შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ამერიკულად... (1)


8-03-2019, 04:05
ავტორი MÔDÎLÎAŇI
ნანახია 8 156

-ჰარპეერ გაიღვიძე...-თავზე დამყვირის დედა და საბნის მოშორებას ცდილობს რომელიც ისე მაქვს ჩაბღუჯული მეეჭვება ეს მოახერხოს-კარგი რა ასე შეიძლება? ყოველდღე ასე იღვიძებ შვილო, შენი ძმაც კიარ იყო ასეთი ჭირვეული... ადექი სწრაფად თორემ დაგაგვიანდება სკოლაში-მეუბნება და საბანს თავს ანებებს
-კარგი კარგი ვდგები-ვიძახი საბნიდან, უცბად ლოგინიდან ვხტები და სააბაზანოში გავრბივარ რათა დედამ ვერ შეამჩნიოს ჩემი საღებავებით მოსვრილი პიჟამოები...
-აარ ხარ შენ ნორმალური შვილო-აბაზანასთან ყვირის დედა-ჩაიცვი და გამოდი მალე გელოდება შენი ძმა
-კაიიი-ვყვირი და დილის "რიტუალები"_ს ჩატარებას ვიწყებ რაც თავის მოწესრიგებას გულისხმობს.
სანამ აბაზანას მივიღებ და თავს მოვიწესრიგებ ცოტას ჩემს თავზე გიამბობთ.
ესეიგი მე ვარ ჰარპერ გრეი მაქვს წითური ხუჭუჭა თმა, მწვანე თვალები მაგრამ ხანდახან მგონია რომ მასში ცოტა-ცოტა ყველა ფერი ურევია, ძალიან ბევრი ჭორფლი, კურნოსა ცხვირი და სისხლისფერი ტუჩები, ეს ჩემი გარეგნობის შესახებ...
ამისდაგარდა 18 წლის ვარ, დამამთავრებელ კლასში და შესაბამისად ძალიან მიჭირს გართობისგვის დროის გამონახვა მაგრამ არც ისე მიყვარს გართობა... მყავს ორი საუკეთესო მეგობარი ელიუტი და ჯესიკა... ეს მოკლედ ჩემს შესახებ დანარჩენს კი გზადაგზა გაიგებთ.
როგორც ყოველთვის ახლაც დაახლოებით ათი წუთი გაშტერებული ვიდექი გარდერობის წინ და საბოლოოდ არჩევანი მაღალწელიან, მოტკეცილ შავ შარვალზე შევაჩერე, ზევით თეთრი ტოპი ჩავიცვი და შავი ტყავის კურტკა ხოლო ფეხზე თეთრი ადიდასის ბოტასები... სარკის წინ ერთი კმაყოფილი მზერით დავტრიალდი და თმააჩეჩილი ოთახიდან გამოვედი...
-თმების დავარცხნა როდის უნდა ისწავლო?-სამზარეულოში შესვლისას რაიმეს თქმას არ მაცლის ჩემი ძმა ეგრევე ამ სიტყვებით მახტება
-კარგად ძამიკო შენ როგორ ხარ, მეც მშვენივრად მეძინა კიი...-ვამბობ და არტისტულად ვიღიმი
-რა ნიჭს კარგავს მსოფლიო-თავს აქნევს ჩემი ძმა დანანების ნიშნად და დგება
-რატომ ძამიკო? იქნებ თეატრალურზე ვაბარებ?-ვამბობ და წინ ვეტუზები
-ეჰ..ეჰ..ეჰ მე მეგონა ვიღაცას სერიოზული გეგმები ქონდა მხატვრობასთან დაკავშირებით?
-კარგი ხო..უუფ-ვამბობ და მშობლებს ლოყაზე ვკოცნი-წავიდეთ?
-წამო ხო თორემ დაგვაგვიანდება მარა მე ამდროში უკვე ათასჯერ ვიქნებოდი სამსახურში მისული-ამბობს და ცხვირს მიბზუებს
-კარგი ერთი-ვეუბნები და მუჯლუგუნს ვკრავ..ასე კინკლაობით მივდივართ სკოლამდე (მანქანაშიც კიარ ვჩერდებით :დდ)...
მანქანიდან გადავდივარ და გოგოებისკენ მოვდივარ მაგრამ კარგად მესმის ჩემი ძმის დარიგება რომელზეც ვიღიმი მაგრამ უკან არ ვბრუნდები
-ჭკვიანად ჰარპერ, სკოლის მერე მოგაკითხავ...
როგორც ყოველთვის ელი და ჯესი იცნინოდნენ მეც მათთან მივედი და ამბების მოყოლა დაიწყეს
-ჰარვი იცი სამი ბიჭი გადმოვიდა, ერთერთი ჩვენს კლასში იქნება მარა ორი სხვა კლასებში გადაანაწილეს-ამბობს ჯესი დანანებით
-მართლა? ვინ არიან ნეტა?-ზოგადად ცნობისმოყვარე არვარ მაგრამ გამიკვირდა ჩვენს სკოლაში ახალი ბავშვები რადგან არც ისე ხშირად გადმოდიან სხვა სკოლებიდან...
-ოჰ როგორც ვიცი სამივე ზე სიმპატიური არსებაა მაგრამ სამივე ბაბნიკი-ამბობს ელი და ბოლოს თვალებს მეოცნებესავით ნაბავს
-კარგი კარგი-ვეუბნები და სკოლისკენ ვანიშნებ-შევიდეთ რა მძიმეა ჩანთა-ისინიც სკამიდან დგებიან, მე მათ ხელს ვხვევ და გზაზე გადავდივართ, როცა ჩვენი ფეხებიდან რამდენიმე სანიტიმეტრში შავი სპორტული მანქანა სწრაფად აჩერებს და მძღოლის ადგილიდან შავგვრემანი ბიჭი გადმოდის რომელიც ალბათ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია, მაგრამ მოიცა რა რაზე ვფიქრობ რამდენიმე წამის წინ ლამის გაგვიტანეს და ჰოპ მივხვდი...
"ესენი არიან ახალი ბიჭები ხომ?!" გავიფიქრე და ჩვენსკენ მომზირალ სამ სიმპატიურ არსებას ღიმილით შევხედე...

პ.ს იმედია მოგეწონებათ ველი შეფასებებს...♡♡



№2  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კარგია


მადლობა♡

 


№3 სტუმარი mari

Dzan kaia shemdegi rodis daideba?

 


№4  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

mari
Dzan kaia shemdegi rodis daideba?


ზუსტად არ ვიცი...
მაგრამ დიდხანს არ გალოდინებთ...♡♡

 


№5 სტუმარი HHH

Sxva istoriebs ro damtavreb mere daviwyef amis kitxvas tore sheni albat upasuxismgebloba gamagizianebelia jer erti damtavre oras ro iwyef ertad da arcets ar amtavreb imedia im or istorias damtavreb rac daiwye.

 


№6  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

HHH
Sxva istoriebs ro damtavreb mere daviwyef amis kitxvas tore sheni albat upasuxismgebloba gamagizianebelia jer erti damtavre oras ro iwyef ertad da arcets ar amtavreb imedia im or istorias damtavreb rac daiwye.


უპასუხისმგებლობის რა მოგახსენოთ მაგრამ მერწმუნეთ დავამთავრებ...♡
როდის არ ვიცი მაგრამ მაინც...♡
მადლობა რომ კითხულობ...))

 


№7  offline წევრი fluctus Oceani

ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს მალეეეე

 


№8  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან პატარა თავი იყო და რატომღაც არ მომეწონა მე გირჩევ რომ ცხრა ისტორია ერთად არ დაიწყო რადგან შემდეგ აზრები გაგეფანტება და უპასუხისმგებლობაში გადაგივა ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი მაგრამ ისიც შეიძლება ასეთი ბანალური თავები დაწერო და დაამთავრო მე კი ამას არ გირჩევ რავიცი რავიცი როგორც გინდა

 


№9  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

მარტო სახლში
ძალიან პატარა თავი იყო და რატომღაც არ მომეწონა მე გირჩევ რომ ცხრა ისტორია ერთად არ დაიწყო რადგან შემდეგ აზრები გაგეფანტება და უპასუხისმგებლობაში გადაგივა ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი მაგრამ ისიც შეიძლება ასეთი ბანალური თავები დაწერო და დაამთავრო მე კი ამას არ გირჩევ რავიცი რავიცი როგორც გინდა



მადლობა აუცილებლად გავითვალისწინებ...♡

I love you baby
ძალიან კარგია ველოდები ახალ თავს მალეეეე


მადლობა დიდი..♡
ვეცდები მალე დავდო...♡♡

 


№10  offline წევრი american boy-:d :d

ვაიმეეეეეეე მაგარია და ველოები ახალ თავს რომელიც რაომღაც არ იდება
დადე თორემ სულზე დაგდებ :დ :დ

 


№11  offline წევრი MÔDÎLÎAŇI

american boy-:d :d
ვაიმეეეეეეე მაგარია და ველოები ახალ თავს რომელიც რაომღაც არ იდება
დადე თორემ სულზე დაგდებ :დ :დ


ვაიმე გამახარე შენი კომენტარით მგონია არ მოგწონთ ჩემი ისტორიები და მეც ჩამოვშორდი საიტს...
დავდებ ალბათ მადლობა რომ წაიკითხე...♡♡♡

 


№12 სტუმარი mari

Au davigale ra rodis dadeb :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent