შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 2


8-03-2019, 16:12
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 589

ჩემს მდგომარეობაზე მეგობრები უფრო წუხდნენ, ვიდრე თავად მე. ვერ დავიკვეხნი ბევრი მეგობარი მყავს და მითუმეტეს ძალიან ერთგულებითქო, მაგრამ აშკარად აღელვებდათ ჩემი მაშინდელი ყოფა, ამიტომ სამსახური შემომთავაზეს. დიდი არაფერი, მიმტანის თანამდებობა, თუმცა ძალიან გამეხარდა, დრო უფრო მალე გავიდოდა, ფიქრისთვის თავსაც აღარ დავიღლიდი და ამავე დროს ფულსაც ვიშოვიდი.
-მწვანე ჩაი ლიმონის წვენით, ფრანგული კრუასანი შოკოლადით და ერთი ჭიქა მინერალური წყალი.
აი ამ შეკვეთამ სიახლე შეიტანა ჩემს დეპრესიულ ცხოვრებაში, ეს ის ბიჭი იყო კარებთან რომ მომადგა რეცეპტისთვის.
-ნუთუ ეს დამთხვევაა? აქაც წარუმატებელ ექსპერიმენტს შემომთავაზებ თუ გემრიელად დამანაყრებ?
გამეცინა, ზრდილობიანად დავუკარი თავი და შეკვეთა მივუტანე.
იმ დღეს ბევრად სიმპატიური მომეჩვენა ჩემი მეზობელი, თუმცა მისთვის სოკოს ღვეზელის გამოცხობას არ ვაპირებდი, ხომ ვთქვი დეპრესიული ქალის სინდრომი მქონდა-მეთქი.
ასე შემოდიოდა ყოველ დღე თორმეტის ნახევრიდან პირველ საათამდე შუალედში და სულ ერთსა და იმავე შეკვეთას იღებდა. რაც იმას ნიშნავდა, რომ ყოველ მეორე დღეს მისი ნახვა მიწევდა, ცვლების მიხედვით. მომსახურებით კი უმეტესად მე ვემსახურებოდი, დამთხვევით არა, შეგნებულად. ორ კვირაში კი უკვე საათზე ყურება და თვალების ცეცება დავიწყე მის საძებნელად.
ასე გავიდა სამი თვე. ჩვენი საუბარი შეკვეთას, მადლობას და ნახვამდის არ გასცილებია. დასვენების დღეებზე და უქმეებზე კი ისეთი შეგრძნება მეუფლებოდა , თითქოს რაღაც მაკლდა.
ერთ დღესაც , როდესაც ცვლა როგორც იქნა დავამთავრე, მოვიკიდე ჩემი ჩანთა და ლასლასით ჩავედი კიბეებზე, ის კართან დამხვდა, სიგარეტს ეწეოდა. ჩემ დანახვაზე სიგარეტი ნაგვის ურნაზე ჩააქრო და იქვე ჩაუშვა, მე კი მის ამ მოქმედებას ნელა გავაყოლე თვალი. სახლში გაცილება შემომთავაზა, ერთ კორპუსში ვცხოვრობთ და ერთად მივიდეთო, თუმცა უარზე ვიყავი, არ მიყვარდა ცანცარა გოგონები და არც ისეთი თავ-პატიჟს რომ გაიდებდნენ და ახვეწნინებდნენ, ამიტომ რამდენჯერმე ვიუარე, ისიც არ მომეშვა და მისი მანქანისკენ ერთად წავედით.
სიმართლე გითხრათ ყველაზე მოსაწყენი საუბარი იყო, რაც კი ოდესმე მქონია, რადგან ძალიან მორცხვი და მორიდებული აღმოჩნდა ჩემი მეზობელი, თითქმის არაფერი უთქვამს საათნახევრიან გზაზე, მხოლოდ სახელი და რამდენიმე ძალიან მწირი ინფორმაცია გავიგე მასზე, მეც არ დამიწყია ჩემი ისტორიების მოყოლა და ფანჯარაში ქალაქის ხედების ყურება ვამჯობინე.
-შეიძლება რაღაც გთხოვოთ? - თითქმის აკანკალებული ხმით ვუთხარი მას. მანაც, უფრო სწორად უკვე სახელით შემიძლია მოხსენიება, ვატომ პატარა ბავშვივით შემომხედა, თითქოს ომობანას თამაში უნდა შემეთავაზებინა, გამიღიმა და თავი დამიკრა. ჩემი თხოვნა ზედმეტად სასაცილო იყო, ბაზარში შესვლა მინდოდა და თუ დრო ჰქონდა დამლოდებოდა, თუარადა ტაქსით წავიდოდი. პასუხი ზუსტად ვიცოდი, ამიტომ ამ შანსით ვისარგებლე და იმაზე მეტი რამ ვიყიდე, რასაც ზოგადად ვყიდულობ ხოლმე, სიმძიმისდა გამო.
სულ ეს იყო. ჩვენი შეხვედრები კვლავ კაფეში, ყოველ მეორე დღეს გაგრძელდა ჩვეულ რიტმში, ჩაი, კრუასანი და მინერალური წყალი.
***
სამზარეულოში ფუსფუსის დღე, ანუ დასვენების დღე დადგა. მოვიმარჯვე :
• ქათამი
• დაფნის ფოთლები
• ნუში
• მაიონეზი
• კიტრი
• სალათის ფურცლები
• იოგურტი
• ლიმონის ცედრა
• რეჰანი
და შევუდექი მზადებას, თან Eric Clapton -Autumn Leaves ჩავრთე და ხუთ წუთიან ნეტარებს გამორთვის საშუალება არ მივეცი.
Since you went away, the days grow long
And soon I'll hear old winter's song
But I miss you most of all, my darling
When autumn leaves start to fall
მღეროდა ჩემი ტელევიზორი, თუმცა მაინც გაზაფხული ყველაფერს მერჩია. ისიც ძალიან მალე შემოაბიჯებდა მბრუნავ დედამიწაზე, რადგან უკვე თებერვალი იწურებოდა.
ჩემი კერძი კი ნელ-ნელა კეთდებოდა. ქათმის მოსახარშად დატოვებულ ორმოცწუთიან საზომს უკვე წუთები ელეოდა, ამიტომ სხვა ინგრედიენტების გამზადება დავიწყე და თავში იდეამ ელვასავით შემოანათა.
ვატოს დავპატიჯებ.
გაიელვა კიდევ ერთხელ და იქვე დივანზე დავჯექი გადაწყვეტილების სისწორის განსასაზღვრად.
ვარიანტი 1. ჩავიდე და ვუთხრა : ვატო, ძალიან გემრიელი კერძი მოვამზადე, ნახევარ საათში ჩემთან გელოდები - ეს ძალიან მკაცრი განაცხადია, ძალიან გემრიელი კერძი (იქნებ არ მოსწონს), ჩემთან გელოდები (ლოგინიც გავამზადე უკვე)
ვარიანტი 2. ჩავიდე და ჩავუტანო საჭმელი - ეს მზრუნველობაა, თუმცა ერთად კერძის დაგემოვნება არ გამოვა.
კიდევ ბევრი ვარიანტი მოგროვდა ჩემს თავში, თუმცა იმპროვიზაციას ვუხმე და ორი სართულით ქვემოთ სახლის ჩუსტებით და პლედმოფარებული ჩავედი.
ვატომ პირველივე დაკაკუნებაზე გამომხედა და როგორც ჩანს ისიც სახლის დღისთვის გამოწყობილი, სპორტულებით შემეგება. ჩემმა დანახვამ თავიდან დააბნია, შემდეგ გააღიმა და კარიც ბოლომდე გამოაღო , რადგან ზღურბლზე გადამებიჯა, თუმცა სათქმელი პირდაპირ ვუთხარი და თანხმობის შემდეგ კიბეებს ავუყევი. კარგა ხანი არ მიუკეტავს კარი, მხოლოდ მეოცე კიბის შემდეგ გავიგე კარის ჩუმი მიჯახუნება.
***
ჩუსტებით არ დავხვდი, თხელძირიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ჯინსი და ზოლიანი პერანგი, თმაც მაღლა ავიწიე და სუფრაც გავაწყვე. მიუხედავად იმისა, რომ სალათი ძალიან გემრიელად გამოიყურებოდა, ღვინოც წითელი და ნახევრად ტკბილი იყო და წინა დღით მომზადებული ყაბაყის პიცაც შევაცხელე, მაინც რაღაც მაკლდა, თუმცა ფქვილიანი ხელებით შეხვედრა ნამდვილად არ მინდოდა, ამიტომ ყველაზე მარტივი გზა ვიპოვე დესერტის დასამზადებლად.
შოკოლადს დავასხი ცხელი ნაღები და მანამ ვურიე , სანამ მთლიანად არ გალღვა, თასში ჩავალაგე დამტვრეული ორცხობილები და მოვაყარე თხილი, მოვასხი შოკოლადი და შევდგი საყინულეში.
ამ საოცრებას სულ ათი წუთი უნდა, თუმცა ეფექტს ნამდვილად ახდენს, თან ამაყად იტყვი, რომ შენი მომზადებულია.
პირველი პაემანი, თუკი შეიძლება ასე დაერქვას ნამდვილად შედგა. ვატო ბევრად ჭკვიანი და კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, განსაკუთრებით ერთი-ორი ჭიქა ღვინის შემდეგ.
-ქალები ყველაზე ამოუცნობი ობიექტები ხართ დედამიწაზე. სწორად დაუწერიათ „ქარის მესმის, მაგრამ ქალებს ვერ გავუგე ვერაფერიო“, შეიძლება ძალიან მხიარული საღამოს შემდეგ ქალი მოვიდეს შენთან და ცრემლიანი თვალებით გითხრას თუ როგორ მოიწყინა და რამე უჩვეულო და ეგზოტიკური უნდა.
-ნუთუ მხოლოდ ქალები ვართ ასე, მამაკაცს ხომ თითქმის არასოდეს აკმაყოფილებს ერთი? - ჩემი ტკივილი აქაც ჩავაკვეხე და მისი პასუხის მოლოდინში ჭიქიდან ერთი ყლუპი ღვინო მოვწრუპე
-ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა. ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა, ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა. კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა.
-რა გინდა მაგით თქვა?
-მე არაფერი, ლადო ასათიანმა თქვა, თუმცა რატომ ნამდვილად არ ვიცი. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქალი და შენ სხვას უყურედე და მითუმეტეს გინდოდეს? შენი ქალი ხომ ყველაზე ამაღლებული უნდა გყავდეს, მის თვალებში ხედავდე მთელ სამყაროს და მის ღიმილში მთელ რიგ ბედნიერებას, მართლა არ მესმის ასათიანის, ნეტავ რამ დააწერინა ეს ლექსი, იქნებ ქალი საერთოდაც არ იგულისხმა, თუმცა რას გაუგებ პოეტ კაცს.
***
გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ჩემი გარდერობიც ნელ-ნელა იძენდნენ ფერებს, აღარც ღალატის სუნი იდგა ჩემსავე სახლში და არც ის მოღალატე კაცი მახსენებდა თავს. დიდად ვერც ვატოზე გადავერთე, თუმცა მისი ყურადღება მაინც სასიამოვნო და შესაქები იყო.
ვატო ზრდილობიანი მამაკაცი აღმოჩნდა, არც ზედმეტი კითხვებით მიბურღავდა ტვინს და არც კითხვების ნაკლებობას განვიცდიდი, ზუსტად ხვდებოდა სად და როგორ უნდა ეთქვა ან ეკითხა რაიმე. უფრო ხშირად ზოგადსაკაცობრიო საკითხებზე ვმსჯელობდით და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის უმეტესად სხვადასხვა აზრი გვქონდა, მაინც არ მიჩნდებოდა სიბრაზის ან გაღიზიანების გრძნობა, არც ჩემი აზრის სისწორეს ვიცავდი გამწარებული, პირიქით, ძალიან მშვიდად ვმსჯელობდით და ერთმანეთის აზრს პატივს ვცემდით.
ერთხელაც გაზაფხულზე ჩამოვარდა საუბარი და ლექსი წამიკითხა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლექსი მე მომიძღვნეს, თუნდაც წაკითხული.
ჩემმა და ვატოს შეხვედრებმა კი ნელ-ნელა კაფიდან ჩემს და მის სახლში გადაინაცვლეს. ვსხდებოდით და ხან ფინჯან ყავაზე, ხან ერთ ჭიქა ღვინოზე, ხანაც კი ერთ ბაკალ ლუდზე ვმსჯელობდით, ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით, წაკითხულ წიგნებზე და ახალ სტატიებზე ვსაუბრობდით. ერთხელაც კი ჩემი ისტორიით დაინტერესდა, თუმცა მოხერხებულად ავუარე გვერდი ამ თემას და ოსტატურად გადავიტანე საუბარი ღალატიდან კულინარიაზე.
კულინარია ხომ ის თემაა, სადაც ყველაზე თავისუფლად ვგრძნობ თავს, ვშლი ფრთებს და დაუღალავად შემიძლია ვისაუბრო ინგრედიენტების შეთავსებაზე და მათ სხვადასხვა თვისებებზე.



№1  offline მოდერი მარტო სახლში

ვაიმე ვგიჟდები ამ ისტორიაზე ძალიან კარგი და საინტერესოა ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს ველოდები <3

 


№2  offline წევრი გაზაფხული

მარტო სახლში
ვაიმე ვგიჟდები ამ ისტორიაზე ძალიან კარგი და საინტერესოა ერთი სული მაქვს როდის დადებ ახალ თავს ველოდები <3

დღეს დავდებ❤️❤️

 


№3  offline წევრი mariam m.k

KArgia saintereso.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent