ჩემი წილი ბედნიერება 6
-თქვენი ხურდა. -ხელი გაუწოდა გოგას ლიზიმ, მაგრამ გოგა მას მიშტერებოდა და არც ინძრეოდა. ლიზიმ უხერხულად იგრძნო თავი დამორცხვად ძირს დაიხედა. -რა მოხდა? სახეზე ხომ არაფერი მაცხია? -დიახ....ჩემი თმა. -უთხრა გოგამ და ხელი მისკენ წაიღო, ლიზის არც უფიქრია უკან დახევა. გოგამ უფრო მიაუხლოვა ხელი, ნაზად ჩამოუსვა ლოყაზე ხელი და ტუჩებთან შეჩერდა, მისკენ მიიწია და ტუჩებისკენ აიღი გეზი.... -არა, არ გაბედო, გაჩერდი........... შეჰყვირა კოტემ და ხორციანი ცანგალი ჰაერში შეაჩერა. -რა დაგემართა ბიჭო გამისკდა გული. -მთვრალი ნუკრი ძლივს გაერკვია რა ხდებოდა. -არაფერი, ცუდმა აზრმა გამიელვა თავში. არ მომწონს ეს ბიჭი და არ მომწონს ლიზიმ ჩემთვის მოცემული პირობა რომ არ შეასრულა. -რას ბუტბუტებ შენთვის, ვინ ბიჭი, რა პირობა? -აშკარად ლიზიზე ამბობს? რა იყო დაგადო უკვე? -კარგი რაა ნატია, ცეცხლზე ნავთის დასხმა არ იყო საწირო. -იქნებ მართალს ამბობს. -ნუ უსმენ ხომ იცი რა ენამწარეცაა შენი და. -გულის სიღრმეში შეიძლება აქამდეც ხვდებოდა სიმართლეს მაგრამ ქვეცნობიერი დაჯერების საშუალებას არ აძლევდა. დარწმუნებული ვარ ახლა მეთანხმება კიდეც. -ეგრე რომ იყოს ამდენი ხნის შემდეგ ისევ მასთან ყოფნას ხომ არ მოინდომებდა არაა. -ეშმაკის და ანგელოზის როლები ჰქონდათ ნუკრის და ნათიას. კოტე საცოდავად ატრილებდა თავს და ხან ერთს ეთანხმებოდა და ხანაც მეორეს. -არ ინერვიულო ძმა და ენდე შენს გოგოს. -თუ ვინმეს ზედმეტად ენდობი საპასუხოდ მხოლოდ დანას მიიღებ ზურგში. შენც ადექი და შეამოწმე რა ხდება. -კოტეს ჩაუჯდა გოენბაში ნატიას სიტყვები. სალონთან მივიდა და სათვალთვალოდ მოემზადა. დაინახა ლიზი, სალონში გადი-გამოდიოდა, თანამშრომლებს რაღაც მითითებებს აძლევდა. მერე ტელეფონი აიღო და კარში გამოვიდა. ვირაცას ურეკავს. კოტემ მისი ტელეფონისკენ გააპარა თვალი, მეტიც არ უნდოდა მასთან არ დაერეკა. -გისმენ. -როგორ ხარ? მოხდა რამე? არც კი დამირეკე. -დაკავებული იყავი. ალბათ ამიტომ არ მიპასუხე. მეც არ მეცალა. -დღეს რას აკეთებ? -ვმუშაობ, შენ არ ხარ ერთადერთი ვისაც სამსახური აქვს. -გაბრაზებული ხარ რაიმეზე? -რა? რატომ უნდა ვიყო გაბრაზებული. -ახლა რას კეთებ? -სათვალთვალოდ ვარ გამოსული. და აი ისიც. -რას გულისხმობ? -მინდა რომ ფაქტზე დავიჭირო დამნაშავე. წავედი. -დაინახა როგორ მოვიდა გოგა და პარკინგზე გავიდა მანქანის დასაყენებლად. -აქ ალბათ ლიზის სანახავად მოვიდა რადგან ამ დროს კლიენტები არ ჰყავს. -მაგრამ გოგა სხვა მიმართულებით წავიდა და კოკაც კვალში გაჰყვა. საკმაო მანძილით მოშორდა ლიზის სამსახურს და გოგამ მანქანა ბენზინ გასამართ სადგურზე შეიყვანა, მიჰყვა კოტეც, მაღტალია სულაც არ უნდოდა ავზის შევსება მაგრამ კვალის დასაფარად მანაც ჩაამატა საწვავი. გოგასკენ თვალი გააპარა და თითქოს ერთი წამიტ მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. კოტემ უცებ დახარა თავი. გოგა მიკენ წამოვიდა. ახლა რა ჰქნას? სჯობს პირისპირ შეხვდეს მას. -უკაცრავად. -დიახ? უდანაშაულო სახით ახედა კოტემ. -შემთხვევით ერთმანეთს ხომ არ ვიცნობთ? -კოტემ ჟეტონი ამოიღო ჯიბიდან და დემონსტრაციულად ააფარა თვალებთან. -დამნაშავეს ვეძებთ რომელიც სექსუალურ ძალადობაშია ეწვმიტანილი თქვენ ძალიან ჰგევხართ მას. -მე? უკაცრავად?...... -შეიძლება თქვენი საბუთები ვნახო? -რათქმაუნდა, მე არაფერი დამიშავებია. -კოტემ თავის გამოსაძვრენად ვითომ ინტერესიტ ცაიკითხა მონაცემები და შემდეგ იმ ადგილს გაეცალა. უკვე მოსაღამოვდა და ისევ სალონტან მივიდა. ლიზი ტავის ყოველდღიურ საქმიანობაში იყო გართული. როგორც ყოველთვის ბოლო გამოვიდა სალონიდან. მეტრომდე ფეხით მივიდა. აშკარად ეძინებოდა, რამოდენიმეჯერ ისე სასაცილოდ დაამთქნარა კოტეს ლამის სიცილი აუტყდა. ტელეფონი ამოიღო და ისევ რაღაცას კრიბავს. კოტეს ტელეფონი აწკრიალდა. -იცი? ოთხი დღეა ერთმანეთი არ გვინახავს. მომენატრე. ვიცი კითხულობ ჩემს მონაწერებს და რატომ არ მპასუხობ? ცემი ხელით სიკვდილი გინდა? -კოტეზე ძალიან იმოქმედა ლიზის მონაწერმა მაგრამ მაინც ბრაზობდა და არაფერი მიწერა. მაგრამ, თავს გამოუტყდა როგორ ძლიერ ენატრებოდა მასაც ლიზი. ისეთი თვალებიტ გახედა მასტან მისვლა და ჩახუტება მტელს სამყაროს ერჩივნა. შეყვა მეტროში და ისიც ოახერხა რომ მისთვის ადგილი მოეძება. დაღლილი ლიზი დაჯდა და კოტემ ახლა შეამჩნია რომ შავი საქარალდე რომელიც მოსაცდელში გვერდით ედო ლიზის აღარ ეჭირა. გაჩერებაზე გამოვიდა იქვე გადაჯდა ვაგგონში და იმ ადგილას დაბრუნდა საიდანაც წამოვიდნენ. ეძება ბევრი და დაინახა როგორ შევიდა გოგო და ბიჭი მეტროს ვაგონში და ხელში ეჭირათ ლიზის საქაღალდე. მათთან მიირბინა. -უკაცრავად, შეგიძლიათ ჩემი საქაღალდე დამიბრუნოთ? ..... -დავიღუპე ქეთო, დავიღუპე. -კარგი დამშვიდდი. ვიპოვით -რომ ვერ ვიპოვო? ან ვის რად ენდომებოდა რაღაც ნახატები ადგებოდა დამლაგებელი და გადააგდებდა. რამდენი ხნის შრომა ჩამეყარა წყალში. -ლიზი როგორ დაგეხმარო, გინდა კიდევ წავიდეთ და დავათვალიეროთ გარემო. -უკვე ორჯერ ვიყავით ქეთო და ვერაფერი ვიპოვე, ერთი ნაგლეჯიც კიი. -უკაცრავად, ლიზი რომელი ბრძანდებით? -მე ვარ, გისმენთ. -მთხოვეს ეს კონვერტი თქვენთვის გადმომეცა. -დიი ყვითელი კონვერტი მიაწოდა უცხო ბიჭმა ლიზის და უკან გაბრუნდა. ლიზიმ კონვერტი ხელში შეატრიალა, არც გამომგზავნის სახელი და გავრი ეწერა, არც მისამართი, ან რა იყო, ან ვინ გამოაგზავნა. -ვაიმეე..... -ლიზის ყვირილმა ყველას ყურადღება მიიპყრო. -ვაიმე, მჯერა რომ ღმერთი არსებობს. ქეთო ესკიზები, ჩემი ესკიზები. -შეფუთვიდან თავისი სავი საქაღალდე ამოაძრო ლიზიმ და გულში ჩაიხუტა. -ვინ იყო ის მადლიანი ვინც გამოაგზავნა? -არ ვიცი ქეთო, არაფერი წერია კონვერტზე. ალბათ ჩემი მფარველო ანგელოზი იყო. -ძალაინ მიხარია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო. მთავარია დაგიბრუნეს. -უკაცრავად მაგრამ ვინმე მომაქცევს ყურადღებას? -ლიზის და ქეთოს საუბარში სალონში შემოსული თამთა ჩაერია. ლიზის აშკარად შეეტყო რომ მისი ნახვით დიდად ბედნიერი არ იყო. -რა ქარმა მოგიყვანა აქ თამთა? -ალბათ იცი, რომ უკვე ცნობილი სახე ვარ და სტილისტს ვეძებ. მითხრეს რომ რაღაც გისწავლია და მინდა ვნახო როგორი ხარ. -ძალიან ცხელა და ცივი ყავა მომიტანოთ ყინულით? -იქვე მდგომ დამხმარე გოგონას მბრძანებლური ტონით უთხრა თამთამ. -დიახ, ახლავე მოგართმევთ. -თავი დაუკრა გოგონამ და სამზარეულოსკენ წავიდა. -აქ მომზადებულს არ დავლევ, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ამზადებენ კარგ ყავას და ის მომიტანეთ. -ლიზი ცდილობდა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა სიმშვიდე. გოგონამ ისევ ტავი დაუკრა და გავიდა. -და თქვენ. -იქვე მდგომ მეორე გოგონას დაუძახა. -ორგანული სენდვიჩი შეგიძლიათ მომიტაოთ? საკვებს ვერ გამოვტოვებ ჩემი ჯანმრთელობისთვის ცუდია. სწრაფად დაბრუნდი. -კარგით. -მორჩილად დაეთანხმა გოგონა. -როგორ გინდა თმა რომ გაგიკეთო? -თმაზე მოკიდა ლიზიმ ხელი და ცოტა დაქაჩა კიდეც. ტამთა მიხვდა მაგრამ არ შეიმჩნია. -მოდი ამჯერად შენ მოგანდობ არჩევანს. თუ მომეწონება, შენი კლიენტი გავხდები და ცნობილი სახე რომ გესტუმრებათ, თქვენი სახელიც ცნობილი გახდება. -კარგი. -ნაძალადევად გაიღიმა ლიზიმ და თმის დახვევა დაუწყო. მალევე გოგონა დაბრუნდა და ქარალდის ყუთი მიაწოდა თამთას. -უკვე მეგონა აღარ დაბრუნდებოდით. მე ხომ ბეკონის გარეშე გითხარი. -ცხვირი ააბზუა თამთამ და ჩანთა უკან გაუწოდა. -ყველამ იცის რომ ვეგეტარიანელი ვარ. -კარგი, ახალს მოგიტანთ. - გოგონა წავიდა და მეორე შემოვიდა ყავის ჭიქით ხელში. -ძალიან დიდი მადლობა. ვაფასებ თქვენს გარჯას. მაგრამ შეგიძლიათ შეიკი მომიტანოთ? უცებ მივხვდი, რომ ყავა არ მინდა. -იცი თამთა..... -ისე როგორ შეძელი ამდენის მიღწევა? -არც სიტყვის თქმა დააცადა თამთან და შეუტია კიდეც მას. ყოველთვის ცდილობდა მისი უპირატესობა დაემტკიცებინა ლიზისთვის. -როგორ და მშრომელია, კეთილი და თავის მიღწევებს არავის ახვევს თავს, არ ტრაბახობს და უყვარს მისი საქმე. -ქეთო ჩაერია საუბარში. -თქვენ?.... -ქეთა, სალონის მფლობელი და ლიზის საუკეთესო მეგობარი. -საუკეთესო? -დიახ. ვიცი რომ სკოლის და შემდეგ პერიოდში დიდად ბევრი მეგობარი არ ჰყავდა მაგრამ მე სხვებს არ ვგევარ და აი ორმა უცნაურმა ერთმანეთი ვიპოვეთ. -ძალიან სასიამოვნოა. მასაც ხოხმ სჭირდება ვინმე მის გვერდით. -მას იმაზე მეტი ადამიანი ყავს გვერდით ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. ნება მომეცით მე გავაგრძელო თქვენს თმაზე მუშაობა თუ მისი ცოდნა დისკომფორტს გიქმნით. -არა, სულაც არა. მე მაინც ოველთვის მაღლა ვიდგები. -ქუსლებზე კიი. -რა ტქვით? -არა არაფერი. -ქეთოს სიტყვებმა ლიზი გაამხნევა და გაამხიარულა. როგორც იქნა მოილიეს თამთას თმების გალამაზება და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს საყვედური არ უთქვამს. მოეწონა და მადლობაც კი უთხრა. სალონი რომ დატოვა ლიზიმ შვებით ამოისუნთქა. -ეს გოგო ნამდვილი ენერგო ვამპირია. ყველაფერი ჩამწყდა, რა უბედურებაა. -საშინელი აურა აქვს, ვერ ვიტან. -კარგი, წავედი მე....დღეს პაემანი მააქვს. –„ქეთ ვოლკით“ ჩაუარა წინ ლიზის ქეთომ და კარიდან ჰაეროვანი კოცნაც გაუგზავნა. -ვიცი მე როგორც დამთავრდება შენი პაემანი. ლუდს წამოვიღებ რომ წამოვალ. -დაღლილი ჩამოჯდა ლიზი მაგიდასთან. ტელეფონს დახედა. კოტეს არც დაურეკავს და არც მესიჯი ჰქონდა მონაწერი. ლიზისაც ეპარებოდა სიბრაზე მაგრამ მაინც ვერ დათმობდა ასე ოლად, თან ვერ ხვდებოდა რა დააშავა. აკრიბა კოტეს ნომერი და ქალის ხმამ ამცნო, რომ „მობილურის ნომერი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან“. -როცა მჭირდები რატომ ვერ გპოულობ. -ესკიზები ჩაალაგა საქაღალდეში და კარიც დაკეტა, ქუჩაზე გადასვლისას შემტხვევით ბორდიურს ფეხი წამოკრა და ნახატები ზირს დაუცვივდა. აკრება დაიწყო და მალე მოხვდა თვალში მამაკაცის ფეხსაცმელები. -მადლობა გოგა. -გაუღიმა ლიზიმ გოგას და ნახატები გამოართვა. -ამ დროს ამთავრებ სამსახურს? -ხშირ შემთხვევაში კი. -შეიძლება ვახშმად დაგპატიჟო? -ლიზი შეყოყმანდა მაგრამ კუჭმა გადაიბირა. -რატომაც არა, წავიდეთ. -იქვე შევიდნენ და საჭმელიც შეუკვეთეს. -ძალიან მიყვარს ქათმის ფრთები. ჭამა თერაპიაა რა. -თან როდესაც შენთვის მნიშვნელოვან ადამიანთან ერთად ჭამ. -ძალიან მინდოდა აქ მეგობართან ერთად მოსვლა და მასთან ერთად მეჭამა მაგრამ მას არ შეუძლია ცხარე საჭმელის ჭამა. -ცუდია ძალიან ეგრე თუა, მე ძალიან მომეწონა ნამდვილად. -ხომ გითხარი მოგეწონებათქო. -ერთის მხრივ კარგია რომ არ ჭამს ცხარე საჭმელს. ექიმები არ ვუწევთ რეკომენდაციას ეგეთ მაწყინარ საჭმელს. -იცი, ისე მეგონა რომ კლუბში მუშაობდი. უფრო სწორად ღამის კლუბში. -რა? დამცინი? ეგეთ პიროვნებას ვგევარ? -კაზანოვას შთაბეჭდილებას ტოვებ და ყოველთვის თავაზიანი ხარ ქალებთან. -შენ კიდევ განგსტერს გევხარ. მოვალეების დასაშინებლად რომ ქირაობენ ისეთს. -დიდად არ ცდები. -მიხარია რომ დამთანხმდი ვახშამზე. ნამვილად სასიამოვნო საღამო გამოვიდა. -მადლობა გოგა, მეც განვიტვირთე ნამდვილად. -ლიზის ტელეფონი აწკრიალდა, გულის სიღრმეში უნდოდა რომ კოტე ყოფილიყო. -გისმენ ნიკო, რა ხდება? -კოტეა ჩვენთან და წასვლას აპირებს არ მოხვალ? -მალე ვიქნები, არ გაუშვა. -ლიზიმ ბოდიში მოუხადა გოგას და სასწრაფოდ გავარდა. ქოშინით ავარდა კიბებზე და გაუხარდა რომ მიუსწრო კოტეს. -თქვენ რა იჩხუბეთ? -რატო მეკითხები? -იცი მერამდენედ მპვაბრუნე რომა რ წასულიყო. -ხმას აუწია ნიკომ, დატუქსა და. -უკვე მოვიდა ლიზი, უმჯობესია წავიდე. -თავი დაუკრა ნიკოს კოტემ და კარში გავიდა. ლიზც უკან გაყვა. -ასე უნდა გდიო თუ გაჩერდები. რა გჭირს კოტე მითხარი მაინც რა დავაშავე, რატომ ხარ გაბრაზებული? -არ ვარ გაბრაზებული. -ვერ იტყუები. შენი თვალები მაჩვენებს ყველაფერს. -ხო გაბრაზებული ვარ, თან ძალიან. რატომ მომატყუე? -მოგატყუე? -დიახაც. ხომ ამპირდი რომ აღარასდროს დაბანდი კაც კლიენტებს. -ეგ არის მიზეზი? -დიახ, ვინ არის? -უბრალოდ ერთ-ერთი კლიენტია.გოგოები წასული იყვნენ და დავბანე. -მაგრამ მაინც, შენ დამპირდი. არ მინდა ვიღაცა ჩემს გოგოს ეარშიყებოდეს. -და რას კეთებ მაგისთის? მტუქსავ პატარა ბავშვივით არაფრის გამო. -ექიმია, მდიდარია, სიმპატიურია, ეს არაფერია? -შენ საიდან იცი ამდენი? -შენი აზრით არ ვიცი შენს ირგვლივ ვინ ტრიალებს? ცდილობს რომ დაგიახლოვდეს და თვი მოგაწონოს. -სულაც არა, ნუ ფიქრობ ეგრე. -ნუ ვფიქრობ კი არა ასეა, ლამაზი გოგო მოუნდა ბიჭს. -ლიზის სიცილი აუტყდა, თან ესიამოვნა კოტეს ეჭვიანობა და ის გაბრაზებაც გადაავიწყდა. კოტეს მიუახლოვდა, მისი სახე ხელებში მოიქცია და მონატრებულ ტუჩებს დაეწაფა. კოტე მოალბო საყვარელი ქალის ალერსმა, დათმო და წელზე ხელები სემოხვია და მაგრად მიიზიდა მისკენ. ლიზის სურნელს მის რბილ და გემრიელ ტუჩებს ჭკუიდან გადაყავდა. ცდილობდა ბოლომდე შეესრუტა და კარგა ხანს ვერ მოსწყდა მის ტუჩებს. თანდათან უნელდებოდა ბრაზი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.