შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადარჩენა (I თავი)


8-03-2019, 21:04
ავტორი Qetti_04
ნანახია 954

მოგესალმებით, ეს არის ჩემი პირველი მოთხრობა და ვიმედოვნებ მოგეწონებათ ^^


-ყველანი გარეთ გაიქეცით- ყვირის სკოლის დარაჯი და კარებს აღებს.
-სიწყნარე შეინარჩუნეთ, რიგში ჩადექით და ისე გადით - ნაძალადევი ღიმილით ეუბნება მათ ერთ-ერთი მასწავლებელი.
ეს ხმა მესამე სართულზე არ აღწევს. ზემოთ ცამეტამდე ბავშვი და ერთი მასწავლებელია. იმ ბავშვებთაგანი მეც ვარ. ჩვენ იმ დღეს არაფერი გაგვიგია, ახლა კი მეხუთე დღეა რაც სკოლაში ვართ და ვერავინ გვეხმარება.
5 დღის წინ
-მადლობა, რომ დღეს ძლივს ყველანი მოხვედით. - გვეუბნება თემო
თემო ჩემი ლათინურის მასწავლებელია. ლათინური დამატებითი საგანია და აქ მხოლოდ ისინი ვართ ვისაც ეს ენა მართლა აინტერესებს ან სჭირდება.
-ისედაც ყველანი ვართ ხოლმე - შეეპასუხა ლუკა.
ლუკა ჩემი პარალელ კლასელია, ვეწყობით და ერთმანეთი მოგვწონსთქო ვერ გეტყვით, რადგან ეს ტყუილი იქნება. ჩვენ ერთმანეთი გულზე არ გვეხატება და ამას არც ვმალავთ.
-კარგი რა, ძალიან კარგად იცი რომ ცამეტიდან ექვსი ძლივს ვიკრიბებით ხოლმე- ვუპასუხე და წარბი ავწიე.
-კარგი იქნებოდა იმ ექვსში ზოგჯერ შენც რომ იყო- მკვახედ მომახალა ლუკამ.
- რომ დადიოდე გეცოდინებოდა რომ კვირაში სამივე გაკვეთილს მაინც არ ვაცდენ..
-მგონი ვსაუბრობდი.
შეგვაწყვეტინა თემომ და საყვედურიდან გაკვეთილზე გადავიდა. გაკვეთილმა 4 საათს გასტანა. ალბათ ეს იმის ბრალი იყო რომ ყველა ვიყავით და ყველას გვინდოდა ლაპარაკი, თემების განხილვა, დებატი და ამასთანავე პატარა თამაშები. გაკვეთილის დასრულებისთანავე ყველანი ქვემოთ ჩავედით, სკოლა ერთიანად ცარიელი იყო, გასასვლელი კარები კი ჩაკეტილი.
- რა ჯანდაბააა?! - იკითხა ლუკამ და კარის გაღებას ძალით ცდილობდა.
- კარგი იქნება თუ არ ჩამოაგდებ - უთხრა თემომ და ტელეფონზე ვიღაცასთან სალაპარაკოდ გავიდა.
ლუკა კარებზე კაკუნს არ ეშვებოდა, ხასიათი გაუფუჭდა და როცა დაიღალა იქვე კარებთან დაჯდა. ყველანი ჩუმად ვიყავით, 14 ადამიანი სკოლაში ვიყავით ჩაკეტილი, სკოლაში რომლის კარებიც სულ ღია იყო. ჩაკეტილები ვართ და არ ვიცით რატომ, არ ვიცით სკოლა ცარიელი რატომაა. მეგონა ამ კითხვაზე თემო გვიპასუხებდა, მაგრამ ის ჯერ კიდევ ტელეფონზე საუბრობდა.
ჩანთიდან წიგნი ამოვიღე და იმის კითხვა დავიწყე, ზოგი მობილურში იყო, ზოგი წერდა, ზოგიც კი ჩემსავით კითხულობდა, მაგრამ ხმას არავინ იღებდა. უცებ სიჩუმე თემომ დაარღვია.
-აქედან ვერ გავალთ - გვითხრა და ჩანთა ბეჭიდან მოიშორა.
-რაა? არ არსებობს... რატომ?
-რა პანიკებში ხარ ელენე - თვალები გადავატრიალე და სკამზე კომფორტულად მოვკალათდი.
-როდის გავალთ? - ჰკითხა მას ანამ და მის დაქალს ხელი ჩასჭიდა.
-დღეს ვერა
-მოიცა რააა? - ახლა ყველამ ერთდროულად წამოვიყვირეთ.
-ინფექციაა სკოლაში გავრცელებული, სკოლა ამიტომაცაა დაცლილი და ჩაკეტილი, არ იციან ჩვენც გვჭირს თუ არა, მაგრამ ამბობენ ეს საშიში არ არისო -ჩვენ დამშვიდებას ცდილობს თემო - დღეს აქ უნდა დავრჩეთ. მეტი არაფერი არ ვიცი.
-სკოლაში არ დავიძინებ - ცხვირი მაღლა ასწია ნინომ და კარებთან მივიდა
-ვერ გაიგონე თემომ რა თქვა? ჩვენ შეიძლება ავად ვიყოთ და შენ რაზე წუწუნებ - შეუღრინა ნიკამ და იქვე მდგომ სკამზე ჩამოჯდა.
-კარგი, მოდით დავწყნარდეთ კარგ... - სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ლუკა ისე ჩაერთო ლაპარაკში.
-გოგონიიიი, გამოფხიზლდი რააა, ჩვენ შენს გასაოცარ წიგნების სამყაროში არ ვართ, სადაც ყველაფერს კარგი დასასრული აქვს, საბიანა გამოიხედე თვალებში ეს არის რეალიური სამყარო, სამყარო სადაც ჩვენ სკოლაში ვართ ჩაკეტილები. - ხმას აუწია ლუკამ და ჩემკენ წამოვიდა.
-ხმას ნუ უწევ, შესანიშნავად ვიცი სადაც ვართ, უბრალოდ ახლა პანიკა ვერ დაგვეხმარება
-საბიანა მართალია, ახლა ოთახებში გადანაწილდით, ხვალ დილით შევხვდებით - გვითხრა თომამ და ზემოთ წავიდა.
ოთახებში გადავნაწილდით, მე სამასწავლებლო ავირჩიე, იქ სხვა ოთახებთან შედარებით თბილა თან რბილი სავარძლებიცაა. ჩანთიდან წიგნი ისევ ამოვიღე და შუქი ავანთე, სკოლაში შუქი გვაქვს მაგრამ გათბობა არა, ალბათ ეზოს დატოვებისას გარედან ვიღაცამ გამორთო. რადგან ოთახში მარტო ვიყავი ხმამაღლა კითხვა დავიწყე. რამდენიმე საათში ხმამაღლა კითხვისგან დავიღალე, ყელიც გამიშრა და სკოლაში გასეირნება გადავწყვიტე.
პირველ სართიულზე ჩასვლისას ყველა ოთახს ვათვალიერებდი, ოთახებში მერხები და სკამები გადატრიალებული იყო, რვეულები და სკოლის ნივთები კი ძირს ეყარა. ისინი სკოლიდან კი არ წავიდნენ, არამედ გაიქცნე. საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე თემომ გვითხრა.




***
დილით ყველა დაღლილი ვიღვიძებთ, ყველას საშინლად გვშია. კაფეტერიაში შოკოლადებს და წყალს ვპოულობთ და იმას ვჭამთ. ცოტა ხანი ხმას არავინ იღებს. ისინი ჭამენ მე კი შოკოლადს ვითვლი და ვხვდები, რომ დღეში თუ მხოლოდ ორჯერ შევჭამთ შოკოლადები 4 დღე გვეყოფა.
-როგორ გამოიძინეთ? - გვეკითხება თემო და წყალს სვამს.
-ძალიან კომფორტულად გვეძინა მერხებზე, საერთოდ არ მინდა აქედან წსვლა -მკვახედ მიახალა ანამ.
-სხვების მაგივრად ნუ სუბროობ - გამოვძახე დახლის მეორე მხრიდან
-კარგად მადლობა, უბრალოდ სითბო გვჭირდება, თორემ გავიყინებით. -უთხრა ნიკამ და ჩემკენ წამოვიდა. - რას აკეთებ?
-ვითვლი, შოკოლადებს ვითვლი, მაინტერესებს რამდენი ხანი გვეყოფა საჭმელი და წყალი.
-არ გინდა რომ დაწყნარდე? აქედან დღესვე გაგვიყვანენ - მითხრა და დასამშვიდებლად მხარზე ხელი დამადო.
-ეგ ტყუილია, აქედან კიდევ დიდიხანი ვერ გავალთ, ბავშვები სკოლიდან სასწრაფოდ გაიყვანეს და თვითონაც გავიდნენ. - ლაპარაკში ლუკა ჩაგვერთო
-რას გულისხმობ?
-ლუკა იმას გულისხმობს რომ საქმე იმაზე რთულადაა ვიდრე თემომ გვითხრა. კლასებში სკამები და მაგიდები აყირავებულია, სასკოლო ნივთები კი ძირს ყრია. ასე არ დატოვებდნენ უბრალო დაავადების დროს.
-შენც მოგიცვა პანიკამ საბიანა? ერთ კლასში თუ მერხია გადატრიალებული და ძირს ფურცლები ყრია დიდი ამბავი.
- წამოდი - ვუთხარი და ხელი გავუწოდე.
მეორე და მესამე სართულზე სრული სიჩუმე იყო, ამ სიჩუმეს მხოლოდ ჩვენი ფეხის ხმა არგვევდა. ნიკა დასარწ,უნებლად ყველა კლასში შევიყვანეთ. როცა ყველაფერი მისი თვალით ნახა დაგვიჯერა. ეს ჩვენს გარდა არავინ იცოდა, ისინი ვერც ხვდებოდნენ რა ხდებოდა. მათ ეს უბრალო დაავადება ეგონათ, რომელიც მალე გაგვივლიდა. მაგრამ ისინი ცდებოდნენ, ჩვენ წინ ბევრი რამ გველის, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ვინმე არ გამოჩნდა.
ცხოვრებაში პირველად მე და ლუკა ერთ მხარეს ვიყავით. ცხოვრებაში პირველად ვთანხმდებოდით რაღაცაზე. ვთანხმდებოდით იმაზე რომ ეს არავის არ უნდა გაეგო, რადგან ამის გაგება მათ გააგიჟებდა, ისინი აქედან გაღწევას შეეცდებოდნენ, რაც გარე სამყაროსთვის ცუდი იქნებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი თათუ

ძალიან საინტერესო ჩანს.თან კარგადაც წერ ველოდები გაგრძელებას❤️

 


№2  offline მოდერი მარტო სახლში

საინტერესოა მალე დადე

 


№3  offline წევრი Qetti_04

სტუმარი თათუ
ძალიან საინტერესო ჩანს.თან კარგადაც წერ ველოდები გაგრძელებას❤️

მადლობა <3

მარტო სახლში
საინტერესოა მალე დადე

აუცილებლად <3
--------------------
K.Dolidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent