შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობრები (4)


14-03-2019, 05:31
ავტორი Painter
ნანახია 4 737

-გიგა! -ხელი დაუქნია გაშტერებულ ჯიქიას ნინამ.
-რა?
-შენი ტელეფონი მათხოვე რა.
-რათ გინდა?
-სურათები უნდა გადავიღო, შენი ბანძი ტელეფონი კარგად იღებს ღამე. -უსიტყვოდ მიაწოდა ტელეფონი, ნინამაც დაიწყო ჩხაკუნი და ნახევარ საათში უამრავი სურათით გადატენა ჯიქიას ბანძი აიფონი. -გიგა მამაშენი რეკავს.
-უპსუხე.
-რას შვრები დათუნა?.. აი ჩვენ რომ ვიცით ეგრე… ჩემს წინ ზის… აუ დათო ძია კარგი რაა… ხომ მაგრამ… კარგი ხო. -დაბღვერილმა გაუთიშა ტელეფონი.
-რაო?
-ჩამოვიდეს ბევრი საქმე დაუგროვდაო, მე ვუთხარი კარგი რაათქო და იმან წუწუნს აზრი არ აქვს, ეყოფა დასვენება მაგის საქმეებს მე ვერ გავაკეთებო.
-რატო შე*ცა მაგ კაცმა?
-აბა მე რა ვიცი, სულ ესე აკეთებს. -მობეზრებულად აიქნი ხელი.
-ხვალ წავალ მე და თქვენ დარჩით.
-ჩვენც წამოვალთ.
-ერთი კვირა რომ გახდება ჩამოდით.
-შენ რა უნდა აკეთო ჩვენს გარეშე? -კისერზე მოხვია ხელები ელენემ.
-მერე გეტყვი. -ყურში ჩასჩურჩულა და ლოყაზე აკოცა.
-ვუაიმე როგორ მიყვარხარ ბიჭო. -მთლიანი სახე დაუკოცნა ჯიქიას.
-ნუ აცანცარდები ხოლმე. -უკანალზე მისცხო.
-რა უცნაური მეგობრობა გაქვთ. -სიცილით გააქნია თავი მათემ.
-რას გულისხმობ? -თვალები დააწვრილა ნინამ.
-ჩემს მეგობრებს არც ტ*აკზე ვურტყავ, არც მაგდენს ვკოცნი და საერთოდ…
-ჩვენ ყველას არ ვგავართ. -თვალი ჩაუკრა ნინამ. -თქვენ რამდენი ხანია ერთმანეთს იცნობთ?
-ოთხი წელი.
-მგონი ათწლიანი და ზოგთან ოცწლიანი მეგობრობის შემდეგ არ უნდა უკვირდეს ვინმეს ჩვენი ასეთი მეგობრობა.
-ვაა საღოლ თქვენ.
-სხვა არავინ მიგიღიათ სასტავში? -ინტერესით ჩაილაპარაკა მარიამმა.
-არასდროს, ერთადერთი მაშუნა შემოვიმატეთ, ესეც რამდენიმე დღის წინ გაგვაცნო ლუკამ. ერთმანეთი შეუყვარდათ და ძმის შეყვარებულს რათქმაუნდა მივიღებთ თუ დაგვევასება. მაშო კიდე ჩვენც შეგვიყვარდა. კიდევ ერთი იყო მაგრამ…
-მოკეტე! -თვალები დაუბრიალა ნინამ.
-თქვენ დიდი ხანია ერთმანეთი გიყვართ? -გიგას და ქეთას ანიშნა ერთმანეთზე.
-რვა წელი გახდება ახალ წელს. -ხელებში ჩარგო სახე და გაღიმებულმა გახედა ჯიქიას.
-ღადაოობ? -თვალები ჭყიტა მათემ. -აქამდე არ დაქორწინებულხართ?
-არ მითხოვია. -უცებ თქვა ჯიქიამ, თან თვალს არ აშორებდა ქეთას. -აუცილებელი არ არის ცოლად მოყვანა, მაინცდამაინც სექსი თუ გინდა ისედაც გექნება და ასედაც. -მხრები აიჩეჩა.-თან ცოლისთვის ჯერ პატარა ვარ. -ღიმილს ვერ იკავებდა ქეთას აწითლებულ სახეზე.
-სიყვარულში მარტო სექსი არ იგულისხმება. თუ გიყვარს შეძლებ თავის შეკავებას.-კმაყოფილმა ჩაილაპრაკა.
-ვაა მართლა? -ირონია შეაგება გუგას ნათქვამს. -საიდან დაასკვენი რომ მე და ქეთას რამე გვქონდა?
-არაა? -თვალები ჭყიტა მარიმ.
-არ ვაპირებ თქვენთან ჩემს ქალიშვილობაზე ლაპარაკს. -თვალები აატრიალა ბოჭორიშვილმა. -თემა შეცვალეთ.
-რა გაგიკეთებიათ ყველაზე სამარცხვინო სიმთვრალეში?
-გიგას დაბადებისდღეზე ვიყავით. -უცებ წამოიყვირა ელენემ. -ძალიან ბევრი ბიჭი იყო, მე მაგრად გამოვთვერი და ერთერთს ვარწყიე.
-ვაიმეეე ეგ ვინიყოო?
-არ მახსოვს, აღარც მინახავს იმის მერე, მგონი არც იცნობდა გიგას. თან ექვსი წლის მერე საკმაოდ შეიცვლებოდა.
-მე ტვალეტის მაგივრად საძინებელში მივდიოდი მოსასაქმებლად და გუგამ გადამარჩინა.
-შენ რატომ არ ლაპარაკობ? - ჩუმათ მჯდარ ბიჭს გახედა ელენემ, რომელმაც დღის განმავლობაში სულ სამჯერ ამოიღო ხმა. -რა გქვია საერთოდ?
-ზუკა.
-რა ხავერდოვანი ხმა გქონია. -წარბები აწკიპა. -ლაპარაკი იცი?
-ელე დაანებე თავი, ეს დღეები ვერაა კარგად. -ნერვიულობა შეეტყო მათეს.
-რიატო ზუზუ? შეყვარებულმა მიგატოვა?
-არა მე მივატოვე. -თვალი ჩაუკრა.
-ჰალილუია! -ხელები მაღლა აღმართა. -რატო მიატოვე ზუზუ?
-ელენე მოკეტეო გითხრეს. -ლოყაზე აკოცა კოტემ. -მიდი პატარავ მიაწექი კაი ბიჭია.-შეუმჩნებლად ჩასჩურჩულა.
-მიღალატა. -თვალებდაწვრილებული უყურებდა ელენეს, თან სიგარეტს აბოლებდა.
-მაპატიე. -თავი ჩახარა.
-შენ რა გაპატიო?
-მე… -დაიბნა. ზუკას ჩაცინებაზე კი უცებ წამოენთო. -რავიცი მსგავს თემებს რო ვახსენებთ ადამიანებს გული სტკივათ ხოლმე, ვიფიქრე გული ეტკინა დაკარგული სიყვარულის გამოთქო და ბოდიში მოგიხადე. არ მინდოდა შენი ტკენა. -ირონია შეურია ხმაში.
-ვერ გეტკინება თუ მის მიმართ არაფერს გრძნობ. -უდარდელად ჩაილაპარაკა.
-კიი გეტყობა რომ არაფერს გრძნობ. - “როგორ გეკადრებათ” ტონით თქვა. -არ არის სირცხვილი გრძნობების გამოხატვა. აი შენ მაგალითად არაამქვეყნიურად გაბრაზებული ხარ, მაგრამ თავს იკავებ ღრიალისგან, ტირილისგან და ვინმეს მოკვლისგან, თავს ისე აჩვენებ თითქოს გკიდია, სინამდვილეში განიცდი, შეიძლება ცოტახანში გასკდე მაგ დაგროვილი ბრაზით. აი ეხლა რომ მიყურებ დამშვიდებული სახით, სინამდვილეში გინდა რომ ამ მდინარეში ჩამახრჩო, რადგან შენთვის ყველაზე მტკივნეულ ადგილს ვეხები. -გულზე მიიდო თითი.
-შენ არაფერი იცი ჩემზე პატარავ. -თვალი ჩაუკრა.
-არაფრის ცოდნა არ მჭირდება, ზედ გაწერია ყველაფერი. -თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს. -იცი არ არის ტირილი სამარცხვინო, ხანდახან კაცებიც ტირიან მერე რა? გიგა ლუკა და კოტეც კი ტიროდნენ ნათია რომ დაიღუპა, მერე გიგა…
-ოო ელისო მანდ გაჩერდი! -თითი დაუქნი სიცილით ჯიქიამ. -მართალია ამ ბოლოდროს რაღაც გჭირს და სიბრძნეს აფრქვევ მაგრამ ეგ უკვე შენი საქმე აღარ არის, მეგობრებთან რასაც უნდა იმას გააკეთებს, არ არის ვალდებული შენთან თავის გრძნობებზე ისაუბროს.
-გაკოცე ყელში! -ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა სიცილით. -მე უბრალოდ იმას ვეუბნები რომ არუნდა უტყდებოდეს არაფერი. ვის არ უღალატია? უამრავი ოჯახი შორდება ერთმანეთს ღალატის გამო და შეყვარებულები თუ დაშორდნენ რამოხდა მერე? სხვას შეიყვარებ ზუზუ ეგ არაფერი, ვინმე ძერსკს.
-ელე თუ არ გაჩუმდები მე მოგივლი ზუკას მაგივრად.
-კაი რაა რატომ უნდა გავჩუმდე, ზუზუ ხომ არ ბრაზობ?
-საერთოდ არა. -ფეხზე წამოხტა, ტანზე გაიხადა და ელენესკენ წავიდა. -მართალი ხარ შენ, სხვა გამოჩნდება, მაგრამ შეყვარებით ჯერ არ ვიცი შევიყავრებ თუარა. -მხარზე გადაიკიდე უცებ და წყლისკენ წავიდა.
-რასაკეთებ შე იდიოტო! -ხელებს ურტყავდა წელზე. -დამსვი სწრაფად!
-ერთხელ რომ გეტყვიან გაჩუმდიო მანდ უნდა მოკეტო პატარავ.
-მიშველეთ ხალხო! გიჟია ვიღაცაა! -წყლის დანახვისას უარესად აფართხალდა. -არა არა არა! ზუზუ გაჩერდი! შენც დასველდები.
-არ მაცვია.
-უხ შენი! -წყალში შევიდა ელენესთან ერთად და რამდენჯერმე ჩააყვინთა.
-კიდევ თუ ატლიკინებ ენას სხვა რამეს მოვიფიქრებ. -ცხვირზე ჩამოკრა თითი და სწრაფად ამოვიდა წყლიდან.
-მეზიზღები!
-კარგია.
-მძულხარ!
-მიხარია. -კმაყოფილი სახით მივიდა ცეცხლთან, უცებ გაიმშრალა ტანი და ჩაიცვა.
-ზედმეტი ხომ არ მოგივიდა? -წარბები შეკრა ლუკამ.
-საერთოდ არა, მაგრამ თუ ასე ფიქრობ ბოდიშით თქვენ.
-არა პროსტა თუ გაპატიოთ. -სველი ტანსაცმლით დადგა ცეცხლის წინ. -აუწიე რა მცივა.
-რას ავუწიო გოგო. -სიცილი ვერ შეიკავა კოტემ.
-შეშა დაამატე იდიოტო! -დაბღვერილმა გახედა.
-ჩემი პატარა გაბრაზდაა? -პირსაწმენდი მოახვია.
-შემეშვი რა! არავის არ გელაპარაკებით ამ იდიოტს რომ ხელი არ შეუშალეთ მაგის გამო!
-ნახე რა ჯანზეა გოგო, შენთან ერთად მეც ჩამიყოლებდა და ორის დასველებას ერთის დასველება არ ჯობია? -ლოყაზე აკოცა.
-დამანებე თავი. ხვალ მეც მოვდივარ თბილისში, ეს ქაჯი კიდევ სადმე რომ გადამეყაროს შემომაკვდება და ციხეში ჯდომა საერთოდ არ მინდა.
-კიდევ რამდენს ლაპარაკობს. -დანანებით გააქნია თავი ზუკამ.
-მოკეტე! კოტე წავიდეთ რა.
-კარგი რაა, ჩათვალე პროსტა იჭყუმპალავე რამოხდა მერე? თუ გინდა მეც დავსველდები, რაზე იგრუზები პროსტა?
-გავცივდები ამ დეგრადირებულის გამო და შენ მომივლი იცოდე.
-კაი ტოო? რას მემუქრები? ერთხელ მომივლია თუ ორჯერ? -ხელები მოხვია და ყელში აკოცა. -შენი მოვლა ჩემი ჰობია.
-ამას როგორ უძლებთ? -წარბშეკრულმა ჩაილაპარაკა ზუკამ.
-სიყვარული ბრმაა. -თვალი ჩაუკრა კოტემ. -ეს სამი რომ მიყვარს ეგრე არავინ. რაც არ უნდა გააკეთონ ყველაფერს ავიტან. -მხრები აიჩეჩა.
-აბა როარმიყვარდეს ელისოსთან რა მინდა?
-გიგაა! -თვალები დაუბრიალა ჯიქიას.
-ელისოს რაპონტში ეძახით? -დაეჭვებულმა იკითხა დევდარიანმა.
-მე ვეძახი მარტო, პატარა რომ იყო ეგრე ვაბრაზებდი. -თვალი ჩაუკრა ელენეს.
-აი ვაღიარებ ჩემი დასველება ამად ღირდა! -ტაში შემოკრა. -ლაპარაკი დაიწყო! გილოცავთ მეგობრებო, მე ეს შევძელი.
-ღმერთო ჩემო. -თვალები აატრიალა დევდარიანმა.
-ხვალ მართლა მომყვები?
-მარტო ხომ არ დაგტოვებ თბილისში? მოიწყენ.
-ნინა წამოვა შენ დარჩი.
-ნინა რატო?
-მერე გეტყვი. -ლოყაზე აკოცა და ნინას გახედა. -წამოხვალ?
-კი თან შენთან ჭორაობა მიყვარს.
-ქეთა რატომ არა?
-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? -მობეზრებულმა გახედა გუგას.
-არ აქვს.
-ქეთა ხუთი წელია აქ არ ყოფილა და თავიდან დაათვალიერებს, მე კიდე ყოველწელს ამოვდიოდი ამათთან ერთად. -ხელი მოუჭირა ჯიქიას.
-რატომ?
-ამერიკაში გავუშვით.
-გასაგებია. -ჩიცინა.
-გიგა დაიკიდე რა. -ყურში ჩასჩურჩულა.
-კაი დავიშალეთ რა. -ფეხზე წამოხტა მაშო. -შემცივდა თან მომშივდა, ეს ლუდიც უარესად მაშიებს და სასისკი კიდე არ მიყვარს.
-მგონი შენზე სვანეთის ჰაერი კარგად მოქმედებს.
-ხო გოგო, რაც ჩამოვედით ყველაფერს გაორმაგებულად ვჭამ.
-ორსულად ხომ არ ხარ? -საუბარში მარიამი ჩაერთო. ყველა გაჩუმდა, მაშომ ჯერ მარიამს გახედა, მერე გოგოებს და ბოლოს ლუკას.
-არაა. -მხრები აიჩეჩა. -შანსი არაა პროსტა. -სიცილით წამოაყენა ფეხზე კვიციანი. -ჰაერს რომ ვიცვლი ასე ვარ ხოლმე. წავიდეთ რა.
-კაი წავედით და ალბათ შევხვდებით ხვალ.
-კარგად. -ყველა წამოლაგდა და მანქანისკენ წავიდა.
-ორსულად ხომ არ ხარ? -როგორც კი მანქანაში ჩაჯდა მაშინვე დაიწყო მარიამის ლანძღვა.-რა მაგის *რაკის საქმეა ორსულად ვარ თუ ჭამით ვსუქდები. -დაბღვერილი იყურებოდა. -არა პროსტა რა გაჩითა ტიპმა? იქნებ სულ არ ვ*იმაობ ლუკასთან? ან კიდე ორსულად რომ ვიყო მე ვერ მივხვდებოდი? ვაბშე რა შუაშია ჭამა ორსულობასთან? გადამრევს ეს ხალხი რაა.
-კაი გოგო დაწყნარდი. -თმებზე გადაუსვა ხელი ელემ.
-არ მევასებიან რაა ეგეთი გოგოები.
-რას უწუნებ ტო? მე დამევასა.
-შენ რა და როგორ დაგევასა მაგ გოგოში არ მოგვიყვე გაფიცებ. -თავში წამოარტყა ელენემ. მალევე მივიდნენ სახლში, სწრაფად მოწესრიგდნენ და გოგოები ლუკას ოთახში შეცვივდნენ.
-შენ ისევ მარიამზე ფიქრობ? -სიცილით მიუჯდა გვერძე ელენე და სიგარეტს მოუკიდა.
-მეტიჩარა, ვითომ რამე იცის. -ცხვირი აიბზუა კაპანაძემ.
-კაი შენ კიდე, რომ იყო მერე რა? -ხელი აიქნია.
-ვაიმე არ ვართქო!
-რატომ ხარ ეგეთი დარწმუნებული? -ეჭვნარევი ხმა ჰქონდა ქეთას.
-არც გული მერევა, არც თავბრუ მეხვევა და არც გადამცდენია. ყველაფერი ნოლმალურად არის, უბრალოდ ვჭამ იმიტომ რომ მშია, მთელი დღეა არაფერი მიჭამია და მაინცდამაინც ორსულად უნდა ვიყო რომ მომშივდეს? -თვალები აატრიალა.
-კაი კაი ვჩუმდები! -ხელები ასწია ქეთამ. -ისე დაუცველი სექსი არ გქონიათ?
-გამეცალე რა!
-კაი რა გიტყდება?
-არ ვიცი. -ცოტახანი ჩაფიქრდა. -არ მახსოვს. მგონი გუშინ არ დაგვიცვავს თავი.
-ოჰოჰოჰო ესენი ნახე რა, ხმები არ მაწუხება და მეთქი როგორ უძლებენ რომ არაფერი ქნანთქო. -ახარხარდა ელენე და მის სიტყვებზე სხვებსაც გაეცინათ.
-შენ არ იცი რაფასად მიჯდება ხმაურმა რომ არ შეგაწუხოს. სხვათაშორის ლუკას სხეულს რომ ვხედავ უმეტესად თავის შეკავება მიჭირს.
-ნუ ეს ისედაც ვიცოდი მაგრამ ახლა დამიდასტურე. -ლუკას ხმის გაგებისას მაშინვე მისკენ გაიხედეს. კარის ჩარჩოზე იყო მხრით მიყრდნობილი, ხელები მკერდზე დაელაგებინა და გაღიმეული უყურედა გადაწითლებულ მაშოს. უცებ წამოხტა ფეხზე კაპანაძე, ხელები წელზე მოხვია და ქვევიდან ახედა.
-სხვისი მოსმენა რომ არ შეიძლება არ იცი?
-შენ სხვა ხარ? -მოწყვეტით აკოცა და გოგოებს გახედა. -წამოდით ვჭამოთ.
-რა გვაქვს საჭმელი?
-რაც გააკეთეთ ის.
-არაფერი გაგვიკეთებია. -თვალები გააფართოვდა ბოჭორიშვილმა.
-ანუ ეხლა მოგიწევთ გაკეთება.
-აუ რაა.
-თქვენ საჭმელი გააკეთეთ მე ბავშვს გავაკეთებ.
-ნუ ბოდიალობ.
-გოგოებო არ გინდათ ძმიშვილი?
-აუ კიი რა. -ყელი გაიწელა ნინიმ.
-რავქნათ? უნდათ. -ხელები მოუჭირა წელზე და უფრო მეტად აიკრა ტანზე.
-მოიცა ჯერ ჩვენ გავალთ. -ხელი ჩაკიდან ნინას და ელენეს გაყვა.
-კაი რაა, მართლა გინდა შვილი? -მკერდზე მიადო ხელები.
-შენთან კი. ახლა უკვე რომ იყო ეგეც გამიხარდებოდა.
-მართლა?
-ჰო პატარავ. -ტუჩებზე აკოცა. -გავაკეთოთ ბავშვი?
-ესე არ მინდა.
-აბა როგორ გინდა?
-აი პიკზე რომ ვიქნებით და ორივეს სიგიჟემდე გვენდომება ერთმანეთით ტკბობა მაშინ. დაგეგმილი ბავშვი არ მინდა.
-კარგი მაშინ, ბავშვი გადავდოთ, მაგრამ ცოტახანი მოგეფერები. -მაიკა გადააძრო, ლოგინზე დააგდო და ზევიდან მოექცა.


-დღეს ვინ სად იძინებს? -კიტრს მარილი მოაყარა და პირში გაიქანა.
-რა კითხვაა ელისო?
-დღეს ხომ მიდიხარ და ვიფიქრე…
-ნუ ფიქრობ, ყველა თავის ლოგინში იძინებს. ხვალ დილით გავალთ მე და ნინაჩკა.
-კარგი. -მხრები აიჩეჩა.
ვახშმის შემდეგ, ყველა დასაძინებლად წავიდა ქეთას გარდა. ზამზარეულოში იდგა და ყველაფერს ალაგებდა, ბოლოს ჩაი გაიკეთა, პლედი შემოიხვია და ეზოში გავიდა. ცა გადაჭედილი იყო ვარსვლავებით, ერთი ღრუბელიც არ ჩანდა, მთები ჩრდილებივით იდგნენ ცის ქვეშ, ეს ყველაფერი კი საოცარ კომბინაციას ქმნიდა ერთად. ნახატს გავდა, დიდ კედელზე რომ გააკრავ და მთლიანად შიგნით იძირები. ზოგადად უბრალო ნახატში შეგიძლია უამრავი რამ დაინახო, ზოგისთვის მხოლოდ დეკორაცია არ არის. ბალახზე დაჯდა და ვარკვლავების დათვლა დაიწყო.
-მეჭეჭები ამოგივა. -უკნიდან საყვარელი ბარიტონი მოესმა.
-ერთხელ მართლა ამომივიდა. -სიცილით გააქნია თავი.
-არ გცივა?
-არაა.
-მე მცივა. -პლედი მოაშორა, უკნიდან მიუჯდა, მკერდით აეკრო ქეთას ზურგს და პლედი მოიფარა.
-ლამაზია.
-ჰოო. -ლოყა ლოყაზე მიადო.
-სადაც არ უნდა ვიყო, როგორი სილამაზეც არუნდა ვნახო საქართველო ყველა ქვეყანას მირჩევნია.
-ხუთიწელი როგორ გაძელი?
-არ ვიცი, ვსწავლობდი, მერე ბარში დავდიოდი გოგოებთან ერთად, ვასწავლე როგორი მეგობრები უნდა იყვნენ, როგორ ვიქცევით ჩვენ საქართველოში და გადავაჯიშე ასე რომ ვთქვათ. -თითები ახლართა გიგას ხელებში. -თავიდან უკვირდათ ყველაფერი, მე რომ ლუდი ვუყიდე ფულს მაძლევდნენ გავიყოთო. -ჩაიცინა. -მერე ეგეც ავუხსენი.
-ბიჭები?
-რამდენიმეს ვიცნობდი, ერთი ქართველი იყო თოკა და კიდევ რამდენიმე ამერიკელი.
-როგორ გაიცანი?
-სულ შემთხვევით, გოგოებმა გამაცნეს ბიჭები, მერე თქვეს რომ საქართველოდან ვიყავი და “ქართველი ხარ გოგო?”-ო რომ თქვა მაგისმერე აღარც მომშორებია გვერდიდან. ერთ სახლში ვცხოვრობდით.
-რაა? -სხეული დაეჭიმა ჯიქიას.
-ხო სახლიდან წამოვიდა და ბიჭებთან ცხოვრობდა, მე ისედაც მარტო ვიყავი და შევისახლე. თავს უფრო კარგად ვგრძნობდი ვიღაც რომ მყავდა. ჩემი სახლი მაგას დავუტოვე.
-იმედია არაფერი ზედმეტი არ გაუკეთებია.
-არა კაი ტიპია, სისტრას მეძახდა. -ლოყაზე აკოცა. ცოტახნით ორივე გაჩუმდნენ, ვარსკვლავებს უყურებდნენ და სვანეთის სუფთა ჰაერთან ერთად, ერთმანეთის სურნელს სუნთქავდნენ. -აუცილებლად უნდა წახვიდე?
-ჰო პატარავ, უნივერსიტეტი არ მქონდა დამთავრებული ეგრევე კომპანიაში შემტენა დათომ.-ყელში მიაკრო ტუჩები. -ერთი დღეც რომ გამოვტოვო უამრავი საქმე გროვდება, წარმომიდგენია ეხლა რაიქნება. პროსტა იმით ვისარგებლე რომ დათოსია, მაგრად და*იკიდე და წამოვედი.
-გახსოვს სკოლაში რომ გამომიარე, პაემანზე მიმყავხარო მითხარი და ზოპარკში წამიყვანე?
-ეხლაც მახსოვს შენი სახე ლომის დანახვისას.
-ისეთი ფაფარი ქონდა მოფერება მინდოდა.
-მაგიტომ მოგაჭამა რამის ხელი.
-ის გახსოოვს მთაწმინდაზე ცხენებზე რომ დავჯექი, ბავშვების როა, რო ტრიალებს.
-შენი თვალების წყალობით მეც დავჯექი და დავაშტერე ხალხი.
-კიარ დააშტერე, რომალნტიკა ჩაუსახე და გადაქანცულებს გაღიმების მიზეზი მიეცი.
-ძალიან რომანტიულია ცხრამეტი წლის ბიჭი ცხენზე რომ ზის და გვერძე ჩვიდმეტი წლის თხა უზის.
-ვაიმეე ის გახსოოვს? ეშმაკის ბორბალზე რომ დავჯექით და მთელი ათი წუთი ჩემზე იყავი მოკრული. -უცებ ახარხარდა. -აუ შენი სახე არ დამავიწყდება! -სიცილს ვერ წყვეტდა.
-საერთოდ არ არის სასაცილო, აკროფობია როდესაც აქვს ადამიანს არუნდა აიძულო იმსიმაღლეზე დაჯდომა.
-ხო დაგაწყნარე მერე რა გინდა.
-რა დამაწყნარე მთელი ათიწუთი იცინოდი. უფროსწორედ მთელი ათი თვე.
-შენ კიდე სულ ნერვები გეშლებოდა.
-არა პროსტა ისე ცდილობდი ჩემს გაღიმებას, ეგოისტურად სულ გიძაბავდი.
-შეე…
-არ დაამთავრო.
-რატომ ვერ იტან…
-არ მევასება რომ უზრდელობ და ვსო, რამდენჯერ გელაპარაკე მაგაზე.
-ხო მაგრამ…
-ჩაი გაგიცივდა.
-გყავდა ვინმე?
-მეღადავები? -სიცილი ვერ შეიკავა ჯიქიამ.
-მაგას არ ვგულისხმობ.
-კი მყავდა.
-მერე?
-აღარ მყავს.
-ვაა. -სიმწრით გაეცინა.
-კაი რაა პატარავ. -ნიკაპზე მოკიდა ხელი და თავისკე შეატრიალებინა. -შენს მერე ვინმე როგორ უნდა შემეყვარებინა? -ტუჩებზე აკოცა. ჟრუანტელმა დაუარა ბოჭორიშვილს. ვერ სწყდებოდნენ ერთმანეთს, იმდენად ჰქონდათ სიყვარული გამჯდარი, ამდენი ხნის მერე, მაინც ვერ მალავდნენ გრძნობებს.
-ანუ ისევ გიყვარვარ?
-ვერ გაიგებ, შეიძლება კი, შეიძლება არა. ამჯერად შენზეა დამოკიდებული ჩვენი ურთიერთობა. ეხლა წამოხტი შევიდეთ, ხვალ დიდი გზა მაქვს გასავლელი.
-კაი. -ჩაი ბოლომდე ჩაცალა, ფეხზე წამოხტა და სახლში შევიდა. -არ მეძინება და ვიქნები ცოტახანი, შენ წადი დაიძინე. -სავარძელში მოკალათდა ბუხრის წინ.
-არ დაიღალე?
-ისე რა.
-ქეთა მაქსიმალურად ეცადე გუგასგან თავი შორს დაიჭირო. -გვერძე მიუჯდა, ხელები წელზე მოხვია და კალთაში ჩაისვა.
-რატომ?
-ასე მინდა და მაგიტომ.
-ეჭვიანობ?
-არა, სადაც ხუთი წელი ვერ გადამიყვარე, სამ დღეშიც ვერ გადამიყვარებ, მითუმეტეს ვიღაც გუგას გამო. -ხელები მაიკის ქვეშ შეუცურა და ზურგზე აატარა.
-ცივია. -გააჟრჟოლა ბოჭორიშვილს, მთლიანი კანი დაეხორკლა და თვალები რამის მიენაბა.
-ამას უყურეთ. -ჩაივინა, მაისური მაღლა აუწია და მუცელზე აკოცა.
-ნუ მაწვალებ. -ხმა ჩაეხლიჩა, ხელები კისერზე მოხვია და სახე მის სახესთან ახლოს მისწია.
-ის შენი სი*ი გუგა შეეცდება შენთან დაახლოვებას, მაგრამ შენ დაიკიდებ, ეტყვი რომ გიგა გიყვარს და შეგეშვას. -ქეთას ტუჩებთან ჩურჩულებდა.
-თავს იმშვიდებ?
-უფრო გაფრთხილებ.
-ხომ იცი იმას არ გავაკეთებ რაც შენ გინდა.
-დარწმუნებული ხარ? -უკანალზე მოუჭირა ხელი.
-კი… -ღრმად ჩაისუნთქა და თავი უკან გადახარა.
-არამგონია. -ნიკაპზე მიაკრო ტუჩები, შემდეგ ერთი ხელი სახეზე მოკიდა, თავისკენ მისწია და საყვარელ ბაგეებს დაეწაფა. -დაიძინე. -მკერდზე მიიხუტა და სავარძელზე წამოწვა. მის მკლავებში გაიტრუნა ქეთა და მალევე ჩაეძინა.
******

ერთი დღე გავიდა გიგას და ნინას წასვლიდან, ყველა ისევ ისე იყო. თითქმის ორი დღე გაატარეს მათ გარეშე და უკვე დანაკლისს გრძნობდნენ. ღამდებოდა, ქეთა ცეცხლის წინ იდგა მაშოსთან ერთად და ბუხარზე შემოლაგებულ სურათებს აკვირდებოდა.
-რამდენი სურათი გვაქვს ერთად. -სიცილს ვერ იკავებდა ელენეს შეშინებულ სახეზე.
-მე არ მყოლია თქვენნაირი მეგობრები, ერთი დაქალი მყავს, ეგეც საზღვარგარეთ წავიდა ერთი თვის წინ.
-ეხლა ჩვენ გყავართ. -ხელი გადახვია ქეთამ. უცებ კარი გაიღო და გაღიმებული ფანგანი შემოვარდა.
-გზაზე მივდიოდი, ხოდა ეს ახალგაზრდები გავჩითე და ხელს გამოვაყოლე. -პარკებით დატვირთული შევარდა სამზარეულოში, უკან კი გუგა, მარიამი, ზუკა და მათე მიჰყვნენ.
-პრივეტ! -ხელი აუწია ბუხართან მდგომ გოგოებს მათემ.
-როგორ ხართ?
-რავი კარგად. -გვერძე ამოუდგა მარიამი. მაშინვე მოიღუშა კაპანაძე. -თქვენი ძველი ფოტოებია?
-ჰო. -გაღიმებულმა შეხედა გიგასთან ერთად გადაღებულ სურათს. -მიკვირს ეს რომ აქ დევს.-ხელი გადაატარა შუშას.
-რატომ?
-რავიცი მეგონა აიღებდნენ. -მხრები აიჩეჩა.
-ისე რომ იცოდე თავიდან ვიღებდით მაგ ფოტოს. რომ მივდიოდით ისევ ვდებდით. -უცებ აკისკისდა ელენე.
-რატომ არ მიკვირს?
-ვაა ზუზუ?! -ირონიით გაჟღინთა სიტყვები. -რა დაბღვერილი მოძრაობ? -ხელი დაადო მხარზე. -გახსენი ეგ წარბები თორემ ასე მგონია გადაბმული გაქვს. -მწვანე თვალებში ჩააჩერდა დევდარიანს.
-ეგრე ნუ იკრიჭები ულვაშები გეტყობა.
-აი ეგ ხუმრობა ვერ გამოგივიდა ლამასო, სანამ წამოვიდოდი მანამდე გავიკეთე. -თვალი ჩაუკრა და გოგოებს ამოუდგა გვერძე. -შეეშვით ამ ფოტოებს რა, რამდენი ხანია აკვირდებით.
-სასტავ ლუდი გინდათ?
-გამოიტანე.
-ლუკა სადაა? -თვალების ცეცება დაიწყო მაშომ.
-მოვა მალე. -თვალი ჩაუკრა კოტემ. ყველა სავარძლებში მოთავსდა, ზოგიც იატაკზე იჯდა. კოტეს გიტარა ჩაახუტეს და უამრავი სიმღერა ამღერეს.
-გულმა უგრძნო? -ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან კვიაციანმა და გიგას ზარს უპასუხა.
-რას შვრებით?
-ვგულაობთ.
-სად?
-სახლში.
-ის დასი*ებილებიც მანდ არიან?
-კი. -ჩაიცინა.
-ქეთა?
-დაგალაპრაკო?
-მიდი.
-დამალაპარაკეო. -ტელეფონი მიაწოდა ბოჭორიშვილს.
-რას შვრები პატარავ?
-ვსვავ, შენ?
-მე და ნინა მივდივართ კლუბში.
-კარგია.
-ხომ გახსოვს რა გითხარი?
-გიგაა! -თვალები აატრიალა თითქოს დაინახავდა.
-ნუ ატრიალებ თვალებს, ხომ იცი მაინც გავიგებ ყველაფერს.
-არ ვიცი.
-წავედი მე და ჭკვიანად იცოდე.
-კარგი. -ტელეფონი გაუთიშა და ლუკას დაუბრუნა.
-რაო ტურფამ. -ლუდის დიდი ყლუპი მოსვა ელენემ.
-კლუბში მიდის ნინასთან ერთად.
-ნინას დაელაპარაკე? -თვალები მოჭუტა მარიამმა.
-არა. -შეიცხადა ბოჭორიშვილმა, მაშოს გადახედა რომელიც მობეზრებული სახით მიშჩერებოდა მარიამს და ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა.
-შეიძლება მოგატყუა.
-ვინმესთან წასვლა რომ უნდოდეს პირდაპირ იტყოდა. -მხრების ჩეჩვით ფეხზე წამოხტა.-მოვალ ეხლავე.
-სად მიდიხარ?
-ოთახში, ტელეფონს ავიღებ. -უცებ გავარდა, ლოგინი გადაასწორა და ტელეფონს დასტაცა ხელი. უცებ კარების დაკეტვის ხმა გაიგო. მაშინვე იქით შებრუნდა, ხელში კი კარზე აყუდებული გუგა შერჩა. -რა ხდება?
-ლაპარაკი მინდა.
-გისმენ.
-თავს რატომ მარიდებ?
-არ გარიდებ. -მხრების ჩეჩვით მივიდა ფანჯარასთან.
-გიგამ გაგაფრთხილა?
-რა შუაშია?
-ვიცი რომ ერთად არ ხართ. -ნელნელა მიდიოდა ქეთასკენ.
-საიდან დაასკვენი?
-გეტყობათ, აი ერთად ლუკა და მაშო არიან. თქვენ არა.
-გიგა მიყვარს.
-ხუთი წლის მერეც? -ცინიკურად ჩაიცინა.
-კი, ყველაზე მეტად მიყვარს, შეიძლება ერთად არ ვართ, მაგრამ ეგ არაფერს ცვლის.
-რომ გყვარებოდა არ მიატოვებდი. -ძალიან ახლოს მივიდა.
-შენ არაფერი იცი ჩემზე.
-მინდა რომ გავიგო.
-მე არ მინდა.
-რატომ? -სახე ახლოს მისწია, თითქმის მის ტუჩებს ეხებოდა.
-შემეშვი რა, ვერ გაიგე რა გითხარი? არ მაინტერესებს შენ რა გინდა, მანიაკი ხარ? -ხელი ჰკრა და კარებისკენ წავიდა. გუგამ მაჯაში წაავლო ხელი, თავისკენ შეატრიალა და ტუჩებზე დააცხრა. -რას აკეთებ გააფრინე? -უცებ მოშორდა და სილა გაარტყა. -არ გაბედო მეორედ მოახლოვება. -კარი გიჟივით გაიჯახუნა, მაშინვე აბაზანაში შევარდა. ხელებით ნიჟარას დაეყრდნო, გული აუჩქარდა, ისე სწრაფად უცემდა ცოტაც და ამოხტებოდა. შეეშინდა, ისევ დაფიქრდა და შეეშინდა ძალადობის. ერთხელ ჰქონდა მსგავსი შემთხვევა, ის ბიჭი აპირებდა მისთვის კოცნას რომელსაც ვერ იტანდა. მაშინაც მსგავსი შეგრძნება დაეუფლა, მაგრამ ახლა გაორმაგებულად ანერვიულებული იყო.
-რა ხდება? -კარებზე უკაკუნებდა კოტე.
-არაფერი გამოვალ ეხლავე. -წყალი მოუშვა, პირზე შეისხა და კარი გაუღო ფანგანს. ისიც უცებ შეძვრა, კარი გადაკეტა და გულზე ხელდაკრეფილი ჩამოუდგა ბოჭორიშვილს.
-რა გჭირს?
-არაფერითქო.
-რამდენ ფორმაში უნდა გითხრა რა მოხდა?
-არაფერი მეთქი ვაახ!
-რატომ მატყუებ ქეთა? -ხელები მოკიდა მკლავებში. -უკვე ვბრაზდები.
-ჩამეხუტე რა. -ხელები მოხვია და ცხვირი ყელში ჩაუყო.
-რა გატირებს გოგო? ნუ მაგიჟებ! -თმაზე ეფერებოდა. -გუგამ გითხრა რამე?
-არა.
-ნუ მატყუებ, დავინახე რომ გამოგყვა.
-მაკოცა. -უფრო ძლიერად მოუჭირა ხელები, სუნთქვა გაუხშირდა ფანგანს, უხეშად მოიშორა ქეთა და კარების გასაღებად გაიწია. -არ გინდა რა კოტე. -მთლიან ტანზე აეკრო.
-რა არ მინდა გოგო ხოარ უბერავ? -უშედეგოდ ცდილობდა ტკიპასავით მიწებებულ ქეთას მოშორებას.
-გთხოვ დაანებე თავი რა. -ცრემლები სცვიოდა და არაფრის დიდებით არ უშვებდა.
-ქეთა გამიშვი ხელი, ხომ იცი რომ მაინც მოგვიწევს გასვლა? რაც არ უნდა მითხრა მაინც გავუხევ სახეს.
-კოტე…
-ჯანდაბა გამიშვი ხელი! -უცებ მოშორდა და გარეთ გავარდა. -სად არიან?
-წავიდნენ. -გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ლუკამ. -რა ხდება? რა სჭირს ამას?
-იმ *ლეს გამო ტირის. -ზიზღნარევი ხმა აღმოხდა.
-რატო? -წარბები შეკრა კვიციანმა.
-კოტე… -ხელი ჩაკიდან ქეთამ.
-ჩადორბლა.
-რა ქნა?
-აკოცა.
-მეც არ ვთქვი რატომ წავიდნენ ასე მალეთქოო.
-როგორ თუ აკოცა?
-აეგრე მივარდა და აკოცა. -ჟაკეტი მოიცვა და გასასვლელისკენ წავიდა.
-კოტე გაჩერდი რა გთხოვ...
-რას სთხოვ გოგო ხოარ ღადაობ? -ხელი მოკიდა ლუკამ და გვერძე გამოსწია.
-კოტე არ წახვიდე ნათიას სულს გაფიცებ! -ლუკას მკლავებში იყო მოქცეული, მაშინვე გაჩერდა ფანგანი და გაბრაზებული შევარდა სახლში.
-დედას*ევეცი! -სავარძელში ჩაჯდა და ერთი მოყუდებით ჩაცალა ლუდი.-*ლე!
-კოტე. -თავდახრილი ჩაუჯდა კალთაში და სახე მის ყელში ჩარგო.
-დავაი რა.
-არ მინდა რომ რამე დამართოთ ერთმანეთს.
-და გავუტარო?
-უბრალოდ დაივიწყე რა.
-და გიგას არაფერი ვუთხრათ ხო?
-ხო.
-არა სულ გარეკა ამ გოგომ. -სიმწრის სიცილით გააქნია თავი. -გიგას შენ ეტყვი, ის ს*რი სადმე თუ შემხვდება მაგრად ვცემ, არანაირი ნათია, კოტეე და თხოვნები.
-არა პროსტა ტიპმა რა გაბედა აზრზე ხართ?
-კარგი ელენე ნუ დამახვიე თავბრუ.
-და შემ რა გააკეთე? -დოინჯშემორტყმული ჩამოუდგა წინ.
-გავარტყი.
-გაარტყა გოგომ. ისე უნდა ამოგერტყა ფეხებს შორის რომ გამრავლების ფუნქცია დაეკარგა მაგ ნაბი*არს! -ოთახში მიმოდიოდა თან ცოფებს ყრიდა. -გიგამ რომ გაიგოს გაგიჟდება, მგონი გიგას გარდა არავინ შეხებია ამ საცოდავის ტუჩებს, არა გაჭედავს გეფიცებით, მერე მოკლავს იმ დეგრადირებულს და ციხეში წავა.
-რეკავს. -ტელეფონს დააშტერდა ქეთა.
-დაწყნარდი და ისე უპასუხე.
-დღეს ზედმეტი ხომ არ მოგივიდა?
-რა გჭირს?
-რა მჭირს? -გაკვირვებულმა გახედა ბავშვებს.
-ნამტირალები ხმა გაქვს.
-გეჩვენება.
-ქეთა იმდენად კარგად გიცნობ ვხვდები როდის როგორ ხარ და რატომ ცდილობ ჩემს მოტყუებას? -მობეზრებულად ამოილაპრაკა. -რა მოხდათქო?
-არაფერი გიგაა! რატომ რეკავ შენ?
-წავიდნენ ისინი თუ ისევ მანდ არიან?
-წავიდნენ.
-ასე მალე რატომ?
-მერავიცი გიგა? საქმე ჰქონდათ ალბათ.
-ცუდად მსახიობობ და რომ ჩამოხვალ ყველაფერს მომიყვები.
-არაფერი არ არის მოსაყოლი.
-ღამემშვიდობისა.
-რას ვეღირსე. -სიცილი ვერ შეიკავა ბოჭორიშვილმა.
-ბევრი ხერხი ვიცი შენს დასასჯელად.
-არც გაატ*აკო! -უცებ გაუთიშა ტელეფონი და კმაყოფილი სახით გახედა ბავშვებს.
-გრძნოობს აშკარად ეს ბიჭი. -ტუჩი გადმოაბრუნა. -წავედი მე დავიძინო.
-ჩვენც წავიდეთ რა. -ხელი ჩაკიდა მაშომ.
-მიყვარხარ. -შუბლზე აკოცა ლუკამ ბოჭორიშვილს.
-მეც. -თბილად გაუღიმა. მარტო დარჩა კოტესთან ერთად ბუხრის წინ. ორივე ჩუმად იჯდა და მოთამაშე ცეცხლის ალს შეჰყურებდნენ. -კოტე.
-შენი ცრემლები რომ დავინახე მომინდა რომ მომეკლა, პირველდ გამიჩნდა ადამიანის მოკვლის სურვილი. -გაჩეჩილი თმები ყურს უკან გადაუწია. -შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ ქეთა. ვერ ავიტან ვიღაცის გამო რომ იტირო, თუნდაც გიგას გამო.
-მე კარგი ბიჭი მეგონა.
-ხვალ სახლში წავიდეთ.
-ზეგ არ მივდიოდით?
-ხვალ მივდივართ.
-კარგი.
******

კლუბში ისხდნენ ორი მეგობარი და უამრავ რამეზე ლაპრაკობდნენ. ორივე აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. ნინამაც დაიჭირა ერთის მზერა.
-იმედია შენ არ აპირებ ვინმეს შებმას.
-ნინაჩკა აქ შენთან ერთად დასალევად მოვედი.
-ქეთას არ უღალატო!
-ეგრე თუ ვიმსჯელებთ ხუთიწელი ვღალატობდი მაშინ.
-შენც იცი რასაც გეუბნები. -გოგო თვალს არ აშორებდა, არც ნინა იხევდა უკან, აი მათკენ რომ დაიძრა მაშინ აფორიაქდა. -მოდის. -ხელი მოუჭირა ჯიქიას.
-ვინ? ოო ნინაჩკა, დარხეული გაქვს.
-შენ ხომ ჩემ გვერდით ხარ?
-ყოველთვის. -ხელზე აკოცა. -ისე მოიქეცი ვითომ გამოცდილი ხარ. -სიცილს ვერ იკავებდა.
-გამარჯობა. -გვერძე მიუჯდა შავთმიანი.
-ნინა! -ხელი გაუწოდა.
-ლენა. -მომხიბვლელი ღიმილი ჰქონდა გოგოს, ქათქათა კბილები, სავსე მკერდი და იდეალური ტანი. -შენი მეგობარი ასე რატომ მიყურებს?
-მაინტერესებს გოგოები როგორ კერავთ ერთმანეთს. -ყველა კბილი გამოაჩინა ჯიქიამ.
-ჯგუფურზე რა აზრის ხართ?
-სამწუხაროდ მივდივართ ლამაზო. -თვალი ჩაუკრა გიგამ, ხელი ჩაკიდა ნინას და კლუბიდან გავარდა. -ეს ის არ იყო რაც შენ გჭირდებოდა ნინაჩკა. -ხელი გადახვია სიცილით და ქუჩას გაუყვა.
-არა მე ჯერ იმაშიც ვერ გავრკვეულვარ გოგოები მომწონნს თუარა და იმან ჯგუფურიო.-ხელი მიირტყა შუბლზე.
-მგონი ქალიშვილობის დაკარგვა ისევ კაცთან ჯობია.
-გიგა რეებს მეუბნები?
-ნინა მგონი ჯობია შინაბერა დარჩე, რას იტყვი?
-შვილი მინდა.
-მერე ქალთან როგორ გეყოლება?
-უბრალოდ მინდა ეგეც ვცადო.
-დღეს შენთან დავრჩები.
-დარჩი, მაინც მარტო ვარ. ისე გუშინ სად იყავი.
-ნიასთან.
-არაა! -გაკვირვებულმა გახედა.
-კიი.
-გააფრინე ხო? როგორ გაბედე პროსტა? ქეთა? ქეთაზე როგორ არ იფიქრე? მაგ ბო*თან რა გინდოდა საერთოდ?
-კარგი ვღადაობ რა პანიკებში ჩავარდი.
-მართლა?
-დათოსთან ვიყავი.
-გიგა რაღაცას გეტყვი და არ გაფსიხდე.
-ქალიშვილი არ ხარ?
-საიდან იცი?
-რომ დაშორდით კარგად მალავდი ყველაფერს, ერთხელ გავიგონე შენი ჩუმი ტირილი, მე კიდე შეზე ვჭედავ ხოიცი? იკა ვნახე და ყველაფერი მომიყვა.
-რაა? ამდენი ხანი იცოდი და არაფერი მითხარი?
-მაინტერესებდა შენ როდის მეტყოდი. ისე შენც შენი დაქალისნაირი დებილი ხარ.
-რატომ?
-იკას არ უღალატია, რომ მოგესმინა შეიძლება დღესაც ერთად ყოფილიყავით.
-რაა? -ყურებს ვერ უჯერებდა ნინა. -კი მაგრამ…
-შენ ქალი კი არა იკა გჭირდება ნინაჩკა, ისევ გიყვარს და მაგიტომ ვერ უყურებ ვერცერთ კაცს.
-აქამდე რატომ არ მითხარი?
-ახლა რა მნიშვნელობა აქვს. იცი ნინა ისიც ვიცი ორსულად რომ იყავი.
-რაა? -ფერი გადაუვიდა სახიდან.
-რა პატარა ხარ ნინა. -შუბლზე აკოცა. -სხვათაშორის მწყინდა ყველაფერს რომ მიმალავდი.
-როგორ გაიგე? -ცრემლით აევსო თვალები.
-სახლში მე გიპოვე, გულწასული ეგდე ძირს და სისხლი მოგდიოდა. სავადმყოფოში წაგიყვანე და იქ თქვეს რომ მუცელი მოგეშალა.
-გიგაა… -ცრემლები ვეღარ შეიკავა და იქვე ამოუშვა მთელი თვეების ნაგროვები დარდი.-ვერ გითხარით, მაპატიე რა. ჩემი პატარაც ვერ დავიცავი, არ ვიცი რატომ მაგრამ მომშორდა.
-ჩუუ პატარავ, არაუშავს, კიდევ დაორსულდები და გააჩენ ბევრ შვილს.
-იცი რა ცუდი იყო გიგა? ასე მეგონა მეც მოვკვდი, შეიძლება კაცი ხარ მაგრამ წარმოიდგინე შენი შვილი რომ მომკვდარიყო.
-წარმოდგენაც არ მინდა. -თმაზე ეფერებოდა, თან თავზე ჰქონდა ტუჩები მიკრული.
-მისთვის დღემდე არ მითქვამს.
-იცი რა ცუდია შვილს რომ გიმალავენ? ქეთას რომ ჩემთვის შვილი დაემალა იქვე მივახრჩობდი. -სიტუაციის განმუხტვას შეეცადა. -გინდა იკასთან წაგიყვანო?
-არ ვიცი.
-წამო წავიდეთ. -ცრემლები შეუმშრალა და ორივე თვალზე აკოცა.
-მიყვარხარ.
-მეც. -გაუღიმა, მანქანაში ჩასვა და წერეთლის ბინისკენ წავიდა. იკა წერეთელი საკმაოდ სიმპატიური ბიჭი იყო, ხვლიკის ნაირი თვალები ჰქონდა, თან ყვითელი თან მწვანე, სწორი ცხვირი და ყავისფერი თმები. თითქმის ერთი წელი იყვნენ ერთად, სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. -გასაღები მომეცი და წადი.
-მადლობა.
-კარგი რა ნინაჩკა. -ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადააგდო. შენობას გახედა, იკას ფანჯრიდან შუქი გამოდიოდა, ნელა დაიძრა მეოთხე სართულისკენ, გული გამალებით უცემდა, რამდენჯერმე უკანაც მიბრუნდა, მაგრამ ბოლოს წერეთლის ბინის კართან იდგა და ვერ გადაეწყვიტა დაეკაკუნებინა თუარა. ბოლოს რამდენჯერმე მიუკაკუნა კარებზე და იკას გამოჩენის მოლოდინში სუნთქვაც შეწყვიტა. წელს ზემოთ შოშველი იყო, თმა აბურდული და თვალები გაკვირვებისგან გაფართოვებული ჰქონდა.
-ნინა? -ძლივს თქვა ერთი სიტყვა.
-შეიძლება?
-შემოდი. -კარი ფართედ გამოაღო და ჯერ ისევ შოკირებულმა შიგნით შეატარა. ყველაფერი ისევ ისე იყო როგორც ნინამ მოაწყო, არაფერი შეუცვლია, მისაღებისკენ წავიდა და სავარძელზე ჩამოჯდა. -ჯანდაბა შვიდი თვეა არ მინახიხარ.
-ჰოო.
-შეცვლილი ხარ. -ხარბად ათვალიერებდა საყვარელ სხეულს. -დარწმუნებული ვარ ესე ჩემთვის არ გამოპრანჭულხარ.
-გიგასთან ერთად ვიყავი კლუბში.
-გასაგებია. -თავი დაუკრა. -დალევ რამეს?
-არა არ მინდა.
-მგონი ცოტა მთვრალი ხარ.
-ორი ჭიქა მაქვს დალეული. -ძალით გაიღიმა. ვერაფრით წყვეტდა თვალს წერეთლის დაკუნთულ სხეულს, ვერც მის ტუჩებს და ვერც მის სახეს. ჟრუანტელი მოგვარა იმის გახსენებამ რეებს უკეთებდა იმ ტუჩებით. მერე ბავშვი გაახსენდა და ამღვრეულმა ცისფერი თვალები შეანათა.
-კარგად ხარ? -სახე მოეღუშა ნინას ცრემლებზე, ვერ იტანდა მის ტირილს. ყველაფერს აკეთებდა ოღონდ მისი ცრემლები არ დაენახა.
-რაღაც უნდა გითხრა. -თავი გააქნია უარყოფის ნიშნად.
-რახდება? -სხეული დაეჭიმა წერეთელს.
-მე… ორსულად ვიყავი… -ჩუმათ ჩაილაპრაკა და ძლივს გაუსწორა თვალი წერეთელს. -ჩვენს ბავშვს ვატარებდი მუცლით. -ცრემლები გადმოსცვივდა.
-რას ამბობ ნინა? -გაკვირვებისგან ტუჩები გაეპო, თვალები გაუფართოვდა და მკერდის არეში ტკივილი იგრძნო. -იყავი?
-რომ დავშორდით, მეც ორი კვირის მერე გავიგე. -მუჭით იწმენდდა მარილიან სითხეს მაგრამ ვერაფრით აჩერებდა. -ერთი თვის რომ გავხდი შენთან მოვდიოდი სათქმელად, გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ მინდოდა გცოდნოდა რომ მამა გახდებოდი. -ხელები უკანკალებდა ტუჩებთან ერთად. -იმ დღეს ტკივილები მაწუხებდა, სახლიდან რომ გამოვდიოდი ისე ამტკივდა გავითიშე. მერე სავადმყოფოში გავიღვიძე და მითხრეს რომ ბავშვი დავკარგე. -ვეღარ იკავებდა ტირილს, არც ცდილობდა, დიდიხანია უნდოდა ამის მოყოლა ვინმესთვის, უფროსწორედ ირაკლისთვის, მაგრამ ვერ მიდიოდა. -ჩვენს შვილს ვერ გავუფრთხილდი, ჩვენი პატარა დავკარგე, მერე რა რომ ერთი თვის იყო, მაინც შვილი იყო და ახლა შვილმკვდარი დედა ვარ. ვერ აღგიწერ როგორ ვიყავი მაშინ და როგორ გადავიტანე ეს რამდენიმე თვე. მინდოდა მოსვლა, მაგრამ მეშინოდა რომ ამის მოყოლის შემდეგ შემიძულებდი. არ ვიცი როგორ გადავიტანე ეს თვეები და როგორ ვარ დღეს ცოცხალი. არც ახლა ვიცი ამას რატომ გეუბნები, ალბათ იმიტომ რომ გიგამ მაიძულა, ან ხელი შემიწყო აქ მოსვლაში. ვიცი აზრი აღარ აქვს…
-ნინა! -საუბარი გააწყვეტინა, წამებში აღმოჩნდა მის გვერდით და ისე მოეხვია რამის გაჭყლიტა. -ჩემო პატარა… -თმაზე ეფრებოდა და მის ტკივილს თვითონაც იზიარებდა.
-მაპატიე რა… მაპატიე რომ ჩვენს შვილს ვერ გავუფრთხილდი.
-დაწყნარდი პატარავ. -მთლიანი სახე დაუკოცნა, ტუჩებამდეც მიაღწია და მონატრებული ბაგეები ვნებიანად დაუკოცნა. ნაზად კოცნიდა, სათითაოდ.
-მიყვარხარ იკა, ისევ სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ.
-მეც ჩემო სიცოცხლე. ყველაზე მეტად მიყვარხარ.
-ჩვენი შვილი…
-ჩვენი შვილი თავიდან ჩავსახოთ, ამჯერად ჩემთან ერთად იქნები და ერთად გავუფრთხილდებით.
-საშინელებაა, აღარ მინდა შენს გარეშე.
-აღარ გაგიშვებ, ვაბშე ცოლად გამომყევი.
-რა?
-ჰო ცოლად გამომყევი, წამო და ხელი მოვაწეროთ.
-ახლა? -თვალები ჭყიტა ნინამ.
-მომყვები თუ არა? -ფეხზე წამოაყენა.
-თეთრი კაბა არ მაქვს. -სიცილი ვერ შეიკავა.
-კიი გაქვს. -საძინებელში გაიყვანა და კარადიდან თეთრი ტანზე მომდგარი კაბა გამოუღო.
-ჩემი კაბა! -თვალები გაუბრწყინდა. -აღარც მახსოვდა.
-გახდებო ჩემი ცოლი?
-კი! -კისერზე მოხვია ხელები და ტუჩებში აკოცა.
-მიდი ჩაიცვი, გიგას და თემოს დავურეკავ. -მოწყვეტით აკოცა და ოთახიდან გავიდა.

-გიჟები ხართ გეფიცებით. -სიცილს ვერ იკავებდა ჯიქია. -მე გოგო შესარიგებლად გაგიშვი, გათხოვდითქო კიარ მითქამს.
-მერე რა.
-რავაკეთო ეხლა შენს გარეშე?
-ქეთა ჰო გყავს?
-ეგ რთული საქმეა. -ჩაიცინა და მაშინვე აწკრიალდა ტელეფონი. -ძაღლი ახსენეო.
-გიგა!
-რაიყო პატარავ? ჩემს გარეშე ვერ იძინებ?
-ფეისბუქზე ამომიგდო ქორწინება და ვერაფერი გავიგე. სად არის ნინა?
-გავთხოვდი! -ტელეფონი გამოსტაცა ჯიქიას და სპიკერზე ჩართო.
-რა ქენიი? ვის გაყევი გოგო? ირაკლი ვინაა? კოტე გაიღვიძე, და გაგითხოვდა.
-შენ არიცნობ წერეთელს, მერე გაგაცნობ.
-ხვალ მოვდივართ.
-ჩამოდით.
-ჩემს გარეშე როგორ გაბედეთ დაქორწინება თქვე არასწორო ხალხო! -ნამძინარევი ხმა გაისმა.
-ელენიკო! როგორხარ?
-აუ იკა შენ ხაარ? ღმერთო მადლობა! კიდევკაი ვინმე ქალს არ გაჰყვა, მშვიდადვარ ვსო. გილოცავთ! წავედი ვიძინებ.
-კოტეს ვერ ვაღვიძებ, ლუკას ვერ შევუვარდები, მაინც ხოიცით არ მინდა რამე ისეთს წავაწყდე.
-მიდი პატარავ დაიძინე.
-გილოცავთ! -კიდევ ერთხე ჩაყვირა ტელეფონში და გათიშა.
-ვინ არის ეს გოგო? -ჩაფიქრებული ჩანდა წერეთელი.
-ქეთა, გახსოვა რომ გიყვებოდი?
-ის გოგო ყველა სურათზე რომ არის?
-ხო.
-გიგუშ წავედით ჩვენ და პირველი ბავშვის ნათლია შენ ხარ. -ხელი მიარტყა მხარზე.-უფროსწორედ მეორე ბავშვის. -შუბლზე აკოცა ნინას.
-დავაი მიდით, ზეგ გნახავთ. -ნინას ჩაეხუტა და ორივე ლოყაზე აკოცა. -რომ ვერ გთმობ რა ვქნა?
-არ იცოდე მაინც რომ მიყვარს და ყველაფერს მირჩევნია. -თვალები აატრიალა წერეთელმა.
-კაი კაი კარგად. -ღიმილით გააცილა წყვილი, სიგარეტს მოუკიდა, მეორე ხელი ჯიბეში ჩაიყო და მარტო გაუყვა ქუჩას. ძალიან უნდოდა გვერძე ქეთა ჰყოლოდა, ქუჩაში ერბინა და კისკისით მთელი უბანი აეკლო. ახსენდებოდა ყველა ერთად გატარებული წუთი და ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
******

პირველ ივნისს გოგოებმა აიტეხელს მარტო ჩვენ უნდა ვიგულაოთო, ბიჭები გაყარეს და რვა საათამდა სამი ბავშვობის დაქალი ნინას სახლს თავზე იმხობდნენ, მაინც ვერ გაძლეს ბიჭების გარეშე და გადაურეკეს. თორმეტ საათამდე გაქაჩეს სასმლით გაბრუებულებმა, ბოლოს ყველა დაიშალა და ქეთას თხოვნით ფეხით წავიდნენ სახლისკენ.
-გიგა მგონი წვიმას აპირებს! -ქუჩაში დარბოდა მთვრალი გოგო, ნაბიჯები ერეოდა, უაზროდ იცინოდა და გიგასაც იყოლიებდა.
-წაიქცევი პატარავ. -ჯიბეებში ხელჩაწყობილი ნაბიჯნაბიჯ მისდევდა უკან, თან თვალს ვერ აშორებდა მოკისკისე ბოჭორიშვილს.
-აუ კეტებმა ფეხები მატკინეს.
-რას აკეთებ? -გულიანად იცინოდა ასვალტზე მჯდარ ქეთაზე, უშედეგოდ რომ ცდილობდა ფეხსაცმლის გახდას.
-მომეხმარე რა. -ტუჩგადმობრუნებულმა ახედა ჯიქიას. ისიც დაიხარდა და ფეხსაცმელი გახადა. -ღმერთო რა კარგი. -თითები აათამაშა. -წვეთი დამეცა. -უცებ წამოიყვირა. -გიგა წვიმას იწყებს! -გახარებული წამოხტა ფეხზე, კეტებით ხელში აქეთ იქით დარბოდა. მალევე წვიმის წვეთებმა დაფარა ყველაფერი, გიგამ ხელი მოკიდა წელზე, თავისკენ მიიზიდა და ტუჩებში აკოცა. -მიყვარხარ! -ჯიქიას ტუჩებზე დაიჩურჩულა, კვლავ შეეხო საყვარელ ბაგეებს და უცებ მოშორდა. -მიყვარხარ! -ხმამაღლა დაიყვირა. -სიგიჟემდე მიყვარხარ გიგა!-კიდევერთხელ წამოიყვირა და აკისკისდა.
-გიჟიხარ გეფიცები! -სიცილით გაეკიდა, უკნიდან მოეხვია, ჰაერში ააფრიალა და რამდენჯერმე დატრიალდა.
-დამპირდი რომ სულ ასე გეყვარები.
-იმაზე მეტად მეყვარები ვიდრე ახლა მიყვარხარ. -ისევ შეეხო მის ტუჩებს. -წავიდეთ. -ხელი ჩაკიდა და გაიქცა. ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი ფალიაშვილზე წვიმაში მირბოდნენ, არცერთს არ ანაღვლებდათ სისველე, უბრადოლ გარბოდნენ და იმ წუთებში ყველაზე ბედნიერად გრძნობდნენ თავს, არაფერი ადარდებდათ ერთმანეთის გარდა. ბოლოს ერთ ერთ კორპუსში შევარდნენ, მესამე სართულზე აირბინეს და ჯიქიას ბინის კარს მიადგნენ. -ნათიას დავურეკოთ, ვუთხრათ რომ აქ რჩები. -სახლში შევარდა, გეზი მაშინვე საძინებლისკენ აიღო, თავის მაისური მისცა ქეთას და თვითონაც გამოიცვალა. თმები პირსაწმენდით გაუშრეს ერთმანეთს, საწოლზე დაწვნენ და იქამდე ილაპარაკეს სანამ ქეთას არ ჩაეძინა.



მაპატიეთ გუშინ რომ ვერ დავდე...
იმედია მოგეწონებათ და გულს გაგითბობთ მათი ურთიერთობა...
მე პირადად მიყვარს ეს ჩემი წყვილები :დდ იმედია თქვენც შეგაყვარეს
და უფრო მეტად შეგაყვარებენ თავს... <3



№1  offline წევრი დარინა

ძალიან მომეწონა იკას და ნინას წყვილიი, აი გიგაზე ხომ ისედაც ვგიჟდებოდი მაგრამ ახლა უფრო გავაფრინე, იმედია ქეთა არ დაუმალას კოცნაზე, თორემ ამათ კიდევ ერთ ჩხუბს რა გადაიტანს ისედაც არ არიან კარგად, მინდა რომ გუგა დალეწოს, ველოდები რა ქეთას და გიგას წყვილს, უფრო თბილი და ტკბილი მომენტები მინდაა, ხო ელეს და ზუკას წყვილიც მომეწონება, კოტე კი მარიამისთვის არ მემეტება.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგია კარგად წერ წარმატებები

 


№4  offline წევრი Painter

დარინა
ძალიან მომეწონა იკას და ნინას წყვილიი, აი გიგაზე ხომ ისედაც ვგიჟდებოდი მაგრამ ახლა უფრო გავაფრინე, იმედია ქეთა არ დაუმალას კოცნაზე, თორემ ამათ კიდევ ერთ ჩხუბს რა გადაიტანს ისედაც არ არიან კარგად, მინდა რომ გუგა დალეწოს, ველოდები რა ქეთას და გიგას წყვილს, უფრო თბილი და ტკბილი მომენტები მინდაა, ხო ელეს და ზუკას წყვილიც მომეწონება, კოტე კი მარიამისთვის არ მემეტება.

არა მარიამი და კოტე ვერა... :დდ აი შენს კომენტარს რომ ვნახულობ სულ მიხარია <3 მაბედნიერებ :დ <3

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან მაგარია

მადლობაა <3

სტუმარი ნინო
ძალიან კარგია კარგად წერ წარმატებები

მადლობა heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინი

აუუ მიყვარს ეს ისტორია და მიყვარხარ შენ

 


№6  offline წევრი Painter

სტუმარი ნინი
აუუ მიყვარს ეს ისტორია და მიყვარხარ შენ

მადლობა შენი სიყვარულისთვის <3 <3

 


№7  offline წევრი sofi_sofiaa13

ოჰ ღმერთოოო
--------------------
ფეფო

 


№8  offline წევრი sofi_sofiaa13

ვაფრეეეეეეეეეეენ
--------------------
ფეფო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent