შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს რა დაგვემართა(თავი 1)


16-03-2019, 22:55
ავტორი Blue Lucifer
ნანახია 1 100

ავტობუსიდან ჩამოვიდა თუ არა ააკანკალა. დეკემბრის სუსხმა თბილ ქურთუკშიც შეაღწია. შარფი მოიხვია, ქუდი გაისწორა და სადარბაზოში შევიდა. მეორე სართულზე აირბინა და კარზე არც დაუკაკუნებია ისე შეიჭრა, იცოდა დაქალს კვლავ ღია ექნებოდა
-ვაიმე ტასიკოოო! სასწრაფოდ ცხელი შოკოლადი გამიკეთე თორე გავიყინე. მგონი გათოვდება მალე იცი? ძალიან ცივა! აღარ შემიძლია! ნერვებს მიშლის ეს სუსხი!
-კაი რა დღეში ხარ რაიყო! შემოსული არ ხარ ქოთქოთებ!
-რავქნა ლიზიკო,ყველა შენსავით მანქანით კი არ დადის იქეთ აქეთ?! მე კიდე მანქანაზე ვერ დავჯდები! ვინმეს გავიტან და მაგის ნერვები მაქვს მე კიდევ?
-ხო რა გაუძლებს მერე შენს წუწუნს!
-ხო ოღონდ,ჩემს წუწუნს თქვენს წუწუნზე ჩემს წუწუნზე
-გადათარგმნეთ ახლა რაც თქვა.
-რით ვერ ისწავლე ამის ლესიკონი?
-ვაიმეე ხალხო! რამდენს ლაპარაკობთ ჩემზე? ტასო სადაა ჩემი ყავაა? თუ გავიყინე მერე რაღად მინდა, გადამასხამ და გავლღვები?
-ქეთა, მომაქვს რა იყო? რა დაქოქილი ხარ უკვე?
-აუუ დღეს დილით კლინიკაში მივედი, დრო მქონდა და მეთქი მივეხმარები ლოლა ექიმსთქო. რას ავიჩემე ეს ვეტერინარობა? ძაღლი ყავდათ მოყვანილი, რაღაც გამოკვლევები ჩავუტარეთ, მერე ბარემ კლანჭები დავჭრათო და ისე წკმუტუნებდა გეფიცები ეს მარჯვენა ყური ჩემი აღარ არის!
-მარჯვენა რატო?
-მარჯვნიდან ვედექი ძაღლს და ვუჭერდი თათებს... ისე საყვარელი კი იყო. არა მეც უნდა ვიყიდო რამე ცხოველი რაა
-აუ შენ იყიდე მაიმუნი
-არა მაიმუნა არა,გორილა! ძაან კი გავხართ ერთმანეთს, ერთად იხტუნავებთ, რაიცი შეიძლება იმას შენნაირი სიცილი ქონდეს და იქნებით ასე მშვიდად და ბედნიერად!
-შენ ვის რას ეუბნები კოდალა? არა შეხედე რაა, რო კითხო მომავალი ადვოკატია და სერიოზულობა მართებს და რო ამოუჩხრიკონ წარსული და გაიგონ რა მასხარაა მერე რა ეშველება ამ საცოდავს ტასო?
-ეს კოდალა რაიყო?
-აბა მეთუ გორილა ვარ, შენ კოდალა ყოფილხარ , ტასო კიდე ლეოპარდი
-ლეოპარდი არა ტოროლა კიდე რააა
-რაიყო ფისოოო, გეწყინაა?
-რა მეწყინა რაა? დალიე ეგ ცხელი შოკოლადი სანამ გადაგასხით მართლა თავზე!-გვიანობამდე გასტანა მათმა საუბარმა, ნერვების მოშლამ და სიცილმა. ბოლოს სამივე ერთად ისე იცინოდა ლამის კორპუსი ჩამოინგრა. უკვე საკმაოდ ბნელოდა.ძალიან ციოდა მაგრამ, მისი ბინა 2 ქუჩის იქით იყო და ფეხით გადასვლა გადაწყვიტა. ნელნელა მიდიოდა, თან საახალწლო განათებებს უყურებდა.ასე ჰაერში ყურებით რაღაცას ფეხი წამოკრა და დაეცა
-ჯანდაბა შენს თავს ქეთა წერეთელო! ესღა გაკლდა! მოუხერხებელი რომ ხარ მაგის ბრალია! არა წინ ვერ იყრები რომ დადიხარ? ჯანდაბა! ახალი შარვალიც გახიე ყოჩაღ! არა ისე მეორე მუხლზეც რო გავხიო ასე მშვენიერი გამოვა! რაზე ფიქრობ შე საწყალო ფეხი გაქვს გადატყავებული! რაზე დავეცი ასეთზე, ვაიმე დედიკო რა მწარეა!-თავის თავს ებუზღუნებოდა, თან ნელნეკა დგებოდა, მერე ვიღაცამ მხარი გაკრა და კიდევ წაიქცა
-იდიოტო! წინ არ უნდა იყურო სად მიდიხარ? კრეტინი ეს, დეგენერატი! ვაიმე ფეხი! კიდე ესნუნდოდა ამ საწყალ ფეხს? მოდი აქ! შენი ბრალია ამიტომ შენ გამოისყიდი დანაშაულს- უცნობი ბიჭი ვინც ხელმეორედ წააქცია მოაბრუნდა და ძლივს დამდგარი მას დაეყდდნო
-უკაცრავად?
-უკაცრავად კიარა ბოდიში უნდა მითხრა, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს ახლა? მიდი ეხლა დამეხმარე და მომდევნო ქუჩაც გადამაკვეთიე, მერე კორპუსამდე მიმიყვანს და ვსო, გაგათავისუფლებ
-დეიდა რა გგნებავთ ვერ გავიგე
-დეიდა.....დეიდას გაჩვენებ მე შენ! მაქსიმუმ 5 წლით ვარ შენზე დიდი! მიდი ახლა და დამეხმარე რომ გეუბნები, შენ წამაქციე და აღარც მეხმარები?
-სხვა გზა მაქვს რო?
-არ გაქვს და მიდი დამეხმარე!- კორპუსამდე მიაყვანინა თავი მერე უთხრა კარგი კარგადო და ნელნელა აუყვა კიბეს. მერე მიხვდა რო ბიჭი უკან მიყვებოდა
-ბიჭი მე თუ მომზდევ იცოდე ისე მოგცხებ პატრონი რომ ვერ გიცნობს და წადი ეხლა დამეკარგე აქედან!
-შენ არ მოგყვები, ისედაც აქ მოვდიოდი, რომელ სართულზე მიდიხარ, დაგეხმარები ასვლაში.
-მეხუთეზე, რა უბედურებაა ეს ლიფტი რო არ მუშაობს? ამ სიცივეში ასე უნდა ვიაროთ ამხელა ხალხმა? უფ!
-მეც მეხუთეზე მოვდივარ. ჩემი ძმა დღეს გადმოვიდა, მგონი მისი მეზობელი ხარ.
-მე? მე კიარა ისაა ჩემი მეზობელი!
-რა განსხვავებაა?
-ძალიან დიდი!
-მგონი ერთმანეთიც არ გაგვიცნია, მე დაჩი ვარ
-ქეთა, სასიამოვნო ვითარებაში ვერ გაგიცანი თორე გეტყოდი სასიამოვნოათქო.
-ესაა მეხუთე ხო?
-კი, მადლობა.
-კიდევ შევხვდებით იმედია.
-ალბათ.-სახლში შევიდა შხაპი მიიღო, ფეხი გაისუფთავა შეიხვია და დასაძინებლად დაწვა გათიშულს დაეძინა. შუა ღამით საშინელმა ხმაურმა გააღვიძა, წამოვარდა რა ხდებაო, ჯერ იფიქრა მიწისძვრააო, მერე მტერი შემოგვესიაო, დაგვბომბესო, ან შენობას ანგრევენო, მერე კი უბრალოდ აღმოჩნდა რომ გვერდით ბინაში წვეულება ქონდა ვიღაცას გამართული. ისე გავარდა სახლიდან არც კი დაფიქრებულა რა ეცვა. კარის გაღება უნდოდა მაგრამ დაკეტილი დახვდა, ამიტომ მთელი ძალით აბრახუნა იქნებ გაიგონონო, ცოტახანს აბრახუნებდა, ბოლოს როგორც იქნა კარი გაიღო და იქ ისეთი ბიჭი შერჩა ხელში ნებისმიერი რო ზედ შეახტებოდა მაგრამ, იმ მომენტშიბისე იყო გაცოფებული ვერ გაიაზრა მისი გარეგნობა. ვერ იტანს როდესაც აღვიძებენ თანაც ხმაურით სწორედ ამიტომ იყო ასეთი ნერვებ დაწყვეტილი.ბიჭმა ისე შეათვალიერა მერე მიხვდა რომ მოკლე შორტის და მაისურის ამარა იყო გამოსული რომელშიც ყველაფერი კარგად უჩანდა. მართალია სიცივეა მაგრამ მის სახლში მუდამ სითბოა ამიტომ ლამის შიშველი დადის. ცოტა აწითლდა მაგრამ ყურადღება აღარ მიაქცია და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
-მომისმინე ყმაწვილო! ეს არის კორპუსი, აქ ბინებში ხალხი ცხოვრობს და ძილი უნდათ ცნობისთვის! ასე რომ მაგ იდიოტურ სიმღერებს ჩაუწიე და შენთვის უსმინე ჩუმად თუ ღმერთი გწამს თორე მერე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!
-დაა მე რომ ახლა რა რაღაც გავაკეთო, ჩემს თავზე პასუხის გება მომიწევს?
- რა უნდა გააკეთო? არა რა უნდა გააკეთო? გეუბნები შედი და გამორთე! ინანებ იცოდე!
-კაი ოღონდ შენ მშვისად იძინე და გამოვრთავ!
-კარი ცხვირწინ მიუხურა და მუსიკების ხმა აღარ ისმოდა.ქეთა თავისი სახლის კართან მივიდა, სახელური ჩამოწია მაგრამ ვერ გააღო, მერე ისევ მოემსა მუსიკების ხმა როგორც ჩანს მეზობელი ისევ განაგრძობდა გართობას, ქეთა კი კარს ვერ აღებდა. ჩაიკეტა!
-ჯანდაბა! ჯანდაბა ახლა რა ვქნააა!!!! ახხხ როგორ ვერ ვიტან ჩემს თავს!! გამოვარდნამდე იფიქრე რა ცოტა რა დაშავდება!!! ღმერთო ახლა რა ვქნა, ასეთ ფორმაში სად წავიდე????-ისევ თავის თავს ელაპრაკაებოდა და ეჩხუბებოდა ისევ რომ გაიღო მეზობლის კარი
-მე მელოდებოდი? -შენღა მაკლდი სრული ბედნიერებისთვის! -კაი ტო, მართლა? მერე აქამდე ვერ მითხარი?
-ღმერთო რა დავაშავე?
-აქ რატო იყინები? შედი სახლში და დაიძინე!თუ ისევ სიმღერა გიშლის ხელს?
-მაგ სიმღერების და ხმაურის ბრალია ყველაფერი!!! რომ არ მოგეშალა ჩემთვის ნერვები არ გამოვვარდებოდი და სახლის კარი არ ჩამეკეტებოდა! ჯანდაბა!
-კარი ჩაგეკეტა?
-რაიყო საღადაო თემა მოგეცა?
- კიი, მაგისთვის მერე დაგცინებ! ახლა ისეთ ფორმაში ხარ თავს ძლივს ვაკონტროლებ ამიტომ წამოდი და ჩემი აივნიდან გადაძვერი
-უკაცრავად?
-ჩემი აივანი შენი აივნის გვერდითაა ამიტომ შეგიძლია გადაძვრე
-ჩაკეტილი რომ იყოს?
-ნახე შენ და თუ ჩაკეტილი მოვიფიქრებ რამეს!
-სულ ასეთი კეთილი ხარ თუ უბრალოდ ჩემი შენთან შეტყუება გინდა და მაგიტო მებოდიალები?
-შემოდი ქეთა შემოდი!
-ჩემი სახელი საიდან იცი?
-დაჩიმ მითხრა ვიღაც ნევროზიანი ქალი ამეკიდა და შენი მეზობელი ყოფიალო, ახლა მივხდვი რაც იგულისხმა....
-უი დაჩი, ეგ წრიპა შენი ძმაა ხო?
-წრიპა?ეეე, ეგ მე როგორ ვერ მოვიფიქრე-სიცილი დაიწყო, ამასობაში უკვე მისაღებ ოთახში იყვნენ, მუსიკები გამორთო, იქვე მიწოლილი დაჩი წამოაგდო და დივანზე დაჯდა
-რაიყო, ბიჭო რა გინდა?....უიიი ,ქეთა ხო?
-ხო.
-და აქ რა გინდა, ან ასე რაგინდა?-თვალებით ანიშნა ჩაცმულობაზე, ქეთას არც შერცხვენია, ისევ თავისუფლად იდგა
-ჰე ეხლა, საიდან გადავძვრე?
-წამოდი წამოდი- აივანზე გაიყვანა, როგორღაც გადაძვრა საძინებლის აივანზე, გაუმართლა კარი ღია ქონდა.აივნის კარს არასდროს კეტავდა მეხუთეზე ვინ ამოძვრებაო.
-მადლობა....
-არაფრის
-შესვლას აპირებდა ისევ რომ მიიბრუნდა
-შენი სახელი არ ვიცი
-ვაჩე-გაუღიმა,ქეთამ მისთვის გაიმეორა სახელი და ოთახში შევიდა. საწოლზე დავარდა და ჩაეძინა. დილით მაღვიძარამ გააღვიძა. უცებ წამოვარდა ვერც გაიაზრა რა ხდებოდა. უცებ ჩაიცვა, ჩანთა აიღო და გავარდა. ლექციების შემდეგ ისევ კლინიკაში მივიდა. უკვე დამოუკიდებლად შეძლო რამდენიმე ცხოველის გასინჯვა, დიაგნოზის დასმა. უკვე წასვლის დრო იყო, ტასომ გაუარა სამსახურში. ლაპარაკობდნენ თან ოთახს ალაგებდა. ბოლო პაციებტს ელოდა. ლოლა,მთავარი ვეტერინარი წავიდა, შენით გაუმკლავდებიო, თუ რამე დამირეკეო. ამასაც რა ექნა. იდგა და ელოდა.
-აუუ სადაა ამდენ ხანს რააა, აქამდე წასული ვიქნებოდი უკვეე
-აუუ, თუ ვერ მოდიან ხო უნდა დარეკონ არა? და სხვა დროისთვის გადაიტანონ
-აუუ დღეს ერთი ქალი იყო მოსული, ფუმფულა კატა ყავდა მოყვანილი, ეგონა ორსულად იყო და რო გავსინჯეთ აღმოჩნდა რო მსუქანი იყო-სიცილი აუტყდა, დაიწყო არარეალურად სიცილი და ტასოც აყვა, ასე სიცილში იყვნენ გართულები და ვერც შენიშნეს ოთახში შემოსული მამაკაცი. ქეთამ რო მიიხედა და ვაჩე დაინახა შეხტა, შეეშინდა. მერე გაკვირვებული თვალები შეანათა
-მეზობელოო? შენ აქ საიდან
-რავიცი მე მეგონა ვეტერინალურ კლინიკაში მოვედი და თურმე ფსიქიატრიულში აღმოვჩნდი
-ოოო, ვაჩუნა, ხუმრობა ვიცითო?
-არ მითხრა რო ჩემს მაკრინეს შენ უნდა უმკურნალო...
-შენს ვის?
-მაკრინეს, აი ჩემი ფუმფულა-კატა აჩვენა, უკვე მოხუცი ჩანდა, მაგრამ ძაან საყვარელი იყო
-ესაა მაკრინეე? რა საყავრელია....
-ხო რაღაც ჭირს ამ ბოლო დროს, ვერ ვხვდები რა უნდა. არა იცი სხვაგანაც შემიძლია წავიყვანო, რავიცი შენ შეილებ ორსულობაც გეგონოს
-ჩავთვალოთ არაფერი გითქვამს. მოდი მაკრინე აქ, აბა ვნახოთ რა გჭირს-გასინჯა, ხან რა უქნა ხან რა, საწყალი კატაც ემორჩილებოდა.ქეთა თან უხსნიდა რაღაცეებს ვაჩეს,ტასო კიდე იდგა და მატ ჟღურტულს უსმენდა. ქეთა კი ხვდებოდა ტასოს ამ სახის მიზეზს მაგრამ აღარაფერი უთქვამს. მერე ვაჩეს რაღაც დანიშნულება დაუწერა და გაუშვა. ისე დაიწყო წუწუნი არც აინტერესებდა მათ გარდა ვინმე თუ იყო
-აუუუ ამ სიცივეში სახლსი რა წავა ახლა რააა, ამ ლიზასაც ახლა მოუნდა ბათუმში ჩასვლა, უფ...
-არაუშავს, წავიდეთ ტაქსით. მე შენთან დავრჩები დღეს რა...
-მე გაგიყვანთ, მაინც სახლში მოვდივარ...-ვაჩეს ხმა მოესმათ
-რატომაც არა....-არც დაფიქრებულა ისე დათანხმდა, აბა ამ სიცივეში ეზარებოდა სხვანაირად წასვლა, ვაჩეს მანქანაში კი ნამდვილად სითბო იქნებოდა. სწრაფად აიღო ნივთები, მენეჯერს დაემშვიდობა და წავიდა. ვაჩემ მანქანის კარი გაურო წინ, თუმცა მან ყურადღება არ მიაქცია და უკან ტასოსთან ერტად დაჯდა.ვაჩემ მხოლოდ ჩაიცინა, წინ მაკრინე დააწვინა და საჭეთან დაიკავა ადგილი. გზაში ხმა არ ამოუღიათ მხოლოდ სახლსი სესვლის წინ დაემშვიდობნენ და შევიდნენ. შესვლისთანავე ლიზას დაურეკეს მესენჯერში და დაიწყეს ამბების გაცვლა
-ლიზა გამოცდები არ გაქვს?
-ჩავაბარე წინასწარ დაგავიწყდა? ახალწლამდე მინდა ვიყო ცემებთან, მერე თქვენც ჩამოხვალტ და ერთად შევხვდებით...
-რა დროს ახალი წელი ან ბათუმია ლიზა? ქეთას ბედი გაეხსნა
-რა? ვინმეს მირიგებ არ არ ვიცი?
-არ იცის თურმე....
-ტასო მოყევი რა მოხდა.
-რა და, მივაკითხე ამ ქალბატონს სამსახურში, ხოდა ვირას აი ზე სიმპაწიჩნი ბიჭი გაიჩითა ბებერ კატასთან მაკრინესთან ერთად, ხოდა ეს ეჟღურტულებოდა, თვალებს უჟუჟუნებდნენ ერთმანეთს და იყვნენ. მერე სახლში მოგვიყვანა, ქეთას ახალი კარის მეზობელია....
-რაა? გოგო აქამდე ვერ თქვი? მართლა სიმპატიურია?
-ვაიმეე, სიმპატიური არა ფეხები, არა ეს თვალების ჟუჟუნი რა იყო ტასო? რა შუაშია აქ ჟუჟუნა? შეეშვი ჩემს დიდ ბებიას, მოასვენე საფლავში რაა....
-აუუუ....რა კარგად თქვააა-ლიზამ სიცილი ატეხა და ესენიც აყვნენ. ის კი ვერ დატვინეს რო მათი სიცილი გვერდით ბინაში გადიოდა. მერე კარზე ზარი იყო და ასე ღიმილით წავიდა კარისკენ. უკვე გამოეცვალა და მოკლე პიჟამას კაბაზე, ატლასის, იმავე სიგრძის ხალათი მოიცვა. კარი გააღო და ისევ ვაჩე დახვდა
-რა იყო ვაჩიკო?
-რაღაც უნდა მეკითხა და დამავიწყდა....-ისევ აათვალიერა გოგო, ამას კი ისევ არ ქონდა რეაქცია, უბრალოდ უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა ტანში და გარედან შემოპარულ სიცივეს დააბრალა.
-კაი მაშინ კარგად...
-არა არა მოიცა, მიწისძვრა თქვენც იგრძენით?
-არაა, მიწისძვრა იყო?
-რავიცი, მგონი იყო, ან უბრალოდ თქვენმა სიცილმა შეაქანა მთელი კორპუსი
-ხო გამორიცცული არაა....
-ვაა ვაჩე ხო? ვერ გაგიცანი წესიერად. მე ტასო ვარ... შემოდი რას დგახარ კარში....-ისე შემოიპატიჟა ტასომ თითქოს მისი სახლი იყო, ვაჩეც დათანხმდა. მაგიდაზე ისევ ლეპტოპი იდო და ლიზა რაღაცას ლაპარაკობდა, ვაჩე ისე დაჯდა ლიზას ხედავდა მაგრამ თვითონ არ ჩანდა, ყურები ცქვიტა და ლიზას ნაამბობს უსმენდა
-ხოდა მერე მანდატური გამოეკიდა. რატო თვითონაც არ იცის. ასე ვიდექიტ მე და ქეთა და მოდის ეს მანდატური, ქეთამ ეტყობა გაიგო ლაშას რო ლამის ტვინის შერყევა დაემართა მერე ვხიე იმის გამოო და გაიქცა, მანდატურმა რატო მირბის ალბათ დააშავა რამეო და გაეკიდა, მე კიდე ვკვდებოდი სიცილში....
-ლიზა რეებს ყვები? ეგ რამ გაგახსენა?-ქეთას გაეცინა,ლეპტოპის წინ დაჯდა და ისე კითხა სულ არ რცხვენოდა ვაჩესი რომელიც სიცილში კვდებოდა
-ეგრე ნაზად ვინ იცინის დედას გაფიცებ?
-ვინ და ვაჩე
-დაიცა ის სიმაწიჩნიო რო ამბობდით?
-თ არა ტასო ამბობდა მე კიდე გითხარი ტორილაათქო...აჰა გაიცანი...ეს ლიზაა ჩემი დაქალი ეს კიდე ვაჩეა
-დაჟე დაქალებთან ჩემზე ლაპარაკობ?
-ხო,რაა მერე?
-აი თქვენნაირ გოგოებს პირველად შევხვდი გეფიცები! ასე გახსნილები როგორ ხართ, ვაბშე რო არ გიტყდებათ არაფერი?
-რატო უნდა მიტყდებოდეს, ან რა მაქ დასამალი. რაც ვარ ეს ვარ, არ ვაპირებ ნიღაბი ავიკრა სახეზე. არ მაინტერესებს რას იფიქრებ, ნევროზიანი გეგონები, გიჟი,ფსიქოპატი თუ ვინ....
-კარგი,ხელები ამიწევია
-ქეთა რანაირი ხარ? სტუმარს რამე არ უნდა შესთავაზო? ან იქნებ ყავამოუდუღო?
-რაა? ხოარ ღადაობ, მერე რო მოიწამლოს ამის გვამს შენ გადამალავ? ან ეს ამხელა სად ვათრიო მერე რომელ ორმოსთან?
-არა, მართლა არ მინდა არაფერი ტასო, მადლობა. მე წავალ ხელი შეგიშალეთ გოგონებს ჩემზე ჭორაობაში. კარგად ქეთევაან-ისე გავიდა ვერც გაიაზრა ქეთამ რა მოხდა...
-მოიცა ამან ახლახან ქეთევანი დამიძახა?
-ხო და შენ არც შეწინააღმდეგებიხარ
-ვაიმე ტასო ნახე წნევა ხოარ მაწ ექიმი ქალი ხარ მაინც....-ნუ მერე გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ სანამ არ მოეძინათ.მერე კი გათიშულებმა დაიძინეს.დილით ორივე უნივერსიტეტში წავიდა. ქეთა სემესტრს ამთავრებდა, გამოცდები ჩააბარა, როდის მოასწრო მეცადინეობა თვითონაც არ იცოდა. ტასო შედარებით ჩამოყალიბებული იყო. სწავლას უფრო მეტ დროს უთმობდა და იცოდა რამდენი შრომა სჭირდებოდა მიზნის მისაღწევად.გამოცდები ჩააბარა თუ არა ქეთასთან ავარდა და ბათუმში გავზქუროთო უთხრა. ბარგი ჩაალაგეს და წავიდნენ. მგონი იმის თქმა დამავიწყდა რომ სამივე დაქალი ბათუმიდან არიან, უბრალოდ თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდნენ.ბათუმი მათთვის ყველაზე საყვარელი ქალაქია. ნებისმიერ ადგილს ისევ ბათუმი ურჩევნიათ,რადგან ბათუმი მათი სახლია. სამივე მეზობლები იყვნენ, მათი მშობლები კი ძალიან კარგი მეგობრები. ბავშვობიდან ერთად იზრდებიან, სკოლაშიც ერთად დადიოდნენ და ასე ერთმანეთი დააშტერეს გააგიჟეს და შედეგს თქვენც ხედავთ. როგორც კი ჩავიდნენ თავიანთ სახლებში შევარდნენ. კერძო სახლები ჰქონდათ სამივე ზღვის პირას, საიდანაც არაჩვეულებრივი ბათუმის და ზღვის ხედი იშლებოდა. მშობლებს ძალიან გაუხარდათ მათი ნახვა, როგორც იქნა გეღირსათ ჩამოსვლაო.მთელი სამეზობლოც შეიკრიბა უბნსი 3 მარგალიტის სანახავად. ყველა ერთი და იმავე კითხვას სვამდა "როგორ მიდი საქმეები" როდის უნდა დაქორწინდეთ დროა უკვე დროო" ესენი კიდე ყურადღებასაც აღარ აქცევდნენ,მათ ამ შეკითხვებს აიგნორებდნენ.
ახალი წლის ღამეს,სანაპიროზე კოცონი დაანთეს და სამივე ოჯახი მის გარჩემო იჯდა გაბრწყინებული თვალებით.კიდევ ერთ წელს შეეგებნენ,კვალვ ბედნიერები და მხიარულები.
ქეთას ტელეფონმა დარეკა,უცნობი ნომერი იყო. თავიდან არ პასუხობდა,ალბათ შეეშალათო,მაგრამ რომ აღარ გაჩერდა უპასუხა
-ახალ წელს გილოცავ ნერვოზა-ყურმლს მიღმა ნაცნობი და სასიამოვნო ბარიტონი გაისმა,იცნო მაგრამ ხოარ გამოტყდებოდა..
-რომელი ხარ?
-კაი რა ქეთევან,თაის გაშტერება შენი სტილი არაა..
-ვაჩუნაა,სენ ხარ? მეც გილოცავ,იმ წრიპასაც მიულოცეე
-მივულოცავ.. ტასოსთან ხა? სახლში არ დამხვდი...
-არაა,ბათუმში ვარ
-ნუთუ?მე და დაჩიც ვაპირებთ მეგობართან ჩმოსლას, გნახავ.. მერე იქიდან ბაკურიანში ავალთ. წამოხვალ შენც?
-ნწ..მე რამინდა თქვენთან ეთად
-მარტო შენ არა, ტასოს და ლიზასაც ვპატიჟებთ
-შენ რაღაც ძაან შეეჩვიე ჩემს დაქალებს ხო? არადა 1ჯერ ნახე მხოლოდ...
-კაი სეროზულაად....
-რავი ვნახოთ, მოვიფიქრებთ...
-კაი, წავედი... შეხვედრამდე ქეთევაან...
-ნახვამდის-გაეღიმა ვაჩეს ნათქვამ ქეთევანზე,რატო თვითონაც არ იცის.ლიზა და ტასო კი წარბების თამშით უყურებდნენ და თვალებს უჟუჟუნებდნენ.
-რაო ვაჩიკომ რამინდაოო?? გამოიწვია გულში აურზაურიოოო??
-რაა? ზაური ვინაა? ვაჩეს ღალატობ ქეთა??ტფუიიი-ლიზამ ისე დრამატულად თქვა სამივეს სიცილი აუტყდა და ლამის ცუნამი გამოიწვიეს.
___________________
პირველი ისტორიაა, ძალიან მინდოდა გამეზიარებინა...შეცდომებისთვის ბოდიში. გთხოვთ, გამიზიარეთ თქვენი აზრი ღირს თუ არა გაგრძელებად????



№1  offline წევრი Rania

Ki saxalisoaa. Imedia didxans sr gvalodinebbbbb
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი american boy-:d :d

ვაიმე იმდეი ვიცინეეეეეეეეეე ვაჩესნაირი მინდა რაააა სად შევუკვეთო? :დ :დ

ვგიჟდები ასეტ მხიარულ ისტორიებზე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent