ტანჯვისთვის დაბადებული (პირველი თავი)
1 თავი დღევანდელი დღე -გამარჯობა ქალბატონო ნანა. მივესალმე მარიამის დედას, როდესაც მათთან მივედი და კარი გამიღო. ხო დამავიწყდა მეთქვა, მარიამი ჩემი საუკეთესო მეგობარია პირველი კლასიდან. ჩემსავით შავგვრემანი, თაფლისფერ თვალება, სწორი ცხვირი და ლამაზ ტანიანი გოგო. თითქმის ყველაფერში მგავს აღნაგობაში და ხასიეთებშიც. -ოჰ,სალამი ბარბარე. შემოდი მარიამს დავუძახებ. სახლში შევედი -არ არის საჭირო მე თვითონ ავალ ზემოთ მის ოთახში. -როგორც გინდა. მითხრა მან და სამზარეულოში გავიდა. მე ავედი ზევით და მარიკოს ოთახში შევედი, ის წამოწოლი იყო ლოგინში და პლანშეტში ჩაკარგულიყო.ჩემი დანახვისთანავე წამოდგა და ჩამეხუტა. -პრივეტ ბაბი. -გამარჯობა., რაღაც უნდა გითხრა. -მე თვითონ მოვწვავ ე.ი სიზმარი ნახე კიდევ ვიღაც იმ ტიპზე ხო? -კი. მაგრამ ეს ყველაზე განსხვავებული იყო. -პოპკორნი მაქვს ძალიაან მაინტერესებს შენი მორიგი სიზმარი, შევჭამ და ისე მოგისმენ ოქეი? -კაი რა… საწოლზე წამოვჯექი და სიზმრის მოყოლა დავიწყე… გრილ ქვიშაე მივაბიჯებ,უდაბნოში ვარ ირგვლივ მხოლოდ ქვიშაა, სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ. უკან მისი შემაძრწუნებელი ხმა მესმის. -სალამი, საყვარელო. მომესალმა. უკან შევბრუნდი ეს ბიჭი საშინელი, შემაძრწუნებელი იყო თითქოს ბნელი . ღამესავით შავი თვალები, ყორნის ფრთის ფერი თმა,ლამაზი ფორმის ტუჩები, სწორი ცხვირი და რაღათქმაუნდა მისი ღიმილი.. უბრალოდ მაოცებდა… -ოჰ, აი შენ რომ არ მესტუმრო ერთხელ ჩემს სიზმარში არ შეიძლება? მან ცალყბად გამიღიმა და შავი თვალები შემომანათა. -ალბათ ასეა საჭირო ბარბარე. -ამჯერად რა გინდა? ვკითხე მე. - რა და ახლო მომავალში უნდა წაგიყვანო სადაც საჭიროა იქ, შენ ტყუილად არ შეეცადო მაინც წინააღმდეგობას ვერ გამიწევ, ამიტომ მოემზადე. - და რისთვის მიგყავარ, ვკითხე შეშინებულმა. -ერთი დიდი მისია გაკისრია. -მეე? ომგ , აი მე რა მისია უნდა მქონოდა? შანსი არაა ვიღაცაში გეშლები. -მე შენ სხვაშ არასოდეს მეშლები. მომიახლოვდა და მკლავზე თითები ნაად ჩამომისვა. მე ტირილის მოზღვავება ვიგრზენი მაგრამ შევაჩერე. -მიდი იტირე თუ გინდა, შემდგომ მაინც მოგიწევს. დამცინავად მითხრა მან. -უბრალოდ არარაობა ხარ, რაგინდა ჩემგან? -ამას მალე გაიგებ ქეით. -და უცებ ის გაქრა და მე თვალები გავახილე. ოფლში ვცურავდი, გაჩერება აღარ შემეძლო და პირდაპირ შენკენ წამოვედდი. -ერთი წუთით, მან ქეითი დაგიძახა? -ჰო, აზრზე არ ვარ რატომ. მე ხომ ქართული სახელი ბარბარე მქვია და არა მგონი ბრიტანული სახელი ქეითი. -ანუ… ისიც ხომ ქართულად ლაპარაკობს? -კი, მაგრამ თითქოს არ იყოს ქართველი ისე. -ძალიან საინტერესოა, მაგრამ ანუ მართლა წაგიყვანს სადღაც? -არვიცი, ღმერთო ნეტავ რა მისია მაქვს.ტირილი დავიწყე, მარიამმა მიმიხუტა და ჩემი დამშვიდება დაიწყო. -don’t worry, everything wiil be okey. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.