ელენე (მეორე თავი)
ზაფხულის თაკარა მზე ზედ ცის თაღს მოქცეოდა და დედამიწას უსაზღვრო სოთბოს უნაწილებდა , მიწას ალმური ასდიოდა , შეწუხებული ჭრიჭინები მოუთავებლად წუწუნებდნენ. თუმცა წერეთლების ეზოში იმდენი ხე და ლამაზად გაკღეჭილი ბუჩქი იყო, რომ იქ ნამდვილად შეიძლებოდა შუადღის მზეს დამალოდი და თავი პატარა შადრევანთან წიგნის კითხვით გაგერთო, როგორც ხშირად იქცეოდა თავადის ქალა ქეთევან აბაშიძე ...ხშირად შადრევნის წყალს მიაპკურებდა, წიგნის კითხვისას ჩაძინებულ ელენეს და სწავლისკენ მოუწოდებდა ... იშვიათია ისეთი მსგავსება დედასა და შვილ შორის, როგორიც მათ შორის იყო, ორთავეს ოქროსფერი დალალები ზედ წელამდე დასთამაშებდა, დიდრონი მწვანე თვალები რაღაც განუსაზღვრელი სიღრმითადა სიყვარულით ჰქონდათ სავსე, ალისფერი ტუჩები და ნატიფი ნაკვთები კი ნამდვილად მათი საფირმო ნიშანი იყო. ყოველთვის ერთნაირად და მოდურად ეცვათ რაც ხშირად გამხდარა სხვადასხვა თავადურ წვეულებაზე განსჯის საგანი. -ხოხ მობძანდნენ ქალბატონები. -თავი ვერსალში ხომ არ ჰგონიაააათ? გადაუაპარაკებდნენ ერთმანეთს უგემოვნო ფარჩის კაბებსა და მაქმანებიან ქვედაბოლოებსში გამოწყობილი გაბზეკილი, უშნო და უფორმო კნიაჟნები და შურის თვალს აყოლებდნენ დედაშვილს, ისნი კი მზესავით ანათებდნენ და წვავდნენ დაბოღმილ გულებს. წვეულება კი ისე ჩაივლიდა რომ ვერავის ვერ ამჩნევდნენ თამშსა და ერთმანეთის უზომოდ სიყვარულში გართუი დედა-შვილი. ამ დროს კი მართლაც სასაცილო დასანახები იყვნენ ყურადღება მოკლებული კნიაჟნები. -არაააა? ნამდვილად გიჟია ეს ქალიიიი . ` - ხო ხო ნამდვილად გიჟია . და პუტუნ-პუტუნით მოყვებოდნენ ათას ჭორსა თუ მართალს . -ეს კნიაზი რამ გადარია . - წარმოსადეგი კაციაააა ....,ჭკვიააააანიიიი...., ახოვააააანიიიი..... -პარიზში ხუთჯერაა ნამყოფიო ამბობენ და მეფისთვის ხელიც აქვს ჩამორთმეულიო. -და გვერდით ეს ქაჯიიიიი . ჩემი დარეჯანი კი ისე მრჩებააააა. არაააა უბრალოდ ძნელია ამ დროებაში შესაფერისი სასიძოს პოვნა. შემდეგ საოცარი სიამაყით გადახედავდა სანაქებო პატარძალს, გონებში თვალს გადაავლებდა მზითების რაოდენობას, რმელიც საპატარძლოს ასაკისა და ნაოჭის მატებასთან ერთად იზრდებოდა და რომელიც ჯაფარიძეების გვარის ფაქტიურად, მთელ ქონეებს წარმოადგენდა. დარეჯანი იჯდა მარტო და მოწყენილი. ოცდათხუთმეტი წლის იყო, სილამაზით გასათხოვარ თავადის ასულებს ტოლს არ უდებდა, თუმცა ასაკი თავისას შვება და უამრავი მთხოვნელის დაწუნების შემდეგ, უკვე სიმარტოვესაც შეეგუა . თეთრი ,ფაიფურივით ცივი, სახე ჰქონდა. შავ ხილაბანდში მოუჩანდა კუპრივით შავი ჭაღარაშერეული თმა მამას ვგლოვობო და მუდამ შავ კაბებს ატარებდა, თუმცა თავადი ჯაფარიძე უკვე კარგა ხნის გრდაცვლილი იყო . იმ დღეს ,წვეულებაზე მოუსვენარმა ელენემ რამდენჯერმე ფეხიც კი დააბიჯა გარინდებულ, ‘’პოზაში’’ მყოფ შავ დედოფალს(ასე უწოდებდნენს ჩუმად თავადუ წრეებში.) ისეთი სახით შეხედა შინაბერამ ელენეს რომ ბავშვი შეშინდა და დედის კალთას აეფარა. ქეთევანმა, თავაზიანად ბოდიში მოუხადა და თვალის ჩაკვრით დატუქსა ონავარი. პატარა ელენე, დედის კალთას არ სცილდებოდა, შეშინებული თვალს არ აცილებდა უცნაურ პატარძალს. პატარძალიც ზიზღით უყურებდა ელენეს, ვიდრე დედაშვილი კარს არ გასცდა და თვას არ მიეფარა. - ხელში ამიყვანე დედი. - შენ რა შეგეშინდა ? ელენემ დედას არაფერი უპასუხა და ისე ძლიერ ჩაეხუტა როგორც იცოდა ხოლმე. არც ქეთევან უთქვამს რამე და ასე ჩახუტებულები იყვნენ ალბათ მანამ სანამ ელენეს არ ჩაეძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.