შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სითამამე თუ მოქმედება?(მეთერთმეტე თავი)


19-03-2019, 18:37
ავტორი My lucky star
ნანახია 1 282

-არ არსებობს-ვიღრიალე ბოლო ხმაზე
-ჰა ჰა რა ხდება?!-უცებ წამოხტა ტატო, რაზეც ძაან ვიცინებდი ესეთი სიტუაცია რომ არ იყოს
-იცოდი?! მითხარი რომ არ იცოდი თორე შეიძლება შენც შემომაკვდე-დავემუქრე
-რა ვიცოდი, ხო არ გააფრინე-თითი მიიდო საფეთქელთან და ისე მითხრა
-წავიდნენ
-ვინები?
-ყველანი
-ააა ეგ ვიცი-თქვა და ისეთი სახე მიიღო ვითომც არაფერი
-რას ქვია იცოდი?-კბილებში გამოვცერი
-მე ვუთხარი, რომ მოგვიანებით წაგიყვანდი და ჩავიდოდით-ისევ უდარდელად აგრძელებდა საუბარს და თან იცმევდა
-ხოდა ეხლა წავიდეთ-ვთქვი გაბრაზებულმა
-ეხლა არ წავალთ
-წავალთ
-არა მეთქი
-წავალთ თქო-ვუყვირე
-არსად მივდივართ-მითხრა წყნარად
-რატო დამტოვე?
-იმიტო რომ ესე მინდოდა
-და რატომ?-ვუყვირე
-იმიტომ რომ მომწონხარ, ან შეიძლება მიყვარხარ კიდეც-თვთითონაც იყვირა, მომვარდა და ტუჩებზე დამაცხრა
-არ გაქვს უფლება!.. არ გაქვს უფლება ჩემს გარეშე მიიღო გადაწყვეტილება რომელიც მე მეხება-ვუთხარი აღრენით
-ამ წამს სიყვარული აგიხსენისავით, გითხარი მომწონხარ თქო, გაკოცე და იმაზე ფიქრობ რომ შენს გარეშე გადაწყვეტილება მივიღე?!-მკითხა გაკვირვებულმა და თან გაბრაზებულმა
-აბა რას ელოდები?! გეტყვი ვაიმე მეც ვაფრენ და ვგიჟდები შენზე თქო?! და შენს გამო სიცოცხლეს დავთმობ თქო?! ეს გინდა გითხრა?! ვერ გეტყვი იმიტომ რომ ასე არ არის, ყველას გიხსნით რომ არ მინდა ეს ყველაფერი და არ მჭირდება, მაგრამ მაინც ჩემს გადარწმუნებას ცდილობთ-ამაზე სახე შეეცვალა, სხეული დაეჭიმა და სახე აელეწა, არ მესიამოვნა რადგან არ მინდოდა მისი წყენინება
-კარგი გაემზადე მივდივართ-მითხრა მკაცრად და მივხვდი ძალიან ეწყინა რაც ვუთხარი, უხმოდ დავტოვე მისი ოთახი, ჩემი ოთახიდან ბარგი ავიღე, ქვემოთ ჩავიტანე და მანქანასთან ველოდებოდი, ისიც მალე გამოვიდა თავისი ჩემოდნებით, მანქანაში ჩავჯექით და გზას გავუდექით, მთელი გზა ჩუმად ვიყავით და ბოლოს ისევ მე დავიწყე
-იცი მე არ მინ...-დავიწყე თუ არა გამაწყვეტინა
-აღარ მაინტერესებს-მკაცრად მითხრა და მეც გავჩუმდი,თან გავბრაზდი, არ ვაპირებდი შევხვეწებოდი. მხოლოდ ეს იყო ჩვენი დიალოგი მთელი გზა, საშინლად გაბრაზებული ვიყავი ბავშვებზეც რადგან ეს გამიკეთეს და დამტოვეს. როცა ჩავედით, მანქანიდან გადმოვხტი და ეგრევე სახლში შევვარდი, მისაღებში გავედი სადაც ყველა ისხდა
-ოჰ ჩამოხვედით უკვე გვრიტებო?!-მითხრა სიცილით ლუკამ, მაგრამ როგორც კი ჩემს გაბრაზებულ სახეს გადააწყდნენ ღიმილი სახეზე მიეყინა
-ვაიმე რა მოხდა?-იკითხა უკვე დაპანიკებულმა სალომემ
-რა და როგორ გაბედეთ?! ამიხსენით რატო გადაწყვიტეთ რომ ესე თავისუფლად შეგეძლოთ ჩემს გარეშე ჩემზე გადაწყვეტილების მიღება, ან ის რატომ გადაწყვიტეთ რომ მე და ტატო ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები-აქ კარების გაღების ხმა გავიგე და მივხვდი ტატო შემოვიდა-რახან თქვენ დაწყვილდოთ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველას თქვენნაირი ბედი მოელის?! ათასჯერ გითხარით, არ მჯერა, არ მინდა არც შეყვარებული და არც სიყვარული, რატო არ გესმით ხალხნო?!-ვყვიროდი, ძალიან გაბრაზებული ვიყავი
-უბრალოდ...-დაიწყო ლიზამ ბლუყუნი
-რა უბრალოდ რა?! არ არის ყველაფერი ისე როგორც თქვენ გგონიათ, თქვენც მალე დაშორდებით და მხოლოდ ერთი წყვილი თუ დარჩება ერთად, ისიც თუ ძაან გაგიმართლათ, მალე გეტკინებათ გულები, მე კი არ მინდა ეს გამოვცადო, და ამ ყველაფერს გადავაწყდე. მიუხედავად ყველაფრისა მე თქვენ მაინც არ გსაყვადურობთ და არ გკიცხვათ “როგორ თუ ვინმე შეგიყვარდა” ცხოვრება ესეთია და ყველაფერი უნდა გამოცადო, მე არ ვცდილობ ჩემი აზრი თავს მოგახვიოთ, მინდა აკეთოთ ის რაც გინდათ, და დატკბეთ იმ დროით რაც დაგვრჩენია, იმიტომ რომ ეს დრო მალე გაივლის, მაგრამ მე მინდა ვიცხოვრო ისე როგორ მინდა! ესე ძალიან გინდათ რომ ტატოსთან ერთად ვიყო?! ტატო შენც ხომ ეს გინდა?-მივუტრიალდი და ვკითხე მაგრამ პასუხს არც დავლოდე ისე გავაგრძელე-კარგი იყოს ესე, გრთავ ნებას იყო ჩემთან ერთად და მაზიარო ამ საოცარ გრძნობას რომელსაც სიყვარული ქვია, შეიძლება ეხლაც მიყვარხარ და მერე უფრო მეტად შემიყვარდე, მაგრამ იცოდე მე არ ვარ ნორმალური შეიძლება ერთ დღეს დავკრა ფეხი და უმიზეზოდ წავიდე, ან შეიძლება ყველაფერი მომბეზრდეს და ყველაფერი დავივიწყო, არ ვარ მარტივი ადამიანი და არ იფიქრო ამას იმიტომ ვაბობ რომ რამე დავამტკიცო, რომ არ მინდოდეს არაფერს გავაკეთებდი-დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში სიჩუმე ჩამოწვა, შემდეგ ტატოს გავუსწორე თვალი-ეხლა წესით რამე უნდა თქვა-თვალები ავატრიალე და ისე ვუთხარი
-შენ ხომ სიყვარულის არ გჯერა და მე როგორ გაზიარო ამ გრძნობას?-მკითხა ირონიული ღიმილით, თან ჩემსკენ პატარ-პატარა ნაბიჯებით მოიწევს
-ეგ ქორწილის მერე არ მჯერა, თორე იქამდე კიდე შეიძლება იყოს სიყვარული-მხრები ავიჩეჩე და გავუღიმე, ის კი ჩემთან ახლოს მოვიდა და ბაგეებზე დამაცხრა, მერე იყო ბავშვების ტაში, სენტენტები და რაღაცეები-ისე შენი გოგო სადა? ესე ადვილად დაგთმო?-ვუთხარი ტატოს ვითომ ნაწყენმა
-არასოდეს ყოფილა ჩემი გოგო-მითხრა და ჩაიღიმა-და შენ ბიჭზე რას მეტყვი?-თან დემეს გახედა და გაიღიმა-რატომღაც მომღიმარი შემოგვცქერის
-ის ჩემი და ალქსას ბავშვობის მეგობარია და არადოდეს ყოფილა ჩემი ბიჭი-გავიცინე და ტატოს მოვშორდი
-მაგრამ თქვენს საქციელს ესე ადვილად მაინც არ გაპატიებთ!-ვთქვი შეკრული წარბებით-განსაკუთრებით შენ-თითი ალქსასკენ გავიშვირე
-შენ ვერც კი წარმოიდგენ რამხელა მსხვერპლის გაღება დამჭირდა რომ დამეთანხმებინა-მითხრა ბუტბუტით ლიზამ
-ოჰო რა ვითომ?-ეხლა ტატომ კითხრა
-სიყვარული ავუხსენი და ვუთხარი თუ იმასაც ვუყვარდი დაეტოვებინე-ისევ ლიზამ მითხრა და ალქსა უკნიდან მოეხვია
-მაშინ ხელები ამიწევია-ხელები მართლა ავიწე და ისე ვუთხარი-აუ რა ბოთე ხარ გოგომ როგორ დაგასწრო სიყვარულის ახსნა?!-ვუთხარი ალექსას
-ზატო ცოლობას მე ვთხოვ პირველი-თვალი ჩამიკრა ალექსამ, ლიზამ კი წუწუნი დაიწყო მაგრამ ალქსამ აკოცა და გაჩუმა
-კაი რა ჩემი მაინც მოგერიდოთ-დაიწუწუნა ტატომ, მეც საჩვენებელი თითი თავის ქვემოთ ამოვუდე, ქვემოთ დავწიე და ვაკოცე
-აუ და-ძმა რა დღეში არიან, ნახე რა-თქვა ვასკამ, რაზეც ყველას გაგვეცინა

2 წლის შემდეგ
შემიყვარდა ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მის გარეშე არც ერთი წუთის გატარება არ შემეძლო, ვერ ვიტყვი უნიკალური ურთიერთობა გვქონდა და ბუნჩულა წყვილი ვიყავით მეთქი, რადგან ხშირად ვჩხუბობდით, თან საშინლად, ხან ის ეჭვიანობდა, ხან მე, გაბრაზებულზე ყველაფერს ვაკეთებდით რომ ერთმანეთისთვის გული გვეტკინა, მაგრამ მალევე ისე ვრიგდებოდით თითქოს არაფერი ყოფლა, ჩემი აზრით კამათის და ჩხუბის გარეშე არ არსებობს ურთიერთობა, გიჟური ირთიერთობა გვქონდა, ზუსტად ისეთი როგორიც მჭირდებოდა და რომელსაც ნებისმიერი ინატრებდა, ვენდობოდით და გვესმოდა ერთმანეთის.
ლიზა, ლოლა, სალომე, თათია, ალექსა, ნიკა, სანდრო, ვასკა, ტატო, ლუკა და მე, 11 გადარეული, არანორმალური და განუყრელი მეგობარი, კვირაში 6 დღე ერთად ვიყავით. ტატომ და მისმა სასტავმა გვასწავლა ნამდვილი მეგობრობა, რაზეც საუბარი შეიძლება ადრე უხერხული ყოფილიყო, ახლა ყველაფერს ერთად განვიხილავდით. მე და ტატო, ლიზა და ალექსა, სალომე და ნიკა ჩვენ ვართ მხოლოდ წყვილები, ლოლა და ვასკა კი დაშორდნენ, მაგრამ იმდენად ცივილურად რომ განუყრელი მეგობრები არიან.
ერთ დღესაც ტატოსთან ვიყავით შეკრებილები, ტატოს ოთახში შევედი რაიმე თბილის მოსაძებნად, კარადაში ვიქექებოდი როცა ბეჭდის ყუთს გადავაწყდი, გავხსენი და ნიშნობის ბეჭედი შემრჩა ხელში, ზუსტად ის რომელიც მე მომწონდა. ათასი ემოცია მომაწვა ერთად, მაგრამ ბოლოს მაინც შიში შემრჩა, ის დღე გადავატარე ისე რომ ვეცადე არაფერი შემტყობოდა, მართალია მეკითხებოდნენ თუ რა მჭირდა, მაგრამ ვცდილებდი მათთვის ეჭვები გამექრო. დავიშალეთ და ტატომ კი თვითონ წამიყვანა სახლში
-ვხვდები რაღაც გჭირს და მითხარი რა ხდება-მითხრა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია და მაკოცა
-არაფერი-ვუთხარი, ისე რომ მისკენ არ შემიხედავს
-უკვე მაღიზიანებს, მითხარი რა გჭირს, ხომ იცი მაინც გავიგებ-მითხრა აშკარად უკვე გაბრაზებულმა და ამასობაში მანქანა სახლთან გააჩერა
-არაფერი ხომ გეუბნები არაა?!-მეც გავღიზიანდი
-მთელი დღეა უხასათოდ ხარ და რაღაცნაირად იქცევი
-დაიკიდე პროსტა დღეს უხასიათოდ ვარ-ვუთხარი და მისკენ ღიმილით შევტრიალდი
-მაინც გავიგებ-თვალი ჩამიკრა
-კარგი მაგრამ იქამდე-მის სახესთან ახლოს მივიწიე და ტუჩებზე დავეწაფე-უკვე გითხარი რომ ძალიან მიყვარხარ?-ტუჩებთან დავიჩურჩულე
-მოიცა დავფიქრდე...მემგონი...არა...-თან მკოცნიდა, თან ლაპარაკობდა
-მატყუებ-ვუთხარი და ქვედა ტუჩზე მიკბინა, თან მის მხარეს გადამსვა და კალთაში ჩამიჯინა, ტუჩებზე, ყბებზე, კისერში, ყველაგან მკოცნიდა, როცა მკერდთან ჩავიდა, თან ხელები ჩემი მაისურის ქვეშ შეაცურა, ნაზად მოვიშორე და ის სიტყვები გავუმეროე რაც ცოტა ხნის წინ თვითონ მითხრა როცა მზად ვიყავი დავნებებოდი
-არ დაგავიწყდეს ჯერ პატარა ვარ და ს*ქსისთვის არ ვარ მზად-თვალი ჩავუკარი
-მაიმუნი ხარ-მითხრა და ისევ გააგრძელა კოცნა
-მიყვარხარ და...ყოველთვის...მეყვარები-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამოვილაპარაკე მის ტუჩებთან
-რატომ მგონია რომ თითქოს მემშვიდობები, თან ამხელა ინიციატივას იჩენ-მოჭუტული თვალებით შემომხედა
-უბრალოდ მომინდა-ვუთხარი კიდევ ვაკოცე და ნაქანიდან გადმოვხტი-ლავ იუ-მივაძახე და კარები მივაჯახუნე, სახლში შევვარდი, ყველა მისაღებში დამხვდა შეკრებილი, ტელევიზორს უყურებდნენ
-ხალხნო თქვენთან სალაპარაკო მაქვს-გამოვაცხადე და ტელევიზორის წინ დავდექი
-ეეეე გაიწიე მაინტერესებს-დაიწუწუნა ვატომ
-მართლა სერიოზული საქმე მაქვს-ამაზე ყველა გაჩუმდა ტელევიზორი გამორთეს და კითვხვის ნიშნიანი თვალები მომაპყრეს-საზღვარგარეთ უნდა გამიშვათ-ვთქვი თუ არა დედა ეგრევე მომვარდა
-რატო? რამე ხომ არ მოხდა? ვინმემ გაწყენინა?
-არა, არა დედა უბრალოდ აღარ მინდა აქ ყოფნა, ხომ იცით როგორ მბეზრდება ერთფეროვნება თავს, თან სწავლის გაგრძელება მინდა იქ-სხვათაშორის ტყუილს არ ვამბობდი მაგრამ მიზეზის გარეშე ამას არასოდეს გავაკეთებდი
-და მარტო წახვალ?-მკითხა ისევ დედამ, აი ამაზე არ დავფიქრებულვარ მაგრამ ეგრევე მომაფიქრდა ვინ იქნებოდა ჩემი თანმხლები
-არა ლილე წამოვა ჩემთან ერთად, ვასწავლი როგორ უნდა ცხოვრება-თავმომწონედ გავიჯგიმე
-და მე არ მეკითხებით?-იკითხა ლილემ
-კაი რა წამოხვალ, ცხოვრებას ნახავ, დაისვენებ, გაგართობ მეტი რა გინდა? აქაურობასაც მოშორდები-ვუთხარი ლილეს
-მოიცა და მე მარტო მტოვებთ?-იკითხა ვატომ და მე და ლილეს შემოგვხედა
-რომც გითხრა წამოდი თქო წამოხვალ? არა იმიტომ რომ ნინას ვერ დატოვებ-ჩემს დასმულ კითხვაზე მე თვითონვე გავეცი პასუხი
-კარგი მე თანახმა ვარ, უკვე დიდი გოგოები ხართ, გენოდიბით-გვითხრა მამამ მოვიდა და ორივეს შუბლზე გვაკოცა-როგორ გაიზარდნენ ჩემი ლამაზები-გვეფერებოდა
-ჩემი აზრითაც თქვენთვის უკეთესი იქნება რომ წახვიდეთ, მაგრამ თუ რამე მიზეზი გაქვს უბრალოს მითხარი-მითხრა დედამ
-ხომ გითხარი უკვე არა?!-ვუთხარი და მას მოვეხვიე
-შენ მეგობრებს როგორ ტოვებ ერთი?-მითხრა დედამ წარბაწევით
-არაუშავს გაიგებენ-ჩავილაპარაკე გულნატკენმა... იმ ღამეს მე და ჩემმა დამ ჩავალაგეთ ჩემოდნები, რადგან მამამ მეორე დღისთვის უკვე აიღო ბილეთები, გადავწყვიტე სანამ თვითმფრინავში არ შევიდოდი ბავშვებისთვის, არც ტატოსთვის არაფერი მეთქვა, ვიცი არ იყო გაქცევა სწორი საქციელი, მაგრამ ჩემი უარით და უპასუხისმგებლობით ტატოს გულს ვერ ვატკენდი, ვიცი ასეც ეტკინებოდა მაგრამ ამ შემთხევაში უფრო ადვილად დამივიწყებდა.
დილით როცა გავიღვიძე, სამზარეულოში ჩავედი და ყველა იქ დამხვდა
-დილამშვიდობისა-მივესალმე და ვატოს მივუჯექი
-აბა ხო ხარ მხნედ? ხვალიდან დამოუკიდებლად იწყებთ ცხოვრებას-გვითხრა მე და ლილეს მამამ
-ლილე მომხედავს. ხო ლილე?-გავძახე, ისიც მოჩვენებითად დამეთანხმა
-კი კი აუცილებლად
-არ იდარდო მე მივხედავ-თვალი ჩავუკარი და ჩუმად ვუთხარი მამას მაგრამ ისე რომ ლილეს გაეგო
-ესეიგი შენ მომხედავ ხო?! მაგასაც ვნახავთ-მითხრა და ფქვილი შემომაყარა
-უკაცრავად-შურაცყოფილმა შევხედე, იქვე ჩაისთვის გამზადებულ საშაქრეს ხელო დავავლე და ლილეს შევაყარე მაგრამ გაიწია და მამას შეეყარა, გაბრაზდა, მე უკვე გაქცევას ვაპირებდი მაგრამ
-თქვე პატარა მაიმუნებო, ესე ხოო?! ეხლა გაჩვენებთ სეირს-მანაც ფქვილი შეგვაყარა, მე დედას მამას და ლილეს გაცხადებული ომი გვქონდა და მთელი სამზარეულო დავთხვარეთ, როცა მე წავიქეცი და ლილეც გადავიყოლე, მაშინ გავჩერდით, მე და ლილე კი იატაკზე ვიყავით გაწოლილები და ბოლო ხმაზე ვხარხარებდით, დედა და მამა კი იდგნენ და გვიყურებდნენ, როცა ამოვისუნთქე და თვალებში გამოვიხედე, წამოვჯექი და ვატოს შევხედე
-შენ რა გჭირს, დღეს ენა ჩაგივარდა?
-არა უბრალოდ უხასითოდ ვარ-იაზვურად მითხრა
-ოო კაი თქვი რა გჭირს-დაიწუწუნა ლილემ
-რავი რა უნდა მჭირდეს?! შემთხვევით ჩემი დები საზღვარგარეთ ხომ არ მიდიან უვადოდ და მე ფეხებზე მიკიდებენ-თქვა გაბრაზებულმა, ფეხზე წამოხტა და ოთახისკენ წავიდა, დედას და მამას ნაღვლიანად შევხედე, მამამ კი მე და ლილეს გვანიშნა გაყვევითო, ჩვენც წამოვხტით და ოთახში შევვუვარდით
-რა გჭირს ბიჭო, რა პატარა ბავშვივით იქცევი?!-უთხრა ლილემ
-აუ მართლა რა პატარა ბავშვივით გამომდის მაგრამ ხო იცით ჩემთვის პირველები თქვენ ხართ და მერე ჩემი ყველა მეგობარი, თითქმის ყველაფერს ჯერ თქვენ გეუბნებით და მერე სხვებს, თან რჩევებს ვინღა მომცემს-პატარა ბავშვივით ბუტბუტებდა ამხელა კაცი რაზეც გამეცინა
-კაი ადამიანო რა იყო ციმბირში კი არ გვასახლებენ, ინტერნტი და იმის ჯანი, რამდენიც გინდა იმდენი ვილაპარაკოთ-ვუთხარი, მასთან მივედი და მოვეხვიე
-აუ გადი ჭუჭყიანი ხარ-დაიწუწუნა და უკან გამწია
-არა პროსტა ამას შეხედე რა, ჩვეულებრივი პატარა ბავშვია ამხელა კაცი, ვინ იფიქრებს რომ იმ დასტოინი ტიპის უკან ეს ბულკი დგას ჰაა?-ვუთხარი ლილეს და სამივეს გაგვეცინა, მერე გასაბრაზებლად ორივე ჩავეხუტეთ ვატოს და საწოლზე დავემხეთ
-მაინც რატო მიიღე ეს გადაწყვეტილება?-მკითხა ვატომ, მე სახე შემეცვალა და ეგრევე ვუპასუხე
-ხომ გითხარით უკვე რამაც?!-გაღიზიანებულმა ვუთხარი
-ხო ეგ დედას და მამას და ჩვენ რაღას გვიმალავ?-მითხრა ლილემ, ცოტახანი სამივე გავჩუმდით და მერე მე ამოვილაპარაკე
-არც იმათ არ მინდა ვუმალავდე მაგრამ ნამდვილ მიზეზს ვერ ვეტყვი, ვერ ვაჩვენებ როგორი მხდალი და უპასუხისმგებლო ვარ
-ხოდა დროზე თქვი რის გამო მიდიხარ-წარბი ამიწია და თითი დამიქნია ლილემ
-ტატოს გამო
-რა? რას ქვია ტატოს გამო? რამე ხო არ გაწყენინა-წამოენთო ვატო
-არა, არა რა სისულელეა, პროსტა გუშინ მაგასთან ვიყავით, შემცივდა და ტატოს ოთახში შევედი თბილი რამის მოსაძებნად, კარადაში ვიქექებოდი როცა ბეჭდის ყუთს გადავაწყდი, გავხსენი და ნიშნობის ბეჭედი იყო, თან ის რომელიც მე მომწონდა და ტელეფონში პროსტა მქონდა შენახული, მომეწონა და დავსქრინე, ტატოსაც ბევრჯერ აქვს ტელეფონში ფოტოები ნანახი და ეტყობა... ნუ არ ვიცი რა, ფაქტი ფაქტია ნიშნობის ბეჭედი იყო-ხელებით ვსაუბრიბდი, თან მე თვითონვე ვგრძნობდი რომ სახეზე დაბნეულობა მქონდა გამოსახული
-მერე?-მკითხრა ვატომ
-რაღა მერე?! რაღა მერე?! მეტი რა გინდა?-ვუთხარი გაღიზიანებულმა
-შენ დებილი ხარ?! და მაგის გამო მირბიხარ გოგო?-მითხრა ლილემ
-ან ვაბშე იქნება სხვისთვის იყო-მითხრა ვატომ
-სხვისთვის თუ იყო ესეიგი მართლა სწორად ვიქცევი და გასაქცევად მქონია საქმე
-ოო არა ანუ იქნება მეგობრის იყო ან ვიღაცის, შენ რა იცი რომ შენთვის იყო?!-განმიმარტა ვატომ
-ხო მაგრამ ისეთი როგორიც მე მომწონდა? თან საგულდაგულოდ გადანახული კარადაში?!-ვუთხარი და წარბები ავწკიპე-კაი რა სისულელეა-ხელი ავიქნიე
-ცუდად იქცევი-მითხრა ლილემ
-მართალია-დაეთანხმა ვატო
-ვაიმეე, ძაან გინდათ თქვენი პატარა და თქვენზე ადრე დაოჯახდეს, თან 19 წლის და მერე უნივერსიტეტში 9 თვის ორსულმა იაროს?-ვუთხარი ირონიულად
-არა მაგრამ შეგეძლო დალოდებოდი მართლა რომ გთხოვდა, შემდეგ აგეხსნა ყველაფერი-ტონს აუწია ლილემ
-და რა ამეხსნა, ცოლად ვერ გამოგყვები იმიტო რო მეშინია ამ პასუხისმგებლობის და ცხოვრების ბოლომდე თინეიჯერ შეყვარებულებად დავრჩეთ თქო?! თუ რა მეთქვა?!-შევუღრინე ლილეს
-ხო მაგრამ შეგეძლო ნორმელურად აგეხნსა-ეხლა ვატო ჩაერთო
-ისედაც ღრმად შევტოპე და უარესისკენ ნუ მიბიძგებთ რა-ვუთხარი და ოთახიდან გასვლა დავაპირე როცა ერთმა-ერთ მკლავში, მეორემ-მეორეში ჩამავლო ხელი და მათკენ მიმატრიალეს
-ჩვენ მაინც შენთან ვართ და დარწმუნებული ვარ დედა და მამაც გაიგებენ თუ ეტყვი-მითხრა ლილემ
-მე მაინც ყოველთვის შენთან ვიქნები, არ აქვს მნიშვნელობა პასუხისმგებლობას გაექცევი თუ რას იზავ, ჩვენ მაიმც შენი და-ძმა ვართ-ორივე ჩამეხუტა და ტირილი ამივარდა
-ვაიმე რანაირები ხართ-ვუთხარი და მაგრად მოვეხვიე ორივეს-ხოდა არავის არაფერი უთხრათ, გთხოვ, არც ნინას-ვატოს მივუტრიალდი-და არც სხვებს მინდა ტატომ იცოდეს რომ მე დავტოვე და გაუბრთხილებლად წავედი, ასე შემიძულებს და მალე მოვა გონზე
-რა ცუდია რომ ესე ფიქრობ-მითხრა ვატომ და უფრო მიმიკრა სხეულზე,შემდეგ იყო, აეროპორტი, დამშვიდოებება, სენტიმენტები, ტირილები გამომშვიდობება და ახალი თავგადასავლები, როცა პასპორტის და ბილეთის შემოწმებაზე რიგში ვიდექით ალექსას დავურეკე
-რას შვენი ანჩიკ?-მკითხა მხიარული ხმით
-რავი, შენ?
-მე არაფერს მაგრამ შენ რა გჭირს? რა ხმა გაქვს?-მკითხა დაფეთებულმა
-კაი რა ესე მალე როგორ მიხვდი რომ რაღაც მჭირს-გამეცინა
-ანა არ მეღადავება რა ხდება?-მკაცრად მითხრა
-აეროპორტში ვარ
-რა გინდა აეროპორტში, ტერაქტს ხო არ აწყობ, რა გჭირს?
-მივფრინავ
-რატო არ გამაბრთხილე, გაგაცილებდი, რამდენი ხნით მიდიხარ?-შემოწმება გავიარე, ბილეთი მივეცი და თვითმფრინავისკენ მივდიოდი
-ალექს მივდივარ, არ ვიცი რამდენი ხნით, ვნახოთ სადამდეც გავქაჩავ-სახეს მარილიანი სითხე მისველებდა მაგრამ ვცდილობდი ხმაზე არ დამტყობოდა
-რას ქვია მიდიხარ ანა? ნორმალურად ამიხსენი! ვაბშე წამოვალ ეხლავე
-აზრი არ აქვს უკვე თვითმფრინავში ვარ
-რამე მოხდა გოგო?! ვისთან ერთად ხარ?! ამიხსენი რა ხდებაა?!-ხმა გაებზარა და ისე მელაპარაკენოდა
-უბრალოდ ესე გადავწყვიტე, არ ვიცი რამდენი ხნით წავალ, უბრალოდ ლილე ჩავიგდე ბარგში და ორი და საზღვარგარეთ მივდივართ, არავინ იცის, არც ტატომ, პროსტა ესე მომეპრიანა და გუშინ ვიყიდე ბილეთები-ვცდილებდი ხმაში ტირილი არ დამტყობოდა
-და ესე დაგვიკიდე მე, ტატო და ვაბშე ყველა?!-ეტყობოდა რომ ძალიან იყო გაბრაზებული
-მქონდა მიზეზი და ამას რომ ჩამოვალ თუ კიდევ მოგინდა ჩემი ნახვა მერე გეტყვი, უბრალოდ არ მინდა გაგეგოთ და ჩემი შეჩერება გეცადათ, ამიტომ დაგირეკე თვითმფრინვიდან. ალექს მიყვარხარ, საუკეთესო მეგობარი და უმაგრესი ადამიანი ხარ, შენ ხარ ერთადერთი ვინც ყველაზე კარგად მიცნობს...
-ანა ნუ აკეთებ რა ამას, ნუ მემშვიდობები ისე თითქოს ვეღარასოდეს მნახავ
-არა, არა მნახავ აუცილებლად, მაგრამ როდის არ ვიცი-უკვე დამალვაც არ შემეძლო ღაპა-ღუპით მომდიოდა ცრემლები-კაი წავედი თვითმფრინავი უნდა აფრინდეს
-ანა იცოდე ამას ადვილად არ გაპატიებ, ინანებ, ჩვენს დატოვებას და ტატოსას ხო ვაბშე, საერთოდ ტატოს რა ვუთხრა?! შენი გოგო მოტყდა და შენთან მესიჯი დამაბარა “გავფრინდიო” თუ რა?!-ყვიროდა
-არაფერი უთხრა რაც საჭიროა იმას ვაკეთებ, მიყვარს მთელი არსებით მაგრამ სხვა გზა არაა
-დაიმახსოვრე ინანებ და ისიც დაიმახსოვრე როგორ დატოვე შენი საუკეთესო მეგობარი, მაგრამ ალბათ ესეც არ ვარ რადგან ესე დამიკიდე და ბოლო წუთას მითხარი ყველაფერი
-ეგრე ნუ ლაპარაკონ, იცი რომ ძალიან მიყვარხართ
-ესე რომ ყოფილიყო არ დაგვტოვებდი
-კარგი, წავედი რაა-გავუთიშე და თვითმფრინავიც აფრინდა

აუუ ძაან დიდი ბოდიში, უბრალოდ მუზა ისე გაფრინდა ვერც კი მივხვდი, ვიცი ძაან ცუდი გოგო ვარ მაგრამ მაპატიეთ რა♥️♥️♥️ჯერ კიდევ არ ვაპირებ დამთავრებას, მაგრამ გპირდებით ესე აღარ მოვიქცევი და ესე აღარ დავაგვიანებ????????????????????



ვაიმეეე, რა ბოროტი ხხხარ, მალე დადე და ყველაფერი გამოასწორე თორე კითხვას მრრთლა შევწყვვეტ

 


№2 სტუმარი სტუმარი Tamcho

Chemo gogo dzalain gtkhov ar daasrulo da tato da ana ar daashoro mikvarkhar

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent