სათამაშო (თავი 1)
-რა ლამაზი დღეა..-ზეზვას დაბადების დღეს ავღნიშნავდით ბარში და ყველა ერთ ხმაში ვუმღეროდით. -ნატა მე წავედი სახლში.-გადმომიჩურჩულა ლიკამ, როგორც კი ზეზვამ ტორტზე სანთლები ჩააქრო. -კარგი საყვარელო.-ლოყაზე ვაკოცე და ბარიდან გამოვისტუმრე. მე კი დავრჩი ჩემს გადარეულ მეგობრებთან ერთად, ყველა ბიჭი იყო ჩემს სამეგობროში, მხოლოდ ლიკა იყო გოგო. -ლიკა სად წავიდა?-უკან შემობრუნებულს წინ ზეზვა დამიდგა. -სახლში წავიდა რომეო შენი ჯულიეტა.-თვალი ჩავუკარი.-მაინც როდის უნდა უთხრა, რომ გიყვარს. -არ მეჩხუბება? -არა სულელო.-ლოყაზე ვაკოცე და ჩვენი მაგიდისკენ წავედი. ბიჭები ისევ სვავდნენ. ბარში ორი ახმახი შემოვიდა და ბარმენს სასმელი შეუკვეთა. ჩვენი მაგიდისკენ გამოიხედეს, ერთმანეთს გადახედეს და ჩაეცინათ. არ მომეწონნენ, არა სასიამოვნო ტიპები იყვნენ. საპირფარეშოსკენ დავიძარი, იმ ახმახებს გვერდი ავუარე და საპირფარესოში შევედი, თვალი გამომაყოლეს. -ხამები.-ჩავილაპარაკე გაბრაზებულმა. -ვინ გაგაბრაზა?-უცნობი ბიჭი იდგა ჩემს წინ და მიღიმოდა. -არავინ.-შევუბღვირე მასაც და გვერდი ავუარე. საპირფარეშოდან გამოსულს საშინელი სურათი დამხვდა, ჩემი ბიჭები იმ ორ ახმახს ეჩხუბებოდნენ და უკვე დასისხლიანებული ცხვირპირით ვეღარ იდგენენ ფეხზე. რაც მოვიფიქრე ის იყო, რომ ჩანთას ხელი დავავლე და იმ ორ ახმახს მოვუქნიე, რომ მოვიხედე ორივე ძირს ეგდო. კახნიაშვილის ეკონომიკური თეორია აშკარად გამომადგა. -ადექით, სწრაფად.-ჩემი გიჟები წამოვყარე და ბარიდან გამოვიყვანე, სანამ ის ორი გონს მოვიდოდა. -დაჯექით, მიგიყვანთ.-ის ტიპი დაუდგა ჩემებს წინ, რამდენიმე წუთის წინ ჩემი გაბრაზებული სახით რომ დაინტერესდა და მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა ნაცემ ბიჭებს. ხუთივე უკანა სავარძელზე მოთავსდა.-შენ წინ.-გამიღიმა და მანქანის წინა კარი გამომიღო.-ჩქარა სანამ პატრული მოვიდა.-დამიყვირა და მეც სწრაფად ჩავჯექი მანქანაში. -ვინ ხარ?-შევხედე გაოცებულმა. -შენი მფარველი ანგელოზი.-თვალი ჩამიკრა. -მფარველი ანგელოზი არ მჭირდება.-წარბაწეულმა შევხედე. -მაგაში დავრწმუნდი.-იცინოდა.-ესენი სად მივიყვანო? -ზეზვა მცხეთაში დარჩებით?-უკან გავხედე ბიჭებს. -მცხეთაში დავრჩებით ყველა.-გადმომძახა ნიკამ. -რამდენი სუნამო გასხია.-გამიღიმა უცნობმა. -არ მასხია, იმ ახმახის თავს შეეწირა ჩემი სუნამო.-ჩანთაში ჩავიხედე, ჩემი სუნამო დამსხვრეული და ჩაღვრილი იყო, კახნიაშვილის ეკონომიკის წიგნი კი შიგნით ცურავდა. გამეცინა, ისიც იღიმოდა.-რატომ დაგვეხმარე? -შენს დაპატიმრებას ორი კაცის მკვლელობისთვის შორიდან ვერ ვუყურებდი.-იცინოდა. -მოიცა, რა მკვლელობისთვის?-შეშინებულმა შევხედე. -ისე ეყარნენ ძირს არა მგონია გადარჩნენ.-თვალი ჩამიკრა. -რას ამბობ?-შეშინებულმა შევხედე. -კარგი გეხუმრე. -გადაიხარხარა უცნობმა. -ნატა შენ ხარ ჩემი გმირი.-უკნიდან ზურამ ამოიკნავლა და მიყუჩდა. -ხუთი კაცი ორმა როგორ გცემათ?-შევხედე გაბრაზებულმა. -ხუთნი ვიყავით 17-ის ნაცვლად და იმიტომ.-გადმომძახა ლევანმა. -კიდევ კარგი ლიკა წავიდა და არ ნახა როგორ გამიფინეს ძირს.-ზეზვა თავის აუხდენელ სიყვარულს ჯავრობდა. -დემეტრე ცოცხალი ხარ?-ახლა დემე მოვიკითხე. -ცხვირი გამიტეხეს მაგ ახვ*ბმა.-ამოიზმუვლა დემემ. -სავადმყოფოში ხომ არ მიგიყვანოთ.-უკან გადახედა ბიჭებს უცნობმა. -არა ძმაო მცხეთაში დაგვტოვე, დედაჩემი ექიმია და ის მოგვხედავს.-ამოიზმუვლა ზეზვამ. -ნატა დათომ დამირეკა ბავშვი მშვიდობით მოიყვანე სახლშიო, რა გიყო ახლა მე? თავად მისახედი ვარ.-დაიწუწუნა დემემ. -მე მივიყვან მშვიდობით. -არა ვერ განდობთ.-ერთდროულად გადმოსძახეს ყველამ. -რა დაცვა გყავს.-იცინოდა უცნობი. -დავთვერით, არც მასეა ძმაო საქმე.-ზურიკო ალაპარაკდა. -რა გქვია?-შევხედე უცნობს. -გიორგი.-შემომხედა და გამიღიმა. -მადლობა გიორგი.-მეც გავუღიმე. -არაფერს ნატა.-გზას გახედა. გვიანი იყო, გზა თავისუფალი იყო და ოც წუთში მცხეთაში ვიყავით. -ნატა დათო მირეკავს.-დემემ ტელეფონი მომაწოდა. -დათო გისმენ. -სად ხარ, მალე მოგიყვანს?-დათოს გაბრაზებული ხმა გაისმა. -მთვრალები არიან და მცხეთაში წამოვიყვანე, მეც აქ დავრჩები.-ჩავძახე დათოს. -ტაქსით წამოდი, ფულს მე გადავუხდი ქვემოთ დაგხვდები. არსად არ დარჩები.-მითხრა და ტელეფონი გათიშა. -რა გითხრა?-შემომხედა დემემ. -ტაქსით წამოდი ფულს მე გადავუხდი, არსადაც არ დარჩებიო.-შევხედე დაღონებულმა. -მე მიგიყვან, ტაქსით საშიშია, უკვე გვიანია.-შემომხედა გიორგიმ. -არა ტაქსს გამოვიძახებ.-ჩავილაპარაკე სევდიანად. -ნატა კარგი რა, რას ბავშვობ. მანიაკი კი არ ვარ. წამოდი მაინც თბილისში მივდივარ და მიგიყვან.-ხელი მომკიდა და გამიღიმა. -ნატა მგონი გიორგი მართალს გეუბნება. იცოდე თმის ღერიც არ ჩამოუვარდეს.-თითი დაუქნია დემემ. -არ ჩამოუვარდება.-გაეღიმა გიორგის. -მადლობა.-ხელი ჩამოართავა დემემ და მანქანის კარი გამომიღო.-რომ მიხვალ დამირეკე.-მითხრა და კარი მომიხურა. -კარგად ძმა.-ხელი აუწია გიორგიმ დემეს და მანქანაში ჩაჯდა. -სად მივდივართ? -თბილისში.-შევხედე გაკვირვებულმა. -უბანი?-გამიღიმა. -ქავთარაძეზე ვცხოვრობ. -დათო ვინ არის?-გამომხედა და ინტერესიანი თვალები შემომანათა. -დათო ჩემი მამიდაშვილია. მამიდასთან ვცხოვრობ. -სად სწავლობ? -ჯავახიშვილში. მანქანა გადააყენა, ჩანთა გამომართვა, საბარგული გახსნა და ჩანთა შიგნით ჩადო, მერე კი ისევ მძღოლის ადგილი დაიკავა. -რა გააკეთე?-შევხედე გაკვირვებულმა. -შენი სუნამო თავს მატკიებს, ასე ჯობია.-თვალი ჩამიკრა და მანქანა დაქოქა. -შენ სად სწავლობ? -აღარ ვსწავლობ, ახლა უკვე ვმუშაობ. -სად? -საიდუმლოა.-თვალი ჩამიკრა. -არც მე მოგიყვები არაფერს.-გავებუტე. -ისედაც ვიცი ყველაფერი. -იცი? რა იცი?-შევხედე გაკვირვებულმა. -20 წლის ხარ, ნატა მაჭარაშვილი. გყავს დედა და ერთი ძმა. ცხოვრობ მამიდასთან და სწავლობ მაღლივში ეკონომიურზე. -საიდან იცი?-შემეშინდა, მართლა მანიაკი რომ ყოფილიყო. -ნუ გეშინია მანიაკი არ ვარ, უბრალოდ შენით დაინტერესებული ტიპი ვარ. -რატომ? -მომწონხარ, თანაც ძალიან.-გადმომხედა და გამიღიმა. -იქ შემთხვევით არ აღმოჩნდი ხომ?-შევხედე შეშინებული თვალებით. -არა. შემთხვევით არ აღმოვჩნდი. -ჯანდაბას. ვინ ხარ? -შეყვარებული კაცი. -რა? არც კი მიცნობ. -გიცნობ. ნუ გეშინია მოტაცებას არ გიპირებ, სახლში მიგიყვან. -არ მეშინია.-შევხედე გაბრაზებულმა. -ხო სულ არა, კანკალებ.-გაეღიმა და ხელებზე შემომხედა, მართლა ვკანკალებდი. -სახლში მიმიყვანე. -მიგიყვან, დაწყნარდი.-ხელზე ხელი მომკიდა, მე კი ხელი გავაშვებინე და გაბუტული დავჯექი. -დიდი ხანია? -სამი თვეა. თავიდან მომწონდი, მერე შემიყვარდი. -რა იცი რომ შეგიყვარდი. არც კი დამლაპარაკებიხარ. -თვალებს რომ ვხუჭავ შენ გხედავ, ეს ნორმალურია? -აშკარად მკურნალობა გჭირდება.-შევხედე და გამეღიმა. -მჭირდება და შენ ხარ ჩემი წამალი.-მასაც გაეცინა. მერე კი მანქანა გადააყენა და გააჩერა. -რატომ გავჩერდით?-შევხედე შეშინებულმა. -დაწყნარდი და გადმოდი.-მანქანიდან გადავიდა და კარი გამომიღო.-ნუ გეშინია, არასდროს არაფერს დაგიშავებ.-მიღიმოდა, თითქოს დავინახე მის თვალებში რაღაც, რასაც ვენდე და მანქანიდან გადავედი.-ნახე რა ლამაზია?-მთვარე ჯვრის მონასტრის თავზე იყო და საოცარ სურათს ქმნიდა. -ლამაზია.-გამეღიმა. -წარმოიდგინე, რომ იქ ვართ. -რა?-შევხედე გაკვირვებულმა. -თვალები დახუჭე და წარმოიდგინე, რომ ჯვარზე ვართ და მთვარე დაგვნათის.-მეც დავხუჭე თვალები, მან კი წელზე შემომხვია ხელები და ზუგით გულზე მიმიკრა.-მუდამ მეყვარები. რაც არ უნდა მოხდეს მუდამ ჩემს გულში იქნები, უფლის წინაშე გპირდები.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა, თავისკენ შემაბრუნა და პირველი კოცნა მომპარა. წინააღმდეგობა არ გამიწევია, ვკოცნიდი მეც და მართლა ცაში მეგონა ვიყავი გამოკიდული. -მე, არ ვიცი, ეს...-სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი. -იქნები ჩემი შეყვარებული?-ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა. -არ ვიცი? არ გიცნობ?-ამოვიტირე. -სუ.-ისევ მაკოცა.-ნუ ტირი.-გულში ჩამიკრა.-იფიქრე და პასუხი მითხარი. ახლა წამოდი.-ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა. გული საგულეს არ იყო, სადღაც სხვაგან იყო და გამალებით მიცემდა. -რამდენი წლის ხარ?-ვკითხე ის რაც უცებ მომივიდა თავში. -25 წლის.-მიღიმოდა.-იცი რამდენჯერ წარმოვიდგინე როგორ გამოგიტყდებოდი სიყვარულში, მაგრამ ეს სცენა ასეთი არასდროს წარმომიდგენია.-ეღიმებოდა. -შენ რა ქალიშვილი გოგოსავით ფიქრობდი.-გამეცინა. -შენ როგორ წარმოგედგინა, როგორ აგიხსნიდნენ სიყვარულს.-გაეცინა.-მე ზედმეტად რომანტიკოსი ვარ. -არასდროს წამომიდგენია. „ლაივში“ იმდენმა ამიხსნა უკვე სიყვარული, რომ..-აღარ გავაგრძელე. -ყველა გაწბილებული დატოვე.-გაიღიმა. -ეგ საიდანღა იცი? -მე ყველაფერი ვიცი.-თვალი ჩამიკრა. გზაში ერთმანეთს გადავხედავთით და ორივეს გვეღიმებოდა. არ ვიცი, რაღაც მოხდა მაშინ, მთვარეც შეთქმულივით იმ ღამით იყო ყველაზე ლამაზი. ჩემს გულში რაღაც მოხდა, გამალებით დაიწყო ფეთქვა. ძვლები თითქოს მტკიოდა, უცნაური შეგრძნებები დამეწყო. -ხვალ გნახავ.-დამშვიდობებისას მკლავებში მომიქცია და დიდხანს მკოცნიდა. -შენი ტელეფონის ნომერი მომეცი.-შევხედე გაბუტულმა. -მე დაგირეკავ.-ლოყაზე მაკოცა.-გადადი და გაიქეცი სახლში.-მეც გადმოვედი მანქანიდან და სახლში სირბილით ავედი. -მოხვედი? ასე მალე რით მოხვედი?-კარები დათომ გამიღო. -მეგობარმა მამიყვანა. -ვინ მეგობარმა? -არ იცნობ, მერე გაგაცნობ.-ვუთხარი და სამზარეულოში გავიქეცი, აივანზე გავედი და გადავიხედე. ისევ იქ იდგა. ზემოთ ამოიხედა, აშკარად მელოდებოდა, დამინახა და გაეღიმა. მერე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. დიდხანს ვერ დავიძინე, აფორიაქებული ვიყავი. ღამის სამი სააათი იყო, სამზარეულოში გავედი და წყალი დავლიე. ჩემს ტელეფონზე შეტყობინება მოვიდა. -„ნუ ფორიაქობ, ვიცი პირველი კოცნა მოგპარე და ვერ იძინებ. ხვალ ლექციების მერე გნახავ. დაიძინე, მიყვარხარ.“-სმს დაფარული ნომრით შემოვიდა, პასუხი ვერ დავუბრუნე. რამდენჯერმე გადავიკითხე მოწერილი და ჩამეძინა. დილით ბედნიერი წავედი ლექციებზე, ლამაზად გამოვეწყვე, ერთი საათი ვტრიალებდი სარკის წინ. -რა სჭირს?-ოლიკომ შეხედა დათოს. -არ ვიცი?-დათომ მხრები აიჩეჩა. -რამ აგაცანცარა ეს სერიოზული გოგო.-გამიღიმა მამიდამ. -ვინ მოგიყვანა გუშინ.-ეჭვის თვალით გადმომხედა დათომ. -გიორგიმ, დემეს მეგობარია. ტაქსით არ გამომიშვეს საშიშიაო.-უცებ მოვძებნე გამოსავალი. -მოგწონს?-ისევ დათომ მკითხა. -კარგი ტიპია.-ისევ მხრები ავიჩეჩე. -ხოო. მგონი შეგიყვარდა.-ახლა ოლიკო ჩაგვერთო. -არა.-უცებ შევცბი.-გუშინ პირველად ვნახე. თუ შემიყვარდება გეტყვით.-შევხედე ორივეს გაბრაზებულმა და სახლის კარი გამოვიხურე. სასწავლებელში ბედნიერი მივიჩქაროდი. ლექციებზე გათიშული ვიჯექი, არაფერი არ მესმოდა. -რა გჭირს?-ლიკამ მხარი გამკრა.-სად დაფრინავ? -გიორგისთან.-ჩავილაპარაკე ბედნიერი სახით. -მოიცა, ვინ გიორგისთან? -გუშინ მცხეთაში მიმაყვანინა ის სულელები. ბარში იჩხუბეს და ნაცემები არიან. მგონი შემიყვარდა.-ლიკას გაბრწყინებული თვალები შევანათე. -ვინ არის, მე ვიცნობ? -არა. პირველად ვნახე გუშინ. იცი რა სიმპატიურია.-თვალები ავუფახულე ლიკას. მან კი მიბწკინა მკლავზე. -შენ ხარ თუ მეჩვენება? -ლიკა მეტკინა.-ხელი დავიზილე და იმ წუთში მოსულ სმს დავხედე. -„ქვემოთ გელოდები“.-ისევ დაფარული ნომრიდან იყო შეტყობინება მოსული. -ლიკა მოვიდა. მე უნდა წავიდე. მერე მოგიყვები.-ლიკას ვაკოცე და სირბილით დავეშვი კიბეებზე. ფოიეში გავჩერდი, სუნთქვა დავირეგულირე და მშვიდი ნაბიჯით გავედი სასწავლებლიდან. მაღლივის კიბეებთან იდგა და მიღიმოდა. -გამარჯობა.-გავუღიმე. -გამარჯობა.-ლოყაზე მაკოცა.-სად წავიდეთ? -სადმე მშვიდ ადგილას, სადაც დავილაპარაკებთ.-გავუღიმე. -წამოდი.-ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. მანქანის კარი გამომიღო, დაჯდომაში მომეხმარა და კარი მომიხურა.-ნიკალაში წავიდეთ, აქვეა პეკინზე. -კარგი.-დავთანხმდი და მანაც მანქანა დაქოქა. კაფე ნიკალაში ვისხედით, ნამცხვარს და ყავას მივირთმევდით, ორივე ჩუმად ვიყავით და ერთმანეთს ვუყურებდით, თან გვეღიმებოდა. -შენი სმს-ბი დაფარული ნომრით მოდის.-საუბრის წამოწყება ვცადე. -ხოო? რამე გინდოდა მოგეწერა?-გამიღიმა. -მინდოდა. არ მეტყვი შენს ნომერს, რატომ არის დაფარული? -სამსახურის გამო მაქვს დაფარული. ფურცელი და კალამი მომეცი.-ჩანთიდან ფურცელი და კალამი ამოვიღე და მივაწოდე.-ეს არის ჩემი ნომერი. ხვალ ქალაქიდან გავდივარ, მივლინება მაქვს დასავლეთში. ზეგ ისევ გნახავ.-ლოყაზე ხელით მომეფერა და ჩამოშლილი თმა ყურს უკან გადამიწია. -დარეკვა შეიძლება?-შევხედე. -საღამოს კი. დღე სამსახურში ვარ და ვერ ვახერხებ დარეკვას და ლაპარაკს. -სად მუშაობ? -პროკურატურაში. პროკურორის მოადგილე ვარ. -ხოო?-თითქოს გულზე მომეშვა. -გეშინოდა ვინმე კრიმინალი არ ვყოფილიყავი?-გაეცინა. -არ გიცნობ და ბუნებრივია.-მხრები ავიჩეჩე.-სამსახურში უნდა დაბრუნდე? -კი. ოცი წუთი მაქვს დრო. სახლში დაგტოვებ და სამსახურში დავბრუნდები. არ მოიწყინო, გპირდები შაბათ-კვირა სულ შენს განკარგულებაში ვიქნები.-ხელზე მაკოცა და გამიღიმა. მისი ტელეფონი უიკვე მესამედ რეკავდა.-ვუპასუხებ თორემ არ მოისვენებს. -კარგი.-თავი დავუქნიე და მანაც ტელეფონს უპასუხა. -ნინო რა ხდება? არ მცალია ახლა.-ცოტა ხანი ჩუმად იყო.-კარგი გავივლი და ავიღებ. დაწყნარდი ავიღთებ პასუხებს, არ გადაყრიან.-ტელეფონი მობეზრებულადს გათიშა.-დედაჩემი იყო, ანალიზები გამაკეთებინა და ერთი თვეა პასუხებზე არ მივსულვარ.-ჩემი ინტერესი დააკმაყოფილა. -ცუდად ხარ?-შეშფოთებულმა შევხედე. -არა პატარა.-თმაზე მომეფერა.-კარგად ვარ, ჩვეულებრივი კონტროლია და მაგიტომაც მეზარება პასუხების წამოღება. დღეს წამუვუღებ, თორემ ნერვიულობს. -დედას რატომ არ ეძახი? -რაღაც შეიცვალა. ადრე ვეძახდი. არც თუ ისე კარგი ურთიერთობა გვაქვს.-ყავის ჭიქას გაუშტერა თვალი. -მამა?-შევანათე თვალები მის თაფლისფერ სფეროებს. -გარდაიცვალა, არც კი მახსოვს. -ვწუხვარ.-ჩავილაპარაკე სევდიანად. -მეც ვწუხვარ მამაშენის გამო. -ხო. ორივეს არ გვყავს მამა.-სევდიანად გავუღიმე. -სამაგიეროდ ერთმანეთი ვიპოვეთ. შენ არ იცი როგორ მიყვარხარ.-თვალები უბრწყინავდა და ისე მიყურებდა. სახლში მიმიყვანა, მანქანას დაბურული შუშები ჰქონდა, ახლა დავაფიქსირე, ღამით ნორმალურად არც კი შემიხედავს. -ვერ დაგვინახავენ, რომ არ გაკოცო გავგიჟდები.-ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ჩემს ტუჩებს დააცხრა. მუცელში ქარიშხალი ტრიალებდა, მის მკალვებში მოქცეული არ ვცილდებოდი და მეც ავყევი კოცნაში.-კოცნა უკვე ისწავლე.-ჩემს ტუჩებზე დაიჩურჩულა და გაეღიმა. -მეორე ცდაზე.-გამეღიმა. -ყოჩაღი მოსწავლე მყავს.-ყურის ძირში მაკოცა.-გაიქეცი ახლა სახლში.-ისევ ტუჩებზე მაკოცა და სწრაფად შემიშვა ხელი. არ მეთმობოდა, მაგრამ მანქანიდან გადავედი. სადარბაზოს კიბეები ბედნიერმა ავირბინე, სახლში არავინ იყო, სამზარეულოში გავედი და აივნიდან გადავიხედე, იქ აღარ დამხვდა. მოუთმენლად ველოდებოდი საღამოს, არ დამირეკა. მე მივწერე სმს. -„როგორ ხარ?“ -„სამსახურში ვარ ისევ. ვემზადები ხვალისთვის. შენ როგორ ხარ?“ -„კარგად.“ -„მოგენატრე? “ -„შენ მოგენატრე?“ -„ძალიან, შენი ტუჩები განსაკუთრებით. მიყვარხარ, ახლა დაიძინე და ჩემზე იფიქრე.“ -„ეგოისტი. “ -„ვარ ეგოისტი. ჩემი ხარ და მხოლოდ ჩემზე იფიქრე. სულ მალე ჩემად დაგიგულებ.“ -„მგონი შემიყვარდი. ყველგან შენ ხარ, მხოლოდ შენზე ვფიქრობ.“ -„შეგიყვარდი. მეც მასე დამეწყო. მიყვარხარ. შაბათს გნახავ.“ -„გკოცნი.“ -„მეც გკოცნი და აღარ მომწერო, ვერ გელევი და აქედან ვერ გავაღწევ ამაღამ.“ მეორე დღით მივწერე, თუმცა სმს არ მივიდა ადრესატამდე. მერე დავრეკე და ტელეფონი გამორთული იყო. იმდენჯერ დავრეკე დღის განმავლობაში. ადგილს ვერ ვპოულობდი, საშინლად ვიყავი აფორიაქებული. ბათუმში მიდიოდა, ავარიასი ხომ არ მოყვა? უამრავი კითხვა მაწუხებდა, მაგრამ პასუხები არ მქონდა. მერე დემეს დავურეკე და ნომრით ვცადე გიორგის შესახებ მეტი გამეგო. დემეს მამა პროკურორი იყო და ვთხოვე დამხმარებოდა. -ჭინკა ვერაფერი გავარკვიეო მამამ.-მითხრა დემემ.-სახელმწიფო დაფარული ნომერია, ინფორმაცია არ იძებნებაო. ვერ გარისკავს ბაზაში რომ შევიდეს. -კარგი საყვარელო.-დაღონებულმა გავთიშე ტელეფონი. ის უბრალოდ გაქრა, ისე თითქოს სიზმარი იყო. სიზმარი რომელმაც დიდი ტკივილი და სევდა დამიტოვა. 2 წლის შემდეგ... სახლიდან რამდენიმე კორპუსის მოშორებით ცხოვრობენ ანა და ზურა. ისინი სკოლის მოსწავლეები არიან, მე ვამეცადინებ. უკვე გვიანია, 9 საათია და გარეთ შებინდებულია. მათი სახლიდან გამოვდივარ და ჩემი კორპუსისკენ გზას მივუყვები. ნამდვილად არ მეჩვენება, უკან ორი კაცი მომყვება. ფეხს ავუჩქარე და მათაც აუჩქარეს. ნატა გეჩვენება, ასეთ დროს აქ უბანში არაფერი არ მოხდება, ყველაზე მშვიდი უბანია. საკუთარ თავს ვაწყნარებ და წინ აჩქარებული ნაბიჯით მივიწევ. სადარბაზოც გამოჩნდა, შევრბივარ. -ნატა სახლში გაიქეცი და კარი ჩაკეტე.-მესმის ახალგაზრდა მამაკაცის ხმა, მეც გავრბივარ და სახლში ვიკეტები, სადარბაზოში ხმაურია. კანკალი ამივარდა, რა ხდებოდა, ვინ მომყვებოდა. მერე კი სირენების ხმა ისმის, ფანჯრიდან ვიხედები და ვხედავ სასწრაფოს მანქანა როგორ მიდის, ხოლო პატრული როგორ აგრძელებს მუშაობას. გარეთ გასვლის მეშინია, სწორედ ამ დროს ისმის კარზე კაკუნი. კარს შეშინებული ვუახლოვდები. -ნატა მე ვარ.-ისმის ლიკას ხმა და კარს ვაღებ. -სწრაფად შემოდი.-ხელს ვკიდებ და სახლში შემომყავს. ისევ ვკანკალებ და კარს ვკეტავ. -რა გჭირს? -დაბლა რა ხდებოდა?-შევაპარე ლიკას, არ მინდოდა ანერვიულებულიყო. -პატრული და სასწრაფო იყო ქვემოთ, ვიღაც ტიპი დაუჭრიათ.-მხრები აიჩეჩა ლიკამ.-ხომ იცი რა ცნობისმოყვარე ვარ. იცი რა მაგარი ტიპი იყო, ისეთი სიმპატიური, იმედია გადაარჩენენ ექიმები.-გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ნუთუ ჩემს გამო ებრძვის სიკვდილს, ან ვინ იყო. ლიკა კი ისევ აგრძელებდა ჩემს დაოჯახებაზე მონოლოგს. -ლიკა!-დავუყვირე. -რა ლიკა. შენთვის მინდა, მე კი მყავს ჩემი რომეო.-გაინაბა ლიკა. -სადარბაზოში, რომ შემოვედი ქვემოთ მეც გავიგე ხმაური. იცი ლიკა, სულ მგონია, რომ ვიღაც დამყვება და მითვალთვალებს. არ ვიცი ეს რატომ მჭირს, მგონი პარანოია მეწყება. -გათხოვება გინდა.-თვალი ჩამიკრა ლიკამ.-მორჩი იმ გიორგიზე ფიქრს და რეალურად შეხედე სამყაროს. ტიპი ერთხელ ნახე, გაკოცა და მგონია მის ქვრივად იქეცი. -გეყოფა ლიკა!-დავუყვირე ლიკას. -რა მეყოფა. გაგეკაიფა და გაქრა. იქნებ ცოლი ყავს, ან კრიმინალია და დაიჭირეს. არც ტელეფონზე აღარ გიყასუხა. მხოლოდ სახელი იცი. გიორგი.-ხელები თეატრალურად გაშალა ლიკამ.-საქართველოში იცი რამდენი გიორგია? მიდი და ეძებე. ან იქნებ არც ქვია გიორგი. -კმარა ლიკა, საკმარისია, ჭრილობაზე ნუ მაჭერ. -მე გაჭერ? შენ უშავებ საკუთარ თავს. ან რა გაცვია? ის კაბები რატომ გაჩუქე? -ჩავიცმევ. -როდის-დოინჯი შემოირტყა ლიკამ. -ჩავიცმევ და მორჩი ჩემს განსჯას. შემიყვარდა. ძნელია ამის გაგება? არაფერი ვიცი და ეს მკლავს. იქნებ ცუდად არის, იქნებ ვერ შეძლო და ვერ დამემშვიდობა. ვიცი არ არის ნორმალური უცხო ადამინზე ნერვიულობა ორი წელი, მაგრამ ის უცხო არ იყო. ის აქ იყო და სამუდამოდ დარჩა.-თვალები ამიცრემლიანდა, ლიკამ თავი გაიქნია და სამზარეულოში გავიდა. ძალიან ავნერვიულდი, ვინ იყო ის ტიპი, ჩემს გამო დაჭრეს? საიდან მიცნობს? ეს კითხვები არ მასვენებდა. ლოცვა დავიწყე, სხვა მაინც ვერაფრით დავეხმარებოდი. იქნებ გიორგი იყო, რატომ მეცნობოდა მისი ხმა. ლიკა მართალია უნდა დავივიწყო. ითამაშა და გაქრა. უნდა დავივიწყო. შემოვუძახე საკუთარ თავს. მე, დედა და ლიკა ერთად ვცხოვრობდით ქირით, ლიკა გათხოვებას გეგმავდა, მე ვეღარ შევძლებდი ბავშვების მომზადებით ბინის ქირის გადახდას, ამიტომ ვაკანსიების ძებნისას ბინით უზრუნველყოფილი ვაკანსიებიც ამოვარჩიე. რამდენიმე ვარიანტი მქონდა: 1. მოხუც ბებოსთან უნდა მეცხოვრა, რომ მარტო არ ყოფილიყო და წამლები დროულად დამელევინებინა. 2. ორი სკოლის მოსწავლე უნდა მეტარებინა სკოლაში მანქანით და მერე გაკვეთილების მომზადებაში დავხმარებოდი. მამა ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, რომ გარდაიცვალა, იმ წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, 70 % დაფინანსება ავიღე და ბავშვების მომზადებაც დავიწყე. დარჩენილ 30% თავად ვიხდიდი, გზის ფულიც მქონდა და სახარჯო ფულიც. ჩემი ძმაც მუშაობდა, თუმცა თავად არ ყოფნიდა ხელფასი. მერე ლიკას დავუმეგობრდი და ბინა ერთად ვიქირავეთ, დათომ ცოლი მოიყვანა და მე უკვე ზედმეტი ვიყავი მათ ოროთახიან ბინაში. ბინა ვიქირავე და დედაჩემიც ჩამოვიდა თბილისში. მუშაობდა მაღაზიაში დღეში 7 ლარად, დახმარებით ვერ მეხმარებოდა. არც სოფელში არ უნდოდა დაბრუნება, მე კი დავიღალე მისი გაუთავებელი წუწუნით. წინა ზამთარს შუბა მაყიდინა, მისი თანამშრომელი ყიდიდა იაფად. მთელი ჩემი დანაზოგი მისმა შუბამ წაიღო. ხანდახან მისი ეს ეგოიზმი საშინლად მაღიზიანებს. ამიტომაც ლიკა, რადგან თხოვდება, გადავწყვიტე საბოლოოდ დავაღწიო თავი და დამოუკიდებელ ქალად ჩამოვყალიბდე. ვუთხარი, რომ სხვა ბინაში უნდა გადავიდე, ან ბინით უზრუნველყოფილი სამსახური მოვძებნო, ამიტომ ჩავულაგე ბარგი და სოფელში გავუშვი. მე და ლიკას მაღაზია გვაქვს და მინანქრის სამკაულებს ვყიდით. სამკაულებს მე ვამზადებ. გავბედე და მშენებარე პატარა ბინა ვიყიდე. მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, ორ თვეში დასრულდება. კრედიტს მაღაზიის შემოსავლიდან ვფარავ. დედამ არ იცის, რომ მაღაზიის წილში ვარ და არც ის, რომ ბინა ვიყიდე, თორემ მას და ჩემს ძმას მოთხოვნები ნამდვილად გაეზრდებათ. დღეს ვისვენებ, ამიტომაც საწოლში ნებივრობა დავიწყე. ტელეფონზე უცხო ნომრიდან მირეკავდნენ. -გისმენთ?-გაკვირვებულმა ვუპასუხე. -ნატა მაჭარაშვილი ბრძანდებით?-გაისმა ახალგაზრდა გოგოს ხმა. -დიახ.-ვუპასუხე გაკვირებულმა. -თქვენი რეზიუმე მოგვეწონა, დაბარებული ხართ ჩვენს კომპანიაში გასაუბრებაზე. -უკაცრავად, რა კომპანიაა, ბევრგან მაქვს რეზიუმე გადაგზავნილი და შეგიძლიათ მითხრათ უფრო კონკრეტულად? -შპს Java and PHP. დემნა ავალიანის თანაშემწის ვაკანსიაა. ხვალ 10 საათზე გელოდებით.-მითხრა და გათიშა. -ეს რაღა ჯანდაბაა?-გაკვირვებული ვიყავი, რეზიუმე მე არ გამიგზავნია.-ლიკააა!-საწოლიდან ავდექი და მეორე ოთახში ლიკასთან გავედი.-ლიკა ჩემი რეზიუმე სადმე გადამიგზავნე?-შევხედე ლიკას. -მე, არა.-გაკვირვებულმა შემომხედა ლიკამ. -დამირეკეს ხვალ გასაუბრებაზე ვარ დაბარებული, რაღაც კომპანიაა. -მაგარია, ვინმემ ხომ არ გაგზავნა ჩვენებიდან? წადი და ნახე. -არ ვიცი, ღირს? რა ანაზღაურება იქნება. -წადი რა. შენი რა მიდის, იქნებ კარგი ბიჭები მუშაობენ.-თვალი ჩამიკრა. -არაფერი გეშველება.-ვუთხარი და ჩემს ოთახში გამოვბრუნდი. ინტერნეტით ინფორმაცია მოვიძიე აღნიშნულ კომპანიაზე და მეც დავინტერესდი. პროგრამებს წერენ და ყიდიან. საინტერესო გამოდგა ჩემთვის და მზადებას შევუდექი. იმდენჯერ გავიარე რეპეტიცია, როგორ უნდა წარმედგინა საკუთარი თავი. კომპანიისმფლობელი 30 წლის დემნა ავალიანი იყო. პროფესიით პროგრამისტი, რამდენიმე პროგრამა დაწერა და უცხოურმა კომპანიებმა იყიდეს. რომ ამიყვანოს სამსახურში ნამდვილად ძალიან გავიზრდები პროფესიული თვალსაზრისით. მეორე დილით ტელეფონის გაბმული ზარი მაღვიძებს, სასწრაფოდ ვდგები და სააბაზანოში გავრბივარ. სწრაფად მოვწესრიგდი, შავი შარვალი და იისფერი შიფონის ზედა ჩავიცვი, დაბალ ძირიანი ფეხსაცმელი მოვირგე, ჩანთას ხელი დავავლე და ნახევარ საათში კერძო კომპანიის ოფისის წინ ვიდექი. მთელი გზა ვლოცულობდი, ცოტა მეშინოდა, გასაუბრებაზე პირადად დირექტორთან ვიყავი დაბარებული. პირჯვარი გადავიწერე და კომპანიაში შევაბიჯე. -გამარჯობათ.-მივესალმე სასიამოვნო გარეგნობის გოგონას. ღმერთო ასე როგორ ინარჩუნებენ ფორმას, ალბათ არაფერს ჭამს. გავიფიქრე და ჩემი უდაოდ მშვენიერი ღიმილი შევანათე. -გაგიმარჯოთ, ვინ გნებავთ?-გამიღიმა თოჯინამ. -მე დემნა ავალიანთან ვარ გასაუბრებაზე.-შევხედე ისევ გაღიმებულმა. -იქით მიბრძანდით და რიგის ნომერიც აიღეთ.-ხელები საყვარლად გაშალა, ჩემი ფეხსაცმელებიდან დაიწყო შეთვალიერება და მზერა სახეზე გააჩერა. მითითებულ დერეფანს გავუყევი და შოკში ჩავარდი. ამდენი მოდელის ტანის გოგო ერთდროულად ნამდვილად არ მინახავს. მერე რიგის ნომერი ავიღე და 33, რომ დაეწერა ლამის გულმა დამარტყა. -ჯანდაბას ამათ აქ ეძინათ.-ჩემთვის ჩავილაპარაკე. -დილის 6 საათიდან მოდიან.-გადმომილაპარაკა სასიამოვნო გარეგნობის ბიჭმა.-ყოველ დღე კი არ ეძლევათ შანსი დიდებული დემნას თანაშემწეობის, უკვე 7 თანაშემწე დაითხოვა.-თვალი ჩამიკრა ამ ბიჭმა. -ხოოო. -ნაღვლიანად ჩავილაპარაკე.-მგონი ის დროა აქედან წავიდე. -არა, არა. სად უნდა წახვიდე?-ხელი მომკიდა ამ ბიჭმა.-მე ალექსი ვარ. შენ რა გქვია? -მე.. ნატა. ნატა მაჭარაშვილი.-უცებ გამოვერკვიე. -ნატა.-სახეზე ფერები გადაუვიდა, მერე კი ნაძალადევად გაიღიმა.-დარჩი და სცადე, ცდა ბედის მონახევრეაო.-თვალი ჩამიკრა.-რა ნომერი ხარ? -ოცდა მეჩამეტე.-სევდიანი თვალებით შევხედე. ვერ მივხვდი მისი ასე ცვლილების მიზეზს. -ნუ მოიწყინე, შესვენების დროს აქ იქნები ისევ და ყავა დავლიოთ ერთად.-თვალი ჩამიკრა და დერეფანში გაუჩინარდა. დრო საშინლად გაიწელა, გოგოების რიგი შედიოდა და გადიოდა. საათზე დავიხედე, უკვე 14:20 საათს აჩვენებდა. -აბა ნატა, ყავა დავლიოთ?-თავზე წამომადგა ალექსი. -კარგი დავლიოთ.-გავუღიმე და უკან გავყევი. ალექსი სასიამოვნო ახალგაზრდა იყო. ოფისის კაფეში შევედით. -შენ აქ დაჯექი და მე ახლავე დავბრუნდები.-ერთ ერთ მაგიდასთან დამსვა და ბარისკენ წავიდა. კაფეში ახალგაზრდა ძალიან სიმპატიური მამაკაცი შემოვიდა და ბარისკენ წავიდა. ალექსს მხარზე ხელი დაჰკრა და ბარმენს შეკვეთა მისცა, მანაც უცებ გაუმზადა და მიაწოდა ყავა. მერე თითქოს ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო უცებ შემობრუნდა და შემომხედა. მერე ალექსს რაღაც უთხრა და მალე გავიდა კაფედან. -აბა, ხომ არ მოიწყინე?-ყავით და ნამცხვრით დამადგა თავზე ალექსი. -არა, სასიამოვნო გარემოა.-გავუღიმე ალექსს. - ნამცხვარს ხომ შეჭამ? წამოგიღე.-ნამცხვარი დამიდგა წინ. -კი. ტკბილეულზე უარს ვერ ვამბობ.-გავუღიმე. -დემნას თანაშემწეობა გაგიჭირდება. -ჩაეცინა. -რატომ?-შევხედე გაკვირვებულმა. -ის ტკბილეულს არ ჭამს, ბოსტნეული და ნული ქოლესტერინი. დილით ვარჯიშით იწყებს და სულ ფორმაშია.-წარმომიდგინა ბატონი დემნა. -ხოო, ორი უკიდურესობა ვყოფილვართ მე და ბატონი დემნა. -თვალი ჩავუკარი ალექსს და ნამცხვრის პირველი ლუკმა პირში გავიქანე.-არც მწვადი არ უყვარს ბატონ დემნას? კარგი შამფურზე შემწვარი სუკის მწვადი?-წარმოვიდგინე სუკის მწვადი, ნერწყვი გადავყლაპე და ისე ვკითხე. -ღადაობ?-იცინოდა.-ახლოს არ ეკარება. ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს. -მისი თანაშემწე თუ გავხდები პირობას ვდებ მწვადს შევაჭმევ ჩვენს ვეგეტარიანელს.-თვალი ჩავუკარი ალექსს. -არ არსებობს, არ გამოგივა. გინდა დავნიძლავდეთ?-ხელი გამომიწოდა. -დავნიძლავდეთ.-მეც ხელი ჩამოვართვი.-თუ დამნიშნა ერთ თვეში, მოსულა? -მოსულა. რაზე დავნიძლავდეთ? -ჩემს საყვარელ სუნამოს მიყიდი. -შენ კი ერთი გოგოს თავიდან მოცილებაში დამეხმარები.-გამიღიმა. -რაო, „სტენკა“ დადგა შენს სახლში? -აპირებს.-იცინოდა. -მაგაში ისედაც დაგეხმარებოდი.-თვალი ჩავუკარი. სასაცილოა, მაგრამ ბიჭებთან რატომღაც სულ ასეთი მეგობრული ურთიერთობა მიყალიბდებოდა. თითქოს მათი ძმაკაცი ვყოფილიყავი ისე აღმიქვავდნენ. ამიტომ ჩემს მეგობრებში ერთი გოგო ერია ლიკა და დანარჩენი სულ ბიჭები იყვნენ. ეკაც ჩემი მეგობარი იყო, ჩემი ძმაკაცის ზემოთ ხსენებული ნიკას ცოლი. -უკვე დროა ავიდეთ ზემოთ.-ვუთხარი ალექსს.-ყავისთვის და ნამცხვრისთვის დიდი მადლობა. -კარგი წავედით. თუ არ აგიყვანა ეს ჩემი ნომერია, ვიმეგობროთ. ძალიან საყვარელი გოგო ხარ.-ლოყაზე მაკოცა ალექსმა. -ხინკალი ვჭამოთ სადმე, მე დაგპატიჟებ.-გავუცინე მეც და ჩემს რიგს შევუერთდი. -კარგი.-გამიღიმა.-მიდი გაიქეცი და დაარწმუნე აგიყვანოს. საღამოს ექვსი საათი შესრულდა, ბოლო კანდიდატი გამოვიდა გასაუბრებიდან. მას დემნას მდივანი გამოჰყვა და გამომიცხადა რომ დამიკავშირდებოდნენ მომდევნო გასაუბრების დროს შემატყობინებდნენ. სევდიანი სახით ვიჯექი, აღარავინ არ დამიკავშირდებოდა, აზრი არ ჰქონდა აქ მეორედ მოსვლას. გოგონები დასევდიანდნენ და ნელ-ნელა კარში გაუჩინარდნენ. მალე თანამშრომლებმაც დაიწყეს წასვლა, მე კი ისევ ბატონი დემნას კაბინეტის წინ ვიჯექი სკამზე და სევდიანი სახით ვუყურებდი როგორ ჩამიარა ბედნიერმა მომავალმა ცხვირ წინ. -გოგონა, ბატონი დემნა დღეს ვეღარ მიგიღებთ, უნდა წახვიდეთ.-თავზე დამადგა ისევ დემნას მდივანი. -ვიცი. ერთხელ უკვე მითხარით. მივდივარ, ისედაც ტყუილად დავკარგე მთელი დღე, თქვენი დრო ფულია, ჩვეულებრივი მოკვდავების დროს ვინ ჩივის, ჩვენ ხომ საქმე არაფერი არ გვაქვს. დრო, რომ განგესაზღვრათ და გადაგენაწილებინათ, არ შეიძლებოდა? დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვს საათამდე რიგში ვიდექი და რა. „დაგიკავშირდებით, შეგიძლიათ მიბრძანდეთ.“-გამოვაჯავრე გაბრაზებულმა დემნას მდივანს, ის კი დაქაჩული თვალებით მიყურებდა და ჯარისკაცივით გაჭიმული მწყობრში იდგა. უკან შემოვბრუნდი და ვიღაცას შევასკდი. მეტრა სამოცდა თხუთმეტი სანტიმეტრი ვიყავი, მიუხედავად ამისა მაღლა ავიხედე, რომ დამენახა ვის გავულამაზე ზედმეტად გაპრიალებული ფეხსაცმელები. -წინ უნდა იყურო.-შემომხედა გაბრაზებულმა. -თქვენც არ გაწყენდათ წინ ყურება.-შევხედე მეც არანაკლებ გაბრაზებულმა, ის ტიპი იყო ბარში ალექსს, რომ ელაპარაკებოდა. -ბატონო დემნა.-დადნა მდივანი გოგონა, მე კი სახელი დემნას გაგებისას თვალები მაღლა ამივიდა. -ეს თქვენ გელოდებით დილიდან? თქვენმა აღმატებულებამ 5 წუთი ვერ გამონახა, რომ უბრალოდ უარი ეთქვა და დავუბრუნებოდი ჩემს ბედკრულ ცხოვრებას?-რას მივერეკებოდი მე თვითონაც არ ვიცოდი. -წამოდი.-მკლავში ხელი მომკიდა და კაბინეტში სულ ძალით შემიყვანა.-ე.ი. უკვდავებმა ვერ გამონახეს დრო, რომ მოკვდავ...-გაჩუმდა ჩემი სახელის მოლოდინში. -ნატა. ნატა მაჭარაშვილი.-წარბაწეულმა შევხედე. თითქოს შეცბა, მერე სახე გაუნათდა. -მოკვდავ ნატას გასაუბრებოდნენ. აბა გისმენ, გამოვნახე ხუთი წუთი და გისმენ. ვინ ხარ და რატომ გინდა ჩემი ასისტენტობა.-სავარძელში ჩამსვა, წინა სავარძელში თავად დაჯდა და პირდაპირ თვალებში დამიწყო ყურება. ისე მიყურებდა თითქოს ჩემი ტვინის წაკითხვა უნდოდა, პირველად დავიბენი ბიჭის წინ. თუმცა ბიჭი აღარ იყო, უკვე ჩამოყალიბებული მამაკაცი იყო. ვერაფერი ვერ ვუთხარი, ისეთი იდეალური იყო, ჟურნალიდან გადმომხტარ მოდელს ჰგავდა. ამიტომაც ედგა გოგონების დიდი რიგი. -აზრი არ აქვს. მე და თქვენ ორი უკიდურესობა ვართ და არაფერი არ გამოვა.-წამოვდექი და წასვლა გადავწყვიტე. -ასე იოლად ნებდები?-უკნიდან მომაძახა.-მართალი ხარ, არაფერი გამოვა, ჩემი ასისტენტი მიზანდასახული და მოწესრიგებული უნდა იყოს, შენ ნამდვილად ვერ შეძლებ.-ირონიულად ჩაილაპარაკა. გავბრაზდი, საშინლად გავბრაზდი და უკან მივბრუნდი. -ბოდიშით, თუ 90-60-90 ფორმები ვერ მაქვს. სამაგიეროდ ვიცი ინგლისური, რუსული. ვიცი საოფისე პროგრამები და თქვენი მდივნისგან განსხვავებით ამ კართან ამხელა რიგს არ დავაყენებდი, განრიგს შევადგენდი და ეტაპობრივად დავიბარებდი საათების მიხედვით კანდიდატებს. მაქვს დიპლომატიის კარგი უნარი, თქვენ შემთხვევაში კი უბრალოდ ეს უნარი დავკარგე. თუ ამიყვანთ ნახავთ როგორ ვაგვარებ პრობლემებს, თუ არ ამიყვანთ დიდი დანაკარგი გექნებათ მერწმუნეთ. კარგად ბრძანდებოდეთ თქვენო აღმატებულებავ.-ირონიულად ჩავილაპარაკე და ის იყო კარში უნდა გავსულიყავი. -აყვანილი ხარ. ერთი პირობით, ჩემს სახლში გადმოხვალ, რადგან ბევრი სამუშაო იქნება და სახლშიც მოგვიწევს მუშაობა. ხვალ დილით შვიდ საათზე ამ მისამართზე გადმობარგდები და მითითებებს მიიღებ. -მაგიდაზე სავიზიტო ბარათი დამიდო.-პირობები ასეთია, ჩემს სახლში იცხოვრებ, ყველაფერს დილიდან შემითანხმებ, ყველა შეხვედრას დამიგეგმავ. ზედმეტი ადამიანები სახლში არ მჭირდება. ხელშეკრულებას სამი თვის მერე გავაფორმებთ, გამოსაცდელი ვადით აგიყვან. -თქვენს სახლში სხვა კიდევ ცხოვრობს ვინმე?-ვიკითხე მორიდებულად. -დეიდაჩემი. ასეთი თვალებით ნუ მიყურებ, შენს საწოლში შეტყუებას არ ვგეგმავ, ჩემს გემოვნებაში არ ჯდები.-ირონიულად ჩაილაპარაკა.- ახლა კი წადი და კიდევ, ჯობია ჩემი თანდასწრებით ცოტა ილაპარაკო, მხოლოდ საქმეზე.-თითი დამიქნია და კარისკენ მიმითითა. კარში უნდა გავსულიყავი, რომ ალექსი შემოვიდა. -ნატა? -გაკვირვებულმა შემომხედა.-მეგონა წახვედი. -გასაუბრებაზე შემოვრჩი ბატონ დემნასთან.-თვალით ჩემს ახალ უფროსზე ვანიშნე. -რაო დემნა დაიწუნე ჩემი გოგო?-ალექსმა ჰკითხა დემნას და სავარძელში მოკალათდა. -ავიყვანე.-ხმა გაუმკაცრდა და ისე შემოგვხედა მე და ალექსს.- შენი გოგო თუა ჩემთან რა უნდა?-შეხედა ალექსს. -აიყვანე? -თითქოს გული დასწყდა ალექსს.-ჩემი მეგობარია, დღეს დავმეგობრდით და მინდა გითხრა ძალიან ჭკვიანია.-თვალი ჩამიკრა ალექსმა. -ვნახოთ რამდენად ჭკვიანია.-ინტერესიანი მზერა შემომანათა ბატონმა დემნამ. -კარგი რა დემნა, ნუ ხარ ტირანი.-გაბრაზებულმა შეხედა ალექსმა. -ხელს არ შეგიშლით მეგობრულ საუბარში, მე წავედი, ნახვამდის.-გამოვუცხადე ორივეს და კარში გამოვედი. -მოიცადე, სახლამდე მიგიყვან.-ალექსანდრე გამომეკიდა. -არა, იყავი, თავად წავალ. -გავუღიმე.-რატომ არ მითხარი თუ ასეთი კარგი მეგობრები იყავით? -სანეძლაო ძალაშია და დემნას არაფერს ვეუბნებით.-გამიღიმა. -კარგი.-გავუღიმე.-წავედი მე და გაცილება არ მჭირდება.-დენმას სიტყვები მიტრილებდა თავში, ჩემს გემოვნებაში არ ჯდებიო.-თავხედი, ვირი.-გაბრაზებული ვბურტყუნებდი და ისე მივდიოდი გაჩერებისკენ. გიორგის მერე არავინ მომწონებია, ეს კი თითქოს მეთამაშებოდა, მაგიჟებდა თავისი ირონიით. მერე გამახსენდა, რომ წიგნების ჩანთა დერეფანში დამრჩა და უკან შევბრუნდი. დემნას კაბინეტის წინ სავარძელში იდო ჩანთა, ხელი მოვკიდე და ის იყო უნდა გამოვბრუნებულიყავი. -დემნა ცოდოა, ეს რა შუაშია საერთოდ.-ალექსის ხმა გავიგე.-ხომ მითხარი, რომ შეეშვებოდი. როგორ აღმოჩნდა აქ? -ახალი პარტია შემოდის და კუდზე მაზის ის ახვა*რი. ეს კი ჩემი კოზირია, ვერ გაბედავს მოახლოვებას.-ჩაილაპარაკა დემნამ, მე კი ტანზე დამბურძგლა, ვინ იყო, ან რაზე ლაპარაკობდა. იმ იდეალური სახის უკან ვინ იმალებოდა? -ბავშვია, არ გაშარო გთხოვ.-ისევ ალექსის ხმა იყო. -ბავშვი? მაგ ბავშვის გამო ებრძვის ახლა სიკვდილს, დროებით შეგვეშვება. -ჩაილაპარაკა დემნამ. -თუ რამეს გაბედავს ეს ბავშვი იქნება ჩემი ფარი. -დემნა ნუ მაშინებ? შენ ასეთი არ ხარ? ასე ვერ გაიმეტებ? -თუ საქმეს დასჭირდა გავიმეტებ.-ჩაილაპარაკა დემნამ. შემეშინდა არ გამოსულიყვნენ და არ დავენახე. სწრაფად დავტოვე ოფისი, არავინ აღარ იყო. შემეშინდა, ვისზე ლაპარაკობდნენ არ ვიცი, მაგრამ ეს დემნა რაღაც ძალიან საშიში ჩანდა. მთელი გზა ვფიქრობდი მივსულიყავი თუ არა იმ სახლში, ბოლოს კი არ ვიცი ცნობისმოყვარეობა იყო ეს თუ დემნას მიზიდულობის ძალა, გადავწყვიტე მეცადა. სახლში დაღლილი მივედი. არაფრის თავი არ მქონდა, მთელი დღე უსაქმურად ყოფნამ საშინლად დამღალა, ასე მეგონა სამი დღე ვიდექი დერეფანში, დრო საშინლად გაიწელა. ძალიან მეშინოდა, თუმცა უნდა გამერისკა. საწოლზე დავწექი და თვალები დავხუჭე. სწრაფად გავახილე და შეშფოთებული წამოვჯექი საწოლზე. -ჯანდაბას, მისი თვალებიღა მაკლდა.-საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი. თვალებს ვხუჭავდი და დემნას შავ თვალებს ვხედავდი, დიდი წამწამებით და ირონიული ღიმილით. ღმერთო ცუდად არის ჩემი საქმე, მგონი ჯობია უარი ვთქვა და არ გადავბარგდე მასთან.-ისეთი დაღლილი ვარ, რა ჩაალაგებს ნივთებს.-ჩავილაპარაკე და საწოლიდან წამოვდექი. ჩემოდანი გადმოვიღე და ნივთების ჩალაგება ინსტიქტურად დავიწყე. -ნატა? მოხვედი? როგორ შემოიპარე? მოვკვდი ნერვიულობით და არაფერი არ უნდა მითხრა? რა მოხდა? აბა მოყევი? რატომ ალაგებ?-ლიკამ კითხვების კორიანტელი დამაყარა. -დაგრჩა კიდევ საკითხავი რამე? ნელა ილაპარაკე.-მობეზრებულად გადავატრიალე თვალები. -საზიზღარო გოგო. მე აქ ვნერვიულობ და ეს კიდევ.. -ამიყვანა, თანაშემწედ ამიყვანა და ხვალ დილის შვიდ საათზე მის სახლში უნდა ვიყო.-დადარდიანებული სახით ჩავილაპარაკე. -მაგარია.-შეჰყვირა ლიკამ. მერე კი გაკვირვებულმა შემომხედა.-მის სახლში რა გინდა? -მაგ პირობით ამიყვანა, საქმე ბევრია და სახლშიც მომიწევს მუშაობაო. ერთი დეიდა ჰყავს, რომელიც იმ სახლში ცხოვრობს. ლიკა არ ვიცი, ღირს იქ გადასვლა? -ბინის ქირას არ გადაიხდი, რაღას ფიქრობ? გილოცავ.-ჩამეხუტა და დამატრიალა.-და რა გჭირს?-უცებ შემიშვა ხელი და ჩემს სევდიან სახეს შეხედა. -მეშინია. საშინლად მიმზიდველი და საშიში ტიპია, ისეთი იდეალურია, მგონია რომ ბევრ შეცდომას დავუშვებ. თანაც თითქოს თამაში იყო, არც გამსაუბრებია და არც იმაში დარწმუნებულა ვიცოდი თუ არა ენები, ან საოფისე პროგრამები. -ხომ იცი და რატომ ნერვიულობ? -იმიტომ, რომ მგონია თამაშობს. ასე როგორ შეიძლება აიყვანო თანაშემწე, ხელში კი ეჭირა რაღაც ფურცელი, ალბათ ჩემი რეზიუმე და ჩასცქეროდა. -სიმპატიურია?-ლიკამ შემომხედა და გაინაზა. -შენ მგონი თხოვდები.-შევხედე გაბრაზებულმა. -ვინ გითხრა, რომ ჩემთვის მინდა. შენ თუ გაგალღობს საყვარელო.-თვალები ამიფახულა ლიკამ. -იდეალურია. -ეგ როგორ? გიორგი აღარ გიყვარს? -მიყვარს, მაგრამ მორჩა. დემნას კი უბრალოდ ნაკლი არ აქვს. იდეალურია, ჟურნალიდან გადმომხტარს გავს. მე კი ფეხი დავადგი და იდეალურად გაპრიალებული ფეხსაცმელები დავუსვარე.-გამახსენდა ფეხი როგორ დავაბიჯე და გამეღიმა. -შენ თუ მოახერხებდი მაგას. ფეხსაცმელი როგორ დაუსვარე, შენ რა მას ეცეკვებოდი?-უცებ გამოერკვა და შემომხედა ლიკამ. -არა ვლანძღავდი და რომ შემოვბრუნდი უკან მედგა, მეც ვეღარ შევიკავე თავი და ფეხი დავაბიჯე. -რააა.. არ ხარ შენ ნორმალური. რა გითხრა? -კაბინეტში შემაგდო და უნდა გაგესაუბროო. მერე კი სისულელეები ვიქაქანე ნერვიულ ფონზე და იქიდან გამოვრბოდი, რომ მითხრა აგიყვანეო. -შენნაირი გიჟი ჩანს.-იცინოდა ლიკა. -არა რა გიჟი. ისე უჭირავს თავი და ისე აკონტროლებს მიმიკებს.-მისი სახე დამიდგა თვალწინ და თავი მობეზრებულად გადავაქნიე.-კარგი გვეყოფა მასზე ლაპარაკი. -მოიცადე სოციალურ ქსელში ვნახავ.-ტელეფონში ჩაძვრა ლიკა. მე ჩემოდანს ვალაგებდი, რომ შეჰყვირა.-ღმერთო რა მაგარი ტიპია. დასაოჯახებელია. -ეგ ისედაც ვიცი. -საიდან იცი? -ხელზე კალიცო არ ეკეთა და სახლში მხოლოდ მე და დეიდაჩემი ვცხოვრობთო.-მხრები ავიჩეჩე. -სპორტით არის დაკავებული, კალათბურთს თამაშობს.-აგრძელებდა ლიკა. -ხო ძალიან მაღალია, კისერი ლამის მოვიტეხე ისე ავიხედე მაღლა, რომ დამენახა. -ჯაზს უსმენს, 30 წლის არის, უამრავი მეგობარი ჰყავს.-აქ ლიკამ დაუშტვინა.-რამდენი ქალია და რა ქალები. -მექალთანე, იმედია სახლში არ დაიწყებს მაგ ქალების მოყვანას.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე. -რა ეჭვიანი ცოლივით ლაპარაკობ? გულში ხომ არ ჩაგივარდა?-გაიცინა ლიკამ. -იქ უნდა ვიცხოვრო და არა მგონია სასიამოვნო იყოს ვიღაცის კვნესის ხმის მოსმენა.-თვალები გადავატრიალე და ბალიში ვესროლე ლიკას. -შენც რომ შეგიტყუოს საწოლში?-თვალები ამიფახულა ლიკამ. -მე მგონი საერთოდ ქალადაც ვერ აღმიქვავს. ეგ არ მოხდება.-ირონიულად შევხედე ლიკას. -ამ ქალების მერე ვერც მე აღგიქვამდი ქალად.-ენა გამომიყო ლიკამ. -ვითომ რატომ? მაგათ სილიკონები აქვთ, მე კი ნამდვილი და არც თუ ისე პატარა მკერდი. გამხდარი ხესავით არ ვარ და არც მსუქანი არ ვარ. თუ მათსავით გამოვეწყობი და ჩემს ღირსებებს გამოვკვეთავ, მათზე ბევრად სექსუალური ვიქნები.-პირველად ვაქებდი საკუთარ გარეგნობას. -გეთანხმები, მაგრამ შენ მაგ ფორმებს არასდროს გამოკვეთავ. ფართე, ყელამდე პერანგებში მალავ ლამაზ მკერდს და გრძელ კისერს. ლამაზ და გრძელ ფეხებს კი ფართე შარვლებში. ჯინსის მომდგარი შარვლები მაინც ჩაიცვი, ბებიაჩემივით, რომ იცვამ.-გაბრაზებული მიყურებდა და მათვალიერებდა ლიკა. -ჯინსებზე მომიწევს გადასვლა, მისი აღმატებულება თუ კლასიკური სამოსის ჩაცმას არ მაიძულებს. -ტანსაცმელიც უნდა გიკონტროლოს? -7 თანაშემწე გაექცა და ნეტავ რატომ? -მანიაკი რომ იყოს?-შეიცხადა ლიკამ და მერე სიცილი აიტეხა.-მე კი გულის სიღრმეში მიმალული შიში ისევ გამიმძაფრდა. -კარგი რა, შენ ნუღარ მაგიჟებ.-მხარზე ხელი მივცხე ლიკას.-ხვალ დილით მივდივარ, ასე, რომ მოუსვი ეხლა ჩემი ოთახიდან, უნდა დავიძინო. დიდი ხანი ვერ დავიძინე, აფორიაქებული ვიყავი. ალექსის და დემნას საუბარი მიტრიალებდა თავში და ცოტა შიშმა ამიტანა. ბევრი წრიალის შემდეგ ძილის წამალი დავლიე და დამეძინა. დილით ტელეფონმა გამაღვიძა. სწრაფად გავიქეცი სააბაზანოში, მოვწესრიგდი. ისევ შავი შარვალი ჩავიცვი და ვარდისფერი კოფთა, ამჯერად კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოვირგე, ხელჩანთა ავიღე, ჩემოდანიც გამოვაგორე და სახლიდან გამოვედი. ლიკა აღარ გავაღვიძე, დედაჩემი უკვე სოფელში იყო წასული. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე, დემნა დიდ დიღომში ცხოვრობდა, კერძო სახლში. ნახევარ საათში მის სახლთან ვიყავი და კარზე ზარს ვრეკავდი. კერძო ლამაზი სახლი იყო, არც ძალიან დიდი და არც პატარა. -დროულად მოხვედი.-უკნიდან მომესმა დემნას ხმა და უკან შემოვბრუნდი. დარბოდა ალბათ, სულ ოფლით ჰქონდა დაცვარული სახე და ჩვეული ირონიით მიყურებდა. მერე კარზე კოდი მოხსნა და ეზოში შევიდა, მეც ხელი მოვკიდე ჩემს ჩემოდანს და უკან ავედევნე. ძალიან ლამაზი ეზო დამხვდა, სახლში აუზიც იყო და პატარა მოედანიც კალათბურთის ფარით. -მე მოვწესრიგდები და მაცივარზე მიკრულ ფუცელზე წერია რა უნდა გააკეთო. ლეილა სოფელში წავიდა ორი კვირით, ბებოა ცუდად მალე დაბრუნდება. ჩემთან ერთად მარტო ცხოვრების ხომ არ გეშინია?-მითხრა და წყალი მოსვა. -არა, რატომ უნდა მეშინოდეს.-კი მეშინოდა, მაგრამ როგორ გავამხელდი.- თავად მითხარით, რომ თქვენი გემოვნების არ ვარ.-მხრები ავიჩეჩე, მას კი ჩაეღიმა. -კარგია. ჩემი კვება გევალება ეს ორი კვირა.-მითხრა და ზედა სართულისკენ დაიძრა. სამზარეულოში შევედი, ჩემოდანი მისაღებში დავტოვე. ლიკასავით მეც დავუშტვინე სამზარეულოს დანახვისას. მაცივარზე სტიკერები იყო მიკრული წარწერებით. სალათის ფურცლები, ბროკოლი, სტაფილო და ა.შ. -ეს რა ჯანდაბაა, ამას როგორ ჭამს?-გაბრაზებული ვუყურებდი დაწერილ რეცეპტს. -გაზქურას საერთოდ იყენებს? აა, ბროკოლი უნდა მოვხარშო. ისე მეც, რომ ასე ვიკვებო კი ვიქნები იდეალური. რა ასე იკვებო, მწვადი იქით უნდა გაასინჯო.-საკუთარ თავს ველაპარაკებოდი. წინსაფარი მოვირგე და რეცეპტის მიხედვით სალათი გავამზადე, მერე წვენი დავუწურე.-ისპანახის წვენს სვავს ფორთოხალთან ერთად. ღმერთო რა საშინელებაა.-დავიჯღანე და გამზადებული საუზმე მაგიდაზე დავუდგი. -აბა მოახერხე? მეგონა სამზარეულოს გადაწვავდი.-ირონიულად ჩაილაპარაკა და მაგიდასთან დაჯდა. -გაზქურა არ სჭირდება თქვენს საკვებს და სამზარეულოს როგორ გადავწვავდი, მე ჯერ არ ავალებულვარ.-ჩავილაპარაკე ირონიულად. -ზედმეტი ლაპარაკის გარეშე, რაც ნაკლებს ილაპარაკებ მით უკეთესი.-ისეთი თვალებით შემომხედა ადგილზე მიმაყინა. -შეიძლება ყავა გავაკეთო და დავლიო?-ირონიულად შევხედე. -შეიძლება და შენც შეგიძლია ისაუზმო და რამე გაიმზადო. მთელი დღე დატვირთული გვექნება და არ მინდა გული წაგივიდეს სადმე.-შემომხედა და საუზმის ჭამა დაიწყო. -შესვენება მექნება? -პირველიდან ორამდე ერთი საათი. საღამოს სხვებივით ექვსს საათზე ვერ დაამთავრებ სამუშაოს, შეიძლება გვიან შეხვედრაც კი მოგვიწიოს რესტორანში კომპანიონებთან, ჩამოსულ ინვეტორებთან. ასე, რომ სულ ფორმაში უნდა იყო და სულ მზად. ერთი გამოსასვლელი ფეხსაცმელი და კაბა სულ უნდა გქონდეს ოფისში. დღეს ავანსს ჩაგირიცხავ და შაბათ-კვირა გადი მაღაზიებში და ყველა საჭირო ნივთი იყიდე. -ხელფასი რამდენი მექნება? -რამდენსაც დაიმსახურებ. -ეგ როგორ? უფლება მაქვს ვიცოდე. -ათასი ლარი გეყოფა?-დავუშტვინე. -კი თქვენო აღმატებულებავ.-გავუღიმე და ყავა მოვსვი. ჭამას აგრძელებდა და დრო და დრო შემომხედავდა ხოლმე. -ათ წუთში მანქანასთან იყავი.-ადგა და მისაღებში გავიდა. -ათ წუთში.-გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე და მაგიდის ალაგება დავიწყე, ჭურჭელი სწრაფად გავრეცხე, წინსაფარი მოვიხსენი, ჩანთას ხელი დავავლე და ზუსტად ათ წუთში მანქანაში ვიჯექი. -ჯერ-ჯერობით კარგად ართმევ თავს.-გადმომხედა და ჩაეღიმა.-ღვედი შეიკარი. -არის უფროსო.-ღვედი შევიკარი და მანქანაც დაძრა. -ბატონო დემნა! ასე უნდა მომართო და ზედმეტ ლაპარაკს მორჩი.-რამდენიმე წუთის მერე ჩაილაპარაკა.-უკანა სავარძელზე საქაღალდეა და გადმოიღე, განრიგს გადახედე და ყოველ მომდევნო შეხვედრამდე გამაცანი დღის გეგმები. -კარგით ბატონო დემნა.-საქაღალდე მოვიმარჯვე და გადავშალე.-ჯანდაბას, ყველა შეხვედრა დღეს გაქვთ დაგეგმილი? -არა, ყოველდღიურად მაქვს მსგავსი გრაფიკი. -ამას როგორ უძლებთ?-ვკითხულობდი შეხვედრების გრაფიკს და ვაცნობდი ჩემს ტირანს. -შენც მოგიწევს მსგავსი ტემპით მუშაობა.-გადმომხედა მე. -არ მეშინია. -წარბაწეულმა შევხედე.-ბატონო დემნა თავისუფალ დროს პროგრამირების ენებს მასწავლით? როცა გეცლებათ.-შევხედე ბავშვის თვალებით, რომელიც შოკოლადის ყიდვას ეხვეწება მშობელს. -რად გინდა პროგრამირების ენების სწავლა?-გადმომხედა ინტერესით. -სულ თანაშემწე ხომ არ ვიქნები. მინდა გავიზარდო, ბევრი რამ ვისწავლო. მასწავლით? -გაზრდა არ გაწყენდა. მე არ მცალია ძირითადად, ალექსს სთხოვე და შესვენების ერთი საათი შეგიძლია იმეცადინო. -ალექსს როგორ ვთხოვო შესვენების ერთი საათი მე მამეცადინეთქო?-გავიბუსხე. -რატომ, ხომ დამეგობრდით? -წარბაწეულმა შემომხედა. მეც გაბრაზებულმა შევხედე და განრიგის კითხვა გავაგრძელე. კითხვას მოვრჩი და გზას დავუწყე ყურება.-ხვალიდან მაგ განრიგსაც შენ შეადგენ და დილით გამაცნობ. -კარგით, თქვენს მდივანს ყველა დაგეგმილ შეხვედრას შევუთანხმებ. მალე ოფისში მივედით, ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო, რაღა დღეს ჩავიცვი ეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. იმდენჯერ დამიძახა და ხან რას მავალებდა და ხან რას. განრიგი ექსელში ავუკრიფე ცხრილის სახით. მომდევნო მთელი კვირის განრიგი შევავსე. რამდენიმე დოკუმენტი მათარგმნინა, დაღლილი და გათიშული ვიყავი საღამოს შვიდ საათზე დამიძახა და ყავის მოდუღება დამავალა. -თქვენი ყავა.-ყავა წინ დავუდგი და მის წინ სავარძელში მოწყვეტით ჩავეშვი. მან კი საბუთებიდან თავი ასწია და შემომხედა. -მოხდა რამე?-ინტერესიანი თვალებით მიყურებდა. -შეხვედრებს ერთი საათის წინ მორჩით. სახლში არ მივდივართ? -პირველივე დღეს შვიდ საათზე გათიშული მიყურებ. -ირონიულად შემომხედა. -არ შემისვენია, არც ის ერთი საათი.-თავის მართლება დავიწყე. -რატომ მერე. შესვენება იმიტომ ჰქვია, რომ უნდა დაისვენო. -გადათარგმნეო პირველ საათზე მომეცით დოკუმენტები და.-ისევ თავს ვიმართლებდი. -გაკვეთილი პირველი. შესვენებაზე საქმის რაოდენობის მიუხედავად ისვენებ. დასვენებული კი უფრო შრომისუნარიანი ხარ.-თვალი ჩამიკრა და კომპიუტერში რაღაცას დაუწყო ყურება. -არის უფროსო..-გაბრაზებულმა ამომხედა.-გასაგებია ბატონო დემნა, სხვა დროს გავითვალისწინებ. ჩემს ოთახში ვიქნები და წასვლისას შემომძახეთ.-კაბინეტიდან გამოვედი და ჩემს პაატარა კაბინეტში შევიკეტე. ფეხსაცმელები გავიხადე და სავარძელში გადავწექი, თვალები დავხუჭე და ჩამეძინა. გიორგი დამესიზმრა, ხელი მაგრად ჩამკიდა და სინათლისკენ მივყავდი, მე კი გაბრაზებულმა ხელი გავაშვებინე. -ნატა წამოდი.-მეხვეწებოდა გიორგი.-აქედან გაიქეცი. -როგორც შენ გაიქეცი? არსად არ წამოვალ, პირველად მოხდა ისე რომ შენზე ფიქრი შევწყვიტე.-სახე დაუსევდიანდა, ხელი გავუშვი გიორგის და სიბნელისკენ წამოვედი. -ნატა წავედით! ნატა!-სიზმრებშიც არ მანებებს თავს. უცებ გავახილე თვალები. ბატონი დემნა თავზე მადგა.-წავედით! -ახლავე. განრიგს ხელი დავავლე, ჩანთასაც და ფეხშიშველი გავეკიდე, მერე ფეხსაცმელები გამახსენდა და უკან მივბრუნდი, ხელი დავავლე და ისევ ფეხშიშველმა გავაგრძელე გზა. -ჩაიცვი ქუჩაში გავდივართ.-შემომხედა გაბრაზებულმა. -კარგით.-ფეხსაცმელები ჩავიცვი და მანქანისკენ გავყევი. მთელი გზა მეძინა, მანქანა, რომ გააჩერა გამეღვიძა, სახლში მივედით, ფეხები ძლივს შევიტანე მისაღებში.-ვახშამი უნდა გავამზადო? -უნდა გაამზადო. ისევ სალათი. ხვალინდელ რეცეპტს მაცივარზე მიგიკრავ. დილით შვიდ საათზე დამახვედრებ. -წინსაფარი მოვირგე და ისევ ის საშინელი სალათი გავუმზადე, მაცივარში პროდუქტების ძებნა დავიწყე, ძალიან მშიოდა. არაფერი საინტერესო არ დამხვდა, მხოლოდ ბოსტნეული და ჭვავის პური. კარზე ზარის ხმა გაისმა და მეც კარის გასაღებად წავედი. -ვიცოდი მშიერი მოგკლავდა და ჰამბურგერები გიყიდე.-ალექსი იდგა კარში და მიღიმოდა. -რა მაგარი ბიჭი ხარ.-ყელზე მოვეხვიე და ლოყაზე ვაკოცე.-შემოდი. -სუნამო რომ მომეტანა ასე არ გაგიხარდებოდა.-იცინოდა ალექსი. -მშიერს სუნამო რად მინდა.-სიცილით შევედი სამზარეულოში და ჰამბურგერების პარკი გავხსენი. ჩემი იდეალური ვახშამს ამთავრებდა და გაოცებულმა დამიწყო ყურება. -ამ გოგოსაც ვუყიდე საჭმელი, რომ ჭამოს. ყველა ვეგეტარიანელი კი არ არის.-მხარზე ხელი დაკრა ალექსმა დემნას. მე კი ჰამბურგერების ჩავკბიჩე და სიამოვნებისგან თვალები მივლულე. -ალექს შაბათს მცალია და იმ გოგოს მოცილებაზე ვიზრუნებ.-მადლიერი თვალებით შევხედე ალექსს. -კუჭი ასტკივდება, ეს სულ ამან უნდა შეჭამოს?-ორივეს გაოცებული გვიყურებდა დემნა, ისე თითქოს მსოფლიოს მერვე საოცრება აღმოაჩინაო. -ბატონო დემნა არც კი იცით რა სიამოვნებას კარგავთ. ეს..-სენდვიჩს ვუყურებდი.-ძალიან გემრიელია. -საქმეში ხარ უკვე.-იცინოდა ალექსი და ჩემს ყავას წრუპავდა.-ზუსტად ისეთი ყავაა როგორიც მე მიყვარს, იცოდი, რომ მოვდიოდი?-გამიღიმა. -ჩემი ყავაა, მეც ტკბილი მიყვარს.-თვალი ჩავუკარი ალექსს. -ვინ გოგოს მოცილებაში გეხმარება?-შეხედა ალექს ტირანმა. -ლენაა, თუ ლენკა. უკვე მაგრად ტვინს ტყ*ავს.-თქვა ალექსმა და უცებ მე შემომხედა.-აუ ნატა შენთან ბოდიში. -კაი რა ბოდიშებს იხდი. ისე ერთი დაქალი მყავს და 17 ძმაკაცი. მიჩვეული ვარ მე მასეთ საუბრებს.-თვალი ჩავუკარი ალექსს. -იმედია შენც გინებას არ დაიწყებ.-წარბაწეულმა შემომხედა დემნამ. -არა, მე არა. -ღმერთო რა მაგარი ბავშვია.-ჩაილაპარაკა ალექსმა და გაღიმებული მიყურებდა ისევ მე. -გეთანხმები, ბავშვია და მე საბავშვო ბაღის მასწავლებელი მგონია თავი.-თვალები გადაატრიალა და ჩაილაპარაკა იდეალურმა. -დიდხანს უნდა იჭორაოთ ჩემზე? 22 წლის ვარ და ბავშვი აღარ ვარ. -შევხედე ორივეს გაბრაზებულმა. -ე ბიჭო წაართვი ის ჰამბურგერები, მეოთხეს ჭამს, მოკვდება.-გაოცებული მიყურებდა დემნა. -ჭამით არ კვდებიან შიმშილით კვდებიან. -იცინოდა ალექსი. -ალექს შაბათს ხინკალი ვჭამოთ, ჩემს გიჟებსაც გაგაცნობ. -შენი გიჟები ვინ არიან?-შემომხედა ალექსმა. -ჩემი ძმაკაცები, ზეზვა და კახა. დანარჩენები ბათუმში არიან წასულები. -შენს ერთ დაქალს არ გამაცნობ?-თვალი ჩამიკრა. -არა, დანიშნულია და ზეზვას მიჰყვება ცოლად. -აბა ბიჭებს რა პონტში მაცნობ?-იცინოდა ალექსი. -შენც ჩემი მეგობრების სიაში ჩაეწერე და ხომ უნდა მოგნათლოთ. იმედია ლუდი გიყვარს. -ვგიჟდები.-გადმომხედა ალექსმა. -მეც. ბატონო დემნა თქვენ? გიყვართ ლუდი?-ენას არ ვაჩერებდი. -არა!-მკაცრად ჩაილაპარაკა და მისაღებში გავიდა. -რა უჟმურია. თან ბატონოთი მომმართეო.-მაგიდის ალაგება დავიწყე თან ვბუზღუნებდი გაბრაზებული, ალექსი კი დამცინოდა.-ჭირი ჭამე ნატა შენ.-კუჭი ამტკივდა და საკუთარ თავს ჩხუბი დავუწყე. -რა გჭირს.-შემომხედა ალექსმა. -მის ჯიბრზე შევჭამე ოთხი ჰამბურგერი განა მართლა მინდოდა.-შევხედე საცოდავი თვალებით. -კარგი მე გავალ დემნასთან. თუ გინდა წავალ და წამალს გიყიდი.-შემომხედა ალექსმა. -არა გადი, არ მინდა. როგორმე მოვინელებ.-ვუთხარი და ისევ შემომიტია კუჭის ტკივილმა.-ალექსი კი იცინოდა. -რა საყვარელი ბავშვი ხარ.-ლოყაზე მაკოცა და მისაღებში გავიდა. სამზარეულო მალე მივალაგე და მისაღებში უნდა გავსულიყავი, რომ ალექსის და დემნას საუბარს მოვკარი ყური, უფრო სწორად მივაყურადე, რადგან დაბალ ხმაზე საუბრობდნენ. -მაგიტომ მოხვედი?-დემნა ეკითხებოდა. -შემეშინდა, ვეღარ გცნობ. სადამდე უნდა ჩაჰყვე ამ ჭაობს? დროა შეეშვა. გამოვა საავადმყოფოდან და არ გაპატიებს, მხეცს გააღვიძებ მასში და დედას გიტირებს ბოლომდე.-ეჩურჩულებოდა ალექსი. -ასეთს არ ველოდი, მომწონს ეს თამაში. ვითამაშებ ბოლომდე და ვნახოთ. ასე ვთქვათ ზედმეტად მიმზიდველია. -დემნა ცოდოა, ასე არ შეიძლება. ის აზრზე არ არის სად გაყო თავი.-ჩუმად ელაპარაკებოდა ალექსი. -რატომ არის ცოდო? ჩემთან არავის დაუწუწუნია.-ჩაიცინა დემნამ და ტელევიზორს შეხედა. ძალიან შემეშინდა, არ ვიცოდი ვისზე ან რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ მათი საუბრიდან გამომდინარე დემნა არც თუ ისე კარგი ადამიანი იყო. სამზარეულოდან გამოვედი და მათკენ გავემართე, ორივე გაჩუმდა. -ბატონო დემნა ჩემი ოთახი სად იქნება?-შევხედე დემნას, რომელიც ტელევიზორში რაღაცას უყურებდა და თან ალექსს უბღვერდა, რომელიც მას შეშფოთებული სახით შესცქეროდა. -აი იქ.-ხელით მანიშნა ქვედა სართულზე არსებული ოთახისკენ და მეც ჩემს ჩემოდანს დავავლე ხელი და ოთახში შევაგორე. ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე, ფართო საწოლი იდგა ოთახში, ორი ტუმბო და დიდი სარკიანი კარადა, ფანჯრები აუზსს გადასცქეროდა. ლამაზი და გემოვნებით მოწყობილი ოთახი იყო. სააბაზანო ოთახშიც საძინებლიდან გადიოდა კარი. -მაგარია.-ჩავილაპარაკე სააბაზანოში როგორც კი შევედი.-რა მაგარია.-კარადაში სუფთა პირსახოცებთან ერთად სურნელოვანი საპნები და დუშ გელები ელაგა. -გემოვნება კარგი აქვს ბატონ იდეალურს.-ჩავილაპარაკე და კუჭის ტკივილმაც თავი შემახსენა.-ცეცხლი ჭამა შენმა პირმა ნატა.-საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი და ჰამბურგერები უნიტაზზე ჩახუტებულმა უკან ამოვალაგე. ცხელი შხაპი მივიღე, მოკლე მიკი მაუსის საღამურში გამოვეწყვე და სამზარეულოში გავედი. მისაღებში არავინ არ იყო, ალექსიც წასულა, ბატონ დემნამაც ალბათ დაიძინა. მაცივარზე რეცეპტი წავიკითხე.-სულ რომ მომკლას ჰამბურგერებმა და სენდვიჩებმა ამ საშინელებას მართლა ვერ შევჭამ.-ჩავილაპარაკე და ჩაიდანი შემოვდგი გაზქურაზე. ჩაი გავიკეთე, სკამზე ფეხები ავიკეცე და ჩაის ვსვავდი. -ღამის ორ საათზე რა გინდა სამზარეულოში?-თავზე ტირანი წამომადგა, ისე შემეშინდა ჩაი გადამცდა და ხველა ამივარდა.-ფრთხილად არ დაიხრჩო.-თავი მაღლა ამაწევინა და ზურგზე ხელი დამარტყა. -ჩაის ვსვავდი, შემეშინდა.-ძლივს ამოვიხავლე. -მე კიდევ მეგონა ქურდი შემოიპარა სახლში.-მაგიდაზე დაეყრდნო ხელებით და შემომხედა. -მიუჩვეველი ხართ სახლში უცხო ადამიანს. -დილით ექვს საათზე რომ უნდა ადგე იცი ხომ?-ისეთი თვალებით შემომხედა, ნუ ტლიკინებო. მეც ავდექი, ჩაი ნიჟარაში ჩავღვარე, ჭიქა გავრეცხე და საძინებელში სულ სირბილით წავედი. კარი გადავკეტე, დავწექი და დავიძინე. მართლა ტირანია, ვბრაზობდი მასზე. ჩაი ისე მინდოდა და არ შემარგო. დილით ექვს საათზე დამირეკა ზარმა და თავი ძლივს ავწიე ბალიშიდან. ავდექი, ცოტა მოვწესრიგდი და სამზარეულოში დავიწყე მისი საუზმის მომზადება. სამზარეულოს კარები ღია მქონდა და დავინახე მისაღებში როგორ გაიარა სპორტულად გამოწყობილმა და ეზოში გავიდა. ცნობისმოყვარე ბავშვი ვარ და რა ვქნა, მინის კარი გავაღე და ეზოში გავიხედე. კალათბურთს თამაშობდა. კარზე მივეყუდე და ვუყურებდი როგორ ვარჯიშობდა. -ღმერთო რა იდეალურია.-ჩავილაპარაკე და მისი საუზმის გამზადებას შევუდექი, თან ყავას ვსვავდი, რომ თვალებიდან ცოტა გამომეხედა. მაგიდაზე გამზადებული საუზმე დავუდგი, დავინახე სახლში შემოვიდა და ზედა სართულისკენ წავიდა. წვენიც დავუწურე და დავუდგი მაგიდაზე, მერე კი სამზარეულო მივალაგე, ცოტა ხანში ისიც გამოჩნდა. -დილა მშვიდობის.-მომესალმა და საუზმეს მიუჯდა. -დილა მშვიდობის, გემრიელად მიირთვით. დღის განრიგი გაგაცნოთ?-შევხედე და საქაღალდე გადავშალე. -ჯერ წადი და მოწესრიგდი, მალე უნდა გავიდეთ. მაკიაჟს არ იკეთებ ხოლმე? -არა. -დროა გაიკეთო, თვალები ჩაშავებული გაქვს. სხვა დროს კი დროულად დაიძინე და ღამით არ იბოდიალო.-ამომხედა და ბროკოლი პირში გაიქანა. ღმერთო ჩემო ისე ჭამს ამ საზიზღრობას თითქოს ქაბაბი იყოს. -კარგით ბატონო დემნა.-ჩავილაპარაკე და საძინებელში შევედი. სარკეში ჩავიხედე, ნამდვილად საშინელი სახე მქონდა. ამ დროს ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. ლიკა მირეკავდა. -გისმენ. -მისმენ კი არა შე უნამუსო, რატომ არ დამირეკე. მე არ გირეკავდი და შენ დრო როგორ ვერ გამონახე, რომ გეთქვა როგორ ხარ. -კარგად ვარ ლიკა და ნუ ქოთქოთებ. შენ როგორ ხარ? -მეც კარგად. აბა შეგიტყუა თუ ვერა იდეალურმა საწოლში. -შენ მგონი სულ გამოგაშტერა ზეზვამ. სულ საწოლი და სექსი გიტრიალებს თავში. წავედი მე, უნდა მოვემზადო, საღამოს დაგირეკავ.-ტელეფონი გავთიშე და კარადა გამოვაღე. ლიკას ნაჩუქარი მოკლე სადა ერთიანი კაბა ჩავიცვი, ფეხზე მაღლები მოვირგე, იდეალურის რჩევა გავითვალისწინე და ცოტა მაკიაჟიც გავიკეთე და მისაღებში გამოვედი. -ათ წუთში მანქანაში იყავი.-დამიბარა და გვერდი ისე ამიარა თითქოს სახლის საყრდენი სვეტი ვიყავი. არც კომპლიმენტი, არც არაფერი. არც კი შემომხედა. არც არასდროს არ მიყურებდა და ეს ჩემი ჩაშავებული თვალები სად დაინახა. ისე ვიყავი გაბრაზებული ავალდებოდი და ცეცხლი წამეკიდებოდა. ჭურჭელი უცებ დავრეცხე და ქუსლების კაკუნით გავემართე მანქანისკენ. შენიშვნის მოცემის საშულება არ მივეცი ღვედი მაშინვე შევიკარი და დღის განრიგი გადავშალე. -უკვე წავიკითხე.-როგორც კი გადავშალე და უნდა წამეკითხა მკვახედ მიპასუხა.-მთელი გზა ჩუმად იჯექი და კითხვებით არ გამაბეზრო. პასუხი არ დავუბრუნე, სახე ფანჯრისკენ გადავატრიალე, მანქანის სავარძელს თავი მივადე და ქუჩაში ყურება დავიწყე. ოფისში ისე მივედით ხმა არც ერთს არ ამოგვიღია. ლიფტიდან გამოსულმა ზურგი შევაქციე და ჩემი კაბინეტისკენ წავედი. -ერთი უშაქრო ყავა გამიკეთე და შემოდი!-მკაცრი ბარიტონი გაისმა ჩემს ზურგს უკან. -კარგით ბატონო დემნა.-ვუთხარი და კაბინეტის კარები შევგლიჯე. რა ჯანდაბა მჭირდა, რატომ ვბრაზობდი? ის ჩემი უფროსია და დავალებებს მაძლევს. ერთ დღეში უკვე ყელში ამომივიდა მისი მომსახურება. ნეტავ გათხოვილი ქალები როგორ იტანენ მსგავს აუტანელ ქმრებს. ყავა გავამზადე და მისი კაბინეტისკენ წავედი. კაბინეტში შევედი და ყავა წინ დავუდგი.-თქვენი ყავა, კიდევ გნებავთ რამე? -შემოსვლისას კაბინეტის კარებზე უნდა დააკაკუნო.-გაბრაზებულმა შემომხედა. -გავითვალისწინებ. გნებავთ რამე?-გავუმეორე კითხვა. -დღეს საღამოს რესტორანში მივდივართ. ეს ხელშეკრულება გამომართვი და გადახედე. რამე შეცდომა არ იყოს დაშვებული, ახალი პროგრამის პრეზენტაციას ჩავატარებთ და რესტორანში გადავინაცვლებთ. ოთხ საათამდე ყველა საბუთი მზად იყოს. ნათარგმნ პირსაც გადახედე.-საბუთები ისე მომაწოდა ზემოთ არც კი ამოუხედია. -კარგით ბატონო დემნა.-გამოვბრუნდი. -იმედია ასე ჩაცმული არ წამოხვალ რესტორანში.- უნდა გამოვსულიყავი რომ უკნიდან მომაძახა. არაფერი არ ვუპასუხე, გამოვბრუნდი და ჩემს კაბინეტში შევიკეტე. -ხეპრე და ვირი.-გაბრაზებულმა დავყარე მაგიდაზე საბუთები. -ნატა დაწყნარდი, ეს სამსახური გჭირდება. ის შენი უფროსია და უფროსების უმეტესობა აუტანელია.-შემოვუძახე საკუთარ თავს, ღრმად ჩავისუნთქე და ლიკას დავურეკე. -ლიკა უნდა მიშველო, დღეს რესტორანში მივდივართ და კაბა მჭირდება სასწრაფოდ რამე ნორმალური. მე ვერ გავდივარ და შენ უნდა მიყიდო.-მივაყარე უცებ. -კარგი. ფეხსაცმელიც გინდა? -არა მხოლოდ კაბა და ისეთი ამ ხეპრეს, რომ მოეწონოს. კრიტიკის ქარცეცხლში მატარებს.-გაბრაზებული ვლაპარაკობდი, ლიკა კი იცინოდა.-რა გაცინებს? სასაცილოა? -სასაცილოა შენი მდგომარეობიდან გამოყვანა შესძლო, ეგ დედაშენმაც ვერ მოახერხა.-ისევ იცინოდა ლიკა. -გეყოფა და საქმეს შეუდექი. -რა ფერი კაბა გიყიდო. -რა ფერიც გინდა. -ჩავძახე და ტელეფონი გავუთიშე. ოთხი საათი ისე მოვიდა ვერც კი გავიგე. ხელშეკრულებაში რამდენიმე შეცდომა იყო დაშვებული და იურისტებს გავასწორებინე, თარგმანშიც იყო შეცდომა და გავასწორე. ოთხ საათზე პრეზენტაციისთვის მომზადებული ფაილი გადმომიგზავნა ალექსმა. ახალი პროგრამა იყო დაწერილი, საავადმყოფოების ქსელს უნდა შეეძინათ. სლაიდ შოუს გადავხედე, რაც მართალია უნდა ვაღიარო, ჩემი იდეალური უფროსი იდეალურ პროგრამებს წერდა, რაც მომსახურე პერსონალის მუშაობას საგრძნობლად ამარტივებდა. ძალიან დავიღალე, მაგრამ ჩემი საქმე მომწონდა, დღეც სწრაფად გავიდა. კაბინეტის კარზე დავუკაკუნე და შევედი. -ხელშეკრულება ინებეთ, ეს კი სლაიდ შოუა პრეზენტაციისთვის.-მეხსიერების ბარათი დავუდე წინ და გამზადებული ხელშეკრულება. ინება და შემომხედა, ტუჩის კუთხე ჩატეხა და გაეღიმა, მერე წამოდგა და პირდაპირ ჩემს წინ გაჩერდა. -არც კი გადაგიმოწმებია ისე შემომიტანე.-მკაცრი სახე მიიღო და ზემოდან ჩამხედა თვალებში. -რას ამბობთ, გადავამოწმე და შეცდომებიც გავასწორეთ.-შევხედე გაოცებულმა და გაბრაზებულმა. -რა ქენით? -ხარვეზები იყო და გავასწორებინე, იქნებ წაიკითხოთ და მერე მომცეთ შენიშვნა.-ხმას ავუწიე. -ტონი! ხმას ნუ უწევ.-ხელი ხელშეკრულებას მოჰკიდა და გადახედა, ზუსტად იმ გვერდებზე გაჩერდა სადაც კორექტირება შევიტანე. გადაკითხული ჰქონდა და ყველა შეცდომა იცოდა.-ვინ გითხრა, რომ ეს ყველაფერი ჩემთან შეუთანხმებლად უნდა გაგესწორებინათ? -კაბინეტში მაქვს პირველი პირი და შეცდომები თუ მოგწონთ შემოგიტანთ იმ პირსაც. -ვერ მიხვდი რა ვიგულისხმე, თუ თავს იშტერებ?-ხმას აუწია. -აუცილებელი იყო ყველა შეცდომა თქვენამდე მომეტანა? -აუცილებელია. იურისტი შენზე ხუთჯერ მეტ ხელფასს იღებს და შენ არ უნდა უსწორებდე შეცდომებს.-გაბრაზებულმა მითხრა მკაცრი ტონით. -ახლა რა ვქნა? თანაშემწე გჭირდება, თუ აგენტი, რომ თანამშრომლებს ჩაუსაფრდეს?-ხელები გავშალე. -პრეზენტაციაზე გავდივართ. ამაზე მერე დაისჯები.-თითი დამიქნია. -როზგიც აქვს თურმე.-ჩავილაპარაკე ჩემთვის. -გავიგონე.-არ შემოუხედავს კარში გასულმა მომაძახა. -გაიგონა.-ენა გამოუყავი მიმავალს და საბუთებით ხელში უკან ავედევნე. თავში ალექსის და მისი დიალოგი მიტრიალებდა სულ, მაგრამ რომ ვუყურებდი შიში მიქრებოდა. არ ვიცი რა მჭირდა მაგრამ მისი არ მეშინოდა. -ნატა.-ლიკა ამესვეტა დერეფანში.-მოგიტანე და სად წავიღო? -იმ ოთახში დამიტოვე-ჩემი ოთახის კარი დავანახე.- მე უნდა გავიქცე.-ვაკოცე დაქალს და საკონფერენციო დარბაზში შევედი, სადაც უცხოელი სტუმრები იყვნენ მოწვეულები პროგრამის პრეზენტაციაზე. პრეზენტაციამ კარგად ჩაიარა, იდელაური იდეალურად საუბრობდა ინგლისურ ენაზე და ახალ პროგრამას აცნობდა სტუმრებს. პროგრამის პრეზენტაცია ორ საათს გაგრძლედა, ტრენინგს არაფერი აღარ აკლდა, დეტალურად აუხსნა პროგრამის მუშაობის სისტემა სტუმრებს. პრეზენტაციის ბოლოს კი ხელშეკრულება გააფორმეს და ბატონმა დემნამ რესტორანში დაპატიჟა ყველა. პრეზენტაციის წარმართვაში მე ვეხმარებოდი. ალექსი კი ცერა თითით მანიშნებდა კარგად გამოგდისო. -ცოტა მეტად გამოცოცხლდი, თვალებში რომ შემოგხედავ უნდა იცოდე რა საბუთი მომაწოდო.-საკონფერენციო დარბაზიდან გამოსულმა გადმომილაპარაკა დემნამ. -ჯერ მესამე დღეა რაც გაგიცანი და სამ დღეში ენის შესწავლა რთულია. -რა ენის? -თვალებით ლაპარაკის ენის. მე რა ვიცი რომ მიყურებ რას ფიქრობთ ბატონო დემნა.-შევხედე გაბრაზებულმა. -უნდა იცოდე.-თვალებში ჩამხედა და მკაცრად ჩაილაპარაკა. -შესანიშნავი იყავი.-უკანიდან ალექსი წამომეწია და ხელი გადამხვია. -ნუ აქეზებ.-შეუბღვირა დემნამ. -ასეთი უჟმურია ეს შენი უფროსი.-გამიღიმა ალექსმა.-დემნა მეც მინდა თანაშემწე, არ გინდა ნატა ჩემთან წავიყვანო და შენ სხვა მოძებნო? მაინც სულ უკმაყოფილო ხარ. -ნატას თავი დაანებე და თავად მოძებნე თანაშემწე.-შეუბღვირა ალექსს და მზერა ჩემს მხარზე შეაჩერა, ალექსს ისევ ხელი ჰქონდა გადახვეული და დემნას თვალები, რომ დააფიქსირა ცივად შემიშვა ხელი.-შენ კი მოემზადე, მალე უნდა გავიდეთ რესტორანში. -ახლავე.-დამნაშავე ბავშვივით შევიკეტე ჩემს კაბინეტში. კაბა ვნახე, ძალიან ლამაზი მუქი ლურჯი კაბა იყო. ზურგი მოშიშვლებული ჰქონდა და წინ დახურული იყო, ბოლომდე გრძელი და მუხლზე შეხსნილი. -ყოჩაღ ლიკა, ჩემი ზომაც იცის და ისიც რაც მომიხდება.-ჩავილაპარაკე და ოფისთან ახლოს მდებარე სალონში გავედი. მაკიჟი გამიკეთეს და თმა დამვარცხნეს. ლიკას მესიჯი მივწერე:“მიყვარხარ, სუპერ გოგო მყავხარ.“ მაკიჟი და ვარცხნილობა გამიკეთეს, სალონიდან გამოვდიოდი ტელეფონი აწკრიალდა.“იდეალური“-დაეწერა ეკრანს. -გისმენთ ბატონო დემნა.-ჩავძახე ტელეფონში. -სად გაქრი? გვაგვიანდება. ხუთ წუთში მანქანასთან იყავი.-მითხრა და გათიშა. -იქნებ ვერ ვახერხებ, უზრდელი.-ტელეფონი ჩანთაში ჩავაგდე, საკუთარი თავი კმაყოფილმა შევათვალიერე სარკეში.-ნახვამდის, კიდევ გესტუმრებით.-სტილისტს გავუღიმე და სალონიდან გამოვედი. იდეალური მანქანასთან იდგა და ოფისისკენ იყურებოდა. -მზად ვარ.-უკნიდან დავუძახე და ჩემსკენ შემობრუნდა. ფეხებიდან ამომაყოლა მზერა და ჩემს თვალებზე შეაჩერა. მერე ნერვიულად კეფაზე მოისვა ხელი. -კარგი წავედით.-თითქოს გამოფხიზლდა. მანქანის კარი არ გაუღია, მთლად იდეალური არ იყო და არც ჯელტმენობით გამოირჩეოდა. მანქანაში ჩავჯექი, ღვედი შევიკარი და საჭესთან მჯდომ დემნას გავხედე. „ღმერთო რა სიმპატიურია და რა აუტანელი.“ გავიფიქრე და ჩემს ფიქრებზე გამეღიმა. რესტორანში რომ მივედით მანქანიდან გადმოვედი და რესტორნისკენ დავიძარი. მანქანის კარი დაკეტა და ჩემსკენ ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. -დამელოდე.-ხელი უხეშად მომკიდა მკლავზე. -მეტკინა.-ხელი შევაშვებინე. -შენ ჩემი თანაშემწე ხარ და ცალ-ცალკე არ უნდა შევიდეთ. -სწორად თქვი, თანაშემწე ვარ და არა პარტნიორი. რა მნიშვნელობა აქვს როგორ შევალთ?-შევხედე გაბრაზებულმა და რესტორნისკენ დავიძარი. -ჩემთან ერთად ხარ და უცხოსავით ნუ მიდიხარ.-ხელი მომკიდა ხელზე და დაბღვერილმა შემომხედა ეჭვიანი ქმარივით. -საწყალი შენი მომავალი ცოლი.-ჩავილაპარაკე ჩუმად. -რა მითხარი?-მუსიკის ხმა ისმოდა რესტორანში და იმედია ვერ გაიგო. -არაფერი მნიშვნელოვანი. -ხო და წამოდი.-უცხოელი სტუმრებისკენ დავიძარით, ალექსი იყო მათთან და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. მოვიდა გაუცინარი ხელმწიფე და მხიარულებაც მორჩა. მაინც რამდენი სახელი აქვს, იდეალური, ტირანი, გაუცინარი ხელმწიფე. ჩემს ფიქრებზე გამეღიმა.-რატომ იცინი? -რატომ უნდა ვიტირო?-შევხედე და ისევ გამეცინა.-ალექს მე შენს გვერდით ვჯდები.-გავხედე ალექსანდრეს, რომელიც თვალებით მჭამდა, მერე კი დემნას შევხედე, ძარღვები დაბერილი ჰქონდა და თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. რატომ ვიქცეოდი ასე? რატომ ვცდილობდი მის გაღიზიანებას? ალბათ იმიტომ, რომ ეს კაცი მაგიჟებდა. საშინლად მომწონდა და მის ასეთ სიმკაცრეს მდგომარეობიდან გამოვყავდი. თუმცა აზრი არ ჰქონდა ჩემს მცდელობას, ისეთი გოგონები ეფლირტავებოდნენ მე არც კი შემომხედავდა არასდროს. ლიკას სიტყვები გამახსენდა:“სიგიჟემდე შეუყვარდები იმ კაცს ვინც შენს სულს დაინახავსო.“ მე არ ვიყავი იდეალური, ლამაზი ვიყავი მაგრამ არა იდეალურად ლამაზი. აი ღიმილი კი საოცარი მქონდა. ჩემი მეგობარი ბიჭებიდან ერთი ბიჭი ბრმაა. ჩვენი გაცნობის ისტორია კი საოცარი. ჩემს მეგობრებთან ვიყავი, ნიკუშამ სასაცილო ანეგდოტი მოჰყვა და მე ვიცინოდი. მერე ლექციაზე შევედი. ჩემი ბრმა მეგობარი, ირაკლი მაშინ არ მიცნობდა. ბიჭებთან მისულა და უკითხავს, ის გოგო რომ იცინოდა ვინ იყოო. მათ კი უთხრეს ნატაა, ჩვენი მეგობარია, საოცარი ღიმილი აქვსო. მერე ტელეფონზე მირეკავდა ირაკლი და შეხვედრას მთხოვდა. მე არ ვიცოდი ვინ იყო, უბრალოდ კარგი მეგობარი გახდა ჩემთვის, ძალიან განათლებული პიროვნება იყო და მასთან საუბარი მომწონდა. მერე დავთანხმდი შეხვედრაზე, მხოლოდ მეგობრის სტატუსით. შეხვედრაზე, რომ მივედი და იქ დავინახე გული ჩამწყდა, არა იმიტომ, რომ სრულყოფილება მინდოდა დამენახა, არამედ იმიტომ, რომ შეიძლება მისთვის მეტკინა. ბრმა ადამიანისთვის იმის ახსნა, რომ არ გიყვარს და მისი ნაკლის გამო არ ამბობ უარს მასზე ძნელი ასახსნელია. უბრალოდ ძნელი დასაჯერებელია. თუმცა ირაკლიმ გამიგო და ახლა კარგი მეგობრები ვართ. არჩევითი ლექციები ერთიდაიგივე ავირჩიეთ და ლექციების მერე ვუკითხავდი და ვამეცადინებდი. ძალიან კარგად სწავლობდა და საოცრად ლამაზიც იყო, თუმცა არც ირაკლის და არც სხვა მამაკაცის მიმართ არ მიგვრძვნია არასდროს ის, რასაც ახლა დემნას მიმართ ვგრძნობდი. მინდოდა დამეხრჩო და მერე ბევრი მეკოცნა. მინდოდა მოვხვეოდი და მაგრად ჩავხუტებოდი. მინდოდა მასთან ერთად წვიმაში მერბინა და სიგიჟეები მეკეთებინა. მაგრამ ეს შეუძლებებლი იყო, ის წვიმაში არასდროს ირბენდა. -რამ ჩააფიქრა ჩემი გოგო.-მხარზე მხარი მომკრა ალექსმა.-ძალიან ლამაზი ხარ, გიხდება ეგ კაბა. -მადლობა. არაფერია, უბრალოდ ფიქრებმა გამიტაცა. -თუ ოცნებებმა?-მიღიმოდა ალექსი. -ფიქრობს მე როგორ გამომიყვანოს მდგომარეობიდან.-წინიდან შემომიბღვირა და საუბარში ჩაგვერთო დემნა. -ბატონო დემნა, იმდენი საფიქრალი მაქვს რომ თქვენ ჩემს ფიქრებში ვერ მოხვდებით.-თვალი ჩავუკარი და შამპანიურით სავსე ჭიქა ავწიე.-გაგიმარჯოთ-ვუთხარი და შამპანიური მოვსვი. -იმედია არ დათვრები და შენი მოვლა არ მომიწევს.-ისევ მიბღვერდა. -არ იდარდო მე მოვუვლი.-თვალი ჩაუკრა ალექსმა, რაზეც იდეალური სულ გაგიჟდა. -ხვალ ბევრი სამუშაო გვაქვს და ნუ სვავ.-შემომიბღვირა დემნამ. -უნდა დავლიო და ამოვალაგო ყველაფერი რასაც თქვენზე ვფიქრობ.-თვალი ჩავუკარი. -ოჰო.-ალექსმა მორიგი ჭიქა შემივსო.-მაგის გამოტოვება არ მინდა. -ნუ გავიწყდებათ, რომ აქ სტუმრებიც არიან.-ისევ გვიბღვერდა დემნა. მე კი მორიგი ჭიქა გამოვცალე. ფეხზე წამოდგა და ჩემთან გაჩნდა.-წამოდი! -სად მიგყავარ?-შეშინებულმა შევხედე, ძალიან გავაბრაზე იდეალური. -უნდა გეცეკვო.-ხელი მომკიდა და სცენისკენ წამიყვანა. -ესღა მაკლდა, არ მინდა ცეკვა.-შევხედე საწყალი თვალებით. -მე მინდა!-მკაცრად შემაწყვეტინა და ისე ამიკრა გულზე სუნთქვა შემეკრა.-სიამოვნებით მიგახრჩობდი ურჩობისთვის.-ჩემს ყურთან დაიჩურჩულა და ტანში გამაჟრჟოლა. -ბატონო დემნა არ..-სიტყვა ვეღარ დავამთავრე, რომ დამაბზრიალა და ისევ ამიკრა მკერდზე, წელზე ძლიერად შემომხვია ხელი და გაშლილი ხელის მტევანი ჩემს შიშველ ზურგზე აატარა. სუნთქვა შემეკრა, ხელი რომ გაეშვა ძირს დავვარდებოდი. რატომ მაგიჟებდა ასე? -კიდევ ხარ ბევრი ლაპარაკის ხასიათზე?-ტუჩის კუთხე ჩატეხა და თვალებში ჩამაშტერდა. -მე.. მაგიდასთან წავიდეთ.-საწყალი თვალებით შევხედე. -სხვა დროს ასეთი თამაში ჩემთან არ გაბედო, თორემ სხვანაირად დაასრულებ.-მკაცრად ჩაილაპარაკა და მაგიდისკენ წამიყვანა. სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი, ღმერთო რას მიკეთებდა ეს კაცი, სულ გადამრია. საღამო მშვიდად მიდიოდა, მერე კი ირაკლი დავინახე რესტორანში. -ბოდიშით, მე ცოტა ხნით გავალ.-მაგიდა დავტოვე და ირაკლისკენ გავემართე. თან თავის და და სიძე, ჩემი მეგობარი ნიკა ახლდა. -ირაკლი როგორ ხარ?-მივუახლოვდი და ლოყაზე ვაკოცე. -ნატა? აქ რა გინდა?-გაოცებული ხმა ჰქონდა. -საქმიანი შეხვედრა გვაქვს უცხოელ სტუმრებთან. -ჩემი ლამაზი გოგო. როგორ მომენატრე.-ლოყაზე მაკოცა. -ეკა, ნიკა როგორ ხართ?-მისი და და სიძე გადავკოცნე. მათაც კარგად ვიცნობდი, ნიკაც ჩემი მეგობარი იყო და რა თქმა უნდა ეკაც. -ნატა ძალიან დაგვეკარგე, რატომ აღარ მოდიხარ ჩვენთან?-მისაყვედურა ნიკუშამ. -არ მცალია, მუშაობა დავიწყე და..-თავის მართლება დავიწყე. -წამოდი ვიცეკვოთ.-ხელი მომკიდა ირაკლიმ. -წამოდი და ჩემს მითითებებს მიყევი.-ცეკვა მე ვასწავლე და როცა კი შანსი მოგვეცემოდა სულ ვცეკვავდით. ის ფილმი მახსენდებოდა „ქალის სურნელი“ ჩვენი ცეკვისას და უემოციო არადროს ყოფილა ირაკლისთან ცეკვა. ნელი ვალსი ვიცეკვეთ, მითითებებს მე ვაძლევდი და ისე ვცეკვავდით, მაგიდისკენ გავიხედე, ბატონი დემნა თვალებით მბურღავდა და ისეთი სახით მიყურებდა მეშინოდა არ მოვეკალი. ცეკვა დავამთავრეთ და ირაკლი მათ მაგიდასთან მივაცილე. -კარგად, მე უნდა წავიდე, გამიხარდა თქვენი ნახვა.-დავემშვიდობე მეგობრებს და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. -ვინ იყო?-ალექსმა მკითხა და ირაკლისკენ გაიხედა. -ჩემი მეგობარია.-დემნას შევხედე თვალს არ მაცილებდა. -სათვალე რატომ უკეთია, უსინათლოა?-ისევ ალექსი მეკითხებოდა. -უსინათლოა.-თავი დავუქნიე ალექსს. -მართლა ტო. ცოდოა. ისე კარგად კი ცეკვავას. -მე ვასწავლე და მხოლოდ ჩემთან ცეკვავს, უნივერსიტეტში დავმეგობრდით. -უყვარხარ?-წარბაწეულმა შემომხედა ალექსმა. -ვუყვარდი, უბრალოდ ჩემგან იგივე გრძნობა რომ ვერ მიიღო მეგობრებად დავრჩით. ძალიან მიყვარს, კარგი ადამიანია.-გავუღიმე ალექსს. -რატომ არ შეიყვარე, იმიტომ, რომ ნაკლი აქვს?-წარბაწეულმა შემომხედა დემნამ. -უბრალოდ ის არ მიგრძვნია რასაც სიყვარული ჰქვია. მისი ნაკლი არაფერ შუაშია.-გაბრაზებულმა შევხედე დემნას. -და ვინმეს მიმართ გიგრძვნია ის რასაც სიყვარულს ეძახი?-შემომხედა დემნამ. -ჩემი პირადი თქვენ არ გეხებათ.-თვალები დაბლა დავხარე და შამპანიურის ჭიქას დავავლე ხელი. გიორგი გამახსენდა და გული მომეწურა. იქნებ რამე შეემთხვა? სად არის? ორი წელია ეს მკლავს და მტანჯავს. სასმელი მოვსვი, მოწოლილი ცრემლები უკან გავაბრუნე და სახე მოვარიდე იდეალურს. -აღარ დაუსხა.-შეუბღვირა ალექსს და მანაც შამპანიურის ბოთლი ისევ მაგიდაზე დადგა.-ბავშვის ძიძაც გავხდი. -უკაცრავად, მაგრამ არც ბავშვი ვარ და არც თქვენ ხართ ჩემი ძიძა.-გავიბუსხე და საპირფარეშოსკენ წავედი. მაკიჟს ვისწერებდი, ცრემლები შევიმშრალე და თავი მოვიწესრიგე. გვერდით საპირფარეშოდან ხმაურის ხმა გაისმა. კაცების საპირფარეშოში ჩხუბი იყო, სწრაფად გამოვედი და მაგიდისკენ უნდა წავსულიყავი, რომ დემნა წამომეწია უკნიდან. წელზე ხელი მომხვია და მაგიდისკენ წამიყვანა.-იქ რა ხდებოდა?-შევხედე დემნას. -არაფერი. -ხოო? ჩხუბი იყო, თქვენ რა თქმა უნდა არ ჩაერეოდით.-ვუთხარი და ხელზე სისხლი შევნიშნე.-შენ იჩხუბე? -ბატონო დემნა!-შემომიბღვირა. -თქვენ იჩხუბეთ ბატონო დემნა?-წარბი ავწიე და ისე შევხედე. საპირფარეშოდან ცხვირ დასისხლიანებული ტიპი გამოვიდა და დემნას ისეთი თვალებით შეხედა მეგონა მზერით მოკლავდა.-რატომ იჩხუბეთ? -იმიტომ, რომ ბავშვივით იქცევი.-შემომხედა გაბრაზებულმა. -მე რა შუაში ვარ? -წამოდი და მაგიდიდან ამდგარი არ გნახო. ერთ საათში გავალთ.-ხელი მომკიდა და მაგიდასთან მიმიყვანა. ერთი საათი მოსაწყენ საუბრებში გავიდა. საპირფარეშოში ისევ გავედი, უკან, რომ დავბრუნდი ალექსი და დემნა არ დამხვდნენ, სტუმრებიც წასულიყვნენ. აივანზე იყვნენ გასულები და რაღაცაზე გაცხარებით საუბრობდნენ. მეც მათკენ დავიძარი. -აქ არ უნდა გაგერჩია.-ალექსი შესცქეროდა გაბრაზებული. -აბა დავლოდებოდი, როდის გადამაგდებდა? -შეხედა გაბრაზებულმა დემნამ. ალექსმა რაღაცის თქმა დააპირა და მე რომ შემნიშნა გაჩუმდა. -ნატა მოიწყინე?-ჩემსკენ გამოიხედა და დემნას გაბრაზებულმა შეხედა. -ყველა წასულა, გეძებდით. -ჩვენც წავიდეთ.-შემომხედა დემნამ და მეც მაგიდისკენ დავიძარი. ჩანთა და ტელეფონი ავიღე, ალექსს დავემშვიდობეთ და სახლში წამოვედით. მანქანაში ფეხსაცმელები გავიხადე და ფეხები სავარძელზე ავიკეცე. -თუ გაწუხებს, რატომ იცმევ მაღლებს, დაბალი არ ხარ?-გადმომხედა დემნამ. -თქვენგან, რომ არ მივიღო შენიშვნები მაგიტომ. -და როდის გითხარი მაღალქუსლიანებით იარეთქო? -სულ შენიშვნებს მაძლევთ. ხვალ შაბათია და საყიდლებზე უნდა წავიდე, თუ მეტყვით როგორი ტანსაცმელი ვიყიდო დიდად დამავალებთ. ან იქნებ უნიფორმა შევიკერო და ისე ვიარო სამსახურში. -გამოგყვები და გასწავლი რა არის დახვეწილი. -რაა? მართლა აპირებ გამოყოლას? -ვაპირებ, რადგან მეტად აღარ მინდა ჩხუბებში ჩართვა. -ჩემს ჩაცმულობაზე ჩხუბობდი?-ირონიულად შევხედე. აშკარად იგონებდა, რაღაც ვერ გაიყო იმ ტიპებთან, ალექსის საუბარი გამახსენდა. -შენმა ჩაცმულობამ გამოიწვია.-დამაჯერებლად გამომიცხადა. -და რა სჭირს ჩემს ჩაცმულობას? -ზედმეტად სექსულაურად გაცვია. -ოჰო. მართლა რატომ იჩხუბეთ? -მოვედით. გადმოდი.-პასუხი არ გამცა და მანქანიდან გადავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.