიოს და ბოლო ხმაზე ყვირის.,,შენ ეს არ გინდა,კარგად იცი რომ მის მიმართ მთლად გულგრილი არ ხარ,ეს მანაც კარგად იცის.''მაგრამ ის დავაიგნორე და ყველაზე ბნელ კუთხეში მივჩქმალე,საიდანაც მისი ხმა ჩემამდე არ მოაღწევს.
-ჰეი,არ ვიცეკვოთ?კარგი მუსიკაა,თან ხასიათზეც მოვალთ.
შევთავაზე დენიელს.
-არვიცი,ცეკვა დიდად არ მიყვარს და არც გამომდის...
-ნუ სულელობ ცეკვა ყველას გამოსდის,წავედით.
ხელი დავავლე და წამოვაგდე.
სკაი და დენიელი ერთი სიმაღლის იქნებიან,შეიძლება აღნაგობითაც,ოღონდ დენიელი ცოტათი ჩამორჩება.
-უბრალოდ მუსიკას მოუსმინე და რიტმულად ამოძრავე სხეული,თვითონვე მიხვდები.
სინამდვილეში არც თუ ისე ცუდად ცეკვავს.ვიცინოდით და ვერთობოდით როცა უეცრად ვიღაცის ხელები ვიგრძენი ჩემს მუცელზე,მაშინვე მივხვდი რომ არცერთი ჩემიანი არ იყო,ხელზე შავი,ნახევარ
თითზე გადაჭრილი ტყავის ხელთათმანები ეკეთა.ხელები უხეშად ჩამოვიშორე.
-ხელები მომაშორე იდიოტო.
სიბნელეშიც კი გავარჩიე მისი გამაღიზიანებელი,ავადმყოფური ღიმილი.
-ავადმყოფი.
მოვტრიალდი და ისევ ცეკვა გავაგრძელე რომ დამევიწყებინა მომხდარი.
-კარგად ხარ?
მეკითხება დენიელი.
-კი,დაივიწყე.
დიდი ხანი ვცეკვავდით,ორივე ძალიან დავიღალეთ და გარეთ გავედით სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
-ღმერთო რა კარგია სიგრილე და სუფთა ჰაერი.
ხარბად ვსუნთქავდი.
-კარგად ცეკვავ.
შემაქო დენიმ.
-მადლობა,შენც არა გიშავს ისე.
-ტყუილი არ გამოგდის, ხვდები არა?
-არ გატყუებ სულელო.
-კარგი ხო კარგი.
ცივმა ნიავნა დაუბერა და ჟრუანტელმა დამიარა,არც არაფერი წამომიღია რომ მოვიცვა,ხელები შემოვიხვიე და გათბობას შევეცადე.შიგნით შესვლაც არ მინდა,ძალიან დახუთულია.
-გცივა?
-ცოტა.
-შენი ჟაკეტი სად არის მითხარი და გამოგიტან.
-არ მაქვს.
-მაშინ ჩემსას მოგცემ,თუ გინდა?
-კარგი.
გავუღიმე და ისიც კლუბში შევიდა.
ღრმად ამოვისუნთქე და თვალები დვხუჭე,კედელს მივეყრდენი და ფიქრებში ჩავიძირე,როცა უცებ შენობის უკან საზარელი სიცილი მომესმა,ხმა ჩემკენ მოდიოდა.



№1  offline წევრი -Unknown-

ოჰოო.. ეს რაიყო, ძააალიან მაგარი იყო❤️ რა დროს გაწყვიტე, გელი მოუთმენლად❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი kiira

-Unknown-
ოჰოო.. ეს რაიყო, ძააალიან მაგარი იყო❤️ რა დროს გაწყვიტე, გელი მოუთმენლად❤️❤️❤️

❤❤❤❤❤

 


№3  offline წევრი fluctus Oceani

ღმერთო იქნება ვინმე ავადმყოფი ეხლა ესეც ოჰჰ როგორ არ მიყვარს ესეთი ბიჭები თავდაჯერებული იდიოტები,ხო ისტორია მე რომ მომწონს ამას თქმა რათ უნდა ძალიან მომწონს აი მიას საქციელმა ძალიან გამაკვირვა და მომეწონა ხშირად გოგოები ასეთ შემთხვევაში ძალიან რაღაცნაირ ხასიათზე დგებიან ხოლმე და აი მიას კი საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება და ძალიან კარგი იყოს სკაი იმ არანორმალურ გოგოსთან რომ მიარბენინებდა და ეს მია კი საყვარელ დენისთან მეც მომეწონა დენი ძალიაანნნნ

 


№4  offline წევრი kiira

I love you baby
ღმერთო იქნება ვინმე ავადმყოფი ეხლა ესეც ოჰჰ როგორ არ მიყვარს ესეთი ბიჭები თავდაჯერებული იდიოტები,ხო ისტორია მე რომ მომწონს ამას თქმა რათ უნდა ძალიან მომწონს აი მიას საქციელმა ძალიან გამაკვირვა და მომეწონა ხშირად გოგოები ასეთ შემთხვევაში ძალიან რაღაცნაირ ხასიათზე დგებიან ხოლმე და აი მიას კი საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება და ძალიან კარგი იყოს სკაი იმ არანორმალურ გოგოსთან რომ მიარბენინებდა და ეს მია კი საყვარელ დენისთან მეც მომეწონა დენი ძალიაანნნნ


❤❤❤❤❤❤❤❤❤ ძალიაანნნნ მიხარიაა რომ მოგწონსსსს ❤❤❤❤❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ლოლა

ძალიან მომეწონა,აღფრთოვანებული ვარ. გთხოვ ეცადე მალ–მალე დადო.....დაა კიდევ იცი რა მინდა რამე ისეთი ისტორია თუ იცი წასაკითხად მაგალითდ გოგოს და ბიჭს ერთმანეთი რო უყვარდებათ და მერე რაღაც მიზეზების გამო ეს გოგო მიდი საზრვარგარეთ ან სადმე შორს და წლების მერე ჩამოდის,და ხვდება ამ ბიჭს და რამე ეგეთი.... :D

 


№6  offline წევრი kiira

სტუმარი ლოლა
ძალიან მომეწონა,აღფრთოვანებული ვარ. გთხოვ ეცადე მალ–მალე დადო.....დაა კიდევ იცი რა მინდა რამე ისეთი ისტორია თუ იცი წასაკითხად მაგალითდ გოგოს და ბიჭს ერთმანეთი რო უყვარდებათ და მერე რაღაც მიზეზების გამო ეს გოგო მიდი საზრვარგარეთ ან სადმე შორს და წლების მერე ჩამოდის,და ხვდება ამ ბიჭს და რამე ეგეთი.... :D

ვეცდები❤❤❤ამმმ...მგონი არაა

kiira
სტუმარი ლოლა
ძალიან მომეწონა,აღფრთოვანებული ვარ. გთხოვ ეცადე მალ–მალე დადო.....დაა კიდევ იცი რა მინდა რამე ისეთი ისტორია თუ იცი წასაკითხად მაგალითდ გოგოს და ბიჭს ერთმანეთი რო უყვარდებათ და მერე რაღაც მიზეზების გამო ეს გოგო მიდი საზრვარგარეთ ან სადმე შორს და წლების მერე ჩამოდის,და ხვდება ამ ბიჭს და რამე ეგეთი.... :D

ვეცდები❤❤❤ამმმ...მგონი არაა

ეგეთს მეცვეძებ :DDD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent