შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 13


20-03-2019, 21:56
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 346

სულში ძალიან დიდი სიცარიელე გამიჩნდა. იმდენად ღრმა იყო ეს ჩემი ღრმული, რომ ვერაფრით ვივსებდი. იყო ღრმა, ბნელი და ცივი, მე კი სითბო ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ვიწექი საწოლზე და ტკივილისგან გაბრუებული შევჩერებოდი თეთრ ჭერს, რომელიც არაფრით გამოირჩეოდა სხვა თეთრი ჭერებისგან, ისევე როგორც მე არ გამოვირჩეოდი სხვა მიტოვებული ქალებისგან არცერთი ნიშნით. არცერთი ტკივილგამაყუჩებელი არ შველის მკერდის არეში გაჩენილ იარებს, არც დრო, არც მუსიკა, არც სხვა ადამიანი. უბრალოდ ეგუები, შესაძლოა თვალს ვერ უსწორებდე რეალობას, მაგრამ თავს იტყუებ და ისე აგრძელებ ცხოვრებას.
თეთრი იყო ის ღამე ჩემთვის. ვიწექი და მხოლოდ მწარ-მწარე ფიქრები მოდიოდა ჩემთან. ვატოს საქციელს მხოლოდ სიტყვა „სილაჩრე“ მოვუხდინე და ვერა და ვერ დავიჯერე მისი ასეთი საქციელი.
მაწამებდა საშინელი ფიქრები, რომლებიც თავს ბუზებივით დამტრიალებდნენ და სწორედ მაშინ გადავწყვიტე საკუთარ თავზე გამარჯვება გადავწყვიტე, ჩემი წამლების ყუთიდან ძილის წამალი ამოვიღე და ერთი აბი წყალთან ერთად გადავუშვი კუჭში. წამალმა ორმოც წუთში იმოქმედა და საღამოს შვიდზე გავახილე თვალები. მაშინვე ტელეფონის ეკრანი გავანათე, ყველაფერი სიზმარი მინდოდა ყოფილიყო, თუმცა კვლავ ავტომოპასუხე ჩაირთო და ჩემი სურვილი ფანჯრიდან გადახტა.
***
ლევანთან დაშორებას თუ ადვილად მოვუნახე გამოსავალი და დეპრესიაში არ ჩავვარდი, ვატოსთან ეს ყველაფერი ასმაგად გართულდა. სახლიდან გასვლის სურვილი საერთოდ არ მქონდა, ჭამას კი არც კი ვახსენებ. იმ დღეს გაკეთებული საჭმელი ისე დაობდა და გაფუჭდა, რომ ლუკმაც არ მიჭამია. არც ელენეს შევხმიანებივარ იმ დღის მერე, თვითონ მირეკავდა დღეში 3-4 ჯერ, მე კი უბრალოდ ვუყურებდი განათებულ ტელეფონს და ხელში აღებას გავურბოდი.
ალბათ ყელში ამოუვიდა უპასუხო ზარები და ინერვიულა ელენემ ჩემი მოულოდნელი, გაუფრთხილებელი გაუჩინარება და მომაკითხა. არავის ნახვა არ მინდოდა. მათ შორის არც ელენეს, თუმცა მომერიდა და კარი ოდნავ შევაღე.
-ცოცხალი ვარ, ელენე - დასიებული თვალებით, პიჟამაში გამოწყობილი ოდნავ დავენახე მას - ვატო წავიდა და ვცდილობ ეს ამბავი როგორმე გადავიტანო.
-რას ქვია წავიდა? - კარს მოაწვა და ბოლომდე გააღო - რას გავხარ? ეს რა საშინელი სუნია, რა არის? შენი წინადადება არ მიიღო თუ რა ხდება?
ელენე ოთახში დაუკითხავად შემოვიდა, რაღაცას ცხვირით გამწარებული ეძებდა და მიაგნო კიდეც, ჩემს დაობებულ საჭმელს.
-მართა, ეს რა არის, რა უბედურებაა. ამიხსნი რა ხდება? - ყველაფერს მოედო, ნაგვის პარკებში ჩაყარა ყველაფერი, თავი მოუკრა და გარეთ გააგდო - რაც არ უნდა მომხდარიყო ნუთუ ამ ყველაფრად ღირდა, ჩემო საყვარელო?
-ვატომ მიმატოვა, წავიდა და წესიერად მიზეზიც არ ამიხსნა. სიმხდალე გამოიჩინა. კაცი იმაზე სუსტია, ვიდრე სამყაროს წარმოუდგენია. სულ პატარა წინააღმდეგობას ვერ შეეჭიდა. ქალი კი არ დაიცვა, პირიქით წავიდა და სადარდებელი ზედ დაუმატა და ქალი? ქალმა უნდა იბრძოლოს, იომოს, გადაიტანოს ათასი ტკივილი და ეს ყველაფერი საკუთარი ნერვების და ჯანმრთელობის ფასად.
-მხდალი კაცი არაფერში გჭირდება, საყვარელო. გავა დრო და მიხვდები რამდენად ამაღლდი და გაიზარდე თითოეული შენი პრობლემის შემდეგ. მთავარია, პრობლემას საშუალება არ მისცე მთლიანად მოიცვას შენი სამყარო. გეტკინება, მაგრამ მაინც უნდა წამოდგე, საკუთარ თავს უნდა მოერიო და ყველაფერს შეძლებ.
ელენემაც ვერ მიშველა, ვერცერთი წამით ვერ დამავიწყა ჩემი მიტოვებული სული. ცხოვრებაში ორჯერ მივიღე გათხოვების გადაწყვეტილება და ორივეჯერ მიმატოვეს. ელენე მალე წავიდა, ცოტა სახლი მიმილაგა და დამპირდა, რომ ყოველ დღე მოვიდოდა ჩემს სახლთან და საჭმელს და საჭირო ნივთებს დამიტოვებდა კართან.
-თუკი ჩემ ნახვას არ მოინდომებ, არ მეწყინება - მითხრა გასვლისას და გადამეხვია - ძლიერი უნდა იყო და ხარ კიდეც. მოერიე საკუთარ დამსხვრეულ ოცნებებს.
ადვილი სათქმელია, მოერიო საკუთარ თავს და პრობლემებს. მე კი მხოლოდ სიმარტოვესა და იმედგაცრუებას ვგრძნობდი. მე ჩემივე უფსკრულში ვიკარგებოდი და თავს ვერ ვაღწევდი. ძალა მხოლოდ სუნთქვაზე მყოფნიდა, რადგან სიცოცხლე გამეგრძელებინა.
***
ბევრი ღამე გავატარე ფიქრებში, ბევრი ვიტირე, ბევრიც ვიწვალე და ბევრიც ვიოცნებე ჩემი კოშმარი ყოფილიყო ეს ყველაფერი. ბოლოს კი მივხვდი, რომ ცხოვრებას ვკარგავდი და სულში სიცარიელითაც შემეძლო გარეთ გასვლა.
სულის სიცარიელე თვალებში ჩანს ყველაზე კარგად, ამიტომ ამ დროს კარგად უნდა შენიღბო ის, თორემ მტრები პირდაპირ თვალებს ამოგჩიჩქნიან და ხელების ფათურს უმოწყალოდ დაიწყებენ.
ამ ამბიდან თვენახევარი იყო გასული, როდესაც პირველად გავედი დღის სინათლეზე, თითქოს დავიწყებულიც კი მქონდა მისი სიმხურვალე და კანი ამიწვა. სანამ სადარბაზოდან გავიდოდი კი რამდენიმე წუთი ვიდექი ვატოსკარის წინ და ყველა იმ ლამაზ მოგონებაზე ვფიქრობდი, რაც მან დაუტოვა ჩემს არსებას. სწორედ ასე ვდგებოდი ხოლმე მანამ, სანამ ვინმე არ გამოივლიდა და შემდეგ მივდიოდი გარეთ. შორს არა, იქვე ეზოში თუ დავჯდებოდი, ან კორპუსის შორიახლოს გავისეირნებდი ფეხით საღამოს საათებში.
-როგორ ხარ? - უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა, შეტრიალება ვერ გავბედე და შემდეგ სიტყვებს დაველოდე - მართა, კარგად ხარ?
-კი - ვთქვი და სადარბაზოსკენ ჩქარი ნაბიჯით წავედი.
-რატომ გამირბიხარ? - ისევ იმ ადგილიდან შემომძახა.
-იმიტომ, რომ ჩემი წასული ხარ და მე ახალ ცხოვრებას ვიწყებ. გთხოვ, წადი და დაივიწყე სახელი მართა. ის მოკვდა და დაიმარხა, ახლა კი ახალი არსების დაბადება იწყება და ნუ შემომეხიზნები.
-ახალ ცხოვრებაში აღარ ვიქნები?
-არა, შენ დიდი ხნის წინ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან და აღარასოდეს დაბრუნდები - სადარბაზოში შევედი, ის კი უკან გამომეკიდა.
-გთხოვ, ის მაინც მითხარი, რომ კარგად ხარ.
-როგორ უნდა ვიყო კარგად? მაძლევს სამყარო კარგად ყოფნის საშუალებას, ლევან?
პასუხს არ დავლოდებივარ. არავის ნახვა და არავისთან ლაპარაკი არ მინდოდა. იმ პერიოდში სახლის გაყიდვასაც კი ვაპირებდი და ახალი ბინის მოძებნას, სადაც ყველაფერს ახლიდან დავიწყებდი, თუმცა მივხვდი, რომ ვერცერთი კედლები შეძლებდნენ ჩემს შეცვლას და წარსულის ამოშლას. მოგონებები არა სახლში, არამედ ჩემს არსებაში იყო დალექილი და თუკი ყველაფრის შეცვლას გადავწყვეტდი, მაშინ აუცილებლად მომიწევდა საკუთარი .
***
დეპრესიაში ყოფნამ ყველაფრის სურვილი დამაკარგვინა. ხელებიც კი დამიჩლუნგა და აღარც ჩემი დანა ჭრიდა ბოსტნეულს და აღარც ჩემი გონება იფიქრებდა ახალ-ახალ რეცეტებს. ისე ჩამოვხმი და გამოვიცრიცე, რომ მგონი ლანდიც გამდიოდა. ფაქტობრივარ ჩემს რაციონს მხოლოდ ელენეს მოტანილი მზა საკვები შეადგენდა, თუმცა ის მაინც ზრუნავდა, რომ მრავალფეროვანი საკვები მიმეღო და შიგადაშიგ დედამისი გაკეთებულ კერძებს მიტოვებდა ხოლმე კართან.
ელენეს მცდელობა არ დაუკლია თვენახევრის მანძილზე, რომ გარეთ გავეყვანე. ხან კონცერტს მოიმიზეზებდა, ხან სპექტაკლის ბილეთებს მომიტანდა, ხანაც გასეირნებას შემომთავაზებდა. თუმცა ყველაფერზე პასუხი მაინც „არა“ იყო.
-გინდა ვატო მოვძევნო? - ელენეს კითხვამ სული გამიყინა. თვალები კი არა, უკვე ყველაფერი გასცემდნენ ჩემს ტკივილსა და მარტოობას -იქნებ ჰქონდეს რაიმე ახსნა მის ასეთ საქციელს, იქნებ რაიმე არასწორად გაიგო და ახსნა სჭირდება, იქნებ ...
-გეყოს - ხმამაღლა და მბრძანებლური ტონით შევაჩერე და ფეხზე წამოვხტი - მე აღარ მინდა ვატოსთან შეხვედრა, მისი დანახვა და საუბარი უფრო მატკენს გულს და არც არანაირი ახსნა ექნება მისი საქცელს. ვატო არის ყველაზე ლაჩარი და სულმდაბალი ადამიანი. ის ჩემს სიყვარულს კი არა, სიძულვილსაც არ იმსახურებს.
-გავა დრო და ვინ იცის, იქნებ კიდევ შეხვდეთ ერთმანეთს.
-გავა დრო და მე მას სამუდამოდ ამოვიგლიჯავ გულიდან - თითქმის დარწმუნებულმა ვუპასუხე ელენეს.
***
ნელ-ნელა ვუბრუნდებოდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ვატოს გარეშე ცხოვრება მძიმე, თუმცა შესაძლებელი იყო.
იმ ქუჩებში, სადაც ერთად გვივლია მარტოდ გავლას ვერიდებოდი. კანი მეწვოდა, სული მეხუთებოდა და მაშინვე ლანდად გაირბენდა შორეულ კუთხეში ვატოს სილუეტი. რამდენჯერმე გავეკიდე კიდეც, თუმცა ამაოდ. ლანდი ადამიანად ვერ გადაიქცა.
თვალები? თვალებიც სულ მას ეძებდნენ. ბევრჯერ შემეშალა და სხვა ადამიანს მივადექი უკნიდან. ყველგან მის სახეს ხედავდნენ ჩემი თვალები და უსინათლობას ვნატრობდი, ლამის.
სუნიც ბევრჯერ მიგრძვნია მისი. დარეტიანებული გავშეშებულვარ ერთ ადგილას და თვალებით ვატოს ძებნა დამიწყია. ისე, რა არის ეს მეხსიერება, ყველა მის ნიშანს ისე ინახავდა, თითქოს ეშინოდა დავიწყების.
თუმცა, ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც დავდიოდი ქუჩაში, მაინც ვაცეცებდი თვალებს, მაინც დავეძებდი მეძებარი ძაღლივით მის სუნსა და ყველა იმ მცირე ნიშნავს, რაც მის თავს გამახსენებდა, ამიტომ ფასანაურში ასვლა გადავწყვიტე ორი დღით.
-ბებო, რა დაემართა შენს ანთებულ თვალებს, სად წავიდა სიყვარულით სავსე თვალები? - ტატიანა ბებომ სინანულით გააქნია თავი - შეიძლება სიტყვით ბევრი დამალო და ჩაიკლა გულში, თუმცა თვალებს ხომ იცი, რომ ვერაფერს მოუხერხებ. სულის სარკეს ტყუილად არ უწოდებენ თვალებს.
ხმა არ ამომიღა, რაზეც ისევ ტატიანა ბებომ დაიწყო საუბარი.
-თუ გინდა ნურაფერს მეტყვი, ბებო - ზურგზე პატარა ბავშვივით დამისვა ხელი - შენ როგორც გინდა ისე გაატარე ეს დღეები. საწოლსაც რომელსაც მეტყვი იმას გაგიშლი და რითად შემეძლება დაგეხმარები.
ტახტზე გავაშლევინე, მინდოდა როგორმე კიდევ მეგრძნო ვატოს სითბო და ის ბედნიერება, რაც მასთან ძილის დროს განვიცადე. ზურგზე დავწექი და გაშეშებული ვიწექი.
რა უცნაურია ცხოვრება. ისევ იმ ადგილას ვიყავი, ზუსტად ის პიჟამოები მეცვა, ზუსტად ისე ვიწექი, როგორც მაშინ, თუმცა მაკლდა ერთი - ვატო და სწორედ ეს უკანასკნელი ყველაფერს ცვლიდა. აღარც ისე ისმოდა სოფლის ხმები, აღარც სპეციფიკური სუნი იდგა ოთახში, აღარც მე ვიყავი ისეთი ლაღ, როგორც მაშინ.
წვრილად დავკეპოთ ხახვი. დავჭრათ ქათამი ულუფებად. ცხელ ტაფაზე დავასხათ მზესუმზირის ზეთი და მოვშუშოთ ხახვი. ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავუმატოთ ხახვი და მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, დავუმატოთ ფქვილი და ძმარი. მიღებულ მასას დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი და კარგად ამოვურიოთ.
მოხარშული ქათამი ამოვიღოთ ქვაბიდან, ხოლო ქვაბში დავამატოთ კარაქი და ფქვილი. კარგად ამოვურიოთ, დავამატოთ წყალი და მივიყვანოთ ადუღებამდე. ქვაბში ნელა დავამატოთ კვერცხის და მწვანილის ნაზავი, ისე რომ თანდათან ტემპერატურას მიეჩვიოს. ვურიოთ ქვაბს. ცოტა ხნის შემდეგ მოვაყაროთ მარილი გემოვნებით და ავადუღოთ. ჩავაწყოთ მასში ქათმის ხორცი და ჩავამატოთ წიწაკა გემოვნებით. წვნიანი მზად არის.
ჩიხირთმის რეცეპტიდან დაწყებული ყველა იმ რეცეპტს იმეორებდა ჩემი გონება, რომლებიც გამახსენდებოდა. გამეორებასთან ერთად კი წარმოვიდგენდი როგორ ვაკეთებდი ამ ყველაფერს ჩემს სამზარეულოში.
ადრე ვთქვი ჩემი ცხოვრება გემრიელი კერძია, ვატო კი დესერტითქო. ვატოს წასვლის შემდეგ კი დესერტი მთლიანად შეცვალა მეგრულმა აჯიკამ და ჩემი ცხოვრებაც მექსიკურ კერძებს დაემსგავსა.
***
ტანჯვაში თუ ნეტარებაში, ასე გავიდა ოთხი თვე და ელენეს ქორწილის მოახლოვდა. უკვე შეგუებული ვიყავი ვატოს გარეშე ცხოვრებას და ნამდვილად ვერ ვეტყოდი ჩემს მეგობარს უარს. მე ხომ ამის არანაირი უფლება არ მქონდა. ელენე იყო ის ერთადერთი, რომლმაც ბევრი ტრამვის თუ იარის შემდეგ მაინც ჩემ გვერით გადაწყვიტა ყოფნა და ექიმობა. ისევე როგორც ცოლ-ქმრობა არაა მხოლოდ ლხინი და გაჭირვებაშიც ერთად და მყარად უნდა იდგეს ოჯახი, ასევეა მეგობრობაც, რადგან მხოლოდ ლხინის მეგორები ისე დაიფანტებიან ჩვენი ცხოვრებიდან, როგორც ოქროსფერი ფოთლები შემოდგომის ქარისას.
ელენე საოცრად ღელავდა ქორწილის დღეს, თუმცა ეს ბუნებრივიც იყო. ქორწინების წინ ღელვა და ცრემლები ბუნებრივი და მოსალოდნელია.
მთელი მონოლოგი ჰქონდა ელენეს დედასთან.
-დე, ჩემო ძვირფასო, არ იფიქრო, რომ მე შენს დედობას ვაკრიტიკებ. შენ მე ყველაზე მთავარი - სიყვარული მასწავლე. შენ რომ არა ვერც ასეთი წარმატებული და მიზანდასახული ვერ ვიქნებოდი. ალბათ არც ალის შევიყვარებდი ისე ძლიერად, როგორც ახლა მიყვარს. შენ ბევრჯერ გადამარჩინე ცხოვრების გზაგასაყარზე და ხელი მაგრად ჩამჭიდე, რომ გზიდან არ გადამეხვია. შენ ხარ დედაჩემი, ყველაზე ძლიერი ქალი ამ ქვეყნად.



№1  offline წევრი Rania

Gamiskfa guli vatos saqciels axsna ver movuzebnee. Pirispir etqva mainc. Furclit sheqtyobina yvelaferi. Sashinelebaaaqa
--------------------
Q.qimucadze

 


№2  offline წევრი გაზაფხული

Rania
Gamiskfa guli vatos saqciels axsna ver movuzebnee. Pirispir etqva mainc. Furclit sheqtyobina yvelaferi. Sashinelebaaaqa

ხვალ დასკვნითი ნაწილი დაიდება <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent